ლურჯი მზვერავი 

სრულიად უაზრო სიზმარი მესიზმრა. ჩემთან ერთად ქეროლ თიგსი იყო აგრეთვე დონ ხუანი და მისი ჯგუფის ყველა წევრი. ქეროლი რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ მე არ მესმოდა, ისინი მოყვითალო ნისლიდან ჩემს გამოთრევას ცდილობდნენ.

უამრავი ცდა დასჭირდათ, მე მათმხედველობის არედან ვკარგავდი და ისევ ვპოულობდი , და ბოლოს შეძლეს ჩემი იმ ადგილიდან გამოყვანა.ვინაიდანმე ამ ყველაფრის მნიშვნელობა არ მესმოდა ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რომ ეს სიზმარხილვა კი არა ჩვეულებრივი არეული სიზმარი იყო.

ძალიან გამიკვირდა, როცა დონ ხუანის სახლში გავიღვიძე. განძრევაც კი არ შემეძლო, ენერგია საერთოდ არ მქონდა . არც კი ვიცოდი რა მეფიქრა თუმცა კი მაშინვე მივხვდი რომ მდგომარეობა სერიოზული იყო. გამიჩნდა უცნაური შეგრძნება თითქოს მთელი ჩემი ენერგია იმიტომ დავკარგე, რომ ძალიან დავიღალე სიზმარხილვაში.

დონ ხუანი სმოსწავლეები ძალიან ღელავდნენ იმაზე, რაც მე დამემართა. ისინი რიგრიგობით შემოდიოდნენ ჩემს ოთახში და თითოეული რომელიმე სხვის შემოსვლამდე რჩებოდა. მივხვდი, რომ ასე რიგრიგობით ჩემს სადარაჯოს შემოდიოდნენ, მაგრამ ისე დასუსტებული ვიყავი რომ ამ საქციელის მიზეზს ვერ ვეკითხებოდი.

შემდეგ დღეებში თავი უკეთესად ვიგრძენი და ბოლოსდაბოლოს მათაც დაიწყეს ჩემთან ჩემს სიზმარხილვაზე საუბარი. თავიდან არ მესმოდა რა უნდოდათჩემგან, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ისინი ჩემი თავგადასავლით ჩრდილოვან არსებებთან ძალიან შეწუხებულები იყვნენ.თითოეული მათგანი შეშინებული იყო და ერთი და იგივეზე ლაპარაკობდა.ისინი მარწმუნებდნენ რომ არასოდეს ყოფილან ჩრდილების სამყაროში, ზოგიერთმა ისიც კი თქვა, რომ მისი არსებობაც კი არ იცოდა. მათმა მონაყოლმა და ქმედებებმა ჩემი დაბნეულობა და შიში უფრო გაზარდეს.

თითოეული მათგანი ერთი და იგივე კითხვას მისვამდა : "ვინ მიგიყვანა იმ სამყაროში ?" ან " საერთოდ საიდან გაგიჩნდა იქ მოხვედრის სურვილი?". როცა მათ ვუთხარი, რომ იქ მზვერავმა მიმიყვანა, ძლივს დაიჯერეს, ისინი ვარაუდობდნენ რომ მე დავდიოდი იქ, მაგრამ რადგან გამოცდილება არ ჰქონდათ, მათ არ ესმოდათ რაზე ვლაპარაკობდი. მიუხედევად ამისა მათ მაინც ყველაფრის ცოდნა უნდოდათ, ყველაფრის რისი მოყოლაც ჩრდილოვან სმყაროზე და მათ სამყაროზე შემეძლო. ყველანი დონ ხუანის გარდა ჩემს საწოლთან ისხდნენ, და ხარბად ისმენდნენ ჩემს თითოეული სიტყვას. მაგრამ როგორც კი ჩემს მდგომარეობაზე შევეკითხებოდი, ზუსტად ისე გაურბოდნენ პასუხს როგორც ჩრდილოვანი არსებები.

კიდევ ერთი უსიამოვნო რეაქცია, რომელიც მათ შევამჩნიე - ისინი გაურბოდნენ ჩემთან ნებისმიერი სახის ფიზიკურ კონტაქტს. ყოველთვის ცდილობნენ გარკვეული დისტანცია დაეცვათ თითქოს კეთროვანი ვყოფილიყავი. მათმა ასეთმა საქციელმა ისე შემაშფოთა რომ იძულებული გავხდი მიზეზი მეკითხა. მათ ძალიან ეწყინათ, ყველაფერი უარყვეს და ყველანაირად ცდილობდნენ საწინააღმდეგოში დავერწმუნებინე. მე გულიანად ვიცინე შექმნილ უხერხულ მდგომარეობაზე, რადგან ყოველთვის, როცა ჩემს მოხვევას ცდილობდნენ მათი სხეულები თითქოს შეშდებოდა.

