castaneda

უძველესი დროის ჯადოქრები

შესავალი 

დონ ხუანმა ბევრჯერ აღნიშნა რომ ყოველივე რასაც მასწავლიდა შთაგონებული და გამოცდილი იყო იმათ მიერ ვისაც ის უძველესი დროის ჯადოქრებს უწოდებდა. მან ნათლად დაგვანახა საგრძნობი განსხვავება უძველესი დროის ჯადოქრებსა და თანამედროვეებს შორის. უძველესი დროის ჯადოქრებად ის თვლიდა ხალხს რომლებიც მექსიკაში ესპანელი დაპყრობლების შემოსვლამდე ათასობით წლით ადრე ცხოვრობდნენ, ხალხს რომელთა უდიდეს მიღწევას ჯადოქრობის სტრუქტურის ფორმირება წარმოადგენდა პრაქტიკულობასა და კონკრეტიკაზე ყურადღების გამახვილებით. პატივს მიაგებდა მათ როგორც ბრწყინვალე მაგრამ ნაკლებად ბრძენ ხალხს. მათ საპირისპიროდ, თანამედროვე ჯადოქრებს დონ ხუანი გვიხატავდა როგორც ნათელი გონებით გამორჩეულ ხალხს, ვისაც შეეძლოთ გაესწორებინათ ჯადოქრობის კურსი თუ ამას საჭიროდ მიიჩნევდნენ.

როგორც დონ ხუანმა ამიხსნა სიზმარხილვის ხელოვნებისთვის შესაფერისი მაგიური წინაპირობები უძველესმა ჯადოქრებმა განავითარეს მათ მერვე ნანახის საფუძველზე. რადგან მოცემული წინაპირობები დასიზმრების ფენომენის ასახსნელად და გასაგებად მთავარი გასაღებია მე იძულებული ვარ კიდევ ერთხელ მიუბრუნდე მათ განხილვას. ამიტომ ჩემი წიგნის ძირითადი ნაწილი ეძღვნება ინფორმაციის გააზრებას ჩაღრმავებასა და გადახედვას,რაც უკვე მოცემულია ჩემს წინა შრომებში.

ჩვენი ერთ ერთი საუბრისას დონ ხუანმა განაცხადა,რომ სიზმრისმხილველთა და სიზმარხილვის ხელოვნების რეალური მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებელია გავიაზროთ თუ რატომ მიმართავენ თანამედროვე ჯადოქრები ძალისმევის მაქსიმუმს მაგიის კონკრეტულიდან აბსტრაქტულისკენ მისამართად.

-კონკრეტიკას რას ეძახი დონ ხუან ? ვკითხე მე
-მაგიის პრაქტიკულ ნაწილს ,- მიპასუხა მან - გონებისთვის თავსმოხვეულ აკვიატებულ ფიქსაციას პრაქტიკულ მეთოდებსა და მოქმედებზე , სხვა ადამინებზე გავლენის მოსახდენად , რაც ყოველთვის არც გამოდის. ეს ყველაფერი უძველესი ჯადოქრების სამფლობელოს წარმოადგენდა.
- და აბსტრაქტს რას ეძახი?
- თავისუფლების ძიებას , აღქმის თავისუფლებას, შეუზღუდველს, ყოველგვარი თავსმოხვეული დამოკიდებულების გარეშე, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია.მე ვამბობ რომ თანამედროვე ჯადოქრებს აბსტრაქტულისკენ სწრაფვა თავისუფლებისკენ სწრაფვაა. კონკრეტული მიღწევები მათ არ აინტერესებთ. რადგან მათ უძველესი ჯადოქრებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ არანაირი სოციალური ფუნქცია. შენ ვერასოდეს შეხვდები ჯადოქარს სიზმრის ამხსნელის ან კარის ჯადოქრის როლში.

- დონ ხუან, შენ იმის თქმა გინდა რომ თანამედროვე ჯადოქრებისთვის წარსულს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია?

-როგორ არ გააჩნია? რა თქმა უნდა გააჩნია. წარსულში არის გარკვეული ანარეკლი რაც ჩვენ სრულიადაც არ მოგვწონს. პირადად მე მძულს სიბნელე და გონების გამოფიტვა. მე აზრის შეუზღუდაობა მიზიდავს. მაგრამ იმის მიხედავად თუ რა მომწონს მე და რა არა მაინც სათანადო პატივი უნდა მივაგო უძველესი დროის ჯადოქრებს,რადგან პირველებმა მათ აღმოაჩინეს და გააკეთეს ის რაც ჩვენ ახლა ვიცით და ვაკეთებთ.

დონ ხუანმა ამიხსნა რომ უძველესი ჯადოქრების მთავარი მიღწევა საგნების, არსებებისა და მოვლენების ენერგეტიკული არსის აღქმა იყო. ამ სიღრმისეულ აღმოჩენას იმდენად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა რომ მთელი ჯადოქრული ხელოვნების ძირითად წინაპირობად იქცა. ჩვენს დროში ჯადოქრები მთელ თავის ცხოვრებას უძღვნიან დისციპლინას და ვარჯიშობენ რათა შეძლონ გაიაზრონ საგნების ენერგეტიკული არსი. ამ შესაძლებლობას ისინი ხილვას ეძახიან.

-ჩემთვის რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საგნების ენერგეტიკული არსის აღქმის შესაძლებლობას ?

-ეს ნიშნავს რომ შენ შეძლებდი ენერგიის უშუალოდ აღქმას- მიპასუხა მან, -შემეცნების სოციალური ნაწილის გამიჯვნის ხარჯზე შენ შეძლებ ყველაფრის არსს ჩაწვდე. ყველაფერი რასაც აღვიქვამთ ენერგიაა.მაგრამ ვიდრე არ შეგვიძლია აღვიქვათ ის უშუალოდ, ინტერპრეტაციის გარეშე, ჩვენ გადავამუშავებთ აღქმის შედეგებს, და გარკვეული მოდელს ვარგებთ მათ. სწორედ ეს მოდელია აღქმის სოციალური ნაწილი, რომელსაც საჭიროა გავემიჯნოთ .

-რატომ უნდა გავემიჯნოთ მას ?

-იმიტომ, რომ რადგან ის მიზანმიმართულად ამცირებს შესაძლო აღქმის პოტენციური მოცულობას , გვარწმუნებს იმაში , რომ მოდელი რომელსაც ერგება ჩვენი აღქმა ესაა ყოველივე რაც რეალურად არსებობს . მე დარწმუნებული ვარ, რომ კაცობრიობამ საკუთარი თავის გადასარჩენად სასწრაფოდ უნდა შეცვალოს სოციალურზე დაფუძნებული აღქმა .

-რა არის აღქმის სოციალური საფუძველი, დონ ხუან?
-ფიზიკური უეჭველობა, იმის რწმენა რომ სამყარო გარკვეული ცალკეული ობიექტებისგან შედგება. მე ამას სოციალურ საფუძველს ვეძახი რადგან , თითოელი ადამიანი დიდ ძალისხმევას უთმობს და გააფთრებით ცდილობს მისეული სამყაროს აღქმა საზოგადოებრივ კალაპოტში მოაქციოს.

-მაშ როგორ უნდა აღვიქვათ სამყარო?
-ყოველივე ენერგიაა, მთელი სამყარო ენერგიაა.საჭიროა შეიცვალოს ჩვენი აღქმის სოციალური საფუძვლი უნდა იყოს ფიზიკური უეჭველობა რომ ყოველივე რაც არის მხოლოდ ენერგიაა.საჭიროა მივმართოთ განსაკუთრებულ ძალისხმევას რათა აღვიქვათ ენერგია როგორც ენერგია. მაშინ არჩევანის ორივე შესაძლებლობა ჩვენს ხელთ იქნება.

