the eye of horus

წესი VIII - თქვით სიმართლე, ან სულ ცოტა ნუ იცრუებთ მაინც

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

სიმართლე უკაცრიელ კუნძულზე

კლინიკურ ფსიქოლოგიას მონრეალში მაკგილის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ამ დროს მე და ჩემი რამოდენიმე ჯგუფელი ვიმყოფებოდით მონრეალის დუგლასის ჰოსპიტალში, სადაც პირველ პრაქტიკულ კურსს გავდიოდით უშუალოდ ფსიქიურად დაავადებულებთან. დუგლასის ჰოსპიტალს ერთი აკრი მიწა და ათეული შენობა ეკავა. ბევრი მათგანი ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდებოდა, რათა პაციენტები და იქ მომუშავენი მონრელის უსასრულო ზამთრისგან დაეცვათ. საავადმყოფოს ასეულობით მუდმივი პაციენტი ჰყავდა. ეს ჯერ კიდევ ანტი-ფსიქოტროპებამდე და გვიანი სამოციანების დიდ დეინსტიტუციონალურ მოძრაობამდე იყო, როცა მთლიანად დახურეს თავშესაფრები და „განთავისუფლებული“ პაციენტები უარესი ცხოვრებისთვის გაწირეს პირდაპირ ქუჩაში. ოთხმოციანების დასაწყისში, როცა პირველად მოვედი ამ ადგილას, მხოლოდ განსაკუთრებით მძიმედ დაავადებულებიღა იყვნენ დარჩენილი. ესენი - ძალიან უცნაური, განწირული ხალხი იყო. საავადმყოფოს გვირაბებში გაბნეულ სავაჭრო ავტომატებს უტრიალებდნენ. ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს დიანა არბუსის ფოტოებიდან ან იერონიმ ბოსხის ნახატებიდან გადმოსულიყვნენ.

ერთხელ მე და ჩემი ჯგუფელები რიგში ვიდექით და ველოდით დამატებით მითითებებს პირდაპირ კავშირზე მყოფი გერმანელი ფსიქოლოგისგან, რომელიც დუგლასის კლინიკური პროგრამის სწავლებას მართავდა. ჩემს ჯგუფელ გოგონასთან ერთი სუსტი, ადვილად მოწყვლადი მუდმივი პაციენტი მივიდა. მან მეგობრული, ბავშვური მანერით მიმართა და სთხოვა : „რატომ დგახართ აქ? რას აკეთებთ? შეიძლება მეც შემოგიერთდეთ?“ ჩემი ჯგუფელი მომიბრუნდა და დაბნეულმა მკითხა:“ რა ვუპასუხო?“ მეც და ისიც შეგვაცბუნა ასეთი იზოლირებული და დაავადებული ადამიანის ასეთმა თხოვნამ. არც ერთ ჩვენგანს არ სურდა რაიმე ისეთი ეპასუხა რაც უარს ან საყვედურს ნიშნავდა.

თითქოს დროებით თავისებურ დაუსახლებელ კუნძულზე მოვხვდით, სადაც საზოგადოება არანაირ წესებს და მიმართულებებს არ გკარნახობს. დამწყები სტუდენტები ვიყავით, მოუმზადებლები იმისთვის, რომ ფსიქიატრიული საავამდყოფოს ტერიტორიაზე შიზოფრენიკ პაციენტთან მოგვიწევდა შეხვედრა, რომელიც მეგობრული ხმით გვთხოვდა მასთან სოციალიზაციას. ეს არც ჩვეული საუბარი იყო კონტექსტუალური სიგნალების გაცვლა-გამოცვლით. რა წესები მოქმედებს ასეთ დროს, ნორმალური სოციალური სიტუაციის საზღვრებს მიღმა? რისი უფლება გვაქვს ასეთ დროს?

ისინი, როგორც მივხვდი, მხოლოდ ორნი იყვნენ. შემეძლო პაციენტებისთვის ისეთი ამბავი მომეყოლა, რომელიც ყველას შეგვინარჩუნებდა სახეს, ანდა სიმართლე მეთქვა. „ჯგუფში მხოლოდ 8 ადამიანი უნდა ვიყოთ“ -ეს პასუხი პირველ კატეგორიაში ხვდებოდა, როგოც ეს -„ახლა ჩვენ ვტოვებთ ჰოსპიტალს“. არც ერთი ეს პასუხი არ დააზარალებდა მის გრძნობებს, ზედაპირულად მაინც, ხოლო ჩვენსა და მის სტატუსებს შორის სხვაობა საერთოდ არ გამოჩნდებოდა. მაგრამ ეს არ იქნებოდა სიმართლე. შესაბამისად ვერაფერი შევთავაზე.

მე მარტივად და პირდაპირ ვუთხარი პაციენტს, რომ ჩვენ დამწყები სტუდენტები ვიყავით და ფსიქოლოგიას ვსწავლობდით და ამიტომ ის ვერ შემოგვიერთდებოდა. პასუხმა ხაზი გაუსვა მისი და ჩვენი სიტუაციის განსხვავებას და დისტანცია ჩვენს შორის უფრო დიდი და თვალსაჩინო გახდა. პასუხი იმაზე ხისტი იყო, ვიდრე კარგად მოფიქრებული თეთრი ტყუილი. მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ სიცრუე - როგორი კეთილშობილი მიზნითაც არ უნდა იყოს ნათქვამი, მაინც განუსაზღვრელ სიტუაციამდე მიგვიყვანს. მას ეწყინა და დაღონდა, მაგრამ მხოლოდ წამით. შემდეგ ის ყველაფერს მიხვდა და ყველაფერი დალაგდა. უბრალოდ მოხდა ისე როგორც უნდა მომხდარიყო.

რამოდენიმე წლით ადრე, ვიდრე ჩემს კლინიკურ პრაქტიკებს დავიწყებდი, მე უკვე მქონდა უცნაურ გამოცდილებათა წყება. აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ მკაცრი იძულების მსხვერპლი ვიყავი (თუმცა კონკრეტული ადამიანისგან არ მოდიოდა), ამან შემიქმნა შეხედულება, რომ ძალიან მცირედი წარმოდგენა მქონდა იმის შესახებ, თუ ვინ ვიყავი და რას ვაკეთებდი. ამიტომაც მეტი ყურადღება მივაქციე, რას ვამბობდი და რას ვაკეთებდი. თუმცა ამ ექსპერიმენტმა სულ ცოტა დამაბნია. მალე საკუთარი თავი ორ ნაწილად გავყავი: ის რომელიც ლაპარაკობდა, და ის რომელიც ყურადღებას აქცევდა ამას და განსჯიდა. მალე იმასაც მივხვდი, რომ ყველაფერი რასაც ვამბობდი სიცრუე იყო. მაგრამ მე მქონდა ამის თქმის მოტივი: მინდოდა კამათში გამარჯვება და სტატუსის მოპოვება, ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა და სასურველის მიღება. ენას იმისთვის ვიყენებდი, რომ სამყარო მომემართა ჩემთვის სასურველის მოსაცემად. მაგრამ ეს ყველაფერი სიყალბე იყო. როცა ეს გავაცნობიერე, გადავწყვიტე მხოლოდ ის მელაპარაკა რის წინააღმდეგაც შინაგანი ხმა არ გამოდიოდა. დავიწყე სიმართლის თქმა, ან სულ ცოტა ვცდილობდი არ მეცრუა. მალე მივხვდი, რომ ასეთი უნარი ძალიან გამოსადეგი იყო მაშინ, როცა არ ვიცოდი რა მექნა. მართლაც როგორ უნდა მოიქცე, როცა არ იცი როგორ მოიქცე? სიმართლე უნდა თქვათ. ასეც მოვიქცი პირველივე დღეს დუგლასის ჰოსპიტალში.

მოგვიანებით მყავდა პარანოიკი და საშიში პაციენტი. პარანოიკებთან მუშაობა ნამდვილი გამოწვევაა. მათ სჯერათ, რომ იდუმალი, შეთქმული ძალები მართავენ, სცენის მიღმა რომ ხლართავენ საქმეებს. პარანოიკები ჰიპერ-დაკვირვებულები და ჰიპერ-ფოკუსირებულები არიან. ისინი მონაწილეობენ გარკვეულ არავერბალურ კომუნიკაციაში, იმ ინტენსივობით, რაც არასოდეს მჟღავნდება ჩვეულებრივ ადამიანურ ინტერაქციაში. ისინი ცდებიან ინტერპრეტაციისას (ესაა პარანოია), მაგრამ მაინც უცნაურად შეუძლიად აღმოაჩინონ შერეული მოტივები, მსჯელობები და სიყალბე. ძალიან ყურადღებით უნდა უსმინო და მხოლოდ სიმართლე უნდა უთხრა პარანოიკს, თუ გინდა რომ ის გაიხსნას შენთან.

ყურადღებით ვუსმენდი და მხოლოდ სიმართლეს ვეუბნებოდი პაციენტს. ის კი გამუდმებით მიყვებოდა სისხლისგამყინავ გეგმებს, თუ როგორ უნდა ეძია შური თავის მტრებზე. საკუთარ რეაქციასაც ვაკვირდებოდი. ვუყურებდი რა აზრები და ხატებები ჩნდებოდა ჩემი წარმოსახვის თეატრში სანამ ის საუბრობდა, მერე კი მოვუყევი რას დავაკვირდი. არც კი მიცდია ან ჩემი ან მისი აზრები გამეკონტროლებინა ან მიმართულება მიმეცა. მხოლოდ ვცდილობდი მიმეხვედებინა, როგორ მოქმედებდა მისი მონაყოლი სულ ცოტა ერთ ადამიანზე - ჩემზე. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება და გულწრფელი პასუხები სულაც არ ნიშნავდა, რომ არ აღვშფოთდი ანდა რამენაირად ვამართლებდი. მე ვეუბნებოდი მას, როცა მაშინებდა (ხშირად), რომ მისი სიტყვები და საქციელი მცდარი იყო და დიდ უსიამოვნებებში გაყოფდა თავს.

მიუხედავად ამისა, ის მაინც მელაპარაკებოდა რადგან მე ვუსმენი და გულწრფელად ვპასუხობდი, თუმცა ყოველთვის მისთვის სასურველ პასუხებს ვერ ვცემდი. ის მენდობოდა ჩემი ობიექტრობის მიუხედავად. ის პარანოიკი იყო, სულელი კი არა. მან იცოდა, რომ მისი საქციელი საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო. მან იცოდა, რომ ნებისმიერ წესიერ ადამიანს საშინელი რეაქცია ექნებოდა მის ფანტაზიებზე. ის მენდობოდა და ლაპარაკობდა ჩემთან, რადგან ხედავდა როგორი რეაქცია მქონდა. ნდობის გარეშე მისი გაგების არანაირი შანსი არ მექნებოდა.

მისი სირთულეები როგორც წესი ბიურიკრატიით იწყება, მაგალითად როგორც ბანკია. ის შედის ამ დაწესებულებაში და ცდილობს მარტივი დავალება შეასრულოს. მას უნდა ანგარიშის გახსნა, გადასახადის გადახდა ან რაიმე შეცდომის გასწორება. ისევ და ისევ ის აწყდება ისეთ გამოუსადეგარ ადამიანებს, რომლებიც ყველგან შეიძლება იყონ. ეს ადამიანები უარყოფენ მათ პირადობას ან ითხოვენ ისეთ ინფორმაციას, რაც არც აუცილებელია და რთული მოსაპოვებელიცაა. მე ვთვლი, რომ ზოგჯერ ასეთი ბიუროკრატია გარდაუვალი იყო, ზოგჯერ კი უბრალოდ სამსახურებრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან გვქონდა საქმე. ჩემი პაციენტი კი ძალიან დაკვირვებული იყო ასეთ რაღაცეებზე. ის შეპყრობილი იყო ღირსებით. ეს უფრო ძვირფასი იყო მისთვის, ვიდრე თავისუფლება, დაცულობა და საკუთრება. ამ ლოგიკის მიხედვით (პარანოიკები კი საოცრად ლოგიკური ხალხია) ის არასოდეს აძლევდა უფლებას ვინმეს დაემცირებინა ან შეურაცხყოფა მიეყენებინა სულ ოდნავაც კი. ბუზსაც ვერავინ აუფრენდა. ამ ხისტი და მოუხეშავი დამოკიდებულების გამო, ჩემი პაციენტის ქცევები უკვე განაპირობებდა გარკვეულ შემაკავებელ ორდერებს. თუმცაღა შემაკავებელი ორდერი ყველაზე კარგად იმ ადამიანებთან მუშაობს სულ რომ არ საჭიროებენ ამას.