ფლორინდა გრაუ, დონ ხუანი ყველაზე დაახლოებული მოსწავლე, ერთადერთი იყო მისი ჯგუფის წევრებიდან რომელიც ბევრ ფიზიკურ ყურადღებას მითმობდა და ცდილობდა აეხსნა რა მემართებოდა. მან მიამბო რომ ენერგია არაორგანული არსებების სამყაროში დავკარგე და ახლა მის აღგდებას ცდილობდნენ, და რომ ჩემი ახალი ენერგეტიკული მუხტი ზოგიერთ მათგანს ძალიან აშფოთებდა.

ყოველ საღამოს ფლორინდა მაწვენდა ლოგინში, თითქოს ინვალიდი ვყოფილიყავი, საბავშო ზღაპრებსაც კი მიყვებოდა , ამაზე ყველა ხარხარებდა. იმისდა მიუხედავად, რომ ის ჩემით ერთობოდა, მე მაინც დავაფასე მისი ზრუნვა, რომელიც სრულიად გულწრფელი მეჩვენა.

ადრე მე უკვე ვწერდი ფლორინდაზე, მასთან შეხვედრაზე. ის ყველზე მშვენიერი ქალი იყო რომელიც კი ოდესმე შემხვედრია, ერთხელ ვუთხარი კიდევაც, რომ შესანიშნავი ფოტომოდელი იქნებოდა ჟურნალისთვის :

- 1910 წლის ჟურნალისთვის - თქვა მან - ფლორინდა თუმცა ახალგაზრდა არ იყო მაგრამ მოხუცებულსაც არ გავდა. ის ახალგაზრდა და ამაღელვებელი ჩანდა.

როგორც კი ჩრდილების სამყაროზე თავიანთი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილეს, დონ ხუანის მომხრეებმა შეწყვიტეს ჩემს ოთახში სიარული. ჩემთან საუბრისას კი ჩემს ჯამრთელობაზე შაბლონური კითხვებით შემოიფარგლებოდნენ. ყოველთვის, როცა ადგომას ვცდილობდი, ის ვინც იმ წუთას ჩემს გვერდით იყო, ცდილობდა ისევ სათუთად ჩავეწვინე ლოგინში. მე მათი მოვლა არ მჭირდებოდა, მაგრამ ალბათ თავად ისინი მჭირდებოდნენ, მე ხომ ასე სუსტად ვიყავი. ამას შევეგუე, მაგრამ დარჩა რაღაც, რაც სევდიან მელოდიად მიყვებოდა ჩემს ფიქრებს. ვერც ერთი მთგანი ვერ მიხსნიდა რატომ ვიყავი მექსიკაში, როცა მე ლოს ანჯელესში დავიძინე. არაერთხელ ვიკითხე ამაზე მაგრამ თითოეული მათგანი ერთი და იგივეს მპასუხობდა.

- შეეკითხე ნაგვალს მხოლოდ ის აგიხსნის ამას.

ბოლოს დუმილი ფლორინდამ დაარღვია.

- შენ მახეში შეგიტყუეს, სწორედ ეს შეგემთხვა - მითხრა მან.

- კონკრეტულად სად გავები მახეში?

- რა თქმა უნდა არაორგანული არსებების სამყაროში .

- სწორედ ამ სამყაროსთან გქონდა საქმე წლების განმავლობაში, ასე არ არის?

- რათქმა უნდა ფლორინდა, მაგრამ შენ შეგიძლია მითხრა, რა სახის იყო ეს მახე?

- არა არ შემიძლია, ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა რომ შენ იქ მთელი ენერგია დაკარგე, თუმცა შენ კარგად იბრძოდი.

- ავად რატომ ვარ ფლორინდა?

- შენ არ გჭირს რაიმე კონრეტული დაავადება, შენ ენერგეტიკულად ხარ დაცლილი, კრიტიკულ მდგომერეობაში იყავი მაგრამ ახლა მხოლოდ ენერგეტიკულად დაზიანებული ხარ.

- როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

- შენ სასიკვდილო ბრძოლაში ჩაები არაორგანულ არსებებთან და დამარცხდი.

- მაგრამ მე არანაირი ბრძოლა არ მახსოვს

- გახსოვს თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ იბრძოდი და დამარცხდი. არანაირი შანსი არ ქონდა, რომ ეს დახელოვნებული მანიპულატორები დაგემარცხებინა.

- მე არაორგანულ არსებებს ვებრძოდი?

- კი შენ მათ სასიკვდილოდ შეები, მე მართლა ვერ ვხვდები როგორ გადაიტანე შენ ეს სასიკვდილო დარტყმა.

მას მეტი აღარაფერი მოუყოლია, მხოლოდ დაამატა რომ მალე ნაგვალი მნახავდა.