-მაგრამ განა შესაძლებელია ადამიანების ამგვარად აღზრდა? ვიკითხე მე

დონ ხუანმა მიპასუხა, რომ ეს შესაძლებელია. სწორეთ ამას ცდილობს ჩემთან და სხვა მოსწავლეებთან. ის გვასწავლიდა ჩვენ აღქმის ახალ გზას (მეთოდს), რისთვისაც, პირველ რიგში გვაიძულებდა გაგვეაზრებინა რომ ჩვენ გადავამუშავებთ ჩვენი აღქმის შედეგებს გარკვეული მოდელის მიხედვით ხოლო მეორეს მხრივ მოგვიწოდებდა ენერგიის უშუალოდ აღქმისკენ. მან დამარწმუნა რომ ეს მეთოდი ძალინ გავდა იმას რომელიც გამოიყენებოდა ჩვენთვის ყოველდღიური სამყაროს აღქმის სასწავლებლად.

დონ ხუანი თვლიდა ,რომ სოციალური მოდელის მახე, რომელშიც მოქცეულია ჩვენი აღქმა, ძალას კარგავს და აღარ მუშაობს როგორც კი ჩვენ მოცემული მოდელის ბუნებას გავიაზრებთ, რაც თავის მხრივ წინაპრებისგან ყოველგვარი კრიტიკული მიდგომის გარეშე გადმოგვეცა.

არ აქვს მნიშვნელობა დადებითი იყო თუ უარყოფითი დედამიწის როგორც მყარი საგნების ერთობლიობის მოდელი , მაგრამ ჩვენი წინაპრებისთვის ასეთი აღქმა იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი და მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენ სამყაროს სწორედ ასეთად აღვიქვამთ ახლა კი იძულებულნი ვართ ვირწმუნოთ რომ ის სწორედ ასეთია: კონკრეტული ნივთებისგან შემდგარი სამყარო.

არ შემიძლია წარმოვიდგინო სამყარო სხვანაირი, დონ ხუან, შევჩივლე მე , ჩემთვის ის ყოველგვარი ეჭვის გარეშე კონკრეტული მყარი საგნების სამყაროა. მით უფრო რომ ამის დამტკიცება იოლია, თუნდაც მხოლოდ ერთ მათგანთან შეჯახებით.

-რა თქმა უნდა სამყარო სრულიდ საგნობრივია , ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო.

-აბა რიღას შესახებ ლაპარაკობ კაცო ?
-იმის რომ სამყარო პირველ რიგში ენერგიების სამყაროა და შემდეგ ობიექტების. მაგრამ თუ ჩვენ არ დავიწყებთ იმ წინაპირობით რომ სამყარო ენერგიაა, ჩვენ ვერასოდეს გვექნება ენერგიის უშუალოდ აღქმის შესაძლებლობა. ჩვენ შეგვაჩერებს, ახლახან შენს მიერვე აღნიშნული ხილული ფიზიკური სიმყარე.

ეს არგუმენტები ჩემთვის უჩვეულო იყო. ამ წუთას ჩემი გონება ეწინააღმდგებოდა სამყაროს რომელიმე სხვაგვარ აღქმას ტრადიციულად მიღებულის გარდა. დონ ხუანის მტკიცებულებები და წესები რომლის განვითარებასაც ის ცდილობდა ჩემს თვალში უცხო თეორემებივით ლაგდებოდა რომლის არც მიღება და არც უარყოფა არ შემეძლო.

-აღქმის ჩვენეული მოდელი მტაცებლისას გავს - , მითხრა ერთხელ მან,- ნადავლისა და საშიშროების კლასიფიკაციისა და დახარისხების ძალიან ეფექტური მოდელი .მაგრამ ეს არაა აღქმის ერთადერთი შესაძლო მეთოდი .არსებობს აღქმის სხვა ხერხიც, რაშიც ვცდილობ გაგარკვიო, ყოველივეს არსის აღქმა, ენერგიის უშუალო აღქმა.

-ყოველივეს არსის აღთქმა გვაიძულებს სრულიად ახლებურად მივიღოთ ,გავანაწილოთ და აღვწეროთ სამყარო.და ეს ახალი აღწერა გაცილებით მომხიბლელი იქნება , ვიდრე ჩვენი ჩვეული აღქმა და მისი ენა გაცილბით გამომხატველი და მდიდარი.ეს, გაცილებით გამომხატველი და მდიდარი, მაგიური ჭეშმარიტების ენა იყო ის რომელიც დონ ხუანს თავისი წინამორბედებიდაგან გადმოეცა. ამ ენისთვის ჩვეული ტერმინები და მნიშვნელობები არ ფლობენ არავითარ რაციონალურ განსაზღვრულობას და არანაირად არ ეხამებიან ჩვენი ჩვეული ყოველდღიური სამყაროს ფაქტებს, მაგრამ ეს თვითკმარი ჭეშმარიტებებია სრულიდ ნათელი იმ ჯადოქრებისთვის ვინც აღიქვამს უშუალო ენერგიას და წვდება ყოველივეს შინაგან არსს.

ამ ჯადოქრებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგიური ქმედება სამყაროს არსის უშუალო დანახვაა. დონ ხუანი თვლიდა რომ ყველაზე კარგად ეს იმ უძველესმა ჯადოქრებმა აღწერეს რომლებმაც პირველებმა დაინახეს ის .ისინი ამბობდნენ რომ სამყაროს არსი აგონებდათ მანათობელ ძაფებს გაბმულებს ყველა შესაძლო თუ შეუძლებელი მიმართულებით ერთი უსასრულობიდან მეორეში. მანათობელი ძაფები რომელთაც ადამიანის გონებისათვის მიუღწეველი თვითშეგნება გააჩნდათ.

მას შემდეგ რაც უძვლესმა ჯადოქრებმა დაინახეს სამყაროს არსი, მათ ისწავლეს ყველა ადამინის ენერგეტიკული გარსის დანახვა .დონ ხუანი ამბობდა, რომ ისინი აღწერდნენ ადამიანებს როგორც მანათოაბელ გარსს გიგანტური კვერხცის მსგავსი ფორმით. ამ წარმონაქმნებს ეძახდნენ მანათობელ კვერცხებს.

როდესაც ჯადოქარი უყურებს ადამიანს ის ხედავს უზარმაზარ მანათობელ წარმონაქმნს რომელიც გადადგილებისას ღრმა კვალს ტოვებს დედამიწის ენერგეტიკულ ველში. ის თითქოს მიცურავს და უკან კუდივით მიათრებს მოგრძო ფესვს.

დონ ხუანი ვარაუდობდა რომ ჩვენი ენერგეტიკული ფორმა იცვლება დროსთან ერთად და ის ისევე როგორც სხვა მხილველები უფრო ხშირად ხედავდა არა კვერცხის არამედ ბუშტის ფორმის ადამიანს და ასევე რაღაც მართკუთხედის მსგავსს, როგორც საფლავის ქვაა, მაგრამ ხანდახან, ჯადოქრებისთვის გაურკვეველი მიზეზით , მათ ხვდებიან ადამიანები რომელთა ფორმასაც ისე ხედავენ როგორც კვერცხს. დონ ხუანი თვლიდა, რომ ადამიანები რომელთაც კვერცხის ფომა აქვთ თავისი არსით უფრო უძველეს ადამიანთა სტრუქტურას მიეკუთვნებიან.

თავისი ცოდნის გადმოცემისას დონ ხუანი არაერთგზის იმეორებდა და ხსნიდა იმას რასაც ის ძველი ჯადოქრების გადამწყვეტ მიგნებად თვლიდა. ის ამას ადამიანური არსების როგორც მანათობელი ბურთის კრიტიკულ მახასიათებელს ეძახდა,და აღწერდა როგორც მრგვალ ბურთს განსაკუთრებულად ინტენსიური სიკაშკაშით, ტენისის ბურთის ზომისას, რომელიც მუდმივად მანათობელი გარსის შიგნითა და ადამიანის მარჯვენა ლავიწის ძვლიდან ორი ფუტის სიმაღლეზეა განლაგებული.

