წინასიტყვაობა

მთარგმნელი: ნიკა ვასაძე

წესები? კიდევ წესები? მართლა? ნუთუ ცხოვრება საკმარისად ჩახლართული არ არის, საკმარისად შემზღუდველი, აბსტრაქტული წესების გარეშე, რომელიც არ ითვალისწინებს ჩვენს უნიკალურ, ინდივიდუალურ სიტუაციებს? და რადგანაც ჩვენი ტვინი პლასტიკურია და ვითარდება ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით, რატომ უნდა გვეგონოს, რომ რამდენიმე წესი გამოსადეგი იქნება ყველასთვის?

ადამიანები წესებს საკუთარი ნებით არ მოითხოვენ, ბიბლიაშიც კი... როცა მოსე მთიდან ეშვება, დიდხნიანი გადაკარგულობის შემდეგ, თან რომ მოაქვს ქვებზე ამოტვიფრული ათი მცნება და ნახავს ისრაელის ბავშვების მხიარულებას. ისინი ოთხასი წლის განმავლობაში იყვნენ ფარაონის მონები და მისი ტირანული რეგულაციების მსხვერპლნი და ამის შემდეგ, მოსემ ისინი ორმოცი წლის განმავლობაში ატარა უდაბნოში, რათა გაეწმინდა თავიანთი მონობისგან. ახლა, როგორც იქნა თავისუფალნი, უკონტროლოდ და უდისციპლინოდ ცეკვავენ კერპის - ოქროს ხბოს ირგვლივ და ავლენენ მატერიალური კორუფციისკენ მიდრეკილებას.

„კარგი ამბავი მაქვს... და ცუდიც,“ამბობს კანონმდებელი, „პირველი რომელი გინდათ?“

„კარგი ამბავი!“, პასუხობენ ჰედონისტები. 

„თხუთმეტი მცნებიდან ათამდე ჩამოვიყვანე !“

„ჰალილუია!“ ყვირის ქაოტური ხალხი. „და ცუდი?“

„ღალატი მაინც შედის“

ასე რომ წესები იქნება - მაგრამ, გთხოვთ, ბევრი არა. ჩვენ ამბივალენტები ვართ წესების მიმართ, მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ ისინი ჩვენთვის კარგია. თუ ჩვენ ვართ სულიერნი, თუ გვაქვს ინდივიდუალურობა, წესები შემზღუდველია, შეურაცხმყოფელი ჩვენი ცხოვრების წარმართვის სიამაყისთვის. რატომ უნდა ვიყოთ განსჯილი სხვისი წესების მიხედვით?

და მაინც, ჩვენ განვისჯებით. საბოლოო ჯამში, ღმერთმა მოსეს „ათი რეკომენდაცია“ არ მისცა, არამედ მცნება. და თუ მე ვარ თავისუფალი, ჩემი პირველი რეაქცია ბრძანების მიმართ იქნება, რომ ვერც ვერავინ, ვერც თვით ღმერთი, ვერ მეტყვის რა უნდა ვქნა, თუნდაც ჩემთვის სასიკეთო. მაგრამ ოქროს ხბოს ისტორია გვასწავლის, რომ წესების გარეშე ჩვენ მარტივად ვხდებით ჩვენი ვნებების მონები - და არაფერი განმათავისუფლებელი ამაში არ არის.

ეს ისტორა კიდევ ერთ რამეს გვასწავლის: გაუკონტროლებელნი, ჩვენი თავის უსწავლელი განსჯით, ჩვენ მალევე ვცემთ თაყვანს ისეთი რაღაცეებს, რაც ჩვენს ქვემოთ დგას - ამ შემთხვევაში ხელოვნურ ცხოველს, რომელიც ჩვენ შინაგან ცხოველურ ინსტიქტს ავლენს სრულიად არარეგულარულად. ძველი ებრაული ისტორია თვალსაჩინოდ ხდის, როგორ უყურებდნენ ძველები ცივილიზაციის პოტენციურ განვითარებას იმ წესების არ არსებობის შემთხევაში, რომლებიც სტანდარტებს მაღლა გვაწევინებენ.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ბიბლიის ისტორიებზე არის ის, რომ ის არ გვეუბნება უბრალო წესებს, როგორც შეიძლება ადვოკატმა ან ადმინისტრატორმა თქვას, არამედ ის უკავშირებს მას დრამატულ ზღაპარს, რომელიც გვაჩვენებს რატომ გვჭირდება ისინი, რითიც ის უფრო მარტივი გასაგები ხდება. ამის მსგავსად, პროფესორი პეტერსონი არ ქადაგებს მის თორმეტ წესს, არამედ ისტორიებსაც ჰყვება, რითიც ხაზს უსვამს იმას, რომ საუკთესო წესები საბოლოო ჯამში კი არ გვზღუდავს, არამედ უფრო მარტივს ხდის თავისუფალ ცხოვრებას.

doig

ფოტოზე: ნორმან დოიგი - წინასიტყვაობის ავტორი

ჯორდან პიტერსონი პირველად 12 სექტემბერს, 2004 წელს გავიცანი, ორი საერთო მეგობრის, სატელევიზიო პროდიუსერ უოდეკ ზემბერგისა და სამედიცინო ინტერნ ესტერ ბექირის სახლში. უოდეკის დაბადების დღის წვეულება იყო. უოდეკი და ესტერი არიან პოლონელი ემიგრანტები, რომლებიც საბჭოთა იმპერიაში იზრდებოდნენ, სადაც გასაგებია, რომ ბევრი სფერო ლიმიტირებული იყო და ხშირად საზოგადოებრივი შეკრებებისა და ფილოსოფიური იდეების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას(რომ არაფერი ვთქვათ მთავრობაზე) შესაძლებელია დიდი პრობლემები გამოეწვია. მაგრამ ახლა მასპინძლები განებივრებულნი არიან უდარდელობით, პატიოსანი საუბრით, ელეგანტური წვეულებებით, რომლებიც მიმართულია სიამოვნების მიღებისთვის იმის თქმით, თუ რას ფიქრობ რეალურად შენ და შენს ირგვლივ მყოფნი, თავისუფალ გარემოში. 

აქ წესი იყო „თქვი რასაც ფიქრობ.“ თუ საუბარი პოლიტიკისკენ მიდიოდა, სხვადასხვა შეხედულების მქონე ინდივიდები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ იშვიათი მანერით. ხანდახან უოდეკის პირადი აზრები, ან ჭეშმარიტებები, იფრქვეოდა მისგან, ისევე, როგორც მისი სიცილი. შემდეგ ის ეხუტებოდა იმას, ვინც მისი პროვოკაცია ან სიცილი გამოიწვია იმ ინტენსივობით, თვითონაც რომ არ გეგმავდა. ეს იყო წვეულების საუკეთესო ნაწილი და ამ პირდაპირობამ და მისმა თბილმა ჩახუტებამ გადაწონა პროვოკაცია. ესტერის ხმა კი ზუსტი გზით მიდიოდა მისი მსმენლის ყურამდე მთელი ოთახის გასწვრივ. ჭეშმარიტებების ფრქვევა წვეულებას ნაკლებად უდარდელს არ ხდიდა, პირიქით, ეს გვათავისუფლებდა და მეტი სიცილით მთლიან ივენთს მეტად სასიამოვნოდ ხდიდა, რადგან აღმოსავლეთ ევროპის ადრინდელმა რეპრესირებულმა ხალხმა, როგორიც ზემბერგი და ბექირია, ყოველთვის იცოდა რასთან და ვისთან ჰქონდა საქმე და ეს პირდაპირობა ყველაფერს უფრო საინტერესოს ხდიდა.

