თავი 4. თვისებების სპირალი

თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გავხდეთ მაგები, უნდა გავიგოთ შემდეგი: ადამიანის ევოლუცია ხდება მკაფიო თანმიმდევრობით. არ არსებობს ნახტომი ვაჭრების კასტიდან მაგების კასტაში. კიბეზე ასვლა მოგიწევთ, ისე რომ თვითოეულ საფეხურს დაადგათ ფეხი.

პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გვასწავლიდნენ, თითქოს ადამიანის ევოლუცია ხაზობრივად ხდება. გახსოვთ სასაცილო ნახატი ბიოლოგიის სახელმძღვანელოში: მაიმუნიდან ადამიანამდე. რომც წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიოლოგიურად ხაზობროვად ვვითარდებით (რაც ასე არაა), ევოლუციასთან დაკავშირებით ასეთი რამე არ გამოვა. თუკი დავუშვებთ ხაზობრივ ევოლუციას, მაშნ ჩნდება გზის ტოტალური თავისუფლება. წარმოიდგინეთ წერტილი, რომლისგანაც ხაზს ვავლებთ რაღაც მიმართულებით. თუკი დავუშვებთ ხაზობრივი აღმასვლას, მაშინ ჩნდება შესაძლებლობა, რომ ეს ხაზი ნებისმიერი მიმართულებით გავავლოთ. სხვა სიტყვებით, გაჩნდებოდა ინდივიდუალური ევოლუციის შესაძლებლობა. და შესაძოა გამინაწყენდეთ, მაგრამ იდივიდუალური ევოლუცია არ არსებობს. იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა ერთადერთად და განუმეორებლად თვლიდეთ თავს - თქვენ მხოლოდ ბრბოს ნაწილი ხართ. ჯოგის ნაწილი. მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. უბრალოდ ამის გაგებაა საჭირო.

წარმოიდგინეთ ასეთი ექსპერიმენტი. ჩვენ ვიღებთ ყველა ადამიანს პლანეტაზე, ვათავსებთ ერთ ტერიტორიაზე, მაგალითად უდაბნოში, და ქაოსურად გადავანაცვლებთ ერთმანეთის მიმართ. შემდეგ კი ვაკვირდებით. ჩვენ დავინახავთ, როგორ გაერთიან ადამიანები ჯგუფებად - სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით: ენობრივი ბარიერით, რელიგიური რწმენით ან კანის ფერით... ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანი - მექანიზმის ნაწილია, მოზაიკის ნაწილია, ჯოგის ნაწილია.
აზრი საკუთარი არაიდენტურობის შესახებ საკუთარი მნიშვნელოვანების შეგრძნებამდე დაიყვანება. თუმცაღა ინდივიდუალურად ყოფნის სურვილი უმეტესობა შემთხვევებში მხოლოდ სურვილად რჩება. ყველას ეჩვენება, რომ ყოველის ცხოვრებისეული პრობლემები და სიტუაციები განუმეორებელია. თუმცაღა ყველა იგივე ღილაკებს აჭერს, ამასთან ეს ღილაკები ადამიანის განზრახვის მიუხედავად არსებობენ. ადამიანი - ციყვია, ხოლო სამყარო - ბორბალი. და ჩვენ იძულებულნი ართ, რომ ვატრიალოთ იგი. და ყველანი ერთნაირად ვატრიალებთ მას.

თუკი პიროვნების ევოლუციაშ კასტურ სისტემას დავამატებთ, ჩნდება სპირალი. ყოველი კასტა წრეს გადის და შემდეგისკენ მოძრაობს. ამასთან გარემოს პარამეტრები უკვე მოცემულია იმ სამყაროს მიერ, რომელშიც დავიბადეთ. ეს სისტემაა და ჩვენ მის წესებს ვასრულებთ. და რადგან ეს სისტემაა, ესე იგი მას გააჩნია თავისი კანონზომიერებები, რომლებიც გარშემოწერილობაში შეგვიძლია გამოვყოთ როგორც წერტილები, ან მონაკვეთები. თავად ეს წერტილები - პიროვნების თვისებებია, რომლებსაც ინკარნაციიდან ინკარნაციამდე ვამუშავებთ. ამგვარად ხდება ევოლუცია. და რამდენი წერტილის დახატვა შეგვიძია გარშემოწერილობაზე? რამდენიც გნებავთ. მაგრამ იმისთვის, რომ ახალი ველოსიპედი არ გამოვიგონოთ, გამოვიყენოთ ამ ალგორითმებით სარგებლობის მზა სისტემები.

ერთ-ერთი ცნობილი სისტემაა ასტროლოგია. მისი არსი იმაშა, რომ იგი გარშემოწერილობას ზოდიაქოს 12 ნიშნად ჰყოფს, რომელთაგანაც ყოველი თავისი არსით პიროვნების თვისებაა. თეორიაში ნათქვამია, რომ ადამიანი ერთი ნიშნის ქვეშ გადის ცხოვრებას და ერთ თვისებას ამუშავებს. გამოდის, რომ შემდეგ კასტაში გადასასვლელად საჭიროა 12 ინკარნაციის გავლა. მაგრამ ეს ასე არაა. თანამედროვე სამყაროს დინამიკა ძალიან მაღალია და შეიძლება მოხდეს ისე, რომ ერთ ინკარნაციაში შეგვიძლია ერთდროულად რამდენიმე თვისება გამოვიმუშაოთ. ამიტომ, შესაძლოა, სხვადასხვა ასტროლოგიური პროგნოზების კითხვისას ვერანაირად ვერ დაინახოთ მსგავსება საკუთარ ზოდიაქოს ნიშანთან, მაგრამ მეზობელი ნიშანი - ზუსტად თქვენზეა. თავად თანავარსკვლავედების დასახელებები უკვე შეიცავენ გარკვეულ თვისებებს. ბევრი ფიქრობს, რომ თანავარსკვლავედებს ასე უწოდეს იმიტომ, რომ შეგვიძლია შევაერთოთ ვარსკვლავები და გამოვა ფიგურა, მაგალითად სასწორის. მაგრამ რა ფანტაზიორი უნდა იყო, რომ წერტილები ასეთი თანმიმდევრობით შეაერთო? მე მინახავს ეს თანავარსკვლავედები რუკაზე. ვფიქრობ ჰალუცინოგენი სოკოების გარეშე ეს ამბავი არ გამოვიდოდა. რეალურად მოცემული თანავარსკვლავედები ალგორითმს აღწერენ. ყველა, ვინც დაბადებულია ამა თუ იმ ნიშნის ქვეშ, ავტომატურად ხვდება მისი ზემოქმედების ქვეშ და იწყებს იმ სიტუაციების დამუშავებას, რომელშიც თავისი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს გამოიმუშავებს. ანუ თანავარსკვლავედების დასახელებებშ დევს მინიშნება იმაზე, თუ რა უნდა აკეთოს ადამიანმა.

ასე, მაგალითად, კირჩხიბები ცნობილნი არიან იმით, რომ გამუდმებით უკან-უკან დადიან. რაზე შეიძლება ეს მეტყველებდეს? აქ გვეძლევა მინიშნება, რომ ადამიანმა საკუთარი სიზარმაცის, ინერციის საქმის მიტოვების და უკანდახევის სურვილის გადალახვა უნდა ისწავლოს.

ან ავიღოთ მშვილდოსნები. ისინი ბავშებივით არიან. მათ მისცეს ხელში მშვილდი, და მაშინვე ყველა სამიზნისკენ იწყებენ სროლას. ენერგია ბევრია, ამბიციები არანაკლები, და ცდილობენ ერთდროულად ყველა კურდღელს გაეკიდონ. მაგრამ რას მოითხოვს მშვილდით სროლა? რამდენიმე უნარს: მიზნის არჩევას, მშვილდის მოზილვას და მიზანში გარტყმას. ამასთან აუცილებელია მოთმინება და განზრახვა, რომ ბოლომდე განგმირო ერთი მიზანი და არ დახურდავდე წვრილმანებზე.
უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ რა უნდა გამოიმუშავოს ამა თუ იმ ნიშანმა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბორის მონოსოვის წიგნში «კარმა და რეინკარნაცია». და თვისებების სპირალზეც იქ საკმარისად წერია. მაგრამ მოკლედ ავღწერ ამ სპირალს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ გაუგებარი იქნება.

თუ ასტროლოგია გარშემოწერილობას 12 წერტილად ჰყოფს, სეფიროტული მაგია მას 10 წერტილად ჰყოფს, ანუ 9 მონაკვეთად (ცხრიდან ერთი მონაკვეთი ორ წერტილს შეიცავს). ეს დაყოფა აღწერილია ტოტის წიგნში, რომელიც იეროგრაფული სახით წარმოდგენილია ტაროს კარტში.

