ფრენა განზრახვის ფრთებით

-ძალამოიკრიბე ნაგვალ, - მაიძულებდა ქალის ხმა - არ ჩავარდე. ზედაპირი, ზედაპირი, ზედაპირი. შენი სიზმარხილვის ტექნიკა გამოიყენე.

ჩემმა გონებამ მუშაობა დაიწყო. ვფიქრობდი, რომ ეს ინგლისურენოვანი ადამანის ხმა იყო და კიდევ ვიფიქრე, რომ თუ ჩემს სიზმარხილვის ტექნიკას გამოვიყენებდი, ენერგიის კონცენტრაციისთვის აუცილებლად დამჭირდებოდა ათვლის წერტილი.

- თვალები გაახილე! - მითხრა ხმამ, - სასწრაფოდ გაახილე. ნებისმიერ საგანს ჩაეჭიდე, რომელსაც პირველად დაინახავ.

თვალები დიდი ძალისხმევით გავახილე. ხეები და ლურჯი ცა დავინახე. დღე იყო! ჩემს სახესთან ლაქასავით ვიღაცის სახე დახრილიყო. მზერის ფოკუსირებას ვერ ვახერხებდი. მეგონა სიკვდილთან მებრძოლი მიყურებდა.

- ჩემი სახე გამოიყენე - მითხრა მან.

ნაცნობი ხმა იყო, თუმცა კი ვერ გავიხსენე ვისი - დაე ჩემი სახე შენთვის ათვლის წერტილი გახდეს, შემდეგ კი ყველაფერ დანარცენს შეხედე -განაგრძობდა ხმა - სმენა და მხედველობა აბსოლუტურად დამეწმინდა. ჯერ ქალის სახეს შევხედე, შემდეგ ხეებს პარკში. რკინს მერხს, ხალხს რომელიც ირგვლივ მიმოდიოდა და მერე ისევ მის სახეს.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სახე გამუდმებით იცვლებოდა, მე მაინც მას ვუყურებდი. ვცადე საკუთარ თავზე კონტროლი მინიმუმამდე დამეყვანა, მაგრამ როგორც კი ჩემი რეალობის აღქმა გამოსწორდა, გავაცნობიერე, რომ მერხზე ქალი იჯდა და მე თავი მის მუხლებზე მედო, და ეს არ იყო ქალი ეკლესიიდან. ეს ქეროლ თიგსი იყო!

- რას აკეთებ აქ ? -ვკითხე მე. 

ჩემი შიში და გაკვირვება ისეთი ძლიერი იყო რომ წამოხტომა და გაქცევა ვცადე, მაგრამ სხეული გონებას საერთოდ არ ემორჩილებოდა. ამას პანიკის წუთები მოჰყვა. მე სასოწაკვეთილი ვცდილობდი ადგომას ჩემს გარშემო კი სამყარო ისეთი ნათელი იყო, ძნელი იყო დაჯერება, რომ ისევ სიზმარხილვაში არ ვიყავი. გარდა ამისა ქეროლიც ძალიან მოულოდნელად გამოჩნდა, ეს მიმდინარე მოვლენების ლოგიკიდან არანაირად არ გამომდინარეობდა.

ფრთხილად ვცადე ადგომა, ეს არაერთხელ გამიკეთებია სიზმარხილვაში, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ახლა ისე, როგორც არასდროს მჭირდებოდა ობიექტურად მივდგომოდი იმას, რაც ხდებოდა. საღი თვალით, რამდენადაც ჩემი მხედველობა ამის ნებას მაძლევდა, გარშემო დაკვირვებით მიმოვიხედე. მერე იგივე მეორე თვალითაც გავიმეორე. მერე ორივე თვალით დანახული ერთმანეთს შევადარე, რათა დამედასტურებინა, რომ ნამდვილად რეალურ ხილულ სამყაროში ვიყავი.
მე ქეროლის შესწავლა დავიწყე. ამ დროს შევამჩნიე, რომ ხელები მემორჩილებოდა, პარალიზებულლი მხოლოდ წელს ქვემოთ ვიყავი. ქეროლს სახესა და ხელებზე შევხედე და მოვეხვიე. ეს ნამდვილი სხეული იყო და მეც დავიჯერე რომ ეს ნამდვილად ქეროლ თიგსი იყო. გულზე მომეშვა, რადგან წუთის წინ საშინელი ეჭვი გამიჩნდა რომ ეს სიკვდილთან მებრძოლი შეიძლება ყოფილიყო, რომელმაც ქეროლის სახე მიიღო. ქეროლი საოცარი მზრუნველობით დამეხმარა სკამზე დავმჯდარიყავი, ზურგზე ვიწექი , წელს ზემოთ სკამზე და წელს ქვემოთ მიწაზე. მერე შევამჩნიე, რომ რაღაცა წესრიგში არ იყო. ძველი გაცვეთილი ჯინსი და ასევე ძველი ყავისფერი ტყავის ფეხსაცმელები მეცვა , ჯინსის ქურთუკი და უხეში ქსოვილის პერანგი.

-მოიცა - ვუთხარი ქეროლს - აბა შემომხედე! ნუთუ ეს ჩემი ტანსაცმელია? ნუთუ ეს მე ვარ?

ქეროლს გაეცინა და მხრებით შემანჯღრია, ის ყოველთვის ასე აკეთებდა თავისი მეგობრული დამოკიდებულების გამოსახატავად და ამდროს ბიჭუნას ემსგავსებოდა.

-მე შენს მშვენიერ ფიზიონომის ვუყურებ - მითხრა თავისი ძლერი და სასაცილო ფალცეტოთი - ღმერთო, კიდევ ვინ შეიძლება იყო?

-ლევისი და ბათინკები რა ეშმაკად მაცვია - დავიჟინე მე - მე ასეთები არ მაქვს.

-ეს ჩემი ტანსაცმელია -მითხრა მან - მე შენ შიშველი გიპოვე !

-სად? როდის?

-ეკლესიასთან ერთი საათის წინ , მე მოედანზე შენს საძებრად მოვდიოდი , ტანსაცმელი თან მქონდა და გამომადგა კიდეც.

მე ვუთხარი რომ ძალიან მცხვენოდა, შიშველი რომ მნახა.

- უცნაურია , მაგრამ გარშემო არავინ არ იყო- დამარწმუნა მან , მაგრამ მე მივხვდი რომ ის ამას მხოლოდ ჩემს გასამხნევებლად ამბობდა, ამას მისი ეშმაკური ღიმილიც ადასტურებდა.

- გამოდის რომ მთელი შუაღამე და მეტიც მე სიკვდილთან მებრძოლთან საუბარში გავატარე - ვთქვი მე - დღეს რა დღეა?

- ნუ ნერვიულობ თარიღებზე - თქვა მან სიცილით-როცა დაფიქრდები შენ თვითონ შეძლებ დღეების გამოთვლას.

- ნუ მეხუმრები ქეროლ თიგს , დღეს რა დღეა?- ჩემი ხმა გაუხეშებულიყო თითქოს სხვას ეკუთვნოდა.

- დღეს დიდი დღესასწაულის შემდგომი დღეა -მითხრა და მხარზე მეგობრულად დამარტყა- ჩვენ ჯერ კიდევ გუშინდლიდან გეძებთ.

- მაგრამ აქ რაღას ვაკეთებ?

- მე მოედნიდან სასტუმროში გადაგიყვანე. არ შემეძლო ნაგვალის სახლში მიმეტანე , რამოდენიმე წუთის წინ ოთახიდან გამოვარდი და აი აქ ისევ შევხვდით ერთმანეთს.

