სიზმარხილვის მესამე კარიბჭე

სიზმარხილვის მესამე კარიბჭეს მაშინ მიაღწევ, როცა აღმოაჩენ, რომ სიზმარში სხვა ადამიანს უყურებ, მაგრამ ეს ადამიანი შენ აღმოჩნდები - მითხრა დონ ხუანმა.

ამ დროს ჩემი ენერგეტიკული დონე ისეთი მაღალი იყო, რომ მე მაშინვე შევუდექი მესამე დავალების შესრულებას, თუმცა კი დონ ხუანს არავითარი დამატებითი მითითება არ მოუცია.

პირველი, რაც მე ჩემს სიზმარხილვაში აღმოვეჩინე, ის იყო, რომ ენერგეტიკული მოზღვავება უეცრად გადაწევდა შემკრები წერტილის ფოკუსს. ახლა ჩემი ყურადღება იმაზე კონცენტრირდა, რომ სიზმარხილვაში ჩემი თავი მძინარე დამენახა. არაორგანული არსებების სამყაროში მოგზაურობა მეტად აღარ წარმოადგენდა ჩემს მიზანს.

ამ საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მძინარე საკუთარ თავს ვუყურებდი. მაშიმვე დონ ხუანს ვაცნობე. ეს სწორედ მის სახლში მოხდა.

- სიზმარხილვის ყოველი კარიბჭისთვის არსებობს მათში გავლის ორი მეთოდი - თქვა მან. - პირველი, როგორც შენ უკვე იცი, მასთან მისვლაა, ხოლო მეორე ამ კარიბჭეში გავლაა. თუ ძილში ხედავ, რომ გძინავს, მაშინ შენ მიდიხარ კართან, მეორე ეტაპი კი იმაში მდგომარეობს რომ როცა საკუთარ თავს მძინარეს დაინახავ მაშინვე მოძრაობა დაიწყო.

- სიზმარხილვის მესამე კარიბჭესთან, შენ წინასწარ განზრახულად იწყებ სიზმრისა და ყოველდღიურ სამყაროს რეალობის ერთ მთლიანობაში შერწყმას. უძველესი ჯადოქრები ამ ამოცანას ენერგეტიკული სხეულის სრულყოფას უწოდებდნენ. ორი რეალობის შერწყმა იმდენად სავსე უნდა იყოს, რომ შენ გმართებს ამას უფრო მეტი ყურადღება მიაქციო, ვიდრე აქამდე. ყველაფერი, რასაც მესამე კარიბჭესთან ნახავ, დაკვირვებითა და დიდი ინტერესით გამოიკვლიე.
მე შევჩივლე რომ მისი რეკომენდაციები მეტად ბუნდოვანი და აზრს მოკლებული მეჩვენებოდა.

- რას გულისხმობ, როცა ამბობ დიდი ინტერესითა და დაკვირვებით? - ვკითხე მე
- მესამე კარიბჭეში ჩვენ მიდრეკილნი ვართ დეტალებში დავიკარგოთ - მიპასუხა მან, - საგნების დიდი ინტერესით და ყურადღებით თვალიერება - ნიშნავს დეტალებში ჩაღრმავებას გაექცე. ამოცანა, რომელსაც მესამე კარიბჭე დავარქვი, ენერგეტიკული სხეულის დანახვაში მდგომარეობს. სიზმარმხილველი ენერგეტიკულ სხეულთან მუშაობას იწყებს, პირველი და მეორე კარიბჭეების დავალებების შესრულებით. როცა ის მესამე კარიბჭეს აღწევს, მისი ენერგეტიკული სხეული მზადაა გამოყოფისთვის, ან შესაძლოა უკეთ თუ ვიტყვით, ის მზადაა იმისთვის, რომ იმოქმედოს. საუბედუროდ ეს ნიშნავს დეტალებით გატაცებას.

- რას ნიშნავს დეტალებით გატაცება?

- ენერგეტიკული სხეული ბავშვს ჰგავს, რომელიც მთელი ცხოვრება ჩაკეტილი იყო. როცა იგი თავისუფლდება, რასაც იპოვის ყველაფერს ისრუტავს. მე მინდა ვთქვა, რომ ეს შეიძლება ყველაფერი იყოს, ყოველი უმნიშვნელო, მცირე დეტალი მთლიანად შთანთქავს ენერგეტიკული სხეულის ყურადღებას.

ამ სიტყვებს უხერხული სიჩუმე მოჰყვა. არ ვიცოდი რა მეთქვა. მშვენივრად გავუგე, უბრალოდ საკუთარ თავზე არასოდეს გამომიცდია ის, რაც მის სიტყვებზე წარმდგენას მომცემდა.

- ყველაზე უფრო მოუხელთებელი დეტალი ენერგეტიკული სხეულისთვის მთელი სამყარო ხდება, - მიხსნიდა დონ ხუანი - ენერგეტიკული სხეულის სამართავად სიზმარმხილველმა საკმაო ძალისხმევას უნდა მიმართოს. მესმის, რომ როცა ნივთებთან მეტი ინტერესითა და ყურადღებით მოპყრობას გთხოვ, ეს უცნაურად ჟღერს. მაგრამ იმის აღსაწერად, რა უნდა გააკეთო ეს ყველაზე კარგი გზაა. მესამე კარიბჭესთან სიზმარმხილველი უნდა ეცადოს არ ჩაუღრმავდეს რომელიმე დეტალს. ისინი ამას აღწევენ როცა იტერესს იჩენენ თანდათან ყველა დეტალის მიმართ და დაჟინებული სურვილი ჩაეფლოს ყველაფერში, არ აძლევს საშუალებას, რომელიმე ერთ დეტალს მიეჯაჭვონ.

დონ ხუანმა ისიც დაამატა, რომ ახლა ჩემი გონებისთვის აბსურდული რეკომენდაციები, სინამდვილეში ჩემი ენერგეტიკული სხეულისთვის იყო განკუთვნილი. ის ისევ და ისევ ხაზს უსვამდა, რომ ენერგეტიკულ სხეულს უნდა გაეერთიანებინა ყველა რესურსი, რათა მოქმედების შესაძლებლობა ჰქონოდა.

- მაგრამ განა ჩემი ენერგეტიკული სხეული მთელი ეს დრო არ მოქმედებდა ? - ვკითხე მე.

- ნაწილობრივ მოქმედებდა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, შენ არაორგანული არსებების სამყაროში ვერ იმოგზაურებდი. - მიპასუხა, - ახლა კი შენი ენერგეტიკული სხეული მესამე დავალებაზე უნდა მიმართო, და მას ეს ამოცანა რომ გაუადვილო, რაციონალობა უნდა მოთოკო.

- ვშიშობ შენ კიდევ სხვა გგონივარ, - ვუპასუხე მე, - იმ ყველა მოვლენის შემდეგ, რაც მე შენი წყალობით გადავიტანე, ჩემი რაციონალობა საგრძნობლად შემცირდა.

- ნუ უარყობ, მესამე კარიბჭესთან შენი რაციონალობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ჩვენი სხეულები ზედაპირული დეტალების ტყვეობაში არ მოაქციოს და რომ დაძლიოს ეს წინააღმდეგობა, მესამე კარიბჭესთან ჩვენ გვჭირდება არარაციონალობა, - ძალიან მოძრავი აზროვნება და რაციონალობის უარყოფა.

დონ ხუანის მტკიცება, რომ ყოველი კარიბჭე წინააღმდეგობაა, არ შეიძლებოდა ჭეშარიტება არ ყოფილიყო. მესამე კარიბჭის ამოცანაზე უფრო მეტს ვმუშაობდი, ვიდრე პირველ ორზე ერთად აღებული. დონ ხუანი ჩემზე უზარმაზარ ძალდატანებას ახდენდა. გარდა იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა, მე შიშის უჩვეულო გრძნობაც გამიჩნდა. მთელი ცხოვრება რაღაცის მეშინოდა, ხშირად ძალიანაც, მაგრამ ეს არ იყო ამ შიშის მსგავსი, რომელიც არაორგანული არსებებთან შეხვედრის შემდეგ გამომყვა. განცდების მთელი ეს გამა ჩემი ჩვეულებრივი მეხსიერებისთვის სრულიად მიუწვდომელი იყო. მხოლოდ დონ ხუანის საზოგადოებაში შემეძლო ყველაფრის გახსენება.

ერთხელ, როცა ჩვენ მეხიკო-სითის ისტორიულ -ანთროპოლოგიურ მუზეუმში ვიყავით, ამ უცნაური სიტუაციის შესახებ ვკითხე. კითხვის სწორედ ამ დროს დასმისკენ მიბიძგა სწორედ ამ დროს უცნაურად გაჩენილმა უნარმა - გამეხსენებინა ყველაფერი, რაც დონ ხუანთან შეხვედრის შემდეგ შემემთხვა. ეს უნარი ისე შთამაგონებდა და მხსნიდა, თითქოს ვცეკვავდი.

- უბრალოდ ნაგვალის შენთან ყოფნა შემკრები წერტილის გადანაცვლებას იწვევს - მიპასუხა დონ ხუანმა.

მერე ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში შემიყვანა და მითხრა, რომ ჩემი კითხვა ძალიან დროულია და დაკავშირებულია იმასთან, რის მოყოლასაც აპირებს.

