trocky111

დიმიტრი ტროცკი

სანამ-"მე"-მე-არ-ვარ 

ბედისწერის ტრანსფორმაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო

მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი

ორიგინალში - "Пока-я-не-Я" - სიტყვების ეს კომბინაცია ასევე ითარგმნება, როგორც "მონანიება", ასევე როგორც - "სანამ (პატარა) "მე" არ გახდება (დიდი) მე" (მთარგმნ. შენიშნვნა)

ბოლო 20 წლის მანძილზე მე ვნახე 30 000 მეტი ხელის გული, ამასთან მუდმივად ვიკვლევდი თუ რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან იმას თუ რას ვგრძნობთ, ვფიქრობთ, ვაკეთებთ და მოვლენებს რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში ხდება. ახლა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება - ჩვენ ეს დავიმსახურეთ საკუთარი როლის შესრულების ან შეუსრულებლობის გამო. ამ წიგნში მე წარმოგიდგენთ ინსტრუქციას თუ როგორ უნდა გავარკვიოთ ვინ ვართ, რა როლი გვაქვს თითოეულ კონკრეტულ სიტუაციაში და საერთოდ რას ნიშნავს როლი. ამ წიგნში მოგიყვებით რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი პროფესიის და მეორე ნახევრის არჩევისას, როგორ გამოვავლინოთ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები და როგორ ვიპოვოთ საკუთარი დანიშნულება, როგორ განვიკურნოთ ამა თუ იმ დაავადებისგან და როგორ მივაღწიოთ კეთილდღეობას. წიგნში არ არის აბსტრაქტული მსჯელობები, ეს არის სამოქმედო სახელმძღვანელო, სადაც მოცემულია პასუხი მთავარ კითხვაზე: როგორ უნდა მოვიქცე - ამ მომენტში და ზოგადად ცხოვრებაში.

ახალი თავები ეტაპობრივად დაემატება...

მომდევნო თავის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე...


palmistry course 1

შესავალი

ეს წიგნი შეიქმნა მრავალწლიანი გამოცდილების და კვლევების შედეგად, რომელსაც მივუძღვენი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი.

ქირომანტიამ გამიტაცა ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში, მაგრამ მაშინ ეს ცნობისმოყვარეობა არ გადაზრდილა რაიმე სერიოზულში. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც შემიყვარდა გოგო, რომლის ხელისგულიც ვერაფრით ვერ „წავიკითხე“, რადგან არ მქონდა საკმარისი ცოდნა. სიყვარულმა მიბიძგა, რომ სერიოზულად დამეწყო ქირომანტიის შესწავლა. მე დავამთავრე ქირომანტიის სკოლა პეტერბურგში, შემდეგ წავედი სასწავლად რიშიკეშში (ინდოეთი) ქირომანტიის უნივერსიტეტში. ამის შემდეგ მოვიარე მთელი ინდოეთი და ქირომანტიის და ქიროლოგიის სპეციალისტები, რათა შემესწავლა მათი მეთოდები.

ქირომანტიის პრაქტიკამ მომცა უნიკალური შესაძლებლობა გავცნობოდი ათასობით ადამიანის ბედს, შემესწავლა ისინი შიგნიდან. რაც უფრო მეტ ხელის გულს ვსწავლობდი სულ უფრო მეტი კითხვა მიჩნდებოდა, უფრო მეტიც, გამიჩნდა პროტესტის გრძნობა. რატომ ავადმყოფობენ ადამიანები? რატომ იღუპებიან ექიმები იმავე დაავადებებით, რომელსაც თავად მკურნალობენ? რატომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ბედნიერები არიან ქორწინებაში ერთ ადამიანთან? ზოგიერთი ადამიანი კი ვერასოდეს ვერ პოულობს თავის „მეორე ნახევარს“? რატომ ხდება ისე, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანები - მშობელები და შვილები -ხშირად საშინელ კონფლიქტში არიან ერთმანეთთან? და ბოლოს როგორ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი არაფრიდან ქმნის თავბრუდამხვევ კარიერას და გამოიმუშავებს მილიონებს თითების გატკაცუნებით, ხოლო ზოგიერთი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ პოულობს საკუთარ ადგილს დედამიწაზე და წვალებით ატარებს ცხოვრებას.

მე ვეძებდი პასუხებს სხვადასხვა წიგნებში, ფსიქოლოგიაში, ეზოთერიულ დისციპლინებში, ფილოსოფიაში და მაგიაში, ყველაგან ვნახულობდი ეფექტურ რჩევებს, პრაქტიკებს, ტექნიკებს... მაგრამ რაღაც ყოველთვის აკლდა, გამოტოვებული იყო პატარა, უხილავი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი.

მაშინ მე სრიოზულად დავიწყე საკუთარი კვლევა. იმ მომენტისთვის როცა მე ამ სტრიქონებს ვწერ მე შესწავლილი მაქვს 30 000-ზე მეტი ხელისგული. ხელის გულზე, ისევე როგორც კომპიუტერის მყარ დისკზე შენახულია ადამიანის ბედის შესახებ ყველა ინფომაცია, მთელი მისი ცხოვრების გზა დღევანდელ დღემდე და მოვლენების განვითარების ვარიანტები. მე შევისწავლე ბავშვების, ქალების, მამაკაცების, მოხუცების, ცნობილი ადამაინების, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების, უბრალო მუშების და უსახლკაროების ხელისგულები. მე ვიყავი წმინდა ადგილებში, ციხეებში და მორგებში. ხელისგულები დამეხმარა გამეგო რატომ აღმოჩნდა ადამიანი ამა თუ იმ ადგილას, რატომ გადახდა მას ესა თუ ის მოვლენა.

საბოლოოდ ჩემი კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ არ არსებობს შემთხვევითობა. ნებისმიერ შემთხვევას, მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში აქვს თავისი მიზეზი - იქნება ეს აბსოლიტური ჯანმრთელობა თუ სერიოზული დაავადება, ბედნიერ ოჯახი თუ მარტოობა, შვილების დაბადება თუ უშვილობა, კარიერული წინსვლა თუ მუდმივი უფულობა. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და ამ მიზეზს ჩვენ თავად ვქმნით.
მაშინ ბედისწერა? ის რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული? ხომ არსებობს პროგრამა, რომელიც დაბადებიდან არის ჩადებულია ჩვენში?

ჩემი საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ბედისწერას და წინასწარ განზრახულობას უყვარს ორი ტიპის ადამიანები. პირველი ტიპი - სულელი ადამიანები, და მეორე- ზარმაცები. ისინი უყვარს კარმას, ბედისწერას და ფატალურობას. ყველა ეს სიტყვა მათ შესახებ არის. სულელები - ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც არ უნდათ წინსვლა, განვითარება, უარყოფენ ყოველგვარ სიახლეს, ზიან საკუთარ ნიჟარაში და თავს ყველაზე ჭკვიანად თვლიან, დარწმუნებულები არიან, რომ ყველაზე უკეთ იციან ყველაფერი. ასეთი ადამიანები უყვარს „ბედისწერას“ ყველაზე მეტად, ზარმაცებზე მეტადაც კი.

ზარმაცებს ვეძახი ადამიანებს, რომლებმაც იციან რის გამო ექმნებათ სირთულეები, რის გამო ავადმყოფობენ, რატომ აქვთ ფინანსური პრობლემები, რატომ იმყოფებიან მუდმივად წარუმატებლობის მატრიცაში, თუმცა ამ ყველაფერის მიუხედავად არაფერს არ აკეთებენ. ეს არიან ადამიანები „მე ყველაფერი ვიცი მაგრამ არაფერს არ გავაკეთებ.

მხოლოდ ასეთი ადამიანების ბედის წინასწარმეტყველებაა შესაძლებელი 100% სიზუსტით. ხოლო იმ ადამიანების ბედი, რომლებიც მზად არიან შეიცვალონ, მხოლოდ მათ საკუთარ ხელშია.

ამ დასკვნამდე თავიდანვე არ მივსულვარ. დიდი ხნის განმავლობაში მე მივდევდი ქირომანტიას, ჩემის აზრით შთამბეჭდავ შედეგებს მივაღწიე. დარწმუნებული ვიყავი, რომ არსებობს სამყაროს მატრიცა, რომ არსებობს წინასწარ განსაზღვრული გზები, ვარსკვლავები, ციფრები, ხაზები ხელის გულებზე, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თუ ადამიანი ოდესღაც გამოვიდა ა პუნქტიდან ის განსაზღვრულ დროში აუცილებლად უნდა მივიდეს ბ პუნქტთან.

მიუხედავად იმისა, რომ მესმოდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ლოგიკა, მე მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ადამიანი მიჰყვება მკაცრად განსაზღრულ მარშუტს, რომლის შეცვლაც შეუძლებელია.

მე ვიყენებდი წინასწარმეტყველებას, ადამიანებს ვეუბნებოდი რა ელოდათ მომავალში, ისევე როგორც ნებისმიერი დამწყები - როგორც კი იღებს ტაროს კარტს, იწყებს ნუმეროგიის გამოყენებას ან ასტროლოგიური რუკების შედგენას. რაც უფრო განვითარებული აქვს წინასწარმეტყველს ინტუიცია, მით უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებს პროგნოზში - მას შეუძლია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თვეების და დღეების სიზუსტით.

მაგრამ ერთხელაც ჩემი მსოფლმხედველობა თავდაყირა დადგა და სრულიად შეიცვალა. მე ამისკენ მიბიძგა ორმა სიტუაციამ პირადი ცხოვრებიდან.

ერთხელ მამასთან ვსაუბრობდი, უეცრად თვალი გამექცა მისი ხელებისკენ და შევამჩნიე არასასურველი ნიშანი. ადრე მორგში გავდიოდი პრაქტიკებს, რადგან მკვდარი ადამიანის ხელზე კარგად ჩანს მიზეზი, რის გამოც დასრულდა ამ ადამიანის ცხოვრების გზა. მე იქ ნანახი მქონდა ისეთივე ნიშნები როგორი მამაჩემს ჰქონდა, - ეს ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს 1 წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ ან რამდენიმე თვის შემდეგ, მაქსიმუმ ერთი წლის შემდეგ. იმ მომენტში მკვეთრად შემეცვალა მამისადმი დამოკიდებულება.

უნდა ითქვას, რომ იმ დროსისთვის ვასრულებდი ბევრი სხვადასხვა სულიერ და ეზოთერიული დისციპლინების პრაქტიკებს, შემეძლო ასტრალში გასვლა, სხეულიდან გამოსვლა და ამით საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ სხეული მხოლოდ გარე საფარია. იმ დროისთვის ასობით საათი მქონდა გატარებული მედიტაციაში და სულიერ მასწავლებლებთან ურთიერთობაში, ასობით წიგნი მქონდა წაკითხული სხვადასხვა რელიგიის და ეზოთერიის სკოლების შესახებ. ამ სულიერი გზის (ალბათ უფრო ფსევდო სულიერი) გავლის შემდეგ ჩემ თავს დავუსვი შეკითხვა: როგორ ვიგრძნობ თავს როცა მამაჩემი აღარ იქნება ცოცხალი? პასუხი მოვიდა შიგნიდან: შენ არამარტო ცუდად იქნები, შენ გადაიქცევი უსუსურ ადამიანად, იტირებ; მიუხედავად ყველა შენი სულიერი პრაქტიკისა და ცნობიერების ამაღლებისა შენ დაიტანჯები და იტირებ.

ეს შინაგანი დიალოგი გაგრძელდა რამდენიმე წამი, თუმცა მე მას შევიგრძნობდი როგორც შენებულ კადრს. მე ვეკითხებოდი ჩემ თავს, მას შემდეგ რაც 17 წელი შემისრულდა მე მუდმივად წასული ვიყავი, პლანეტის სხვადასხვა ადგილას. დავიტანჯები იმ სხეულის გამო, რომელსაც პრაქტიკულად ვერ ვნახულობდი? და მე მივხვდი, რომ სხეულის გამო არ მოხდებოდა ეს. მაგრამ მაშინ რატომ შევიგრძნობ ასეთ ტკივილს თუ არსებობს აბსოლიტური გაგება იმისა, რომ სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ უბრალო გარდამავალი მდგომარეობა? და მაშინ მივხვდი, რომ ვიტირებ არა მის გამო, არამედ ჩემს გამო, რადგან არასოდეს არ გამიწევია მისთვის შვილობა, არასოდეს არ გამოვხატავდი ჩემს გრძნობებს.

28 წლამდე მამას ხშირად მივმართავდი უპატივცემულოდ, იშვიათად ვიყენებდი სიტყვას „მამა“, ხშირად ველაპარაკებოდი თითქოს მესამე პირში. ადრე მამას უყვარდა დალევა, მე კიდე „საბავშო ბაღიდან“ მოყოლებული ყველაზე ჭკვიანი ვიყავი. ვეუბნებოდი როგორ უნდა და როგორ არ უნდა ეცხოვრა. ჩემი „მე“ მაშინ ისეთი დიდი იყო, რომ ზეცა მეპატარავებოდა და ყოველთვის მოხრილი დავდიოდი, რადგან ჩემი აღმატებულებისთვის სივრცე ყოველთვის არასაკმარისი იყო.

მაგრამ მაშინ მამასთან საუბრის დროს მე მოვახერხე ჩემი მეს გადაბიჯება. მე დაველაპარაკე მას მთელი გულით, ვთხოვე პატიება იმის გამო, რომ მის მიმართ მუდმივად ვიყავი მოსამართლე, კრიტიკოსი მაგრამ არა შვილი. ჩვენი საუბრის შემდეგ შინაგანად დავმშვიდდი. მივხვდი რომ აღარ ვიტირებდი, რადგან რაც მისთვის მინდოდა მეთქვა ვუთხარი. პატიება ვთხოვე ნეგატივისთვის, მადლიერების და სიყვარულის სიტყვები კი ძალისხმევის გარეშე წარმოვთქვი.

ამ საუბრის შემდეგ გავიდა დაახლოებით 6 თვე, მე ისევ დავხედე მამის ხელებს და დავინახე, რომ ძირითადი ხაზები ახლებურად გასწორებულიყო. იმ საუბრის შემდეგ გავიდა 10 წელი და მამაჩემი დღესაც ცოცხალია. მე შევინახე მისი ხელის გამოსახულება ჩვენ საუბრამდე და საუბრის შემდეგ, ისინი სრულიად განსხვავებულია. პროფესიონალ ქირომანტებს რომ ენახათ მისი ხელისგულის გამოსახულება ჩვენს საუბრამდე იტყოდნენ, რომ ადამიანი აღარ უნდა იყოს ცოცხალი.

მეორე გადამწყვეტი მომენტი ჩემთვის გახდა ჩემი ნაცნობის ისტორია, ახლა ის ჩემი ახლო მეგობარია. სიცოცხლის ხაზები მის ხელისგულზე ძალიან დაკლაკნილი იყო, რაც სიკვდილის მომასწავებელი იყო. იმ დროს ის იყო ნარკომანი და იტანჯებოდა ძვლების ტუბერკულიოზით. მე გავუზიარე მას ჩემი ცოდნა მიზეზ-შედეგობრიობაზე, იმ კანონებზე, რომელთა მიხედვითან ეწყობა მოვლენათა ჯაჭვი.

რაღაცამ დააინტერესა ჩვენი საუბრიდან და მან ერთ ღამეში გადახედა მთელ თავის ცხოვრებას, მაგრამ რაც მთავარია მან პასუხი გასცა მთავარ შეკითხვას: „რისთვის ვცოცხლობ? რა არის ჩემი ცხოვრების აზრი და მიზანი?“ რამდენიმე დღის შემდეგ მისი არა თუ მეორე ხარისხოვანი არამედ მთავარი ხაზები შეიცვალა მის ხელის გულებზე. კლასიკური ქირომანტიის თვალსაზრისით ეს უბრალოდ შეუძლებელია. იმისთვის რომ შეიცვალოს მთავარი ხაზები (ეს არის სიცოცხლის, გონების და გულის ხაზები), ამისთვის საჭიროა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მთლიანად შეცვალო საკუთარი თავი, მთლიანად შეცვალო შენი მსოფლმხედველობა.

ეს ორი მაგალითი გახდა გასაღები ჩემი ახალი ცხოვრებისთვის - ტვინი გადამიტრიალდა და მასთან ერთად ყველა ძირითადი პრინციპი, ჭეშმარიტება, დოქტრინა, ცოდნა. მე მივხვდი, რომ ქირომანტია, ისევე როგორც ნებისმიერი მსგავსი დისციპლინა ეს არის მეცნიერება ორმაგ აღქმაზე, რომელიც უშვებს, რომ ადამიანზე შეუძლია რამეს ან ვინმეს ზემოქმედება - ვარსკვლავები, გარემოება, ენერგია, სხვისი ზემოქმედება და ა.შ. ახლა უკვე ვიცოდი, რომ შესაძლებელია წინასწარ განზრახულობის თავიდან აცილება და რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა.

ამის შემდეგ ჩემი ცოდნა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და იმის შესახებ თუ როგორ ხდება ესა თუ ის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში გახდა გასაგები და 100%-ით ეფექტური სისტემის საფუძველი- ეს არის ბედისწერის ტრანსფორმაციის სისტემა.

მე გამოვთვალე ის საკვანძო მომენტები, რომლებიც გვმართავს, საიდანაც შეიძლება გამომდინარეობდეს ჩვენი ბედი, რატომ ვხვდებით ამა თუ იმ ნეგატიურ ან პოზიტიურ სიტუაციებში - სწორედ ეს ცოდნა მინდა ამ წიგნით რომ გაგიზიაროთ. რამდენიმე წელი დაჭირდა ამ სისტემის კრისტალიზებას და დახვეწას. დროთა განმავლობაში მე უარი ვთქვი რთულ პრაქტიკებზე, ყველაფერი დავიყვანე რამდენიმე მარტივ პრინციპამდე, რომლებიც განაგებენ რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. მე თავი დავანებე წინასწარმეტყველებას, ადამიანებისთვის იმის თქმას წინასწარ რა უბედურება ელოდებოდათ. ახლა ჩემი მიზანია - გამოცდილების გაზიარება იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება საკუთარი ბედის მართვა დამოუკიდებლად.

მე ნათლად დავინახე „მკვდარ“ და „მძინარე“ ადამიანებზე, რომლებიც არაფერს ცვლიან საკუთარ ცხოვრებაში. ასეთ ადამიანებზე ბედი მუშაობს 100%-ით. მაგრამ როგორც კი ადამიანი რთავს მცირე ცნობიერებას მაინც, საკუთარ ბედზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს - ამაზე ბევრს ვისაუბრებ ამ წიგნში - ის რწმუნდება, მაგრამ არა სხვა ადამიანების მაგალითზე, არამედ საკუთარი გამოცდილებით დაინახავს ხაზები ხელის გულებზე როგორ იცვლება.

მე ხშირად მწერენ სხვადასხვა სკოლების სპეციალისტები, რომ ბედი - ეს არის ერთგვარი კონცეფცია, რომელიც 100% არის წინასწარ გაწერილი, რომ მისი შეცვლა შეუძლებელია, ეს კი ნიშნავს, რომ მე ვარ მატყუარა და შარლატანი. მაგრამ მე უკვე რამდენიმე წელია ვიღებ დადასტურებას იმ ადამიანებისგან რომლებმაც დამიჯერეს და დაიწყეს პრაქტიკების შესრულება რომ მათი ცხოვრება იცვლება.

თავდაპირველად ჩემს წიგნს დავარქვი „ქირომანტის აღსარება“, იქ ხშირად ვსაუბრობ, რომ ადრე მე თვითომ გულწრფელად მჯეროდა რომ ჩვენ არ შეგვიძლია იმაზე ზემოქმედება რაც ხდება, რომ ჩვენ მთლიანად გარემოებეზე ვართ დამოკიდებული, და ჩემს ცოდნას ვხვეწდი წინასწარმეტყველებაში. ახლა მას შემდეგ რაც დიდი გამოცდილება დამიგროვდა დავრწმუნდი, რომ ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენი ბედის ძირითად სიუჟეტურ ხაზს.

მე გულწრფელად ვთვლი, რომ ადამიანს აქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება ღმერთის წინაშე - იყოს ბედნიერი. და თუ ადამიანს მყარად აქვს გადაწყვეტილი იყოს ბედნიერი მაშინ ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.

ის პრინციპები და ტექნიკები, რომელსაც მე აქ მოვიყვან, საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრების ტრანსფორმაცია მოვახდინოთ. არც ღმერთი და არც ბედისწერა არ განსაზღვრავს უნდა ვიტანჯოთ თუ არა, ვიავადმყოფოთ თუ არა, მდიდრულად ვიცხოვროთ თუ ღარიბულად, ეს ჩვენი არჩევანია. უბრალოდ ჩვენ ამ არჩევანს გაუცნობიერებლად ვაკეთებთ.

ინტერვიუების დროს ან უბრალოდ შეხვედრების დროს მე ხშირად მისვამენ შეკითხვას: თუ არსებობს გამოუვალი სიტუაციები? რამდენიმე წლის წინ მე მივამართე ღმერთს ლოცვით და ვთხოვე, რომ მხოლოდ ისეთი ადამიანები გამოეგზავნა ჩემთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ გამოუვალი სიტუაციები. ვთხოვე გამოეგზავნა ან ისეთი ადამიანები, რომელთა მდგომარეობაც არ იყო გამოუვალი, ან ცოდნა, თუ როგორ დავხმარებოდი მათ ვინც ჩემთან მოვიდოდა. ამის შემდეგ მე აღარ შემხვედრია გამოუვალი მდგომარეობა. ასე, რომ თუ თქვენ კითხულობთ ამ წიგნს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მდგომარებიდან, რომელმაც გაიძულათ აგეღოთ ეს წიგნი ხელში და მოგეძებნათ პასუხები კითხვებზე, არსებობს გამოსავალი.

თქვენთან მაქვს ერთი დიდი თხოვნა - ნუ ენდობით იმას რასაც მე ვწერ, გადაამოწმეთ! გირჩევთ თავდაპირველად თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ წიგნი, შემდეგ აიღეთ კალამი, ბლოკნოტი და დაიწყეთ მოქმედება მეთოდიკის მიხედვით.

ჩემ ტრენინგს „ბედისწერის ტრანსფორმაცია“ ხშირად ვიწყებ სიტყვებით: „იმედი მაქვს, რომ თქვენს ცხოვრებაში ეს ბოლო ტრენინგია“, იმიტომ რომ გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩემი ტრენინგის გავლის ან ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აღარ მოგიწევთ ტრენინგებზე და სემინარებზე სიარული. მე არ გაძლევთ მზა პასუხებს, რადგან თქვენ თავად იცით ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც გიჩნდებათ, თქვენ თავად იცით გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციიდან რომელშიც ხვდებით, თქვენ უბრალოდ უნდა გაიხსენოთ ჩვენი სამყაროს მოწყობის ძირითადი წესები და ისწავლოთ საკუთარი გულის ხმის მოსმენა, რომელიც ყოველთვის სწორ მიმართულებას გიკარნახებთ.

დავიწყოთ?


 

trocky222

წინასწარგანსაზღვრულობა (ბედისწერა) თუ არჩევანის თავისუფლება? პიროვნების ევოლუცია და ადამიანის ცნობიერი

როგორც ქირომანტს მე ხშირად მისვამენ შეკითხვას: რა კავშირია ბედისწერასა და ადამიანის არჩევანის თავისუფლებას შორის.

წარმოიდგინეთ მდელო, მიწაში მყარად ჩარჭობილი ბოძი, 25 მეტრიანი თოკით. ბოძზე მიბმულია ცხენი. რა არის წინასწარ განსაზღვრულობა? ეს არის წრე 25 მეტრიანი რადიუსით, რომლის შიგნითაც ცხენი მოძრაობს. ცხენი შესაძლოა ფიქრობს, რომ მას აქვს არჩევანის თავისუფლება: თუ უნდა მარჯვნივ წავა, თუ უნდა მარცხნივ, უნდა ბალახს მოძოვს, უნდა დაწვება, უნდა იდგება. მაგრამ ადამიანი, რომელიც გვერდიდან უყურებს ხედავს რომ არანაირი არჩევანის თავისუფლება ამ ცხენს არ აქვს და მისი ქმედებები პროგნოზირებადია შეზღუდულ გარემოში. იმისთვის რათა გადალახოს არსებული მოცემულობა ცხენს მოუწევს უზარმაზარი ძალისხმევის გამოჩენა, უნდა ამოაძროს ბოძი და გაიქცეს იქით საითაც უნდა. მთავარი პირობაა დაძაბვა, ძალა.

ადამიანების შემთხვევაშიც ზუსტად ასევე ხდება: თავდაპირველად ჩვენ ყველა ვიმყოფებით არსებული მოცემულობის საზღვრებში არჩევანის მინიმალური შესაძლებლობით (ისევე, როგორც ცხენი - შეგვიძლია წავიდეთ მარჯვნივ, ან მარცხნივ, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული არეალის ფარგლებში). იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ პროგნოზირებადი საზღვრებიდან საჭიროა არაადამიანური ძალისხმევის გამოჩენა. ჩემი სტატისტიკის მიხედვით, ასეთი ძალისხმევის გამოვლენას, საუკეთესო შემთხვევაში, ახერხებს ათასიდან ერთი - 1/10-ზე ნაკლები პროცენტი. ამიტომ წინასწარგანსაზღვრულობა (ბედისწერა) შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანისთვის არსებობს.

რა არის ბედისწერა (წინასწარ განსაზღვრულობა)? ბავშვი ადრეული ბავშობიდან ითვისებს გარკვეულ შაბლონებს - დედ-მამის, ნათესავების და ახლობელი ადამიანების ქცევას, სწავლობს მათზე რეაგირებას. შემდეგ ის ცხოვრობს ამ შაბლონებზე დაყდნობით, მთელი ცხოვრება იზიდავს მამის-დედის მსგავსს პარტნიორებს (ან თუ მშობლები იყვნენ უარყოფითი მაგალითი, მაშინ მათ ანტიპოდებს); ავადმყოფობენ იმ დაავადებებით, რომლებიც მის საგვარეულოს 7 თაობას ჰქონდა, რადგან მათგან მემკვიდრეობით მიიღო ხასიათის იგივე თვისებები, აზროვნების და ქცევის იმავე მოდელები. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი მისი ცხოვრება იქნება იმის გამეორება რაც უკვე იყო მის საგვარეულოში, აი ეს არის ბედი, ბედისწერა.

არჩევანის თავისუფლება უჩნდება ადამიანს, როდესაც ის ხვდება რომ ის მხოლოდ ეს სხეული არ არის, და რომ ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი ოჯახით და წარმოდგენებით „მე, ჩემთვის, ჩემი“. რომ არსებობს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ეს შეზღუდული წრე, რომ ცხოვრება არ მთავრდება სიკვდილით. ის იწყებს შეკითხვების დასმას: „ვინ ვარ მე?“, „საიდან ვარ?“, „როგორია ჩემი გზა ამ სამყაროში“, „არსებობს ღმერთი?“ და „რა შემიძლია გავაკეთო, რით შემიძლია გამოვადგე კაცობრიობას?“

როდესაც ადამიანი ახერხებს ეგოისტური კონცეფციისგან გამოცალკევებას, სადაც ის საკუთარ თავზე იყო ჩაციკლული, იწყებს გაცილებით მეტის დანახვას, შეგრძნებას, გაცნობიერებას. მისი სხეული იწყებს უფრო მაღალი წესრიგის ენერგიის გატარებას. ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, რაც წინასწარ იყო მისთვის განსაზღვრული - გენეტიკურ წინასწარ განზრახულობაზე, ბედისწერის სცენარზე.

მას აღარ აწუხებს დავადებები, რომლებიც მის ნათესავებს აწუხებდათ. ის ახერხებს წერტილის დასმას ეგრეთ წოდებულ „საგავარეულო წყევლაზე”, “დაოჯახების პრობლემაზე“… ყველა ეს კონცეფცია მისთვის უინტერესო ხდება: როგორც სკოლის მოსწავლე, რომელსაც ხანდახან შეუძლია მივიდეს თავის ბაღში, მაგრამ იქ მისთვის მოსაწყენია. საბავშო ბაღში ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული: არის დღის რეჟიმი, არის აღმზრდელი, რომელსაც უნდა დაუჯერო. ბავშვისთვის ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული. რაც უფრო მოწიფული ხდება ადამიანი მით უკეთ ესმის, რომ ის არ არის ცალკეული ერთეული, და რომ ის არის დიდი სისტემის ნაწილი სახელად „სამყარო“. ის სხვადასხვა, ცალკეულ ნაწილებს შორის ხედავს კავშირს და მხოლოდ ამ მომენტიდან იწყება არჩევანის თავისუფლება.

ადამიანი რასაც არ უნდა აკეთებდეს საკუთარი თავისთვის - ეს მას მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ მოცემულობას აძლევს, გადაადგილება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ საზღვრებში. რასაც არ უნდა აკეთებდეს სხვებისთვის (არ აქვს მნიშვნელობა ეს კარგი იქნება თუ ცუდი, დროთა განმავლობაში ადამიანი მივა დასკვნამდე, რომ კარგი აძლევს მეტ ენერგიას და უფრო მაღალ მდგომარეობას), მით მეტი შესაძლებლობა მიეცემა არჩევანის. შეგვიძლია ავირჩიოთ ვიავადმყოფოთ თუ არა, და თუ ავად გახდები შენ ხვდები რატომ მოხდა ასე და მალევე შეგიძლია გამოჯანმრთელება. აღარ არის საჭირო თვითგადარჩენაზე ფიქრი, იმაზე თუ როგორ მოვიპოვოთ პური. ასეთი ადამიანი არ ფიქრობს სად უნდა იცხოვროს...

ასეთ ადამიანთან - ფული, საცხოვრებელი, წარმატება, მეორე ნახევარი, იღბალი - თითქოს თავისით მოდის. ის უბრალოდ არის.

ამ დონეზე გადასასვლელად საჭიროა არსებული საზღვრების დარღვევა, აუცილებელია სერიოზული ძალისხმევის გამოჩენა.

უფრო კარგად რომ გავიგოთ, მე მოგიყვებით ადამიანის პიროვნების ევოლუციის პროცესის შესახებ. ჩვენ ყველა ვიწყებთ ინსტინქტების დონიდან. ინსტინქტები ბოძებული გვაქვს ღმერთისგან, დედა ბუნებისგან, გადმოგვეცემა დედისგან და მამისგან, ან როგორც მეცნიერები ამბობენ წინაპრებისგან, ტვინის კონკრეტულ მონაკვეთში, რომელიც მხოლოდ ერთ დავალებაზეა პასუხისმგებელი - გადავრჩეთ ყველაფრის ფასად.

როგორ იქცევა ჩვილი? თუ ჭამა უნდა ტირის; თუ ჩაისვარა, დისკომფორტს განიცდის ტირის; ხელში აყვანა უნდა - ტირის. ყველაფერი მიმართულია იმისკენ რომ სხეული გადარჩეს და იყოს ჯანმრთელი.

ამის შემდეგ დგება მეორე ლოგიკური სტადია. ამ სტადიაში გონება იწყებს ჩამოყალიბებას და განვითარებას. სიტყვა „გონებას“ მე ვიყენებ აღმოსავლური გაგებით, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც თვალს ადევნებს ყველაფერს რაც ხდება და ფილტრავს შემოსულ ინფორმაციას უკვე არსებული შაბლონების და ჩარჩოების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ გონება ფილტრავს ყველაფერს პარადიგმებიდან გამომდინარე „კარგია-ცუდია“ და „სწორია - არასწორია“. დოგმებს იმის შესახებ, თუ რა არის მიჩნეული კარგად და სწორად, ჩვენ ვიღებთ ნათესავებისგან, მეგობრებისგან, სოციუმისგან (მასწავლებელები, ტელევიზორი, ინტერნეტი, სანაცნობო წრე და ა.შ.). ამგვარად ჩვენ ვიწყებთ სამყაროს აღქმას სხვა ადამიანების და ზოგადად მიღებული სტანდარტების ფილტრის გავლით.

ამ სტადიაში ყველა ადამიანს უყალიბდება ავტოპილოტის მსგავსი რამ - ავტომატიზირებული რეაქციების ნაკრები. როგორ ხდება ეს? ნებისმიერი მოვლენის პასუხად ჩვენ ჯერ გვიჩნდება გრძნობა, სულის გამოძახილი, ეს გრძელდება ერთი წამი, ამის შემდეგ ხდება მოვლენის გონების ფილტრში გატარება, იქ ხდება მისი შეფასება (ცუდია ან კარგია, სწორია ან არასწორია) და იბადება ემოცია, რომელიც გვიბიძგებს გარკვეული ქმედებისკენ - რეაგირება მოვლენაზე. მსგავსს მოვლენებზე რამდენჯერმე მსგავსი სახით რეაგირების შემდეგ ყალიბდება ამგვარად და არა სხვაგვარად მოქცევის ჩვევა.

მოგიყვანთ მაგალითს. დედამ რაღაც უსიამოვნო უთხრა ქალიშვილს, რომელსაც მომენტალურად გაუჩნდა წყენის გრძნობა. თუმცა მას გონება კარნახობს, რომ ცუდი იქნება თუ ის დედას ეტყვის თავისი ნეგატიური ემოციის, წყენის შესახებ, რადგან „კარგი გოგოები“ ასე არ იქცევიან, არ აწყენინებენ დედას. ასე ყოველ ჯერზე გოგონას ჩამოუყალიბდა წყენის გადაყლაპვის ჩვევა დედასთან მიმართებაში. შემდგომში ეს ჩვევა ვრცელდება უკვე სხვა ადამიანებზეც, და გოგონა, შემდგომში კი ქალი როდესაც მას აწყენინებენ, ვერ კი იაზრებს, მაგრამ არ შეუძლია ამ წყენის გამოხატვა.

ასაკთან ერთად ასეთი ავტომატიზირებული რეაქციები სულ უფრო მეტია, თითქმის ყველა შინაგან ზემოქმედებაზე ჩვენ გვაქვს მზა პასუხი, რა უნდა ვთქვათ და რა გავაკეთოთ - ჩვენ ვცხოვრობთ ავტოპილოტით.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ავტოპილოტი - არც კარგია და არც ცუდი. ჩვენ ის ძალიან გვჭირდება, რომ ადამიანის გონება არ მოცდეს სხვადასხვა პირობითობაზე. პირველ რიგში ავტოპილოტი აკონტროლებს გარკვეულ პროცესებს სხეულში - სუნთქვას, შინაგანი ორგანოების მუშაობას, ამაზე არ არის სპეციალურად ფიქრი საჭირო. ავტოპილოტი გვეხმარება ენერგიის დაზოგვაში აუცილებელ, განმეორებად ქმედებებზე - არ არის საჭირო ყოველ ჯერზე თავიდან გავიხსენოთ როგორ უნდა გამოვიხეხოთ კბილები, როგორ უნდა ვიკვებოთ და ა.შ..

სოციუმში ავტოპილოტი გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში, სიტუაციის შესაბამისად მოქმედებაში. მაგალითად, შევდივართ მაღაზიაში, კონსულტანტი გოგონა ხედავს პოტენციურ მყიდველს, მას ერთვება კონკრეტული პროგრამა, რომელიც მოტივაციას აძლევს მას მოვიდეს თქვენთან ,


თავაზიანად გაგიღიმოთ და გკითხოთ: „რით შემიძლია დაგეხმაროთ?“ ამის პასუხად ირთვება თქვენი ავტოპილოტი და თქვენ პასუხობთ მას, ზედმეტი ფიქრის გარეშე: „რა უნდა ჩემგან? რატომ მოვიდა ჩემთან?“ ჩვენ სისტემაში ხდება კონსულტანტთან ურთიერთობის შესაბამისი ალგორითმის ამოღება.

ეს არის სტადია - როდესაც ჩვენ ვსწავლობთ პასუხისმგებლობის გადაცემას ზოგიერთ რეაქციაზე და ქმედებაზე შინაგანი ავტოპილოტისთვის - ეს არის აუცილებელი ეტაპი პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. მაგრამ თუ ჩვენ 100%-ით ავტო პილოტით ვიმოქმედებთ მაშინ ჩვენ უსიამოვნებები გველის - ჩვენ ვაუფასურებთ იმას რაც ჩვენს თავს ხდება ყოველ წამს, 24 საათის განმავლობაში კვირაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვეჩვევით ღვთიურ ნიშნებს, სილამაზეს, რომელიც ჩვენს გარშემო არის, ჩვენ ვეღარ ვაფასებთ სიყვარულს და სილამაზეს ჩვენს ახლობლებში, ვეღარ ვაფასებთ სამსახურს, ვერ ვაფასებთ ჩვენს პირველ და დიდი ალბათობით ერთადერთ ბინას - არადა როგორ გვიხაროდა როცა საკუთარი საცხოვრებელი გაგვიჩნდა. ჩვენ ვეჩვევით და ვიღებთ ამ ყველაფერს როგორც თავისთავადს, თითქოს ასეც უნად იყოს.

ადამიანების დიდი უმრავლესობა იმყოფება პიროვნების განვითარების მეორე სტადიაზე - გონების, ლოგიკის, „კარგის“ და „ცუდის“ გამიჯვნის სტადიაზე. ეს არის აბსოლიტური წინასწარგანზრახულობის (ბედისწერის), პროგნოზირებადობის ეტაპი, რადგან ამ ეტაპზე მთელი ჩვენი ცხოვრება განისაზღვრება ალგორითმებით, რაზე დაყრდნობითაც მუშაობს გონება, გონება კი თავის მხრივ ამ ალგორითმებს და შაბლონებს იღებს სხვა ადამიანებისგან და ზოგადად საზოგადოებისგან - „ასეა მიღებული“, „ასეა სწორი“.

მესამე ეტაპი, როცა უკვე შესაძლებელი ხდება იმის გააზრება თუ როგორ მუშაობს სამყარო და რომ შესაძლებელია ზეგავლენის მოხდენა მოვლენებზე, იწყება იმ მომენტში როდესაც ადამიანი იაზრებს, რომ სამყარო არ არის შექმნილი მხოლოდ მისი ეგოიზმის დასაკმაყოფილებლად და რომ თითოეულ ჩვენგანს გააჩნია ვალდებულება სამყაროს წინაშე.

ადრე თუ გვიან ჩვენ მივდივართ კითხვამდე: ამ სამყაროში რა არის ჩემი? რაზე შემიძლია მთლიანად მე ვიყო პასუხისმგებელი?

სიტყვები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ჩვენ ავიღეთ სოციუმიდან, მშობლებისგან, ინტერნეტიდან, წიგნებიდან - ჩვენი სიტყვები აქ არ არის.

ჩვენი ფიქრებიც კი არ არის ახალი - ეს ვიღაცის ფიქრებია, ჩვენ უბრალოდ მათ კომბინირებას ვახდენთ, ადგილებს ვუნაცვლებთ, ვიღებთ ჭკვიანურ სახეს, თითქოს რაღაც მოვიფიქრეთ. შემდეგ გადავშლით წიგნს და ვხვდებით, რომ ვიღაცამ შენამდე უკვე იფიქრა და მოიფიქრა ეს XVIII საუკუნეში. ჩვენ მივდივართ გასაოცარ დასკვნამდე, რომ ჩვენი სხეულის არც ერთ ნაწილს არ შეუძლია თავისით ჩამოყალიბება, ის წარმოქმნა მხოლოდ ორი სხეულის - მამის და დედის - შეერთების შედეგად:

მაშინ რა არის ამ სამყაროში ჩვენი? რაზე შეიძლება პასუხისმგებლები ვიყოთ საბავშო ბაღიდან მოყოლებული? მხოლოდ გრძნობები. ერთადერთი რაც მართლა პირადად ჩვენ გვეკუთნის ეს არის ჩვენი შინაგანი რეაქციები გარე სამყაროზე, ეს არის მდგომარეობა, რომელიც წარმოიშვება შინაგან გამღიზიანებელზე საპასუხოდ - დედაზე, მამაზე, ყველა დანარჩენ ადამიანებზე და მოვლენებზე საპასუხოდ - გრძნობების სახით.

