წესი X

გამოთქვით ყველაფერი უფრო გასაგებად

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

რატომ მოძველდა ჩემი ნოუთბუქი?

რას ხედავთ როცა კომპიუტერს უყურებთ? უფრო სწორად თქვენს საკუთარ ნოუთბუქს? თქვენ ხედავთ ბრტყელ, თხელ, მოთეთრო- მონაცრისფრო კოლოფს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ დაინახოთ ის, რაზე ბეჭდვა და რომლის ყურებაც შეიძლება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაინც ხედავთ ამ ყველაფერს - მაინც - რასაც თქვენ უყურებთ, თითქმის არაა კომპიუტერი. თუმცა შემთხვევითობის წყალობით ეს მოთეთრო- მონაცრისფრო კოლოფია ზუსტად კომპიუტერი, თანაც სწორედ აქ და ახლა, შესაძლოა ძალიან ძვირფასიც. მაგრამ ძალიან მალე ის სულ უფრო ნაკლებად იქნება კომპიუტერის მსგავსი, იქამდეც კი, რომ საჩუქარადაც არავინ აიღებს.

მიმდინარე 5 წლის განმვლობაში ჩვენ გადავყრით ჩვენს ნოუთბუქებს, მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ იდეალურად მუშაობენ, თუ მათი ეკრანი, კლავატურა, თაგუნია და ინტერნეტთან კავშირი უნაკლოა. 50 წლის მერე XXI საუკუნის დასაწისის უახლესი ნოუთბუქები ისევე იშვიათი სიძველე იქნება როგორც დღეს XIX საუკუნის თუჯის სამედიცინო ინსტრუმენტები. დღეს ისინი ალქიმიის იდუმალ ატრიბუტებს უფრო გავს, იმ სუბსტანციის გასაზომად შექმნილებს, რომლის რეალურობა უკვე აღარავის სჯერა. როგორ ხდება, რომ მაღალტექნოლოგიური მანქანები, რომელთა გამომთვლელი სიმძლავრე კოსმიურ პროგრამა „აპოლონზე“ გაცილებით მეტია, სულ ცოტა დროის გასვლის მერე თავიანთ ფასს კარგავენ? როგორ შეუძლიათ ასე სწრაფად ამაღელვებელი, სასარგებლო და მაღალი სტატუსის მქონე მანქანებიდან უბრალოდ ნაგვის გროვად გადაიქცნენ? საქმე თავად ჩვენი აღქმის ბუნებაშია, ხშირად კი ჩვენი აღქმის სირთულესა და ამ სამყარის საფუძვლების იდუმალ კავშირებს შორის.

თქვენი ნოუთბუქი მხოლოდ ერთი ნოტია უზარმაზარი ორკესტრის შესრულებულ მიმდინარე მოვლენების სიმფონიაში. ის ძალიან დიდი მთელის პაწაწინა ნაწილია. მისი შესაძლებლობების ძირითადი ნაწილი მყარი ჩარჩოს მიღმაა. ის მხოლოდ იმიტომ მუშაობს, რომ უამრავი ტექნოლოგია ჰარმონიულად ურთიერთქმედებს. ის ელექტროსისტემით იკვებება, რომლის მუშაობა დამოკიდებულია უამრავ ფიზიკურ, ბიოლოგიურ, ეკონომიკურ და პიროვნებათაშორის სისტემებზე. მისი დეტალების მწარმოებელი ქარხნები ისევ ფუნქციონირებენ. ოპერაციული სისტემა, მის ფუნქციონირებას რომ უზრუნველყოფს, ჯერ კიდევ ამ დეტალებით იწყობა და არ არსებობს სხვები. მისი ვიდეოაღჭურვილობა უზრუნველყოფს ტექნოლოგიებს, რომელიც ასე საჭიროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. თქვენი ნოუთბუქი გარკვეული დივაისების და სერვერების ქსელთან ურთიერთობს.

და ბოლოს, ყვლაფერი ეს შესაძლებელია ერთი ფუნდამენტური ელემენტის წყალობით - სოციალური ნდობის შეთანხმება, რომელიც ურთიერთქმედებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებთან, რომლებიც თავის მხრივ ელექტრონული ქსელის არსებობას უზრუნველყოფენ. ეს მთელისა და ნაწილის ურთიერთქმედება უხილავია, სანამ სისტემა მუშაობს, მაგრამ როგორც კი ჩერდება მაშინვე აშკარა ხდება. მესამე სამყაროს კორუმპირებულ ქვეყნებში პერსონალური კომპიუტერების მუშაობისთვის აუცილებელი უმაღლესი სისტემები ძლივ-ძლივობით მუშაობენ. იქ ელექტროგადამცემი ხაზები, ჩამრთველები და გადამყვანები ან საერთოდ არაა, ან ძალიან ცუდად მუშაობენ და ძლივს ახერხებენ მოსახლეობის და ქარხნების ელ. ენერგიით უზრუნველყოფას. ხშირად ეს ტექნიკური გაუმართაობის გამოა, სისტემები უბრალოდ არ მუშაობენ. მაგრამ არც ნდობის ფაქტორი, უფრო სწორედ კი მისი არქონა თამაშობს უკანასკნელ როლს, რაც ასე დამახასიათებელია სისტემურად კორუმპირებული საზოგადოებებისთვის.

სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ის რასაც თქვენ აღიქვამთ როგორც თქვენს კომპიუტერს - მხოლოდ ერთი ფოთოლია დიდ ტყეში ან უკეთ თუ ვიტყვით თქვენი თითის წვერები რომლითაც ამ ფოთოლს ეხებით. რა თქმა უნდა შეიძლება ფოთლის მოწყვეტა და გარკვეული მცირე ხნით მისი ცალკე მდგომ, ავტონომიურ ნაწილად წარმოდგენა, მაგრამ ეს უფრო ართულებს ყველაფერს ვიდრე რამეს ხსნის. რამდენიმე კვირაში ფოთოლი უბრალოდ დაიფერფლება. ხე რომ არა, ის სულაც არ იარსებებდა. ხის გარეშე არსებობა მას არ შეუძლია. სწორედ ასეთ დამოკიდებულებაში არიან ჩვენი ნოუთბუქები სამყაროსთან. ძალიან ბევრი რამ, რასაც ისინი წარმოდგენენ, მათივე საზღვრებს მიღმაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მუხლებზე მოთავსებული ეკრანიანი ჭკვიანი მანქანები მხოლოდ რამდენიმე წელი შეძლებენ საკუთარი თავის „სიცოცხლით უზრუნველყოფას“.

თითქმის ყოველთვის, ყველაფერი რას გვაქვს და რასაც ვფლობთ ამ ბედს იზირებს, მაგრამ არა ყოველთვის ასე თვალსაჩინოდ.

ხელსაწყოები, წინააღმდეგობები და სამყაროს გაფართოება

როცა სამყაროს ვუყურებთ, მივიჩნევთ, რომ ნივთებს და საგნებს ვხედავთ. მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ჩვენი აღქმის განვითარებული სისტემები რთული, მრავალფენიანი და ურთიერთდაკავშირებული სამყაროს ტრანსფორმირებას ახდენენ. იმ სამყაროსი, რომელიც არც თუ ისე შინაურია თავისი სასარგებლო და ისე რა ობიექტებით (ან აშკარად მტრულად განწყობილი, საზიანო ობიექტებით). ასეთი სამყაროს გამარტივებული აღქმა პრაქტიკულად აუცილებელია. საგანთა და მოვლენათა კავშირის უსასრულო სირთულეში ესაა მათი ჩვენი მიზნების ფოკუსში ტრანსფორმაცია. ამგვარად სიზუსტე „აიძულებს“ სამყაროს თავი გონივრულად გამოავლინოს. ეს სულაც არაა უბრალოდ საგნების აღქმა.

მოსაზრება, რომ ჩვენ ჯერ ვხედავთ უსარგებლო ნივთებს და არსებებს და მერე ვუძებნით მათ მნიშვნელობას, მცდარია. ჩვენ მნიშვნელობებს პირდაპირ აღვიქვამთ. ჩვენ ვხედავთ იატაკს რომელზეც სიარული შეიძლება, კარს რომელშიც შევდივართ და სკამებს რომლებზეც დაჯდომა შეიძლება. აი რატომ ხვდებიან ჩხაკუნაც და კუნძიც უკანასკნელ საერთო კატეგორიაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მსგავსება თითქმის არაა. ჩვენ ვხედავთ ქვებს, რომლების სროლაც შეგვიძლია, ღრუბლებს, რომლებსაც შეუძლიათ წვიმად დაგვეღვარონ, ვაშლს რომლის შეჭმაც შეგვიძლია, უცხო მანქანებსაც კი რომლებიც ხელს გვიშლიან. ჩვენ ხვედავთ ხელსაწყოებს და წინააღმდეგობებს და არა ნივთებს და საგნებს. უფრო მეტიც ჩვენ ვხედავთ ხელსაწყოებს და წინააღმდეგობებს „პორტატული“ ანალიზის დონეზე, რომელიც მათ უფრო სასარგებლოს/საზიანოს ხდის, ჩვენი მოთხოვნილებების, შესაძლებლობების და აღქმის ზღვრის გათვალიწინებით. სამყარო ჩვენთის წარმოადგენს რაღაცას რისი გამოყენებაც შეიძლება, ანდა სადაც გადავადგილდებით და არა იმას რაც უბრალოდ არსებობს.

ჩვენ ვხედავთ ხალხის სახეებს რომლებსაც ვესაუბრებით, რადგან მათთან ურთიერთობა გვჭირდება. ჩვენ ვერ ვხედავთ მათ მიკროსკოპულ სუბსტრუქტურას, მათ უჯრედებს და სუბუჯრედულ ორგანელებს, მოლეკულებს და ატომებს. არც ჩვენს გარემომცველ მაკროკოსმოსს ვხედავთ, არც ოჯახის წევრები და ახლობლები გვყავს მუდმივად თვალწინ, არც ჩვენი საურთიერთობო წრე, მით უფრო არც ეკონომიკას და ეკოლოგიას რომელიც მოგვიცავს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენ ვერ ვხედავთ მათ დროში. ჩვენ ვხედავთ მათ ვიწრო, უშუალო და შემოსაზღვრულ მომანტში - ახლა - და არა გუშინდელი ან ხვალინდელი დღეების გარემოცვაში, რაც შესაძლოა გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს ამ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვიდრე ახლა, ამ მომენტში მიმდინრე მოვლენები. მაგრამ ჩვენ ასე უნდა ვხედავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავიტვირთებით.
როცა სამყაროს ვუყურებთ, აღვიქვამთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენი გეგმების განსახორციელებლადაა საჭირო. და სწორედ ამ საჭიროებაში ვცხოვრობთ. ესაა სამყაროს რადიკალური, ფუნქციური და არაცნობიერი გამარტივება და პრაქტიკულად შეუძლებელია არ მიიღო ეს სამყაროდ ისეთად, როგორიც არის. მაგრამ საგნები, რომლებსაც ვხედავთ, არა უბრალოდ ჩვენი მარტივი და პირდაპირი აღქმისთვის არის სამყაროში. ისინი ერთმანეთთან რთულ, მრავალგანზომილებიან კავშირში არსებობენ და არა როგორც ცალკეული, შეზღუდული საგნები. ჩვენ კი აღვიქვამთ არა მათ, არამედ მათ ფუნქციებს და ამგვარად ვამარტივებთ მათ საჭიროებისამებრ აღქმამადე. აი, რატომ უნდა ვიყოთ ზუსტები ჩვენს მიზნებში. სხვაგვარად ჩვენ ამ სამყაროს სირთულეებში ჩავიძირებით.

