თავი 6. თეორიული ნაწილი

პირველ რიგში, ეს მხოლოდ მოდელია.იგი არაა სრულყოფილი, მაგრამ საკმაოდ ბევრს ხსნის. დამწყებებისთის იგი საჭიროა, რომ ფსიქიკა ჰქონდეთ მდგრადი. თუ ცნობიერება ეჯახება იმას, რისი ახსნაც არ შეუძლია, მას ეშინია, კონტროლს კარგავს ფსიქიკაზე, და ადამიანი ჭკუიდან გადადის. მაგრამ თუ ცნობიერებას შეუძლია დახასიათება მისცეს რაიმე პარანორმალურ მოვლენას, მაშინ ადამიანს დარჩება შანსები, რომ «საგიჟეთში» არ მოხვდეს.

მთლიანობაში სამყაროს მაგიურ სურათს ორი მოდელი აქვს: ხაზოვანი და კვანტური (კაბალისტური). ხაზოვანი მოდელი აღწერს საყაროს, როგორც მრავალ განზომილებას. იგი ამტკიცებს, რომ ეს განზომილება ჩვენს სამყაროში 22-ია (კვანტურმა ფიზიკამ აქამდე მხოლოდ 11 აღმოაჩინა).

პირველ, მეორე და მესამე განზომილებას ეწოდება X-, Y-, Z- კოორდინატები, უფრო მეტად ცნობილი, როგორც სიგრძე, სიგანე და სიმაღლე.

მეოთხე განზომილება - დროა.

მეხუთე განზომილება - დროის გაფართოება (მრავალ-ვარიანტობაა).

მეექვსე განზომილება - მასაა.

მეშვიდე - მუხტი (заряд).

შემდეგ განზომილებებს დასახელებები არ აქვს, რადგანაც ადამიანის ენა ძალიან მწირია, რომ ისინი აღწეროს.

როგორ მუშაობს განზომილებების პრინციპი? წარმოიდგინეთ ორგანზომილებიანი სამყარო. მხოლოდ სიგრძე და სიგანე, სიმაღლე არაა. როგორც ქაღალდის ფურცელი. ამ სამყაროში 2-განზომილებიანი კაცუნები ცხოვრობენ. და უეცრად მათ სამყაროზე ბუზი დაჯდა. და ამ სამყაროში 6 წერტილი გაჩნდა (ბუზის ფეხები). დასაწყისისთვის ამ სამყაროშ სასწაული მოხდა: ოვბიექტების მატერიალიზაცია. შემდეგ ბუზი გადაადგილდა და ადამიანებმა დაინახეს, რომ წერტილები სინქრონულად მოძრაობენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ამ ობიექტებს გონი გააჩნიათ. შემდეგ ბუზი აფრინდა, და კვლავაც სასწაული მოხდა: ობიექტებმა დემატერიალიზება განიცადეს. და ამ სამყაროს მოსახლეობა დაიყოფა იმად, ვინც ეს ბუზი დაინახა, და იმად, ვისაც იგი არ უნახავს.იმად, ვისაც სჯერა მისი, და იმად, ვისაც არ სჯერა. ასე ჩნდება ხალხშ ლეგენდები სულების, მოჩვენებებისა და პოლტერგეისტების შესახებ.

აქედანვეა მრავალხელიანი და მრავალსახოვანი ინდოელი ღმერთების გამოსახულებაც. ერთხელ საუბარი მქონდა ერთ კრიშნაიტთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ მედიტაციის დროს კრიშნა ასეთი მუტანტის სახით იხილა.

სულაც არა. მათი გამოსახულების არსი იმაშია, რომ თვალების რაოდენობა მეტყველებს ამ არსების მიერ აღქმადი განზომილებების რაოდენობაზე, ხოლო ხელების რაოდენობა - იქ რაღაცის კეთების უნარზე. ეს მოკლედ, ხაზობრივი მაგიის შესახებ.