- მე მინდოდა მეთქვა, რომ შემკრები წერტილის მდებარეობას შეუძლია მოგვახვედროს საწყობში, სადაც ჯადოქრები თავიანთ ინფორმაციას ინახავენ. განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვიყავი, რადგან მისი თანდასწრებით ჩემი შემკრები წერტილი გადაადგილდებოდა. მან დამარწმუნა, რომ ჩემი მდუმარებით სკულპტურებს დარბაზში მივცემდი საშუალებას წარმოუდგენელი რამეები ენახებინათ, და ალბათ ჩემს კიდევ უფრო დასაბნევად დაამატა, რომ ზოგიერთ არქეოლოგიურ აღმოჩენას თავიანთი მხარდაჭერით შეუძლიათ შემკრები წერტილის ადგილიდან დაძვრა. თუ სრული მდუმარების მდგომარეობას მივაღწევ, მე შევძლებ ვნახო სცენები იხ ხალხის ცხოვრებიდან რომლებმაც ისინი შექმნეს.

შემდეგ ჩემი მუზეუმში ყველაზე უცნაური მოგზაურობა დაიწყო, ის დადიოდა დარბაზში და ყოველი ექსპონატის გასაოცარ თავისებურებებს მიხსნიდა. მიმტკიცებდა, რომ ყოველი არქეოლოგების ნაპოვნი და დარბაზში მყოფი ნივთი ჩანაწერი იყო, წინასწარ დატოვებული უძველესი ხალხის მიერ, რომელსაც დონ ხუანი როგორც ჯადოქარი გადაშლილი წიგნივით კითხულობდა.

- ყველა ექსპონატი შემკრები წერტილის გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი, - განაგრძობდა ის. - მიაშტერდი ნებისმიერ მათგანს, დაიმშვიდე გონება და ვნახოთ შეძლებს შენი შემკრები წერტილი გადაადგილებას თუ არა.

- როგორ მივხვდები თუ დაიძვრება?

- როცა დაიძვრება შენ დაინახავ და შეიგრძნობ იმას რაც ჩვეულებრივი აღქმის მიღმა დევს.

სკულპტურების თვალიერებისას მე ვხედავდი და მესმოდა ისეთი რაღაცეები, რასაც ვერ ვხსნიდი. წარსულში ეს ექსპონატები ანთროპოლოგიური კუთხით მქონდა შესწავლილი და ყოველთვის ვითვალისწინებდი მეცნიერების და სპეციალისტების აზრს ამ საკითხში. მათი მსჯელობები უამრავი საგნის გამოყენების შესახებ ეფუძნებოდა თანამედროვე ადამიანის ცოდნას ამ სამყაროზე; მათ პირველად გამაოცეს თავიანთი პირობითობით, სისულელთ რომ არ ვთქვათ. ის, რაც დონ ხუანმა მითხრა ამ საგნებზე და ის, რაც მე დავინახე და გავიგონე მათი თვალიერებისას, ყველაზე ნაკლებად მომაგონებდა იმას რაც ოდესმე წამეკითხა მათზე. მე ისე ძალიან ვღელავდი, რომ საჭიროდ ჩავთვალე დონ ხუანთან ბოდიში მომეხადა იმისთვის, რასაც მხოლოდ ჩემს შთაგონებათ ვთვლიდი. მაგრამ მას სიცილი და ხუმრობა არ დაუწყია. მოთმინებით ამიხსნა, რომ ჯადოქრებს შეეძლოთ დაეტოვებინა ზუსტი ცნობები მათ აღმოჩენებზე თუ მას შემკრები წერტილის გარკვეულ მდგომარეობას დაუკავშირებდნენ. შემდეგ ის ამბობდა, რომ როცა საუბარი ჩანაწერის არსზე მიდის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ უნარი - სიმპათიით განვეწყოთ და ფანტაზია გავხსნათ, რათა ჩვეულებრივი ფურცლებიდან განცდების სამყაროში გადავიდეთ. თუმცა ჯადოქრების სამყაროში არ არსებობს ჩანაწერები ფურცლებზე, არამედ მთელი ინფორმაცია უნდა განვიცადოთ და არა წავიკითხოთ, და ამის გასაღები კი შემკრები წერტილის მდებარეობაში დევს.

თავისი სიტყვების საილუსტრაციოდ დონ ხუანმა მეორე ყურადღებაზე დაიწყო ფიქრი. მან მითხრა, რომ ეს ცოდნა ეძლევა მოსწავლეს, როცა მისი შემკრები წერტილი გარკვეულ მდგომარეობაშია. ამგვარად, შემკრები წერტილი განსაზღვრავს ცნობებს, რომლებსაც გაკვეთილის მსვლელობისას ვიღებთ. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განვიცადოთ გაკვეთილი, მოსწავლემ შემკრები წერტილი იმ მდგომარეობაში უნდა დააბრუნოს, როცა ეს გაკვეთილი მიიღო. დონ ხუანმა დაამთავრა თავისი საუბარი სიტყვებით, რომ შემკრები წერტილის დაბრუნება ყველა იმ მდგომარეობაში, რომლებსაც ის გაკვეთილის მსვლელობისას იკავებდა, დიდი მიღწევაა.

თითქმის მთელი წელი დონ ხუანს არაფერი უკითხავს ჩემთვის მესამე დავალებაზე, შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად მან მთხოვა მომეყოლა ყველა წვრილმანი რომელიც ჩემს სიზმარხილვას უკავშირდებოდა.

პირველი, რაც მასთან ვახსენე, თავსმოხვეული განმეორებადობა იყო. თვეების განმავლობაში მეჩვენებოდა, რომ მძინარეს ვათვალიერებდი საკუთარ თავს, განსაკუთრებით უცნაური ამ სიზმრების რეგულარულობა იყო, ისინი ყოველ მეოთხე დღეს მეორდებოდნენ თითქმის საათებიც კი ემთხვეოდა. დანარჩენი სამი დღის განმავლობაში ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე, მე შევისწავლიდი ყველანაირ საგნებს, გადავდიოდი ერთი სიზმრიდან მეორეში და ხანდახან დამღუპველი ცნობისმოყვარეობით გატაცებული უცხო ენერგიის მზვერავებსაც მივყვებოდი, თუმცა ამის გამო განსაკუთრებული დანაშაული არასოდეს მიგრძვნია. მე ამას ნარკოტიკებით ფარულ გატაცებას უფრო დავარქმევდი. ამ სამყაროს რეალობა ჩემთვის გამოუთქმელი იყო.

ფარულად ვრძნობდი რომ გარკვეული გამართლება მქონდა, და არანაირად არ ვიყავი პასუხისმგებელი მომხდარზე. რადგან დონ ხუანმა თავად შემომთავაზა მეკითხა ემისრისთვის სიზმარხილვაში, როგორ გამეთავისუფლებინა ლურჯი მზვერავი, რომელიც ჩვენს შორის დავიჭირე. ის გულისხმობდა, რომ ამაზე საკუთარი პრაქტიკისას უნდა მეზრუნა. მე მისი ნათქვამი ასე გავიგე: უნდა გავყოლოდი ემისარს მის სამყაროში და იქ უნდა მეკითხა ეს. კითხვა, რომელიც ემისრისთვის უნდა დამესვა, იმაში მდგომარეობდა, ხომ არ ცდილობდნენ არაორგანული არსებები ჩემს მახეში შეტყუებას. ემისარმა არა მხოლოდ დაადასტურა, რომ დონ ხუანის ნათქვამი სიმართლე იყო, მან ასევე ამიხსნა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით მე და ქეროლ თიგსი, მზვერავი რომ გაგვეთავისუფლებინა.

- შენი სიზმრების განმეორებადობა მოსალოდნელი იყო, - აღნიშნა დონ ხუანმა.
- რატომ ელოდებოდი რაღაც მსგავსს დონ ხუან?
- იმიტომ რომ ვიცი შენი არაორგანულ არსებებთან ურთიერთობის შესახებ.
- მე ეს ერთხელ სა სამუდამოდ დავამთავრე დონ ხუან, - ვიცრუე მე იმ იმედით, რომ ის მეტად აღარ განავრცობდა ამ თემას.
- შენ ცდილობ ამაში დამარწმუნო არა? არ არის საჭირო ამის გაკეთება. ვიცი სინამდვილეში რაც ხდება. დამიჯერე, საკმარისია მათ ერთხელ მიუახლოვდე და შენ უკვე ანკესზე ხარ, ისინი ყოველთვის გითვალთავალებენ ან, რაც უფრო უარესია, შენ თავად გამოეკიდები მათ.

ის მომაშტერდა და ალბათ ჩემი დანაშაულის გრძნობა ისე ნათლად გამოჩნდა, რომ მას ღიმილი მოჰგვარა.

- ასეთი განმეორებადობა ბუნებრივად რომ ავხსნათ, ე.ი არაორგანული არსებები ისევ დაინტერესებულები არიან შენით, - მითხრა მან სერიოზულად.

მე სასწრაფოდ შევცვალე თემა და ვუთხარი, რომ ჩემი სიზმარხილვის თავისებურება რეაქცია იყო, როდესაც საკუთარ თავს ღრმა ძილში წასულს ვუყურებდი. ეს სანახაობა იქამდე მაშინებდა, რომ ადგილიდან დაძვრა არ შემეძლო, თითქოს მიჭედებული ვყოფილიყავი, ვიდრე სიზმარი არ იცვლებოდა ან შიში იქამდე იზრდებოდა, რომ ხმამაღალი კივილით ვიღვიძებდი. იქამდე მივედი, რომ იმ დღეებში, როცა სიზმარხილვა უნდა მენახა, დაძინებისა მეშინოდა.