ეს ასეა მაშინაც, როცა საკუთარ თავს, ჩვენს პიროვნებას აღვიქვამთ. ჩვენი აღქმის ძალით ვვარაუდობთ, რომ ჩვენი კანის ზედაპირზე ჩვენი პიროვნებაც სრულდება. მაგრამ ცოტაოდენი დაფიქრებაც კმარა, რომ მივხვდეთ, რომ ეს მხოლოდ პირობითი ზღვარია. როცა ჩვენთვის ჩვეული კონტექსტი იცვლება, ჩვენ ასე ვთქვათ ვაფართოებთ იმას რაც შიგნით გვაქვს და კანის საფარის გარეთ გამოგვაქვს. როცა რაღაცა სულ უბრალოს ვაკეთებთ, თუნდაც სახრახნისს ვიღებთ ხელში, ჩვენი გონება ავტომატურად ეწყობა ჩვენი სხეულის აღქმაზე და მასში სახრახნისსაც მოიცავს. სახრახნისის ბოლოზე შეხებისას შეგვიძლია შევიგრძნოთ ნივთი. როცა მისკენ ხელს ვიწვდით გონებაში უკვე განსაზღვრული გვაქვს მისი მიახლოებითი სიგრძე. ჩვენ შეგვიძლია მისი ყველა ფარული კუთხე და ნაპრალი დავათვალიერით და ვიცოდეთ რას შევისწავლით. უფრო მეტიც, ჩვენ მაშინვე ვიწყებთ სახრახნისის აღქმას ჩვენად, მასთან მიმართებში მესაკუთრული გრძნობები გვიჩნდება. ასე ვუდგებით გაცილებით უფრო რთულ საგნებს თუ მოვლენებსაც.

ამიტომაც, ავტონომიური ფუნქციური მოდელების მქონე რობოტების შესაქმნელად იმაზე მეტი დრო დაგვჭირდა, ვიდრე ვვარაუდობდით. აღქმის პრობლემა იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე დასკვნა რომლისკენაც ჩვენი მსუბუქი და უშუალო საკუთარი აღქმისვე წვდომა გვიბიძგებს. სინამდვილეში აღქმის პრობლემა ისეთი სერიოზუალია, რომ მან დიდი ხნით შეაფერხა ხელოვნური ინტელექტის განვითარება, როცა აღმოვაჩინეთ, რომ უსხეულო გონებას რეალური სამყაროს ყველაზე მარტივი ამოცანის ამოხსნაც კი არ შეეძლო. წარმატებულმა სპეციალისტებმა, მაგალითად როდნი ბრუქსმა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში შემოგვთავაზა მოსაზრება, რომ სამყაროს დასაშლელად იმ დეტალებად, რომელსაც მარტივად გავუმკლავდებით, საჭიროა მოქმედი სხეულები. ამით ხელოვნური ინტელექტის რევოლუციამ იმპულსი დაიბრუნა.

ავტომობილები, რომლებსაც ვმართავთ, თითქმის ავტომატურად გადაიქცევა ჩვენს ნაწილად. ამიტომაც, როცა გაღიზიანებული გამვლელი ჩვენს მანქანას მუშტს დასცხებს ჩვენ ამას საკუთარ თავზე ვიღებთ. ეს ყოველთვის გონივრული არაა, მაგრამ თუ საკუთარ თავს მანქანის საშუალებით არ გავაფართოვებთ მაშინ ვერც ტარებას შევძლებთ.

ჩვენი „მეს“ საზღვრები მაშინაც ფართოვდება, როცა იქ სხვა ადამიანებსაც ვუშვებთ - საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. დედა თავს სწირავს თავისი შვილებისთვის და განა მშობლები, შვილები, მეუღლეები და ა.შ ჩვენი იმაზე ნაკლები და უშუალო ნაწილები არიან ვიდრე ხელი ან ფეხი? ნაწილობრივ ამ კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებთ: რომელ ნაწილს უფრო იოლად შეელეოდით? ვის ან რას გავწირავდით თუნდაც იმიტომ, რომ უფრო დიდი დანაკარგი აგეცილებინათ თავიდან?

ჩვენ გამუდმებით მივმართავთ პიროვნების გაფართოებას - როცა თავს ფილმების ან წიგნების გმირებათან ვაიგივებთ. მათი ტრაგედიები და ტრიუმფი ძალიან სწრავად ხდება ჩვენიც. სავარძელში მშვიდად მსხდომები უამრავ ალტერნატიულ რეალობაში ვცხოვრობთ, ჩვენს პიროვნებას ექსპერიმენტებით ვაფართოვებთ, რამდენ გზას ვცდით სანამ ზუსტად იმას არ მივაგნებთ, რომელიც ჩვენია. გამოგონილი სამყაროთი გატაცებულები, შეიძლება იმადაც გადავიქცეთ, ვინც საერთოდ არ არსებობს. თვალის ერთ დახმახამებაში კინოთეატრის ჯადოსნურ დარბაზში უმშვენიერეს არსებებად გადავიქცევით. ვსხედვართ სიბნელეში სწრაფად მოძრავი ობიექტების წინ და ხან ჯადოქრები ვხდებით, ხან კუდიანები, ხან სუპერგმირები, უცხოპლანეტელები, ვამპირები, ლომები, ელფები და ხის მარიონეტები. ჩვენ გვრძნობთ და განვიცდით ყველაფერს, რასაც ისინი, და ამისთვის მზად ვართ გადავიხადოთ, მაშინაც კი როცა ამას ნაღველი, შიში და ცრემლები მოაქვს.

რაღაც მსგავსი ან უფრო ექსტრემალურიც კი ხდება როცა უბრალოდ დრამის გმირთან კი არაა, რომელიმე შეჯიბრში მონაწილე მთელ გუნდთან ვაიგივებთ თავს. რა ხდება ხოლმე როცა ჩვენი ფავორიტი გუნდი აგებს ან იგებს თამაშს თავის ძველ მოწინააღმდეგესთან? გამარჯვების გოლი უნისონში წამოყრის ხოლმე ფეხზე მილიონობით ფანატს. თითქოს მათი ნერვიული დაბოლოებები პირდაპირაა მიერთებული თამაშთან. ფანები გუნდის წაგებას და მოგებას თავის თავზე იღებენ, დადიან მათი გამოსახულებიანი ტანსაცმლით, აღნიშნევენ მათ წარმატებებს და წარუმატებლობებს, თანაც უფრო მეტად ვიდრე მოვლენებს რომლებიც მათ საკუთარ, რეალურ ცხოვრებაში ხდება. ასეთი იდენტიფიკაცია ძალიან ღრმა, ბიოლოგიურ და ნევროლოგიურ დონეებზეც კი იჩენს თავს. მაგალითად, თამაშში „მონაწილე“ ფანატებს ხან ზემოთ უწევთ და ხან უვარდებათ ტესტოსტერონის დონე, იმისდა მიხევით იმარჯვებენ თუ მარცხდებიან თამაშისას. გაიგივების უნარი ჩვენი ცხოვრების ყველა დონეზე ავლენს თავს.

პატრიოტიზმის დონესთან შესაბამისობაში ჩვენი ქვეყანა ჩვენთვის შესაძლოა მხოლოდ მნიშვნელოვანი არ იყოს. ეს ჩვენი ნაწილია პიროვნების გაფართოების შედეგად. ჩვენ ჩვენი საკუთარი მცირე „მეს“ გაწირვაც კი შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად. მთელი ისტორიის განმავლობაში სიკვდილისათვის ასეთ მზაობას უყურებდნენ როგორც აღმაფრთოვანებელ სილამაზეს და ადამიანური ვალის ნაწილს. პარადოქსულია, რომ ეს არა ჩვენი აგრესიის შედეგი, არამედ ჩვენი ექსტრემალური კომუნიკაბელურიბისა და თანამშრომლობისთვის მზაობის შედეგი. თუ ჩვენ გვინდა წარმოვადგენდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს ოჯახებს, გუნდებს, ქვეყნებს, ჩვენ ადვილად გამოგვის თანამშრომლობა, იგივე თანდაყოლილ მექანიზმებზე დაყრდნობით, რომლებითაც ვხელმძღვანელობთ, როცა უბრალოდ საკუთარ სხეულს ვიცავთ.

სამყარო მარტივია, როცა ის მუშაობს

სამყაროს ურთიერთდაკავშირებული რეალობის ქაოსის აღქმა ერთი შეხედვით ძალიან ძნელია. აუცილებელია ასევე რთული მიდგომები, რომლებიც ალბათ ჩვენი გონების ნახევარს მოითხოვს. რეალურ სამყაროში ყველაფერი ირევა და ერთიანდბა. ყოველი ჰიპოთეტურად დამოუკიდებელი საგანი ასევე ჰიპოთეტურად დამოუკიდებელი ნაწილებისგან შედგება, და იმავე დროს სხვა უფრო დიდი ჰიპოთეტური საგნების ნაწილია. საზღვრები ამ შრეებსა და თავად საგნებს შორის ამ დონეზე არც გამოკვეთილია და არც ობიექტური. საჭიროა მათი პრაქტიკული და პრაგმატული გამოყოფა, რადგან მათ სარგებლის მოტანა მხოლოდ ვიწრო, სპეციფიკურ პირობებში შეუძლიათ.

