თავი 5. სახე და ხატი

თუ არ მივმართავთ მაგიური მოდელის მექანიზმს, ყველა მითი მაგების შესაძლებლობათა შესახებ გაუგებარი რჩება. და საერთოდ, ვინ მისცა მაგებს უფლება, რომ ევოლუციურ საფეხურზე სხვებზე მაღლა მყოფებად ჩაითვალონ?

ბიბლიაში არის ასეთი ფრაზა: «და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად». მას შემდეგ, რაც ეს სიტყვები დაწერეს, კამათი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ღმერთი, რა თვისებებს ფლობს, ქალია თუ მამაკაცი, არ წყდება. ანუ ადამიანები სერიოზულად ფიქრობენ, რომ ღმერთს აქვს ხელები, ფეხები, თავი და სხვა ადამიანური ნაწილები. ვიღაცამ ჭეშმარიტად თქვა: «ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი თავის სახედ და ხატად, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი - თავის ხატად».
სწორედ ამაშია ადამიანთა პრობლემა. მათ ერთი უზარმაზარი ნაკლოვანება აქვთ: ძალიან უყვართ, რომ დედამიწის ჭიპად და სამყაროს ცენტრად ჩათვალონ თავიანთი თავი. სხვა სიტყვებით, ყოველ მათგანს ჭეშმარიტად სჯერა, რომ იგი პიროვნებაა, ინდივიდუალობაა, განუმეორებელია, და ასეთი სამყაროში სხვა არ არსებობს. მაგრამ მართლაც ასეა? მოდით, წარმოვიდგინოთ ასეთი ექსპერიმენტი: ჩვენ ვიღებთ ყველა ადამიანს პლანეტაზე და ერთ დიდ გროვად ვათავსებთ სადმე. შემდეგ უბრალოდ ვაკვირდებით. ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანები ამ საერთო მასიდან დაიწყებენ ჯგუფებად გაერთიანებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით: კანის ფერით, ნაციონალობით, ენობრივი ბარიერით, რელიგიური რწმენებით და ა.შ. სხვა სიტყვებით, არსებობს ერთგვარი პარამეტრები, რომლებიც აერთიანებენ «ინდივიდუალობებს» მასიურ ცნობიერებად. და გამოდის, რომ ადამიანი - მხოლოდ ბრბოს ნაწილია. იგი არაა ინდივიდუალური. იგი მაინც სხვა ორგანიზმის უჯრედია.

სხვათაშორის, რაც შეეხება უჯრედებს. მთლიანობაში ორგანიზმები დედამიწაზე შეგვიძლია რამდენიმე დონედ დავყოთ. პირველი დონე - უმარტივესი ერთუჯრედიანი ორგანიზმებია. მეორე დონე - მრავალუჯრედიანი ორგანიზმებია (რომლებიც თავის მხრივ შედგებიან ერთუჯრედიანებისგან). მესამე დონე - ეგრეგორებია (მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ჯგუფები, რომლებიც რაღაც პარამეტრებით ერთიანდებიან). როგორც ადამიანის ორგანიზმის ანალოგი, ისინი შეგვიძლია შევადაროთ შინაგან ორგანოებს (ღვიძლი, გული და ა.შ.). ასევე მესამე დონეს განეკუთვნება პლანეტა დედამიწის ცნობიერება (ყველა ეგრეგორის გაერთიანება), ანუ ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უფრო დაბალ ორგანიზმებს მოიცავს, ისევე როგორც მთელი ჩვენი ორგანიზმია ყველა ორგანოს ერთობლიობა. სწორედ ამ ცნობიერებას უწოდა მოსემ იაჰვე. ანუ ღმერთის ქვეშ, ჩვენთვის საკმარისია გვესმოდეს, რომ ეს ჩვენი პლანეტის ცნობიერებაა. 

აქედანაა ხატება და მსგავსებაც. ჩვენს ორგანიზმში არსებობს როგორც უბრალოდ ერთუჯრედიანი ორგანიზმები, ასევე მრავალუჯრედიანიც (შინაგანი ორგანოები), და მათაც გააჩნიათ ცნობიერება, მაგრამ მხოლოდ თავიანთი დონის შესაბამისი. ამიტომ ჩვენი ცნობიერება - ეს ერთი დიდი უჯრედის ცნობიერება კი არა, უჯრედთა კონგლომერატის ცნობიერებაა. ანუ ჩვენი უჯრედების და ორგანოების ცნობიერება პირდაპირ ზემოქმედებს პიროვნების ფორმირებაზე. აქედან მოდიოდა ძველ დროში კანონები (ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც მოქმედებს), როდესაც ქურდებს ხელებს აჭრიდნენ, მოძალადეებს სასქესო ორგანოს, ხოლო სხვადასხვა ყაჩაღებსა და მოღალატეებს თავებს აჭრიდნენ ცუდი განზრახვის გამო (მაგალითად, მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება). ასეთი სასჯელი იქიდან გამომდინარეობდა, რომ ამ ადამიანების პრობლემა სხეულის გარკვეულ ნაწილში ან ორგანოში იყო. თუ ხელს მოაჭრი, ადამიანი აღარასოდეს მოიპარავს. იგივეა მოძალადეებზეც. ხოლო თავის მოჭრა - ერთგვარი გარანტიაა, რომ ადამიანი შემდეგ განსხეულებაში აღარც კი გაიფიქრებს მსგავს რამეს. 