კაბალისტური (კვანტური) მოდელი სამყაროს აღწერს, როგორც წიგნს. ამ მოდელში სამყარო განიხილება, როგორც კომპიუტერული თამაში: მონიტორზე ჩვენ ვხედავთ კაცუნას, სამყაროს მის გარშემო, მაგრამ საწყის კოდში იქ მხოლოდ სიმბოლოები და სხვადასხვა რიცხვობრივი და ასოებრივი ბრძანებებია. ანუ ეს არაა ფორმების სამყარო - ეს უბრალოდ ტექსტია. იმისთვის, რომ უფრო ადვილად გაიგოთ, წარმოიდგინეთ, რომ წიგნს კითხულობთ (თუმცა თქვენ ისედაც კითხულობთ მას). მაგალითად, ის მომენტი, სადაც რაიმე ადგილია აღწერილი. მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ ასოებს ან სიტყვებს, თქვენ ხედავთ ამინდსაც და სახლებსაც. წარმოსახვა მთელ სამყაროს ქმნის თქვენს თავში. ასევე ჩვენი ტვინიც, სამყაროს სიგნალების (ასოების) გაძლიერებით ახდენს მათ ფორმირებას სიტყვებად (ობიექტებად), ხოლო სიტყვებს - წინადადებებად (სიტუაციებად). და ასეთი ასოც 22-ია. მაგრამ ნუ ჩავუღრმავდებიუთ კაბალისტიკის არსს.

გავაკეთოთ უფრო მარტივად. მოდით შევადაროთ საკუთარი თავი ტელევიზორს. როდესაც ტვ-ს რთავთ. რას ხედავთ? სრულყოფილ სამყაროს, ფერადს, ხმებს და სურათებს. მთელი სამყარო ამ ყუთშია. მაგრამ საიდან ჩნდებიან სურათები ტვ-ში? შიგნით ხომ არ ზის ვიღაც გნომი და არ ხატავს ეკრანის მეორე მხრიდან. ეს სამღარო შიგნით რადიოსიგნალის სახით აღწევს. ანტენა იჭერს მას, სიგნალი იშიფრება და ეკრანზე გამოდის. სულ ესაა. იგივეა ჩვენს შემთხვევაშიც. ასეთ მოწყობილობას ტვინი წარმოადგენს. მთელი სამყარო კი - უბრალოდ ინფორმაციული სიგნალებია. მეცნიერებაში ამ სიგნალების ერთობლიობას დედამიწის საინფორმაციო ველს უწოდებენ.
სანამ ამ ველის ფიზიკას აღვწერთ, დროებით დავუბრუნდეთ მაგების მემკვიდრეობას. ამრიგად, ატლანტები სპეციალიზირდებოდნენ ბიოტექნოლოგიებზე და ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციაზე. და რადგანაც ნებისმიერი ორგანიზმი დედამიწაზე - უფრო დიდი ორგანიზმის მხოლოდ ნაწილია, ატლანტები ხვდებოდნენ, რომ სიმბიოზი უნდა დაემყარებინათ. ამიტომ გულმოდგინედ ცდილობდნენ, რომ პლანეტის ცნობიერება გაეგოთ. მაგრამ ის ძალზე რთული იყო, მაშნ მათ გადაწყიტეს, რომ ცოტათი გადაეპროგრამებინათ იგი. ამისთვის პლანეტაზე მოწყობილ იქნა გარკვეული მანქანები, რომლებიც გარკვეული სიხშირის ენერგიას გამოსცემდნენ. ამ მანქანებზე აშენებულ იქნა პირამიდები. რატომ სწორედ პირამიდები? იმიტომ, რომ მათ გარკვეული გეომეტრიული ფორმა გააჩნიათ, რომლის შიგნითაც დრო სხვადასხვა სიჩქარით მიედინება. ამრიგად, პირამიდის საფუძველშ დრო უფრო ნელა გადის, ვიდრე მწვერვალზე. გამოდის ერთგვარი „პილასოსი“. რომელიც ენერგიას პირამიდის ძირითად ქაჩავს და ზემოთკენ აჩქარებს, რის შედეგადაც გამოდის სხივი, რომელიც პლანეტის ბიოსფეროს ურტყამს, რომელიცაა სწორედ დედამიწის საინფორმაციო ველი (ცნობიერება). თუმცა ნოსფეროც, და ატმოსფეროს ყველა ფენაც პლანეტის ცნობიერებაა. და ყველაფერი ეს პირამიდებთან დაკავშირებით ნემსის ჩხვლეტის პრინციპით მუშაობს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს სხეულზე არის აქტიური წერტილები, რომლებზე ზემოქმედებითაც შეგვიძლია ტვინზე ვიმოქმედოთ. იგივე გააკეთეს ატლანტებმაც. ისინი დედამიწის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წერტილებში ჩანერგეს ეს მანქანები და მათი მეშვეობით თავიანთი სურვილისამებრ გადააყენეს დედამიწის ოპერაციული სისტემა. ამ წერტილებს შორის ენერგეტიკული ურთიერთქმედება დაიწყო, ან სხვა სიტყვებით - წარმოიქმნა ენერგეტიკული არხები, სიხშირის ნაკადები (ტელე-გადაცემები, თუ ამას ტელევიზორს შევადარებთ), რომლებიც ზუსტად 22 გამოდიოდა. და მოგვიანებით მათ არკანები უწოდეს (ლათ. Arcanum - საიდუმლო). გამოდის, რომ 22-ვე საიდუმლოს შეცნობისას ადამიანი ღმერთი ხდება.

