სიზმარხილვის პირველი კარიბჭე.

ვიდრე სიზმარხილვის ხელოვნების პირველ გაკვეთილს შეუდგებოდა , დონ ხუანი შეჩერდა იმაზე, თუ როგორ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ უვითარდება ადამიანს მეორე ყურადღების მართვის შესაძლებლობა. თავიდან მას უბრალოდ ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს და არ ტოვებს ფიქრები იმაზე, რომ ეს მისთვის მიუღწეველია. ამის შემდეგ მეორე ყურადღება უჩვეულო შეგრძნებად გადაიქცევა და ადამიანი უკვე გრძნობს მას და საბოლოოდ ეს ყოფნის ახალ მდგომარეობად უვითარდება ანდა პრაქტიკულ სინამდვილედ. მეორე ყურადღება განსაკუთრებული ძალა ხდება, საშვი - სხვა, ყველაზე თამამ ფანტაზიებშიც კი წარმოუდგენელ სამყაროებში გადასვლელად.

მაგიური ხელოვნების გადმოცემის ორი გზა არსებობს. პირველი - ჯადოსნურ განზომილებათა სამყაროს მეტაფორების საშუალებით ახსნა. მეორე - მაგიის თეორიისა და პრაქტიკისათვის დამახასიათებელი აბსტრაქტული ტერმინოლოგიის საშუალებით. მე ყოველთვის მეორეს ვარჩევდი, თუმცა ეჭვი მეპარება რომ დასავლელი კაცის რაციონალური გონებისთვის ან ერთი იყოს გამოსადეგი ან მეორე.

დონ ხუანმა ამიხსნა, რა იმალებოდა მისეული მეორე ყურადღების განვითარების შესაძლებლობის მეტაფორული ახსნის მიღმა. ვინაიდან ის შემკრები წერტილის გადაადგილების შედეგს წარმოადგენს, მეორე ყურადღებას არ შეუძლია თავისთავად განვითარდეს, ჩარევის გარეშე. ის გამიზნულად ვითარდება. შესაბამისად ადამიანმა ჯერ უნდა ჩამოიყალიბოს მიზანი - განივითაროს მეორე ყურადღება. ამასთან ერთად მეორე ყურადღება მაინც იდეის დონეზე რჩება. მაგრამ საბოლოოდ ადამიანი დაისახავს მიზნად შეინარჩუნოს მეორე ყურადღება, როგორც შემკრები წერტილის გადაადგილების კონტროლირებადი უნარი.

- მე ვაპირებ ძალის პირველი ნაბიჯი გასწავლო , განმიცხადა დონ ხუანმა, მე მინდა გასწავლო როგორ ააწყო სიზმარხილვა.

- რას ნიშნავს სიზმარხილვის აწყობა?

- სიზმრის აწყობა ნიშნავს შევიძინოთ პრაქტიკული უნარი, ზედმიწევნით ვაკონტროლოთ სიტუაციის საერთო განვითარება სიზმარში.მაგალითად შენ გესიზმრება რომ კლასში ხარ. მოცემულ შემთხვევაში შენი ამოცანა სიზმრის აწყობისას იქნება ის, რომ შენ არ მისცემ საშუალებას სიზმარს სხვა ადგილას გადაგიყვანოს. შენ არ გადახტები კლასიდან მთებში. უკეთ რომ ვთქვათ, შენ აკონტროლებ კლასის ხატს და არ აძლევ საშუალებას შეიცვალოს ვიდრე შენ არ ისერვებ ამას.

- ასეთი რამ შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა შესაძლებელია. კონტროლის ეს ტიპი არაფრით არ განსხვავდება იმისგან რასაც შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებ. ჯადოქრები ეჩვევიან ამასა და მართავენ სიზმრებს როცა ეს საჭიროა.იმისათვის რომ სიზმრის მართვის უნარი გამოვიმუშაოთ აუცილებლად რაიმე უბრალოდან უნდა დაიწყო. ამაღამ სიზმარში შენს ხელებს უნდა უყურო.

ჩვენ თითქმის არასოდეს შევხებივართ ამ თემას როდესაც ნორმალური ცნობიერების მდგომარებაში ვიმყოფებოდი. თუმცა როცა ვიხსენებდი რა ხდებოდა ჩემს თავს მეორე ყურადღებისას, აღმოვაჩინე, რომ ჩვენ კვლავ ვუბრუნდებოდით სიზმრის აწყობის თემას და უფრო დაწრილებით განვიხილავდით მას. მაგალითად, მე განვუცხადე დონ ხუანს ყველაფერი რასაც მისი დავალების აბსურდულობაზე ვფიქრობდი, ამის საპასუხოდ დონ ხუანმა შემომთავაზა მივდგომოდი ამას, როგორც რაიმე სახის თავგადასავალს, თავისებურ გასართობს და არა როგორც რაიმე დამღლელს და სერიოზულს.

- როცა სიზმარხილვაზე ვისაუბრებთ ისეთი სერიოზული იყავი როგორიც გინდა, მითხრა მან, - ახსნა ყოველთვის ღრმა გააზრებას მოითხოვს. მაგრამ სიზმრის ნახვისას შენ ბუმბულზე მსუბუქი უნდა იყო. უდავოა სიზმრის ხელოვნება მოითხოვს მიზანდასახულობას და სერიოზულ მიდგომას, მაგრამ სერიოზულობის ხარისხი რამდენადმე განსხვავებულია - ეს უზრუნველი სიცილის სერიოზულობაა, ასე იცინის ადამიანი რომელსაც არაფერი ანაღვლებს ამქვეყნად. მხოლოდ ამ შემთხვევაში სიზმრების ნახვა გადაიქცევა სიზმრის ხელოვნებად.

დონ ხუანი მარწმუნებდა. რომ ხელები მან უნებურად აირჩია. მზერის ფიქსაციის ობიექტი სიზმარში ხელების ნაცვლად შეიძლება ნებისმიერი სხვა ობიექტი ყოფილიყო, ხერხი მაინც გაჭრიდა. ამოცანის დედააზრი იყო არა ის, რომ სიზმარში გარკვეული ობიექტი გვეპოვა, არამედ აგვემოქმედებინა დასიზმრების ყურადღება.