პირველი ნაბიჯი არჩევანის თავისუფლებისკენ, საკუთარი ბედნიერი ცხოვრების შექმნისკენ - ეს არის პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ გრძობებზე, ეს ნიშნავს განიცადო ყოველი სიტუაცია საკუთარი გრძნობებით და არა რაიმე პროგრამის დახმარებით, რომლის მიხედვითაც მუშაობს გონება. ეს ნიშნავს გახდე გაცნობიერებული.

იყო გაცნობიერებული - ეს ნიშნავს გრძნობდე, ფიქრობდე, საუბრობდე და მოქმედებდე ერთიანად (განუყოფლად). მაგალითად, როდესაც წყენას გრძნობ შიგნიდან, ეს გარეგნულადაც უნდა გამოხატო, როგორც მინიმუმ პასუხისმგებლობა აიღო ამაზე. მე მეწყინა. მაპატიეთ, მე ასეთი ვარ და ახლა არ მინდა თქვენთან საუბარი, ცუდ ხასიათზე ვარ. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ამ წყენისგან გათავისუფლება.

იცით, ახლა ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ საჭიროა ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა პოზიტიურით ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, რათა ყველაფერი კარგად იყოს. მაგრამ გაცნობიერებულობა - ეს არ არის ნეტარება, ღიმილი. იყო გაცნობიერებული - ეს ნიშნავს იყო იმ მომენტში და გესმოდეს რა გემართება. შეგვიძლია ამ მდგომარეობას დავარქვათ „აქ და ახლა“, სიცხადე. აი მაგალითად, მე მივირთმევ პიცას და არ ვფიქრობ იმაზე რა უნდა გავაკეთო ხვალ ან რა დავაშავე გუშინ, მე მაქვს შეგრძნება პირის ღრუში, ვიღებ იმპულსს გემოს რეცეპტორებისგან.

მხოლოდ ასეთი მდგომარეობა - გაცნობიერების მდგომარეობა არის ყველა სურვილის ასრულების, ჯანმრთელობის, ჰარმონიული ოჯახის, კარიერის და კეთილდღეობის გარანტია.

ათასობით ხელისგულის ნახვის შემდეგ მე მივედი დასკვნამდე, რომ ნებისმიერი დაავადების, მარტოობის, გაუგებრობის, სიღარიბის მიზეზი მხოლოდ ერთია - გულწრფელი გრძნობების გამოუთქმელობა, გრძნობების რომლებიც გულიდან მოდის. აუცილებელია გავიგოთ, რომელი კონცეფციები, შაბლონები მართავენ ჩვენ ცხოვრებას, იმისთვის, რომ გადავხედეოთ მათ, მოვიშროთ ის რაც არაა საჭირო და გავხდეთ ბედნიერი და ჰარმონიული ადამიანი.

გაცნობიერების დონეზე გადასასვლელად - აუცილებელია სერიოზული ძალისხმევის გამოჩენა. როგორ ხდება ეს? თითოეულ სიტუაციაში აუციელებელია ორიენტირება იმაზე რაც არის შიგნით და არა გარე პირობებზე.

ლექციებზე და ტრენინგებზე ხშირად მეკითხებიან: მოწყალება უნდა გავცეთ თუ არა? რომელია სწორი? არც ერთი არ არის სწორი. ყოველ ჯერზე უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს - აი მაგალითად მაქვს სურვილი მივცე ფული ამ ადამიანს თუ არა. მე ხან ვაძლევ ხან არა. ანდა მაგალითად ყველა ეწევა - მეც მოვწევ სხვების ხათრით. ვაკეთებ რამდენიმე „ნაპასს“ და გული მერევა - მორჩა, აღარასოდეს მოვწევ. უარის თქმა იმაზე, რაც ყველასთვის არის მისაღები - ეს უკვე პატარა, მაგრამ პირველი ნაბიჯია თავისუფლებისკენ.

ჩემს ერთ მეგობართან ერთად ვიყავით აბანოში. იქ მისი მეგობრები შეგვხვდენენ. ერთ-ერთმა შემოგვთავაზა იშვიათი, შორიდან ჩამოტანილი სასმელი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც რამდენიმე წელია არ სვამს დალია რადგან: „ის ნახევარი წელი აკეთებდა ამ სასმელის რეკლამას, ისე უნდოდა რომ დამელია, როგორ მეთქვა უარი“. აი სწორედ ეს არის წინასწარ განზრახულობა.

არჩევანის თვისუფლება იწყება იმ მომენტიდან როდესაც ადამიანს აქვს უნარი თქვას არა. „არა – სიგარეტს, ალკოჰოლს“, „14 წლის ასაკში უკვე ყველა ყველასთან იწვა“. უარი თქვა ქორწინებაზე და, „მხოლოდ იმიტომ არ დაქორწინდე რომ დრო მოვიდა“ , უარი თქვა პრესტიჟულ სამსახურზე და ა.შ. - თავის მართლების, რამის დამტკიცების, ახსნა განმარტების გარეშე თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის როგორ მიყვეს საკუთარი გულის ხმას საზოგადოების მოსაზრების და დინების მიუხედავად.

გაცნობიერებულობის სტადია, ისევე როგორც წინა ორი სტადია, აუცილებელია ადამიანისთვის. საკითხავი მხოლოდ ის არის როგორ გადავალთ ამ სტადიაზე - საკუთარი ძალებით თუ შინაგანი ზემოქმედების შედეგად.

როდესაც ითიშება ავტოპილოტი, ამ მომენტში ირთვება საკუთარი თავის გაცნობიერების უნარი? ეს ხდება მაშინ როდესაც ხდება რაღაც გაუთვალისწინებელი. გატეხილი გული, მშობლების სიკვდილი, რამე კატასტროფა. პირობითად რომ ვთქვათ რობოტმა ავტოპილოტმა არ იცის რა გააკეთოს ამ მომენტში, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევები მის პროგრამაში არ არის გათვალისწინებული, რაღაც ისე ვერ არის. თუმცა ხშირად ყველაფერი უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს, როგორც ანეკდოტში:

მამაკაცს და ქალს აქვთ სექსი. უეცრად კარებზე ზარია, ქალი ამბობს:“ქმარი მოვიდა!“ საყვარელი ხტება მე-10 სართულის ფანჯრიდან, ვარდება და ამბობს:“ღმერთო მომეცი კიდევ ერთი შანსი! თუ გადავრჩები თავს დავანებებ დალევას, მოწევას, არ ჩავიდენ ცოდვას...“ ის ვარდება რბილ მინდორზე, დგება და ამბობს: სულ რამდენიმე წამი ვარდებოდი და რამდენი რამე მომეჩვენა!“

რა როლი აქვს ადამიანს, რომელიც გადმოვარდა ფანჯრიდან? ეს არის იმ ადამიანის როლი, რომელიც გადმოვარდა ფანჯრიდან, ვარდება და რამდენიმე წამში დაიმტვრევა. მას არ შეუძლია ამ მომენტში თამაში, გაყალბება, არ შეუძლია გაცინება, საჭმლისთვის სურათის გადაღება, ან ინსტაგრამში სურათის დადება წარწერით: „ნახეთ როგორი ტუჩები მაქვს! ბავშობიდან ასეთი ტუჩები მაქვს“. ის წყვეტს ყველაფერს, საკუთარი როლის შესრულების გარდა, 100% იაზრებს მას, შემდეგ ხედავს თავის ავტოპილოტს და მართლა შეუძლია ესუბროს თავად შემქმნელს. მაგრამ შემდეგ ხდება უკუპროცესი.

როცა ჩვენი შვილები ავადმყოფობენ, როდესაც ჩვენ ვხვდებით მანიაკს, რომელსაც დანა აქვს მიდებული თქვენ ყელთან, როდესაც იწვის სახლი, როდესაც მანქანა ხვდება ავარიაში, როდესაც ვარდება თვითმფრინავი, როდესაც ბანკი გვართმევს მთელ ქონებას ვალის გამო - ზუსტად ასეთ მომენტში ვგრძნობთ ყოველი წამის მეათასედს. ჩვენ ვიმყოფებით „აქ და ახლა“ მდგოამრეობაში.

არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ ჩემი სტატისტიკა ამბობს, რომ 100-დან 99 ადამიანს ავტოპილოტი ეთიშება ტრაგიკულ სიტუაციებში. თუმცა შესაძლებელია სხვა გზით წასვლა - უნდა ვისწავლოთ თითოეულ მომენტში ცხოვრება, თითოეული გრძნობის გააზრება, უნდა ვისწავლოთ გაცნობიერება.

ამ წიგნში გთავაზობთ ჰარმონიულ მეთოდს გაცნობიერებულობის დონეზე გადასასვლელად, წინასწარ განზრახულობიდან არჩევანის თავისუფლებაზე გადასვლას. მე მოგიყვებით რა პრინციპების მიხედვით არის მოწყობილი სამყარო, როგორ განვსაზღვრავთ ჩვენი ფიქრებით და ქმედებით ჩვენს ბედს, სად შეიძლება ვნახოთ ენერგია პიროვნების და ცნობიერების ევოლუციის ახალ საფეხურზე გადასასვლელად.

აქედანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ როდესაც ადამიანი ეცნობა იმ კანონზომიერებებს, რომლის მიხედვითაც ცხოვრობს ჩვენი სამყარო, და იმას თუ როგორ წარმოიქმნება მიზეზ-შედეგობრივი კავშირები (ყველაფერი ის რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ თავებში), მას ეწყება პანიკა - ნუთუ ყველაფერი რაც მოხდა და რაც ხდება ჩემი ბრალია? ის შეკითხვებიც კი, რომლებიც მომდის პოსტით და სოციალური ქსელების ჯგუფებში დაახლოებით ასე ჟღერს: „ჩემი მეუღლე ალკოჰოლიკია, რას ვაკეთებ არასწორად?“, „ყველაფერი ცუდადაა, რაში ვარ დამნაშავე?“

არსებობს მოვლენათა აღქმის სამი ტიპი. აი მე მივდივარ და ფეხი წამოვკარი ჩემ გზაზე არსებულ დივანს და ფეხი ვიტკინე. ვინ არის დამნაშავე? პირველი ვარიანტი - დივანი. დააკვირდით პატარა ბავშვებს: როცა ისინი რაღაცას ეჯახებიან ყოვლთვის მაგიდა, სკამი და ა.შ არის დამნაშავე. ზრდასრულებშიც ხშირად ვხვდებით ისეთ ადამიანებს რომელთაც ჩვევად აქვთ ეძებონ დამნაშავე.

მეორე ტიპის რეაქცია - მე თვითონ ვარ დამნაშავე, რომ ვერ შევამჩნიე დივანი. ეს რეაქცია დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაიწყეს სხვადასხვა ლექციების მოსმენა, სულიერი და ეზოთერული ლიტერატურის კითხვა, ასეთი ადამიანები მუდმივად უსვამენ საკუთარ თავს შეკითხვას: “ჩემი რა ქმედებით შევქმენი ეს სიტუაცია?“

მე კი გთავაზობთ მესამე ვარიანტს - არავინ არ არის დამნაშავე, უბრალოდ ასე მოხდა. ჯობია საკუთარ თავს ჰკითხო:“რა შემიძლია ახლა გავაკეთო ამ სიტუაციის შესაცვლელად? რა მოვიმოქმედო რომ ეს სიტუაცია აღარ განმეორედეს?“

რაღაც მომენტამდე ჩვენ პატარა ბავშვივით ვართ, რომელსაც 23 საათი ძილი სჭირდება დღე-ღამეში, მხოლოდ იმისთვის, რომ იცოცხლოს და განვითარდეს. თუ ბავშვს მუდმივად ღვიძავს, ის ავად გახდება და მოკვდება. ასევეა ადამიანის ცნობიერება, რომელსაც რაღაც გარკვეულ მომენტამდე სძინავს, გაუღვიძებლად. ამ პერიოდში ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ იმ ავტოპილოტის დახმარებით, მეტ-ნაკლებად ადეკვატურად ვრეაგირებთ მოვლენებზე, ვურთიერთობთ ადამიანებთან.

შეგვიძლია ასევე შევადაროთ ადამიანს, რომელიც კომაშია. გარედან ჩანს, რომ ის დადის, მუშაობს, ქორწინდება კიდეც და შვილებიც ჰყავს, თუმცა ვერ აცნობიერებს ამას, ვერ შეიგრძნობს. ერთხელაც ის გამოდის კომიდან. აქვს კი აზრი გადახედოს ყველაფერს რაც გააკეთა სანამ კომაში იყო, აქვს კი აზრი ძლიერად ინერვიულოს ამ ყველაფრის გამო და დანაშაულის გრძნობა გააღვიძოს საკუთარ თავში. არა, ასე მოხდა, რადგან იმ მომენტში ადამიანს ეძინა. მაგრამ ახლა როცა აქვს ახალი ცოდნა და გაგება, იმის შესახებ თუ როგორ უნდა იცხოვროს გაცნობიერებულად, შეუძლია მოვლენათა მიმართულების შეცვლა.

ამიტომ გთავაზობთ არ ეძებოთ დამნაშავეები, არამედ მიიღოთ ის ფაქტი, რომ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა და ისწავლოთ ახლებურად ცხოვრება.


სურვილების ასრულების ენა

ძვირფასო მკითხველო ბევრ თქვენგანს, რაღაც სურვილებმა გიბიძგათ ეს წიგნი აგეღოთ ხელში, სურვილებმა, რომლებიც გინდათ რეალობად აქციოთ - გახდეთ ჯანმრთელი ადამიანი, იშოვოთ იმდენი ფული, რომ არაფრის დანაკლის არ განიცდიდეთ, იპოვოთ თქვენი „მეორე ნახევარი“, დაეხმაროთ შვილებს ცხოვრების მოწყობაში, იყიდოთ ბინა, წახვიდეთ მალდივებზე და ა.შ. დღეს არსებობს ბევრი კონცეფცია, რომლებიც საუბრობენ იმის შესახებ რომ, სამყარო უსაზღვრო და სავსეა, რომ არ არსებობს შეზღუდვები ჩვენი „სურვილების“ ასრულებისთვის. მაშინ რატომ არ სრულდება ჩვენი სურვილები და როგორ მოვიქცეთ რომ ისინი ასრულდეს? ამ თავში შევეცდები ამ კითხვებს გავცე პასუხი.

დავიწყოთ მაგალითით. მე მივდივარ დიდ სავაჭრო ცენტრში, სადაც ყველაფერი იყიდება. რამდენი ნივთის ყიდვა შემიძლია? ზუსტად იმდენის რამდენზეც ფული მეყოფა. ჩვენ სამყაროში ყველაფერი ასეთივე პრინციპით არის მოწყობილი - ასრულდება ჩვენი მხოლოდ ის სურვილები, რომლებზეც გვეყოფა „ვალუტა“. წინა თავში ჩვენ გავარკვიეთ, რომ ჩვენს სამყაროში ერთადერთი „ვალუტა“ მიიღება - ეს ის გრძნობები-მდგომარეობებია, რომლებიც წარმოიქმნება ჩვენში ყოველი გარე ზემოქმედების შედეგად.

სხეული ადრე თუ გვიან მოკვდება, ის ენერგეტიკული და ნატიფი სხეულებიც, რომლებსაც ზოგიერთი ფილოსოფიური და რელიგიური კონცეფციები აღიარებენ გაიფანტება და დაიშლება უმცირეს ნაწილაკებად. რა დარჩება? რა არის ის რაც მუდმივია და რაც ამის გამო არის აბსოლიტური ღირებულება? ყველა რელიგიური კონცეფცია აღიარებს სულის არსებობას, რომელიც სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. ზოგიერთ რელიგიაში კი სულის განსხეულება ხდება სხვადასხვა სხეულში. სული - არის მატერიის უნატიფესი სახეობა, რომელიც მოქსოვილია მილიარდობით „გრძნობათა“ ძაფისგან. ეს არის სულის ნატიფი სხეულის ნერვიული ბოჭკოების მსგავსი რამ.

გრძნობები იბადება ჩვენში დაბადების პირველივე მომენტიდან - ჩვენი ახლობლების ზრუნვის საპასუხოდ. ჩვენ შეგვიძლია გრძნობები გამოვხატოთ ღიმილით, სიტყვებით, სხვადასხვა ქმედებით. რაც უფრო ვიზრდებით მით უფრო მეტი გრძნობის განცდის უნარი გვაქვს.

რა არის გრძნობა? ავიღოთ წყენის გრძნობა. თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისებური წარმოდგენა სამყაროზე და იმის შესახებ, მაგალითად თუ როგორ უნდა იქცეოდეს დედა ჩვენს მიმართ. დედა კი ისე იქცევა როგორ თავად თვლის სწორად. ჩემი და დედაჩემის წარმოდგენა რაღაცაში დაემთხვევა ერთმანეთს, რაღაცაში კი არა. რაც უფრო მეტად არ ემთხვევა რეალური ვითარება მოლოდინს მით უფრო ძლიერად წარმოიქმნება ჩვენში საპასუხო რეაქცია. ტვინი ახდენს საპასუხო რეაქციის გენერირებას, რომელიც არის „წყენა“. წყენა - ეს არის ენერგია, რომელიც გამოიყოფა, რათა შეცვალოს მისი აზროვნების მოდელები და/ან მისი ქმედებები დედასთან მიმართებაში. სულ მცირე შეგვიძლია დედას ვუთხრათ“დედა, მაპატიე ძალიან გთხოვ, მაგრამ მე მწყინს“.

ნებისმიერი ჩვენი რეაქცია, ნებისმიერი მდგომარეობა, არის საპასუხო გრძნობები გარე „გამღიზიანებლებზე“ - ეს არის ენერგია იმისთვის, რომ ჩვენ რამე გავაკეთოთ. არ აქვს მნიშვნელობა პოზიტიურია ეს გრძნობები თუ ეგრეთწოდებული ნეგატიური. ენერგია არ შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. მაგრამ რაც უფრო ძლიერია გრძნობა - დაწყებული წყენით, სიძულვილით, სიბრაზით, რისხვით მადლიერებით და ღვთიური ეიფორიით დამთავრებული, - მით მეტი ენერგია გვეძლევა. სწორად ეს ენერგია შეგვიძლია გადავცვალოთ ჩვენი სურვილების ასრულებაზე. აი აქ არის ერთი მთავარი „მაგრამ“.

არ არსებობს ჩვენი გრძნობების, მდგომარეობის პირდაპირი ინვესტირების მეთოდი სასურველის მისაღწევად. აქ მთავარია ყოველთვის მოვახდინოთ ენერგიის ტრანსფორმაცია, რომელიც გამოიყოფა გრძნობებთან და ზოგიერთ ქმედებასთან ერთად, არა ჩვენთვის არამედ სხვებისთვის.

დადგენილია, რომ როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს სხვებისთვის , ის საპასუხოდ იღებს იმედნივეს და ამის გარდა დამატებით „პროცენტსაც“, ენერგია მუდმივად მრავლდება. ტვინი ახდენს სულ უფრო მეტი ენერგიის -გრძნობის- მდგომარეობის გენერირებას.

რას გვაძლევს ეს ჩვენ? პირველ რიგში ძალიან სწრაფი აზროვნების უნარს, ნათელ გაგებას იმისა თუ სად უნდა ვიშოვოთ ფული, სად ვისწავლოთ, სად არის ამ დედამიწაზე ჩვენი ადგილი, ვინ არის ჩვენი მეორე ნახევარი და ა.შ?

და მეორეც ეს გვაძლევს ჩვენი სურვილების ასრულების 100%-იან შესაძლებლობას და უფრო მეტსაც. ამასთან სპეციალურად არაფრის გაკეთება არ არის საჭირო ამ სურვილების ასასრულებლად.

წიგნში აუცილებლად ვისაუბრებ იმ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, რომლებიც განმარტავენ ამ არასწორხაზოვან, ალოგიკურ კავშირს. მანამდე აუცილებელია გაიგოთ, რომ პასუხს ვაგებთ მხოლოდ იმაზე, რომ შევიგრძნოთ გრძნობა - ამოვიცნოთ ის და საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვები:“რას ვგრძნობ და რატომ? რას ვაკეთებ ამ გრძნობის გამო?“ ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ ქმედებებზე, შედეგზე პასუხისმგებელია შემოქმედი. უბედურება იწყება მაშინ როდესაც ჩვენ შევიგრძნობთ, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებთ.

სისულელეა საკუთარი ენერგიის პირდაპირ სასურველის ასრულებისკენ მიმართვა, რადგან ხშირად ჩვენ თვითონ არ ვიცით რა გვჭირდება და რა გაგვხდის უფრო ბედნიერს.
ალბათ ბევრი თქვენგანი ყოფილა სიტუაციაში, როდესაც ძალიან დიდ ენერგიას და ძალისხმევას ახმართ რაღაცის მიღწევას - მაგალითად, ბინის ან მანქანის ყიდვას, რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტში ჩაბარებას, წონის დაკლებას. მაგრამ სასურველის მიღწევის შემდეგ გრძნობთ ხანმოკლე კმაყოფილებას, შემდეგ კი იმედგაცრუებას. იმის გასაგებად თუ რატომ ხდება ასე მე მოგიყვებით როგორ ყალიბდება ჩვენი სურვილების უმრავლესობა.
ამ კონცეფციას ჰქვია „ყოფიერების/ყოველდღიურობის ჯვარი“«Крест бытия».

 

tr1

წარმოიდგინეთ, რომ ბანკში აიღეთ კრედიტი და არ აბრუნებთ მას. ან სამსახურში იპარავთ. რა გრძნობა გექნებათ მუდმივად? დანაშაულის და შიშის გრძნობა, რომ გამოგააშკარავებენ და დაგსჯიან. ზუსტად ასევე, თითოეული ჩვენგანი მოვალეა ბანკის სახელად „ცხოვრება“. ჩვენი ახლობლებისგან ბავშობიდანვე ვიღებთ ზრუნვას და ყურადღებას, ვიღებთ მატერიალურ კეთილდღეობას, ჩვენში მუდმივად წარმოიქმნება ახალ-ახალი გრძნობები და მდგომარეობები, გამოვიმუშავებთ ახალ ენერგიას, რომლის ინვესტირებასაც ან არსად არ ვახდენთ (არააქტიურია), ან ვახდენთ მათ ინვესტირებას ჩვენი ეგოისტური მიზნების მიღწევაში, არაფერს არ ვაკეთებთ სხვებისთვის - სამყაროს კანონების თვალსაზრისით, ესეც უმოქმედობა, სიზარმაცეა.

რაც უფრო დიდია დასაბრუნებელი ვალი მით უფრო დიდია დანაშაულის გრძნობა. ჩნდება შეგრძნება, რომ მე არ ვარ კარგი ადამიანი. მაგრამ არავის არ უნდა თავს ცუდ ადამიანად გრძნობდეს, უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი ადამიანი ვართ. და ჩვენ ვიწყებთ ამის დამტკიცებას - ვაბარებთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, მუშაობას ვიწყებთ პრესტიჟულ, მაღალანაზღაურებად სამსახურში, წონაში ვიკლებთ ან რაღაცას ვიზრდით, ცხოვრების მეგზურს ვირჩევთ არა გულით, არამედ ისეთს „დედას რომ მოეწონოს“ და ა.შ.

რაც უფრო დიდია დანაშაულის გრძნობა, მით მეტად გამოიყოფა ენერგია იმაზე, რომ მოხდეს ამ ვალის გასტუმრება, მაგრამ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ან ენერგიას ვხარჯავთ არა ვალის გასტუმრებაზე, არამედ სურვილების ასრულებაზე, რომლებიც შემდგომში დაგვეხმარება იმის დამტკიცებაში, რომ მე კარგი ვარ. ყოველთვის არსებობს მინიშნებები, მითითებები, რომლებიც გვკარნახობენ, რომ ჩვენი სურვილები მოდის გონებიდან და დანაშაულის გრძნობიდან და არა გულიდან.

ჩემს კარგ ნაცნობს გადახდა ასეთი ისტორია. ის დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდა მამაკაცს. აშკარა იყო რომ საქმე ქორწილისკენ მიდიოდა. ახალგაზრდა მამაკაცი მოელაპარაკა მის დას, რომ თავის ქორწილში ის შეეცდებოდა პატარძლის თაიგული თავისი დის მიმართულებით ესროლა და ამის შემდეგ მამაკაცი მას ხელს სთოხვდა და ა.შ. ჩემი ნაცნობი ყვება, რომ როდესაც თაიგული მისი მიმართულებით მოდიოდა, მას გაუჩნდა ისეთი საშინელი შიშის და ზიზღის გრძნობა, რომ კინაღამ გული აერია. მისთვის ეს გახდა ნიშანი, რომ უნდა გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის, დაეკავშირებინა თუ არა თავისი ცხოვრება ამ მამაკაცისთვის. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, რატომ?

რადგან გოგონა გულწრფელად გამოუტყდა საკუთარ თავს, რომ გათხოვების სურვილი ნაკარნახევი იყო დანაშაულის გრძნობით მშობლების მიმართ. ის ძალზე გაღიზიანებული იყო მუდმივი შეკითხვებით თუ როდის მიხედავდა საკუთარ პირად ცხოვრებას და გათხოვდებოდა, როდის გაჩნდებოდნენ შვილიშვილები, მაგრამ ეშინოდა და ამას საკუთარ დედ-მამას ვერ ეუბნებოდა.

საკუთარ გრძნობებზე გულწრფელი საუბრის ნაცვლად მან იპოვა პირველივე შესაფერისი მამაკაცი და დაიწყო მასთან ურთიერთობა, მხოლოდ იმიტომ რომ მშობლებისთვის დაემტკიცებინა, რომ ის კარგი შვილია, რომელიც ამართლებს მშობლების მოლოდინს და ახარებს მათ. მას შემდეგ რაც დაშორდა თავის მამაკაცს გოგონამ გულწრფელი შეკითხვა დაუსვა დედ-მამას:“მაშინაც გეყვარებით თუ მე არასოდეს გავთხოვდები და ვერ გაგიჩენთ შვილიშვილებს?“ მშობლები შოკირებულები იყვნენ ასეთი შეკითხვებით და უპასუხეს, რომ მათთვის მთავარი იყო მათი შვილის ბედნიერება, მაგრამ კონკრეტულად როგორი იქნებოდა ეს ბედნიერება- არც ისე მნიშვნელოვანი იყო.

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან ქალბატონზე, რომელიც ჩვენი ტრენინგების მონაწილე იყო. ბოლო რამდენიმე წელი ის აქტიურად ეწეოდა მოხალისეობრივ საქმიანობას - დადიოდა ბავშთა სახლებში, მონაწილეობდა პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებდა ბავშთა სახლების აღსაზრდელების სოციუმში ადაპტირებას სკოლის დასრულების შემდეგ. მისი საუბარი უმეტესად სწორად ამ თემას უკავშირდებოდა - რას და როგორ აკეთებდა, სად იყო წასული, როგორი არაჩვეულებრივები იყვნენ მოზარდები და ა.შ. ტრენინგის შემდეგ მან საკუთარ თავში დაინახა რამდენად არაგულწრფელი იყო დედასთან მიმართებაში- წყენა, ზიზღი, გამოუხატავი მადლიერება და ბევრი სხვა ემოცია. დედასთან რამდენჯერმე საუბრის შემდეგ მას გაუქრა სურვილი ბავშთა სახლებში სიარულის. გოგონამ გაიზრა, რომ მოხალისედ მუშაობის სურვილი მხოლოდ იმიტომ გაუჩნდა, რომ დაემტკიცებინა დედისთვის როგორი კარგი იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენი ისტორიის გმირს დაებადა სრულიად ახალი პროექტის იდეა, რომელიც ეხებოდა ბავშთა სახლების სკოლა დამთავრებულთა დახმარებას.

მე არ მოგიწოდებთ უარი თქვათ საკუთარ სურვილებზე. თვითონ სურვილებში არაფერი ცუდი არ არის. მე გთავაზობთ მათი რეალიზების ახალ პრინციპებს - ნუ დაიწყებთ სურვილების დევნას ვირივით, რომელსაც ცხვირის წინ სტაფილო ჩამოჰკიდეს, არამედ ამ წუთშივე მიმოიხედეთ და განსაზღვრეთ სად შეიძლება საკუთარი ენერგიის, ყურადღების, ძალების ინვესტირება, არამხოლოდ საკუთარი სარგებელისთვის, არამედ მათთვისაც ვინც თქვენს გვერდით არიან.

მაშინ თქვენ დაიწყებთ ენერგიის/რესურსის დაგროვებას, გახდებით სულ უფრო მეტად გადამხდელუნარიანი, ყველა თქვენი სურვილი დაიწყებს ასრულებას.
ხშირად ჩვენ ვირჩევთ სხვა გზას: როდესაც ჩვენი სურვილები აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, თან ამავე დროს ჩვენ არ გვინდა ზრდა, შეცვლა, და არც სასურველზე უარის თქმა არ გვინდა. დაჟინებით გვინდა მივიღოთ ჩვენი. მაშინ სამყარო ბოროტი ხუმრობით გვეხუმრება: სურვილების ასასრულებლად აუციელებელია საიდანღაც რესურსის აღება და ხშირ შემთხვევაში ეს არის ჩვენი ახლობელი ადამიანები, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი.

ჩემი ნაცნობები ბელორუსიიდან წავიდნენ ერთ მასწავლებელთან, რომელიც ითვლებოდა სურვილების ამსრულებლად, ჯადოქრად. ამ ოჯახის დედას წაკითხული ჰქონდა წიგნები და მოსმენილი ჰქონდა ლექციები და ისე, რომ არაფერი არ გაეგებოდა ამ ფენომენის შესახებ (რომ სხეული აუცილებლად უნდა იყოს მომზადებული, რომ აუცილებლია გარკვეული პრაქტიკები და ა.შ.) -მოინდომა მატრიციდან გამოსვლა, რომ დაენახა ყველაფერი ისე როგორც სინამდვილეშია. ამ მასწავლებელს მან სთხოვა არც მეტი არც ნაკლები გასხივოსნება. მასწავლებელამ სამჯერ ჰკითხა ამ ქალბატონს:“გესმის რას ითხოვ?“

ამაზე ის ეგოისტურად ამბობდა:“მომეცი, მომეცი“, ჭირვეული ბავშვივით. ბელარუსიაში დაბრუნებისთანავე მას დაეღუპა ქმარი. 2 თვის შემდეგ შვილი მოხვდა ავტოკატასტროფაში. მალევე ამ ქალბატონს დაუდგინეს ტვინის კიბო, მიიღო თითქმის მთელი სხეულის პარალიზება და მაშინ მან დაიწყო ლოცვა: მომაშორე შენი გასხივოსნება, ეს ის არ არის რაც მე მინდოდა!“ მაგრამ პროგრამა უკვე გაშვებული იყო და ის დაიღუპა. სად არის ის ახლა, და რას ხედავს - მე სამწუხაროდ არ ვიცი.

იყო კიდევ ერთი ასეთი ქალბატონი, რომელმაც ასევე ბევრი წიგნი წაიკითხა უმაღლესი ძალების შესახებ და ამბობდა:“მინდა რომ ჩემმა გულმა დაინახოს შუქი“. მისი სურვილი ახდა ძალიან საინტერესოდ - მას გაუკეთეს ოპერაცია ღია გულზე. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გულმა დაინახა სინათლე.

არის კიდევ უფრო პროზაული ისტორია. გოგონა ცხოვრობდა მშობლებთან ერთად ბინაში მოსკოვის ცენტრში. განათლებით ის მარკეტოლოგი იყო, მუდმივად ეძებდა იდეალურ სამსახურს და არაფერი არ მოსწონდა. დედა მუდმივად ეუბნებოდა, რომ საკმარისი იყო სახლში ჯდომა და რომ უნდა ეშოვა რამე სამსახური და ა.შ. დაძაბულობა მათ შორის მუდმივად იზრდებოდა და ისინი ხშირად სერიოზულად კამათობდნენ. გოგონა პირდაპირ ასე ამბობდა, რომ არ ესმოდა დედის ეგოიზმის გამო რატომ უნდა დაეწყო მუშაობა იქ, სადაც არ უნდოდა და ამასთან აგრძელებდა მშობლებთან ცხოვრებას. მისი სურვილი იყო, რომ დედას შეეწყვიტა „ჯუჯღუნი“, ოღონდ ისე რომ მას არ დასჭირვებოდა მშობლების სახლიდან გადასვლა. მისი სურვილი ისეთი ძლიერი იყო, რომ საბოლოოდ ის ახდა: დედას მოულოდნელად დაუსვეს ძალიან სერიოზული დიაგნოზი (ონკოლოგიური), ის რამდენიმე თვეში ფაქტიურად დაიფერფლა. მისი სურვილი ახდა.

ბრძენი ადამიანები ამბობენ: გეშინოდეს შენი სურვილების, რადგან ისინი შეიძლება ასრულდეს“, რადგან ამ უკონტროლო სურვილებს, რომლებშიც „მე მინდა“ აღემატება „მე შემიძლიას“, მივყავართ იქამდე, რომ ან ჩვენ ან ჩვენი ახლობლები ხვდებიან ძალიან ცუდ სიტუაციებში.

ახლა მოდაშია სურვილების ასრულება სხვადასხვა ტექნიკიების დახმარებით - სურვილების დაფები, ვიზუალიზაციები, აფირმაციები. ისინი ყველა მუშაობენ როგორც საათი, 100%-ით. 1000-დან 999, რომელიც ასეთ პრაქტიკებს იყენებს, შეძლებს იმაზე მეტის წაღებას ვიდრე თავად გასცა. ყველაფერი ახდება, მაგრამ როგორც ერთ ხუმრობაში:“გინდათ სწრაფად გათავისუფლდეთ ზედმეტი 20 კილოგრამისგან? მოიტანეთ ხერხი, ჩვენ თქვენ ფეხს მოგაჭრით!“

რატომ ხდება ასე? შემოქმედი მოსიყვარულე დედას ჰგავს. თუ 3 წლის პატარას სურს ასანთით თამაში, ჭკვიანი დედა არ მისცემს ასანთს. მაგრამ ხანდახან ბავშვები ისე ჭირვეულობენ, რომ დედა რაღაც მომენტში კარგავს სიფხიზლეს და ოღონდ ბავშვი გაჩერდეს დათმობაზე მიდის და აძლევს ასანთს. პასუხისმგებლობა სურვილის ასრულებაზე ყოველთვის თავად ადამიანს ეკისრება.

ამიტომ თუ ადამიანს სურს ასანთით თამაში, თან ისე, რომ წინასწარ ბენზინს გადაისხამს ან თივას შემოილაგებს - ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან ძალიან სამწუხარო შედეგებამდე მიიყვანს.

დამიჯერეთ, ყოველი ჩვენთაგანისთვის მომზადებულია ბედის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ მის მისაღებად აუცილებელია პრინციპიდან „მე მინდა, მე, ჩემთვის-ჩემი“ გადავიდეთ პრინციპზე „რა შემიძლია გავაკეთო ვინმესთვის...“

რა შემიძლია გავაკეთო ამ წუთას საკუთარი სხეულისთვის, მშობლებისთვის, მეუღლისთვის და ბავშვებისთვის, კოლეგებისთვის, მეგობრებისთვის, ქვეყნისთვის, მთელი კაცობრიობისთვის? ამის სამაგიეროდ ჩვენ ვიღებთ ყველაფერს, რაც ბედნიერებისთვის და საკუთარი დანიშნულების რეალიზაციისთვის გვჭირდება, - ბინებს, მანქანებს, ფულს, ბედნიერ პირად ცხოვრებას, ბედნიერ და ჯანმრთელ ბავშვებს, მოგზაურობას და ა.შ. მაგრამ ამ ყველა სიკეთის მისაღებად არაფრის სპეციალურად გაკეთება არაა საჭირო.

ზოგიერთი მკითხველისთვის ეს თავი გახდება საკუთარი ბედის ტრანსფორმაციის გასაღები. მთავარია ყურადღების ფოკუსი გადავიტანოთ „მე მინდადან“ „ რა შემიძლია გავაკეთო ვინმესთვის“-ზე...“ უნდა ვისწავლოთ ჩვენი გრძნობების გარჩევა, და მათზე დაყრდნობით ვიყოთ გულწრფელი ადამიანები.

რუსულ ენაში ასობით და ათასობით სიტყვა არსებობს გრძნობების აღსანიშნავად. სცადეთ 20-ის დასახელება მაინც! 10-ზე მეტის ჩამოთვლა ასე უცებ იშვიათად რომ ვინმემ შეძლოს. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც მიღებულია რომ „უნდა იყო კარგი“. «გოგოები ასე არ იქცევიან“. „შენ ხომ კაცი ხარ რატომ ტირიხარ“. ჩვენ ვისწავლეთ ჩვენი ტკივილის, წყენის, ბრაზის დამალვა. დასავლური ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ უნდა გავიღიმოთ კბილებამდე და სწორედ ეს - მუდმივი პოზიტივი - ასოცირდება „მე კარგი ვარ“-თან. შინაგანად კი ამ დროს ყველაფერი დუღს, ინგრევა, იწვის. მაგრამ ეს არავის არ ესმის.
გაგახსენებთ, რომ თითოეული გრძნობა - ეს არის ენერგიის დაგროვება. თუ ჩვენ გრძნობას ვთრგუნავთ ჩვენში და არ განვიცდით მას, ასეთ დროს ენერგია იკარგება, ჩვენ ცხოვრებაში კი ჩნდება პრობლემები. მაშინ როდესაც ჩვენ განვიცდით გრძნობას ჩვენ ვიღებთ ენერგიას ქმედებისთვის. იგრძენით შიმშილი? - მოამზადეთ საჭმელი და შეჭამეთ; შიშს გრძნობთ? - გაიქეცით; მუდმივად გრძნობთ გაღიზიანებას მშობლების მიმართ? - გამოიმუშავეთ ფული, იქირავეთ ცალკე ბინა და გადადით ცალკე საცხოვრებლად;

საკუთარ გრძნობებზე დაყრდნობით, როცა შეგიძლიათ მათი უმცირესი ჩრდილების გარჩევაც კი, შესაძლებელია საკუთარი ცხოვრების მარშუტის განსაზღვრა მინიმალური დაბრკოლებებით, მინიმალური სატანჯველით.

გულწრფელი ადამიანი, თუ მას რაღაც სწყინს ამას იტყვის: „უკაცრავად, მაგრამ მეწყინა, არ მინდა ახლა თქვენთან საუბარი!“ მაგრამ „წესიერი გოგოები“ და ისინი, ვინც ზუსტად იციან, როგორ უნდა და როგორ არ უნდა მოიქცნენ, იკავებენ ემოციებს და შემდეგ იტანჯებიან.

ჩვენ გავხდით წესიერები. ჩვენ მოვირგეთ ნიღბები.

– აი ეს მე ვარ, იმას კი რასაც ვრგძნობთ გადაგვაქვს უკანა პლანზე. ასაკთან ერთად ჩვენ სულ უფრო უგრძნობები, სქელკანიანები ვხვდებით, ჩვენი სურვილები ხუნდება, და რჩება მხოლოდ ერთი სურვილი - რაც შეიძლება მალე მოვკვდეთ, რადგან დავიღალეთ ავადმყოფობით, ვალებით, კრედიტებით, ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტებით. ჩვენ დაბნეულები ვართ.

მაგრამ არსებობს კარგი ამბავიც! შეიძლება რომ არ ვიავადმყოფოთ? შეიძლება! შეიძლება იმდენი ფული გვქონდეს რამდენიც გვჭირდება? შეიძლება! რა არის ამისთვის საჭირო? თუ თქვენ ახლა მართლაც გაიაზრებთ სიტყვას - „გულწრფელობა“, მაშინ შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ ამ წიგნის კითხვა. საჭიროა უბრალოდ გულწრფელად გამოვხატოთ გრძნობები და მათზე დაყრდნობით ვიმოქმედოთ.

თუ შენ ხარ მეგობარი, მაშინ გამოხატე შენი მეგობრის მიმართ მეგობრული გრძნობები - შეაქე, მხარში დაუდექი, უთხარი როგორ ამაყობ მისით, დაეხმარე გახდეს თავდაჯერებული. თუ შენ ხარ ქმარი იზრუნე შენს მეორე ნახევარზე. გრძნობები ეს არის ერთადერთი ვალუტა, რომელიც მოქმედია მთელს სამყაროში. შეგვიძლია ჩვენი გრძნობები გადავცვალოთ ბრილიანტის კარატებზე, ნავთობის ბარელებზე, უძრავ ქონებაზე. მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“! უნდა ვისწავლოთ გრძნობების განცდა და ამ გრძნობების გამოხატვა.

