skateboard

წესი XI - ხელს ნუ შეუშლით სკეიტბორდით მოთამაშე ბავშვებს

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

საფრთხე და ოსტატობა

იყო დრო, როცა მე ტორონტოს უნივერსიტეტში ვმუშაობდი და გვერდით, სიდნეი სმიტ ჰოლის დასავლეთით ბავშვები სკეიტბორდებით სრიალებდნენ. ზოგჯერ თვალს ვადევნებდი მათ. იქ ქუჩიდან მთავარ შესასვლელთან უხეშ, ფართო, ბეტონის საფეხურებს მიჰყავხართ დაახლოებით 7 სმ დიამეტრის და 6 მ სიგრძის რკინის მილისგან გაკეთებული სახელურებით. გადარეული ბავშვები, თითქმის ყოველთვის ბიჭები, დაახლოებით 15 იარდით უკან იხევდნენ კიბის თავიდან, მერე ფეხს დაჰკრავდნენ თავიანთ სკეიტებს და დაფაც სიჩქარეს იკრებდა და გაგიჟებულები მისრიალებდნენ. სახელურებთან შეჯახებამდე წამით ადრე დაფიდან ხტებოდნენ, ხელში იღებდნენ მას, თან მილზე შეხტებოდნენ და ისევ დაფაზე ბრუნდებოდნენ და მთელი სიგრძეზე ასე მისრიალებდნენ, ბოლოს კი ჩამოხტებოდნენ - თუ გაუმართლებდათ ისევ სკეიტზე, თუ არა ძირს. ასე თუ ისე მალე ისევ დაფაზე დგებოდნენ.

ვიღაც იტყვის, რომ ამის გაკეთება ძნელია. შეიძლება ასეცაა, და კიდევ ამას სიმამაცეც სჭირდება. ვფიქრობდი, რომ ესენი შესანიშნავი ბავშვები იყვნენ. ვფიქრობდი ღირდა მხარზე მეგობრულად დამერტყა ხელი და ჩემი აღფრთოვანება გამომეხატა. რა თქმა უნდა ეს სახიფათო იყო და სწორედ ხიფათში გახლდათ მთელი გემო. მათ ხიფათის დამარცხება უნდოდათ, დამცავ აღჭურვილობას რა თქმა უნდა შეეძლო საფრთხე შეემცირებინა მაგრამ ეს ყველაფერს გააფუჭებდა. ისინი უსაფრთხოებისკენ არ ისწრაფვოდნენ. ისინი ცდილობდნენ თავდაჯერებულები გამხდარიყვნენ, თავდაჯერება ხომ სწორედ ისაა რასაც უსაფრთხოება მოაქვს, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

მე ვერ გავბედავდი იმის გაკეთებას რასაც ეს ბავშვები აკეთებდნენ. უფრო მეტიც, ვერც შევძლებდი. მე ნამვილად არ შემიძლია სამშენებლო ამწეზე აძრომა, იმ გამბედავი ხალხისგან განსხვავებით რომლებსაც იუთუბში ვხედავთ. მე არ მიყვარს სიმაღლე, თუმცა 25000 ფუტი, რა სიმაღლეზეც თვითმფრინავები დაფრინავენ, ჩემში განგაშს არ იწვევს. რამდენჯერმე ნახშირბადის ბოჭკოებისგან შექმნილი თვითმფრინავითაც კი ვიფრინე და რთულ მანევრებშიც მივიღე მონაწილეობა და თავს კარგად ვგრძნობდი მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილი გამოწვევა იყო როგორც ფიზიკური სხეულისთვის ისე ფსიქიკისთვის. (ამ მანევრისთვის თვითმფრინავს ვერტიკალურად მაღლა მიმართავთ, სანამ გრავიტაციის ძალა არ გაასწორებს მას. ის იწყებს დაცემას სანამ უეცრად არ აიჭრება ისევ ჰაერში, ამით მანევრი სრულდება ან ისევ თავიდან იწყება.) მაგრამ სკეიტით სრიალი არ შემიძლია, განსაკუთრებით ლითონის მილებზე, ვერც სამშენებლო ამწეზე ასვლას გავბედავ.

დასავლეთით სიდნეი სმიტ-ჰოლი კიდევ ერთ ქუჩაზე გადის. ამ, წმინდა გიორგის სახელობის ქუჩის გასწვრივ, უნივერსიტეტმა განალაგა უხეში, გზისკენ დახრილი, კუთხოვანი კონტეინერები ყვავილებისთვის. ბავშვები აქაც დადიოდნენ და კონტეინერების კუთხეებზე სრიალებდნენ. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა. მალე კუთხეებზე გაჩნდა პატარა ფოლადის კრონშტეინები, ე.წ სკეიტსტოპერები - ყოველ 2-3 ფუტზე თითო. როცა ეს დავინახე გამახსენდა რა მოხდა ტორონტოში რამდენიმე წლის წინ. დაწყებითი სკოლის სასწავლო წლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ქალაქის ყველას საბავშვო მოედნიდან გაქრა აღჭურვილობა. შეიცვალა მათი სახეობისა და შემადგენლობების მარეგულირებელი კანონი და დაიწყო დაზღვევასთნ დაკავშირებული პანიკა. მოედნები სასწრაფოდ აიღეს, მიუხედევად იმისა, რომ საკმაოდ უსაფრთხონი იყვნენ, თუმცა მათ იცავდა საკანონმდებლო შესწორება რომელიც ითვალისწინებდა ანაზღაურებას სტანდარტების შეცვლის შემთხვევაში, თანაც ბევრი ასეთი მოედნისთვის თანხა მშობლებმა გაიღეს. ზოგმა სულ ცოტა ხნით ადრე. ახლა კი გამოვიდა, რომ არავითარი მოედანი არ იქნებოდა მთელი წელი და მეტიც. ამ პერიოდში ხშირად ვხედავდი მოწყენილ ბავშვებს სკოლის სახურავზე. არც ისე დიდი არჩევანი დარჩენოდათ - ან სახურავზე მოწყენილი ჯდომა ან ქუჩებში ხეტიალი კატებთან და თავგადასავლებისკენ ნაკლებად მიდრეკილ ბავშვებთან ერთად.

აღებულ მოედნებს „საკმაოდ უსაფრთხოს“ დავარქმევდი, რადგან როცა მოედანი ძალიან უსაფრთხოა, ბავშვები ან წყვეტენ იქ თამაშს, ან გაუთვალისწინებელი ხერხებით თამაშობენ. მათ სჭირდებათ მოედნები გარკვეული საფრთხით, ისინი რაღაც გამოწვევას უნდა შეიცავდნენ. ადამიანები (ბავშვების ჩათვლით) არ მიისწრაფვიან რისკების მინიმიზაციისკენ. ისინი მათ ოპტიმიზაციას ცდილობენ. ისინი მართავენ მანქანას, სეირნობენ, უყვართ და თამაშობენ ისე, რომ მიაღწიონ სასურველს, მაგრამ ამასთან ერთად საკუთარ თავს შემდგომი განვითარებისკენაც უბიძგებენ. ხოლო თუ გარემომცველი საგნები ძალიან უსფრთხოა, ბავშვები (დიდებიც) ცდილობენ ისინი ისევ სახიფათონი გახადონ.

როცა შთაგონებულები ვართ და არც საფრთხე გვაშინებს, გვიყვარს კიდეზე სიარული. სწორედ ეს კიდე გვარწმუნებს საკუთარ გამოცდილებაში, სწორედ ამ კიდეზე ვხვდებით ქაოსს, რომელიც განვითარებაში გვეხმარება. რისკით სიამოვნების მიღება თანდაყოლილია, თუმცა ვის მეტად მოსწონს ვის ნაკლებად. აღელვებულები და აღტკინებულები ვეთამაშებით აწმყოს და შემდეგი სვლების ოპტიმიზაციას ვახდენათ გონებაში. ეს რომ არა, უბრალოდ ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდოდით გაუცნობიერებლად და უდარდელად, როგორც ზარმაცები. თუ გადამეტებულად დაცულები ვართ მარცხს განვიცდით, მაშინვე როგორც კი რაღაცა მოულოდნელი, სახიფათო და ახალი შესალებლობების შემცველი ჩნდება. ეს კი გარდაუვალია.
ყვავილების დიდი ქოთნების კიდეებზე ლითონის დამცავი დააყენეს. ინტერვალები სკეიტსტოპერებს შორის არათანაბარია. თავად სკეიტსტოპერებიც არ გამოირჩევიან სილამაზით. ისინი ლანდშაფტს პიტბულის ლითონის ეკლებიან საყელურს ამსგავსებენ. ეს პეიზაჟი სევდიან შთაბეჭდილებას ტოვებს, ცუდი დიზაინი, წყენები, ვერ რეალიზებული ჩანაფიქრები. ყოველივე ეს კი, ადგილს რომელიც სიმწვანითა და ქანდაკებებით უნდა მოერთოთ - უსახურ, ინდუსტრიულ, ციხის ან ფსიქიატრიული საავდმყოფოს მსგავსი ბანაკის შეხედულებას აძლევს. გამოდის, რომ მშენებლებს და ოფიციალურ პირებს არ უყვარს ის ხალხი რომელსაც ემსახურება და ვერც ენდობა მათ. აშკარა უხეში მოწობილობა გასცემს სიყალბეს რომელმაც ის წარმოშვა.

წარმატება და წყენა

თუ სიღრმის ფსიქოლოგებს წაიკითხავთ - ფროიდს ან იუნგს მაგალითად, ანდა მათ წინამორბედ ნიცშეს, გაიგებთ, რომ ყველაფერს აქვს ბნელი მხარე. ფროიდი სიღრმისეულად განიხილავდა სიზმრის ფარულ, ბუნდოვან შინარსს, რაც მისი აზრით ხშირად შეუფერებელი სურვილების გამოვლენაზე მეტყველებდა. იუნგს კი სჯეროდა, რომ ნებისმიერ სოციალურად განპირობებულ მოქმედებას თან ახლავს მისი ბოროტი ტყუპისცალიც, გაუცნობიერებელი ლანდი. ნიცშემ რესენტმენტის როლი დაგვანახა, იმ ქმედებათა მოტივაციაში, რომლებიც თითქოსდა უანგარო იყო და ხშირად ძალიან ღიად გამოიხატებოდა.

„ამ ადამიანის შურისძიებისგან განთავისუფლება - ჩემთვის ხიდია უდიდესი იმედისკენ, ცისარტყელაა დიდი ხნის თავსხმის მერე. ტარანტულები ამას რა თქმა უნდა სხვანაირად მიიღებდნენ. „რას წარმოადგენს ჩვენთვის სამართლიანობა, რა თქმა უნდა იმას, რომ სამყაროს ჩვენი შურისძიების ქარიშხალი მოიცავს.“ - ასე მიმართავდნენ ისინი ერთმანეთს. „ჩვენ თავს დავატეხთ შურისძიებასა და ძალადობას ყველას, ვისი თანასწორიც არ ვართ.“- ესაა მათი მუქარა ვისაც ტარანტულის გული აქვს. „და თანასწორობის ნება“ გახდება ახლა სათნოების სახელი და წინ აღვუდგებით ყველას ვისაც ძალაუფლება აქვს. ჩვენ, თანასწორობის მქადაგებლები, იმ უღონო კრიტიკოსების მანიაკალური ტირანები, რომლებიც თანასწორობის სახელით ამოხეთქავს ხოლმე თქვენში: თქვენი ყველაზე ფარული ამბიციები - გახდეთ ტირანები - სათნოების სიტყვებითაა შემოსილი.“

შეუდარებელმა ინგლისელმა ესეისტმა ჯორჯ ორველმა ძალიან ბევრი იცოდა ამის შესახებ. 1937 წელს მისი დაწერილი „უიგან-პირსის გზა“, დიდწილად ბრიტანული სოციალიზმის უმაღლეს კლასებზე შეტევა იყო. მან დაწერა ასე თავისივე სოცილიზმისკენ მიდრეკილების მიუხევად. წიგნის პირველ ნაწილში ორველი აღწერს იმ საშინელ პირობებს რომლებშიც უხდებოდათ ცხოვრება ბრიტანელ მეშახტეებს 1930-იან წლებში.

„რამდენიმე დანტისტმა მითხრა, რომ სამრეწველო რაიონებში 30 გადაცილებული ქალი ან მამაკაცი, რომელსაც ერთი კბილი მაინც შერჩა საკუთარი ეს წარმოუდგენელი მოვლენაა. უიგანში კი უამრვმა ადამიანმა გამიზიარა თავისი მოსაზრება, რომ ჯობს კბილები რაც შეიძლება მალე მოიშორო, „კბილები ნამდვილი უბედურებაა“ - მითხრა ერთმა ქალმა.

უიგან პირსელი მეშახტე იძლებული იყო ევლო, უფრო სწორედ კი ეცოცა 3 მილზე მეტ სიღრმეზე სიბნელეში სადაც თავსაც არტყამადა და ზურგსაც იკაწრავდა, სანამ თავის სამუშაო ადგილამდე მიაღწევდა, სადაც შვიდ საათნახევარი მუშაობადა - სანამ სახსრებში ტეხვას არ იგრძნობდა. მერე ისევ უკან ამოცოცდებოდა. „ეს სამსახურის დაწყებისა და დამთავრებისას პატარა მთაზე ასვლის ტოლია“ -ამბობდა ორველი. ამ ცოცვაზე დახარჯულ დროს რა თქა უნდა არავინ უნაზღაურებდა.

ორველმა დაწერა „უიგან პირსის გზა“ მემარცხენე წიგნის კლუბისთვის, სოციალისტური გამომცელობის ჯგფისთვის, რომელიც ყოველ თვე თითო წიგნს უშვებდა. მისი წიგნის პირველი ნახევრის წაკითხვისას, სადაც ის მეშახტეების პირად სასიცოცხლო გარემოებებზე წერს ძნელია მათდამი სიმპატიით არ განეწყო. მხოლოდ ურჩხულის გული არ შედრკება ორველის ნაწერის წინაშე.

სულ ცოტა ხნის წინ პირობები შახტებში ახლანდელზე უარესი იყო. ჯერ კიდევ ცოცხლობს რამდენიმე მოხუცი ქალი, რომელიც ახალგაზრდობაში მიწის ქვეშ მუშაობდა, მუხლებზე დაცოცავდა და ისე მიათრევდა ნახშირით სავსე ურიკებს. ორსულებიც კი ასე მუშაობდნენ.

წიგნის მეორე ნაწილში ორველმა ყურადღება სხვა მოვლენას მიაქცია - იმ დროის ბრიტანეთში სოციალიზმის შედარებით ნაკლებ პოპულარობას, გარშემო გამეფებული აშკარა და მტკივნეული უთანასწორობის მიუხედავად. ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დივნის, ტვიდში გამოწყობილი სოცილაური რეფორმატორები მსხვერპლებს რომ განსაზღვრავდნენ და მოწყალებასავით არიგებდნენ ზიზღსა და სიბრალულს, არანაირ სიყვარულს არ განიცდიდნენ ღარიბების მიმართ, თუმც კი ყოველთვის საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. სინამდვილეში მათ მდიდრები სძულდათ, ხოლო თავიანთი წყენა და შური სათნოების, სიწმინდისა და ჭეშმარიტების ნიღბით დაფარეს.

არაცნობიერთან და მემარცხენე, სოციალური სამართლიანობის იდეების მთესველ ფრონტთან დაკავშირებული სიტუაცია დღესაც არაა დიდად შეცვლილი. ფროიდის, იუნგის, ნიცშეს და ორველის წყალობით, როგორც კი მესმის, რომ ვიღაცა ძალიან ხმამაღლა აცხადებს: „მე გამოვდივარ ამა და ამისთვის“, ყოველთვის ვეკითხები: „რის წინააღმდეგ გამოდიხართ?“ კითხვა სულაც არაა უადგილო თუ ადამიანი ჩივის, აკრიტიკებს და ცდილობს ვიღაცის საქციელი შეცვალოს. როგორც მახსოვს იუნგმა განავითარა ყველაზე ზუსტი და ბოროტი ფსიქოანალიტიკური აფორიზმი, - თუ არ გესმით რატომ გააკეთა ვიღაცამ რაღაცა, დააკვირდით შედეგებს და გამოავლინეთ მოტივაცია. ეს თავისებური ფსიქოლოგიური სკალპელია, არა ყოველთვის საჭირო იარაღი. მას შეუძლია ძალიან ღრმა ჭრილობა მოგაყენოთ ანდა არასწორ ადგილას დაგჭრათ. შესაძლოა ეს იყოს უკანასკნელი იმ ზომებიდან რომლის მიმართვაც შეიძლება. მაგრამ ზოგჯერ სკალპელის გამოყენება გონების განათებას უკავშირდება.

თუ კიბეებსა და ყვავილის ქოთნებზე სკეიტსტოპერების დამაგრების შედეგი სილამაზის უხეში ხელყოფა და იმედგაცრუებული ახალგაზრდები გახდნენ შესაძლოა ასეც იყო ჩაფიქრებული. თუ ვიღაც ირწმუნება, რომ მოქმედებს მაღალი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, გარშემომყოფთა საკეთილდღეოდ, ნუ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ამ ადამიანის მოტივები გულწრფელია. ადამიანები, რომლებსაც რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა უნდათ როგორც წესი სხვა ადამიანების შეცვლისკენ არ მიისწრაფვიან. ხოლო თუ მაინც უნდათ ვისიმე შეცვლა, ჯერ საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას და თავად იცვლებიან. იმ აკრძალვების მიღმა კი, რომლებიც სკეიტბორდისტებს თავიანთი გამბედავი, დახელოვნებული და სახიფათო მანევების შესრულებაში ხელს უშლის მე ბოროტ და სავსებით ანტიჰუმანურ სულს ვხედავ.

ცოტა უფრო მეტი კრისზე

ჩემი მეგობარი კრისი, რომელზეც ადრე უკვე მოგიყევით, ასევე შეპყრობილი იყო მსგავსი სულით - თითქმის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებამდე. ნაწილობრივ დანაშაულის გრძნობაც აწუხებდა. დაწყებით და საშუალო კლასებში სწავლისას მან მთელი რიგი ქალაქების სკოლები გამოიცვალა - დაწყებული ცივი და უკიდეგანო ჩრდილოეთ ალბერტას პრერიებით ფერვიუმდე. ადგილობრივ ბავშვებთან კინკლაობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო ამ მოგზაურობების დროს. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვები გაცილებით უხეშები იყვნენ ვიდრე თეთრი ბავშვები და უფრო ადვილადაც სწყინდათ - ამისთვის მათ საკუთრი მიზეზები ჰქონდათ. მე ეს საკუთარ მაგალითზე ვიცოდი. დაწყებით სკოლაში მე და მეტისი რენე ჰეკი ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით.