მეორე დღეს დონ ხუანიც მოვიდა . ის მხიარული და იმედიანი იყო, თანაც გამეხუმრა, რომ ამ ვიზიტისთვის უნდა გადამეხადა რადგან ის ჩემთან ენერგეტიკული ექიმის სახით მოვიდა, თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვარიელა.

- უკვე თითქმის გამოჯამრთელდი , - მითხრა მან

- რა დამემართა? - ვკითხე მე

- შენ არაორგანული არსებების მიერ შენთვის დაგებულ მახეში გაები, - მიპასუხა მან

- აქ როგორ მოვხვდი?

- სწორედ ესაა ყველაზე დიდი საიდუმლო - მიპახუსა მან მხიარული ღიმილით, თან ცდილობდა მსუბუქად მიდგომოდა სერიოზულ საქმეს.

- არაორგანულმა არსებებმა მთლიანად შეგიპყრეს, მათ ჯერ შენი ენერგეტიკული სხეული შეიპყრეს, როცა ერთ მზვერავს გაყევი, შემდეგ კი შენი ფიზიკური სხეული - მეორე მზვერავის გამოჩენასთან ერთად.

დონ ხუანის მეგობრები ამით შოკირებულნი იყვნენ. რამდენიმე მათგანმა მკითხა, შეეძლოთ თუ არა არაორგანულ არსებებს ნებისმიერი ჩვენგანის მოტაცება, დონ ხუანმა უპასუხა რომ ეს რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო. მან შეგვახსენა რომ ნაგვალი ელიასიც წაიყვანეს იმ სამყაროში მიუხედავად იმისა რომ მას სულაც არ უნდოდა იქ წასვლა.

ყველა თავს უქნევადა თანხმობის ნიშნად, დონ ხუანი კი აგრძელებდა მათთან საუბარს და მე მესამე პირში მიხსენიებდა. მან ახსნა რომ არაორგანული არსებების გაერთიანებულმა ცნობიერებამ ჯერ ჩემი, ჩემივე ემოციური აფეთქებით გამოწვეული, ენერგეტიკული სხეული შეჭამა რაც აუცილებელი იყო ლურჯი მზვერავის გასათავისუფლებლად. შემდეგ არაორგანული არსებების იმავე ჯგუფის გაერთიანებულმა ცნობიერებამ ჩემი ინერტული ფიზიკური მასა თავიანთ სამყაროში შეისრუტა. დონ ხუანმა დაამატა, რომ ენერგეტიკული სხეულის გარეშე ადამიანი მხოლოდ ენერგეტიკული მატერიის ნაჭუჭს წარმოადგენს, რომელსაც იოლად განკარგავს სხვა ცნობიერება.

- არაორგანული არსებები ეწეპებიან ერთმანეთს სხეულის უჯერედების მსგავსად - განაგრძობდა დონ ხუანი. როდესაც თავიანთ ცნობიერებას ერთმანეთს უერთებენ, ისინი დაუმარცხებელნი ხდებიან. მათ არაფრად არ უღირთ ჩვენი გამოთრევა ჩვენი ყოველდღიურობიდან და თავიანთ სამყაროში გადაყვანა. განსაკუთრებით თუ ჩვენ შესამჩნევი და ხელმისაწვდომი ვართ, როგორც ეს მან გააკეთა.მხოლოდ დამსწრეთა სუნთქვა ისმოდა. დონ ხუანის ყველა მიმდევარი ნამდვილად შეშინებული და შეშფოთებული იყო.

მინდოდა დამეჩივლა და დონ ხუანისთვის დამებრალებინა რომ არ გამაჩერა, მაგრამ მაშინვე გამახსენდა რომ ის არაერთხელ ეცადა გავეფრთხილებინე ეს არ დამეშვა, მაგრამ ამაოდ. დონ ხუანმა რა თქმა უნდა იცოდა, რა ხდებოდა ჩემს გონებაში. ამაზე მისი ღიმილიც მოწმობდა.

- მიზეზი რის გამოც შენ ავად ხარ, - მომმართა მან ბოლოს - იმაში მდგომარეობს, რომ არაორგანულმა არსებებმა მთელი შენი ენერგია წაიღეს, შენ კი თავისუფლება მოგცეს. ეს საკმარისი იქნებოდა ნებისმიერის მოსაკლავად, მაგრამ როგორც ნაგვალს შენ დამატებითი ენერგია გაქვს და სწორედ ამან გიხსნა.

მე ვუთხარი დონ ხუანს რომ სრულიად უაზრო სიზმრის ყველა წვრილმანი მახსოვდა , სიზმრის, სადაც ყვითელ ნისლში აღმოვჩნდი. საიდანაც ჩემს გამოთრევას ქეროლ თიგსი და მისი მომდევრები ცდილობდნენ.

