ტაროს მაღალი არკანები

ამრიგად, 22 არკანი. სამყაროს 22 წახნაგი, 22 მდგომარეობა. აღვწეროთ მათთან მუშაობა უფრო დაწვრილებით, რათა ჩამოგიყალიბდეთ გაგება, თუ რაშია ამ სამუშაოს არსი. მაგრამ აქამდე ცოტა ვთქვათ იმაზე, თუ როგორ ხდება საერთოდ ევოლუცია ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობების მეშვეობით. 

რა არის ცნობიერების ევოლუცია? ესაა ცნობიერების მეშვეობით მიღებული გამოცდილება. მაგრამ ეს ცნობიერება - არაა სხეული. ამიტომაც სამუშაოც, რომელიც ცნობიერების მიერ ტარდება, პრინციპში განსხვავდება ფიზიკური სამუშაოსგან და სხეულებრივი გამოცდილებისგან. ავიღოთ ცნობიერების ჩვეული მდგომარეობა სიფხიზლის მომენტში. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ ამ დროს და რაღაც გამოცდილებას ვღებულობთ, მაგრამ როგორც კი ალკოჰოლს მივიღებთ, სამყარო მაშნვე იცვლება. ადამიანები იგივენი არიან, სიტუაცია იგივეა, მაგრამ გამოცდილება სხვაა. ვიღაც უფრო თამამი ხდება, ვიღაცას სიმორცხვე უქრება. სხვა სიტყვებით, ალკოჰოლური თრობის მომენტში ჩვენ ვღებულობთ ახალ გამოცდილებას იგივე სიტუაციებისგან. მაგიაშ ყველა ეს მდგომარეობა აღწერილია, ხოლო ტაროს კარტები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შევიდეთ მათში ბუნებრივი გზით. 

22-ე არკანი. სულელი

 სულელი

ევოლუცია ხდება ქვემოდან ზემოთ, სეფიროტის ხის (სიცოცხლის ხის) მიხედვით, ანუ ცნობიერების გაძლიერებით ჩვენ უფრო მაღალ სიხშირეებთან ვამყარებთ კავშირს. და პირველი არკანი, რომელიც მისაწვდომია ყველა ადამიანისთვის გამონაკლისის გარეშე, - ესაა არკანი სულელი (სისულელე/ილუზია). 22-ე არკანი, ანუ იგივე ნულოვანი არკანია. ანუ ჩვენ ყველას შეგვიძია ვიყოთ სულელები და ასეთები ვართ ბუნებით, მაგრამ ვინაა სულელი? ეს შეურაცხყოფა კი არა, ცნობიერების მდგომარეობაა. იყო სულელი - ნიშნავს იყო შინაგანად ცარიელი. სულელი - ესაა ადამიანი, რომელიც სუფთა ფურცელს ჰგავს. მასზე ყველაფერი შეგვიძლია დავწეროთ. ესაა ადამიანი ინფორმაციის გარეშე. და თუ ის ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ იგი შეგვიძია ნებისმიერი ინფორმაციით შევავსოთ. აქედან მოდის ამ არკანის სიდჰა - შესწავლის უნარი. და კარტი გვიჩვენებს, როგორ შევიდეთ ამ მდგომარეობაში, სადაც ნებისმიერი რამის შესწავლა შეგვეძლება.

th poolკარტზე გამოსახულია მამაკაცი, რომელიც უფსკრულისკენ მიდის. ის მეოცნებედ იყურება ზემოთ, ლამაზი, მაგრამ დახეული ტანსაცმელი აცვია, მხარზე კვერთხი აქვს, რაღაც პატარა ტომრით, მარცხენა ხელში კი ყვავილი უკავია. უკან ძაღლი მისდევს. ზემოთ მზე ანათებს. კარტის ფონი - ყვითელია. 

დასაწყისისთვის უნდა გავიგოთ, რა არის ნათქვამი აქ ცნობიერების მუშაობაზე. დახეული ტანსაცმლის ჩაცმა და უფსკრულში გადაჩეხვა არაა საჭირო. საჭიროა უბრალოდ მდგომარეობაში შესვლა. თუ გვეცოდინება გლიფების (კარტებზე დახატული ობიექტების) გაშიფვრა, მაშინ მდგომარეობაში შესვლა ნებისმიერ ადგილას შეიძლება. აი, გაშიფვრა:

მამაკაცი. იანის პრინციპი. იგულისხმება მამაკაცური საწყისი, როგორც აქტიურობა (ინის ქალური საწყისი - პასიურობაა). ანუ არკანში შესასვლელად რაღაც ქმედებაა საჭირო.
მამაკაცი მიდის. ეს მიუთითებს პროცესზე. სწავლა შეიძლება პროცესში და მხოლოდ პროცესში. სკოლაში გაკვეთილები მიმდინარეობენ, მაგრამ თუ მათ არ ესწრებით, ვერაფერს ისწავლით. ან ავიღოთ საბრძოლო ხელოვნებები. მათ ტელევიზორში ყურებას აზრი არ აქვს. მხოლოდ სპორტ-დარბაზში ვარჯიშისას ჩნდება რაიმე უნარი.

მამაკაცი მიდის უფსკრულისკენ, მაგრამ ამასთანავე დაბლა არ იყურება. ანუ მას მიუფურთხებია, ჩავარდება თუ არა. აქ ლაპარაკია მდგომარეობაზე, რომლის დროსაც არ უნდა გვაღელვებდეს მომავალი, მომდევნო წამიც კი. ვიყო აქ და ახლა, ხოლო რა იქნება შემდეგ, ან ვინ რას იფიქრებს ჩემზე - სულერთია.

დახეული ტანსაცმელი. საერთოდ, თუ ტაროს კარტს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ზოგიერთი ფიგურა ჩაცმულია, ზოგიერთი კი სრულიად შიშველი. ტანსაცმელი ტაროში აღნიშნავს სხეულს, ან სხეულებს (ფიზიკურ და ნატიფ გარსებს). თუ ტანსაცმელი დახეულია, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის შესწავლის პროცესში შეგვიძლია ტრამვები მივიღოთ. მაგალითად, მოგინდათ, რომ სნოუბორდით სრიალი ისწავლოთ, და ვარდნის გარეშე ვერ ისწავლით ამას. ანუ გეტკინებათ, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება სწავლა.

ძაღლი. ძაღლი ტაროში - მეგობარია. მაგრამ იგულისხმება არა ის, ვისაც მეგობრად მივიჩნევთ, არამედ ის, ვინც ჩვენდამი მტრულად არაა განწყობილი. ანუ ნათესავები ამბობენ: «რა მაგია? რა სულიერი განვითარება? წადი იმუშავე, ოჯახი შექმენი, რა სულელივით იქცევი!». სწორედ ასეა. მამაკაცი მიდის და ძაღლს ყურადღებას არ აქცევს. ანუ თუ გინდათ, რომ რაიმე ისწავლოთ - ძაღლს არ უნდა უსმინოთ. მაშინაც კი, თუ იგი ძალიან გონიერი და შინაურია.

კვერთხი. მარჯვენა ხელში მას კვერთხი უჭირავს, რომელიც მხარზე უდევს. სანამ ამის მნიშვნელობას აღვწერდე, მცირე გადახვევა.
ჩემი ყველაზე საყვარელი სერია ექსტრასენსების ბრძოლის ყველა სეზონში - პირველი სერიაა. იმიტომ, რომ ის ყველაზე მხიარულია. ვინ არ მოდის აქ და რა ატრიბუტები არ მოაქვთ... სიკვდილის პენტაკლები, ჯადოსნური ელექსირები, ჩინმაჩინის ქუდები და სწრაფმავალი ჩექმები. მოკლედ ჩაბჟირდები. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც კვერთხი მოაქვთ. და ძალიან ლამაზები. არის თავის ქალებით, არის ძვირფასი თვლებით, გველით - სახელურის გარშემო. სხვადასხვა ვარიანტები.

wverebiani kaciდა მართლაც, ჩვენს წარმოდგენაში მაგი - ეს წვერებიანი მოხუცია კვერთხით ხელში. მაგრამ საიდან გვაქვს ეს წარმოდგენა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მაგი? ფენტეზის ჟანრის წიგნებიდან. კერძოდ ტოლკიენმა თავისი გენდალფი სწორედ ასე აღწერა. მაგრამ საიდან აიღეს ეს ხატ-სახე თავად მწერლებმა? 9-ე არკანიდან.