სიტუაციას ართულებდა ჩემსა და რენეს შორის დიდი კულტურული სხვაობა. ის ჭუჭყიანი ტანსაცმლით დადიოდა და გაცილებით უხეშად საუბრობდა და იქცეოდა. მე ერთი კლასი გამოვტოვე და ჩემი ასაკისთვის ტანითაც პატარა ვიყავი. რენე კი მოზრდილი, ჭკვიანი, სიმპატიური ბავშვი იყო. და რთულიც... ჩვენ ერთად დავდიოდით მეექსვე კლასში, სადაც მამაჩემი ასწავლიდა. ერთხელ მან რენე ფაქტზე დაიჭირა როცა ის კევს ღეჭდა. „რენე - მიმართა მამაჩემმა - გადააგდე კევი. ძროხას გავხარ.“ „ჰაჰა - გავმხიარულდი მე - რენე ძროხაა!“ რენე იქნებ ძროხაც იყო მაგრამ სმენას არ უჩიოდა. „პიტერსონ - მითხრა მან - იცოდე, გაკვეთილების შემდეგ შენ გვამი ხარ.“

იმ დილით მე და რენე შევთანხმდით, რომ საღამოს ადგილობრივ კინოთეატრში „მარგალიტში“ წავიდოდით. როგორც ჩანს ეს გეგმა აღარ იმუშავებდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო დარჩენილმა დღემ უსიამოვნოდ ჩაიარა, ასე ხდება როცა ყოველდღიურ ვალდებულებებში მუქარა და ტკივილი იჭრება. რენეს შეეძლო კარგად მივებეგვე. როგორც კი გაკვეთილები დამთავრდა უკანმოუხედავად მოვკურცხლე ველოსიპედების სადგომზე, თუმცა რენეს აქაც შეეძლო ჩემი დაჭერა. ველოსიპედის გარშემო ვმოძრაობდით, მე ერთი მხრიდან რენე - მეორედან. მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ქეისთოუნელი კოპების“ პერსონაჟების მსგავსად. სანამ ვმოძრაობდი ვერ დამიჭერდა, მაგრამ ჩემი სტრატეგია უსასრულოდ ვერ გაამართლებდა, დავიყვირე, რომ ბოდიშს ვუხდიდი, მაგრამ გული ვერ მოვულბე. მისი სიამაყე შებღალული იყო და სამაგიერო ეწადა.

ჩავიცუცქე და ველოსიპედების უკან დავიმალე, თან ცალი თვალი რენეზე მეჭირა. „რენე - დავუყვირე მე - მაპატიე, რომ ძროხა დაგიძახე, მოდი შევწვიტოთ ჩხუბი.“ ის კი მაინც მიახლოვდებოდა. მე განვაგრძე: „რენე მაპატიე, მართლა, მე ისევ მინდა შენთან ერთად კინოში წასვლა.“ ეს არ იყო უბრალოდ ტაქტიკური სვლა. მე მართლა ასე ვფიქრობდი. ასე რომ არა, ის რაც მერე მოხდა არ მოხდებოდა. რენე გაჩერდა, შემომხედა და ... ატირდა. მერე კი გაიქცა. ეს იყო თეთრი დ ადგილობრივი ბავშვების ურთიერთობის კვინტესენცია ჩვენს პატარა, რთულ ქალქში. კინოში კი მაინც ვეღარ წავედით ერთად.

როცა ჩემს მეგობარ ქრისს ადგილობრივ ბავშვებთან კონფლიქტები დაეწყო ის არ თვლიდა, რომ თავი უნდა დაეცვა, უფრო მეტიც მიაჩნდა, რომ თავდაცვა მორალურად გაუმართლებელი იქნებოდა და მათ თავდასხმებს იტანდა. „ჩვენ მათ მიწები წავართვით - წერდა ის მოგვიანებით - ეს არასწორი იყო. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ასე ბრაზობენ.“

თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ქრისი განუდგა სამყაროს. ნაწილობრივ ეს მისი ბრალიც იყო. მან გამოკვება ღრმა სიძულვილი მასკულინური და ზოგადად მამაკაცური საქმიანობების მიმართ. ის - სკოლაში სიარულს, სამსახურს, მეგობარ გოგონასთან ურთიერთობას განიხილავდა როგორც იმ პროცესის ნაწილს რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციამდე, ბირთვული ცივი ომის ჩიხამდე და პლანეტის გავერანებამდე მიგვიყვანა. მან რამდენიმე ბუდისტური წიგნი წაიკითხა და ჩამოუყალიბდა აზრი, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ეთიკური მოსაზრებით, აუცილებელი იყო საკუთარ ყოფიერებაზე უარის თქმა. ბოლოს იმ აზრამდე მივიდა, რომ ეს ყველა ადამიანს ეხებოდა.

სტუდენტობისას მე და კრისი გარკვეული პერიოდი ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ერთ ღამეს ადგილობრივ ბარში წავედით. მერე სახლისკენ გამოვეშურეთ, გზაში მან პარკინგზე მდგომი მანქანების გვერდითა სარკეების ლეწვა დაიწყო. მე ვთხოვე: „შეწყვიტე კრის, რა არის კარგი ამ მანქანების პატრონების გაუბედურებაში?“ მან კი მიპასუხა, რომ ყოველი მათგანი დაუსრულებელი ადამიანური განადგურების მონაწილე იყო და იმსახურებდნენ რასაც იღებდნენ. მე კი ვუპასუხე, რომ იმ მშვიდობიან ადამიანებზე შურისძიება ვერაფერს შეცვლიდა.

წლების შემდეგ, როცა უკვე მონრეალში ასპირანტურაში ვსწავლობდი კრისი ისევ გამოჩნდა - ამჯერად მეგობრული ვიზიტით. უმიზნო და დაკარგული იყო, ვკითხე ხომ არ შემეძლო რაიმეთი დავხმარებოდი. ყველაფერი დამთავრდა მისი ჩემთან გადმოსვლით. მაშინ უკვე დაქორწინებული ვიყავი და ჩემს ცოლ ტემისა და ერთი წლის ქალიშვილ მიქაელასთან ერთად ვცხოვრობდი. სანამ ფერვიუში ვცხოვრობდით კრისიც მეგობრობდა ტემისთან და მეგობრობაზე მეტის იმედიც კი ჰქონდა. ამან კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა მაგრამ ისეც არა როგორც თქვენ ალბათ იფიქრეთ. კრისმა მამაკაცებისადმი სიძულვილით დაიწყო და ქალებისადმი - დაამთავრა. მას სურდა ისინი (ქალები), მაგრამ უარი თქვა განათლებაზე, კარიერაზე და მისწრაფებებზე. ბევრს ეწეოდა და არ მუშაობდა. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ქალებს დიდად არ აინტერესებდა. ამან განარისხა. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ მის არჩეულ გზას განადგურებამდე მიჰყავდა. საჭირო იყო საკუთარ თავში ცოტაოდენი შემწყნარებლობა ეპოვა და ცხოვრება დაეწყო.

ერთ საღამოსაც ვახშმის მომზადების კრისის ჯერი დადგა. როცა ჩემი ცოლი სახლში დაბრუნდა ბინა კვამლში გახვეული დახვდა. ჰამბურგერები ტაფაზე იწვოდა, ქრისი კი მუხლებზე იდგა და ცდილობდა გაფუჭებული ქურა შეეკეთებინა. ჩემმა ცოლმა იცოდა მისი ეშმაკობები და ისიც, რომ ვახშამი უბრალოდ არ დაუწვამს. ეს მისი შურისძიება იყო, რომ საერთოდ ვახშმის კეთება უწევდა. ის სამაგიეროს გვიხდიდა ქალის როლისთვის (მიუხედავად იმისა, რომ შინაური ვალდებულებები გადანაწილებული იყო გონივრულად და მან ეს იცოდა). ის ცდილობდა ქურის შეკეთებას, რათა ჰქონოდა გასასამართლებელი საბუთი თუ რატომ დაწვა საჭმელი. როცა ტემიმ ამაზე მიანიშნა მან მსვერპლის როლი მოირგო, სინამდვილეში კი ძალიან გაბრაზდა. მისი ერთი ნაწილი, არა საუკეთესო რა თქმა უნდა, დარწმუნებული იყო რომ მისნაირი არავინაა. ის ფაქტი, რომ ტემი არ ტყუვდებოდა მისი მანევრებით ძალიან მტკივნეულად აისახებოდა მის სიამაყეზე. არ გამოვიდა კარგი ამბავი.

მეორე დღეს მე და ტემი ადგილობრივ პარკში სასეირნოდ წავედით. ძალიან გვინდოდა უბრალოდ სახლიდან გაგვეღწია - თუნდაც -35 ყინვაში, ტენიან და ნისლიან დღეს. ქარიც უბერავდა, სეირნობა სახიფათოც კი იყო. „კრისთან ერთად ცხოვრება ნამეტანია“, მითხრა ტემიმ. პარკში შევედით, ხეების შიშველი და გაყინული ტოტები თითქოს მოქუფრული ცის გახვრეტას ცდილობდნენ. შავი, გაქუცულ კუდიანი ციყვი უფოთლო ტოტებზე დახტოდა. ის ჩაფრენოდა ტოტს და ყველანაირად ცდილობდა ქარისგან თავი დაეცვა. რა უნდოდა იქ ასეთ ყინვაში? ციყვებს ამ დროს სძინავთ, გარეთ გამოდიან მხოლოდ თბილ ამინდში. მერე კიდევ ერთი ციყვი დავინახეთ, მერე კიდევ და კიდევ. ციყვები მთელ პარკში იყვნენ, ბეწვი არც კუდზე და არც ტანზე არ შერჩენოდათ, ქარი მათ ტოტებიდან ყრიდა და აცახცახებულები ყინვაში იხოცებოდნენ. სხვა არაფერი ცოცხალი არ გვინახავს, ეს შეუძლებელი, აუხსნელი იყო. მაგრამ ეს იყო ის რაც გვჭირდებოდა. აბსურდის თეატრის სცენაზე აღმოვჩნდით. რეჟისორი კი თავად ღმერთი იყო, მალე მე, ტემი და ჩვენი გოგონა რამდენიმე დღით ქალაქიდან გავემგზავრეთ.

იმავე წელს, შობამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემი ძმა თავისი ახლად შერთული ცოლით გვესტუმრა დასავლეთ კანადიდან. კრისს ჩემი ძმაც იცნობდა. ყველამ ჩაიცვა თბილად და მონრეალის ცენტრში სასეირნოდ წავიდა. კრისმა გრძელი, შავი პალტო ჩაიცვა, თავზეც შავი ნაქსოვი ქუდი დაიფარა, მისი შარვალი და ფეხსაცმელებიც შავი იყო, თავად ის კი მაღალი, ხმელი და ცოტათი წელში მოხრილი. „კრის - ვეხუმრე მე - სერიულ მკვლელს გავხარ.“ და მართლაც, როცა სამეული სეირნობიდან დაბრუნდა კრისი ხასიათზე ვერ იყო. მის ტერიტორიაზე უცხოები შეიჭრნენ, კიდევ ერთი ბედნიერი წყვილი, ჭრილობებზე მარილის დაყრას უდრიდა.

გემრიელად ვივახშმეთ და საღამოც დამთავრდა, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე. რაღაცა ისე არ იყო, ჰაერში უცნაური სუნი იდგა. დილის 4 საათზე ჩუმად გამოვედი ჩემი ოთახიდან, კრისს დავუკაკუნე და პასუხსაც არ დაველოდე ისე შევედი მასთან. მას არ ეძინა, იწვა და ჭერს მიშტერებოდა. ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. მე მას კარგად ვიცნობდი. ახლოს დავუჯექი, საუბარი დავიწყე და შევძელი მისი ბრაზის ჩაცხრობა, მერე მშვიდად დავბრუნდი ოთახში და დავიძინე. მეორე დილით ჩემმა ძმამ ოთახში შემაგდო სალაპარაკოდ, დავსხედით - „რა ეშმაკი ხდებოდა წუხელ? მთელი ღამე ვერ დავიძინე. რამე ისე არაა?“ ძმას ავუხსენი, რომ კრისს ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა. არ მომიყოლია, რომ ძალიან გაუმართლა ცოცხლად გადარჩენა, ჩვენ ყველას გაგვიმართლა. კაენის სული გვესტუმრა და ყველა უვნებელი დავრჩით.

იქნებ ცვლილებები იმიტომ ვიყნოსე, რომ იგივე სუნი ვიგრძენი რაც მაშინ როცა სიკვდილი დაძრწოდა გარშემო. კრისს ძალიან მწარე სუნი ასდიოდა. ის ძალიან ხშირად ბანაობდა, მაგრამ პირსახოცებმა და ზეწრებმა ისე შეიწოვა ეს სუნი რომ მისი გამოყვანა შეუძლებელი გახდა. ეს ჰარმონიადაკარგული სულისა და სხეულის ნაყოფი იყო. ჩემმა და აგრეთვე კრისის ნაცნობმა სოციალურმა მუშაკმაც კი მითხრა, რომ მისთვის ნაცნობი იყო ეს სუნი. მის სამსახურში ყველასთვის ცნობილი იყო ეს თუმცა კი ჩურჩულით თუ ახსენებდნენ. ისინი მას უმუშევრების სუნს ეძახდნენ.

ამ შემთხვევიდან ძალიან მალე მე ჩემი სამეცნიერი კვლევები დავამთავრე. მე და ტემი მონრეალიდან ბოსტონში გადავედით და მეორე შვილიც შეგვეძინა. კრისს ტელეფონით ველაპარაკებიდით. ერთხელ გვესტუმრა კიდეც. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ავტოსახელოსნოში მუშაობაც დაიწყო და ცდილობდა თავისი მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ამან ცოტა ხანს გასტანა. ბოსტონში მეტად აღარც მინახავს. თითქმის 10 წლის მერე, ცოტა ხნით ადრე სანამ 40 გახდებოდა - დამირეკა. იმ დროისთვის ოჯახთან ერთად უკვე ტორონტოში ვცხოვრობდი. რაღაც ახალი ამბები ჰქონდა. მის დაწერილ მოთხრობას გამოცემას უპირებდა პატარა, მაგრამ ნადვილი გამომცემლობა. მას უნდოდა ჩემთვის ამის შესახებ მოეყოლა. ის კარგ პატარა მოთხრობებს წერდა და მათ ყოველთვის ვკითხულობდი, მერე კი ერთად განვიხილავდით. ამის გარდა კარგი ფოტოგრაფი იყო. საინტერესო, შემოქმედებითი ხედვით.

მეორე დღეს თავისი მანქანა - ისევ ის ძველი პიკაპი ფერვიუდან - ბუჩქებში გადააყენა. გამონაბოლქვის მილი მძღოლის კაბინაში შეათრია. თითქოს თვალწინ მიდგას გაბზარული შუშის მიღმა როგორ ზის, ეწევა და ელის. მისი სხეული რამდენიმე კვირის მერე იპოვეს. მე მამამისს დავურეკე - „ჩემი ლამაზი ბიჭი“ - ატირდა ის.

სულ ახლახანს მეზობელ უნივერსიტეტში TEDx კონფერენციაზე მიმიწვიეს. ჩემამდე სხვა პროფესორი გამოდიოდა სიტყვით. ის მოიწვიეს თავისი ძალიან საინტერესო კვლევის გამო - რომელიც ჭკვიან, ციფრულ ზედაპირებს უკავშირებოდა. ამის მაგივრად მან ისაუბრა იმ სასიკვდილო გავლენაზე რაც კაცობრიობას მოაქვს დედამიწისთვის. ისიც, ისევე, როგორც კრისი და კიდევ უამრავი ადამიანი საოცრად არაჰუმანური გამხდარიყო. თუმცა ის ჩემი მეგობარივით შორს ვერ წასულიყო მაგრამ მათი დამატყვევებელი ბოროტი სული იგივე იყო. პროფესორი იდგა ეკრანის გვერდით, სადაც აჩვენებდნენ ფაბრიკას ჩინეთში, ასობით თეთრებში ჩაცმული, სტერილური, რობოტების მსგავსი მუშა უხმოდ იღებდა ა დეტალს და ბ დეტალს არგებდა. პროფესორმა, ახალგაზრდა, სისხლსავსე აუდიტორიას განუცხადა, რომ მან და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს შვილების რაოდენობა ერთამდე შეემცირებინათ. აგრეთვე დაამატა, რომ ყველას უნდა გვეფიქრა ამაზე თუ თავს ეთიკურ ადამიანებად ვთვლიდით. ვგრძნობდი, რომ ეს გადაწყვეტილები მის შემთხვევში გამართლებული იყო, უფრო მეტიც, მისთვის ერთი შვილიც კი ბევრი იყო. იქ დამსწრე უამრავი ჩინელი სტუდენტი ფლეგმატურად უსმენდა მის გამოსვლას. სავარაუდოდ ისინი ფიქრობდნენ, როგორ წვალებით დააღწიეს მათმა მშობლებმა თავი მაოს კულტურულ რევოლუციას და ერთი ბავშვის პოლიტიკას. ანდა სულაც ცხოვრებისა და თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და იმაზე, რომ ამ ყველაფერს ზუსტად მსგავსი ფაბრიკები განაპირობებდა. როცა კითხვების დრო მოვიდა ზოგიერთმა სტუდენტმა ეს ხამამღლაც განაცხადა. გადახედავდა კი პროფესორი თავის შეხედულებას, რომ ცოდნოდა სად მიგვიყვანდა მისი იდეები? როგორ მინდა ვთქვა „დიახ“, მაგრამ ასე არ ვფიქრობ. ვფიქრობ შესაძლოა იცოდა, მაგრამ უარი თქვა ამ ცოდნაზე. ან უფრო უარესიც, იცოდა - მაგრამ ამის ცოდნა არ აღელვებდა, ან იცოდა და მაინც ნებაყოფლობით მიდიოდა ამ მიმართულებით.

კაცობრიობის თვითგამოცხადებული მოსამართლეები

არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწა გაცილებით დიდი გვეგონა ვიდრე მასზე მცხოვრები ხალხი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბრწყინვალე ბიოლოგმა, დარვინის გულმხურვალე მიმდევარმა და ოლდოს ჰაქსლის ბაბუამ ტომას ჰაქსლიმ (1825-1895) ბრიტანეთის პარლამენტს განუცხადა, რომ კაცობრიობას არ შეეძლო ამოეწურა ოკეანეები. როგორც მან განსაზღვრა ოკეანეების ძალა იმაზე გაცილებით მძლავრი იყო ვიდრე ადამიანის ნებისმიერი ყველაზე დამაზიანებელი ქმედებაც კი. სულ რაღაც 50 წელი გავიდა რაც რეიჩელ ქარსონის „მდუმარე გაზაფხულმა“ ეკოლოგიური მოძრაობის ცეცხლი აანთო. 50 წელი ! ეს ხომ თითქმის არაფერია ! ეს ხომ თითქმის გუშინდელი დღეა!