თავად ტაროს დასტა ორ ნაწილად იყოფა: მაღალი, ანუ უფროსი არკანები და დაბალი, ანუ უმცროსი არკანები. მაღალი არკანები აღწერენ პიროვნების ვერტიკალურ ევოლუციას (მოძრაობას ზემოთკენ), ხოლო დაბალი არკანები აღწერენ ჰორიზონტალურ ევოლუციას (მოძრაობას გარშემოწერილობაზე). დაბალი არკანები შედგებიან 4 მასტისგან, რომელთაგანაც თვითოეული 14 კარტისგან შედგება. მაგრამ წერტილი გარშემოწერილობაზე 10-ია! თუკი დავაკვირდებით დაბალ არკანებს, დავინახავთ, რომ ისინი იყოფიან ნომერულ არკანებად (ორიანებიდან ათიანებამდე) და ფიგურულ არკანებად (ვალეტებიდან ტუზებამდე). უფრო ადვილია მათი დაყოფა «ნახატებად» და «არანახატებად». სწორედ მათგან წარმოიშვა ჩვეულებრივი სათამაშო კარტი, რომელშიც გაქრა ერთ-ერთი «ნახატი» მასტებიდან. ესაა რაინდი, რომელიც ვალეტსა და დამას შორის იმყოფება. მაგრამ ახლა ამაზე არ გვინდა. ტაროს კარტს კიდევ დავუბრუნდებით, რადგანაც მათზეა აგებული მთელი სეფიროტული მაგია.
როგორც უკვე გავიგეთ, სპირალი იყოფა 10 წერტილად, რომლებიც აღწერილნი არიან მცირე არკანების «არანახატი» კარტებით. ამასთან, თავად თვისებებს დასახელება არ გააჩნიათ. მათ ასე უწოდებენ: ორიანები, სამიანები და ა.შ. თავად დამუშავებადი თვისების ალგორითმი დაშიფრულია ტაროში, მაგრამ ყველა მასტში იგი ერთნაირია. ანუ ალგორითმების დასახელება ყველა მასტს შეესაბამება.

ამრიგად, იწყებს რა ევოლუციას დედამიწაზე, ადამიანი იწყებს თვისებების მოსავლის აკრეფას და თანმიმდევრულად მიდის წინ. ორიანებიდან სამიანებამდე, სამიანებიდან ოთხიანებამდე. ადის რა ათიანამდე, ადამიანი გადადის სპირალის ახალ დონეზე, მაგრამ იქაც იგივე თვისებებს კრეფს, მხოლოდ ხედვის კუთხე იცვლება.
ეს რომ გავიგოთ, ჯერ გავერკვიოთ პიროვნების ევოლუციის არსში. საერთოდ, რა არის პიროვნება? როდესაც ადამიანი ინკარნაციას განიცდის, მისი ცნობიერება პლასტელინის რბილ ნაჭერს ჰგავს. თანდათანობით ადამიანი გამოცდილებას იღებს. თავად გამოცდილება პიროვნების გარესამყაროსთან შეჯახების ხარჯზე ჩნდება. ნებისმიერი შეჯახება კვალს ტოვებს პიროვნებაზე (პიროვნების წახნაგები). ამგვარად ჩვენთვის გასაგები ხდება, რომ ევოლუცია - ესაა გამოცდილების დაგროვება. უბრალოდ ერთი კასტა - ესაა შეჯახება ერთი მხრიდან, მეორე კი - სხვა მხრიდან. მაგრამ თავად შეჯახებები წინასწარ დაგეგმილი სცენარით ხდება, რომლებიც აღწერილია მცირე არკანებში.

გახსოვთ, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ მთელი სამყარო - ესაა ენერგია. აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პიროვნების ევოლუცია დაკავშირებულია სამყაროს ენერგიასთან ურთიერტქმედებასთან, მაგრამ ყოველი კასტა ამ ენერგიას თავისებურად აღიქვამს.

ასე, მაგალითად, მუშებისთვის ენერგია - ესაა მუშაობა. ანუ მუშაობის მეშვეობით ეს კასტა შეიცნობს სამყაროს და საკუთარ თავს.

ვაჭრებისთვის ენერგია - ფულია.

მეომრები თვლიან, რომ ენერგია - ძალაუფლებაა.

და მხოლოდ მაგები გულისხმობენ ენერგიაში - ენერგიას.

აქ საქმე იმაში არაა, რომ ჩვენ გვჯერა, არამედ იმაში, თუ როგორ ვხედავთ სამყაროს რეალურად. ჩვენი ხედვის კუთხე. კვლავ წარმოვიდგინოთ ოთხსართულიანი სახლი, სადაც ყოველ სართულზე საკუთარი კასტის ადამიანები ცხოვრობენ. ესაა ვერტიკალური ევოლუცია. მაგრამ იმისთვის, რომ სართულიდან სართულზე ავიდეთ, უნდა გავიაროთ 10 საფეხური. ესაა ჰორიზონტალური ევოლუცია.

აღვწეროთ ყოველი თვისება, ყოველი ალგორითმი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც დაგეხმარებათ იმ წერტილის განსაზღვრაში, რომელშიც თქვენ იმყოფებით. და გასაგები გახდება, თუ რაზე უნდა იმუშაოთ.

თვისებების ორიანი (0–2). შეცნობა

პირველი თვისება, რომელსაც პიროვნება ნებისმიერ კასტაში აწყდება, ესაა შეცნობა. ანუ ორიანები აღნიშნავენ იმ სამყაროს შეცნობას, რომელშიც პიროვნება მოხვდა. აქ აღიწერება ერთგვარი თამაშის წესები. ანუ თამაშის წესები ყველა კასტას თავისი აქვს, მაგრამ სწორედ მათი შესწავლით იწყება სპირალზე მოძრაობა. და რა უნდა შეიცნონ ამა თუ იმ კასტის წარმომადგენლებმა?

მუშათა კასტაში ადამიანი შეიცნობს ამქვეყნად გადარჩენის პრინციპს: მუშაობას. მიდის მამა შვილთან და ეუბნება: «შვილო, ეს ძალიან სასტიკი სამყაროა. და რომ გადარჩე, უნდა იმუშაო, იმუშაო და კიდევ იმუშაო. ამიტომ აიღე თოხი და წავიდეთ, ვთოხნოთ».

ვაჭრების კასტაში, რომლებიც მუშებისგან გამოდიან, ადამიანს ესმის, რომ მუშაობა და ფაბრიკაში წელში გაწყვეტა აუცილებელი არაა. საკმარისია ააშენო მაღაზია, მოაგვარო სავაჭრო ურთიერთობები, იპოვო კლიენტები - და სულ ესაა. იქნება ფული, და შესაბამისად ცხოვრებაც შეიძლება. ანუ იცვლება ღირებულებები, იცვლება ადამიანის ხედვის კუთხე სამყაროს მიმართ.

მეომრების კასტაში ადამიანი გებულობს, რომ როგორც აღმოჩნდა მაღაზია არაა საჭირო. რატომ? საკმარისია გახდე სახელმწიფო დუმის დეპუტატი და გამოსცე კანონი, რომლითაც ვაჭრები თავად მოგიტანენ ფულს ჯიბეში. რადგანაც თუ არ მოგიტანენ, არმია გვყავს, პოლიცია... ჩვენ ძალაუფლება გვაქვს. ვაჭარი კი ჩხუბს არ დაიწყებს, მას ურჩევნია გადაიხადოს.

და რას შეიცნობს მაგი ორიანებში? ორიანები მაგიაში შეესაბამება ისეთ თვისებას, როგორიცაა «ექსტრასენსორიკა». რა სჭირდება მაგს ცხოვრებისგან? ცოდნა და მეტი არაფერი. თუმცაღა ცოდნის მიღების ხარისხი მაგებში განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ღებულობს ცოდნას პირველი სამი კასტა. მაგები სამყაროს საკუთარი გამოცდილებით შეიცნობენ და უბრალოდ რწმენის დონეზე ინფორმაციას არ იღებენ. ვაჭრებს და მეომრებს მიუფურთხებიათ, სად ივაჭრონ და იბრძოლონ, ბრტყელ დედამიწაზე თუ მრგვალზე. მაგრამ მაგებს ინფორმაცია სჭირდებათ. მათ უნდა შეისრუტონ იგი, როგორც ფაქტი. და თუ დანარჩენი კასტები განწყობილნი არიან ისეთი ცნებისადმი, როგორიცაა მაგალითად, «ცოცხალი ხე», მხოლოდ ჭკუისმიერი ლოგიკით, მაგები გრძნობენ სიცოცხლეს ხეში. ისინი ხედავენ ამ სიცოცხლეს, აცნობიერებენ მას, ურთიერთქმედებენ მასთან. ამის გაკეთება კი ჩვეულებრივი გრძნობათა ორგანოებით შეუძლებელია. სწორედ ექსტრასენსორული უნარები აძლევენ მაგს ასეთ ცოდნას. და რადგანაც ეს ორიანებია (პირველი თვისება გარშემოწერილობაზე), გასაგები ხდება, რით იწყება გზა მაგიაში. სწორედ ამ თვისებების განვითარებით. რადგანაც თუ ვერ ხედავთ, ვერ გრძნობთ ენერგიას, იმ რწმენისგან, რომ იგი თქვენს ენერგეტიკულ მერიდიანებში მიედინება (რომლებსაც ვერც კი ხედავთ), არანაირი შედეგი არ იქნება. მაგებისთვის მაგია - ეს ფაქტობრივი მეცნიერებაა. ან ვხედავ, ან არა.