„მე შენი ყველაზე საშიში კოშმარი ვიქნები“- ამ ფრაზას ირჩევდა ის ასეთ სიტუაციებში. ვისურვებდი მეც შემძლებოდა მეთქვა იგივე, როცა არასაჭირო და მომაბეზრებელ ბიუროკრატიას შევხვდებოდი. მაგრამ მაინც ჯობდა ასეთი არაფერი მომხდარიყო. ჩემი პაციენტი სწორედ იმას გულისხმობდა რასაც ამბობდა და ვიღაცეებისთვის ხდებოდა კიდევაც ღამის კოშმარი. ის იყო ცუდი ბიჭი „იმ ქვეყანაში სადაც მოხუცების ადგილი არ არის“. ეს ის კაცი იყო ვისაც ცუდ დროს ცუდ ადგილას ხვდებით. თუ მას გადაეყრებოდით, შემთხვევითაც კი, ის თქვენს დევნას იწყებდა, გამუდმებით გახსენებდათ რა ჩაიდინეთ და ყოველგვარ სიხარულს გიკლავდათ. ის ვერავის ატყუებდა, მე მას სიმართლეს ვეუბნებოდი და ამან გააცივა ჩემს მიმართ.

ჩემი ბინის პატრონი

იმ დროს ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, ჩემი ბინის პატრონი კი ადგილობრივი ბაიკერების დაჯგუფების პრეზიდენტი იყო. მე და ჩემი ცოლი ტემი მის მეზობლად მისი მშობლების პატარა ბინაში ვცხოვრობდით. მის მეგობარ გოგონას სხეულზე თვითდაზიანების კვალი ემჩნეოდა, რაც მოსაზღვრე პიროვნების აშლილობაზე მიანიშნებდა. ვიდრე ჩვენ იქ ვცხოვრობდით მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დენისი - მაღალი, ძლიერ, კანადელი ფრანგი, ჭაღარა წვერით საკმაოდ კარგი მოყვარული ელექტრიკოსი იყო. შემოქმედებითი ნიჭიც ჰქონდა და საკუთარ ლამინირებულ პოსტერებს აკეთებდა, არასტანდარტული ნეონური განათებით. თან ცდილობდა სიფხიზლე შეენარჩუნებინა ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მაინც ყოველ თვე რამდენიმე დღით სადღაც იკარგებოდა დასალევად. ეს კაცი ალკოჰოლის მიმართ საოცარი გამძლეობით გამოირჩეოდა, შეეძლო 50-60 ბოთლი ლუდი დაელია ორ დღეში და მაინც არ დაცემულიყო. ვიცი ამის დაჯერება რთულია მაგრამ ეს სიმართლეა. იმ პერიოდში კვლევას ვატარებდი ოჯახურ ალკოჰოლიზმზე, ჩემთვის იშვიათობა სულაც არ იყო ისეთი ადამიანების მონაყოლი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მამამისი დღეში 40 უნცია არაყს სვამდა. ეს ადამიანები ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევამდე თითო ბოთლ არაყს ყიდულობდნენ დღეში, შაბათს - ორს, კვირას მაღაზიის დაკეტვით გამოწვეული „ზარალი“ რომ აენაზღაურებინათ.

დენისს პატარა ძაღლი ჰყავდა. ზოგჯერ მე და ტემის გვესმოდა დილის 4 საათზე როგორ ერთობოდა მორიგი გამოთრობისას დენისი, ის და მისი ძაღლი ერთად შეჰყმუოდნენ მთვარეს. ასეთ შემთხვევებში დენისი ყოველ ცენტს სასმელში უშვებდა. მერე ჩვენს ბინას აკითხავდა. ჩვენ კაკუნი გვაღვიძებდა, კარის გაღებისას ზღურბლთან მოქანავე დენისი გვხვდებოდა- რაღაც სასწაული რომ იჭერდა დაცემისგან.

შესაძლოა ხელში ტოსტერი, მიკროტალღური ან სულაც პოსტერი სჭეროდა. იმედოვნებდა, რომ ამას მე მომყიდიდა და სმას განაგრძობდა. მართლაც ვიყიდე მისგან რამდენმე ნივთი და თავი ისე დავიჭირე თითქოს დიდ ქველმოქმედებას ჩავდიოდი. საბოლოოდ კი ტემიმ დამარწმუნა, რომ ასე აღარ უნდა მოვქცეულიყავი. ეს მას ანერვიულებდა, და არც დენისისთვის იყო კარგი, თანაც ტემის დენისი მოსწონდა. რაც არ უნდა დროული და გონივრული ყოფილიყო ჩემი ცოლის თხოვნა ამან მაინც ორაზროვან პოზიციაში ჩამაყენა.

რას ეტყოდით საშინლად მთვრალ, ძალადობისკენ მიდრეკილ ყოფილ ბაიკერს, რომელიც დამტვრეული ინგლისურით ცდილობს თავისი მიკროტალღური მოგყიდოს და თქვენს ზღურბლზე ბარბაცებს ღამის 2 საათზე? ეს გაცილებით რთული კითხვაა და რთულად საპასუხოც, ვიდრე უკვე გამოვლენილი პაციენტის პარანოიკის კითხვაც კი. თუმცა პასუხი მაინც იგივეა: სიმართლე. მაშინაც კი, როცა ეშმაკმა დალახვროს, მშვენივრად იცი რა არის ეს სიმართლე.

დენისმა ძალიან მალე ისევ დააკაკუნა, მას შემდეგ რაც მე და ჩემმა ცოლმა მოვილაპარაკეთ. მან მოჭუტული თვალებით, სკეპტიკურად შემომხედა, იმ ადამიანის მზერით რომელიც ძალიან მთვრალია და არც უსიმოვნებებია მისთვის უცხო. ეს მზერა ნიშნავდა: „დამიმტკიცე, რომ უდანაშაულო ხარ“. ცოტა ხანს წინ და უკან ირხეოდა მერე კი ზრდილობიანად მკითხა, ხომ არ შევიძენდი მის ტოსტერს. გულის სიღრმეში თავი დავაღწიე პრიმატზე დომინაციასაც და მორალური უპირატესობასაც. რამდენადაც შემეძლო, ფრთხილად და მოზომილად ვუთხარი, რომ არაფერს ვიყიდიდი. არ ვხუმრობდი. მაშინ არც განათლებული, მხიარული, ინგლისურენოვანი, მოქნილი ახალგაზრდა ვიყავი. არც ის იყო კვებეკის ექს-ბაიკერი, სისხლში ალკოჰოლის მაღალი მაჩვენებლით. ჩვენ მაშინ ორი უბრალო ადამიანი ვიყავით, რომლებიც კეთილი ნებით ცდილობდენენ ერთმანეთს დახმარებოდნენ, რომ სწორად მოქცეულიყვნენ. შევახსენე, როგორ მეუბნებოდა ცოტა ხნის წინ რომ უნდოდა სმას შეშვებოდა. ვუთხარი, რომ მისთვის არ იქნებოდა კარგი თუ ახლა დასალევ ფულს მივცედი. დავამატე, რომ მან ააფორიაქა ტემი, რომელსაც პატივს სცემდა, ასე გვიან მოსვლით, მთვრალი და ნივთების გაყიდვის მცდელობით.

მან სერიოზულად შემომხედა და 15 წამი მაინც არაფერი უთქვამს, ეს საკმარისზე მეტი დრო იყო. ის მაკვირდებოდა და ეძებდა სარკაზმის, ცინიზმის და თვითკმაყოფილების სულ მცირე გამოვლინებას. მაგრამ მე ამაზე უკვე ვიფიქრე და ვუთხარი მხოლოდ ის რასაც გულწრფელად ვფიქრობდი. ყოველი სიტყვა ფრთხილად შევარჩიე, თითქოს სახიფათო ჭაობზე უკვე ნახევრად ჩაძირულ ბეწვის ხიდზე გავდიოდი. დენისი გატრიალდა და წავიდა. მაგრამ მერე მან დაიმახსოვრა ჩვენი საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად მთვრალი იყო. მას აღარ უცდია ჩემთვის რამის მოყიდვა. ჩვენი ურთიერთობა, ჩვენ შორის კულტურული სხვაობის მიუხედავად, ამ შემთხვევის შემდეგ უფრო მჭიდრო გახდა.

სიმართლის თქმა და იოლი გამოსავლის პოვნა უბრალო ორი სხვა და სხვა ვარიანტი არაა. ეს ცხოვრების სხვა და სხვა გზებია. არსებობის სრულიად განსხვავებული მიმართულებები.

სამყაროზე მანიპულირება

შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები სამყაროზე მანიპულირებისთვის, იმის მისაღებად რაც გინდათ ამას „პოლიტიკურად მოქმედება“ ჰქვია. ესაა ჩალიჩი. ესაა არაკეთილსინდისიერი მარკეტოლოგების, გამყიდველების, რეკლამის სპეციალისტების, სლოგანებით აღტკინებული უტოპისტების და ფსიქოპატების არჩევანი. ეს იმ ადამიანების სალაპარაკო ენაა რომლებიც სხვებზე გავლენის მოხდებას და მათ მანიპულირებას ცდილობენ. ეს ისაა რასაც სტუდენტები აკეთებენ ესეს წერისას, რათა პროფესორს მოაწონონ ნაშრომი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი აზრების და შეხეულებების არგუმენტირებულად ფორმულირება მოახდინონ. ესაა ის, რასაც ყველა მივმართავთ როცა გვინდა რაიმე მივიღოთ ფალსიფიკაციის გზით, ესაა ინტრიგები, ლოზუნგები და პროპაგანდა.

ასეთი ცხოვრების წესი რაღაცა აკვიატებული სურვილის გავნელის ქვეშ მოქცევას გულისხმობს, ამას კი მოსდევს საუბრის და საქციელის ისეთი ფორმირება რაც უეჭველად მიზნამდე მიგიყვანთ. ტიპიური წინასწარ განსაზღვრული შედეგი შეიძლება მოიცავდეს : „ჩემი იდოლოგიური მრწამსის თავს მოხვევას“, „დამტკიცებას, რომ მე ვარ (ვიყავი) მართალი“, „გამოვჩნდე კომპეტენტური“, „გავაძლიერი ჩემი დომინაცია“, „თავიდან ავიცილო პასუხისმგებლობა“, „დავწინაურდე“, „მივიღო ყურადღების ლომის წილი“, „ყველას მოვწონდე“, „მივიღო წამებულის უპირატესობა“, „გავამართლო ჩემი ცინიზმი“, „ჩემი ანტისოციალური პერსპექტივების რაციონალიზება“, „შევამცირო მოსალოდნელი კონფლიქტი“, „შევინარჩუნო მიამიტობა“, „მივიღო სარგებელი ჩემივე მოწყვლადობიდან“, „თავი ყოველთვის წმინდანად მოვაჩვენო“ ან (ეს განსაკუთრებით ბოროტია) „დავარწმუნო, რომ ეს ყოველივე ჩემი საძულველი შვილის ბრალია“. ესაა ყველა ის მაგალითი, რასაც ზიგმუნდ ფროიდის თანამემამულე ნაკლებად ცნობილმა ფსიქოლოგმა ალფრედ ადლერმა „ ტყუილი ცხოვრება“ უწოდა.

როცა ადამიანი „ტყუილი ცხოვრებით“ ცხოვრობს ცდილობს რეალობის მანიპულირებას წარმოსახვით, ქცევებით და ფიქრებით, ამიტომაც მხოლოდ მისი ვიწრო სურვილებს და წინასწარგანსაზღვრულ შედეგებს აქვთ არსებობის უფლება. ასეთი ტიპის ცხოვრება, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ეფუძნება ორ წანამძღვარს. პირველ რიგში განისაზღვრება რა თქმა უნდა შორეული მომავლისთვის რა არის კარგი. მეორე - ცხოვრება აუცილებლად აუტანელი უნდა იყოს და მიშვებული თავისუფალ დინებაზე. პირველი პრეზუმპცია ფილოსოფიურად გაუმართლებელია. ის რისკენაც დღეს მიისწრაფვით შესაძლოა სულ არ ღირდეს ამად ანდა რასაც ახლა საქმინობთ შეიძლება სულაც შეცდომა იყოს. მეორე უფრო უარესია. ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა შეიძლება მანიპულირება და დამახინჯება. ასეთი მსჯელობა და საუბარი მოითხოვს ამპარტავენაბს და თავდაჯერებას, როგორც ეს ინგლისელი პოეტის ჯონ მილტონის გენიალურ გმირს სატანას დაემართა, ის ღმერთის უპირველესი ანგელოზი იყო თუმცა თავის ქმედებებში მაინც დიდი შეცდომები დაუშვა. რაციონალიზაციის თვისება სახიფათოდაა მიდრეკილი სიამაყისკენ: მე რაც ვიცი ესაა ყველაფერი ის რაც უნდა ვიცოდე. სიამაყეს საკუთარი შემოქმედება უყვარდება და ცდილობს მის აბსოლუტიზაციას.