- ნაგვალს რატომ არ სთხოვე დახმარება?
-იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე და შენ გვეხება. ჩვენ ორმა უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა.

ამან პირში ბურთი ჩამჩარა.მან როგორც იტყვიან "ადგილზე მომსვა".კიდევ ერთი კითხვა დავუსვი.

-რა გითხარი როცა მიპოვე?

- შენ მითხარი, რომ ისე ღრმად და ხანგრძლივად შევდიოდი მეორე ყურადღებაში, რომ ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყავი, და ძილი ერთადერთი იყო რაც გინდოდა.

- მოძრაობის უნარი როდის დავკარგე?

- მხოლოდ წუთის წინ. შენ ისევ დაიბრუნებ მას, თავადაც ხომ იცი. რომ ეს სრულიად ნორმალურია, როცა მეორე ყურადღებაში შედიხარ და დიდ ენერგეტიკულ მუხტს იღებ, და მეტყველების ან მოძრაობის უნარს კარგავ.

- ენის მოჩლექას როდის შეეშვი?

მას ძალიან გაუკვირდა , მომაჩერდა და გაიცინა.

- დიდხანს ვმუშაობდი ამაზე - მარწმუნებდა ის - მესმოდა რომ ამას შეეძლო ძლიერ გაეღიზიანებინა ხალხი - ისმენდე როგორ იჩლექს ენას მოზრდილი ქალი , გარდა ამისა შენც ვერ იტანდი ამას.

დათანხმება, რომ მისი ენის მოჩლექა არ მომწონდა ძნელი არ აღმოჩნდა. დონ ხუანიცა და მეც ვცდილობდით მის განურნებას და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ის საერთოდ არ იყო დაინტერესებული განკურნებით. მისი ენის მოჩლექა სხვების ყურადღებას იპყრობდა და დონ ხუან თვლიდა რომ მას ეს მოსწონდა და მისგან გათავისუფლებას არ აპირებდა. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როცა მოვისმინე მისი ენამოჩლექის გარეშე მეტყველება. ეს იმას ადასტურებდა, რომ მას რადიკალურდ შეცვლა შეეძლო. ამაში არც მე და არ დონ ხუანი არასოდეს არ ვიყავით დარწმუნებული.

- კიდევ რა გითხრა ნაგვალმა როცა ჩემთან გამოგგზავნა? - ვკითხე მე

- მან მითხრა რომ შენ სიკვდილთან მებრძოლს შეები.

ქეროლ თიგსს მოვუყევი რომ სიკვდილთან მებრძოლი ქალი იყო, მან კი დაუდევრად შენიშნა რომ უკვე იცოდა ეს.

- როგორ შეგიძლია ამის ცოდნა - დავიყვირე მე - ეს არასოდეს არავინ იცოდა დონ ხუანის გარდა. მან გითხრა ეს?

- რა თქმა უნდა -თქვა მან და ჩემს ყვირილს სულაც არ მიაქცია ყურადღება - შენ მხედველობიდან გამოგრჩა, რომ მე შევხვდი ქალს ეკლესიაში. მე მას ჯერ კიდევ შენამდე შევხვდი.ჩვენ დიდხანს და მეგობრულად ვსაუბრობდით ეკლესიაში.

დავიჯერე რომ ქეროლი სიმართლეს მეუბნებოდა, მისი მონათხრობი ძალიან ემთხვეოდა იმას რასაც დონ ხუანი აკეთებდა.ის,სავარაუდოდ თავად გაგზავნიდა ქეროლს როგორც მზვერავს, რათა მას გაერკვია რა როგორ იყო.

- როდის ნახე სიკვდილთან მებრძოლი? -ვკითხე მე .

- ორი კვირის წინ -თქვა მან მრავალმნიშვნელოვნად -ესჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა არ ყოფილა.მე არ გამაჩნდა მისთვის მისაცემი ენერგია , ან იქნებ არც იმისთვის საკმარისი ენერგია მქონდა რომელიც ამ ქალს სჭირდება.

- როდის ნახე ის? ნუთუ ქალ-ნაგვალთან შეხვედრა იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც სიკვდილთან მებრძოლმა ჯადოქრებთან დადო?

- მე მას იმიტომ შევხვდი, რომ ნაგვალმა მითხრა, რომ მე და შენ ურთიერთდაკავშირებულები ვართ - მხოლოდ ესაა მიზეზი. ჩვენი ენერგეტიკული სხეულები ბევრჯერ შეერწყა ნუთუ შენ ეს არ გახსოვს? მე იმ ქალთან იმაზე ვლაპარაკობდით როგორ იოლად ვერწყმით ერთმანეთს. მასთან 3 თუ 4 საათი დავყავი, ვიდრე ნაგვალი არ მოვიდა და არ წამომიყვანა.

- შენ მთელი ეს დრო ეკლესიაში იყავი? -ვკითხე მე -რადგან ძნელი დასაჯერებლი იყო რომ ისინი სამი ან ოთხი საათი იქ მუხლებზე იდგნენ და მხოლოდ ჩვენი ენერგეტიკული სხეულების შერწყმაზე საუბრობდნენ.

- მან მე თავისი არსების სხვა ასპექტებში გადამიყვანა - დაასკვნა ქეროლმა წუთიერი დუმილის შემდეგ - მან ნება დამრთო დამენახა, როგორ გაურბის ის თავის მტრებს.

შემდეგ ქეროლმა ყველაზე დამაინტრიგებელი ამბავი მოყვა. მან თქვა, რომ იქიდან გამომდინარე, რაც მას სიკვდილთან მებრძოლმა უთხრა, ყოველი უძველესი ჯადოქარი არაორგანული არსებების გარდაუვალი მსხვერპლი ხდება. არაორგანული არსებები შეიპყრობენ მათ და აძლევდნენ გარკვეულ ძალას რათა ისინი შუამდგომლები ყოფილიყვნენ მათსა და ჩვენს რეალობებს შორის , რომელსაც ადამიანები ჯოჯოხეთს უწოდებენ.

სიკვდილთან მებრძოლიც სხვებივით გააბეს მახეში არაორგანლმა არსებებმა. ქეროლი მარწმუნებდა, რომ მას დაახლოებით 1000 წლის გატარება მოუწია არაორგანული არსებების სამყაროში დატყვევებულს, ვიდრე ქალად ტრანსფორმირების საშუალება არ გაჩნდა. მან გააცნობიერა, რომ არაორაგული არსებების სამყაროდან თავის დაღწევა მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა. არაორგანული არსებები ქალურ საწყისს განიხილავენ, როგორც მარადიულს, მათ სწამთ რომ ქალური საწყისი ისეთი მოქნილი და მრავალსახოვანია, რომ ქალური არსებები არ ებმებიან მახეში და რომ მათი დატყვევება ძალიან ძნელია. ამ ჯადოქრის ტრანსფორმაცია კი ისეთი სრული და დეტალური იყო, რომ ის მოაცილეს არაორგანული არსებების რეალობას.

- გითხრა, რომ არაორგანული არსებები ჯერ კიდევ დასდევენ? - ვკითხე მე .

- რა თქმა უნდა, ისინი აკვირდებიან - დამარწმუნა ქეროლმა. - ქალმა მითხრა, რომ ის თავისი ცხოვრების ყოველ წამს უნდა გაუფრთხილდეს თავს და თავი დაიცვას მდევრებისაგან.

- რას დაუშავებენ ისინი?