ჯერ კიდევ ახლახანს შევიმუშავეთ კონცეპტუალური ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები, რომლებიც ცხოვრების ქსელის აღქმაში გვეხმარება, ხოლო სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ჩვენი დესტრუქციული საქციელით აღშფოებასთან ერთად ცოტაოდენ სიმპატიასაც ვიმსახურებთ. ხან და ხან უბრალოდ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ უკეთესად, ხან და ხან კი ვერ ჩამოგვიყალიბებია ვერანაირი პრაქტიკული ალტერნატივა. ცხოვრება ადვილი არაა ახლაც კი, არადა სულ რაღაცა რამოდენიმე ათწლეულის წინ კაცობრიობის დიდ ნაწილს შიმშილი, ავადმყოფობა და ელემენტარული განათლების უქონლობა ტანჯავდა. იმ ათწლეულების ჩამოსათვლელად რომლებმაც კაცობრიობას კეთილდღეობა მოუტანა ერთი ხელის თითებიც გვეყოფა. ახლაც კი იშვიათია ისეთი ბედნიერი ოჯახი სადაც ერთი ავადმყოფი ნათესავი მაინც არ ჰყავთ, საბოლოო ჯამში ნებისმიერი შეიძლება ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენი მოწყვლადობისა და სისუსტის გათვალისწინებით ვცდილობთ გავაუმჯობესოდ ცხოვრების პირობები და ამასთან ერთად პლანეტა უფრო მკაცრია ჩვენს მიმართ ვიდრე პირიქით. შეგვეძლო არც ისე მკაცრად განგვესაჯა საკუთარი თავი.

ბოლოს და ბოლოს ადამიანები ნამდვილად შესანიშნავი ქმნილებები არიან. ჩვენ ვერავინ შეგვედრება და ისიც საკითხავია გვაქვს კი რაიმე რეალური ზღვარი. ის რაც ახლა ხდება, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შეუძლებელი ჩანდა, მაშინ როცა პლანეტარული მასშტაბის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ახალი ფეხადგმული იყო ჩვენში. რამდენიმე კვირის წინ იუთუბზე საინტერესო ვიდეორგოლებს წავაწყდი. ერთ-ერთ მათგაზე ჩაწერილი იყო ჭოკით ხტომა 1956 წლის ოლიმპიადაზე რამაც სპორტსმენს ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო მეორეზე 2012 წლის ოლიმპიადის იმავე სახეობის შეჯიბრი ამჯერად ვერცხლი მედლით. რთული დასაჯერებელი აღმოჩნდა, რომ ეს სპორტის და მასში მონწილე ცოცხალ არსებათა ერთი და იგივე სახეობა იყო. ის რაც 2012 წელს მიქაელა მარონიმ შეძლო 50-იან წლებში ზეადამიანურ შესაძლებლობად ჩაითვლებოდა. პარკური - სპორტი რომელიც წინააღმდეგობათა დაძლევის ფრანგული არმიის საომარი წვრთნებიდან წამოვიდა ისეთვე მშვენიერია როგორც ფრირანი. მათ გამოსვლებს დაუფარავი აღფრთოვანებით ვუყურებ. ზოგიერთ ბავშვს შეუძლია სამ სართულიანი შენობიდან გადმოხდეს ტრამვის გარეშე. ეს საოცარიცაა და სახიფათოც. სამშენებლო ამწეების „დამპყრობლები“ ისეთი მამაცებიან არიან, რომ დაჯერებაც კი მიჭირს. იგივეს ვიტყოდი - სერფერებზე, სნოუბორდისტებზე, მთის ბაიკერებზე და სკეიტბორდისტებზე.

ბიჭები, რომლებმაც „კოლუმბაინის“ სკოლაში მოსწავლეები დახვრიტეს, საკუთარ თავს ისევე უწოდებდნენ კაცობრიობის მოსამართლეებს, როგორც მოხსენებით გამოსული პროფესორი და ჩემი საწყალი მეგობარი ქრისი. ამ ორი მკვლელიდან უფრო განათლებულ ერიკ ჰარისს მიაჩნდა, რომ ადამიანი მცდარი, წუნდებული ბიოლოგიური სახეობა იყო. ხოლო რადგან უკვე არსებობს ასეთი დებულება ის ადრე თუ გვიან თავს გამოამჟღავნებს. თუ კაცობრიობა შავი ჭირია როგორც დევიდ ათენბორო თვლიდა, ანდა კიბო - რომაული კლუბის მიხედვით, მაშინ ადამიანი ვინც ამ ბოროტებას ამოძირკვავს ნამდვილი გმირია პლანეტისთვის. ასეთ მესიას შეუძლია მიჰყვეს თავისი ზნეობის სასტიკ ლოგიკას და თავისი თავიც დასასჯელებს მიაყოლოს. ეს სწორედ ისაა რასაც მასობრივი მკვლელები სჩადიან, საყოველთაო სიძულვილის შედეგად. მათ საკუთარი არსებობაც კი ვერ ამართლებს კაცობრიობის ყოფნას. სინამდვილეში თავსაც ამიტომ იკლავენ, რომ თავიანთი განადგურებისკენ მიდრეკილება დაგვანახონ. თანამედროვე სამყაროში არავის შეუძლია განუწეტლივ ამტკიცოს, რომ ცხოვრება ებრაელების, შავკანიანების, მუსულმანების ან თუნდაც ინგლისელების გარეშე უკეთესი იქნებოდა. მაშინ რატომღა ითვლება უფრო შემწყნარებლური იმის მტკიცება, რომ უკეთესი იქნებოდა პლანეტაზე ნაკლები ხალხი ყოფილიყო? ვერაფერს გააწყობ - თვალწინ მიდგას, მსგავსი მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, იქედნურად გაღიმებული თავის ქალა რომელიც მოუთმენლად მოელის აპოკალიფსს. მაინც რატომ ხდება, რომ ადამიანები რომლებიც ასე აქტიურად გამოდიან სტერეოტიპების წინააღმდეგ, თავს უფლებას აძლევენ განსაჯონ მთელი კაცობრიობა?

მინახავს სტუდენტები, განსაკუთრებით ჰუმანიტარები, რომლებსაც აშკარად გაუუარესდათ სულიერი ჯანმრთელობა, იმის გამო, რომ პლანეტის დამცველები ფილოსოფიური ფორმით განსჯიდნენ თავად მათი არსებობის და ბიოლოგიური სახეობისადმი მიკუთვნებულობის ფაქტს. ჩემი აზრით ყველაზე უარესი ეს ახალგაზრდა მამაკაცებისთვისაა. მათი მიღწევები დაუმსახურებლად ითვლება, რადგან ისინი პატრიარქატის პრივილეგირებული ბენეფიციარები არიან. რადგან ისინი ძალადობის კულტურის პოტენციულ მიმდევრებად ითვლებიან, მათ სექსუალურ დანაშაულებში ეჭვმიტანილებად მიიჩნევენ. მათი ამბიცია მათ პლანეტის მძარცველებად აქცევს. მათი დანავხა არ უხარიათ. სკოლასა თუ უნივერსიტეტში სწავლაში ჩამორჩებიან. როცა ჩემი ვაჟი 14 წლის იყო ჩვენ მის ნიშნებს განვიხილავდით. მან კი უდარდელად განაცხადა, რომ ბიჭისთვის ძალიან კარგი შეფასებები ჰქონდა. მე ვკითხე რა ჰქონდა მხედველობაში. მან კი მიპასუხა „ყველამ იცის, რომ სკოლაში გოგონები ბიჭებზე უკეთ სწავლობენ.“ თანაც გაუკვირად, თუ როგორ არ ვიცოდი ასეთი ცნობილი ფაქტი. ვიდრე ამას ვწერდი ჟურნალ „ეკონომისტის“ ახალი ნომერი მომიტანეს. სტატია ყდაზე? „სუსტი სქესი“ - იგულისხმებიან მამაკაცები. თანამედროვე უნივერსიტეტების სტუდენტების 50% ქალები შეადგენენ, ყველა დისციპლინის 2/3 -ში მაინც.

თანამედროვე სამყაროში ბიჭები იტანჯებიან. ისინი ნაკლებად დამჯერები (ნეგატიური თვისება) და მეტად დამოუკიდებლები (პოზიტიური თვისება) არიან, ვიდრე გოგონები და ამიტომაც ზარალდება მათი უნივერსიტეტამდელი განათლება. ისინი ნაკლებად მიდრეკილნი არიან თანხმობისკენ (თანხმობისკენ მიდრეკილება პიროვნული თვისებაა რომელიც ასოცირება თანაგრძნობასთან, ემპათიასთან და კონფლიქტის არიდებასთან) და დეპრესიასა და შფოთსაც ნაკლებად ექვემდებარებიან, სულ მცირე იქამდე მაინც სანამ ორივე სქესის ბავშვები პუბერტატამდე მიაღწევენ. ბიჭების ინტერესები უფრო მეტად საგნებისკენაა მიმართული, გოგონებისა კი ადამიანებისკენ. საოცარია, რომ ეს განსხვავებები, რომლებიც ძალიან დამოკიდებულია ბიოლოგიურ ფაქტორებზე, განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული სკანდინავიურ საზოგადოებაში, სადაც ყველაზე მეტად უწყობენ ხელს გენდერულ თანასწორობას. ესაა უკანასკნელი, რისი მოლოდინიც შეიძლება ჰქონოდათ მათ ვინც ხმამაღლა გაიძახის, რომ გენდერი სოციალური კონსტრუქციაა. ეს ასე არ არის და ეს არაა დავის საგანი. არსებობს მეცნიერული კვლევების მონაცემები, რომლებიც ამაზე მეტყველებენ.

ბიჭებს უყვართ შეჯიბრი და არ მოსწონთ მორჩილება, განსაკუთრებით მოზარდობისას. ამ პერიოდში მიდრეკილნი არიან გაიქცნენ ოჯახიდან და ეცადონ დამოუკიდებლად გაიტანონ თავი. ესაა ავტორიტეტების გამოწვევა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, სპეციალურად მორჩილების განვითარებისთვის გახსნილი სკოლები არ გამოირჩევიან თავაზიანობით როცა საქმე პროვოკაციულ და თამამ საქციელს ეხება, მიუხედავად იმისა რაოდენ მტკიცე და კომპეტენტურ ხასიათზეც არ უნდა მეტყველებდეს ეს, იქნება მოსწავლე ვაჟი თუ გოგონა.

არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბიჭების ტანჯვაში. მაგალითად, გოგონები უპრობლემოდ თამაშობენ ბიჭების თამაშებს, ხოლო ბიჭებსთვის ნაკლებად სასურველია - გოგონების. ნაწილობრივ იმიტომაც, რომ კარგ ტონად ითვლება როცა გოგონა შეჯიბრში ამარცხებს ბიჭს. თუმცა მისთვის ბიჭთან დამარცხებაც ნორმალურია. ბიჭისთვის კი გოგონასთან მოგებაც და წაგებაც არანორმალურია. წარმოიდგინეთ, რომ 9 წლის ბიჭი და გოგონა ჩხუბს იწყებენ. დასაწყისში ასეთ სიტუაციაში მოხვედრილი ბიჭი ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. თუ მოიგებს -საცოდავია. ხოლო თუ წააგებს მთელი ცხოვრება ამახსოვრდება, ის ხომ გოგონამ სცემა. გოგონები იმარჯვებენ თავიანთი საკუთარი იერარქიით, იმით რასაც ისინი აფასებენ როგორც გოგონები, ამას კიდევ შეიძლება მიემატოს ბიჭების იერარქიში გამარჯვებაც. მაგრამ ბიჭებს გამარჯვება მხოლოდ მამაკაცების იერარქიაში შეუძლიათ. ისინი დაკარგავენ თავინთ სტატუსს გოგონებთანაც და ბიჭებთანაც თუ მხოლოდ იმაში იქნებიან კარგები რაც გოგონებში ფასობს. ამით დაზარალდება მათი რეპუტაცია ბიჭების თვალში და მიმზიდველობა გოგონების თვალში. გოგონებს არ იზიდავენ ბიჭები რომლებთანაც მეგობრობენ. გოგონებს იზიდავენ ბიჭები, რომლებიც სხვა ბიჭებთან სტატუსის შეჯიბრებაში იმარჯვებენ. თუ თქვენ მამრობით სქესს მიეკუთნებით თქვენ არ შეგიძლიათ ისევე ძლიერად დაარტყათ მდედრობითი სქესის წარმომადგენელს როგორც ამას თქვენივე სქესთან გააკეთებდით. ბიჭები ნადვილ შეჯიბრში გოგონებთან მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან გაუგებარი როგორ უნდა გაიმარჯვონ მათ. ამგვარად, როცა თამაში გოგონებისა ხდება ბიჭები მას ტოვებენ. არიან უნივერსიტეტები - განსაკუთრებით ჰუმანიტარული ფაკულტეტები - გოგონების თამაშები? ეს ისაა რაც გვინდოდა?

სიტუაცია უნივერსიტეტებში (და საერთოდ სასწავლო დაწესებულებებში) გაცილებით უფრო პრობლემატურია ვიდრე ამას სტატისტიკა გვამცნობს. თუ გადავხედავთ ე.წ STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) აგრეთვე ფსიქოლოგიის პროგრამასაც, დავინახავთ, რომ მდედრობითი და მამრობითი სქესის ხვედრითი წილი დაახლოებით ერთნაირია. თუმცა სტუდენტების 80% თავმოყრილია ისეთ ფაკულტეტებზე როგორიცაა - ჯანდაცვა, ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და განათლება, სადაც წარმოდგენილ სტუდენტთა ერთი მეოთხედი მდედრობითია. ეს რიცხვი განუხრელად იზრდება. ბოლო 15 წლის განმავლობაში მამრობითი სქესის სტუდენტთა რიცხვმა იკლო, რაც ძალიან ცუდი სიახლეა მამაკაცებისთვის, უფრო მეტიც -კატასტროფული. მაგრამ ეს არც ქალებისთვისაა კარგი.

ქორწინება და კარიერა

ქალებს უმაღლესი სასწავლებლებიდან, განსაკუთრებით ისეთებიდან სადაც ქალები დომინირებენ, ძალიან უჭირთ ვინმესთან შეხვედრა თუმდაც სულ მცირე ხნით. შედეგად თუ ისინი ამის საჭიროებას გრძნობენ მიდიან ერთჯერად კონტაქტზე ან ასეთი კონტაქტების სერიაზე. სექსუალური ლიბერალიზაციის კუთხიდან შესაძლოა ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს, მაგრამ მე ამაში ეჭვი მეპარება. მე ვფიქრობ ეს ქალებისთვის საშინელებაა. სტაბილური და სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობები სასურველია ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც. ქალებისთვის ხშირად ეს ყველაზე სასურველიც კია ხოლმე. Pew researche centre მონაცემების მიხედვით 1997 -2012 წლებში 18-34 წლამდე გამოკითხულ ქალთა შორის რომლებიც ირწმუნებოდნენ. რომ წარმატებული ქორწინება ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა გაიზარდა 28%-დან 37%-მდე. ხოლო ახალგაზრდა მამაკაცების რიცხვი რომლებიც იგივე აზრზე იყვნენ შემცირდა 15%-ით.

ამ პერიოდის განმავლობაში 18+ ასაკის დაქორწინებულ ადამიანთა რიცხვი მცირდებოდა მოსახლეობის ¾-დან ნახევრამდე. და ბოლოს 30-დან 59 წლამდე ასაკის დაუქორწინებელ გამოკითხულთა შორის მამაკაცები სამჯერ უფრო ხშირად ამბობდნენ, რომ არასოდეს აპირებდნენ დაქორწინებას.

მაშ ვინ გადაწვიტა, რომ კარიერა სიყვარულსა და ქორწინებაზე ძვირფასია? ნუთუ ელიტურ იურიდიულ კომპანიაში კვირაში 80 საათი მუშაობა მართლაც ღირს იმ მსხვერპლდ რომელსაც ის მოითხოვს? და თუ ღირს რატომ? ადამიანების უმცირესობა ჰიპერკონკურენტუნარიანი და წარმატების მისაღწევად ყველაფერზე წავლენ. ამ უმცირესობისთვის სამსახური ნამდვილად თავბრუდამხვევია. უმრავლესობა კი ასე არ თვლის და არც ჩათვლის, ხოლო ფული როგორც ჩანს სულაც არ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ფული ვალებში ჩავარდნისგან ისედაც გიცავს.

წარმატებული და კარგი შემოსავლის მქონე ადამიანების უმრავლესობას ასეთივე მშობლები ჰყავს, განსაკუთრებით ქალებისთვის ეს ძალიან აქტუალურია. Pew researche centre კვლევებმა ასევე დაადგინა, რომ ქორწინებაში არ მყოფი მაგრამ ამის სურვილის მქონე ქალებისთვის (80%) განსაკუთრებუთ პრიორიტეტულია მეუღლე სასურველი სამსახურით, მაშინ როცა იმავე კატეგორიის მამაკაცების მხოლოდ 50% ფიქრობს ასე. 30 წელს მიღწეული ბევრი იურისტი-ქალი თავს აღწევს კარიერას, რომელიც დიდი ზეწოლით გამოირჩევა. ამერიკის 200 მეტ უმსხვილეს იურიდიულ ფირმაში მხოლოდ 15% ქალებისა არიან მეწილე პარტნიორები. ეს სურათი არც ისე ძალიან შეცვლილა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ უმცროს პარტნიორთა შორის ძალიან ბევრი ქალია. ეს არ ხდება იმიტომ, რომ იურიდიულ ფირმებს არ სურთ, რომ მათთან იმუშაონ და წარმატებას მიაღწიონ ქალებმა. ასეთ ფირმებს ძალიან სჭირდებათ ორივე სქესის კარგი თანამშრომლები და ძალიან ცდილობენ მათ შენარჩუნებას. ქალები, რომლებიც თავიანთ პოსტებს ტოვებენ უბრუნდებიან ცხოვრებას, რომლისთვისაც სამსახური ძალიან ცოტა დროს უტოვებს. იურიდიული სკოლის, აუცილებელი სტაჟირებისა და სამსახურის პირველი წლების მერე მათ სხვა ინტერესებიც უყალიბდებათ. ეს ფართოდაა ცნობილი მსხვილ ფირმებში, მიუხედავად იმისა, რომ არც ქალებს ად არც მამაკაცებს არ სურთ ამ ინტერესების აფიშირება.