მასზე გამოსახულია მაგი, რომელსაც ხელში კვერთხი უჭირავს. ხოლო კვერთხი ტაროში გამოცდილებას აღნიშნავს. და 9-ე არკანში მაგი საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა. ხოლო 22-ე არკანში გამოცდილებაზე დაყრდნობა არ შეიძლება, თუკი რაიმეს სწავლა გვინდა. ანუ მოცემულია მკაფიო მითითება: მოაშორეთ თქვენი გამოცდილება და ნუ დაეყრდნობით მას.

ტომარა კვერთხზე. ჩვეულებრივ რა აქვთ ხოლმე ტომარაში მოგზაურებს? ყველაზე საჭირო ნივთები: საკვები, სუფთა ტანსაცმელი, რაიმე ღირებული ნივთები. მაგრამ მამაკაცს დაავიწყდა იგი. იგულისხმება, რომ თავი (ხოლო მაგია - ეს თავით მუშაობაა) უნდა გავინთავისუფლოთ ყველანაირი ყოველდღიური საზრუნავი: პურის ყიდვა, ბავშის საბავშვო ბაღიდან გამოყვანა, ყველა გადაუდებელი საქმე და ფიქრი.

ყვავილი მარცხენა ხელში.მარცხენა ხელი – ეს გულისმიერი, ემოციური ხელია. ყვავილი ამ ხელში - ემოციები ძალიან სასიამოვნოა. სულელად ყოფნა მართლაც სასიამოვნოა. მაგრამ მამაკაცს გვერდზე აქვს გაწეული ყვავილიანი ხელი, რაც ნიშნავს, რომ - იგი ყურადღებას არ აქცევს თავის ემოციურ ფონს. გსიამოვნებთ თუ არა ამ დგომარეობაშჳ ყოფნა - ეს არა მნიშვნელოვანი. ამას ყურადღებას არ აქცევთ.

კარტის ყვითელი ფონი. კარტის ფონი შესაძლოა აღნიშნავდეს დღე-ღამის დროს, როცა აქტიურია არკანი, ან ამა თუ იმ ჩაკრას აქტივობა. აქ სწორედ მეორე ვარიანტია. ყვითელი ფერი - მანიპურას ფერია, რომელიც ნერვულ სისტემას კვებავს. ანუ თქვენი ნწერვული სისტემა სწავლობს, ან თქვენში სისტემის ნერვული იმპულსი გადის. ეს იმპულსი კიდევ ერთ გლიფში გამოხატული- მზეში.

მზე. ერთი მხრივ, მზე მეტყველებს იმაზე, რომ არკანი უფრო აქტიურია, როცა მზე ანათებს, მეორე მხრივ, - სწორედ ეს იმპულსი წარმოადგენს მზის ბრძანებას. გახსოვდეთ, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩვენი პლანეტის ცნობიერება საკუთარ თავში მოიცავს უფრო დაბალ ცნობიერებებს (ხატი და მსგავსება). თუ ამ ლოგიკას მივყვებით, პლანეტის ცნობიერება მთელი მზის სისტემის პლანეტების ცნობიერების შემადგენლობაში შედის, სადაც მთავარი ცნობიერება - მზის ცნობიერებაა. აქედანაა თაყვანისცემის ყველაზე ძველი კულტი - „რა“, მზისადმი თაყვანისცემა, როგორც ყველაზე მთავარი ღმერთისადმი ჩვენს მზის სისტემაში. 22-ე არკანში სულელის მდგომარეობაშჳ შესვლისას ჩვენი ცნობიერება „ჩლუნგდება“, და მის ნაცვლად მუშაობას იწყებს ქვეცნობიერი, პირველი კასტის ადამიანებს კი ქვეცნობიერი არ აქვთ (მანამდე არ დაბადებულან), და მის ნაცვლად აქტიურდება ღმერთის ცნობიერება. ანუ ადამიანი, რომელსაც ღმერთი ატარებს. და რადგანაც ღმერთის ცნობიერება - ეს არაა ადამიანური ცნობიერება, სულელის ქცევებში ლოგიკის ძებნას აზრი არ აქვს. თუმცაღა ამ მდგომარეობაში იმის მიღწევა შეიძლება, რასაც ვერც ერთი ჭკვიანი ვერ მიაღწევს.

ivaneაქედანაა ყველა ჩვენი ზღაპარი ივანე-სულელზე. თავად განსაჯეთ. იჯდა 30 წელი ღუმელზე, ერთხელაც ჩამოვიდა, ნახევარი სამეფო აირტყა, ცოლად კი პრინცესა. და რა გააკეთა? უკვდავი კაშეი დაამარცხა. ნუ აბსოლუტური სულელი. კაშეის ხომ სახელშივე უწერია - უკვდავი. მაგრამ ივანე-სულელი ელაპარაკა ცხოველებს, იპოვნა კაშეის მოკვლის ყველაზე იდიოტური საშუალება და მაინც მოკლა იგი. არადა სამეფოს ვერც-ერთი ბრძენი ვერ ახერხებდა ამას. აქედანაა გამოთქმაც: სულელებს/დამწყებებს უმართლებთ.

forest gamp22-ე არკანი შესანიშნავადაა ნაჩვენები ფილმში «ფორესტ გამპი». იქ ტომ ჰენქსი გონებასუსტი ბიჭის როლს თამაშობდა. ფილმის გმირი მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც ეუბნებოდნენ. ეუბნებოდნენ ერბინა - მირბოდა. და უბრალოდ მირბოდა, თავად სირბილის გამო, ანუ ეს ბრძანება სიტყვა-სიტყვით შეასრულა. საუკეთესო სპორტსმენი გახდა უნივერიტეტში. უთხრეს ომში წასულიყო - წავიდა. ომის გმირი გახდა. უთხრეს პინგ-პონგი ეთამაშა - შტატების საუკეთესო მოთამაშე გახდა. უთხრეს კიბორჩხალები დაეჭირა - მილიონერი გახდა. ანუ უბრალოდ იმპულსს მიჰყვებოდა, გამოცდილებას არ იყენებდა, მომავალზე არ ფიქრობდა, არავის უსმენდა და ტრავმების არ ეშინოდა. მაგრამ თუკი „ფორესტ გამპი“ ბუნებრივ, გაუცნობიერებელ სისულელეს აღწერს, ფილმი «ყოველთვის თქვი „კი”» - მთავარ როლში ჯიმ ქერით - აჩვენებს ამ მდგომარეობაში გაცნობიერებულად შესვლას. უყურეთ ამ ფილმს, და ეცადეთ თავად გაიგოთ, თუ რას ნიშნავს 22-ე არკანი პრაქტიკაში.

22-ე არკანის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა. ეს ხომ ენერგიის არხია, ნებისმიერ ენერგიაზე კი მსოფლიოს რაღაც ნაწილი ჰკიდია. და 22-ე არკანზე ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია - იუდაიზმია. იუდაიზმში მორწმუნეთათვის ყველაფერი გაწერილია. ყოველი მათი ქმედება, ყოველდღიურობის ყოველი ასპექტი. რა უნდა ჭამონ, როგორ უნდა დაისვენონ, ვისთან უნდა ეძინოთ, როგორ უნდა იმუშაონ... ადამიანს არ ჭირდება ამაზე ფიქრი და ზრუნვა. იგი უბრალოდ იმას აკეთებს, რაც მის წმინდა წერილებში წერია, და მორჩა. აი, რატომ არიან ებრაელები ასეთი ჭკვიანები. ისინი არაფერზე არ ფიქრობენ. მათ ნაცვლად უკვე იფიქრეს, ამიტომ მათ მხოლოდ სულელად ყოფნა და სწავლა დარჩენიათ.