მრგვალი წარმონაქმნები - ესაა სეფირები, ენერგეტიკული წყაროები, ძირითადი სიხშირეები. ხოლო არხები მათ შორის - ესაა არკანები, ინფორმაციული დიაპაზონები. უკეთესი გაგებისთვის ეს შეგვიძლია შევადაროთ კომპიუტერს. სეფირები - მყარი დისკებია, ხოლო არკანები - ინფორმაცია ამ დისკებზე. ან ისევ ტვ-ს შევადაროთ. სეფირები იქნება ტელევიზორის რეტრანსლიატორები, ხოლო არკანები - ტელეარხები.

არკანების შედარება ტელე-არხებთან არც თუ შესაფერისია. უფრო კარგი იქნება, თუ მათ სიხშიროვან რადიო-დიაპაზონს შევადარებთ. მაგალითად, არის AM ან FM დიაპაზონები, რომელზეც შესაძლებელია ერთდროულად არსებობდეს მრავალი რადიო-გადაცემა. დავუშვათ, FM დაიპაზონი მოიცავს საკუთარ თავში გასართობ რადიო-გადაცემებს. და არის ტაქსისტების დიაპაზონი, სამხედროების დიაპაზონი და ა.შ. რადიო-კოშკები - ეს სეფირებია.

მაშ, რა არის არკანი? საქმე იმაშია, რომ ბევრი სურათის დანახვისას გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ ესაა დედამიწაზე გამავალი უჩინარი მილი და საჭიროა მხოლოდ თავი გავყოთ მასში, და ასე ადამიანი არკანშ შევა. არა. არკანები - ესაა ენერგო-ინფორმაციული არხი, რომლის შედარებაც ყველაზე ადვილია რადიო-ტალღასთან. ხოლო ჩვენი ცნობიერება, ესაა მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გადაეწყოს მასზე, როგორც ანტენას. და მაშნ ადამიანი შედის ენერგიის გარკვეულ დიაპაზონში და იწყებს სამყაროს ხედვას გარკვეული არკანის პოზიციიდან, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 22-ია.