ონორე დე ბალზაკმა, ნოველისტმა, ერთხელ აღწერა ბურთი და წვეულებები მის სამშობლოში, საფრანგეთში. აკვირდებოდა, რომ რაც ჩანდა ერთ წვეულებად, სინამდვილეში ორი იყო. პირველ საათებში, შეხვედრა სავსე იყო მოსაწყენი ხალხით, ვინც პოზიორობდა, ან კიდევ კონკრეტულ ინდივიდებთან შესახვედრად მოსული ადამიანებით, ვინც მათ სილამაზეს და სტატუსს დაადასტურებდა. შემდეგ, მხოლოდ ბოლო საათებში, როცა სტუმრების უმეტესობა წასული იყო, იწყებოდა მეორე, ნამდვილი წვეულება. აქ საუბარში ყველა იქ მყოფი იღებდა მონაწილებას, გულღია სიცილი ანაცვლებდა ფორმალურობას.

ესტერის და უოდეკის წვეულებებზე ასეთი ტიპის წვეულება ოთახში შესვლისთანავე იწყებოდა. უოდეკი არის ვერცხლისფერ, ლომის მსგავს თმიანი მონადირე, რომელიც პოტენციურ საზოგადო ინტელექტუალს ეძებს. მან იცის, როგორ უნდა დააფიქსიროს ადამიანები, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ლაპარაკი სატელევიზიო კამერის წინ და რომლებიც თავისთავადად არიან ავთენტურები. ასეთ ადამიანებს ხშირად ეპატიჟება სალონებში. იმ დღეს უოდეკმა ფსიქოლოგიის პროფესორი მოიყვანა ტორონტოს უნივერსიტეტიდან, ვინც ზუსტად აკმაყოფილებად კრიტერიუმებს: ინტელექტუალისა და ემოციის ტანდემი.

უოდეკმა პირველად დასვა პეტერსონი კამერის წინ. ფიქრობდა, რომ ის იყო მასწავლებელი, მოსწავლეების ძებნის პროცესში - რადგან ის ყოველთვის მზად იყო ახსნისთვის. ამას ემატებოდა ისიც, რომ მას მოსწონდა კამერა და კამერასაც მოსწონდა ის.

იმ საღამოს მათ ეზოში დიდი მაგიდა იდგა, მის ირგვლივ კი ჩვეული ტუჩები და ყურები იყო შეკრებილი, ლაპარაკის ექსპერტთან ერთად. სამაგიეროდ, პაპარაცი ფუტკრების ხმა გვაწუხებდა და აქ იყო ახალი ადამიანი, ალბერტანული აქცენტით, კოვბოის ფეხსაცმელებში, ვინც ყურადღებას არ აქცევდა ფუტკრებს და ლაპარაკს აგრძელებდა. ის აგრძელებდა საუბარს მაშინ, როცა ყველა დანარჩენი ვთამაშობდით მუსიკალურ სკამებს, რათა ფუტკრებს ავრიდებოდით, პარალელურად მაგიდასთან დარჩენაც გვინდოდა, რადგან ეს ახალი დამატება ჩვენს შეკრებებზე, ძალზედ საინტერესო იყო.

მას ჰქონდა ჩვევა, ელაპარაკა ღრმა კითხვებზე ნებისმიერთან, ვინც მაგიდასთან იყო - უმეტესობა მათგანი ახალი იყო - ისე, თითქოს ყოველდღიურობაზე საუბრობდა. თუ მართლა ყოველდღიურობაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, ინტერვალი „საიდან იცნობ უოდეკს და ესტერს?“ ან „ადრე სკებს ვუვლიდი და მიჩვეული ვარ ფუტკრებს“ და უფრო სერიოზულ თემებს შორის ნანოწამები იქნებოდა.

ასეთი ტიპის საუბრები შეიძლება მოისმინოთ წვეულებებზე, სადაც პროფესორები და პროფესიონალები იკრიბებიან, მაგრამ ძირითადად ეს საუბარი კონკრეტული თემატიკის ორ სპეციალისტს შორის მიმდინარეობს, კუთხეში, ან თუ მთელს ჯგუფში ვრცელდება ხშირად ისეთი ადამიანის გარეშე არ გამოდიოდა, ვისაც საკუთარი თავი სხვებზე აღმატებული ჰგონია, მაგრამ პიტერსონი, მიუხედავად ერუდიციისა, არ ჰგავდა პედანტს. მას ჰქონდა პატარ ბავშვის ენთუზიაზმი, რომელმაც ახალი რაღაც ისწავლა და მისი გაზიარება სურდა.

პატარაობაში ფიქრობდა - სანამ გაიგებდა როგორები იყვნენ ზრდასრულები - რომ თუ ის რაღაცას საინტერესოდ თვლიდა, სხვებსაც შეიძლება ჩაეთვალა. ამ კოვბოიში იყო რაღაც ბიჭური, მის წამოწყებულ სასაუბრო თემებში, თითქოს ჩვენ ყველანი ერთად ვიზრდებოდით, ერთ პატარა ქალაქში ან ოჯახში და ყველანი ერთიდაიგივე საკაცობრიო პრობლემებზე ვფიქრობდით.

პიტერსონი არ ყოფილა „ექსცენტრული“, იყო ჰარვარდის პროფესორი, ჯენტლმენი (როგორც კოვბოის შეუძლია იყოს), მაგრამ ხშირად იძახდა ჯანდაბას, როგორც 1950 წლის სოფლებში. მაგრამ ყველა უსმენდა გაოცებული სახით, რადგან ის საუბრობდა ისეთ კითხვებზე, რომლებიც ყველას აინტერესებდა მაგიდასთან. რაღაც განმათავისუფლებელი იყო ისეთ ადამიანთან ყოფნა, რომელიც ნასწავლი იყო და კორექტულად საუბრობდა. მისი აზროვნება იყო მოტორული; თითქოს მას ხმამაღლა ფიქრი სჭირდებოდა, რომ მისი ტვინის ქერქს ეფიქრა, მაგრამ ამასთან სწრაფად უნდა ემუშავა, რომ მწყობრში ყოფილიყო. რომ აფრენილიყო. სულიერი აზრები იფრქვეოდა. მაგრამ განსხვავებით სხვა აკადემიკოსებისგან, ვინც საკუთარ აზრზე მტკიცედ დგანან, თუ ვინმე მათ გამოიწვევდა ან შეასწორება, პიტერსონს ეს მოსწონდა. არ შეიცხადებდა, არამედ თავაზიანად იტყოდა „დიახ“ და ბუნებრივად დახრიდა თავს. უკან ბრუნდებოდა, თუ რაიმე გამორჩა, საკუთარ თავზე იცინოდა ზედმეტი განზოგადების გამო. მას მოსწონდა პრობლემის ახალი კუთხის დანახვა და გასაგები გახდა, რომ პრობლემის განხილვა, მისთვის, დიალოგის პროცესია.

კიდევ ერთი უცნაური რაღაც მის შესახებ: აკადემიკოსი პიტერსონი ზედმეტად პრაქტიკული იყო. მისი მაგალითები სავსე იყო ყოველდღიური შემთხვევებით: ბიზნეს მენეჯმენტი, როგორ მივიღოთ დოვლათი (მან საკმარისად მიიღო), სახლის მარტივი დიზაინი, ოთახის ლამაზად მოპირკეთება (ამჟამად ინტერნეტში გავრცელებული მიმი), ან კონკრეტული სიტუაციები, რომლებიც განათლებას ეხებოდა, მაგ: ონლაინ წერის პროექტის შექმნა, რომელიც სტუდენტების უმცირესობას გარიცხვის საფრთხისგან იცავდა საკუთარ თავზე ფსიქოანალიტიკური სავარჯიშოების საშუალებით. ისინი თავისუფლად ასოცირდებოდნენ საკუთარ წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან (ახლა ცნობილია როგორც საკუთარ-საავტორო პროგრამა).

ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი შუა დასავლეთელი, პრერია ტიპების მიმართ, რომლებიც ფერმიდან (სადაც ყველაფერი ისწავლეს ბუნების შესახებ), ან ძალიან პატარა ქალაქიდან იყვნენ, და საკუთარი ხელით აკეთებდნენ რაღაცეებს, გარეთ დიდ დროს ატარებდნენ, ხშირ შემთხვევაში თვითგანათლებულები არიან და უნივერსიტეტში ყველაფრის მიუხედავად დადიან. მათ ძალზედ განვასხვავებ იმ ურბანიზებული ქალაქელებისგან, ვისთვისაც უმაღლესი განათლება გარდაუვალი რამ არის და ამის გამო ფიქრობენ რომ ეს არის არა თავისთავადად დასასრული, არამედ ცხოვრებისეული ეტაპი სამომავლო კარიერისთვის. დასავლეთელები განსხვავებულები იყვნენ: საკუთარ თავს თვითონ ქმნიდნენ, უტიტულონი იყვნენ, მეგობრულები და ნაკლებად დაფასებულნი, ვიდრე დიდი ქალაქის მცხოვრებნი, ვინც თავიანთი ცხოვრების უმეტესობას სახლში ატარებენ და კომპიუტერზე არსებული სიმბოლობებით მანიპულირებენ. ამ კოვბოი ფსიქოლოგს ანაღვლებდა იდეა, თუ ის ვინმესთვის იქნებოდა გამოსადეგი.

ჩვენ მეგობრები გავხდით, როგორც ლიტერატურის მოყვარული ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი. მის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი, რადგან ის დოქტორი იყო, პაციენტებთან პირდაპირი კავშირით, და შესანიშნავი წიგნიერი განათლება ჰქონდა, დამატებით მას არამხოლოდ უყვარდა რუსული ნოველები, ფილოსოფია და უძველესი მითოლოგია, არამედ საკუთარი საგანძურივით ეპყრობოდა. ის განმანათლებელ სტატისტიკურ გამოკვლევებსაც ატარებდა პიროვნულობასა და ტემპერამენტზე და სწავლობდა ნეირომეცნიერებას. ბიჰევიორისტად აღზრდილს, მაინც ძლიერ აინტერესებდა ფსიქოანალიზი მისი ფოკუსირებით სიზმრებზე, არქეტიპებზე, ზრდასრულებში ბავშვობის ტრამვებით გამოწვეულ კონფლიქტებზე და დაცვის და რაციონალიზაციის მექანიზმებზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ერთადერთი იყო ტორონტოს უნივერსიტეტში, ვინც ფსიქოლოგიის გამოკვლევებზე ორიენტირებული დეპარტამენტის წევრი იყო და, ამასთანავე, კლინიკური პრაქტიკაც ჰქონდა.

peterson2

ჩემს ვიზიტებზე ჩვენი დიალოგი სიცილით იწყებოდა - პატარა ქალაქის პიტერსონთან ალბერტა ჰინტერლენდიდან - მისი მოზარდობის წლები ფილმი FUBAR-დან იყო - სახლში შეპატიჟებით. ამ სახლს თვითონაც და მისი ცოლიც, თემიც იწუნებდა და გარდაქმნეს, შეიძლება ითქვას,საშუალო კლასის ყველაზე განმაცვიფრებელ და შოკის მომგვრელ სახლად, რომელიც მე მინახავს. მათ ჰქონდათ ნახატები, ნიღბები, აბსტრაქტული პორტრეტები და ლენინის და კომუნისტების პირველი ტალღის ორიგინალი ნახატების კოლექცია. ცოტა ხნის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და სამყარომ შვებით ამოისუნთქა, პიტერსონმა დაიწყო ამ პროპაგანდის შეძენა ონლაინ სიმღერისთვის. ის ნახატები, რომლებიც ასახავდნენ საბჭოურ რევოლუციურ სულისკვეთებას მთლიანად ფარავდა ყველა კედელს და საპირფარეშოსაც კი.
ეს ნახატები იქ იმიტომ არ ყოფილა, რომ პიტერსონს ტოტალიტარიზმის მიმართ სიმპათიები ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ შეეხსენებინა საკუთარი თავისთვის ის რაღაც, რაც მისი და ყველას სურვილი იყო რომ დაევიწყებინა: რომ ასობით მილიონი ადამიანი იქნა უტოპიის სახელით მოკლული.

ამ ნახევრად საშიში სახლის მიჩვევა იყო საჭირო. ის დეკორირებული იყო იმ დელუზიით, რომელმაც პრაქტიკულად მთელი კაცობრიობა გაანადგურა, მაგრამ ამას ამსუბუქებდა მისი მეუღლე, თემი, რომელიც მხარს უჭერდა ასეთი უცნაური ფორმით ექსპრესიის საჭიროებას! ამ ნახატებით ვიზიტორი ხვდებოდა ჯორდანის ინტერესს ადამიანის მიერ სიკეთის სახელით ბოროტების ჩადენისა და საკუთარი თავის მოტყუების ფსიქოლოგიური მისტერიისადმი (როგორ შეიძლება ადამიანის მიერ თავის მოტყუება უბრალო მოვლენა იყოს?) - ჩვენი საერთო ინტერესი. ასევე იყო პერიოდები, როცა ჩვენ ვსაუბრობდით უფრო ნაკლებად პრობლემატურ საკითხებზე. ადამიანის ბოროტების ჩადენის უნარი ბოროტებისთვის, ის სიამოვნება, რასაც ადამიანები იღებენ სხვისთვის სიამოვნების წართმევით, შესანიშნავად დაჭერილი მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისელი პოეტის, ჯონ მილტონის მიერ „დაკარგულ სამოთხეში”. და ჩვენც ვსაუბრობთ ჩაის სმის პარალელურად მის სამზარეულოში, გარემოცული მისი კოლექციით, ვიზუალი მარკერი მისი გზისა, რომ წავიდეს მარტივი იდეოლოგიების, მემარცხენეობისა და მემარჯვენებოსი მიღმა და არ გაიმეოროს წარსულის შეცდომები. რაღაც დროის შემდეგ უკვე უცნაურობას აღარ წარმოადგენდა სამზარეულოში ჩაის სმა, ოჯახური პრობლემების ან ბოლოს წაკითხული რაღაცეების განხილვა იმ შემზარავი სურათების გარემოში. ეს უბრალოდ ცხოვრებაა ისეთ სამყაროში, როგორიც წარსულში იყო ან, ზოგ ადგილებში, ახლაც არის. 

ჯორდანის პირველ და ერთადერთ წიგნში, რომელიც ამ წიგნს უსწრებს, "მნიშვნელობათა რუკები", ის გვიზიარებს მის შთაგონებებს უნივერსალურ თემებს სამყაროს მითოლოგიაზე და ხსნის, თუ როგორ შექმნა ყველა კულტურამ ისტორიები, რათა შევეჭიდოთ, და საბოლოოდ რუკად ჩამოვაყალიბოთ ის ქაოსი, რომელშიც დაბადებისას ვხვდებით; ქაოსი არის ყველაფერი უცნობი, გინდ ჩვენს გარეთ თუ ჩვენს შიგნით, რომელიც უნდა შევიცნოთ.

