tarotcardscreditShutterstockcom

რა არის ტარო?

ისტორია, სტრუქტურა და კარტების სიმბოლიზმი

ტარო - ესაა კარტის დასტა, რომელიც ამჟამინდელი ფორმით ცნობილია XVI საუკუნიდან. ამ დროიდან მოყოლებული დასტა შედგება 78 კარტისგან , რომელიც იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: 22 კარტი, რომელსაც მაღალ (უფროს) არკანებს უწოდებენ, და 56 დაბალი (უმცროსი) არკანი. თუ 22 მაღალი არკანი - ეს 22 სხვადასხვა სიუჟეტია, რომელთაგანაც არცერთი არ იმეორებს მეორეს, და რიგითი ნომრებით დალაგებულნი, მკაფიო ლოგიკურ თანმიმდევრობად ეწყობიან, დაბალი არკანები, თანამედროვე სათამაშო კარტების წინაპრები, შედგებიან მხოლოდ ოთხი სერიისგან, ანუ მასტებისგან - კვერთხებისგან, ხმლებისგან, თასებისგან და დინარებისგან, რომლებიც მოგვიანებით ჯვრებად, ყვავებად, გულებად და აგურებად იქცნენ. ყოველი მასტი, ისევე, როგორც სათამაშო კარტებში, იწყება ტუზით, რომელსაც მოსდევს ორიანი, სამიანი და ა.შ. ათიანამდე. არის ასევე ფიგურული კარტები, ანუ „ნახატები“ - მეფე, დედოფალი, რაინდი და პაჟი - ერთით მეტი, ვიდრე სათამაშო კარტებში.

ეს ორივე ჯგუფი მაშინვე ერთად გაჩნდა თუ დროთა განმავლობაში გაერთიანდა ერთ დასტად - იმაზე მეტად გარკვეული არაა, ვიდრე თავად ტაროს წარმომავლობა. ზოგიერთი ვარაუდით, დაბალი არკანების კარტები ევროპაში XIV საუკუნეში, ისლამური ქვეყნებიდან შემოვიდა, მაგრამ რა იყო მათზე გამოსახული და რისთვის გამოიყენებოდა, მკითხაობისთვის თუ უბრალოდ სათამაშოდ, ასევე არაა ცნობილი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანის, მაღალი არკანების წარმოშობის შესახებ კიდევ უფრო ცოტაა ცნობილი. ერთნი თვლიან, რომ რადგანაც ისინი პირველად XVI საუკუნეშია ნახსენები, ამიტომ სწორედ მაშინ შეიქმნენ, სხვები მის ისტორიას ძველ ეგვიპტეს უკავშირებენ, სადაც ისინი ქურუმებისთვის სიბრძნის წიგნს წარმოადგენდნენ, შემდეგ კი რაღაც იდუმალი გზებით ევროპაში მოხვდნენ.

მრავლიდან ერთ-ერთი ამასთან დაკავშირებული ლეგენდა ამბობს, რომ კარტები პალესტინაში მოსემ შემოიტანა, როდესაც მან თავისი ხალხი ეგვიპტიდან წაიყვანა (მოსე ხელდასხმული გახლდათ ეგვიპტურ მისტერიებში). პალესტინაში მათ დაემატა კაბალა, საიდუმლო ცოდნა, რომელიც დაფუძნებული იყო ივრითული ანბანის ოცდაორ ასოზე. ამის მნიშვნელოვან მტკიცებულებად ითვლება ამ ასოების და მაღალი არკანების რაოდენობის დამთხვევა. თუმცაღა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაღალ არკანებთან აკავშირებენ 22 ელემენტის შემცველ სხვა მრავალ რამესაც, მაგალითად იოანეს სახარებას, რომელშიც ასევე ოცდაორი თავია. ადამიანები ხშირად იღებენ სასურველს რეალობად. მიმართავენ რა, მოხერხებულ და როგორც წესი ჩახლართულ მსჯელობებს, თავიანთი იდეის არგუმენტაციისთვის, ასეთი ადამიანები ამ მსჯელობებს შემდეგ მისი სიმართლის მტკიცებულებად იღებენ.

აი, როგორ კომენტარს უკეთებს მსგავს მტკიცებულებებს სინტია ჯილზი თავის შესანიშნავ წიგნში ტაროს შესახებ: «ყოველი ავტორი, რომელსაც პრეტენზია აქვს რაღაც განსაკუთრებულ ცოდნაზე, მთელი ძალით ცდილობს, რომ „განყენებული“ იყოს სხვებისგან და უსაფუძვლოს უწოდებს სხვების პრეტენზიებს ჭეშმარიტების ძიებაზე, და რადგანაც თავიანთ ცოდნას ისინი საიდუმლოდ თვლიან, საკუთარ თავსაც თავისუფლად თვლიან თავიანთი სიტყვების რაიმე მტკიცებულების წარმოდგენისგან. ამიტომ ასეთი ავტორების სერიოზულად მიღება არ ღირს, თუმცა ჭეშმარიტების გაცხადების სურვილის მათ გულწრფელობაში შეგვიძლია ეჭვიც არ შეგვეპაროს. საკმარისია შეგახსენოთ, რომ ყველას, ვისაც ტაროში „ჭეშმარიტების“ აღმოჩნა მოუნდება, სულ თავიდან მოუწევს დაწყება, რადგანაც კარტების საიდუმლო, თუკი იგი არსებობს, ჯერ კიდევ არაა ამოხსნილი».

