zena1

ავტორი: რუდოლფ შტაინერი

მთარგმნელი: ვიტალი დარსანია

წყარო

გამომცემლისგან

მეოცე საუკუნის დიდი მეცნიერის, დოქტორ რუდოლფ შტაინერის (1861-1925 წწ.) ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული თანამედროვე მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებთან.მისტიკოსი და ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი და დრამატურგი, მჭერმეტყველი, ჰუმანისტი და სოციოლოგი. თავის ლექსში ასე გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას ცხოვრებასთან, სამყაროსთან:

ოდეს მიაპყრობ მსოფლიო სულს
შინაგან მზერას,
ჰპოვებ საკუთარ თავს:
თავისუფალ კაცს
ბედისწერის ფართო ასპარეზზე.

და თუ ზურგს შეაქცევ,
რათა განიხარო
საწუთროს ამაო დიდებით,
დაჰკარგავ შენს თავს,
გახდები ფიტული,
უბრალო თოჯინა ბედისწერის ხელში.

წინამდებარე წიგნში, როგორც ეს სათაურიდან და შინაარსიდანაც კარგად ჩანს, გაცნობიერებულია სულიერი განვითარების ასპექტები, ის, თუ როგორ უნდა „განვასხვავოთ არსებითი არაარსებითისაგან... როგორ ვიპოვოთ საკუთარ თავში ის, რაც მარადიულია და არ შემოიფარგლება დაბადებითა და გარდაცვალებით“.

ვიტალი დარსანია (დეკემბერი - 1993)