გინდა იყო მდიდარი? გააკეთე ინვესტირება! გინდა იყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში? გააკეთე ინსვესტიცია! გააკეთე საკუთარი გრძნობების ინვესტიცია. გინდა იყო ჯანმრთელი? გააკეთე ინსვესტიცია! გააკეთე საკუთარი გრძნობების ინვესტიცია. ამ ყველაფრს ვერ იყიდი ვერანაირი ფულით.

თუ თქვენი სურვილები არ სრულდება ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: თქვენ შეიძლება გაქვთ ძალიან დიდი ცოდნა, შეიძლება თქვენ იყენებთ სხვადასხვა სულიერ პრაქტიკებს, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს არ შეიგრძნობთ და არ განიცდით სულიერ დონეზე.

ისეც ხდება, რომ ჩვენ იოგას პრაქტიკებს ვაკეთებთ, ვლოცულობთ, ვმღერით მანტრებს, მაგრამ არაფერი არ გამოდის. პასუხი მარტივია: იცხოვრეთ გულით და არა გონებით, მაშინ მთელი თქვენი ცხოვრება შეიცვლება.

თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით რა უნდა ქნათ, რომ ყველა არსებული პრობლემა მოგიგვარდეთ, და ახალი პრობლემები არ გაგიჩნდეთ, მაშინ მოვიდა დრო ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ხდება მათი ჩამოყალიბება/ფორმირება.


 ადამიანის ცხოვრების მიზანი და აზრი, (ან) ჩვენ ყველა შექმნილი ვართ ვარსკვლავთა მტვერისგან

პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ პრობლემიდან გამოსავალი არის მის შესასვლელშივე, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ რის გამო ჩნდება სხვადასხვა უსიამოვნება. ჩემი დაკვირვევების შედეგად მე მივედი დასკვნამდე, რომ არსებობს 2 მიზეზი,რის გამოც ჩნდება პრობლემები:

– საკუთარი ცხოვრების აზრის და მიზნის არ ცოდნა.

– სამყაროს კანონების დარღვევა.

ჩვენი სამყარო, სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით, დაახლოებით 14 მილიარდი წლისაა. ყველაფერი დაიწყო, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დიდი აფეთქების შედეგად, მატერიის ელემენტები გაიფანტნენ ცენტრიდან, წარმოიქმნა ქარიშხლები სახელად გალაქტიკები, გალაქტიკებში გაჩნდა ვარსკვლავთა სისტემები, ამის შემდეგ კი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სიცოცხლის არსებობა - ისეთი როგორიც ჩვენი მზის სისტემაა. თავდაპირველად წარმოიქმნა სიცოცხლის ერთუჯრედიანი ფორმები, შემდეგ ისინი გარდაიქმნენ მრავალუჯრედიან ფორმებად, ყველაფერი ვითარდებოდა, ვითარდებოდა და საბოლოოდ გაჩნდა ადამიანი, ევოლუციის საბოლოო (ამ მომენტისთვის) პროდუქტი. ჩვენი სიცოცხლის ფორმა მოიცავს სამივე საწყისს - ცხოველურს, ადამიანურს და ღვთიურს.
ადამიანის სიცოცხლის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ისწავლოს სამივე სახის საწყისის გავლა და განცდა.

ცხოველური ჩვენში - ეს არის ინსტიქტების ზონა, ისინი აუცილებელია გადარჩენისთვის. მათ გამო ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს სხეულზე, უსაფრთხოებაზე ზრუნვას, ვფლობთ უნარებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ჰარმონიულად
ვიარსებოთ და ვიმოქმედოდ ამ სამყაროში. შემდეგ დგება სოციალიზაციის დრო - სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედება, ჩვენში იღვიძებს ადამიანურობა. ჩვენ ვსწავლობთ იმ ადამიანებზე პასუხისმგებლობის აღებას, რომლებიც ჩვენს გვერდით მოდიან ცხოვრების გზაზე - ესენი არიან მშობლები, მეუღლე, შვილები, მეგობრები, კოლეგები და უფროსები, მეზობლები, თანამგზავრები და ა.შ. ამ დონეზე ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი „მე“ არ დავაყენოთ სამყაროს ცენტრში და ვისწავლოთ სხვა ადამიანებზე ფიქრი.

რისთვის არის საჭირო განვითარების სულიერი ან ღვთიური დონე? ადამიანის წარმოდგენაში შეუძლებელია მილიონობით მნიშვნელოვან შეკითხვაზე პასუხის გაცემა: „ვინ ვარ მე?“, „საიდან ვარ მე?“, „საერთოდ რისთვის ვარ დაბადებული?“

ერთხელაც თითოეული ადამიანი , მას შემდეგ რაც შეასრულებს საკუთარ სოციალურ როლს, საბავშო ბაღიდან დაწყებული იმ მომენტით დამთავრებული, როცა უკვე თავად არის მშობელი, აცნობიერებს, რომ სიცოცხლის თითოეული ისტორია სიკვდილით მთავრდება. ამა თუ იმ გზით ჩვენ მივდივართ შიშამდე: ნუთუ ეს არის ის რისთვისაც შეიქმნა სამყარო? ევოლუციის მილიარდობით წელმა მიგვიყვანა იქამდე, რომ მე ახლა მოვკვდები და მორჩება ყველაფერი? ამ შეკითხვების დასმით ჩვენში ვაღვიძებთ სულიერ, ღვთიურ საწყისს. ადამიანის ცხოვრების მიზანი სწორედ ეს არის - მიაღწიოს ამ დონეს.

სწორედ ამ დონეზე ხდება შესაძლებელი იმის გაგება, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ინსტინქტები, ჩვენ არ ვართ მხოლოდ სოციალური როლები, რომლებმაც მთელი ცხოვრება უნდა ითამაშონ ერთმანეთის პირისპირ, რომ ჩვენ უფრო დიდ რაღაც ვართ, რომელიც ჩატეულია სხეულის სკაფანდრში.

ადამიანის ცხოვრების მიზანია გაიგოს რა არის ღმერთი, შემოქმედი, ვინ არის „მე“. ადამიანური საწყისის დონის ცნობიერებისთვის ეს კითხვები მარადიული და გადაუწყვეტელია. ჩვენ მაინც გვექნება ყველაფრის დაკარგვის შიში, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ახლობლების. მაგრამ რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით ამ სულიერ, ღვთაებრივი განვითარების დონეს, შიშები სულ უფრო შესუსტება, შეკითხვების რაოდენობა სულ უფრო ნაკლები იქნება.

ადამიანის ცხოვრებას აქვს მიზანი - გაიაროს ევოლუციის ეს სამი დონე და ასევე გრძნობდეს და იყოს „აქ და ახლა“. დიდი ხნის მანძილზე ჩემთვისაც გაუგებარი იყო ეს კონცეფცია და იდეა - მე ხო ისედაც აქ და ახლა ვარ, და არა სადღაც სხვაგან. ამ თავში აგიხსნით რა არის ცნება „როლი“, რადგან ცხოვრების აზრი სწორედ ეს არის, შევასრულოთ/ვითამაშოთ ჩვენი როლი აქ და ახლა, დროის ახლანდელ მომენტში. მაგალითად, თქვენ ახლა გაქვთ მკითხველის როლი, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ თეთრ ფურცელზე არსებულ შავ ასოებზე მოახდინოთ კონცენტრაცია, რათა მაქსიმალურად მოახდინოთ ინფორმაციის გადახარშვა და გააზრება, მხოლოდ მაშინ შეძლებს ეს ინფორმაცია თქვენში გამოძახილის პოვნას, რის შემდეგაც მოვა იმის გაგება კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

მეც ასე მემართება, ვიწყებ წიგნის კითხვას და გონებაში ვიწყებ მსჯელობას: რას გავაკეთებდი, რას ვიტყოდი. მაშინ შენ მკითხველი აღარ ხარ, შენ უკვე ფილოსოფოსი ხარ.

რაც უფრო მეტად ვვარდები მკითხველის როლიდან წიგნის კითხვის დროს, მეორედ წაკითხივს დროს მით მეტად ვამბობ: “ვაა, აი ეს მესმის, ისეა თითქოს პირველად ვკითხულობდე!“ მართალც ასეა - თითოეულ ჯერზე ისეა თითქოს პირველად ვკითხულობთ, რადგან ეს სიტყები წინა ჯერზე გამოვტოვეთ.

ახლა მოგიყვებით როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენს როლში და როგორ მივიდეთ მიზნამდე ავტორისეული „მატრიოშკების სისტემით“. შემდეგ თავში ჩვენ ვისაუბრებთ სამყაროს კანონებზე, რომელთა დაცვაც არის ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრების გარანტია.


 

„მატრიოშკების“ ავტორისეული სისტემა, ანუ „რა უნდა გავაკეთო ორშაბათს?“

ჩვენი ცხოვრება კომპიუტერულ თამაშს ჰგავს, სადაც რამდენიმე დონის გავლაა საჭირო, რომ შევძლოთ ადამიანის ცხოვრების მიზნის რეალიზება, ევოლუცია ცხოველური დონიდან ადამიანურ დონეზე და ადამიანურიდან სულიერ დონეზე. ყველა დონეზე თითოეულ ჩვენგანს აქვს გარკვეული როლი, რომლის შესრულების ხარისხზეც არის დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება და უპრობლემოდ ცხოვრება, ან პირიქით პრობლემებთან ერთად ცხოვრება. როლს ყოველთვის ახლავს თან გარკვეული პასუხისმგებლობა, გარკვეული ვალი/ვალდებულება.

თითოეული როლის სრულყოფილად გავლით, ვალების გასტუმრებით, ჩვენ ვსწავლობთ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ „აქ და ახლა“, ამით ვძენთ ჩვენს ცხოვრებას აზრს, შევიგრძნობთ ბედნიერებას და გვეძლევა ბედის საუკეთესო ვარიანტი.

მინდა გაგაცნოთ ის დონეები, რომლებიც მოცემულია თამაშში სახელად „ცხოვრება“ და ის როლები, რომლებიც ჩნდება ყოველ ახალ დონეზე გადასვლისას. მოგიყვებით როგორ არიან დონეები ერთმანეთან დაკავშირებული, რატომ არ შეიძლება პრობლემის მოგვარება იმ დონეზე, რომელზეც ის წარმოიშვა, და როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ამ კონცეფციას მე დავარქვი „მატრიოშკა“, რადგან სწორედ მატრიოშკის მაგალითზე ჩანს ეტაპობრივად როგორ ვიზრდებით, როგორ ფართოვდება ჩვენი ცნობიერება, როგორ ჩნდება ახალი როლები და პასუხისმგებლობის ახალი დონეები.

„მატრიოშკა“ გვაძლევს მთლიანი გზის ნათლად დანახვის საშუალებას - დაბადების მომენტიდან ჩვენთვის ახალ რეალობაში გადასვლამდე. თქვენ დაინახავთ, როგორ აღმოჩნდით იქ სადაც ხართ ახლა, და რა უნდა გააკეთოთ, რომ დაიწყოთ ამ სიტუაციის შეცლა ახლავე.

ამ სისტემის მეორე სახელი გაჩნდა ჩვენი ტრენინგების დროს - „ბედისწერის ტრანსფორმაცია“. ეს ტრენინგი როგორც წესი ორი დღე გრძელდება გადაბმულად ,შაბათი-კვირა, და მე ვცდილობ ისე გავაკეთო, რომ ტრენინგის მონაწილეები ისე წავიდნენ, რომ ნათლად ესმოდეთ რა უნდა გააკეთონ ცხოვრების ტრანსფორმაციისთვის ორშაბათს დილიდან.

მატრიოშკა „სხეულის ვალი“ (ვალდებულება სხეულის მიმართ)

მაშ ასე, როდის უჩნდება ადამიანს პირველი როლი და პირველი ვალდებულება? დაახლოებით ფეხმძიმობის მე-16 კვირაზე ორსული გრძნობს ბავშვის მოძრაობას მუცელში. აღმოსავლეთში თვლიან, რომ სწორედ ამ მომენტში სული შედის სხეულში. ჩემს ყველა ტრენინგზე ვეკითხები ქალბატონებს, რომლებიც დედები არიან, რა შეიცვალა მათ შეგრძნებაში ბავშვის პირველი გამოძრავების შემდეგ და როგორც წესი ვიღებ ასეთ პასუხებს: „ყველაფერი!“ თუ მანამდე გვქონდა სრული (მომატებული) სხეულის შეგრძნება, შეცვლილი გუნება-განწყობილება, ამის შემდეგ ჩნდება სრულიად ახალი შეგრძნებები, აღქმები.

matr1

პირველ გამოძრავებამდე ბავშვის სხეული ვითარდება როგორც ერთგვარი ბიოფიზიკური სკაფანდრი, რომელიც შემდგომში მთელი ცხოვრება მოგვემსახურება. სული შედის სხეულში, იწყებს მის შესწავლას, მორგებას, უერთდება ცენტრალურ ნერვიულ სისტემას, ცდილობს კიდურების გამოძრავებას, ამიტომ ქალი ამ მომენტში გრძნობს ბიძგებს და მოძრაობას.

სწორედ სხეული აძლევს სულს იმის საშუალებას, რომ განიცადოს ის უნიკალური მომენტი, რომელის განცდაც შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს მატერიალურ სამყაროში - ეს არის შეგრძნების გამოცდილება, გრძნობითი განცდები. სხეული შეგვიძლია შევადაროთ ავტომანქანას, რომლითაც სული მიდის საკუთარი მიზნისკენ, როგორიც არ უნდა იყოს ის, თუნდაც ბინის ყიდვა ან გასხივოსნება. სხეულის გარეშე ჩვენ ამ მატერიალურ სამყაროში ვერაფერს ვერ მივაღწევთ.

სულის და სხეულის ინტეგრაციის პროცესი ჩვენი ქვეყნიერებაზე მოვლინების შემდეგაც გრძელდება. ჩვილები და პატარა ბავშვები თითქოს აგრძელებენ საკუთარი სხეულის შესწავლას - მუდმივად ამოწმებენ მის გამძლეობას, თანდათან სწავლობენ საკუთარი მოქმედებების კოორდინაციას, იწყებენ სამეტყველო აპარატის გამოყენებას. მაგრამ მაშინაც კი როცა უკვე სწავლობენ ლაპარაკს ბავშვები ხშირად ვერ ახდენენ საკუთარ სხეულთან იდენტიფიცირებას. ბავშვი შეიძლება საკუთარ თავზე მიუთითებდეს თითით და ამბობდეს: „მე არ ჩამისვრია, ეს დიმამ ქნა“. ახლობლები მუდმივად გაუმეორებენ ბავშვს: „დიმა შენ ხარ“ (რაც პირდაპირი ნიშნავს, რომ „სხეული - შენ ხარ), და რაღაც მომენტში ხდება სრული იდენტიფიკაცია. ჩვენ ვიწყებთ საკუთარი თავის როგორც სხეულის აღქმას და სხეულის დახმარებით ჩვენ ვიწყებთ სამყაროს შეცნობას: როცა გაციებული ვართ - ყელი გვტკივა, როცა სიცივეა - გვცივა, როცა ჭამა გვინდა - შიმშილს ვგრძნობთ, უსიამოვნო შეგრძნების სახით მუცლის ღრუში, როცა დედა გვეხუტება - ვგრძნობთ მადლიერებას და საპასუხო სინაზეს განვიცდით.

სხეული - ეს არის ვალდებულება სხეულის მიმართ და აუციელებელია მასზე ზრუნვა. სხეული არის ყველა ენერგიის გამტარი, რომელიც არსებობს პლანეტა დედამიწაზე. თუ ჩვენ მას ვინარჩუნებთ კარგ ფორმაში, მაშინ ჩვენ გვაქვს საშუალება სრულყოფილად ვიცხოვროთ, შევიგრძნოთ იგი მთელი თავისი მრავალფეროვნებით. რა არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი სხეულის მიმართ?

ის უნდა დავბანოთ, ვასეირნოთ, ვუზრუნველყოთ ფიზიკური დატვირთვებით, ჩავაცვათ კომფორტულად და ამინდის შესაბამისად, დროულად ვკვებოთ ჯანსაღი საკვებით, არ მოვიხმაროთ მავნე ნივთიერებები, არ გავავსოთ ის სხვადასხვა ნაგვით. შეუძლებელი ამ ვალის ერთხელ გადახდა და მოშორება, ის უნდა ვიხადოთ მანამდე, სანამ ჩვენ ამ სხეულში ვართ, ანუ მთელი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ვალი ყველაზე მარტივია, მაინც ხდება ისე, რომ ჩვენ ამ ვალს არ ვიხდით – არ ვაძლევთ სხეულს საკმარის ფიზიკურ დატვირთვას, ცუდად ვიკვებებით, ძალიან ბევრს ვმუშაობთ და არ ვისვენებთ, მოვიხმართ სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს. ასეთ შემთხვევაში საკუთარი პრობლემების მოგვარება უნდა დავიწყოთ სწორედ ამ დონიდან - დავბრუნდეთ სხეულის დონეზე და დავუბრუნოთ მას ვალი.

ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო იმისა, თუ როგორ შევინარჩუნოთ სხეულის ჯანრმთელობა არის რეჟიმი, კვების და ძილის რეჟიმი. ინტერნეტში შესაძლებელია ათასნაირი გამაჯანსაღებელი ტექნოლოგიის მოძებნა, მაგრამ ყველა მათგანი ერთ მარტივ სიტყვამდე დაიყვანება - რეჟიმი.

ეს არის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდი სხეულისთვის ვალის ეფექტურად დასაბრუნებლად, ის კი თავის მხრივ გახდება ყველა თქვენი მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სხეული ჩვენი საუკეთესო მეგობარი და მოკარნახეა. უმნიშვნელოდ ცუდად ყოფნისასაც, თუ გაჩნდა დაავადება, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ისე არ მიდიხართ, სადღაც არ იყავით გულწრფელი, სადღაც თქვენ უღალატეთ სხვა ადამიანს ან საკუთარ თავს. ყველაზე უმნიშვნელო და ყველაზე მძიმე დაავადებები - ონკოლოგია, დიაბეტი, გულსისძარღვთა დაავადებები - ეს არის ჩვენი სხეულის კივილი, რომ სადღაც ვცდებით. როცა ისწავლით საკუთარი სხეულის მოსმენას, ის კომპასივით გიჩვენებთ სწორი მიმართულებას. სწორად მივდივართ თუ არა?

სიტუაციაში, როცა კატეგორიულად არ იცით, როგორ მოიქცეთ, გირჩევთ ამ დონეზე დაბრუნებას და იმაზე დაფიქრებას როგორ შეიძლება უკეთ იზრუნოთ სხეულზე. უფრო მეტი ისეირნოთ, გადახედოთ კვების რაციონს, დაკავდეთ იოგით, შეწყვიტოთ სექსი ადამიანთან, რომელიც არ გიყვართ, დაანებოთ მოწევას თავი. დილაობით ჩაჯდომების კეთება მაინც დაიწყოთ.

ის სივრცე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ ჩვენი ფიზიკური სხეულის ნაწილი ხდება. ამიტომ ჩვენი ბინა, სახლი, სამუშაო ადგილი უნდა სუფთად და მოწესრიგებულად გვქონდეს. ბოლო დროს ბევრი წიგნი გაჩნდა, სადაც ლაპარაკია თუ როგორ შეიძლება დალაგების წესების ცოდნით საკუთარი ცხოვრების შეცვლა, - ეს მართლაც მუშაობს! არსებობს ძველი ცოდნა/მოძღვრება გარემოს ჰარმონიზაციის შესახებ - ფენ-შუი (ჩინეთი) და ვასტუ (ინდოეთი). ეს ყველაფერი ნამდვილად გვეხმარება წესრიგში მოვიყვანოთ არამარტო სივრცე, არამედ აზრებიც, გრძნობებიც, გვეხმარება დასაყრდენი წერტილის პოვნაში რათა გავაგრძელოთ წინსვლა.

ერთი მამაკაცი მოვიდა ლექციაზე შეკითხვით, როგორ შეიძლებოდა მეუღლეს დახმარებოდა ისეთი სამსახურის პოვნაში, რომელიც მისთვის სასიამოვნო იქნებოდა. მას ეს არა და არ გამოსდიოდა. ამ ლექციაზევე ერთმა გოგონამ დასვა შეკითხვა კარიერაზე, მე ვკითხე მას:“აი შენ ფიქრობ კარიერაზე, მაგრამ რა ხდება შენთან ოჯახში? წესრიგში გაქვს წინდები, მოწმენდილი გაქვს იატაკი?“ ეს გაიგონა იმ მამაკაცმა და მიხვდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად საყვედურობდა მეუღლეს როცა სადღაც ხედავდა უწესრიგობას, თვითონ არასოდეს არ მონაწილეობდა საოჯახო საქმეებში.

მან დაიწყო ამ საკითხის შესწავლა, ქალურ ფორუმებსაც კი კითხულობდა ინტერნეტში. საბოლოოდ ის შეჩერდა სახლში წესრიგის შენარჩუნების ერთ-ერთ იაპონურ სისტემაზე. მან ცოლიც დაარწმუნდა, რომ მთლიანად გადაელაგებინათ ყველაფერი სახლში და შეეცვალათ ნივთების შენახვის სისტემა. საბოლოოდ მათ 35 კილო არასაჭირო ტანსაცმელი გადაყარეს! ასევე აღმოჩნდა, რომ მათ არ სჭირდებოდათ კარადა, სადაც ადრე ინახავდნენ ათას „ხლამს“ და ამის გარდა ავეჯის კიდევ რამდენიმე ნაწილი.

და მაშინ ცოლი მიხვდა, რომ უნდოდა მისი ძირითადი საქმიანობა გამხდარიყო ის რაც ადრე მისი ჰობი იყო - მანიკური და მეჰენდი (ხნით სხეულის მოხატვის ინდური მეთოდი). უსარგებლო ავეჯის გაყიდვით აღებული ფულით იყიდეს ამ საქმიანობისთვის საჭირო აღჭურვილობა, გადაიხადეს სასწავლო კურსების საფასური და გამოთავისუფლებულ ადგილას მოაწყვეს მისთვის სამუშაო ადგილი კლიენტების მისაღებად. და ამის შემდეგ ყველაფერი მოგვარდა - კლიენტების ნაკადი მუდმივად იზრდება, მეუღლე თავს რეალიზებულად გრძნობს, ამასთან მას საშუალება აქვს შვილსაც მიხედოს სახლში.

ამ დროში ჩვენ ყველანი საინტერესო მოვლენის მოწმეები ვართ - გაჩნდა უამრავი ადამიანი, რომელიც ამ დონეზე არიან ჩარჩენილი, სხეულის დონეზე და ვერ ახერხებენ განვითარების გაგრძელებას. მთელ თავის ძალებს და დროს ისინი ახმარენ სხეულის გაუმჯობესებას, მუდმივად ახდენენ მის დემონსტრირებას, ამაყობენ და ტრაბახოებენ მისით. ეს დაახლოებით ისეთი რამ არის ადამიანი მანქანას რომ ყიდულობს და მუდმივად მის გაუმჯობესებას („დანავაროტკებას“) ცდილობს, აყენებს უფრო ძლიერ ძრავს, უვლის მას, მაგრამ არსად არ დადის. სხეული საჭიროა არა იმისთვის რომ ვიტრაბახოთ და თავი მოვიწონოთ მისით, არამედ იმისთვის რომ მისი დახმარებით ვიმოძრაოთ ჩვენი მიზნისკენ.

მე აგიხსნით რატომ ხდება ასე. მოდით შემოვიტანოთ ორი გაგება: ფიზიოლოგიური ასაკი, ასაკი პასპორტში, ანუ სხეულის ფაქტიური ასაკი და პიროვნების ასაკი ანუ მოწიფული ასაკი ან პირიქით, ფსიქოლოგიური, ემოციური, სულიერი მოუმწიფებლობის ასაკი. როცა ვუყურებ იმ ადამიანების, რომლებიც უკვე 90 წლის არიან, ვხედავ, რომ როცა მათი ფაქტიური ასაკი იყო 12-14 წელი, პიროვნების ასაკი შეესაბამებოდა 20-25 წელს. თუ დავხედავთ იმ ადამიანების ხელებს რომლებიც დაბადებულები არიან 1950–1960 წლებში, ჩვენი დედები და მამები, მათი შინაგანი და გარეგანი ასაკი დაახლოებით შეესაბამება ერთმანეთს. ისინი ვინც დაიბადნენ 70-იან წლებში შეინიშნება ჩამორჩენა ამ მხრივ: 28-30 წლის ასაკში მათი პიროვნების ასაკი შეესაბამება 18-20 წელს. ისინი ვინც დაიბადნენ 90-იანებში და მოგვიანებით, არიან ტოტალურად ინფანტილურები: უყურებ ადამიანი 30 წლისაა, მაგრამ რეალურად 12-14 წლისაა! მისი გატაცებები 12-13 წლის მოზარდისას შეესაბამება . მარტო „მე-მე-მე-მე-მე“ და „სხეული-სხეული-სხეული“.

მოზრდობის ასაკში ყველას საზრუნავი არის გამონაყარი, ბიცეფსები, მკერდი ეზრდებათ თუ არა. ზოგადად ყველა დაინტერესებულია ვინ როგორ გამოიყურება. მნიშვნელობა არ აქვს - იქნება ეს მოდური ჯინსები თუ მოდური დიეტა?

თავის დროზე მე ვიყიდე „მალვინას“ ჯინსები“, ამავე ფასად შემეძლო მეყიდა მოპედი. შემეძლო ეს ჯინსი თვეობით არ გამერეცხა, რეცხვის დროს რომ არ გახეულიყო. მახსოვს ერთხელ ვიღაც მოვიდა ადიდასის ბოტასებით. იმდენი ადამიანი მოდიოდა ამ ბოტასების სანახავად! არსებითად ჩვენ ახლაც ბავშვები ვართ, რომლებსაც თავი მოაქვთ ერთმანეთთან და მუდმივად დებენ ფოტოებს ინსტაგრამში: ვინ უფრო მაგარია. ეს ხომ მოზარდობისთვის არის დამახასიათებელი: მე უფრო დიდი ტუჩები მაქვს, მე უფრო გრძელი წამწამები მაქვს, მე ძვირიანი მანქანა მყავს, ჩემი ცოლი მოდელია.

გამოდის, რომ დიდების საზოგადოებაში სინამდვილეში თითქმის ყველა - მოზარდია, რომელთათვისაც არაფერია საკუთარ „მე“-ზე მნიშვნელოვანი. რით განსხვავდება მოზარდის გატაცებები ჩამოყალიბებული, ზრდასრული პიროვნების გატაცებებისგან? მოზარდები ჩაციკლულები არიან საკუთარ თავზე, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებაზე. ჩამოყალიბებული პიროვნების მთელი მოქმედება მიმართულია გარე სამყაროზე, რაღაც კარგის გაკეთებაზე . ზრუნვა არა საკუთარ სხეულზე, არამედ მთელ კაცობრიობაზე.

თუ თქვენ 20 წლის ასაკში ჩაციკლული ხართ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება თქვენი სხეული და როგორია თქვენი ტუჩების ზომა, ამ ასაკში კიდევ არაუშავს, მაგრამ თუ თქვენ 50 წლის ხართ და თქვენ მუდმივად რაღაცას იდიდებთ ან იუმჯობესებთ, ეს უკვე პრობლემაა.

არსებობს გარკვეული ეტაპები პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. საკუთარ თავზე ჩაციკვლა ახასიათებს მოზარდობის პერიოდს, მას უნდა მოჰყვეს ზრდასრულობა.
რასთან ასოცირდება მოზარდობის ასაკი? შიშთან. ეს არის მომავლის შიში, პირადი ცხოვრების შიში, სოციუმში რეალიზების შიში და საკუთარი წარმატების შიში, ასევე შიში იმისა თუ სად უნდა იცხოვრო, სად უნდა ჩააბარო და ა.შ. მოზარდი ცხოვრობს შიშში - და ეს არის კრიტერიუმი. პიროვნების ინფანტილურობა იზომება ეგრეთწოდებული „შიშის ხაზებით“. როგორც ონკომარკერები გვიჩვენებს მიდრეკილებას ონკოლოგიის მიმართ, ასევე შიშის ხაზები გვიჩვენებს რამდენად ჩამოუყალიბებელია პიროვნება.

აბსოლიტური სიმწიფე/ჩამოყალიბებულობა ხასიათდება ერთი მაჩვენებლით - სიკვდილის შიშის არ არსებობით. როდესაც იწყება ბოლო შიშისგან - სიკვდილის შიშისგან გათავისუფლება, ეს არის ევოლუციის საბოლოო ეტაპი, პრინციპში ეს არის „სულიერების“ სინონიმი.

რატომ მოხდა ასე? რატომ ვცხოვრობთ „ზრდასრული მოზარდების“ საზოგადოებაში? მიზეზი არის ტექნოლოგიის ძალიან დიდი პროგრესი. აღარ არის აუცილებელი გადარჩენაზე ზრუნვა, ავადმყოფები არ იღუპებიან, სუსტებს არ ჩაგრავენ. მაღაზიაშიც კი არ არის აუცილებელი სიარული - შესაძლებელია პროდუქტების პირდაპირ სახლიდან შეკვეთა. ვინმეს გასაცნობად საკმარისია გაცნობის საიტზე დარეგისტრირება და შერჩევა, 12 წლისას შეუძლია აარჩიოს 12 წლის, თუნდაც პასპორტით 56 წლის იყოს უკვე. ადრე ტელევიზორის გადასართველად ბრტყელტუჩა იყო საჭირო, შემდეგ დაჯდებოდი და 10-ჯერ მაინც დაფიქრდებოდი ნამდვილად გინდოდა თუა რა არხის ისევ გადართვა, ახლა კი პულტით ასობით არხზე ხტუნაობ.

რა უნდა გააკეთოთ რომ გამოხვიდეთ მოზარდობის ასაკიდან და გახდეთ უფრო ჩამოყალიბებული/მოწიფული ადამიანი? უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, მაგრამ არამხოლოდ საკუთარ სხეულზე არამედ ჩვენს სხვა დანარჩენ როლებზეც.

ახლა ჩვენ გადავდივართ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან დონეზე.


 

მატრიოშკა „მშობლების ვალი, ანუ დედას +“ მონანიების პრაქტიკა

რაღაც მომენტში ბავშვი იზრდება იმ ასაკამდე როცა ის აცნობიერებს, რომ არსებობს ორი ადამიანი, რომლებიც მუდმივად მის თვალწინ არიან - ეს არის დედა და მამა. ამ მომენტიდან ჩნდება მშობლებისთვის ვალის დაბრუნების აუცილებლობა.

ინტერნეტში მუდმივად მეკითხებიან: „რა არის ვალი მშობლების წინაშე? რას ნიშნავს იყო შვილი?“

აი, მე ვარ შვილი. ჩემი მშობლები ზრუნვდნენ ჩემზე, მაჭმევდნენ, მასმევდნენ, მაცმევდნენ, სკოლაში მიმიყვანეს, მოკლედ ასე თუ ისე შემიქმნეს პირობები იმისთვის, რომ გავზრდილიყავი და მქონოდა შესაძლებლობა მევლო ჩემი მიზნებისკენ, ამესრულებინა ჩემი სურვილები. რისი მიცემა შემეძლო მათთვის 5-7-11 წლის ასაკში? მე ბავშვი ვიყავი, მე არ მქონდა ქონება, ფული, მანქანა. მაგრამ მე მქონდა მადლიერების გრძნობა.

mother  

პირველ რიგში, მადლიერება სხეულისთვის, რომელიც მშობლებმა მომცეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ მე არ მექნებოდა შესაძლებლობა მეცხოვრა ამ ცხოვრებით და შემეგრძნო. მადლიერება იმის გამო, რასაც ისინი ჩემთვის აკეთებენ - დედა მიკეთებს ფაფას, მამა მყიდულობს ველოსიპედს. ყველაფერ ამის გამო მე მუდმივად უნდა ვეუბნეოდე მათ „მადლობას“. ოღონდ გულში კი არ უნდა ვთქვა ჩემთვის, ან უბრალოდ გავუღიმო, არამედ უნდა ვუთხრა: „მადლობა!“ არ უნდა თვლიდეთ, რომ ისინი ვალდებულები არიან ამას აკეთებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მშობლები არიან.

ჩემ თავზე შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ვიქცეოდი როგორც უმადური ღორი. იმის მაგივრად რომ მათთვის მეთქვა: „ მადლობა ჩემებო, რომ მაჭმევთ, მასმევთ, მაცმევთ, რომ მომეცით სხეული“, მე არაფერს არ ვეუბნებოდი და ყველაფერს ვიღებდი ისე თითქოს ეს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო. მშობლების ვალი - ეს არის სამუდამო ვალი, თქვენ მთელი ცხოვრება უნდა გამოხატავდეთ მათ მიმართ მადლიერებას. მადლიერების გამოხატვა ასევე მოიცავს სიყვარულის და სხვა გრძნობების გამოხატვას, რომლებსაც მშობლების მიმართ განვიცდით, უნდა ვიზრუნოთ მათზე და ყურადღება გამოვიჩინოთ. ჯილდო იმისთვის, რომ შენ აბრუნებ ამ ვალს იქნება განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც გადაგიყვანთ მესამე დონეზე - სოციალური დონე. ეს არის დონე, სადაც თქვენ გაიჩენთ მეგობრებს, მოიპოვებთ გარკვეულ სოციალურ სტატუსს, გაიგებთ რა არის თქვენი დანიშნულება, მოიპოვებთ კეთილდღეობას და ა.შ. ანუ ეს არის უკვე ის დონე, სადაც ჩვენი „სურვილებია“ - ფული, მატერიალური კეთილდღეობა და ა.შ.

ჩემი დაკვირვებით ადამიანთა 90% მეტი სწორედ ამ დონეზე იჭედება. ყველაფერი ჩვენი ეგოიზმით იწყება - დიახ, ბავშვებიც კი შეიძლება იყვნენ ეგოისტები. ეგოიზმი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ წარმოდგენაში არსებობს სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვუყვარდეთ ჩვენ მშობლებს. ლოგიკა ასე მუშაობს: თუ ჩვენ ისე არ ვუყვარვართ, როგორც ჩვენ გვინდა, თუ „ჩემს დაკრულზე არ ცეკვავენ“ ესეიგი არ ვუყვარვარ საერთოდ. უხეშად რომ ვთქვათ, თუ ბავშვo თავის წარმოდგენაში ფიქრობს, რომ „სიყვარული“ ეს არის დღეში 1000-ჯერ კოცნა და ჩახუტება, ხოლო მას 999-ჯერ კოცნიან, ესეიგი არ უყვართ. თუ დედა მუდმივად სამსახურშია და ჩემთან არ ატარებს დროს - არ ვუყვარვარ. თუ ის მუდმივად არ მეუბნება სიყვარულის და მხარდაჭერის სიტყვებს ესეიგი არ ვუყვარვარ. თუ მამამ არ მიყიდა ახალი კომპიუტერი - არ ვუყვარვარ. საბოლოო ჯამში გროვდება არა მადლიერება, არამედ წყენა.

ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „მე არაფერს არ ვგრძნობ ჩემი მშობლების მიმართ!“ თუ ჩვენ დიდი ხანი ვინახავთ წყენას, ის არ გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ სიყვარულზე, რაღაც დროის შემდეგ წყენა გადაიზრდება რისხვაში. ზოგიერთს რამდენიმე დღეში უგროვდება ასეთი რეაქციები, ზოგიერთი ადამიანისთვის ეს პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ეს წყენა და ბრაზი გადადის მუდმივ გაღიზიანებაში.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც მთლიანად გადააძვრეს კანი. სცადეთ მისი ჩახუტება ან მასაჟის გაკეთება. ბუმბულიც კი რომ დაეცეს ამ ადამიანს, ან უბრალოდ ქარმა რომ დაუბეროს - ეს ყველაფერი მას საშინელ ტკივილს მიაყენებს. ადამიანს, რომელიც სავსეა წყენით და სიბრაზით, ყველა და ყველაფერი აღიზიანებს. და ამ ყველაფერში დამნაშავე იქნება ყველა, ვინც მის გარშემოა: დეგენერატი ქმარი, სისხლის მსმელი ბავშვები, მეზობლები, რომლებიც მუდმივად რემონტს აკეთებენ , პრეზიდენტი, რომელიც არასწორად მართავს ქვეყანას... ყველა პარაზიტია, ყველა იდიოტია, მარტო მე ვარ ყველაზე ჭკვიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს ისე ეყვარება ყველა როგორც ადრე უყვარდა, წყენით და სიბრაზით გამოწვეული ტკივილი არ მისცემს ამ სიყვარულის შეგრძნების და გამოხატვის საშუალებას.

წყენა - ეს ყურადღების მიქცევის და მანიპულაციის საშუალებაცაა. ადამიანი თამაშობს მსხვერპლის როლს - მე ყველამ უნდა შემიცოდოს, შემიყვაროს, თავზე ხელი გადამისვას, სათამაშო მიყიდონ, მაგრამ რაღაც ეტაპზე ადამიანი ხედავს, რომ სრულიად მარტო დარჩა და რომ მას არ ჰყავს ნამდვილი მეგობრები, არ ჰყავს ახლობლები. ასეთ დროს შეიძლება დაემართოს დეპრესია, მუდმივი დაღლილობის მდგომარეობა, სასოწარკვეთა, პანიკური შეტევები და ყველა შესაძლო დაავადება.

მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტია, როცა ბავშვი ცდილობს მშობლების სიყვარულის დამსახურებას - ამასთან ისევ უნდა ავღნიშნო, ისეთი სიყვარულის რომელიც მის წარმოდგენაში არსებობს, თუ როგორ უნდა შეიყვარონ ის. შეიძლება შეგხვდეთ 40, 50 და 60 წლის ადამიანიც კი, რომელიც კიდევ ცდილობს დაუმტკიცოს მშობლებს - შეიძლება ისინი ცოცხლები აღარც იყვნენ - რომ ის კარგია და რომ ის იმსახურებს მათ სიყვარულს. ამის გამო ადამიანები აბარებენ ისეთ სასწავლებლებში, სადაც არ უნდათ სწავლა, პროფესიას ირჩევენ არა საკუთარი მოწოდების მიხედვით, ირჩევენ „შესაფერის“ მეუღლეებს, აჩენენ შვილებს. მხოლოდ იმიტომ რომ იყვნენ კარგები მშობლებისთვის. პირველ რიგში დედისთვის.

კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც ბავშვს, რომელმაც არ დაუბრუნა ვალი მშობლებს, უჩნდება ძლიერი დანაშაულის გრძნობა. რაც უფრო ძლიერია ეს გრძნობა, მით უფრო ძლიერია იმის შეგრძნება, რომ რაღაც გმმართებს. ისინი ცდილობენ ამ დანაშაულის გამოსყიდვას მშობლების წინაშე საჩუქრებით და მეტისმეტი ყურაღდებით, გუდავენ მეუღლეებს და შვილებს ჰიპერმზრუნველობით. ამაზე ვსაუბრობდი სურვილების ასრულების თავში, ეს არის „ყოველდღიურობის ჯვარი“.

მაგრამ ეს სიტუაციები არაფრის მომცემია. რადგან ადამიანი ერთხელაც გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უყველაფროდ დარჩა.

რა უნდა ვქნათ ასეთ სიტუაციაში? უნდა დავუბრუნდეთ პირველ წყაროს და დავაბრუნოთ ჩვენი, როგორც შვილის ვალი, ვუთხრათ ყველაფერი რაც სათქმელია.