- მე ვფიქრობ რომ ისინი მიხვდებიან, რომ ის მამაკაცია და ისევ დაატვევებენ. მე მგონია რომ მისი შიში უსაზღვროა და ნებისმიერ სხვა შიშს აღემატება, რომელსაც ჩვენ განვიცდით ან წარმოვიდგენთ.

ქეროლმა მითხრა, რომ ქალმა ეკლესიაში იცოდა ჩემი და არაორგანული არსებების ბრძოლის შესახებ და ასევე ლურჯ მზვერავზეც.

- მან ჩემზეც და შენზეც ყველაფერი იცის - განაგრძობდა ქეროლი - და იმიტომ არა, რომ ეს მე მოვუყევი, არამედ იმიტომ, რომ ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ჩვენი წარმომავლობის. მან თქვა, რომ ყოველთვის თვალს გვადევნებდა ყოველ ჩვეგანს და განსაკუთრებით მე და შენ.

ქეროლმა მაგალითები მომიყვანა ჩვენი ერთობლივი მუშაობიდან რომელიც სიკვდილთან მებრძოლმა იცოდა. ვიდრე ის საუბრობდა, მე უდიდესი ნოსტალგია ვიგრძენი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩემს წინ იდგა - ქეროლ თიგსის მიმართ. ძალიან მომინდა ჩავხუტებოდი. მისკენ გავიწიე, მაგრამ წონასწორობა დავკარგე და სკამიდან ჩამოვვარდი.

ქეროლი ტროტუარიდან წამოდგომაში მომეხმარა და გულდასმით დამითვალიერე ფეხები, თვალები, კისერი და ზურგი. მან თქვა, რომ ჩემი ენერგეტიკული მუხტის ნარჩენები ჯერ კიდევ იგრძნობოდა.მან ჩემი თავი მკერდზე მიიხუტა და ბავშვივით დაარწია. ცოტა ხანში თავი უკეთ ვიგრძენი და მოძრაობაზე კინტროლიც დავიბრუნე.

- ჩემი ჩაცმულობა როგორ მოგწონს? - მოულოდნელად მკითხა მან - ისე მაცვია როგორც საჭიროა? მოგწონვარ?

ქეროლი ყოველთვის ძალიან კარგად იცვამდა,. ის რაც მას ნამდვილად ჰქონდა, ეს ჩაცმის გემოვნება იყო. და მართლაც, მთელი ის დრო, რაც მას ვიცნობდი, დონ ხუანიც და ყველა დანარჩენებიც ხუმრობით აღნიშნავდნენ რომ მას მხოლოდ ეს ერთი ნიჭი ჰქონდა,ეყიდა ლამაზი ტანსაცმელი და გრაციოზულად ეტარებინა ის.

მე მისი კითხვა ძალიან მეუცნაურა და ვკითხე.

-ასე რატომ ნაღვლობ შენს გარეგნობაზე? ადრე ეს არასოდეს გადარდებდა,შენ რა ვინმეს მოხიბვლა გინდა?

-რა თქმა უნდა, შენი მოხიბვლა მინდა. - მიპასუხა მან.

-ახლა ამის დრო არ არის -შევეწინააღმდეგე მე ახლა შენი გარეგნობა კი არა სიკვდილთან მებრძოლია მნიშვნელოვანი.

-თავად დაინახავ რა მნიშვნელოვანია ჩემი გარეგნობა - გაიცინა მან -ჩემი გარეგნობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ორივე ჩვენგანისთვის.

-რაზე მელაპარაკები? ეს ყველაფერი ძალიან მახსენებს იმას, როგორ მიწყობდა ნაგვალი შეხვედრას სიკვდილთან მებრძოლთან. მე კინაღამ ჭკუაზე შევიშალე მისი უცნაური და იდუმალი მინიშნებებით.

-მისი იდუმალი მინიშნებები დროული იყო? -სერიოზულად მკითხა ქეროლმა.

-საერთო ჯამში კი -დავეთანხმე მე. 

-ასევეა ჩემი გარეგნობაც. მითხარი რას ფიქრობ ჩემზე ? მომხიბლელი ვარ? ისე რა ? თუ საზიზღარი?

მე დავფიქრი და დავასკვენი, ის ძალიან მომხიბლელი იყო და ეს მეუცნაურა ადრე მის გარეგნობაზე სერიოზულად არასოდეს მიფიქრია.

-მე მგონია შენ საშინლად მომხიბლელი ხარ -ვთქვი მე - შენ მართლაც გამაოგნებლად ლამაზი ხარ.

-მაშინ გამოდის სწორად შემირჩევია გარეგნობა - ამოიოხრა მან. 

ვეცადე გამეგო ამით რისი თქმა უნდოდა მაგრამ მან კვლავ განაგრძო

-როგორ გაატარე დრო სიკვდილთან მებრძოლთან? -მკითხა მან. 

მე დაწვრილებით მოვიყევი ჩვენს შეხვედრაზე ,გასაკუთრებით პირველზე ,გავუზიარე ჩემი შთაბეჭდილებები,რომ სიკვდილთან მებრძოლმა მაჩვენა იგივე ქალაქი მაგრამ სხვა დროს, წარსულში.

-მაგრამ ეს შეუძლებელია -თქვა მან - სამყაროში არარსებობს არც წარსული და არც მომავალი არის მხოლოდ წამი.

-მე ვიცი რომ ეს წარსული იყო -ეს იგივე ეკლესია იყო ოღონდ სხვა ქალაქში.

-ცოტა დაფიქრდი -დაიჟინა მან -სამყაროში მხოლოდ ენერგიაა. ენერგიას კი აქვს მხოლოდ აქ და ახლა ,უსასრულო და ყოველთვის არსებული აქ და ახლა.

-მაშინ მე რა დამემართა ქეროლ, როგორ ფიქრობ?

-სიკვდილთან მებრძოლის დახმარებით შენ სიზმარხილვის მეოთხე კარიბჭე გადალახე -თქვა მან - ქალმა ეკლესიიდან საკუთარ სიზმარში შეგიყვანა ,თავის განზრახვაში.მან გამოიყენა ის, როგორც ის ხედავს ამ ქალაქს.სავარაუდოდ მან წარსულში მოახდინა მისი ვიზუალიზება და ის ვიზუალიზაცია უცვლელია. როგორც მისი თანამედროვე ქლაქის ვიზუალიზაცია.

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, როცა მე ერთი სიტყვაც კი ვერ ვთქვი, მან ერთი კითხვა დამისვა.

-კიდევ რას აკეთებდა შენთან ის ქალი?

მე ქეროლს მეორე სიზმარხილვა მოვუყევი, სიზმარხილვა ქალაქზე, როგორიც ის ახლაა.

- აი რა -თქვა მან, - ქალმა შენ არა მხოლოდ თავის წარსულში წაგიყვანა, არამედ მოგეხმარა მეოთხე კარიბჭეში გასვლაში იმით, რომ მან აიძულაშენი შენი ენერგეტიკული სხეული სხვა ადგილას ემოგზაურა, რომელიც დღესაც არსებობს მაგრამ მის განზრახვაში.

ქეროლმა პაუზა გააკეთა, შემდეგ კი მკითხა ამიხსნა თუ არა ქალმა ეკლესიიდან როგორ ხდება მეორე ყურადღებაში განზრახვის ფორმირება.

მე გამახსენდა, რას ამბობდა ის ამაზე, მაგრამ არ აუხსნია სინამდვილეში რას ნიშნავდა განზახვა მეორე ყურადღებისთვის. ქეროლმა ისეთ კონცეფციას მიმართა, რომელიც დონ ხუანს არასოდეს უხსენებია.