იმაზე, თუ რას ნიშნავს თავად სიტყვა „ტარო“, ასევე პირველად XVI საუკუნის ბოლოდან მოდის ცნობები, ვერსიები და ლეგენდები ამაზეც ბევრია, დაწყებული ძველეგვიპტურიდან („მეფეთა გზა“, ტარ=“გზა“ და როშ=“მეფე“) ან ძველებრაულიდან („ღვთაებრივი კანონი“=ტორა) დამთავრებული ყველაზე მარტივით: იტალიაში, ქალაქ პარმასთან ახლოს მიედინება მდინარე ტარო, და კარტები სადღაც აქ შეიქმნა. რამდენადაც სიტყვა „ტარო“-ში (Tarot) ბოლო ასო „ტ“ არ წარმოითქმება, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს სიტყვა - ფრანგულია. თუმცაღა არსებობენ ტაროლოგები, რომლებიც ხაზს უსვამენ ამ ასოს. ამას იმით ხსნიან, რომ პირველი და ბოლო „ტ“ - ეს ერთი და იგივე ასოა, ისინი „ედებიან“ ერთმანეთს, თითქოს ეს სიტყვა ბორბალზე იყოს დაწერილი, ამიტომ კარტის დასახელება მოდის ლათინური rota=”ბორბალი“-სგან. გვრჩება გავიხსენოთ კიდევ ლათინური სიტყვა orat=”ლაპარაკი“ და ეგვიპტური ქალღმერთის სახელი - ator (ჰათჰორი(, და მაშინ გამოდის მთელი ფრაზა, რომელიც ამერიკელმა ოკულტისტმა პოლ ფოსტერ კეისიმ ააწყო ამ სიტყვის ხუთი სხვადასხვა ვარიაციიდან: ROTA TARO ORAT TORA ATOR = «ტაროს ბორბალი აცხადებს ხელდასმის კანონს (Колесо Таро провозглашает Закон Посвящения)».

ჭეშმარიტება კარტის წარმოშობისა და მისი სახელის მნიშვნელობის შესახებ, სავარაუდოდ, სადღაც შუაშია მთელ ამ სპეკულაციებს შორის. პირადად მე ზუსტი დათარიღებისა და ეტიმოლოგიის საკითხები ნაკლებად მაინტერესებს. თუკი ტარო მართლა გვაძლევს არქეტიპულ ინფორმაციას, რომელიც კოლექტიური არაცნობიერის სიღრმეებში იმალება, ანუ ადამიანური ცნობიერების დაბადების საწყისებამდე მიდის, მაშინ პრაქტიკაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლისაა ეს კარტები, 400 თუ 4000. თუმცა ცხადია, რომ ეს ხატ-სახეები უფრო ასაკოვანია, ვიდრე საბეჭდი დაზგა ან ქაღალდი, რომელზეც ისინია დაბეჭდილი.

პრინციპში, ამ სიმბოლიკას მხოლოდ მაღალი არკანების 22 კარტი შეიცავს. 56 დაბალი არკანი ასეთ სირრმეს არ ატარებს. „ის ფაქტი, რომ ოკულტისტთაგან ან სხვა ავტორთაგან არავინ არ ანიჭებდა დაბალ არკანებს უფრო მეტ მნიშვნელობას, ვიდრე სამკითხაო ინსტრუმენტს, უფრო ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ კარტების ეს ჯგუფები არანაირად არ უკავშირდება ერთმანეთს“, - თვლის არტურ ედვარდ უეიტი. შემდეგ იგი ხაზს უსვამს, რომ მაღალი არკანები „მიეკუთვნებიან ფილოსოფიის ღვთაებრივი საკითხების სფეროს“, ხოლო ყველა დანარჩენი - კარტებით მკითხაობის სფეროს. დაბალი არკანების კარტები არასოდეს თარგმნილა რაიმე სხვა უფრო მაღალ ენაზე, ვიდრე მკითხაობაა.

XX საუკუნის დასაწყისამდე დაბალი არკანები იმაზე ინფორმატიულები არ იყვნენ, ვიდრე ჩვეულებრივი სათამაშო კარტები. მათზე გამოსახული იყო მასტების სიმბოლოები რაოდენობრივად, კარტის ნომერის შესაბამისად. მაგალითად, თასების სამიანზე გამოსახული იყო სამი თასი, ხოლო დინარების ცხრიანზე - ცხრა წრე ან მონეტა. მათი ინტერპრეტაცია ისევე რთული იყო, როგორც გულების სამიანის ან აგურების ცხრიანის. ან უნდა დაგემახსოვრებინათ ყველა კარტის მნიშვნელობა, ან უნდა გაგეხსენებინათ კარტის რიცხვის (ნომერის) მისტიური მნიშვნელობა და დაგეკავშირებინათ იგი სტიქიასთან (მასტთან) და დამოუკიდებლად გამოგეყვანათ ეს მნიშვნელობა. ასე იყო 1910 წლამდე, როცა გაჩნდა არტურ ედვარდ უეიტის მიერ მოფიქრებული და პამელა კოლმენ სმიტის მიერ დახატული რაიდერის დასტა, რომელშიც სიუჟეტური ნახატებით პირველად იქნა აღჭურვილი დაბალი არკანებიც. მას შემდეგ ასეთი ნახატები ყველა 78 კარტზეა.

რაც არ უნდა კარგი იყოს ჩვენი შესაძლებლობების ასეთი გაფართოება, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა დიდი სხვაობაა იმ ხატ-სახეებს შორის, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ლაგდებოდა კაცობრიობის კოლექტიურ არაცნობიერში, რომლებადაც მიღებულია ჩაითვალოს მაღალი არკანები, და იმ ილუსტრაციებს შორის, თუნდაც გენიალურების, რომლებიც ერთი ადამიანის მიერაა მოგონილი. ასეთი ნახატები, რა თქმა უნდა გვეხმარებიან კარტის მნიშვნელობის გაგებაში, მაგრამ ისინი ვერასოდეს მიაღწევენ ხატ-სახე - არქეტიპის სიღრმეს და სიმბოლიზმს. ამიტომ, მე აზრს ვერ ვხედავ, რომ გავარჩიო ნახატების დეტალები დაბალ არკანებზე. ისინი უბრალოდ გარკვეული სიუჟეტის ილუსტრირებას ახდენენ, მაგალითად, თასების სამიანი გვაჩვენებს ცეკვას, მოსავლის დღესასწაულის საპატივცემულოდ, რადგანაც მოცეკვავეების ფეხებთან მწიფე ნაყოფები აწყვია. როდესაც ამას ვხედავთ, ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს ეს კარტი: საქმემ ნაყოფები მოგვცა, ადამიანი კი კმაყოფილი და მადლიერია. მეტი იქ არაფერია. ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, თუ რატომ აცვია ერთ-ერთ გრაციას ოქროსფერი ფეხსაცმელი, მეორეს კი ცისფერი, და რა ნაყოფებია ეს - ვაშლები თუ პომიდორები, უკეთეს შემთხვევაში რაღაც წვრილმანებს ნიშნავს, უარესში კი - არაფერს.