ამას წინათ ვესწრებოდი მაკგილის პროფესორი ქალის გამოსვლას, მისი დარბაზი გადავსებული იყო იურიდიული ფირმების ქალი-პარტნიორებით. ლექცია ეხებოდა იმას თუ როგორ უშლიდა ხელს მათ კარიერულ ზრდას ბავშვთა დაწესებულებების არქონა და „წარმატების მამაკაცური საზომი“, რაც ქალებს ხშირად სამსახურის დატოვებას აიძულებდა. დარბაზში მსხდომი ქალების უმრავლესობას ვიცნობდი, ბევრს ვსაუბრობდით და ვიცოდი, რომ ისინი ამ ყველაფერს სულაც არ თვლიდნენ პრობლემად. მათ ძიძები ჰყავდათ, ყველა თავიანთი საშინაო საქმე და ვალდებულება აუთსორსინგზე გადაეყვანათ. მათ ისიც კარგად ესმოდათ, რომ წარმატებას ბაზარი განსაზღვრავდა და არა თანამშრომელი მამაკაცები. თუ თქვენ ტორონტოს საუკეთესო იურისტი ხართ და 650$ გამოიმუშავებთ დღეში და თქვენი კლიენტი იაპონიიდან გირეკავთ დილის 4 საათზე, ყურმილს აუცილებლად აიღებთ. მაშინვე, მაშინაც კი თუ ახლახანს აჭამეთ ბავშვს და დასაწოლად ემზადებით. უპასუხებთ, რადგან იცით,რომ ნიუ-იორკის ჰიპერამბიციური იურისტები სიხარულით აიღებენ ყურმილს თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ. ამიტომაც ბაზარი განსაზღვრავს სამსახურს.

მამაკაცების ხვედრითი წილის შემცირება უნივერსიტეტებში ქალებისთვის სულ უფრო მკაცრ გარემოს ქმნის პარტნიორის ძებნისას. უპირველეს ყოვლისა ქალები მიდრეკილნი არიან დაქორწინდნენ ეკონომიკურ იერარქიასთან შესაბამისობაში. ისინი ეძებენ პარტნიორს იგივე ან უფრო მაღალი სტატუსით. ეს კროსკულტურული მოვლენაა. მამაკაცებთან ყველაფერი სხვაგვარადაა, ისინი მზად არიან დაქორწინდნენ როგორც მსგავსი მდგომარეობის ისევე უფრო დაბალი ეკონომიკური სტატუსის მქონე ქალზე. ამასთან მამაკაცები ამჯობინებენ უფრო ახალგაზრდა ქალებს. საშუალო კლასის გამორიცხვის ახალი ტრადიციაც უფრო იკიდებს ფეხს, რადგან მატერიალურად უზრუნველყოფილი ქალები მეუღლეებადაც ასეთ მამაკაცებს ეძებენ. ამიტომაც და კიდევ მამაკაცებისათვის მაღალანაზღაურებადი პოსტების შემცირების გამო, ქორწინება უფრო და უფრო მეტად ხდება მდიდრების პრივილეგია. მე ეს მაოცებს და ახლაც შავი ირონია მალაპარაკებს. ქორწინების პატრიარქალური ინსტიტუტი ფუფუნების საგანი გახდა. რაში სჭირდებათ მდიდრებს საკუთარი თავის ტირანიზირება? რატომ ეძებენ ქალები სამსახურიან პარტნიორს და სასურველია უფრო მაღალი სტატუსით? იქნებ იმიტომ, რომ ქალები უფრო მოწყვლადები ხდებიან ბავშვების გაჩენასთან ერთად. მათ სჭირდებათ ვიღაც, ვინც აუცილებლობის შემთხვეაში მხარში დაუდგება თავადაც და ბავშვსაც. ეს სრულიად რაციონალური-კომპენსატორული მიდგომაა თუმცა შესაძლოა ბიოლოგიური განმაპირობებელიც ჰქონდეს. რაში სჭირდება ქალს, რომელმაც გადაწყვიტა ერთ ან მეტ ბავშვზე პასუხისმგებლობა აიღოს, კიდევ ასეთი უფროსიც რომელსაც მუდმივად ხელით ტარება სჭირდება. ამგვარად უმუშევარი მამაკაცი მისთვის სასურველი არაა, და არც მარტოხელა დედობაა გამოსავალი.

უმამო ოჯახების ბავშვები 4-ჯერ მეტი ალბათობით სიღარიბეში ცხვრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი დედებიც ღარიბები არიან. უმამო ბავშვებში გაცილებით დიდი რისკია ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდნენ. ბიოლოგიურ მშობლებთან აღზრდილი ბავშვები ნაკლებად მიდრეკილნი არიან დეპრესიისა და სამართალდარღვევებისკენ, ვიდრე მხოლოდ ერთ მშობელთან ან არაბიოლოგიურ ოჯახთან მცხორები ბავშევბი. ამავე დროს მხოლოდ ერთი მშობლის ყოლის შემთხვეაში ორჯერ მეტად არიან მიდრეკილი თვითმკვლელობისკენ.

უნივერსიტეტებში პოლიტკორექტულობის დანერგვამ კიდევ უფრო დაამძიმა პრობლემა. ჩაგვრის წინააღმდეგ შეძახილები უფრო ხმამაღალი გახდა რამაც ჯერ თანასწორობა მოგვიტანა, ხოლო ამ მონაცემებით სკოლები მამაკაცების წინააღმდეგ განაწყო. უნივერსიტეტებში არსებობს მთელი რიგი ღიად მამაკაცების წინააღმდეგ მიმართული დისციპლინები. ამ სფეროებში დომინირებენ პოსტმოდერნულ/ნეომარქსისტული შეხედულებები რომელთა თანახმადაც, კულტურა - განსაკუთრებით დასავლური - ესაა მჩაგვრელი სტრუქტურა, რომელიც თეთრმა მამაკაცებმა შექმნეს, რათა ქალებზე და სხვა ჯგუფებზე დომინირება მოეხდინათ და წარმატებულიც სწორედ ამ დომინირებითა და სხვა ჯგუფების გამორიცხვის გამო გახდა.

პატრიარქატი - შველა თუ ხელის შეშლა?

რა თქმა უნდა კულტურა რეპრესიული სტრუქტურაა და ეს ყოველთვის ასე იყო. ესაა ფუნდამენტური, უნივერსალური ეგზისტენციალური რეალობა. ტირანი მეფე ესაა არქეტიპული კონსტანტა, სიმბოლური ჭეშმარიტება. ის რაც წარსულიდან მემკვიდრეობად გვერგო უკვე ვადაგასულია. ესაა მოჩვენება, მექანიზმი, მონსტრი. აუცილებელია მისი გადარჩენა, შეკეთება და შორ მანილზე ყოლა, მეთვალყურეობის ქვეშ რათა სასარგებლოდ იმოქმედოს. ის ჯერ გვჭყლეტს მერე კი სოციალურად შესაბამის ფორმას გვაძლევს, დიდი პოტენციალს უმიზნოდ ხარჯავს. მაგრამ დიდი სარგებელიც მოაქვს. ყოველი ჩვენი წარმოთქმული სიტყვა ჩვენი წინაპრების საჩუქარია. ყოველი ფიქრი, რომელსაც ახლა ვფიქრობთ უკვე ნაფიქრია წარსულში ვიღაც ჩვენზე ჭკვიანის მიერ. ჩვენი თანმხლები მაღალფუნქციური ინფრასტრუქტურაც, განსაკუთრებით დასავლეთში, ჩვენი წინაპრების საჩუქარია: შედარებით ნაკლებად კორუმპირებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები, ტექნოლოგიები, სიმდიდრე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, თავისუფლება, ფუფუნება, შესაძლებლობები. კულტურა ერთი ხელით გვართმევს, მაგრამ მეორე ხელით ზოგიერთ ადგილებში უფრო მეტს გვაძლევს. თუ კულტურას მხოლოდ ისე შევხედავთ როგორც მტანჯველს, უმეცრება და უმადურობა იქნება და სახიფათო შედეგებსაც მოიტანს. ეს ყველაფერი მაშინ, როცა (და დარწმუნებული ვარ ჩემს წიგნში ეს სრულიად ნათლად ჩანს) კულტურა არ უნდა გახდეს კრიტიკის ობიექტი.

მის მოტანილ ტანჯვასთან დაკავშირებით აი რაზე იფიქრეთ - ნებისმიერ იერარქიას ჰყავს გამარჯვებულები და დამარცხებულები. ხოლო გამარჯვებულები რაღა თქმა უნდა უფრო მეტად აქებენ იერარქიას, ხოლო დამარცხებულები აძაგებენ. თუმცა, პირველ რიგში ნებისმიერი ღირებული მიზნისკენ კოლექტიური სწრაფვა ქმნის იერარქიას, ამ მისწრაფებაში ხომ ვიღაც უკეთესად წარმოაჩენს თავს და ვიღაც უარესად, არ არის მნიშვნელოვანი ვინ როგორ. მეორეს მხრივ კი სწორედ მიზნებისადმი მისწრაფება აძლევს აზრს ცხოვრებას. ჩვენ განვიცდით ყველა ემოციას, რაც ცხოვრებას უფრო სიღრმისეულს ხდის, ხოლო ფასი, რომელსაც ეს მისწრაფებები მოითხოვენ გარდაუვლად ქმნიან წარმატების იერარქიას და შედეგების სხვაობაც ამ იერარქიისთავის გარდაუვალია. ამგვარად აბსოლუტური თანასწორობა სწორეს ამ თავდაპირველ მიზანს შეიწირავდა და არ დარჩებოდა არაფერი რისთვისაც ღირს ცხოვრება. ამის მაგივრად კი, მადლიერებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ რთული, დახვეწილი კულტურა მრავალი თამაშისა და დახელოვნებული მოთამაშეების გამოვლენის საშუალებას იძლევა. კარგად სტრუქტურირებული კულტურა კი მის შემქმნელებს საშუალებას აძლევს ითამაშონ და მოიგონ ყველა შესაძლო ხერხით.

უკეთურება იქნება, თუ კულტურას მხოლოდ მამაკაცების ქმნილებად მოვიაზრებთ. კულტურა სიმბოლურად, არქეტიპურად და მითიურად მამაკაცურია. აი ნაწილობრივ რატომ „ვყლაპავთ“ ადვილად პატრიარქატის იდეას. მაგრამ ის რათქმა უნდა კაცობრიობის ქმნილებაა და არა მხოლოდ მამაკაცების. ევროპული კულტურის დომინაცია ჯერ მხოლოდ 400 წელს ითვლის. კულტურული ევოლუციის შკალაზე, სადაც საზომი მინიმუმ ათასწლეულებია, დროის ეს მონაკვეთი თითქმის შეუმჩნეველია. უფრო მეტიც, მაშინაც კი, როდესაც ქალების როლი თითქმის უმნიშვნელო იყო 1960-იანი წლების ხელოვნებაში, ლიტერატურასა და მეცნიერებაში, და აგრეთვე ფემინისტურ რევოლუციაში (რომლისაც მე არ მწამს), მათი როლი მაინც განუზომელი იყო ბავშვების აღზრდასა და სოფლის მეურნეობაში, ისინი ზრდიდნენ ბიჭებს და ათავისუფლებდნენ მამაკაცებს - განსაკუთრებულ მამაკაცებს, რათა კაცობრიობა გაზრდილიყო და წინ წასულიყო.

აი, ალტერნატიული თეორიაც: მთელი ისტორიის განმავლობაში ქალებიც და მამაკაცებიც ერთნაირად იბრძოდნენ საშინელი გაჭირვებისგან გასათავისუფლებლად. ამ ბრძოლისას კი ქალები ხშირად არახელსაყრელ მდგომარეობაში იყვნენ, ყველა იმ მოწყვლადობასთან ერთად რასაც მამაკაცებთან ერთად იზიარებდნენ, მათ მხრებზე წვებოდა შთამომავლობის გაგრძელების ფუნქციაც, თანაც ისინი ფიზიკურად ნაკლებად ძლიერები იყვნენ. იმ სიბინძურეს, ტანჯვას, ავადმყოფობას, შიმშილსა და უმეცრებასთან ერთად რასაც ორივე სქესი განიცდიდა თითქმის მეოცე საუკუნემდე, (ამ დრომდე ადამიანები საზრდოობდნენ დღეში ერთ დოლარზე ნაკლები თანხით თუ დღევანდელ მდგომარეობას შევადარებთ), დამატებით ქალებს კიდევ უწევდათ სერიოზულ, პრაქტიკულ პრობლემებთან შეჯახება, რაც მენსტრუაციას, არასასურველი ორსულობის მაღალ ალბათობას, სიკვდილიანობას, მშობიარობისას ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს და რამდენიმე მცირეწლოვანი შვილის მოვლას უკავშირდებოდა. შესაძლოა ეს საკმარისი მიზეზია ქალთა და მამაკაცთა მიმართ სხვადა სხვაგვარი იურიდიული და პრაქტიკული დამოკიდებულების რაც ტექნოლოგიურ რევოლუციამდე მრავალ საზოგადოებას ახასიათებდა. სულ მცირე ასეთი საბუთები უნდა მივიღოთ მხედველობაში ვიდრე მამაკაცების მიერ ქალთა ტირანიზირებას ჭეშმარიტებად მივიჩნევთ.

მე მგონია, რომ პატრიარქატის მიერ ზეწოლა სინამდვილეში სხვა არაფერი იყო თუ არა ორივე სქესის არასრულყოფილი კოლექტიური მცდელობა ერთმანეთი ტანჯვისა და ავადმყოფობებისგან გაენთავისუფლებინათ. არუნაჰალამა მურუგანატამას შემთხვევა ამის კარგი მაგალითია. ეს ინდოელი მამაკაცი, შემდგომში „ტამპონების მეფე“, თავს უბედურად გრძნობდა რადგან მის ცოლს მენსტრუაციის დროს ბინძური ჩვრების გამოყენება უწევდა. ქალმა ულტიმატუმი წაუყენა - ან ძვირფასი საფენები ან რძე ოჯახისთვის. შემდეგი 14 წელი მან ამ პრობლემის გადაჭრის მცდელობებს მოანდომა. საკუთარმა ცოლმა და დედამაც კი დროებით მიატოვეს, რადგან ჩათვალეს, რომ უაზროდ აიკვიატა საფენები. როდესაც ვეღარ იპოვა მისი პროდუქციის ტესტირებაზე თანახმა მოხალისე ქალები, თავად დაიწყო სისხლით სავსე ღორის შარდის ბუშტის ტარება. ვერც კი წარმომიდგენია როგორ შეეძლო ასეთ საქციელს მისი პოპულარობის და სტატუსის გაზრდა. ახლა კი მისი, იაფი, ლოკალური მასალით დამზადებული ჰიგიენური საფენები მთელს ინდოეთში იყიდება და წარმოებაში ქალები არიან დასაქმებული. ქალები, რომლებიც ამ საფენებით სარგებლობენ მათთვის აქამდე ხელმიუწვდომელ თავისუფლებას იღებენ. 2014 წლის ჟურნალ თაიმსში მას, ადამიანს მხოლოდ საშუალო განათლებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცი უწოდეს. არ მინდა ვიფიქრო, რომ მურუგანანტამას საწყისი მოტივაცია პირადი სარგებელი იყო. არის ის პატრიარქატის ნაწილი თუ არა?

1847 წელს ჯეიმს იანგ სიმპსონმა გამოიყენა ეთერი დეფორმირებული მენჯის მქონე ქალს მშობიარობაში რომ დახმარებოდა. მერე უკვე ქლოროფორმზე გადაერთო, რადგან ის უკეთესად მოქმედებდა. ქლოროფორმის გამოყენებით დაბადებულ პირველ ბავშვს ანესთეზია დაარქვეს. 1853 წლეს ქლოროფორმს ფართოდ გამოიყენებდნენ, დედოფალმა ვიქტორიამაც კი მისი დახმარებით გააჩინა თავისი მეშვიდე შვილი. მალე უმტკივნეულო მშობიარობა ფართო მასებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ზოგიერთი ადამიანი გვაფრთხილებდა, რა საშიშია ქალის მისამართით ნათქვამი ღმერთის სიტყვებთან ბრძოლა: „გავამრავლებ შენს ტანჯვას ფეხმძიმობისას და ტანჯვით შობ შენს შვილებს.“ ზოგიერთი მამაკაცის მიმართ ანესთეზიის გამოყენების წინააღმდეგ გამოდიოდა, თითქოსდა ახალგაზრდა, ჯანმრთელ, მამაც მამაკაცებს ის უბრალოდ არ სჭირდებოდათ. მაგრამ ეს წინააღმდეგობები არაეფექტური იყო. ანესთეზია წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდებოდა, უფრო სწრაფადაც კი ვიდრე დღეს იქნებოდა შესაძლებელი. გამოჩენილი ეკლესიის მსახურებიც კი მხარს უჭერდნენ მის გამოყენებას.

პირველი პრაქტიკული ტამპონი ტამპექსი მხოლოდ 1930 წელს გამოჩნდა. ის დოქტორმა ელ ქლივლენდ ჰაასმა გამოიგონა. მან ის დაპრესილი ბამბისა და ქაღალდის აპლიკატორებისგან გააკეთა. ამან შეამცირა წინააღმდეგობა მათი მხრიდან ვინ მიიჩნევს, რომ ქალები საკუთარ სასქესო ორგანოს არ უნდა შეეხონ. 1940-იან წლებმდე ქალების 25% იყენებდა ტამპონს. ხოლო 30 წლის შემდეგ ეს ციფრო 70%-მდე გაიზარდა. ახლა ტამპონით ყოველი 5-დან 4 ქალი სარგებლობს, დანარჩენები ჰიგიენურ საფენებს მოიხმარენ, რომელიც ახლა უკვე სუპერშემწოვია და ადვილად მაგრდება წებოვანი ფენით და მნიშვნელონად განსხვავდება მოუხერხებელი და უსახური 1970-იანი წლების ანალოგებისაგან. მაშ ჩაგრავდნენ ქალებს მურუგანანტამი, სიმპსონი და ჰაასი თუ გაათავისუფლეს ისინი? რას ფიქრობთ გრეგორ გუდვინ პინკუსზე ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო აბი გამოიგონა? რანაირად იქვნენ ეს განათლებული და მიზანდასახული მამაკაცები მჩაგვრელი პატრიარქატის წარმომადგენლები? რატომ ვასწავლით ახალგაზრდებს, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი კულტურა მამაკაცების მხრიდან ქალების ჩაგვრის ნაყოფია? ამ დაშვებით დაბრმავებული ისეთი სფეროები, როგორიცაა სოციალური სამსახური, ხელოვნების ისტორია, გენდერული კვლევები, ლიტერატურა, სოციოლოგია და კანონიც კი მამაკაცებს ექცევა როგორც მჩაგვრელებს და მათ აქტიურობას აღიქვამს როგორც დესტრუქციულს. ხშირად ისინი რადიკალური პოლიტიკური ქმედებებისკენ მოგვიწოდებენ. მაგალითად ქალთა და გენდერული კვლევების ოტავის კარლტონის ინსტიტუტი ყველანაირად ხელს უწყობს აქტივიზმს, როგორც მათი მანდატის ნაწილს. ონტარიოს, კინგსტონის სამეფო უნივერსიტეტის გენდერული კვლევების დეპარტამენტი ასწავლის ფემინისტურ, ანტირასისტულ თეორიებს და მეთოდებს რომლებიც დაფუძნებული აქტივიზმზე სოციალური ცვლილებებისთვის.