-საიდან ეს ახალი იდეები? -ვკითხე დაუფარავი აღფრთოვანებით.

ქეროლმა მეგობრული ტონით ამიხსნა, რომ ბევრი მსგავსი რთული და უცნაური საკითხი ს მას ქალმა ეკლესიიდან აუხსნა.

-ახლა ჩვენ მეორე ყურადღებაში ვართ - აგრძელებდა ის, - ქალმა ეკლესიიდან ჩვენ თავის სიზმარხილვაში შეგვიყვანა. შენ აქ, მე კი- ტაქსონში.შემდეგკი ჩვენ ისევ ჩვენს სიზმარში დავიძინეთ მაგრამ შენ ეს ნაწილი არ გახსოვს მე კი მახსოვს. გაორებული პოზიციის საიდუმლო გაიხსენე რა გითხრა ქალმა , მეორე სიზმარი მეორე ყურადღებაში იწყება - ეს ერთადერთი გზაა სიზმარხილვის მეოთხე კარიბჭეში გასასვლელად.

ხანგრძლივი პუაზის შემდეგ, რომლის დროსაც სიტყვაც კი ვერ ვთქვი, მან მითხრა. 

- მე ვფიქრობ, რომ მან მაინც გაგიკეთა საჩუქარი, თუმცა კი შენ არ ეძებდი საჩუქარს. მისი საჩუქარი ის იყო, რომ მან თავისი ენერგია ჩვენსასა შეუერთა, რათა გადაადგილებულიყო და მერე უკან დაბრუნებულიყო სამყაროს აქ და ახლაში.

ამან ძალიან ამაღელვა. ქეროლის სიტყვები ზუსტი იყო და მე არაფრის უარყოფა არ შემეძლო. მან განმარტა ის, რასაც მე განმარტებისთვის შეუძლებლად ვთვლიდი, თუმცა კი არ მესმოდა, კერძოდ რა განმარტა. მოძრაობა რომ შემძლებოდა წამოვხტებოდი და გადავეხვეოდი. მან თავისი მშვენიერი ღიმილით გამიღიმა, მე კი მისი სიტყვების მნიშვნელობაზე დავფიქრდი. კიდევ ერთხელ შევნიშნე რომ დონ ხუანს არასოდეს არაფერი მსგავსი არ ეთქვა ჩემთვის.

-ალბათ მან არ იცის -თქვა ქეროლმა შემრიგებლური ტონით და ოდნავადაც არ გაბრაზებულა დონ ხუანზე.

მე არ შევეკამათე. რაღაც დრო ჩემს ფიქრებში ჩაფლული უძრავად დავრჩი, მეორე წუთს კი აზრებმა და სიტყვებმა ვულკანივით ამოხეთქა. ხალხი, რომელიც მოედანზე დადიოდა ჩერდებოდა და გვიყურებდა. ალბათ კარგი სასეირო ვიყავით, ქეროლი სახეზე მკოცნიდა და მეფერებოდა, მე კი ისევ განვაგრძობდი ყვირილს მისი ნათელი გონებისა და ჩემი სიკვდილთან მებრძოლთან შეხვედრაზე.

როგორც კი სიარული შევძელი, მოედნის გადაღმა ქალაქის ერთადერთ სასტუმრომდე მიმაცილა. დამარწმუნა, რომ ჯერ კიდევ საკმარისი ენერგია არ მქონდა დონ ხუანის სახლში მისასვლელად, მაგრამ იქ ყველამ იცოდა სად ვიყავით ჩვენ.

- როგორ უნდა გაეგოთ სად ვართ ? -ვკითხე მე. 

- ნაგვალი - ბებერი ცბიერი ჯადოქარი, - თქვა მან სიცილით, - ეს მან მთხოვა, რომ თუ ენერგეტიკულად დასუსტებულს გიპოვიდი სასტუმროში უნდა წამეყვანე.მაგრამ არ გავრისკო , მისმა სიტყვებმა და მისმა ღიმილმა ისეთი შვება მაგრძნობინა, რომ მთელი გზა სიამოვნებით გავიარე. ჩვენ კუთხეში შევუხვიეთ და ნახევარი კვარტალი გავიარეთ სასტუროს შესასვლელამდე, ის კი ზუსტად ეკლესიის პირდაპირ იყო. ჩვენ ფოიე გავიარეთ და ბეტონის საფეხურებით მეორე სართულზე ნომერში ავედით. ქეროლმა მითხრა, რომ ჩვენ აქ უკვე ვიყავით, მაგრამ მე არც ამ სასტუმროზე და არც ამ ნომერზე არავითარი მოგოგნება არ მქონდა. თუმცა კი მე ისე დავიღალე, რომ ამაზე ფიქრი უბრალოდ არ შემეძლო. ახლა მე უბრალოდ პირქვე დავეცი საწოლზე, ერთადერთი რაც მინდოდა, ეს იყო ძილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აგზნებული ვიყავი. იმდენი რამე იყო გაუგებარი, გარეგნულად კი ყველაფერი საკმაოდ მოწესრიგებული ჩანდა. უცებ ძალის უეცარი მოზღვავება და აღდგენა ვიგრძენი.

-მე არასოდეს მითქვამს, რომ სიკვდილთან მებრძოლის საჩუქარზე ური ვთქვი, - ვუთხარი ქეროლს და მისკე მივბრუნდი - საიდან იცი, რომ არ მივიღე?

-შენ ხომ თავად მითხარი -გააპროტესტა მან და ჩემს გვერდით დაჯდა, - შენ ისე გეამაყებოდა ეს, ეს პირველი იყო რაც მითხარი, როცა გიპოვე.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ,ეს პირველი პასუხი იყო რომელმაც არ დამაკმაყოფილა.ის რაც ახლახანს მან მითხრა ჩემს სიტყვებს არ შეესაბამებოდა.

-მე ვფიქრობ, რომ შენ არასწორად გამიგე - ვუთხარი მე - უბრალოდ არ შემეძლო არაფრის მიღება, რაც ჩემს მიზანს ამაცდენდა.

-შენ იმის თქმა გინდა რომ ამ უარით არ ამაყობ?

-არა, მე საერთოდ არაფერს ვგრძნობ, მე არც კი შემიძლია რამე ვიგრძნო შიშის გარდა.

ფეხები გავშალე და თავი ბალიშზე დავდე. ვიგრძენი, რომ თუ საუბარს შევწყვეტდი და თვალს დავხუჭავდი, მაშინვე ჩამეძინებოდა. მე მოვუყევი ქეროლს როგორ ვიკამათე დონ ხუანთან ჩვენი ნაცნობობის დასაწყისში, მის დამარწმუნებელ მოტივებზე მეომრის გზის შესახებ. იგი ამბობდა, რომ შიში ხელს უწყოდა მას წინ ევლო და რომ მას ყველაზე მეტად სულის,აბსტრაქტულის ნაგვალის დაკარგვისა ეშინოდა.

- ნაგვალის დაკარგვასთან შედარებით სიკვდილი არაფერია - ამბობდა ის გულწრფელი პათოსით ხმაში, - ჩემი ნაგვალის დაკარგვის შიში ერთადერთი რეალური რამაა რაც გამაჩნია. რადგან ამისგარეშე მე მკვდარზე უარესი ვიქნები.