ეხლა ჩვენ მივედით იმ პრაქტიკამდე, რომელიც არის ცენტრალური იმ კონცეფციაში, რომელსაც მე წარმოგიდგენთ. ეს არის მონანიების პრაქტიკა. ამ წიგნში ჩვენ ეს სიტყვა გამოვიყვანეთ როგორც „სანამ-მე-მე-არ-ვარ“ «пока-я-не-Я». გულწრფელი ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ ის ცხოვრების ნებისმიერ მომენტში არის ის, ვინც არის. მას არ უწევს თვალთმაქცობა, ის არის ისეთი როგორიც არის. მაგრამ ადამიანების უმრავლესობა მიჩვეულია, რომ არ უნდა ილაპარაკონ საკუთარ გრძნობებზე. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი იკეთებენ ნიღაბს და თამაშობენ სხვის როლს.

ვინ ვართ ჩვენ ჩვენი მშობლებისთვის? როგორც წესი - მასწავლებლები, მოსამართლეები, ბრალმდებლები, უცხო ადამიანები - ჩვენ ხომ უკეთ ვიცით როგორ უნდა ვიცხოვროთ სწორად, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავაკეთოთ. არადა სინამდვილეში უნდა ვიყოთ უბრალოდ შვილები.

ბავშვი - ეს არის ადამიანი, რომელიც, თავისი პატივისცემით და მოწიწებით, თავისი მადლიერებით კვარცხლბეკზე აყენებს მშობლებს.

რომელი რელიგიაც არ უნდა ავიღოთ, ყველგან ლაპარაკია იმაზე, რომ აუცილებელია მშობლების პატივისცემა. ბიბლიის 10 მცნებაში ნათქვამია „პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”. ყურანში არის ასეთი სურა: „სამოთხე დედის ფეხებთან არის“. ინდოეთში სახლებში ღმერთების ქანდაკებები და მშობლების სურათები ერთად უდევთ, რადგან მათ ისეთივე პატივს სცემენ როგორც ღმერთებს. ინდოეთში ხშირად ნახავთ ზრდასრულ შვილს (ბიჭს ან გოგოს), 60-70 წლის ასაკშიც კი, მშობლებთან ყოველი შეხვედრის დროს როგორ იხრიან ქედს მათ წინაშე და ფეხებზე ეხებიან - და ამით გამოხატავენ პატივისცემას.

ნებისმიერ ტრადიციულ კულტურაში მშობლებს, ასაკით უფროსებს განსაკუთრებული პატივისცემით ექცევიან - რადგან მხოლოდ მათი დამსახურებით მივიღეთ ჩვენ ჩვენი სხეული, ეს ცხოვრება, რომელიც შეგვიძლია წარვმართოთ საკუთარი სცენარით და ვიყოთ ბედნიერ ადამიანები!

მაშ ასე, მონანიების ტექნიკა - ეს ის ჯადოსნური ჯოხია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ცხოვრება გადავაქციოთ ზღაპრად. მონანიება ეს არის მიმართვა იმ ადამიანისადმი რომლის მიმართაც თქვენ გაქვთ გამოუთქმელი გრძნობები და ამ გრძნობების გამოხატვა მარტივი ალგორითმით შეგიძლიათ: უარყოფით გრძნობებს გამოვხატავთ „მაპატიეს“ დახმარებით, პოზიტიურს კი პირდაპირ.

რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი გრძნობების გამოხატვა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ შოკოლადი და გინდათ ის დედას გაუყოთ. მაგრამ მანამდე თქვენ მიდიხართ საზოგადოებრივ ტუალეტში და უნიტაზში ასველებთ შოკოლადს. ამის მერე მოუნდება დედას თქვენი შოკოლადი? ვშიშობ რომ არა.

როდესაც ჩვენ ვცდილობთ წარმოვთქვათ სიყვარულის და მადლიერების გამომხატეველი სიტყვები, მაგრამ ამასთან გულში ნეგატიური გრძნობები გვაქვს, ეს იგივეა რომ ადამიანს შესთავაზო შოკოლადი, რომელიც მანამდე უნიტაზში ამოავლეთ. იმის შიშით რომ საყვარელ ადამიანს არ აწყენინონ, ბევრი ადამიანი ცდილობს მათ „გამოკვებას“ საკუთარი სიყვარულით და მადლიერებით, მაგრამ სანამ ბოლომდე არ გამოთქვამთ მთელ ნეგატივს, ეს მაინც ის შოკოლადი იქნება, რომელიც უნიტაზში იყო, ამიტომ ხშირად საპასუხოდ ჩვენ მშობლებს შეიძლება გაეცინოთ ან გაღიზიანდნენ - ისინი გრძნობენ თქვენს არაგულწრფელობას.

თუ ადამიანი გამოუთქმელ გრძნობებს ატარებს გულით, ეს იგივეა, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანმა ჩაისვაროს და ჩასვრილი შარვლით დადიოდეს. თითქოს არაფერი არ ჩანს, მაგრამ სუნი იგრძნობა. თუ ის ჩავა მეტროში მის გვერდით არავინ არ დაჯდება, თუ ოთახში შევა ყველა ოთახში მყოფი დატოვებს იქაურობას. რა თქმა უნდა ჩვენ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბევრად უფრო ფაქიზ მატერიებთან , მაგრამ ყველა ადამიანი დაკავშირებულია ერთმანეთთან ქვეცნობიერის დონეზე, ჩვენ გვაქვს უნარი აღვიქვათ არამარტო უხეში, ფიზიკური გამოვლინება, არამედ გრძნობები, ემოციები, ენერგია. ადამიანი რომელიც სავსეა გამოუთქმელი გრძნობებით ნეგატიურ ენერგიას ასხივებს.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თითოეულ გრძნობას შეესაბამება კონკრეტული ვიბრაცია. ყველაზე სუფთა და დახვეწილი ვიბრაციები აქვს ისეთ გრძნობებს როგორიც არის მადლიერება, შთაგონება, ყველაზე დაბალი ვიბრაცია აქვს ზიზღს, სიბრაზეს, სასოწარკვეთას და მათ მსგავსს გრძნობებს. რატომ ვერ პოულობთ თქვენს მეორე ნახევარს, რატომ ვერ აღწევთ წარმატებას? იმიტომ, რომ თქვენს გვერდით ნებისმიერ ადამიანს უსიამოვნო შეგრძნება აქვს.

განზრახ არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი გამოუხატავი ნეგატიური გრძნობების ბრალია, რადგან ნებისმიერი გრძნობა, თუ მას არ გამოვხატავთ, დროთა განმავლობაში ასე ვთქვათ ფუჭდება და დაბალ ვიბრაციას იძენს. უფრო მეტიც, გამოუხატავი მადლიერება უარესიც კია, ვიდრე გამოუხატავი ნეგატივი.

შემიძლია მოგქცეთ მონანიების ყველაზე ზოგადი სქემა, ერთგვარი მონახაზი, რადგან კონკრეტულად როგორ მოხდება თქვენ შემთხვევაში ეს არავინ არ იცის. მთავარია თავდაპირველად პატიება ვითხოვოთ ჩვენი სისულელისთვის - დიახ, დიახ სწორედ, რომ ჩვენი სისულელისთვის, რომლის გამოც თქვენ გწყინდათ, ბრაზობდით, გძულდათ, რადგან თქვენ გონებაში შექმენით რაღაც იდეალური სურათი, მშობლებს როგორ უნდა უყვარდეთ და გწყინდათ რადგან რეალობა თქვენს წარმოდგენას არ შეესაბამებოდა. სინამდვილეში, თქვენს მშობლებს არ ჰქონდათ წიგნები იმაზე თუ როგორ უნდა ყვარებოდით და გაეზარდეთ კონკრეტულად თქვენ, მათთვის არავის უსწავლებია ეს. ისინი მოქმედებდნენ ისე, როგორც ესმოდათ, როგორც მათ ექცეოდნენ, როგორც წიგნებში ჰქონდათ წაკითხული და ა.შ.

ამის შემდეგ აუცილებელია ჩვენი პოზიტიური გრძნობების გამოხატვა - მადლიერება, სითბო, სიყვარული და ა.შ. წიგნის ბოლოს მოცემულია გრძნობათა ცხრილი, რომელიც დაგეხმარეთ საკუთარ თავში და გრძნობებში გარკვევაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - როგორ ხდება მონანიება. სასურველია მშობლების წინაშე დავდგეთ მუხლებზე. არ ვიცი როგორ და რატომ მუშაობს ეს, შეიძლება მუხლებში არის განსაკუთრებული ენერგეტიკული წერტილები, მაგრამ ... სწორედ ასეთ პოზაში ჩნდება განსაკუთრებული მდგომარეობა.

ტრენინგებზე ჩვენ ხშირად ვატარებთ ასეთ ექსპერიმენტს. მე ვთხოვ ვინმეს ჯგუფიდან გამოვიდეს და პატიება მთხოვოს ისე, თითქოს ამას თავისი მშობლის წინაშე აკეთებს. თავდაპირველად ეს ადამიანი ამას აკეთებს ფეხზე მდგარი, ჩემს პირისპირ, ან შეიძლება სკამზეც, ამის შემდეგ ცდილობს მითხრას იგივე, მაგრამ ამჯერად მუხლებზე დამდგარმა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ემართება ამ ადამიანს, როდესაც ის დგება მუხლებზე - ზოგიერთი ტირის, ზოგი სრულიად სხვა რამის ლაპარაკს იწყებს, მაგრამ შენ გესმის რომ ეს სიტყვები ნამდვილად გულიდან მოდის. ყველა აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა.

ამ ერთი ქმედებით - მშობლის წინაშე მუხლებზე დადგომით - ჩვენ „განვადიდებთ“ მათ. გამოვხატავთ ჩვენ პატივისცემას, მათ ტერფებამდე ვდრიკავთ ჩვენს სიამაყეს. რადგან სწორედ სიამაყე - ტყუილად არ მიიჩნევა ყველა რელიგიაში ყველაზე საშინელ ცოდვად. ის არ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ის ვინც ვართ, არ გვაძლევს საშუალებას ვაჩვენოთ ჩვენი ნამდვილი მე.

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ პირველი ნაბიჯი ბედნიერი ცხოვრებისკენ და იმისკენ რომ ჩვენი ცხოვრების მმართველები თავადვე გავხდეთ, არის ის რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე და საკუთარ გრძნობებზე. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობის „საკუთარ თავზე აღება - საკუთარი გულის გაშიშვლება, საკუთარ თავში გამბედაობის ნახვა, რომ ვაღიაროთ“ :კი მე ჩემი სისულელის გამო მწყინს, კი მე ვბრაზობ, ვღიზიანდები, მაგრამ მე ვითხოვ ამისთვის პატიებას“.

თქვენი ჯილდო იქნება ის, რომ მშობლები მათ წინაშე დაინახავენ არა არარაციონალურ ბავშვს, რომელსაც წყინს და ჩუმდება, ჩაისვრის, მაგრამ ისე იქცევა თითქოს ეს მას არ უქნია. ახლა ეს უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა, რომელიც მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე. მომენტს, როდესაც მშობლები იაზრებენ, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული პიროვნება, ეწოდება „მშობლების დალოცვა“. ამ მომენტიდან თქვენ დაიწყებთ სრულიად ახალი ცხოვრებას!

სანამ მშობლები პატარა ბავშვად გთვლიან, თქვენ მუდმივად იქნებით თითქოს მიჯაჭვული. ეს უკვე „მშობლის წყევლაა“. როგორ შეიძლება წარმატებული იყოთ სოციუმში, როგორ შეიძლება ბედნიერი იყოთ პირად ცხოვრებაში თუ დედ-მამა დღემდე 5 წლის ბავშვს ხედავს თქვენში, ბავშვს მოკლე შარვალში, რომელიც ცელქობს?!

გოგოებისთვის განსაკუთრებით კარგად ნაცნობია სიტუაცია, როცა დედა ლამის საათში ერთხელ რეკავს ერთი და იგივე შეკითხვით: „როგორ ხარ?“, რას აკეთებ?“, „დღეს რა ჭამე?“ მიუხედავად იმის, რომ არც 1 საათში და არც ერთ დღეში არ შეიძლება, რომ რამე კარდინალურად შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. ვის შეიძლება ასე ხშირად ურეკავდნენ ბავშვს თუ ზრდასრულ ადამიანს? ამიტომ დროა გაიზარდოთ დედის და მამის თვალში!

შესაძლებელია, რომ ვთქვათ როგორი შედეგი ექნება თქვენ მშობლებთან საუბარს? არა. რადგან ეს არის განსაზღვრული მდგომარეობა, რომელიც უნდა შეიგრძნოთ. თუმცა თქვენ ის არაფერში არ შეგეშლებათ.

უმჯობესი იქნება, თუ საუბარს დაიწყებთ დედისგან. სწორედ დედაა ცხოვრებაში პირველი მასწავლებელი. თუ თქვენ მასთან არ გაქვთ მოგვარებული ურთიერთობა ყველა დანარჩენი ძალისხმევა აზრს მოკლებული იქნება. აღმოსავლეთში თუ თქვენ მიხვალთ ასტროლოგთან, ქირომანტთან, სულიერ მასწავლებელთან, რომელიც თქვენ ნატალურ რუკაში, თქვენს ხელისგულზე, ან შინაგანი ხედვის დახმარებით დაინახავს, რომ თქვენ დედის ვალი არ გაქვთ გასტუმრებული, ის გაგიშვებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არ მიგიღებთ მოსწავლედ, არ შეგიდგენთ ჰოროსკოპს.

ახლა მინდა მოგიყვეთ ხშირად დაშვებული შეცდომების და მონანიების პრაქტიკის მნიშვნელოვანი ნიუანსების შესახებ.

ტრენინგის დროს აუცილებლად ადგება ვინმე და იტყვის: „მე ჩემი მშობლების მიმართ არაფერს არ ვგრძნობ“ ან „მე ჩემ მშობლებს ვერ ვიტან“.

მაშინ მე მათ ვთავაზობ მარტივ ტექნიკას. თუ თქვენ მართლა არაფერ კარგს ან უბრალოდ არაფერს არ გრძნობთ, მაშინ მიდით მათთან და უთხარით: „მშობლებო, მაპატიეთ, მაგრამ თქვენ მიმართ არაფერს არ ვგრძნობ და აღარ მინდა თქვენთან ურთიერთობა!“ ამის შემდეგ გაწყვიტეთ მათთან ყველანაირ ურთიერთობა!“

თუ ამაზე პასუხად იტყვიან: „არა ისინი ხომ ჩემი მშობლები არიან!“, „ისინი უკვე ხანში შესულები არიან, ვინმემ უნდა იზრუნოს მათზე“ და ა.შ. მაშინ ეს იმის ნიშანია, რომ მშობლების მიმართ გრძნობა არსებობს. რადგან არის მოვალეობის შეგრძნება, ის კი როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, ჩნდება იქ, სადაც არის დანაშაულის გრძნობა გამოუთქმელი გრძნობების გამო. თუ მშობლები თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანები არიან მაშინ გულში არაფერი არ გაიჩხაკუნებს, თქვენ მაშინვე წახვალთ და ყველაფერს ეტყვით მათ. ხანდახან აუცილებელია განშორების წლები, რათა ადამიანს, გადამძვრალი კანი ხელახლა გაეზარდოს, მაშინ ის შეძლებს იგრძნოს სინამდვილეში რას გრძნობს მშობლების მიმართ.

„მე არაფრის გამო არ ვარ ჩემი მშობლების მადლიერი, მათ არაფერი არ გაუკეთებიათ ჩემთვის (იყვნენ ლოთები, ბავშთა სახლში ჩამაბარეს, ცუდად მექცეოდნენ და ა.შ.)“

პირველი რის გამოც მადლიერები უნდა ვიყოთ მშობლების - იმისთვის რომ სიცოცხლე გვაჩუქეს, ეს არის ყველაზე ფასდაუდებელი საჩუქარი, ყველა შესაძლო საჩუქარს შორის. თუნდაც მითხრან: „დედაჩემს არ ვუნდოდი, აბორტის გაკეთებას აპირებდა“, მე შევეწინააღმდეგები: „მაგრამ ხომ არ გაიკეთა, და საბოლოოდ გაჩუქათ სიცოცხლე, ასევე მისი შესაძლებლობის ფარგლებში გაგზარდათ და აღგზარდათ“.

შეგახსენებთ, რომ პრეტენზიებს და დაგროვილ ნეგატივს შეუძლია წაგართვან შესაძლებლობა შეიგრძნოთ პოზიტიური გრძნობები. საჭიროა უბრალოდ დაჯდეთ, აიღოთ ფურცელი და კალამი და ჩვენი ცხრილის გამოყენებით ჩამოწეროთ ის რასაც თქვენ გრძნობთ მშობლების მიმართ.

„მე და დედას ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ საუკეთესო დაქალები ვართ.“

ეს არის ყველაზე ხშირი და ამავე დროს ყველაზე საშინელი შეცდომა გოგონებში.

ურთიერთობა „დედა-ქალიშვილი“ - ეს არის მოწიწების და პატივისცემის გამოხატვა ქალიშვილის მხრიდან დედის მიმართ.

ურთიერთობა მშობლებთან მაშინ არის ჰარმონიული, როდესაც თქვენც და ისინიც ცხოვრობთ საკუთარი ცხოვრებით, თითოეულს აქვს თავისი საქმე და თქვენ არ ერევით ერთმანეთის ცხოვრებაში. ურთიერთობთ მაშინ როცა მართლა გაქვთ რამე სათქმელი: გრძნობების გამოხატვა („დედა, მამა ძალიან მომენატრეთ!“), როდესაც რამე ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ამბავია, როდესაც გთხოვეს დახმარება და მზრუნველობა.

თუ თქვენ და მშობლები საუკეთესო მეგობრები ხდებით, მაშინ ეს ისევ „მშობლის წყევლაა“.

„მე დედას პატიება ვთხოვე, მაგრამ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ყოველ დღე ხდება რაღაც ისეთი რაც მაღიზიანებს, მე ისევ და ისევ ვითხოვ მისგან პატიებას - დედა კი უკვე დამცინის“.

ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული, არასწორი სცენარია: ვცხოვრობ მშობლებთან ან მშობლებთან ერთ სართულზე, მაგრამ მინდა რომ მთვლიდნენ ზრდასრულ, მოწიფულ, დამოუკიდებელ ადამიანად და მინდა, რომ ჩემს აზრს ითვალისწინებდნენ.

თუ თქვენ მშობლებთან ერთად ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობთ, არსებობს ქცევის მხოლოდ ორი ვარიანტი: თქვენ უსიტყვოდ იღებთ მშობლების ავტორიტეტს და მათ ჭკუაზე დადიხართ, ან პოულობთ შესაძლებლობას და გადადიხართ სხვაგან.

მცდელობა იმისა, რომ პატიება სთხოვოთ მშობლებს და დაიწყოთ დამოუკიდებელი ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს ყოველდღიურად მათთან ერთად იყოთ - იგივეა რომ დარჩეთ გადაუჭრელი ჭიპლარით. თქვენ ისევ პატარა, უჭკუო ბავშვი ხართ, რომელიც რატომღაც ბედავს განაწყენებას, გაღიზიანებას, სასაცილო ადამიანი - რომელიც გაუჩერებლად ითხოვს პატიებას.

მონანიება და პატიების თხოვნა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება შესრულებულად, როდესაც მას მოსდევს რაღაც ქმედება. თუ თქვენ პატიებას სთხოვთ მშობლებს ეს ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ რაღაც გააკეთოთ იმისთვის, რომ აღარ განაწყენდეთ და არ გაღიზიანდეთ.

როგორც მინიმუმ, უნდა გადახვიდეთ სხვაგან საცხოვრებლად. ყოველთვის არის შესაძლებლობა დასაწყისისთვის იქირაოთ რამე ოთახი ან ბინა, ყოველთვის შეიძლება რამე სამსახურის პოვნა. პრაქტიკამ უჩვენა, რომ ის ვარიანტი როდესაც ცხოვრობ მშობლებთან, პატივს სცემ და მათ აზრს ითვალისწინებ, თუმცა ამავე დროს არ ღიზიანდები, ძალიან ნაკლებ სავარაუდოა. ისინი ვინც დიდი ხნის წინ გადავიდნენ მშობლების სახლიდან ალბათ შეამჩნევდნენ: როდესაც მშობლებთან სტუმრად მიდიხარ, პირველი რამდენიმე დღე თავს გევლებიან. მაგრამ შემდეგ ხდები „ინტერიერის ნაწილი“, აუცილებლად ხდება რაღაც, რაც წყენის ან გაღიზიანების გრძნობის პროვიცირებას იწვევს. ეს ყველაფერი ნორმალურია - რადგან ყველა ჩამოყალიბებულ, მოწიფულ ადამიანს აქვს თავისებური გაგება, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იცხოვროს. ეს „გაგება“ როგორც წესი მშობლების წარმოდგენას არ ემთხვევა.

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ თანამედროვე რუსულ და დასავლურ საზოგადოებაზე. რა თქმა უნდა დღემდე არსებობს ტრადიციული კულტურები, სადაც მიღებულია ერთ ჭერქვეშ რამდენიმე თაობის ცხოვრება. თუმცა მათ გენებში აქვთ უპირობო პატივისცემა და მორჩილება უფროსების მიმართ და მათ ოჯახში ყველას როლი მკაცრად არის გაწერილი. ჩვენს საზოგადოებაში ყველას ისეთი ძლიერი“მე“ აქვს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მისი დამორჩილება სხვის მოსაზრებასთან იმასთან დაკავშირებით თუ „რა არის სწორი“. ამიტომ აუცილებელია ტერიტორიული დაცალკევება.

თუმცა ტრადიციული კულტურის წარმომდგენლებსაც კი, მაგალითად საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მცხოვრებლებს, ხშირად ისეთი ეგო აქვთ, რომ აღარ შეუძლიათ მშობლებთან ერთად ცხოვრება.

ტრენინგებზე რეგულარულად მეკითხებიან, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ სიტუაციებში: თითქოს ტრადიციები გვასწავლის, რომ უნდა ვიზრუნოთ მშობლებზე (მაგალითად, უმცროსი ვაჟი პასუხისმგებელია იზრუნოს ხანში შესულ მშობლებზე), მაგრამ ერთად ცხოვრებას მივყავართ მუდმივ გაღიზიანებამდე, კონფლიქტამდე. ხანდახან ისეც ხდება, რომ მშობლები დარჩნენ სამშობლოში, სადაც ნაკლები შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ნორმალურად გამოიმუშაონ, მაშინ როგორ უნდა მოიქცნენ? ასეთ შემთხვევაში მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სხვა დროში - კარგ დროში, იმ დროისგან განსხვავებით როცა ეს ტრადიციები ყალიბდებოდა. ახლა ჩვენ გვაქვს გადაადგილების ჩქაროსნული საშუალებები, რომ რეგულარულად მოვინახულოთ მშობლები, არსებობს ფულის გადაგზავნის სერვისები და ა.შ. შესაძლებელია მშობლებზე ზრუნვა დისტანციურად, დროდადრო მათი მონახულებით.

“მე დავდივარ აღსარებაზე, ამიტომ მე მონანიება მშობლების და სხვა ახლობლების წინაშე აღარ მჭირდება.“

მოდით წარმოვიდგინოთ, რომ მე ეხლა სკამი ჩაგარტყათ თავში, შემდეგ წავიდე ეკლესიაში და აღსარება ჩავაბარო ამის გამო. რაღაც დროის შემდეგ ჩვენ შევხვდებით: მე თქვენ გაგიცინებთ, თქვენ კი არა. რატომ? მე ხომ აღსარება ჩავაბარე? ინტერნეტში გავრცელებულია ასეთი გამოთქმა: „ადამიანებს ვაწყენინებთ, პატიებას კი ღმერთს ვთხოვთ“.

სინამდვილეში აღსარება - ეს გასაოცარი პრაქტიკაა, რომელიც გვეხმარება „ადუღებულ ჩაიდანში“ დაძაბულობის განეიტრალებაში. თუ სიამაყე არ გვაძლევს საშუალებას დავდგეთ მუხლებზე ახლობელი ადამიანის წინაშე, მაშინ აღსარება მაინც უნდა ჩავაბაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ეს უარყოფითი ემოციები უბრალოდ შეგვჭამს შიგნიდან.

ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ უნდა გადავაბიჯოთ ჩვენს „მეს“ და მოვიყაროთ მუხლი ახლობელი ადამიანის წინაშე, გავაშიშვლოთ ჩვენი გული, ხელახლა ვისწავლოთ გულწრფელობა და ვიყოთ ის ვინც ვართ. ავიღოთ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობა და დავიწყოთ ჩვენი როლის - შვილის როლის შესრულება.

„მე უკვე ყველას ვაპატიე.“

ადრე ლექციების დროს მე ვამბობდი: პატიების პრაქტიკა, შემდეგ შევცვალე და ახლა ვამბობ - მონანიების პრაქტიკა. რადგან ადამიანებს ხშირად ესმით არა ის, რომ ისინი მუხლებზე უნდა დადგნენ ვინმეს წინაშე და ითხოვონ პატიება, არამედ ის რომ უნდა აპატიონ სხვებს ის ცუდი რაც მათ გაუკეთეს.

არა, არა და კიდევ ერთხე არა! არასოდეს არ უნდა აგვერიოს ეს ორი ცნება. ვის შეუძლია პატიება? მას ვინც პირველად განიკითხა. ვის შეუძლია განკითხვა? მხოლოდ მას ვინც იცის სინამდვილეში რა ხდება.

ამას წინათ ვესაუბრებოდი ერთ მეგობარს და მან მითხრა: „იცი, როცა ვუყურებ ჩემს 43 წლიან ცხოვრებას, შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ აბსოლიტურად ნებისმიერი მოვლენა, რომელიც მომეტში რაღაც საშინელებად ან კატასტროფად გვეჩვენება, საბოლოო ჯამში სასიკეთოდ შემოტრიალდება ხოლმე. მაგრამ იმ მომეტნში, როცა ეს მოვლენები ხდებოდა მე ვერ ვიაზრებდი მათ აზრს.“ ეს მართლაც ბრძნული სიტყვებია. ჩვენ ვხედავთ მომხდარი მოვლენის ძალიან მცირე ნაწილს და ამ მოვლენებზე ვმსჯელობთ მხოლოდ ჩვენი ვიწრო ხედვით.

ისტორია პრაქტიკიდან. გოგონას 12 წლის წინ ურთიერთობა ჰქონდა ცოლიან მამაკაცთან. შემდეგ ისინი დაშორდნენ და ის წავიდა სხვა ქალაქში. რაღაც დროის შემდეგ მამაკაცი დაშორდა ცოლს. და აი ამ მოვლენებიდან 12 წლის შემდეგ ამ გოგონას ფეისბუქზე წერს ამ მამაკაცის ყოფილი მეუღლე. თავდაპირველად მან პატიება სთხოვა გოგონას ყველა ნეგატიური გრძნობისთვის, რომელსაც მის მიმართ განიცდიდა, როდესაც არსებობდა ეს სასიყვარულო სამკუთხედი, შემდეგ დაიწყო მადლობის გადახდა! აღმოჩნდა, რომ მაშინ ეს ქალბატონი (ყოფილი მეუღლე) ისე მოიცვა ამ ისტორიამ, რომ მან დაიწყო თვალის დევნება მისი ყოფილი მეტოქის ცხოვრებისთვის სოციალურ ქსელში. ამის დახმარებით მან გაიგო აიუვერდას, იოგას (ჩვენი ისტორიის გმირი ყველაფერ ამას აკეთებდა) და შემდეგ ჩემი ლექციების შესახებაც შეიტყო.

საბოლოოდ მან შეცვალა მთელი თავისი ცხოვრება. მადლობას სწორად ამის გამო უხდიდა - რომ მიიღო ეს ინფორმაცია და რომ მხოლოდ ახლა დაიწყო ნამდვილი ცხოვრება.

ეს ქალბატონი - ყოფილი ცოლი - ჩემთან მოვიდა ერთ-ერთ ლექციაზე. უნდა გენახათ მისი თვალები! ეს იყო რეალურად ცოცხალი, მგრძნობიარე ადამიანი! მე აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას მომავალშიც ყველაფერი კარგად ექნება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ესაა ისტორია იმაზე, რომ მოვლენები, რომლებიც რაღაც მომენტში უარყოფითად გვეჩვენებოდა, საბოლოოდ პოზიტიური აღმოჩნდა.

ეს შესანიშნავი მაგალითია, იმისა, რომ ყველაზე უსიამოვნო მოვლენებიც საბოლოო ჯამში შეიძლება სასიკეთოდ შემოტრიალდეს მისი მონაწილეებისთვის. ჩვენ მართლა ძალიან ცოტას ვხედავთ და ცოტა გვესმის, იმისთვის რომ განვსაჯოთ და შეფასება მივცეთ სხვა ადამიანს. მხოლოდ შემოქმედმა იცის ნამდვილი აზრი იმ ყველაფრისა რაც ხდება.

საკუთარი განსჯისთვისაც აუცილებელია პატიების თხოვნა.

ჩემს დამხმარეს ანას, ხშირად აწუხებენ ტრენინგების მონაწილეები. მას ხშირად უწევს იყოს მკაცრი და ძალიან მკაცრიც კი, რათა შეინარჩუნოს აუცილებელი ატმოსფერო და დისციპლინა ლექციების დროს. მსმენელები შემდეგ ცდილობენ მასზე გაიარონ „პრაქტიკა“ და მიდიან მასთან დაახლოებით ასეთი წინადადებებით: „ანა მაპატიე, შენზე ნაწყენი ვიყავი, რომ ასეთი ბოროტი და გაღიზიანებული ხარ“. ანუ თავდაპირველად ანა განსაჯეს, შემდეგ მასზე განაწყენდნენ, შემდეგ პატიება სთხოვეს - მაგრამ არა იმისთვის რისთვისაც საჭირო იყო. ყველაფერი უნდა დაიწყოთ თავიდან - პატიება სთხოვოთ იმისთვის რომ განსაჯეთ.

თუ ადამიანი თვლის, რომ უფლება აქვს განსაჯოს და შეაფასოს, მაშინ პატიების თხოვნა გადაიზრდება ხოლმე პრეტენზიების ჩამონათვალში. მაგალითად: „დედა მაპატიე, გთხოვ შენზე ვბრაზდებოდი იმიტომ რომ არ გიყვარდი, იმიტომ რომ მაწყენინებდი, მატყუებდი“. როგორი რეაქცია შეიძლებ გქონდეთ ასეთ „მონანიებაზე?“ მხოლოდ მკვეთრად ნეგატიური.

ხანდახან პატიების თხოვნა სინამდვილეში მანიპულაციაა - მე შენ პატიებას გთხოვ, გეუბნები რა არ მომწონს იმის იმედით, რომ შენ ამის შემდეგ ისე მოიქცევი როგორც მე მინდა. არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ მონანიების პრაქტიკის არსი არის არა ის, რომ ადამიანებმა თქვენს გარშემო ცხოვრება თქვენი სცენარით დაიწყონ, არამედ იმისთვის რომ გათავისუფლდეთ ნეგატივისგან, რომელიც გროვდება და „ლპება“ თქვენი სხეულის და ცნობიერების ყველა დონეზე წლების განმავლობაში. ასევე იმისთვის, რომ თქვენ ისწავლოთ თქვენი და არა სხვისი როლის შესრულება, რადგან მხოლოდ ღმერთს, სამყაროს შეუძლია თქვენი გაგება და თქვენი სურვილების ასრულება.

მონანიების პრაქტიკის დროს ჩვენ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გვწყინს, ვბრაზობთ, ვღიზიანდებით, ასევე იმისთვის, რომ გვიხარია, შთაგონებულები და მადლიერები ვართ.

„მამაჩემს სუსტი გული აქვს/არ მინდა დედამ ნეგატიური ემოციები განიცადოს“ და სხვა მსგავსი არგუმენტები იმის საწინააღმდეგოდ, რომ წახვიდეთ და მუხლებზე დადგეთ მშობლების წინაშე, - უბრალოდ თავის დაძვრენის მცდელობაა.

ტრენინგში მონაწილეობდა გოგონა, რომელსაც თავისი ბიზნესი ჰქონდა, ბიზნესი წარუმატებელი გამოდგა და მას უზარმაზარი კრედიტი დარჩა გადასახდელი. მას გაჭირვებით გაჰქონდა თავი ყოველთვიური გადასახადების გადახდის შემდეგ. თუმცა ამ ყველაფერზე არაფერს არ ეუბნებოდა მშობლებს. ჩემს შეკითხვაზე თუ რატომ არ უყვება ყველაფერს მამას (ნათესავების მხარდაჭერა - მამაკაცის მხარდაჭერა საქმეში, რომელიც ფულს ეხება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, ამაზე სხვა თავში ვისაუბრებთ), გოგონამ მიპასუხა, რომ მამას ცოტა ხნის წინ ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და არსებობდა მისი განმეორების საფრთხე. საბოლოოდ მან ყველაფერი უამბო მამას, რაზეც მან უპასუხა: „ვგრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა შენ თავს და ძალიან განვიცდიდი ამას. ჩემს ყველა შეკითხვაზე შენ მპასუხობდი, რომ ყველაფერი კარგად გქონდა“. მამისთვის ოპერაციის გაკეთება აღარ გახდა საჭირო, გოგონას კი ამის შემდეგ ნელ-ნელა მოუგვარდა პრობლემები.

მსგავს სიტუაციებში ჩვენ იმის მაგივრად, რომ ვიყოთ ის ვინც ვართ - ვიწყებთ სხვა ადამიანის მაგივრად ფიქრს, წარმოვიდგენთ როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს, ვაკეთებთ სიტუაციის მოდელირებას. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს როგორი რეაქცია ჰქონდეს, რა იგრძნოს და რა თქვას.

ჩემი ლექციების მუდმივმა მსმენელმა, 20 წლის გოგონამ, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა საკუთარ დასთან დალაპარაკება. პატიება სთხოვა ყველა წყენისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებდა, სიძულვილისთვის, გაღიზიანებისთვის. მას ეგონა, რომ მისი და გაბრაზდებოდა, განაწყენდებოდა ან რამე ამის მსგავსი. მაგრამ მისმა დამ ტირილი დაიწყო და უთხრა, რომ ძალიან ბედნიერია, რომ მას ისევ ჰყავს და.

ეს ჩვენი სიამაყე და სურვილი, რომ ვიყოთ კარგები მშობლების და ახლობლების წინაშე არ გვაძლვენ გახსნის საშუალებას. მაგრამ მხოლოდ ამ სიამაყეზე გადაბიჯებით ჩვენ დავიწყებთ ჩვენი ბედის ხელახლა დაწერას.

„მე მზრდიდა ბებია/ბაბუა, დეიდა...“

ასეც ხდება, რომ ჩვენ მშობლებს გვიცვლიან სხვა ნათესავები ან შეიძლება არანათესავებიც კი. თუ მათ შეასრულეს თქვენი მშობლების როლი მაშინ თქვენც საპასუხოდ ვალდებული ხართ შვილის როლი შეასრულოთ მათ წინაშე. რაც შეეხება ბიოლოგიურ მშობლებს შესაძლოა თქვენ თავში იპოვოთ ის მინიმალური მადლიერების გრძნობა იმისთვის, რომ მათ სიცოცხლე გაჩუქეს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ გაუზრდიხართ, მათ ჩაგაბარეს იმ ადამიანებს, რომლებმაც მათი ფუნქცია შეასრულეს.

აქვე მინდა კიდევ ერთი ისტორიის შესახებ მოგიყვეთ. მეკითხებიან რა გავაკეთოთ, თუ ოჯახში გვყავს ნაშვილები ბავშვი. აუცილებელია თუ არა მისთვის მისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ მოყოლა, რათა მან შეძლოს მათ წინაშე ვალის მოხდა და ა.შ. არ არის აუცილებელი, შეგიძლიათ არ მოუყვეთ. ასეთ შემთხვევაში ბავშვის მშობლებად ითვლებიან ისინი ვინც პასუხისმგებლობა აიღო მის სიცოცხლეზე, მის განვითარებაზე და აღზრდაზე.

„ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან“.

ასეთ შემთხვევაში მონანიების პრაქტიკა მუშაობს წერილების საშუალებით, რომელიც უბჯობესია საღამოობით დაწეროთ, დაძინებამდე. წერილები შეგიძლიათ დილით დაწვათ - ცეცხლი იქნება ფოსტალიონი. ალგორითმი ზუსტად ასეთია: თავდაპირველად ვითხოვთ პატიებას გამოუთქმელი ნეგატივის გამო, ამის შემდეგ - გამოვთქვამთ პოზიტიურ გრძნობებს და ვასრულებთ მადლიერებით.

გირჩევთ მინიმუმ 40 წერილის დაწერას. სადღაც შუა გზაზე შეიძლება გაგიჩნდეთ ცრუ შეგრძნება, რომ აი ყველაფერი ამოვთქვი. ძალიან მნიშვნელოვანია არ გაჩერდეთ და გააგრძელოთ. არის ასობით გამოხმაურება ადამიანებისგან, რომლებმაც გაიარეს ეს ყველაფერი - ჩნდება შეგრძნება, რომ ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ გადის დროს და ხვდები რომ ძალიან ბევრი რამე დარჩა, და ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო.

როდესაც ჩვენი შეხვედრების მონაწილეები იგებენ, რომ შესაძლებელია წერილების წერა ისინი გახარებულები იწყებენ ცოცხალი ადამიანებისთვის წერილების მიწერას. რა თქმა უნდა მართლა ძალიან რთულია თვალებში უყურო ადამიანს და ესაუბრო ათას ნეგატივზე, რომელიც მის მიმართ დაგიგროვდა, შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაშიც. მაგრამ წერილების წერის ტექნიკა მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანებისთვის არის. უკიდურეს შემთხვევაში მისი გამოყენება შეიძლება მათთვის, ვისაც ვერაფრით ვერ უკავშირდებით - ვერც პირადად, ვერც ტელეფონით და ვერც სოციალური ქსელის საშუალებით. თუ გინდათ შედეგი - ნუ იქნებით სირაქლემა, რომელიც ქვიშაში რგავს თავს.

მნიშვნელოვანი მომენტი - წერილების წერის ჩანაცვლება არ შეიძლება გონებაში ამ ყველაფრის გაფიქრებით. მე ვიცი, რომ არსებობს ბევრი ისეთი ტექნიკა, როდესაც მედიტაციის დროს ან კიდევ რამე სხვა მეთოდით კავშირს ამყარებენ ადამიანთან და ყველაფერს ეუბნებიან მას ...

აუცილებელია რაღაც რეალური ქმედება - როგორც მინიმუმ უნდა აიღოთ ქაღალდის ფურცელი, კალამი და დაიწყოთ წერა.

როდესაც მეუბნებიან „გონებაში ასეთი მონანიების“ შესახებ, მაგალითად, ვთქვათ, თქვენ დალიეთ 1 ლიტრი ჩაი, გავიდა რაღაც დრო, თქვენ ეს სითხე უნდა გამოიყვანოთ ორგანიზმიდან - შეგიძლიათ ეს ფიქრებით გააკეთოთ? ან მედიტაციის დახმარებით? ნაკლებ სავარაუდოა, თუ თქვენ არ ხართ უმაღლესი განვითარების იოგი. ჩვენი გრძნობებიც ასე გროვდება სხეულში, თუნდაც უფრო ნატიფ ასპექტში, ვიდრე ჩაი, მაინც აუციელებელია ძალისხმევა მათ გამოსადევნად.

წერილების თემების დასასრულს მინდა გითხრათ, რომ მათი წერისას უმჯობესია მუხლებზე იდგეთ. ეს დაგეხმარებათ შესაბამისი მდგომარეობის მიღწევაში, რომლის დროსაც გაიღვიძებს წყენის და მადლიერების გრძნობა.

„დიმა, მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც შენ მითხარი, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა...“

მონანიების პრაქტიკის ეფექტურობისთვის აუცილებელია ეს მაშინ გააკეთოთ როცა მართლა გულით იგრძნობთ ამას. აზრი არ აქვს პატიება ითხოვოთ წყენისთვის, თუ თქვენ ამას იმ მომენტში არ გრძნობთ. ასეთ შემთხვვევაში ეს იქნება გონებიდან წამოსული ქმედება, „იმიტომ რომ დიმამ თქვა ასე“. მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს აკეთებთ არა დიმასთვის, არამედ თქვენთვის. როდესაც ადამიანს უყალიბდება ნათელი განზრახვა იმისა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, თითქოს მთელი სამყარო მის დახმარებას იწყებს. მე მუდმივად მიყვებიან იმის შესახებ, რომ მოულოდნელად ურეკავენ ან ხვდებიან ან წერენ ადამიანები, რომლებსაც უნდა დალაპარაკებოდნენ და რომელთა შესახებაც წლების განმავლობაში არ სმენიათ. ეს იმას მიანიშნებს, რომ თქვენ ნამდვილად მზად ხართ.