ტაროს ლეგენდა

ეს მოდელი ჩვენთვის ცნობილი გახდა ეგვიპტელი ქურუმების (მაგების) მეშვეობით, რომლებმაც ტაროს კარტის დასტა შექმნეს. ლეგენდის თანახმად, როდესაც ეგვიპტის მაგებმა იგრძნეს ეგვიპტური ცივილიზაციის აღსასრულის მოახლოება, ქურუმების საბჭო მოიწვიეს. ქურუმებს ეშინოდათ იმ ცოდნის დაკარგვის, რომელსაც ასწლეულობის განმავლობაში ნამცეც-ნამცეც აგროვებდნენ, და რომელიც წარსული ცივილიზაციებისგან ერგოთ მემკვიდრეობად. ისინი გრძნობდნენ, რომ მალე ეგვიპტე ველურების და ბარბაროსების ხელით დაეცემოდა, რომლებსაც ფეხებზე ეკიდათ ეს ყველაფერი. და ამიტომ საბჭოზე მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება ცოდნის შენახვის მიზნით.

პირველად, გადმოცემის თანახმად, იყო წინადადება, რომ შეექმნათ ქვის ფილები და დაშიფრული ცოდნა იქ შეენახათ. ფილები შექმნეს და დამალეს, და გზაც მათკენ, ასევე დაშიფრულ იქნა. ლეგენდის მიხედვით, ეს ფილები მოსემ იპოვა (რომელიც სხვათაშორის ეგვიპტელი მაგი გახლდათ) სინას მთაზე. მისი ტორა (რომელიც შემთხვევით არ ჟღერს ისევე, როგორც ტარო), თავის თავში მრავალ გასაღებს შეიცავს ტაროს კარტის გასაშიფრად. ასე, მაგალითად, ადამის და ევას ისტორია შეიცავს 6-ე არკანის გაშიფვრას, ხოლო 10 მცნება დაშიფრული სახით მეტყველებს 10 სეფირზე.

მეორე წინადადება იყო ოქროს ფილების შექმნა. ისინი, შეიძება ითქვას, რომ ტაროს კარტის პროტოტიპები გახდნენ. ფილები დღემდე არაა ნაპოვნი, და ლეგენდის თანახმად, დამალულია ნილოსის ქვეშ, ეგვიპტეში, სპეციალურ ტაძარში, რომელიც ნილოსის ფსკერის ქვეშ ააშანეს. ეს გაკეთებული იქნა სპეციალურად მაგებისთვის, რომლებსაც იოლად შეუძლიათ სხეულიდან გამოსვლა და მიწის ქვეშ შესვლა, რათა წაიკითხონ ისინი. სხვათაშორის, სასაცილო დამთხვევაა. როცა ეგვიპტეშ ვიყავი, შევამჩნიე, რომ ეგვიპტელები აღმერთებენ ნილოსს და ძალიან სათუთად ექცევიან. და ეს უცნაურია, რადგანაც ეს მდინარე ძალიან ჭუჭყიანია. ჩვენ აგვიხსნეს, რომ ნილოსი მტკნარი წლის წყაროა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ იქ უფრო ძვირფასი რამაა დამალული.

მესამე ვარიანტი, ლეგენდის თანახმად, შექმნეს აზარტული თამაშის სახით, რომელიც 78 კარტისგან შედგებოდა, სადაც 22 დიდი არკანია და 56 მცირე. თუმცაღა არსი თამაშში კი არა, იმაშია, რომ ეს წიგნი აღწერს ეგვიპტელი მაგებისთვის იმ დროისთვის ცნობილ სამყაროს სურათს (ატლანტიდის განადგურების შემდეგ მთელი სურათი არ იყო შემორჩენილი).

და რატომ სწორედ კარტები? არ შეიძლებოდა, პირდაპირ წიგნი დაეწერათ? გააკეთე ასე და ასე, და გექნებათ ესა და ეს. მაგრამ ეგვიპტელებმა კარგად ისწავლეს ატლანტების გაკვეთილი. საქმე იმაშა, რომ ატლანტების განდადგურების შემდეგ დარჩა რაღაც წერილობრივი წყაროები, მაგრამ მათი წაკითხვა არავის შეეძლო. ენა მკვდარი იყო. და რამდენადაც ეგვიპტის მაგები შპარგალკას იკეთებდნენ მომავლისთვის, მათ გადაწყვიტეს გრაფიკული დამწერლობა გამოეყენებინათ.