მაღალი არკანები კი წარმოადგენენ სიმბოლისტურ საკვანძო მომენტებს ადამიანის ცხოვრების გზაზე. საქმე იმაშია, რომ სიმბოლო, განსხვავებით ნიშნებისგან, „ხატებისგან“, შიფრებისგან და კოდებისგან არასოდესაა გამოგონილი. იგი არაფერს მალავს, არამედ პირიქით, ხსნის რაღაც უფრო ღრმა და მნიშვნელოვანს, ვიდრე ის, რისი გადმოცემაც სიტყვებით შეიძლება, გაგება კი მხოლოდ გონებით. თუკი, მაგალითად, წრე წარმოადგენს განუყოფელი მთელის, სამოთხის, ღვთაებრივი სფეროს, ცნობიერის და ქვეცნობიერის, ადამიანურ „მე“-ს, სრულყოფილების, მარადისობის და კიდევ ბევრი რამის სიმბოლოს, ეს მნიშვნელობები გამოგონილი კი არაა, არამედ გახსნილია, როგორც ამ სიმბოლოში ჩადებული გარკვეული პირველადი ცოდნა. ამიტომაც ასეთი სიმბოლოების გასაღებიც ხშირად არა იმდენად ეზოთერულად წოდებულ ოკულტისტთა ჯგუფების, სხვადასხვა საიდუმლო საზოგადოებების, ორდენების ან ლოჟების მიერ განზრახ შექმნილ „საიდუმლოებებში“ იმალება, რამდენადაც ადამიანური სულის სიღრმეში. XX საუკუნეში ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი უკავია კ.გ. იუნგის ფსიქოლოგიას, რომელმაც მისაწვდომი გახადა არქეტიპების სიმბოლოები, ის, რასაც საიდუმლო ცოდნას ეძახდნენ და ეძახიან. ეს არაა იდუმალთმეტყველება, არაა ვინმეს საიდუმლოს ცოდნა და მითუმეტეს გასაიდუმლოებული ცოდნა. ესაა ცოდნა საგნებისა, რომლებიც იდუმალნი არიან თავიანთი ბუნებით, რადგანაც ზედაპირზე არ ჩანან, არამედ არსებობენ, ასე ვთქვათ, უხილავ პლანზე, რეალობის „მეორე მხარეს“. ასეთი - მართლაც ეზოთერული! - ცოდნა, რომელიც საოცრად მგავსი ფორმით არსებობს ყველა კულტურაში, არა მხოლოდ ყველა რელიგიაზე უფროსია, არამედ თითქმის ყოველთვის თავად ხდებოდა მათი საფუძველი და ხშირად დღესაც შენახულია მათში, როგორც ღრმა, მყარი ბირთვის. და ამ ცოდნის ცენტრში ყოველთვის დგას საკითხი ადამიანის ცხოვრებისეული გზისა და სიკვდილის საზრისის შესახებ.

თუკი ვეცდებით, რომ მოკლედ მოვახდინოთ ამ საიდუმლო ცოდნის საფუძველში მყოფი აზრის ფორმულირებას, ეს იქნება აზრი იმ სამყაროს პოლარობის შესახებ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ: ამ სამყაროს და იმ ყველაფრის შეცნობა, რაც მასში იმყოფება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, თუკი ყოველ საგანს მის საპირისპირო მხარესთან დავაკავშირებთ. ჩვენ, ალბათ, თავშიც არ მოგვივიდოდა, რომ აგვეღნიშნა რაღაც, როგორც მამაკაცური საწყისი (და მითუმეტეს გაგვეცნობიერებინა იგი ასეთად), თუკი არ იარსებებდა ქალური საწყისი. ღამის გარეშე დღეც არ იქნებოდა, სიკვდილის გარეშე კი - სიცოცხლე. და რადგანაც პოლარობის ეს კანონი მთელ ჩვენს რეალობას განმსჭვალავს, ეს ნიშნავს, რომ პოლარობასაც აქვს საპირისპირო მხარე - ის ყველაზე საოცარი ყოვლის-ერთიანობა, რომელსაც ყველა რელიგია აღწერს, როგორც სამოთხისეულს და ღვთაებრივს, თუმც კი - ყოველი თავისებურად. ამ საწყისი ერთიანობიდან გამოვარდნა, მისი დაყოფა მრავალრიცხოვნებად და დაბრუნება იქ, დაკარგულ სამოთხეში, წარმოადგენს კიდეც ეზოთერულ ცოდნას ადამიანის ცხოვრებისეული გზის შესახებ.

აი, რატომ უწოდებს ყველა სულიერი სწავლება ამ გზას - ხსნის გზას: მისი მიზანია - ადამიანის მიერ სიმრთელის (სიმრთელე=ჯანმრთელობა) მოპოვება. აქედანაა ცნობილი, მათ შორის იუნგის ფსიქოლოგიაში, პოსტულატი იმის შესახებ, რომ ყოველგვარი ადამიანი პირველსაწყისად „არაჯანმრთელია“, რამეთუ მისი პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილები „დაჩრდილულია“, ანუ ცნობიერების მიერ აღიქმება, როგორც უცხო წარმოშობის, ან საერთოდ არ აღიქმება - მანამ, სანამ ცნობიერად არ დამუშავდება. სანამ პიროვნების ეს ნაწილები ცნობიერების „ჩრდილშია“, ჩვენ არ გვაქვს მთლიანობა, მათ კი მიზანი აქვთ - გაგვახსენონ თავიანთი თავი, რასაც აკეთებენ კიდეც, და გვაიძულებენ სისულელეების კეთებას. ეს გზა თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი 22 მაღალი არკანის ნახატებში. სწორედ ამაშია მათი ნამდვილი ღირებულება. ამგვარად განხილვის შემთხვევაში, ისინი გვაძლევენ მაგალითს, რომელიც თავისი მნიშვნელობით და მასშტაბებით ბევრად აღემატება იმ ყველაფერს, რისი გაგებაც მათგან უბრალოდ მკითხაობით შეგვეძლო. ასეთია ტაროს ღრმა არსი, მისი უმაღლესი ამოცანა. ის, ვინც აცნობიერებს მაღალი არკანების ამ ურთიერთკავშირს, მათ აზრს, როგორც ცხოვრებისეული გზის ეტაპებს, მათში საოცრად ცხად ცხოვრებისეულ ორიენტირებს იპოვნის.