მაგრამ რატომ ორიანები და არა ერთიანები? რატომ აისახება გზის დასაწყისი როგორც ნულიდან ორამდე (0-2)? საქმე იმაშია, რომ ამ დიაპაზონში არსებობს განუსაზღვრელობა. ერთგვარი მდგომარეობა, ინერცია, რომელიც ადამიანმა უნდა გადალახოს. კასტიდან კასტაში გადასვლა ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ევოლუციაში. და ეს დაკავშირებულია ალბათობასთან, რომ კვლავ ნულამდე დაეცეს. 

მაგალითად, რა სირთულეებს განიცდის მუშა თავისი ევოლუციის დასაწყისში? იგი ეჯახება იმას, რომ უნდა იმუშაოს, მუშაობა კი არ უნდა. რა? უნდა ვიმუშაო? არა, ჯობია მეგობრებთან წავალ და არაყს დავლევ. მუშების კასტა ყველაზე მეტად ინკარნირდება სოფლებში, სადაც ეს თვისებები ყველაზე კარგად მუშავდება.
როდესაც მუშა ვაჭრების კასტაში გადადის, ხვდება, რომ მუშის უნარები იქ ფეხებზე ჰკიდიათ. გაქვს ფული? - შემოდი. არა? - დაახვიე. და სირთულე აქ იმაშია, რომ მუშას უკვე აქვს გადარჩენის სისტემა. მან უკვე იცის გადარჩენა - ხელებით მუშაობით. და როდესაც ხედავს შემდეგი კასტის სირთულეებს, მას უჩნდება სრულიად ბუნებრივი სურვილი, რომ აკეთოს ის, რაშიც პროფესიონალია.

როდესაც ვაჭარი მეომრების კასტაში გადადის, იგი იქ თავისი ღირებულებებით იწყებს მოძრაობას. უკვე მიჩვეულია, რომ ყველაფერი იყიდოს. და ასევე აპირებს ძალაუფლების ყიდვას, მაგრამ არაფერიც არ გამოსდის. ამის ცხადი ცხოვრებისეული მაგალითია მიხეილ ხოდოროვსკი, კომპანია „იუკოსის“ დამაარსებელი. მას ყველაფერი კარგად ჰქონდა, რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში შედიოდა, მისი კომპანია საწვავის ყველაზე მთავარი მომწოდებელი იყო რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ვაჭრების კასტის დაისზე ფული აღარ აკმაყოფილებს თავად ვაჭარს. მას ძალაუფლება სჭირდება. და მან თავი შეჰყო ხელისუფლებაში. მოინდომა, რომ რუსეთის პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით - ამ ადგილის ყიდვა მოინდომა. მაგრამ იქ უკვე იჯდა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, რომელმაც უკვე მოახდინა ძალაუფლების სტრუქტურირება თავის ქვეშ. შედეგი - ხოდოროვსკი ციხეშია, მისი კომპანია კი ნაწილებადაა დაშლილი და გაყიდულია სხვა კომპანიებზე.

მსგავსი სირთულეები ეწევათ ხოლმე მეომრებსაც, როდესაც მაგად გახდომის დრო დგება. ისინი მაგიაში მუშტებით შედიან. მიჩვეულები არიან, რომ სიმართლე ძალით გაიტანონ, მაგრამ მაგებთან ეს არ მუშაობს. მაგებს მტრები არ ჰყავთ, და ჩვეულებრივი აგრესია მათ ვერ ეხება. მეომრები უშედეგოდ იქნევენ მუშტებს და ხვდებიან, თუ ვინაა აქ მთავარი. მსგავსი გადასვლები შეგვიძლია ტელევიზორითაც ვნახოთ. მაგალითად «ექსტრასენსების ბრძოლაში», სხვადასხვა ჯადოქრები, ვედმები და ექსტრასენსები გამუდმებით ცდილობენ, რომ დააშინონ ერთმანეთი ნაირგვარი ჯადოებით და გათვალვებით. მაგრამ ვისი მიდგომაა ეს? რა თქმა უნდა მეომრების. მე ასეთ პერსონაჟებს «ჯერვერმაგებს» ვუწოდებდი.მაგები არასოდეს არავის ემუქრებიან და არავიზე ჯადოს არ აკეთებენ. ისინი უბრალოდ დაკავებულნი არიან საკუთარი თავის განვითარებით და იცავენ საკუთარ თავს და საკუთარ სივრცეს. ნუთუ დამნაშავეა კედელი, თუკი ვინმე იდიოტი გაექანა და თავით შეასკდა?
ამრიგად, ეს იყო ორიანები. კასტის წესები. სამყაროს აღწერილობა, რომელსაც ადამიანი თავისი სართულიდან ხედავს.

თვისებების სამიანი (3). დაგროვება

ჩვენ გვახსოვს, რომ ეს წერტილები, ალგორითმები, სამყაროსთან, ანუ ენერგიასთან ურთიერთქმედებას აღნიშნავენ. სხვა სიტყვებით, სამიანებში ენერგიის დაგროვება ხდება.

პირველ კასტაში საქმე ეხება მუშაობას, ანუ იქ მუშაობას აგროვებენ. და როგორ შეიძლება მუშაობის დაგროვება? სამიანები - ესაა სუფთა სახით ენერგიის შენარჩუნება. მასშ ნათქვამია, რომ არსებობს ენერგიის ერთგვარი ლიმიტი სივრცეში. და თუ ენერგიას ერთი ადგილიდან ავიღებთ და სხვაგან გადავიტანთ, იქ ეს ენერგია მეტი გახდება, ხოლო იქ, საიდანაც აიღეს - ნაკლები. წარმოიდგინეთ, რომ აუდიტორიაში 40 სკამია. ავიღე ერთი სკამი და გადმოვიტანე თქვენი კუთხიდან ჩემს კუთხეში. მე ერთი სკამით მეტი გამიხდა, თქვენ კი ერთით ნაკლები. თუმცაღა თავად ენერგიის შენარჩუნების კანონი ბალანსისკენ მიისწრაფის. თუ ჩაინიკს გამუდმებით არ გავაცხელებთ, იგი გაცივდება. როდესაც სკამს დაკარგავთ, მის დაბრუნებას მოინდომებთ...

მაშ, როგორ დავაგროვოთ მუშაობა? არის ქარხანა, და მასში ვაკანსიების შეზღუდული რაოდენობაა. მაგალითად, ერთ ვაკანსიაზე ხუთ ადამიანს უნდა მოწყობა. ერთი აიყვანეს, სხვები კი - არა. ერთმა სხვებს ააცალა ენერგია სამუშაო ადგილის სახით. ზის და აგროვებს გამოცდილებას ამ სამუშაოზე.