მე მინახავს როგორ იქმნიდნენ ადამიანები საკუთარ უტოპიას და მერე ყველანაირად ცდილობდნენ საკუთარი ცხოვრება როგორმე ამ ჩარჩოებში მოქციათ. მემარცხენე სტუდენტი მოდურ, ანტიავტორიტარულ პოზიციას იღებს და შემდეგი 20 წელი ნაწყენი მუშაობს და თავისი წარმოსახვის წისქვილებს ანგრევს. 18 წლის პიროვნება თვითნებურად წყვეტს, რომ უნდა პენსიაზე გავიდეს 52 წლის ასაკში. მერე მთელი 30 წელი იმისთვის მუშაობს, რომ ასე მოხდეს და ვერ ამჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო როცა ჯერ ბავშვზე ოდნავ უფროსი იყო. რა უნდა სცოდნოდა საკუთარ 52 წლის თავზე ჯერ კიდევ 18 წლისას? ახლაც კი, მრავალი წლის შემდეგ, მას ჯერ კიდევ ბუნდოვანი და ჩამოუყალიბებელი წარმოდგენა აქვს თავის საპენსიო პერიოდზე. მაგრამ ის უარს ამბობს ამის შემჩნევაზე. მაშ რაღა აზრი ექნება მის ცხოვრებას, როცა პირველადი გადაწყვეტილება უკვე მცდარია? მას ეშინია პანდორას ყუთის გახსნის სადაც სამყაროს ყველა სირთულე იმალება. მაგრამ იმედიც ხომ იქაა. ამის მაგივრად კი ცხოვრებას ისე იმახინჯებს, რომ როგორმე თინეიჯერის წარმოდგენებში ჩაჯდეს.

გულუბრყვილოდ ფორმირებული მიზანი დროთა განმავლობაში საშიშ ფორმებს იღებს და „ტყუილ ცხოვრებას“ ემსგავსება. ერთმა 40 წელს გადაცილებულმა კლიენტმა მომიყვა საკუთარი ახალგაზრდული შეხედულებების შესახებ: „საკუთარ თავს საპენსიო ასაკში ვხედადვი ტროპიკულ სანაპიროზე, ხელში მარგარიტათი, მზის სხივების ქვეშ.“ ეს გეგმა არაა. ეს სამოგზაურო პოსტერია. 8 მარგარიტას შემდეგ შენ მხოლოდ ნაბახუსევიღა გელის. ხოლო ასეთი მარგარიტებით სავსე 3 კვირის შემდეგ, თუ ამდენ ხანს გაძლებთ, თქვენ საშინელ მოწყენილობას და საკუთარი თავისადმი ზიზღს იგრძნობთ. ეს უბრალოდ მერყევი მიდგომაა დანარჩენი ცხოვრებისადმი. ასეთი ზეგამარტივება და ფალსიფიკაცია განსკუთრებით დამახასიათებელია იდეოლოგებისთვის. ისინი აღიარებენ ერთ აქსიომას: მთავრობა ცუდია, კაპიტალიზმი ცუდია, იმიგრაცია ცუდია, პატრიარქატი ცუდია. მერე ისინი ფილტრავენ და ამოწმებენ თავიანთ გამოცდილებას და უფრო ვიწრო ფარგლებში იწყებენ მტკიცებას, რომ ყველაფერი აიხსნება ამ ერთი აქსიომით. მათ ამპარტავნულად სჯერათ, რომ მხოლოდ ეს ერთი ცუდი თეორიაა აღმოსაფხვრელი და სამყარო ბევრად უკეთესი გახდებოდა მათ რომ კონტროლი აეღოთ ხელში.

არის კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა „ცხოვრება ტყუილში“ როდესაც ყველაფერი ე.წ გაქცევას ეხება. მთელი ცოდვა იმაშია, რომ თქვენ აკეთებთ რაღაცას რაც თავიდანვე იცით, რომ შეცდომაა. მთელი ცოდვა იმაშია, რომ თქვენ უშვებთ არასასურველი შედეგის დადგომას, მაშინ როცა შეგეძლოთ ეს თავიდან აგეცილებინათ. კლასიკურდ ითვლება, რომ პირველი უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე მეორე - გაქცევა. მაგრამ მე დარწმუნებული არ ვარ.

მოდით განივიხილოთ ადამიანი რომელიც ამბობს,რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. ის იღიმება, თავიდან იცილებს კონფლიქტს და აკეთებს ყველაფერს რასაც ეტყვიან. ის პოულობს ნიშას და იმალება იქ. ის არ ეწინააღმდეგება ავტორიტეტებს, არ წამოაყენებს საკუთარ აზრს და არ ჩივის როდესაც ცუდად ექცევიან. ის ცდილობს დაიმალოს როგორც პატარა ლიფსიტა თევზების გუნდის ცენტრში. მაგრამ გულს ფარული ნაღველი უღრღნის. ის იტანჯება, რადგან ცხოვრება ტანჯვაა. ის მარტოა, იზოლირებული და აუვსებელი. მაგრამ მისი მორჩილება და თვით-იძულება მთელს მის ცხოვრების აზრს კლავს. ის არაფერია თუ არა მონა, იარაღი სხვების ხელში. ის ვერ იღებს იმას რაც უნდა და რაც სჭირდება, რადგან ეს გულისხმობს საკუთარი აზრის გამოთქმას. ამგვარად მის ცხოვრებაში არაფერია ფასეული რაც მისი ცხოვრების პრობლემებს გადაწონიდა. ეს კი ავად ხდის.

ხმაურიანი პრობლემები შესაძლოა პირველ რიგში მოგვარდეს თუ ის მსჯელობები რომლებსაც მიჰყვებოდით შეირყევა და შემცირდება. შეუმჩნევლობა შემდეგი მსხვერპლი იქნება. ის, ვინც იმალება სათვალავში ჩასაგდებიც არაა. სიცოცხლიუნარიანობა განსაკუთრებულ ინვესტიციასაც მოითხოვს. დამალვა ადამიანს არ ავადმყოფობებისგან იხსნის, არც მარაზმისგან, სიკვდილისგან და გადასახადებისაგან. დამალვა საკუთარი შესაძლებლობების ვერ რეალიზაციასა და დათრგუნულობასაც ნიშნავს. ესაა სწორედ პრობლემა.

თუ საკუთარ თავს სხვებს არ გაუხსნით თქვენი თავისთვისაც კი ვერ შეძლებთ გახსნას. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საკუთარ თავს თრგუნავთ, თუმცა ამასაც ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი რამ რაც შეგეძლოთ გაგეკეთებინათ და გახდარიყავით, ვერასოდეს შეძლებს დღის სინათლე ნახოს. ეს ბიოლოგიურადაც მართალია და კონცეპტუალურადაც. როცა რაღაცას თამამად იკვლევთ, ნებაყოფლობით ეცნობით შეუცნობელს, აგროვებთ ინფორმაციას, თქვენ თავადვე ძერწავთ საკუთარ თავს ამ ინფორმაციით. ესაა კონცეპტუალური ელემენტი. გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალი გენები ირთვება მაშინ, როცა სხეული ხვდება ახალ სიტუაციაში. ეს გენები ახალი ცილების კოდირებას ახდენენ. ხოლო ეს ცილები ახალი სამშენებლო მასალაა ტვინში ახალი სტრუქტურებისთვის. ის იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა თქვენგანი ჯერ კიდევ ჩანასახშია, სუფთა ფიზიკური თვალსაზრისით და ჯერ კიდევ არაა მზად დაბადებისთვის. რაღაცა უნდა თქვათ, სადღაც წახვდეთ, გააკეთოთ რამე რომ პროცესი ჩაირთოს. და თუ არა... თქვენ შეუმდგარად დარჩებით და ცხოვრება ასე ძალიან ძნელია.

თუ ეტყვით არას თქვენს ბოსს, მეუღლეს, დედა როცა ეს აუცილებელი იქნება, მაშინ თქვენ იმ ადამიანად იქცევით რომელსაც შეუძლია თქვას არა როცა ეს აუცილებელია. თუ თქვენ იტყვით დიახ მაშინ როცა ამის საჭიროება არ არის, გადაიქცევით ადამიანად რომელიც ყოველთვის ამბობს დიახ - მაშინაც კი როცა დღესავით ნათელია, რომ არა უნდა ეთქვა. როდისმე დაფიქრებულხართ სრულიად ჩვეულებრივი, ორდინალური ადამიანები ერთ დღეს გულაგის ზედამხედველები როგორ გახდნენ? თუ კი მაშინ თქვენ უკვე გაქვთ პასუხი. მაშინ სერიოზულად იყო საჭირო ვიღაცას ეთქვა არა, მაგრამ არავის აღმოჩნდა ამის თქმის ძალა.

თუ საკუთარ თავს ღალატობთ, სიმართლეს არ ამბობთ და სიცრუეში ცხოვრობთ, ამით ნებისყოფას ისუსტებთ. თუ სუსტი ნებისყოფა გაქვთ უსიმოვნებები მოგცელავენ, თქვენ დაეცემით სიძნელეებისას და ეს გარდაუვალი იქნება. ეცდები დაიმალო მაგრამ დასამალი ადგილიც აღარ იქნება. ამ დროს აღმოაჩენთ, რომ საშინელებებს ჩადიხართ.

მხოლოდ ყველაზე ცინიკური და უიმედო ფილოსოფია გვასწავლის, რომ რეალობა შეიძლება გაუმჯობესდეს მისი ფალსიფიკაციით. ასეთი ფილოსოფია განსჯის ყოფიერებას და წინსვლას და ამას მკრეხელობას უწოდებს. ის განიხილავს სიმართლეს არასრულად, ხოლო მართალ ადამიანს შეცდომაში მყოფად. ასეთი ფილოსოფია იწვევს და ამართლებს საყოველთაო კორუფციას მსოფლიოში.

ეს არაა ხედვა, ეს არც გეგმაა რაიმე ხედვის ჩამოსაყალიბებლად, ეს უფრო კვალის არევაა გარემოებების გათვალისწინებით. მომავლის, სასურველი მომავლის ხედვა აუცილებელია. ასეთი ხედვა აერთიანებს მნიშვნელოვან, ხანგრძლივ დროზე გათვლილ, ფუნდამენტურ ღირებულებებს. ეს ქმნის ჩარჩოებს შფოთისა და ყოყმანისგან დასაცავად.

ეს არ არის ხედვა. ეს გამიზნული სიბრმავეა. ეს ყველაზე უარესი ტყუილია, ყველაზე ვერაგი. ძალიან მარტივად აღსაქმელია, გონება უარს ამბობს იმის დანახვაზე რაც აუცილებლად უნდა დაინახოს. ესაა გამიზნული სიბრმავე. ესაა უარი გაიგონონ კაკუნი კარზე, რაც ნიშნავს, რომ კარს მიღმა ვიღაცაა. ესაა უარი დაინახოს 800 ფუნტიანი გორილა ოთახში, სპილო ხალიჩის ქვეშ ან ჩონჩხი კარადაში. ესაა უარი აღიარო შეცდომა გეგმის განხორციელებისას. ყოველ თამაშს თავისი წესები აქვს. ხოლო ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი კი რამდენადმე დაფარულია. თქვენ მას უბრალოდ იღებთ, როცა თამაშში ჩაბმას გადაწყვეტთ. პირველი წესია, რომ თამაში მნიშვნელოვანია. ასე რომ არ იყოს თქვენ ხომ არც ითამაშებდით. როცა თამაშს იწყებთ თქვენ ამ თამაშს უკვე მნიშვნელობას ანიჭებთ. ამას გარდა, სვლები რომლებსაც თამაშისას აკეთებთ მნიშვნელოვანია მხოლოდ მაშინ თუ იმარჯვებთ. თუ აკეთებთ ისეთ სვლას რომელიც გამარჯვებაში ვერ გეხმარებათ ეს ცუდ სვლად ითვლება. ე.ი რამე სხვა უნდა სცადოთ. გახსოვთ ძველი ანდაზა? სისულელეს ვიმეორებთ ისევ და ისევ და სხვა და სხვა შედეგებს ველოდებით.