რადგან დასაწყისში მე ყველაფერ ამის ვიზუალიზაციის პრობლემა მქონდა დონ ხუანმა ამიხსნა რომ მანათობელი ბურთი ადამიანის სხეულზე დიდია და ინტენსიურად მანათობელი ლაქა ამ ბურთის ნაწილია და ეს ლაქა განლაგებულია ადამიანის ლავიწის ზემოთ მისივე აწეული ხელის სიმაღლეზე.დონ ხუანმა მითხრა რომ დაინახეს რა, როგორ მუშაობდა ეს ლაქა უძველესმა ჯადოქრებმა მას შემკრები წერტლი უწოდეს .

- და როგორ მუშაობს შემკრები წერტილი? ვკითხე მე

-ის განაპირობებს ჩვენს აღქმას,- ამიხსნა მან - უძველესმა ჯადოქრებმა დაინახეს რომ სწორედ ამ წერტილში იყრიდა თავს ადამიანურ არსებათა აღქმა. რადგან დაინახეს რომ ასეთი გაზრდილი ინტენსივობის ნათების ლაქა გააჩნდა ყველა ცოცხალ არსებას, უძველესი ჯადოქრები მივიდნენ დასკვნამდე რომ ნებისმიერი აღქმა როგორიც არ უნდა იყოს ის ფორმირდება სწორედ ამ წერტილში.

-და მაინც კონკრეტულად რამ აფიქრებინათ უძველეს ჯადოქრებს რომ სწორედ შემკრებ წერტილშია მოქცეული აღქმა?

მან მიპასუხა, რომ უშუალოდ შემკრებ წერტილში გაივლის მხოლოდ მცირე რაოდენობა სამყაროს მილიონობით მანათობელი ძაფიდან, და ეს არცაა გასაკვირი რადგან ის მთელთან შედარებით პატარაა.

გარდა ამისა, მათ დაინახეს ,რომ შემკრები წერტილი გარშემორტყმულია დამატებითი მასზე ოდნავ დიდი მანათობელი სფეროთი, ეს ნათება მნიშვნელოვნად აძლიერებს იმ ძაფების ნათებას რომლებიც უშუალოდ მასში გაივლიან.

და რაც მთავარია მათ დაინახეს კიდევ ორი რამ: პირველი - ადამიანური არსებების შემკრებ წერტილს შეეძლო შეეცვალა მდებარეობა და მეორე - თუ შემკრები წერტილი მისთვის ჩვეულ ადგილას იყო ადამიანის აღქმა და ქცევა ტოვებდა ნორმალურ შთაბეჭდილებას, როგორც ეს დასაკვირვებელ სუბიექტებზე გამოვლინდა და პირიქით შემკრები წერტილისა და მისი მანათობელი გარსისი სხვა ადგილას გადანაცვლებისას დაკვირვების ობიექტების ქცევა უცნაურად უჩვეულო ხდებოდა, რაც ამტკიცება მათი ცნობიერების ცვლილებასა და აღქმის ხერხების ტრანსფორმაციას.

დასკვნა რომელიც უძველესმა ჯადოქრებმა ამის საფუძველზე გააკეთეს შემდეგში მდგომარეობს :რაც უფრო მეტად გადაადგილდება შემკრები წერტილი თავისი ჩვეული ადგილიდან მით უფრო უჩვეულო ხდება ინდივიდის ქცევა რას თავისთავად აღქმის და ცნობიერების უცნაურობასთანაა დაკავშირებული.

მიაქციე ყურადღება , მეუბნებოდა დონ ხუანი , როდესაც მე ხილვაზე ვლაპარაკობ ყოველთვის ვიყენებ გამოთქმას , თითქოს ამის მსგავსად , საქმე იმაშია რომ ხილვის შედეგები იმდენად სპეციფიური და უნიკალურია, რომ მათზე საუბარი მხოლოდ რაიმე ჩვენთვის უკვე ცნობილთან შედარებით შეიძლება.

მან თქვა , რომ ნანახის სირთულის აღსაწერად უკეთეს მაგალითად შეძლება გამოდგეს ის თუ რას ამბობენ ჯადოქრები შემკრებ წერტილსა და მის თანმხლებ ნათებაზე. მათ აღწერენ როგორც მომატებული სიკაშკაშის ზონებს ,თუმცა სიკაშკაშე აქ არაფერ შუაშია, რადგან ხილვა უშუალოდ თვალების დახმარებით არ ხდება .თუმცა იმისთვის რომ რამენაირად განასხვაონ ეს წარმონაქმნები მთელი დანარჩენისგან, ამბობენ რომ შემკრები წერტილი არის სინათლის ლაქა, გარშემორტყმული გარკვეული ნათებით. დონ ხუანმა ხაზი გაუსვა რომ ჩვენ იმდენად ვართ შებორკილი აღქმის ხაფანგით რომ იძულებული ვართ ყველაფერი მოვარგოთ ნორმალურ ვიზუალური აღქმის ტერმინებს, მტაცებლის მსგავსად რომელიც თვალებით ხედავს.

დონ ხუანი ყვებოდა , რომ როდესაც უძველესმა ჯადოქრებმა აღმოაჩინეს შემკრები წერტილი მისთვის დამახასიათებელი ნათებით და შეექმნათ გარკვეული წარმოდგენა მათ ფუნქციაზე ისინი შეუდგნენ ახსნის შემუშავებას. მათ ივარაუდეს , რომ სფერული ნათების სამყაროს ,უშუალოდ მასში გამავალ, ენერგეტიკულ ძაფებზე ფოკუსირებით,ადამიანურ არსებათა შემკრები წერტილი ავტომატურად, რაიმე წინასწარი გაცნობიერებული ქმედების გარეშე აგროვებს ამ ძაფებს და წარმოქმნის აღსაქმელი საყაროს მდგრად ხატს.

- მაგრამ, რანაირად შეიძლება ძაფები რომლებზეც შენ საუბრობ, აღსაქმელი სამყაროს ხატებად გადაიქცეს ? ვკითხე მე.

-ეს არავინ იცის,- მიპასუხა დონ ხუანმა,- ჯადოქრები ხედავენ ენერგიის მოძრაობას,მაგრამ ის რასაც ხედავენ არ არის საკმარისი იმის სათქმელად როგორ და რატომ ხდება ეს.

დონ ხუანი მარწმუნებდა, რომ მას შემდეგ რაც უძველესმა ჯადოქრებმა დაინახეს შემკრებ წერტილში გამავალი მილიონობით ცნობიერების ენერგეტიკული ძაფი, მათ შეიმუშავეს პოსტულატი შემკრებ წერტილში გამავალი ძაფები ამ წერტილის გარშემორტყმული ნათების მეშვეობით წარმოქმნიან კონას. მათ დაინახეს თუ როგორ სუსტდებოდა გონებადაკარგულთა და მომაკვდავთა ნათება და მთლიანად ქრებოდა სიკვდილისას უძველესი ჯადოქრები მივიდნენ დასკვნამდე რომ ეს ნათება ცნობიერების ნათება იყო.

- შემკრები წერტილი? აქვს გვამს შემკრები წერტილი? ვკითხე მე

დონ ხუანმა მიპასუხა , რომ ის უკვალოდ ქრება სიკვდილისას, რადგან შემკრები წერტილი და მისი თანმხლები ნათება სიცოცხლისა და ცნობიერების მაჩვენებელია.უძველესი დროის ჯადოქრები ვერ გაექცნენ დასკვნას რომ ცნობიერება და აღქმა უერთმანეთოდ არ არსებობდა და გადაჯაჭვულნი არიან შემკრებ წერტილსა და ნათებაზე რომელიც გარს აკრავს.