ევოლუციის, ემოციების, ნეირომეცნიერების, იუნგის, ფროიდის, ნიცშეს, დოსტოევსკის, სოლჟენიცინის, ელიადეს, ნიუმანის, პიაჟეს, ფრის და ფრანკლის კომბინაციით, მნიშვნელობათა რუკები, თითქმის ორი ათწლეულის წინ გამოქვეყნებული, გვიჩვენებს ჯორდანის ფართო მიდგომის მცდელობას, რათა გაიგოს თუ როგორ უმკლავდებიან ადამიანები და ადამიანთა ტვინები არქეტიპულ სიტუაციებს, როცა ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ისეთ რამეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც არ გვესმის. ამ წიგნის გენიალურობა იმაშია, რომ გვიჩვენებს თუ რა ღრმად არის ეს სიტუაცია ევოლუციაში, ჩვენს დნმ-ში, ჩვენს ტვინებში და ჩვენს უძველეს ისტორიებში და ის გვიჩვენებს რომ ეს ისტორიები გადარჩნენ, რადგან ისინი კვლავ განაგრძობენ რჩევების მოცემას მერყეობასთან და გარდაუვალ უცოდინრობასთან გამკლავებისთვის.
ერთ-ერთი პლუსი ამ წიგნის, რასაც ახლა კითხულობ, არის ის, რომ ის წარმოადგენს შესავალს მნიშვნელობათა რუკებისთვის, რომელიც ძალზედ კომპლექსური წიგნია, რადგან ჯორდანი დიდი ხნის განმავლობაში ხვეწდა მის ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებას და დაწერას, მაგრამ ის ფუნდამენტური იყო, რადგან მიუხედავად ჩვენი განსხვავებული გენებისა, ცხოვრებისეული გამოცდილებისა, ტვინებისა და ა შ, ჩვენ ყველანი უნდა გავუმკლავდეთ უცნობს და ჩვენ ყველანი ვცდილობთ გადავინაცვლოთ ქაოსიდან წესრიგში.

და სწორედ ამიტომ ამ წიგნის წესების უმეტესობას, რომელიც დაფუძნებულია "მნიშვნელობათა რუკებზე", გააჩნია უნივერსალურობის ელემენტი. "მნიშვნელობათა რუკები" შთაგონებული იყო ჯორდანის ტანჯულ ცნობიერში, როცა თინეიჯერობისას ცივი ომის პერიოდში იზრდებოდა, იმ დროს ჩანდა თითქოს კაცობრიობა მზად იყო აეფეთქებინა დედამიწა სხვადასხვა იდენტობის დასაცავად. ის თვლიდა, რომ უნდა გაეგო თუ როგორ შეეძლო ადამიანს გაეწირა ყველაფერი „იდენტობისთვის,“ რაც არ უნდა ყოფილიყო ეს. ასევე, ის თვლიდა რომ უნდა გაეგო ის იდეოლოგიები, რომლებმაც გარდაქმნეს ტოტალიტარული რეჟიმი მსგავს ქმედებად: საკუთარი მოსახელობის მკვლელობად. მნიშვნელობათა რუკებში და ამ წიგნში, ის ხაზს უსვამს რომ ყველაზე სახიფათო რამ არის იდეოლოგია, განურჩევლად იმისა, თუ ვინ ავრცელებს და რისთვის.

იდეოლოგია არის მარტივი იდეა, რომელიც მეცნიერებად ან ფილოსოფიად გვევლინება და ცდილობს ახსნას სამყაროს კომპლექსურობა და გვთავაზობს გზებს მისი პერფექციისთვის. იდეოლოგები არიან ადამიანები, რომლებმაც თითქოს იციან, თუ „როგორ უნდა შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ“ მანამ, სანამ მათ შიგნით არსებულ ქაოსს მიხედავენ (მებრძოლის იდენტობა, რასაც მათ საკუთარი იდეოლოგია ანიჭებს ამ ქაოისს ფარავს) ეს საამაყო, რა თქმა უნდა, და ერთი-ერთი მთავარი სათქმელი ამ წიგნისა ისაა, რომ ჯერ „შენი სახლი უნდა დაალაგო“, და ჯორდანი ამისთვის პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს, თუ როგორ უნდა შევძლოთ ეს.

holocaust

იდეოლოგია გამოიყენება ჭეშმარიტი ცოდნისთვის და იდეოლოგები სახიფათონი არიან, თუ ხელში ძალა ჩაუვარდათ, რადგან ცალმხრივი გონების მიდგომა, რომელიც თვლის, რომ ყველაფერი იცის, არ არის საკმარისი არსებობის კომპლექსურობისთვის. ამას დამატებული, როცა მათი სოციალური კონტრაქცია უშედეგო ხდება, იდეოლოგები ბრალს სდებენ არა საკუთარ თავს, არამედ ყველა სხვას, ვინც ამ სიმარტივის მიღმა იხედება. კიდევ ერთმა პროფესორმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან, ლევის ფოიერმა, მის წიგნში იდეოლოგია და იდეოლოგები, აღნიშნა, რომ იდეოლოგები გარდაქმნიან იმ რელიგიურ ისტორიებს, რომლებიც მათი თქმით ჩაანაცვლეს, მაგრამ რეალურად ნარატივი და ფსიქოლოგიური სიმდიდრე მოაშორეს. კომუნიზმმა ისესხა ეგვიპტეში ისრაელი ბავშვების ისტორია, სადაც იყო დამონებული კლასი, მდიდარი, ბოროტი მეპატრონე და ლიდერი, როგორიც ლენინი იყო, ვინც დამონებულებთან ერთად ცხოვრობდა და გაუძღვა მათ დაპირებული მიწებისკენ (უტოპიისკენ; პროლეტარების დიქტატურა). 

იმისთვის, რომ ჯორდანს იდეოლოგია გაეგო, ის არა მხოლოდ საბჭოურ გულაგზე, არამედ ჰოლოკოსტსა და ნაციზმის აღზევებაზეც კითხულობდა. აქამდე არასდროს შემხვედრია ადამიანი, რომელიც იყო ქრისტიანი, ჩემი თაობის და რომელიც ასე ძლიერ განიცდიდა იმას, თუ რა დაემართათ ევროპაში ებრაელებს და ცდილობდა, რომ გაეგო, თუ როგორ მოხდა ეს. ეს საკითხი მეც ღრმად შევისწავლე. მამაჩემი ოსვემციმს გადაურჩა. ბებიაჩემი საშუალო ასაკის იყო, როცა იოზეფ მენგელსის წინ იდგა, იმ ნაცისტების ფიზიკოსის წინ, ვინც ენით აღუწერელ ექსპერიმენტებს ატარებდა მის მსხვერპლებზე. ისიც გადაურჩა ოსვემცის, როცა არ დაემორჩილა მენგელსის ბრძანებას რომ მოხუცების, ნაცრისფრების და სუსტების რიგში ჩამდგარიყო და, ამის ნაცვლად, ახალგაზრდების რიგში შეიპარა. მან თავი აარიდა გაზების ოთახს მეორეჯერ, როცა საკვებს თმის საღებავში ცვლიდა, რადგან მოხუცად არ გამოჩენილიყო და ამისთვის არ მოეკლათ. ბაბუაჩემი გადაურჩა მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკს, მაგრამ მყარი საკვების პირველი ლუკმის გადაყლაპვისას დაიხრჩო, გათავისუფლებისგან ერთი დღით ადრე. ჯორდანის მესმის, რადგან წლების შემდეგ, რაც მეგობრები გავხდით, როცა ის ლიბერალიზმის კლასიკური გაგებით დადგებოდა სიტყვის თავისუფლებისთვის, მემარცხეენები მას მემარჯვენე დემაგოგად თვლიდნენ.

ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით ვიტყვი, რომ იმ ცილის მწამებლებმა არ იციან რაზე საუბრობენ. ჩემისთანა ოჯახის ისტორიით, ადამიანი არა მხოლოდ რადარს, არამედ წყალქვეშა სონარსაც გამოიმუშავებს მემარჯვენე დემაგოგის დასაფიქსირებლად, და უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ხვდება, თუ ვინ არის ინტელექტუალი ადამიანი, სწორი ხელსაწყოებით, ნებისყოფით და სიმამაცით, და ჯორდანი ასეთი ადამიანია.

პირადად ჩემი უკმაყოფილება თანამედროვე პოლიტ-მეცნიერების მცდელობით, რათა დაედგინათ ნაციზმის აღზევების, ტოტალიტარიზმის და წინასწარგანწყობის მიზეზები, იყო ძირითადი ფაქტორი, რის გამოც გადავწყვიტე ჩემი პოლიტ-მეცნიერების კველვებს დამატებოდა ქვეცნობიერის, პროექციების, ფსიქოანალიზის, ჯგუფის ფსიქოლოგიის რეგრესიული პოტენციალი, ფსიქიატრია და ტვინის კვლევები. ჯორდანმაც ამიტომ გაანება თავი პოლიტ-მეცნიერებას. ამ მნიშვნელოვანი პარალელური ინტერესებით, ჩვენ ყოველთვის არ ვთანხმდებოდით პასუხზე (მადლობა ღმერთს), მაგრამ თითქმის ყოველთვის ვთანხმდებოდით კითხვაზე.

ჩვენი მეგობრობა არ ყოფილა მთლიანად წყვდიადი და განწირულობა. ჩვევად გამოვიმუშავე ჩემი კოლეგა პროფესორის ლექციებზე დასწრება ჩვენს უნივერსიტეტში და დავინახე ის, რასაც ახლა მილიონობით ადამიანი უყურებს ონლაინ: შესანიშნავი, კაშკაშა ორატორი, ვინც საუკეთესო რეპერტუარში იყო, როგორც ჯაზის არტისტი; ხანდახან ჰგავდა ძლიერი გრძნობების მქონე მქადაგებელს (არა ევანგელისტური, არამედ ვნების, უნარის, რომ მოყვეს ისეთი ისტორიები, რომლებიც ცხოვრებისეული იდეების დაჯერებას და არდაჯერებას ეხება) შემდეგ მარტივად გადაერთვებოდა სულისწამრთმევ მეცნიერული კვლევების სერიების სისტემურ შეჯამებაზე. ის სტუდენტების დახმარების ოსტატი იყო. შეეძლო მათი ცნობიერება აემაღლებინა და საკუთარ მომავალზე სერიოზულად დაეფიქრებინა. მან ასწავლა მათ ბევრი საუკეთესო წიგნის პატივისცემა. ის რეალისტურ მაგალითებს იძლეოდა კლინიკური პრაქტიკიდან, იყო გახსნილი (მიზანშეწონილად), საკუთარ სისუსტეებზეც კი და განსაცვიფრებელ კავშირებს ამყარებდა რელიგიასა, ევოლუციასა და რელიგიურ ისტორიებს შორის. სამყაროში, სადაც სტუდენტებს ასწავლიან რომ რელიგია და ევოლუცია ურთიერთსაპირისპიროა (როგორც მოაზროვნე რიჩარდ დოკინსი), ჯორდანი მის სტუდენტებს აჩვენებდა, რომ ევოლუცია, უპირველეს ყოვლისა, გვეხმარება ავხსნათ ბევრი უძველესი ისტორიის ფსიქოლოგიური ასპექტი პრაქტიკაში და სიბრძნე, გილგამეშიდან დაწყებული ბუდას ცხოვრებამდე, ეგვიპტურ მითოლოგიამდე და ბიბლიამდე. მაგალითისთვის, მან აჩვენა, რომ ისტორიები უცნობისკენ მიმავალ გზებზე - გმირის გამოწვევა - ასახავს უნივერსალურ დავალებებს, რომლისთვისაც ტვინი ევოლუციას განიცდის. ის პატივს სცემდა ამ ისტორიებს, არ იყო რედუქციონისტი და არასდროს ამბობდა, რომ მათი სიბრძნე ამოიწურა. თუ ის საუბრობდა თემაზე, როგორიც არის მიკერძოება, ან მის ახლო ნათესავებზე - შიშზე და სიძულვილზე, ან საშუალოდ სქესებს შორის განსხვავებაზე, მას შეეძლო ეჩვენებინა თუ როგორ განიცადა ევოლუცია ამ მახასიათებლებმა და როგორ გადარჩნენ ისინი.

peterson1

უპირველეს ყოვლისა, ის ყურადღებას ამახვილებინებდა სტუდენტებს ისეთ საკითხებზე, რომელსაც უნივერსიტეტში არ განიხილავდნენ, მაგალითად, იმ მარტივ ფაქტზე, რომელიც ყველა უძველესმა ბრძენმა, ბუდადან დაწყებული ბიბლიური ავტორებით დამთავრებული, და ცოტათი გადაღლილმა ზრდასრულმაც იცოდა, რომ სიცოცხლე ეს ტანჯვაა. თუ შენ ან ვინმე შენთვის ახლო ადამიანი იტანჯება, ეს სევდიანია, მაგრამ არა განსაკუთრებული შემთხვევა. ჩვენ არ ვიტანჯებით მხოლოდ იმის გამო, რომ „პოლიტიკოსები იდიოტები არიან“ ან „სისტემა კორუფცირებულია“, ან იმის გამო, რომ მე და შენ, ან ნებისმიერმა სხვამ, რაღაც მხრივ, ლეგიტიმურად ჩათვალოს თავი რაღაცის ან ვიღაცის მსხვერპლად. ჩვენ იმიტომ ვიტანჯებით, რომ ადამიანებად ვიბადებით და ამას გარანტირებულად მოყვება ტანჯვის კარგი დოზა. და არის შანსები, რომ თუ შენ ან შენთვის საყვარელი ადამიანი არ იტანჯებით ახლა, ეს მომავალ ხუთ წელიწადში მოხდება, თუ ძალიან იღბლიანი არ ბრძანდები. ბავშვების მოვლა რთულია, მუშაობა რთულია, დაბერება, ავადმყოფობა და სიკვდილი რთულად გადასატანია და ჯორდანი აღნიშნავდა, რომ ამ ყველაფერთან მარტომ გამკლავება, სასიყვარულო ურთიერთობების, სიბრძნის ან უდიდესი ფსიქოლოგების ნააზრევების გარეშე, უფრო რთულია. ის სტუდენტებს არ აშინებდა; სხვათაშორის, ასეთი პირდაპირი საუბარი მათ მოიწონეს, რადგან თავიანთი ცნობიერის სიღრმეებში იცოდნენ, რომ ის სიმართლეს ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ფორუმი ამის განსახილველად - შეიძლება იმის გამო, რომ ზრდასრულები საკუთარ ცხოვრებაში ისეთი დამცველები გახდნენ, რომ შეცდომაში შეჰყავდათ საკუთარი თავი, თითქოს ამის არ გამხელა მათ შვილებს ჯადოსნურად დაიცავდა ტანჯვისგან. 