როდესაც ინანიებთ გრძნობით და არა იმის გამო, რომ ასეა საჭირო, მაშინ ყველაფერი გამოვა. ნუ შეგეშინდებათ რომ დრო მისცეთ საკუთარ თავს.

ტრენინგზე იყო მამაკაცი, რომელიც 5-ჯერ იყო წასული სხვა ქალაქში მამის მოსანახულებლად და მასთან დასალაპარაკებლად. ყოველი ჩასვლისას ის ვერ ახერხებდა საუბრის დაწყებას. მხოლოდ მე-5 ცდაზე გამოვიდა ყველაფერი. პირველი შედეგი იყო ის, რომ ბიზნესმა სწრაფად დაიწყო განვითარება (რატომ მაინცდამაინც ასეთი ეფექტი ჩვენ ამას მოგვიანებით გავიგებთ).

„როგორ მივხვდე, რომ მოვიხადე ვალი მშობლების და ახლობლების წინაშე ჩემი უარყოფითი გრძნობების გამო“?

როდესაც თქვენ ამოთქვამთ მთელ უარყოფითს „მაპატიეს“ დახმარებით თქვენ შეძლებთ მშობლებს თვალებში ჩახედოთ და გულწრფელად უთხრათ: „დედიკო, ისეთი კარგი მყავხარ, მე შენი მადლობელი ვარ“ ან „მამა, მე ისეთ პატივს გცემ, ეხლა მივხვდი, რომ მსოფლიოში საუკეთესო მამა მყავს. მე შემიძლია თვალებში ჩაგხედო და ისე გითხრა ეს“. თუ თქვენ ბოლომდე არ გამოხატეთ თქვენი გრძნობა გაგიჭირდებათ მშობლისთვის თვალებში ყურება, გაგიჭირდებათ, რომ უბრალოდ მიხვიდეთ და ჩაეხუტოთ.

ამ მატრიოშკის მეორე სახელი „დედას +“ ხაზს უსვამს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი პერსონაჟი ამ დონეზე არის დედა.

თუ თქვენ არ გყოფნით უნარი გრძნობდეთ და გქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა იმის გასაგებად თუ ვინ არის დედა - ეს არის ადამიანი, რომელიც 9 თვე გატარებდათ მუცლით, თავის გულთან ახლოს, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქათ. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მის წინაშე იყოთ ის ვინც სინამდვილეში ხართ - ყველა თქვენი წყენით, გაღიზიანებით, განკითხვით, და თუ თქვენ არ შეგიძლიათ უთხრათ მას „მადლობა“, მაშინ თქვენ განვითარების შემდეგ ეტაპზე უბრალოდ ვერ გადახვალთ.

თქვენ ისევ და ისევ დაბრუნდებით საწყის წერტილთან, რათა ისწავლოთ კომუნიკაცია თქვენს ცხოვრებაში პირველ მასწავლებელთან - დედასთან.

ჩემი ერთი ნაცნობი, რომელიც საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია, ვერაფრით ვერ აწყობს პირად ურთიერთობებს, ვერ ქმნის ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს. მე მასთან არაერთხელ მისაუბრია იმაზე, რომ მისი სურვილების ასრულების გასაღებია გულწრფელობა დედასთან, მაგრამ მან ვერაფრით ვერ გადაწყვიტა დედასთან ღიად დალაპარაკება. ახლა თითქოს ცხოვრებამ აიძულა დედასთან დაბრუნებულიყო: მან საეჭვო საქმიანი გარიგების გამო ბევრი ფული დაკარგა, იძულებული გახდა გაეყიდა უძრავი ქონება და დაბრუნებულიყო დედასთან საცხოვრებლად. ის ისევ დაუბრუნდა საწყისს წერტილს.

კიდევ ერთი გოგონა, რომელიც გათხოვდა და გააჩინა ბავშვი. ბავშვი დაიბადა სერიოზული დაავადებებით და რაღაც დროის შემდეგ დაიღუპა. ამის შემდეგ მას მეუღლეც დაეღუპა. გოგონა დაბრუნდა დედასთან. ამის შემდეგ სულ ცდილობს კარგ ანაზღაურებად სამსახურში დაიწყოს მუშაობა და გადავიდეს დედის სახლიდან, მოაწყოს პირადი ცხოვრება, მაგრამ მუდმივად რაღაც ისე არ ეწყობა და ის ბრუნდება დედასთან საცხოვრებლად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის ვინც დაოჯახებულია - თქვენ ორი დედა და ორი მამა გყავთ. სიდედრი/სიმამრი და დედამთილ/მამამთილი, რომლებიც ამ სისტემაში ითვლებიან მეორე მშობლებად. ეს კარგი ამბავია! რადგან თუ თქვენ არ გესმით, როგორ უნდა შეცვალოთ ურთიერთობა საკუთარ მშობლებთან, თუ რაღაც ისე არ გამოდის, თქვენ გაქვთ „სათადარიგო ვარიანტი“ - მეუღლის მშობლები. თუ მათთან ისწავლით როგორ იყოთ გულწრფელი ადამიანი, თქვენ თანდათან გაიგებთ როგორ უნდა შეცვალოთ ურთიერთობა საკუთარ მშობლებთან.

თუ თქვენ განქორწინებული ხართ და გყავთ საერთო შვილები თქვენ ყოფილ მეუღლესთან მაშინ ეს კავშირი სამუდამოა. თქვენი ურთიერთობა თქვენ ყოფილთან და მის მშობლებთან დიდ როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. თუ შვილები არ გყავთ მაშინ შესაძლოა მაინც გქონდეთ შეგრძნება, რომ რაღაც გაქვთ სათქმელი მეუღლისთვის და მისი მშობლებისთვის. უბრალოდ უთხარით მათ და ეს საკმარისი იქნება.

ამ ეტაპს ეხება ასევე ყველა ნათესავი და ახლობელი ადამიანი, რომლებიც თამაშობდნენ და დღემდე თამაშობენ მნიშვნელოვან როლს თქვენს აღზრდაში და ჩამოყალიბებაში. ესენი არიან ბებიები, ბაბუები, დები, ძმები, ბიძები, დეიდები, დეიდაშვილები/ბიძაშვილები/მამიდაშვილები.
მთავარი კრიტერიუმი არის ის, თუ რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვთ მათთან და გქონდათ თუ არა მათთან სიტუაცია, რომელმაც ძლიერი გრძნობები გამოიწვია, რომლებსაც დღესაც ატარებთ გულით. ხანდახან ისე ხდება, რომ ადამიანი იწყებს ყველას გახსენებას, იმათაც კი, ვიზეც უბრალოდ გაუგია რომ ასეთი ნათესავი არსებობს. არ არის საჭირო.

მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ იმის შესახებ, რომ ადამიანებს ხშირად ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ქალიშვილის და ვაჟის როლი ნიშნავს, რომ მშობლებს მხოლოდ სასიამოვნო რაღაცეები უნდა უთხრან. არა, ამ ყველაფრის არსი იმაში არ მდგომარეობს რომ მხოლოდ მადლიერებას ვგრძნობდეთ მშობლების მიმართ. პატივს ვცემდეთ მშობლებს ნიშნავს არ ვატყუებდეთ, არ ვთვალთმაქცობდეთ მათთან, არამედ პასუხისმგებლობა ავიღოთ მათ წინაშე, იმის გამო რასაც სინამდვილეში გრძნობთ და ვფიქრობთ მათ მიმართ. თუ ეს მადლიერებაა ძალიან კარგი, მაგრამ თუ ეს წყენაა, გაღიზიანება, სიძულვილიც კი - აუცილებელია მათი ამოთქმა, პატიების თხოვნა მათ გამო, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და მოქმედება.

უფრო მეტიც, ნეგატიური გრძნობები აუცილებელია. წარმოიდგინეთ ვაშლის ხე ნაყოფით. როცა ვაშლი ბოლომდე მწიფდება ყუნწი წყდება და ძირს ვარდება. ხანდახან ისეც ხდება, რომ ნაყოფი ხეზე რჩება. ასეთ დროს რაღაც პერიოდის შემდეგ ვაშლიც ჭკნება, ყუნწიც და ის ტოტიც რომელზეც ის კიდია. ვაშლი რომელიც ჩამოვარდა, ცხოველების ან ადამიანების საკვები გახდება, ან ახალ ხეს აჩუქებს სიცოცხლეს.

ასეა ადამიანებთანაც. თუ ჩვენ გამოვხატავთ ნეგატიურ გრძნობებს მშობლების მიმართ და მათზე დაყრდნობით ვახორციელებთ ქმედებას - ვტოვებთ ბუდეს, ვიწყებთ საკუთარი ცხოვრების შენებას, მაშინ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. მაგრამ ადამიანი, რომელიც ვერა და ვერ წყვეტს, რომ მშობლებს უთხრას ყველაფერი, რაც გულში აქვს, იმ ვაშლს ჰგავს, რომელიც ხის ტოტზე დარჩა. ასეთი ადამიანის ყველა სურვილი ოჯახის შექმნაზე, კარიერის აწყობაზე, რეალიზებაზე და ა.შ. ან საერთოდ არ ახდება ან ახდება, მაგრამ დროებით.

თუ ამ საბაზისო დონეს თქვენ წარმატებით დაასრულებთ - გაისტუმრებთ დაგროვილ ვალებს და შემდეგ შეასრულებთ თქვენს როლს (ქალიშვილის/ვაჟის, ძმის/დის და ა.შ.), ის გაგიხსნით გზას კეთილდღეობისკენ და ბედნიერებისკენ. „საკუთარი როლის შესრულება“ - მე ამ სიტყვებს ხაზს ვუსვამ, რადგან მონანიების პრაქტიკა გეხმარებათ არამარტო იმ ვალების გასტუმრებაში, რომელსაც თქვენ დიდი ხნის მანძილზე აგროვებდით, არამედ ამ მომენტიდან თქვენი მოვალეობაა მუდმივად იყოთ ის, ვინც ხართ მშობლებთან და სხვა ახლობლებთან, და აღარასდროს არ მოირგოთ ნიღაბი.

როცა მეუბნებიან: „დედასთან ყველაფერი დავამუშავე“, მე ვპასუხობ, რომ ეს შეუძლებელია. თუ თქვენ დედას პატიება სთხოვეთ თქვენი უარყოფითი გრძნობებისთვის და უთხარით „მადლობა“, ამ მომენტიდან აღარ ხართ ქალიშვილი ან ვაჟი? არა! ეს არის სამუდამო როლი. მაშინაც კი როცა დედები, მამები, ბებიები, დეიდები აღარ იქნებიან ცოცხლები, თქვენი გრძნობები მათ მიმართ არსად არ გაქრება. თქვენ ისინი პერიოდულად გაგახსენდებიან, მადლიერების ან ძლიერი მონატრების გრძნობა გექნებათ, ასეთ დროსაც შეიძლება აიღოთ კალამი და ფურცელი და დაწეროთ.


 

მატრიოშკა - „სოციუმის ანუ მოსწავლის ვალი“

როდესაც ტრენინგზე მატრიოშკას ვხატავ, როგორც წესი ამ დონეს წითელი მარკერით ვხაზავ. რადგან სწორედ აქ იწყება ჩვენი სურვილების რეალიზაცია - ფული, კარიერა, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნა, მოგზაურობა, აღიარება და ა.შ.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი აღქმის და შეგრძნების უნარი გულწრფელობის შედეგად მუდმივად უმჯობესდება. თუ ბავშვი მიეჩვია საკუთარი სხეულის შეგრძნებას და მოვლას, თუ ის გულწრფელი და ღიაა საკუთარ მშობლებთან და ნათესავებთან, შეუძლია როგორც უარყოფითი გრძნობების ისე მადლიერების გამოხატვა, მაშინ ერთხელაც მისი აღქმა გაიზრდება სოციუმის დონემდე. ამის შემდეგ მის ცნობიერებას და გრძნობებს შეუძლია მოიცვას არამარტო ძალიან ახლო წრე, არამედ ახალი ადამიანებიც - მეგობრები, კლასელები, შემდეგ უკვე ჯგუფელები უნივერსიტეტში და ა.შ.

რომელია ყველაზე აქტუალური შეკითხვა მოზარდისთვის? რა გამოვიდე? რომელი პროფესია ავირჩიო? ეს არჩევანი შემდეგომ განსაზღვრავს დარჩენილი ცხოვრების გზას. როცა ბავშვი იზრდება სოციალურ დონემდე მას უკვე ესმის სად არის საზოგადოებაში მისი ადგილი, მას არ ექმნება არანაირი ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ რომელი პროფესია უნდა აირჩიოს ან სად ჩააბაროს.

ადამიანებს, რომლებიც აღწევენ „სოციალური მატრიოშკის დონეს“, არასოდეს არ აქვთ პრობლემები კარიერაში, მათ ყოვლთვის აქვთ ფული, მათ არასოდეს არავინ არ ატყუებს და არ ღალატობს. მაგრამ ადამიანები, რომლებმაც არ დაუბრუნეს მშობლებს ვალი და არ ასრულებენ თავის როლს მათ წინაშე, მუდმივად აქვთ აღმასვლები და დაღმასვლები, როგორც ამერიკულ ატრაქციონებზე. არ იციან რა უნდათ, იცვლიან ჰობის და პროფესიას. მათ მუდმივად ეჩვენებათ, რომ სადღაც ბალახი უფრო მწვანეა და გარბიან იქით თავპირისმტვრევით. ამის შემდეგ ყველაფერი იცვლება და ასე მთელი ცხოვრება. ყველაფერი ამის მიზეზია დანაშაულის გრძნობა დასაბრუნებელი ვალის გამო, საკუთარი არაგულწრფელობა, რომელიც გვიბიძგებს რომ მუდმივად სადღაც ვირბინოთ, გვქონდეს მიღწევები, სულიერად განვვითარდეთ, მედიტაციით დავკავდეთ და ა.შ.

ყურადღება მიქციეთ, რამდენი ადამიანია დღევანდელ დღეს ორი ან სამი უმაღლესი განათლებით და რამდენს აქვს უამრავი სხვადასხვა კურსი გავლილი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. როგორი მოთხოვნადია ტრენინგები „იპოვე შენი დანიშნულება“. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დანიშნულებას ვერ მოძებნით, ის უნდა შეიგრძნოთ. უფრო მეტსაც გეტყვით ჩემთან მოსული ათი ადამიანიდან ცხრას, რომლებსაც აინტერესებთ როგორ იპოვონ საკუთარი ადგილი ცხოვრებაში - უკვე ნაპოვნი აქვთ. უბრალოდ დანაშაულის გრძნობა არ აძლევს მათ ამის შეგრძნების საშუალებას. ისინი გვანან ადამიანებს, რომლებიც ზიან სკამზე და თან მეკითხებიან: „დიმა როგორ დავჯდეთ სკამზე?“ შეუძლებელია ამის ახსნა, შესაძლებელია ამის მხოლოდ შეგრძნება.

ადამიანი, რომელიც ვალების გარეშე გადადის სოციალურ, დონეზე იწყებს საინტერესო მანტრების დაპრაქტიკებას: “სადაც მე ვარ, ბალახი იქ უფრო მწვანეა“, „სადაც მე ვარ ყველაგან კარგია“. მას არ სჭირდება ოჯახისთვის იმის დამტკიცება, რომ ხელმოცარული არ არის, ამიტომ მას შეუძლია მშვიდად იაროს თავის გზაზე.

რატომ გვიბიძგებს მშობლების და სხვა ახლობელი ადამიანების მიმართ მოვალეობის გრძნობა არასწორი ქმედებისკენ, მუდმივი ძიებისკენ და რაღაცის დამტკიცებისკენ? „სურვილების შესრულების ენის“ თავში მე ვისაუბრე „ყოველდღიურობის ჯვარზე“: გაუსტუმრებელი ვალი ბადებს დანაშაულის გრძნობას, დანაშაულის გრძნობა კი წარმოქმნის რაღაცის დამტკიცების და მიღწევის სურვილს. დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლების და სოციუმში სრულყოფილი წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა შემდეგია: ჩვენი მშობლებისთვის ვიყოთ შვილები, პასუხისმგებლობა ავიღოთ მშობლების მიმართ შეუგრძნობელი, გამოუხატავი გრძნობების და ჩვენი მათ მიმართ როლისთვის.

ასე თუ ისე, ყველა, ვინც ამ წიგნს კითხულობს უკვე სოციალურ დონეზეა - თუნდაც წინა დონიდან ვალები ჰქონდეს დარჩენილი.

რა არის სოციუმის ვალი? როდესაც მე ვხედავ რომ სამყაროში მარტო „მე“ არ ვარ. არა მხოლოდ ჩემი უახლოესი წრე - დედა და მამა, - არამედ სხვა ადამიანებიც მნიშვნელოვანი არიან. მოდის გაგება, რომ თითოეული ადამიანი - ზუსტად ისეთივე „მეა“ თავისი მსოფლმხედველობით, ხედვით, საკუთარი აზრის ქონის უფლებით და მოქმედების თავისუფლებით. თითოეულ ადამიანს საკუთარი ცხოვრების ისტორია, გამოცდილება, სურვილები და მისწრაფებები აქვს. ყველა ეს „მე“ ერთი მთლიანის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საზოგადოება ჰქვია და სადაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, ისე რომ არ დავარღვიოთ არც მათი და არც ჩვენი ინტერესთა საზღვარი.

მთავარი, რასაც ჩვენ ვსწავლობთ სოციუმში არის ის, თუ როგორ ვიყოთ მოსწავლეები. მე თითოეულ ადამიანთან ურთიერთობისას ვხვდები მოსწავლე.

ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ 2 ძირითადი პოზიცია - მოსწავლის და ჭკუის კოლოფის პოზიცია („მე ვარ ჭკვიანი, მე არაფერი არ მაქვს სასწავლი, მე ისედაც ყველაფერი ვიცი და თქვენც გასწავლით“).

მაგრამ თუ ჩვენ თავს ჰკითხავთ რა იცით ამ ცხოვრებაში 100%-ით, ამ სამყაროში - ერთადერთი გულწრფელი პასუხი ყოველთვის იქნება: „მე არაფერი არ ვიცი. ღმერთო, მე არ ვიცი როგორ მოვიქცე სწორად, ამიტომ მზად ვარ ვისწავლო. მცდელობებით, შეცდომებით და გამოცდილებით. შეიძლება ყოველთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ მე მზად ვარ.

თუ ადამიანი ყოველთვის მოსწავლის პოზიციაშია - დაბადებიდან სიკვდილამდე, ნებისმიერი ურთიერთობისას და ნებისმიერ სიტუაციაში, მაშინ წინააღმდეგობები ამ სამყაროში მცირდება, ის მომენტალურად იღებს პასუხს ყველა შეკითხვაზე, იმათზეც კი რომელიც ჯერ არ დაუსვამს. მაგრამ თუ ადამიანი იწყებს „მასწავლებლის“ როლის თამაშს, ის მუდმივად პრობლემურ სიტუაციაში მოხვდება.

მხოლოდ სოციუმში, მხოლოდ სხვა ადამიანებთან ურთიერთობით შეგვიძლია ვისწავლოთ საკუთარი „მეს“ სხვებზე მაღლა დაყენებას, ვსწავლობთ როგორ ვიყოთ მოსწავლეები.

ზოგადად სოციუმში არის სამი ძირითადი როლი - ხელმძღვანელების, კოლეგების და ხელქვეითების. ჩვენ თითოეულ როლში უნდა ვისწავლოთ მოსწავლედ დარჩენა. მოდით განვიხილოთ სამსახურებრივი კოლექტივის მაგალითი.

ხელქვეითი სწავლობს დღის წესრიგის და გრაფიკის მიხედვით მუშაობას, როგორ უნდა მოიქცეს გუნდში, უვითარდება გაგება, რომ მხოლოდ ის ვერ ამუშავებს მთელ წარმოებას, სწავლობს, როგორ უნდა იყოს წარმოების პროცესის ნაწილი და არა დაბრკოლება.

კოლეგა იაზრებს, რომ სხვა კოლეგების გარეშე წარმოების პროცესი ვერ წარიმართება - და რამე რომ მოხდეს, მას პირველს გაათავისუფლებენ. ამიტომ ის სწავლობს კოლექტიურ აზროვნებას, რადგან ნებისმიერი წარმოების პროცესი გათვლილია კოლექტივზე, რაღაც კონკრეტულ სტრუქტურაზე. ის სწავლობს საკუთარი თავის სხვა ადამიანში დანახვას.

რას სწავლობს უფროსი? მხოლოდ მაღალ თანამდებობაზეა შესაძლებელი დიდი პასუხისმგებლობის სწავლა. შესაძლებელია მოსმენის და გაგების, ახალი ცოდნის და კაცთმოყვარეობის სწავლა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ის სწავლობს თავმდაბლობას. განა ბომჟს შეუძლია თავმდაბლობის სწავლა? ადამიანი, რომელმაც მაღალ თანამდებობას მიაღწია შეიძლება გაუჩნდეს ილუზია, რომ მათ თვითონ მიაღწია ყველაფერს. შეკითხვა: რამდენად ვახერხებ დავრჩე ადამიანად უფროსის სავარძელში, „თავში ხომ არ ამივარდა“, შევძელი თუ არა ფულის და ძალაუფლების გამოცდის გავლა?

მაგრამ ამ პოზიციებიდან ნებისმიერზეა შესაძლებელია გახდეთ „ყველაზე ჭკვიანი ადამიანი“. ხელქვეითმა შეიძლება დაიწყოს ხელმძღვანელობის განსჯა, ცილისწამება და განხილვა, კრიტიკა, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. შეიძლება გულწრფელად გჯეროდეთ, რომ თქვენ იცით როგორ უნდა იქცეოდეს უფროსი. კოლეგა შეიძლება გახდეს „მასწავლებელი“, თუ დაიწყებს ფიქრს, რომ „ის არის სამსახურში ყველაფერი“ და ყველაფერი დანარჩენი არაფერია მის გარეშე. უფროსს შეუძლია ბოროტად ისარგებლოს საკუთარი ძალაუფლებით.

„მასწავლებლის“ პოზიცია სამსახურში - ეს არის, როდესაც მე ვიცი სხვები როგორ უნდა იქცეოდნენ და როგორ უნდა ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს, შეიძლება ამას ხმამაღლაც ვამბობდე, განვსჯიდე, ვჭორაობდე ან გულს ვიფხანდე. მოსწავლის პოზიცია ეს არის, როდესაც მე ვიღებ არსებულ მდგომარეობას და ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად სარგებლის მომტანი, წარმოების პროცესის ეფექტური მონაწილე.

ერთადერთი ადამიანი რომლის გაკრიტიკებაც შემიძლია არის გუშინდელი „მე“. მე შემიძლია დავაკვირდე, რა ვისწავლე და რა მაქვს კიდევ სასწავლი. საკუთარი თავი შეგვიძლია შევადაროთ ჩვენს პოტენციურ მეს, როგორიც პრინციპში შეგვიძლია რომ გავხდეთ. ჩვენ ყოველთვის ვიცით: სად ვატყუებთ ჩვენს თავს, სად მოვიკოჭლებთ, როდის მივირთმევთ ზედმეტს, როდის გვაკლია ძილი, როდის ვზარმაცობთ, სად მოგვდის ზედმეტი და სად უნდა „დავასტოპოთ“. ამიტომ ერთადერთი ადამიანი ვისაც უნდა დააკვირდეთ არის თქვენი საკუთარი თავი.

ნებისმიერი ურთიერთობა სოციუმში შეგვიძლია დავუკავშიროთ ამ როლებიდან რომელიმეს. თუ თქვენ ხართ მძღოლი და გაგაჩერათ საგზაო მოძრაობის ინსპექტორმა - თქვენ კოლეგები ხართ, საგზაო მოძრაობის თანაბარუფლებიანი მონაწილეები. სტუდენტ-მასწავლებელის ურთიერთობა არის ხელქვეითის და უფროსის დამოკიდებულება. როდესაც მეუღლე ტუმბოდან იღებს ფულს, რომელიც ქმარმა ჩადო, რაღაც გაგებით ქმარი მისთვის ხდება, სოციალური კავშირების თვალსაზრისით, ხელმძღვანელი.

უფრო გასაგები რომ იყოს თუ ვინ არის მოსწავლე სოციუმში, ავხსნი, რას ნიშნავს იყო „მასწავლებელი“. ნამდვილი მასწავლებელი - ეს არის ადამიანი, რომელმაც თეორიული ცოდნა საკუთარ თავზე გამოსცადა. თუ ის ასწავლის როგორ უნდა ფულის შოვნა მაშინ ის უნდა იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი. თუ ასწავლის როგორ უნდა იყო ბედნიერი, მაშინ თვითონაც ყოველ წუთს უნდა შეიგრძნობდეს ბედნიერებას.

მაგრამ თუ ადამიანი ლაპარაკობს იმაზე, რაზეც მხოლოდ თეორიული წარმოდგენა აქვს მაშინ ეს უკვე ასე ვთქვათ „ჭკუის კოლოფის“ პოზიციაა. ეს არის პრაქტიკაში გამოუცდელი ცოდნა, ის რაც საკუთარ თავზე არ გაქვთ გამოცდილი. როცა ასეთი რაღაც ხდება, „ შინაგანი არქიტექტორი“, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანში ცხოვრობს, ხედავს რა არის დროებითი და რა არის მუდმივი. დროებითი - ეს არის „ჭკუის კოლოფის“ პოზიცია, რომელიც ქვეყანას მოევლინა 20-30-40 წლის წინ და რომელსაც პრეტენზია აქვს განსაკუთრებულ უფლებებზე ამ სამყაროში.

შეგვიძლია ამას დავარქვათ სინდისი, ღმერთი, ქვეცნობიერი, კოსმოსური გონება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ რაღაცამ იცის ყველაფერი ყველაზე და იწყებს ჩვენთვის ჭკუის სწავლებას. ადამიანი, რომელიც ჭკუის კოლოფობს სიყვარულზე, უნდა გაიაროს სიყვარულის გაკვეთილები და როგორც ქრისტე ამბობდა საკუთარი მტრების სიყვარულიც კი უნდა ისწავლოს. ადამიანი რომელიც ლაპარაკობს ბედნიერებაზე, უნდა ესმოდეს რა არის ეს და რას ნიშნავს იყო უბედური.

იყო „მასწავლებელი“ - ნიშნავს „ჭკუის კოლოფობას“ , მსჯელობ რაღაცაზე, რასაც შენ ხედავ ასე, თუმცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ ცოდნასთან. ეს უბრალო მსჯელობაა. საკუთარი ჭკუის კოლოფობისთვის კი პასუხი უნდა ვაგოთ. მას ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ძალაუფლება დაკარგავს მას. ის ვინც ჭკუის კოლოფობს ურთიერთობაში, სწორედ იქ შეექმნება პრობლემები. ის ვინც ასწავლის როგორ უნდა იყო ჯანმრთელი თავად დასჭირდება მუდმივად „რესტავრაცია“. ფულთან დაკავშირებით კი არსებობს შესანიშნავი ამერიკული ანდაზა:“თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, მაშინ რატომ ხარ ასეთი ღარიბი?“

თუ ადამიანი მსჯელობს, ჭკუის კოლოფობს ისეთ თემაზე რაც საკუთარ თავზე არ აქვს გამოცდილი, მაშინ - ასეა მოწყობილი ეს სამყარო - მას მოუწევს ამ ყველაფრის გადატანა.

შემიძლია მოგიყვანოთ ჩემი საკუთარი მაგალითი. 28 წლამდე მე ვიყავი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, მუდმივად რაღაცას ვუყვებოდი, ვასწავლიდი სხვებს, ყველასთვის ფსიქოლოგი და მოსამართლე ვიყავი, ხანდახან პროკურორი და ადვოკატი. მე მქონდა მილიონობით შეკითხვა, დაწყებული: „სად ვიშოვო ფული?“, „ჩემია ეს თუ არაა ჩემი?“ ( მაგალითად გოგონებთან), „უნდა გავაკეთო ეს თუ არა უნდა გავაკეთო?“, დამთავრებული გლობალური შეკითხვებით:“რომელია უფრო პირველადი ცნობიერება თუ მატერია?“, „საიდან გაჩნდა სამყარო?“ და ა.შ. მუდმივად წამოიშვებოდა ახალ-ახალი შეკითხვები, მე ამა თუ იმ წყაროებში ვნახულობდი მათზე პასუხებს და კიდევ უფრო მეტად „ვჭკუისკოლოფობდი“.

მაგრამ 28 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც შევეცადე აღარ ვყოფილიყავი ჭკუის კოლოფი მშობლებთან მაინც, გონებაში დაისადგურა სიწყანარემ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შეკითხვაზე ვიპოვე პასუხი. არა, უბრალოდ აღარ მაინტერესებდა. დღეს მე არ მჭირდება იმის ცოდნა რა იყო თავდაპირველად - მატერია თუ ცნობიერება, ჰყავს თუ არა ღმერთს დედა და როგორ გააჩინა ის, როგორ შექმნა ეს სამყარო და ა.შ. დღეს მე ბევრად უფრო საინტერესო შეკითხვები მაქვს: რით შემიძლია ახლობელს დავეხმარო? როგორ გავატარო დღევანდელი დღე მაქსიმალურად პროდუქტიულად, რათა მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი პოტენციალი და მისი ინვესტირება მოვახდინო მომავალში? ბოლოს და ბოლოს როგორ დავლიო ჩაი, ისე რომ არ გადამცდეს და არ მოვკვდე? ეს ყველაფერი ხდება ავტომატურად, არაფრის კეთებაა არაა საჭირო სპეციალურად.

ყველაზე მთავარი ბონუსი, რომელსაც იძლევა მოსწავლის პოზიცია არის ის, რომ მოსწავლეს შეცდომის დაშვების უფლება აქვს. მაგრამ თუკი „მასწავლებელი“ ცდება მას ამისთვის დასჯიან, ხოლო თუ მოსწავლე ცდება - არა.

მოსწავლეს კარგად ესმის, რომ ბევრი რამე არ იცის და რომ შეიძლება რაღაც გააკეთოს, მაგრამ აუცილებელია მთელი ძალისხმევის ქმედებაზე მიმართვა, თუნდაც ნულოვანი ან არასწორი შედეგი მიიღოს, მოსწავლე ამ ყველაფერს უყურებს როგორც გამოცდილებას.

სოციალურ დონეზე მუდმივად გვხვდება სიტუაციები, საიდანაც შეგვიძლია რაღაც ახალი ვისწავლოთ. ჩვენი შეცდომა ის არის რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მხოლოდ დადებით მაგალითებზე ვისწავლით, თუმცა ცხოვრებაში ხშირად პირიქით ხდება.

მაგალითად, მე მივდივარ ვიწრო ტროტუარზე, ჩემს წინ მიდის ადამიანი, რომელიც ეწევა, მე იძულებული ვარ ვისუნთქო სიგარეტის კვამლი. შემიძლია გავბრაზდე ამ ადამიანზე, თავ-ბედი ვიწყევლო, ან შემიძლია ვიფიქრო: „რა კარგია, რომ ეს ადამიანი თავისი მაგალითით მასწავლის, მისი შემხედვარე არასოდეს არ დავიწყებ მოწევას!“

სადარბაზოში, სადაც ვცხოვრობ, ვიღაც მუდმივად შარდავს, ამიტომ მუდმივად სპეციფიური სუნი დგას. ადრე ყოველთვის როცა ლიფტით უნდა მემგზავრა ვღიზიანდებოდი არასასიამოვნო სუნის გამო. ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომლებიც ხშირად მოდიან ჩვენთან სტუმრად ჩამოუყალიბდათ მთელი რიტუალი: ლიფტში შესვლამდე უნდა შეიკავონ სუნთქვა.

შემდეგ მე გავიგე ვინ აკეთებდა ამას, - აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა სერიოზული ფსიქიკური გადახრები. მაშინ მე გავიფიქრე: „მადლობა ღმერთო, რომ იმდენი ტვინი მაინც მაქვს, რომ ლიფტი და ტუალეტი გავარჩიო ერთმანეთისგან!“ ახლა ლიფტში ყოველი შესვლისას ვგრძნობ მადლიერებას.

ან მაგალითად, თუ თქვენი მშობლები ზოგადსაკაცობრიო და მორალური თვალსაზრისით არც ისე კარგად იქცევიან, შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან როგორ არ გავიმეოროთ მათი შეცდომები. არ უნდა ვეცადოთ ამ შეცდომების გამოსწორებას მშობლებში, არ ვუკითხოთ ნოტაციები იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა იცხოვრონ სწორად, როგორ ააგონ ურთიერთობები, არამედ მათი დამსახურებით არ მოვიქცეთ ისე როგორც ისინი იქცევიან. მოსწავლის პოზიცია გულისხმობს რომ მე ვსწავლობ კარგი ადამიანისგანაც და ცუდისგანაც. თუ ვხედავ კარგს, ის რაც დადებით გამოძხილს ჰპოვებს ჩემს გულში - მაშინ მეც ასე მოვქცევი. თუ პირიქით მაშინ ჩემს თავს ვეტყვი, რომ შევეცდები ასე არ მოვიქცე, რადგან ვხედავ რა სავალალო შემდეგამდე შეიძლება ამან მიმიყვანოს.

რა გვეხმარება სოციალური დონის წარმატებულად გავლაში? პირველ რიგში არ უნდა გვქონდეს უფულობის, სიღარიბის შიში. შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან მდიდარი და ვერ გრძნობდეს თავის სიმდიდრეს, უფრო და უფრო მეტს აგროვებდეს, იმაზე მეტს ვიდრე საჭიროა - როგორც კაშეი რუსულ ხალხურ ზღაპრებში, რომელიც იყო ძალიან მდიდარი ზღაპრული პერსონაჟი, მაგრამ მას თავისი სიმდიდრე ბედნიერებას არ ანიჭებდა, პირიქით ენერგიას და ძალას ართმევდა.

ადრე ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ჩემთან მოდიოდნენ ძალიან მდიდარი ადამიანები და დღემდე ხშირად მწერენ, მათი ერთადერთი შეკითხვაა: „დიმა, სად არის ბედნიერება?“ სოციალური დონე უნდა გვაძლევდეს არამარტო ფულს, არამედ კმაყოფილებასაც.

* * *

თუ თქვენ გესმით, რომ სოციალურ დონეზე რაღაც ისე არ გამოგდით - არ გყავთ მეგობრები, არ გყოფნით ფული, გაქვთ ვალები, არ გესმით რა არის თქვენი დანიშნულება და გლობალური მიზანი, არ გაქვთ უძრავი ქონება და ხვალინდელი დღის იმედი, ბევრი რაღაცის გეშნიათ და ა.შ. მაშინ პასუხები არა ამ დონეზე არამედ ქვედა დონეზე უნდა ვეძებოთ.

აღმოსავლურ ფილოსოფიაში არსებობს ლამაზი სიბრძნე . იმისთვის რომ ხისგან მივიღოთ ნაყოფი, აზრი არ აქვს ფოთლების მორწყვას, უნდა მოვრწყათ ფესვები. ასე მუშაობს „მატრიოშკის“ სისტემაც.

თუ თქვენ რაღაც არ გამოგდით სოციალურ დონეზე ნუ დაიწყებთ პრობლემის წყაროს ამ დონეზე, სოციუმში ძებნას, ჩადით ერთი დონით დაბლა და იქ ეძებეთ პასუხები, ეძებეთ სად იყავით არაგულწრფელი, სად ატყუებდით სხვას და საკუთარ თავს. პირველ რიგში გადახედეთ თქვენს ურთიერდამოკიდებულებას მშობლებთან. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პასუხების 90% სწორედ აქ არის.

მთავარია გახსოვდეთ, პირველი ის, რომ სამყაროს შემქმნელს ყველაფერი გათვალისწინებული აქვს, ყველაფერი ჩვენი თავიდან ერთი თმის ღერის ჩამოვარდნის ჩათვლით. მეორე, ის რომ თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ხელსაყრელი ადგილია ამ ცის ქვეშ მომზადებული, სადაც ჩვენ თავს ვიგრძნობთ ყველაზე ბედნიერ ადამიანებად, საჭიროა უბრალოდ ამ ყველაფრის შეგრძნება. ხოლო იმისთვის, რომ შევიგრძნოთ უნდა გავისტუმროთ ვალები და ვისწავლოთ როგორ ვიცხოვოროთ ჩვენს, და არა სხვის როლში.


 

მატრიოშკა „მამაკაცი და ქალი“

როდესაც ლექციებზე და ტრენინგებზე მეკითხებიან როგორ შეიძლება რთული სიტუაციების მოგვარება მეუღლესთან, მე კითხვაზე კითხვითვე ვპასუხობ: “რატომ დაქორწინდით? თუ შეკითხვის ავტორი გულწრფელად მპასუხობს, მაშინ დაქორწინების ძირითადი მიზეზები დაახლოებით ასე გამოიყურება:

– დედისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ასეთი ხასიათითაც კი მოვახერხებდი გათხოვებას.

– ყველა ჩემი დაქალი დიდი ხნის დაქორწინებული იყო, მარტო მე ვიყავი დარჩენილი გასათხოვარი.

– ასაკი მქონდა უკვე ისეთი, რომ შეიძლებოდა შინაბერა/ბერბიჭა დავრჩენილიყავი.

– ის ყველაზე ლამაზი გოგო იყო, ყველა ჩემს მეგობარს შურდა ჩემი.

– საცხოვრებელი არ მქონდა.

– მარტო დარჩენის შიშის გამო.

და სხვა მსგავსი მიზეზები.

man woman

სინამდვილეში ოჯახური წყვილი იქმნება ერთადერთი მიზნით - „ერთად უფრო სახალისოა ცხოვრების გზაზე სიარული“, მართლაც უფრო სახალისოა როცა ვინმესთან ერთად დადიხარ თუნდაც ერთი და იგივე ადგილას, ღმერთამდე მისვლა ამა თუ იმ ფორმით. ქორწინებას რა თქმა უნდა გვერდითი მოვლენებიც აქვს, როგორიცაა ერთობლივად შეძენილი უძრავი ქონება, გვარის გაგრძელება და ა.შ., მაგრამ ნებისმიერი ურთიერთდამოკიდებულების ძირითადი მიზანია - განვითარება.

თუ ადამიანმა ვალების გარეშე მოახერხა „მატრიოშიკის“ წინა დონეების გავლა, მოიხადა და კვლავ იხდის ვალს სხეულის წინაშე, „დედას+“ და სოციალურ დონეზე, მაშინ არ კი სჭირდება იმაზე დაფიქრება უნდა ეძებოს თუ არა თავისი მეორე ნახევარი. იმ მომენტში როდესაც ადამიანი მართლაც აღწევს ამ მდგომარეობას, როდესაც ბედნიერება იმდენად ბევრია, რომ სურვილი ჩნდება ის ვინმეს გაუზიარო, თქვენს გვერდით გაჩნდება საჭირო ადამიანი. აღარ გექნებათ არანაირი ეჭვები - ჩემია ეს ადამიანი თუ არა, დავქორწინდე თუ არა. გული მაშინვე გიკარნახებთ - ამის შემდეგ ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ სვლა ცხოვრების გზაზე.

პირდაპირ გეტყვით, რომ ეს დონე არ არის აუცილებელი. ოჯახი ერთ-ერთი გზაა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია გავიაროთ ცნობიერების ევოლუციის ყველა დონე ადამიანის სხეულში. შეიძლება მარტოობის გზაც აირჩიოთ; ასკეტიზმით, ლოცვებით მიაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომელსაც ოჯახი გვაძლევს. ოჯახი - ეს არის გზა, რომელიც არც უკეთესია და არც უარესი, არც უფრო გრძელია და არც უფრო მოკლე სხვა გზებთან შედარებით.

ასეა თუ ისე, ამ დონეზე ჩვენ გვიჩნდება როლი სქესიდან გამომდინარე - მამაკაცის ან ქალის და შესაბამისი ვალები.