თუ იღბლიანი ხართ, არ გაგიმართლათ და გადაწყვიტეთ რამე სხვა გეცადათ, უკან არ დაიხიოთ. თუ ამან არ იმუშავა, შეგიძილით ისევ სცადოთ რამე ახალი. ხელსაყრელ პირობებში უმნიშვნელო მოდიფიკაციაც კი საკმარისი იქნება. ამიტომ გონივრული იქნება მცირე ცვლილებებით დავიწყოთ და დავაკვირდეთ რამდენად გვეხმარება ისინი. თუმცა ზოგჯერ ფასეულობათა მთელი იერარქია მცდარია და ყველაფერი რასაც ვაკეთებით უნდა მივატოვოთ. მთელი თამაში უნდა შევცვალოთ. ეს ნამდვილი რევოლუციაა მისთვის დამახასიათებელი მთელი ქაოსითა და ტერორით. ამას მარტივად ვერ მიუდგებით მაგრამ აუცილებელია. შეცდომის გამოსწორება მსხვერპლს მოითხოვს და დიდ შეცდომის - დიდ მსხვერპლს. სიმართლის მიღება - მსხვერპლის გაღებაა, და რაც უფრო დიდი ხანი გაურბოდით სინამდვილეს მით უფრო დიდი მსხვერპლის გაღება გიწევთ. ტყის ხანძრები ანადგურებენ გამხმარ ხეებს და ფერფლს ნიადაგში აბრუნებენ. ზოგჯერ მართალია ხანძრებს ხელოვნურად აქრობენ, მაგრამ ეს ხეების გახმობას ხელს არ უშლის და ხანძრის საშიშროება ისევ ჩნდება. ბოლოს ხანძარი მაინც ჩნდება და ამას ხელს ვერაფერი უშლის თანაც ის ისე მძვინვარებს, რომ მიწასაც კი წვავს.

ამაყი, რაციონალური გონება, თავდაჯერებული და საკუთარ ბრწყინვალებაზე შეყვარებული ადვილად იხიბლება შეცდომების იგნორირების ცდუნებით და ნაგავს ხალიჩის ქვეშ მალავს. ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები სიორენ კირკეგორიდან დაწყებული ყოფიერების ასეთ მიდგომას მიიჩნევენ „არააუთენტურად“. არააუთენტური ადამიანი აგრძელებს რეალობის აღქმას და მოქმედებას ისე, რომ ახდენს საკუთარი გამოცდილების სიყალბის დემონსტრირებას. ის არ საუბრობს საკუთარი ხმით.

„მოხდა ის რაც მე მინდოდა? არა. გამოდის, რომ ჩემი მიზანი და მეთოდები მცდარი ყოფილა. მე ჯერ კიდევ სასწავლი მაქვს რაღაცა.“ ესაა ჭეშმარიტების ხმა.

„მოხდა ის რაც მე მინდოდა? არა. გამოდის სამყარო უსამართლოა. ხალხი შურიანია, და უტვინო რომ გამიგონ. ეს ვიღაცის ან რაღაცის ბრალია“. ესაა შეცდომის ხმა. ეს შორს არაა ამისგან: „ისინი უნდა გაჩერდნენ“, ან „ისინი უნდა დავსაჯოთ“, ან „ისინი უნდა გავანადგუროთ“. ყოველთვის, როცა რაღაც გაუმართლებლად ბრუტალური გესმით ჩათვალეთ რომ ეს მსგავსი იდეები ავლენენ თავს.

ნუ დავაბრალებთ ამას გაუცნობიერებლობას, როცა ადამიანი ცრუობს მან იცის ეს. მან შეიძლება თავი დაიბრმავოს თავისი საქციელის შედეგებამდე. მან შესაძლოა ვერ გააანალიზოს და გადმოსცეს თავისი წარსული და შესაბამისად ვერც გაიგოს. მაგრამ აწმყოში ის აცნობიერებს თავის ყოველ შეცდომას, პასუხისმგებლობისგან ყოველ გაქცევას. ამ დროს მან იცის რასაც აკეთებს. მცდარი ადამიანის ცოდვები გროვდება და აზიანებს სახელმწიფოს.

ვიღაც ძალაუფლებას მოწყურებული სამსახურში ახალ წესებს გიდგენთ, როცა ამის აუცილებლობა არ დგას, ეს კონტრპროდუქტიული და გამაღიზიანებელია. ეს თქვენს სამუშაოს მნიშვნელობის და სიამოვნების დიდ ნაწილს უკარგავს. მაგრამ თავს მაინც იმხნევებთ, რომ ეს ნორმალურია და არ გაქვთ ჩივილის საბაბი. და ყველაფერი ისევ მეორდება. როცა ვერ შეძელით რეაგირება პირველ ჯერზე ამით დაუშვით მსგავსის განმეორების შესაძლებლობა. უკვე ნაკლებად გამბედავი ხართ. ხოლო თქვენი ოპონენტი, რომელსაც წინააღმდეგობა არ შეხვდა პირიქით უფრო გაძლიერდა. ხოლო თავად ინსტიტუცია ოდნავ უფრო გაფუჭდა. ბიუროკრატიული სტაგნაციისა და ჩაგვრის პროცესი კი გრძელდება, თქვენ ხომ იქ თქვენი წვლილიც შეიტანეთ, როცა თავი ისე გეჭირათ თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო. რატომ არ გამოთქვით უკმაყოფილება? რატომ წინ არ აღუდექით? თუ ამას გააკეთებდით, სხვები - რომლებსაც ასევე ეშინოდათ ხმის ამოღების - თქვენს დასაცავად მოვიდოდნენ. ასეც რომ არ იყოს ეს მაინც ნიშნავს , რომ რევოლუციის დრო დადგა. იქნებ დროა ახალი სამსახური ეძებოთ, სადაც თქვენს სულს ნაკლებად ემუქრება განადგურება.

„რა სარგებელს მოუტანს ადამიანს თუნდაც მთელი სამყაროს შეძენა თუ საკუთარ სულს დააზიანებს?“ (მარკოზი 8:36)

ალექსანდრ სოლჟენიცინის შედევრის „არქიპელაგი გულაგის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება სწორედ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ანალიზია საბჭოთა შრომა-გამასწორებელი ბანაკების დამოკიდებული სახელმწიფო პათოლოგიასა და საბჭოთა მოქალაქის ყველაფრის გაყალბებისკენ თითქმის საყოველთაო მიდრეკილებას, საკუთარი, სახელწიფოს მიერ გამოწვეული ტანჯვის უარყოფას და ამავე დროს რაციონალური, კომუნისტური იდეოლოგიით გაჯერებული სისტემის მხარდაჭერას შორის. სოლჟენიცინის აზრით სწორედ ეს ვერაგული უარყოფა უწყობდა ხელს უდიდეს პარანოიდულ, მასობრივ მკვლელს - იოსებ სტალინს მის საშინელ დანაშაულებში. სოლჟენიცინი წერდა სიმართლეს, საკუთარ სიმართლეს, რომელიც მძიმე გამოცილებით მიიღო საბჭოთა ბანაკებში და საბჭოთა კავშირის სიცრუეს აშიშვლებდა. არც ერთი განათლებული ადამიანი აღარ მისცემს თავს უფლებას ეს იდეოლოგია დაიცვას „არქიპელაგი გულაგის“ გამოქვეყნების შემდეგ. იმასაც კი ვერ იტყვიან, რომ რასაც სტალინი აკეთებდა ნამდვილი კომუნიზმი არაა.

ვიქტორ ფრანკლი, ფსიქიატრი რომელიც გადარჩა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში და დაწერა წიგნი „ადამიანი აზრის ძიებისას“, ბოლოს ასეთ სოციალ-ფსიქოლოგიურ დასკვნამდე მივიდა - მცდარი, ჭეშმარიტებას მოკლებული ინდივიდუალური არსებობა სოციალური ტოტალიტარიზმის საწინდარია. ზიგმუნდ ფროიდს ასევე სჯეროდა, რომ რეპრესია არასწორ როლს ასრულებდა სულიერი დაავადების განვითარებაში, (ხოლო სხვაობა რეპრესიას შორის - სიმართლეს ვთრგუნვთ თუ სიყალბეს - დამოკიდებულია რომელი კუთხიდან შევხედავთ). ალფრედ ადლერმა იცოდა, რომ სიცრუე ამძაფრებს დაავადებას. კარლ იუნგმაც იცოდა, რომ მის პაციენტებს მორალური პრობლემები აწუხებდა და რომ ეს სიცრუით იყო გამოწვეული. ყველა ეს მოაზროვნე, რომელიც წუხდა ინდივიდულური თუ კულტურული პათოლოგიის გამო ბოლოს ერთ დასკვნამდე მივიდა - სიყალბე ყოფიერების სტრუქტურას არღვევს. სიყალბე ერთნაირად ანადგურებს სულსაც და სახელმწიფოსაც, პათოლოგიისა და კორუფციის ერთი ფორმა კვებავს მეორეს.

ბევრჯერ დავკვირვებივარ, უბრალო ეგზისტენციალური ტანჯვა როგორ გადაიზრდება ნამდვილ ჯოჯოხეთში ღალატისა და ტყუილის წყალობით. მაგალითად, ისედაც ძლივს მართული სიტუაცია - მშობლის ავადმყოფობა უკანასკნელ სტადიაზე, შეიძლება ენით აუწერელ საშინელებაში გადაიზარდოს მისი მოზრდილი შვილების წვრილმანი კინკლაობის გამო. წარსულის გადაუწყვეტელი წინააღმდეგობებით შეპყრობილები, ისინი სასიკვდილო სარეცელთან იკრიბებიან და ტრაგედიას ეშმაკეულ ფარსად აქცევენ - შიშითა და წყენით მთავარ როლებში.

როცა შვილს დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია, საქმეში დედა ერთვება და ცდილობს პირმშო ყველაფრისგან დაიცვას. ვაჟი არასოდეს დატოვებს დედას და დედაც მარტოხელა არასოდეს იქნება. ეს ვერაგი შეთქმულებაა, რომელიც პათოლოგიასავით ნელა ვითარდება და ათასობით მრავალმნიშვნელოვან თვალის ჩაკვრასა და თავის დაქნევაში მჟღავნდება. დედა წამებულს თამაშობს, განწირულს სულ მხარში რომ უდგას შვილს, და ვამპირივით იკვებება თანამგრძნობი მეგობრების სიმპატიით. ვაჟი იტანება თავისი ბედისწერით და ჩივის, რომ თრგუნავენ და ტკბები იმიაზე ფიქრით როგორ ქაოსს დათესდა სამყაროში რომელმაც ის მშიშრობის, მოუხერხებლობისა და ყოყმანის გამო უარყო. ხანდახან თესს კიდევაც ასეთ ქაოსს. ამ დროს ყველა კითხულობს: „რატომ?“ მათ შეეძლოთ პასუხიც მიეღოთ, მაგრამ უარს ამბობენ.

სწორად გატარებული ცხოვრებაც კი შეიძლება იავარქმნილი იყოს, დასუსტებული ავადმყოფობით, უძლურებით, გაუთვალისწინებელი კატარსტროფებით. დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია, სიმსივნე, ყველა ეს მოიცავს პირადი კონტროლის მიღმიერ ბიოლოგიურ ფაქტორებს. თავად ცხოვრებისთვის დამახასიათებელი სირთულეები სრულიად საკმარისა ნებისმიერი ჩვენგანის დასასუსტებლად, ჩვენივე ცხოვრების ჩარჩოებიდან ამოსაგდებათ და ყველაზე სუსტ წერტილში დასარტმელად. ყველაზე უფრო გონივრულად გატარებული ცხოვრებაც კი ვერ გვიცავს სრულად მოწყვლადობისგან. მაგრამ ოჯახს, რომელიც მიწისძვრით განადგურებული სახლის ნანგრევებზე ჩხუბობს, გაცილებით ნაკლები შანსი აქვს ისევ აღადგინოს სახლი, ვიდრე ნდობითა და ერთგულებით გამყარებულ ოჯახს. ნებისმიერი ბუნებრივი სისუსტე და ეგზისტენციალური გამოწვევა (არ აქვს მნიშვნელობა რამდენად უმნიშვნელო) შესაძლოა გართულდეს და სერიოზულ კრიზისამდე მივიდეს, სიცრუის გამო, იქნება ეს პირადი, ოჯახური თუ კულტურული.

პატიოსანი ადამიანი სული გამუდმებით შეიძლება მარცხდებოდეს დედამიწაზე სამოთხის შექმნისას. თუმცა მას შეუძლია ყოფიერებისთვის დამახასიათებელი ტანჯვა ასატან დონემდე დაიყვანოს. ყოფიერების ტრაგედია ჩვენი შეზღუდულობებისა და მოწყვლადობების შედეგია, რაც ადამიანის გამოცდილებას განსაზღვრავს. შესაძლოა ის ფასიც, რასაც თავად ყოფიერებაში ვიხდით, რადგან არსებობაც რაღაცით შემოსაზღვრული უნდა იყოს რომ საერთოდ ყოფნა შეძლოს.