- ჩეულებრივი თვალისთვის არაორგანული არსებების სამყარო ყვითელ ნისლს გავს - მითხრა მან - როცა შენ ფიქრობდი რომ უჩვეულო სიზმარი ნახე, ამ დროს შენი ფიზიკური თვალებით პირველად უყურებდი არაორგანული არსებების სამყაროს, და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს, ჩვენთვისაც პირველი იყო ეს. ჩვენ ნისლის სამყაროზე მხოლოდ ჯადოქრების მონათხრობიდან ვიცოდით, და არა ჩვენი გამოცდილებით.

მისი ნათქვამიდან ჩემთვის აზრი არაფერს ჰქონდა. დონ ხუანი მარწმუნებდა რომ ჩემი არასაკმარისი ენერგიის გამო, მას სხვაგვარად, უფრო დეტალურად ახსნა არ შეეძლო. მე იმით უნდა დავკმაყოფილებულიყავი, რაც მომიყვა და იმით როგორც მე ეს ახლა მესმოდა.

- მე საერთოდ ვერაფერი გავიგე - ვარწმუნებდი მე.

- მაშინ შენ არაფერი დგიკარგავს , - მიპასუხა მან - როცა ცოტათი მოიკეთებ შენ თითონვე უპასუხებ შენს კითხვებს.

გამოვუტყდი დონ ხუანს, რომ ციებცხელების შეტევები მქონდა, მოულოდნელად ჩემი ტემპერატურა იმატებდა სიხცეს მაძლევდა და ვოფლიანდებოდი და უჩვეულო გაელვებები მოდიოდა, ჩემი მდგომარეობის მთლიანად გაცნობიერების.

დონ ხუანმა დაკვირვებით დაათვალიერა ჩემი სხეული და მითხრა რომ ენერგეტიკული შოკის მდგომარეობაში ვიყავი, დროებით მომცელა ენერგიის დაკარგვამ და ის, რაც ციებ-ცხელების შეტევებად მეჩვენებოდა, ენერგიის ნაკადები იყო რომლის დროსაც მე წამით არ მიხდებოდა კონტროლი საკუთარ ენერგეტიკულ სხეულზე და მესმოდა რა მემართებოდა სინამდვილეში.

- ძალა მოიკრიბე და მომიყევი რა დაგემართა არაორგანული არსებების სამყაროში - მთხოვა მან.

მე მოვუყევი, რომ დრო და დრო ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, რომ ის და მისი მეგობრები იქ თავიანთი სხეულებით იყვნენ და ცდილობდნენ ჩემს გამოხსნას არაორგანული არსებების კლანჭებიდან.

- მართალია - წამოიძაა მან - შენ ყველაფერს მშვენივრად აკეთებ. ახლა ეგ შეგრძნება იმის ხილვად გადააქციე რაც მოხდა.

როგორ არ ვცდილობდი მაგრამ ეს ვერ შევძელი. ამ წარუმატებლობამ ერთიანად დამღალა და მეჩვენებოდა, რომ ეს დაღლილობა შინაგან ორგანოებს მიშრობდა. ვიდრე დონ ხუანი ოთახიდან გავიდოდა, მე ვუთხარი რომ ძალიან ვღელავდი.

- ეს არაფერს ნიშნავს, - მიპასუხა მან - აღიდგინე ენერგია და სისულელეეებზე ნუ იღელვებ.

ორ კვირაზე მეტი გავიდა, ვიდრე ჩემი ენერგიის სრულად აღდენას შევძლებდი, მაგრამ მე მაინც ყველაფერზე ვღელავდი. ძირითადად იმაზე ვღელავდი, რომ არ შემეძლო საკუთარი თავისთვის გამეგო, განსაკუთრებით უჩვეულო სიცივის დროს, რომელიც ადრე არ შემიმჩნევია - ინდიფერენტულობა, გაუცხოება, რომლებსაც მე ენერგიის ნაკლებობად მივიჩნევდი იქამდე გაგრძელდა, ვიდრე ენერგია მთლიანად არ აღმიდგინეს.

მერე მე გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი არსების ახალი თვისება გახდა და ეს გამუდმებით მაცოფებდა. მინდოდა შევჩვეოდი ამ შეგრძნებებს და გამუდმებით ვიწვევდი მათ, და ველოდებოდი წუთს, როცა ისინი ცოცხლდებოდნენ ჩემს გონებაში.