ასეთ დროს ის საუბრობდა გმირის მითოსზე. ჯვარედინ -კულტურულ თემაზე, რომელიც ფსიქოანალიტიკურად განიხილა ოტო რანკმა და, ფროიდის მსგავსად, ამბობდა, რომ გმირის მითოსი მსგავსია ბევრ კულტურაში. თემა, რომელიც კარლ იუნგმა, იოზებ ქემბელმა და ერიკ ნიუმანმა აიღო, სხვებთან ერთად. სადაც ფროიდმა დიდი წვლილი შეიტანა, რათა აეხსნა ნევროზი ჩავარდნილი გმირების ისტორიით (მაგ: ოიდიპოსი), ჯორდანი ყურადღებას ტრიუმფალურ გმირებზე ამახვილებდა. ყველა ტრიუმფალურ ისტორიაში გმირი მიემართებოდა უცნობისკენ, უცხო ტერიტორიაზე, უმკლავდებოდა დიდ გამოწვევას და ხშირად რისკავდა. ამ პროცესის პარალელურად, რაღაც მის შიგნით უნდა მომკვდარიყო ან უნდა დათმობილიყო, რათა თავიდან დაბადებულიყო და გამოწვევა მიეღო. ეს მოითხოვს სიმამაცეს, რაც იშვიათად თუ არის განხილული ფსიქოლოგიის კლასებსა და წიგნებში. მისი უახლოესი პუბლიკური გამოსვლისას, როცა ის სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდა იმის წინააღმდეგ, რასაც მე „იძულებით სიტყვას“ ვეძახი (რადგან ის გულისხმობდა მთავრობის მიერ მოქალაქეების იძულებას, რომ მათი პოლიტიკური შეხედულებები გამოეთქვათ), რისკები მაღალი იყო; მას ბევრი რამის დაკარგვა შეეძლო და იცოდა ეს, მიუხედავად ამისა მე დავინახე არა მარტო ის, თუ როგორ ამჟღავნებდა მის სიმამაცეს (მისი ცოლიც) არამედ ისიც, თუ როგორ ცხოვრობდა იმ წისებით, რომელიც ამ წიგნშია მოცემული და რომლებიც ძალიან მომთხოვნები არიან.

ვხედავდი როგორ იზრდებოდა იმ განსაცვიფრებელი ადამიანიდან, რომელიც იყო, უფრო შესაძლო და დავდაჯერებულ ადამიანად - ამ წესებით ცხოვრებით. სხვათაშორის, ამ წიგნის წერის პროცესმა, წესების შედგენამ, უბიძგა მას დამდგარიყო იძულებით ან შთაგონებული სიტყვების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ, ამ ივენთის პარალელურად, მან დაიწყო ინტერნეტში მისი აზრების პოსტვა ცხოვრებაზე და ამ წესებზე. ახლა კი მალე 100 მილიონზე მეტი მაყურებელი ეყოლება. ვიცით, რომ ერთ აზრზე ვართ.

თუ გავითვალისწინებთ ჩვენს წესების მიმართ დამოკიდებულებებს, როგორ ავხსნით ამ ექსტრაორდინალურ გამოხმაურებას მისი ლექციების მიმართ, რომელიც წესებში გვსვამს? ჯორდანის შემთხვევაში, ეს მისი ქარიზმის და იშვიათი ნებისყოფის გამოა, რაც მას ანიჭებს ძალას რომ მყარად იდგეს იმ პრინციპებზე, რომელმაც უამრავი ყური მიიპყრო თავიდანვე.

მისი YouTube-ზე პოზიციების დაფსიქსირებას მალევე ასობით ათასობით მნახველი ჰყავდა და ადამიანები განაგრძობდნენ მის მოსმენას, რადგან რასაც ის ლაპარაკობს, უკავშირდება უთქმელ საჭიროებას. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფალნი წესებისგან, ჩვენვე ვეძებთ სტრუქტურას. ახალგაზრდებში წესების ან მიმართულებების წყურვილი დღესდღეობით უფრო დიდია. როგორც მინიმუმ დასავლეთში, 90-იანების შემდეგ დაბადებული თაობა უნიკალურ ისტორიულ სიტუაციაში ცხოვრობს. ისინი, ჩემი აზრით, არიან პირველი თაობა, რომელსაც ასწავლიან ერთი შეხედვით ურთიერთ-საპირისპირო იდეას მორალზე, ერთდროულად - მათ სკოლებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში, ჩემი თაობის ადამიანები. ეს ურთიერთდაპირისპირება ხანდახან მათი დეზორიენტაციულობის და ჩამოუყალიბლობის მიზეზი იყო. რჩებოდნენ დახმარების გარეშე და, უფრო ტრაგიკული რამ, განიცდიდნენ ისეთი მატერიალური კეთილდღეობის ნაკლებობას, რომელიც არც კი იციან რომ არსებობს.

პირველი იდეა ან სწავლება ისაა, რომ მორალი ფარდობითია, საუკეთესო შემთხვევაში პირადი „ფასეულობათა განსჯა.“. ფარდობითი ნიშნავს, რომ არ არსებობს აბსოლუტურად სწორი და არასწორი, არაფერში; მორალი და მასთან ასოცირებული წესები არის უბრალოდ პიროვნული შეხედულებების საკითხი, „რაღაცასთან შედარებით“ ან „რაღაცასთან კავშირით“ კონკრეტული ჩარჩო. მაგ: ინდივიდის ეთიკა, თუ როგორ აღიზარდა ან მისი დაბადების ისტორიული მომენტი. ის არაფერია, თუ არა დაბადების შემთხვევითობა. ამ არგუმენტის მიხედვით (ამჟამად რწმენა), ისტორია ასწავლის, რომ რელიგია, თემები, ნაციები და ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთში ვერ თანხმდებოდნენ ფუნდამენტალურ საკითხებზე, როგორც ყოველთვის. დღეს, პოსტმოდერნისტი მემარცხენე ამატებს კიდევ ერთ აზრს, რომ ერთი ჯგუფის მორალი სხვა არაფერია, თუ არა მისი მცდელობა, დაიმორჩილოს სხვა ჯგუფი. ასე რომ, წესიერი რამ რაც უნდა გავაკეთოთ - როცა ცხადი გახდება, როგორი თვითნებურია შენი, ან შენი საზოადოების „მორალური ღირებულებები - არის, რომ ტოლერანტობა უნდა გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც განსხვავებულად ფიქრობს და განსხვავებული წარსულის მქონეა. ტოლერანტობის დატვირთვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთი საშინელი პიროვნული ნაკლი, რაც შეიძლება იყოს “ზედმეტი კრიტიკულობაა“ და რადგანაც ჩვენ არ ვიცით სწორი და არასწორი, ან რა არის კარგი, ერთ-ერთი ყველაზე შეუსაბამო რამ, რაც შეიძლება ზრდასრულმა გააკეთოს, არის ახალგაზრდისთვის იმის მითითება, თუ როგორ უნდა იცხოვროს.