მე მოვუყევი ქეროლს როგორ შევეწინააღმდეგე დონ ხუანს და ამაყად განვაცხადე, რომ რამდენადაც ჩემთვის შიში უცხოა მე რომ ასეთი გზის არჩევა მომიხდეს - ჩემთვის ძალა რომელიც ხელს შემიწყობდა სიყვარული იქნებოდა.

დონ ხუანმა კი განმიმარტა, რომ როცა კრიტიკული მომენტი დგება მეომრისთვის ყველაზე ღირებული მდგომარეობა შიშია. მე, ისე, რომ მას არ დაენახა, ძალიან აღვშფოთდი მისი შეხედულებების ასეთი სივიწროვით.

-ბორბალმა სრული ბრუნვა გააკეთა, -თქვა ქეროლმა, - ახლა შემომხედე, შემიძლია დავიფიცო რომ ერთადერთი, რაც მე მიჭერს ეს ნაგვალის დაკარგვის შიშია.

ქეროლმა რაღაცნაირად ვნებით შემომხედა, მისთვის ადრე ასეთი მზერა არ შემიმჩნევია.

-ნებას მოგცემ არ დამეთანხმო -რბილად მითხრა მან - შიში არაფერია სიყვარულთან შედარებით.შიში გამოძრავბს როგორც მოგიხდება, სიყვარული კი ჭკვიანურად.

-რას ამბობ ქეროლ თიგს ? ნუთუ ახლა ჯადოქრებს უყვართ?

მან არ მიპასუხა. ის ჩემ გვერდით დაწვა და თავი მხრებზე დამადო. ჩვენ იქ დიდხანს დავრჩით, სიჩუმეში ვიწექით იმ უცნაურ , უსიამოვნო ოთახში.

-მეც იმავეს ვგრძნობ, რასაც შენ, - თქვა უცებ ქეროლმა -ახლა შენ სცადე ის იგრძნო, რაც მე. შენ ეს შეგიძლია, მაგრამ მოდი ეს სიბნელეში გააკეთე. ქეროლმა ხელი ასწია , ჩამრთველი გადაატრიალა და შუქი ჩაქრა.ერთი მოძრაობით წამოვჯექი, შიშმა დენივით დამარტყა.როგორც კი ქეროლმა შუქი ჩააქრო ოთახში ღამე ჩამოწვა , მოუსვენრობამ შემიპყრო და ქეროლს ამაზე შევეკითხე.

- შენ ჯერ კიდევ გონზე არ მოსულხარ - მითხრა მან გამახნევებლად -შენ ძალიან დიდი შეტევა გქონდა , ისე ღრმად შეხვედი მეორე მდგომარეობაში ,რომ ცოტათი ჯერ ისევ ცუდად ხარ. რა თქმა უნდა, ჯერ ისევ დღეა, მაგრამ შენი თვალები მკრთალ შუქს ჯერ ვერ შესჩვევია.

ცოტა თუ ბევრად დავმშვიდდი და დავწექი. ქეროლი საუბარს აგრძელებდა, მაგრამ მე აღარ ვუსმენდი. მხოლოდ ზეწრებს ვგრძნობდი, ეს ნამდვილი ზეწრები იყო, საწოლი ხელით მოვსინჯე ,ისიც ნამდვილი იყო,დავიხარე და ცივ იატაკს ხელით შევეხე. საწოლიდან ავდექი და ოთახსა და სააბაზანოში ყოველი კუთხე შევამოწმე . მაგრამ ყველაფერი ჩვეულებრივი, ბუნებრივი იყო, მე ქეროლს ვუთხარი რომ როცა მან შუქი ჩართო მე თითქმის დავრწმუნდი რომ მეძინა.

- შეისვენე, - მითხრა მან - შეწყვიტე ეს ბოდვა და წადი საწოლში, დაისვენე.

მე ფანჯრებზე ფარდები გადავწიე და ქუჩაში გავიხედე. დღე იყო მაგრამ როგორც კი ფარდები ისევ ჩამოვაფარე ნომერში დაღამდა.ქეროლი მევედრებოდა დავწოლილიყავი. მას ეშინოდა, რომ ქუჩაში გავიქცეოდი როგორც ადრე. ამაში არც ცდებოდა, მე საწოლში დავბრუნდი ისე, რომ ვერც შევამჩნიე, რომ ამაზე ერთი წამიც კი არ დამიხარჯავს რაიმეზე ნეკით მიმეთითებინა. თითქოს ეს ჩემი მეხსიერებიდან წაიშალა.

ჩემს ნომერში არაჩვეულებრივი სიბნელე იდგა, ის სიმშვიდესა და ჰარმონიაში მახვევდა. ასევე ამან ღრმა მოწყენილობა, ადამიანური სითბოს, საზოგადოების მონატრების გრძნობა მომიტანა.გულგატეხილობამ შემიპყრო.არასოდეს არაფერი ასეთი არ მიგრძვნია.ვიწექი საწოლში და ვცდილობდი გამეხსენებინა ეს მონატრება ჩემთვის უკვე ნაცნობი ხომ არ იყო. არა, მონატრება რომელიც აქამდე მიგრძვნია ადამიანების საზოგადოების მიმართ არ ყოფილა.მაშინ ეს რაღაც აბსტრაქტული იყო სევდისმაგვარი თითქოს გარკვეული რაღაც არ გავაკეთე.

-ნაწილებად ვიშლები -ვუთხარი ქეროლს - ახლა ხალხის მონატრებისაგან ავტირდები.

ვიფიქრე,რომ ჩემს განაცხადს სასაცილოდ აიგდებდა.მე ეს ხუმრობასავით ვთქვი.მაგრამ მას არაფერი უპასუხია.მომეჩვენა რომ დამეთანხმა და ამოიოხრა.ჩემი მდგომარეობა უჩვეულოდ არასტაბილური იყო და მთლიანად ემოციას მივეცი. მე სიბნელეში მისკენ მივბრუნდი და ისეთი რამ ჩავჩურჩულე, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში აბსურდული იქნებოდა.

- მე შენ გაღმერთებ. - ვთქვი მე. 

ასეთი საუბრები დონ ხუანის ჯადოქრებს შორის წარმოუდგენელი იყო. ქეროლ თიგსი - ქალი ნაგვალი იყო. ჩვენ ორს შორის არ იყო აუცილებელი სიყვარულის გამომჟღავნება. სინამდვილეში ჩვენ არც ვიცოდით, რას ვგრძნობდით ერთმანეთის მიმართ. დონ ხუანი გვასწავლიდა, რომ ჯადოქრებს ამის არც დრო აქვს და არც სურვილი.

ქეროლმა გამიღიმა და ჩამეხუტა.მე კი ისე ამავსო მისმა სიყვარულმა რომ ტირილიც კი დავიწყე.

-ეს ენერგეტიკული სხეული მიისრაფვის წინ სამყაროს ენერგეტიკული ძაფებისკენ - ყურში ჩამჩურჩულა მან - ჩვენ სიკვდილთან მებრძოლის საჩუქარს მივყავართ.

მე საკმარისი ენერგია მქონდა, რომ გამეგო რას ამბობდა. ვკითხე, კიდევაც ესმოდა თუ არა მას ეს რას ნიშნავდა. მან დამამშვიდა და ყურში ჩამჩურჩულა.

-მე მივხვდი - სიკვდილთან მებრძოლის საჩუქარი შენთვის განზრხვის ფრთებზე ფრენა იყო და ამის საშუალებით მე და შენ ერთმანეთი სხვა დროში გვესიზმრება. იმ დროში, რომელიც ჯერ კიდევ მოვა.