სრული და კმარი აღქმის გაცნობიერებული ილუზია საკუთარ თავს უზრუნველყოფს - მაგალითად - საკმარისია ჩვენი მიზნებისთვის, მხოლოდ ასე მიდის ყველაფერი გეგმის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ, უფრო შორს ყურების აუცილებლობა აღარაა. მანქანის კარგად სამართავად არაა აუცილებელი დაწვრილებით ვერკვეოდეთ მის რთულ აგებულებაში. ჩვენი მანქანების დაფარული სირთულეები მხოლოდ მაშინ იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, როცა ისინი ფუჭდებიან, ავარიაში ყვებიან. სულ მცირე მექანიკური გაუმართავობისასაც, რომ არაფერი ვთქვათ სერიოზულ ავარიაზე, ასეთი შემოჭრა აღქიმება როგორც რაღაცა საშიში. ეს წარმოქმნილი გაურკვევლობის შედეგია. მანქანა, როგორც ჩვენ მას აღვიქვამთ არც საგანია და არც ნივთი. ესაა რაღაც, რასაც ჩვენ იქ გადავყავართ სადაც მისვლა გვინდა. რეალურად ჩვენ მის აღქმას ზუსტად მაშინ ვიწყებთ როცა ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ვერსად ვერ გადავყავართ. მხოლოდ მაშინ, როცა მანქანა მოულოდნელად ჩერდება ან ავარიაში ყვება და იძულებულნი ვართ გზის სავალი ნაწილიდან გადავათრიოთ, ჩვენ იძულებულნი ვართ ჩავწვდეთ და გავაანალიზოთ იმ ნაწილების უსასრულო რაოდენობა, რომელიც მას აქცევს საგნად, რომელიც დადის.

როცა მანქანა მწყობრიდან გამოდის, მაშინვე ამოტივტივდება ჩვენი არაკომპეტენტურობა მისი მექანიზმის ცოდნაში. ამ მდგომარეობას პრაქტიკული შედეგებიც მოსდევს და ფსიქოლოგიურიც, სულის სიმშვიდეც ჩვენი სატრანსპორტო საშუალებასავით სადღაც ქრება. როგორც წესი, გვიწევს მივმართოთ ექსპერტებს თავიანთ ავტოფარეხებსა და სახელოსნოებში, რათა ჩვენი ტრანსპორტის ფუნქციონირება აღვადგინოთ, ამასთან ერთად კი ჩვენი აღქმის სიმარტივეც დავიბრუნოთ. ამ შემთხვევაში მექანიკოსი ფსიქოლოგის როლში გვევლინება. სწორედ მაშინ ვაცნობიერებთ ჩვენი ხედვის საოცარ დაბალ ხარისხს და შესაბამისად ჩვენი აღქმის არაადექვატურობასაც. კრიზისის მომენტში, როცა ჩვენი ნივთი მწყობრიდან გამოდის, ჩვენ მივმართავთ სპეციალისტს, რომელიც გაცილებით კომპეტენტურია ამ საკითხში, რათა სასურველსა და რეალურს შორის თანხვედრა აღვადგინოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანქანის გაფუჭებას ისევე შეუძლია გვაიძულოს გაურკვეველობას აღვუდგეთ წინ, როგორც უფრო ფართო სოციალურ კონეტქსტს, რომელიც ხშირად უხილავია და რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილებია მანქანა და მექანიკოსი.

როცა ჩვენი სატრანსპორტო საშუალება გვღალატობს ჩვენ გაურკვეველს ვეჯახებით. მანქანის გამოცვლის დრო ხომ არ მოვიდა? ხომ არ შევცდი მისი ყიდვისას? კომპეტენტურია მექანიკოსი, პატიოსანია, შეიძლება მისი ნდობა? მისი სახელოსნო რამდენად კარგად მუშაობს? ხშირად უფრო უარეს რამეზეც გვიწევს ფიქრი, უფრო ფართო და ღრმა თემაზე - იქნებ გზებია ძალიან სახიფათო? იქნებ მე არ ვარ ყურადღებით? იქნებ ბოლო დროს ძალიან გაფანტული გავხდი? ან დავბერდი? ჩვენი საკუთარი თავისა და სხვა საგნების აღქვის სივიწროვე მაშინვე იჩენს თავს, როცა რომელიმე ნივთი მწყობრიდან გამოდის, განსაკუთრებით კი ის ნივთი რომელიც სამყაროს აღქმას გვიმარტივებდა. მაშინ კი, უფრო რთული სამყარო, რომელიც ყოველთვის არსებობდა მაგრამ უხილავი იყო, რომლის იგნორირება ასე ხელსაყრელი იყო, დაუყოვნებლივ ავლენს თავს. შემოღობილი ბაღი კი, სადაც არქეტიპულად ვცხოვრობთ, აღმოაჩენს თავის ფარულ მაგრამ მარადიულ გველებს.

მე და თქვენ მარტივები ვართ როცა სამყარო მუშაობს

როცა ყველაფერი ინგრევა, სამყაროში იჭრება ყველაფერი, რასაც იქამდე ვაიგნორებდით. როცა საგნები ზუსტად განსაზღვრულ მნიშვნელობებს კარგავენ, კედლები ინგრევა და ქაოსი იჩენს თავს. თუ ყურადღებით არ ვართ და ყველაფერს თვითდინებაზე ვუშვებთ, ის რასაც უყურადღებოდ ვტოვებთ გველის ფორმას იღებს და გვკბენს, ხშირად სრულიად შეუფერებელ მომენტში. მაშინ ვიგებთ რისგან გვიცავს მიზანმიმართული განზრახვა, მიზნის სწორად და ყურადღებით დადგენა.

წარმოიდგინეთ ერთგული ცოლი, რომელიც უცებ ქმრის ღალატის უტყუარ მტკიცებულებას პოულობს. მათ ერთად წლები გაატარეს. ის ხედავდა ქმარს ისეთად, როგორიც ის მისი წარმოდგენით იყო: შრომისმოყვარე, საიმედო, მიჯაჭვული და ალერსიანი. მისი ქორწინება მყარია, ყოველ შემთხვევაში მას ასე სჯერა. მაგრამ ქმარი უფრო და უფრო გაფანტული და უყურადღებო ხდება. ის თითქოსდა მიჰყვება ცუდ მაგალითს და სამსახურში დაყოვნებას იწყებს. წვრილმანები, რომელსაც ცოლი აკეთებს ან ამბობს მას უმიზეზოდ აღიზიანებენ. ერთხელაც ცოლი მას ქალაქის ცენტრში, კაფეში ხედავს სხვა ქალთან ერთად და ამასთან ქალს ისე ექცევა, რომ ამის სხვაგვარად ახსნა და დაიგნორება რთულია. ცოლის აღქმის შეზღუდულობა და არაზუსტობა მაშინვე მტკივნეულად ცხადი ხდება.

მისი თეორია, ქმართან დაკავშირებით კრახს განისცდის. რას იწვევს ეს? უპირველეს ყოვლისა, ქმრის ნაცვლად ქალის წინ აისვეტება რთული და საშიში უცნობი. ესეც უკვე ძალიან ცუდია, მაგრამ ჯერ მხოლოდ პრობლემის ნახევარია. ღალატის შედეგად, მისი თეორიული წარმოდგენა საკუთარ თავზეც კრახს განიცდის, ახლა უკვე ორი უცნობი გვყავს - მისი ქმარი, რომელიც ისეთი არ აღმოჩნდა როგორსაც ცოლი მოელოდა და თავად, მოტყუებული ქალი, რომელიც ისეთი არ ყოფილა როგორსაც ადრე თვლიდა თავს. ის უკვე აღარაა „საყვარელი ცოლი და ძვირფასი პარტნიორი“. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს წარსული რწმენის მიუხედევად ასეთი ის არც არასოდეს ყოფილა.

წარსული - ეს არაა ყოველთვის ის, რაც უკვე მოხდა, მიუხედავად იმისა რომ მოხდა. აწმყო ქაოტური და გაურკევევლია. ჩვენს გმირს გამუდმებით მიწა ეცლება ფეხქვეშ. მომავალიც, ის რაც ჯერ არც მომხდარა იცვლება და იქცევა იმად რასაც ვერ წარმოიდგენდა. ვინაა ახლა ის, წარსულში კმაყოფილი ცოლი? „მოტყუებული უმანკოება“ თუ „ადვილად მიმნდობი შტერი“? საკუთარ თავს მსხვერპლივით უნდა შეხედოს თუ გაზიარებული შეცდომის თანამონაწილედ? ვინაა მისი ქმარი? დაუკმაყოფილებელი საყვარელი? ცდუნების მსხვერპლი? ფსიქოპათი და მატყუარა? თუ თავად ეშმაკი? როგორ შეეძლოა ასეთი სასტიკი ყოფილიყო? საერთოდ როგორ შეიძლება ასეთი სასტიკი იყო? როგორ სახლში ცხოვრობდა? როგორ უნდა ყოფილიყო ასეთი მიამიტი? სარკეში იყურება. ვინაა? რა ხდება? იყო კი რეალური მისი რომელიმე ურთიერთობა მაინც? იყვნენ კი სულაც ისინი? რა დაემართა მომავალს?

როცა სამყაროს სიღრმისეული რეალობა მოულოდნელად გვახსენებს თავს საშველის ძებნა ყველგან შეიძლება.

ყველაფერი წარმოუდგენლად რთულადაა. ყველაფერი ჩართული და ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ მიზეზ-შედეგობრივი მატრიცის მხოლოდ ვიწრო ჭრილს აღვიქვამთ. თუმცა კი ვცდილობთ ამ სივიწროვის აღქმას გავექცეთ. მაგრამ კმარი აღქმის თხელი ზედა შრე იბზარება, როცა რაღაცა მნიშვნელოვანი წყვეტს მუშაობას. ჩვენი გრძნობების საშინელი არაადექვატურობა გვახსენებს თავს. ყველაფერი რაც ერთ დროს ძვირფასი იყო ფერფლად იქცევა. ვშეშდებით. ქვად ვიქცევით. რას ვხედავთ ამ დროს? საით უნდა გავიხედოთ, თუ ის რასაც ვუყურებთ საკმარისი აღარაა?

რას ვხედავთ, როცა არ ვიცით რას ვუყურებთ

რას დაემსგავსა მსოფლიო ტყუპების აფეთქების შემდეგ? რა დარჩა მისგან? ან დარჩა კი რამე? რომელი საშინელი მხეცი მოძვრება ნანგრევებიდან, როცა მსოფლიო ფინანსური სისტემის საყრდენი ბურჯები ირყევა და ეცემა? რას ვხედავთ, როცა ქარიშხალივით გადაგვივლიან ნაციონალ-სოციალისტური მიტინგები? რას ვხედავთ, როცა რუანდის სისხლიან გარჩევებს გავურბივართ? რას ვხედავთ, როცა არ შეგვიძლია გავიგოთ რა გვემართება, სად ვართ, აღარ ვიცით ვინ ვართ და რა გვახვევია გარშემო? ის რასაც ვერ ვხედავთ, არის სწორედ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხელსაწყოების სამყარო, სასარგებლო საგნები, პიროვნებები. ნაცნობ წინააღმდეგობებსაც კი ვერ ვხედავთ, უკვე მიჩვეულს, ერთი გადაბიჯებით რომ გადაილახება.