მე ასე დაწვრილებით აღვწერე 22-ე არკანი, რათა შეგქმნოდათ შთაბეჭდილება, რომ ტაროს კარტი - ეს არაა მუყაოს ნაჭრები ნახატებით, არამედ მთელი მეცნიერებაა. შემდეგ არკანებს მოკლედ აღვწერ, «ზოგად ცნობებს» მოგაწვდით მათზე. ერთადერთი არკანი, რომელსაც დაწვრილებით შევეხებით, - 17-ე არკანია. მაგრამ რაც შეეხება დანარჩენებს, მე გამოვცემ ცალკე წიგნს, რომელსაც მივუძღვნი არკანების ენერგიებთან პრაქტიკულ მუშაობას. ეს წიგნი კი შესავალია, და არ მინდა ძალიან გადავტვირთო იგი ინფორმაციით. დაე, ეს წიგნი იყოს თქვენი პასუხი კითხვაზე: მჭირდება რაიმეს განვითარება თუ არა? მჭირდება მაგიაში წასვლა, თუ არა? და თუ პასუხი იქნება «დიახ», მაშინ მიაღწიეთ ჭეშმარიტებამდე მიუხედავად იმისა, წაიკითხავთ თუ არა ჩემს შემდეგ წიგნებს.

the world 

21-ე არკანი. სამყარო

ამ არკანზეა კიდევ ერთი მსოფლიო რელიგია - ქრისტიანობა. რელიგიები არკანებში უნდა გავიგოთ არა როგორც დოგმატური პრინციპები, არამედ როგორც ცხოვრების სახე. ანუ მორწმუნის ცხოვრების წესს იმ არკანში შეჰყავს იგი, რომელზეც დაფუძნებულია მისი რელიგია. სწორედ ცხოვრების სახის ხარჯზე ცნობიერება არხში ირთვება და სიდჰას ღებულობს. 22-ე არკანის სიდჰას წარმოადგენს აუცილებელის მიღების უნარი. აუცილებელი რა თვალსაზრისით? ალბათ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაშ დიდად არ იძაბებიან. დილიდან საღამომდე „წელებზე ფეხს არ იდგამენ“ და ყველაფერი აუცილებელი აქვთ ცხოვრებაში. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ყველანი ქრისტიანები არიან. უბრალოდ ქრისტიანობა აქ განსაზღვრულ როლს თამაშობს მატერიალურ კეთილდღეობასთან მიმართებაში. ეს ჟღერს, როგორც «სულის გამარჯვება მატერიაზე», ანუ მატერიალურისგან დამოუკიდებლობა. ანუ უნდა შეხვიდეთ მდგომარეობაშ, როდესაც მატერიალური დიდად არ გაღელვებთ, და უბრალოდ სასწაულების იმედად იყოთ. არიან ადამიანები, რომლებიც ასე მსჯელობენ: «თუ წინასწარ განსაზღვრულია, ყველაფერი თავისით მოვა». ეს ადამიანები 21-ე არკანში ცხოვრობენ. და ქრისტიანობა ეხმარება ადამიანს, რომ ეს პრინციპი გამოიმუშაოს. მაგრამ თავად ისინი ამას ვერ ხვდებიან და შეცდომას უშვებენ, როდესაც თავიანთი ღმერთისადმი ლოცულობენ.ისინი თხოვენ მას კონკრეტულ რაღაცეებს - კარგ სამუშაოს, ხელფასს, ჯანმრთელობას. მოკლედ, გამუდმებით რაღაცას თხოვენ და ამით აჩვენებენ თავიანთ დამოკიდებულებას მატერიალურზე. მაგრამ ბიბლიაშ მკაფიოდ წერია ამ საკითხზე. როდესაც იესოს მოსწავლეებმა თხოვეს მას, რომ ლოცვა ესწავლებინა, მან „მამაო ჩვენო“ ასწავლა. და თუ დააკვირდებით ამ ლოცვას, მასში არანაირი კონკრეტიკა არაა. თუმცა ვიღაც შესაძლოა შემეკამათოს, რომ ლოცვაში თხოვნაა არსობის პურის შესახებ. მაშინ, რომელ პურზეა საუბარი? თეთრზე? შავზე? არსობაზე - არსებობაზე. ანუ აუცილებელზე. ამასთან, თავად ლოცვა - ამ არკანის მდგომარეობაში შესვლაა. უფრო მეტიც, მანამ, სანამ იესო ამ ლოცვას მისცემდა, მან თქვა: «ლოცვისას ნუ ითხოვთ ზედმეტს, რამეთუ მამამან ჩემმან იცის, თუ რა გჭირდებათ მანამ, სანამ თქვენ სთხოვთ».

საქმე იმაშია, რომ «აუცილებელი» – ეს ის არაა, რაც თქვენ გეჩვენებათ აუცილებლად, არამედ ის, რასაც ღმერთი თვლის თქვენთვის აუცილებლად. მან კი უკეთ იცის, რა გჭირდებათ. და სავარაუდოდ თქვენ გჭირდებათ, რომ უსიამოვნებები დაგატყდეთ თავს. შესაძლოა ამით დაჭკვიანდეთ და სულიერი განვითარება დაიწყოთ. ანუ თქვენ მას სიმამაცე სთხოვეთ, პასუხად კი ათი მთვრალი და აგრესიული სკინჰედი მიიღეთ, რომლებიც თქვენს მოკვლას ცდილობენ. ინებეთ. ითხოვეთ სიმამაცე? - მიიღეთ სიტუაცია, სადაც მისი გამომუშავება შეიძლება.

თუ გსურთ იცოდეთ, რამდენად კარგად შეგიძლიათ ამ არკანში ცხოვრება, გაიხსენეთ საკუთარი თავი, როდესაც სადღაც მიემგზავრებოდით ან მიფრინავდით. 21-ე არკანის გამტაროიბის დანახვა შესანიშნავად შეიძება რკინიგზის სადგურებზე. ხანდახან ვაკვირდები სურათს, როდესაც პატარა გოგონა სამ ჩემოდანს მიათრევს, რომელთაგანაც თვითოეული თავად მასზე ორჯერ დიდია. და თუ კითხავთ, სად მიდის, პასუხი ხშირად ასეთ სტილში ჟღერს: «უიქენდზე, დედასთან». ანუ მხოლოდ ორი დღით, არადა თან მთელი თავისი ბინა მიაქვს. ეს მატერიალურზე ძალიან დიდი დამოკიდებულების მაჩვენებელია. ასევე შეგვიძლია ვნახოთ ადამიანი, რომელსაც თან მიაქვს დოკუმენტები, ცოტა ფული და - მორჩა. ყველაფერი აუცილებელი გზად შეხვდება. თუ მოშივდება მეზობელი გაუმასპინძლდება კუპეში, თუ კბილის პასტა დარჩა - წინა მგზავრს მატარებელში დარჩა იგი. ყველკაფერი თავისით მოდის. მაგრამ სიჭარბის გარეშე. მხოლოდ აუცილებელი. თუ გსურთ ამ თვისების შეგრძნება მდგომარეობის სახით, შედით ნებისმიერ ქრისტიანულ ტაძარში. სადღაც ეს მდგომარეობა უფრო კარგად იგრძნობა, სადღაც - უფრო სუსტად.

Sun

მე-19 არკანი. მზე

ესაა არკანი, რომელზეც დაფუძნებულია კიდევ ერთი მსოფლიო რელიგია - მუსულმანობა. ამ არკანის სიდჰაა - ბედნიერება. ანუ მდგომარეობა, როდესაც კარგად ვართ და კარგი განწყობა გვაქვს. მუსულმანების ცხოვრების წესი როგორღაც საშუალებას აძევს მათ, რომ ამ მდგომარეობაში შევიდნენ. აქედანაა, რომ ყველაზე მამაცი მეომრები - მუსულმანები არიან. ისინი ომში ისე მიდიან, როგორც დღესასწაულზე. განწყობა ყოველთვის შესანიშნავი აქვთ. მაგრამ სამწუხაროდ სწორედ აქედანაა მთელი ისლამური ტერორიზმიც. საქმე იმაშია, რომ ამ არკანში შეჰყავთ სხვადასხვა ნარკოტიკებიც. და როდესაც ადამიანი ბედნიერების მდგომარეობაშ შედის ნარკოტიკული თრობის დროს, მას ამას აწოდებენ, როგორც ალაჰის რჩეულობას, და ასეთი ბედნიერებისთვის მორწმუნე ყველაფრისთვის მზადაა: ააფეთქოს საკუთარი თავი და კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი.

არკანის დასახელება - მზე - მეტყველებს იმაზე, რომ იგი დაკავშირებულია მზის ენერგიასთან. ამიტომ, როდესაც ქუჩაში მზიანი ამინდია, განწყობა უმჯობესდება, ხოლო თუ მზე არაა, განწყობაც არც თუ ისე კარგია. კარტზე გამოსახულია ბავშვი, რომელიც ცხენით მოდის კედლის მხრიდან, რომლის უკანაც მზესუმზირები იზრდება. ამ კარტის განმარტება დაახლოებით ასე შეიძლება: აბსტრაგირდით სამყაროსგან (გლიფები - კედელი და მზესუმზირები), გახდით, როგორც ბავში, - დაე სამყარო თქვენთვის ზღაპრად იქცეს, იგრძენით უმიზეზო სიხარულის მდგომარეობა, შეჯექით მასზე და გააჭენეთ უკანმოუხედავად (ცხენი).
რატომ სწორედ ბავშვი? ბავშვი - ეს ჯერ არც მამაკაცია და არც ქალი, რადგანაც მას არ მიუღწევია სქესობრივი სიმწიფისთვის. პლუს ბავშვს ხელში უჭირავს ტარზემიმაგრებულიწითელიტილო.წითელი ნაჭრები ტაროში «სექსუალურ ენერგიებს» აღნიშნავენ. არის ფიგურები, რომლებიც შემოსილია წითელი ტანსაცმლით, აქ კი ბავშვი შიშველია. ანუ ნათქვამია, რომ თქვენ არ ეძებთ სექსუალურ სიხარულს. აქ ბედნიერება არაა დაკავშირებული საკუთარი «მინდა»-ს დაკმაყოფილებასთან. იგი უბრალოდ არის. ამ არკანს უამრავი ადამიანი ატარებს. ჩვენ მათ «ოპტიმისტებს» ვუწოდებთ.