- შენ ჯერ კიდევ არ ხარ მზად სიზმარხილვის რეალობისა და ყოველდღიური რეალობის შესარწყმელად, - მითხრა მან, - შენს ცხოვრებას კიდევ უნდა გადახედო.
- მაგრამ მე უკვე ყველაფერს გადავხედე, - გავაპროტესტე მე. - ამას რამოდენიმე წელი ვაკეთებდი არაფერი დარჩა ისეთი, რისი გახსენებაც შეიძლება.
- ალბათ კიდევ ბევრი რამე დაგრჩა, - გაიმეორა მან ჯიუტად, - წინააღმდეგ შემთხვევაში ყვირილით არ გაიღვიძებ.

სულაც არ მომწონებია ცხოვრების კიდევ ერთხელ გადახედვის იდეა, მე ეს სამუშაო უკვე დავასრულე და მჯეროდა, რომ ეს ისე კარგად გავაკეთე, რომ აღარ უნდა დავბრუნებოდი.

- ცხოვრების გადახედვა არასოდეს არ უნდა დამთავრდეს, იმისდა მიუხედავად რამდენად კარგად არ უნდა გაგვეკეთებინა ეს ერთხელ, - თქვა დონ ხუანმა - მიზეზი, რის გამოც ჩვეულებრივ ხალხს არ შეუძლია საკუთარი ნების მართვა სიზმარხილვაში, იმაში მდგომარეობს, რომ მათ არასოდეს გადაუხედიათ თავიანთი ცხოვრებისათვის. ამიტომ მათი სიზმრები გადავსებულია ემოციებით როგორებიცაა: მოგონებები, იმედი, შიში და ა.შ. ჩემები კი გადახდვის წყალობით შედარებით თავისუფალია მძიმე და შემბორკველი ემოციისგან, და თუ რაიმე ხელს უშლის, როგორც ახლა შენს შემთხვევაში, მაშინ იქ, მოგონებებში არის კიდევ რაღაც, რასაც ბოლომდე ნათელი არ მოჰფენია.

- გადახედვა, ეს ისეთი გულმოდგინე შრომაა დონ ხუან, იქნებ ამის მაგივრად სხვა რამით დავკავებულიყავი?

- არა, სხვა არაფერი არ არის საჭირო, გადახედვა და სიზმარხილვა ხელჩაჭიდებულნი არიან, ჩვენი სიცოცხლის გადახედვით ჩვენ უფრო და უფრო მსუბუქები ვხდებით.
მერე დონ ხუანმა ხანგრძლივი და ნათელი მითითებები მომცა გადახედვაზე, რაც იმაში მდგომარეობადა, რომ ხელახლა განმეცადა ცხოვრების ყველა მომენტი, წარსულის განცდების ყველა შესაძლო დეტალი გამეხსენებინა. ის გადახედვაში ენერგიის გადაადგილებისა და გააზრებისთვის საიმედო მეთოდს ხედავდა.

- გადახედვა ჩვენში არსებულ ენერგიას ათავისუფლებს, რის გარეშეც ნამდვილი სიზმრხილვა შეუძლებელია - ამტკიცებდა ის.

რამდენიმე წლის წინ დონ ხუანმა მთხოვა შემედგინა იმ ხალხის სია, რომლებსაც ჩემი ცხოვრების მანძილზე შევხვედრივარ. იგი დამეხმარა მომეწესრიგებინა ეს სია დამეყო ის საქმიანობის სფეროებად, როგორიც იყო სხვადასხვა თანამდებობები, რომლებსაც ვიკავებდი, სხვდასხვა სასწავლო კურსები, რომლებსაც ვესწრებოდი, შემდეგ შემომთავაზა დამეწყო სიაში პირველი ადამიანიდან და გავსულიყავი ბოლომდე, ახლიდან განმეცადა მასთან ყოველი შეხვედრა.

მან ამიხსნა რომ გადახედვისას მოვლენები რეკონსტრუირდება. ფრაგმენტს ფრაგმენტი მოსდევს, გარეგნული დეტაებიდან დაწყებული იმ პიროვნების შინაგან სამყაროზე გადასვლით ვისთანაც საქმე მქონდა და ვამთავრებდი საკუთარი გრძნობების გამოკვლევით.

დონ ხუანი მასწავლიდა მოგონებები რიტმული სუნთქვით გამეცოცხლებინა. თავის ნელ რბილ მოძრაობას მარჯვნიდან მარცხნივ თან ახლავს ღრმა ამოსუნთქვა და მარცხნიდან მარჯვნივ ჩასუნთქვა . ამ თავის ქნევის პროცესს დონ ხუანი მოგონებების მარაოთი განიავებს უწოდებდა. გონება იკვლევს მოგონებეს ბოლომდე მაშინ, როცა სხეული ისევ და ისევ ანიავებს იმას რაზეც, გონება ფიქრობს. დონ ხუანმა მითხრა, რომ ძველი ჯადოქრები, რომლებმაც ეს გადახედვა მოიგონეს, სუნთქვას განიხილავდნენ, როგორც სასიცოცხლო მაგიურ მნიშვნელობის მოქმედებას და იყენებდნენ მას მისდა შესაბამისად - როგორც მაგიურ შესაძლებლობას. ამოსუნთქვა უარყოფითი ენერგიისგან გასათავისუფლებლად გამოიყენება, რომელიც ამ მოგონებებშია დარჩენილი, როგორც შედეგი, რომელსაც მოცემულ მომენტში განვიხილავთ, ხოლო ჩასუნთქვა იმ ენერგიის დასაბრუნებლად რომელიც მათ ამ ქმედებების დროს დაკარგეს.

ჩემი აკადემური განათლებისდა მიხედვით მე გადახედვა ვუყურებდი როგორც ცხოვრების პროცესის ანალიზს. დონ ხუანი მარწმუნებდა, რომ ეს ინტელექტუალური ფსიქოანალიზი უფრო იყო. ის გადახედვას განიხილავდა როგორც სატყუარას, რომელსაც ჯადოქარი შემკრები წერტილის თუმცა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მუდმივი მაძრაობისთვის იყენებს. მან მითხრა, რომ შემკრები წერტილი წარსულის განცდებისა და მოგონებების გავლენით გადაადგილდება იმ მდგომარეობას შორის რომელსაც ახლა იკავებს და იმას შორის, რომელიც ჰქონდა ინტეგრირებული გამოცდილების დროს.

დონ ხუანმა მითხრა, რომ უძველესი ჯადოქრების მიერ გადახედვის გამოყენება ხსნის მათ დარწმუნებას იმაში, რომ მთელს სამყაროში არსებობს აუხსნელი ყოვლისშემძლე ძალა, რომელიც ყველა არსებას სიცოცხლითა და ცნობიერებით აჯილდოებს. ამ ძალის ზემოქმედებითვე არსებები იხოცებიან და უკან უბრუნებენ ნასესხებ ცნობიერებას, რომელიც უკვე გაძლიერებული და გამდიდრებულია მათივე ცხოვრებისეული გამოცდილებით .უძველესი ჯადოქრების შესაძლებლობების ახსნისას დონ ხუამნა მითხრა, რომ რადგან ეს ძალა დაინტრესებულია ჩვენი განცდებით, ამიტომ აუცილებელია ის გავაძღოთ ჩვენი სასიცოცხლო გამოცდილების ასლებით, რომლებსაც გადახედვის დროს ვიღებთ. როცა კმაყოფილდება და იმას იღებს რასაც ეძებს, ეს ძალა ათავისუფლებს ჯადოქარს და აძლევს საშუალებას განავითაროს თავისი გრძნობები და ამით მიაღწიოს დროისა და სივრცის ყველაზე შორეულ ადგილებს.

როცა ისევ გადახედვით დავკავდი, დიდი გაოცებით აღმოვაჩინე, რომ ჩემი სიზმრხილვის პრაქტიკა ავტომატურად შეჩერდა, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. მე ვკითხე დონ ხუანს ამის მიზეზი

- ეს მარტივია, სიზმარხილვას მთელი ჩვენი ენერგიის მობილიზება სჭირდება, - თქვა მან, - ამიტომ შენს სიზმარხილვაში ღრმად ჩაფლული ვეღარ ახერხებ სიზმარხილვას, ენერგია არ გყოფნის.

- მაგრამ მე ხომ ადრეც ვეფლობოდი ღრმად ჩემს მოგონებეში, - ვკითხე მე, - ამისდა მიუხედავად ჩემი პრაქტიკა არ შეწყვეტილა.

- საქმე იმაშია, რომ ყოველთვის როცა შენ ფიქრობდი, რომ მოგონებეში ეფლობოდი, გამოდის, რომ მხოლოდ ეგოისტურად ღელავდი. - გაიცინა მან - ჯადოქრისთვის მოგონებეში ჩაფვლა მისი ენერგიის ყველა წყაროს ამ პროცესში ჩართვას გულისხმობს, და პირველად ახლა მოხდა, რომ შენი ენერგიის ყველა რესურსი გამოყენებულია. ხოლო ადრე, მაშინაც კი, როცა გადახედვას აწარმოებდი, შენ მასში მთლიანად ჩაფლული არ იყავი.

ამჯერად დონ ხუანმა გადახედვისთვის ახალი მეთოდი შემომთავაზა. მე რაღაც თავსატეხის მსგავსი უნდა ამომეხსნა, ჩემი ცხოვრების ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი მოგონებები უნდა შემედგინა სურათების გაფანტული ნატეხებისგან.

- მაგრამ მე ეს არ გამომივა. - გავაპროტესტე მე. 

- არა, გამოგივა - დამარწმუნა მან. - გაუგებრობა მხოლოდ მაშინ დგება, როცა შენ შენს წვრილმან ბუნებას მიუშვებ გადახედვისთვის მოგონებების შესარჩევად, მიეცი ამის საშუალება სულს, დამშვიდდი და ის გაიხსენე რაზეც სული მიგანიშნებს.