-ხომ შეიძლება რომ უძველესი ჯადოქრები შემცდარიყვნენ თავიანთი ხედვების არსისის გადმოცემაში? - ვიკითხე მე

-მე ვერ აგიხსნი რატომ, მაგრამ ჯადოქარი არასოდეს ცდება საკუთარი ხილვების ინტერპრეტაციისას, მიპასუხა დონ ხუანმა შეუვალი ტონით. დასკვნები, რომელიც უძველესმა ჯადოქრებმა გამოიტანეს მაშინ, შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს ახლა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ისინი არასწორად ინტერპრეტირებდნენ რასაც ხედავდნენ, თავიანთი გამოუცდელობის და გულუბრყვილობის გამო და დღევანდელი შემეცნების დონისთვის შესაფერისი მომზადების გარეშე. ასეთი შეცდომა რომ აღარ დაუშვას ინტერპრეტაციებით დაკავებულმა ჯადოქარმა გამუდმებით უნდა წვრთნას თავისი გონება .

ამის შემდეგ დონ ხუანი ცოტათი მოლბა და განაგრძო,რომ ჯადოქრისთვი რა თქმა უნდა გაცილებით უსაფრთხოა უბრალო აღწერის დონეზე დარჩენა, მაგრამ ინტერპრეტირების, განზოგადების, დასკვნების გამოტანისა და ახსნის სურვილი - თუნდაც საკუთარი თავისთვის - ძალიან ძლიერია და თითქმის შეუძლებელი რომ შეეწინააღმდეგო.

შემკრები წერტილის გადანაცვლების გავლენა არსების ენერგეტიკულ კონფიგურაციაზე კიდევ ერთი შესწალის ობიექტი იყო რასაც უძველესი ჯადოქრები ხილვების საშუალებით აკეთებდნენ. როგორც დონ ხუანმა ამიხსნა, შემკრები წერტილის გადანაცვლებისას მის ადგილას წარმოიქმნება მანათობელი ენერგეტიკული ძაფების ახალი ერთობლიობა. ამის დანახვის შემდეგ, უძველესი ჯადოქრები მივიდნენ დასკვნამდე რომ აღქმა ავტომატურად გროვდება იქ სადაც შემკრები წერტილია რადგან ის მუდმივად ცნობიერების შუქითაა გარემოცული.თუმცა, რადგანაც შეკრება უკვე ახალ ადგილას ხდება და შეკრებს სხვა ძაფებს შეკრებილი სამყარო შეუძლებელია არ განსხვავდებოდეს ჩვენთვის ჩვეული ყოველდღიური სამყაროსგან.

დონ ხუანმა ამიხსნა რომ უძველესი ჯადოქრები შემკრები წერტილის ორი ტიპის გადანაცვლებას განასხვავებდნენ. პირველი ტიპი: შემკრები წერტილის გადანაცვლება მანათობელი სფეროს გასწვრივ მის შიგნით, ასეთ გადანაცვლებას შემკრები წერტილის დაძვრა ეწოდა. მეორე ტიპი: შემკრები წერტილის გადანაცვლება მანათობელი სფეროს გარეთ, ამას შემკრები წერტილის მოძრაობა ეწოდა. უძველესი დროის ჯადოქრებმა აღმოაჩინეს რომ განსხვავების დადგენა შემკრები წერტილის დაძვრასა და მის მოძრაობას შორის შეიძლება აღქმის ბუნებით რომელიც ამა თუ იმ ტიპის გადანაცვლებისას წარმოიქმნება.

რადგანაც შემკრები წერტილის დაძვრა გულისხმობს მის გადანაცვლებას მანათობელი სფეროს შიგნით, ამ მოვლენის შედეგად აღქმული ხატები რაც არ უნდა უცნაური და განსაკუთრებული იყვნენ ისინი მაინც ადამიანურ სფეროს მიეკუთვნებიან. ადამიანური სფერო შედგება მანათობელ სფეროში გამავალი ენერგეტიკული ძაფებისაგან. დაძვრისაგან განსხვავებით, შემკრები წერტილის მოძრაობა ესაა მისი გადანაცვლება მანათობელი ბურთის ქვემოთ, რის შედეგადაც მოქმედებაში მოდის ის ენერგეტიკული ძაფები რომელიც ადამიანურ სფეროს მიეკუთვნება . ამ ძაფების აღქმა აცოცხლებს წარმოუდგენელ სამყაროს სადაც არ არის ადამიანურის არანაირი კვალი.

ამავე დროს ჩემი გონებისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა მტკიცებულების მიღების პრობლემას.ამიტომ მე განვაცხადე

-მომიტევე დონ ხუან , მაგრამ ყველაფერი შემკრებ წერტილთან დაკავშირებული ყურით მოთრეული მგონია და უბრალოდ არ ვიცი რა ვიფიქრო ამაზე.

-ერთადერთი რისი გაკეთებაც შენ შეგიძლია შემკრები წერტილის დანახვაა ! მიპასუხა მან , დანახვა არც ისე რთულია.მთავარი სიძნელე იმ კედლის გარღვევაა რომელიც გვაკავებს და წინ წაწევის საშუალების არ გვაძლევს.ეს კედელი თითოეული ჩვენგანის გონებაშია.მის დასანგრევად კი ერთადერთი რაც გვჭირდება ენერგიაა.როგორც კი სათანადო რაოდენობის ენერგიას დავაგროვებთ ხილვები თავისით მოვლენ.უბრალოდ ხდება ისე რომ ჩვენ ვიწყებთ დანახვას. მთელი ფოკუსი საკუთარი ცრუ უსაფრთხოების და კმაყოფილების ციხეკოშკიდან გამოსვლაა.

-დონ ხუან, მე ვაცნობიერებ იმას რომ უამრავი ცოდნა მჭირდება იმისთვის რომ დავინახო. ეს უბრალოდ ენერგიის ქონა არ ქონის საკითხი არაა.

-ეს სწორედ ენერგის ქონა არ ქონის საკითხია. ყველაზე ძნელი ამ შესაძლებლობაში დარწმუნებაა. ამისთვის აუცილებელია ენდო ნაგვალს. მაგია სწორედ იმითაა საოცარი რომ ყოველმა ჯადოქარმა ყველაფერი უნდა დაუმტკიცოს საკუთარ თავს თავისივე ცდების საფუძველზე. მე კი მაგიურ ხელოვნებაზე სრულიად არ მომიყოლია იმის იმედით რომ შენ ყველაფერ ამას დაიმახსოვრებდი. მე ვიმედოვნებ რო შენ ამ პრინციპებს პრაქტიკაში გამოიყენებ.

დონ ხუანი არ ცდებოდა როცა ნაგვალის ნდობის შესახებ მეუბნებოდა. ჩემი 13 წლიანი პრაქტიკის დასაწყისში მე ყველაზე მეტად სწორედ მისი პიროვნებისა და მისეული სამყაროს მიღება მიჭირდა. რაგდან ეს მოითხოვდა მისი როგორც ნაგვალის უსიტყვო რწმენასა და მიღებას.

დონ ხუანის როლი მაგიურ სამყაროში განისაზღვრებოდა სტატუსით რომელის მას მის მსგავს ჯადოქართა შორის გააჩნდა. ისინი მას ნაგვალს ეძახდნენ.მე თავის დროზე ამიხსნენ რომ ასე უწოდებდნენ ადამიანს, ქალს ან კაცს, რომელიც განსაკუთრებული ტიპის ენერგეტიკულ კონფიგურაციას ფლობდა , მას მხედველები ორმაგ მანათობელ ბურთად აღიქვამდნენ. მხედველები თვლიან, რომ როცა ამგვარი ადამიანი ჯადოქრულ სამყაროში ხვდება, მისი ჭარბი ენერგია ძალის საზომი და ლიდერობის საწინდარი ხდება. ნაგვალი ამგვარად ბუნებრივი ლიდერი ხდება მისი მოწოდება ჯადოქართა ჯგუფის მეთაურობაა.