judgementbig

მე-20 არკანი. სამსჯავრო

გასაგებად რთული არკანი. იგი დაკავშირებულია ქვეცნობიერის აქტივაციასთან. როდესაც ადამიანში ქვეცნობიერი აქტიურდება, იგი იწყებს თავისი წარსული ინკარნაციების შეგრძნებას. ესენი კი აღიქმება, როგორც ვიღაცეების თანამყოფობა. აქედანაა ამ არკანის სიდჰა - მკვდარ ადამიანთა მოჩვენებების - ელემენტიორების - დანახვის უნარი. და როგორ არალოგიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ამ არკანთან მუშაობის უნარი შესაძლებლობას გაძლევთ, რომ «შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ორშაბათიდან».
ვისთვისაა ნაცნობი ფრაზები: «მორჩა, ხვალიდან ექვსის მერე არ ვჭამ», ან «ახალ წელს დავლევ, შემდეგ კი წვეთსაც არ მივიღებ», ან «ორშაბათიდან აღარ ვეწევი»? მაგრამ როცა მომენტი დგება, არაფერი არ გამოგვდის. რატომაა ასე ძნელი რაღაც ჩვევის, მაგალითად მწეველობის გადაგდება? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ნიკოტინი სისხლიდან საკმაოდ მალე განქარდება, და სინამდვილეშ ჩვენ სწორედ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გვაქვს. საქმე იმაშია, რომ როდესაც მოწევას თავს ვანებებთ, საკუთარი თავის, როგორც მკვდარის შეგრძნებას ვიწყებთ. ანუ ჩვენი პიროვნების ნაწილი, რომელმაც თავი გააიგივა მწეველობასთან, ჩვენს დევნას იწყებს, როგორც მოჩვენება. იგი კვდომას იწყებს, და ეს „ლომკა“ სწორედ ჩვენი კვდომადი ნაწილის შეგრძნებაა. ადამიანში კი ყველაზე დიდი შიში - მკვდრების შიშია. არა სიკვდილის, არამედ სწორედ მკვდრების. ამ შიშთანაა დაკავშირებული მიწაში ჩამარხვის რიტუალი. თავად განსაჯეთ: ადამიანს აწვენენ კუბოში, კუბოს ლურსმნებით აჭედებენ, შემდეგ ორი მეტრის სიღრმის ორმოში უშვებენ, მიწას აყრიან და ზემოდან კიდევ ქვის ფილას ადებენ, რომ ნამდვილად არ ამოძვრეს. ეს ჩვეულება სათავეს იღებს იმ დროიდან, როცა ან ექიმები სვამდნენ არასწორ დიაგნოზებს, ან გვამს მალავდნენ ნეკრომანტებისგან, რომ მათ შავ-მაგიური რიტუალები არ ჩაეტარებინათ.

საქმე იმაშია, რომ ადამიანს ცნობიერებაში მკაფიო აზრი უდევს: თუ ვინმე მოკვდა, «იქიდან» დაბრუნება მას არ შეუძლია. იყო ასეთი რეალური შემთხვევა. ერთი მუშა სასაფლაოზე საფლავს თხრიდა. სიმთვრალის, ან სხვა მიზეზის გამო, ჩავარდა ამ ორმოში და ჩაეძინა. დაღამდა. საღამოს კი ჩვეულებისამებრ ამ სასაფლაოს გავლით სამსახურიდან ერთი კაცი ბრუნდებოდა. და ისე გამოვიდა, რომ სწორედ იმ მომენტში გაიარა ამ ორმოსთან, როდესაც მუშას გაეღვიძა და ამოსვლა დაიწყო. და ამოვიდა ამ სიტყვებით: «როგორც იქნა ამოვძვერი ამ საფლავიდან». კაცს, რომელმაც გვერდით ჩაუარა, გულმა ვეღარ გაუძლო და ადგილზე მოკვდა.

ასე რომ, როდესაც ამ არკანში შედიხართ, მკვდრების შეგრძებას იწყებთ. და ეს ძლიერ შიშს იწვევს. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია მარადიულად ეშინოდეს. შიშ რაღაც წერტილამდე იზრდება, შემდეგ კი ადამიანს აღარ ეშინია. თითქოს იმუნიტეტი უმუშავდება შიშისადმი. და მაშინ აქტიურდება ქვეცნობიერი, და ადამიანს უჩნდება უნარი - კონტაქტში შევიდეს მკვდრებთან (სპირიტიზმი). ასეთი იმუნიტეტის ქონისას, თქვენ იოლად შეგიძლიათ მოერიოთ საკუთარ თავში ნებისმიერ ჩვევას.
ამ არკანის კარტზე გამოსახულია საშინელი სამსჯავროს სცენა «გამოცხადების» წიგნიდან. ამ სამსჯავროს აზრი იმაშია, რომ მის შემდეგ ადამიანს მარადიული სიცოცხლე ექნება. რა მარადიულ სიცოცხლეზეა საუბარი? მორწმუნეები დღემდე ვერ თანხმდებიან თავის მოსაზრებებში. ერთნი თვლიან, რომ მარადიული სიცოცხლე სამოთხეში ექნებათ, სხვები, მაგალითად იეღოვას მოწმეები, თვლიან, რომ აღდგომა ფიზიკური იქნება და ადამიანები საფლავებიდან წამოდგებიან სამსჯავროს შემდეგ. ამრიგად, აქ საუბარია ქვეცნობიერის აქტივაციაზე. იქ კი ჩვენ წარსული ინკარნაციები გვაქვს. თუ მათ გავააქტიურებთ, გაჩნდება მეხსიერება იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ადამიანი 200, 300 და შესაძლოა 10 000 წლის წინაც. და სწორედ ესაა
უკვდავება. უკვდავება დროში. თუ მე მახსოვსჩემი თავი რამდენიმე ათასი წლის წინ და ეს მეხსიერება არაფრით განსხვავდება ჩვეული მეხსიერებისგან, მაშინ მე უკვდავი ვარ. სწორედ ესაა მარადიული სიცოცხლე.მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ 20-ე არკანი არ გაძლევთ მარადიულ სიცოცხლეს, იგი უბრალოდ ბილიკს კვალავს თქვენს ქვეცნობიერამდე, მაგრამ არ აცოცხლებს მას. ამაზე სხვა არკანები აგებენ პასუხს.

the moon

მე-18 არკანი. მთვარე

ეს ძალზე საინტერესო არკანია, რადგანაც იგი იძლევა ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს გაგებას ცხოვრებაში - საკუთარი გზის, დაოს გაგებას. ჩემთან მიღებაზე ხშირად მოდიან ადამიანები და მეკითხებიან, რით დაკავდნენ ცხოვრებაში. სად ისწავლონ, რა ბიზნესი აირჩიონ, სად ელით წარმატება? რაზეც ყოველთვის ერთი წინადადებით ვპასუხობ: «წადით სადაც გსურთ, რადგანაც ეს არაა გზის ნაწილი». მე შემთხვევით არ დამიწერია სიტყვა «დაო», რამეთუ იგი ყველაზე კარგად ასახავს ამ არკანის არსს.ჩინელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: «სიტყვით გამოთქმული დაო - ცრუ დაოა».სხვა სიტყვებით, ყველაფერი, რაც თქვენს გარშემოა, აუცილებელი არაა, გზა იყოს. რამდენადაც ადამიანი სიამოვნებების მიღებისკენ ისწრაფვის, იგი გულუბრყვილოდ თვლის, რომ თუ გარშემო ყველაფერი კარგადაა, ე.ი. იგი სწორი გზით მიდის. თუმცაღა ჭეშმარიტი გზა შესაძლოა ძალიან რთული და ეკლიანი იყოს. ადამიანი შეიძება ციხეში იყოს, ომში, ღარიბი ან ავადმყოფი, მაგრამ ამ მომენტში თავის გზაზე მიდიოდეს იმ დროს, როცა სხვას ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ თავისი დაო არ იცის.
მაშ, რა არის გზა? მე ამას «შინაგან ქარს» ვეძახი. დაო - ესაა საკუთარი თავის გაცნობიერება სივრცის მოცემულ წერტილში. და ეს გაცნობიერება სწორ წარმოდგენას გაძლევთ იმის შესახებ, თუ სად იმყოფებით თქვენს ბედთან მიმართებაში. მაგალითად, ესაუბრებით ადამიანს. იგი საქმიან წინადადებას გთავაზობთ, რომელიც ყოველმხრივ მომგებიანია, მაგრამ თქვენ უეცრად შეიგრძენით, რომ ეს წინადადება თქვენს დაოს ეწინააღმდეგება. ამასთან ეს უბრალოდ გრძნობა კი არა, თიუთქოს შიგნიდან მომავალი ცოდნაა. მას არ გააჩნია ლოგიკა, მაგრამ უდავოა. და ეს გარშემო ყველაფერზე ვრცელდება. დაო - ესაა ის, რაც შიგნიდან გარეთ მოდის, მაგრამ არანაირად პირიქით. მე-18 არკანის მდგომარეობა სწორედაც ამ შინაგან შეგრძნებას იძლევა. ამ არკანის სიდჰას წარმოადგენს ნიშნების კითხვის უნარი.