გადახედვის ამ მეთოდის შედეგებმა ყველა მიმართულებით გამაოცეს, გასაკვირი ის იყო, თუ როგორ მივყვებოდი დამშვიდებული გონებით ძალას, რომელიც არ მემორჩილებოდა, რომელიც უეცრად მძირავდა ჩემი ცხოვრების სრულიად უსაფუძვლო შემთხვევის ხანგრძლივ მოგონებეში. მაგრამ უფრო გასაკვირი ის იყო, რომ შედეგად შემთხვევათა მოწესრიგებული კონფიგურაცია მივიღე, ის, რაც ჩემი აზრით ქაოტური უნდა ყოფილიყო, ძალიან შინაარსიანი აღმოჩნდა.

დონ ხუანს ვკითხე, რატომ არ შემომთავაზა ეს მეთოდი ადრე, მან მითხრა, რომ გადახედვის ორი ძირითადი დონე არსებობს. პირველი მკაცრი და ფორმალურია, მეორე - ყურადღებით მოძრავი.

მე ადრე ჩამოყალიბებული წარმოდგენაც არ მქონდა, ეს გადახედვა რამდენად განსხვავებული იქნებოდა სხვა გადახედვებისგან. სიზმარხილვის პრაქტიკის დროს გამომუშავებულმა კონცენტრირების უნარმა საშუალება მომცა ისე ღრმად ჩავშვებულიყავი ჩემს ცხოვრებაში, რომ ადრე მსგავსიც კი არაფერი შემეძლო წარმომედგინა. საბოლოოდ იძულებული გავხდი დავთანხმებოდი დონ ხუანს, რომ ჩემი გონების აქამდე მიუღწეველ სიღრმეებში დაფარული იყო უარყოფითი ემოციით დამუხტული ენრგიის ნალექები.

გადახედვის მეორე ეტაპის შედეგად ახალი, სიცოცხლესთან უფრო მშვიდი დამოკიდებულება მოვიპოვე, და როგორც კი სიზმარხილვის პრაქტიკას დავუბრუნდი, იმავე დღეს დამესიზმრა მძინარე საკუთარი თავი. მე მოვბრუნდი და ოთახიდან გამოვედი. ძლივს ჩამოვედი კიბეებზე და გარეთ გავედი.

შთაგონებული ვიყავი იმით, რაც ვნახე და სასწარფოდ მოვუყევი ეს დონ ხუანს. გული ძალიან დამწყდა, როცა მან მითხრა, რომ ეს არ ეკუთვნოდა სიზმრის პრაქტიკას. ის მიმტკიცებდა, რომ ქუჩაში ჩემი ენერგეტიკული სხეულით არ გავსულვარ, რადგან ეს რომ ასე ყოფილიყო, მეშინ მე ვერ გავიგებდი როგორ ჩამოვედი კიბეებზე.

- რა შეგრძნებაზე საუბრობ დონ ხუან? - ვკითხე მე უადგილო ცნობისმოყვარეობით.
- შენთვის რაიმე საიმედო ნიშანი უნდა იპოვო, რომლის მიხედვითაც ზუსტად გეცოდინება, რომ მართლაც შენს მძინარე სხეულს ხედავ. - მითხრა მან პასუხის ნაცვლად. - გახსოვდეს, რომ შენ შენს ნამდვილ ოთახში უნდა იყო და შენს საკუთარ სხეულს უნდა ხედავდე - თუ ეს ასე არაა, მაშინ ჩვეულებრივ სიზმარს ხედავ. ამაში შეგიძლია დარწმუნდე, იქ ისეთი დეტალები იქნება, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არაა და მათ შენი შეხედულებისამებრ შეცვლი.

მინდოდა მეტი ეთქვა იმ საიმედო ნიშანზე, რომელიც ახსენა, მაგრამ მან გამაწყვეტინა:

- ფაქტის დადასტურების შესაძლელობის პოვნა იმაში მდგომარეობს, რომ შენ საკუთარ თავს უყურებ, - თქვა მან. 

- შეგიძლია მითხრა, რა შეიძლება იყოს ეს საიმედო ნიშანი? - დავიჟინე მე.

- გამოიყენე შენი საკუთარი წარმოდგენები. ჩვენი საუბარი დასარულს უახლოვდება. მალე შენ მარტო დარჩები.

შემდეგ მან საუბრის თემა შეცვალა, მე კი საკუთარ არასრულფასოვნებას უკვე ნათლად შევიგრძნობდი. ვერ ვხვდებოდი, რა ჰქონდა მხედველობაში, როცა საიმედო ნიშანზე საუბრობდა, და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა.

მეორედ, როცა საკუთარი თავი სიზმარში მძინარე დავინახე, იმის ნაცვლად, რომ კიბეზე ჩავსულიყავი ან ყვირილით გამეღვიძა, დიდი ხანი დავრჩი ერთ ადგილას მიჯაჭვული, საიდანაც ამ ყველაფერს ვუყურებდი. ღელვისა და მოუსვენრობის გარეშე ვაკვირდებოდი საკუთარი სიზმრის დეტალებს და შევამჩნიე, რომ საწოლში ვიწექი თეთრი, მხარზე გახეული მაისურით. ვეცადე უფრო ახლის მივსულიყავი და ისე დამეთვალიერებინა, მაგრამ მოძრაობა არ შემეძლო, ფაქტიურად განხორციელებულ წონას წარმოვადგენდი. არ ვიცოდი რა მექნა და ძალიან შევშფოთდი, შევეცადე სიზმარი შემეცვალა, მაგრამ რაღაც უცხო ძალა ერთ ადგილას მაკავებდა.

როცა მთლიანად მომიცვეს ეჭვებმა, გავიგონე სიზმარხილვის ემისარმა როგორ მითხრა, რომ მოძრაობას იმიტომ ვერ ვაკონტროლებ, რომ გადახედვის პროცესი ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია. არც ემისრის ხმასა და არც იმას რაც მითხრა, სულაც არ გავუოცებივარ. არასოდეს ისე არ შემშინებია იმისი, რომ განზრახვა არ შემეძლო. მაგრამ შიშს არ ვნებდებოდი. მე გამოვიკვლიე ის და მივხვდი, რომ ეს ფსიქოლოგიური შიში არ იყო, არამედ უსუსურობის ფიზიკური შეგრძნება, იმედის დაკარგვა და გაღიზიანება. ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ ადგილიდან ვერ ვიძვროდი, ჩემი მოუსვენრობა იზრდებოდა იმის შეგრძნებასთან ერთად, რომ შეგნიდან ვიღაცას მაგრად ვეჭირე. ძალისხმევა, რომელსაც ხელების ან ფეხების ასამოძრავებლად მივმართე, ისეთი უზარმაზარი და დაუჯერებელი იყო, რომ ბოლოს დავინახე ჩემი ერთი ფეხი საწოლში როგორ გაინძრა.

ამის შემდეგ ჩემმა მოთენთილმა მძინარე სულმა შეისრუტა ჩემი ცნობიერება. ისე მოულოდნელად გავიღვიძე, რომ ნახევარი საათი დასამშვიდებლად დამჭირდა. ჩემი გული არარტმულად ცემდა. ვკანკალებდი, ფეხის ცალკეული კუნთები უკონტროლოდ იკუმშებოდა და სხეულის ისეთი გადაციება დამეწყო, რომ სათბური და საბნები დამჭირდა გასათბობად.

ბუნებრივია, დაუყოვნებლივ მექსიკაში გავემგზავრე, რომ დონ ხუანისთვის დამბლასთან დაკავშირებით რჩევა მეკითხა და მომეყოლა ის, რომ საკუთარი თავი მძინარე ვნახე და სწორედ ის თეთრი მხარზე გახეული მაისური მეცვა, გარდა ამისა გადაციება ძალიან მაშინებდა.

ის არ იყო განწყობილი ჩამე მდგომარეობის განსახილველად. ყველაფერი რისი მიღწევაც შევძელი ერთი პატარა შენიშვნა იყო.

- შენ ყველაფერს ამუქებ, - მითხრა მან მონოტონურად, - თუმცა კი ნახე შენი თავი მძინარე, ხელი იმიტომ შეგეშალა, რომ ანერვიულდი. აქამდე შენი ენერგეტიკული სხეული არ იყო სრულიად გაცნობიერებულად მოქმედი. თუ კიდევ ინერვიულებ და შეგცივდება, დაჯექი მშვიდად და არ გაინძრე. ეს შენი სხეულის ტემპერატურას ერთ წუთში გაზრდის ყოველგავარი მოუსვენრობის გარეშე.

ცოტათი მეწყინა მისი უხეშობა, თუმცა რჩევა ეფექტური აღმოჩნდა. როცა კიდევ ერთხელ შემეშინდა, მოვდუნდი და რამოდენიმე წუთში ნორმალურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამგვარად მივხვდი, რომ თუ პანიკას არ ავყვებოდი, ნერვიულობას გავაკონტროლებდი, ეს მოძრაობაში მაინც ვერ დამეხმარებოდა, მაგრამ დავმშვიდდებოდი.

გადაადგილების რამოდენიმე თვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ისევ მივმართე დონ ხუანს. რჩევაზე უფრო საკუთარი მარცხის აღიარება მინდოდა. მე დაუძლეველ დაბრკოლებას შევეჩეხე და ვიცოდი, რომ წარუმატებლობას განვიცდიდი.