დასაწყისში დონ ხუანის მიმართ ასეთი ნდობა წონასწორობას მაკარგვინებდა თავისი არაბუნებრიობის გამო. მე შევატყობინე ეს, მან კი დამამშვიდა და ამიხსნა რომ თავის დროზე მასწავლებლსადმი ნდობა მისთვისაც არანაკლებ პრობლემური იყო. ის მიყვებოდა რომ ერთხელ მან თვითონაც იგივე უთხრა მასწავლებელს რაც ახლა ჩემგან მოისმინა.მან კი უპასუხა რომ ნაგვალისადმი ნდობის გარეშე შეუძლებელია ყველაფერი იმისგან გათავისუფლება რითაც ჩვენი ცხოვრებაა სავსე და ვერც გათავისუფლდები. ეჭვგარეშეა ის მართალი იყო.

მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი პრინციპული უთანხმოება. მე მოვუყევი რომ რელიგიური ფანატიზმის პირობებში ვიყავი გაზრდილი და რომ ამან ჩემზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია.მისი მიდგომა კი ისევე როგორც მისი მასწავლებლისა მე მორჩილებისა და თვინიერების დოგმებს მახსენებდა რომელიც ბავშვობიდან ყელში მქონდა ამოსული.

-შენი სიტყვები ნაგვალზე რწმენის სიმბოლოზე დოგმასავით ჟღერს , ვუთხარი ერთხელ.

-შენ შეგიძლია გწამდეს რაც გინდა , მარამ ფაქტია რომ ნაგვალის გარეშე ფონს ვერ გახვალ. მე ვიცი ეს და ისევე გავიმეორებ როგორც ამას ჩემამდე ყველა ნაგვალი აკეთებდა. მაგრამ მეც როგორც ისინი გარწმუნებ რომ ეს ნაგვალის ახირების გამო არ ხდება. და როდესაც ნათქვამია, რომ ნაგვალის გარეშე არ არის გზა, ეს მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ნაგვალი განსაკუთრებული ადამიანია რადგან მას სხვებზე უკეთ შეუძლია აირეკლოს აბსტრაქტული, სული. და სულ ესაა. ყველა ჩვენგანი პირდაპირ ვართ დაკავშირებული სულთან, და არაპირდაპირ ადამიანთან რომელიც სულის გზავნილს გადმოგვცემს.

მე შევძელი უსიტყვოდ მივნდობოდი დონ ხუანს როგორც ნაგვალს. როგორც ის ამბობდა, ამან მე შვება მომიტანა და შემაძლებინა მიმეღო ყველაფერი ის რასაც მასწავლიდა.

თავისი სწავლების გადმოცემისას დონ ხუანი ყურადღებას უთმობდა ყველაფერს რაც შემკრებ წერტილს შეხებოდა.ერთელ მე ვკითხე ჰქონდა თუ რა რაიმე კავშირი შემკრებ წერტილს ფიზიკურ სხეულთან.

-იმასთან რასაც ჩვენ ადამიანის სხეულად აღვიქვამთ შემკრებ წერტილს არანაირი კავშირი არ აქვს.შემკრები წერტილი ჩვენი ენერგეტიკული არსის, ენერგეტიკული კვერცხის ნაწილია , მიპასუხა მან.

-რა განაპირობებს მის გადაადგილებას?

-ენერგეტიკული ნაკადების გავლენა. მათ გენერირებას ახდენს ენერგეტიკული ამოფრქვევები ჩვენი ენერგეტიკული სხეულის შიგნით. როგორც წესი, ენერგეტიკული ამოფრქვევის წინასწარ განსაზღვრა არ შეიძლება. ისინი შემთხვევით წარმოიქმნებიან. თუმცა ჯადოქრები არამხოლოდ გრძნობენ ენერგეტიკული ნაკადის ქცევასა და ხასიათს, არამედ იმორჩილებენ კიდეც მათ.

-შენც გრძნობ ან ნაკადებს?

-მათ ყველა ჯადოქარი გრძნობს. მათ ყველა ადამიანი გრძნობს, მაგრამ ისინი ძალიან დაკავებული არიან თავიანთი ყოველდღიური საქმებით და ამგვარ გრძნობებს ყურადღებას არ აქცევენ.

-რისი მსგავსია ენერგეტიკული ნაკადის ამოფრქვევა? როგორ გრძნობ მას?

-როგორც მსუბუქ დისკომფორტს, მოწყენილობა რომელიც მოულოდნელი ეიფორიით იცვლება, და რადგანაც არც მოწყენასა და არც ეიფორიას არ აქვს რაიმე მიზეზი ჩვენც ვერ უკავშირებთ მას რაღაც შეუცნობელს. ჩვენ როგორც წესი ამას რაღაც აუხსნელ და ავადმყოფურ ხასიათის ცვლილებებს მივაწერთ.

-და რა ხდება როცა შემკრები წერტილი ენერგეტიკული ველის გარეთ გადაადგილდება? ის გარედან დაეკიდება თუ რამენაირად მიემაგრება ენერგეტიკულ ბურთს?

-ის შიგნიდან გაწელავს ენერგეტიკულ ველს მის დაურღვევლად.

და დონ ხუანმა ამიხსნა რომ რომ შემკრები წერტილის მოძრაობის საბოლოო შედეგი ადამიანის ენერგეტიკული ველის ფორმის შეცვლაა. კვერცხისა და ბუშტის ნაცვლად ის გადაიქცევა რაღაც ჩიბუხისმაგვარ ფორმად. შემკრები წერტილი განლაგებულია მის წვრილ ბოლოში და მეორე ბოლოში - ის, რაც მანათობელი ბურთიდან დარჩა. და თუ შემკრები წერტილი მოძრაობას ისევ განაგრძობს მაშინ საბოლოოდ დგება მომენტი, როცა მანათობელი ბურთი გადაიქცევა ენერგიის თხელ ლენტად.
შემდეგ დონ ხუანმა ამიხსნა რომ ენერგეტიკული ფორმის ტრანსფორმაცია - ეს ის მიღწევაა რაც მხოლოდ უძველეს ჯადოქრებს შეეძლოთ.ხოლო მე დამაინტერესა თუ დარჩნენ ეს ხალხი ისევ ადამიანებად ენერგეტიკული ფორმის შეცვლის შემდეგ.

-რა თქმა უნდა ისევ ადამიანებად დარჩნენ, მიპასუხა დონ ხუანმა თუმცა მე ვფიქრობ შენ იმის კითხვა გინდოდა დარჩნენ თუ არა ისინი საღ აზრზე და შეიძლებოდა თუ არა მათი ნდობა. ამ კითვაზე მე უპასუხებდი არა, არ დარჩნენ.

-რით განსხვავდებოდნენ ისინი? (რით გამოირჩეოდნენ ისინი?)

-თავიანთი სურვილებით, ნორმალური ადამიანური მოტივები და მიდრეკილებები მათთვის სრულიად არაფერს არ ნიშნავდა.გარდა ამისა მათი გარეგნობაც გარკვეულ წილად იცვლებოდა.

-შენ გულისხმობ რომ ისინი აღარ გავდნენ ადამიანებს?

-ამ ჯადოქრებზე დარწმუნებით არაფრის თქმა არ შეიძლება. გარეგნულად ისინი ადამიანებივით გამოიყურებოდნენ, და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, და ამავე დროს ისინი სრულიად განსხვავდებოდნენ იმ ადამინური გარეგნობისაგან რაც მე და შენ გვაქვს.მაგრამ შენ თუ მაინც დაიჟინებ აგიხსნა კონკრეტულად რით განსხვავდებოდნენ, მე ისევე გამიჭირდება ამის ახსნა როგორც ძაღლს უჭირს თავისი კუდის დაჭერა და წრეებს არტყამს.

-რომელიმე მათგანს თუ შეხვედრიხარ დონ ხუან?
-კი ერთთან მომიხდა.
-როგორ გამოიყურებოდა ის?
-ერთი შეხედვით, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. უჩვეულო მისი საქციელები იყო.
-კონკრეტულად რა იყო მასში უჩვეულო?

-მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ მისი ქცევა სრულიად წარმოუდგენელი იყო,მაგრამ ეს არ ეხებოდა ქცევის მანერას, ეს რომ გაიგო საკუთარი თვალით უნდა ნახო.
-და ყველა ეს ჯადოქარი შენ რომ ნახე იმას გავდა?
-არა რა თქმა უნდა , მაგრამ მე არ ვიცი როგორები იყვნენ სხვები.მხოლოდ იმ გადმოცემით, ამბებიდან თაობიდან თაობაზე რომ გადადის.ამ ისტორიებშიც კი ისინი ძალზედ უჩვეულოდ წარმოგვიდგებიან.

-როგორც ურჩხულები?
-არა არა, ამბობენ რომ ისინი მომხიბლელიც კი იყვნენ, თუმცა საშიშად მომხიბლელები. ისინი უფრო რაღაც არამიწიერ არსებებს გავდნენ. ჩვენ ყველანი მანათობელი ბუშტები ვართ და ეს ადამინებს ერთგაროვანს ხდის. ეს ჯადოქრები კი ბუშტები აღარ იყვნენ ისინი ენერგიის ლენტებად გადაიქცნენ. ისინი ცდილობდნენ მორკალულიყვნენ, მაგრამ ეს არც თუ წარმატებით გამოსდიოდათ.

-და საბოლოოდ რა დაემართათ მათ დონ ხუან? ისინი ამოწყნენ?
- ჯადოქრულ გადმოცემებში ნათქვამია რომ ვინაიდან მათ შეძლეს თავიანთი ენერგეტიკული ფორმის გაწელვა მათი ცნობიერების ხანგრძლივობაც გაიზარდა. ასე რომ ისინი დღესაც ცოცხლობენ, რადგან ახლაც აქვთ ცნობიერება. დადის ხმები რომ დროდადრო ისინი ხალხში ჩნდებიან.

-შენ რას ფიქრობ ამაზე დონ ხუან?
-ჩემთვის ეს ძალიან ექსცენტრიულია. მე თავისუფლება მაინტერესებს. უსასრულობაში თავისუფლად გადასვლა ცნობიერების დაკარგვის გარეშე. ჩემის აზრით ეს უძველესი ჯადოქრები ექსტრავაგანტური ხალხი იყო აკვიატებული და კაპრიზული, ისინი თავიანთივე მანიპულაციების ანკესზე წამოეგნენ.

-მაგრამ მე არ მინდა რომ ჩემი მოსაზრების გავლენის ქვეშ მოექცე, რადგან არაფერი უტოლდება უძველესი ჯადოქრების მიღწევებს. მათ ის მაინც დაამტკიცეს რომ ადამიანის შესაძლებლობათა პოტენციალი უსაზღვროდ დიდია.

კიდევ ერთი საკითხი რომელსაც დონ ხუანი მიხსნიდა ენერგიის ერთგვაროვნების აუცილებლობა და შინაგანი კავშირი იყო, ეს აუცილებელია აღქმის ადეკვატურობისთვის. ის ამტკიცებდა რომ კაცობრიობა აღიქვამს ჩვენთვის ცნობილ სამყაროს იმგვარად, როგორც აღიქვამს, რადგან ჩვენ ყველას ენერგეტიკული ერთგვაროვნებისა და შინაგანი კავშირის საერთო მახასიათებლები გვაქვს. აღქმის პროცესში ჩვენ ავტომატურად ვიღებთ შესაბამის ენერგეტიკულ მახასიათებელს და ვიღებთ ამას როგორც უკვე თავის თავად განპირობებულს, ჩვენ არ ვფიქრობთ მის სასიცოცხლო აუცილებლობაზე ვიდრე არ აღმოვჩნდებით ჩვენთვის აქამდე უცნობი სამყაროების აღქმის შესაძლებლობის წინაშე. მაგრამ როდესაც ეს ხდება ჩვენ ნათლად ვაცნობიერებთ რომ ახალი რეალობის აღსაქმელად ჩვენ ენერგეტიკული ერთგვაროვნების და შინაგანი კავშირების ახალი მახასიათებლები გვჭირდება.

მე ვკითხე, თუ რა იყო ენერგეტიკული მახასიათებელი და შინაგანი კავშირი. მან მიპასუხა რომ ერთგვაროვნების ქვეშ მოიაზრება ფორმის ერთგვაროვნება , რადგან ყველა ადამიანს გააჩნია კვერცხის ან ბუშტის ფორმის ენერგეტიკული ნათება. ხოლო ის ფაქტი რომ ის ინარჩუნებს კვერცხის ან ბუშტის ფორმას, მსჯელობს გარკვეულ შინაგან კავშირზე. ენერგეტიკული ერთგვაროვნებისა და შინაგანი კავშირის კიდევ ერთ მაგალითად გამოდგება უძველესი ჯადოქრების ცდები გარდაექმნათ ენერგეტიკული ფორმა რამაც ამ ორს შორის ახალი ტიპის კავშირი წარმოშვა.სწორედ ენერგეტიკული ერთგვაროვნების ახალმა მახასიათებლებმა განაპირობეს მათი ლენტად გარდაქმნა, ყველა მათგანი გადაიქცა ლენტად. ახალი ტიპის ენერგეტიკული ერთგვაროვნებისა და შინაგანი კავშირების თანხვედრამ ხელი შეუწყო უძველეს ჯადოქრებს სამყაროს ახალი ერთგავროვნების აღქმაში.

-როგორ მიღება ერთგაროვნებისა და შინაგანი კავშირის შესაბამისი მახასიათებლები? - ვკითხე მე.

-ამის გასაღები შემკრები წერტილის მდებარეობაში, მის ფიქსაციაშია, - მიპასუხა მან.

მაშინ მან რატომღაც არ მოისურვა დეტალებში ჩაღრმავება. ამიტომ მე ვკითხე შეუძლიათ თუ არა უძველეს ჯადოქრებს ისევ კვერცხის ფორმის დაბრუნება. დონ ხუანმა მიპასუხა რომ მათ ჰქონდათ დრო როცა ეს შესაძლებელი იყო მაგრამ არ მოისურვეს. შემდეგ კი ზოლისებური შინაგანი კავშირი გამყარდა და ეს შეუძლებელი გახდა. მაგრამ დონ ხუანი ვარაუდობდა რომ ზოლისებური შინაგანი კავშირის სტრუქტურის საბოლოო კრისტალიზაცია და უკან დაბრუნების შეუძლებლობა მათივე სიხარბით განპირობებული არჩევანის შედეგი იყო. საქმე იმაშია რომ ამ ჯადოქრების ცნობიერებისა და შესაძლებლობების მოცულობა ასტრონომიულად აღემატებოდა ნებისმიერი ჩვეულებრივი ჯადოქრის შესაძლებლობებს, უბრალო ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვა.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ბუშტისმაგვარი სფეროს მქონე არსებისთვის ადამიანურ სფეროს მიეკუთვნება ის რაც ბუშტის შიგნითაა, ძაფები რომლებიც ამ ბუშტს გაივლიან. ნორმალურ მდგომარეობაში ჩვენ ყველაფერ ადამიანურს ვერ აღვიქვამთ, მხოლოდ მისი მოცულობის მეათასედ ნაწილს. ამას თუ გავითვალისწინებთ უძველესი ჯადოქრების მიღწევები უზარმაზარ მაშტაბებს აღწევს, მათ შეძლეს გაეწელათ საკუთარი ველი ზოლად რომელიც ათასჯერ მეტ ძაფს ატარებს ვიდრე ბუშტი და ამასთან ერთად ისწავლეს ყველა ამ მანათობელი ძაფის აღქმა.