მე მას ხელი ვკარი და წამოვდექი, იმან თუ როგორ ჩამოაყალიბა მან საკმაოდ რთული მაგიური ფორმულა კალაპოტიდან ამომაგდო. მას არ შეეძლო სქემატური მსჯელობების სერიოზული გაცნობიერება. ჩვენ ყოველთვის ვხუმრობდით რომ მას ფილოსოფიური ჭკუა არ გააჩნდა.

- რა გჭირს? - ვკითხე მე - შენ ჩემთვის ახალი აღმოჩენა ხარ ქეროლი ჯადოქარი-ფილოსოფოსი. შენ დონ ხუანივით ლაპარაკობ.

- ჯერ არა - გაიცინა მან - მაგრამ ეს ახლოვდება. ის მოგორავს და როცა საბოლოოდ დაგეჯახება ,ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე ადვილი ჯადოქარ-ფილოსოფოსად ყოფნა იქნება. აი, ნახავ. და ამის ახსნას ვერავინ შეძლებს. ეს უბრალოდ მოხდება.

გონებაში ზარმა დარეკა - შენ ქეროლი არ ხარ! ვიყვირე მე - შენ სიკვდილთან მებრძოლი ხარ, ქეროლად შენიღბული, მე ეს ვიცოდი!

ქეროლს ოდნავადაც არ სწყენია ჩემი სიტყვები. გაიცინა.

- ნუ ამბობ სისულელეებს -თქვა მან - შენ გაკვეთილის გაცდენას აპირებ, ვიცოდი რომ ინდულგირებას მიეცემოდი. დამიჯერე ქეროლი ვარ, მაგრამ ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც ადრე არასოდეს გაგვიკეთებია ჩვენ განზრახვას მეორე ყურდღებაში ვაგროვებთ, როგორც ამას უძველესი ჯადოქრები აკეთებდნენ.

ბოლომდე მაინც ვერ დამარწმუნა.მაგრამ მე მეტი ენერგია აღარ მქონდა, რომ ჩემი შეხედულება დამეცვა, რადგან მე რაღაც სიზმარხილვის მსგავს მორევში ჩავეშვი. ქეროლის ხმა ძლივს მესმოდა. ის ყურში მეჩურჩულებოდა:

-ჩვენ ჩვენივე თავები გვესიზმრება, ჩვენივე განზრახვები! განიზრახე მომავალში! განიზრახე მომავალში!

უზარმაზარი ძალისხმევით გონებაშიამოტივტივებული აზრი ჩამოვაყალიბე.

-დარჩი ჩემთან სამუდამოდ, - ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვები ისე გაისმა, როგორც დისკეტის შენელებული ჩანაწერი. მან რაღაც გაუგებარი მიპასუხა, გაცინება მინდოდა, მაგრამ ქარბორბლამ დამატრიალა.

როცა გამეღიძა, სასტუმროს ნომერში არავინ იყო. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამდენ ხანს მეძინა. ძალიან დავიბენი, როცა ქეროლი გვერდით ვეღარ ვიპოვე. სასწრაფოდ ჩავიცვი და ფოიეში მის მოსაძებნად ჩავედი გარდა ამისა უცნაური თვლმისგან გათავისუფლება მინდოდა, რომელიც ჯერ ისევ მაწუხებდა. მაგიდასთან სასტუმროს მმართველმა მითხრა, რომ ამერიკელი ქალი რომელმაც ნომერი დაიქირავა, ერთი წუთის წინ გავიდა. მე ქუჩაში გამოვვარდი. იმედი მქონდა, რომ დავეწეოდი, მაგრამ ის არსად ჩანდა. შუადღე იდგა. უღრუბლო ცაზე მზე ანათებდა. ცხელოდა.

ეკლესიაში წავედი გულწრფელად გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ის არქიტექტურული დეტალები სიზმარხილვაში მქონდა ნანახი. განსაკუთრებული ინტერესის გარეშე მე თავად შევასრულე ეშმაკის ადვოკატის როლი და ეჭვები გავფანტე. შესაძლოა მე და დონ ხუანი კიდევაც ვათვალიერებდით გარედან ეკლესიის უკანა ნაწილს, მაგრამ მე ეს არ მახსოვდა. ვიფიქრე, რომ ამას მნიშვნელობა არც ქონდა. ჩემმა მტკიცებულებებმა უკვე აზრი დაკარგა -ძალიან მეძინებოდა.

იქედან გზას ნელა გავუყევი დონ ხუანის სახლისკენ, თან ქეროლის ძებნას განვაგრძობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის იქ მელოდა და იქ ვიპოვიდი.დონ ხუანმა ისე მიმიღო, თითქოს სიკვდილს დავსხლტომოდი ხელიდან.ის და მისი კომპანიონები დაუფარავი ცნობისმოყვარეობით მათვალიერებდნენ.

-სად იყავი? - მომთხოვნი ტონით მკითხა დონ ხუანმა .

არ შემეძლო მთელი ამ ფაცი-ფუცის მიზეზის გაგება. ვუთხარი, რომ ღამე ქეროლთან ერთად მოედანთან მდებარე სასტუმროსი გავატარე, რადგან არ მქონდა საკმარისი ენერგია რომ ეკლესიიდან პირდაპრ მასთან მივსულიყავი.- მაგრამ მათ ხომ ეს თავადაც უნდა სცოდნოდათ.

-არაფერიც არ ვიცოდით - თქვა მან.

-ნუთუ ქეროლმა არ მოგიყვათრა დამემართა? - ვკითხე ყრუ ეჭვით და ასეთი დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი განგაში გამეწყებოდა.

არავის არ უპასუხია , ისინი ერთმანეთს უყურებდნენ. მე დონ ხუანს მივუბრუნდი და ვუთხარი, რომ ვფიქრობდი, რომ ეს მან გამოგზავნა ქეროლი ჩემს მოსაძენად.დონ ხუანი უსიტყვოდ სცემდა ბოლთას ოთახში.

-ქეროლ თიგსი საერთოდ არ ყოფილა ჩვენთან - თქვა მან- შენ კი უკვე 9 დღეა არ გამოჩენილხარ.

ამის მოსმენის მერე შოკისგან მხოლოდ დაღლილობამ მიხსნა , მისი ხმის ტონმა და იმ დარწმუნებულობამ, რომელიც უკვე სხვებმაც გამოამჟღავნეს დამარწმუნეს, რომ ყველაფერი ეს სერიოზული იყო. მაგრამ მე ისეთი შემცბარი ვიყავი, ხმაც ვერ ამოვიღე.

დონ ხუანმა მთხოვა დაწვრილებით მომეყოლა რა მოხდა ჩემსა და სიკვდილთან მებრძოლს შორის.მე გამიკვირდა, რომ ასე ბევრი მახსოვდა და დაღლის მიუხედავად მაინც ბევრის მოყოლა შევძელი. დაძაბულობა განიმუხტა, როცა მოვყევი როგორ გულიანად იცინა ქალმა როცა მის სიზმარხილვაში ღრიალი დავიწყე და ენერგიის დანახვას ვცდილობდი.

- ნეკით მითითების ხერხი უფრო კარგად მუშაობს - ვუთხარი დონ ხუანს ყოველგვარი დადანაშაულების გარეშე.

დონ ხუანმა მკითხა, კიდევ რამე რეაქცია ხომ არ ჰქონდა ქალს ჩემს ყვირილზე გარდა სიცილისა.მე არაფერი მახსოვდა მისი მხიარულებისა და იმ სიტყვების გარდა რომ დონ ხუანს ის არ უყვარდა.