star

მე-17 არკანი. ვარსკვლავი

ეს ძალიან მნიშვნელოვანი არკანია. პირველი მაგიური არკანი, რომელიც ადამიანის ცნობიერებას მაგიურ ცნობიერებად ცვლის. ეს არკანი მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. პირველ რიგში, სწორედ იგი იძლევა ექსტრასენსორულ უნარებს. მეორეც, ეს არკანი წარმოადგენს საზღვარს გამოვლენილ (ფიზიკურ) სამყაროსა და ნატიფ (სულების) სამყაროს შორის. მითოლოგიაშ ამ საზღვარს მდინარე სტიქსს უწოდებენ. ამ არკანის არსი მდგომარეობს სასიცოცხლო ენერგიის ბუნებრივ ცირკულაციაში, რომელსაც ინდურ ტრადიციაში პრანას უწოდებენ, ჩინურში - ჩი-ს, ხოლო იაპონურშ - კი-ს. ამ დონეზე ადამიანი აღარ უყურებს სიტყვა «ენერგიას», როგორც აბსტრაქციას, იგი მისთვის სრულიად კონკრეტული მოვლენა ხდება.
სამწუხაროდ ბევრი კარგად ვერ აფასებს ამ არკანს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნატიფი მგრძნობელობა უჩნდებათ, ტოვებენ სამყაროს ამ ნაწილის კვლევას და სხვა არკანებში მიდიან. თუმცაღა ეს არკანი, თუკი სეფიროტის ხეს შევხედავთ, პირველი ჰორიზონტალური არკანია. სულ ჰორიზონტალური არკანი სამია: 17, 9 და 4-ე. ეს ჰორიზონტალური არკანები წარმოადგენენ საკუთარი თავის და სამყაროს გაცნობიერების პრინციპულად ახალ დონეებს. ასე, მაგალითად, ადამიანი, რომელიც 17-ე არკანის ქვემოთ ცხოვრობს, სამყაროსთან ურთიერთობს ამ პრინციპით: «არსებობს სამყარო, და მე მის შიგნით ვარ». თუმცაღა როცა 17-ე არკანში მისი ცნობიერება ტრანსფორმაციას განიცდის, ადამიანი იწყებს შეგრძნებას, რომ მე და სამყარო - ერთნი ვართ. აქედან გამომდინარე მაგებს მტრები არ ჰყავთ. რამდენადაც მაგი სამყაროსთან ერთიანობაში გრძნობს თავს, ზიანს მას არ მიაყენებს, რადგანაც აცნობიერებს, რომ ამით საკუთარ თავს აყენებს ზიანს. 9-ე არკანამდე მიღწევით მაგი აცნობიერებს, რომ იგი თვითონ რეალურია, ხოლო სამყარო - ეს მისი აზრია, ჰალუცინაციაა. 4-ში მაგი ხვდება, რომ ისიც ჰალუცინაციაა საკუთარი თავისა.
დროებით გადავდოთ ამ არკანის აღწერა. მას პრაქტიკულ ნაწილში დავუბრუნდებით.

devil

მე-15 არკანი. ეშმაკი

ყველა დამწყების საყვარელი არკანი, რადგანაც მასზე ზის ფული და ამ არკანის სიდჰა სასურველის მიღების უნარია. თუ 21-ე არკანში ეს იყო აუცილებელი, რასაც ღმერთი გვიგზავნიდა, აქ უკვე თავად იღებ იმას, რაც გსურს. და ეს ძალიან ღუპავს დამწყებებს, რადგანაც ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ მდგომარეობაშ შესვლა ისწავლეს: იჯადოქრეს ცოტა - და მორჩა, და თავი ქუდშ აქვთ. თუმცაღა ამ არკანის სხვა დასსახელებები ძალიან კარგად ასახავენ მის არსს - «დამოკიდებულობას».

საქმე იმაშია, რომ ამ არკანის ენერგიების გატარების უნარი ადამიანს ფულს კი არა, კავშირების დამყარების უნარს აძლევს. კავშირი - ესაა ენერგეტიკული არხი, რომელიც ობიექტებს შორის ურთიერთქმედებას ქმნის. ერთი მხრივ, თქვენ შეგიძლიათ კავშირი შექმნათ რაღაც სიტუაციასთან და ამისგან სარგებელი მიიღოთ, ხოლო მეორე მხრივ - დამოკიდებული ხდებით მასზე. მაგალითად, შექმენით ბიზნესი და დაამყარეთ მრავალი საქმიანი კავშირი. ახლა თქვენი ბიზნესი პურს გაჭმევთ. და უეცრად მოინდომეთ, რომ შეცვალოთ ვითარება, მაგრამ უკვე აღარ შეგიძლიათ, რადგანაც ამ კავშირებში გარეულნი არიან თქვენი პარტნიორები, მათზე ჰკიდია თქვენი კრედიტები, და იძულებული ხართ იმუშაოთ, რომ ეს კავშირები არ გაწყდეს. ანუ თქვენ უკვე დამოკიდებული ხართ თქვენს ბიზნესზე, თქვენს პარტნიორებზე, თქვენს ბანკებზე. და უცებ ბიზნესი ინგრევა. და თუ თქვენი კავშირები ძლიერია, არ შეგიძიათ, რომ უბრალოდ გამოხვიდეთ მისგან. იგი ფსკერამდე მიგათრევთ. ან ასეთი კავშირი ბავშვს ჰგავს: შობე ბავშვი - და უკვე აღარ ხარ თავისუფალი. ახლა იძულებული ხარ გაითვალიწინო ეს მოვლენა და შეეწყო მას.
და რა შუაშა აქ ფული? უბრალოდ ფული - ესაა უნივერსალური ენერგია, რომელიც კავშირებს ქმნის. თუ ამის შემოწმება გსურთ, მიეცით ვინმეს სესხად დიდი ფული. და მორჩამ თქვენ შეკრული ხართ. თქვენ გემსხსოვრებათ ეს ადამიანი, შეახსენებთ მას ვალის შესახებ.

ამიტომ, როდესაც თავიდანვე მოსწავლეები ნებივრობენ ამ ენერგიით, მათი ცხოვრება წარმატებული ხდება, მატერიალური შემოსავალი უმჯობესდება, ჩნდება კონტროლი მრავალიცხოვრებისეული სიტუაციების მიმართ. მაგრამ რატომღაც მათ ავიწყდებათ, რომ კავშირი - ეს თოკია, რომელიც ორივე ბოლოთია მიბმული. და შეიძება მეორე მხრიდანაც მოქაჩონ. და მაშინ ენერგია თქვენგან უკან წავა. დაიწყება დანაკარგები. უფრო მეტიც, კავშირების დაგროვება ადამიანს ინერტულს ხდის. ეს იმას ჰგავს, როდესაც ადამიანი ასობით ასეთ თოკს მიათრევს, და ყოველ მათგანზე რაღაც ტვირთია მიბმული. რაც უფრო მეტია იგი და რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო ნაკლებია მოძრაობის სიჩქარე, და როგორც შედეგი მცირდება ცვლილებების უნარი. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანი ჩერდება თავის განვითარებაში. ინერტულობა იზრდება, ძალები თავდება, და შედეგი სავალალოა.
ჩვენ ხომ სხვა ორგანიზმის უჯრედები ვართ, რომელიც ასევე ვითარდება და იცვლება. და თუ ასეთი ორგანიზმის უჯრედი ამუხრუჭებს (მოძრაობს უფრო ნაკლები სიჩქარით, ვიდრე თავად ორგანიზმი), იგი კვდება. აი, რატომაა ასე საშიში არკანებთან თამაში. საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებისადმი მისწრაფებას არაფერ კარგამდე არ მივყავართ.

tower

მე-16 არკანი. კოშკი

თავისთავად ეს არკანი სამყაროს იმ ნაწილს აკონტროლებს, რომელიც ნიუტონის კანონითაა აღწერილი: «ქმედების ძალა ტოლია უკუქმედების ძალის». ამ არკანის მეორე დასახელებაა «მისაგებელი» (отдача). ამ არკანის, პირიქით, ყველას ეშინია, რადგანაც მისი ენერგია კარმის დამუშავების პროცესს რთავს. ეს ბუმერანგის სწორედ ის კანონია, რომელსაც ძველი ჭეშმარიტება ამბობს: «რასაც დასთეს, იმას მოიმკი».