დონ ხუანის დახმარებით მე მთელი ძალით ვცდილობდი გამეგო ენერგეტიკული კონფიგურაციის ჩემთვის ახალი მოდელი.ის კიდევ და კიდევ მიხსნიდა მას და საბოლოოდ მე როგორც იქნა დავძლიე ბუშტის შიგნით და მის გარეთ არსებული მანათობელი ძაფების იდეა. მაგრამ როგორც კი უამრავი მანათობელი ბურთის წარმოდგენას ვიწყებდი, ჩემს გონებაში მაშინვე იმსხვრეოდა არსებული მოდელი. ჩემს წარმოდგენაში მანათობელი ძაფის ის ნაწილი რომელიც გარეგანი იყო ერთი ბუშტისთვის შინაგანი უნდა ყოფილიყო მეორისთვის და მივიღე სურათი სადაც დიდი რაოდენობით მანათობელი ბუშტების არსებობისას გარეგანი მანათობელი ძაფების ადგილი აღარ დარჩა.

-ამის გააზრება გონების სავარჯიშო არაა, -ამიხსნა დონ ხუანმა,და ყურადღებით მოისმინა ჩემი დასკვნები,-მე ვერ აგიხსნი რას გულისხმობენ ჯადოქრები როცა სფეროს შიგნით და გარეთ არსებულ ძაფებზე საუბრობენ.როდესაც მხილველი ხედავს ადამიანურ ფორმას ის ერთადერთ ენერგეტიკულ ბუშტს ხედავს. შენი მცდელობა წარმოიდგინო უამარავი ნათობელი ბუშტი განპრობებული ჩვევით წარმოიდგინო ადამიანები როგორც ბრბო. ენერგეტიკულ სამყაროში ბრბო არ არსებობს.იქ მხოლოდ ცალკეული ინვიდებია, მარტოსულები, უსაზღვრობით გარშემორტყმული. შენ ეს თავად უნდა ნახო.

მე შევეკამათე რომ უშედეგო იყო ჩემთან ამაზე ლაპარაკი რაგდან მე არაფრის დანახვა არ შემეძლო, პასუხად მან შემომთავაზა ამეღო მისგან ენერგიის ნაწილი და ეს დასანახად გამომეყენებინა.

-ვისესხო შენგან ენერგია? და როგორ უნდა გავაკეთო ეს?
-ძალიან იოლად, მე შემიძლია გადავაადგილო შენი შემკრები წერტილი ახალ ადგილას რომელიც უფრო შესაფერისია ენერგიის უშუალო აღქმისათვის.

ეს პირველი შემთხვევა იყო როცა მან გამიზნულად დაიწყო იმაზე ლაპარაკი რასაც ყოველთვის აკეთებდა , გადავყავდი აღქმის გარკვეულ მიუწვდომელ მდგომაეობაში,რასაც ის მეორე ყურადღებას ეძახდა,და რაც იწვევდა მთელს ჩემს წარმოდგენებს სამყაროსა და ჩემს თავზე. ამგვარად, იმისთვის, რომ ჩემი შემკრები წერტილი ეიძულებინა გადაადგილებულიყო ენეგრგიის უშუალოდ აღსაქმელად, უფრო შესაფერის პოზიციაში დონ ხუანმა ისე ძლიერად დამარტყა ბეჭის ფრთებს შორის რომ სუნთქვა შემეკრა. მომეჩვენა თითქოს გონება დავკარგე ან ჩამეძინა. უეცრად აღმოვაჩინე რომ ვუყურებდი თუ მესიზმრებოდა რაღაც სიტყვით გამოუთქმელი. ეს რაღაც უსასრულიდ ვრცელდებოდა ყველა მიმართულებით, ის შექმნილი იყო რაღაცისგან რაც სინათლის სიმებს მოგაგონებდათ, მაგრამ არ გავდა არაფერს რაც მე იქმდე მინახავს თუ წარმომიდგენია.

როდესაც კვლავ დამიბრუნდა გონება თუ გავიღვიძე დონ ხუანმა მკითხა, რა ნახე? მე მთელი გულახდილობით უპასუხე რომ მისმა დარტყმამ მაიძულა დამენახა ვარსკვლავები.ამის გამგონე დონ ხუანი ახარხარდა. შემდეგ მან მითხრა რომ მე უბრალოდ მზად არ ვარ უჩვეულო მოვლენების აღსაქმელად.

-მე ვაიძულე შენი შემკრები წერტილი გადადგილებულიყო და წამით შენ სამყაროს ენერგეტიკულ ძაფებს უყურებდი. მაგრამ შენ არ გყოფნის ერთგვაროვნების მახასიათებლებისა და შინაგანი კავშირების რეორგანიზაციისთვის ან დისციპლინა და ან ენერგია. უძველესი ჯადოქრები ასეთი რეორგანიზაციის ოსტატები იყვნენ, სწორედ ამიტომ ახერხებდნენ ისინი დაენახათ ყველაფერი რისი დანახვის შესაძლებლობაც ადამიანს გააჩნია.

-რას ნიშნავს შინაგანი კავშირებისა და ერთგვაროვნობის მახასიათებლების რეორგანიზაცია?

-ეს არის მეორე ყურადღების მდგომარეობაში გადასვლა შემკრები წერტილის ახალ მდებარეობაზე გადატანით და მისი იქ გაჩერებით.

შემდეგ დონ ხუანი მეორე ყურადღების ახსნის ტრადიციულ მეთოდს მიუბრუნდა.მან მითხრა რომ უძველესი ჯადოქრები მეორე ყურადღებას ეძახდნენ შემკრები წერტილის გადანაცვლებას ახალ ადგილას.ისინი მეორე ყურადღებას განიხილავდნენ როგორც მოქმედების სრულფასოვან სფეროს , ჩვეულებრივი ყურადღების მსგავსად.დონ ხუანმა ხაზი გაუსვა იმას რომ ჯადოქრები ნამდვილად ფლობენ მოქმედებათა ორ სრულფასოვან სფეროს. ერთი მათგანი პირველი ყურადღება პატარაა, ესაა ყოველდღიური სამყაროს აღქმა და შემკრები წერტილის მისთვის ჩვეულ ადგილას განლაგება. ქმედებათა მეორე სფერო პირველზე გაცილებით დიდია, ეს მეორე ყურადღებაა, სხვა სამყაროების აღქმა ანუ შემკრები წერტილის ყველა შესაძლებელ პოზიციაში გადაადგილება.

მიმართავდა რა, როგორც ის უწოდებდა, მაგიურ მანევრს დონ ხუანი მეხმარებოდა გადამეტანა სრულიად უჩვეულო მდგომარეობები.მანევრი მგდომარეობდა იმაში რომ ის ან მსუბუქად დამარტყამდა ან ძლიერად მირტყამდა ბეჭის არეში. როდორც ის მისხნიდა ამით ჩემ შემკრებ წერტილს გადაანაცვლებდა. ჩემთვის ეს გადაადგილებები ნიშნავდა ცნობიერების გადასვლას შეუდარებელი სინათლის მოუსვენრობის მდგომარეობაში ზეცნობიერების მდგომარეობაში, რომელიც ცოტა ხანს გრძელდებოდა, მაგრამ საშუალებას მაძლევდა დამეძლია ყველაფერი რაც მსურდა მინიმალური ძალისხმევით. ამგვარი აღქმა მეტწილად მაგონებდა უჩვეულო სიზმრებს არაჩეულებრივაბ საინტერესოებს აღქმის ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით.

ამგვარი მეთოდის აუცილებლობას დონ ხუანი იმით ხსნიდა, რომ ჯადოქარმა ძირითადი მოცემულიბები და საბაზო პროცედურები თავის მოსწავლეს უნდა აუხსნას პირველი ყურადღების მდგომარეობაში, მაგრამ იმისთვის რომ მან აითვისოს მიწოდებული აბსტრაქტული მასალა, აუცილებელია მისი გადაყვანა მეორე ყურადღების მდგომარეობაში.