დასიზმრების ყურადღებას დონ ხუანი აღწერდა როგორც კონტროლს, რომელსაც ადამიანი ამყარებდა სიზმარზე, შემკრები წერტილის დაფიქსირებით ახალ ნებისმიერ ადგილას. უფრო ზოგადად, დასიზმრების ყურადღებას, მან უწოდა ცნობიერების მიუწვდომელი ზღვარი, რომელიც თავისთავად არსებობს და ელოდება როდის გამოვიწვევთ მას, როდის მივცემთ მას საშუალებას. დასიზმრების ყურადღება დაფარული პოტენციური შესაძლებლობაა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი რეზერვში ინახავს. თუმცა როგორც წესი ჩვენ არასოდეს გვიწევს ამ ინსტრუმენტის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.

კრახით დასრულდა ჩემი პირველი მცდელობა სიზმარში საკუთარი ხელებისთვის დამეხედა. რამოდენიმე თვიანი უსაფუძვლო მცდელობების შემდეგ, მე ყველა ცდა შევწყვიტე და დონ ხუანს მისი დავალების აბსურდულობის გამო შევჩივლე.

- არსებობს სიზმრების შვიდი კარიბჭე , - მიპასუხა მან, - და შვიდივე უნდა გააღო ერთმანეთის მიყოლებით, ყველა , შვიდივე! ახლა შენ პირველ კარიბჭესთან დგახარ და თუ შენ განიზრახე დაეუფლო სიზმრის ხელოვნებას, შენ უნდა შეაღო ის.

- რატომ ადრე არაფერი მითხარი ამაზე?

- უაზრო იქნებოდა შენთვის სიზმრის კარიბჭეებზე მოყოლა, ვიდრე პირველ მათგანს თავს არ მიარტყამდი. ახლა კი ზუსტად იცი, რომ ეს წინააღმდეგობებია რომლებიც შენ უნდა გადალახო.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ სამყაროს ენერგეტიკულ ნაკადებში არის შესასვლელი და გასასვლელი,და სიზმარხილვისთვის ეს შვიდი კარიბჭეა. სიზმრის მნახველი ამას წინააღმდეგობად იღებს,და ჯადოქრებმა მათ სიზმარხილვის შვიდი კარიბჭე დაარქვეს.

- პირველი კარიბჭე ეს ზღურბლია რომელიც გადალახვაც ღრმად ჩაძინებამდე განსაკუთრებული გრძნობის გაცნობიერებით შეიძლებ, - მიყვებოდა დონ ხუანი, - ის სასიამოვნო სიმძიმეს გავს რომელიც თვალის გახელას არ გვანებებს. კარიბჭეს ჩვენ მაშინ ვაღწევთ, როცა ვაცნობიერებთ რომ ვიძინებთ, და სიბნელესა და სიმძიმეში ვეშვებით.

- მაგრამ როგორ უნდა გავაცნობიერო რომ ვიძინებ ? ნუთუ ამისთვის რაიმე განსაკუთრებული წესი არსებობს?

-არა, არანაირი წესი არ არსებობს, გარდა განზრახვისა გააცნობიერო როგორ იძინებ.

- მაგრამ როგორ უნდა განიზრახოს ადამიანმა ამის გაცნობიერება ?

- განზრახვა - ეს არ არის იოლად ასახსნელი რამ. სისულელე იქნება, თუ მე ან ვინმე სხვა ამის ახსნას შევეცდებით. დაიმახსოვრე რასაც ახლა გეტყვი: თავიდან ჯადოქარი აყალიბებს იმის განზრახვას რის განხორციელებასაც აპირებს, და ამას მხოლოდ განიზრახავს.

- ეს ხომ არაფერს ნიშნავს დონ ხუან?

- უფრო ყურადღებით მიუდექი, ერთხელაც შენ თითონ მოგიწევს ამის ახსნა. ჩემი ახსნა იმიტომ გეჩვენება უაზრო, რომ არასათანადო კონტექსტში აღიქვამ მას. ისევე, როგორც ნებისმიერი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, შენ ცდილობ საღი აზრის ფარგლებში მოაქციო ყოველივე , ანუ აღიქვა გონებით. მაგრამ ჩემ მტკიცებულებაში საუბარია განზრახვაზე. ამიტომ ჯადოქრის თვალსაზრისით ამ ფორმულირების მნიშვნელობა ენერგეტიკული სხეულის ფუნქციას უკავშირდება. ჯადოქრები თვლიან რომ თუ ადამიანს ამ ფორმულიების გაგება მოუნდება მისი ენერგეტიკული სხეულით სულ სხვანაირად იგებს მას, ვიდრე მისი გონება. მთელი საიდუმლო ენერგეტიკული სხეულის მიგნებაა. ამისთვის კი ენერგიაა საჭირო.

-ენერგეტიკული სხეული ასეთ ფორმულირებას როგორ იგებს დონ ხუან?

- როგორც სხეულებრივ შეგრძნებას, ეს ძალიან ძნელი გადმოსაცემია , ეს უნდა იგრძნო რომ გაიგო რას ვგულისხმობ.

მე მინდოდა რომ უფრო ზუსტად აეხსნა, მაგრამ დონ ხუანმა ზურგზე დამარტყა და მეორე ყურადღების მდგომარეობაში გადამიყვანა. ამ დროისათვის მისი ეს მანიპულაცია ჩემთვის ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩებოდა. შემეძლო დამეფიცა, რომ შეხებით ის მაჰიპნოზებდა. ვფიქრობ, მან უეცრად ჩამაძინა და ეს სიზმარში მივდიოდით უცნობი ქალაქის ფართო ქუჩაზე, რომლის ორივე მხარესაც ხეები ჩაერიგებინათ. სიზმარი იმდენად ნათელი იყო და ჩემი გარშემო მიმდინარე მოვლენების აღქმა კი ისე მკვეთრი რომ დავიწყე ორიენტირება, ქუჩებზე აბრების კითხვა და ხალხის თვალიერება. ისინი არ საუბრობდნენ არც ინგლისურად და არც ესპანურად, მაგრამ ქალაქი დასავლური იყო. ხალხი ქუჩებში ჩრდილოეთ ევროპელებს გავდნენ. მე ვიფიქრე, რომ ეს ლიტველები იყვნენ და სახლებზე წარწერებისა და საგზაო ნიშნების კითხვამ ჩამითრია.