ჩემს არსებას კიდევ ერთი ახალი თვისება შეემატა: უცნაური გატაცება, რომელიც დრო და დრო მიპყრობდა. მე მიტაცებდა ვიღაც ვისაც არ ვიცნობდი, ეს იმდენად დამთრგუნველი და შემპყრობელი გრძნობა იყო, რომ როცა ის ჩნდებოდა, მის დასაცხრობად შეუსვენებლივ დავდიოდი ოთახში. ეს გატაცება გაგრძელდა იქამდე, ვიდრე არ დავიწყე ჩემი ცხოვრების ახალი თვისებით სარგებლობა: საკუთარ თავზე მკაცრი კონტროლით, იმდენად ახლითა და მძლავრით, რომ ეს ცეცხლზე ნავთს ასხამდა ჩემს მდგომარეობას.

მეოთხე კვირის ბოლოს ყველა მიხვდა, რომ მე საბოლოოდ გამოვკეთდი. უეცრად მათ ერთბაშად შეწყვიტეს ჩემი მონახულება. დროის დიდ ნაწილს ძილში მარტოობაში ვატარებდი. დასვენება და განტვირთვა იმდენად სასარგებლო აღმოჩნდა, რომ ჩემი ენერგია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვარჯიშიც კი დავიწყე.

ერთხელ, შუადღისას , მსუბუქი საუზმის შემდეგ, ოთახში დავბრუნდი დასაძინებლად. ვიდრე ღრმა ძილში წავიდოდი , ლოგინში დიდხანს ვიწრიალე, რომ მოსახერხებელი მდგომარეობა მეპოვა. უეცრად საფეთქლებში უცნაურმა დაწოლამ მაიძულა თვალები გამეხილა. ჩემი საწოლის თავთან სწორედ ის გოგონა იდგა არაორგანული არსებების სამყაროდან, იდგა და ფოლადივით ცივი ლურჯი თვალებით მიყურებდა.

საწოლიდან წამოვხტი და ისე ხმამაღლა შევყვირე, ჯერ ისევ ვყვიროდი როცა ოთახში დონ ხუანის სამი მიმდევარი შემოვარდა. ისინი გაკვირვებულები იყვნენ. შიშით უყურებდნენ როგორ მომიახლოვდა პატარა გოგონა და ჩემი ფიზიკური სხეულის ნათების საზღვართან გაჩერდა. თითქოს ერთმანეთს მთელი საუკუნე ვუმზერდით.მან რაღაცა მითხრა , მაგრამ მე ვერაფერი გავიგე , მეორე წუთს კი ყველაფერი გასაგები გახდა. მან მითხრა, რომ მისი ნათქვამის გასაგებად ჩემი ცნობიერება ფიზიკური სხეულიდან ენერგტიკულ სხეულში უნდა გადამეტანა.

იმ წუთას ოთახში დონ ხუანი შემოვიდა , პატარა გოგონამ და დონ ხუანმა უხმოდ შეხედეს ერთმანეთს, დონ ხუანი ოთახიდან გავიდა პატარა გოგონაც უკან გაჰყვა.

თავად მე კი აფეთქების ზღვარზე ვიყავი. ვგრძნობდი რომ გონებას ვკარგავდი და დავჯექი. იმ გოგონას მოსვლა ჩემთვის მზის წნულში დარტყმას უდრიდა. ის გამაოგნებლად ჰგავდა მამაჩემს, სენტიმენტალური გრძნობები მომაწვა, ავადმყოფული ინტერესით ვეძებდი ამ ყველაფრის აზრს.

როცა დონ ხუანი ოთახში დაბრუნდა, შევძელი ცოტა გონებაზე მოვსულიყავი , სუნთქვა მეკვროდა ლოდინითა და ინტერესით, თუ რას მეტყოდა პატარა გოგონაზე. ყველა ჩემსავით აღელვებული იყო . მათ ერთდროულად მიმართეს დონ ხუანს და ამის გამო გულიანად გაიცინეს. მთავარი, რაც ჩვენ გვაინტერესებდა იყო შესაძლებლობა გამოგვერკვია იყო თუ არა საერთო იმაში თუ როგორ აღიქვამდა თითოეული ჩვენგანი მზვერავის გარეგნულ სახეს. ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ ეს იყო 6-7 წლის სუსტი გოგონა ბავშვურად გამოკვეთილი ლამაზი ნაკვთებით, ყველამ დაინახა რომ მას ცისფერი ფოლადივით ცივი თვალები ჰქონდა რომელიც გამოუთქმელ ემოციას ასხივებდა, და მათი მტკიცებით ეს მადლიერება და ერთგულება იყო.

მე ნებისმიერი დეტალის დამოწმება შემეძლო, მისი თვალები იმდენად კაშკაშა და ენერგიით სავსე იყო რომ მე გარკვეული ტკივილის შეგრძნებაც კი გამიჩნდა. მკერდზე ვრძნობდი მისი მზერის სიმძიმეს. სერიოზულ კითხვებს, რომლებსაც დონ ხუანის მომხრეები ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე სვამდნენ, მეც ვუერთდებოდი. ყველა შევთანხმდით, რომ ეს მზვერავი უცხო ენერგიის ნაწილი იყო, რომელმაც მეორე ყურადღებასა და ყოველდღიურ ყურადღებას შორის გამოჟონა . ისინი ამტკიცებდნენ რომ მართალია არ იყვნენ სიზმარხილვაში მაგრამ მათ დაინახეს უცხო ენერგია რომელიც ბავშვის ფიგურაში იყო პროეცირებული. ეს ბავშვი არსებობდა.