ის, რასაც აღვიქვამთ, როცა ყველაფერი ინგრევა, ეს არც სცენაა და არც ჩვეული წესრიგის დეკორაცია. ესაა მარადიული, წყალწყალა tohu va bohu (ფრაზა დაბადებიდან ივრითზე - აღწერს მიწას სინათლის გაჩენამდე, გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს „უფორმოს და უხილავს“), ქაოსი - უსაფრთხოების თხელი ფენის ქვეშ. კაცორიობის უძველესი მოსაზრებების მიხედვით წმინდა სიტყვამ და თავად ღმერთმა სწორედ ამ ქაოსისგან შექმნეს წესრიგი დროის დასაწისში და იმავე მოსაზრებზე დაყრდნობით ჩვენ - ქალები და მამაკაცები მისი - წმინდა სიტყვის - ხატად შევიქმენით. როგორც კი რაღაცის აღქმა ვისწავლეთ სწორედ ქაოსიდან ამოიზარდა სტაბილურობა. ახლა კი, როცა ყველაფერი იქცევა ვხედავთ ქაოსს (მაშინაც კი თუ სინამდვილეში ვერ ვხედავთ მას) და რას ნიშნავს ეს?

მოვლენა - ხსნა, ესაა ჯერ კიდევ უცნობი ფენომენის გაურკვევლობიდან უეცარი გამოვლინება (ბერძნული phainesthai - კაშკაში). ესაა მარადიული დრაკონის მორიგი გამოღვიძება და გამოსვლა მარადიული გამოქვაბულიდან. ესაა სიღრმეებიდან ამოზრდილი მიწისქვეშა სამყარო მთელი თავისი მონსტრებით. როგორ უნდა შევემზადოთ გაუთვალისწინებლისთვის, როცა არ ვიცით ეს რა არის ან საიდან მოვა? როგორ მოვემზადოთ კატასტროფისთვის, როცა არ ვიცით რას ველოდოთ და როგორ მოვიქცეთ? ძალიან ნელა ჩვენი გონებიდან ყურადღება ჩვენს სხეულზე გადაგვაქვს. სხეული გონებაზე გაცილებით სწრაფად რეაგირებს.

როცა გარშემო ყველაფერი ინგრევა, ჩვენი აღქმაც ქრება და ჩვენ მოქმედებაზე გადავდივართ. უძველესი, ასეულობით მილიონი წლის რეფლექსები, ავტომატური და კმარია, ისინი გვიცავენ ისეთ საშინელ მომენტებში, როცა არამხოლოდ აზროვნება არამედ აღქმაც კრახს განიცდის. ამ დროს ჩვენი სხეულები ნებისმიერი პირობებისთვის ემზადებიან. უპირველეს ყოვლისა გვცივა, როცა რეფლექსები აღქმის მეორე ეტაპზე ემოციაში გადადიან. ეს რაღაც საშიშია? თუ სასარგებლო? უნდა ვერძოლოთ? თუ უბრალოდ ყურადღება არ მივაქციოთ? როგორ განვსაზღვრავთ ამას და როდის? არ ვიცით. ჩვენ ახლა მზაობის მომთხოვნ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი სხეულები კორტიზოლითა და ადრენალინითაა სავსე. სუნთქვა აჩქარებული, გული უფრო სწრაფად სცემს. ტკივილით ვაცნობიერებთ, რომ დაცულობისა და სისავსის გრძნობები გაქრა, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მივმართავთ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რესურსებს, რომლებიც ასეთი მომენტისთვის გადავინახეთ, თუ საერთოდ გაგვიმართლა და გადავინახეთ. უარესისთვის ვემზადებით. ანდა უკეთესისთვის. ვყვირით ან ვიცინით, გვეზიზღება ან გვეშინია, ვტირით, მერე კი ქაოსის ნაწილებად დაშლას ვიწყებთ.

აი, მოტყუებული ცოლიც, სრულიად ამოვარდნილია კალაპოტიდან, ძალიან უნდა ვინმეს ამის შესახებ მოუყვეს - საკუთარ თავს, დას, მეგობარს, თუნდაც უცნობს ავტობუსში ანდა სიჩუმეში უკუდგება და ფიქრობს სანამ იმავე დასკვნამდე არ მივა. რა გაფუჭდა? რა გააკეთა ისეთი რისი პატიებაც არ შეიძლებოდა? ვინაა ის ადამიანი ვისთან ერთადაც ცხოვრობდა? რა სამყაროა ასეთი სადაც ეს ყველაფერი შესაძლებელია? რომელმა ღმერთმა შექმნა ასეთი ადგილი? როგორ დაელაპარაკოს იმ კაცს, ახლა უკვე რისხვას რომ იწვევს ადრე მისი ქმრის სხეულში რომ იმალებოდა? როგორი შურისძიება ჩააცხრობს მის მრისხანებას? ვინ აცდუნოს ასეთ შეურაცხყოფაზე საპასუხოდ? თავის მხრივ ის განრისხებული, შეშინებული, გულნატკენი და ამავე დროს აღელვებული თავისი ახლად შეძენილი თავისუფლების შესაძლებლობებით.

ეს კლდესავით მყარი და საიმედო ფონი სინამდვილეში გაურკვეველი და მყიფე აღმოჩნდა. უფრო მეტიც, საყრდენი თურმე საერთოდ არ ყოფილა. ქალის სახლი ქვიშაზე იდგა. ყინული, რომელზეც სრიალებდა, ძალიან თხელი აღმოჩნდა. აი ჩაუტყდა და უკვე იხრჩობა. ისეთი მძიმე დარტყმა მიაყენეს, რომ ნაღველი, ბრაზი და შიში შთანთქავენ. ღალატის შეგრძნება ფართოვდება იქამდე, ვიდრე დანარჩენი სამყარო უკან არ დაიხევს. სადაა ის? ქვესკნელში მთელი თავისი საშინელებებით გარემოცული. როგორ მოხვდა იქ? ეს გამოცდილებაც, ნივთების სიღრმეებში ჩასვლა, ეს ყველაფერი აღქმაა თავის ჩანასახოვან ფორმაში, შემზადება, გააზრება იმისა რა შეიძლება ყოფილიყო მომავლში და რა არ დაკარგულა ჯერ კიდევ. ეს სიღრმისეული აღქმაა, აუცილებელია იქამდე ვიდრე სამყაროს ჩვეული გარემოებები დაბრუნდება, თუკი კიდევ დბრუნდებიან ისინი ძველებური მარტივი და მოსახერხებელი ფორმით. ესაა აღქმა, რომელიც იქამდე მოქმედებს, სანამ შესაძლებლობათა ქაოსი ისევ ამოიზრდება წესრიგის ფუნქციონალური რეალობიდან.

„ნუთუ ეს მართლა მოულოდნელი იყო?“ - ეკითხება ქალი სხვებსაც და საკუთარ თავსაც და თან განცდილზე ფიქრობს. უნდა იგრძნოს კი თავი დამნაშავედ, გამაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფის გამო, ისინი ხომ სულ ოდნავ შეიგრძნობოდა ქალი კი უკვე განწყობილი იყო მათ გაქცეოდა. ახსენდება ქორწილის შემდეგ როგორ ეკვროდა ქმარს ყოველ ღამეს და მერე სექსი ჰქონდათ. გასაგებია, რომ ასეთი სიახლოვის მოლოდინი ახალა აღარ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ექვს თვეში მხოლოდ ერთხელ ნამეტანია. იქამდეც 2-3 თვეში ერთხელ რამდენიმე წლის განმავლობაში. ნუთუ ვინმე, ვისაც ის ნამდვილად პატივს სცემს, თავად მისი ჩათვლით შეურიგდებოდა ასეთ სიტუაციას?

მე ძალიან მომწონს ჯეკ კენტის საბავშვო ზღაპარი „დრაკონები არ არსებობენ“. ეს ძალიან უბრალოდ ამბავია, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხდვით. ერთხელ მე ტორონტოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც კი წავუკითხე რამდენიმე გვერდი და სიმბოლოების მნიშვნელობა ავუხსენი.

პატარა ბიჭი - ბილი ბიქსი ერთ დილას აღმოაჩენს, რომ მის საწოლზე დრაკონი ზის, ის შინაური კატის ზომისაა და ძალიან მეგობრულია. ბილი ამას დედამისს უყვება მაგრამ ის ეუბნება, რომ დრაკონები არ არსებობენ. დრაკონი იზრდება. ის ბილი ყველა ბლითს ჭამს და მალე მთელ სახლს ავსებს. დედა ცდილობს სახლი დაალაგოს მაგრამ ვერ ახერხებს, ის სახლში ფანჯრიდან შედის რადგან მთელი სივრცე დრაკონს უკავია. უბრალოდ მოქმედება ძალიან დიდ დროს მოითხოვს. მერე დრაკონი გარბის პირდაპირ სახლიანად. ბილის მამა სახლში ბრუნდება, მის ადგილას კი სიცარიელე ხვდება. ფოსტალიონი ეუბნება სად წავიდა სახლი. მამა გაეკიდება მას, აცოცდება დრაკონის კისერზე, რომელიც გარეთ აქვს გამოყოფილი და ცოლ-შვილთან ბრუნდება. დედა ისევ ამტკიცებს, რომ დრაკონი არ არსებობს, მაგრამ ბილის ეს სიტუაცია ყელში ამოსდის და ხმამაღლა ყვირის: „არსებობს დედა, დრაკონი არსებობს.“ აი სწორედ ამ დროს ის მომენტალურად იწყებს დაპატარავებას და მალე ისევ კატისხელა ხდება. ყველა თანხმდება რომ დრაკონი სწორედ ამხელა ზომის 1. უნდა იყოს და 2. უკეთესია ვიდრე გიგანტური. დედა უხალისოდ ახელს თვალს და კითხულობს „რატომ გაიზარდა დრაკონი ასეთი დიდი“. ბილი კი მშვიდად პასუხობს: „იქნებ მას უნდოდა რომ შეემჩნია“.

kant

მართლაცდა იქნებ. ესაა ძალიან ბევრი ამბის მორალი. ქაოსი ნელ-ნელა იპარება სახლში. ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილება და იმედგაცრუება გროვდება. უსიამოვნებებს კი ხალიჩის ქვეშ ვხვეტავთ, სადაც დრაკონი ნამცეცებით იკვებება. და არავინ არაფერს ამბობს, როცა შინაური ცხოვრების ურთიერთშეთანხებით გამაგრებული წესრიგი მოულოდნელობის და საფრთხის წინაშე არაადექვატურ და დამანგრეველ სახეს იღებს. ამის მაგივრად ყველა სიბნელეში სტვენას ამჯობინებს. ურთიერთობის გაგრძელება იმ საშინელი ემოციების აღიარებას მოითხოვს როგორებიცაა - წყენა, შიში, მარტოობა, უიმედობა, ეჭვიანობა, იმედგაცრუება, სიძულვილი, ნაღველი. ერთი შემთხვევიდან მეორემდე მშვიდობის შენარჩუნება უფრო ადვილია. მაგრამ უკანა პლანზე ბილი ბიქსის და სხვა მსგავს სახლებში დრაკონი იზრდება. ერთხელაც ის წინ გამოიჭრება თანაც უკვე ისეა გაზრდილი, რომ მისი იგნორირება შეუძლებელია. ის სახლს საძირკვლიდან გლეჯს. ხოლო როცა ახალი რომანი ჩაღდება ანდა წლობით იწელება მეურვეობის საკითხი, დამანგრეველია როგორც ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით. ნაღველის კონცენტრირებული მასა ამოხეთქავს, რომელიც ფსევდობედნიერი ქორწინების განმავლობაში წვეთ-წვეთ გროვდებოდა. ყოველი იმ ასობით გამოუთქმელი პრობლემიდან, რომელზეც იტყუებოდით, რომლებსაც გაურბოდით, ამართლებდით და მალავდით, როგორც ჩონჩხების არმიას უზარმაზარ საშინელ კარადაში, იღვრება როგორც ბიბლიური წარღვნა და გარშემო ყველაფერს ძირავს. კიდობანი კი არსადაა - ის არავის აუშენებია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გრძნობდა როგორ უახლოვდებოდათ შტორმი.