- ვერ ვიტყვი, რომ არ მყვარებია-გააპროტესტა დონ ხუანმა -მე უბრალოდ უძველესი ჯადოქრების იძულების მეთოდები არ მიყვარს.

მე ყველას მივმართე და განვაცხადე, რომ პირადად მე ძალიან მომწონდა ეს ქალი , უზომოდ და ყოველგვარი წინასწარგანზრახვის გარეშე, და ისიც, რომ მე მიყვარდა ქეროლ თიგსი ისე როგორც არავინ არასდროს.

მომეჩვენა, რომ მათ ჩემი ნათქვამი არ მოეწონათ, ერთმანეთს ისე გადახედეს, თითქოს გავგიჟებულიყავი ,ისინი ისე მიყურებდნენ, როგორც შეშლილს. მე კიდევ მინდოდა მელაპარაკა, მაგრამ დონ ხუანმა იქამდე გამომაგდო გარეთ ვიდრე სიტყვას დავძრავდი , ალბათ კიდევ მეტი სისულელე რომ არ მეთქვა , უკან სასტუმროში გამაგზავნა და თავადაც გამომყვა.

სასტუმროში ისევ ის მმართველი იყო, რომელსაც აქამდე ველაპარაკე. მან მომისმინა ქეროლ თიგსის აღწერილობა მაგრამ დაბეჯითებით უარყო რომ, არც მე და არც მსგავსი ქალი არასოდეს ან უნახავს. მან მოახლეებსაცდაუძახა და მათაც დაადასტურეს.

-რას უნდა ნიშნავდესეს ყველაფერი ? - მკითხა დონ ხუანმა ხმამაღლა.

მომეჩვენა თითქოსამ კითხვით უფრო თავის თავს მიმართა .მერე წყნარად გამომიყვანა სასტუმროდან.

-წავიდეთამ აბნეული ადგილიდან -თქვა მან

როცა გარეთ გამოვედით მან მთხოვა, რომ აღარ დავბრუნებულიყავი და აღარ შემეხედა აღარც სასტუმროსთვის და არც ეკლესიისთვის, და საერთოდ თავდახრილს მევლო. მე საკუთარ ფეხსაცმელებს დავხედე და მივხვდი რომ ქეროლის ტანსაცმელი უკვე აღარ მეცვა არამედ ჩემი საკუთარი. მაგრამ როგორც არ ვეცადე ვერ გავიხსენე როდის გამოვიცვალე. მე ჩავთვალე, რომ ეს ალბათ მაშინ მოხდა, როცა სასტუმროში გამეღვიძა . ჩანს მაშინ ჩავიცვი ჩემი ტანსაცმელი მაგრამ უკვე აღარაფერი მახსოვდა.
იმ დროისათვის უკვე მოედნამდე მივედით, იქამდე ვიდრე მოედანს გადავკვეთდით და დონ ხუანის სახლისაკენ გავემართებოდით. მე მას ჩემს ტანსაცმელზე მოვუყევი .ის რიტმულად იქნევდა თავს და თითოეულ სიტყვას ყურადრებით ისმენდა. სკამზე ჩამოჯდა და მთელი დარწმუნებით თქვა, რომ ამ მომენტიდან მე უნდა დამევიწყებინა, რა მოხდა მეორე ყურადღებაში სიკვდილთან მებრძოლსა და ჩემს ენეგეტიკულ სხეულს შორის. ჩემი და ქეროლ თიგსის ურთიერთობა სასტუმროში რაღაც აისბერგის მსგავსი იყო.

- წარმოუდგენელია, რომ მეორე ყურადრების მდგომარეობაში 9 დღე ვყოფილიყავი - განაგრძობდა დონ ხუანი - 9 დღე სიკვდილთან მებრძოლისთვის წამია ჩვენთვის კი მარადისობა.

ვიდრე შევეწინაარმდეგებოდი ან ავუხსნიდი ან საერთოდ რაიმეს ვეტყოდი, მან გამაჩერა.

- თუ შენ ჯერ კიდევ არ შეგიძლია გაიხსენო რას გასწავლიდი მეორე ყურადრებაზე - დაფიქრდი რამდენად ძნელი უნდა იყოს ის რაც სიკვდილთან მებრძოლმა გასწავლა.მე მხოლოდ ცნობიერების დონეებს ცვლილებას გასწავლიდი .სიკვდილთან მებრძოლმა კი სამყაროების შეცვლა გაიძულა.

გულგატეხილი დავრჩი. დონ ხუანმა და მისმა ორმა კომპანიონმა მაიძულეს არანორმალური ძალისხმევისთვის მიმემართა, რომ გამეხსენებინა როდის გამოვიცვალე. ვერ შევძელი. თავი გამოცარიელებული მქონდა; არც გრძნობები, არც მოგონებები. ბოლომდე თითქოს მართალი მაინც არ ვიყავი.

დონ ხუანისა და მისი ორი კომპანიონის ნერვიულმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია.მე ის ასე შეშფოთებული არასოდეს მინახავს. ის ყოველთვის ხუმრობდა, თითქოს არ უნდოდა, რომ მისი ნათქვამი სერიოზულად მიმეღო.მაგრამ ეს ის შემთხვევა არ იყო.

ისევ ვეცადე აზრი მომეკრიბა რომ ამ ყველაფრისთვის ნათელი მომეფინა და ისევ ვერ შევძელი , მაგრამ თავს დამარცხებულად არ ვგრძნობდი. ოპტიმიზმის ტალღამ შემიპყრო. მე ვიგრძენი, რომ ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც საჭიროა.

დონ ხუანი მარწმუნებდა რომ არაფერი იცოდა ჩემს სიზმარხილვაზე სიკვდილთან მებრძოლთან. სიზმარში სასტუმროში, ქალაქში,სიზმარი ქეროლ თიგსთან მისთვის უძველესი ჯადოქრობის მოქნილი ხრიკები იყო,რომლებიც ხალხის წარმოსახვას მხოლოდ აბინძურებდა.

დონ ხუანმა ხელები გაშალა და როგორც იყო ძველებურად გაიღიმა.

- ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალმა ეკლესიაში გაჩვენა ეს როგორ უნდა გააკეთო. - თქვა მან ნელა და წყვეტილად. - შენთვის ეს რთული ამოცანაა ,უაზრო ქმედებებში აზრის პოვნით, ეს ჭადრაკის დაფაზე ოსტატური სვლა იყო სიკვდილთან მებრძოლის მიერ ქალის ეკლსიიდან ნიღბით შესრულებული. მან შენი და ქეროლის ენერგეტიკული სხეულები გამოიყენა, რათა თავისი მკვდარი ილუზიებისაგან გათავისუფლებულიყო და ზემოთ აწეულიყო.მან შენს შენს სიტყვაზე დაგიჭირა როცა ენერგია უსასყიდლოდ შესთავაზე.