ამასთან, შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რამდენად აუთენტურად უნდა ჩავთვალოთ ამ კარტების სიმბოლიზმი დღეს, რადგანაც ყოველი ახალი დასტა ხომ თავის ნახატებს იღებდა, ან როგორც მინიმუმ, რაღაც დეტალებს, რომლებიც ძველებში, მთლიანობაში საკმაოდ მარტივ კარტებში არ იყვნენ. პასუხი დამოკიდებულია იმაზე, შენარჩუნდა თუ არა ახალ ნახატებში სიმბოლოს საწყისი აზრი, და რა როლი ითამაშეს ამ დეტალებმა - გაამდიდრეს იგი, თუ პირიქით, დაამახინჯეს. თუკი, მაგალითად, დაკიდული კაცის კარტში კაცი უბრალოდ ჩამოკიდებულია სახრჩობელაზე თავით ქვემოთ, აქედან როგორც წესი, გამომდინარეობს, რომ მხატვარი მხოლოდ დასახელებიდან გამოდიოდა და თავად სიმბოლოს არსს ვერ წვდებოდა. ხოლო თუ ფიგურა კარტზე ჩამოკიდებულია მარჯვენა ფეხით (გაცნობიერებული მოქმედება), და არა მარცხენათი (გაუცნობიერებელი), და არა სახრჩობელაზე, არამედ T-ს მაგვარ ჯვარზე, რჩეულობის სიმბოლოზე, მაშინ ეს არა მხოლოდ არ ამახინჯებს, არამედ ამდიდრებს პირველსაწყის სიმბოლიზმს, აჩვენებს რა, რომ რომ კოსმოსის მიერ გარკვეული მიზნით „არჩეული“ ეს ადამიანი მსხვერპლს ცნობიერად და ნებაყოფლობით იღებს.

ალისთერ ქროულის დასტაში, რომელიც 1944-წელს გამოვიდა, იგივე კარტში გამოსახულია ადამიანი, რომელიც უსუსურადაა გაკრული სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ზემოთ - სიცოცხლის გველია, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს მას ამქვეყნად, მსგავსად ცნობილი ბეწვისა, მაგრამ მისი მზერა უკვე ქვემოთაა მიმართული - სიკვდილის გველისკენ. ეს დეტალები არ ამახინჯებენ დაკიდული კაცის აზრს, არამედ წარმოადგენენ ამპლიფიკაციას, ლათინურად „გამდიდრებას“, როგორც იუნგთან, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მსგავს დეტალებს სიზმრების ანალიზის დროს.

რაიდერ უეიტის დასტაში კი დაშვებულია საწყისი სიმბოლიზმის (ცოტას მიერ შემჩნეული) დამახინჯეება, რომელიც ჩემი აზრით დაუშვებელია: მართლმსაჯულებისა და ძალის კარტებმა ადგილები გაცვალეს. ძველ კარტებში მართლმსაჯულება მერვე, ძალა კი - მეთერთმეტე ადგილს იკავებს. სურდა რა, მისი სიტყვებით, „გამოესწორებინა“ მაღალი არკანების რიგი, არტურ ედვარდ უეიტმა ძალა მერვე ადგილზე, ხოლო მართლმსაჯულება - მეთერთმეტეზე გადაიტანა.

თავად უეიტს არ მოუცია არანაირი დამაჯერებელი ახსნა ამ გადაწყვეტილებისთვის, ამიტომ ამის თაობაზე მაშინვე მრავალი სპეკულაცია გაჩნდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კაბალას ეყრდნობიან, საიდუმლო ებრაულ სწავლებას, რომელსაც საფუძვლად უდევს სიცოცხლის ხედ წოდებული ხის ხატ-სახე - ქმნილების სიმბოლო. ეს ხე შედგება ათი ენერგეტიკული ცენტრისგან - „სეფიროტებისგან“ და დაკავშირებულია ერთმანეთთან ოცდაორი „ბილიკით“, ანუ კავშირით. ითვლება, რომ ათი სეფიროტი შეესაბამება პირველ ათ რიცხვს, ხოლო ოცდაორი კავშირი მათ შორის - ივრითული ანბანის 22 ასოს, საიდანაც ბევრი აკეთებს დასკვნას, რომ ისინი 22 მაღალ არკანსაც შეესაბამებიან. რთული არაა ვივარაუდოთ, რომ ამ კაბალისტური კავშირების არსის ცოდნამ მიიყვანა კიდეც უეიტი იქამდე, რომ ადგილები გადაენაცვლებინა მერვე და მეთერთმეტე არკანებისთვის. მიუხედავად ამისა, ალისთერ ქროულიმ, რომელიც კაბალაში, ყოველ შემთხვევაში, უეიტზე ცუდად არ ერკვეოდა, ეს გადანაცვლება არ მიიღო: 1944 წლის მის დასტაში ძალაც და მართლმსაჯულებაც თავიანთ უწინდელ ადგილებს დაუბრუნდნენ.

მეორე ჰიპოთეზა გულისხმობს, რომ ტაროს კარტის შემქმნელმა ძველმა ბრძენებმა განზრახ დაამახინჯეს ისინი ისე, რომ მათი გამოყენება არახელდასმულებს არ შეძლებოდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ბოლომდე გამოვრიცხოთ ეს შესაძლებლობა, მაგრამ ამის წინააღმდეგ მეტისმეტად ბევრი ფაქტი მეტყველებს. პირველ რიგში, აქ შერეულია ორი რამ: სიმბოლო, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ თვალნათლივ აჩვენოს რაღაც და საიდუმლო ენა, რომელიც მოგონილია რაღაცის დამალვის მიზნით. მეორეც, თუკი ტაროში რაღაც იყო კიდეც დაფარული, ეს ისე მოუხერხებლად გაკეთდა, რომ ამ „შიფრის“ ამოხსნა ნებისმიერს შეუძლია, ვინც ამაზე ცოტას მაინც იმუშავებს. თუკი გავერკვევით ყოველი არკანის მითოლოგიურ ქვეტექსტში, როგორც ამას მოცემულ წიგნში ვაკეთებთ, მაშინ მისი აზრი და ადგილი არკანების რიგში სრულიად ცხადი ხდება. იგივე დასკვნებამდე მივალთ, თუკი გავაანალიზებთ რვის და თერთმეტის ნუმეროლოგიურ მნიშვნელობებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მათთან პირველადად დაკავშირებული არკანების მნიშვნელობებთან.