ვაჭრებში საუბარია ენერგიის დაგროვებაზე ფულის სახით. შეიძლება ფული ხელფასზე გადადოთ, და შეიძება შექმნათ სისტემა, როცა სხვები თავად მოგიტანენ (ბიზნესი). ხალხს, რომლებიც სამიანებს ამუშავებენ ვაჭრების კასტაში, ძალიან უყვართ ამის დემონსტრირება. ისინი სამკაულებს იკიდებენ, ძვირფას ნივთებს ყიდულობენ და ცდილობენ ყველას აჩვენონ ეს. მსგავსი მაგალითი კარგად ჩანს ამერიკული ჰიპ-ჰოპ კულტურის წარმომადგენლებზე. შეხედეთ ამ შავკანიან რეპერებს. მათ მკერდზე აუცილებლად უკიდიათ რაიმე ოქროს ჯაჭვი, ბრილიანტებით მორთული, კლიპებშ ძვირფასი მანქანები და ბერვი ლამაზი ქალი, რომლებიც მეძავებს უფრო ჰგვანან (ისინიც სამიანებს ამუშავებენ), რადგანაც ფულით იმართებიან. რისი თქმა უნდათ ამ ყველაფრით ამ ამერიკელ ბიჭებს? ისინი ამბობენ: «ეი, შემოგვხედეთ! ჩვენ ბევრი ფული გვაქვს, ჩვენ უკვე აღარ ვართ შავი მუშები (პირველი კასტა), ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის უფლება მივცეთ საკუთარ თავს». ისინი ერთგვარად იმათ ეუბნებიან ამას, ვინც რეალურად მართავს ფინანსებს, ვინც რვიანებში და ცხრიანებში იმყოფება. მაგრამ ამ მუსიკოსების მთელი შემოსავალი - ელემენტარული სამიანებია. მათ ჩაწერეს ალბომი, რომლებსაც სხვა ადამიანები ყიდულობენ. ფულს აძლევენ მათში, და ეს ენერგია ნაკლები უხდებათ, ავტორს კი - მეტი. ენერგიის შენარჩუნების კანონი სუფთა სახით.

როგორ დავაგროვოთ ფული - გასაგებია. მაგრამ როგორ დავაგროვოთ ძალაუფლება? ძალაუფლება ხომ - არამატერიალურია. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგიის შენარჩუნების კანონზე, ე.ი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ძალაუფლება შეზღუდულია. არსებობს რაღაც ლიმიტი. და ეს ნიშნავს, რომ მას ჰაერიდან ვერ ავიღებთ, ეს ძალაუფლება უნდა მოვიპოვოთ. როგორ? მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ ბანდები, რომლებიც ქუჩებშ დადიან და უდანაშაულო ადამიანებს სცემენ. წარმოიდგინეთ, რომ კაცი გალახეთ, და ის დასისხლიანებული თქვენს ფერხთითაა. რა წაართვით მას? არა საფულე ან მობილური, არამედ ძალაუფლება. მას ახლა აღარ აქვს ძალაუფლება სიტუაციაზე და საკუთარ თავზე. ახლა თქვენ ხართ ბატონი. რაც უფრო მეტია მსგავსი სიტუაცია, მით უფრო მეტია ავტორიტეტი. სწორედ ამას უკავშირდება საბრძოლო ალაფის ცნება. ინდიელები სკალპებს აცლიდნენ და მათთან ერთად ძალაუფლებას იღებდნენ. ვიკინგები თითების ფალანგებს აჭრიდნენ მტრებს და ძაფზე აცვავდნენ მათ, ახდენდნენ რა თავიანთი ავტორიტეტის დემონსტრირებას. სნაიპერები მეორე მსოფლიო ომში ნიშნებს ტვიფრავდნენ ტარზე. წარმოიდგინეთ, რომ ომია. თქვენ თანამებრძოლებთან ერთად ზიხართ კოცონთან, და თქვენთან მოდის სნაიპერი, რომელსაც 40 ნიშნული აქვს იარაღზე. დამეთანხმებით, რომ ზრდილობიანად დაუწყებთ საუბარს.

სამიანები მაგების კასტაში - ძალიან მრავალწახნაგოვანი თემაა. ეს წერტილი მოიცავს მაგიის მთელ პლასტს, ცნობილს, როგორც სოფლური მაგია. თავად სოფლური მაგია შემდეგნაირად გაჩნდა. განვითარების გარკვეულ ეტაპზე მაგს სჭირდება, რომ წავიდეს ხალხმრავალი ადგილებიდან, რათა განმარტოვდეს. და ხშირად ისინი ირჩევენ ადგილებს მცირედდასახლებულ სოფლებთან. ბევრ მაგს, მანამ, სანამ საბოლოოდ წავა, უჩნდება მოთხოვნილება, რომ თავისი ცოდნა გადასცეს. ისინი მოსწავლეებს იმ ხალხისგან იყვანენ, ვინც ახლოს ცხოვრობს. და რადგანაც სოფლებში განათლებასთან ცოტა რთულად იყო საქმე, ისინი ყველაფერს «ადგილობრივ» ენაზე უხსნიდნენ. და შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ეს ტრადიციები ასევე გადმოიცემა. აქედანაა რიტუალების გადმოცემის «პრიმიტიულობაც». მაგრამ არსი, რომელიც პირველი შეხედვით არ ჩანს, სინამდვილეში ძალიან ღრმაა. თავად მაგია უმეტესობა შემთხვევებში გვაგონებს ბებიის რეცეპტების ნაკრებს იმის შესახებ, თუ როგორ მოვიპოვოთ ენერგია ერთი ადგილიდან და მივმართოთ მეორეზე. მაგალითად, წარმოიდგინეთ ექიმბაში ბებია, რომელსაც სახლში ადამიანი უკვდება, რაიმე განუკურნებელი სენით. იგი საწოლში წევს, სიცხე აქვს და ოფლი მოსდის. ოფლს ბალიში იწოვს. მასთან ერთად შეიწოვება ინფორმაცია ავადმყოფობის შესახებ. შემდეგ ეს ექიმბაში იღებს ბალიშს და წყლიან ქილაში აყენებს. წყალი იწოვს ამ ინფორმაციას. შემდეგ ჩვენი ბებო მეზობელს უმასპინძლდება ამ წყლით - და მორჩა, ერთი კვირის შემდეგ მეზობელი აღარაა. მაგრამ თუ თქვენ ეცდებით ამის გამეორებას - არაფერი გამოგივათ. აქ ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ: ავადმყოფობა, მეზობლის იმუნიტეტი, დაყენების მეთოდი, სასმელის მიწოდების მეთოდი. ეს ყველაფერი სოფლელმა ვედმებმა იციან. 

ამრიგად, რა გააკეთა ჩვენმა ბებომ? მან უბრალოდ აიღო ენერგია და დააკოპირა. ამასთან მას შეეძლო არც ყოფილიყო მაგების კასტაში. სხვათაშორის, ასეთი ბებიების დიდი უმრავლესობა - არ არიან მაგები. რადგანაც თუ სახელდობრ მაგებზე ვიტყვით, სამიანებში დაახლოებით ასე გამოდის: მაგი ხედავს ადამიანში ავადმყოფობას, და ენერგიის კანონის შენარჩუნების თანახმად ეს ავადმყოფური ენერგიასადღაც უნდა წაიღოს. შეიძლება კვერცხში, შეიძლება მარილიან წყალში, ან შეიძლება სხვა ადამიანზეც გადაიტანოს. ამ შემთხვევაშ ავადმყოფი გამოჯანმრთელდება, ჯანმრთელი კი - ავად გახდება. ამ ეტაპზე ბევრი ექტრასენსი დაწვა. როდესაც ადამიანს უჩნდება მგრძნობელობა (ორიანები) და მასთან ურთიერთობის რაღაც შესაძლებლობა (სამიანი), რატომღაც ბევრი მკურნალობას იწყებს. და ეს გასაგებია, რადგანაც ამ დარგში ბევრი ფულია. ადამიანები ყოველთვის ავადობენ, და რატომ არ უნდა განვკურნოთ ისინი? ოღონდ, როგორც ჩანს, ამ ხალხს სკოლაშ ფიზიკა არ უსწავლია. ენერგიის შენარჩუნების კანონი არავის არ იბრალებს. თუ ავადმყოფობას ამოვიღებთ, იგი სადღაც უნდა შევტენოთ. და ყველაზე ხშირად ეს მკურნალები ამ ენერგიას საკუთარ თავზე იღებენ. რაღაც დრომდე მათი იმუნური სისტემა უმკლავდება, მაგრამ შემდეგ მალე იფიტებიან. მაღალი სიკვდილიანობა ასეთ ადამიანებს შორის - ამას ადასტურებს.

ოთხიანი (4). სახელის მიცემა

მეოთხე კასტაში ჩვენ ვხვდებით პრინციპს «როგორც დაარქმევთ იახტას, ისე იცურებს». სხვა სიტყვებით, ჩვენ ვხედავთ რაღაც პროცესს და როგორღაც ვარქმევთ მას. ანუ უკვე დასახელების მეშვეობით ვმუშაობთ.

მაგალითად, მუშათა კასტაში თქვენთან მოდის ვასია და გეუბნებათ: «ვინ თხრის ასე ნიჩბით, ასე უნდა ამოთხარო». და გაჩვენებთ. თქვენ სცადეთ და დაინახეთ, რომ ასე ამოთხრა მართლაც უფრო მოსახერხებელია. და დაარქვით ამ მეთოდს «ვასიას სახელობის ნიჩბით თხრის მეთოდი». ან ცხოვრობდა ვიღაც მხატვარი და გამოიგონა ხატვის ახალი მეთოდი. და რაღაც სახელი მასაც უწოდეს.