მამაკაცის ვალი

მამაკაცი ქალისგან პირველ რიგში განსხვავდება ასე ვთქვათ, ტვინის მოწყობით, არა ინტელექტუალური განვითარებით, არამედ უნარით შეინარჩუნოს აზრების კონცენტრაცია და ყურადღება რამე ერთზე დიდი ხნის განმავლობაში. სწორედ ეს თვისება განსაზღვრავს მამაკაცის ორ მთავარ ვალს (ვალდებულებას) - მიზანი და პასუხისმგებლობა. მამაკაცი კონცენტრირებული უნდა იყოს რაიმე ერთ მასშტაბურ მიზანზე, რომელიც დააკავშირებს მას მარადისობასთან და უნდა იტვირთოს აბსოლუტური პასუხისმგებლობა საკუთარ ფიქრებზე, სიტყვებზე და საქციელზე - მათ შორის არანაირი განსხვავება არ უნდა იყოს. მაგრამ მამაკაცი, პირველ რიგში, პასუხისმგებელია საკუთარ სიმტკიცეზე.

მოვიყვან არც ისე ლამაზ მაგალითს. დღეს ერთ გოგოს დავპირდი, რომ მასთან გავატარებდი საღამოს და ღამეს, ხვალ სხვას დავპირდი და ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც დავპირდი. თითქოს ჩემი ფიქრები, სიტყვები და საქციელი ერთმანეთან წინააღმდეგობაში არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი მაქცევს ნამდვილ მამაკაცად? არა. რადგან პირველ რიგში აუცილებელია ჩემი ჩამოყალიბებულობა: მე უნდა გადავწყვიტო რომელ ქალს დავუკავშირებ ცხოვრებას და დავრჩე ამ არჩევანის ერთგული.

ეს ეხება ცხოვრების ბევრ სფეროს - მასწავლებელს, პრაქტიკებს, მიზნებს და ა.შ. მამაკაცის ფიქრები, სიტყვები და საქციელი აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და არ უნდა გადაუხიოს იმას რაც გადაწყვეტილი აქვს. რა თქმა უნდა ყველა ფიქრს ვერ გამოხატავ სიტყვებით და შემდეგ საქციელით. თუ მე დაოჯახებული მამაკაცი ვარ და გამიჩნდა აზრები იმის თაობაზე, რომ სხვა ქალთან დავიწყო ურთიერთობა, ასეთ შემთხვევაში ჩემი არჩევანი, „ერთგულება“ გულისხმობს იმას რომ მე უარს ვიტყვი ამ ფიქრებზე და აზრებზე.

მაგალითი სხვა სფეროდან. დავუშვათ, მე გადავწყვიტე ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება, მოწევისთვის, ალკოჰოლისთავის თავის დანებება, მინდა დავიწყო ჯანსაღად კვება და ვპირდები საკუთარ თავს, რომ დავიწყებ ორშაბათიდან. მაგრამ ორშაბათს ვამბობ: „მე ხო არ დამიკონკრეტებია რომელი ორშაბათიდან, ნუ ამ ორშაბათიდან არა!“ აი ამ მომენტში მე საკუთარ თავს მოვატყუე. თუ სამსახურში ჩემს უფროსზე არც ისე კარგ რაღაცეებს ვფიქრობ, მაგრამ პირში ვუცინი და ვეთანხმები ყველა მის სიტყვას, ასეთ შემთხვევაში ჩემი ფიქრები, სიტყვები და საქციელი ერთმანეთს შორდება.

ყოველი ასეთი განსხვავების გამო მე მომიწევს გადახდა - ფულით, არ მექნება კარიერაში წინსვლა, ვიქნები მუდმივ ეჭვებში, ჩემს ადგილას ვარ თუ არა და ა.შ.

სწორედ ამიტომ მამაკაცებს ვთავაზობ მარტივ პრაქტიკას: აწარმოონ მათი არამამაკაცური საქციელის დღიური. სადაც გაიფიქრეთ ერთი - თქვით მეორე და გააკეთეთ მესამე ან საერთოდ არ გააკეთეთ. ყოველი დღის ბოლოს უნდა გადახედოთ დილიდან საღამომდე მომხდარ ყველა მოვლენას და დააფიქსიროთ სად გაიყო აზრები და სიტყვები, სიტყვები და საქციელი. რას ვაკეთებთ ამის შემდეგ? თუ გაიფიქრეთ ერთი და თქვით მეორე, ბოდიში უნდა მოიხადოთ არაგულწრფელობისთვის. თუ თქვით ერთი და გააკეთეთ მეორე ამისთვისაც უნდა მოიხადოთ ბოდიში და გააკეთოთ ის რაც თქვით, თუ ეს შესაძლებელია.

ლექციაზე მოსული იყო 35 წლის მამაკაცი. იმ მომენტში ის თვლიდა, რომ არაფერი საერთო არ ჰქონდა მეუღლესთან. ჰყავდა საყვარელი, რომლის შესახებაც ის ამბობდა, რომ მხოლოდ მასთან განიცდიდა ნამდვილ გრძნობებს და რომ მომავალში მასთან სურდა საკუთარი მომავალის დაკავშირება. მას მხოლოდ ის აკავებდა რომ შვილი ჰყავდა და რომ მეუღლე და სიდედრი ბავშვის ნახვაში შეუშლიდნენ ხელს. სამსახურიც დიდად პერსპექტიული არ იყო.

მან დაიწყო ყველა განსხვავების დაფიქსირება, სადაც „აზრი-სიტყვა და საქციელი“ ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყო. ისიც კი გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ ის თავის უფროსს (ქალბატონს) უმნიშვნელო მანიპულაციის ჩატარებას დაჰპირდა მანქანაზე - ის უბრალოდ ადგა და გააკეთა, უფროსი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. რაღაც დროის შემდეგ მან იგრძნო, რომ საყვარელი მხოლოდ იმის გამო გამოჩნდა მის ცხოვრებაში, რომ მას არ შეეძლო ურთიერთობების მოგვარება ოჯახში. მან დაასრულა ეს კავშირი და მოაგვარა ცოლთან ურთიერთობა.

სერიოზულად დაკავდა სირბილით (მარათონებშიც მონაწილეობს უკვე), ფოტოგრაფიით. შენელებული ადამიანიდან გადაიქცა წარმატებულ, ლამაზ, სპორტულ, საკუთარ თავში დარწმუნებულ მამაკაცად.

კიდევ ერთმა მამაკაცმა დაწერა გამოხმაურება, რომ თავიდან არ იცოდა რა დაეწერა დღიურში, ამიტომ დასაწყისში წერდა ყოველდღიურ საქმეებს, სხვადასხვა ფიქრებს და სიას ადგენდა. ამ ყველაფრის პროცესში მან დააფიქსირა, რომ ყველაზე ვრცელი სია გამოუვიდა სათაურით „გასაანალიზებელი“, მაშინ ის მიხვდა, რომ მისი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ იმის მაგივრად, რომ ემოქმედა, ის ძალიან დიდხანს ფიქრობდა ყველაფერზე. მან დაიწყო საკუთარი თავისთვის შეკითხვის დასმა თუ რას აკეთებდა შედეგის მისაღწევად. ამის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი საკითხი მოგვარდა - ის განიკურნა 20 წლიანი ალერგიისგან, მეუღლემ იპოვა თავისი მოწოდება, მისი ვაჟი პრაქტიკულად აღარ ავადმყოფობდა და ა.შ.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი მამაკაცისთვის არის მიზანი. მიზანი მამაკაცს უნდა აკავშირებდეს ღმერთთან, მარადისობასთან. ეს სრულიად არ ნიშნავს იმას რომ ის აუცილებლად უნდა აკეთებდეს სულიერ პრაქტიკებს, წავიდეს მონასტერაში, ცხოვრობდეს ასკეტურად, არა. ეს ნიშნავს, რომ მისი მიზნები საკუთარ „მეს“ უნდა ცდებოდეს. „მესთან“ დაკავშირებულია მეუღლე, ბავშვები, ყველა ნათესავი და მეგობრებიც კი. ნამდვილი მიზანი ორიენტირებული უნდა იყოს ბევრი უცნობი ადამიანის სარგებლობაზე.

რა უნდა ვქნათ, თუ თქვენ ამ მიზანს ამ მომენტში ვერ ხედავთ თქვენს ცხოვრებაში და არ იცით როგორ დაისახოთ ის? ერთ-ერთი გზა არის მიმართოთ ავტორიტეტულ ადამიანს, გურუს, მასწავლებელს, სულიერ მოძღვარს, რომელიც ყველაფერს უმტკივნეულოდ აგიხსნით. ჩვენს დროში არსებობს ძალიან ბევრი სხვადასხვა კონცეფცია და რთულია გადაწყვიტო რომელს მიჰყვე. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მოდაშია სხვადასხვა სწავლებების, კონცეფციების, ფილოსოფიური და რელიგიური სკოლების მოსინჯვა, გასხივოსნების (სატსანგის) და სულიერ შეხვედრებზე სიარული. მაგრამ ეს გზა არაფერს არ მოგცემთ.

სანამ სხვადასხვა მასწავლებელს და კონცეფციებს არჩევს და ცდილობს გაარკვიოს რომელია უკეთესი, მამაკაცი ერთ ადგილს ტკეპნის. თუ თქვენ რამდენიმე ნაბიჯს აკეთებთ ერთი მიმართულებით, მაშინ ინერციის კანონის თანახმად ყოველი შემდგომი ნაბიჯი უფრო ადვილი იქნება ვიდრე წინა. თუ მე მივდივარ ერთი მიმართულებით მაშინ მთელი ჩემი ენერგია მიმართულია შედეგის მიღწევაზე. თუნდაც საბოლოოდ აღმოჩნდეს, რომ ის იყო ცრუ მასწავლებელი ან მიმდინარეობა, მე მივიღებ უფრო მეტს, ვიდრე დავკარგავ - მე მივიღებ გამოცდილებას. უარყოფითი გამოცდილების შემთხვევაშიც კი შეგვიძლია მივიღოთ სარგებელი, და ამ ენერგიის დახმარებით, მაგალითად შემდეგი მიზნის მიღწევაზე 3 ხანგრძლივი წლის ნაცვლად დაგვჭირდება 2 კვირა. ტვინი იწყებს მუშაობას და ალგორითმის აგებას, რომლის დახმარებითაც საბოლოოდ ზუსტად საზღვრავს სად არის ჩემი, სად არის ჭეშმარიტება, სად არის ცრუ. თუნდაც მაშინ ცრუ მასწავლებლის შემთხვევაში მე ვსწავლობ მიზნის დასახვას და მათ მიღწევას, წასვლას, ქმედებების განხორციელებას, ასე მე ვსწავლობ პასუხისმგებლობას.
მაგრამ თუ მე ვცდილობ ავირჩიო სხვადასხვა მიმართულებიდან და ვერ გადამიწყვეტია, მთელი ჩემი ენერგია იხარჯება გაორებაზე. თითოეული მასწავლებელი თავისებურად მართალია, თითოეულ მასწავლებელს და თითოეულ კონცეფციას ჰყავს ათასობით მიმდევარი, რომლებმაც გამოცადეს სასწაულები ამ კონცეფციის და მასწავლებლის მიყოლის გზაზე. არჩევანის გაკეთების მცდელობისას, როდესაც საბოლოოდ ვერ წყვიტავს რომელი გზა აირჩიოს, მამაკაცი წინ ვერ მიდის და ვერაფერს ვერ სწავლობს. ამიტომ რაღაც ეტაპზე აუციელებლია ჩამოვყალიბდეთ და გავაკეთოთ არჩევანი. ნებისმიერი გზა - თუნდაც არასწორი მიმართულებით, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაორების ქაოსი. იმისთვის რომ ვიპოვოთ წყალი, საჭიროა ერთი ღრმა ჭის ამოთხრა და არა 10 პატარა ორმოსი.

აი აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მამაკაცის პირველი მასწავლებელი ცხოვრებაში არის დედა, მას მოჰყვება მამა. თუ მამაკაცს ამ მნიშვნელოვან ადამიანებთან არ აქვს მოგვარებული ურთიერთობა, მაშინ მისი ძიება დიდი ალბათობით უშედეგო იქნება.

ქალის ვალი

აღმოსავლურ სკოლებში სიტყვა „ქალის“ სინონიმია „ბუნება“. არსებობს ისეთი მოვლენები როგორიცაა ქარიშხალი, ქარი, თოვლი, წვიმა, სიცხე, სიცივე - ესენი ყველა უკონტროლოა. სწორედ ასევეა ქალურობა - ეს არის გრძნობა, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებელია, ისინი უბრალოდ ხდება ამა თუ იმ გარე მოვლენის საპასუხოდ.

ციფრები განსხვავდება, თუმცა დამტკიცებულია, რომ ქალის გრძნობითი აღქმა 4-12-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე მამაკაცის. ქალები შეგვიძლია შევადაროთ შიშველ ნერვს, რომელიც ისრუტავს ყველაფერს რაც მის გარშემოა, ახდენს მის სინთეზირებას, ტრანსფორმაციას და ქმნის ახალ მდგომარეობას. სადაც ქალს შეუძლია 400 ფერის და მისი ვარიაციის დანახვა, მამაკაცი ხედავს მხოლოდ 5-7 ფერს. სადაც ქალს შეუძლია 20 განსხვავებული არომატის გარჩევა, მამაკაცი არჩევს მხოლოს „სასიამოვნოს“ და „არასასიამოვნოს“. შეგრძნებების სისტემა და სამყაროს შეცნობის უნარი ქალებს რამდენჯერმე უფრო აქტიური აქვთ ვიდრე მამაკაცებს. ამიტომაც ქალებს უჭირთ ყურადღების ერთ რამეზე დიდი ხნით კონცენტრირება - ის ივსება გრძნობებით, ის უფრო მეტს გრძნობს ვიდრე ფიქრობს.

მე არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ ქალის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, მაგრამ სწორედ შეგრძნების უნარი არის ქალის ძლიერი მხარე, სწორედ ამაზე უნდა გააკეთოთ სწორება. სწორედ საკუთარი გრძნობები შეუძლია ქალს გადაცვალოს ნებისმიერი სურვილის ასრულებაზე.

ქალის მთავარი ვალია - საკუთარ გრძნობებზე პასუხისმგებლობის აღება. შეგახსებეთ, რომ თითოეული გრძნობა - ეს არის ენერგიით დამუხტვა. თითოეული ქალი ფლობს უნიკალურ შესაძლებლობას შეისრუტოს ენერგია გარემოდან, მოახდინოს მისი ტრანსფორმაცია და გასცეს, მისი ინვესტირება მოახდინოს მშობლებში, მეუღლეში, ბავშვებში, გარემოში.

თუ ქალს ჰყავს საკუთარი ოჯახი, მაშინ ის ცდილობს თითოეული მომენტში იგრძნოს, რომ სჭირდება ადამიანებს, რომლებიც მის გვერდით არიან და გამოხატავს მათ მიმართ გრძნობებს- სიტყვებით, ზრუნვით, საქციელით. თუ ქალი ჯერ მარტოა, მაშინ საკუთარი გრძნობების ენერგიის ინვესტირება უნდა მოახდინოს გარემოში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში - ხატოს, იცეკვოს, იმღეროს, უბრალოდ წმინდოს იატაკი. ქალი ასე ვთქვათ აკეთილშობილებს გარემოს ვინმე ადამიანისთვის, რომელიც ხვალ შეიძლება პოტენციურად გამოჩნდეს მის ცხოვრებაში. ინვესტიციას აკეთებს დღეს, რათა ხვალ მიიღოს ნაყოფი.

თუ ქალი სამსახურში დადის, ეს არანაირად არ აკნინებს მის ქალურობას, მთავარია ის ამას საკუთარი გრძნობების საწინააღმდეგოდ არ აკეთებდეს. სამსახურშიც შეიძლება საკუთარი ქალურობის გამოვლენა. შესაძლებელია „ქალურობის“ კიდევ ერთი განმარტების შემოტანა - ეს არის სივრცის სტრუქტურირება და ორგანიზება. ყველა ქალი პირველი რიგში არის ორგანიზატორი. შეუძლია მაგიდა გააწყოს არაფრისგან, ნებისმიერი შენობა გახადოს თბილი და კომფორტული, აუმაღლოს განწყობა სხვებს, მოიხსნას დაღლილობა.

დღეს გაჩნდა ძალიან ბევრი ტრენინგი და კურსი, სადაც ქალებს ასწავლიან როგორ გააქტიურონ საკუთარ თავში ქალურობა - როგორ მოამზადონ საჭმელები, რა უთხრან ქმარს, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში. ყველა აღმოსავლური სკოლა თვლის, რომ „პრაქტიკის“ ცნება და ასევე ნებისმიერი ასკეტური პრაქტიკა და დისციპლინა სიტყვა „მამაკაცის“ სინონიმია და რომ სიტყვა „ქალური“ და „პრაქტიკა“ შუთავსებელი ცნებებია. ქალს დროის ნებისმიერ მონეტში შეუძლია გრძნობდეს, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი არა, რისი თქმა ღირს და რისი არა ამ მომენტში.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს ლოგიკა, გონება, რაციონალური აზროვნება ძალიან აქვთ განვითარებული, თუმცა სუსტად აქვთ განვითარებული შეგრძნების უნარი. ამიტომ ჩემთან ხშირად მოდიან ქალები, რომლებიც თითქოს გადაეჩვივნენ შეგრძნების უნარს. სინამდვილეში ისინი რა საკვირველია გრძნობენ, თუმცა გადაეჩვივნენ საკუთარი მდგომარეობის ამოცნობას და მათზე დაყრდნობით მოქმედებას. ერთადერთი რისი გაკეთებაც საჭიროა ამ კავშირის აღსადგენად არის ცდა. უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს და ჰკითხოთ მას:“რას ვგრძნობ ახლა? რას ვაკეთებ ამ გრძნობიდან გამომდინარე?“

მეოჯახე ადამიანის ვალი

მართალია ეს თავი დავიწყე იმ მიზეზების აღწერით, რომელთა გამოც ადამიანები ქორწინდებიან, თუმცა არც ისე მნიშვნელოვანია რატომ გაერთიანდა ორი ადამიანი დაოჯახებით. მთავარია რას გააკეთებენ ისინი ქორწინებაში.

მამაკაცებს არ ჰყოფნით საკუთარი ძალების რწმენა. ამიტომ ერთიანდებიან ჯგუფებად, ერთად მიდიან თავისზე უფრო ძლიერისთვის თავ-პირის დასამტვრევად, მონაწილეობენ გუნდური სპორტის სახეობებში. ქალებისთვის დამახასიათებელია მარტოობის ტოტალური, ფიზიკური შიში, რომელიც მამაკაცებისთვის გაუგებარია.

ორი ადამიანი ქმნის ოჯახს, რათა მეორე ადამიანის დახმარებით იპოვონ საკუთარი თავი. ქალი და კაცი ავსებენ და განვითარებაში ეხმარებიან ერთმანეთს. ნორმალურია თუ ურთიერთობის დასაწყისში მამაკაცი ბოლომდე დარწმუნებული არ არის საკუთარ თავში, ქალს კი მარტოობის შიში აქვს.

როგორ ვეხმარებით ერთმანეთს განვითარებაში? მამაკაცი ჰგავს გასაშვებად გამზადებულ რაკეტას - მან იცი როგორ უნდა დაისახოს გეგმები და განახორციელოს ისინი. ქალს აქვს უნარი საწვავით შეავსოს ის - საკუთარი გრძნობების დახმარებით. ისინი ერთად მიფრინავენ მიზნისკენ.

მამაკაცის ვალი/მოვალეობაა ოჯაში პასუხისმგებლობა იმ ქალზე, რომელიც მის გვერდით არის. ის არის პასუხისმგებელი მის კეთილდღეობაზე, მოქმედების ზოგად მიმართულებაზე. ქალი პასუხისმგებელია საკუთარ გრძნობებზე, მდგომარეობაზე, რომლითაც ის ავსებს მამაკაცს.

საიდან იწყება განვითარების ერთობლივი გზა? უბრალო გულწრფელობით პარტნიორის მიმართ. გულწრფელობის ყველაზე პრიმიტიული ფორმებია მოლაპარაკება და ყველაფრის ამოთქმა. ის რაც შიგნით არის უნდა გამოვიდეს გარეთ. ის ვინც საკუთარ თავში განავითარებს ასეთ გულწრფელობას, ის გაიზრდება უფრო ღრმა დონეებითვის, დაიწყებს იმის გაგებას თუ რა არის პატივისცემა, რა არის ნამდვილი ზრუნვა, რა არის ტოტალური გულწრფელობა, როცა სიტყვები ფიქრებთან და ქმედებებთან არის თანხვედრაში. ამ ყველაფრის შედეგად მოდის ურთიერთობების სიღრმე.

მე ხშირად ვხედავ, რომ ქალები ცდილობენ საკუთარ მეუღლეებისთვის მხოლოდ „კარგი ამინდის“ ტრანსლირებას - ცდილობენ იყვნენ მხიარულები, მადლიერები, იზრუნონ, იყვნენ საყვარლები და მოკრძალებულები. თუ თქვენი ქმარი იქცევა, როგორც მამაკაცი, პასუხისმგებელია საკუთარ ფიქრებზე, სიტყვებზე და საქციელზე, ხედავს საბოლოო მიზანს მაშინ თქვენს სულში მართლაც მზიანი და კარგი ამინდი იქნება. მაგრამ თუ ქმარი უნიათოა, მაშინ თქვენს შიგნით იბობოქრებს ცუნამი, ტორნადო, ვულკანის ამოფრქვევა. მამაკაცს ესეთი ცუდი ამინდიც სჭირდება!.

მამაკაცი ლითონის მსგავსია. იმისთვის, რომ მას რაღაც ფორმა მივცეთ, იმისთვის რომ ჰქონდეს შეცვლის და განვითარების უნარი, რათა შეძლოს საკუთარი მიზნების მიღწევა, აუცილებელია მისი, როგორც ლითონის გაცხელება. თუ მამაკაცი ნათლად ხედავს და გააზრებული აქვს საკუთარი მიზანი და ყოველდღიურად რაღაცას აკეთებს მის მისაღწევად, მაშინ ის მოქმედებით ცხელდება. მაგრამ თუ ლითონი მუდმივად გაცხელებულია, რა მოუვა მას? ის უბრალოდ გაქრება. ასევეა მამაკაცი, რომელიც მუდმივად გაცხელებულია მიზნისკენ მიმართული ქმედებებით, ის გადაიწვება. ამიტომ მას გვერდით სჭირდება ქალი, რომელიც „გააგრილებს“ მას: ზრუნვით, სინაზით, სიხარულით, მადლიერებით. ასეთი მამაკაცის გვერდით ქალს უბრალოდ არ გაუჩნდება უარყოფითი გრძნობები, ის იქნება მშვიდად.

მაგრამ თუ მამაკაცი ჯერ ვერ ხედავს თავის მიზანს, გაიყინა ერთ ადგილას, ვერაფრით ვერ ვითარდება, როგორ შეიძლება მისი გახურება? მხოლოდ საკუთარი უარყოფითი გრძნობების გამოხატვით, რომელიც ქალს ასეთი მამაკაცის გვერდით უჩნდება - გაღიზიანება, ბრაზი, წყენა და ა.შ. ხანდახან საკმარისია მამაკაცის ერთხელ გახურება, რათა მან დაიწყოს წინსვლა. ხანდახან საჭიროა დიდი ხნის განმავლობაში გახურება - გააჩნია შემთხვევას. თუმცა, მთავარია ქალმა ორიენტირება მოახდინოს არა საკუთარ ფიქრებზე - მაგალითად მისი აზრით როგორ უნდა მოქმედებდეს მამაკაცი, არამედ შეგრძნებებზე და მდგომარეობაზე. ამიტომ მამაკაცს ნამდვილად სჭირდება ქალის სხვადასხვა მდგომარეობა.

წაიკითხეთ დიდი, ცნობილი მამაკაცების ისტორიები - თითოეული მათგანის უკან დგას ქალი. ეს შეიძლება იყოს მეუღლე, დედა, მაგრამ აუცილებლად არის ქალი, რომელიც საკუთარი რწმენის, ნდობის და სხვა გრძნობების ინვესტირებას ახდენს მამაკაცში.

მამაკაცისთვის არაფერი არაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე როცა ქალს მისი სჯერა. ეს არის ყველაზე, ყველაზე ძლიერი ძალა. თუ ქალს შენი სჯერა - არ აქვს მნიშვნელობა დედა იქნება თუ ცოლი - ამაზე ძლიერი არაფერი არაა. თავად ღმერთებიც კი ჩამოვლენ ზეციდან ასეთ ქალთან მოლაპარაკებისთვის. მაგრამ თუ ქალმა ხაზი გადაგისვა, რამდენიც არ უნდა იხტუნაო, რომელი სულიერი მიმართულებითაც არ უნდა განვითარდე - ეს არის წყევლა. არსებობს ქალი რომელსაც მოაქვს კურთხევა და არსებობს ქალი, რომელსაც მოაქვს წყევლა. შემოქმედი ქალის დახმარებით აძლევს მამაკაცს შანსს და შეუძლია ამ შანსის წართმევაც. აქაც შეგვიძლია ცნობილი მამაკაცების ისტორიას გადავხედოთ, რამ განაპირობა მათი წარმატება მიუხედავად იმისა თუ როგორი ქალი იყო მათ გვერდით.

ქალი, რომელსაც ადრე არ ეხერხებოდა გრძნობების გამოხატვა, სწავლობს როგორ გამოხატოს საკუთარი გრძნობები, თავიდან ის გამოხატავს არა გრძნობებს, არამედ პრეტენზიებს, მის წარმოდგენებს იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა იქცეოდეს მისი ქმარი. ეს არ არის დიდი პრობლემა. არ არსებობს კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მომენტალურად შეიძლება განვსაზღვროთ ქმედება გონებიდან მოდის თუ გულიდან. ჯობია რაღაც მოიმოქმედოთ, თუნდაც შეცდომა დაუშვათ, რომელიც შემდეგ უკვე გამოცდილებად იქცევა და გახდება ასე ვთქვათ საფეხური ახალი დასაწყისისთვის. არ არსებობს უნივერსალური სისტემა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ქალური გრძნობების და გონებრივი პროცესის ერთმანეთისგან გარჩევა. მაგრამ ნებისმიერი ურთიერთობა გულისხმობს კომუნიკაციას, რომლის დროსაც რაღაც იბადება, ხდება პროგრესი. მთავარია არ გავიყინოთ ერთ ადგილას და რამენაირად გამოვავლინოთ ის რაც ჩვენს შიგნით არის.

მოვიყვან მაგალითს თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს ერთი ადამიანის აზროვნების და ქცევის ცვლილება მთელს ოჯახზე. ტრენინგზე მოვიდა ქალი უამრავი პრობლემებით: ბავშვები ავადმყოფობდნენ, თვითონ ალერგია ჰქონდა, ზედმეტი წონა, ქმარი ლოთი, ფული მუდმივად არ ჰქონდათ საკმარისი. ტრენინგზე ის მიხვდა, გაიაზრა, რომ ოჯახური ცხოვრების 12 წელი ცდილობდა ყოფილიყო კარგი, წესიერი, იდეალური. რაც უფრო მეტად თვალთმაქცობდა, რაც უფრო მეტად თამაშობდა კარგის როლს, მით უფრო მეტად ავადმყოფობდა ყველა, ქმარი კი სასმელში იხრჩობდა თავს. როგორც კი მიხვდა, რა იყო ის რაც მას მუდმივად უშლიდა ხელს, რაზეც ის დუმდა, არაფერს ამბობდა, ყურადღებას არ უთმობდა, იმას რაც მას არ მოსწონდა. მას გაუარა ალერგიამ. ტრენინგის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ ბავშვები, მან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაიკლო 12 კილო.

მაგრამ ყველაზე საინტერესო სხვა რამეა. ქმარი, რომელიც არ იყო ტერნინგზე და არ იცოდა რაზე ვსაუბრობდით სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა თავი დაენებებინა დალევისთვის. ქალი ბრუნდება სახლში და მას სახლში მეუღლე ხვდება და ეუბნება:“ გადავწყვიტე დალევას დავანებო თავი“. როგორც კი ქალმა გადაწყვიტა, რომ დღეიდან იქნებოდა ის ვინც არის და არ ითამაშებდა ვიღაცის როლს, ქმარმა დალევას დაანება თავი. 

* * *

მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავად ის ფაქტი, რომ თქვენ დაქორწინებული ხართ, არ ნიშნავს, რომ თქვენ გაიზარდეთ მეოთხე „მატრიოშკამდე“ და გახდით ჩამოყალიბებული ქალი ან მამაკაცი. ეს არის გარკვეული მდგომარეობა, პასუხისმგებლობა, რომლის მისაღწევადაც აუცილებელია გაზრდა - აბსოლუტური გულწრფელობით შვილის როლში საკუთარი მშობლების წინაშე, მეგობრის, მოსწავლის, კოლეგის, ბიზნეს პარტიორის და ა.შ. როლში. შეუძლებელია ამ უნარის გამომუშავება სპორტ-დარბაზში ან ტრენინგზე. შესაძლებელია ამის მხოლოდ შეგრძნება, მას შემდეგ რაც ყველა თქვენი წინა ისტორია ვალების შესახებ საკუთარი თავის, მშობლების და სოციუმის წინაშე გასტუმრებული გექნებათ.

თუ თქვენ ამ დონეზე - ქალის და მამაკაცის ურთიერთდამოკიდებულების დონეზე, მარტო ხართ, ხოლო ურთიერთობები, რომლებიც ადრე გქონდათ - არ იყო ის რაც უნდა ყოფილიყო, ეს ნიშნავს, რომ უნდა გაიხსენოთ „მატრიოშკის“ მუშაობის პრინციპი და გადახედოთ წინა დონეებს. ჰკითხეთ თქვენს თავს: ხართ თუ არა იქ სადაც უნდა იყოთ, გაქვთ თუ არა კარგი სამსახური, კარგი ხელფასი, ურთიერთობები პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ აქ ყველაფერი 100%-ით კარგად არის მაშინ გააგრძელეთ გზა და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამდენად გულწრფელი ვარ ჩემს ნათესავებთან - დასთან, დედასთან, მამასთან, ძმასთან, ბებიასთან? და დარწმუნებით ვამბობ, რომ თქვენ, პირად ცხოვრებაში რაღაც ისე არ გაქვთ როგორც უნდა გქონდეთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ უკვე გყავთ მეორე ნახევარი, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ არის ჰარმონიული - კონფლიქტები, ღალატი, გაუგებრობები - ესეც მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს გაუსტუმრებელი ვალი რომელიმე ქვედა დონეზე. და რა ტრენინგებზეც არ უნდა იაროთ, როგორი ეზოთერიული ცოდნაც არ უნდა მიიღოთ, თუ რომელიმე დონეზე ხარვეზი გაქვთ, წინსვლას და ბედნიერად გახდომას ვერ მოახერხებთ.

როდესაც ვყვები ვალზე მამაკაცის და ქალის ურთიერთობაში, თითქმის ყველა ყურადღებას ამახვილებს არა საკუთარ ვალზე, არამედ საკუთარი მეორე ნახევარის ვალის შესახებ. ამის შემდეგ საკუთარი პარტინიორები მოჰყავთ ჩემს ლექციაზე ან აყურებინებენ ლექციებს: „აი მოუსმინე როგორ უნდა მოიქცე“. მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ ეს გზა არაფრის მომცემია.

დასაწყისშივე ავღნიშნე, რომ ბედისწერის ტრანსფორმაცია იწყება იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ვწყვეტთ დამნაშავის ძებნას და საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, თუ პირადად მე რას ვგრძნობ, ვფიქრობ, ვაკეთებ. შემიძლია გაგახაროთ - თუ თქვენ საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ვალდებულებაზე/ვალზე ეს აუცილებლად აისახება მთლიანობაში ურთიერთობაზე.

გაიხსენეთ, რა ხდება როდესაც წყალში აგდებთ ქვას: თავიდან წყლის შხეფები, შემდეგ კი წრეები წარმოიქმნება ამ ადგილიდან, რომელიც თანდათან სულ უფრო და უფრო დიდდება. ზუსტად ასევეა, როდესაც ერთი ადამიანი იწყებს რაღაცის შეცვლას საკუთარ ცხოვრებაში, რაღაც დროის შემდეგ ეს ეფექტი გადადის მის გარშემო ადამიანებზეც. თავდაპირველად ყველაზე ახლობლებზე, შემდეგ მათზე ვინც ცოტა უფრო შორს არის. ამიტომ არ არის აუცილებელი თავიდანვე მოუყვეთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს ახალი ცოდნის შესახებ ( შემდეგ თავში ვისაუბრებთ რატომ არ ღირს ამის გაკეთება), ჯობია - თავიდან მარტომ აკეთოთ პრაქტიკები და დააკვირდეთ, როგორ ზეგავლენას ახდენს ეს სხვებზე. თუ კი გკითხავენ: „რატომ ხარ ასეთი ბედნიერი? რას აკეთებ ამისთვის?“ ამის შემდეგ შეგიძლიათ მათაც გაუზიაროთ.

 


 

parents1

მატრიოშკა - მშობლობის ვალი

ადამიანი, რომელმაც თავი ქალად ან მამაკაცად იგრძნო და მიაღწია შესაბამის მდგომარეობას, საშუალება ეძლევა გადავიდეს შემდეგ - დედობის ან მამობის დონეზე. ისევე როგორც წინა, ეს დონეც არ არის აუცილებელი ადამიანისთვის. შესაძლებელია სრულყოფილად მოახდინო რეალიზება როგორც ქალმა ან მამაკაცმა მშობლობის გარეშე.

რომელიმე თქვენთგანი იტყვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ „მატრიოშკის“ წინ დონეებზე მას დარჩა ვალები, მას მაინც ჰყავს შვილები. შესაძლებელია ფიზიკურად უკვე იყოთ მშობელი.თუმცა მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ამ დონეზე ჰარმონიულად, ვალების გარეშე გადასვლის შემთხვევაში,პასუხს ადვილად იპოვით შეკითხვებზე, რომლებიც შესაძლოა გაგიჩნდეთ თქვენს შვილებთან მიმართებაში.

ჩემმა 300 000-ზე მეტმა კონსულტაციამ მიჩვენა, რომ პრაქტიკულად არც არავინ არ იცის რას ნიშნავს იყო მშობელი, როგორ აღვზარდოთ შვილები, რათა მათგან რამე კარგი გამოვიდეს. რომელი ემოციების გამომჟღავნება ესაჭიროებათ მათ ყველაზე მეტად. შესაძლოა 24 საათის განმავლობაში იყოთ საკუთარ შვილთან, მაგრამ თუ თქვენ ჩარჩით 12-14 წლის ასაკის დონეზე, რადგან თავად არ დაუბრუნეთ საკუთარ დედას და მამას ვალი, მაშინ თქვენ ვერაფერს ვერ მისცემთ საკუთარ შვილს.

რა სახის პრობლემები შეიძლება გქონდეთ შვილებთან? უშვილობა, როცა ძალიან დიდია შვილის ყოლის სურვილი - უნაყოფობა ან ჩასახვის უუნარობა აშკარა სამედიცინო მიზეზის გარეშე. შვილის ავადმყოფობა, ნათესავებთან ან კლასელებთან პრობლემები, ვერ გადაუწყვეტია სად ჩააბაროს სასწავლებლად, აქვს ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, მიჯაჭვულობა (კომპიუტერული, კვებითი, ნარკომანია, ალკოჰოლი) და ა.შ.

ამ პრობლემებიდან არც ერთის მოგვარება არ შეიძლება პირდაპირ. ამ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ თქვენს მიერ გულწრფელად ნათქვამი „მაპატიე-თი“ რომელიმე წინა დონეზე. ამ სიტყვების ნათელი მაგალითია ჩემი ურთიერთობა მამასთან (ისტორია, რომლის შესახებაც შესავალში ვისაუბრე). ჩემმა რამდენიმე წუთიანმა გულწრფელობამ არამარტო სიცოცხლე შეუნარჩუნა მას, არამედ ჩვენი ოჯახის ისტორიაც შეცვალა და ჩემი კეთილდღეობაც სხვა დონეზე გადაიყვანა. ეს ჩემთვის ვინმეს ადრე რომ ეთქვა არ დავიჯერებდი, ახლა კი მესმის, რომ ეს ნამდვილად მუშაობს. რატომ იმუშავა? შევეცდები აგიხსნათ.

მოდით წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარ მამა, მყავს ორი ვაჟი და მეუღლე. არც ერთ ჩემს ვაჟს არასოდეს არ დაუძახია ჩემთვის მამა და არასოდეს გამოუხატავთ პატივისცემა ჩემს მიმართ. ცოლს არასოდეს არ უთქვამს ჩემთვის რომ მისთვის ნამდვილი მამაკაცი ვარ. მაშინ რაღა მესაქმება აქ? უკვე პენსიაზე ვარ, საკმარისად ვიმუშავე, შვილები გავზარდე, სახლი ავაშენე. პრინციპში გამოდის შემდეგი: „რა დამრჩენია აქ? კარგად იყავით!“ მაგრამ ამ დროს ერთ-ერთი შვილი პირდაპირ მეუბნება: „მამა, დარჩი მე შენ მჭირდები. შენ ისეთი კარგი ხარ, იყავი ჩვენთან კიდევ ცოტა ხანი“. ამ მომენტში შინაგანი სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია რამდენ ხანს უნდა იცოცხლოს ადამიანმა იძლევა კონკრეტულ მითითებას: „საჭიროა კიდევ ცოტა ხანი აქ ყოფნა, იმიტომ რომ აქ საინტერესოა, ჩემს ცხოვრებას აქვს აზრი“.

მხოლოდ საკუთარი თავისთვის ჩვენ არაფერი არ გვაინტერესებს. მიზნებს საკუთარი თავისთვის არ ვაღწევთ, საკუთარი თავისთვის არაფერს არ ვამტკიცებთ. მაგრამ თუ ჩვენ ვინმე შეგვიყვარდა, მაშინვე ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება შთაგონება: ჩვენ ვიწყებთ ლექსების წერას, ხატვას, საკუთარი თავის სრულყოფას ვახდენთ.

ჩვენ ვვითარდებით ვინმეს გამო. ვიღაც დედისთვის, ვიღაც მამაკაცისთვის ან ქალისთვის, ვიღაც ღმერთისთვის, ვიღაც კი დულსინეა ტობოსელისთვის. საჭიროა სტიმული ცხოვრების გაგრძელებისთვის.

რისთვის ჩნდებიან შვილები? რათა მშობლებს დაეხმარონ გრძნობათა სისტემის გადატვირთვაში. როგორც წესი ამ მომენტისთვის ისინი უკვე ძალიან არეულები არიან, ვერ ისწავლეს გულის კარნახით ცხოვრება. იბადება ბავშვი და მშობელი, უნდა მას ეს თუ არა, იწყებს ცხოვრების ახალი ენერგიით შეგრძნებას, უხარია, განიცდის, აქვს სინაზის განცდები, ზრუნავს. ბავშვები გვასწავლიან გახსნილობას, თანაგრძნობის უნარს, გვასწავლიან სიყვარულს, მოთმინებას.

სწორედ ამიტომ შვილის ძირითადი ვალი, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ „მატრიოშკის“ მეორე დონეზე, არის ის რომ არ უნდა ფილოსოფოსობდეს, არ უნდა არიგებდნენ მშობლებს ჭკუას, ისეთ თემებზე,რომლებიც წიგნებში ამოიკითხა, რელიგიიდან და მოგზაურობიდან გაიგო. ის უბრალოდ უნდა გრძნობდეს და უგებდეს მშობლებს.

დროთა განმავლობაში ბავშვები იზრდებიან და თუ ისინი არ მიეჩვიენ გულის კარნახით ცხოვრებას, გულწრფელობას, მაშინ მათ მშობლებს მოუწევთ ლოდინი სანამ შვილიშვილები არ დაიბადებიან, რათა კვლავ განიცადონ გრძნობათა გადატვირთვა.