მე მინახავს ქმარი, რომელიც პატიოსნად და გაბედულად შეეგუა ცოლის ტერმინალური დემენციის სტადიას. ის ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა. იღებდა დახმარებას როცა სჭირდებოდა. არ უარყოფდა სევდიან ცვლილებებს და ამგავარად ადაპტირდა. მე ვნახე ამ ქალის ოჯახის წევრები, რომლებიც ერთმანეთის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ როცა ის კვდებოდა. ძმები, დები, შვილიშვილები და მამა ახალ კავშირებს აბამდნენ ერთმანეთთან და ამას თავიანთი დანაკარგის ნაწილობრივ კომპენსაციად თვლიდნენ. ჩემმა გოგონამ მოზარდობისას სერიოზული დაავადება გადაიტან, მას თეძო და ბარძაყი დაუზიანდა , მაგრამ მე ვნახე როგორ დაძლია მან გაუსაძლისი ტკივილი (რომელიც მთელი 2 წელი გაგრძელდა), სულით არ დაეცა და ისევ ფეხზე წამოდგა. მე ვხედავდი მის უმცროს ძმას, რომელიც ნებაყოფლობით ამბობდა უარს ბევრ კავშირზე და სოციალურ აქტივობაზე რათა დის გვერდით ყოფილიყო რთულ მომენტში. სიყვარული, შთაგონება და უტეხი სული ადამიანს ისე აძლიერებს წარმოდგენაც კი ძნელია. აი რისი ატანაც შეუძლებელია ესაა აბსოლუტური ნგრევა რომლის უკანაც ტრაგედია და ტყუილი დგას.

რაციონალური გონების უნარი - მოიტყუოს, მანიპულირებდეს, ინტრიგები გააბას, გააზვიადოს, გააყალბოს, შეაციროს, შეცდომაში შეიყვანოს, უღალატოს, ცილი დასწამოს, უარყოს, დაამციროს, გაამართლოს, დაფაროს- იმდენად უსასრულოა, იმდენად აღსანიშნავი, რომ კაცობრიობა ასეულობით წლების განმავლობაში მეცნიერული აზროვნების განვითარებამდე, მორალური ტანჯვის გამოვლინების ბუნებას დემონურს უწოდებდა. ჩვენ არ განვიხილავთ რაციონალურობას როგორც პროცესს, ამ პროცესს შეუძლია შექმნას განათლება და პროგრესი. პრობლემა იმაშია, რომ რაციონალურობა ვერ უძლებს ყველაზე უარეს ცდუნებას - რაც ყველაზე კარგად იცის იმის აბსოლუტში აყვანას.

მოდით ისევ გენიალურ ჯონ მილტონს დავუბრუნდეთ, რათა ნათელი მოვფინოთ თუ რას ნიშნავს ეს. ათასწლეულების განმავლობაში დასავლეთი ბოროტების ბუნებაზე ფანტაზიებს რელიგიური ბირთვის გარშემო ქსოვდა. ამ ფანტაზიას ჰყავდა მთავარი გმირი, პიროვნება, მებრძოლი, რომელმაც საკუთარი თავი მთლიანად ყოფიერების განადგურებას მიუძღვნა. მილტონმა ამ კოლექტიური ხედვის იდეა დრამით გადმოსცა. მან ეს ხედვა სატანაში - ლუციფერში - „სინათლის მომტანში“ განახორციელა. ის წერს ლუციფერის პირველ ცდინებაზე და მის მყისიერად დამდგარ შედეგებზე.

და აჯანყებულ ანგელზთა დასებთან ერთად.
თავგასულობის გამო ზევით ქედდამხობილმა.
იმავ დასების მხარდაჭერის იმედით სცადა
კვლავ უფრო მეტად განდიდება და აღზევება,
რათა დიდება მოეხვეჭნა სხვებზე მაღალი
და უზენაესს ძლიერებით გატოლებოდა.
ზვიადი ზრახვით უფლის ტახტსა და საუფეველს
მან გაუმართა ბიწიერი ომი ზეცაში.
მაგრამ ამაოდ ძლიერებამ ზენაარისამ
მყისვე გახვია ცეცხლის ალში და ეთერიდან
წვითა და ნგრევით ქვეჩასტყორცნა უძირო უფსკრულს
რომ გდებულიყო ბორკილებში და ცეცხლში მარად
ბრძოლაში უფლის თავხედურად გამოწვევისთვის.

მილტონის თვალში ლუციფერი ესაა გონების სული, ყველაზე ბრწყინვალე ანგელოზი, რომელიც ღმერთმა სიცარიელიდან არსებობაში გამოიყვანა. ამას შეიძლება ფსიქოლოგიის კუთხიდან შევხედოთ. გონებაა ესაა რაღაც ცოცხალი. ის ყველა ჩვენგანში ცოცხლობს. ის ყველა ჩვენგანზე უფროსია. ჯობია ის აღვიქვათ როგორც პიროვნება ვიდრე როგორც უნარი. მას აქვს თავისი მიზნები, ცდუნებები და სისუსტეები. ის ყველაზე მაღლა დაფრინავს და შეუძლია დაინახოს ნებისმიერ სხვა სულზე შორს. მაგრამ გონება საკუთარ თავზეა შეყვარებული. უფრო მეტიც, მას უყვარს საკუთარი შემოქმედება. ის აღმერთებს მას და ეთაყვანება როგორც აბსოლუტს. ამგვარად ლუციფერი ტოტალიტარიზმის სულია. ის ციდან ჯოჯოხეთში ჩამოაგდეს, რადგან საკუთარი შემოქმედების თაყვანისცემა, აჯანყება უმაღლესისა და შეუცნობელის წინააღმდეგ გარდაუვლად აჩენს ჯოჯოხეთს.

გავიმეორებ, უდიდესი ცდუნება რასაც რაციონალობა ბადებს ესაა მისი უნარებისა და შემოქმედების თაყვანისცემა, მტკიცება, რომ არაფერია მის თეორიაზე მაღლა და რომ მის მიღმა არაფერი უნდა არსებობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი უკვე აღმოჩენილია, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია უკვე ცნობილია. რაც მთავარია ესაა უარი პირად, გამბედავ წინააღმდეგობაზე ყოფიერების მიმართ. რა გადაგვარჩენს? ტოტალიტარისტი რა თქმა უნდა იტყვის: „თქვენ უნდა დაეყრდნოთ იმის რწმენას რაც უკვე იცით“. მაგრამ ეს ვერ გადაგარჩენთ. გიშველით სურვილი ისწავლოთ ის რაც ჯერ არ იცით. ესაა ადამიანის ტრანსფორმაციის შესაძლებლობის რწმენა. ესაა რწმენა მსხვერპლად მიიტანო აწმყოს „მე“ მომავლის „მეს“ სასარგებლოდ. ტოტალიტარისტი გამორიცხავს პიროვნების მიერ საბოლოო პასუხისმგებლობის აღებას.

სწორედ ამ გამორიცხვაშია ჯანყი „უმაღლესის“ წინააღმდეგ. აი რას ნიშნავს ტოტალიტარული - ყველაფერი რისი აღმოჩენაც საჭირო იყო უკვე აღმოჩენილია. ყველაფერი განვითარდება ზუსტად ისე როგორც დაგეგმილია. როგორც კი იდეალურ სისტემას მივიღებთ ყველა პრობლემა თავისთავად გაქრება. მილტონის უკვდავი პოემა წინასწარმეტყველება იყო. რადგან რაციონალობა ქრისტიანობის ფერფლიდან ამოიზარდა მას თან სდევდა ტოტალიტარული სისტემების საფრთხე. მართლაც, კომუნიზმი მომხიბლელი იყო არა იმდენად ჩაგრული მუშათა კლასისთვის, ვისაც აქედან სარგებელი უნდა მიეღო, არამედ უფრო ინტელექტუალებისთვის - მათთვის, ვისაც ამპარტავნული სიამაყე ტანჯავდა თავისი ინტელექტის მიმართ და არწმუნებდა, რომ ყველაფერში მართლები იყვნენ. მაგრამ დაპირებული უტოპია არა და არ განხორციელდა. ამის მაგივრად კაცობრიობამ გამოიარა სტალინური რუსეთის, მაოისტური ჩინეთის და პოლ პოტის კამბოჯის ჯოჯოხეთი. ამ ქვეყნის ათეულობით მილიონ მოქალაქეს ფაქტიურად მოსთხოვეს ზურგი ექციათ თავიანთი წარსულისთვის, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის და დახოცილიყვნენ.

არსებობს ასეთი ძველი საბჭოთა ხუმრობა. ამერიკელი კვდება და ხვდება ჯოჯოხეთში. ექსკურსიას ჯოჯოხეთში თვით სატანა მოუწყობს. ისინი ჩაუვლიან უზარმაზარ ქვაბს. ამერიკელი ჩაიხედავს და დაინახავს, რომ ქვაბი სავსეა დატანჯული სულებით. ისინი ადუღებულ კუპრში იწვიან. როგორც კი ისინი ზემოთ ამობობღდებიან, იქვე მოდარაჯე ნაკლები ჩინის ეშმაკი მათ უკან ყრის დიდი სამკაპის მეშვეობით. ამერიკელი შოკშია. სატანა კი ეუბნება: “აი სად ვაგზავნით ცოდვილ ინგლისელებს“. ექსკურსია გრძელდება. ისინი მეორე ქვაბს უახლოვდებიან. ის ოდნავ დიდი და ოდნავ უფრო ცხელია. ამერიკელი აკვირდება, ისიც ტანჯული სულებითაა სავსე და თავზე ყველას ბერეტი ახურავს. აქაც ეშმაკი სამკაპით აბრუნებს ქვაბში გაქცევის მოსურნეებს. „აქ ფრანგ ცოდვილებს ვაგზავნით“ -უხსნის სატანა. ცოტა მოშორებით დგას მესამე ქვაბი. ის გაცილებით დიდია და გავარვარებული, ამერიკელი ძლივს ახერხებს მიუახლოვდეს. მაგრამ სატანა დაჟინებით მოითხოვს და კაციც ახლოს მიდის და ჩაიხედავს. ქვაბი გადავსებულია სულებით და სულ ოდნავ ჩანს მოთუხთუხე სითხე. ამერიკელი კითხულობს: „კი მაგრამ აქ რატომ არაა მოდარაჯე დემონი, რომელიც სულებს გაქცევის ნებას არ მისცემს?“ სატანა პასუხობს: „ აქ რუსებს ვაგზავნით. თუ ვინმე გაქცევას ეცდება სხვები თავად ჩააგდებენ უკან.“

მილტონს სჯეროდა, რომ ჯიუტი უარი შეიცვალო შეცდომის სახის პირისპირ ნიშნავდა არა მხოლოდ ზეციდან დაცემას და დამდაბლების განგრძნობას ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა წრემდე, არამდე მონანიებისგანაც როგორც ასეთისგან განდგომას. სატანამ მშვენივრად იცის, რომ როგორც არ უნდა სწყუროდეს შერიგება და ღმერთის სურვილიც იყოს, ის ისევ აჯანყდებოდა, რადგან სატანა არ იცვლება. შესაძლოა სწორედ ეს ამაყი სიჯიუტეა მისტიური მიუტევებელი ცოდვა სულიწმინდას წინაშე.

სამარჟამო ნეტარების მიწავ მშვიდობით!
მოგესალმებით უფსკრულებო ჯოჯოხეთისა!
სალამი თქვენდა, ჯოჯოებო საშინელების!
ჰე, ჯოჯოხეთო მიეგებე შენს ახალ ბატონს,
მის სულს ვერ მოდრეკს ვერც დრო-ჟამი ვერცა გარემო,
თვითონვე ძალუძს ფიქრით შექმნას თვის სამყოფელი.

ეს არაა საიქიოს ფანტაზია. ეს არაა სიკვდილისწინა ტანჯვის გაუკუღმართებული რეალობა რომელსაც პოლიტიკურ მტრებს ვუმზადებთ. ეს აბსტრაქტული იდეაა, ხოლო აბსტრაქციები ხშირად იმაზე რეალურია ვიდრე ეს წარმოგვიდგნია. აზრი იმისა, რომ ჯოჯოხეთი არსებობს გარკვეულ მეტაფიზიკურ სივრცეში, არა მხოლოდ ჩაისახა და ფართოდ გავრცელდა ძველ მსოფლიოში არამედ ის ჭეშმარიტიცაა. ჯოჯოხეთი სამუდამოა. ის ყოველთვის არსებობდა. ის ახლაც არსებობს. ესაა ყველაზე უნაყოფო, უიმედო და ბოროტებით აღსავსე ადგილი მთელს ქაოსის მიწისქვეშეთში, სადაც მხოლოდ იმედგაცრუებული და ნაწყენი ხალხი ცხოვრობს.