დონ ხუანმა ფრთხილად მიბიძგა და მითხრა

- შეეშვი, მაინც ვერ შეძლებ განსაზღვრო სად ვართ , ეს შეუძლებელია. უბრალოდ მე გასესხე ცოტაოდენი ჩემი ენერგია რომ შენს ენერგეტიკულ სხეულამდე მიგეღწია, და ამან მოგცა საშუალება მიგეღწია სხვა სამყარომდე,მაგრამ ცოტა ხნით და ეცადე ჭკვიანურად გამოიყენო ეს დრო.

- ეცადე ყველაფერი დაათვალიერო მაგრამ არც ისე თამამად, ეცადე არავინ შეგნიშნოს.

ჩუმად ჩავუარეთ ერთ კვარტალს.ამან ჩემზე განსაკუთრებული ზემოქმედება მოახდინა. რაც მეტს მივდიოდით ჩემში საფრთხის შეგრძნება იზრდებოდა.გონება ცნობისმოყვარეობას მოეცვა სხეული კი შფოთვას. გარკვევით ვაცნობიერებდი, რომ ამ სამყაროში არ ვიყავი. როცა გზაჯვარედინს მივუახლოვდით და გავჩერდით ყურადღება მივაქციე სუფთად გაკრეჭილ ხეებს. ეს იყო დაბალი დახვეულ-ფოთლებიანი ხეები. ყოველი ხის გარშემო გაკეთებული იყო ფართო ოთხკუთხედი მოსარწყავად და ვერც ერთ მათგანზე მე ვერც ბალახი და ვერ ნაგავი ვერ შევამჩნიე რაც ასე დამახასიათებელი იყო ჩვეულებრივი ქალაქის გაზონებისთვის,მხოლოდ ნახშირივით შავი ფხვიერი მიწა.

ერთი წუთით ვიდრე ქუჩას გადავკვეთდი ყურადღება ბორდიურს მივაქციე და უცებ შევამჩნიე, რომ ქუჩებში მანქანები არ იყო.სასოწარკვეთილი ვცდილობდი მეყურებინა ხალხისთვის რომელიც გარშემი გვეხვია , იმედი მქონდა ჩემი შიშის მიზეზს ცოტათი მაინც მივხვდებოდი, როგორც კი ვინმეს შევხედავდი ისიც ჩემს თვალიერებას იწყებდა. მომენტალურად ჩვენს გარშემო მუქი ლურჯი და ყავისფერი თვალების რკალი წარმოიქმნა.

მეხივით დამარტყა იმისმა გაცნობიერებამ რომ ეს სულაც არ იყო სიზმარი, ეს რეალობა იყო მაგრამ ყოველგვარი კავშირის გარეშე იმასთან, რისი რეალობად ჩათვლასაც მე მივეჩვიე.

მე დონ ხუანისკენ მოვბრუნდი .მე თითქმის გავიგე რა იყო უცნაური ამ ხალხში მაგრამ ამ დროს უჩვეულოდ სუსხიანმა ქარმა სახეში დამიბერა, შიგნით შეაღწია და ცხვირში, თვალებში, ყურებში, პირში ... თვალები დამიბინდა და მაიძულა დამევიწყებინა რისი თქმა მინდოდა დონ ხუანისთვის. წუთის შემდეგ კი მე ისევ იქ აღმოვჩნდი საიდანაც მოგზაურობა დაიწყო - დონ ხუანის სახლში.მე მოკუნტული ვიწექი ჩალის საწოლზე.

- მე ცოტაოდენი ჩემი ენერგია მოგეცი და შენ შეძელი შენი ენერგეტიკული სხეულისთვის მიგეღწია.განმიცხადა დონ ხუანმა ისეთი ტონით თითქოს რაიმე თავისთავად გასაგებზე მიდიოდა საუბარი.

მე მესმოდა მისი სიტყვები მაგრამ თავად ვერ ვპასუხობდი.უჩვეულო ქავილმა მზის წნულის არეში ჩემი სუნთქვა ზერელე და მტკივნეული გახადა.მე ვხვდებოდი რომ სიზმარში ნანახ ხალხზე და ამ სიზმარხილვაზე რაღაც ტრანსცენდენტურის აღმოჩენის ზღვარზე ვიყავი, მაგრამ იმაზე დაკვირვება რაც ვიცოდი არ გამომდიოდა.

- სად ვიყავით დონ ხუან, - ვკითხე მე, - ეს სიზმარი იყო თუ ჰიპნოზური მდგომარეობა?

- ეს არ იყო სიზმარი, ეს სიზმარხილვა იყო, - მიპასუხა მან, - მე დაგეხმარე რომ მეორე ყურადღებისთვის მიგეღწია რათა გაგეგო, რომ განზრახვა არა გონების არამედ ენერგეტიკული სხეულის სფეროს მიეკუთვნება.

ამ ეტაპზე შენ ვერ აცნობიერებ ამ ყველაფრის მნიშვნელობას. მარტო იმიტომ არა, რომ საკმარისი ენერგია არ გაქვს,არამედ იმიტომაც, რომ განზრახვა შენთვის ჯერ კიდევ უცნობია. აქამდე შენ არასოდეს განგიზრახავს რაიმეს მიღწევა ან მოპოვება. შენ რომ იცოდე ეს რა არის, შენი ენერგეტიკული სხეული მაშინვე მიხვდებოდა რომ ერთადერთი გზა განზრახვის ფორმულირებისა მდგომარეობს იმაში, რომ განზრახვის ფოკუსირება მოახდინო იმაზე თუ რისი გაკეთებაც ან მიღწევაც გაქვს განზრახული. ამჯერად მე მივმართე შენი განზრახვა შენი ენერგეტიკული სხეულის მიღწევისკენ.