როგორ გამოვიყენოთ ეს წიგნი?

კარტის გაშლა იმისთვის, რომ კითხვაზე პასუხი მივიღოთ - მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა ტაროსთან მუშაობისთვის. ამ წიგნში აღწერილია სხვა მეთოდი, უფრო ნაკლებად გავრცელებული, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ კარტის ღრმა არსში შევიდეთ. მაღალი არკანების ოცდაორი კარტი აქ განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი კვანძები, როგორც არქეტიპული მიმანიშნებლები გზაზე ურთულესი მიზნისკენ - სიმრთელისკენ. ურთიერთკავშირები, რომლებიც ამასთან ერთად კარტებს შორის ჩნდება, არა მხოლოდ აშუქებენ მიმდინარე სიტუაციას ახალი, ხშირად მოულოდნელი კუთხით, არამედ აცნობენ ადამიანს იმ მშვენიერ ცხოვრებისეულ ფილოსოფიასთან, რომელიც ტაროში დევს. ის, ვინც გაეცნობა ამ უძველეს ცოდნას და გაიგებს მას, არა მხოლოდ მოიპოვებს სასარგებლო რჩევების წყაროს ნებისმიერ ყოფით სიტუაციაში, არამედ შეძლებს, რომ ჩაწვდეს იმ ამოცანების, მოვლენების, კრიზისების და წარმატებების არსს, რომლებთანაც ცხოვრება გვახვედრებს, და ისწავლის მათი საკუთარი შინაგანი ზრდისთვის გამოყენებას.

თუკი ცხოვრების გზის სხვადასხვა ეტაპების აღწერის კითხვისას მათში საკუთარ თავს იპოვნით, ამაში გასაკვირი არაფერია. პირველ რიგში, მაღალი არკანების 22 კარტი წარმოადგენს იმ გზას, რომელიც პრინციპში ყოველმა ჩვენგანმა უნდა გაიაროს. სიტყვა „პრინციპში“ ამ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ ყველა ვერ ახერხებს ბოლო კარტების მიღწევას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი პოტენციალში გვაქვს. მეორე მხრივ კი, გზის ეტაპების ერთი და იგივე თანმიმდევრობა შესაძლებელია რეალიზდეს სხვადასხვა სფეროში, და გარდა ამისა, ყოველი ეტაპი იმეორებს მთელი გზის სტრუქტურას მთლიანობაში, მიკროკოსმოსისა და მაკროკოსმოსის მსგავსების ჰერმეტული კანონის თანახმად. ამიტომ, ადამიანი შესაძლოა ერთდროულად იყოს სხვადასხვა ეტაპზე. მაგალითად:

1. ცხოვრების სფეროში ზოგადად — დაკიდული კაცის ეტაპზე, რომელიც აუცილებელი არაა, რომ ყოველთვის საშუალო ასაკის კრიზისთან იყოს დაკავშირებული.

2. სამსახურის სფეროში ეს შეიძლება იყოს სამყაროს არკანი - ადამიანი, რომეელმაც თავისი ჭეშმარიტი მოწოდება იპოვნა.

3. პარტნიორულ ურთიერთობებში — ეშმაკსა და კოშკს შორის, რაც შეიძლება ნიშნავდეს რაღაც მიჯაჭვულობას და მისგან განთავისუფლების მცდელობას, ან პირიქით, საკუთარი პიროვნების ჩრდილოვანი მხარეების (ეშმაკი) გაცნობიერებას კონფლიქტებისა და ჭიდილების, და ქცევის ძველი შაბლონებისგან განთავისფლების (კოშკი) მეშვეობით.

4. პიროვნული განვითარების სფეროში ეს შეიძლება იყოს არკანი - ვარსკვლავი, თუკი ადამიანი განთავისუფლდა წარსულისგან (კოშკი), მოიპოვა ახალი იმედი, დაინახა ახალი ჰორიზონტები (ვარსკვლავი), მაგრამ ეს შეგრძნება ან ცოდნა ჯერ კიდევ არაა რეალიზებული, ჩანაფიქრები (მთვარე) ჯერ კიდევ მოითხოვენ განხორციელებას (მზე) რაღაც კონკრეტულ შედეგში (სამსჯავრო), რომელიც აუცილებლად უნდა გამყარდეს (სამყარო).

5. იწყებს რა ახალ საქმეს, ადამიანი შესაძლოა იყოს ეტლის ეტაპზე: გეგმის შემუშავების (იეროფანტი) და თავისი არჩევანის (შეყვარებულები) გაკეთების შემდეგ, იგი მუშაობას შეუდგება (ეტლი).

6. იგი შესაძლოა თავის წიაღში ატარებდეს (იმპერატორი ქალი) რაღაც იდეას (მაგი), რომელმაც გარკვეული პროცესი გამოიწვია ქვეცნობიერის სიღრმეებში (ქურუმი ქალი) და ახლა თავის განხორციელებას (იმპერატორი) ელოდება.

7. ცნობიერების სფეროში ეს შეიძლება იყოს განდეგილი, როგორც საკუთარი თავის, საკუთარი ინდივიდუალობის გაცნობიერების ფაზა, შედეგად კი - საკუთარი ცხოვრებისეული დანიშნულების გააზრება.