არასოდეს გამოგრჩეთ მხედველობიდან უმოქმედობის ცოდვის დამანგრეველი ძალა

იქნებ ჯობდა დაშორებულ წყვილს ერთი ორჯერ ან თუ საჭირო იყო ორასჯერაც ესაუბრათ თავიანთ სექსუალურ ცხოვრებაზე. იქნებ მათი ფიზიკური სიახლოვე აუცილებლად უნდა დამთხვეოდა ფსიქოლოგიურსაც. იქნებ თავიანთი როლების მეშვეობით მეუღლეები ომს ეწეოდნენ. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მრავალ ოჯახში საშინაო შრომის ტრადიციული დანაწილება დარღვეულია, და ეს სულ ცოტა თავისუფლების სახელით. თუმცა ამან ჩარჩოებისგან გათავისუფლების ნაცვლად, ქაოსი, კონფლიქტები და გაურკვევლობები მოგვიტანა. ტირანიისგან გაქცევას ხშირად სამოთხეში კი არა უდაბნოში მივყავართ, უმიზნო და ყველაფერს მოკლებული ხეტიალისთვის გვწირავს. ამასთან ერთად თუნდაც გაუაზრებელ, მოუხერხებელ და ხშირად სრულიად უაზრო საფუძველზე დამყარებული ტრადიციების უგულებელყოფას მივყავართ სამ ვარიანტამდე - მონობა, ტირანია ან ვაჭრობა. მონა უბრალოდ იმას აკეთებს რასაც დაავალებენ, ხშირად უხარია კიდეც, რომ პასხისმგებლობისგან გათავისუფლდა, ასე იჭრება პირველი სირთულე. მაგრამ ეს დროებითია, მონის სული ჯანყდება. ტირანი უბრალოდ მონას უბრძანებს რა გააკეთოს და პრობლემას ასე ჭრის. მაგრამ ესეც დროებითია. ტირანს ბეზრდება მონა - მასში არაფერია გარდა მორჩილებისა და ადვილად პროგნოზირებადი საქციელებისა. ვინ გაუძლებს სულ მასთან ცხოვრებას? მაგრამ აი ვაჭრობა ორივე მხრისგან მოითხოვს იმის აღიარებას, რომ დრაკონი არსებობს. ესაა ძნელად მისაღები რეალობა მაშინაც კი, როცა დრაკონი ჯერ ძალიან პატარაა იმ რაინდის შესაჭმელად, რომელმაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაბედა.

იქნებ დაშორებულ წყვილს უფრო ზუსტად უნდა აეხსნა მათთვის სასურველი ცხოვრების სტილი. იქნებ ასე გაზიარებულად შეძლებდნენ შემოვარდნილი ქაოსის წყლების შეჩერებას. იქნებ მართლაც ჯობდა ასე მოქცეულიყვნენ, ვიდრე ზარმაცად და ლაჩრულად ემეორებინათ - „ყველაფერი ნორმალურადაა, ამის გამო ჩხუბი არ ღირს.“ არც ისე ბევრი რამაა ცოლ-ქმრობაში ისეთი, რომლისთვისაც ჩხუბი არ ღირს. თქვენ გაიჭედეთ ქორწინებაში როგორც ორი კატა კასრში, შეკრული საზეიმო ფიცით, რომ ერთი მხოლოდ მაშინ შეძლებს გათავისუფლებას, როცა მეორე მოკვდება. ეშმაკმა დალახვროს, ეს ფიცი ხომ სწორედ იმისთვისაა მოგონილი, რომ სიტუაცია სერიოზულად აღიქვათ. თქვენ რა, მართლა გინდათ, რომ ერთმა პატარა გაუგებრობამ მთელი ათწლეულების მანძილზე ყოველდღიურად ნელ ნელა გაწამოთ?

„მე შემიძლია ამას შევურიგდე“ - ფიქრობთ თქვენ. ალბათ ვალდებულიც ხართ, მაგრამ არც მოთმინების მაგალითი არ ბრძანდებით. იქნებ თუ იტყვით, რომ თქვენი პარტნიორის თავაწყვეტილი ხარხარი მინაზე ფრჩხილებით კაწვრასავით ჟღერს - მან ეშამკთანაც კი გაგიშვათ. იქნებ სწორედ თქვენ ხართ დამნაშავე, იქნებ უკვე დროა გაიზარდოთ და ასეთ რამეებზე თვალი დახუჭოთ. ანდა იქნებ მართლაც არ ღირს თქვენმა პარტნიორმა ვირივით იყროყინოს საზოგადოებაში, ეს მისთვისვე იქნება საზიანო და ჯოხი თქვენზე გადატყდება. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ომის გზაღა რჩება, ომისა, რომლიც მიზანი მშვიდობაა, ომისა რომელიც სიმართლეს გამოააშკარავებს. მაგრამ თქვენ დუმილს აგრძელებთ და თავს აჯერებთ, რომ კეთილი, მშვიდობიანი და მომთმენი ადამიანი ბრძანდებით. მაგრამ ეს ხომ სიმართლისგან ასე შორსაა. ხალიჩის ქვეშ დამალული მონსტრი კი წონაში იმატებს.

შესაძლოა სექსუალურ დაუკმაყოფილებლობაზე საუბარი, რაც არ უნდა რთული დასაწყები ყოფილიყო, სრულიად შესაფერისი აღმოჩენილიყო. შესაძლოა ქალბატონი ფარულად ნატრობდა, რომ სიახლოვე შეწყვეტილიყო, რადგან სექსთან ორმაგი დამოკიდებულება ჰქონდა. ამისთვის მიზეზებიც ექნებოდა. შესაძლოა ბატონი საშინელი, ეგოისტი საყვარელი იყო. შეიძლება ორივე ასეთი გახლდათ. ნუთუ არ ღირს ამის თუნდაც ჩხუბით გამორკვევა? ნუთუ ეს ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი არაა? იქნებ გაურკვევლობის დასაძლებად ანდა სულაც პრობლემის გადასაჭრელად, ღირდა თუნდაც ორიოდე თვით აეტანათ ჯოჯოხეთი - ერთმანეთისთვის მხოლოდ სიმართლე ეთქვათ (ოღონდ არა გამარჯვებისთვის და მოწინააღმდეგის განადგურებისთვის - ასე ხომ უთანხმოება კი არა ნამდვილი სამკვდრო სასიხცოცხლო ომი გამოდის).

იქნებ პრობლემა სექსშიც არ იყო. იქნებ ცოლ-ქმარს შორის ნებისმიერი საუბარი მოსაწყენ რუტინად გადაიქცა და თავგადასავლები აკლდათ რათა ცხოვრება გაელამაზებინათ. იქნებ ყოველდღიურად ამის ატანა უფრო იოლი იყო ვიდრე ურთიერთობის შენარჩუნებისთვის პასუხისმგებლობა. ცოცხალი ორგანიზმები უყურადღებობით იხოცებიან. სიცოცხლე შრომატევად ზრუნვას მოითხოვს. როგორც წესი ვერავინ პოულობს ისეთ იდეალურ პარტნიორს, რათა გამუდმებული ზრუნვისა და მუშაობის აუცილებლობა გაქრეს. ჭეშმარიტად, ის ვინც გჭირდებათ, ვისაც იმსახურებთ - ის ზუსტად თქვენსავით არასრულყოფილი ვინმეა.

იქნებ ცოლის მოღალატე ქმარი ეგოისტი და მოუმწიფებელი იყო. იქნებ სწორედ ამ ეგოიზმმა გაიმარჯვა. იქნებ ქალი ამ ტენდენციას საკამრისად ენერგიულად არ ეწინააღმდეგებოდა. იქნებ ისინი შვილების აღზრდაში ვერ შეთანხმდნენ და ამიტომაც ამოშალა ქმარი ცხოვრებიდან. იქნებ სიძულვილი შვილების გულებში იზრდებოდა, ამ იატაკქვეშა ბრძოლების ყურებით, მათ დედის სიძულვილიც აწუხებდათ და სულ უფრო და უფრო გაფერმკრთალებული კეთილი მამის ხატიც. იქნებ ცოლის/ქმრის მომზადებული სადილები ცივი და უგემური იყო. იქნებ ამ გამოუთქმელმა კონფლიქტმა ორივე ნაწყენი დატოვა. იქნებ სწორედ ამ უთქმელმა წყენებმა ნელ-ნელა დაიწყო საქორწინო კავშირების რღვევა. იქნებ პატივიცემა ნელ-ნელა ზიზღში გადადიოდა, მაგრამ ამას არავინ იმჩნევდა. იქნებ სივარული სიძულვილმა შეცვალა, მაგრამ ამაზე ხმაც არავინ გაიღო.