ისინი მარწმუნებდნენ, რომ არსებობდა ასობით ათასობით შემთხვევაც კი, როცა უცხო ენერგია შეუმჩნევლად ჟონავდა ბუნებრივ წინააღმდეგობებს შორის ადამიანურ სამყაროში, მაგრამ მათი ტრადიციების ისტორიაში არასოდეს იყო ნახსენები ამგავარი ფაქტის შესახებ, ყველაზე მეტად კი აღელვებდათ ფაქტი, რომ მსგავსი მოვლენა არც მაგიურ ისტორიებში მოიპოვებოდა.

- ნუთუ რაღაც მსგავსი თავდაპირველად მოხდა კაცობრიობის ისტორიაში? - ჰკითხა დონ ხუანს ერთ ერთმა მათგანმა.

- მე ვფიქრობ რომ ეს გამუდმებით ხდება - მაგრამ არასოდეს ყოფილა ასე გახსნილი და ნათელი .

- რით შეიძლება ეს დამთავრდეს ჩვენთვის ? -ჰკითხა რომელიღაც მათგანმა დონ ხუანს.

- ჩვენთვის არაფრით, მაგრამ აი ამისთვის კი ყველაფრით. - უპასუხა მან და თან ჩემზე ანიშნა.

დაძაბული დუმილი ჩამოწვა. გარკვეული დრო დონ ხუანი წინ და უკან დადიოდა ოთახში . შემდეგ ის ჩემს წინ გაჩერდა და მომაშტერდა. მისი გამომეტყველებით შეიძლება მივმხვდარიყავი, რომ საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა იმის გამოსახატავად რაც ახლახანს გააცნობიერა.

- მე წარმოდგენაც კი არ შეეძლო იმ მასშტაბების რაც შენ გააკეთე, - მითხრა ბოლოს დაბნეულმა დონ ხუანმა - შენ მახეში გაები, მაგრამ ეს ისეთი მახე არ იყო, რომელზეც მე გაფრთხილებდი. ეს ისეთი მახე იყო, რომელშიც მხოლოდ შენ გაებმებოდი და ის საოცრად ეშმაკურად იყო დაგებული, ბევრად იმაზე უფრო, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. მე მეგონა, რომ შენ პირმოთნეობისა და მსახურების ანკესზე წამოეგებოდი. მაგრამ ვერ გავითვალისწინე რომ ჩრდილოვანი არსებები შექმნიდნენ მახეს, სადაც შენთვის დამახასიათებეს ყოველგვარი წინააღმდეგობების მიმართ ზიზღს გამოიყენებდნენ.

ერთხელ როდესაც დონ ხუანმა ერთმანეთს შეადარა ჩემი და მისი რეაქცია, თუ რა გვავიწროვებდა ყველაზე მეტად ჯადოქრების სამყაროში, მან გაიხსენა , და მისი ბაგეებიდან ეს ჩივილივით გაისმა, რომ მას ძალიან სურდა და ძალიანაც ცდილობდა, რომ ხალხში ისეთი სიყვარული გამოეწვია როგორც ამას მისი მასწავლებელი ნაგვალი ხულიანი ახერხებდა.

- ჩემთვი ყველაზე მნიშვნელოვნია გაიგო და აღიარო, რასაც მე შენ არც გიმალავ. ერთი რამ - მე არ ვფლობ ნიჭს გამოვიწვიო ღრმა და უკომპრომისო სიყვარული. მერე რა?

- შენთვის დამახასიათებელი ხასიათის თავისებურება ის არის - განაგრობდა იგი - რომ შენვერ იტან ვერანაირ წინააღმდეგობებს , და მათ დასანგრევად შენი სიცოცხლის გაწირვაც კი შეგიძლია.

მე გულწრფელად შევეწინააღმდეგე, ვუთხარი რომ აჭარბებდა, ჩემი აღქმა ჯერ კიდევ ისე გარკვეული არ იყო.

- ნუ ნერვიულობ - მითხრა მან სიცილით -მაგია ეს ქმედებაა. როცა დრო მოვა შენ მოუძებნი ადგილს შენს თვისებებს ისე, როგორც მე ვისწავლე ჩემების აქტუალიზება. ჩემი იმაში მდგომარეობს, რომ მე ვიღებ ჩემს ბედისწერას, მაგრამ არა პასიურად, როგორც იდიოტი, არამედ აქტიურად, როგორც მეომარი. შენები კი იმაში მდგომარეობს, რომ თავი დააღწიო ნებისმიერ წინააღმდეგობას და ამ დროს არც ზედმეტად კაპრიზული და არც პრაგმატული არ გახდე.