- სიზმრისმხილველს კარგი წარმოსახვა უნდა ჰქონდეს - მითხრა დონ ხუანმა ირონიული ღიმილით, - შენი წარმოსახვა კი არაფარდ არ ვარგა. მე არ გირჩვდი, რომ შენ შენი წარმოსახვა გამოგეყენებინა შენი ენერგეტიკული სხეულის დასაძრავად, რადგან მინდოდა გამერკვია შეგეძლო თუ არა ამისთვის თავი თავად გაგერთმია. შენ კი ვერ შეძელი და შენი მეგობრებიც ვერ დაგეხმარნენ.

მე სულ მინდოდა ღვარძლიანად მეპასუხა როცა ის წარმოსახვის უქონლობაში მადანაშაულებდა. ვთვლიდი, რომ კარგი ფანტაზიის უნარი მქონდა, მაგრამ დონ ხუანთან, როგორც მასწავლებელთან ურთიერთობამ ეს აზრი შემაცვლევინა. რადგან აღარ ვაპირებდი ჩემი ენერგიის უმიზნოდ ხარჯვას შემკრები წერტილის გადაადგილებაზე, მე ვკითხე:

- რა ამოცანაზე ლაპარაკობ დონ ხუან?

-ამოცანა იმაშია, ერთი მხრივ როგორი ადვილია და მეორე მხრივ როგორი შეუძლებელია ენერგეტიკული სხეულის მოძრაობა. შენ ცდილობ ეს ისე გააკეთო, თითქოს ყოველდღიურ სამყაროში ხარ. ჩვენ იმდენ დროსა და ძალისხმევას ვხარჯავთ სიარულის სწავლაზე, რომ ვიჯერებთ აუცილებლობას ასევე ვასწავლოთ სიარული ენერგეტიკულ სხეულს. მაგრამ არ არსებობს ამის გაკეთების მიზეზი, თუ არ გავითვაისწინებთ იმას, რომ ეს გადაადგილების ყველაზე გასაგები საშუალებაა ჩვენი გონებისთვის. გადაწყვეტილების უბრალოებამ გამაკვირვა. მაშინვე მივხვდი, რომ დონ ხუანი მართალი იყო, აქამდე იმიტომ ვცდებოდი რომ გააზრების მხოლოდ ერთ დონეს მივეჯაჭვე. მან მითხრა, რომ როგორც კი სიზმარხილვის მესამე კარიბჭეს მივაღწევდი, სივრცეში უნდა გადავადგილებულიყავი და ამ მოძრაობას მე აღვიქვამდი როგორც სიარულს მე ვუთხარი, რომ გავიგე მისი აზრი.

- ეს ჩემი აზრი არ არის, - თქვა მან, - ეს ჯადოქრების აზრია. ისინი ამტკიცებენ, რომ მესამე კარიბჭესთან ენერგეტიკული სხეული მოძრაობს როგორც ენერგია - სწრაფად და წინ. შენმა ენერგეტიკულმა სხეულმა იცის, როგორ უნდა იმოძრაოს. ის ისე იმოძრავებს, როგორც არაორგანული არსებების სამყაროში.
- აქედან გადავდივართ შემდეგ საკითხზე, - დაფიქრებულმა დაუმატა დონ ხუანმა - რატომ არ დაგეხმარნენ შენი არაორგანული მეგობრები?
- რატომ ეძახი მათ ჩემს მეგობრებს, დონ ხუან?
- ისინი მეგობრების გავრცელებულ სახეობას გვანან, რომლებიც ფაქტიურად არ ზრუნავენ ჩვენზე და არ ვუყვარვართ და ამავე დროს არც არაფერს გვიშავებენ, ისინი უბრალოდ ელოდებიან როდის შებრუნდები ზურგით რომ ადვილად დაგარტყან.

მე მთლიანად გავუგე და 100% დავეთანხმე მას.

- რა მაიძულებს მათთან სიარულს? ეს დამღუპველი მიდრეკილებაა? ვკითხე რიტორიკული ინტერესით.
- შენ არანაირი დამღუპველი მიდრეკილება არ გაქვს, - მიპასუხა მან - ერთადერთი რაც გაქვს იმის შეუგნებლობაა რომ სიკვდილის პირას ხარ. რადგან ფიზიკურ ტკივილს ვერ გრძნობ, ვერ არწმუნებ შენს თავს რომ სასიკვდილო საფრთხე გემუქრება. მისი სიტყვები მართალი იყო, გარდა იმისა, რომ მე სინამდვილეში მართლაც მჯეროდა, რომ ღრმა და გაუგებარი შიში თან დამყვებოდა, მას შემდეგ, რაც არაორგანულ არსებებს შევხვდი. დონ ხუანი მდუმარედ მისმენდა, ვიდრე ჩემს მდგომარეობაზე ვუამბობდი. არ შემეძლო, არც უარმეყო და არც ამეხსნა ჩემი მისწრაფება, მენახა მათი სამყარო იმის მიუხედავად, რა ვიცოდი მასზე.

- მე სისულელისკენ მიდრეკილება მახასიათებს, - ვთქვი მე, - მართლაც რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებ უაზრობაა.
- სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს აზრი. არაორგანული არსებები ჯერ კიდევ როგორც ანკესზე წამოგებულ თევზს ისე გიყურებენ. - მიპასუხა მან - ისინი დროდადრო იაფფასიან სატყუარას გიგდებენ, რომ მათ გაჰყვე, ისინი არ გასწავლიან, როგორ უნდა იმოძრაოს ენერგეტიკულმა სხეულმა.
- რატომ გგონია რომ არ მასწავლიან?
- იმიტომ რომ თუ შენი სხეული მათგან დამოუკიდებლად დაიწყებს მოძრაობას, შენი მათი ხელმისაწვდომის ზონიდან ძალიან შორს აღმოჩნდები. შენი მხრიდან ნაადრევი იქნებოდა იმაზე ფიქრი რომ მათგან გათავისუფლდი, შენ გარკვეულად თავისუფალი ხარ მაგრამ მაინც ჯერ კიდევ მთლიანად არა. ისინი განაგრძობენ შენი ცნობიერების მართვას.

ზუგზე სიცივემ დამიარა, ის ჩემს მტკივნეულ ადგილს შეეხო.

- მითხარი, რა გავაკეთო დონ ხუან და გავაკეთებ - ვუთხარი მე.

- უზადო იყავი , ეს უკვე ოცჯერ გაგიმეორე , უზადოდ ყოფნა ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ გამოარკვიო, რა გინდა ცხოვრებაში და ამავე დროს გჯეროდეს და ცდილობდე მიაღწიო მას და გააკეთო ყველაფერი, რაც შენზეა დამოკიდებული და უფრო მეტიც, რომ ხორცი შეასხა შენს მისწრაფებას. თუ ჯერ არაფერი არ გადაგიწყვეტია, შენ უბრალოდ სიცოცხლესთან რულეტკას თამაშობ.

დონ ხუანმა საუბარი მოწოდებით დაამთავრა რომ კარგად გამეაზრებინა ის, რაც მითხრა.

პირველივე შესაძლებლობისას გამოვცადე დონ ხუანის მოსაზრებები იმაზე, თუ როგორ მოძრაობდა ენერგეტიკული სხეული. როცა საკუთარი თავი ისევ მძინარე დავინახე, იმის მაგივრად რომ სხეულთან მივსულიყავი, უბრალოდ საწოლს მივუახლოვდი. უცებ ისე ახლოს აღმოვჩნდი, რომ კინაღამ ჩემს სხეულს შევეხე. მე ვხედავდი ჩემს სახეს, ყველა ხაზს და ფორებს ჩემს კანზე, ვერ ვიტყვი, რომ მომეწონა ის, რაც ვნახე. ძალიან ახლოს ვხედავდი ჩემს სხეულს და ის ჩემში არანაირ ესთეტიკურ ინტერესს არ აღძრავდა. შემდეგ ოთახში რაღაც ქარის მსგავსი შემოიჭრა და ყველაფერი აურია, ყველაფერი მომაცილა მხედველობის არედან.
ყველა ჩემს წინა სიზმარში მე განვიმტკიცე აზრი, რომ ენერგეტიკულ სხეულს მხოლოდ სრიალი ან ფარფატი შეეძლო. მე ეს დონ ხუანთან განვიხილე. მომეჩვენა, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩემი მიღწევით, რამაც ძალიან გამაოცა. უკვე მივეჩვიე მის ცივ რეაქციას ყველაფერზე, რასაც სიზმარხილვაში ვხედავდი.

- შენი ენერგეტიკული სხეული მიეჩვია მოძრაობას თუ ვინმე მიათრევს, - მითხრა მან - არაორგანული არსებები დაათრევენ მას აქეთ-იქით და ამ დრომდე შენ შენი ნებით არ გიმოძრავია. მაგრამ შენ თუ ისე მოძრაობ, როგორც გამოგივა ე.ი. ბევრისთვის არ მიგიღწევია. თუმცა უნდა გითხრა, რომ მე უკვე სერიოზულად განვიხილავ, რომ შენ მეცადინეობას თავი დაანებო. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ვერ შეძლებ გადაადგილების დამოუკიდებლად სწავლას.