და ასე მთელი თაობა გაიზარდა ისეთი რამის უსწავლელად, რასაც ადრე „პრაქტიკულ სიბრძნეს“ უწოდებდნენ და ძველი თაობის აღსაზრდელად გამოიყენებოდა. თანამედროვე ახალგაზრდებს ხშირად ეუბნებიან, რომ მათ მიიღეს ყველაზე კარგი განათლება მთელ სამყაროში, მაგრამ სწორედ მათ განიცადეს სერიოზული ინტელექტუალური და მორალური ინტერესის ნაკლებობა. ჩემი და ჯორდანის თაობის რელატივისტებმა, რომლებიც ახლა პროფესორები არიან, ფასი დაუკარგეს ათასწლობით დაგროვებულ კაცობრიულ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიმუშავოთ მაღალი მორალური სტანდარტები. „უმნიშვნელოდ“ და „ოპრესიულად“-აც მოიხსენიებდნენ. იმდენად წარმატებულები იყვნენ ამაში, რომ თვითონ მაღალი მორალური სტანდარტებიც კი დროიდან ამოვარდნილს ჰგავს და ვინც მას იყენებს, წარმოჩნდება, როგორც ანაქრომულად მორალური და პრინციპული.

სათნოების კვლევა და მორალის (სწორი და არასწორი, კარგი და ბოროტი) კვლევა განსხვავდება. არისტოტელემ სათნოება განმარტა, როგორც ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმავალი ყველაზე ხელსაყრელი გზა. ამორალურობა კი ბედნიერებისკენ მიმავალი ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი გზა. ის მიხვდა, რომ სათნოების მიზანი არის ბალანსი და ამორალურობის ექსტრემალურობისთვის თავის არიდება. არისტოტელე იკვლევდა სათნოებას და ამორალურობას მის Nicomachean Ethic-ში. ეს წიგნი დაფუძნებული იყო ადამიანის ბედნიერების ტიპების დაკვირვებაზე და მათ გამოცდილებაზე. საბოლოო ჯამში სათნოებასა და ამორალურობის გამიჯვნა და განსჯა სიბრძნის საწყისია, რაც არასდროს შეიცვლება.

კონტრასტში, თანამედროვე რელატივიზმი იწყება იმის დაშვებით, რომ ცხოვრების წესის დადგენა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ჭეშმარიტად კარგი და ჭეშმარიტად სათნო (ორივე ფარდობითია), ამის გამო რელატივიზმის სათნოებასთან ყველაზე მეტად მიახლოებული არის ტოლერანტობა. მხოლოდ ტოლერანტობას შეუძლია განსხვავებული ჯგუფების საზოგადოებაში გაერთიანება და ჩვენი გადარჩენა ერთმანეთის დაზიანებისგან.

ფეისბუქზე ან სხვა სოციალურ ქსელებზე ხალხი საკუთარ ე.წ სათნოებას აფიქსირებს და სხვებს ეუბნება, თუ როგორი ტოლერანტები, გახსნილები და თანამგრძნობნი არიან და ელოდება მოწონებების დაგროვებას. (რომ არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ ხალხისთვის შენი სათნოების თქმა არ არის სათნოება, არამედ თავის დაწინაურება. სათნოების დაფიქსირებაც არ არის სათნოება. სათნოების დაფიქსირება სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენი ყველაზე გახშირებული ამორალურობა იყოს.)

სხვების შეხედულებების მიმართ არატოლერანტობა (მიუხედავად მათი გაუნათლებლობისა და ბუნდოვნებისა) უბრალოდ არასწორი არ არის; სამყაროში, სადაც არ არის სწორი და არასწორი; ეს უარესია: ეს ნიშნავს, რომ შენ სამარცხვინოდ უკულტურო, გაუნათლებელი ხარ და, სავარაუდოდ, საშიშიც. მაგრამ, როგორც ჩანს ადამიანების უმეტესობა ვერ უძლებს ვაკუუმს - ქაოსს - რაც ცხოვრებაშია და მორალური რელატივიზმი ამას აუარესებს; მათ არ შეუძლიათ იცხოვრონ მორალური კომპასის გარეშე. იმ იდეალის გარეშე, რომელსაც ცხოვრებაში დაუმიზნებენ. (რელატივისტისთვის იდეალები ფასეულობაა და როგორც ყველა სხვა ფასეულობა, ისიც ფარდობითია და არც მსხვერპლის შეწირვა ღირს მისთვის) ასე კი რელატივიზმის გვერდით ჩვენ ვხვდებით ნიჰილიზმს, სასოწარკვეთას და მორალური რელატივიზმის საწინააღმდეგოს: იმ იდეოლოგიების ბრმად რწმუნება, რომელიც იბრალებს, რომ ყველაფრზე აქვს პასუხი.

ახალი თაობა დამატებით კიდევ ერთი სწავლებით დაიბომბა. ისინი ჰუმანიტარულ კურსებზე აბარებენ, რათა შეიცნონ უდიადესი წიგნები, რაც კი ოდესმე დაწერილა. მაგრამ მათთვის არ არის გამოყოფილი წიგნები; არამედ წიგნებს იდეოლოგიურად უტევენ, საშინელ გამარტივებაზე დაყრდნობით. რელატივისტი სავსეა მერყეობით, მაშინ როცა იდეოლოგი პირიქით. ის ჰიპერ-განმსჯელია და ცენზურული, ყოველთვის იცის რა აკლიათ სხვებს და რა უნდა მოუხერხოს ამას. ხანდახან ჩანს, რომ ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სურთ რჩევების მოცემა რელატივისტურ საზოგადოებაში, ცოტა რამის შემოთავაზება თუ შეუძლიათ.

თანამედროვე მორალურ რელატივიზმს ბევრი წყარო აქვს. ისტორიის შესწავლით გავიგეთ, რომ განსხვავებულ ეპოქებში განსხვავებული მორალური კოდი იყო. სამყაროს შესწავლისას ჩვენ ვხვდებოდით უამრავ ტომს სხვადასხვა კონტინენტზე, რომელთა მორალური კოდი საღ აზრად ითვლებოდა უშუალოდ იმ ტომში. მეცნიერებამაც ითამაშა როლი, სამყაროს რელიგიურ შეხედულებებზე შეტევით, რელიგიური ეთიკის და წესების საძირკველის გამორღვევით. მატერიალისტური სოციალური მეცნიერება გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია სამყაროს ფაქტებად და ფასეულობებად (სუბიექტურ და ინდივიდუალურ) დაყოფა. ამის შემდეგ, ჩვენ შევჯერდებოდით ფაქტებზე და, ოდესმე, იქნებ მეცნიერული ეთიკის კოდიც შეგვემუშავებინა. დამატებით, იმის თქმით, რომ ფასეულობები ნაკლებად რეალურია ვიდრე ფაქტები, მეცნიერებამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი მორალურ რელატივიზმს, რადგან ფასეულობას „მეორე ხარისხოვნად“ შეხედა. (მაგრამ ის, რომ ჩვენ მარტივად შეგვიძლია გავმიჯნოთ ფასეულობა და ფაქტები გულუბრყვილოა. რაღაც მხრივ, ინდივიდის ფასეულობებით განისაზღვრება რას მიაქცევს ყურადღებას და რას ჩათვლის ფაქტად.)

ის, რომ სხვადასხვა საზოგადოებას გააჩნდა სხვადასხვა მორალი და წესები ძველმა სამყარომაც იცოდა და საინტერესოა მათი ამაზე რეაქციის შედარება თანამედროვე რეაქციასთან (რელატივიზმი, ნიჰილიზმი და იდეოლოგია.) როცა ძველი ბერძნები ინდოეთში ან სადმე სხვაგან მიცურავდნენ, მათაც აღმოაჩინეს, რომ მორალი ყველგან სხვადასხვაა და ამის ახსნა ძევს ამა თუ იმ საზოგადოების წარსულში არსებულ ავტორიტეტში. ბერძნებში ამას არ გამოუწვევია სასოწარკვეთა, არამედ მათ ფილოსოფია შექმნეს.