ასე რომ, თუკი პლანეტას განვიხილავთ, როგორც ერთიან ორგანიზმს, კაცობრიობა წარმოადგენს პლანეტის ნერვულ სისტემას. ისევე როგორც ჩვენში, ნერვული სისტემა ასე დაიყოფა: პერიფერიული, ცენტრალური და თავის ტვინი, როგორც ცნს-ს ყველაზე რთული ნაწილი. და აი, რა გამოდის:
ადამიანები 1-დან 3 კასტამდე წარმოადგენენ პლანეტის პერიფერიულ ნერვულ სისტემას.

1 და 2 დონის მაგები - ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

3 და 4 დონის მაგები – პლანეტის თავის ტვინს.

მცირე გადახვევა: თუ გახსოვთ, ტაროს მცირე არკანებს კიდევ გააჩნიათ კარტების რიგი, რომელსაც პირობითად «ნახატიანებს» ვუწოდებთ (ვალეტებიდან ტუზებამდე). ამრიგად, ესაა დამატებითი თვისებები, რომლებსაც ატარებენ 3 და 4 დონის მაგები. სწორედ ამ სიგნალების თავის თავშ გატარების უნარი აძლევს საშუალებას ადამიანს, რომ პლანეტის ტვინში იმყოფებოდეს.

ეს იერარქია ბუნებრივია. საქმე იმაშა, რომ ყველა ამ სიგნალს სირთულის გარკვეული ხარისხი გააჩნია. წარმოიდგინეთ ნერვული იმპულსი, რომელიც ხელის თითს ამოძრავებას აიძულებს. და წარმოიდგინეთ იმპულსი, რომელიც მთელ ხელს ამოძრავებს. ვფიქრობ, არაა საჭირო ახსნა, რომ ეს იმპულსები სირთულით განსხვავდებიან. აქედანაა იერარქიაც. მისი ყიდვა და საჩუქრად მიღება არ შეიძლება. თქვენ ან შეგიძიათ თქვენი ცნობიერებით გაატაროთ ეს იმპულსი, ან არა. აი რა გამოდის: ტვინი იძლევა იმპულსს, ცნს ატარებს მას, ხოლო პერიფერიული ნერვული სისტემა ასრულებს.

ამითვე აიხსნება მაგების ძალაც. წარმოიდგინეთ: მიდიხართ და უეცრად ეცემით, თავს ასფალტზე არტყამთ. რას აკეთებენ თქვენი ხელები? ისინი ცდილობენ თავი დაიცვან. ანუ ორგანიზმი მზადაა მსხვერპლად გაიღოს ხელები იმისთვის, რომ თავი (ტვინი) გადაარჩინოს. ამიტომ მაღალი თანრიგის მაგები უბრალოდ მოუხელთებელნი (неуязвимы) არიან. აქ მახსენდება დიალოგი კარლოს კასტანედასა და დონ ხუანს შორის.

– და რას იზამ, ალყაში რომ მოგაქციონ?

დონ ხუანს დიდხანს არ შეეძლო ამ კითხვის გაგება:

– მე უბრალოდ არ გამოვჩნდები იქ.

ამრიგად, მცირე დასკვნა. ყველა ორგანიზმი დედამიწაზე განსხვავდება თავისი სირთულით არა მხოლოდ ბიოლოგიურ დონეზე, არამედ ცნობიერების დონეზეც. ეს სირთულე დაკავშირებულია ცნობიწერების მეშვეობით ენერგეტიკული ინფორმაციული სიგნალის გატარებასთან. და რაც უფრო რთულია ცნობიერება, მით უფრო რთული სიგნალის გატარება შეუძლია მას. მოცემული სიგნალი მმართველი ბუნებისაა და სხვადასხვა ბრძანებებს შეიცავს. ამგვარად ბუნებრივია არსებობს ცნობიერების იერარქია ჩვენს პლანეტაზე. ეს განსხვავებები ახდენენ კასტების, ცხოვრების სახის, სამყაროს აღქმის და მასზე ზემოქმედების ძალის ფორმირებას
ეს იყო ცნობიერების ევოლუციის მოკლე მიმოხილვა მაგიის თვალსაზრისით. შემდეგ იქნება აღწერილი სამყაროს მაგიური სურათის საბაზისო მოდელი, ასევე მოცემულ იქნება სხვადასხვა პრაქტიკები, რომლებიც საფუძველს და ფუნდამენტს წარმოადგენენ ცნობიერების განვითარებისთვის. ხოლო თავად მოდელი საშუალებას არ მოგცემთ, რომ ჭკუიდან შეიშალოთ იმ შემთხვევაში, თუკი შედეგს მიაღწევთ.