ხოლო ყველაფერი გარკვეული და გამოთქმული თვალსაჩინო ხდება. იქნებ არც ცოლს და არც ქმარს სურდათ დაენახათ და გაეგოთ. იქნებ განგებ რჩებოდნენ ნისლში. იქნებ გარგებ გააჩინეს ნისლი, რომ იქ ის დაემალათ რისი დანახვაც არ უნდოდათ. რა შეიძინა ქალმა, როცა დიასახლისიდან მოსამსხურედ ან დედად გადაიქცა? შეუმსუბუქდა კი ცხოვრება როცა იქიდან სექსი გაქრა? შეძლო დედასთან და ახლო მეგობრებთან დაჩივლება, რომ ქმარმა მიატოვა და თან სარგებელიც ნახა ამისგან? იქნებ, ფარულად ეს მისთვის სასიამოვნოც იყო, იმაზე სასიამოვნო ვიდრე ეს ნებისმიერ ქორწინებას შეეძლო მიეცა. რა შეედრება დახელოვნებული და წარმატებით შესრულებული წამებულის როლის სიამოვნებას? „ის ნამდვილი წმინდანია, ცოლად ასეთ ტირანს რომ გაჰყვა. ის საუკეთესოს იმსახურებს“. ეს სასიამოვნო მითია, რომლითაც ღირს ცხოვრება მაშინაც კი თუ გაუცნობიერებლად აირჩიე, (ღმერთმა დასწყევლოს სიმართლე). იქნებ ქალს სინამდვილეში არასოდეს მოსწონდა ქმარი? ანდა იქნებ სულაც არ მოსწონდა მამაკაცები და არც ახლა მოსწონს? იქნებ ეს მისი დედის ან ბებიის ბრალია? იქნებ ქალი მათ საქციელს ბაძავდა და თავადაც იმ უბედურებას თამაშობდა, რომელიც გაუცნობიერებლად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. იქნებ ეს შურისძიება იყო მამამისის, მისი ძმის ან სულაც მთელი საზოგადების წინააღმდეგ?

რა მიიღო მისმა ქმარმა როცა მათი სექსუალური ცხოვრება ჩაკვდა? იქნებ ნებაყოფლობით ჩაება ცოლის თამაშში და ისიც წამებულივით შესჩიოდა თავის მეგობრებს? იყენებდა ამას როგორც გამართლებას,როცა ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა საყვარლის მოძებნას? განიცდიდა კი ის ამ ფაქტს როგრც ფარულ წყენას მთელ მდედრობით საზოგადებაზე რომ ვცელდებოდა, იმის გამო, რომ დაქორწინებამდე ძალიან ბევრი უარი მიიღო? ისარგებლა უფლებით მსუქანი და ზარმაცი გამხდარიყო რადგან სასურველი აღარ იყო? იქნებ ორივემ ცოლმაც და ქმარმაც თანაბრად გაიღეს ქორწინების დასანგრევად, რათა თავად ღმერთზე ეძიათ შური (როგორც ერთადერთ არსებაზე რომელიც ამ გაუგებრობაში გაერკვეოდა).

ყველაზე საშინელი სიმართლე კი ისაა, რომ მთელი ეს ნებაყოფლობით უგულებელყოფილი, გამოუთქმელი, დაუმუშავებელი ცოლქმრული შეცდომები დაგროვდება და ერთად გააწამებენ ქმრისაგან მოტყუებულ ცოლს მთელი ცხოვრება. იგივე ეხება მის ქმარსაც. რა უნდა გავაკეთოთ რომ უეჭველად მივიღოთ ასეთი შედეგი? არაფერი. არ შევამჩნიოთ, არანაირი რეაგირება არ გვქონდეს, არ ვიმსჯელოთ, არ გავიაზროთ, არ ვიმუშაოთ მშვიდობის დამყარებაზე, არ ავიღოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა. არ შევეწინააღმდეგოთ ქაოსს და არ ვესწრაფვოთ წესრიგს, ბრალოდ დაველოდოთ - მიამიტი და უცოდველი დავრჩეთ, მაშინ ქაოსი გაიზრდება და გადაგყლაპავთ. რატომ უნდა გაექცეთ ურთიერთობათა გამორკვევას, როცა იცით, რომ ის აუცილებლად მოგიწამლავთ მომავალს? უბრალოდ ყველა უთანხმოებასა და შეცდომის მიღმა მონსტრი იმალება, რომელიც ნამდვილად არსებობს. იქნებ ბრძოლა რომელსაც თქვენსც ცოლთან/ქმართან ეწევით თქვენი ურთიერთობის დასასრულის დასაწყისს ნიშნავს? იქნებ თქვენი ურთიერთობა იმიტომ მთავრდება, რომ ცუდი ადამიანი ხართ? არც ესაა გამორიცხული. განა ასე არაა? შესაბამისად რეალური პრობლემის მოსაგვარებლად არგუმენტის ქონა მოითხოვს ერთდრულად უბედურებისა და საფრთხის ორ ფორმასთან შეჯახებას - ესენია: ქაოსი - კავშირების პოტენციური სიმყიფე, ყველა კავშირის მათ შორის სიცოცხლისაც და ჯოჯოხეთი - ის ფაქტი, რომ ნებისმიერი თქვენ ან თქვენი პარტნიორი შესაძლოა აღმოჩნდეს ის ცუდი ადამიანი, რომელიც თავისი სიზარმაცით და აგრესიით ყველაფერს ანგრევს. სახეზეა ყველა მიზეზი, რომ ურთიერთობების გამორკვევას გავექცეთ, მაგრამ ეს საშველი არაა.

რატომ უნდა დავრჩეთ გაურკვევლობაში, როცა ეს ცხოვრებას უმოქმედოს და მღვრიეს ხდის? თუ არ იცით ვინ ხართ შესაძლოა ეჭვებში დაიკარგოთ. იქნებ ცუდი კი არა უპასუხისმგებლო და უმაქნისი ადამიანი ხართ? ვინ იცის? თქვენ ნამდვილად არა. განსაკუთრებით თუ ამაზე ფიქრზე უარს ამბობთ და თან ყველა მიზეზი გაქვთ თავის გასამართლებლად. მაგრამ თუ რაღაცის ცოდნაზე უარს ამბობთ და ცდილობთ ამაზე არ იფიქროთ, პრობლემა ამით არ გვარდება. თქვენ უბრალოდ ვაჭრობთ განსაკუთრებული, სპეციფიური, ზუსტი ცოდნით რომელიც თქვენი ნაკლოვანებებისა და შეცდომების სასრულ სიაში მდგომარეობს, თქვენივე განუსაზღვრელ შესაძლო შეუთავსებლობებისა და ნაკლოვენებების გაცილებით დიდ ჩამონათვალთან.

რატომ ვარიდებთ თავს კვლევას, როცა ამ რეალობის ცოდნა საშუალებას გვაძლევს ოსტატურად ვფლობდეთ მას? ხოლო თუ რეალობას ფლობაში ვერ დავოსტატდებით პატიოსანი მოყვარულის სტატუსის მოპოვება ხომ მაინც შეიძლება? იქნებ დანიის სამეფოში მართლაც რაღაც დალპა? ხომ არ ჯობია ასეთ შემთხვეაში ნებაყოფლობით სიბრამეში ვიცხოვროთ და კეთილგონივრული უმეცრებით დავკტბეთ? მხოლოდ მაშინ თუ ურჩხული რეალურად არ არსებობს.

თქვენ რა, მართლა ფიქრობთ, რომ უკან დახევა და თავდაცვაზე უარის თქმა უბედურებების აღელვებულ ზღავში მოხვედრისას და ასე საკუთარ თვალში დამდაბლება კარგი იდეაა? თქვენ მართლა თვლით, რომ ბრძნული გადაწყვეტილებაა დააცადოთ უბედურება შეუმჩნევლად გაიზარდოს, სანამ თქვენ დნებით, პატარავდებით და შიშით ივსებით? ხომ არ ჯობია ხმალი ალესოთ და ბრძოლისთვის მოემზადოთ, სიბნელეს თვალი შეაჩვიოთ და მერე ლომს მისივე ბუნაგში დაესხათ თავს? შესაძლოა დაგჭრან და დიდი ალბათობით ასეც იქნება. ბოლოს და ბოლოს ცხოვრება ხომ ტანჯვაა. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ჭრილობა სასიკვდილო არ იყოს. ამის მაგივრად კი თუ დაელოდებით, რომ ის რის მიღებაზეც უარი თქვით თავად არ დაგიკაკუნებთ კარზე, თქვენი საქმეები ნამდვილად არ განვითარდება საუკეთესო გზით. ის, რაც ყველაზე ნაკლებად გსურთ, გარდაუვალი გახდება და თანაც მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელით ამას. ის, რასთან შეჯახებაც ყველაზე ნაკლებად გინდათ თავს გასცემს, როცა ყველაზე უფრო სუსტი იქნებით თავად კი სიძლიერის პიკზე. ასე დაგამარცხებთ.

ტრიალ-ტრიალით იზრდება კამარა
ქორსაც აღარ ესმის ხმა მარეკისა
საგნები ცვივა, ცენტრი ვეღარ იჭერს
ანარქია კი მსოფლიოს მუსრავს.
სისხლის მორევი ფართოვება და უკვე ყველგან
ითრევს სიღრმეში უმანკოებას
სიკეთე ბრძოლის ველს ტოვებს, ბოროტება კი
ივსება ვნებით და ძალით

(უილიამ ბატლერ იეიტსი „მეორედ მოსვლა“)

რატოდ უნდა ვთქვათ უარი პრობლემის დადგენაზე, როცა ეს მისი მოგვარების გზებს დაგვანახებს? საქმე იმაშია, რომ პრობლემის დადგენა ნიშნავს აღიარებას, რომ პრობლემა არსებობს. პრობლემის განსაზღვრა ნიშნავს საკუთარ თავს უფლება მისცე გაიგო რა გინდა, ვთქვათ მეგობრისაგან, საყვარლისგან და ა.შ. მაშინ ყველაფერს ზუსტად და ცხადად გაიგებთ და თუ სასურველს ვერ მიიღებთ გეტკინებათ და ეს ტკივილი ცხადი და აშკარა იქნება. მაგრამ ამ გამოცდილების წყალობით თქვენ რაღაცას ისწავლით და მერე ეს ნასწავლი მომავალში გამოგადგებათ. ხოლო ამ ერთჯერადი თუნდაც ძლიერი ტკივილის ალტერნატივა კი იქნება უიმედო ტანჯვა, დაცემის გაწელილი შეგრძნება, აგრეთვე ფიქრი იმაზე, რომ ძვირფასი დრო წყალივით მიედინება.

რატომ უნდა გავექცეთ გამოაშკარავებას? საქმე იმაშია, რომ სანამ ზუსტად დაადგენთ თუ რა არის წარმატება თქვენ ვერც ჩავარდნის დადგენას შეძლებთ, და როცა ეს მოხდება თქვენ ამას ვერც შეამჩნევთ და არც გეტკინებათ. მაგრამ ასე არ მუშაობს! ადამიანის ასე გასულელებაც არ შეიძლება თუ მან ძალიან შორს არ შეტოპა. თქვენ გამუდმებით ატარებთ საკუთარ არსებობაში იმედგაცრუებისა და საკუთარი თავის ზიზღის გრძნობას, რომელსაც თან დაერთვის სიძულვილი მთელი სამყაროსადმი, ეს ყველაფერი რომ წარმოქმნა.