- სიზმრის მიზანი ეს განზრახვის ფორმირებაა ისე რომ ჩვენს ენერგეტიკულ სხეულს მივაღწიოთ? - ვიკითხე მე რაღაც უცნაური იმპულსით აღძრულმა.

- კი შეიძლება ასეც ითქვას,- დამეთანხმა დონ ხუანი, - მოცემულ სიტუაციაში როცა ჩვენ სიზმრის პირველ კარიბჭეზე გვაქვს საუბარი, სიზმრის მიზანია განზრახვის ფორმირება ისე, რომ ენერგეტიკულმა სხეულმა გააცნობიეროს, რომ ის იძინებს. უნდა აიძულო არა საკუთარი თავი, არამედ ენერგეტიკული სხეული და ამავე დროს არა იმდენად აიძულო რამდენადაც საშუალება მისცე გაიაზროს რომ იძინებს. რადგან განზრახვა - ესაა სურვილი, რომელიც გამორიცხავს სურვილს, გამორიცხავს ქმედებას. განზრახვა- ესაა სურვილი სურვილის გარეშე, ქმედება ქმედების გარეშე.

- მიიღე განზრახვის გამოწვევა, - განაგრძობდა დონ ხუანი,- მდუმარედ, ჩამოყალიბებულად , ყოველგვარი ფიქრის გარეშე , დაარწმუნე საკუთარი თავი რომ შენ მიაღწიე შენს ენერგეტიკულ სხეულს , რომ შენ სიზმრისმხედველი ხარ. როგორც კი ამას გააკეთებ, შენ მომენტალურად დაიწყებ ჩაძინების მომენტის გაცნობიერებას.

-მაგრამ როგორ უნდა დავარწმუნო ჩემი თავი რომ მე სიზმრისმხევდელი ვარ, როცა ვიცი რომ არ ვარ?

- როცა შენ გესმის რომ საკუთარი თავი რაღაცაში უნდა დაარწმუნო მომენტალურად უფრო რაციონალური ხდები. როგორ უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ სიზმრის მხედველი ხარ, როცა არ ხარ? მთელი საიდუმლო განზრახვაშია, ეს ორივეა: აქტი დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ სიზმრისმხედველი ხარ, თუმცა იქამდე სიზმრის ნახვაში არ გივარჯიშია, და აქტი - დარწმუნებული იყო ამაში.

- ე.ი მე ჯერ უნდა ვუთხრა საკუთარ თავს რომ სიზმრისმხედველი ვარ და შემდეგ მთელი ჩემი ძალისხმევა მივმართო რომ ეს დავიჯერო ? ამის თქმა გინდა?

- არა, განზრახვა გაცილებით ადვილია და ამავე დროს განუზომლად რთულიც. მისი ფორმირებისთვის აუცილებელია წარმოსახვა, დისციპლინა და მიზანმიმართულობა. მოცემულ შემთხვევაში განიზრახო ეს ნიშნავს შეიძინო შინაგანი ცოდნა იმისა, რომ სიზმრისმხედველი ხარ. ეს უნდა იყოს ცოდნა რომელიც სხეულს ეკუთვნის.მისი ყოველი უჯრედით უნდა გრძნობდე რომ სიზმრის მხედველი ხარ.

შემდეგ დონ ხუანმა ხუმრობით დაამატა რომ მას აღარ ჰქონდა სასესხებელი ენერგია და რომ ჩემს ენერგეტიკულ სხეულამდე თავადვე უნდა მიმეღწია, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა. განზრახვის ფორმირება სიზმრის პირველ კარიბჭემდე მისაღწევად არის მეორე ყურადღებამდე და ენერგეტიკულ სხეულამდე მისვლის საშუალება.ე ს აღმოჩენა თავის დროზე უძველესმა ჯადოქრებმა გააკეთეს.

ეს მითხრა და დონ ხუანმა ფაქტიურად გამომაგდო მე თავისი სახლიდან და მიბრძანა არ დავბრუნებულიყავი იქმდე სანამ განზრახვის საშუალებით სიზმრის პირველ კარიბჭეს არ მივაღწევდი.

მე დავბრუნდი სახლში და თვეების განმავლობაში ძილის წინ გააფთრებით განვიზრახავდი დამემახსოვრებინა ჩაძინების მომენტი და სიზმარში საკუთარი ხელები მენახა. რაც შეეხება ამოცანის მეორე ნაწილს- დამერწმუნებინა ჩემი თავი, რომ უკვე მივაღწიე ჩემს ენერგეტიკულ სხეულს და სიზმრისმხედველი ვარ, შეუძლებელი მეჩვენებოდა.

მაგრამ ერთხელ, როდესაც დღისით წამოვწექი დასასვენებლად , სიზმარში ვნახე, როგორ ვუყურებდი საკუთარ ხელებს. ეს შემთხვევა უნიკალური აღმოჩნდა, ის აღარ განმეორებულა. კვირა კვირას მიჰყვებოდა მაგრამ მე ძველებურად არ შემეძლო გამეცნობიერებინა ჩაძინების მომენტი და მეპოვა საკუთრი ხელები სიზმარში. მაგრამ ნელ ნელა ვამჩნევდი, რომ ჩემს სიზმრებში რაღაც გაურკვეველი შეგრძნება ჩნდებოდა. თითქოს რაღაც უნდა გამეკეთებინა მაგრამ ვერ ვიხსენებდი რა. ეს შეგრძნება ისეთი ძლიერი იყო რომ ყოველ ღამით მაღვიძებდა.

დონ ხუანს მოვუყევი ჩემი ამაო მცდელობების შესახებ, რათა როგორმე გადამელახა სიზმრის პირველი კარიბჭე და მან მითითებები მომცა.

- როცა სიზმარმხილველს სიზმარში რაიმეს პოვნას ავალებენ, ეს მახეა. ნამდვილი მიზანი ჩაძინების მომენტის გაცნობიერებაა. და ეს , როგორც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს მიიღწევა არა ჩაძინების მომენტზე კონცენტრირებით, არამედ სიზმარში რაიმე ობიექტზე მდგრადი ფიქსაციის გზით.