აქ ცოტათი უნდა შევჩერდეთ და აღვწეროთ, თუ რას ნიშნავს კარმა. «კარმა» სანსკრიტიდან თარგმანშ ნიშნავს «მოქმედებას». ანუ ნებისმიერი მოქმედების შესრულებისას თქვენ კარმას აგროვებთ. მაგალითად ხელს იქნევთ - და კარმას აგროვებთ, მაგრამ ამ ქმედებას არ მიჰყავხართ არანაირ ცვლილებებამდე სამყაროში, და შესაბამისად არანაირი უკუკავშირი არაა. უფრო სწორად, იგი არის, ჰაერის წინააღმდეგობის სახით, რომელსაც თქვენი ხელით აპობთ. მაგრამ თუ ხელს პრეზიდენტს აუქნევთ ცხვირთან, მაშინვე შეგიპყრობთ მისი დაცვა და უახლოესი საათები თქვენთვის არც თუ სასიამოვნო იქნება. მოქმედება ორივე შემთხვევაშ ერთი და იგივეა, შედეგი კი სხვადასხვა. თანაც თქვენი მოტივაცია ხელის აქნევის დროს არანაირ როლს არ თამაშობს. სავარაუდოდ თქვენ კოღოს მოცილება გინდოდათ მისი ცხვირიდან. მაგრამ დაცვას ეს არ დააინტერესებს.

მე იმაზე მივანიშნებ, რომ კარმას მორალი არ აქვს. თქვენ რაღაცას აკეთებთ, მაგრამ თქვენს მოტივებს სისტემა არ ითვალისწინებს. ტერმინი «კარმა» უკვე მჭიდროდ შედის ჩვენს ლექსიკონში, თუმცაღა ადამიანთა უმეტესობა სწორედ მორალის პოზიციით აღიქვამს მას. ამბობენ კიდეც: «ნეგატიური» ან «პოზიტიური» კარმა. თუმცაღა ცნებები «კარგი» და «ცუდი» სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვაა. ჰიტლერსაც სჯეროდა, რომ მსოფლიო უკეთესობისკენ მიჰყავდა. ამიტომ ჩვენ ვყოფთ კარმას «პლუსისკენ» დაკარმას «მინუსისკენ». კარმა «პლუსისკენ» – ესაა გამოცდილება. ანუ თქვენი პიროვნება, რომელიც ეფუძნება თქვენს გამოცდილებას, - ესეც ერთგვარი კარმაა. ხოლო კარმა «მინუსში» – ესაა ტრავმები. რადგანაც მაგიაშ ადამიანი განიხილება არა მხოლოდ როგორც ფიზიკური სხეული, არამედ ნატიფი სხეულებიც (ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურაზე ქვემოთ წაიკითხეთ), კარმის უმეტესი ნაწილი იწერება მათზე და გამოიყურება, როგორც ენერგიის მკვრივი გროვები, რომლებიც ამუხრუჭებენ ენერგეტიკას მოცემულ წერტილში ან მოცემულ ნატიფ სხეულში. ცხოვრება ასეთ გროვებით (კარმული კვანძებით) შეიძება ძალზე ხანგრძლივი იყოს და თქვენ არც კი იეჭვოთ მათზე. მაგრამ ადამიანის სამყაროსთან ურთიერთქმედებისას ამ კვანძებზე შეიძლება ცხოვრების მრავალი პროცესი იყოს დამოკიდებული: სამუშაო, ოჯახი, ბიზნესი, უძრავი ქონება, ჯანმრტელობა და მრავალი სხვა. და დროთა განმავლობაში ამ კვანძების სიმკვრივე იმდენად იზრდება, რომ გარკვეულ მომენტში მათში განმუხტვის პროცესი იწყება. სწორედ ეს პროცესია მე-16 არკანის ენერგია.

და ბოლომდე გასაგები არაა, ყველას რატომ ეშინია მისი. დიახ, შესაძლოა ყველაფერი დაინგრეს. მაგრამ ეს ყველა შემთხვევაშ დაიწყება. კარმას ჯერ არავინ გაქცევია. და თუ ამ ცხოვრებაშ არ დაიწყებს იგი განმუხტვას, შემდეგში მაინც დაგეწევათ. აქედან გამომდინარე არიან ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში ბუზისთვისაც კი არ უწყენინებიათ, მათ კი ყველგან შეურაცხყოფას აყენებენ, ჩაგრავენ, და საერთოდ, მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა. და მაშინ ისინი ღმერთს ეკითხებიან: ღმერთო, რისთვის? და ხედავ მათ წინა ინკარნაციას და - ჩეხავდნენ, კლავდნენ, არ იწყალებდნენ სხვებს, ატყუებდნენ, და ასე მთელი ცხოვრება. ჰოდა მიდის დამუშავება.
მაგებს ესმით ეს და მაინც მუშაობენ ამ არკანზე. უფრო მეტიც. ეს აუცილებელიც კია. როგორც ერთხელ ერთმა მაგმა თქვა: «მე-16 არკანთან მუშაობა სტომატოლოგთან კბილებზე მკურნალობას ჰგავს. არასასიამოვნოა, მაგრამ საჭიროა». საქმე იმაშია, რომ კარმული კვანძები შეგვიძლია ზამბარებს შევადაროთ: რაც უფრო დაჭიმულია იგი, მით უფრო მძლავრი იქნება გაშლაც. მე-16 არკანის გატარების უნარი შესაძებლობას იძლევა, რომ ეს ზამბარები კრიტიკულ მომენტამდე მიღწევამდე გაიშალონ. ასე შეიძლება განთავისუფლება მთელი კარმისგან, და მაშნ ადამიანს, პირიქით, წარმატებული დრო უდგება. ეს რომ გავიგოთ, მოდით შევადაროთ ადამიანი ავტომობილს. ადამიანი კარმით - ნაავარიები ავტომობილია. ასეთ ავტომობილს მოძრაობისას აეროდინამიკა ერღვევა და აქეთ-იქით ქანაობს, სანამ საერთოდ არ გადავარდება გზიდან. იმ დროს, როცა ავტომობილი დაზიანებების გარეშე უპრობლემოდ დაიჭერს ქარის წინააღმდეგობას და შეინარჩუნებს მართვადობას. უფრო მეტიც, იმისთვის, რომ ევოლუციურ განვითარებაში უფრო მაღლა ავიდეთ, ეს არკანი აუცილებლად უნდა გავიაროთ. და თუ გულმართლები ვიქნებით - გვერდის ავლას ვერანაირად ვერ შევძლებთ.

მე-14 არკანი. ზომიერება

აქ ჩვენ ვაწყდებით ისეთ რამეს, როგორიცაა «გარდაქმნა». ანუ ეს არკანი სამყაროს ისეთ წახნაგს აღწერს, როგორიცაა ქიმიური რეაქცია. თუმცაღა ნებისმიერი ქიმიური რეაქცია დაკავშირებულია დროსთან, ამიტომ ეს არკანი საშუალებას გვაძლევს, რომ ვიმუშაოთ დროსთან - აჩქარების ან დამუხრუჭების გზით ობიექტის შეცვლის ასპექტში. აქედანაა, რომ ამ არკანის სიდჰა ჟღერს, როგორც «ცუდის გარდაქმნა კარგად» ან პირიქით. დროის მართვის ცოდნით ჩვენ შეგვიძლია ვაიძულოთ ავადმყოფობას, რომ სხვაგვარად წარიმართოს. (იმისთვის, რომ ეს არკანი უფრო პრიმიტიულ დონეზე გაიგოთ, გირჩევთ წაიკითხოთ ვადიმ ზელანდის წიგნი «რეალობის ტრანსსერფინგი», რომელშიც კარგადაა აღწერილი მოძრაობის ტექნიკა ერთი დროის ნაკადიდან მეორემდე). 