არსებობს ენის ორი სახე: ფონეტიკური და გრაფიკული. ფონეტიკურ ენაში ასოს ენიჭება ბგერა, და რამდენიმე ასოს ერთობლიობით ფორმირდება სიტყვა, რომელიც აზრს ატარებს. გრაფიკული ენა - ესაა რაღაც იეროგლიფების მაგვარი, სადაც ერთ სიმბოლოს შეუძლია მთელ წინადადებას აღნიშნავდეს.

მაგრამ ქურუმები კარტის შექმნისას იყენებდნენ სიმბოლოებს, რომლებიც მიბმულნი იყვნენ ტვინის ქერქ-ქვეშა სტრუქტურებზე (ქვეცნობიერებაზე). სხვა სიტყვებით, ისინი იყენებდნენ სიმბოლოებს, რომლებიც დროშ არ ბერდებოდნენ. მაგალითად, ქალი ათასი წლის შემდეგაც ქალს აღნიშნავს, მამაკაცი - მამაკაცს, ხოლო ჩიტი - ჩიტს.
ამრიგად, ტაროს დასტა წარმოადგენს არა აზარტულ თამაშს ან სამკითხაო ინსტრუმენტს (თუმცა მასზე შესანიშნავად მკითხაობენ), არამედ დაშიფრულ წიგნს, სადაც 22 დიდი კარტი აღწერს სამყაროს ვერტიკალში (სიხშირეებისა და განზომილებების რაოდენობის ზრდას), ხოლო 56 მცირე კარტი აღწერს სამყაროს წყობას ჰორიზონტალურ სიბრტყეზე. თავად გამოსახულებები წარმოადგენენ განწყობით დაფებს, რომლებშიც დაშიფრულია ცნობიერების სამუშაო. ტაროსა და ცნობიერების ურთიერთქმედების ამ ტიპს რიტუალურ მაგიასაც უწოდებენ. ანუ კარტზე გამოსახულია რიტუალი, რომლის გამეორებითაც ცნობიერება არკანში შედის (ჩვენ ასევე ვიყენებთ გამოთქმას «არკანის აღება»).

საერთოდ, რატომაა საჭირო მათშ შესვლა და ამ ენერგიებთან მუშაობა? საქმე იმაშია, რომ ესაა პლანეტარული ენერგია, და თუ თქვენი ცნობიერება შეძლებს ამ ნაკადის შენარჩუნებას და თავის თავში გატარებას, მაშნ თქვენ მოიპოვებთ ამ არკანის სიდჰას (ზებუნებრივ უნარს).

არკანში შესვლა წააგავს რადიომიმღებზე ტიუნერის ტრიალს, რათა თანდათანობით სიგნალის მაქსიმალურ ამპლიტუდაში შევიდეთ. ანუ ყველაზე ცენტრში - ყველაზე მძლავრი, სუფთა სიგნალია. და თუ თქვენ აღწევთ ამ ცენტრამდე, მაშინ თქვენ ამოიცანით ეს საიდუმლო (Arcanum). ანუ თქვენ შეიცანით სამყაროს 22 წახნაგიდან ერთ-ერთი. სიგნალის ცენტრის მიღწევით თქვენ ღებულობთ შესაძლებლობას, რომ მართოთ ეს სიგნალი. ეს კი რაღაც რადიო-გადაცემა კი არა, სამყაროს წახნაგია. და ახლა იგი გემორჩილებათ. მაგრამ მაგები ამას უყურებენ არა ძალაუფლების პოზიციიდან, არამედ როგორც ევოლუციის ბუნებრივ პროცესს. სინამდვილეში ჩვენ ხომ სწორედ ევოლუცია გვაინტერესებს.