ოთხიანები - ესაა როდესაც ჩვენ ვაღწევთ სამყაროს რაღაც ნაწილში და ვხედავთ ამ ნაწილის სახელს. და თუ არავის დაურქმევია, ჩვენ თვითონ ვარქმევთ.
ვაჭრების კასტაში ოთხიანები - ესაა ბრენდი. ლეიბლი, რომელიც ვაჭარზე მუშაობს. მაგალითად, მე თქვენ გეუბნებით: «მაკდონალდსი» ან «კოკა-კოლა». და მორჩა. მეტი არაფრის თქმა არაა საჭირო, თქვენ თავად ხვდებით, რაზეცაა საუბარი. ანუ თქვენს საკუთარ მაღაზიას ხსნით და რაღაცას არქმევთ მას. ამრიგად ოთხიანები - ესაა როდესაც ადამიანები უკვე თქვენს დასახელებასთან ურთიერთქმედებენ, და არა თქვენთან.

მეომრების კასტაში ოთხიანები - ესაა სხვადასხვა ტიტულები. მაგალითად, იყო უფროსი ლეიტენანტი - გახდა კაპიტანი. ერთი ვარსკვლავით მეტია, დასახელებაშ რამდენიმე ასო შეიცვალა, მაგრამ ადამიანს უკვე სხვანაირად აღიქვამენ. წოდება უფრო მეტ ძალაუფლებას იძლევა, უფრო მეტ ხელქვეითს. აქვეა სხვადასხვა პრემიების ლაურიატებიც. ყველაფერი ეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის ავტორიტეტზე საკუთარ გარემოში.

საქმე იმაშია, რომ ობიექტის სახელის მეშვეობით შეგვიძლია თავად ობიექტზე მოვახდინოთ ზეგავლენა. მაგალითად, წარმოიდგინეთ ყაჩაღების ბანდა. მათ ყავთ მეთაური და რამდენიმე მისი ხელქვეითი. ერთ-ერთი მათგანის მეტსახელია „მშიშარა“. მეთაური მიდის და ეუბნება: „შენ ახლა მამაცი გერქმევა“. ის კი პასუხობს: „მაგრამ ბოს, მე ხომ ყველაფრის მეშინია, მე მშიშარა ვარ“. – „ახლა კი მამაცი იქნები! ყველამ გაიგეთ? ყველამ მამაცი დაუძახეთ!“ და რა მოუვა მშშარას? უნდა, არ უნდა, მოუწევს ახალი წოდების დამუშავება. შეცვალეს ობიექტის სახელი - შეცვალეს თავად ობიექტი.

ჩემი საუკეთესო მეგობარი ასეთ რაღაცას აკეთებდა. როცა მასთან გოგოები მიდიოდნენ გასაცნობად, ის სრული სერიოზულობით პასუხობდა, რომ ალბერტ კრასატულინი ერქვა. რა თქმა უნდა, ამის არავის სჯეროდა, მაგრამ გოგოებთან კავშირი შემდგარი იყო. და თუ ეს იწყებოდა როგორც ხუმრობა გასაცნობად, შემდეგ ეს სახელი მყარად მიეწეპებოდა ხოლმე. იგი ასე აწერდა ხელს ინტერნეტში, ამ სახელს ახსენებდა საუბარში. საბოლოოდ ყველამ იცოდა, რომ კრასატულინი - ეს ისაა. შედეგმა არ დააყოვნა. ქალების რაოდენობამ ათჯერ იმატა. მას საერტთოდ აღარ აქვს მათთან პრობლემები.

ასე რომ პრინციპი «შეცვალე ობიექტის სახელი და შეიცვლება თავად ობიექტი» ოთხიანების მაგიის საფუძველში დევს. მაგიის ამ განყოფილებას «კაბალისტიკა» ეწოდება. კაბალა, რომელსაც ებრაელები სწავლობენ, - ანბანია რეალურ კაბალასთან შედარებით. როდესაც მაგი ოთხიანების დონეს აღწევს, იგი იწყებს სამყაროს ხედვას, როგორც ნეო ხედავს მატრიცას. არა, არანაირი მწვანე იეროგლიფები იქ არაა, უბრალოდ ახლა ობიექტის სახელი - ეს არა უბრალოდ ბგერაა, არამედ ენერგეტიკული სიგნალიც. და რადგანაც მთელი სამყარო - ენერგიაა, ახლა მაგი განასხვავებს ამ ენერგიის მრავალფეროვან იმპულსებს, და ეს იმპულსები შეგვიძლია ავღნიშნოთ ასოებით ანუ საწყისი კოდებით. გამოთქმა «პირველად იყო სიტყვა» ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ობიექტი - სიტყვაა. ენერგეტიკური პარამეტრების ნაკრები. და თუ ჩვეულებრივი კაბალისტები ცდილობენ, რომ ობიექტებს სხვადასხვა ასოები შეუსაბამონ მისი ბუნების (ნამდვილი სახელის) წვდომის მიზნით, მაგი-კაბალისტები ამ ბუნებას უბრალოდ ხედავენ. ასე, მაგალითად, იგივე ავადმყოფობა ადამიანის სხეულში - ესაა როდესაც მის ჭეშმარიტ სახელში (ადამიანის ენერგეტიკაში) არის შეცდომა (ავადმყოფობა). ერთი ასოს მეორეთი შეცვლის შედეგად ადამიანი გამოჯანმრთელდება.

მაგალითის სახით მოვიყვან შემთხვევას ჩემი ცხოვრებიდან. ერთ ჩემს მოსწავლეს მუხლები უკანკალებდა, ისე ეშინოდა სიმაღლის. საქმე იმაშია, რომ 12 წლის ასაკში იგი აუზში გადააგდეს 10 მეტრიანი სიმაღლიდან. ის მტკივნეულად დაეცა. არაფერი მოუტეხია, მაგრამ ფსიქიკა დაუზიანდა. აქ ვაწყდებით იმას, რომ ყველა ეს შიში ოთხიანებში - ეს სრულიად კონკრეტული რამეა - რაც ჩანს. მე ვთხოვე ამ გოგოს, რომ გაეხსენებინა ეს სიტუაცია და დავინახე, როგორ ამოტივტივდა მის ენერგეტიკულ ჭუპრზე გულის მიდამოში ლაქა (დაზიანებული სახელის ასო). შემდეგ ჩემი ცნობიერებით დავიწყე იმ ადამიანის პარამეტრების შეყვანა, რომელსაც არ ეშინია სიმაღლის, არამედ პირიქით, უყვარს იგი. ანუ მე მოვეჭიდე ჩემი ყურადღებით ჭუპრის დაზიანებულ მიდამოს და სხვა პარამეტრები შევიყვანე მასში, ამასთან განვაგრძობდი ამ მიდამოს სკანირება და თვალყურს ვადევნებდი, რომ საჭირო ცვლილებები მომხდარიყო. გარეგნულად ეს ასე გამოიყურებოდა: იგი სავარძელში ზის, მე მის პირდაპირ ვზივარ, სხვა მოსწავლეები მაძლიერებდნენ - და არანაირი შთაგონება, ჰიპნოზი ან სხვა რამე. ერთი კვირის შემდეგ DVDმომიტანა ჩანაწერით, სადაც პარაშუტით ხტებოდა. ამასთან თვითმხილველების გადმოცემით მას ყველაზე ნაკლებად ეშინოდა, თუმცა დანარჩენთაგან ბავშვობაში არავის მიუღია სიმაღლესთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ტრავმა.

ამგვარი მეთოდით შეიძლება ავადმყოფობის განკურნება, წარმატების, სიმამაცის და სხვა თვისებების «მიკერება». თუმცაღა სივრცის პრიგრამირება - ეს არაა პოზიტიური აზროვნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სივრცე ინერტულია და საჭიროა ძალები, რათა გადავლახოთ ეს ინერცია. და ყველა მაგს თავისი პირადი ძალის დონე სხვადასხვა აქვს.

ხუთიანები (5). სულთან მუშაობა

ხუთიანებში ჩვენ ვაწყდებით იმას, რომ სივრცეს გააჩნია არა მხოლოდ თავისი სახელი, არამედ თავისი გონიც. 

მუშების კასტაში სულთან მუშაობას შეგვიძლია დავარქვათ განსულიერება. რადგანაც პირველი კასტა სხვადასხვა უსულო ობიექტებს ქმნის, ზოგჯერ ზოგიერთს გამოსდის, რომ რაღაც ცოცხალი შექმნას. მაგალითად, ჩვენ ვუყურებთ მხატვრის ნახატს, და გვეჩვენება, რომ მასში პერსონაჟები თითქოს ცხოვრობენ, არადა ნახატი სტატიურია. ან ვუყურებთ ქანდაკებას და ვამბობთ, რომ მოქანდაკემ სული ჩადო თავის ქმნილებაში. ანუ ჩვენ ვაწყდებით არა უბრალოდ მატერიას, არამედ ამ მატერიის განსულიერებას.