თვითონვე ძალუძს ფიქრით შექმნას თვის სამყოფელი,
ნათელი ზეცა ჯოჯოხეთად გადააქციოს,
ხოლო ჯოჯოხეთს მისცეს ზეცის ნეტარი სახე,
ცაში მონობას - ჯოჯოხეთში მეფობა მიჯობს.

ის ვინც საკამრისად იცრუა სიტყვებითაც და მოქმედებითაც ახლაც ჯოჯოხეთში ცხოვრობენ. გაუყევით ნებისმიერ ხალხმრავალ ქალაქის ქუჩას. ყურადღებით დააკვირდით. დაინახავთ ხალხს რომელიც აი ახლა, ამ წუთასაა ჯოჯოხეთში. ეს ის ადამიანებია რომელბსაც ინსტიქტურად ერიდებით. ეს ის ხალხია რომელიც ბრაზდება როცა პირდაპირ უყურებთ და ხშირად თავად უკუიქცევიან შერცხვენილები. მე მინახავს ჩემი შვილის მზერას როგორ გაექცა ძალიან ჩაშვებული ალკოჰოლიკი. ყველაზე ნაკლებად მას სწორედ თავისი დეგრადაციის დანახვა უნდოდა, რომელიც ჩემი შვილის თვალებში ირეკლებოდა.

სიცრუე ადამიანებს აუბედურებს. სიცრუე ადამიანების სულს წყენითა და შურისძიებით ავსებს. სიცრუე ბადებს კაცობრიობის საშინელ ტანჯვას: ნაცისტურ სიკვდილის ბანაკებს,საწამებელ კამერებს, სტალინის და კიდე უფრო დიდი ურჩხულის - მაოს გენოციდს. სწორედ სიცრუემ დახოცა ასეულობით მილიონი ადამიანი XX საუკუნეში. სიცრუემ კინაღამ დაღუპა ცივილიზაცია. სიცრუე ჯერ კიდევ სულის სიღრმემდე გვაშინებს.

სიმართლე სიცრუის ნაცვლად

რა მოხდება თუ ტყუილებს შევეშვებით? საერთოდ რა იქნება ეს? ჩვენ ხომ ბოლოს და ბოლოს შეზღუდულები ვართ ჩვენს განათლებაში. გადაწყვეტილებები აქ და ახლა უნდა მივიღოთ და დარწმნებულები არასოდეს ვართ მიზნებისა და საშუალებების საუკეთესოობაში. მიზანი, ამბიცია ქმნის მოქმედებისთვის აუცილებელ სტრუქტურას. მიზანი მიმართულებას ქმნის, ახლანდელთან კონტრასტს, ჩარჩოებს, რომლის შიგნითაც შეიძლება ყველაფერი შეფასდეს. მიზანი განსაზღვრავს პროგრესს და ამ პროგრესს თავბრუდამხვევად აქცევს. მიზანი ამცირებს მღელვარებას, როცა მიზანი არ გვაქვს, ყველაფერი შეიძლება ნებისმიერი რამეს ნიშნავდეს და არც ერთი მნიშვნელობა სულიერ სიმშვიდეს არ იწვევდეს. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიფიქროთ, დავგეგმოთ,შევზღუდოთ, დავამტკიცოდ რომ ვიცხოვროთ. მაგრამ როგორ წარმოვიგინოთ მომავალი და ავირჩიოთ მიმართულება თან ტოტალიტარული კონტროლის ცდუნებასაც რომ გავექცეთ?

ტრადიციებზე გარკვეულმა დაყრდნობამ შესაძლოა მიზნების ჩამოყალიბებაში ხელი შეგვიწყოს. აზრიანია იმის კეთება, რასაც ჩვენმადე სხვები უკვე აკეთებდნენ თუ ამის საწინააღმდეგოდ ხელჩასაჭიდი არგუმენტი არ გაქვს. აზრიანია - განათლების მიღება, მუშაობა, სიყვარულის პოვნა და ოჯახის შექმნა. ასე ინარჩუნებს საკუთარ ღირებულებებს კულტურა. მაგრამ აუცილებელია საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა, რაოდენ ტრადიციულიც არ უნდა იყოს ის და თანაც ფართოდ გახელილი თვალებით. შესაძლოა გქონდეთ მიმართულება და შესაძლოა ის არასწორი იყოს. თქვენ გაქვთ გეგმა მაგრამ ის შეიძლება მცდარი იყოს. შესაძლოა გზიდან აგაცდილოთ საკუთარმა სიბრიყვემ, ან უფრო უარესმა ფარულმა გარყვნილებამ. ამგავარად უნდა იმეგობროთ იმასთან რაც არ იცით და არა იმასთან რაც იცით. ფხიზლად უნდა იყოთ, რომ თქვენი მოქმედებები აკონტროლოთ. ჯერ საკუთარი თვალებიდან უნდა მოიცილოთ დირე და მერე იზრუნოთ სხვისგან ბეწვის ამოღებაზე. ამგვარად აძლიერებთ თქვენს ნებისყოფას, რომ მან არსებობის სიმძიმეს გაუძლოს და ქვეყანაც განაახლოს.

ძველი ეგვიპტელები ჯერ კიდევ ათასწლეულებით ადრე მივიდნენ ამ დასკვნამდე იმისდა მიუხედავად, რომ მათი ცოდნა დრამატული ფორმით გამოიხატებოდა. მათ თაყვანი სცეს ოსირისს, სახელმწიფოს მითოლოგიურ დამაარსებელს და ტრადიციების ღმერთს. თუმცა ოსირისი მოწყვლადი იყო თავისი ბოროტი ძმისთვის სეთისთვის, რომელმაც დაამარცხა ის და მიწისიქვეშეთში განდევნა. ამ ამბით ეგვიპტელებმა დაგვანახეს, რომ სოციალური ორგანიზაციები დროთა განლავლობაში მყარდება და მიიდრიკება ნებაყოფლობითი სიბრმავისკენ. ოსირისმა ვერ შენიშნა ძმის ნამდვილი სახე , მაშინაც კი როცა ამის შანსი ჰქონდა. სეთი კი დაელოდა და საჭირო მომენტში თავს დაესხა. მან ოსირისი ნაწილებად დაგლიჯა და მისი ღვთაებრივი სხეული მთელს სამეფოში გაფანტა, ძმის სული კი ქვესკნელში გაგზავნა. ოსირისს ძალიან უჭირს საკუთარი თავის ისევ ნაწილებად აკრეფა.

საბედნიეროდ დიდებულ მეფეს არ მოუწია პირადად ეურთიერთა სეთთან. ეგვიპტელები აგრეთვე ეთაყვანებოდნენ ჰორს ოსირისის ვაჟს. ჰორი ორ ფორმას იღებდა: ქორის - ყველაზე მახვილი მზერის მქონე არსების, და ეგვიპტური ცნობილი იეროგლიფის - თვალის. ოსირისი ესაა ტრადიცია - ძველი და ნებაყოფლობით დაბრმავებული. ხოლო მისი ვაჟი ჰორი პირიქით ხედავს და უნდა კიდევაც დანახვა. ჰორი ყურადღების ღმერთია. ყურადღება და რაციონალობა ერთი და იგივე არაა. ყურადღებიანმა ჰორმა შესძლო ინფორმაციის სწორად აღქმა და დაამარცხა ბოროტი სეთი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირად დაუჯდა. ჰორისა და სეთის შეტაკებისას საშინელი ბრძოლა იმართება. სეთმა დამარცხებადმე და ქვეყნიდან გაძევებამდე მოახერხა ჰორისთვის თვალი ამოეთახარა.მაგრამ გამარჯვებულმა ჰორმა დაიბრუნა თვალი. ამის მერე კი სრულიად მოულოდნელ საქციელს სჩადის, ჩადის ქვესკნელში მამასთან და თვალს მას სჩუქნის.

რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში იმას, რომ ბოროტებასთან და შურთან შეჯახება იმდენად საშინელია, რომ ღვთაებრივი მზერის დაზიანებაც კი შეუძლია. მეორე კი ის, რომ ყურადღებიან შვილს შეუძლია მამის მხედველობის აღდგენა. კულტურა ყოველთვის სიკვდილთან ახლო მდგომარეობაში იმყოფება მიუხედავად იმისა, რომ ის წარსულის დიდი ადამიანების შექმნილია. მაგრამ აწმყო წარსული არაა. მაგრამ წარსული სიბრძნე ფუჭდება, როცა მას ვადა გასდის, ეს უბრალოდ დროის მდინარებისა და იმ ცვლილებების შედეგია, რომელიც დროის მდინარებას უცილობლად მოაქვს. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კულტურა და მისი სიბრძნე მოწყვლადია ნგრევისა და კორუფციის წინაშე, ნებაყოფლობით სიბრმავესთან და მეფისტოფელის ინტრიგებთან. შესაბამისად, ინსტიტუციის გარდაუვალი დაცემა განპირობებულია ჩვენივე არასწორი ქცევებით, ჩვენივე შეცდომებით აწმყოში. ესაა ჩვენი პასუხისმგებლობა - თამამად ვიყუროთ წინ და ვისწავლოთ, მაშინაც კი როცა ჩვენს წინ რაღაცა საშინელებაა, და რასაც ვხედავთ აზიანებს ჩვენს ცნობიერებას, და ნახევრად გვაბრმავებს. მხედველობის აქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ის გამოწვევის წინაშე აყენებს იმას რაც ვიცით, რასაც ვეყრდნობით, მაშინ ის ჩვენს სტაბილურობას არღვევს. მხედველობის აქტი ადამიანებს ინფორმაციას აძლევს და სახელმწიფოს ანახლებს. ამიტომაც ამბობდა ნიცშე, რომ ადამიანი იმდენად ძვირფასია რამდენი ჭეშმარიტების დატევაც შეუძლია მას. უეჭველად თქვენ ხართ ის რაც უკვე იცით. აგრეთვე ისიც რაც იქნებოდით უფრო მეტის გაგება რომ გენებათ. ამგვარად, არასოდეს ღირს უარი თქვათ იმაზე ვინც შეგიძლიათ გახდეთ იმის გამო რაც უკვე ხართ. არასოდეს თქვათ უარი იმ საუკეთესოზე არც თქვენში ცხოვრობს, იმ უსაფრთხოების გამო რაც ისედაც გაქვთ, განსაკუთრებით მაშინ როცა უკვე დაიჭირეთ სხივი, რომლიც არსებობის უარყოფა აბსურდული იქნება, იმის ანარეკლი რაც ჩვეული სამყაროს მიღმაა.

ქრისტიანულ ტრადიციაში, ქრისტე იდენტიფიცირებულია ლოგოსთან. ლოგოსი - ღმერთის სიტყვაა. ამ სიტყვამ ქაოსი წესრიგად აქცია, როცა დროის ათვლა დაიწყო. განკაცებულმა ქრისტემ ნებაყოფლობით უმსხვერპლა თავი ჭეშმარიტებას, სიკეთეს, ღმერთს. ამის შედეგად ის მოკვდა და ისევ აღსდგა. სიტყვა, რომელიც ქაოსიდან წესრიგს ქმნის მსხვერპლად იღებს ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი და მას ღმერთს სწირავს. მხოლოდ ეს ერთი წინადადება, რომლის სიბრძნე შემეცნების მიღმადგას, მთელი ქრისტიანობის გამოხატულებაა. შემეცნების თუნდაც სულ მცირე დოზა, მცირე ნაბიჯი - ეს უკვე პატარა სიკვდილია. ახალი ინფორმაციის ყოველი ნაკუწი უკვე არსებული კონცეპციის გამოწვევაა და აიძულებს მას ქაოსში დაინთქას, ვიდრე რაღაცა უფრო უკეთესად გარდაისახება. ზოგჯერ ასეთ სიკვდილებს შეუძლიათ სრულიად ბოლო მოგვიღონ. ამ დროს შეიძლება სულაც აღარ აღვდგეთ ან თუ მაინც აღვდგებით ძალიან შევიცვალოთ.

ჩემმა ახლო მეგობარმა აღმოაჩინა, რომ მის ცოლს ათი წელი ჰყავდა საყვარელი და ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ის ქვესკნელში ჩაეშვა. ერთხელ მან მითხრა: „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ხალხს რომელსაც დეპრესია აქვს, უბრალოდ უნდა ჩამოიფერთხონ ის. ვერც კი წარმოვიდგენდი თურმე რაზე ვლაპარაკობდი.“ ბოლოს მან თავი დააღწია მიწისქვეშა სიღრმეებს, ბევრ ასპექტში ახლა ის ახალი ადამიანია და შეიძლება ითქვას ძველზე უფრო ბრძენი და უკეთესი. მან 18 კილო დაიკლო. მარათონში მიიღო მონაწილეობა. აფრიკაში გაემგზავრა და კილიმანჯაროს მწვერვალი დაიპყრო. მან გარდასახვა ამჯობინა ქვესკნელში დარჩენას.