- შენ ჩემი სიზმარხილვის პრაქტიკის შეწყვეტას იმიტომ განიხილავ, რომ მე ძალიან ნელა ვმუშაობ?
- შენ ნელა არ მუშაობ, ჯადოქარი არასოდეს წყვეტს თავისი ენერგეტიკული სხეულის სრულყოფის სწავლას. მე შენი პრაქტიკის შეწყვეტა იმიტომ მინდა, რომ ცოტა დრო მაქვს. არის უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები ვიდრე სიზმარხილვაა, რომლის ამოსახსნელად შენი ენერგეტიკა უნდა გამოიყენო.
- ახლა როცა უკვე ვისწავლე ჩემი ნებით ვიმოძრაო ჩემს ენერგეტიკულ სხეულში, რაღა მავალია რომ გავაკეთო დონ ხუან?
- განაგრძე მოძრაობა , ენერგეტიკულ სხეულში გადაადგილებამ ახალი სფერო გაგიხსნა, არაჩვეულებრივი კვლევების ახალი დარგი. ის დაჟინებით თხოულობდა, რომ მე კიდევ ერთი მეთოდისთვის მიმემართა, რომ ჩემი სიზმრების ჭეშმარიტებაში დავრწმუნებულიყავი. ეს მოთხოვნა ახლა ასე უცნაური აღარ ჩანდა, როგორც მაშინ, როცა ამაზე პირველად დაიწყო ლაპარაკი .

- როგორც შენ უკვე იცი მზვერავის მიყოლა ეს სიზმარხილვის მეორე კარიბჭის ამოცანაა, - ამიხსნა მან - ეს ძალიან სერიოზული საქმინობაა, მაგრამ არც ისე სერიოზული, როგორიც ენერგეტიკული სხეულის განვითარება და მასში გადაადგილებაა. ამიტომ შენ უნდა ისწავლო განსაზღვრო, რომ საკუთარ თავს მძინარეს ხედავ. შენი ახალი უჩვეულო კვლევები მთლიანად ამაზეა დამოკიდებული - ისწავლო დაინახო საკუთარი თავი მძინარე.

ხანგრძლივი განცდისა და ეჭვების შემდეგ მე დავიჯერე, რომ კარგი საშუალება მოვიგონე. ამ საიმედო საშუალების იდეა მაშინ მომივიდა, როცა ჩემს გახეულ მაისურს ვუყურებდი. მე დავიწყე ვარაუდი, რომ თუ ნამდვილად ვუყურებდი ჩემს თავს მძინარეს, მაშინ უნდა შემემჩნია, რომ იგივე ტანსაცმელი მეცვა, რაც დაძინებისას, ტანსაცმელი კი გადავწვიტე ყოველ მეოთხე დღეს გამომეცვალა. დარწმუნებული ვიყავი, რომ არ იქნებოდა ძნელი იმის გახსენება, რა მეცმეოდა როცა ვიძინებდი.

ჩვევები რომლებიც ჩემი პრაქტიკისას გამოვიმუშავე, მარწმუნებდნენ, რომ მე შემიძლია გონებაში ისეთი რაღაცეები შევინახო და მერე სიზმარში გავიხსენო. მთელი ძალისხმევა იქითკენ მივმართე, რომ ამ გადამოწმების მეთოდს მივყოლოდი, მაგრამ შედეგი არც ისე წარმატებული გამოდგა, როგორც ვვარაუდობდი. მე არასაკმარისად ვაკონტროლებდი ჩემი სიზმრის ყურადღებას და ჩემი ღამეული ჩაცმულობის ზუსტი დეტალები არ მახსენდებოდა. და მაინც, რაღაც სხვა უეჭველი მუშაობდა, რაღაცნაირად მე მაინც ვიგებდი ჩემი სიზმარი ჩვეულებრივი იყო თუ არა. იმ სიზმრების უნიკალური თავისებურება, რომლებიც ჩვეულებრივები არ იყო, ის გახლდათ, რომ ჩემი ცნობიერება ჩემს საწოლზე მძინარ სხეულს არ აკვირდებოდა. ჩემი სიზმრების აღსანიშნავი ნიშანი ჩემი ოთახიც იყო, ის არასოდეს არ გავდა ჩემს ოთახს ჩვეულებრივ სამყაროში. იგი დიდ ცარიელ დარბაზს მაგონებდა ერთ კუთხეში საწოლით. მე როგორც საწოლის ერთ კუთხეში დავფარფატებდი, იმ წუთს, როცა ვუახლოვდებოდი ქარის მსგავსი ძალა მაიძულებდა კოლიბრივით საწოლის თავზე გავჩერებულიყავი. ხან და ხან კი ოთახი ნაწილ-ნაწილ ქრებოდა, ვიდრე მხოლოდ ჩემი მძინარე სხეული არ რჩებოდა საწოლზე, ხანდახან მე მთლიანად ვკარგავდი ნებისყოფას. მაშინ მეგონა, რომ ჩემი სიზმარხილვის ყურადღრება ჩემგან დამოუკიდებლად მუშაობდა. ის ან ოთახში პირველი ხელში მოყოლილი დეტალით იყო მოცული, ან საერთოდ არ შეეძლო გადაეწყვიტა, რა ეკეთებინა. ასეთ შემთხვევაში ვგრძნობდი, როგორ უსუსურად დავფრინავდი ერთი დეტალდან მეორეში.

ერთხელ ემისრის ხმამ სიზმარხილვაში ამიხსნა, რომ ყველა დეტალი სიზმრისა, რომელიც ჩვეულებრივი არ არის, სინამდვილეში ენერგეტიკული წარმონაქმნებია, რომლებიც ჩვენთვის ნაცნობი სამყაროსგან ძალიან განსხვავდებიან. მაგალითად ემისარმა მითხრა რომ კედლები თხევადი იყო და მერე შემომთავაზა, რომ ერთ-ერთ მათგანში გავმძვრალიყავი.

მე დაუფიქრებლად ჩავყვინთე კედელში თითქოს ეს დიდი ტბა ყოფილიყოს. კედელი ნაკლებად მაგონებდა წყალს , ვერ მივამგვანე ის ტბას და ჩემი შეგრძნებაც ძალიან განსხვავდებოდა იმისგან რასაც სხეული ტბაში ჩაშვებისას განიცდის. ეს უფრო ცოდნა იყო, რომ ჩავყვინთე და თხევად სივრცეში გასვლა ვცადე. მე თავით გადავეშვი რაღაცაში, რაც ჩემს წინ ისე იშლებოდა, როგორც წყალი, როცა მისი სიღრმისკენ მიდიხარ.

ჩაყვინთვის შეგრძნება იმდენად რეალური იყო, რომ იმაზე ფიქრი დავიწყე რამდენად შორსა და ღრმად შემეძლო ჩავსულიყავი. ჩემი აზრით იქ მთელი მარადისობა გავატარე. მე თხევადი სუბსტანციის სიღრმეში ღრუბლებისა და კლდისმაგვარ წარმონაქმნებს ვხედავდი. მხვდებოდა კრისტალისმაგვარი, მოელვარე გეომტრიული ობიექტები და ყველანაირი ფერის ღია ტონების ბუშტები. აქ იყო დამაბრმავებელი კაშკაშა შუქიც და უკუნი სიბნელის ზონებიც. ყველაფერი ჩემს გარშემო მიედინებოდა ცვალებადი სწრაფი ან ძალიან ნელი სიჩქარით. მეჩვენებოდა, რომ კოსმოსს ვხედავდი, და როგორც კი ეს გავიფიქრე, ჩემი სიჩქარე ისე გაიზარდა, რომ ყველაფერი ერთმანეთს შეერწყა და უეცრად აღმოვაჩინე, რომ საკუთარ საწოლში, ცხვირით კედელზე მიჭყლეტილი ვიწექი.

რაღაც ფარულმა შიშმა მაიძულა დონ ხუანთან მივსულიყავი, ის მისმენდა და ყოველ სიტყვას უკვირდებოდა.

-ახლა რამე გადამწყვეტი მანევრი უნდა გააკეთო და სიზმარხილვის ემისარი არ უნდა ჩაერიოს შენს პრაქტიკაში. ან უკეთესად თუ ვიტყვი, შენ საერთოდ არ უნდა მისცე ამის ნება - თქვა მან.
-როგორ შევაჩერო?
-გააკეთე უბრალო მაგრამ გადამწყვეტი მანევრი, შედი სიზმარხილვაში და განაცხადე რომ აღარ გინდა სიზმარხილვის ემისრის ყოლა.
-დონ ხუან ეს იმას ნიშნავს რომ მე მას ვერასოდეს ვეღარ ვნახავ?
-რა თქმა უნდა შენ მისგან სამუდამოდ განთავისუფლდები.
-რამდენად გონივრულია მისი სამუდამოდ გაშვება?
-მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ახლა ეს გონივრულია.

ამ სიტყვებმა ჩემში ძალიან მკტივნეული ეჭვი გააღვიძა. მე არ მინდოდა ემისართან ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ ამავე დროს მინდოდა დონ ხუანის რჩევას დავყოლოდი. მან ჩემი მერყეობა შეამჩნია.

-ვიცი რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა - მითხრა მან - მაგრამ თუ შენ ამას არ გააკეთებ, არაორგანულ არსებებს ყოველთვის ანკესზე ეყოლები წამოგებული. თუ მათგან გათავისუფლება გინდა გააკეთე ეს ახლავე და დაუყოვნებლივ.

როცა შემდეგი სიზმარხილვისას მოვემზადე რომ ჩემს განზრახვაზე ხმამაღლა განმეცხადებინა, ემისრის ხმამ დამასწრო და მითხრა.

-თუ შენი მოთხოვნისგან თავს შეიკავებ მე პირობას გაძლევ რომ აღარასოდეს ჩავერევი შენს სიზმრის პრაქტიკაში და შენთანაც მაშინ დაგელაპარაკები როცა კითხვით მომმართავ.

მე მაშინვე მივიღე ეს პირობა და მივხვდი, რომ ეს კარგი შეთანხმება იყო, მე შვებაც კი ვიგრძენი, როცა მოვლენები ასე შეტრიალდა, თუმცა ვშიშობდი, რომ დონ ხუანს ეს არ მოეწონებოდა.