პოსტმოდერნიზმი და მარქსის გრძელი ხელები

ამ დისციპლინებმა თავიანთი ფილოსოფია მრავალი წყაროდან ისესხეს ყველა მათგანზე მარქსისტული იდეის ძლიერი გავლენაა. ერთ-ერთი ასეთი ფიგურაა მაქს ჰორკაიმერი რომელმაც 1930-იან წლებში განავითარა კრიტიკული თეორია. მისი თეორიის ნებისმიერი მოკლე გამოცემა თავისთავად ითხოვას გამარტივებას, თუმცაღა ჰორკაიმერს თავი ნამდვილ მარქსისტად მიაჩნდა. ის დარწმუნებული იყო, რომ დასავლური პიროვნების თავისუფლებისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპები უბრალოდ ნიღბები იყო, დასავლური ნამდვილი მიზნების - უთანასწორობის, ექსპლოატაციისა და დომინირების შესანიღბად. ის დარწმუნებული იყო, რომ ინტელექტუალური აქტიურობა სოციალურ ცვლილებებს უნდა ეძღვნებოდეს და არა უბრალოდ პრობლემის ახსნას და იმედოვნებდა, რომ კაცობრიობას მონობისგან გაათავისუფლებდა. ჰორკჰაიმერმა და მისმა ფრანკფურტის სკოლამ გააერთიანა ჯერ გერმანელი და მერე ამერიკელი მოაზროვნეები, მიზნად დაისხა რა დასავლური ცივილიზაციის სრულმაშტაბიანი კრიტიკა და ტრანსფორმაცია.

ბოლო წლებში გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა ფრანგი ფილოსოფოსის, პოსტმოდერნიზმის ლიდერის ჟაკ დერიდას შრომები. დერიდა თავის იდეებს აღწერდა როგორც მარქსიზმის რადიკალიზებულ ფორმას. მარქსი ცდილობდა ისტორია და საზოგადოება ეკონომიკამდე დაეყვანა, კულტურას კი მდიდრების მიერ ღარიბთა ჩაგვრად თვლიდა. როცა სსრკ, ჩინეთში, ვიეტნამსა და კამბოჯაში, და მრავალ სხვა ქვეყანაში ეს იდეოლოგია პრაქტიკაში დატესტეს ეკონომიკური რესურსებიც უხეშად გადაანაწილეს. კერძო საკუთრება გააუქმეს და სოფლის მცხოვრებლებს აიძულეს კოლექტივში გაერთიანება. შედეგად მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ასობით მილიონი კი ჩაგვრის უღელქვეშ აღმოჩნდა რაც დღე ჩრდილოეთ კორეაში გრძელდება. მიღებული ეკონომიკური სისტემები კორუმპირებული და არამდგრადი იყო. სამყარო ძალიან სახიფათო და ხანრგძლივ ცივ ომში ჩაება. ასეთი საზოგადოებების მოქალქეები ყალბი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ღალატობდნენ ოჯახებს და ასმენდნენ მეზობლებს და უდრტვინველად და უსაყვედუროთ იტანდნენ სიღატაკეს.

მარქსისტული იდეები დღემდე ძალიან ხიბლავთ უტოპისტ ინტელექტუალებს. საშინელი წითელი კჰმერების ერთ-ერთი პირველი არქიტექტორი კჰიეუ სამპჰანი სორბონის დოქტორის ხარისხის მფლობელი იყო ვიდრე 1970 წელს კამბოჯის ნომინალური ლიდერი გახდებოდა. თავის 1959 წელს დაწერილ სადოქტორო დისერტაციაში ამტკიცებდა, რომ სამუშაო, რომელსაც კამბოჯის ქალაქებში არაგლეხი მოსახლეობა ასრულებდა არაპროდუქტიული იყო, რომ ბანკირები, ბიზნესმენები და ბიუროკრატები არაფერს აძლევდნენ კაცობრიობას. ამის მაგივრად კი პარაზიტირებენ იმ ნამდვილად ძვრიფას პროდუქტზე რომელიც სოფლის მეურნეობაში და მცირე საწარმოებში იწარმოებოდა. სამპჰანის იდეებს იმედისმომცემად მიიჩნევდნენ ფრანგი ინტელექტუალები, რომლებმაც მიანიჭეს კიდევაც დოქტორის ხარისხი. კამბოჯაში დაბრუნებულმა კი მიიღო შესაძლებლობა საკუთარი იდეები პრაქტიკაში განეხორციელებინა. წითელმა კჰმერებმა დაიწყეს კამბოჯის ქალაქების ევაკუაცია, ყველა მოქალაქე გადაიყვანეს სოფლად, დახურეს ბანკები, აკრძალეს ვალუტის გამოყენება და დაანგრიეს ბაზრები. კამბოჯის მოსახლეობის მეოთხედი სიკვდილამდე მუშაობდა მკვლელ მინდვრებზე.

არ დაგვავიწყდეს - იდეებს მოსდევენ შედეგები

როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ შეიქმან, ხალხი იმედოვნებდა, რომ მათი ლიდერების უტოპიური კოლექტივისტური ოცნებები ცხოვრებაშიც განხორცილდებოდა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ძირმომპალმა სოციალურმა წყობად ომის საშინელებები და მასობრივი მკვლელობები მოიტანა. ღარიბებსა და მდიდრებს შორის უკიდურესად დიდი სხვაობა იყო, ხალხი მონურად შრომობდა და ორველის სამყაროზე გაცილებით სასტიკ პირობებში ცხოვრობდა. თუმცაღა დასავლეთშიც მოაღწია ლენინის მიერ რევოლუციის შემდეგ მოწყობილი საშინელებების ცნობებმა, მაგრამ მისი ქმედებების შორიდან შეფასება მაინც რთული იყო. რუსეთი პოსტმოდერნისტულ ქაოსში იმყოფებოდა და სიახლეები ინტენსიურ ინდუსტრიულ განვითარებაზე და საკუთრების გუშინდელ ყმა-გლეხებზე გადანაწილაბზე იმედის საფუძველს იძლეოდა. ყველაფრის უფრო მეტად გასართულებლად 1936 წლის ესპანეთის სამოქალაქო ომში სსრკმ მხარი დემოკრატ რესპუბლიკელებს დაუჭირა. ისინი ფაშისტი ნაციონალისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ, რომლებმაც ქვეყანაში ჯერ კიდევ სუსტი დემოკრატია დაამხეს და ნაცისტებისა და იტალიელი ფაშიტების მხარდაჭერა მოიპოვეს. ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ინტელიგენცია სერიოზულად განიცდიდა საკუთარი ქვეყნების ნეიტრალურ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. ათასობით უცხოელი გაემგზავრა ესპანეთში რესპუბლიკელების დასახმარებლად ინტერნაციონალური დაჯგუფებებში საბრძოლველად. ერთი ასეთი უცხოელი ჯორჯ ორველიც იყო. ერნესტ ჰემინგუეიც ჟურნალისტად მუშაობდა იქ და რესპუბლიკელებს უჭერდა მხარს. პოლიტიკურად შეშფოთებული ამერიკელები, კანადელები და ბრიტანელები თვლიდნენ, რომ მორალურად ვალდებულები იყვნენ სიტყვით გამოსვლა შეეწყვიტათ და ბრძოლაზე გადასულიყვნენ. ამ ყველაფერმა სსრკ-ში მიმდინარე მოვლენებიდან ყურადღება გადაიტანა.

1930-იან წლებში, დიდი დეპრესიის დროს, სტალინურმა საბჭოებმა, ორი მილიონი ყველაზე მდიდარი გლეხი ე.წ კულაკები ციმბირში გადაასახლეს. ეს ის ხალხი იყო რომლებსაც ჰყავდათ რამდენიმე ძროხა, მუშის დაქირავება შეეძლოთ და მეზობელზე რამდენიმე აკრით მეტი მიწა ჰქონდათ. კომუნისტური თვალთახედვით ამ გლეხებმა სიმდიდრე გარშემომყოფთა ძარცვით მოაგროვეს და ასეთი ხვედრიც დაიმსახურეს. სიმდიდრე ჩაგვრის სიმბოლო იყო, ხოლო კერძო საკუთრება ქურდობის. სამართლიანობის დრო დამდაგარიყო. 30 000 კულაკზე მეტი ადგილზევე დახვრიტეს. ამაზე მეტი მათივე გაბოროტებული, შურიანი და უგერგილო მეზობლების ხელით დაიღუპა, რომლემბაც კომუნიზმის მაღალი იდეალები საკუთარი ბოროტი სურვილების შესანიღბად გამოიყენეს.

კულაკები იყვნენ - „ხალხის მტრები“, ნარჩენები, მაიმუნები, პარაზიტები, ჭუჭყი და სიბინძურე. „ჩვენ კულაკებისგან საპონს გავაკეთებთ“- ამტკიცებდა ერთი მოქალაქე, პარტიის მიერ მობილიზებული და სოფლად მივლენილი სამუშაოდ. კულაკები შიშვლები გაჰყვდათ ქუჩაში, სცემდნენ და აიძულებდნენ საკუთარი საფლავები გაეთხარათ. ქალებს აუპატიურებდნენ. მათ საკუთრებას „ესპროპრიბას“ უკეთებდნენ. პრაქტიკულად ის ნიშნავდა, რომ მათ სახლებს აგურ- აგურ შლიდნენ და ყველაფერს ძარცვავდნენ. ბევრ სოფელში, არაკულაკი მოსახლეობა წინააღდეგობას უწევდა, განსაკუთრებით ქალები, ისინი საკუთარი სხეულით ეფარებოდნენ ოჯახებს. მაგრამ ყოველგვარი წინააღმდეგობა ამაო იყო. სიკვდილს გადარჩენილ კულაკებს ციმბირში გზავნიდნენ ხშირად ღამით. მატარებლები თებერვალში მიემგზავრებოდნენ, სასტიკ რუსულ ზამთარში. ტაიგაში ჩასვლისას მათ ყველაზე დაბალი დონის საცხოვრებლები ელოდათ. ბევრი იღუპებოდა, განსაკუთრებით ბავშვები - ტიფით, წითელათი და ციებ-ცხელებით.

„კულაკი-პარაზიტები“ კი ამ დროს ყველაზე დახელოვნებული და შრომისმოყვარე გლეხები იყვნენ. ნებისმიერ სფეროში წარმოებული პროდუქციის დიდ წილზე მცირე რაოდენობის ხალხის პასუხისმგებელი, სოფლის მეურნეობაშიც ასეა. სოფლის მეურნეობა განადგურდა. იმ ცოტასაც კი რაც გადარჩა ძალით ართმევდნენ და ქალაქში გზავნიდნენ. სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც მოსავლის აღების შემდეგ გადიოდნენ მინდვრებში რათა შვილებისთვის ცოტაოდენი ხორბალი მაინც მიეტანათ - ადგილზევე იხვრიტებოდნენ. 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში, სსრკ-ს ბეღელში, 6 მილიონი ადამიანი შიმშილით მოკვდა. „საკუთარი შვილების ჭამა ბარბაროსობაა“- აცხადებდნენ საბჭოთა პლაკატები, თუმცა ამაზე უკვე არამხოლოდ ჭორები ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა ბევრ დასავლელ ინტელექტუალს სსრკ-ს მიმართ მაინც პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა. რადგან იყო უფრო დიდი საფრთხეც, მეორე მსოფლიო ომმა სსრკ და დასავლეთის ქვეყნები ჰიტლერის, მუსოლინისა და ჰიროჰიტოს წინააღმდეგ გააერთიანა. მაგრამ ზოგიერთის დაკვირვებული თვალი მაინც გახელილი დარჩა. მალკოლმ მაგერიჯმა მანჩესტერ გარდიანში გამოაქვეყნა სტატიების სერია სადაც აღწერილი იყო საბჭოთა გლეხობის განადგურება 1933 წელს. ჯორჯ ორველიც მიხვდა რა ხდებოდა სტალინის დროს და გადაწყვიტა ეს ფართო მასებისთვის მოეთხრო. 1945 წელს მან გამოაქვეყნა „ცხოველების ფერმა“ - სატირული იგავი საბჭოთა კავშირზე. მაგრამ ბევრი ჯერ ისევ თვალდახუჭულად ყოფნას ამჯობინებდა. არსად ეს ისე მკაფიოდ გამოხატული არ იყო ვიდრე საფრანგეთის ინტელექტუალურ წრეებში. მეოცე საუკუნის ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-პოლ სარტრი ცნობილი კომუნისტი იყო, თუმცაღა პარტბილეთის გარეშე - იქამდე მაინც ვიდრე საბჭოთა კავშირის 1956 წელს უნგრეთში შეჭრა არ გააპროტესტა. მიუხედავად ამისა ის მაინც მარქსიზმის დამცველად რჩებოდა და საბჭოთა კავშირთანაც არ გაუწყვეტია კავშირი 1968 წლამდე, ვიდრე ამ უკანასკნელმა სისხლში არ ჩაახშო ჩეხოსლოვაკიის აჯანყება პრაღის გაზაფხულის დროს. მალევე გამოქვეყნდა ალექსანდრ სონლჟენიცინის არქიპელაგი გულაგი,რომელიც დაწვრილებით განვიხილეთ წინამდებარე თავებში. როგორც უკვე აღვნიშნედ და კიდევ ერთხელ ღირს აღიშვნად, ამ აწარმოებმა სრულიად მოსპო ნდობა კომუნიზმის მიმართ, ჯერ დასავლეთში და მერე თავად სსრკ-შიც. წიგნი ცირკულირებდა „სამიზდატის“ იატაკქვეშა ფორმატში. რუსებს მხოლოდ 24 საათი ჰქონდათ ამ იშვიათი ეგზემპლარის წასაკითხად ვიდრე მას შემდეგ მკითხველს გადასცემდნენ. საბჭოთა კავშირში მის რუსულ ენაზე კითხვას „რადიო თავისუფლება“ ტრანსლირებდა.

სოლჟენიცინი ამტკიცებდა, რომ საბჭოთა სისტემა ტირანიისა და მონური შრომის გარეშე ვერ გადარჩებოდა და რომ მისი ყველაზე უარესი უკიდურესობის ჩანასახები ჯერ კიდევ ლენინის მმართველობისას გაჩნდა, (რომლის აპოლოგეტებიც ჯერ კიდევ იყვნენ დასავლელი ინტელიგენტები), და რომ მას გაუთავებელი სიცრუე ასაზრდოებდა, როგორც პირადი ისე საზოგადო. ამ სიბინძურეში არ შეიძლებოდა მხოლოდ პიროვნების კულტი დაგედანაშაულებინა. სოლჟენიცინმა დოკუმენტურად აღწერა პოლიტ-პატიმრების მიმართ ფართოდ გავრცელებული სასტიკი მოპყრობა, კორუმპირებული სასამართლო სისტემა და დეტალებში აწერა, რომ ეს არ იყო დარღვევა არამედ კომუნისტური ფილოსოფიის პირაპირი გამოხატულება რაც ამ ყველაფერს საფუძვლად ედო. „არქიპელაგი გულაგის“ გამოსვლის შემდეგ აღარავის შეეძლო კომუნიზმის დაცვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დსავლელი, განსაკუთრებით ფრანგი ინტელექტუალების მარქსისტული იდეით აღფრთოვანება სადმე გაქრა. ის უბრალოდ ტრანსფორმირდა. ზოგიერთი ღიად აცხადებდა უარს სწავლაზე. სარტრმა გააკრიტიკა სოლჟენიცინი როგორც „საშიში ელემენტი“. დერიდამ, რომელიც უფრო დახვეწილად მოქმედებდა თავისი ძალაუფლების იდეა ფულის იდეით შეცვალა და თავისი მხიარული გზა გააგრძელა. ასეთი ლინგვისტური ფოკუსი აჩვენა ყველას ოდნავ დარცხვენილმა მარქსიზმმა, რომელიც ჯერ კიდევ იკავებდა დასავლურ ინტელექტუალურ სათავეებს. საზოგადოება არ წამოადგენს მდიდრების მიერ ჩაგრულ ღარიბებს. ესაა ყველას ჩაგვრა ძალაუფლების მქონეთა მიერ. დერიდას თანახმად იერარქიული სტრუქტურები ჩნდება რათა ჩაერთონ ამ სტრუქტურების ბენეფიციარები და გამოირიცხოს ყველა დანარჩენი და ამვარად ჩაგვრის ქვეშ მოექცეს. მაგრამ ეს მტკიცებულებაც კი არ იყო საკმარისად რადიკალური. დერიდა ამტკიცებდა, რომ დაყოფა და ჩაგვრა პირდაპირ ენაშია ჩაშენებული, იმ კატეგორიებში, რომლებიც საშუალებასა გვაძლევენ პრაგმატულად გავამარტივოთ სამყარო და მივაღწიოთ მასთან შეთანხმებას. „ქალები“ მხოლოდ იმიტომ არსებობენ, რომ მამაკაცები მოგებულები დარჩნენ მათი გამორიცხვით. ქალები და მამაკაცები მხოლოდ იმიტომ არსებობენ , რომ ამ ჰეტეროგენური ჯგუფების წევრებმა მოგება მიიღონ, იმ უმცირესობის გამოკლებით რომელთა ბიოლოგიური სექსუალობა ამორფულია. მეცნიერებას სარგებელი მხოლოდ მეცნიერებისთვის მოაქვს. პოლიტიკას სარგებელი მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის მოაქვს.

დერიდას თანახმად იერარქია სწორედ ქვემდგომთა წარმატებული ჩაგვრის შედეგად არსებობს. სწორედ ეს უსამართლო დაპყრობები ეხმარება აყვავებაში.