გაერკვიეთ თქვენს ამბიციებში, მაშინაც კი, როცა დარწმუნებული არაფერში ხართ. საუკეთესო ამბიციები ხასიათს და უნარებს ავითარებას და არა სტატუსს და ძალაუფლებას. სტატუსი შეიძლება დაკარგოთ, ხოლო ხასიათს მუდამ თან ატარებთ, ეს კი უსიმონვებების დაძლევაში გეხმარებათ. ამ ცოდნით მოაბით თოკი ქვას. მერე აიღეთ ეს ქვა და თქვენს წინ დააგდეთ, ახლა სცადეთ და მისკენ გაიწიეთ, შეხედეთ და დააკვირდით სანამ წინ მოძრაობთ. გამოხატეთ თქვენი გამოცდილება თქვენთვისაც და სხვებისთვისაც ისე ნათლად რამდენადაც შეგიძლიათ. ასე ისწავლით უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად სვლას მიზნისკენ. ხოლო სანამ ამას აკეთებთ არ იცრუოთ. განსაკუთრებით თავი არ მოიტყუოთ. თუ ყურადღებას მიაქცევთ რას ამბობთ და რას აკეთებთ თქვენ შინაგან ძაბვას იგრძნობთ და სისუსტესაც როცა მოიქცევით ან ისაუბრებთ არასწორად. ეს შეგრძნების ხორცშესხმაა და არა აზრის. მე განვიცდი შინაგან განცას, რომ ვიშლები იმის მაგივრად, რომ საკუთარ ძალას და სიმტკიცეს ვგრძნობდე, მაშინ როცა არ ვუფიქრდები ჩემს საქციელს და მოქმედებას. ეს შეგრძნებები თითქოს ჩემს მზის წნულშია მოგროვილი, სადაც უამრავი ნერვიულო დაბოლოება იყრის თავს. შედეგად შეამჩნევთ სიცრუის შეგრძნებას, თითქოს იშლებით და წყალში იძირებით. ხშირად ძალიან დიდი დრო მჭირდებოდა, რომ სიცრუე გამომერიცხა. ხშირად სიტყვებს გარკვეული შთაბეჭდილების შესაქმნელად ვიყენებდი. ხშირად ვცდილობდი ჩემი უცოდინრობა შემენიღბა რაიმე თემაში. ხშირად სხვის სიტყვებს ვიყენებდი, რომ ჩემი აზრის ქონას გავქცეოდი.

თუ ყურადღებით იქნებით როცა რამეს ეძებთ თქვენ მიუახლობდებით მიზანს. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია თქვენ მიიღებთ ინფორმაციას რაც თქვენს მიზანს შეცვლის. ტოტალიტარისტი არასოდეს კითხულობს: „რა მოხდება თუ ჩემი ამბიციები მცდარია?“ ის მათ აბსოლუტად თვლის. მათ ეთაყვანება და ყველა მიზანს და განზრახვას მათზე აგებს. ისინი მისთვის უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენენ. ისინი არეგულირებენ მის ემოციებს და მოტივაციებს, განსაზღვრავენ მის აზრებს. ყველა ადამიანი საკუთარ ამბიციას ემსახურება. ამ აზრით ათეისტები არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ ხალხი რომელმაც იცის და რომელმაც არ იცის რომელ ღმერთს ემსახურებიან.

თუ ყველაფერს მთლიანად დაამახინჯებთ, ბრმად და ნებაყოფლობით მხოლოდ ერთი სანუკვარი მიზნის მისაღწევად, თქვენ ვერასოდეს გაიგებთ, რომ იქნებ სხვა მიზანიც არებობდა რომელიც თქვენცა და მსოფლიოსაც უკეთეს შედეგებს მოგიტანდათ. აი რას სწირავთ მსხვერპლად თუ სიმართლეს არ ამბობთ. და პირიქით, როცა თქვენი სიმართლეს ამბობთ თქვენი ფასეულობები იცვლება, იმისდა მიხედვით თუ როგორ პროგრესირებთ თავად. თუ თავს უფლებას მისცემთ მიიღოთ ინფორმაცია იმ რეალობიდან, რომელიც თავს ავლენს სანამ თქვენ წინ მიისწრაფვით, თქვენი დაკვირვებები თუ რა უფრო მნიშვნელოვანია შეიცვლება. თქვენი ორიენტირები შეიცვლება, ზოგჯერ თან და თან და ზოგჯერ უცებ და რადიკალურად.

წარმოიდგინეთ: თქვენ დადიხართ საინჟინრო სასწავლებელში იმიტომ, რომ ასე ისურვეს თქვენმა მშობლებმა და არა იმიტომ, რომ ასე გინდოდათ. როცა ისეთი მიზნებისთვის მუშაობთ რაც თქვენს სურვილს არ წარმოადგენს თავს არამოტივირებულად გრძნობთ და შეცდომას უშვებთ. მთელი ძალით ეცდებით კონცენტრირებას და დისციპლინაში ჩაჯდომას მაგრამ ეს არ იმუშავებს. თქვენი სული ნებისყოფის ტირანიის განდევნად დაიწყებს (სხვაგვარად ვერც ვუწოდებთ ამას). რატომ ემორჩილებით? შესაძლოა არ გინდათ მშობლებს იმედი გაუცრუოთ, თუმცა თუ კრახს განიცდით თქვენ სწორედ ამას გააკეთებთ. შესაძლოა არ გეყოთ იმ კონფლიქტის გამბედაობა რაც გასათავისუფლებლად აუცილებელია. შესაძლოა არ გინდოდეთ მშობლის ყოვლისმცოდნეობის ბავშვური რწმენა დაინგრიოთ და გინდათ გულწრფელად გჯეროდეთ, რომ არის ვიღაცა ვინც იმაზე უკეთ გიცნობთ ვიდრე თქვენ საკუთარ თავს და ვინც ყველაფერი იცის ამ სამყაროზე. ამგავარდ ცდილობთ საკუთარი ყოფიერების ეგზისტენციალურ მარტოობას და მის თანმხლებ პასუხისმგებლობას გაექცეთ. ყველაფერი ეს ძალიან გავრცელებულია და გასაგებიც. მაგრამ თქვენ მაინც იტანჯებით რადგან მართლა არ უნდა იყოთ ინჟინერი. ერთხელაც ხვდებით, რომ მეტს ვეღარ მოითმენთ. სწავლას ტოვებთ, მშობლებს იმედს უცრუებთ და ასე ცხოვრებას სწავლობთ. მხოლოდ საკუთარ თავს ენდობით და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებებს დაეყრდნობით. იღებთ ფილოსოფიის ხარისხს. საკუთარი შეცდომების ტვირთს იღებთ. თქვენ ხდებით თქვენ. როცა მამათქვენის ხედვებს უარყოფთ საკუთარის განვითარებას იწყებთ. ხოლო მოგვიანებით, როცა თქვენი მშობლები მოხუცდებიან თქვენ უკვე შეგეძლებათ სრულფასოვნად იზრუნოთ მათზე. ასე ისინიც მოგებულები რჩებიან. მაგრამ ორივე ეს მოგება ბრძოლითაა მოპოვებული, საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლით. როგორც მათეს სახარებაში ვკითხულობთ 10.34: „არ იფიქროთ, რომ მე მიწაზე მშვიდობისთვის მოვედი, არა მშვიდობა არამედ მახვილი მომაქვს“.

თუ განაგრძნობთ იმ სიმართლით ცხოვრებას რომელიც თქვენთვის იხსნება მოგიწევთ იმ კონფლიქტთან გამკლავება რასაც ყოფიერების ეს წესი მოგიტანთ. ხოლო თუ ასე მოქმედებას გააგრძელებთ უფრო ზრდასრული და პასუხისმგებლობიანი გახდებით. მიახლოვდებით უფრო ჭკვიანურ და უფრო უკეთეს მიზნებს, რომლებიც გამოიკვეთებაინ, როცა დაიწყებთ გარდაუვალი შეცდომების გასწორებას. თქვენი კონცეფცია მნიშვნელოვნების შესახებ უფრო და უფრო მიახლოვდება თქვენივე გამოცდილების სიბრძნეს. თქვენ შეწყვეტთ ყოყმანს, და მტკიცედ წახვალთ წინ იმისკენ რასაც ვერასოდეს მიაღწევდით, თუ არა შეცდომების აღიარება და გამუდმებული მტკიცება იმისა რომ თავიდანვე მართალი იყავით.

თუ არსებობა კარგია მაშინ ყველაზე ნათელი, სუფთა და სწორი მიდგომაც მასთან კარგია. მაგრამ თუ არსებობა კარგი არაა მაშინ თქვენ დაკარგული ხართ. ვეღარაფერი გიშველით - ვერც საცოდავი პროტესტი, ვერც ნაღვლიანი მსჯელობები, ვერც ობსკურანტული სიბრმავე, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ტყუილს. კარგია კი არსებობა? საშინელ რისკზე უნდა წახვიდეთ და ეს გაარკვიოთ. იცხოვრეთ სიმართლით ან იცხოვრეთ სიცრუეში, მიიღეთ შედეგები და გამოიტანეთ დასკვნები. ესაა რწმენის აქტი, რომლის გარდაუვალობასაც ამტკიცებდა დანიელი ფილოსოფოსი კირკეგორი. წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავთ. მტკიცებულებისთვის კარგი მაგალითიც კი არ გამოგადგებათ, ადამიანთა შორის განსხვავებას თუ გავითვალისწინებთ. კარგი მაგალითის წარმატება ყოველთვის შეიძლება გამართლებას მიეწეროს. ამგვარად თქვენი საკუთარი, ინდივიდუალური სიცოცხლე უნდა გაწიროთ რომ გამოარკვიოთ. სწორედ ამ რისკს აღწერდნენ უძველესი ადამიანები როგორც ღმერთის ნების სამსხვერპლოზე მიტანილ საკუთარ ნებას. ეს არაა მორჩილების აქტი, ყოველ შემთხვევაში იმ ასპექტში მაინც როგორც ახლა განიხილება მორჩილება. ეს გამბედაობის აქტია. ესაა რწმენა იმისა, რომ ქარი თქვენს გემს უკეთეს პორტში წაიყვანს. ესაა რწმენა იმისა, რომ ყოფიერება შეიძლება შეიცვალოს გარდასახვით. ეს თავად კვლევის სულია.

ალბათ ჯობია ასე გამოვხატოთ, რომ ყველას სჭირდება თავისი პირადი მიზანი, ამბიცია, რომ შეზღუდოს ქაოსი და თავის არსებობას გასაგები აზრი მისცეს. მაგრამ ყველა ეს კონკრეტული მიზანი საჭირო და აუცილებელია დაემორჩილოს იმ მეტამიზანს - მიზნის როგორც ასეთის დასახვისა და მიღწევის საშუალებას. მეტამიზანი შეიძლება იყოს სიმართლით სიცოცხლე. ეს ნიშნავს: „იმოქმედო ფრთხილად, იმოძრაო კარგად ფორმულირებულ, განსაზღვრულ დროის ინტერვალში. შექმენით თქვენი კრიტერიუმები დამარცხებისთვისაც და წარმატებისთვისაც, რომელიც თანადროული და ზუსტი იქნება, თუნდაც მხოლოდ თქვენთვის, რა თქმა უნდა უკეთესია თუ სხვებისთვისაც, რათა მათ შეძლონ გაიგონ და შეაფასონ რას აკეთებთ.“ესაა ერთდროულად პრაგმატული ამბიცია და ყველაზე თამამი ოცნება.

ცხოვრება ტანჯვაა. ეს ნათლად გამოხატა ბუდამ. ქრისტიანებმა კი ეს გრძნობა ღვთაებრივი ჯვრცმის ხატებით გამოხატეს. ებრაული რწმენა ამისი ხსოვნითაა გაჯერებული. სიცოცხლისა და შეზღუდვების ეკვივალენტობა არსებობის პირველადი და გარდაუვალი ფაქტია. ჩვენი ყოფიერების მოწყვლადობა სოციალური განსჯის მიმართ მტკივნეულად განგვაწყობს და ჩვენი სხეულების გარდაუვალი ნგრევისკენ გავცდუნებს. მაგრამ ყველა ეს ტანჯვაც კი, რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს უძლურია სამყაროს გასანადგურებლად, არ შეუძლია ისეთი ჯოჯოხეთი მოაწყოს როგორსაც ნაცისტები, მაოისტები ან სტალინისტები აკეთებდნენ. ამისთვის, როგორც ნათლად განმარტა ჰიტლერმა აუცილებელია სიცრუე.