-ეს კარგი მანევრი იყო - აღნიშნა მან და გაიცინა - შენ გულწრფელი იყავი, ეს იყო სულ რაც უნდა გაგეკეთებინა. სინამდვილეში ემირის მოცილების არანაირი აუცილებლობა არ გქონდა. შენ ის მხოლოდ მის ადგილას უნდა დაგესვა, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი გაპოვნინოს, როცა ეს საჭირო გახდება. დარწმუნებული ვარ ემისარი აღარ ჩაყოფს ცხვირს იქ, სადაც მისი საქმე არ არის.

ეს მართალი იყო. სიზმარხილვის პრაქტიკას ემისრის ჩაურევლად ვაგრძელებდი. საუკეთესო აქედან ის იყო, რომ მე ისეთი სიზმრების ნახვა დავიწყე, სადაც ოთახი, რომელშიც მეძინა, ჩვეულებრივ სამყაროში იყო, მხოლოდ ერთი განსხვავებით, სიზმარხილვაში ოთახი მოღრეცილიყო და ისე დაზიანებულიყო, რომ კუბისტის ტილოს ჰგავდა, მახვილი კუთხეები ჩვეულებრივმა სწორმა კუთხეებმა შეცვალა იქ, სადაც იატაკი , კედელი და ჭერი იკვეთებოდა. ჩემს მოღრეცილ ოთახში ინტერიერის ყოველი დეტალი საოცრად აბსურდული და უაზრო ხდებოდა მახვილი და ბლაგვი კუთხეების მკვეთრი სხივების გამო. მაგალითად ნახატების ხაზი პარკეტზე, გახუნებული ლაქები კედლებზე და ჭუჭყიანი თითების კვალი კარის კუთხეზე.

ამ სიზმარხილვაში წყლის სამყაროში ვიკარგებოდი, რომელიც მოღრეცილი მაგრამ ლამაზი დეტალებისგან შედგებოდა. მთელი ჩემი სიზმარხილვის პრაქტიკის განმავლობაში ვუღრმავდებოდი საგნების დეტალებს, რადგან ისინი ჩემს ოთახში წარმოუდგენლად ბევრი იყო და მათი მიზიდულობა კი ისეთი ძლიერი, რომ თავს ვერ ვიკავებდი.

პირველივე შესაძლებლობა გამოვიყენე, დონ ხუანი ვნახე და ჩემი მდგომარეობის შესახებ ვკითხე.

- ჩემი ოთახის საზღვრების დაძლევა არ შემეძლია, - ვუთხარი მას ჩემი სიზმარხილვის პრაქტიკის ხანგრძლივი აღწერის შემდეგ.
- საიდან მოიტანე რომ უნდა დაძლიო? - მკითხა ღიმილით.
- ვგრძნობ, რომ ოთახს უნდა გავცდე დონ ხუან.
- მაგრამ შენ უკვე მის მიღმა მოძრაობ. იქნებ ჯობს შენს თავს ის ჰკითხო, ისევ ინტერპრეტაციებში ხომ არ იკარგები.

მე მოვუყევი ჩემს სიზმარზე, როგორ გამოვედი ჩემი ოთახიდან ქუჩაში, რომ მე ეს ერთი წუთითაც არ მასვენებს და ვგრძნობ, რომ ეს აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთო.

- მაგრამ შენ ხონ ამაზე ბევრად მნიშვნელოვან რამეებს აკეთებ? - გააპროტესტა მან - შენ არაჩვეულებრივ სამყაროებს სტუმრობ, კიდევ რა გინდა?

ავუხსენი, რომ უკვე ფიზიკურად განვიცდიდი, და მინდოდა, როგორმე გავცდენოდი ამ მრავალრიცხოვანი დეტალების მახეს. უფრო მანაღვლებდა ჩემი უუნარობა გავთავისუფლებულიყავი, რასაც ჩემი ყურადღება შეეპყრო. თითქმის მთლიანი უუნარობა გამომემჟღავნებინ.ა ჩემი ნება სიზმარხილვაში ჩემი ყველა განცდის შედეგი იყო.

ამას ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა. მე მეტის გაგება მინდოდა დეტალებში ჩაღრმავების მახეზე. საბოლოოდ მან მაინც გამაფრთხილა საფრთხეზე რომელიც ამ მახეს უკავშირდებოდა.

- შენ არათუ ცუდად გამოგდის - მითხრა მან ბოლოს . სიზმარმხილველებს ხომ ბევრი დრო ეკარგებათ თავიანთი ენერგეტიკული სხეულის სრულყოფაზე. შენს შემთხვევაში საფრთხის წინაშე სწორედ ეს დგას - შენი ენერგეტიკული სხეულის სრულყოფა.

დონ ხუანმა ამიხსნა მიზეზი, რომლის გამოც ჩემი ენერგეტიკული სხეული იძულებული იყო დეტალურად შეესწავლა ყოველგვარი წვრილმანი და ჩავღრმავებოდი მათ. ეს გამოუცდელობის გამო ხდებოდა. ენერგეტიკული სხეულის არასრულყოფილების გამო. მან მითხრა, რომ ხშირად ჯადოქარი მთელს ცხოვრებას ისე რომ ენერგეტიკულ სხეულს საშუალება მისცეს შეისრუტოს ყველაფერი ხელმისაწვდომი და ამით გაამაგროს ის.

- იქამდე, ვიდრე ენერგეტიკული სხეული არ მიაღწევს სრულ განვითარებასა და სიმწიფეს, ის საკუთარი თავითაა დაკავებული, - აგრძელებდა დონ ხუანი - მას არ შეუძლია გათავისუფლდეს მისწრაფებისგან ყველაფერში შეაღწიოს, და თუ შენ ამას ყურადღებას მიაქცევ, იმის მაგივრად რომ ებრძოლო, მაშინ შეძლებ მას დახმარების ხელი გაუწოდო.

- როგორ გავაკეთო ეს, დონ ხუან?

- მართე მისი ქცევები, ან სხვა სიტყვებით - ისარგებლე სტალკინგით. მან ამიხსნა, რომ ყველაფერი, რაც ენერგეტიკულ სხეულს უკავშირდება, შემკრები წერტილის მდებარეობაზეა დამოკიდებული, ხოლო სიზმარხილვა სხვა არაფერია თუ არა მისი გადაადგილება. ამიტომ სტალკინგი აიძულებს შემკრებ წერტილს იმ მდგომარეობაში ყოფნას, სადაც ენერგეტიკული სხეული შეძლებს განვითარდეს და სრულყოფილებამდე მივიდეს.

დონ ხუანი თვლიდა, რომ ჯადოქრები ოპტიმალურად მიიჩნევდნენ შემკრები წერტილის ისეთ მდებარეობას, როცა ენერგეტიკულ სხეულს დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილება. შემდეგი ნაბიჯი ენერგეტიკული სხეულის სტალკინგში მდგომარეობს, ანუ მისი ფიქსაცია ამ მდგომარეობაში მისი სრულყოფისთვის. მან ამიხსნა, რომ სინამდვილეში ეს ძალიან იოლი პროცესია. საჭიროა ენერგეტიკული სხეულის სტალკინგის განზრახვა გამოიყენო.

ის გაჩუმდა და ორივე მოლოდინით მივაჩერდით ერთმანეთს, მე ველოდი, რომ მეტს მეტყოდა, ის კი ჩემს დასტურს ელოდა, რომ მისი სიტყვები გავიგე. მაგრამ მე ვერ გავიგე.

- მიეცი საშუალება შენს ნერგეტიკულ სხეულს სიზმარხილვაში ოპტიმალურ მდებარეოას მიაღწიოს, - ამიხსნა მან - შემდეგ კი ისარგებლე განზრახვით, რომ შენი ენერგეტიკული სხეული ისევ იმ მდგომარეობაში დარჩეს - ეს იქნება შენი სტალკინგი.

მან პაუზა გააკეთა და თვალებით მთხოვდა ყურადღებით განმეხილა მისი მონაყოლი.

- განზრახვა, ეს საიდუმლოა - მაგრამ შენ ხომ უკვე იცი ის - მითხრა მან - განზრახვის საშუალებით ჯადოქარი გადაადგილებს თავის შემკრებ წერტილს და მისივე საშუალებით აფიქსირებს მას. განზრახვით კი ამის საშუალებას აღწევენ.

ასეთ სიტუაციაში მე კიდევ გამიჩნდა გაურკვეველი ეჭვები. ამავე დროს მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მე ვერ შევძლებდი მიმემართა ჩემი განზრახვა შემკრები წერტილის საჭირო ადგილას ფიქსაციისკენ. წარსულში ყველანაირ წარმატებულ ტრიუკებს ვასრულებდი განზრახვით და ვერ ვიგებდი როგორ გამომდიოდა ეს. თავად დონ ხუანიც კი გაოცებული იყო ჩემი შესაძლებლობებითა თუ ჩემი იღბლით და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამჯერადაც ასე მოხდებოდა, მაგრამ შევცდი. რაც არ უნდა გამეკეთებინა და როგორც არ უნდა დავლოდებოდი, მე ვერანაირად ვერ ვახერხებდი შემკრები წერტილის ფიქსაციას ვერსად არათუ საჭირო ადგილას.

რამდენიმე თვიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მე დავნებდი .

- იცი, სინამდვილეში მე მჯეროდა რომ შევძლებდი ამას - ვუთხარი დონ ხუანს , როგორც კი მის სახლში შევედი - ვშიშობ ახალა საკუთარ თავზე უფრო მეტად ვარ შეყვარებული ვიდრე ოდესმე.