დონ ხუანმა ამიხსნა , რომ როცა ჩემი და მზვერავის ენერგიები ერთმანეთს შეერწყა,მე რეალურად არსებობა შევწყვიტე, ჩემი ფიზიკური სხეული არაორგანული არსებები სამყაროში გადავიდა, და რომ არა ის მზვერავი რომელმაც დონ ხუანი და მისი მიმდევრები იქ მიიყანა სადაც მე ვიყავი მე მოვკვდებოდი ან დავრჩებოდი იმ სამყაროში სამუდამოდ დაკარგული.

- და რატომ მოგვიყავანათ მზვერავმა იქ სადაც მე ვიყავი ? - ვკითხე მე

- მზვერავი ეს ცოცხალი არსებაა სხვა განზომილებიდან . - მითხრა მან, - იმ პატარა გოგონასთვის, როგორც მან მომიყვა, საჭირო იყო ენერგია რომ გადაელახა ბარიერი რომელმაც ის არაორგანული არსებების სამყაროში გამოკეტა და ამისთვის მას შენი ენერგიით სარგებლოდა მოუხდა. ახლა კი მოვიდა დრო რომ ის დაგხმარებოდა. ის ჩემთან მადლიერების გრძნობამ მოიყვანა, როცა დავინახე მაშინვე მივხვდი რა გააკეთე მისთვის.

- რა გააკეთე მერე დონ ხუან?

- მე შევკრიბე ველა ვისი ნახვაც შევძელი, განსაკუთრებით ქეროლ თიგსი და არაორგანული არსებების სამყაროში გამოვეშურეთ.

- რატომ მაინც და მაინც ქეროლ თიგსი?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ მას უსაზღვრო ენერგია აქვს , და კიდევ - მას უნდა გაეცნო ის მზვერავი . ამ გამოცდილებიდან ყველა ჩვენგანმა რაღაც ფასდაუდებელი მიიღო. შენ და ქეროლ თიგსმა - მზვერავი, სხვებმა კი - შესაძლებლობა შეეკრიბათ ერთად თავისი ფიზიკური სხეულები და მათი ენერგეტიკულ სხეულებთან შეერთებით გარკვეული დროის განმავლობაში მთლიან ენერგიად ქცეულიყვნენ.

- როგორ შეძელით თქვენ ყველამ ეს დონ ხუან?

- ჩვენ სინქრონულად დავძარით ჩვენი შემკრები წერტილები .ყველას გვაერთიანებდა ერთნაირი განზრახვა - გადაგვერჩინე , მზვერავმა თვალისდახმხამებაში გადაგვიყვანა იქ, სადაც შენ მომაკვდავი იწექი და ქეროლ თიგსმა გამოგიყვანა იქიდან.

მის ახსნას ჩემთვის არნაირი აზრი არ ჰქონდა და დონ ხუანმა გაიცინა, როცა მე ამის გაცნობიერებას შევუდექი.

- როგორ უნდა გაიგო, როცა იმდენი ენერგიაც კი არ გაქვს, რომ საწოლიდან წამოდგე ? - მითხრა მან.

მე დავინახე, რომ გაცილებით იმაზე მეტი ვიცოდი ვიდრე ეს გონებით შემეძლო წარმომედგინა, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში რაღაც წესრიგში ვერ იყო.

- ენერგიის უკმარისობა - აი რა არის ეს უკმარისობა, - ამიხსნა მან, - როდასაც შენი ენერგია საკმარისია, შენი გონება მშვენივრად მუშაობს.

- დონ ხუან, შენ თვლი, რომ მე ყველაფრის გახსენებას შევძლებ, რასაც კი მოვინდომებ?

- მთლად არა, შენ შეგიძლია მოგინდეს რაც გინდა, მაგრამ თუ შენი ენერგიის დონე არ შეესაბამება იმას, რაც შენ იცი, მაშინ შენს ცოდნას შეგიძლია დაემშვიდობო - ის შენთვის ხელმისაწვდომი არასოდეს გახდება.

- მაგრამ რაღა ვქნა დონ ხუან?

- ენერგია თანდათან იმატებს და შენ მეომრის გზას მისდევ, დადგება დრო როცა შენი მეხსიერება გაიხსნება.

მე გამოვუტყდი, რომ როცა მისი მონაყოლი მესმოდა, ინდულგირების საოცარი შეგრძნება გამიჩნდა და ჩემი თავი შემეცოდა, რომ არაფერი ცუდი არ შემთხვევია.