ჩემს პრაქტიკაში არის ერთი ისტორია, რომელიც ძალიან კარგად უჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის როლი მშობლების გრძნობათა გადატვირთვისთვის. ქალმა გადაწყვიტა ემოქმედა „მატრიოშკის“ მიხედვით. საჭირო იყო დედისთვის გამოეთქვა დაგროვილი ნეგატიური გრძნობები და გამოეხატა მადლიერება. დედას აწუხებდა დემენცია, საწოლს იყო მიჯაჭვული და უკვე რამდენიმე წელი ვერავის ვერ ცნობდა. შვილი მივიდა დედასთან და მუხლებზე დაეცა მის საწოლთან და მართლა მოინანია ყველაფერი რასაც წლების განმავლობაში გულით ატარებდა. ამ ყველაფრის შემდეგ დედა მოულოდნელად წამოდგა საწოლიდან და თავისით შეძლო ტუალეტში გასვლა, შემდეგ დაბრუნდა ოთახში და სრულიად საღ გონებაზე დაიწყო ქალიშვილთან საუბარი.

როგორ აღვზარდოთ შვილი? მხოლოდ საკუთარი მაგალითით. თუ თქვენ მას ესაუბრებით ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს სწორად, თუ როგორი მნიშვნელოვანია გულწრფელობა და ტყუილის არ თქმა, მაგრამ ამავე დროს თქვენ თვითონ სხვაგვარად იქცევით - თქვენს შვილს, იქიდან რაც თქვენ ესაუბრეთ, არაფერი არ დაამახსოვრდება და ვერაფერს ვერ გაითავისებს, ის პირდაპირ დააკოპირებს თქვენს ქცევას. თუ თქვენ ამბობთ რომ ალკოჰოლი საშინელებაა, მაგრამ თავად ყოველ საღამოს მიირთმევთ ლუდს, თქვენი შვილიც აუცილებლად დაიწყებს ლუდის დალევას. თუ თქვენ უპატივცემულოდ ექცევით თქვენს მშობლებს, არ გამოხატავთ მათ მიმართ გრძნობებს, თქვენ ვერაფრით ვერ დაარწმუნებთ თქვენს შვილს რომ სხვანაირად მოიქცეს თქვენს მიმართ.

ბავშვი, მისი ქცევა და განსაკუთრებით მისი ჯანმრთელობა იმის მაჩვენებელია თუ რამდენად გულწრფელი ხართ სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეორე მშობელთან. თუ ის აბსოლიტურად ჯანმრთელია ეს ნიშნავს, რომ თქვენ თქვენს ადგილას ხართ. მაგრამ თუ ის მუდმივად გაციებულია, აქვს ალერგია, საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია, ტრავმები და ნებისმიერი სხვა მსგავსი რამ ეს ნიშნავს, რომ თქვენ სადღაც არაგულწრფელი ხართ ურთიერთობაში, პირველ რიგში საკუთარ მეუღლესთან (ან ყოფილ მეუღლესთან). თქვენ პირველ რიგში საკუთარ თავს ატყუებთ. ეს საკმარისი მიზეზია დაფიქრდეთ თქვენს ურთიერთობებზე: სად ხართ არაგულწრფელი, სად ატყუებთ საკუთარ თავს და თქვენს პარტნიორს.

ჩვენთან ლექციაზე დადის წყვილი, რომლებიც ადრე დაქორწინებულები იყვნენ. მათ ჰყავთ საერთო ვაჟი. მიუხედავად იმისა, რომ განქორწინებულები იყვნენ, ბოლომდე ვერ წყვეტდნენ ერთად ყოფნა უნდოდათ თუ არა, მუდმივად ცვლიდნენ გადაწყვეტილებას. ბავშვს დაეწყო ალერგია, რომელიც განსაკუთრებით მწვავდებოდა გაზაფხულზე მცენარეების ყვავილობის დროს. ერთხელაც, როცა ძლიერი შეტევის გამო ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში. დედა იჯდა მის საწოლთან როცა 5 წლის ბავშმა მას უთხრა: „ შენ და მამამ უბრალოდ უნდა იყიდოთ ბეჭდები, დაქორწინდეთ და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.“ თითქმის ერთი წლის შემდეგ ჩვენი გმირები მართლაც ჩამოყალიბდნენ და გადაწყვიტეს ბოლომდე ერთად გაევლოთ ცხოვრების გზა, დანიშნეს ქორწლის თარიღი, ამასთან ამჯერად გადაწყვიტეს ყველაფერი „ზრდასრულად“ გაეკეთებინათ, არა ისე როგორც პირველ ჯერზე, - ბეჭდებით, პატარა, მაგრამ მხიარული ქორწილით. მოვიდა გაზაფხული, მაგრამ შვილს ალერგია აღარ გაუმეორდა.

ძალიან ბევრი შეკითხვა მოდის თანდაყოლილ დაავადებებზე ბავშვებში. რატომ ხდება ასეთი უსამართლობა? სამართლიანობა. შვილები მოდიან როგორც მშობლების დამხმარეები. თუ მშობელს ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა მატრიოშკის ყველა დონეზე, შვილები ეხმარებიან ამ ტვირთის ზიდვაში - მათ შორის ავადმყოფობითაც.

შესაძლებელია სხვანაირად მოვახდინოთ ფორმულირება. როდესაც ორი ადამიანი - მამაკაცი და ქალი - ქმნიან ოჯახს, რაღაც დროის შემდეგ მათ ორივეს უყალიბდებათ საერთო იმუნური სისტემა. თუ ერთს რამე ემართება ეს აუცილებლად აისახება მეორე მეუღლეზეც. თუ ოჯახში ჩნდება ბავშვი იმუნიტეტი უკვე სამივეზე ნაწილდება (ოთხივეზე და ა.შ.). თუ ოჯახში ურთიერთობებში ჩნდება პრობლემები, არაგულწრფელობა, ასეთ დროს ზარალდება ყველაზე სუსტი ოჯახში, ბავშვი.

ჩვენ საიტზე განთავსებულია ახალგაზრდა დედის გულშიჩამწვდომი გამოხმაურება. მის ვაჟს დაბადებიდან თითქმის არ ეძინა და არც მას აძლევდა დაძინების საშუალებას: ღამე 15 წუთი ეძინა მერე კი 45 წუთი ტიროდა, შემდეგ ისევ იძინებდა 15 წუთი და ასე გრძელდებოდა მთელი ღამე. ნახევარი წლის განმავლობაში ბავშვის დაბადებიდან არც დედას და არ ბავშვს არ ძინებიათ 3 საათზე მეტი გადაბმულად. დედამ გაუკეთა მას ყველა შესაძლო გამოკვლევა და ანალიზი. მაგრამ ბავშვი აბსოლიტურად ჯანმრთელი იყო, უბრალოდ ასეთი თავისებურებით ხასიათდებოდა. დედა ნელ-ნელა ჭკუიდან იშლებოდა მუდმივი უძილობით.

ერთხელაც წარმოიდგინა თითქოს ფიქრებში შვილს ელაპარაკებოდა: „შვილო, ასე ძალიან რატომ არ გიყვარვარ, რატომ არ მაძლევ დაძინების საშუალებას?“ და ამ დროს ის მიხვდა, რომ შვილი გააჩინა არა იმიტომ რომ მზად იყოს დედობისთვის და რომ შვილი უნდოდა, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ ესიამოვნებინა მეუღლისთვის, რათა მისთვის ყოფილიყო კარგი მეუღლე. ამის გააზრების შემდეგ ის მაშინვე დაეცა მუხლებზე საწოლის წინ, სადაც მისი ვაჟი იწვა და ტირილით სთხოვდა მას პატიებას. ამის შემდეგ ძალა გამოლეულს ჩაეძინა. მოგვიანებით შეშინებულს გაეღვიძა რომ ბავშვმა არ გააღვიძა, ბავშვს კი მასთან ერთად მშვიდად ეძინა. მას შემდეგ ბავშვს აბსოლიტურად ნორმალურად ეძინა. აღმოჩნდა, რომ საკმარისია საკუთარი თვალთმაქცობის გულწრფელი გაცნობიერება რათა სრულიად შეცვალო სიტუაცია.

ჩვენს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები ძალიან მძიმე დიაგნოზით განიკურნენ, მას შემდეგ რაც მშობლებმა საკუთარი თვალთმაქცობა გულწრფელობით ჩაანაცვლეს.

ერთხელ ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე. მეგობრებთან ერთად ვიყავი ინდოეთში, ბევრ მათგანს რუსეთში ჰყავდა შვილები დატოვებული. თუ მეუღლეებს შორის რაღაც იცვლებოდა უკეთესობისკენ - არ აქვს მნიშვნელობა ვისი ინიციატივით, შვილებისთვისაც, რომლებიც იმყოფებოდნენ რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით, რაღაც იცვლებოდა უკეთესობისკენ. მაგრამ თუ მშობლებს შორის ხდებოდა კონფლიქტი, მაშინ შვილებსაც რაღაც უსიამოვნება ხვდებოდათ, სურდო, ორიანი სკოლაში ან რამე სხვა.

თუ თქვენ გყავთ შვილები და ისინი ავადმყოფობენ, ძალიან გთხოვთ პირველ რიგში გადახედეთ თქვენს ურთიერთობას თქვენს მეორე ნახევართან - ცოლთან ან ქმართან. თუ დარწმუნებული ხართ, რომ მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობები გაქვთ, მაშინ გადახედეთ „მატრიოშკის“ ქვედა დონეებს, პრობლემების წყარო აუცილებლად იქ იქნება. არასოდეს ეძებოთ მიზეზი ზედაპირზე: „კატის ბეწვზე აქვს ალერგია“, „გასტრიტი აქვს, იმიტომ რომ მაკდონალდში უყვარს ჭამა“. არა! თქვენი შვილის ალერგია და გასტრიტი თქვენი არაგულწრფელობის შედეგია, რადგან თქვენ გულის კარნახით არ ცხოვრობთდა თამაშობთ „კარგის როლს“. ამის გამო თქვენი შვილი ავადმყოფობს, რათა თქვენ ხელახლა გახსნათ გრძნობათა ნაკადი.

რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო? იყავით ისეთი როგორიც დედა ბუნებამ შეგქმნათ. თუ ხართ შვილი - პატივი ეცით და მადლიერი იყავით მშობლების. თუ ხართ მეგობარი, იყავით მეგობარი და არა მოღალატე. თუ რაღაც არ გაკმაყოფილებთ ნუ იქნებით ლაჩარი, ნუ შეგაშინებთ საკუთარი შიშები - ხმამაღლა ისაუბრეთ მათ შესახებ. თუ ხართ ცოლი, გიყვარდეთ ქმარი, პატივი ეცით თქვენს მეორე ნახევარს, გამოხატეთ მადლიერება. ამის შემდეგ თქვენს შვილებს აღარ მოუწევთ ავადმყოფობა.

ცალკე მინდა დედების ყურადღება გავამახვილო იმაზე თუ როგორ უნდა ეძებონ საკუთარი შვილების პრობლემების მიზეზები: ქალიშვილის ავადმყოფობა და უუნარობა (ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, არეული ცხოვრება) პირველ რიგში მეტყველებს თქვენს შეუსრულებელ როლზე რომელიმე ახლობელი ქალბატონის წინაშე, დიდი ალბათობით საკუთარი დედის ან იმ ქალბატონის, რომელმაც დედის ფუნქცია შეასრულა; ვაჟიშვილის ავადმყოფობა და არეული ცხოვრება - არის თქვენი არაგულწრფელობის და უპატივისმცემლო დამოკიდებულების შედეგი მისი მამის მიმართ.

ერთ-ერთმა ჩვენმა მსმენელმა გადაწყვიტა მოსულიყო ტრენინგზე ქალიშვილის ავადმყოფობის გამო - მის მოზარდ ქალიშვილს აღმოაჩნდა გულის კედლის დეფექტი. ექიმები ურჩევდნენ ღია გულის ოპერაციას, რომელიც არამხოლოდ უკიდურესად ტრავმულია ორგანიზმისთვის, ასევე მოითხოვს ხანგრძლივ რეაბილიტაციას და მომავალში იწვევს ბევრ შეზღუდვას ბავშვის ცხოვრებაში. ტრენინგზე ქალი მიხვდა, რამდენი გამოუთქმელი გრძნობა ჰქონდა ყოფილი ქმრის, დედის და საკუთარი თავის წინაშე. საკუთარი გრძნობების გაცნობიერების, გამოხატვის, საკუთარი დამოკიდებულებების გადახედვის პარალელურად მოხდა ისე რომ მან გაიცნო ქირურგი, რომელიც იყო ერთადერთი, რომელიც დათანხმდა ჩაეტარებინა ოპერაცია მინიმალური ინვაზიური მეთოდით (გულ-მკერდის გახსნის გარეშე). ოპერაციამ ჩაიარა ძალიან კარგად ისევე როგორც რეაბილიტაციის პერიოდმა.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ დონის შესახებ ლექციებზე და ტრენინგებზე, როგორც წესი ისმის შეკითხვა: „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ ჩემმა მშობლებმა არაფერი არ იციან „მატრიოშკის“ შესახებ და არაფერს არ აკეთებენ მასთან მიმართებაში, განწირულები ვართ წარუმატებლობისთვის და ავადმყოფობისთვის?“ არა. «მატრიოშკა» გაძლევთ აუცილებელ ინსტრუმენტებს რათა შეძლოთ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და სცენარის შეცვლა. თუ თქვენ გყავთ შვილები, ასეთ შემთხვევაში თქვენ იცით როგორ შეიძლება, რომ მათ დაეხმაროთ რათა უფრო ჯანმრთელები და წარმატებულები გახდნენ.

მშობლები ხშირად სვამენ შეკითხვას: „კარგი დედა ვარ/კარგი მამა ვარ?“ არ არსებობს ინსტრუქცია იმის თაობაზე თუ როგორ უნდა ვიყოთ კარგი მშობლები. შეგიძლიათ იყოთ გულწრფელი ან დაბნეული მშობელი, მაგრამ თქვენ ხართ ერთადერთი შესაძლო მშობელი თქვენი შვილისთვის.

 


 

humans

მატრიოშკა - „მე - ადამიანი, ანუ კაცობრიობის სამსახურში“

ოდესმე ყველა ადამიანი ვითარდება და იზრდება იმის გაცნობიერებამდე და შეგრძნებამდე, რომ ის არ არის მხოლოდ ქმარი/ცოლი, შვილი, მეგობარი, კოლეგა, უფროსი და მშობელი. ის ხვდება რომ არის ადამიანი. უზარმაზარი მთლიანობის „კაცობრიობის“ პატარა ნაწილაკი.

ეს ძალიან მაღალი დონეა, სადაც ქრება საზღვრები სქესებს, მთავრობებსა და რელიგიებს შორის.

ამ დონეზე იაზრებთ, რომ შეუძლებელია იყოთ ბედნიერი, თუ ადამიანები ქვენს ახლოს არ არიან ბედნიერები და აქვთ პრობლემები. შეუძლებელია იყო ბედნიერი იმ ქვეყანაში სადაც ომია. თქვენ ხვდებით, რომ თქვენი ბედნიერება მთლიანად დამოკიდებულია სხვა ადამიანების ბედნიერებაზე, რომლებიც თქვენს გარშემო არიან და იწყებთ საკუთარი ძალების და ენერგიის ინვესტირებას ბედნიერების ზოგადი დონის გაუმჯობესებაში.

რთულია ლოგიკურად ჩავწვდეთ თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, მაგრამ რაც უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავთ იმაზე, რომ სარგებელი მოვუტანოთ სხვა ადამიანებს, მით უფრო ნაკლები პრობლემები გვაქვს თავად ჩვენ და უფრო ბედნიერი ვართ. ამის შემოწმება შესაძლებელია.

თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით რა როლი გაქვთ და საიდან უნდა დაიწყოთ ბედისწერის ტრანსფორმაცია დღეს, ვერ გარკვეულხართ თქვენს გრძნობებში დედის, მამის, მეუღლის მიმართ ან თუ თქვენ არ შეგიძლიათ გადააბიჯოთ საკუთარ შიშებს და წყენებს, რომ შემდეგ შეძლოთ გულწრფელად გამოხატოთ ის რაც შიგნით გაქვთ, შემიძლია დაგამშვიდოთ - შეგიძლიათ დაიწყოთ არა პირველი „მატრიოშკის“ დონიდან, არამედ პირდაპირ მეექვსედან. შეგიძლიათ დაიწყოთ რაღაც სასარგებლოს კეთება ადამიანებისთვის.

პეტერბურგში ტრენინგზე იყო ქალბატონი რთული საკითხების მთელი კომპლექტით - რამდენიმე მილიონიანი ვალიდან დაწყებული, დედის მძიმე დაავადებით დამთავრებული. მას ჯერ კიდევე ვერ გაერკვია როგორ უნდა მოქცეულიყო დედის, მამის, ყოფილის, ბიზნეს პარტნიორების მიმართ. თუმცა გაიგო, რომ ის არის ერთი მთლიანი სისტემის „კაცობრიობის“ პატარა ნაწილი და რომ ნებისმიერი ვინც მის სიახლოვეს იჯდა მისნაირი ადამიანი იყო განხვავებული გარეგნობით.

ერთხელ ჩვენ ცოტა გაგვიგრძელდა ტრენინგი და ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც შორს ცხოვრობდა, კრონშტადში, გადაწყვიტა სახლში წასულიყო. ქალბატონმა რომლის შესახებაც გიყვებოდით, თავდაპირველად გაიფიქრა რომ ეს ადგილი მისი სახლის საპირისპირო მხარეს იყო, დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით, მაგრამ მისი ხელი თითქოს მისგან დამოუკიდებლად აიწია და ქალბატონს შესთავაზა დახმარება და სახლამდე მიყვანა. ეს გახდა პირველი ნაბიჯი პრობლემების მოგვარების გზაზე.

მის სახლთან ახლოს იყო ონკოლოგიური ცენტრი, ის მივიდა იქ და შესთავაზა დახმარება, იყიდა მათთვის საახალწლო საჩუქრები- ეს მოხდა დეკემბერში. ის ცდილობდა მაღაზიაში მოხუცების დახმარებას - რაღაცეების ყიდულობდა მათთვის, ეხმარებოდა სიმძიმეების ტარებაში. ერთხელ ქუჩიდან წამოიყვანა გაყინული მამაკაცი, მიიყვანა სახლში, გაათბო, აჭამა და ფული მისცა.

ერთ დღესაც მან გაიაზრა რომ ბიზნეს პარტნიორებთან თამაშობდა მოსამართლის, მასწავლებლის და არა პარტნიორის როლს. მან მოინანია მათ წინაშე და ამის შემდეგ მისმა ვალმა დაიწყო შემცირება. ბოლო ვალი - 45 მილიონი მოიშორა ჩვენი ერთ-ერთი მორიგი შეხვედრის წინ.

რისი გაკეთება შეიძლება კაცობრიობისთვის?

არსებობს სასარგებლო საქმიანობის ორი ძირითადი სახეობა, მას ასევე უწოდებენ მსახურებას - პასიურ და აქტიურ მსახურებას.

აქტიური მსახურება - ეს არის მოხალისეობა, ქველმოქმედება, ტაძრების მშენებლობა, ასევე პასუხისმგებლობის აღების უნარი საკუთარ ნეგატიურ ფიქრებზე, გრძნობებზე და საქციელზე. სულ მცირე ეს არის სხვა ადამიანისთვის ზიანის არ მიყენება: თუ სიკეთის გაკეთება არ შეგიძლია, ცუდს მაინც ნუ გაუკეთებ სხვას. შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარ სადარბაზოში იატაკის მოწმენდით, ან სადარბაზოს წინა ტერიტორიის დაალგებით. შეგიძლიათ დაიწყოთ იმით რომ სიგარეტის ნამწვავი სანაგვე ურნაში ჩააგდოთ და არა დააგდოთ მიწაზე, ტრანსპორტში აგრესიას აგრესიით არ უპასუხოთ, დაუთმოთ სხვას ადგილი, გაუღოთ კარი და გაუღიმოთ.

პასიური მსახურება - ეს არის ლოცვა, მანტრები, მედიტაცია ვინმესთვის ან მთელი კაცობრიობისთვის.

მთავარი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ: „რა სარგებლობა მომაქვს ადამიანებისთვის?“ საკუთარი სამუშაოს შესურლებაც კი შეიძლება ეგოისტურად ამ მსახურებრივად. გახსოვთ სტოპა ბიძია? დღეს ბევრი იწყებს მუშაობას პოლიციაში, რადგან საკუთრი თავისთვის სარგებლობას ელიან. სტოპა ბიძია კი სამსახურში დადიოდა არა ხელფასის გულისთვის, არამედ იმიტომ რომ საზოგადოებისთვის ყოფილიყო სასარგებლო და რომ სხვებს დახმარებოდა.

ზოგიერთი ექიმი ფულს აკეთებს პაციენტებით, ზოგი კი გულწრფელად ეხმარება მათ განკურნებაში. ერთი კონსულტანტი ფულის გულისთვის მუშაობს მაღაზიაში და მზად არის ნებისმერი რამე აყიდინოს მომხმარებელს, მეორე კი ცდილობს მოუსმინოს თითოეულ კლიენტს და ისეთი რამე აარჩევინოს რაც მას სჭირდება. ნებისმიერი საქმე შეიძლება გადაიქცეს მსახურებად, თუ მას შევასრულებთ სხვებისთვის სარგებლობის მოტანის და საკუთარი საქმის კარგად შესრულების განზრახვით.

ერთხელ ინდოეთში შევხვდი ერთ წმინდანს, რომელსაც ახლდა ქალბატონი რუსეთიდან. ეს ქალბატონი მუშაობდა ვალების შეგროვების სააგენტოში და ძალიან განიცდიდა და ფიქრობდა. რომ ეს იყო ცუდი სამსახური, რომლის გამოც ბევრი ადამიანი იტანჯებოდა. მან ჰკითხა წმინდანს ხომ არ ჯობდა წამოსულიყო ამ სამსახურიდან? მან კი უპასუხა: „რატომ?“ ნუთუ შენ ფიქრობ, რომ არსებობს სამსახური, რომელიც მიუღებელია ადამიანებისთვის და ღმერთისთვის?“

შემდეგ ამ ქალბატონმა გვიამბო, რომ მან ამ მომენტში გაიაზრა, რომ ის ეხმარებოდა ადამიანებს ესწავლათ ვალების გასტუმრება, საკუთრი ვალდებულების შესრულება, რომ ყოფილიყვნენ უფრო პასუხისმგებლიანები. ამის შემდეგ მან გადაიფიქრა სამსახურიდან წამოსვლა. ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ მას მისცეს ბონუსი, რომლითაც შესაძლებელი იყო ერთ ოთახიანი ბინის ყიდვა და გარემონტება.

ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ სურთ სხვა ადამიანების დამხარება. თუმცა დახმარება მათი გაგებით არის ისეთი ადგილი, სადაც ყველა მათ დაკრულზე იცეკვებს და რასაც ისინი ეტყვიან იმას გააკეთებენ. ტელევიზორში, ინტერნეტში საუბრობენ იმაზე, რომ ადამიანების დახმარება ნიშნავს მათ განკურნებას, ბედისწერის წინასწარმეტყველებას, ლამაზი სიტყვების თქმას. თუმცა როგორ ვიყოთ ადამიანი ამას არავინ არ გვასწავლის. სინამდვილეში, თუ გინდა სხვების დახმარება სიგარეტის ნამწვავი გადააგდე ურნაში და არ დააგდო მიწაზე, დაუთმე სხვას ადგილი, გაუღე კარი, მწვანეზე გადადი გზაზე. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საინტერესო, არაპოპულარულია, რადგან ყურადღებას არ იპყრობს.

საინტერესოა ყურადღების მიქცევა იმის ხარჯზე, რომ მე საინტერესო ვარ, სხვებისგან გამორჩეული. მაგრამ კაცობრიობის სამსახური, პირიქით არის, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ: მე - ისეთი ვარ, როგორიც ყველა სხვა ადამიანი ჩემს გარშემო, შენი ტკივილი ჩემი ტკივილია, შენი სიხარული ჩემი სიხარულია.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ „მატრიოშკა“ მუშაობს ორი მიმართულებით: შეგიძლიათ დაიწყოთ პირველი დონიდან, სხეულის დონიდან, შემდეგ გადახვიდეთ მეორეზე, მესამეზე და ა.შ. - ან თუ ვერ ხვდებით საიდან დაიწყოთ და რა გააკეთოთ, დაიწყეთ მეექვსე დონიდან, ნახეთ რა სარგებლობის მოტანა შეიგიძლიათ სხვა ადამიანებისთვის და ესეც იმუშავებს.


 

მატრიოშკა „გათავისუფლება“

გათავისუფლება, მოქშა, ნირვანა, ზეციური სამეფო, ქრისტეს ცნობიერება, ბუდას ცნობიერება, გასხივოსნება - ყველა ეს არის ვალებისგან გათავისუფლება და მატერიალური არსებობის მატრიციდან გამოსვლა. ადამიანური ცხოვრების მიზანია - სხეულის დონიდან დაწყება და გათავისუფლების სტადიამდე მისვლა. ზოგი ამბობს, რომ ის არის სხეული, ვიღაც ამბობს, რომ არის შვილი, ვიღაც მწერალია, ინჟინერი, ოპერატორი, ვიღაც იტყვის, რომ მეუღლეა, ვიღაც იტყვის რომ არ იცის ვინ არის, უბრალოდ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ვიღაც გიპასუხებთ, რომ ღვთის შვილია, და ეს არის ევოლუციის ძალიან მაღალი დონე.

ადამიანები, რომლებიც აღწევენ ამ სტადიამდე - და ეს ერთეული შემთხვევებია, არ ესწრებიან ტრენინგებს და არ კითხულობენ წიგნებს, ამიტომ ამ მატრიოშკაზე ძალიან დეტალურად არ ვისაუბრებთ.

ყველა რელიგიაში საუბარია იმაზე, რომ არსებობს ასეთი მდგომარეობები. თუმცა აღწერილი არ არის, რადგან ადამიანური ენით შეუძლებელია ღმერთის აღწერა. ის ვინც შეიცნობს ღმერთს თავად გახდება ღმერთი. თუმცა ღმერთამდე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ადამიანად გახდომით.


 

როგორ ვიმუშაოთ „მატრიოშკასთან“?

მატრიოშკების სისტემა - არის ვიზუალურად გამოხატული პრინციპები, რომლის მიხედვითაც მუშაობს ჩვენი მატერიალური სამყაროს მატრიცა. ჩვენი რეალობა ჰგავს კომპიუტერულ თამაშს, თუმცა აქ, თამაშისგან განსხვავებით, შეგვიძლია ერთი დონიდან მეორეზე გადასვლა წინა დონის სრულფასოვნად გავლის გარეშე, ვალებით. თუმცა ეს ვალები რეალურ ცხოვრებაში გვიქმნის პრობლემებს.

ხშირად მისვამენ შეკითხვას: აუცილებელია ყველა დონის გავლა, რათა მივაღწიოთ საბოლოო გათავისუფლებას? პასუხია: არა. აუცილებელია პირველი სამი დონე: სხეულის, მშობლის და სოციუმის. ამის შემდეგ ადამიანს შეუძლია აირჩიოს - გააგრძელოს ცხოვრების გზა და განვითარება ოჯახთან ერთად თუ მარტომ.

თუ სურვილები არ ხდება, თუ ახლანდელში არსებობს პრობლემები (ჯანმრთელობასთან, ფულთან, საკუთარი დანიშნულების გაგებასთან, შვილებთან, პირად ცხოვრებასთან და ა.შ. დაკავშირებული), ეს ნიშნავს, რომ სადღაც დარჩა გაუსტუმრებელი ვალები.

გულწრფელად რომ ვთქვათ, ტერმინი „ვალის გასტუმრება“ არ არის ბოლომდე სწორი და გამოიყენება მხოლოდ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არსებობენ დროის გაკრვეულ მონაკვეთში. გრძნობის ვალის გასტუმრება კი საჭიროა მუდმივად, საკუთარი გულწრფელობით მთელი ცხოვრების განმავლობაში. ნუ შეგეშინდებათ ისაუბროთ თქვენი ნეგატიური გრძნობების შესახებ და მეორე ადამიანს მიეცით უფლება თავად აირჩიოს გაბრაზდეს და გაღიზიანდეს თქვენზე თუ პირიქით.
ყველა ადამიანი თავად ირჩევს როგორი რეაქცია ჰქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე, ამა თუ იმ სიტყვებზე.

ჩვენ კი იმის სურვილით, რომ თავი უფრო უკეთესად წარმოვაჩინოთ ვყლაპავთ ჩვენს გრძნობებს.

მონანიების პრაქტიკა გვეხმარება გავთავისუფლდეთ იმისგან, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებთ ჩვენს შიგნით. გულწრფელობა კი არის ის რაც აუცილებელია ყოველ წამს.

პატიების თხოვნა აუციელებელია ყველა დონეზე, საკუთარი სხეულისთვისაც კი. ბევრი იკითხავს, სხეულს რატომ უნდა ვთხოვოთ პატიება? თუ თქვენ ვერ ახერხებთ გამოძინებას, სვავთ ალკოჰოლს, გაქვთ სექსუალური კავშირი ყველა გამლელთან, სხეული იფიტება და გადაიქცევა ტილოდ და რაღაც მომენტში დაავადდება - აი მაშინ შეძლებთ მხოლოდ მასზე იფიქროთ. როგორ მუშაობს მონანიების ტექნიკა საკუთარ სხეულთან? დასავლელი სპეციალისტები გვთავაზობენ აფირმაციებით მუშაობას: „მე ლამაზი ვარ, მე ძლიერი ვარ“, მაგრამ ეს არის ანეგდოტის მსგავსი:

ზის ზღარბი და ამბობს:

–არ გავაკუებ, არ გავაკუებ, არ გავაკუებ!

გააკუა.

– მე არ ვიყავი, მე არ ვიყავი ...

აიღეთ ქაღალდის ფურცელი, კალამი და დაწერეთ: „ძვირფასო ჩემო სხეულო! მაპატიე, გთხოვ, რომ დანიშნულებისამებრ არ გიყენებ. ამ შაბათ-კვირას შენ უნდა დაგესვენა, მე კი გაიძულე გემუშავა. ღამე დისკოთეკაზე გავათენე, დილით კი საქმეებზე გავიქეცი. მაპატიე, გთხოვ, რომ უპატივისმცემლოდ გექცევი, იმისთვის, რომ გფიტავ: ვჭამ რაც მომხვდება, მძინავს პირველ შემხვედრთან“. საკმარისია, როცა კი იგრძნობთ შვებას. თუ ვერაფერი ვერ იგრძენით სცადეთ კიდევ ერთხელ. მადლიერების და სიმსუბუქის შეგრძნება უნდა წამოვიდეს შიგნიდან.

ხშირად რთულია იმის დაჯერება, რომ ჩვენს გულწრფელ ან არაგულწრფელ ურთიერთობას ახლობელ ადამიანთან შეუძლია ასეთი ძლიერი ზეგავლენის მოხდენა ცხოვრების ყველა სფეროზე. ჩემი ლექციების მსმენელებს ვთავაზობ პირდაპირ ახლავე დაიწყონ საკუთარი ცხოვრების გრაფიკის გაწერა: თარიღების მიხედვით გაწერეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მოვლენა, და რა ხდებოდა ურთიერთობებში ამ დროს. თქვენ დაინახავთ, რომ ყველა სასიხარულო მოვლენასთან დაკავშირებულია მომენტი, როდესაც თქვენ იყავით გულწრფელი და რის გამოც გრძნობებით დაიმუხტეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან, ყოველ ნეგატიურ მოვლენას კი წინ უსწრებდა კონფლიქტი, გრძნობების არ გამოთქმა, არაგულწრფელობა.

თუ თქვენ გინდათ ამ წუთიდანვე დაიწყოთ ბედისწერის ტრანსფორმაცია აიღეთ კალამი და ფურცელი, გაიხსენეთ და ჩამოწერეთ ყველა: ნათესავის, მეგობრის, ყოფილი და ამჟამინდელი შეყვარებულების, კოლეგების და უფროსების სახელები, რომელთა მიმართაც დაგრჩათ გამოუთქმელი გრძნობები, რომლებსაც რაღაც ვერ უთხარით. ვიხსენებთ როგორც ნეგატიურ ასევე პოზიტიურ გრძნობებს. ამის შემდეგ აუციელებლია ამ გრძნობების გამოხატვა - ვისთანაც შეგიძლიათ პირადად შეხვედრა შეხვდით, თუ შეხვედრა ვერ ხერხდება დაურეკეთ, მოძებნეთ სოციალურ ქსელში. თუ არ არსებობს ადამიანთან დაკავშირების არანაირი საშუალება ან თუ უკვე გარდაცვლილია - მისწერეთ წერილი. ვალის გასტუმრების და დაბრუნების მანიშნებელია მადლიერების მკვეთრი გრძნობა და განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც არაფერში არ შეგეშლებათ.

ჩვენი აბსოლუტურად ყველა სურვილის ასრულებაა შესაძლებელი. მაგრამ დაბადებიდან ჩვენ ვიღებთ უზარმაზარ კრედიტს ბანკიდან სახელად „ცხოვრება“ და არც პროცენტებს ვიხდით და არც ვალს ვაბრუნებთ - ვალს ვიღებთ მშობლების, ნათესავების, მეგობრების, კოლეგებისგან. როგორ ფიქრობთ მოვალეს ვინმე რამეს მისცემს კიდევ? მაგრამ როგორც კი ვიწყებთ ვალების დაბრუნებას, ცხოვრება იწყებს ჩვენთვის ბონუსების დარიცხვას - ფულის, კარიერის, საყვარელი ადამიანების, შვილების, მოგზაურობის და სახლის სახით.

გთხოვთ არ დაიჯეროთ რასაც გელაპარაკებით და გადაამოწმეთ თითოეული სიტყვა! შთაგონებისთვის გაგიზიარებთ ისტორიებს ჩემი პრაქტიკიდან.

ხანდახან ხდება ისტორიები, რომლებსაც მე ვეძახი ფანტასტიურებს. აი ერთ-ერთი მათგანი. ერთი ქალბატონი დაქორწინებული იყო „დიდ კომბინატორზე“. მეუღლემ ის გადააქცია საკუთარ ფინანსურ დირექტორად, თავად არც ერთ დოკუმენტზე არ ფიგურირებდა, ყველა დოკუმენტი და კრედიტებიც კი ცოლზე იყო გაფორმეული. ცოლი ქმარს ენდობოდა და დიდად არ უკვირდებოდა რაზე აწერინებდა მეუღლე ხელს.

რაღაც დროის შემდეგ ქმარმა ის მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა. პირველ ცოლს კი დარჩა მის სახელზე გაფორმებული, დასაფარი კრედიტი ბანკში - მილიონ ევროზე ცოტა მეტი. მას არასოდეს არ უმუშავია, მხოლოდ დოკუმენტებზე აწერდა ხელს. ყოველ დღე ურეკავდნენ ბანკიდან და ემუქრებოდნენ. ის მოვიდა ტრენინგზე შეკითხვით: როგორ მოვიქცე?

ჩვენ ერთად გადავხედეთ მის ყველა ურთიერთობას და აღმოვაჩინეთ მისი არაგულწრფელობა ყოფილი მეუღლის, მშობლების, მეგობრების და ნაცნობების მიმართ. მან დაძლია შიში, რომ იმასაც კი წაართმევდნენ, რაც ქმრის წასვლის შემდეგ დარჩა - სახლს, მანქანას და დაიწყო რასაც გრძნობდა იმის გამოხატვა. თუ ეს იყო ნეგატივი, მაშინ ის გულწრფელად ინანიებდა გულწრფელი „მაპატიეთი“, თუ ეს იყო მადლიერება - მაგალითად, ქმრის მიმართ შვილების და ოქროს ფინანსური წლებისთვის, მსგავს შემთხვევებში ის მუხლებზე დამდგარი გამოხატავდა მადლიერებას.

ერთხელ მან მომწერა: ბანკიდან მოვიდა წერილი ვალების ჩამოწერის შესახებ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი ბანკშიც ვერ ამიხსნეს, რადგან არავის არ დაუფარია ეს ვალი. უბრალოდ ჩანაწერის ისტორიიდან გაქრა ყველაფერი რაც ამ მილიონიან კრედიტს ეხებოდა.

პარალელურად მას კიდევ ერთი ისტორია გადახდა. სანამ ფინანსური პრობლემები შეეხებოდა მან ნაცნობებს ასესხა დიდი თანხა ბინის თავდების სანაცვლოდ. მოლაპარაკება იყო ასეთი, რომ ის აძლევდა მათ ფულს ერთი წლით და თუ ერთი წლის შემდეგ ისინი ამ ფულს ვერ დააბრუნებდნენ ბინა მისი საკუთრება გახდებოდა. გავიდა ერთი წელი და ეს ადამიანები ამბობენ: „რა ფული, რისი ფული? ჩვენ არაფერი არ ვიცით. შენ ჩვენ უნდა დაგვიბრუნო ჩვენი ბინის საბუთები“. ამის შემდეგ მათ სამჯერ უჩივლეს სასამართლოში. საბოლოოდ, მესამე სასამართლო მოსმენის შემდეგ ბინა გადავიდა მის სახელზე დასკვნით, რომ ეს არის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თითქოს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ ისტორიას ბევრი მოწმე ჰყავს.

რატომ შეექმნა ამ ქალბატონს ფულთან დაკავშირებული პრობლემები? რატომ გაუჩნდა ვალები? იმიტომ, რომ ის მას დაუგროვდა თითქმის ყველა ახლობლის ვალი გულწრფელობის კუთხით. მას არ უნდოდა ყოფილიყო გულწრფელი, გაეცა გრძნობები, ყურადღება, ამიტომ მას ამ ყველაფრის სანაცვლოდ ფულადი ვალი დააკისრეს. მაგრამ როგორც კი მან შეცვალა ქცევის მოდელი, მაშინვე გაქრა მისი „დასჯის“ აუცილებლობა.

ჩვენს გამომწერებში არის ერთი მამაკაცი, რომელმაც დიეტების და რაიმე სპეციალური საშუალებების გარეშე მოახერხა 55 კილოს დაკლება. ალექსეი სტომატოლოგია და რამდენიმე ხნის წინ გადავიდა ახალ კლინიკაში, სადაც მისი უფროსი გახდა ადამიანი, რომელსაც ის თვლიდა მასწავლებლად საკუთარ პროფესიაში. მაგრამ უფროსმა დაიწყო მისი ღიად დამცირება, არამარტო როგორც ხელქვეითის არამედ როგორც პიროვნების და მამაკაცის.

ალექსეის შიგნით ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს: ამ ადამიანის მიმართ აბსოლიტური პატივისცემა და ამავე დროს წყენა, გაღიზიანება, სიძულვილი. ამბობდა, რომ ხანდახან მზად იყო მოეკლა. თუმცა სურვილი დარჩენილიყო კარგ, წესიერ ადამიანად არ აძლევდა იმის საშუალებას რომ თავისი გრძნობები გამოეხატა. დაახლოებით ამავე პერიოდში ჩვენი გმირი დაქორწინდა და ძალიან მოკლე პერიოდში მოიმატა 55 კილოგრამი - გვიგზავნიდა სურათებს სადაც ბეგემოტს ჰგავდა.

ამ ყველაფრის შემდეგ ალექსეიმ გაიაზრა, რომ ის საკუთარ თავს ატყუებდა, როგორც უფროსის ისე მეუღლის შემთხვევაში და რომ ის მუდმივად ყველას უთმენდა. ამის შემდეგ მან დაიწყო ამ ნეგატივის გამოხატვა ამ ადამიანების მიმართ და პატიება სთხოვა საკუთარი სისულელის და არაგულწრფელობის გამო. ამის შემდეგ ძალიან საინტერესო ეფექტს ჰქონდა ადგილი: მიუხედავად იმისა, რომ არანაირ დიეტას არ იცავდა (მისი თქმით ხანდახან ადრინდელზე მეტსაც კი ჭამდა) და არაფერს არ აკეთებდა სპეციალურად, მან დაიწყო გახდომა. ალექსეი ყვება, რომ მხოლოდ ერთ გვერდით მოვლენას ჰქონდა ადგილი - ყოველ 15 წუთში ერთხელ დარბოდა საპირფარეშოში მოსაშარდად. 1 წლის მანძილზე მან დაიკლო 55 კილო, ისე რომ აღარ მოუმატია.