მე-13 არკანი. სიკვდილი

აქ ვხვდებით ამ სამყაროს კიდევ ერთ კანონს. ამასთან მე არ მესმის, რატომ არიან ადამიანები განწყობილნი ამ მოვლენისადმი, როგორც რაღაც ნეგატიურისადმი. რადგან სიკვდილის განხილვა ყველაზე ადვილია მათემატიკის თვალსაზრისით, და იგი იქ წარმოადგენს ციფრს «ო». რამდენიც არ უნდა გაამრავლოთ 0-ზე, შედეგად მაინც 0-ს მიიღებთ.

სიკვდილის ენერგია ძალზე რთული და მრავალწახნაგოვანია, თუმცა მისი ერთადერთი თვისება - ენერგიის ყველა დანარჩენი სახის განულებაა. ეს არკანი ძალზე ხშირად გამოიყენება მკურნალობის დროს - მისი მეშვეობით შეგვიძლია უბრალოდ «მოვკლათ» ავადმყოფობა. მაგრამ ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია სულიერ ევოლუციაში საკუთარი პიროვნების რაღაც ნაწილის განულების გზით. იმ ნაწილის, რომელიც ინერტულია და გზაზე ხელს გვიშლის. სიკვდილს კიდევ დავუბრუნდებით ამ წიგნის გვერდებზე. მანამდე კი მხოლოდ ერთს ვიტყვი: ნუ ეცდებით ამ არკანში დამოუკიდებლად შესვლას.

მე-12 არკანი. ჩამოკიდებული კაცი

ამ არკანისკენ ასე თუ ისე ისწრაფვის მთელი იოგა. მისი აზრი იმაშია, რომ ის, ვინც მას ატარებს, მაღალი ძალების მხარდაჭერით სარგებლობს. ეს მხარდაჭერა იძლევა სიდჰას - «უნარი, რომ არცერთ სიტუაციაში არ დაიკარგო». ანუ რამდენადაც დისკომფორტული არ უნდა იყოს თქვენთვის მდგომარეობა, თუ არის ძალების მხარდაჭერა, თქვენ არაფერი მოგივათ. და სადაც არ უნდა იყოთ: ომში, ციხეში, და კრიზისი კვლავ დადგა... თქვენთვის ეს უმნიშვნელო იქნება.
ასევე ამ არკანს მიეკუთვნება მდგომარეობა, რომელსაც «სატორის» უწოდებენ – სხეულის თვითკონსერვაციის მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეული არც ბერდება და არც იხრწნება.

მე-11 არკანი. მართლმსაჯულება

ეს არკანი ძალზე გაუგებარია. ესაა ჩვენი სამყაროს საზღვარი, სადაც ქაოსიდან წესრიგი იბადება. და ამ წესრიგს სისტემური მასშტაბები გააჩნია. სხვა სიტყვებით, ამ არკანის ენერგიებში ჩვენი პლანეტა თავის მომავალს ქმნის. და ეს რომ აღსრულდეს, იგი ქმნის გარკვეულ ელემენტებს, რომლებიც კანონის გამტარებს წარმოადგენენ. ესაა პოლიცია, პოლიტიკა, არმია. მაგალითად, რით განსაზღვრება ყაჩაღი თავისი ბანდით პრეზიდენტისგან, თავისი არმიით? არაფრით. ერთი ქარავანს ესხმის თავს, რომ გაძარცვოს, მეორე კი მეზობელ სახელმწიფოს, რომ ასევე გაძარცვოს. მაგრამ ერთი - კანონშია, მეორე - არა. ასე რომ, სწორედ ამ არკანის გატარების უნარი გაძლევთ სიდჰას, რომ მნიშვნელოვანი იყოთ მომავალი სისტემისთვის. ამ სიდჰათი იოლად მოიგებთ სასამართლოებს (უფრო ზუსტად, ისინი უბრალოდ არ გექნებათ), ხოლო ყველა თქვენი არაკეთილისმსურველი საოცარი გზებით დააგროვებენ პრობლემებს სოციუმის კანონიერ ელემენტებთან. მაგები კი ამ არკანს თავიანთი კანონის შესაქმნელად იყენებენ. ანუ ისინი წერენ სამყაროში ახალ პრინციპს, რომელიც ყველასთვის წესი ხდება. და გასაგები ხდება, რომ სამყაროს სწორედ მაგები მართავენ და არა პოლიტიკოსები. პოლიტიკოსები უბრალოდ სიგნალს ატარებენ, რომელიც ყოფიერების სხვა დონეებზე იქმნება.

მე-10 არკანი. ბედის ბორბალი

მე ამ არკანს სხვაგვარად დავარქმევდი – «ბედი». აქ ჩვენ ვაწყდებით ერთგვარ უკუკავშირს სისტემასთან. ანუ სისტემა თითქოს გვშიფრავს და გვეკითხება: შევესაბამებით თუ არა საკუთარ ამოცანას, რომელიც ჩვენში ჩვენმა სულმა ჩადო? თუ არა - ნუ დაელოდებით საჩუქრებს ბედისგან. თუ კი, მაშნ წარმატება - თქვენი მეორე სახელია. ამასთან წარმატება არ ატარებს ჩვეულ ხასიათს სტილში - «შევედით მეტროში, იქ კი ადგილი თავისუფალია».აქ ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ, საბედისწერო მოვლენებზე. ანუ ამ არკანის გატარებისას ბედი ხელს გვჭიდებს (და არა პირიქით - ჩვენ მას) და თავად აღსრულდება ხოლმე, თანაც ძალზე კეთილსასურველ ასპექტში. ეს ისე გამოიყურება, რომ თუ თქვენი ბედია, რომ მდიდარი იყოთ, მაშნ მდიდარი ხდებით ძალიან მოკლე ვადაში და თქვენი მხრიდან მინიმალური ძალისხმევებით. ყველაფერს თქვენს ნაცვლად არკანი აკეთებს.

სანამ სხვა არკანების აღწერაზე გადავალ, ცოტათი ავხსნი ზოგიერთ მომენტს. რაც უფრო მაღალია არკანები, მით უფრო რთულია მათი აღება. და ყველაზე რთული - პირველი 9 არკანია. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ პირველი 9 არკანი არსებობს, ხოლო დანარჩენი - მათგან წარმოებულია. ისევე როგორც არსებობს 7 ნოტი, მაგრამ არის ოქტავები, სადაც ეს ნოტები სხვაგვარად ჟღერენ.

არსებობს კაბალისტური მიმატების პრინციპი, რომელიც აჩვენებს, რომელი არკანი რომელს შეესაბამება. ასე მაგალითად, პირველი შეესაბამება მეათეს (10=1+0=1), და იგივე არკანი შეესაბამება მეცხრამეტეს (19=1+9=10=1+0=1), ხოლო მეორე შეესაბამება მეთერთმეტეს (11=1+1=2). ამგვარად არკანების სისტემა ქმნის სპირალს ორნახევარი წრით. და რა გაგონებთ სპირალს ორნახევარი წრით? მართალია - ადამიანის დნმ.

მე-9 არკანი. განდეგილი

რთული არკანი თუნდაც იმ მიზეზით, რომ მის შიგნით მთელი სამყარო იგრძნობა, როგორც აზრი, როგორც ჰალუცინაცია. და მასში შესასვლელად საჭიროა - მაქსიმალურად გვერდზე გავდგეთ სამყაროსგან. მსგავს ტექნიკებს ბუდიზმში აპრაქტიკებენ. ყოველთვის, როდესაც გესმით სხვადასხვა ბრძენებისგან, რომ სამყარო - ეს ილუზიაა, საქმე ეხება ამ არკანს. მასშ ჩვენ ვიწყებთ ამ სამყაროს ილუზორულობის გაგებას არა გონების დონეზე, არამედ საკუთარი გამოცდილებით. ეს არკანი იძლევა სიდჰას, რომელსაც ეწოდება «თვითკმარობა». აქ ჩვენ ვსაუბრობთ არა ფინანსურ თვითკმარობაზე, არამედ მენტალურზე. ამ დონეზე ადამიანს აღარ სჭირდება მასწავლებლები. იგი თავადაა საკუთარი თავის მასწავლებელი, და მის პიროვნებას გააჩნია საყრდენი როგორც ქვემოთ (ფიზიკა), ასევე ზემოთ (ცნობიერება). არსებობს ექსპერიმენტი, როდესაც ადამიანს ბნელ ოთახში ათავსებენ. თუ იგი იქ დაახლოებით 18 დღეს დაჰყოფს ურთიერთობის გარეშე, ჭკუიდან გადადის. მაგებს, რომლებსაც მე-9 არკანის აღების უნარი აქვთ, შეუძლიათ, რომ წლობით იყვნენ ასეთ იზოლაციაში, და მათ ფსიქიკას არაფერი დაემართება. ამ სიხშირის დიაპაზონშივე იმყოფება ტელეპატიაც.