დონ ხუანმა მომიყვა რომ სიზმარმხილველი ყველაფერს, რაც სიზმარშია, მიზანმიმართულად შეავლებს თვალს, და ის ობიექტი, რომელზედაც მტკიცედაა ფოკუსირებული მისი ყურადღება, მხოლოდ თავისებური ათვლის წერტილია.

განუზომელი ძალისხმევის ფასად მე მართლაც შევძელი მეპოვა სიზმარში ხელები. მაგრამ ეს ხელები ჩემი არ იყო. ის მხოლოდ მეგონა ჩემი, სინამდვილეში კი ისინი მე არ მეკუთვნოდნენ გამუდმებით იცვლებოდნენ, და დრო და დრო კოშმარულ ფორმებს იღებდნენ. მაშინ როდესაც ყველაფერი დანარჩენი ჩემს სიზმარში საოცრად მდგრადი იყო. მე თითქმის შევძელი ჩემი ყურადღების არეში მოხვედრილი ყველა ობიექტის ხატის შენარჩუნება.

ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე. და უცებ ჩემი სიზმრების ხარისხი მკვეთრად შეიცვალა. მე სპეციალურად ამისთვის არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ ყოველ საღამოს ვწვებოდი მტკიცე განზრახვით, რომ გამეცნობიერებინა ჩაძინების მომენტი და სიზმარში მეპოვა ჩემი ხელები.

დამესიზმრა, თითქოს ჩემს მშობლიურ ქალაქში ვიყავი. მართალია ჩემი სიზმრის ქალაქი არ ჰგავდა ჩემს მშობლიურ ქალაქს, მაგრამ სიზმარში მე მაინც დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ის ქალაქი იყო სადაც მე დავიბადე. დაიწო ყველაფერი როგორც ჩვეულებრივი, თუმცა ძალიან ნათელი სიზმარი. შემდეგ განათება სიზმარში შეიცვალა. სახეები უფრო მკვეთრი გახდა. ქუჩა რომელზეც მივდიოდი უფრო რეალური ვიდრე წამის წინ. ამტკივდა ფეხები. ვიგრძენი, რომ საგნები აბსურდამდე მკვრივი იყო. როცა კარებს მივეჯახე, არა მხოლოდ ვიგრძენი მუხლის ტკივილი არამედ საკუთარ თავზეც გავბრაზდი მოუხერხებლობის გამო.

მე სავსებით რეალურად დავეხეტებოდი ქალაქში, სანამ არ დავიქანცე. ვხედავდი ყველაფერს ისე ნათლად, თითქოს ამ ქალაქში ჩამოსული ტურისტივით მეხეტიალა მის ქუჩებში. არ იყო არავითარი სხვაობა ამ ქალაქში სეირნობასა და იმ ქალაქებში სეირნობებს შორის სადაც მე პირველად ჩავედი.

- მე მგონია რომ შენ ძალიან შორს წახვედი, - მითხრა დონ ხუანმა , მას შემდეგ რაც ჩემი მონაყოლი მოისმინა, - შენ მხოლოდ ჩაძინების მომენტის გაცნობიერება გევალებოდა.შენ დაანგრიე კედელი მაშინ როცა მხოლოდ მასზე დამჯდარი კოღოს მოკვლა გევალებოდა.

-შენ იმის თქმა გინდა, რომ ეს ყველაფერი ავურიე?

-არა. მაგრამ შენ ცდილობ გააკეთო ის რაც ერთხელ უკვე გამოგივიდა.როდესაც მე შენი შემკრები წერტილი ვაიძულე დაძრულიყო და ჩვენ იმ უცნაურ ქალაქში მოვხვდით შენ არ გეძინა.შენ ხედავდი სიზმარს მაგრამ არ გეძინა.ეს იყო სიზმარი , მე იმას ვგულისხმობ რომ შენი შემკრები წერტილი ჩვეულებრივი ძილის დროს არ გადაადგილდა .მე ვაიძულე ის დაძრულიყო.

- ახლა შენ თვითონ შეგიძლია მისი ამ მდებარეობის მიღწევა სიზმრის საშუალებით. მაგრამ ახლა მე აღარ გირჩევდი პრაქტიკის გაგრძელებას.

-ეს საშიშია?

- თანაც როგორ! სიზმარხილვა განსაკუთრებულ სიფხიზლეს მოითხოვს. დაუშვებელია ყოველგვარი მცდარი მოძრაობა. სიზმარხილვა გამოღვიძების კონტროლის მოპოვების პროცესია. სიზმარხილვის ყურადღებას სჭირდება სისტემატიური ვარჯიში, რადგან ესაა მეორე ყურადღების კარი.

- რა სხვაობაა სიზმრის ყურადღებასა და მეორე ყურადღებას შორის?

- მეორე ყურადღება ოკენეს ჰგავს ხოლო სიზმარხილვის ყურედღება მდინარეა რომელიც მას უერთდება. მეორე ყურადღება აღქმის მდგომარეობაა, როცა ისეთ სრულყოფილ სამყაროებს აღვიქვამთ, როგორიც ჩვენია. ხოლო სიზმრის ყურადღება ეს სიზმარში არსებული ცალკეული ობიექტების აღქმის მდგომარეობაა .

დონ ხუანმა ხაზი გაუსვა, რომ სიზმრის ყურადღება ეს ჯადოქრების სამყაროს ნებისმიერი მოძრაობის გასაღები. ჩვენს სიზმარში არსებული უამრავი ობიექტიდან არის ისეთებიც, რომელიც ენერგეტიკული ჩარევის შედეგია. ისინი შემოყვანილია ჩვენს სიზმრებში უცხოების მიერ. ჯადოქრობის ხელოვნება სწორედ იმაში მდგომარეობს რომ იპოვო და ამოიცნო ისინი.

დონ ხუანმა ისე გამოკვეთა ეს რამოდენიმე ფრაზა რომ მე ვთხოვე ეს კიდევ ერთხელ აეხსნა, მცირე ყოყმანის შემდეგ მან მიპასუხა.