დერიდას ცნობილი გამონათქვამი (რომელიც შემდგომაში უარყო), “Il n’y a pas de horstexte” - რომელსაც ხშირად თარგმნიან როგორც „არ არსებობს არაფერი ტექსტის მიღმა“. დერიდას მიმდევრები აცხადებენ, რომ ეს არასწორი თარგმანია და რომ სინამდვილეში ითარგმნება, როგორც „არ არსებობს გარეშე ტექსტი“. თუმცაღა მაინც რთულია ამ ყველაფრის სხვაგვარად წაკითხვა თუ არა - „ყველაფერი ინტერპრეტაციაა“, და დერიდას შრომებიც დიდწილად სწორედ ასე მოიაზრებოდა. თითქმის შეუძლებელია ამ ფილოსოფიის ნიჰილისტური და დესტრუქციული ბუნების გადაფასება. ის ეჭვქვეშ აყენებს თავად კატეგორიზაციის ფაქტს. ის უარყოფს იდეა, რომლის თანახმადაც საგნებს შორის განსხვავება გაივლება რაიმე სხვა მიზეზით გარდა უხეში ძალისა. ბიოლოგიური სხვაობა ქალებსა და მამაკაცებს შორის? აურაცხელი რაოდენობის მულტიდისციპლინური სამეცნიერო ლიტერატურის არსებობის მიუხედავად, რომელიც ამტკიცებს, რომ სქესობრივ განსხვავებაზე დიდ გავლენას ახდენს ბიოლოგიური ფაქტორები, დერიდასა და მისი პოსტმარქსისტული მიმდევრებისთვის მეცნიერება მხოლოდ ძალის კიდევ ერთი თამაშია და მთელი მისი მტკიცებულებები მოყვანილია მხოლოდ იმათი სარგებლისთვის ვინც სამყაროს მმართველობის სათავეშია. ფაქტები არაა. იერარქიული პოზიცია და რეპუტაცია როგორც უნარისა და კომპეტენციის შედეგი? უნარებისა და კომპეტენციის ყველა პრინციპი მოცემულია მათ მიერ ვინც ამით სარგებელს ნახულობს, რათა გამორიცხოს სხვები და მიიღოს პირადი მოგება.

დერიდას მტკიცებულებებში მათივე ეშმაკური ბუნების გათვალისწინებით არის გარკვეული სიმართლე. ძალა - ეს გარკვეული ფუნდამენტური მოტივაციური ძალისხმევა, (სწორედ გარკვეული და არა განსაზღვრული). ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან რათა უფრო აიმაღლონ რანგი, მათ აინტერესებთ ადგილი იერარქიაში. მაგრამ (აქ უნდა გამოვარჩიოთ მეტაფორული ბიჭები მამაკაცებისაგან ამ სიტყვების ფილოსოფიურ კონტექსტში) ის ფაქტი, რომ ძალა გარკვეულ როლს ასრულებს ადამიანის მოტივაციაში არ ნიშნავს, რომ მას ერთადერთი და მთავარი როლი აქვს. სწორედ ასე ჩვენ ვერასოდეს გვეცოდინება ყველაფერი, ეს კი ყველა ჩვენს დაკვირვებსა და გამონათქვამს იმაზე დამოკიდებულს ხდის თუ რას ვიღებთ მხედველობაში და რას არა. ეს არ ამართლებს გამოთქმას, რომ ყველაფერი ინტერპრეტაციაა, ანდა რომ კატეგორიზაცია მხოლოდ გამონაკლისია.

მოერიდეთ კატეგორიულ ინტერპრეტაციებს და ადამიანებს რომლებიც მათ ქმნიან. თუმცაღა ფაქტები ვერ ილაპარაკებენ საკუთარი თავის დასცავად, ისე როგორც მოგზაურის წინ გადაშლილი მიწები ვერ მოუყვებიან მას როგორ გადაიაროს ისინი და თუმცა არსებობს უამრავი საშუალება აღვიქვათ თუნდაც ობიექტების მცირე რაოდენობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინტერპრეტაცია აუცილებლად ზუსტია. ზოგიერთი ინტერპრეტაცია თქვენც გაზარელებთ და სხვებსაც. ზოგი საზოგადოებასთან დაპირისპირებისკენ გიბიძგებენ. ზოგი დროის გამოცდას ვერ უძლებს. არის ისეთების,რომლებიც გზას გიღობავენ იქით საითაც მიდიხართ. ბევრი ასეთი შეზღუდვა ჩაშენებულია ჩვენში როგორც ევოლუციის პროცესის შედეგი, რაც მილიარდობით წელი გრძელდება. ზოგიერთი მათგანი ჩვენი სოციალიზაციისას გაჩნდა, როცა ჩვენ სხვებთან მშვიდობიანად თანამშრომლობა და თანაცხოვრება დავიწყეთ. კიდევ უფრო მეტი ინტერპრეტაცია ჩნდება იმის მიხედვით, თუ განათლების მეშვეობით როგორ ვამბობთ უარს კონტრპროდუქტიულ სტრატეგიებზე. რა თქმა უნდა ინტერპრეტაციის რაოდენობა უსასრულოა, ეს დაახლოებით იმას უდრის, რომ პრობლემების უსასრულო რაოდენობა განვიხილოთ. მაგრამ ამ პრობლემების სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტის რიცხვი სერიოზულადაა შეზღუდული. ეს რომ არა ძალიან მარტივად ვიცხოვრებდით მაგრამ ასე არაა.

ახლა გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ჩემთვისაც დამახასიათებელი ზოგიერთი მემარცეხენედ მიჩნეული შეხედულება. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ არსებობს ტენდენცია ძვირფასი საქონლის არათანაბრად გადანაწილების და ეს საზოგადოების სტაბილურობას გამუდმებულ საფრთხეს უქმნის. ამისთვის კარგი მტკიცებულება არსებობს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა თვალსაჩინოა. ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა გადავანაწილოთ სიმდიდრე, ისე რომ მთელი რიგი პრობლემების პროვოცირება არ გამოვიწიოთ. სხვა და სხვა დასავლურმა საზოგადოებებმა სხვა და სხვა მიდგომები სცადეს. მაგალითად შვედეთმა თანასწორობა უკიდურესობამდე მიიყავან. ამერიკა კი საწინააღმდეგო მიდგომის მომხრეა, ვარაუდობს რა, რომ კაპიტალიზმის ქსელური აგებულება ქმნის მზარდ ნაკადს რომელსაც ყველა ნავის ზედაპირზე გაჩერება შეუძლია. ჯერ კიდევ არაა ნათელი ამ ექსპერიმენტების ყველა შედეგი, თუმცაღა ქვეყნები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. განსხვავდებიან - ისტორიით, გეოგრაფიული მდებარეობით და თავისებურებით, მოსახლეობის რიცხოვნობით და ეთნიკური სიჭრელით, რაც მათ პირადპი შედარებას ძალიან ართულებს. მაგრამ ეს კი სრულიად ცხადია, რომ იძულებითი გადანაწილება უტოპიური თანასწორობის სახელით - ავადმყოფობისგან განკურნების სამარცხვინო წამალია.

გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ (და შეგიძლიათ ეს მემარცხენე შეხედულებაშიც ჩამითვალოთ) უნივერსიტეტების ადმინისტრაციებისა და კერძო კორპორაციების გადაკეთება შეცდომაა. მიმაჩნია, რომ მენეჯმენტი როგორც მეცნიერება ფსევდოდისციპლინაა. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო ზოგჯერ შეიძლება კარგი ძალა იყოს, ზოგიერთი აუცილებელი წესის აღსრულებისას აუცილებელი არბიტრი. მიუხედავად ამისა მე მაინც არ მესმის რატომ ანდობს ჩვენი საზოგადოება საზოგადოებრივ დაფინანასებას ისეთ ინსტიტუციებსა და მოღვაწეებს ვისი განათლებას, მიმართულებაც, გაცნობიერებული და მკაფიო მიზანიც ამ საზოგადოების დასაყრდენი კულტურის განადგურებაა ასეთ ხალხს სიტყვის და მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ კანონის ფარგლებში. მაგრამ საზოგადოებრივი დაფინანსებისთვის გონივრული საფუძვლები არ გააჩნია. თუ რადიკალი მემარჯვენეები საზოგადოებრივი დაფინანსების ბერკეტებს ჩაიგდებენ ხელში, საუნივერსიტეტო კურსებით შენიღბული,როგორც ამას სრულიად აშკარად აკეთებენ რადიკალი მემარცხენეები მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში გამაყრუებელი პროტესტების ტალღა მოჰყვება.

არსებობენ რადიკალური დისციპლინებით შენიღბული კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები, მათი ყალბი თეორიებისა და მეთოდების და იმის მტკიცების მიუხედავად, რომ კოლექტიური პოლიტიკური აქტივიზმი მორალური აუცილებლობაა. არ არსებობს მათი ძირითადი დებულებების მყარი მტკიცებულება, რომ დასავლური საზოგადოება პათოლოგიურად პატრიარქალურია და რომ ისტორიის გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ბუნება კი არა მამაკაცები იყვნენ ქალთა ჩაგვრის მთავარი წყარო, რომ მამაკაცები სწორედ მჩაგვრელები იყვნენ და არა მათი პარტნიორები და დამცველები, რომ ყველა იერარქია ეფუძნება ძალას და მიდრეკილია ზედმეტის გამორიცხვისკენ. იერარქიები მრავალი მიზეზის გამო არსებობენ. ზოგი მათგანი სადაოა, ზოგი კი არა, მაგრამ ყოველი მათგანი უძველესია, ევოლუციის თვალთახედვიდან. ჩაგრავენ კია მამრობითი სქესის კიბოსნაირები მდედრობით სქესის კიბოსნაირებს? საჭიროა კი მათი იერარქიის თავდაყირა დაყენება? იმ საზოგადოებებში, რომლებიც კარგად ფუნქციონირებენ, არა ჰიპოთეტურ უტოპიებთან შედარებით, არამედ სხვა არსებულ ისტორიულ კულტურებთან და აღმოჩნდება, რომ ძალა კი არა კომპეტენტურობაა სტატუსის პირველადი განმსაზღვრელი. კომპეტენტურონა, შესაძლებლობები, უნარები. არა ძალა. ეს აშკარა და თვალსაჩინოა მაგალითებითაც და ფაქტებითაც. არც ერთი თავის ტვინის სიმსივნით დაავადებული ადამიანი არ იქნება განწყობილი ისეთი თანასწორობისკენ, რომელიც მას უკეთესი, უფრო განათლებული და კომპეტენტური ქირურგის არჩევის თავისუფლებას მოუსპობს. დასავლურ ქვეყნებში ხანრგძლივი წარმატების ყველაზე საიმედო ნიშნად ითვლებს ისეთი პიროვნული თვისებები როგორიცაა - ჭკუა და კეთილსინდისიერება. რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისები. ბიზნესმენები და მხატვრები უფრო გახსნილები არიან ახალი გამოცდილების მიმართ, ეს კი სულ სხვა პიროვნული მახასიათებელია. თუმცა ეს გახსნილობა დაკავშირებული კრეატიულობასა და ვერბალურ ინტელექტთან, ასე რომ ეს გამონაკლისი მისაღები და გასაგებია. თუ მათემატიკისა და ეკონომიკის ენებს მივმართავთ ასეთი თვისებების ძალა ძალიან მაღალია. კოგნიტურ/პიროვნული ტესტების მთელ ბატარეას შეუძლია საშუალოზე მაღალი მაჩვენებლის მქონე (50:50-დან 85-15-მდე) თანამშროლმლის შრომითი მოწყობა. ესაა ფაქტები და ასეთი ფაქტები უამრავჯელ დასტურდება ბევრ სოციალურ მეცნიერებაში (ეს კი უფრო მეტზე მეტყველებს, სოციალური მეცნიერებები ხომ გაცილებით უფრო ეფექტური დისციპლინებია ვიდრე ამას ცინიკურად განწყობილი კრიტიკოსები მიიჩნევენ). ამგავარად საზოგადოება მხარს უჭერს არა მხოლოდ ცალმხრივ რადიკალიზმს, არამედ იდეოლოგიუ დამუშავებასაც. ჩვენ არ ვასწავლით ჩვენს შვილებს, რომ დედამიწა ბრტყელია. სწორედ ასე ნუ ვასწავლით მათ იდეოლოგიურად განპირობებულ თეორიებს ქალისა და მამაკაცის და იერარქიის ბუნების შესახებ.

ზედმეტი არ იქნება იმის აღნიშვნა (თუ დეკონსტრუქციონლისტები ამის ნებას მოგვცემენ), რომ მეცნიერება შეიძლება მიკერძოებულიც იყოს და ძალის ინტერესებში იმუშაოს. არც იმის ხაზგასმა იქნება ზედმეტი, რომ მტკიცებულებები ზუსტად ისინია, რომლებსაც ძალაუფლების მქონე ხალხი მათ შორის მეცნიერებიც თვლიან რომ უნდა იყვნენ. ბოლოს და ბოლოს მეცნიერებიც ადამიანები არიან და მათ უყვართ ძალა, ისე როგორც ლობსტერებს უყვართ ის, სწორედ ასე უყვართ დეკონსტრუქციონალისტებსაც, რომ მათ სცნობდნენ მათივე იდეების მიხედვით და ყველანაირად ცდილობენ აკადემიური იერარქიის სათავეში მოექცნენ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მეცნიერება და თუნდაც დეკონსტრუქციონალიზმი ეს მხოლოდ ძალის შესახებაა. რატომ უნდა გვჯეროდეს ამის? რატომ უნდა ვამტკიცოთ ეს? შესაძლოა, აი რაშია საქმე: თუ მხოლოდ ძალა არსებობს, მისი გამოყენება სრულიად გამართლებულია. არ არსებობს ასეთ შემთხვევაში გამოყენების შეზღუდვები არც მტკიცებულებით, არც მეთოდით, არც ლოგიკით და არც აუცილებელი შეთანხმებით. „ტექსტის მიღმა“ არ არსებობს არანაირი შეზღუდვა. ეს მოსაზრებასა და ძალას ხელშეუხებელს ტოვებს, ხოლო ძალის ამ მოსაზრების ინტერესებში გამოყენება კი სრულიად ნათელია. უაზრო და გაუგებარი პოსტმოდერნიტული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ყველა გენდერული სხვაობა სოციალურად კონსტრუირებულია, სრულიად გასაგები ხდება როცა მის მორალურ იმპერატივს ჩასწვდებით, როცა მის მიერ ძალის გამართლება ერთხელ და სამუდამოდ გასაგები ხდება - საზოგადოება უნდა შეიცვალოს ანდა გადაცდომები უნდა აღმოიფხვრას, სანამ ყველა შედეგი სამართლიანი არ გახდება. მაგრამ სოციალური კონსტრუქციის საძირკველი ესაა მეორის სურვილი და არა პირველის სამართლიანობისადმი რწმენა. რადგან ყველა საწყისი უთანასწორობა უნდა აღმოიფხვრას (უთანასწორობა ბოროტების გულია) ყველა გენდერული სხვაობა უნდა განვიხილოთ როგორც სოციალური კონსტრუქცია. სხვა შემთხვევაში თანასწორობის მოძრაობა ძალიან რადიკალური გახდება, დოტრინა კი ღიად პროპაგანდისტული. ამგვარად იცვლება ლოგიკური ბმა, იდეოლოგიის კამუფლაჟისთვის. ის ფაქტი, რომ მსგავს განცხადებებს პირდაპირ მივყავართ იდეოლოგიის შინაგან შეუსაბამობებამდე მხედველობაში არ მიიღება. გენდერი კონსტრუირებული, მაგრამ ადამიანი რომელიც სქესის შეცვლის ოპერაციას იკეთებს ულაპარაკოდ აღიარებულის ქალის სხეულში, როგორც ხაფანგში გაბმულ მამაკაცად (ან ქალად მამაკაცის სხეულში). ფაქტია, რომ ორივე ეს მოსაზრება ლოგიკურად ერთდროულად ჭეშმარიტი ვერ იქნება, თუმცა ამის უბრალოდ იგნორირება ხდება (ანდა ხდება მისი უფრო საშინელი პოსტმოდერნისტული მოსაზრებით ირაციონალიზება - რომ თავად ლოგიკაც სხვა მეცნიერულ ტექნიკებთან ერთად უბრალოდ პატრიარქალური მჩაგვრელი სისტემის ნაწილია).

ისიც უნდა გავითავლისწინოთ, რომ ყველა შედეგი ფარდობითი არაა. საჭიროა ჯერ გავზომოთ ისინი. შევადაროთ იმ ადამიანების ხელფასი რომლებიც ერთი და იმავე თანამდებობაზე მუშაობენ, (თუმცა აქაც საქმეს ართულებს დასაქმების თარიღი და სხვაობა სხვა და სხვა დროს მსგავს სპეციალისტებზე მოთხოვნაზე). მაგრამ შედარებისთვის არსებობს თანაბრად აქტუალური სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი, რანგის ზრდა და სოციალური გავლენა. არგუმენტის შემოტანას - „თანაბარი ხელფასი - თანაბრად შესრულებულ სამუშაოში“ მაშინვე ართულებს თუნდაც ხელფასების შედარება - ვინ წყვეტს როგორი სამუშაო ითვლება თანაბრად? ამის გადაწყვეტა არავის შეუძლია. ამიტომაც არსებობს ბაზარი.