კარტებთან ასეთი მიდგომის შემდეგ მკითხაობა უკვე აღარაა საჭირო. ვიცნობთ რა ჩვენს სიტუაციაში ამა თუ იმ არკაანს, მისი მეშვეობით შეგვიძლია არა მხოლოდ უკეთ გავიგოთ მისი აზრი, არამედ გავარკვიოთ მისი მიზეზები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები, მას შემდეგ, რაც გავაანალიზებთ წინა და მომდევნო არკანებს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია პირიქითაც მოვიქცეთ: როდესაც არ ვიცით, როგორ შევაფასოთ ჩვენი ამჟამინდელი სიტუაცია, ჩვენ შეგვიძლია შემთხვევითობის პრინციპით ამოვიღოთ ერთ-ერთი მაღალი არკანი, რათა გავიგოთ, როგორ ახასიათებს თავად ტარო ჩვენი ცხოვრების მოცემულ ეტაპს. საკვანძო სიტყვები, რომლებიც მოყვანილია ყოველი არკანის აღწერის ბოლოში, დაგვეხმარება იმაში, რომ გავარკვიოთ, რა კონკრეტული ამოცანები დგას ჩვენს წინ მოცემულ ეტაპზე, და რა საფრთხეები უნდა გავითვალისწინოთ.

იგავი-გზამკვლევი

როცა ადამიანი მითს ეცნობა ან ზღაპარს ისმენს, უფრო ზუსტად, როცა იგი მართლაც მთელი სულით აღიქვამს მას, მაშინ იგი იკურნება, რადგანაც ასეთი აღქმა აბრუნებს მას ქცევის არქეტიპულ შაბლონში, მის ჭეშმარიტ და კანონიერ ადგილში „სამყაროს წესრიგში“. (ემა იუნგი)

გმირის მოგზაურობის წარმოშობა და საზრისი

ამბავი გმირის მოგზაურობაზე - ყველაზე ძველია ზღაპრებს შორის. სწორედ იგი წარმოქმნის ფაბულას მრავალი მითისთვის, ზღაპრისთვის და ლეგენდისთვის იმის შესახებ, თუ როგორ მიემგზავრება ვიღაც შორ გზაზე, რათა თავისი გმირობა აღასრულოს. ყველა ხალხში და კულტურაში ცნობილი ყველა მსგავსი ისტორიის მიღმა, ერთი და იგივე სცენარი იმალება. ეს სცენარი არაა მოგონილი, იგი არავის მიერ არაა გამოგონილი ან შეთხზული. იგი მხოლოდ ასახავს ცოდნას, რომელიც მოპოვებულია სულის მიერ მის განვითარებასთან ერთად, - ასე ვთქვათ, „მემკვიდრეობით მიღებულ“ ცოდნას. რადგანაც, ეს ძველი-ძველი ზღაპარი სხვა არაფერია, თუ არა მაგალითი, იგავი, დარიგება გმირისთვის, მისი „საგზური ცხოვრებაში“. აი, რატომ აღიქმენა იგი ასე ცოცხლად, და არავის ბეზრდება მისი მოსმენა: იგი გვახსენებს, რატომ მოვედით ამქვეყნად და რა უნდა აღვასრულოთ აქ.

ძველი, მითებსა და ზღაპრებში დაფარული მემკვიდრეობის შესწავლით მრავალი ეთნოლოგი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და სოციოლოგი იყო დაკავებული და მის პროტო-ფესვებს ეძებდა. დიდი როლი ამაში მიუძღვის შვეიცარიელ ფსიქოლოგს - კარლ-გუსტავ იუნგს, რომელმაც პირველად აღწერა ეს ფენომენი, როგორც „სულის მეხსიერება“ - გენეტიკური და გვარის. იუნგმა აჩვენა, რომ ჩვენ, ადამიანებს, არა მხოლოდ ასაკობრივი, რასობრივი და სქესობრივი ნიშნები გვაქვს, რომლითაც ერთმანეთისგან განვსხვავდებით, არამედ საერთო გენეტიკური მეხსიერებაც, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. ეს მეხსიერება მან აღნიშნა ტერმინით - „კოლექტიური არაცნობიერი“. სწორედ ყველა ადამიანის გამაერთიანებელ ამ დონეზე მოქმედებენ არქეტიპები - ადამიანის სულის პროტო-ფესვები. არქეტიპები - ესაა ხატ-სახეები, რომლებიც ჩვენში პირვანდელადაა ჩადებული, ჩვენი გვარობრივი „ტვირთი“, რომელიც მუდამ თან გვახლავს და ძალისხმევას არ მოითხოვს მის მოსაპოვებლად. ერთ-ერთი ასეთი არქეტიპია - „მოხუცი ბრძენი“. ისეთი ადამიანიც კი, რომელსაც ცხოვრებაში არ უნახავს ასეთი ბრძენი, შესაძლოა სიზმარში შეხვდეს მას. მის ქვეცნობიერში არაა შესაბამისი ხატ-სახე (მაგალითი), მაგრამ იგი, მიუხედავად ამისა, ცნობს მას, რადგანაც ეს არქეტიპული ხატ-სახე კოლექტიურ არაცნობიერშია. იგივე ეხება „ანგელოზსაც“ - ხატ-სახეს, რომლის ცხადში ნახვაც, რბილად რომ ვთქვათ ნაკლებად სავარაუდოა.

ამიტომ გმირის მოგზაურობა სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრებისეული სცენარის არქეტიპული სამაგალითო ხატ-სახე, რომელიც ცალკეული წინარე ხატ-სახეებისგან და პროტო-ფესვებისგან იქმნება. აი, რატომ ვცნობთ ამ ხატ-სახეებს ნებისმიერ მათ გამოსახულებაში. ამბავი მათში ერთი და იგივეა: ცხოვრება გმირს „გამოწვევას“ უცხადებს, და აიძულებს, რომ რაღაც ძნელადმისაწვდომი საგანძურის საძიებლად გაემგზავროს, და ეს ძიებები გარკვეული ეტაპების რიგად ლაგდება, რომელთა შესახებაც შესანიშნავად წერს გერმანელი ფილოლოგი ვალტერ ნურკერტი:

დასაწყისსს, ჩვეულებრივ, წარმოადგენს რაღაც დანაკარგი, საფრთხე ან ამოცანა, რომელთან გამკლავებაც ჩვენს გმირს უწევს. იგი გაემგზავრება მოგზაურობაში, რომლის დროსაც შეიძენს როგორც მტრებს, ასევე მეგობრებს, შემდეგ პოულობს ჯადოსნურ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც ამარცხებს თავის მთავარ მტერს, და ამასთან, დიდება, როგორც წესი მას არ ხვდება ხოლმე; შემდეგ იგი სახლში ბრუნდება, სადაც ამხელს თავის კონკურენტებს და სხვა მატყუარებს. ბოლოს იგი მეფის ასულზე ქორწინდება და სამეფოს მემკვიდრეობად იღებს.