ეს ბატონები სწორი მოსაზრებიდან გამოდიოდნენ, რომ რაც უფრო საშინლად იცრუებ უფრო ადვილად დაგიჯერებენ. რიგით ადამიანს დიდი ტყუილისა უფრო სჯერა ვიდრე მცირესი. ეს მათ პრიმიტიულ სულს შეესაბამება. მათ იციან, რომ პატარა ტყუილებს თავადაც იტყვიან, მაგრამ აი ძალიან დიდ სიცრუეს მოერიდებიან, ვერ გაბედავენ. დიდი ტყუილი უბრალოდ არც მოუვათ თავში. აი რატომ არ შეუძლია მასას დაიჯეროს, რომ სხვები ამ უზარმაზარ სიცრუეზე წამველელბი არიან, ფაქტების საშინელ, უსირცხვილო დამახინჯებაზე. მაშინაც კი, როცა განუმარტავენ რომ ეს იცრუეა, ისინი მაინც განაგრძობენ რწმენას და ფიქრს, რომ შესაძლოა აქ მაინც იყოს სიმართლის მარცვალი.

დიდი სიცრუისთვის ჯერ პატარა დაგჭირდებათ. პატარა სიცრუე ეს გარკვეული მეტაფიზიკური სატყუარაა, რომელსაც სიცრუის მამა იყენებდა თავისი მსხვერპლები რომ ანკესზე წამოეგო. ადამიანური წარმოსახვა ფანტაზიას გვიღვივებს და საშუალებას გვაძლევს სხვა სამყაროები წარმოვიდგინოთ. ესაა ჩვენი შემოქმედების მთავარი წყარო. მაგრამ ამ უნართან ერთად მისი საპირისპირო მხარეც გვეძლევა, ასე ვთქვათ მონეტის მეორე მხარე: ჩვენ საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც ვატყუებთ და თავად ისე გვჯერა ამ სიცრუის თითქოს ეს უეჭველი რეალობა იყოს. და რა უდგას წინ სიცრუეს? რატომ არ უნდა დავამახინჯოთ და ამოვაყირაოთ ინფორმაცია თუ აქედან რაიმე სარგებელს მაინც მივიღებთ, იქნებ ამით სიტუაცია შევარბილოთ, მშვიდობა შევინარჩუნოთ ან სულ მცირე სხვისი გრძნობები მაინც არ შეურაცხვყოთ? რეალობას საშინელი სახეები აქვს, გვჭირდება კი ყოველ წუთს მედუზა გორგონასთან პირისპირ დგომა, როცა ჩვენი ცნობიერება ფხიზლადაა? მაშინ მაინც ხომ შეიძლება თვალის არიდება როცა აუტანლად მტკივნეულია დანახული?

მიზეზი მარტივია. ყველაფერი ინგრევა. ის რაც გუშინ მუშაობდა არაა აუცილებელი დღესაც იმუშაოს. ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო სახელმწიფოს და კულტურის მექანიზმები ჩვენი წინაპრებისგან, მაგრამ ისინი დაიხოცნენ და დღევანდელ ცვლილებებზე რეაგირებას ვეღარ შეძლებენ. ცოცხლებს კი ეს შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია გავახილოთ თვალები და შევცვალოთ ის რაც აუცილებელია, ის რაც საჭიროა, რომ მექანიზმმა ისევ გამართულად იმუშაოს. ანდა შეგვძლია თავი მოგაჩვენოთ, რომ ყველაფერი წესრიგშია - არაფერი შევაკეთოთ, მერე კი ბედი დავიწყევლოთ როცა ყველაფერი ჩვენს ნებაზე აღარ მოეწყობა.

ყველაფერი იშლება - ეს კაცობრიობის ყველაზე დიდი აღმოჩენაა. ჩვენ კი ჩვენი სიბრმავით, სიცრუით და უმოქმედობით დიადი საგნების ცვეთას უფრო ვაჩქარებთ. უყურადღებოდ დარჩენილი კულტურა ეცემა და კვდება, ბოროტება კი იმარჯვებს.

ის თუ როგორ ხედავთ სიცრუეს, როცა გამოთქვამთ (სიცრუეს როგორც წესი მოქმედებითაც გამოხატავენ, არა მხოლოდ ამბობენ), - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა თუ რას წარმოადგენს ის სინმადვილეში. სიცრუე ყველაფერ დანარჩენთანაა დაკავშირებული. ის სწორედ იმ ეფექტს იწვევს რასაც კანალიზაციის წყლის შამპანურში მოხვედრილი წვეთი. ჯობს ის აღვიქვათ როგორც რაღაცა მზარდი და ცოცხალი.

როცა სიცრუე საკმაოდ დიდი ხდება მთელი სამყაროს გაფუჭებაც შეუძლია. მაგრამ თუ დავუკვირდებით ყველაზე დიდი ტყუილიც კი პატარ-პატარა სიცრუეებისგან შედგება, ის პატარები კიდევ უფრო მცირეებისგან და ყველაზე პაწია ტყუილი სწორედ იქაა სადაც ყველაზე დიდი იწყება. ეს არა მხოლოდ გამოთქმული ფაქტია, არამედ ყველაზე საშინელი შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ, სიცრუის მოჩვენებითი უწყინარობა და ტრივიალურობა, მისი საცოდავი ქედმაღლობა მისივე ზრდის მასტიმულირებელია. პასუხიმგებლობისგან მოჩვენებითი, ტრივიალური გაქცევა ეხმარება საიმედოდ დაფაროს თავისი ნამდვილი ბუნება, ნამდვილი საფრთხე და თანაფარდობა ნამდვილ ბოროტებასთან, რომელსაც ადამიანი ხშირად სიამოვნებითაც სჩადის. სიცრუე სამყაროს ანგრევს. ხოლო რაც უფრო უარესია მისი განზრახვაც ესაა.

ჯერ პატარა ტყუილი, მერე კი კიდევ რამდენიმე მის გასამაგრებლად. მერე აზროვნების დამახინჯება, რომ ამ პატარა სიცრუით გამოწვეულ სინდისის ქენჯნას გავექცეთ. მერე კი ყველაზე საშინელის დრო დგება, პრაქტიკის საშუალებით ამ - ახლა უკვე გარდაუვალი ტყუილის ტრანსფორმაცია იწყება და პროცესი ავტომატური, სტრუქტუირებული და სპეციალიზებული ხდება, ქვეცნობიერის დონეზე მართულ მოქმედებაში გადადის. ამ დროს თავად გამოცდილების როგორც სიცრუის აქტის მიმართ ზიზღი შედეგებს ვერ გვაძლევს. გჯერათ თუ არა აგურის კედლების მაინც გაიტეხთ თავს თუ გამოქანდებით და დაეჯახებით მას. ამ დროს იმ რეალობას სწყევლით რომელმაც ეს კედლები აღმართა.

მერე ქედმაღლობა და უპირატესობის გრძნობები მოდიან, რომლებსაც გარადაუვლად მოყვება წარმატებული ტყუილის შექმნა (ჰიპოთეტურად წარმატებულიტყუილის - აქ ყველაზე დიდი საფრთხე იმალება: გგონიათ, რომ ყველას მოატყუეთ, ყველა სულელია თქვენს გარდა. ყველა შტერია, ყველა გააბრიყვეთ, წყლიდან მშრალი ამოხვალთ და ყველაფერს მიიღებთ რაც გინდათ). ბოლოს კი ასეთ დასკვნამდე მიდიხართ: „თავად ყოფიერება ემორჩილება ჩემს მანიპულაციებს. გამოდის, რომ ის პატივისცემასაც არ იმსახურებს.“

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იშლება, ნაწილებად იგლიჯება როგორც ოსირისი. ასეთია პიროვნებისა თუ სახელმწიფოს სტრუქტურა ბოროტგანზრახული ძალის ზემოქმედებისას რომ იშლება. ამ ქვესკნელიდან ამოხეთქიმლა ქაოსმა მთელი დედამიწა მოიცვა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ჯოჯოხეთი.

ჯოჯოხეთი მოგვიანებით იწყება, როცა სიცრუე არღვევს კავშირებს პიროვნებას ან სახელმწიფოსა და რეალობას შორის. ყველაფერი იშლება. ცხოვრება უარესდება. ყველაფერი ნგრევას და იმედგაცრუებას მოუცავს. მოლოდინები გამუდმებით გვიცრუვდება. მოტყუებული პიროვნება კი სასოწარკვეთილი მიუთითებს მსხვერპლზე, როგორც კაენი, მაგრამ ღმერთის დაკმაყოფილება აღარ შეუძლია. აი დრამის ფინალური აქტიც.

გამუდმებული მარცხით დატანჯული ადამიანი უხეშდება. მარცხი და იმედგაცრუება ერთმანეთს ერწყმის და ფანტაზიას ბადებს : ეს სამყარო მიისწრაფვის ჩემი ტანჯვისკენ, მას უნდა რომ გამსრისოს და წამშალოს. მე შური უნდა ვიძიო მე ამას ვიმსახურებ. ეს ჯოჯოხეთის კარიბჭეა. ქვესკნელი, საშინელი, დაკარგული ადგილი სადაც ტანჯვის ხორცშესხმა ხდება.

დასავლური ტრადიციის თანახმად, დროის დასაწყისში ღვთის სიტყვამ ქაოსი ყოფიერებად აქცია მეტყველების საშუალებით. ამ აქსიომით განსაზღვრულია, რომ ქალები და მამაკაცები ღვთის სახედ და ხატად შეიქმნენ. ჩვენს გადავაქცევთ ქაოსს ყოფიერებად მეტყველების საშუალებით. ჩვენ მომავლის მრავალსახოვან შესაძლებლობებს წარსულისა და აწმყოს რეალიებად ვაქცევთ.

სიმართლის თქმა ნიშნავს აწმყოში სიცოცხლისთვის ყველაზე აუცილებელი და სასარგებლო რეალობის შემოტანას. სიმართლე აგებს შენობებს რომელბიც კიდევ 1000 წელი იდგებიან. სიმართლე კვებავს და მოსავს ღარიბებს, აღორძინებს და იცავს ხალხებს. სიმართლე ადამიანის საშინელ სირთულეებს სიტყვის სიმარტივემდე დაიყვანს. ამგავარად ის პარტნიორია და არა მტერი. სიმართლე წარსულს წარსულში ტოვებს და მომავლის შესაძლებლობებს საუკეთესო გამოყენებას უძებნის. სიმართლე მთავარი, ამოუწურავი ბუნებრივი წიაღისეულია. ესაა ნათელი სიბნელეში.

შეიცანით სიმართლე და ილაპარაკეთ სიმართლე

სიმართლე არ წარმოგვიდგება როგორც მსჯელობა რომელსაც სხვებიც იზიარებენ, ეს ხომ არც სლოგანების და არც იდეოლოგიების კოლექცია არ არის. ის პირადი იქნება. თქვენი სიმართე ხომ სწორედ ისაა რომელსაც მხოლოდ თქვენ იტყვით, მხოლოდ თქვენს გამოცდილებაზე დაფუძნებული. ეწიეთ თქვენს საკუთარ სიმართლეს, ისაუბრეთ მასზე ფრთილად და გარკევვით თქვენთვისაც და სხვებისთვისაც. ეს უსაფრთხოებასაც მოგიტანთ და ცხოვრებასაც უფრო გაგიმდიდრებთ, ახლა და აქ სანამ თქვენი სიცოცხლე თქვენი პირადი მოსაზრებების სტრუქტურაში მიედინება. ეს მომავლის კეთილგანწყობას შეგიქმნით და წარსულის ჩარჩოებიდან გაგანთავისუფლებთ.

სიმართლე ყოველთვის ყოფიერების ყველაზე ღრმა წყაროებიდან მოედინება. ის თქვენს სულს დაჭკნობისა და სიკვდილისაგან დაიცავს, როცა ცხოვრებაში გარდაუვალ ტრაგედიას შეეჯახებით. ის დაგეხმარებად უკუაგდოთ ამ ტრაგედიისთვის ვისმესთვის სამაგიეროს მიზღვის სურვილი.

თუ თქვენი ცხოვრება ის არაა, რაც შესაძლოა უნდა ყოფილიყო დაიწყეთ სიმართლის თქმა. თუ სასოწარკვეთილი ებღაუჭებით იდეოლოგიას ანდა იხრჩობით ნიჰილიზმში, დაიწყეთ სიმართლის თქმა. თუ თავს სუსტად და უარყოფილად გრძნობთ, მიტოვებულად და დაბნეულად დაიწყეთ სიმართლის თქმა. სამოთხეში ყველა სიმართლეს ამბობს. სწორედ ეს აქცევს მას სამოთხედ.

თქვით სიმართლე ან სულ ცოტა ნუ იცრუებთ მაინც.