სოკრატე მორალური კოდების კონფლიქტის მიუხედავად არ გამხდარა ნიჰილისტი, რელატივისტი ან იდეოლოგი, არამედ საკუთარი სიცოცხლე სიბრძნის ძებნას დაუთმო და ფილოსოფიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სვამდა კომპლექსურ, ფუნდამენტურ კითხვებს: „რა არის სათნოება?“ „როგორ შეიძლება გქონდეს კარგი ცხოვრება?“ „რა არის სამართალი?“ და ა შ. ის უყურებდა სხვადასხვა მიდგომებს და ინტერესდებოდა, თუ რომელი შეესაბამებოდა ყველაზე მეტად ადამიანის ბუნებას. ვფიქრობ, სწორედ ასეთი კითხვებია გაცოცხლებული ამ წიგნში.

უძველესი ხალხისთვის იმის აღმოჩენა, რომ სხვადასხვა ხალხს აქვს სხვადასხვა წარმოდგენა ცხოვრების წესებზე არ იყო დამაბრკოლებელი, არამედ აღრმავებდა მათ წარმოდგენას ადამიანობაზე და ერთ-ერთ ყველაზე სიამოვნების მომტან დიალოგებამდე მიჰყავდა: როგორ შეიძლება იცხოვრო.

არისტოტელეც მსგავსი შემთხვევაა. სხვადასხვა მორალური კოდების არსებობის გამო სასოწარკვეთაში ჩავარდნის ნაცვლად დავობდა, რომ ყველა მორალური განსხვავების მიუხედავად, რაც სხვადასხვა სოციუმებშია, ადამიანს, მისი ბუნებისგან გამომდინარე, მოსწონს წესების და კანონების შემოღება. თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვა: ადამიანებს, რაღაც ბიოლოგიური მიზეზების გამო, იმდენად ფიქსირებულად აინტერესებთ მორალი, რომ ვქმნით კანონების სტრუქტურას, სადაც არ უნდა ვიყოთ. ის აზრი, რომ ადამიანის ცხოვრება შეიძლება თავისუფალი იყოს მორალური ინტერესებისგან, უბრალოდ ფენტასტიკაა.

ჩვენ წესების გენერატორები ვართ. და თუ ჩვენ მორალური ცხოველები ვართ, რა შედეგები ექნება თანამედროვე, მარტივ რელატივიზმს ჩვენზე? ჭირვეულად ვცდილობთ ვიყოთ ის, რაც რეალურად არ ვართ. ეს ნიღაბია, მაგრამ უცნაური, რადგან იმას ატყუებს, ვისაც უკეთია. გაჩხაპნე ყველაზე ცნობილი პოსტ-მოდერნისტი რელატივისტის მერსედესი გასაღებით, და ნახავ, რა მარტივად ჩამოუვარდება რელატივიზმის (მისი პრეტენზიით, რომ კარგი და ცუდი არ არსებობს) და რადიკალური ტოლერანტობის ნიღაბი. იმის გამო, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს თანამედროვე მეცნიერებაზე დაყრდნობილი ეთიკა, ჯორდანი არ ცდილობს მისი წესების შედგენას იმ აზრით, რომ ათასწლობით დაგროვილი სიბრძნე მხოლოდ სუპრესტიციაა და მათი დაიგნორება ყველაზე დიდი მიღწევაა მორალურად. ამას სჯობს გავაერთიანოთ, რასაც დღეს ვსწავლობთ, რასაც კაცობრიობა ათასწლობით თვლიდა სწორად და ის ისტორიები, რომლებმაც დღეს ჩვენამდე მოაღწიეს. ის აკეთებს იმას, რასაც ყველა საღად მოაზროვნე წინამძღვარი აკეთებდა. ის არ ამბობს, რომ კაცობრიობის სიბრძნე მისით იწყება, არამედ პირველ რიგში სხვა წინამძღვრებს მიმართავდა. 

მართალია, ამ წიგნში განხილული თემები სერიოზულია, მაგრამ ჯორდანი ხშირად ერთობა მათი მსუბუქად მოხსენებით, როგორც თავების სათაურო გვაჩვენებს. ის არ ამტკიცებს, რომ ყველა ასპექტი აქვს განხილული, მაგრამ ხანდახან თავები შეიცავს ჩვენი ფსიქოლოგიის ფართო მასშტაბიან განხილვებს, ისე, როგორც მას ესმის.
და მაშინ რატომ არ ვუწოდოთ ამ წიგნს „რეკომენდაცია“, უფრო მომადუნებელი, მეგობრული და ნაკლებად მკაცრი სიტყვა, ვიდრე „წესია“? იმიტომ, რომ ესენი მართლა წესებია და ყველაზე მნიშვნელოვანია ის წესი, რომ შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა შენს ცხოვრებაზე. თაობა, რომელიც უსასრულოდ ისმენდა მათი იდეოლოგიური მასწავლებლებისგან მათი უფლებების შესახებ, გააპროტესტებდნენ იმ სიტყვებს, რომ სჯობს იყვნენ დამჯერენი, ვიდრე პასუხისმგებლიანები, მაგრამ ის თაობა, რომელიც იზრდებოდა პატარა ოჯახებში, ზღვარგადასულად მფარველი მშობლების მიერ, უსაფრთხო სათამაშო მოედანზე და შემდეგ სწავლობდნენ უნივერსიტეტის „უსაფრთხო სივრცეში“, სადაც არ გაიგონებენ ისეთ რაღაცებს, რაც არ უნდათ რომ გაიგონ - დასწავლულები, რომ არ უნდა იყვნენ რისკიანები. მილიონობით ადამიანი, ვინც სულელად გრძნობს თავს თავიანთი პოტენციური მდგრადობის სათანადოდ ვერ შეფასების გამო და ვინც მიიღო ჯორდანის გზავნილი, რომ თითოეულ ინდივიდს უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული;ის, რომ თუ ვინმეს უნდა იცხოვროს "სრული" ცხოვრებით, მან ჯერ უნდა მოიყვანოს თავისი სახლი წესრიგში; და მხოლოდ მაშინ შეუძლია ვინმეს გონივრულად დაუმიზნოს უფრო დიდ პასუხისმგებლობას. ამ რეაქციის მასშტაბურობას ხშირად ორივე ცრემლებამდე მივუყვანივართ.

ზოგჯერ ეს წესები მომთხოვნები არიან. ისინი ითხოვენ, რომ გაიარო ზრდადობის პროცესი, რომელიც ახალ ლიმიტამდე მიგიყვანს. ეს, როგორც აღვნიშნე, მოითხოვს გამოუცნობში მოგზაურობას. საკუთარი თავის, საკუთარი საზღვრების მიღმა გასვლა, იდეალების ფრთხილ შერჩევას და განხორციელებას საჭიროებს. იმ იდეალების, რომელიც შენს მაღლა არის, შენზე აღმატებულია და რომელსაც შეიძლება ვერასდროს მიაღწიო.

მაგრამ თუ შეიძლება, რომ მიზნებს ვერ მივაღწიოთ, რაღატომ უნდა ვიწვალოთ მათი მიღწევის მცდელობით? იმიტომ, რომ თუ არ ვიღვაწებთ მათი მიღწევისთვის, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ ვიგრძნობთ ჩვენი ცხოვრების აზრს. და შეიძლება იმიტომ, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი ცნობიერის სიღრმეში ყველას გვინდა, რომ განგვსაჯონ.

დოქტორი ნორმან დოიგი, მედიცინის დოქტორი, ავტორი წიგნისა - „ტვინი, რომელიც საკუთარ თავს ცვლის“.