ეს ამბავი გადმოცემულია უამრავ ზეპირ და წერილობით ვარიანტში, თუმცაღა გამომსახველობითი ვარიანტი დღემდე მხოლოდ ერთია ცნობილი: ესაა ტაროს 22 მაღალი არკანი. მათი სიუჟეტები არა მხოლოდ თავისთავად წარმოადგენენ მოგზაურობის გარკვეული ეტაპების არქეტიპულ გამოხატულებებს, არამედ ლაგდებიან გარკვეულ თანმიმდევრობით, რაც გვეხმარება გავაცნობიეროთ ამ გზის კანონზომიერებები.

ყველაზე მნიშვნელოვანები ამ სიუჟეტებიდან, თუყველაფრიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, „ციდან“ იქნა აღებული: მზისა და მთვარის მოძრაობა განსაზღვრავს ადამიანისს ცხოვრების რიტმს. იმისთვის, რომ მართლაც გავაცნობიეროთ ამ მნათობების როლი ძველების ცხოვრებაში, ჩვენ მოგვიწევს ვაბსტრაგირდეთ იმ გადატრიალებისგან, რაც მეცნიერებაში გალილეიმ და კოპერნიკმა შემოიტანეს.

დღეს, რა თქმა უნდა ჩვენთვის ცნობილია, რომ დედამიწა თავისი ღერძის და მზის გარშემო ტრიალებს. მაგრამ თუ ავიღებთ და დავუჯერებთ საკუთარ თვალებს, მზე უწინდებურად ამოდის აღმოსავლეთიდან და ჩადის დასავლეთში. რა მიღწევებიც არ უნდა ჰქონდეს მეცნიერებას უკანასკნელ საუკუნეებში, ისინი ვერანაირად ვერ ცვლიან ამ სურათს, და თუ მართლა გვინდა, რომ გავიგოთ ის ამბავი, რომელსაც ჩვენი სული გვიყვება, უნდა ვენდოთ საკუთარ თვალებს და დავინახოთ სამყარო ისეთად, როგორადაც მას უძველესი დროის ადამიანები ხედავდნენ:

სამყაროს ცენტრში იმყოფება სამყაროს მთა, რომელზეც ადამიანები ცხოვრობენ. მისგან ორივე მხარეს დგას ორი უზარმაზარი კოლონა. მარცხენა კოლონას მთვარე აგვირგვინებს, მარჯვენას კი - მზე. მათზე გადაჭიმულია ცის თაღი, რომელიც გვიცავს და თავზე გვახურავს.

სამყაროს ასეთი სურათი თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი სქემაზე, რომელმაც ჩვენამდე ძველი ბაბილონიდან მოაღწია. სამყაროსეული მთა აღმართულია კუნძულზე, რომელიც გარშემორტყმულია უზარმაზარი ოკეანით. ჰორიზონტის კიდეებს ეყრდნობა ზეციური სფეროები, რომლებზეც პლანეტები გადაადგილდებიან, მისი ზედაპირის ქვეშ, სიღრმეში კი მიწისქვეშა სამეფო იმყოფება.

ეს სქემა ხსნის ორ ფენომენს, რომელიც დიდი ხანია აფორიაქებს ადამიანის წარმოსახვას და აიძულებს, რომ ამოხსნა ეძებოს. როგორ ხდება, რომ მზე, რომელიც ყოველ საღამოს ჩადის დასავლეთით ჰორიზონტს მიღმა, დილით კვლავ ამოდის აღმოსავლეთით? როგორ გადადის იქ? არავინ იცის, რას აკეთებს მზე ღამით, და მაინც, დილით იგი ყოველთვის ამოდის მეორე მხრიდან. წამოყენებულ იქნა სხვადასხვა ჰიპოთეზები. ერთნი ფიქრობდნენ, რომ გავიდოდა რა საღამოს დასავლეთის ჭიშკრიდან, მზე ნავში ესვენება (რომელთანაც ხშირად მთვარის რკალს აიგივებდნენ) და კვლავ უკან მოცურავს ღამის ცაზე. და რადგანაც მოლურჯო-შავი ღამის ცა ფერით ზღვას გვაგონებს, მზის ეს მოგზაურობა გარდაიქმნა გმირის გზად ღამის ზღვაში.

სხვა მხარეებში, უფრო მეტად ზღვის სანაპიროებზე, - გავრცელდა შეხედულება, რომ ჰორიზონტს იქეთ ჩასვლის შემდეგ მზე კვდება და მისი სული ღამის მზედ იქცევა, რომელმაც თავის გზა მიწისქვეშა სამეფოში უნდა გაიაროს. ასე გაჩნდა ლეგენდები მიწისქვეშა სამეფოში მოგზაურობაზე, მასში მყოფ გარდაცვლილთა სულებზე, რომლებიც მზის სითბოსა და სინათლის გარეშე იტანჯებიან და ხარობენ, როდესაც იგი აჩრდილთა სამყაროში ეშვება, ასევე შუაღამის „სულების საათზე“, როდესაც ბნელი და ნათელი ძალების ბრძოლა ამ უკანასკნელთა გამარჯვებით და მზის ამოსვლით სრულდება, რომელიც ყოველ დილით ამტკიცებს ამ ყველაფრით თავის დაუმარცხებელ ძლევამოსილებას.