შემიძლია ვიკამათო, რომ ბევრი თქვენგანი ესაუბრება საკუთარ ავტომობილს. და როგორც მინიმუმ ნახევარს თქვენს შორის, ისინი პასუხობენ. აი, ვინაა გასაგზავნი გამოკვლევაზე. ერთხელ ჩემს ნაცნობ გოგოსთან ვჯდები მანქანაში და ფლირტს ვიწყებ მასთან. ის წასვლას ცდილობს, მაგრამ ავტომობილი არ იქოქება. ჩემი ნაცნობის გენიალური რეპლიკა: «ის შენზე ეჭვიანობს». რაზეც ვპასუხობ, რომ მას არ შეუძია ეჭვიანობა. გოგო ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს, მოწყობილობების პანელზე ეფერება მანქანას და ალერსიან სიტყვებს ჩასჩურჩულებს: «არ გეწყინოს, მე მასთან არ ვარ სერიოზულად. ახლა წავიდეთ, ბენზინს გაჭმევ, შემდეგ დაგბან. ლამაზი მეყოლები...» მე დამცინავი ღიმილით ვუყურებდი, მაგრამ მანქანა დაიქოქა!

ვაჭრების კასტაში ჩვენ ვაწყდებით უნარს - მივანიჭოთ ბიზნესს ერთგვარი სული. მრავალ მეწარმეს, როდესაც შვებულებაში მიდის, არ შეუძლია დასვენება. როგორც კი წავლენ, სამუშაოზე მაშინვე პრობლემები ჩნდება. ფულის უკმარისობა სალაროში, ვიღაც სამუშაოზე არ მოვიდა და ა.შ. სხვა სიტყვებით, მის წარმოებას არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება. სანამ ის ადგილზეა - ყველაფერი რიგზეა. როგორც კი შვებულებას იღებს - ყველაფერი ფუჭდება. ამრიგად, ხუთიანები ვაჭართა კასტაში - ესაა საკუთარი ბიზნესისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება. თქვენ ისვენებთ, ის კი მუშაობს. თითქოს მას ერთგვარი სული, ერთგვარი გონი მართავს.
მეომართა კასტაში ვხვდებით უნარს - გამოვიძახოთ მებრძოლი სული. ამ უნარს, იდეაში, ყველა ოფიცერი უნდა ფლობდეს. მას უნდა შეეძლოს, რომ თავისი ჯარისკაცები შეტევისთვის განაწყოს მოწინააღმდეგის გაცილებით უფრო დიდი ძალის და შემხვედრი ცეცხლის წინააღმდეგ. ლოგიკურად ეს სისულელეა, და თვითონ არავინ მოაწერს ამაზე ხელს, მაგრამ თუ შენ ეს საბრძოლო სული გმართავს, შიში აღარ გექნება, და ისტორიაში ხშირად გვხვდება ასეთი თავგანწირულობის მაგალითები.

ასეთივე უნარს უნდა ფლობდნე სპორტული მწვრთნელებიც. მაგალითისთვის ავიღოთ ფეხბურთი. მწვრთნელი -ერთგვარი შამანია. თავისი სპორტსმენების დარიგებისას, გუნდური სული უნდა აღძრას მათში. რადგანაც ეს თამაში გუნდურია, გუნდი - ეს ერთიანი ორგანიზმია. და ყველა მისი სისტემა შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს, ეს კი არ გამოდის, თუ ორგანიზმს ერთი გონი არ გააჩნია. ჩვენ ვუყურებთ ჩვენს ნაკრებს და ვხედავთ, რომ იგი ხან ყველას ანადგურებს გზაზე, ხან ყველაზე სუსტ გუნდებთან აგებს. სული ხან არის, ხან არა.

აქ, სხვათაშორის, იმალება პასუხი კითხვაზე, რატომ იყვნენ საბჭოთა კავშირის სპორტსმენები ყველაზე ძლიერები მსოფლიოში. თანამედროვე სპორტსმენები კი მიუხედავად ფინანსური მხარდაჭერისა და ვარჯიშების თანამედროვე მეთოდებისა, - ვერ ბრწყინავენ? რისთვის გამოდიოდნენ საბჭოთა ათლეტები? „ქვეყნისთვის, სტალინისთვის“ (За Родину, за Сталина), ზოგადად იდეისთვის. იდეა კი - სულია. და სწორედ ის მართავს მათ. თანამედროვე სპორტსმენები კი - პიროვნებები არიან. ყოველ მათგანს მრავალმილიონიანი კონტრაქტი აქვს, ყოველი მათგანი მაისურზე საკუთარი სახელისთვის თამაშობს, იდეა კი უმეტესწილად ფეხებზე ჰკიდიათ.
ხუთიანები მაგების კასტაში - სწორედ ესაა სულთან ან სულებთან მუშაობა. ანუ მაგის ცნობიერება, აღწევს რა ხუთიანებს, გრძნობს სივრცის გონს, ანუ ეგრეთ წოდებულ სტიქიის სულებს (ელემენტალებს). (არ აურიოთ გარდაცვლილი ადამიანების სულებში - ელემენტარებში). გარდაცვლილების დასანახად ორიანებში შესვლაც საკმარისია. აქ ცოტა სხვა რამეა. მაგრამ იმაზე, თუ რას ნიშნავს სტიქიები და სტიქიის სულები, მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანამდე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ჩვეულებრივი ადამიანი, უყურებს რა მთას, ქვის ნაგლეჯს ხედავს, ხუთიანების მაგი ხედავს, რომ ამ მთას გონიერი სული გააჩნია.

ექვსიანები (6). პორტალი

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგიაზე. პიროვნების ევოლუციაზე, რომელიც გარკვეულ წერტილებს გადის თავის გზაზე სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით. ექვსიანებშ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგიის პორტალზე.

ენერგიის პორტალი - ესაა წერტილი, სადაც ენერგია არ თავდება. მაგრამ სადღაა მაშნ ენერგიის შენარჩუნების კანონი? საქმე იმაშია, რომ ეს კანონი ჩაკეტილი სისტემების შიგნით მუშაობს. თუ სისტემას გავხსნით, კანონი ირღვევა. გახსოვთ მაგალითი სკამებზე? სამიანებშ მე შემიძლია აქეთ-იქით ვათრიო ეს სკამები, მაგრამ სკამების რაოდენობა უცვლელი დარჩება. ახლა კი სხვა აუდიტორიაშ მივდივარ და იქიდან კიდევ ერთი სკამი მომაქვს. მე გავხსენი სისტემა და დავარღვიე ენერგიის შენარჩუნების კანონი. სწორედ ესაა ექვსიანები. 

პირველ კასტაში ეს დაახლოებით ასე გამოიყურება. არის მუშა. ქვეყანაშ კრიზისია, ეკონომიკა ინგრევა, ხდება მასობრივი შემცირებები, ამ მუშას კი ჰკიდია. ის აგრძელებს მუშაობას. ანუ ასეთ ადამიანს არ გააგდებენ წარმოებიდან.

ვაჭრებში ესაა კრედიტებთან მუშაობა. როგორ დავაგროვოთ მილიონი სამიანებში? გადავდოთ ცოტ-ცოტა. ექვსიანებშ ჩვენ მივდივართ ბანკში და ერთ-ორ საათში კრედიტს გვაძლევენ. სხვათა შორის სწორედ აქ იმალება ყველა ფინანსური კრიზისის მიზეზი.

მეომრების კასტაში ექვსიანები - ესაა არაფრისგან ძალაუფლების მიღება. ანუ თქვენ მოეწყვეთ სამსახურშ უბრალო მენეჯერად, ერთ კვირაში კი გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობამდე გაწინაურებენ. ამასთან აქ ადამიანები 10-20 წელი მუშაობდნენ და განსაკუთრებულად არ წასულან წინ, თქვენ კი ერთ კვირაშ კარიერა გააკეთეთ. ესაა ექვსიანები მესამე კასტაში.

მეოთხე კასტაში ექვსიანები მაგს აძლევენ რაღაც მუდმივი დამუხტვისმაგვარს. აქ უკვე მაგი აღარასოდეს იღლება. იგი ყოველთვის ნაკადშია, მაგრამ ამ ნაკადს არ მართავს. გახსნა პორტალი - უამრავი ენერგიაა, მაგრამ იგი თავისთავად ავსებს სივრცეს. წარმოიდგინეთ ხანძარი სახლში. ცეცხლი ბევრ სითბოს გამოჰყოფს, და მაგი თბება მისით, მაგრამ ცეცხლის მართვა არ შეუძლია.