მე-8 არკანი. ძალა

ალბათ გსმენიათ უძველესი მაგების შესახებ, რომლებიც თავიანთი ცნობიერებით სხვადასხვა სიდჰებს აკეთებდნენ: ლევიტაციას, ტელეკინეზს, პიროკინეზს და ა.შ. მსგავსი გამოვლინებები მე-8 არკანიდან იწყება. მასშ ცნობიერება ხდება რაღაც ძალის გამტარი და შესაძლებლობას ღებულობს, რომნ უსასრულოდ გაატაროს იგი. თავად მდგომარეობა, ისევე როგორც სხვა არკანებში, დაშიფრულია არკანის კარტში, მაგრამ გაშიფვრის შემდეგაც კი არც თუ ისე გასაგებია, როგორ შევიდეთ ამ არხში. შეიძლება ითქვას, რომ აქ უნდა შევესაბამებოდეთ გარკვეულ ღვთაებრივ პრინციპებს, რადგანაც მაგი მხოლოდ გამტარი ხდება და არა მფლობელი. წარმოიდგინეთ, რომ ჩვეულებრივ ელექტრო-სადენში გაივლის ასიათასი ვოლტის ძაბვა. სადენი მაშინვე დაიწვება. ასე რომ, მე-8 არკანში საკუთარი თავისგან მაღალვოლტიანი კაბელი უნდა შევქმნათ, რომ არ დავიწვათ და ეს სიგნალი საკუთარ თავში გავატაროთ.

მე-7 არკანი. ეტლი

ყველაფერი, რაც შეიძება ითქვას ამ არკანზე, ესაა ის, რომ მასთან მუშაობა მოგცემთ «წარმატებას ნებისმიერ საქმეში». ანუ წარმატებული იქნებით, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი. ამ დონეზე თქვენ იწყებთ ცხოვრების მართვას, რადგანაც სადავეები თქვენს ხელშია. თუ მე-10 არკანში ჩვენ უბრალოდ შევესატყვისებით ბედს, აქ კეთილსასურველობის სიგნალი შეგვიძია ნებისმიერი მიმართულებით წარვმართოთ. რაღაც იმდაგვარი, რომ სამყაროს ნებისმიერი ნაწილი შეგვიძლია ჩვენს ბედად ვაქციოთ. უფრო გასაგები რომ იყოს: ამ არკანშ ადამიანს არ გააჩნია კარმა. მე-16 არკანი ზემო ასპექტში უდრის 7-ს (16=1+6=7). აი, რატომაა, რომ კარმის დამუშავების შემდეგ ადამიანს თეთრი ზოლი (белая полоса) ეწყება ცხოვრებაშ (სანამ ახალ კარმას არ დააგროვებს).

მე-6 არკანი. შეყვარებულები

ეს არკანი საშუალებას გვაძლევს, რომ გამოვიყენოთ ჩვენ სექსუალური ენერგია, ვაკონტროლოთ იგი. და როდესაც ვიმორჩილებთ მას, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ როგორც მაგნიტმა და ნებისმიერი მოვიზიდოთ ჩვენს გზაზე. სიდჰას წარმოადგენს მოხიბვლის უნარი - გახდე მიმზიდველი ნებისმიერი ადამიანისთვის, ან გამოიყენო ეს ენერგია გზაზე მოძრაობისთვის.

მე-5 არკანი. იეროფანტი

აქ ჩვენ ვხვდებით ისეთ პრინციპს, როგორიცაა სულიერი ძალაუფლება, ძალაუფლება სულზე. ამ არკანს ატარებს ყველა, ვინც როგორღაც მაინც ფლობს ადამიანთა გონებებზე ზემოქმედების უნარს. ანუ მასწავლებლად ყოფნის უნარი ამ არკანის გამტარობაზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, თუ გაცნობიერებულად აიღებს ამ არკანის ენერგიას, ასეთ ადამიანს შეუძლია სწავლებად აქციოს ყველაზე იდიოტური იდეაც კი.

მე-4 არკანი. იმპერატორი

ამ არკანშ ჩვენი ცნობიერება იქცევა კანონმდებლად. ეს ის კანონი არაა, რომელიც მე-11 არკანში გვხვდება. აქ ძალაუფლების მთავარი პრინციპი ზის. ასეთ ცნობიერებას შეუძლია გარკვეული პირობები შექმნას თავის გარშემო, და დანარჩენები დაემორჩილებიან მას. თუ მე-11 არკანშ ხდება დამორჩილება იმის ხარჯზე, რომ ეს სისტემური პრინციპია, აქ ადამიანი თავად ხდება სისტემა, იგი თავად მოიცავს საკუთარ თავშ მთელ სამყაროს. აქედან ჩნდება საკუთარი თავის ილუზორულობა. კასტანედას ეს სფერო აღწერილი აქვს, როგორც «მესამე ყურადღების» ზონა. აქ ცნობიერება უშუალო ურთიერთობაშ შედის უმაღლეს მე-სთან და მოიპოვებს პლანეტარული ცნობიერების თვისებას, რომელსაც უმაღლესი მე, ანუ სული ფლობს. ამიტომ ასეთი არსების აზრი იმპერატორის კანონს ჰგავს.

მე-3 არკანი. იმპერატორი ქალი

ამ არკანს უწოდებენ ასევე უდიდეს ინს. მასში ვხვდებით უნარს - ვშთანთქოთ ნებისმიერი ენერგეტიკული იმპულსი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს იგი. ძნელია ინ-მაგის წარმოდგენა, და საერთოდ, ისინი ძალზე იშვიათნი არიან ბუნებაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ვინმეს სიძულვილით უყურებთ. ჩვეულებრივ შემთხვევაში თქვენი სიძულვილი ფორმირდებოდა ერთგვარ ენერგეტიკულ ვექტორად დაარტყამდა ადამიანის ენერგეტიკას და ან გაანგრევდა მას, ან აირეკლებოდა, რაც თქვენშ სიძულვილის ახალ ტალღას გამოიწვევდა. მაგრამ თუ თქვენს ოპონენტს მშვიდად უჭირავს ეს არკანი, მაშნ თქვენი სიძულვილი უბრალოდ ჩაიძირებოდა მასში და თქვენ დასუსტდებოდით, თითქოს მთელი ძალით გექნიათ ხელები. მაგს თქვენი სიძულვილი ცალ ფეხზე ჰკიდია, იგი ვერც კი იგრძნობს. ინ-მაგები ყველაზე მოუხელთებლები (неуязвимые) არიან.

მე-2 არკანი. უმაღლესი ქურუმი ქალი

ამ არკანის სფეროს წარმოადგენს ჩვენი პლანეტის ინფორმაციული ველი. ეზოთერიკაში მას უწოდებენ «აკაშას ქრონიკებს». იქ ჩაწერილია მთელი ინფორმაცია, პლანეტის მთელი ისტორია. ამ არკანში შეღწევის უნარი შესაძლებლობას იძლევა, რომ მივიღოთ ინფორმაცია ნებისმიერ მოვლენაზე. ყველა დიდი წინასწარმეტყველი სწორედ აქედან იღებდა ინფორმაციას. არა ის, რომ ისინი უმაღლესი დონის მაგები იყვნენ, - უბრალოდ ზოგჯერ დედამიწაზე იბადებიან ადამიანები მკაფიოდ გამოხატული მედიუმიზმის უნარებით, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შეუძლიათ ამ ქრონიკებში შეღწევა.

1-ი არკანი. მაგი

ეს არკანი შეესაბამება ღმერთის ცნობიერებას. ამ ენერგიების გაცნობიერებულად გატარების უნარი მატერიის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
მე მოკლედ აღვწერე არკანები, რათა მიახლოებითი წარმოდგენა შემექმნა თქვენთვის პლანეტარულ ენერგიაზე და იმაზე, თუ როგორ მუშაობენ მაგები მასთან. ამასთან მე სპეციალურად არ მოგეცით ყოველი კარტის გლიფების აღწერა. ყოველი არკანი - ეს იმდენად ღრმა თემაა, რომ გადავწყიტე ცალკე წიგნი დამეწერა დიდ არკანებთან მუშაობაზე, სადაც დაწვრილებით მოვყვები, თუ როგორ განვეწყოთ მათზე სწორად და როგორ გამოვიყენოთ ისინი ყოფით სიტუაციებში მათზე ზემოქმედების და საკუთარი სულიერი ევოლუციის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, მე შევეცდები შევქმნა სრულფასოვანი სახელმძღვანელო, სადაც მთელ ჩემს მაგიურ გამოცდილებას ჩავდებ. ამ წიგნში მხოლოდ იმ საბაზისო მომენტებზე გავჩერდებით, რომლებიც აუცილებელია საკუთარ თავში ზემგრძნობელობის განვითარებისთვის.