მთვარის, მნიშვნელობით ამ მეორე მნათობის მოძრაობა, ასევე გახდა საფუძველი ლეგენდათა მთელი სერიისთვის. თავისი ციკლის ბოლოს, ანუ მთვარის თვის ბოლოს, დაღმავალი მთვარის მილეული რკალი აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ჩანს. ამას მოსდევს სამი უმთვარო ღამე, რომლის შემდეგაც ახალი მთვარის რკალი იქ ჩნდება, სადაც მზე ჩადის, ანუ დასავლეთის ჰორიზონტის თავზე. აქედან ადვილად გამომდინარეობს დასკვნა, რომ ამ სამი დღე-ღამის განმავლობაში მთვარეც ასევე მოგზაურობს მიწისქვეშა სამეფოში, სხვაგვარად როგორ შეძლებდა ზედა სამყაროში დასავლეთით დაბრუნებას, თუკი აღმოსავლეთით ტოვებდა მას? ამ ციურ მოვლენებთან ანალოგიაში გაჩნდა მრავალი ხალხის თქმულებებიც გმირის შესახებ, რომელიც მიწისქვეშა სამეფოში ჩადიოდა, რათა იქ თავისი გმირობა ჩაედინა და სამი დღის შემდეგ დაბრუნებულიყო ან აღმდგარიყო. ჩვენთვის ეს სიუჟეტი ცნობილია ძველი აღთქმის და განსაკუთრებით ევანგელისტური ლეგენდებით: «გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო (ლუკა თავი - 24. 7)»

ძველმა ეგვიპტელებმა, რომლებმაც ჩვენთვის შემოინახეს გმირის მოგზაურობის და შესაბამისად მაღალი არკანების უმნიშვნელოვანესი წვრილმანები და სიმბოლიკა, მზის ღმერთს - რა-ს სცემდნენ თაყვანს, რომლის გზაც აღწერეს კიდეც საოცრად მკაფიო ხატ-სახეებით. თავის ეტლში (ладя), რომელსაც ეწოდება ასევე „მილიონწლეულების ეტლი“, „რა“ ასრულებს თავის ყოველდღიურ მოგზაურობას თავიდან დღის, შემდეგ კი ღამის ცაზე.

მაღალი არკანების 22 კარტიც ასევე, თავისი არსით, იმეორებს ამ სიუჟეტს: კარტები ერთნიშნიანი ნომრებით (1-დან 9-ის ჩათვლით) განასახიერებენ მზის დღის გზას, ხოლო ორნიშნიანები (10-დან 18-ის ჩათვლით) - ღამის გზას მიწისქვეშა სამეფოში და დაბრუნებას დღის სინათლეზე. ამ კარტების წყვილები დაკავშირებულია ერთმანეთთან არა მხოლოდ მნიშვნელობებით, არამედ ნუმეროლოგიურადაც.

მოსახვევ პუნქტებს ამ გზაზე წარმოადგენენ განდეგილის(9) და მთვარის(18) არკანები. თუკი კირჩხიბის სიმბოლო სრულიად მკაფიოდაა ასახული მთვარის არკანზე, განდეგილის არკანი უკვე ასტროლოგიის ცოდნას მოითხოვს, რის მიხედვითაც იგი შეესაბამება სატურნს, ხოლო სატურნის გავლით - თხის რქას. ასე ვლინდება მაღალ არკანებში კალენდარის სტრუქტურა მისი უკიდურესი მოსახვევი პუნქტებით, კირჩხიბის ტროპიკით და თხის რქის ტროპიკით.

მოგზაურობის ორივე ნაწილის ლაიტმოტივი აღნიშნულია უკვე პირველივე ორ არკანზე. კარტებისთვის ერთნიშნიანი ნომრებით ესაა I არკანი - მაგი, რომელიც განასახიერებს მამაკაცურ გზას, გზას ცნობიერებისკენ. II არკანი - ქურუმი ქალი - განასახიერებს ქალურ გზას, გზას სიბნელისკენ, ქვეცნობიერისკენ, იდუმალისკენ, მისტერიების გზას, რომელსაც ორნიშნიანი კარტებისკენ მივყავართ. ეს არაა ორი სხვადასხვა გზა, მამაკაცის გზა და ქალის გზა: იმისთვის, რომ მთლიანობას მივაღწიოთ, მამაკაცმაც და ქალმაც ორივე ეს გზა უნდა გაიაროს. ზუსტად ასევე - გმირის (მამრ.) გზა - ამავე დროს გმირი ქალის გზაცაა, მიუხედავად იმისა, რომ შემორჩენილი პატრიარქალური მითების უმეტესობაში მთავარი გმირი მამაკაცია ხოლმე.

იუნგის ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბება განისაზღვრება, როგორც პიროვნების ინდივიდუალიზაცია.

მაღალ არკანებში ასახულია მზის დღის გზა და მიწისქვეშა სამეფოში მოგზაურობა, რომლის პროცესშიც ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თავისი ინდივიდუალობა, განავითაროს იგი და გამოიმუშავოს ქცევის ოპტიმალური მოდელი, რათა მიაღწიოს თვითრეალიზაციას და საბოლოო ჯამში მოიპოვოს მთლიანობა. ისევე, როგორც მზის გზა ცის თაღზე, ეს გზაც შედგება ორი ნაწილისგან: ცხოვრების პირველ ნახევარში ადამიანი ვითარდება და რეალიზდება „შიგნიდან გარეთ“, მეორე ნახევარში კი, იგი უბრუნდება თავის ჩრდილს და ეძებს „გზას საკუთარი თავისკენ“. ინდივიდუაციის ამ პროცესის შედეგი თუ არა ყოველ შემთხვევაში მიზანია მომწიფებული, ინტეგრირებული პიროვნება, რომელმაც მთლიანობას მიაღწია. სწორედ ასეთ პიროვნებას გამოსახავს სამი უკანასკნელი არკანი (19, 20, 21), რომელთა მიღწევაც მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ორივე სამყარო გაიარა. ისინი აღნიშნავენ სინათლესთან დაბრუნებას (მზე), ტრანსფორმაციის მისტერიას (სამსჯავრო) და კვლავ მოპოვებულ სამოთხეს (სამყარო). ოცდამეორე კარტის - სულელის - ნომერი 0-ია. იგი განასახიერებს თავად გმირს, რომელიც მზის გზით მიდის, რათა თავისი დიადი საქმე შეასრულოს. სწორედ მასზე ამბობს შექსპირის მასხარა: „სისულელე, მეფეო, მზესავითაა - თავისი გზებით დაიარება“ (შექსპირი, „მეთორმეტე ღამე“, აქტი III, სცენა 1).