- სინამდვილეში ეს ასე არ არის, - მითხრა მან - ისე მოხდა, რომ შენ ისევ დაიბენი შენთვის ჩვეულ ტერმინების გაგებაში. შენ ისე ცდილობ იპოვო შენი ადგილი თითქოს დაკარგულ გასაღებს ეძებ, მერე კი ისე ცდილობ მიაბა შემკრები წერტილი თითქოს თასმას იკრევს. იდეალური ადგილი შემკრები წერტილისთვის და მისი ფიქსაცია - ეს მეტაფორებია. რეალობას არაფერი საერთო არ აქვს იმ სიტყვებთან რომლებიც იწვევნ შენში მისი აღმნიშვნელები.

მერე მან მთხოვა მომეყოლა რა შემემთხვა ბოლოს სიზმარხილვაში ვარჯიშისას. მე მაშინვე ვახსენე, რომ ჩემი მიდრეკილება, ჩავუღრმავდე დეტალებს, საგრძნობლად შემცირდა.მე ვუთხარი რომ ეს ალბათ იმიტომ მოხდა რომ მე იძულებული ვიყავი გამუდმებით მემოძრავა სიზმარში. ამგვარად მოძრაობა არ მაძლევდა საშუალებას, რომ გავჩერებულიყავი, რომ ჩავღრმავებოდი დეტალებს, რომლებსაც ვათვალიერებდი. როცა ვჩერდებოდი, შემეძლო დეტალების ჩაღრმავების პროცესი მეთვალიერებინა. მე მივედი დასკვნამდე, რომ არაცოცხალი მატერია მართლა ფლობდა პარალიზების უნარს, რომელსა მე როგორც სინათლის სუსტ სხივს ისე ვხედავდი და ის ჩემს ყურადღებას იპყრობდა. მაგალითად ისე ხდებოდა, რომ პატარა ნაკაწრი კედელზე ან ხის ხვეულები პარკეტზე ჩემს ოთახში შუქს ასხივებდა და ეს შუქი მიპყრობდა. იმ წუთიდან, რაც ჩემი სიზმრის ყურადღება ამ შუქზე ფიქსირდებოდა, მთელი სიზმარხილვის ან უმნიშვნელო დეტალის გარშემო იწყებდა ტრიალს. მე ვხედავდი როგორ იზრდებოდა ის კოსმიური მასშტაბებით. ეს თვალიერება გრძელდებოდა, ვიდრე არ გავიღვიძებდი როგორც წესი ცხვირით კედელზე ან იატაკზე მიჭყლეტილი. ჩემი კვლევები მაჩვენებდა რომ პირველ რიგში მე რეალური სამყაროს დეტალებს ვათვალიერებდი მეორეც მე ვხედავდი მათ თითქოს სიზმარში ვყოფილიყავი .

დონ ხუანს გაეღიმა და მითხრა.

- შენ მიხვდი ამას რადგან შენი ენერგეტიკული სხეულის ფორმირება დამთავრდა, როცა დამოუკიდებლად დაიწყე მოძრაობა. მე ეს პირდაპირ არ მითქვამს, მაგრამ მიგანიშნე, მინდოდა მენახა, თავად თუ მიხვდებოდი ამას და შენ ეს რა თქმა უნდა გააკეთე .

მე წარმოდგენა არ მქონდა რა ჰქონდა მხედველობაში დონ ხუანს, მან, როგორც ყოველთვის ამათვალიერ-ჩამათვალიერა, კრიტიკულად შეისწავლა ჩემი სხეულის თითოეული დეტალი.

- რა აღმოვაჩინე კონკრეტულად დონ ხუან? იძულებული ვიყავი მეკითხა.

- შენ აღმოაჩინე, რომ შენი ენერგეტიკული სხეულის ფორმირება დასრულდა - მიპასუხა.

- არაფერი მსგავსი არ აღმომიჩენია. 

- არა შენ ეს გააკეთე . ეს უფრო ადრე დაიწყო , მაშინ როცა შენ არ შეგეძლო შენი სიზმრის რეალობის დადგენა , მაგრამ მერე შენში რაღაცამ მუშაობა დაიწყო, ის გაჩვენებდა ჩვეულებრივი იყო სიზმარი თუ არა. ეს რაღაც იყო სწორედ შენი ენერგეტიკული სხეული. ახლა შენ იმედგაცრუებული ხარ, რომ ვერ შეძელი შემკრები წერტილისთვის ფიქსაციის იდეალური ადგილის პოვნა. მე შენ გეუბნები რომ შენ ის უკვე იპოვე. ამის მტიცებულებაა ის, რომ შენი ენერგეტიკული სხეული აღარ ხვდება დეტალების გავლენის ქვეშ.

მე გაოცებული ვუსმენდი, ერთი პატარა კითხვაც კი ვერ დავუშვი.

- ამას მოჰყვება ის, რასაც ჯადოქრების მარგალიტს ეძახიან, - განაგრძობდა დონ ხუანი - სიზმარხილვაში ენერგიის დანახვაზე დაიწყებ ვარჯიშს. შენ სიზმარხილვის მესამე კარიბჭის დავალება შეასრულე - ისწავლე თავისუფლად გადააადგილო ენერგეტიკული სხეული. ახლა ნამდვილ ამოცანაზე დაიწყებ მუშაობას: ენერგიის დანახვაზე ენერგეტიკული სხეულის საშუალებით.

- შენ აქამდეც ნახე ენერგია - ამბობდა ის - ბევრჯერ, მაგრამ აქამდე ყოველ ჯერზე შენი ხილვები შემთხვევითი იყო, ახლა შენ ამას მიზანმიმართულად აკეთებ.

- ყოველდღიური პრაქტიკიდან სიზმარმხილველებმა იციან - განაგრძობდა ის - რომ თუ ენერგეტიკული სხეული ფორმირებულია , ადამიანი ხედავს ენერგიას ყოველ ჯერზე როცა ის რეალურ სამყაროს უყურებს. თუ ის ნივთის ენერგიას სიზმარში ხედავს, მას შეუძლია ამავე დროს გაიგოს, რომ ის რეალურ სამყაროშია , როგორი დაზიანებულიც არ უნდა ეჩვენოს ეს სამყარო მისი სიაზმრის ყურებისას. თუკი მას ნივთების ენერგიის დანახვა შეუძლია - ეს ჩვეულებრივი სიზმარია და არა რეალური სამყარო .

- რა არის რეალური სამყარო დონ ხუან?

- ეს არის სამყარო, რომელიც შობს ენერგიას, ის წარმოადგენს ილუზორულ მოჩვენებით სამყაროს საწინააღმდეგოს, სადაც ენერგიას არაფერი ბადებს, როგორც ეს ჩვენი სიზმარების უმრავლესობაში ხდება - ისინი სავსეა საგნებით ენერგეტიკული პოტენციალის გარეშე. - შემდეგ დონ ხუანმა კიდევ ერთი განმარტება მომცა, - სიზმარხილვა, ესაა პროცესი, სადაც სიზმარმხილველები აღმოაჩენენ ენერგიის წარმომქმნელი საგნების არსებობის გარკვეულ მტკიცებულებას. ალბათ მან შემაჩნია ჩემი დაბნეულობა , გაიცინა და კიდევ ერთი უფრო კონკრეტული განმარტება მომცა: სიზმარხილვა ესაა პროცესი, როლმის საშუალებითაც ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ შემკრები წერტილის ადექვატური მდებარეობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევამჩნიოთ სიზმარხილვის მდგომარეობაში ნივთები, რომლებიც ენერგიას ბადებენ.

მან ამიხსნა, რომ ენერგეტიკულ სხეულს შეუძლია დაინახოს ენერგია, რომელიც ძირეულად განსახვავდება ჩვენი ყოველდღიური სამყაროს ენერგიისგან. ასე ხდება იმ საგნების შემთხვევაში, რომლებსაც არაორგანული არსებების სამყაროში ვხედავთ, სადაც ენერგეტიკული სხეული მოშიშინე ენერგიას ხვდება. მან დაამატა, რომ ჩვენს სამყაროში არაფერი არ შიშინებს აქ ყველაფერი ციმციმებს.

- ამ დროიდან მოყოლებული, - თქვა მან - შენი სიზმარხილვის პრაქტიკის ამოცანა იმის დადგენა იქნება, ეკუთვნის თუ არა საგნები, რომლებისკენაც შენი სიზმარხილვის ყურადღებაა მიმართული, ენერგიის წარმომქმნელებს, ჩვეულებრივ ილუზორულ ხილვებს, თუ უარყოფითი ენერგიის წარმომქმნელებს.

დონ ხუანი მეუბნებოდა, რომ იმედოვნებდა, რომ მე თავად შევთავაზებდი ენერგიის ხილვის იდეას, როგორც დადგენის საშუალებას, ჩვეულებრივ სამყაროში ვიყავი თუ არაჩვეულებრივ სიზმარში ვაკვირდებოდი ჩემს ენერგეტიკულ სხეულს. მან დასცინა ჩემს მცდელობებს, დამედგინა ეს ყოველ მეოთხე დღეს ახალი ტანსაცმლის ჩაცმით. მისი თქმით, მე თავიდანვე ვფლობდი იმისთვის აუცილებელ ინფორმაციას, რომ მესამე კარიბჭის ამოცანა დამეძლია და შემეთავაზებინა ჩემი ადგილმდებარეობის დადგენის სწორი საშუალება. მაგრამ ჩემმა მიდრეკილებამ - მეპოვა ყველაფერი შემოვლითი გზით - მაიძულა რთული ამონახსნები მეძებნა იქ, სადაც ჯადოქრისთვის ყველაფერი მარტივი და ნათელია.