ჩვეულებრივ მეორე ყურადღების მდგომარეობაში მიღებული ახსნა სრულიად არ ამახსოვრდება მოსწავლეს.მაგრამ ეს ცოდნა გროვდება მის მეხსიერებაში და შეუცვლელად ინახება იქ. ჯადოქრებმა ისწავლეს ამ ერთი შეხედვით მეხსიერების უცნაურობის გამოყენება გაცნობიერებულ მდგომარეობაში იმის აღდგენის პროცესი, რაც მათ თავს მეორე ყურადღებისას ხდებოდა ჯადოქრობის ტრადიციულად ყველაზე რთულ ამოცანად აქციეს.

ეს მეხსიერების თითქოსდა უჩვეულო თვისება და გახსენების ამოცანის სირთულე იმით აიხსნება , რომ ყოველთვის როცა ადამიანი მეორე ყურადღების მდგომარეობაში გადადის, მისი შემკრები წერტილი ახალ, მისთვის უჩვეული პოზიციაზე ინაცვლებს, გახსენება - ესაა მისი ისევ იმავე ადგილას გადატანა სადაც ის მეორე ყურადღებისას იყო. დონ ხუანმა დამარწმუნა რო ჯადოქრებს შეეძლოთ არა მხოლოდ მთლიანად აღედგინათ მეხსიერება, არამედ გაეცოცხლებინათ ნებისმიერი მეორე ყურადღებისას მიღებული განცდა. ამისთვის ისინი გამიზნულად გადაადგილებენ შემკრებ წერტილს სასურველ ადგილას. და კიდევ, დონ ხუანმა დაამატა რომ ჯადოქრებს მთელი ცხოვრება სჭირდებათ მეხსიერების აღდგენის მთელი ამოცანის ამოსახსნელად. როდესაც მეორე მდგომარეობაში ვიყავი დონ ხუანი მაგიური ხელოვნებაზე დაწვრილებით ინფორმაციას მაწვდიდა. მან იცოდა რომ ამ ინფორმაციის სიზუსტე და კორექტულობა მთლი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ჩემთან ერთად დარჩებოდა.

დონ ხუანი მეუბნებოდა რომ მეორე ყურადღებისას ადამიანის აღქმა ბავშვის აღქმას გავს, ამიტომ რასაც ვიგებთ მთელი სიცოცხლე ჩვენთან რჩება, ეს ჩემი მეორე ბუნებაა, ვამბობთ როცა საქმე ისეთ რაღაცას ეხაბა, რაც ადრეულ ბავშვობაში ავითვისეთ.

ჩემი დღევანდელი ცოდნიდან გამომდინარე მე ვხვდები, რომ დონ ხუანს რამდენადაც შესაძლებელი იყო ხშირად გადავყავდი მეორე ყურადღების მდგომარეობაში, რომ ჩემს შემკრებ წერტილს გაევლო ყველა შესაძლო მდგომარეობა და ამასთანავე მასწავლიდა ადეკვატურად აღმექვა სამყარო შემკრები წერტილის გადანაცვლებისას. უკეთ რომ ვთქვათ ის მაიძულებდა ჩემი ერთგვაროვნებისა და შინაგანი კავშრის რეორგანიზებას.

უამრავჯერ, მე აღვიქვამდი ყველაფერს ისევე ნათლად და გარკვევით როგორც ყოველდღიურ სამყაროს ცნობიერების ჩვეულ მდგომარეობაში. ჩემი პრობლემა იყო ხიდის გადება ჩემს მეორე ყურადღების მდგომარეობაში ქმედებებსა და ჩემივე ცნობიერებას შორის. ბევრი დროისა და ძალისხმევის დახარჯვა დამჭირდა იმისთვის, რომ მეორე ყურადღების არსი გამეგო. და ეს არა იმდენად მის სირთულესა და უცანურობაში გასარკვევად რამდენადაც ჩემთვის შეუძლებლამდე რთული იყო არა მხოლოდ იმის გახსენება, როგორ გადავდიოდი მეორე ყურადღების მდგომარეობაში არამედ ისიც კი, რომ ასეთი მდგომარეობა საერთოდ არსებობდა.

კიდევ ერთი გარღვევა რომელიც უძველესი ჯადოქრების აზრით ფუნდამენტური მნიშვნელობისა იყო და რაზეც დონ ხუანი დაწვრილებით საუბრობდა, წარმოადგენდა იმას, რომ შემკრები წერტილის გადანაცვლება ძალიან ადვილად შეიძლებოდა ძილის დროს. ამ აღმოჩენამ კიდევ ერთი საკითხი წამოწია: სიზმრები განპირობებული შემკრები წერტილის გადანაცვლებით. უძველესმა ჯადოქრებდა დაასკვნეს რაც უფრო მეტად გადაინაცვლებს წერტილი მით უფრო უჩვეულო სიზმრებს ხედავს ადამიანი და პირიქით რაც უფრო უცნაურ სიზმარს ხედავს ადამიანი მით უფრო მეტად გადაიწევს შემკრები წერტილი. დონ ხუანმ მომიყვა, რომ ამ აღმოჩენამ უძველესი ჯადოქრები შემკრები წერტილის გადანაცვლების მეტად ექსტრავაგანტურ მეთოდის შემუშავებამდე მიიყვანა, ისევე როგორც იმ მცენარეების მიღებამ რომლებიც ცნობიერების ცვლილებეს იწვევდნენ, და ასევე ამ მიზნით შიმშილის, სტრესული სიტუაციის და უკიდურესი გადაღლის გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება მათ სიზმრების მართვის მეთოდის შემუშავებას დაუთმეს . ამგვარად , სრულიად უნებლიეთ ისინი მივიდამდე მეთოდამდე რომელსაც მოგვინებით სიზმარხილვის პრაქტიკა დაერქვა.

ერთხელ დონ ხუანმა მაგიური ხელოვნებიდან გამომდინარე ყველაზე უფრო ადეკვატურად ამიხსნა სიზმრის განმარტება. ეს ჩვენი ოახაკას მთავარ მოედანზე გასერნებისას მოხდა.

ჯადოქრები სიზმარს განიხილავენ როგოც განსაკუთრებულად რთულ ხელოვნებას, მითხრა მან, ესაა ხელოვნება შემკრები წერტილის გამიზნულად გადანაცვლებისა ცნობიერების დიაპაზონის გაზრდისა და მისი ინტენსივობის გაღრმავების მიზნით.

და მან მომიყვა რომ სიზმარხილვის ხელოვნების საფუძველში უძველესმა ჯადოქრებმა ჩადეს ადამიანების ენერგეტიკული ნაკადის ხუთი თავისებურება.

პირველ რიგში მათ დაინახეს რომ ის ენერგეტიკული ძაფები რომლებიც უშუალოდ შემკრებ წერტილში გაივლიდნენ შესაძლებელი იყო ადეკვატურ აღქმად შეგროვილიყვნენ.

მეორე - შემკრები წერტილის გადანაცვლებისას , რაც არ უნდა მცირე დისტანციაზე გადაინაცვლოს მან, მის არეალში ყვებიან აქამდე უცნობი ენერგეტიკული ძაფები და შესაბამისად იცვლება ცნობიერება და ახალი აქამდე უმოქმედო ენერგიის ველები აღქმის მდგრად კავშირებს ქმნიან .

მესამე - მათ დაინახეს რომ როდესაც ადამიანი ხედავს ჩვეულებრივ სიზმარს შემკრები წერტილი იოლად გადაინაცვლიბს მანათობელი კვერცხის ზედაპირის გასწვრივ და მის შიგნით.

მეოთხე - მათ დაინახეს რომ შეიძლება აიძულო შემკრები წერტილი გავიდეს მანათობელი კვერცხის გარეთ, დიდ გარეთა სამყაროში

მეხუთე - მათ დაინახეს რომ შესაბამისი დისციპლინის პირობებში ჩვეულებრივი ძილისა და ჩვეულებრივი სიზმრის ხილვისას შეძლება გამოიმუშავო და მიზანმიმართულად ეცადო შემკრები წერტილის გადანაცვლებას.