შვიდიანები (7). ნაკადის მართვა

თუ ექვსიანებში მარადიულ ძრავამდე ვაღწევთ, შვიდიანებში უკვე ვიწყებთ ამ ძრავის მართვას.

პირველ კასტაში - ესაა თავისუფალი მხატვარი. წარმოიდგინეთ ვინმე მხატვარი, ვისი ნახატებიც 500 ათასი დოლარი ღირს (თვითოეული). და მას წელიწადშ 20 შეკვეთა აქვს. მან დახატა ორი ნახატი - და მორჩა. შეუძია მეტი აღარ იმუშაოს. ანუ იგი თვითონ ირჩევს იმუშაოს თუ არა.

ვაჭრებში ეს ასევე მუშაობაა, კრედიტებთან, მაგრამ აქ უკვე თავად ვაჭარი კარნახობს ბანკს თავის პირობებს. ანუ კრედიტის თანხას ბანკის კლიენტი ასახელებს. აქ ჩვენ ვსაუბრობთ ერთგვარ ავტორიტეტზე, ადამიანის რეპუტაციაზე. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ მე მხოლოდ ალგორითმებს აღვწერ. მიუსადაგეთ ეს საკუთარ თავს, საკუთარ მასშტაბებს. შესაძოა თქვენც ასევე შვიდიანებს ამუშავებთ იმით, რომ მეზობლისგან სესხულობთ ფულს. და მეზობელი იმდენად გენდობათ, რომ ნებისმიერ თანხას გაძევთ, რაც არ უნდა თხოვოთ.

მეომრები ამ თვისებას სხვა კასტების მსგავსად ამუშავებენ, მაგრამ აქ ისინი ძალაუფლების ნაკადს ირჩევენ. ანუ შვიდიანებშ ეს ისეთი მმართველია, რომელსაც შესთავაზეს, რომ ეხელმძღვანელა განყოფილებისთვის, რომელიც ერთდროულად რამდენიმე წარმოებისგან შედგება. და მეომარი ფიქრობს, საით წავიდეს, სად გახდეს მთავარი?

მაგებში შვიდიანი - ეს უკვე უზარმაზარი ძალაა. მაგს შეუძლია ჩაკეტოს ნაკადი რომელიმე ერთ წერტილში. აქ ჩნდება შესაძლებლობა, რომ შექმნას ძლიერი ძალის ნივთები (ამულეტები, თილისმები, მაგიური ნივთები და ა.შ.) მაგრამ ასევე მაგს შეუძლია ენერგია ადგილმდებარეობაზე ჩაკეტოს. ანუ ძალის ადგილი შექმნას. პერიოდულად მსს-ში ჩნდება ინფორმაცია სხვადასხვა ანომალური ზონების შესახებ, სადაც სხვადასხვა პოლტერგეისტი ვლინდება. ერთი საქმეა, როდესაც ეს ხდება ტექტონიკური ფილების ძვრის ადგილას, და მეორეა - როდესაც ჩვეულებრივ ადგილას. ხშირად ამაში დამნაშავენი შვიდიანების მაგები არიან. მაგალითის სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: მიდის მაგი ქალაქში, ქირაობს ბინას და გებულობს, რომ მის სადარბაზოში ნარკომოვაჭრეების ბუდეა. და სახლის ბინადრები ვერაფერს ახერხებენ. ისინი დროულად იხდიან ქრთამებს და არავინ ეხებათ. მაშინ მაგი შედის გარკვეულ მდგომარეობაში და იწყებს მოცემული ტერიტორიის კანონის დაწერას, სადაც ნარკოდილერები უბრალოდ კვდებიან. კრავს ნაკადს და მორჩა. მეორე დღეს ან პოლიციელების თავდასხმაა პრიტონზე, ან თავად მაცხოვრებლებმა აიღეს დანები და ყველა დაჭრეს. ამიერიდან ამ მაგის პირადი ძალის ადგილას ვერ გამოჩნდება ვერცერთი ნარკომოვაჭრე.

რვიანები (8). ძალა

აქ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით იმას, რომ ცნობიერების ზემოქმედება სამყაროზე უზარმაზარი ძალის მოპოვებას იწყოებს. ყოველ კასტაში ზემოქმედება თავისია.
მუშების კასტაში ვიღაც პროფესიონალი რაღაცას ქმნის, და ეს უზარმაზარ ეფექტს ახდენს გარესამყაროზე. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის «ჯოკონდა». რა არის მასში ასეთი ლამაზი? საშინელი ქალი, თანაც არაა ფაქტი, რომ ქალია, და რაღაც უცნაური (озабоченный) მზერით იყურება. მაგრამ ამ ნახატის ძალა იმდენად დიდია, რომ ყოველდღიურად ათასობით ტურისტი მიდის ლუვრში, რომ მის ფონზე გადაიღოს ფოტო. ფილმ «2012»-შიც კი აჩვენეს, თუ როგორ შეინახეს ეს ნახატი დედამიწის აღსასრულის წინ. ამასთან მისი მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ადამიანთა უმეტესობის სიცოცხლე.

მეორე კასტაში ძალაში გულისხმობენ თავად ვაჭრის პირად ძალას. ანუ როდესაც ადამიანს გააჩნია უნარი - მოახდინოს ძლიერი ზემოქმედება გარესამყაროზე. მაგალითად, თქვენ ისეთი სპეციალისტი ხართ, რომ ზარალის მომცემი ფირმა მხოლოდ საკუთარ ხარჯზე ასწიოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძიათ ნებისმიერი ჩავარდნილი პროექტი საკუთარი პიროვნების ხარჯზე ასწიონ.

მესამე კასტაში მეომარს შეუძლია ძალაუფლების მისაღებად ნებისმიერი ბერკეტი გამოიყენოს, რაც კი გააჩნია. მაგალითად თქვენ ხორცის კომბინატის მფლობელი ხართ. და ხორცს ძალაუფლების მისაღებად იყენებთ. უბრალოდ მას თქვენგან მერიც ყიდულობს და გუბერნატორიც. თქვენ მათ კვებავთ, ისინი კი ძალაუფლებას გიზიარებენ.
რვიანების მაგებს ქალაქში უკვე ვეღარ შეხვდებით. ასეთი მაგი ნებისმიერი თავისი აზრით ცვლის გარშემო რეალობას. ამიტომაც ისინი ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრობენ, რადგანაც ასეთი მაგი ისეთია ბრბოში, როგორც სპილო ჭურჭლების მაღაზიაში. ყოველი სიტყვა, ყოველი მოქმედება გარემოზე ზემოქმედებაა.

ცხრიანები (9). მენტალური პორტალი

ცხრიანებში ადამიანი უკვე ცნობიერებით მუშაობს.

მუშების კასტაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არქიტექტორი, რომელიც შენობას აპროექტებს, მაგრამ თავად უკვე აგურებს აღარ აწყობს. ანუ იგი აწყობს, მაგრამ მხოლოდ ნახაზებში. გახსოვთ, როგორ ქმნიდა მიქელანჯელო თავის შედევრ დავითის ქანდაკებას? მას მონოლითური ქვა მოუტანეს. ის უბრალოდ ყოველდღე მოდიოდა და საათობით უყურებდა ამ ქვას. შეხედავს და წავა. მომდევნო დღესაც იგივე, და ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. შეხედავს - და წავა. მომდევნო დღეს იგივე და ასე გრძელდება რამდენიმე თვეა. როდესაც მოსწავლეებმა ჰკითხეს, თუ რას აკეთებდა, ოსტატმა უპასუხა: «ვმუშაობ». ანუ თვითოეულ დარტყმას ქვაზე ჯერ ცნობიერებაშ ახდენდა, მენტალურად. და შემდეგ შედევრს ქმნიდა.

ვაჭრებში ცხრიანები - ესაა სამყაროს აღქმა ფულის ალგორითმით. ადამიანი ყველგან ფულს ხედავს. იგი ამბობს: ეს მანქანა რამდენიღაც დოლარი ღირს, ეს ქალი ამდენი, ჩემი დროის ერთი საათი - ამდენი. მაგრამ ეს არაა ობიექტებზე ფასების უაზრო დაკვრა. ასეთ ადამიანს რეალურად შეუძლია ამ ობიექტის ყიდვა სწორედ ასეთ ფასად. ეს თვისება კარგადაა ნაჩვენები ფილმში «უხამსი წინადადება» რობერტ რედფორდით და დემი მურით მთავარ როლებშ. გახსოვთ, იქ მილიარდელმა ქმრისგან ცოლი იყიდა მილიონ დოლარად. და მან ის გაყიდა!