- შენ არა მხოლოდ ინდულგირებდი - მიპასუხა მან, - შენ ენერგეტიკულად 4 კვირის განმავლობაში მკვდარი იყავი. ახლა უბრალოდ გაოცებული ხარ. სწორედ შენი ზედმეტი აგზნება და ენერგიის უკმარისობა გიმალავენ იმას, რაც უკვე იცი. რა თქმა უნდა, შენ ჩვენზე გაცილებით მეტი იცი არაორგანული არსებების სამყაროზე. ეს სამყარო ძალიან აინტერესებდათ ძველ ადოქრებს. ჩვენ ყველა გეუბნებოდით, რომ იმ სამყაროზე უძველესი ჯადოქრების მონაყოლიდან იზამდი. მე უნდა გამოგიტყდე, ფაქტი, რომ შენ თავად გახდი ამის გმირი ჩვენი მაგიური ისტორიისა, ჩვენთვის ძალიან უცნაურია.

მე კვლავ გავიმორე, რომ ვერ ვიჯერებდი, რომ ისეთი რამ გავაკეთე რაც მას არ შეეძლო. და არც იმას, რომ დონ ხუანი უბრალოდ არ მამასხრავებდა.

- მე არ გეპირფერები და არც შენს გამასხარავებას ვცდილობ, - მითხრა მან ოდნავ გაღიზიანებულმა. - მე ჯადოსნურ ფაქტს გიყვები. ის, რომ შენ იმ სამყაროზე ყველა ჩვენგანზე მეტი იცი, არ გაძლევს მიზეზს რომ თავი აღმატებულად იგრძნო. ეს ცოდნა არავითარ უპირატესობას არ გაძლევს, სინამდვილეში იმის მიუხედავად, თუ რა იცი, საკუთარი თავი ვერ დაიცავი. ჩვენ გადაგარჩინეთ, რადგან გიპოვეთ, მაგრამ რომ არა იმ მზვერავის დახმარება შენს ძებნას აზრი არ ექნებოდა. გაფიქრებაც კი მზარავს როგორ უიმედოდ ჩაიკარგებოდი იმ სამყაროში.

ჩემი შეხედულებით არაფერი იყო უცნაური იმაში, რომ დონ ხუანიც, მისი მიმდევრებიცა და მოსწავლეებიც აღელვებულიყვნენ. მხოლო ქეროლ თიგსი იყო მშვიდად. მან თითქოს მთლიანად მოირგო თავისი როლი, მე და ის ერთი მთლიანობა ვიყავით.

- შენ მართლაც გაათავისუფლე მზვერავი - განაგრძობდა დონ ხუანი - მაგრამ შენი სიცოცხლე მიეცი, და რაც უფრო უარესია - შენი თავისუფლებაც. არაორგანულმა არსებებმა მზვერავი შენში გაცვალეს და მას წასვლის ნება დართეს.

- მე გაჭირვებით ვიჯერებ ამას დონ ხუან, გამიგე, ეს იმიტომ არ ხდება, რომ შენს სიტყვებში ეჭვი მეპარება მაგრამ შენი ისეთი ცბიერი მანევრი აღწერე, რომ გაოცებული ვარ.

- შენც ნუ ჩათვლი ცბიერად და გაიგებ მის აზრს, არაორგანული არსებები ყოველთვის ეძებდნენ ცნობიერებასა და ენერგიას და თუ შენ ხელში მისცემ ერთსაც და მეორესაც, შენი აზრით რას იზამენ ისინი? ქუჩის მეორე მხრიდან ჰაეროვან კოცნას გამოგიგზავნიან?

მე ვიცოდი რომ დონ ხუანი მართალი იყო, მაგრამ ეს რწმენა დიდხანს ვერ შევინარჩუნე.

დონ ხუანის მიმდევრები განაგრძობდნენ მისთის კითხვების დასმას, უნდოდათ გაეგოთ რა გადაწყვიტა მზვერავთან დაკავშირებით.

- კი, ვიფიქრე, და ეს ყველაზე სერიოზული პრობლემაა რაც ამ ნაგვალმა უნდა გადაწყვიტოს - თქვა მან და ჩემზე მიუთითა, - ის და ქეროლ თიგსი ერთადერთები იყვენენ ვინც მზვერავის გათავისუფლება შეძლო. მზვერავმაც იცოდა ამის შესახებ. ბუნებრივია, რომ მხოლოდ ერთი შესაძლო კითხვა დავუსვი .

- როგორ შევძელი მისი გათავისუფლება?

- იმის მაგივრად რო გითხრა როგორ, მე შენ ამის გასაგებად უფრო უკეთეს გზას შემოგთავაზებ - მითხრა ფართოდ გაღიმებულმა დონ ხუანმა - ჰკითხე ემისარს. შენ იცი რომ არაორგანული არსებები არ იტყუებიან.