ჯგუფური შედარების კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა - ქალებიც იმდენს უნდა მუშაობდნენ რამდენსაც მამაკაცები. კარგი. შავკანინმა ქალებმაც იმდენი უნდა იმუშაონ რამდენიც თეთრკანიანებმა. კარგი. უნდა ხდებოდეს თუ არა ხელფასის ოდენობის რეგულირება რასობრივი პარამეტრების გათვალისწინებით? რა დონეზე? და რომელი რასობრივი კატეგორიების „რეალური“? აი მარტივი ბიუროკრატული მაგალითი. ამერიკის ნაციონალური ჯანმრთელობის ინსტიტუტი ასხვავებს - ამერიკელ ინდიელებს, ალასკის ძირძველ მოსახლეობას, აზიელებს, შავკანიანებს, ლათინოამერიკელებს, ჰავაის და წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრ მსახლეობას და თეთრკანიანებს. მაგრამ არსებობს ამერიკელი ინდიელების 500 მეტი ტომი. მაშ რომელი ლოგიკის თანახმად უნდა გახდეს ეტალონი „ამერიკელი ინდიელი“? ოსეიჯის ტომის წევრების წლიური საშუალო შემოსავალი 30 000 დოლარია, ტოჰონო-ოოდ-ჰამის - 11 000. ერთნაირად არიან ჩაგრულები? რა ხდება შრომისუუნაროებთან? ინვალიდობის მქონე ადამიანებიც იმდენივეს უნდა გამომუშავებდნენ რადენსაც ჯანმრთელები. კარგი. ზედაპირულად თუ შევხედავთ ეს კეთილშობილი და სამართლიანი მოთხოვნაა. მაგრამ ვინ ითვლება შრომის უუნაროდ? ის ვინც მშობლებთან ცხოვრობს ან ალცჰაიმერის დაავადება აქვს? თუ არა, მაშინ რატომ არა? რა ხდება იმ ადამიანებთან მიმართებაში რომლებსაც დაბალი IQ აქვთ? ვინც ნაკლებად მიმზიდველია? ჭარბწონიანია? ზოგიერთი ადამიანი აშკარად გადატვირთულია პრობლემებით, რომლებსაც უკვე ვეღარ აკონტროლებს. სინამდვილეში კი იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელიც ერთ სერიოზულ კატასტროფაზე მაინც არ დარდობს თავისი ცხოვრების ყოველ მომენტში, განსაკუთრებით მაშინ თუ ამ შედარებაში მის ოჯახსაც ჩავრთავთ. და რატომაც არ უნდა ჩავრთოთ? აი იცის - ფუნდამენტური პრობლემა - შეიძლება ჯგუფური იდენტობის დაშლა ინდვიდის დონემდე. ეს წინადადება დიდი ასოებით უნდა ეწეროს. ყოველი პიროვნება უნიკალურია და ეს მხოლოდ ტრივიალური სიტყვები არაა, ყოველი პიროვნება მნიშვნელოვანია და ფასეულია თავისი დანიშნულების მიხედვით. ხოლო რომელიმე ჯგუფის წევრობა უკვე ვეღარ სწვდება ამ ცვალებადობას. არც ერთ ამ სირთულეს არასოდეს განიხილავს პოსტმოდერნული და მარქსისტული აზროვნება. ამის მაგივრად მათი იდეოლოგიური მიდგომა აფიქსირებს იდეოლოგიის წერტილს, როგორც პოლარულ ვარსკვლავს და აიძულებს ყველაფერს მის გარშემო იტრიალოს. მტკიცებულება, რომ ყველა გენდერული სხვაობა სოციალიზაციის შედეგია შეუძლებელია დაადასტურო ან უარყო, რადგან კულტურა შესაძლოა პიროვნებათა ჯგუფებისკენ მიმართული იყოს ისეთი ძალით რომლითაც ნებისმიერ შედეგზე გასვლა შეიძლება, თუ თქვენ მზად ხართ შესაბამისი ფასი გადაიხადოთ. მაგალითად გაშვილებულ იდენტურ ტყუპებზე დაკვირვების წყალობით ჩვენ უკვე ვიცით, რომ კულტურას შეუძლია ინტელექტის განვითარების პროვოცირება 15 ქულით. უხეშად რომ ვთქვათ ესაა სხვაობა საშუალო სკოლის მოსწავლის საშუალო დონესა და სახელმწიფო კოლეჯის სტუდენტს შორის. ეს კი შემოსავლის ზრდის ხარჯზე ხდება. ორი იდენტური ტყუპი დააშორეს დაბადებისთანავე, IQ კოეფიციენტში განსხვავდებიან 15 ქულით მაშინ როცა ერთს გააშვილებენ იმაზე ღარიბ ოჯახში ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის 95% და მეორეს პირიქით ოჯახში რომელიც იმაზე მდიდადრია ვიდრე - 95%. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მსგავსი კვლევები განათლების დონესთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიცით რა სხვაობაა ზუსტად საჭირო შემოსავლება და განათლების დონებში, რათა რადიკალურ ცვლილებებს მივცეთ ბიძგი.

ასეთი კვლევები იმას გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია გოგონებსა და ბიჭებს შორის თანდაყოლილი სხვაობების მინიმალიზაცია, თუ მათზე საჭირო გავლენას ვიქონიებთ. ეს არანაირად არ გულისხმობს, რომ ადამიანებს ვათავისუფლებთ გენდერისგან იმისთვის, რომ საკუთარი არჩევანის საშუალება გაუჩნდეთ. იდეოლოგიურ სურათში არჩევანის ადგილი არ არის. თუ ქალები და მამაკაცები ნებაყოფლობით იმოქმედებენ ისე, რომ შეიქმნას გენდერულად უთანასწორო შედეგები მათი არჩევანი კულტურული გადახრებით იქნება განპირობებული. ამის შედეგად თოთოეული მათგანი ტვინის გამორეცხვის მსხვერპლი იქნება, ყველგან სადაც არსებობს გენდერული განსხვავებები და მკაცრი თეორეტიკოსი ვალდებულია ისინი გამოასწოროს. ეს იმას ნიშნავს, რომ თანასწორობაზე მომართული სკანდინავიელი მამაკაცები, რომელიც მაინც და მაინც არ არიან ბავშვების მოვლით გატაცებულნი კიდევ უფრო მეტ გადამზადებას მოითხოვენ. იგივე ეხება სკანდინავიელ ქალებსაც რომლებსაც არც ისე ძალიან აინტერესებთ საინჟინრო საქმიანობა. როგორ შეიძლება მათი გადამზადება? სად გაივლის მისი საზღვრები? მსგავსი ძიებები ხშირად ყოველგვარ ზღვარს სცდება. მაოს მკვლელ კულტურურლ რევოლუციას რაღაც მაინც უნდა ესწავლებინა ჩვენთვის.

ბიჭებიდან გოგონებში

გარკვეული სოციალ- კონსტრუქციონისტული თეორიის თანახმად, თითქმის დოგმატური გახდა, რომ სამყარო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა ბიჭების ისეთი სოციალიზაცია რომ დავიწყოთ როგორც გოგონების. ისინი ვინც მსგავს თეორიებს გვთავაზობენ ვარაუდობენ, რომ - პირველი რიგში - აგრესია ეს დასწავლილი ქცევაა და შეიძლება ის უბრალოდ არ ვასწავლოთ, მეორე - „ბიჭების სოციალიზება უნდა მოხდეს ისე, როგორც ხდებოდა ტრადიციულად გოგონების, ხელი უნდა შევუწყოთ მათში ისეთი სოციალურ-პოზიტიური თვისებების განვითარებას, როგორიცაა - სინაზე, მზრუნველობა, თანადგომა და ესთეტიკის შეგრძნება“. ასე მოაზროვნეების აზრით აგრესია შემცირდება მაშინ, როცა ბიჭები და ყმაწვილები „გაიზიარებენ ქცევის იმავე სტანდარტებს რასაც ტრადიციულად იზიარებდნენ გოგონები“.

ეს იდეა შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად მცდარია. ისიც კი არ ვიცი საიდან დავიწყო. უპირველეს ყოვლისა არასწორია, რომ აგრესია დასწავლადია. აგრესია პირველადი თვისებაა. მაგალითად არსებობს უძველესი ბიოლოგიური სქემები, რომლებიც დამცავ და მტაცებელ აგრსიას განაპირობებენ. ისინი იმდენად ფუნდამენტურია, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილია ე.წ დეკორატიულ კატებში, ისეთ ცხოველებში რომლებსაც თითქმის დაკარგული აქვთ ტვინის ევოლუციურად განვითრებული ნაწილი. ეს არა მხოლოდ გვიბიძგებს ვარაუდისკენ, რომ აგრესია თანდაყოლილია, არამედ გვაფიქრებინებს იმასაც, რომ ეს აქტიურობა ტვინის უკიდურესად ფუნდამენტალური, საბაზისო ნაწილის პრეროგატივებია. თუ ტვინს ხის სახით წარმოდგენთ მაშინ აგრესია, შიმშილთან, წყურვილთან და სექსუალურ სურვილებთან ერთად პირდაპირ მის ღეროში მდებარეობს. ამის გათვალისწინებით შეიძლება ვაღიაროთ, რომ ორი წლის ბიჭუნების ქვეჯგუფი საკმაოდ აგრესიულია თავისი ტემპერამენტის მიხედვით. ისინი სხვა ბავშვებს სათამაშოებს ართმევენ, ხელს კრავენ, კბენენ და ჩხუბობენ. მიუხედავად ამისა მათი უმრავლესობა ეფექტურად სოციალიზდება უკვე 4 წლის ასაკში. მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ პატარა გოგონებივით მოქცევისკენ უბიძგებდნენ. ამის მაგივრად მათ ასწავლიან და რაღაცნაირად თავადაც სწავლობენ საკუთარი აგრესიული მიდრეკილებების გაცილებით უფრო რთულ ქცევით პრაქტიკაში ინტეგრირებას. აგრესია საფუძვლად უდევს გამორჩეულობის, დაუდგრომელობის, შეჯიბრისა და გამარჯვების მისწრაფებებს. სიმტკიცე - აი მისი მშვენიერი სოციალური სახე. აგრესიული პატარები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი ტემპერამენტის სრულყოფას ადრეულ ბავშვობაში, განწირულნი არიან არაპოპულარობისთვის, რადგან მათი საწყისი ანტაგონიზმი აღარ მუშაობს უფრო მოზრდილ ასაკში. თანატოლების მიერ უგულებელყოფილები ისინი მოკლებულნი არიან შემდგომი სოციალიზაციის შესაძლებლობას და დიდი ალბათობით შეიძლება განდეგილის სტატუსიც მიიღონ. ეს ის პიროვნებები არიან, რომელიც ძაიან მიდრეკილნი არიან ასოცილაური და კრიმინალური მოქმედებებისკენ როგორც მოზარდობაში ისე მოზრდილ ასაკში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აგრესიულ ქცევას არ აქვს არც სასარგებლო თვისებები და არც ფასეულობა. მინიმალური მოცულობით ესენი თავდაცვისთვის აუცილებელია.

თანაგრძნობა როგორც ნაკლი

ჩემს ბევრ კლიენტ ქალბატონს (შეიძლება ითქვას უმრავლესობასაც კი) ოჯახშიც და სამსახურშიც პრობლემები უჩნდებათ არა იმიტომ, რომ ისინი ზედმეტად აგრესიულები არიან, არამედ არასაკმარისი აგრესიულობის გამო. ჯამში ასეთი ხალხისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია ქალური თვისებები, დათანხმების თანდაყოლილი მიდრეკილება - მაგალითად ზრდილობის, თანაგრძნობის ან თუნდაც შიშის გამო. კოგნიტურ-ბიჰევიორისტული ქცევის თერაპევტები ასეთ თერაპიას აგრესიის ტრენინგებს უწოდებენ. არასაკმარისად აგრესიული ქალები (და მამაკაცებიც თუმცა იშვიათად) სხვებისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ. ისინი მიდრეკილნი არიან გარშემომყოფებს მოექცნენ როგორც საწყალ ბავშვებს. ისინი გულუბრყვილოები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ თანამშრომლობა ყველა სოციალური ურთიერთქმედების საფუძველი უნდა იყოს, და გაურბიან კონფლიქტს. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი გაურბიან პრობლემებთან დაპირისპირებას ურთიერთობაში, ისევე როგორც სამსახურში. ისინი გამუდმებით იღებენ მსხვერპლს სხვებისთვის. ეს შესაძლოა სათნოება იყოს. ასეთ ქცევას აქვს თავისი სოციალური უპირატესობა, მაგრამ უფრო ხშირად ის ცალმხრივი და კონტრპროდუქტიული ხდება. რადგან თანხმობისკენ უფრო მეტად მიდრეკილი ადამიანები სხვა ადამიანებს უფრო ემორჩილებიან და არ შეუძლიათ საკუთარი თავი სათანადოდ დაიცვან. ფიქრობენ რა, რომ სხვებიც მათსავით აზროვნებენ ისინი თავიანთ გააზრებულ ქმედების სანაცვლოდ უკურეაქციას ელიან. ხოლო თუ ეს რეაქცია არ დგება ისინიც არაფერს ამბობენ. ისინი არ ან ვერ მოითხოვენ პირდაპირ აღიარებას. მათი ბუნების ბნელი მხარე მათივე დაქვემდებარებული მდგომარეობის გამო მჟღავნდება, მათ წყენა უვითარდებათ. ძალიან სანდომიან ადამიანებს ვასწავლი ასეთი წყენის გაჩენისთანავე აღმოჩენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს საკმაოდ ტოქსიკური გრძნობაა. წყენის მხოლოდ ორი ძირითადი მიზეზი არსებობს - როცა ადამიანს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და ცრემლიანი უარი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა და გაზრდის. თუ ნაწყენი ხართ ამის მიზეზი მოძებნეთ, იქნებ ღირს ამაზე იმასთან იმსჯელოთ ვისაც ყველაზე მეტად ენდობით. ხომ არ ფიქრობთ, რომ სასტიკად მოგექცნენ და ამავე დროს არც თქვენს ხართ ბოლომდე მომწიფებული? თუ გულწრფელად დავუშვებთ ასეთ შესაძლებლობას და თქვენ ფიქრობთ, რომ ასე არაა, შესაძლოა ვიღაცა უბრალოდ გიყენებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე მორალური ვალდებულება გაკისრიათ თავი დაიცვათ. ეს შესაძლოა თქვენს უფროსთან დაპირისპირებას ნიშნავდეს, ანდა ქმართან, ცოლთან, შვილთან ან მშობელთან. შესაძლოა გარკვეული მტკიცებულებების მოგროვებაც დაგჭირდეთ, რადგან თუ ამავე ადამიანებთან ისევ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით შეგეძლოთ მაგალითი მოგეყვანათ მათი საშინელი ქცევიდან, რათა ადვილად ვერ დააღწიონ თავი თქვენს ბრალდებებს. ეს შესაძლოა დათმობაზე წასვლის გამორიცხვაც იყოს როცა ისინი თავიანთ კონტრარგუმენტებს წარმოგიდგენენ. როგორც წესი ადამიანებს 4 მეტი კონტრარგუმენტი არც აქვთ ხოლმე. თუ თქვენი შერყევა ვერ მოახერხეს ისინი ბრაზობენ, ტირიან და გარბიან. ასეთ სიტუაციებში ძალიან სასარგებლოა ცრემლისღვრაც. ამგავარად ისინი ცდილობენ თქვენი სიბრალული გამოიწვიონ როცა ბრალდებებს უყენებთ, მიგანიშნოთ, რომ თქვენ შეეხეთ მის გრძნობებს და ატკინეთ. მაგრამ ცრებლები ხშირად რისხვის ნიშანია. გაწითლებული სახე ამის კარგი მინიშნებაა. ხოლო თუ თქვენ აიტანთ იმ 4 კონტრარგუმენტსაც და მის მომდევნო ემოციურ რეაქციასაც, თქვენ ამ ადამიანის ყურადღებას და შესაძლოა პატივისცემასაც დაიმსახურებთ. მაგრამ ეს ნამდვილი კონფლიქტია უსიამოვნო და რთული. კიდევ ერთი, თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ რის მიღწევა გინდათ ამ სიტუაციაში, და მზად იყოთ ნათლად ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილი.

ძალიან კარგი იდეაა განუცხადოთ ადამიანებს რომლებსაც უპირისპირდებით, თუ რა გსურთ, რომ აკეთონ მათ და არა ის რასაც ისინი ამ მომენტისთის უკვე აკეთებენ. შესაძლოა ფიქრობდეთ: „ამათ რომ ვყვარებოდი მიხვდებოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ.“ ეს წყენის ხმაა. პირველ რიგში უმეცრება ივარაუდეთ და არა ბოროტგანზრახულობა. არავის არ აქვს პირდაპირი წვდომა თქვენს საჭიროებებთან და სურვილებთან, თავად თქვენც კი. თუ გადაწყვეტთ ზუსტად განსაზღვროთ რა გსურთ, აღმოჩნდება, რომ ეს იმაზე ძნელია ვიდრე გეგონათ. საფიქრებელია, რომ თქვენი მჩაგვრელიც არაა თქვენზე ჭკვიანი, განსაკუთრებით იმ საკითხში რომელიც პირადად თქვენ გეხებათ. თქვენი მოთხოვნილება ისეთი პატარა და გონივრული გახადეთ რამდენასაც შეძლებთ და ამასთან დარწმუნდით, რომ შესრულება ნამდვილად დაგაკმაყოფილებთ. ასე თქვენ კამათში ჩაებმებით არა მხოლოდ პრობლემით, არამედ მისი მოგვარების საშუალებითაც. თანხმობისკენ მიდრეკილი, თანამგრძნობი, ემპათური და უკონფლიქტო ადამიანები ნებას რთავენ სხვებს გადააბიჯონ და მერე სასტიკდებიან. ისინი მსხვერპლად იღებენ საკუთარ თავს სხვებისთვის და ხშირად უზომოდაც, და ვერ ხვდებიან რატომ არ პასუხობენ იმავეთი. თანხმობისკენ მიდრეკილი ადამიანები მეტად დამთმობები არიან, მაგრამ ეს მათ დამოუკიდებლობას აკარგვინებს. მაღალ ნევროტულობას შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს ამასთან დაკავშირებული საფრთხე. თანხმობისკენ მიდრეკილი ხალხი გაყვება ნებისმიერს ვინც ამას შესთავაზებს, იმის მაგივრად, რომ საკუთარი გზის გაყოლა მოითხოვონ. ეს მათ სიმტკიცეს აკლებს და ადვილაბ იწყებენ მერყეობას. თუ ამასთან მათი წყენინება და შეშინებაც ადვილია, კიდევ უფრო ცოტა მიზეზი რჩებათ დამოუკიდებლად მოქმედების, ეს ხომ მათ მეტ საფრთხეს უქმნის. ტექნიკურად ესა გზა დამოკიდებული პიროვნული აშლილობისკენ. ეს ანტისოციალური პიროვნების აშლილობის სრულიად საწინააღმდეგო რამაა, ისეთ თვისებების ნაკრებით, როგორიცაა - ბავშვობაში და მოზარდობაში წესების დარღვევისკენ და კრიმინალისკენ მიდრეკილება. მშვენიერი იქნებოდა დამნაშავის საწინააღმდეგო მხარე წმინდანი რომ ყოფილიყო, მაგრამ ასე არაა. დამნაშავის საწინააღმდეგო - ოიდიპოსის დედაა, ასევე თავისებური დამნაშავე.

ოიდიპოსის დედა (ზოგჯერ მამებიც თამაშობენ ასეთ როლს მაგრამ შედარებით იშვიათად) საკუთარ შვილს ეუბნება : „მე მხოლოდ შენთვის ვცოცხლობ“. ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებს თავისი შვილებისთვის. თასმებს უკრავს ფეხსაცმელზე, პურზე კარაქს უსვამს, ძალიან ხშირად თავის ლოგინში აძინებს. არასასურველი სექსუალური ყურადღების თავიდან ასაცილებლად ეს ძალიან კარგი და უკონფლიქტო ხერხია. ოიდიპოსის დედა თითქოს პაქტს აწერს ხელს თავის თავთან, შვილებთან და საკუთარ ეშმაკთან. შეთანხმება კი ასეთია : „ რაც არ უნდა მოხდეს არ მიმატოვოთ. სამაგიეროდ მე თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ. თქვენ გაიზრდებით, მაგრამ ვერ მომწიფდებით, ბოროტები, სასტიკები და არაფრისმაქნისები გახდებით. თუმცა თქვენ არასოდეს მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება, ის ყველაფერი რასაც არასწორად გააკეთებთ ყოველთვის სხვისი ბრალი იქნება.“ ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ ან უარყონ ეს პირობები, გარკვეული თავისუფლება არჩევანში მათ აქვთ.