- სიზმრები - ეს კარი თუ არა, გარკვეული გასაძვრომია სხვა სამყაროებში გასასვლელად. ისინი ჰგვანან ქუჩას, სადაც ორმხრივი მოძრაობაა. ამ საძვრომებით ჩვენი ცნობიერება ყოფიერების სხვა სფეროებში აღწევს. იქიდან კი ჩვენს სიზმრებში აღწევენ მზვერავები.

- რა არის მზვერავები?

- ენერგიის ნაკადები, რომლებიც შემოიჭრებიან ჩვენს ჩვეულებრივ სიზმარში და ერევიან იქ არსებულ ობიექტებს. უცხო ენერგიის ნაკადებს რომელიც აღწევენ ჩვენს სიზმრებში, ჩვენ აღვიქვამთ ხან როგორც რაიმე ნაცნობს, ხან როგორც უცხოს.

- მაპატიე დონ ხუან მაგრამ ჩემამდე რაღაც ვერ აღწევს შენი ახსნა.

- ვერ აღწევს, რადგან შენ სიზმარხილვაზე ისევ ისე ფიქრობ, როგორც მოვლენაზე, რაც ჩვენ თავს ხდება როცა ვიძინებთ. მე კი გთავაზობ მეორე ვერსიას, სიზმრები ეს საძვრომია აღქმის სხვა სფეროში. მისი გავლით მოედინება უცხო ენერგიის ნაკადებიდა როცა ტვინი ან გონება აღიქვამს ამ ენერგიებს, ის გადააქცევს მათ სიზმრის ნაწილად.

დონ ხუანი ცოტა ხანს დადუმდა რომ ჩემი გონებისთვის თავისი ნათქვამის გაცნობიერების საშუალება მოეცა.

-ჯადოქრები აცნობიერებენ ამ ენერგიის ნაწილს , - განაგრძობდა ის, - და როგორც კი შეამჩნევენ, ცდილობენ გამოყონ ისინი სიზმრის ნაკადიდან.

- რატომ აცალკევებენ მას ჯადოქრები დონ ხუან?

- რადგან ეს ნაკადენი უცხო რეალობებიდან მოდიან და თუ მათ თვალს მივადევნებთ თავიანთ დასაბამამდე ისინი ჩვენი გამცილებლები გახდებიან ისეთ სივრცეში, რომელიც სავსეა საიდუმლოებებით. ჯადოქრებსაც რომ შიშს გვრის მათი ხსენება.

- როგორ აცალკევებენ ჯადოქრები მათ სიზმრის ჩვეულებრივი დინებიდან?

- სიზმარხილვის ყურადღების ვარჯიშისა და კონტროლის საშუალებით. გარკვეულ მომენტში სიზმარხილვის ყურადღება აღმოაჩენს მათ სიზმრის ნაკადში და ფოკუსირდება მათზე, მაშინ მთელი სიზმარი ლღვება და რჩება მხოლოდ უცხო ენერგია.

დონ ხუანმა უარი თქვა ამ თემის კიდევ განხილვაზე. ის დაუბრუნდა იმას რომ ჩემი სიზმარხილვა უნდა განეხილა როგორც სიზმრის ხელოვნებაში პრაქტიკის პირველი მცდელობები. ეს კი ნიშნავდა რომ მე სიზმრის პირველ კარიბჭეს მივაღწიე.

ერთხელ უეცრად დონ ხუანი მოულოდნელად დაუბრუნდა შეწყვეტილ საუბარს. მან თქვა:

- ახლა მე მინდა ისევ გაგიმეორო რა უნდა გააკეთო სიზმარში, რომ სიზმარხილვის პირველი კარიბჭე გადალახო. ფოკუსირება გააკეთე რაიმე ობიექტზე რასაც აირჩევ როგორც ათვლის წერტილს. შემდეგ გადაიტანე მზერა სხვა ობიექტებზე წამიერად და ისევ ათვლის წერტილს დაუბრუნდი. გახსოვდეს, თუ შენ მხოლოდ წამიერად შეხედავ, ობიექტები არ გადაადგილდებიან. შემდეგ ისევ დაუბრუნდი ათვლის წერტილს.

- რას ნიშნავს სიზმრის პირველ კარიბჭეში გავლა?

- ჩვენ ვაღწევთ პირველ კარიბჭეს როცა ვაცნობიერებთ ჩაძინების მომენს ან როცა ვხედავთ ფანტასტიკურად რეალურ სიზმარს. მას შემდეგ რაც მათ მივაღწევთ საჭიროა გადავლახოთ და ამასთანავე შევინარჩუნოთ ჩვენს სიზმარში არსებული ყველა ობიქტი.

- მე თითქმი გამომდის ვუყურო ობიექტებს ჩემს სიზმარში მაგრამ ისინი სწრაფად ქრებიან.

- სწორედ ამაზე გეუბნები, - მიპასუხა მან, - ათვლის წერტილის გამოყენების მეთოდი შემუშავებული იქნა ჯადოქრების მიერ სიზმრის ისეთი თვისების კომპენსირებისთვის როგორიც სწრაფმავლობაა. ყოველ ჯერზე როცა შენ გამოყოფ ათვლის წერტილს და მზერის ფოკუსირებას აკეთებ მასზე შენ გრძნობ ენერგიის მოზღვავებას. ამიტომ დასაწყისისათვის ნუ ეცდები დიდი რაოდენობით ობიექტს შეხედო. ოთხი საკმარისი იქნება. მერე თანდათან გააფართოვებ დიაპაზონს, ვიდრე არ ისწავლი ყველაფრის დანახვას რასაც მოისურვებ. მაგრამ ყოველთვის, როდესაც სახეები გადაადგილებას დაიწყებენ, დაუყოვნებლივ დაუბრუნდი ათვლის წერტილს და ყველაფერი ახლიდან დაიწყე.

- შენ მართლაც გჯერა იმის, რომ მე მივაღწიე სიზმრის პირველ კარს დონ ხუან?