ერთხელ ბილ გეითსი პრესკონფერენციას ატარებდა, სადაც მთელი საათი პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს. იმ სკამის პატრონმა, რომელზეც ბილ გეითსი იჯდა, ინტერნეტ-აუქციონზე გაიტანა ეს სკამი და 100 ათას დოლარად გაყიდა. შემდეგ ინტერნეტით ხუმრობა გავრცელდა, რომ ბილ გეითსი ერთ საათში უკანალით მეტს შოულობს, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი თვის განმავლობაში თავით.

მაგებს, რომლებიც ცხრიანებში მუშაობენ, ილუზიის მბრძანებლებს უწოდებენ. აქ ვხვდებით ისეთ რამეს, როგორიცაა აზრების მატერიალიზაცია. იგულისხმება აზროფორმის შექმნა, რომელიც არ განსხვავდება რეალური ობიექტისგან. ასეთ მაგს შეუძია შექმნას აზრი, რომელიც თქვენთვის რეალობა იქნება.

ათიანები (10). ამაღლება

აქ ყველაფერი მარტივია. ადამიანი ტოვებს თავის კასტას და ერთი სართულით მაღლა ადის.

მუშა ხდება ვაჭარი.

ვაჭარი - მეომარი.

მეომარი - მაგი

და სად მაღლდებიან მაგები? საერთოდ რას უკავშირდება ამაღლების იდეა? აქ ნათქვამია, რომ ადამიანის ორგანიზმი ახალი სიჩქარით, ახალი სიხშრით იწყებს მუშაობას. აქედან მოდის ცვლილებები მის ცნობიერებაშიც - სხვა სიხშირეზე სხვა ღირებულებებია. და მანამ, სანამ მაგების ამაღლებას აღვწერთ, მოდით ცოტა ვისაუბროთ მათზე.

მაგები ასევე იყოფიან კასტებად, ანუ ქვეკასტებად, ანუ დონეებად. ასეთი დონე ოთხია:

პირველი დონის მაგებს ექსტრასენსებს უწოდებენ. მუშაობის დიაპაზონი 2-დან 4 კარტამდე. ისინი სწავლობენ სამყაროს შეგრძნებას და მასთან ურთიერთქმედებას. საჭირო გამოცდილების დაგროვების შემდეგ მაგი თავის დონეს იმაღლებს.

მეორე დონის მაგებს მკურნალებს უწოდებენ. მუშაობის დიაპაზონი 5-დან 7 კარტამდე. აქ უფრო დაწვრილებით უნდა განვიხილოთ. საქმე იმაშია, რომ მკურნალები - ისინი არ არიან, ვინც კურნავენ. ექიმებიც კურნავენ, მაგრამ ჩვენ მათ მკურნალებს არ ვუწოდებთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა პროფესიებზე, არამედ ცნობიერების დონეზე, რომელსაც შეუძია იურთიერთოს სამყაროსთან უჯრედულ დონეზე. ანუ ასეთი მაგის ზეგავლენა შეიძება გავრცელდეს უჯრედთა ჯგუფზე. აქედან გამომდინარე ეს ადამიანები ცოცხალ ორგანიზმებთან მუშაობენ და ამ უნარს ავარჯიშებენ. და ძირითადად მკურნალობით არიან დაკავებულნი. ასეთ ცნობიერებას შეუძლია იმოქმედოს კიბოს უჯრედზე და მოკლას იგი, ან პირიქით - გამოიწვიოს.

თუ ასეთ მკურნალებზე ვისაუბრებთ, მათ იშვიათად შეხვდებით ქალაქში. ძირითადად ისინი ბუნებაშ ცხოვრობენ, ქალაქგარეთ. რატომ? ნამდვილი მკურნალი არასოდეს კურნავს ადამიანს თავისი ენერგიით. იგი მას სისტემის ენერგიით კურნავს. ამ ენერგიას კი კონცენტრაციის წერტილები გააჩნია ადგილებზე, რომლების ძალის ადგილებად იწოდებიან. ამ ადგილებში შესაძლებელია ორგანიზმზე მაქსიმალურად ზემოქმედება. მაგალითად - ფილიპინელი მკურნალები. რატომ სწორედ ფილიპინელი? ალბათ იქ არის ძალის ადგილი, სადაც შესაძლებელია ამ უნარის გამომუშავება - ქსოვილის გაჭრა ინსტრუმენტების გარეშე. სხვა ადგილებში ამ ტრადიციამ ვერ იარსება.

მესამე დონის მაგებს ალქიმიკოსებს უწოდებენ. მუშაობის დიაპაზონი 7-დან 9 კარტამდე. აქაც უნდა განვმარტოთ. ერთხელ გადაცემას ვუყურებდი ალქიმიკოსების შესახებ. იქ მათზე საუბრობდნენ, როგორც თანამედროვე ქიმიის მამამთავრებზე. ისინი სადღაც სარდაფებში იჯდნენ, ჭუჭყიანები, დაუბანლები და ექსპერიმენტებს ატარებდნენ სხვადასხვა რეაქტივებზე. ურევდნენ რაღაც სითხეებს და პირშ ისხამდნენ. თუ არ მოკვდნენ, ე.ი. სიცოცხლის ახალი ელექსირი გამოგონილია. სხვა სიტყვებით - ბოდვა. ალქიმიკოსებშ ჩვენ ვგულისხომთ ისეთ ცნობიერებას, რომელსაც სიცოცხლეზე ზემოქმედება მოლეკულურ დონეზე შეუძლია. ანუ ნივთიერების კრისტალურ მესერზე. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძებელია მუშაობა «არაცოცხალ» საგნებზე და მათ ტრანსფორმაციაზე. აქედანაა ზღაპრები ფილოსოფიურ ქვაზე და ალქიმიკოსების უნარზე - გადააქციონ ნებისმიერი ნივთიერება ოქროდ. იგივე გაუკეთა ქრისტემ წყალს, როდესაც ღვინოდ გადააქცია. მან უბრალოდ მატერიის სტრუქტურა შეცვალა. ასე რომ დაახლოებით შეგექმნებოდათ წარმოდგენა ასეთი მაგების ძლევამოსილებაზე.

4-ე დონის მაგები - ჩვენს პლანეტაზე ადამიანის ევოლუციის უკანასკნელი საფეხურია. ისინი უკვე საკუთარი სხეულის სტრუქტურის შეცვლას იწყებენ და სინათლის ღრუბლად აქცევენ მას (ამაღლება). მაგრამ როგორაა ეს შესაძებელი? აქ ვენტილიატორის პრინციპი მუშაობს. ყველას გინახავთ ვენტილიატორი და იცით, რომ სანამ ის გამორთულია, მისი ფარფლები კარგად ჩანს. მაგრამ თუ ის მუშაობს, მბრუნავი ფარფლების იქით იმას ვხედავთ, რაც მათ მიღმა იმყოფება. თუ ვისაუბრებთ ატომის წყობაზე, მანძილი მის ელემენტებს შორის დაახლოებით ისეთივეა, როგორც მზის სისტემის პლანეტებს შორის. ისევე, როგორც ვენტილიატორის ფარფლების სიჩქარის გაზრდისას, ამ მაგებს ენერგია იმდენად ბევრი უხდებათ, რომ იზრდება ელემენტარული ნაწილაკების ბრუნვის სიჩქარე, რაც საშუალებას აძლევს სხეულს, რომ ახალ ფორმაში გადავიდეს.

სხვათაშორის, როდესაც უფოლოგები უფო-ს აკვირდებიან, სტრუქტურულად ორ სახედ ჰყოფენ მათ: პირველებს გააჩნიათ რაღაც მეტალის კორპუსისმაგვარი და უცვლელი ფორმა. მეორენი - უბრალოდ სინათლის ლაქებს ჰგვანან. მათ არ გააჩნიათ მკაფიო ფორმა, შეუძლიათ გაიზარდონ ან შემცირდნენ ზომებში, მათი მოძრაობის ტრაექტორია ახსნას არ ექვემდებარება. მათ შეუძიათ რამდენიმე ობიექტად დაიყონ, გამოჩნდნენ არსაიდან და გაქრნენ იმავე ადგილზე. არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ეს ობიექტები, რომლებიც სინათლისგან შედგებიან, არიან მაგები, რომლებმაც დაასრულეს ევოლუცია დედამიწაზე. ტრადიციაშ მათ დემიურგებს უწოდებენ. მუშაობის დიაპაზონი 9-დან 10 კარტამდე.