უეჭველია, განკითხვის დღე სულ ახლოსაა
უეჭველია, მეორედ მოსვლა კარს მოგვდგომია.
მეორედ მოსვლა! და ამ სიტყვებით
აღმოცენდება ხატი სამყაროს სულიდან
თვალისმომჭრელი, უდაბნოს ცხელი ქვიშიდან,
ლომის ტანით და ადამის თავით
მზესავით უმოწყალო და სუფთა მზერით,
ნელა მოძვრება ბასრი ბრჭალებით სანამ
უდაბნოს შეშინებული ჩიტების ჩრდილები ფარავს,
ისევ იშლება წყვდიადი მაგრამ ახლა უკვე ვიცი,
ოცი საუკუნის მკვდარი ძილი როგორ
დაირღვევა კოშმარული იავნანის ხმით
საშინელი მხეცის ჟამიც დადგება ბოლოს.
მიადგება კი ბეთლებს დაბადებისთვის?

მოხდება თუ ქალი რომელსაც უღალატეს სასოწარკვეთის გავლით გამბედაობას მოიკრებს და თავის წარსულს, აწმყოსა და მომავალს თვალს გაუსწორებს? რა მოხდება თუ მან გადაწყვიტა გაერკვეს იმ გაუგებრობაში, რომელსაც აქამდე გაურბოდა, იმისდა მიუხედავად, რომ ახლა უფრო სუსტდება და იბნევა? შესაძლოა ამ მცდელობამ თითქმის მოკლას კიდევაც, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ის სიკვდილზე უარეს გზაზე დგას. ისევ ახლიდან რომ დაიწყოს ყველაფერი, ისევ რომ აღდგეს ამისთვის ქალმა უნდა ზუსტად გაიაზროს ის რეალობა, რომელიც აქამდე მისთვის ხელსაყრელი კი იყო მაგრამ მოხერხებულად ფარავდა უმეცრებასა და მოჩვენებითი სამყაროს მიღმა. მან უნდა გამიჯნოს საკუთარი კატასტროფის განზოგადებული თავისებურებები ზოგადად სამყაროს აუტანელი ყოფიერებისგან, იმ სამყაროსი სადაც ყველაფერი დაინგრა. ყველაფერი რა თქმა უნდა ხმამაღალი ნათქვამია. დაინგრა კონკრეტული რაღაცეები, გარკვეული მტიცებულებები მცდარი აღმონდა, გარკვეული მოქმედებები ყალბი და არარეალური. მაინც როგორები იყვნენ ისინი? ან ახლა როგორ უნდა გამოსწორდენენ? თავად როგორღა გახდეს მომავალში უკეთესი. ის ვერასოდეს დადგება მყარად მიწაზე თუ ამის გამორკვევაზე უარს იტყვის. ქალს ისევ შეუძლია სამყარო გააერთიანოს თუ საკუთარ სიტყვებს ენდობა და თუ საერთოდ სიტყების მიმართ ნდობას დაიბრუნებს. მაგრამ ხომ არ ჯობია ყველაფერი ნისლში დავტოვოთ. იქნებ მისგან უკვე ბევრიც აღარ დარჩა, იქნებ ქალის დიდი ნაწილი გამოუვლენელი, განუვითარებელი დარჩა? თანაც შესაძლოა მას ენერგიაც აღარ აქვს.

ცოტაოდენ ზრუნვას, გამბედაობას და თავისი აზრის დაუფარავად გამოხატვას წარსულში, შეეძლო მისთვის ეს უბედურებები თავიდან აეცილებინა. რა მოხდებოდა, რომ ერთქვა, რომ უბედურია რადგან მის ცხოვრებაში რომანტიკა ნაკლებადაა, სწორედ მაშინ როცა რომანტიკამ იკლო? ზუსტად და დაუფარავად სწორედ მაშინ როცა რომანტიკის ნაკლებობამ შეაშფოთა? და თუ ამან არ შეაშფოთა მაშინ ის მაინც ეთქვა ასეთი ცვლილება რატომ არ აშფოთებდა.

რა მოხდებოდა, რომ გააზრებულად და ყურადღებით მოჰკიდებოდა იმ ფაქტს, რომ ქმარი სათანადო პატივს არ სვემდა მის შინაურ საზრუნავებს? იქნებ ამ დროს მას შეემჩნია წყენა მამაზე, რომელიც უკვე მთელს საზოგადოებაზე ვრცლდებოდა შეემჩნია როგორ უნგრევდა ურთიერთობებს ეს წყენა? რა მოხდებოდა ყველაფერი ეს რომ გამოესწორებინა? რამდენად გააძლიერებდა ეს? რამდენად უფრო გაუმძაფრდებოდა მიდრეკილება სიძნელეებს პირისპირ შეხვედროდა? რა სამსახურს გაუწევდა ამით საკუთარ თავს, თავის ოჯახს და სამყაროს?

რა იქნებოდა რომ გაერისკა და კონფლიქტზე წასულიყო აწმყოში მომავლის მშვიდობისა და სტაბილურობის სახელით? რა იქნებოდა, რომ თავისი ქორწინების მიკროკოლპაფსებთან ისეთი დამოკიდებულება ჰქონოდა როგორც სტაბილურობის რღვევის ნიშნებთან? რა იქნებოდა, რომ ერჩია ყურადღება გამოევლინა იგნორირების, მათთან შერიგების და ყველაფრის მიუხედავად გაღიმების ნაცვლად?

იქნებ მაშინ ის სხვანაირი გამხდარიყო. მისი ქმარიც სხვანაირი გახდებოდა. იქნებ ქორწინებაც გაგრძელებულიყო, ოფიციალურადაც და სულიერადაც. იქნებ უფრო ახალგაზრდებიც ყოფილიყვნენ ვიდრე ახლა (სულიერედაც და ფიზიკურადაც). იქნებ მისი სახლიც კლდეზე მდგარიყო და არა ქვიშაზე.

როცა ყველაფერი ინგრევა და ქაოსი წარმოიქმნება, ჩვენი საუბრის საშუალებით ისევ შეგვიძლია მისი თავიდან სტრუქტურირება. თუ ზუსტად და ყურადღებით ვისუბრებთ ყველაფერს გამოვარკვევთ. ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ახალ მიზანს დავისახავთ და მისკენ სწრაფვას დავიწყებთ. ხოლო თუ უყურადღებოდა და ბუნდოვანად ვლაპარაკობთ ყველაფერი უფორმო ხდება, მიმართულება გაურკვეველია. გაურკვევლობის ბურუსი მუქდება, სამყაროსთან შეთანხმება შეუძლებელი ხდება.

სულისა და სამყაროს კონსტრუქცია

ფსიქიკა (სული) და სამყარო კაცობრიობის არსებობის უმაღლეს დონეზე მოწესრიგებულები არიან ენის - კომუნიკაციის საშუალებით. ყველაფერი ისე არაა როგორც გეჩვენებათ თუ შედეგი სასურველი და წინასწარგანზრახული არ იყო. თუ ყოფიერება არ მუშაობს ე.ი ის არაა მოწესრიგებული საჭირო დონეზე. თუ რამე ისე არაა როგორც საჭიროა ეჭვქვეშ თავად აღქმა უნდა დადგეს, ისევე როგორც შეფასება, აზრი და მოქმედება. როგორც კი შეცდომა გამომჟღავნდება, სადღაც იქვეა მიმალული არადიფერენცირებული ქაოსიც. მისი რეპტილოიდური ფორმა გვაშეშებს. მაგრამ დრაკონებს, რომლებიც ნამდვილად არსებობენ გაცილებით მეტი ოქრო აქვთ ვიდრე ვინმე სხვას. ამ - ქაოტური ყოფიერების საშინელი უფსკრულში ახალი და საიმედო წესრიგის შესაძლებლობა ჩნდება.

პრობლემის აღიარება აუცილებელია და რაც შეიძლება მალე. „მე უბედური ვარ“ - კარგი დასაწყისია, (მაგრამ არა „უფლება მაქვს უბედური ვიყო“, ). შესაძლოა მიმდინარე მოვლენებზე დაყრდნობით თქვენი უბედურება საფუძვლიანია. შესაძლოა ნებისმიერი გონიერი ადამიანი უკმაყოფილო და უბედური ყოფილიყო თქვენს ადგილას. ან იქნებ უბრალოდ მოუმწიფებელი და მტირალა ხართ? განიხილეთ ეს ორი ვარიანტი, როგორც ერთნაირად შესაძლონი, მაშინაც როცა ეს აუტანლად გეჩვენებათ. რამდენად მოუმწიფებელი შეიძლება იყოთ? იქნებ ეს რაღაც უძირო ორმოა. მაგრამ ამის აღიარებითაც კი სულ მცირედ მაინც გამოასწორებთ მდგომარეობას.

ვიწყებთ ქაოსის რთული ხლართის გამოსხნას საგნების ნამდვილი ბუნების განსაზღვრით საკუთარი თავის ჩათვლით. ამგავარად ჩვენი შემოქმედებით, ენობრივი კვლევები განუხრელად ბადებს და აღადგენს სამყაროს. ჩვენ ვფორმირდებით იმად და ინფორმაციასაც იქიდან ვიღებთ რასაც ნებაყოფლობით ვეჯახებით, და ვქმნით იმას რასთანაც ვადაპტირდებით ამ შეჯახებისას. ეს რთულია, მაგრამ სირთულე ნუ შეგვაშინებს რადგან ალტერნატივა უფრო უარესია.

იქნებ ჩვენმა ცოდვილმა ქმარმა ცოლის საუბარი დააიგნორა სადილობისას, რადგან თავისი სამსახური სძულდა, დაღლილი და განაწყენებული იყო. იქნებ სამსახური იმიტომ სძულდა, რომ მამა აიძულებდა კარიერის გაკეთებას და მუდმივად რანგის ამაღლებაზე ზრუნვას, თავად კი ძალიან სუსტი და უხერხემლო იყო წინაღმდეგობის გასაწევად. იქნებ ცოლი ეგუებოდა მის უყურადღებობას, იმაში დარწმუნებული, რომ უკმაყოფილების პირდაპირ გამოხატვა უხეში და უზნეო საქციელი იყო. იქნებ თავის მხრივ ცოლსაც თავისი მამის მრისხანება სძულდა და ჯერ კიდევ მოზარდმა გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი აგრესია ზნეობრივად გაუმართლებელია. იქნებ ფიქრობდა რომ ქმარს აღარ ეყვარბოდა თუ საკუთარი აზრი გაუჩნდებოდა? ამ ყველაფრის მოწესრიგება ძალიან რთულია, მაგრამ თუ დიაგნოსტიკას და თერაპიას არ ჩავატარებთ დაზიანებული მექანიზმი განაგრძობს ცუდად მუშაობას.