გახსოვთ, გეუბნებოდით, რომ სხეული პირველი გაძლევთ გაფრთხილებას, რომ სადღაც სხვებს და საკუთარ თავს ატყუებთ? ალექსეის სხეულმა მისცა გაფრთხილება, რომ ის ნეგატიურ გრძნობებს აგროვებდა შინაგანად, მან ყურადღება მიაქცია ამ გაფრთხილებას და დაიწყო გრძნობების გამოხატვა.


სამყაროს კანონები

ჩვენი სამყაროს მუშაობის ძირითადი პრინციპები ყველა რელიგიაშია აღწერილი. ამ პრინციპების დაცვა არის გარანტი, რომ ჩვენი ბედი წარიმართება ყველა არსებული ვარიანტიდან ყველაზე საუკეთესო და სასურველი სცენარით. მაგრამ თქვენ გამოგიმუშავდათ ჩვევა დაარღვიოთ ეს პრინციპები და კანონები. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს განზრახ არ ვაკეთებთ და არც იმიტომ რომ გვინდა ვიცხოვროთ სამყაროს კანონზომიერების საწინააღმდეგოდ, უბრალოდ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ცოდნა პრაქტიკაში და ყოველდღიურობაში.

ცხოვრების გზაზე ჩვენ მუდმივად ვხვდებით სხვადასხვა სიტუაციებში და ვურთიერთქმედებთ ადამიანებთან. ურთიერთობის და ურთიერთქმედების პროცესში გვიჩნდება გრძნობები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ქცევას. რეაგირების და რეაქციის არჩევისას როგორც წესი ვეყრდნობით გამოცდილებას, საკუთარს ან ახლობელი ადამიანისას, წიგნში წაკითხულს, ინტერნეტში ნანახს და ა.შ. რამდენიმეჯერ მოვახდინეთ რეაგირება კონკრეტული სახით და უკვე ჩამოგვიყალიბდა კონრეტული ქცევის ჩვევა მსგავსს სიტუაციებში.

ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ჩვევებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება და ფატალურ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ბედისწერაზე.

მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ჩვენი ბრალი არ არის ის, რომ ასეთი ჩვევა ჩამოგვიყალიბდა, არა, უბრალოდ ასე მოხდა. რაღაც მომენტამდე უბრალოდ არ გვქონდა ცოდნა იმის შესახებ სხვანაირად როგორ უნდა გვეცხოვრა. მე მოგიყვებით როგორ ჩამოყალიბდა ეს ჩვევები, რა ზეგავლენას ახდენენ ბედისწერაზე და რა უნდა მოვუხერხოთ მათ.


 

ratatui111

“ჭკუის კოლოფობის“ ჩვევა, ანუ „მე ვიცი თქვენ როგორ უნდა იცხოვროთ“

როგორც ქირომანტ-ქიროლოგმა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ რუსულ ენოვან ქვეყნებში ასეთი „ჭკუის კოლოფები“ მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტს შეადგენს. „ჭკუის კოლოფობა“ სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი ინტელექტის მაღალი დონით ან ფართო მსოფლმხედველობით გამოირჩევა. „ჭკუის კოლოფი“ არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ იცის რა არის სწორი, სხვებმა რა უნდა აკეთონ და როგორ უნდა იცხოვრონ. ჭკუის კოლოფი მუდმივად აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას (მაშინაც კი როცა აზრს ხმამაღლა არ გამოთქვამს შინაგანი მონოლოგი აქვს): მეზობელი როგორ უნდა ესაუბრებოდეს ქმარს და როგორ უნდა ზრდიდეს შვილებს, მასწავლებელი როგორ უნდა ასწავლიდეს, ექიმი როგორ უნდა მკურნალობდეს, გამყიდველი როგორ უნდა იქცეოდეს მყიდველთან, როგორ უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი და პრეზიდენტი როგორ უნდა მართავდეს ქვეყანას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ეს ადამიანი მუდმივად დგას მაღლა აწეული საჩვენებელი თითით: „მე თქვენ გასწავლით როგორ უნდა სწორად ცხოვრება!“

ამ ჩვევის ანალოგი არსებობს მსოფლიოს ყველა რელიგიაში - ამპარტავნება. მკვლელობაც კი - ამპარტავნების შედეგია. მიზეზი ყოველთვის ერთია: „მე ვიცი როგორ უნდა ცხოვრობდეთ ან გეცხოვრათ“. „ჭკუის კოლოფი“ არასდროს არ თამაშობს იმ როლს, რომელსაც იმ მომენტში უნდა თამაშობდეს – შვილის, მეუღლის, მეგობრის და ა.შ. ის ყოველთვის არის - მოსამართლე, კრიტიკოსი, ფსიქოლოგი, მასწავლებელი, გურუ.

თითქოს ლოგიკურია შეკითხვა: როცა ხედავ რომ ადამიანი ცდება ნუთუ არ შეიძლება მას ამაზე მიუთითო? რატომ არ შეიძლება საკუთარი მოსაზრების გამოთქმა?

პირველ რიგში, საკუთარი მოსაზრება უნდა გამოთქვათ მხოლოდ მაშინ როცა ამას გთხოვენ, და იმ შემთხვევაშიც კი როცა გთხოვენ აზრის გამოთქმას ... რამდენ თქვენგანს გაქვთ გამოცდილება, ან ექიმის და ფსიქოლოგის დიპლომი, ან სულიერი ცოდნა, რომელიც საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი? ეს ყველაფერი კი აუცილებელია იმისთვის, რომ შეგვეძლოს კომპეტენტური რჩევის მიცემა. უმეტეს შემთხვევაში აჯობებს ვთქვათ: „არ ვიცი“. მაგრამ ამის გაკეთება იშვიათად რომ ვინმემ შეძლოს, ამიტომ როგორც წესი ვიწყებთ პასუხების მოფიქრებას იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც თავში გვაქვს: წიგნებიდან, ფსევდო მასწავლებლებისგან, ნანახიდან და გაგონილიდან. მაგრამ ის რაც თავად არ გადაგხდენიათ და საკუთარ ტყავზე არ გაქვთ გამოცდილი - წიგნებიდან მიღებულ ცოდნას ფასი არ აქვს.

შექსპირი წერდა: „ის, რაც ხმაურობს, შიგნიდან ცარიელია». ადრე სოფელში გვქონდა გაზის ბალონები. სავსე ბალონს ძალიან დაბალი ხმა ჰქონდა და მაშინვე ეტყობა რომ სავსე იყო. ცარიელს კი პირიქით, მკაფიო ხმა ჰქონდა, რომელიც დიდი ხანი ისმოდა. ასევეა ადამიანიც, რომელიც მდიდარია რეალური გამოცდილებით, ცოდნით, სიბრძნით, ის ჩუმადაა. მის გონებაში სიწყნარეა და მას არ აქვს სურვილი ამ სიჩუმის გარდა სხვა რაიმე გაუზიაროს სხვა ადამიანებს.

მხოლოდ მაშინ როცა სთხოვენ ამ სიჩუმიდან თავში იბადება პასუხი. მაშინაც კი როცა ხედავს რაიმე უსამართლობას ან არასწორ ქმედებას, ამ ადამიანს შეუძლია ამ ქმედებაში ამოიცნოს ღვთიური ჩანაფიქრი, ღმერთის ხელი, რომელიც ამ მომენტში ქმნის საკუთარ სცენარს.

აი, ვთქვათ თქვენი ახლობელი გაცივდა. რას აკეთებთ ამ დროს? რჩევებს აძლევთ: წამლების დალევას გირჩევნია ჯანჯაფილის ჩაი დალიო ლიმონით, მიიღე ბევრი თბილი სითხე, იწექი ლოგინში. ჩვენი ლექციების მსმენელებმა შეიძლება ასევე უთხრან: „ეს ყველაფერი იმიტომ დაგემართა, რომ ვიღაცის მიმართ გამოუთქმელი გრძნობები გაქვს!“ ადამიანი კი შეიძლება მარტო იმიტომ გაცივდა, რომ ჩახუტებოდით, თავად გაგეკეთებინათ მისთვის ეს ჩაი და რაღაც წამოსულიყო თქვენგან. და არა იმიტომ რომ რჩევები მიგეცათ.

რატომ „ფილოსოფოსობენ ჭკუის კოლოფები“? იმისთვის რომ ყურადღება მიიპყრონ და ამაღლდნენ სხვა ადამიანების ხარჯზე, იგრძნონ საკუთარი მნიშვნელობა. იმიტომ რომ თუ მე ჭკვიანი ვარ და შენ ჭკუას გარიგებ, ესეიგი შენ სულელი ხარ.

ეს ჩვევა ჩნდება ბავშობაში როგორც რეაქცია დედის ყურადღების დეფიციტზე. ქირომანტად წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად აღმოვაჩინე, რომ რუსეთში და პოსტ საბჭოთა სივრცეში მაცხოვრებელ ადამიანებს აქვთ მკვეთრად გამოხატული თავისებურება - ნაადრევი ზრდასრულობა და არასრული ბავშობა. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზრდასრულობა არ ნიშნავს - მოწიფულობას.

ყველაზე ხშირად ეს ხდება შემდეგ სიტუაციებში:

– დედა ძალიან ბევრს მუშაობდა და ბავშვს ვერ უთმობდა სათანადო დროს და ყურადღებას;

– დედა მარტო ზრდიდა შვილს, მამა ან დაიღუპა ან ოჯახიდან წავიდა;

–ოჯახში გაჩნდა მეორე ბავშვი და დედამ ძირითადი ყურადდღება მასზე გადაიტანა;

– ბავშვის გაზრდა ბებია-ბაბუას, ძიძას, გუვერნანტს, და-ძმას გადააბარეს;

– მამა იყო ტირანი დედასთან მიმართებაში;

– მშობლები ალკოჰოლ დამოკიდებულები იყვნენ, ფიზიკურად ახლოს იყვნენ, მაგრამ გონებით და ემოციურად არ იყვნენ ბავშვთან;

– ბავშვს ტოვებდნენ გახანგრძლივებულში, დაჰყავდათ სკოლა ინტერნატში;

– დედა ძალიან ავად იყო;

– დედა ადრე დაიღუპა.

ასე ვთქვათ ბავშვი ვერ იღებდა დედის სათანადო ყურადღებას. აქვე დავაზუსტებ - სათანადო ყურადღებას ბავშვის ხედვით, რადგან არ არსებობს რაღაც საერთო, ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა დედის ყურადღების და სიყვარულის შეფასება.

რას გრძნობს ბავშვი, რომელიც განიცდის დედის ყურადღების დეფიციტს? რა თქმა უნდა - წყენას. როგორ გამოხატავს იმ ამას? ვერანაირად. რადგან ჩვენ არ გვასწავლიან ჩვენი გრძნობების გამოხატვას. ეს არ არის ჩვენი მშობლების ბრალი, ეს მათთვისაც არავის უსწავლებია. მათი უმრავლესობა დაიბადნენ და გაიზარდნენ ომის შემდგომ პერიოდში, როცა ცხოვრების პირობები გაცილებით მკაცრი და ასკეტური იყო ვიდრე ახლა. მათ უბრალოდ არ იციან სხვანაირად როგორ უნდა მოიქცნენ. ალბათ ბევრს შეუმჩნევია, რომ მათი მშობლებისთვის მთავარია რომ შვილები იყონ დაპურებულები, ჯანმრთელები, ჰქონდეთ ჩასაცმელი - რადგან იმ დროს როცა ჩვენ ვიზრდებოდით ამ ყველაფრის უზრუნველყოფა ძალიან რთული იყო.

ბავშვისთვის, რომელსაც აკლია მშობლის ყურადღება, როგორ შეუძლია ამ დანაკლისის ანაზღაურება? რა თქმა უნდა იწყებს ავადმყოფობას. პირველ რიგში ეს არის სხვადასხვა სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები, მწვავე ვირუსული ინფექციები, გრიპი, ტონზილიტი, გაიმორიტი. რაღაც ეტაპზე ეს მართლაც მუშაობს. შემდეგ ბავშვი აცნობიერებს რომ ავადმოყოფობა არ არის მომგებიანი - ძალიან ბევრ რესურსებს ართმევს და თან უსიამოვნოა, უფრო მეტიც დედის ყუდაღება ყოველ ჯერზე კლებულობს.

ძალიან ხშირად, როდესაც ბავშვი ცუდი საქციელით იწყებს ყურადღების მიპყრობას ლოგიკა გვეუბნება: „ვის არ აქცევენ ყურადღებას? ცუდებს. ესეიგი უნდა გავხდე კარგი“. მაშინ ბავშვი იწყებს ზრდას, ხდება დამოუკიდებელი, კარგად სწავლობს, დედას ეხმარება სახლის საქმეებში, აღწევს დიდ წარმატებებს სპორტში ან რამე შემოქმედებით საქმიანობაში.

დროთა განმავლობაში ყალიბდება ჩვევა რომელიც იწყება ბავშობიდან და შემდეგ ნარჩუნდება ზრდასრულობის ასაკშიც - „მე კარგი ვარ“ როლში ყოფნა. „მე უნდა გიყვარდეთ ან შემაქოთ და ყურადღება არ მომაკლოთ“. ეს არის ასე ვთქვათ იდეალიზირებული როლი, რომელსაც ამ ადამიანის სუბიექტური აზრით დედა მოიწონებდა.

თავიდანვე ვიტყვი, რომ რეალურ დედას ამ წარმოსახვით დედასთან არანაირი კავშირი არ აქვს. უბრალოდ გონაბაში ყალიბდება „იდეალური მეს“ ფორმირების ჩვევა და ადამიანი მუდმივად ცდილობს მას შეესაბამებოდეს. თუ ასეთი ადამიანი თავდაპირველად ცდილობდა ყოფილიყო კარგი რათა მიეპყრო ყურადღება და დედის კეთილგანწყობა დაემსახურებინა, დროთა განმავლობაში მას უყალიბდება ჩვევა ყურდაღება მიიპყროს ნებისმიერ სიტუაციაში.

როდესაც ტრენინგზე ვყვები ხასიათის ამ თვისებაზე, აუდიტორიიდან ვირჩევ ერთ რომელიმე გოგონას, რომელსაც ძლიერად აქვს გამოხატული ეს თვისება და ვთხოვ სკამზე დადგომას. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ის იყო წყნარი და შეუმჩნეველი სკამზე ასვლის შემდეგ ის თითქოს იფურჩქნება, რადგან იღებს იმას რაც ასეთი ადამიანებისთვის ჰაერივით აუცილებელია - ყურადღებას. ჩვევა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირო ნებისმიერი შესაძლებლობისას, უბრალოდ რაღაც ჭკვიანურის თქმა, რჩევის მიცემა - არის ყურადღების მიქცევის შესაძლებლობა საკუთარ „მე-ზე“.

მოთხოვნილებას დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე შევესაბამებოდეთ გონებაში შექმნილ იდეალიზირებულ მოდელს მივყავართ იქმადე, რომ ადამიანი მუდმივად დაძაბულია და შიშის ქვეშ იმყოფება.

– ვაითუ ამოვარდე ამ მოდელიდან, ვაითუ გამომააშკარაონ, ვაითუ დავკარგო სიტუციაზე კონტროლი.

ამიტომ ის ადამიანები, რომლებსაც ამგვარი ჩვევა აქვთ ხასიათდებიან ჯანმრთელობის პრობლემებით, პირველ რიგში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული და სპაზმირებული სისხლძარღვებით და შინაგანი ორგანოები (შაკიკი, დისტონია, გასტრიტი და კუჭის წყლული, შეკრულობა), ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები.

ადრეული ზრდის გამო ასეთ ადამიანს ყოველთვის მეტად აქვს განვითარებული მარცხენა ნახევარ სფერო და ნაკლებად აქვს განვითარებული მარჯვენა. ასეთ ადამიანებს ასევე ხშირად არ მოსწონთ როგორ გამოიყურებიან სურათებში, შეუსაბამობის გამო. მარცხენა ნახევარ სფერო თავს აღიქვამს 40 წლისად, მარჯვენა კი 6 წლისად, სურათზე კი აღბეჭდილია 20 წლის გოგო. ვინ არი ეს?

„ჭკუის კოლოფობა“ - ეს არის მარტოობის პოზიცია. ადამიანი, რომელიც მუდმივად მიუთითებს სხვებს აუცილებლად დარჩება მარტო.

უფრო ადვილად, რომ ამოიცნოთ საკუთარ თავში ჭკუის კოლოფი მოგიყვებით სტანდარტულ სცენარებს, რომელთა მიხედვითაც ვითარდება პირადი ცხოვრება. თავდაპირველად ქალებში როგორ ხდება ეს:

პირველი სცენარი. ქალი ხვდება მამაკაცს, იწყებს მასთან ურთიერთობას, უფრო მეტიც ცოლად მიჰყვება მას. რაღაც პერიოდი ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მის გონებაში გრძელდება ინტენსიური ფიქრის პროცესი: კიდევ რა გავაკეთო, რომ დედას ვუყვარდე; რას ფიქრობს დედა ამა თუ იმ საკითზე? ასეთი ქალი მუდმივად იმყოფება შინაგანი დიალოგის პროცესში წარმოსახვით დედასთან (ხაზს ვუსვამ წარმოსახვით დედას, ანუ მის გონებაში არსებულ დედის ხატს; რეალური დედა რას იტყოდა უცნობია და ეს დიალოგიც მიმდინარეობს გაუაზრებლად, ფონურ რეჟიმში). ასეთი ქალის გვერდით მუდმივად გაქვს შეგრძნება, რომ ის ძალიან დაძაბულია, როგორც ელექტრო გადამცემი სადგური. მას არ შეუძლია მოდუნება სექსის დროსაც კი: თან სხვა რამეზე ფიქრობს.

რეალური ისტორია კონსულტაციიდან. ცოლი და ქმარი სექსით არიან დაკავებულები. იმ საღამოს მოულოდნელად დაიწყო ძლიერი ყინვები. და უცებ ცოლს გაახსენდა, რომ აივანზე ახალი კიტრის მწნილი ედგა და ტემპერატურის ასეთი მკვეთრი ცვლილების გამო ბანკები შეიძლება გამსკდარიყო. და უცებ წამოიყვირა: „კიტრები“! წამოხტა ცოლქმრული სარეცელიდან და გაიქცა აივანზე. ქმარი ამის შემდეგ ძალიან დიდი ხანი ცდილობდა ლიბიდოს აღდგენას. ცოლი კი როგორც ჩანს მეუღლესთან სექსის დროსაც ცდილობდა კარგი დიასახლისი ყოფილიყო, არ შეეძლო მთლიანად გადართულიყო იმაზე რაც მის თავს იმ მომენტში ხდებოდა.

სასაცილო და ამავე დროს სევდიანი ისტორიაა, იმაზე, რომ ასეთი ქალები მუდმივად დაძაბულები არიან და თითქოს ყოველთვის სხვაგან არიან. მათ გვერდით მამაკაცს მოდუნების გარდაუვალი სურვილი უჩნდება. იწყებს სმას; მთელ თავისუფალ დროს ატარებს ფარეხში მეგობრებთან ერთად, ან სადმე სხვაგან. მთლიანად გადართულია სამსახურზე ან კომპიუტერულ თამაშებზე, შეიძლება აზარტულ თამაშებზეც კი; თავით ეშვება სპორტში. ასეა თუ ისე ბოლოს დგება მომენტი როცა ან თვითონ მამაკაცი მიდის ან ცოლი უშვებს სახლიდან.

მეორე სცენარშიც მამაკაცი დაძაბულია და განიცდის დანაკლისს ცოლის მხრიდან გრძნობების კუთხით (ის ხომ სულ დაკავებულია ფიქრებით, საქმეებით, რაღაცის დამტკიცებით) და ამის შემდეგ ის პოულობს სხვა ქალს (ერთს ან რამდენიმეს), რომლისგანაც იღებს გრძნობებს. ეს ქალი მას აქებს, აღმერთებს, მის გვერდით ის თავს მამაკაცად გრძნობს. ხშირ შემთხვევაში ეს სცენარიც სრულდება განქორწინებით.

არსებობს მესამე სცენარიც, როდესაც ქმარს ძალიან უყვარს თავისი მეუღლე, მორალური პრინციპები უფლებას არ აძლევს რომ დაიწყოს სმა, ითამაშოს აზარტული თამაშები ან იპოვოს სხვა ქალი, მაგრამ ის ისე დაძაბულია, რომ იწყებს ავადმყოფობას. როგორც წესი, ისტორია მთავრდება იმით, რომ ქმარი იღუპება ცოლზე ადრე - გულ-სისხლძარღვთა რომელიმე დაავადებით (როგორც წესი ინსულტი ან ინფარქტი), ონკოლოგიით. ტრენინგზე ყოველთვის ვეკითხები მონაწილეებს მათ შორის თუ არიან ისეთები, რომელთა მამებიც დედაზე ბევრად ადრე დაიღუპნენ. შემდეგ ვეკითხები სიკვდილის მიზეზს. ყოველთვის ერთი და იგივე პასუხს ვიღებ: ინსულტი, ინფარქტი, ონკოლოგია და ხანდახან უბედური შემთხვევა.

ერთხელ ტრენინგში მონაწილეობდა ქალბატონი, რომელსაც უკვე მეოთხე ქმარი ჰყავდა. ყველა მათგანი ამ ქვეყნიდან საკმაოდ ახალგაზრდა წავიდა: ერთი მოკლეს, ერთი ინსულტით დაიღუპა, მეორე თოვლმავალზე დაიმტვრა, მეოთხე უგზო-უკვლოდ დაიკარგა - სავარაუდოდ ისიც მოკლეს.

არსებობს მეოთხე სცენარიც. პირადი ცხოვრების აწყობის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქალი გადაყვეტილებას იღებს: ჯობია ვიყო მარტო, ვიდრე ნებისმიერ შემხვედრთან.

„ჭკუის კოლოფი“ მამაკაცების პირადი ცხოვრებაც არ ეწყობა კარგად. ასეთი მამაკაცი თამაშობს როლს „მე - მესია“ და გამუდმებით ეძებს ქალს, რომელსაც სჭირდება შველა. ეს შეიძლება იყოს ქალიშვილი, რომელსაც ესაჭიროება მუდმივი მზრუნველობა, მის მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება, ან ქალი, რომელიც მართლა გზააბნეულია (მორალური მახასითებლებით და ქცევით). მეორე ვარიანტი - ქალი-დედა, რომელთანაც ის მრავალჯერ გაითამაშებს ბავშობის სცენარებს. დროთა განმავლობაში ასეთი ურთიერთობები დაინგრევა. „ჭკუის კოლოფობის“ ჩვევა დამანგრეველია არამარტო ქალის და კაცის ურთიერთობისთვის. ასეთი ჭკუის კოლოფები, რომლებიც მუდმივად აძლევენ რჩევებს და მითითებებს ყველას იმაზე თუ როგორ უნდა იცხოვრონ ვერ აწყობენ ურთიერთობებს მეგობრებთან, კარიერასთან და ფულთან.

ძალიან ხშირად ასეთი სპეციფიური რეაქცია დედაზე ჩნდება იმის გამო, რომ ბავშვს აქვს გაორებული აღქმა. ერთის მხრივ ის აღმერთებს დედას დედის როლში, მეორეს მხრივ კი განიკითხავს და შეიძლება სძულდეს კიდეც ის როგორც ქალი. ეს ხდება როცა მშობლები დაშორებულები არიან - შვილი განიკითხავს დედას იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ოჯახის შენარჩუნება; თუ ღალატს ჰქონდა ადგილი; ან როდესაც მშობლებს ჰქონდათ კონფლიქტი და შვილი თვლის რომ დედას ძალიან მკაცრი პოზიცია ეჭირა; თუ განქორწინების შემდეგ დედას სხვა მამაკაცებთან ჰქონდა ურთიერთობა; ან თუ პირიქით დედამ განქორწინების შემდეგ მთელი ცხოვრება შვილის აღზრდას ან სამსახურს მიუძღვნა; ნებისმიერი ისტორია, სადაც ბავშვი თვლის, რომ დედა როგორც ქალი არასწორად მოიქცა.

თუ ასეთი ისტორია გადახდა მამაკაცს დედასთან მიმართებაში მაშინ ის თან გააღმერთებს და თან ზიზღით იქნება მის მიმართ განწყობილი.

ასეთ ადამიანებს ძლიერი მხარეც აქვთ. ასეთი ადამიანები არიან ლიდერები, მეფეები, რომელთა უკანაც დიდი ძალაა. მათ შეუძლიათ თავიანთი სამეფო - თავიანთი ოჯახი, ბიზნესი, ქალაქი, თუნდაც ქვეყანა, ააშენონ, გააბედნიერონ და მოაწყონ ან პირიქით გააუბედურონ. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რას აირჩევს ეს ადამიანი. მას შეუძლია მართოს, გასცეს რჩევები და მითითებები, ასწავლოს. მაშინ მისი სამეფო დასუსტდება. ან შეუძლია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ჩადგეს ხალხის სამსახურში. ხალხის სამსახურში ყოფნა არ ნიშნავს მონობას. მსახურება - ეს ნიშნავს სხვისთვის რაღაცის კეთებას, ისევე როგორც საკუთარი თავისთვის გააკეთებდი, სამაგიერო მოლოდინების გარეშე. მხოლოდ ასეთი ქმედებები, ასეთი აზროვნება გამოაღვიძებს თქვენს ძლიერ თვისებებს.

მაგრამ ყველაზე მთავარი რისი გაკეთებაც აუცილებელია იმისთვის, რომ აღარ ვიყოთ „ჭკუის კოლოფი“ არის ყველა იმ არაგულწრფელობის გამოვლენა, რაც თქვენსა და დედას შორის არის. გადახედეთ ყველა იმ მდგომარეობას, რომელიც ვერ გამოხატეთ დედის დაკარგვის შიშით (რომ ის მიგატოვებდათ ან მოკვდებოდა), ასევე ყველა ძლიერი გაღიზიანება, წყენა, განკითხვა.

ტრენინგის მონაწილე ტატიანამ აღმოაჩინა, რომ სძულს და რცხვენია საკუთარი დედის იმის გამო, რომ ის უბრალო სანიტარია და არ აქვს უმაღლესი განათლება. ამ ძლიერი სიძულვილის და ძლიერ სურვილის გამო დაემტკიცებინა, რომ ის არ იქნებოდა დედის მსგავსი, ტატიანამ შექმნა თავბრუდამხვევი კარიერა, ის არის საერთაშორისო კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი. იმისთვის, რომ ყურადღება მიიპყროს ის ყიდულობს ყველაფერ საუკეთესოს - აქვს უზარმაზარი სახლი, რომლისთვისაც გამოიწერა ყველაზე კარგი სამშენებლო მასალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ყიდულობს ძვირადღირებულ მანქანებს, ძვირაფასეულობას. პირადი ცხოვრება ბოლო დრომდე არ ეწყობოდა - სანამ არ დააფიქსირა ნეგატივი დედის მიმართ და არ გამოხატა ეს გრძნობები მონანიების საშუალებით.

რაც უფრო მეტად გიყვართ დედა და ამავე დროს შინაგანად განიკითხავთ, მით უფრო ძლიერი იქნება დანაშაულის გრძნობა. რაც უფრო ძლიერია დანაშაულის გრძნობა მით უფრო ძლიერია სხვების დახმარების და მითითებების მიცემის სურვილი. მაგრამ სხვებისთვის მითითებების მიცემით თქვენ საკუთარ თავზე იღებთ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების ბედზე. ამის გამოსწორება შესაძლებელია იმით, რომ თავად იყოთ მაგალითი იმის რასაც ურჩევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში „ჭკუსი კოლოფობა“ მაშინვე აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე, ბავშვების კეთილდღეობაზე და ა.შ.

როდესაც გაიაზრებთ და აღმოაჩენთ დედის მიმართ არაგულწრფელობას ამის შემდეგ მას პატიება უნდა სთხოვოთ ამის გამო - მონანიების პრაქტიკა დაწვრილებით არის აღწერილი წინა თავში.

არსებობს სამი ნაბიჯი იმისთვის, რომ „ჭკუის კოლოფობის“ ჩვევა გადავაქციოთ ძალად, რაც თქვენს და თქვენი ახლობლების ცხოვრებას უფრო ბედნიერს გახდის:

1. საკუთარი „ხალხის“ (ოჯახის, თანამშრომელთა კოლექტივის, ქალაქის, ქვეყნის) მსახურების პრაქტიკა. გადახედეთ დღესვე რით შეგიძლიათ მათ გამოადგეთ.

2. აღმოაჩინეთ არაგულწრფელობის ყველა შემთხვევა დედის მიმართ და გამოხატეთ „მაპატიეთი“, გამოხატეთ ყველა პოზიტიური გრძნობა და მადლიერება.

3. და მესამე - ისწავლეთ „არ ვიცი-ს“ თქმა, როდესაც გეკითხებიან ისეთი რამის შესახებ რაც მართლა არ იცით.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ როცა ძალიან გვინდა დახმარება და რჩევის მიცემა? და როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა შეუძლებელია არ დავეხმაროთ ახლობელ ადამიანს, რომელიც გასაჭირში აღმოჩნდა?

ჰკითხეთ სჭირდება თუ არა თქვენი დახმარება ან რჩევა? თუ გეტყვიან რომ სჭირდებათ დაეხმარეთ თუ არადა ... გულწრფელი დახმარების სურვილი „ჭკუის კოლოფობისგან“ იმით განსხვავდება, რომ თუნდაც უარი გითხრან დახმარებაზე, თქვენი დახმარების სურვილი არსად არ გაქრება, „ჭკუის კოლოფობა“ კი პირიქითაა. ეს ასე ხდება: თუ თქვენ უარით გამოგისტუმრეს, მაგრამ თქვენ მაინც ფიქრობთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ამ ადამიანის დახმარება სხვა გზით, მაშინ ეს არის მეორე ადამიანის გულწრფელი დახმარების სურვილი.

როგორ მოვიქცეთ თუ ახლობელი ადამიანია გასაჭირში? ყველაზე ხშირად მეკითხებიან ახლობლების ავადმყოფობაზე. არ შეიძლება იმის რჩევა რომ ჩემს ლექციებს უყურონ და არც სხვა რჩევების მიცემა არ შეიძლება. მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ?

მოდი წარმოიდგინეთ: ბავშვთა ქირურგი, რომელიც არის ლოთი, ის ყოველდღე სვამს და ამ ყველაფრის გამო მას უკვე ხელები უკანკალებს. მან პატარა გოგონას უნდა გაუკეთოს ღია გულის ოპერაცია. როგორ შეძლებს ის ამ გოგონას მაქსიმალურად დახმარებას? პირველ რიგში საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღებით და სმისთვის თავის დანებებით. შედეგად როგორც მინიმუმ ხელის კანკალი გაივლის. ან უფრო მეტი, რაღაც შეიცვლება მის ცნობიერებაში, გაიზრდება კონცენტრაციის დონე, გაძლიერდება ინტუიცია - მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპერაციას მსგავსი სცენარი აქვს, თითოეული ცალკეული შემთხვევის დროს საჭიროა დავეყრდნოთ გრძნობებს, რომლებიც გვიკარნახებენ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. არც ხელის გაწაფვა და არც გოგონასთან და მის მშობლებთან საუბარი არ მოიტანს შედეგს. საჭიროა საკუთარი თავით დაწყება.

თითოეული ჩვენგანი რაღაც გაგებით ქირურგია მეორე ადამიანისთვის, თითოეულ ჩვენგანს აქვს სასწაულმოქმედი, მისტიური უნარები სხვების დასახმარებლად. მაგრამ მათი გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა აბსოლიტურად მშვიდად ვართ, ისეთ სიჩუმეში როცა თავად ღმერთი გვიკარნახებს ამ მისტიური შესაძლებლობების გამოყენების ინსტრუქციას. მხოლოდ სიჩუმეში. ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, ყოველთვის როდესაც სხვა ადამიანის დახმარება გინდათ, არის შემდეგი - უნდა ჩააქროთ თქვნი ეგოიზმის ტალღები და ისწავლოთ შინაგანი მეს მკაფიოდ დანახვა. როგორ დავამშვიდოთ ეს ტალღები? ყველა ცალკეულ მაგალითში თითოეულ ადამიანის თვალში შეიძლება აღმოვაჩინოთ „დირე“ რის გამოც ის ვერანაირად ვერ დაეხმარება სხვა ადამიანს, რომლის თვალშიც არის ბეწვი. (სხვის თვალში ბეწვს ხედავს, საკუთარში - დირესაც ვერაო”).

ხშირად როდესაც ვცდილობთ სხვების დახმარებას, ეს ისე იგივეა თითქოს ბენზინ გადასხმული ადამიანი ცდილობდეს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას.

აფორიაქებული ადამიანი სხვას ვერაფრით ვერ დაეხმარება. საკუთარ ფიქრებზე, სხეულზე მაქსიმალური კონცენტრაციით, საკუთარ სიტყვებზე და ქცევაზე პასუხისმგებლობის აღებით ჩვენ დავინახავთ როგორ შეგვიძლია მინიმალური ზიანის მიყენება ან დახმარება. მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ სიჩუმის მდგომარეობაში.

ქირურგის მაგალითზე გასაგებია რისი გაკეთებაა საჭირო სხვის დასახმარებლად, - შეწყვიტოს დალევა, მოემზადოს ოპერაციისთვის. თუ ადამიანი იპარავს ქარხნიდან - შეწყვიტოს ქურდობა. ანუ პირველ რიგში უნდა დავინახოთ სად ვაშავებთ ჩვენ თვითონ და რისი გამოსწორება შეგვიძლია.

ამ დროს გაიხსენეთ ჩვენი „მატრიოშკა“, პირველი დონიდან დაწყებული: რისი გაკეთება შემიძლია ჩემი სხეულისთვის? ხომ არ დავიწყო დილით ვარჯიში, სპორტ დარბაზში სიარული? შევწყვიტო დალევა და არაჯანსაღი საკვების მიღება? დავიწყო მასაჟების გაკეთება. რისი გაკეთება შემიძლია ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვის? რისი გაკეთება შემიძლია როგორც თანამშრომელს სამსახურში? რისი გაკეთება შემიძლია ადამიანისთვის რომელიც ამ წუთას აღმოჩნდა ჩემთან ახლოს? მაგალითად დაიკავეთ ვინმესთვის კარი ან დაუთმეთ ადგილი მეტროში, გაუღიმეთ.

ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გვქონდა ტრენინგზე. მამაკაცი მოვიდა ერთადერთი შეკითხვით - სიდედრს გაუკეთეს ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნის ოპერაცია, რის შემდეგადაც რამდენიმე დღეა კომაშია, ექიმები საიმედოს ვერაფერს ამბობენ. როგორ შეიძლება დაეხმარო ადამიანს რომელიც კომაშია? ჩვენ დავიწყეთ იმის გარკვევა რა საერთო ჰქონდათ მათ ერთმანეთთან.

– თქვენ ჯიუტი ხართ?

– დიახ.

– თქვენი სიდედრი?

– ისიც ჯიუტია.

– ანუ თქვენ ორივე ერთად ძალიან ჯიუტები ხართ. როგორ შეიძლება დახმარება? ნაკლებად იჯიუტეთ. ისეთი თვისება თუ აქვს, რომ რასაც იტყვის შემდეგ ამ სიტყვას არ ასრულებს? თქვენ?

– ორივეს გვაქვს ეს თვისება.

შესაბამისად, თუ თქვენთვის ორივესთვის დამახასიათებელ, საერთო თვისებებს მოვაშორებთ ამით საერთო დაძაბულობას შევამცირებთ.

ჩვენი ეს საუბარი შედგა სადილამდე, მან რაღაცეები გაიაზრა, დამპირდა, რომ რაღაცას მოიმოქმედებდა, სადილის შემდეგ მას დაურეკეს და უთხრეს რომ სიდედრი კომიდან გამოვიდა. ერთი ღამის განმავლობაში მან გაიხსენა ყველა სიტუაცია და მთელი რვეული გაავსო, ყველაფერს ხელახლა გადახედა, მეორე დღეს სიდედრმა ნელ-ნელა დაიწყო საუბარი.

რატომ ხდება ისე, რომ როცა მე ვიცვლები ჩემ ახლოებლებშიც ხდება რაღაც ცვილილება. განკურნება ხდება მაშინ, როცა პრობლემის საერთო დონე, არაგულწრფელობა ოჯახში, გვარში ხდება მინიმალური.

მაგრამ როგორ ხდება ეს? ოჯახში ჩნდება ერთი „მახინჯი“ ადამიანი. არა გარეგნულად მახინჯი, არამედ ის ვინც საგვარეულოს ახალი ისტორიის დასაწყისია. ეს ადამიანი ოჯახის სხვა წევრებზე უფრო საღად მოაზროვნეა და ის ამბობს: „ღმერთო დავიღალე ტანჯვით, გთხოვ მაპატიე ....თვის“ ამ მომენტში მთელი საგვარეულოს საერთო პრობლემების ჯამი თითქოს მცირდება და ყველა გრძნობს შვებას.

შეგვიძლია მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. მე და ჩემი ახლობლები მივფრინავთ აეროსტატით, საჰაერო ბუშტით. რაც უფრო ნაკლებია საერთო წონა მით უფრო მაღლა ავფრინდებით და მით უფრო სასიამოვნო იქნება ჩვენი ფრენა. პირადად მე რისი გაკეთება შემიძლია ჩვენი საერთო წონის შესამცირებლად? მოვიშორო ზედმეტი წონა - ვალი ახლობელი ადამიანების წინაშე, საკუთარი არაგულწრფელობა, უგუნური ქმედებები, ქცევის მოძველებული მოდელები.

ან წარმოიდგინეთ რომ წყალქვეშა ნავი ჩაიძირა. მხოლოდ ერთი ოთახია გერმეტულად დარჩენილი, სადაც 6 ადამიანია. ჰაერი ყველასთვის ერთია. თუ მე დავიწყებ ეგოისტურად, გახშირებულად სუნთქვას - ჰაერი ძალიან მალე გამოილევა, რისთვის არის ამდენი ჟანგბადი საჭირო? ჩემი შიშის და ფიქრების გასამრავლებლად. სხვანაირად რომ ვთქვათ მე ზედმეტად ვწვავ ჟანგბადს ჩემი შიშებით. მაგრამ თუ გააზრებულად შევამცირებ სუნთქვის სიხშირეს დაიწევს კორტიზოლის - შიშის ჰორმონის დონეც, შემცირდება სხეულის მიერ ჟანგბადის მოხმარება. პირობითად რომ ვთქვათ ერთ ოთახში 6 ადამიანს 12 საათის განმავლობაში შეუძლია ისუნთქოს ნორმალური სუთქვით შემთხვევაში, ან მხოლოდ ერთი საათი ეგოისტურად სუთქვით. როგორ შემიძლია ექვსივე ადამიანს დავეხმარო? საკუთარი პრობლემებიდან, რომლებიც ამ მომენტში არააკტუალურია, გადავერთო ახლანდელ მომენტზე.

წარმატების ენერგია საერთოა ყველასთვის. შესაძლებელია როგორც მისი დაკარგვა საკუთარი სისულელით, ასევე გამრავლება ისევ საკუთარი თავიდან გამომდინარე. ძალიან მარტივი პრინციპია: რაც უფრო მეტად ვიქცევი ეგოისტურად სისტემაში, მით მეტად ზარალდება სისტემა. რაც უფრო მეტს ვფიქრობ სისტემაზე და იმაზე რა შემიძლია მისთვის გავაკეთო, მით მეტად იცვლება ჩემი ეგოისტური ხედვა ალტრუისტულით, მასშტაბურით, შესაბამისად მცირდება ჩემგან გამომდინარე ზიანი და იზრდება სარგებელი მთელი სისტემისთვის.

ამიტომ, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს თუ გსურთ თქვენი ახლობლების დახმარება - მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენს პასუხისმგებლობაზე, იმაზე თუ რა როლს უნდა ასრულებდეთ თქვენი ცხოვრების თითოეულ კონკრეტულ მომენტში, რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენს გარშემო ადამიანებისთვის ამ კონკრეტულ მომენტში.

მომდევნო თავები ეტაპობრივად დაემატება...

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...