6

არჩევანი

არტურ-ედვარდ უეიტის ტაროში და მრავალ თანამედროვე დასტაში ეს კარტი გამოხატავს „სუფთა სახის სიყვარულის“ თემას. მასზე გამოსახულია ადამი და ევა ცოდვით დაცემამდე: შიშვლები და უცოდველები, ისინი იმყოფებიან სამოთხეში, რაფაელის - შეყვარებულთა მფარველი მთავარანგელოზის, რაფაელის კურთხევის ქვეშ. ადამის და ევას უკან იზრდებიან სიცოცხლის ხე და მწიფე ვაშლებით დახუნძლული შემეცნების ხე, რომლის გარშემოც გველის შემოხვეული. მთა უკანა პლანზე აქ, ისევე როგორც სხვა არკანებში, წარმოადგენს ადამიანური განცდების პიკებს, გრძნობათა კულმინაციებს, ბედნიერების მწვერვალებს. თუკი გმირის გზას მზის დღის გზას შევადარებთ, დავრწმუნდებით, რომ შეყვარებულების არკანი შეესაბამება მზის გზის უმაღლეს მწვერვალს, შუადღეს, ანუ ბედნიერების მწვერვალს თვითშემეცნების გზაზე.

ისევე, როგორც შეყვარებულების „შუაღამის“ ანტიპოდი - ეშმაკის არკანი, ეს არკანიც ძლიერ იქნა შეცვლილი ძველ დასტებთან შედარებით, და ახლა უნდა გავერკვეთ, ღირდა თუ არა ამის გაკეთება. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ გმირის გზის მოცემული ეტაპის საზრისი, მოდით გავიხსენოთ, როგორ გამოსახავდნენ ამ კარტს ძველად: ყმაწვილი, რომელიც შუაში დგას, დედასა და შეყვარებულს შორის. მის თავზე კუპიდონი ფარფატებს, ხელში მშვილდით, რომლის ისარიც მზადაა განგმიროს ყმაწვილი. ეს “გულის ამაალებელი გასროლა“ განასახიერებს არჩევანს გულის კარნახით, მოცემულ შემთხვევაში - არჩევანს მშობლიურ სახლს (დედას) და საკუთარ გზას (შეყვარებული) შორის. თუმცა ესეც არ უნდა გავიგოთ პირდაპირ, შეყვარებულის გული ხომ ჯერ არაა მოპოვებული. შესაძლოა სულ ერთხელ ნახა, ან სულაც მხოლოდ გაიგო მის შესახებ, და ახლა წინ აქვს, რომ იპოვოს, გამარჯვებით მოიპოვოს, გაანთავისუფლოს და ა.შ.

მოცარტის ჯადოსნურ ფლეიტაში ეს სცენა, როდესაც ღამის დედოფალი პირველად ატყობინებს მთავარ გმირს - ტამინოს, რომ მისი მშვენიერი ქალიშვილი ტყვედ ჩაუვარდა ბოროტ (როგორც თავიდან ჩანს) ჯადოქარს - ზარასტროს, და ისიც მთელი გულით დაიფიცებს, რომ გაანთავისუფლებს მას. ეს არჩევანი, რომელიც გულის კარნახით იქნა გაკეთებული, წარმოადგენს ვნების კულმინაციის, ბედნიერების მწვერვალის ტიპიურ მაგალითს თვითშემეცნების გზაზე. ამგვარად, გულის ძახილი და უკანმოუხედავი მტკიცე გადაწყვეტილება წარმოადგენენ ამ კარტის არა მხოლოდ სიუჟეტს, არამედ აუცილებელ პირობას ნებისმიერი „გმირის მოგზაურობისთვის“, რადგანაც მტკიცე გადაწყვეტილების გარეშე მშობლიური სახლის დატოვება საერთოდ ვერ მოხდება. ძველი ტაროს ეს სიუჟეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მხატვრებში, რომლებმაც მრავალი კარტი შექმნეს სახელწოდებით: „ვიღაცის არჩევანი“, ან „ვიღაცის განზრახვა“. ქრისტიანობაში იგი გახდა არჩევანი სათნოებასა და ცოდვას შორის. ასეთი ინტერპრეტაციის კარგი მაგალითია ლუკას კრანახის ტილო, ერთ-ერთი პირველი მისი ნახატების ციკლში ჰერაკლეს შესახებ.

საკვანძო სიტყვები შეყვარებულების არკანისთვის:

არქეტიპი - არჩევანი, „გმირი გზაგასაყარზე“;
ამოცანა - არჩევანი გულის კარნახით, გადაწყვეტილება, რომელიც მთელი სულით და გულითაა მიღებული;
მიზანი - მტკიცე გადაწყვეტილება მოცემული გზით სიარულისა, მოცემულ ადამიანთან ყოფნისა, მოცემული ამოცანის შესრულებისა;
რისკი - საკუთარი ძალების გადაფასება, ოცნებებში წასვლა;
ცხოვრებისეული შეგრძნება - „გულო, რა კარგია ამქვეყნად ცხოვრება!“, არჩევანის გაკეთების უნარი და ამისთვის მზადყოფნა.