იფქლი ღვარძლისგან

სიზუსტე განსაზღვრავს. როცა რაღაც საშინელი ხდება სიზუსტე განსაზღვრავს კონკრეტულად რა მოხდა და განაცალკევებს მას ზუსტად ისეთივე საშინელი მოვნელებისგან რომლებიც შეიძლება მომხდარიყო მაგრამ არ მოხდა. თუ ტკივილით იღვიძებთ შეიძლება კვებოდეთ. თქვენ შესაძლოა ნელა და ტანჯვით კვდებოდეთ მთელი რიგირ დაავადებებისგან. თუ ექიმს არ მოუყვებით თქვენი ტკივილების შესახებ თქვენი პრობლემა ვერ დადგინდება, რადგან ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მსაგვსი დაავადება და ის ერთმნიშვნელოვნად (რადგან უარს ამბობთ ექიმთან გასაუბრებაზე, ეს კი დიაგნოზის დასამელად აუცილებელია და შესაბამისად პრობლემის ფორმულირებას გაურბიხართ) რაღაც დაუდგენელია. მაგრამ თუ ექიმს გაესაუბრებით, ყველა ეს შესაძლო დაავადბები დაიყვანება ერთზე ანდა შესაძლოა სერიოზული საფრთხე სულაც გამოირიცხოს. მაშინ კი შეძლებთ საკუთარ შიშებს დასცინოთ. მაგრამ თუ აღმოცნდება, რომ რაღაც მაინც არ გაქვთ წესრიგში მომზადებულები მაინც იქნებით.

სიზუსტე თავად ტრაგედიას ხელუხლებელს ტოვებს, მაგრამ ეშმაკებს ნამდვილად განდევნის. თუ ტყეში ხართ და რაღაცის ხმა გესმით ოღონდ ვერ ხედავთ ეს შესაძლოა ვეფხვი აღმოჩნდეს. შესაძლოა ეს ერთმანეთზე მშიერი ვეფხვების ჯოგი იყოს, ნიანგით სათავეში. მაგრამ შესაძლოა ასეც არ იყოს. თუ ყურადღებით შეხედავთ შესაძლოა ეს უბრალოდ ციყვი აღმოჩნდეს (თუმცა მე ვიცნობდი ადამიანს რომელსაც ციყვი დასდევდა). ტყეში რაღაც მართლაც არის, თქვენ ეს ზუსტად იცით. ხშირად ეს ჩვეულებრივი ციყვია, თუმცა თუ გამორკვევაზე უარს იტყვით ის დრაკონად გადაიქცევა, ხოლო თქვენ კი მამაც რაინდად ნამდვილად არა - თქვენ თაგუნია იქნებით ლომის წინაშე, მგლის დანახვაზე შეშინებული კურდღელი. მე იმას კი არ გეუბნებით, რომ ეს ყოველთვის ციყვია. ზოგჯერ ეს მართლაც რაღაც საშინელია. თუმცა ხშირად ეს საშინელიც კი ფერკმრთალდება იმასთან შედარებით რასაც თქვენი წარმოსახვა ხატავს. ხშირად კი ის რასაც ჩვენი წარმოსახვა ხატავს, რაც ისე საშინელია, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია - სინამდვილეში ასე არაა, საჭიროა მხოლოდ თვალის გახელა და წარმოსახვიდან თუნდაც ყველაზე საშინელი მოვლენის რეალობამდე დაყვანა და მიხვდებით, რომ შეწინააღმდეგებაც შეიძლება. თუ გამუდმებით გაექცევით შეუცნობლის დანახვის პასუხისმგებლობას, მაშინაც თუ ის გონივრულ ფარგლებში მჟღავნდება, თავად რეალობა გახდება ქაოტური და აუტანელია. მაშინ ეს მოულოდნელი და შეუცნობელი გაიზრდება და გაიზრდება და შთანთქავს მთელს, წესრიგს, საღ აზრს და ვარაუდს. უგულებელყოფილი რეალობა ქაოსის ქალღმერთად, შუცნობლის უზარმაზარ რეპტილოიდურ მონსტრად გადაიქცევა, იმად კაცობრიობა რომ დასაბამიდან ებრძვის. თუ თავის მოჩვენებასა და რეალობას შორის განხეთქილება უღიარებელი რჩება ის გაფართოვდება, თქვენ მასში ჩავარდებით და შედეგები სავალალო იქნება. უგულებელყოფილი რეალობა ტანჯვის უძირო უფსკრულად ავლენს თავს. ფრთხილად იყავით ყოველ სიტყვასთან რომელსაც საკუთარ თავს ან სხვებს ეუბნებით თუ რას აკეთებთ, რას აპირებთ ან საით მიდიხართ. სწორი სიტყვები მოძებნეთ, მერე ეს სიტყვები სწორ წინადადებებად დაალაგეთ და მერე სწორ ტექსტად. წარსულის გამოსწორება შეიძლება თუ ენის საშუალებით მას ზუსტ განსაზღვრებას მოვუძებნით. აწმყო შესაძლებელია მიმდინარეობდეს მომავლის დაუზიანებლად თუ მისი რეალიები ზუსტადაა სახლდარქმეული. ზუსტად გამოთქმული აზრისა და ენის საშუალებით შესაძლებელია გამოცალკევდეს არსებობის ის ერთადერთი საუკეთესო ვარიანტი მომავლის მთელი რიგი ბუნდოვანი და უსიამოვნო შესაძლებლობებიდან, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ თავი ისე გამოავლინონ როგორც უნდათ. აი როგორ შეიძლებმა თვალმა და ენამ ცხოვრებისთვის შესაფერი წესრიგი შექმნან.

ნუ დამალავთ პატარა მონსტრებს ხალიჩის ქვეშ. ისინი იქ გაიზრდებიან, დიდები და ბნელები. ხოლო როცა ამას ყველაზე ნაკლებად მოელით გამოხტებიან და შეგჭამენ. და თქვენ გაუგებრობისა და დაბნეულობის ჯოჯოხეთში ჩავარდებით, სინათლისა და სათნოების სამოთხის ნაცვლად. გამბედავი და მართალი სიტყვა თქვენს რეალობას მარტივს, ხელშეუხებელს, ზუსტად განსაზღვრულს და ცხოვრებისთვის ვარგისს გახდის. თუ მოვლენებს ზუსტად და ყურადღებით შეურჩევთ სახელებს, თქვენ მათ სიცოცხლისუნრიან, მორჩილ ობიექტებებად აქცევთ. თქვენ მათ ამარტივებთ. თქვენ მათ განსაზღვრულებად და მარტივებად აქცევთ და მათ სირთულეს ამცირებთ. თქვენ შესაძლებელს ხდით იცხოვროთ და ისარგებლოთ მათით და არ გეშინიათ არც მათი სირთულის და არც თანმხლები გაურკვეველობისა და შფოთის. თუ მოვლენებს გაურკვევლად ატოვებთ ვერასოდეს გაიგებთ რაც წარმოადგენდა ესა თუ ის მოვლენა. ერთი მეორეს შეერევიან. ეს კი სამყაროს ისე ართულებს, რომ გამკლავება უკვე შეუძლებელი ხდება.

თუ საუბრის თემა რთულია, თქვენ ის შეგნებულად უნდა განსაზღვროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი იქნება ყველაფერზე, ყველაფერი კი ძალიან ბევრია. ხშირად წყვილები სწორედ ამიტომ წყვეტენ ურთიერთობას. ნებისმიერი არგუმენტი გადაიქცევა წარსულში გაჩენილ პრობლემად, რომელიც ახლაც არსებობს და საშინელებად ქცევის შანსი აქვს მომავალში. არავის არ შეუძლია იმსჯელოს „ყველაფერზე“. ამის მაგივრად შეგიძილიათ თქვათ : „აი კონკრეტული ობიექტი რომელიც მაუბედურებს, და აი ის რასაც ამის მაგივრად ვისურვებდი, მაგრამ სხვა წინადადებებისთვისაც გახსნილი ვარ, თუ ისინი კონკრეტულია. დიახ, ესაა კონკრეტული ობიექტი რომელიც შენ შეგიძლია მომცე და აღარც ჩემი და აღარც შენი ცხოვრება უბედური აღარ იქნება.“ მაგრამ ჯერ დაფიქრდით რა არ არის ისე როგორც საჭიროა? ზუსტად რა გინდათ? თქვენ ეს უნდა თქვათ პირდაპირ და თქვენი ცხოვრება ქაოსიდან დაიხსნათ. ამისთვის კი გულწრფელი და ზუსტი მეტყველება დაგჭირდებათ. თუ გამუდმებით თავს აარიდებთ და დაიმალებით, მაშინ ის რასაც გაურბიხართ გადაიქცევა დრაკონად, თქვენი საწოლის ქვეშ, თქვენს ტყეში, თქვენი გონების ბნელ ხვეულებში დაიდებს ბინას და ბოლოს შეგჭამთ.

ჯერ ზუსტად უნდა დაადგინოთ ცხოვრების რა ნაწილში იყავით წარსულში რათა ზუსტად განისაზღვროს აწმყო. თუ ზუსტად არ იცით სად ხართ გამოდის რომ ეს შეიძლება ნებისმიერი ადგილი იყოს. ხოლო ნებისმისერი ადგილი ძალიან ზოგადი ცნებაა და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ძალიან საშინელიც იყოს. ამიტომაც აუცილებელია გაიხსენოთ სად იყავით წარსულში, რადგან ამის გარეშე ვერ მოხვდებით იქ სადაც აპირებთ. ა წერილიდან ბ წერტილში ვერ მოხვდებით თუ უკვე ა წერტილში არ ხართ. თუ უბრალოდ სადღაც ხართ ა წერტილში მოხვედრის შანსები არც ისე დიდია.

უნდა დააგინოთ საით მიდიხართ ცხოვრებაში, რადგან თუ სწორ მიმართულებას არ განსაზღვრავთ იქ ვერ მოხვდებით. უმისამართო ხეტიალი წინ ვერ წაგწევთ. ის დაგთრგუნავთ და სასოწარკვეთაში ჩაგაგდებთ, სევდიანს და უბედურს გაგხდით, თქვენთან ცხოვრება გართულდება, შურისმაძიებელი გახდებით და ა.შ.

გამოთქვით რა გაქვთ მხედველობაში, რომ ზუსტად გავიგოთ ეს. იმოქმედეთ თქვენი სიტყვების შესაბამისად, რომ გაიგოთ რა ხდება. მერე კი ყურადღებით იყავით. არ გამოგეპაროთ შეცდომები, ჩამოაყალიბეთ ისინი, ეცადეთ გამოასწოროთ. აი ასე იპოვით თქვენი ცხოვრების აზრს. ეს ცხოვრებისეული ტრაგედიისგან დაგიცავთ. აბა სხვანაირად როგორ?

ეცადეთ ყოფიერების ქაოსს შეეწინააღმდეგოთ. გაექეცით უსიამოვნებების ზღვას. დააზუსტეთ თქვენი მიმართულება და დაადგინეთ კურსი. გამოტყდით რა გსურთ. ვინც გარშემო გყავთ უთხარით ვინ ხართ. იყავით ყურადღებით და მხოლოდ წინ იარეთ.

იყავით კონკრეტულები მეტყველებაში.