- ენ გჯერა ამის და ეს უკვე ბევრს ნიშნავს , იმისდა მიხევდით თუ როგორ წახვალ წინ, შეამჩნევ, როგორ ადვილად გამოგივა სიზმარხილვის პრაქტიკა.

მე ვფიქრობდი, რომ დონ ხუანი ან აჭარბებდა, ან ჩემი გამხნევება უნდოდა. მაგრამ მან მითხრა რომ სრულიად გულწრფელი იყო.

- ყველაზე გასაოცარი რაც ემართება სიზმრისმხედველს ისაა, რომ პირველი კარიბჭის მიღწევასთან ერთად ის თავის ენერგეტიკულ სხეულსაც აღწევს.

- რა არის ენერგეტიკული სხეული?

- ფიზიკური სხეულის ორეული. ენერგიით შექმნილი მოჩვენების მსგავსი სუფთა ენერგიისგან შექმნილი ფორმა.

- და განა ფიზიკური სხეული არ შედგება ენერგიისგან?

- შედგება, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ენერგეტიკული სხეული ეს მხოლოდ ფორმაა მასის გარეშე. ენერგეტიკულ სხეულს შეუძლია შეასრულოს ფიზიკური სხეულისთვის უცხო ქმედებები.

- მაგალითად დონ ხუან?

- მაგალითად თვალის ერთ დახამხამებაში დედამიწის სხვა კუთხეში აღმოჩენა. სიზმარხილვა ეს ენერგეტიკული სხეულის წრთობაა, მისთვის დრეკადობისა და კორდინაციის მინიჭება გარკვეული წვრთნის შედეგად. სიზმრის პრაქტიკით ჩვენ ვამკვრივებთ ენერგეტიკულ სხეულს სანამ ის აღქმადი ერთეული არ გახდება. ცნობიერება, რომელიც ენერგეტიკულ სხეულს გააჩნია დამოუკიდებელია, თუმცა კი ჩვენი ყოველდღიური ცნობიერების გავლენას განიცდის. ენერგეტიკული სხეული თავს აღიქვამს თავისებურ განცალკევებულ სფეროში.

- და ეს რა სფეროა დონ ხუან?

- ენერგია. ენრგეტიკული სხეული აღიქვამს ენერგიას როგორც საკუთრივ ენერგიას.სიზმრის პროცესში მან ენერგიას შეიძლება სამგვარად მიმართოს: აღიქვას ენერგიის ნაკადები,გამოიყენოს ენერგია როგორც ბიძგი რათა რაკეტის მსგავსად გადაფრინდეს სრულიად განსხვავებულ სივრცეში,ანდა აღიქვას ისე როგორც ჩვენ ჩვეულებრივად აღვიქვამთ სამყაროს.

- რას ნიშნავს ენერგიის ნაკადების აღქმა?

-ეს ნიშნავს მის დანახვას. ენერგეტიკული სხეული ხედავს მას, ან როგორც შუქს ან როგორც ნაკადს რომელიც ვიბრირებს ან სივრცის არაერთგვაროვნებას. ანდა გრძნობს მას როგორც რხევას ან გარკვეულ გრძნობას რომელიც ფიზიკურ ტკივილთანაც შეიძლება იყოს გაიგივებული.

- და მეორე საშუალება, დონ ხუან, რომელსაც შენ ახსენებდი, ენერგიის, როგორც ბიძგის გამოყენება?

- ენერგია ენერგეტიკული სხეულის აღქმისა და არსებობის სფეროა. ამიტომ მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს სამყაროში არსებული ენერგეტიკული ნაკადების გამოყენება გადაადგილებისთვის. ყველაფერი რაც ამას ჭირდება მხოლოდ ენერგეტიკული ნაკადის გამოცალკევებაა და მისი მიყოლაა.

დონ ხუანი ჩაფიქრდა და გაჩერდა, თითქოს რაღაცის დამატება სურდა და არ იცოდა, ღირდა ამის გაკეთება თუ არა. მან გაიღიმა და ისევ განაგრძო ახსნა სწორედ იმ მომენტში როცა მე უკვე კითხვის დასმას ვაპირებდი.

- მე უკვე ვთქვი რომ თავიანთ სიზმრებში ჯადოქრები გამოყოფენ მზვერავებს, რომლებიც სხვა სამყაროებიდან არიან, ამას ემსახურება ენერგეტიკული სხეული. ის ამოიცნობს და ისრუტავს უცხო ენერგიას. მაგრამ არასასურველია, რომ სიზმარმხილველი ამით ძალიან გაერთოს , რადგან მზვერავების დაჭერა გატაცებად გადაიქცევა, რომელზეც ის დამოკიდებული ხდება. მე არ მინდოდა შენთვის ამის მოყოლა იმ სიიოლის გამო, რომლითაც ადამიანს შეუძლია ამ ნადირობაში ჩათრეულ იქნეს.

დონ ხუანმა სწრაფად შეცვალა საუბრის თემა და მთელი რიგი პრაქტიკული საშუალებები გამაცნო. მე აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის რაღაც დონეზე ბევრი მათგანი მიუღწეველი, მაგრამ სხვა დონეზე სავსებით ლოგიკური და გასაგები იყო. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განზრახულად კონტროლირებადი მიღწევა სიზმრის პირველი კარიბჭისა - ესაა გზა ენერგეტიკული სხეულისკენ. მაგრამ ამ მიღწევის შენარჩუნება ენერგიის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ჯადოქრები ამისთვის საჭირო ენერგიას ყოველდღიური სამყაროს აღსაქმელად გამოსაყენებელი ენერგიის ჭკვიანურად გადანაწილების გზით.

როცა მე ვთხოვე რომ უფრო ნათლად აეხსნა , დონ ხუანმა მითხრა რომ ყოველი ადამიანი ფლობს საწყის ენერგიას. ესაა ენერგიის მთელი რაოდენობა, რაც გაგვაჩნია და მას ჩვენ მთლიანად გარშემო არსებული სამყაროს აღსაქმელადდა იქ წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად ვიყენებთ.მან რამოდენიმეჯერ გაიმეორა რომ ენერგიას ჩვენ სხვა ვერსაიდან ავიღებთ,რადგან ჩვენში არსებულ ენერგიას უკვე ვიყენებთ, ერთი წვეთიც კი არაა დარჩენილი იმ ექსტრაორდინალური აღქმისთვის რასაც ჩვენ სიზმარხილვას ვეძახით.