მის სიტყვებს ჩემთვის არანაირი აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მისი ორი კომპანიონისთვის ბევრს ნიშნავდა.ისინი ძალიან ღელავდნენ.დონ ხუანმა მათ მიმართა და აუხსნა, რომ სიკვდილთან მებრძოლი და ქალი ეკლესიიდან ერთი და იმავე ენერგიის ორი სხვა და სხვა გამოვლინება იყო და ამ ორიდან უფრო ძლიერი და რთული ქალი ეკლსიიდან იყო .ქეროლ თიგსის ენერგეტიკულ სხეულისა და უძველესი ჯადოქრების ხრიკების გამოყენებით მან შექმნა ქეროლი სასტუმროში. ასევე დონ ხუანმა დაამატა, რომ ქეროლმა და ამ ქალმა შესაძლოა შეხვედრისას რაიმე ენერგეტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს. მომეჩვენა, რომ უცებ დონ ხუანი რაღაცას მიხვდა. მან უნდობლად შეხედა თავის ორ კომპანიონს. მათ თვალები გაურბოდათ და ერთმანეთს უყურებდნენ.დრწმუნებული ვარ ისინი შეთანხმებას არ ცდილობდნენ უბრალოდ ერთდროულად რაღაცას მიხვდნენ.

- მთელი ჩვენი მსჯელობები უსარგებლოა -წყნარად თქვა დონ ხუანმა - მე დარწმუნებული ვარ, რომ ქეროლ თიგსი აღარ არსებობს. არც ქალი ეკლესიიდან,ისინი ორივე ერთმანეთს შეერწყნენ და მომავალში განზრახვის ფრთებით გაფრინდნენ.

მიზეზი, თუ რატომ ღელავდა ქეროლი თიგსი სასტუმროდან თავის გარეგნობაზე ის იყო, რომ ის ქეროლი კი არა ქალი ეკლესიიდან იყო რომელმაც მაფიქრებინა, რომ ის სხვა, უფრო ძლიერი ქეროლ თიგსი იყო. თითქოს არ გახსოვს რასაც გეუბნებოდა: "ნახე სიზმარში შენი განზრახვა , ჩემზე განიზრახე მომავალში!"

-რას ნიშნავს ეს დონ ხუან? - ვკითხე მე. 

-ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილთან მებრძოლი თავის გზას გარეთ ხედავდა, მან შენ სეირნობისას დაგიჭირა. შენი ბედი მისი ბედია.

-რას გულისხმობ დონ ხუან?

-იმას რომ თუ შენ მოიპოვებ თავისუფლებას მაშინ ისიც გათავისუფლდება.

-როგორ გააკეთებს ის ამას? 

-ქეროლ თიგსის საშუალებით, მაგრამ ქეროლზე ნუ იღელვებ.

მან ეს იქამდე თქვა ვიდრე ჩემს თანაგრძნობას გამოვხტავდი.

- მას ეს მანევრებიც და ბევრი სხვა რამეც ხელეწიფება.

ერთდროულად ძალიან ბევრი რამ დამატყდა თავს. საშინელი სიმძიმის ქვეშ მოვექეცი. როგორც კი ოდნავ მომეშვა, დონ ხუანს ვკითხე, რა გამოვიდოდა აქედან.
მან არ მიპასუხა,თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერეა შემდეგ კი ნელა თქვა - სიკვდილთან მებრძოლისგან შენი საჩუქარი -სიზმარხილვის უსაზღვრო შესაძლებლობაა.ერთ ერთი მათგანი იყო შენი სიზმარი ქეროლ თიგსთან, სხვა დროში, სხვა სამყაროში,უფრო გაშლილ სამყაროში, უსაზღვროში,სამყაროში სადაც შეუძლებელი რეალური ხდება.საქმე იმაშია, რომ შენ არა მხოლოდ გამოიყენებ შენს შესაძლებლობას, არამედ ერთ მშვენიერ დღეს მათ გაგებასაც შეძლებ.ჩვენ ავდექით და მის სახლში წავედით. აზრები თავში უაზრო ფერხულში ტრიალებდნენ. ეს აზრები კი არაუფრო ხატები იყო, მოგონებების ნარევი ქეროლსა და ქალზე ეკლესიიდან, რომლებიც სასტუმროს ნომრის მთვლემარე სიბნელიდან მელაპარაკებოდნენ. რამოდენიმეჯერ ამ ხატების კონცენტრირება საკუთარი "მეს " გრძნობებშიც კი შევძელი, როგორც ყოველთვის, მაგრამ მაინც ფარხმალი დავყარე. ასეთი დავალებებისთვის ენერგია ჯერ კიდევ არ მქონდა.

ვიდრე სახლში წავიდოდი დონ ხუანი მომიტრიალდა მან ისევ ყურადღებით დამათვალიერა თითქოს ჩემს სხეულზე რაიმე ნიშანს ეძებდა. შემდეგ იძულებული გავხდი მთავარზე გადავსულიყავი, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის საოცრად ცდებოდა.

- სასტუმროში მე ნამდვილ ქეროლ თიგსთან ვიყავი - ვუთხარი მე - რაღაც მომენტში მე მომეჩვენა, რომ ეს სიკვდილთან მებრძოლი იყო, მაგრამ ყურადღებით დაკვირვების მერე ეს აზრი უკუვაგდე. ეს ქეროლი იყო. რაღაც გარკვეული უცნაური საშუალებით ის სასტუმროში იყო ისევე როგორც მე.

- რა თქმა უნდა ეს ქეროლი იყო, - დამეთანხმა დონ ხუანი, - მაგრა ეს ის ქეროლი არაა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ეს სიზმარხილვის ქეროლი იყო. მე ხომ უკვე გითხარი - სუფთა განზრახვისგან შექმნილი ქეროლი, შენ დაეხმარე ქალს ეკლესიიდან, რომ ხორცი შეესხა ამ განზრახვისთვის, მისი ოსტატობა იმაში მდგომარეობდა რომ ეს სიზმარხილვა უმაღლეს დონეზე რეალისტური ყოფილიყო. უძველესი ჯადოქრების ოსტატობა ყველაზე სახიფათო რამეა. მე ხომ გითხარი, რომ სიზმარხილვის სამეფო გაკვეთილს მიიღებდი და განა ასე არაა?

- როგორ ფიქრობ, რა დაემართა ქეროლ თიგსს? - ვკითხე მე. 

- ქეროლ თიგსი წავიდა, - მიპასუხა მან, - მაგრამ შენ ერთხელაც იპოვი მას, ახალ ქეროლ თიგსს, იმას - სასტუმროდან სიზმარხილვაში.

- რას გულისხმობ, როცა მეუბნები რომ წავიდა?

- ის წავიდა სამყაროდან - მიპასუხა მან.

მზის წნულში საშინელი სპაზმი ვიგრძენი. ვიღვიძებდი. ჩემი ცნობიერება ნელ ნელა ბრუნდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ აღმედგინა საკუთარ თავზე სრული კონტროლი, და მაინც დავიწყე სიზმარხილვის საფარის გარღვევა .ეს იყო ნარევი იმისა, რაც ხდებოდა და თითქოს ტანით ვიგრძენი, რომ რაღაც უზარმაზარი განუზომელი იქვე ხელის გაწვდენაზე იდო.

ალბათ ჩემი სახე უნდობლობას გამოხატავდა,რადგან დონ ხუანმა მბრძანებლური ტონით დაამატა

- ეს სიზმარხილვაა,შენ უნდა იცოდე, რომ ეს ბოლო გადაადგილებაა.

- მაგრამ სად წავიდა ის, შენ როგორ ფიქრობ დონ ხუან?

- იქ, სადაც უძველესი ჯადოქრები წავიდნენ მე უკვე გითხარი, რომ სიკვდილთან მებძოლის საჩუქარი უსაზღვრო შესაძლებლობებია, შენ კონკრეტული არაფერი გინდოდა, ამიტომ ქალმა ეკლესიიდან აბსტრაქტული საჩუქარი მოგცა - ფრენა განზრახვის ფრთებით.