- და რაღა უნდა ვქნათ? ვკითხე მე

- ჩვენ მხოლოდ ისღა გვრჩება რომ ძუნწები გავხდებით ენერგიასთან მიმართებაში,ის უნდა მოვიპოვოთ ნებისმიერი ხერხითა და გზით რაც კი შეიძლება.

მერე დონ ხუანმა მომიყვა რომ ჯადოქრებს განსაკუთრებული მეთოდი გააჩნდათ ენერგიის მოსაპოვებლად.ისინი გონივრულად გადაანაწილებენ მას და ცდილობენ მისი მინიმელური რაოდენოდა მოეახმარებინათ ყველაფერ იმისთვის რასაც ზედმეტად თვლიან.ამ მეთოდს ჰქვია „ჯადოქრის გზა“.როგორც დონ ხუანმა განმარტა „ჯადოქრის გზა“ მდგომარეობდა ჯადოქრის მიერ გარკვეული მიდგომის შერჩევაში ყველა იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში რომელთანაც მას უხებოდა შეჯახება ამ სამყაროში.ის რასაც ჯადოქარი ირჩევს ყოველთვის უფრო გონივრულია ვიდრე ის რასაც ჩვენ გავსწავლინ მშობლები ,ჯადოქრის არჩევანი ცხოვრების სტილის გამოსწორებაში მდგომარეობს,ესაა ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა სიცოცხლის მიმართ.

- რა დამოკიდებულებაზე ლაპარაკობ?

-არსებობს ცხოვრებასთან დამოკიდებულების ორი ძირითადი ვარიანტი:
პირველი - დანებდე მას, მოერგო მის მოთხოვნებს, ან ებრძოლო მათ.
მეორე - შენი ცხოვრებისელი სიტუაციების ფომირება შენივე გეგმების შესაბამისად.

- და შენ შეგიძლია შენი ცხოვრებისეული სიტუაციების ფორმირება დონ ხუან?

-ადამიანს შეუძლია თავისი ცხოვრებისეული სიტუაციების ფორმირება მისივე წესებთან შესაბამისობაში. - მიპასუხა მან, - სიზმრისმხედველები აკეთებენ ამას. ეს საშინლად ჟერს? სულაც არა,თუ იმას გავითვალისწინებთ რა ცოტა ვიცით საკუთარი თავის შესახებ.

მან მითხრა, რომ როგორც მასწავლებელი, იგი დაინტერესებულია იმით, რომ მე როგორც საჭიროა გავიაზრო რა არის ცხოვრება და რას ნიშნავს ცხოვრობდე. უფრო სწორად განსხვავება სიცოცხლის ფენომენის, როგორც ბიოლოგიური ძალების ზემოქმედების საგნისა და სიცოცხლის პროცესისა მიმართულის შემეცნებისკენ.

- ცხოვრებისეული სიტუაციის ფორმირებისას,- განაგრძობდა დონ ხუანი,- ჯადოქრები ცხოვრების პროცესის გააზრებას გულისხმობენ. ამ გააზრების ფორმირების ხარჯზე ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ენერგია, საკმარისი იმ შედეგების ფორმირებისთვის, ცხოვრებაში გაკეთებული ყველა არჩევანისთვის და მთელი სასიცოცხლო პროცესისთვის.

სიზმარზე საუბრის დამთავრებისას დონ ხუანმა მირჩია უბრალოდ კი არ მეფიქრა იმაზე, რაც მომიყვა, არამედ მეცადა მრავალგზის გამეორების გზით დამენერგა მისი კონცეფციები ცხოვრებაში, გამომემუშავებინა ახალი, უფრო კორექტირებული და ენერგეტიკულად ჯანსაღი ცხოვრების წესი. ის ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ახალი ჩვენს ცხოვრებაში, ძირითადად ჯადოქრების კონცეფციებია, რასაც ის მე მასწავლიდა, საჭირო იყო განმეორებულიყო ჩვენს სრულიად დაქანცვამდე და მხოლოდ ასე შევძლებდით გავხსნილიყავით. მან ისიც დააყოლა, რომ სწორედ გამეორების გზით ჩვენი სოციუმის წინაპრები გვაჩვევენ ამ სამყაროში არსებულ აღქმის თავისებურებებს.

იმისად მიხედვით როგორ ვვარჯიშობდი სიზმრის ხელოვნების დასაწყის სტადიაში, მე მივაღწიე იმას, რომ მთლანად გამეცნობიერებინა ჩაძინების მომენტი. გარდა ამისა ვისწავლე გავჩერებულიყავი სიზმარში, რათა სათანადოდ დამეთვალერებიან ნებისმიერი ობიექტი. ის რასაც მე ვგრძნობდი სულ ცოტა სასწაულად მიმაჩნდა.

დონ ხუანი მარწმუნებდა, რომ რაც უფრო კონტროლირებადი ხდებოდნენ სიზმრები, ჩვენს მიერ ჩვენი სიზმარხილვის ყურადღებაც უფრო სრულყოფილი ხდებოდა. ის არ ცდებოდა როცა ამბობდა რომ სიზმრის ყურადღება მოქმედებას იწყებდა, როცა მას გამოიხმობდი, როცა მის წინაშე რაიმე ამოცანას დააყენებდი. ეს არ მიმდინარეობდა, როგორც ჩვეულებრივი გააზრების პროცესი. ოპერაციული სისტემები, რომლებიც გარკვეულ დროს მოითხოვენ ან ფუნქციონალური ქმედებები რომლებსაც გარკვეულ შედეგამდე მივყავართ ამ დროს არ არსებობს. უბრალოდ დგება გამოღვიძება, რაღაც, რაც აქამდე თვლემდა მოქმედებას იწყებს.