ოიდიპოსის დედა ესაა კუდიანი ჰენზელისა და გრეტელის ზღაპრიდან. ბავშვებს ახალი დედინაცვალი ჰყავთ. ის მამას უბრძანებს შვილები ტყეში დატოვოს, რადგან შიმშილობა დაიწყო და მას ეჩვენება, რომ ბავშვები ბევრს ჭამენ. მამა ცოლს ემორჩილება, შვილები უღრან ტყეში მიჰყავს და იქ ბედის ანაბარად ტოვებს. მარტოობით შეშინებული და დაბშეული ბავშვები უცებ სასწაულს წააწყდებიან - სახლი! უბრალო კი არა ტკბილი, თაფლაკვერების სახლი! არც ისე მზრუნველი, ემპათიის, სიმპათიისა და თანაგრძნობისკენ ნაკლებად მიდრეკილი ადამიანი ამ დროს სკეპტიკურ ინტერესს გამოხატავს: „ეს ხომ ზედმეტად კარგია იმისთვის რომ სიმართლე იყოს?“ მაგრამ ბავშვები ძალიან პატარები და სასოწარკვეთილები არიან. სახლში კეთილი, მოხუცი ქალია, ბავშვების მხსნელი, ის ცხვირებსაც მოსწმენდს და ზღაპარსაც მოუყვება; ფაქტიურად მხოლოდ მკერდი და განიერი თეძოებია, მსხევრპლისთვის მზადმყოფი, ნებისმიერ დროს და ნებისმეირი მიზეზით. ის ყოველთვის აჭმევს ბავშვებს რაც სურთ და როცა სურთ და მათ არაფრის კეთება არ უწევთ. მაგრამ ასეთი გამოკვება თავად მას უღვიძებს მადას. ის ჰენზელს გალიში სვამს, რომ უფრო უკეთ და ეფექტურად გამოკვებოს. ბავშვი კი ატყუებს მას და გამოხრულ ძვალს უშვერს, როცა ქალი ცდილობს შეამოწმოს გაუსუქდა თუ არა ფეხები. ქალი ღუმელს ახურებს, რომ თავისი უზომო ზრუნვის ობიექტი შეწვას და შეჭამოს. გრეტელი კი, რომელიც როგორც ჩანს ბოლომდე არ დაემორჩილა, იხელთებს დროს როცა მას ყურადღებას არავინ აქცევს და მოხუც ქალს ღუმელში შეაგდებს. ბავშვები გარბიან და ისევ მამამსთან ბრუნდებიან, რომელიც ამ დროისთვის უკვე მწარედ ნანობს თავის საქციელს. ამის მსგავს ოჯახებში ყველაზე ტკბილი ლუკმა, როგორც წესი, ბავშვის პიროვნებაა და პირველსაც მას მიირთმევენ. გადამეტებული დაცვა განვითარებაში მყოფ სულს აზიანებს.

ჰენზელისა და გრეტელის ზღაპრის კუდიანი ესაა საშინელი დედა, სიმბოლური ქალურობის ბნელი მხარე. რადგანაც ჩვენ სიღრმისეულად სოციალური არსებები ვართ მიდრეკილნი ვართ სამყარო ისე განვიხილოთ როგორც ეს ზღაპარი. ქალური საწყისი როგორც მთლიანობა - კულტურის, მიზიდულობისა და ნგრევის მიღმა არსებული ამოუცნობი ბუნებაა: დედის მფარველი ხელები და დროის გამანადგურებელი ელემენტი, მშვენიერი ქალწული-დედა და ჭაობის ურჩხული. ეს არქეტიპული არსება XIX საუკუნის ბოლოს შვედ ანთროპოლოგ იოჰან იაკობ ბაჰოფენს ისტორიულ რეალობაში აერია. ბაჰოფენმა ჩათვალა, რომ კაცობრიობამ ისტორიულ ჭრილში განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. უხეშად თუ ვიტყვით პირველი ფაზა (ქაოტური და ანარქიული დასაწყისის შემდეგ) იყო Das Mutterrecht - სადაც ქალები დომინანტურ პოზიციებს იკავებდნენ საზოგადოებაში, რომელსაც მართავდა პოლიამორია და მამობის განმსაზღვრელი არც ერთი ელემენტი არ გაითვალისწინებოდა. მეორე იყო გარადამავლი - დიონისური ფაზა - როცა თავდაპირველი მატრიარქატული საფუძვლები გადაისინჯა და ძალაუფლება ხელში მამაკაცებმა აიღეს. ხოლო მესამე - აპოლონური ფაზა ჯერ კიდევ დღემდე მოქმედია. ძალაუფლება პატრიარქატის ხელში და ყოველი ქალი ერთ მამაკაცს ეკუთვნის. ბაჰოფენის იდეები, ისტორიული მტკიცებულებების არსებობის გარეშე, გარკვეულ წრეებში ძალიან გავლენიანი გახდა. მაგალითად არქეოლოგი მარია გიმბუტასი 1980 – 1990- იან წლებში ამტკიცებდა, რომ მშვიდობიანი კულტურა კონცენტრირებულია ქალღმერთ ქალზე და ოდესღაც ახასიათებდა ნეოლითურ ევროპას. ის თვლიდა, რომ ეს კულტურა გამოძევებულ იქნა ომის დამპყრობლური, იერარქიული კულტურის მიერ, რომელმაც თანამედროვე საზოგადოებას ჩაუყარა საფუძველი. ისტორიკოსმა მერლინ სთოუნმა იგივე განაცხადა თავის წიგნში „როცა ღმერთი იყო ქალი“. ესაა პრინციპულად მითოლოგიურ/არქეტიპული იდეების სერია, ქალთა მოძრაობის თეორიისა და 1970-იანი წლების ფემინისტური კვლევების ქვაკუთხედი გახდა.

სინტია ელერმა, რომლის წიგნიც „მითები ანტიკურ მატრიარქატზე“ მსგავსი იდეების კრიტიკას ეძღვნებოდა ასეთ თეოლოგიებს „გამაკეთილშობილებელი ტყუილები“ უწოდა.

კარლ იუნგი ბაჰოფენის თავდაპირველი მატრიარქატის იდეებს ათწლეულებით უფრო ადრე დაუპირისპირდა. მაგრამ იუნგი მალე მიხვდა, რომ შვედი მოაზროვნის მიერ აღწერილი განვითარების პროცესი უფრო ფსიქოლოგიურ რეალობას ეხებოდა ვიდრე ისტორიულს. ბაჰოფენის აზრებში მან იმავე წარმოსახვითი ფანტაზიის პროექციის პროგრესი დაინახა სადაც გარე სამყარო და კოსმოსი დასახლებულია თანავარსკვლავედებით და ღმერთებით. „ცნობიერების წარმოშობასა და განვითარებაში“ და აგრეთვე „დიდ დედაში“ იუნგის მიმდევარმა ერიჰ ნოიმანმა უფრო გააფართოვა კოლეგის შემუშავებული ანალიზი. ნაიმანმა თვალი მიადევნა როდის ჩაისახა სიმბოლურად მასკულინური ცნობიერება და ის სიმბოლურად ფემინურ, მატერიალურს დაუპირისპირა, დაურთო აგრეთვე ფროიდის ოიდიპოსური მშობლობის თეორია როგორც უფრო ფართო არქეტიპული მოდელი. ნოიმნისთვისაც და იუნგისთვისაც ცნობიერება ყოველთვის სიმბოლურად მასკულინურად რჩებოდა, ქალებშიც კი და მიისწრაფვოდა ზემოთ სინათლისკენ. მისი განვითარება მტკივნეულია, ის შფოთვას იწვევს, რადგან მოწვლადობისა და სიკვდილის გაცნობიერება მოაქვს. გამუდმებით ახლავს დამოკიდებულად გახდომის არაცნობიერში ჩაძირვის და ეგზისტენციური ტვირთის მოშორების ცდუნება. ამ პათოლოგიურ სურვილებში ხელს უწყობს ყველაფერი რაც განათლებას, გამოხატვას, რაციონალობას, თვითგამორკვევას, ძალას და კომპეტენტურობას ეწინააღმდეგება, ეხმარება ყველაფერი, რაც გადამეტებულად გვმფარველობს, რაც ნიშნავს, რომ გვახრჩობს და გვჭამს. ასეთი გადამეტებული დაცვა ფროიდული ოიდიპოსური ოჯახის კოშმარია, რომელაც სწრაფად გარდავქმნით სოციალურ პოლიტიკად.

საშინელი დედა - უძველესი სიმბოლოა. ის თავს, მაგალითად, ტიამატის ფორმით ავლენს, ყველაზე უფრო ადრეულ ისტორიულ ჩანაწერებში, რომელიც აღვადგინეთ - მესოპოტამიურ „ენუმა ელიშში“. ტიამატი ყველა საგნის, ღმერთის და ადამიანების დედაა. ესაა შეუცნობელი, ქაოსი, ბუნება რომელიც ფორმებს ქმნის. მაგრამ ეს ასევე ქალ-ღვთებაა დრაკონის ფორმით, რომელიც საკუთარი შვილები გაანადგუროს, რადგან მათ უგნურად მოკლეს მამა და მის ნარჩეენბზე ცხოვრებას ფიქრობენ. საშინელი დედა - უმეცარი არაცნობიერის სულია, ეს გაცნობიერებულობის მარად მებრძოლ სულს ძირს ითრევს, ხოლო მიწისქვეშა სამყაროს მფარველი ხვევნა დედას გვაგონებს. ესაა საშინელება, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცები მშვენიერი ქალების მიმართ - როგორც თავად ბუნების მიმართ განიცდიან. ეს ქალები მზად არიან უარყონ მამაკაცი ურთიერთობის ყველაზე სიღრმისეულ სტადიაზე. არაფერი ისე არ ებრძვის სიმამაცეს, ისე არ იცავს სიმორცხვეს და ისე არ აღვივებს სიძულვილსა და ნიჰილიზმს, როგორც ასეთი დედის ჩახუტება - საშინელი, მგუდავი.

საშინელი დედა უფროსებისთვის დაწერილ ბევრ ზღაპარსა და ამბავში ჩნდება. „მძინარე მზეთუნახავში“ ესაა ბოროტი დედოფალი - ბუნების ყველაზე ბნელი სახე „მალეფისენტა“ დისნეის ვერსიის მიხედვით. მეფემ და დედოფალმა, ავრორას მშობლებმა, ის , ღამის ძლიერება არ დაპატიჟეს ქალიშვილის ნათლობაში. ამგვარად ისინი გადამეტებულად ცდილობენ შვილი რეალობის საფრთხეებისგან დაიცვან, ამჯობინებენ რა, რომ მათი გოგონა გაჭირვების უნახავად გაიზარდოს. და რას იღებენ სამაგიეროდ? სექსუალური სიმწიფეს მიღწეული ავრორა ჯერ ისევ გაუცნობიერებელია. მამაკაცური სული, მისი პრინცი, ის ერთდროულად მისი მხსნელიცაა, რომელიც მშობლებს მოჰგლეჯს და მისი საკუთარი ცნობიერებაც, რომელიც ათასი მანქანებით საიმედოდაა ჩაკეტილი მისი ქალურობის ბნელი მხარის მიერ. როცა პრინცი ქრება და ძალიან ძლიერ წნეხში აქცევს ბოროტ დედოფალს, ის თავად გადაიქცევა ქაოსის დრაკონად. სიმბოლური მასკულინობა ამარცხებს დედოფალს რწმენისა და სიმართლის წყალობით და პოულობს პრინცესას, რომელსაც კოცნით უხელს თვალებს.

შესაძლოა შემეწინააღმდეგოთ, რომ ქალის გადარჩენისთვის მამაკაცი საჭირო არაა. ეს შესაძლოა იყოს და არც იყოს ასე. შესაძლოა მხოლოდ მაშინ სჭირდებოდეს ქალს მამაკაცი, როცა შვილის გაჩენა ან მისი აღზრდა უნდა, რათა მან გადაარჩინოს ანდა სულაც დაიცვას და დაეხმაროს. ნებისმიერ შემთხვევში ქალს სჭირდება ცნობიერება რათა გადარჩეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ ცნობირება თავისი ბუნებით მასკულინურია და დროის დასაწყისშივე ასეთი იყო. პრინცი შეიძლება საყვარელიც იყოს და გაღვიძებული ქალური ცნობიერებც, საღი აზრი და ფხიზელი თავლი. ესენი მასკულინური თვისებებია რეალობაშიც და სიმბოლურ სიბრტყეზეც, რადგან მამაკაცები ნამდვილად ფლობენ ნაკლებად სათუთ გონებას და თანხმობისკენაც ნაკლებად არიან მიდრეკილნი, შფოთს და ემოციურსაც ტკივილსაც ნაკლებად ექვემდებარებიან. გავიმეორებ კიდევ ერთხელ 1) ეს თავისებურება დადასტურდა ყველა სკანდინავიურ ქვეყანაში სადაც ყველაზე დიდი ნაბიჯები გადაიდგა გენდერულ თანასწორობაში. 2) იმ სტანდარტების თანახმად, რომლითაც ასეთი მოვლენები იზომებ ეს არაა პატარა სხვაობები.

მასკულინობასა და ცნობიერებას შორის დამოკიდებულება სიმბოლურად კარგადაა გამოხატული დისნეის კიდევ ერთ ფილმში „პატარა სირინოზი“. პატარა არიელი ძალიან ქალურია მაგრამ მასში დამოუკიდებელი სულიც ძლიერია. სწორედ ამის გამოა მამის საყვარელი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პრობლემას უქმნის. მამამისი ტრიტონი კულტურასა და წესრიგს განასახიერებს, (მჩაგვრელ ტირანზე მინიშნება). რადგან წესრიგს ყოველთვის საპირწონედ ქაოსი აქვს, ტრიტონსაც ჰყავს მოწინააღმდეგე ურსულა, რვაფეხა - გორგონასებური გველის საცეცებით, ჰიდრა. ურსულაც იმ არქეტიპულ კატეგორიას მიეკუთნება რომელსაც დრაკონი-დედოფალი მალეფისენტა „მძინარე მზეთუნახავიდან“, (ანდა შურიანი დედოფალი „ფიფთია და შვიდი ჯუჯადან“, ლედი ტრემეინი „კონკიადან“, წითელი დედოფალი „ალისა საოცრებათა სამყაროდან“, კრუელა დე ვილი „101 დალმატინელიდან“, დედილო გოთელი „რაპუნცელიდან“). არიელს სურს პრინც ერიკთან, რომელიც გემის დაღუპვისას იხსნა, რომანტიული ურთიერთობა დაიწყოს. ურსულა ეშმაკურად ითრევს არიელს თავის თამაშში, სთავაზობს ხმის გაცვლას ფეხებში, რათა 3 დღე დედამიწელი გოგონასავით იცხოვროს. ურსულას არ გამოეპარება, რომ უხმოდ არიელი ვერ შეძლებს პრინცთან ურთიერთობის აწყობას. მეტყველების უნარის - ლოგოსის - ღვთაებრივი სიტყვის გარეშე ის ისევ წყალქვეშ, არაცნობიერში დარჩება. არიელი მართლაც ვერ ახერხებს პრინც ერიკთან ურთიერთობას, ურსულა კი იპარავს მის სულს და თავის ჩამომხმარ, საცოდავ არსებათა უამრავ კოლექციაში მოაქცევს, საიმედოდ რომ ინახავს უზარმაზარი საცეცების ქვეშ. ამ დროს ჩნდება მეფე ტრიტონი და მოითხოვს ქალიშვილის დაბრუნებას, ურსულა კი კაბალურ პირობებს უყენებს, მეფეს შეუძლია არიელის ადგილი დაიკავოს. რა თქმა უნდა, ბრძენი მეფის ჩამოცილება (რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, პატრიარქატის კეთილშობილ მხარეს განასახიერებს), ურსულას ვერაგი გეგმა იყო. არიელი თავისუფალია, მაგრამ ტრიტონი თავისი პიროვნების ყველაზე წარმოუდგენელ და საცოდავ ჩდილად ქცეულა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა ურსულას ტრიტონის სამკაპი აქვს, ღვთაებრივი ძალის წყარო. საბენიეროდ პრინცი ერიკი ბრუნდება და ცდილობს ურსულა ჰარპუნის საშუალებით ყურადღება გადაატანინოს, ამ დროს მას არიელი მივარდება, მაგრამ ბოროტი ჯადოქარი წარმოუდგენლად იზრდება -სწორედ ისე როგორც მალეფისენტა „მძინრე მზეთუნახავიდან“. ურსულა უზარმაზარ შტორმს წარმოიქმნის და ზღვიდან ჩაძირული ხომალდების მთელს ფლოტს ამოატივტივებს. ხოლო სწორედ მაშინ, როცა უკვე არიელის მოკვლას აპირებს, ერიკი დამსხვრეული გემის სამართავ პულტთან დგება და ურსულას ანძით დაჭრის. ტრიტონი და ყველა სხვა დატყვევებული სული განთავისუფლდება. გაახალგაზრდავებული ტრიტონი თავად გადააქცევს გოგონას ადამიანად რათა მან პრინც ერიკთან ხმელეთზე ცხოვრება შეძლოს.

ასეთი ისტორიები იმაში გვარწმუნებენ, რომ ქალი სრულყოფილი რომ გახდეს, მასკულინურ ცნობიერებას უნდა დაუმეგობრდეს და დაუპირისპირდეს საშინელ სამყაროს (რომელიც ხან და ხან თავს ყველაფერში თანდამსწრები დედის სახით ავლენს თავს). ნამდვილ მამაკაცს შეუძლია დაეხმაროს ქალს გარკვეულ დონემდე, მაგრამ ყველასთვის უკეთესია რაც უფრო ნაკლებად იქნება ვინმეზე დამოკიდებული.

ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ქუჩაში სოვთბოლს ვთამაშობდი ბავშვებთან ერთად. გუნდები შერეული იყო - ბიჭებიც იყვნენ და გოგონებიც. უკვე იმდენად გაზრდილები ვიყავით, რომ ერთმანეთის მიმართ აქამდე უცნობ ინტრესებს ვიჩენდით. სტატუსი კი ჩვენთვის სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდებოდა. მე და ჩემი მეგობარი ჯეიკი მზად ვიყავით პიტჩერთან ახლოს ერთმანეთი დაგვეგლიჯა, როცა ჩვენს ახლოს დედა ჩაივლიდა. ის საკმაო მანძილზე იყო ჩვენგან, თითქმის 30 იარდზე, მაგრამ მინი სხეულის ენის მიხედვით მაშინვე ვხვდებოდი, რომ ის ყველაფერს ამჩნევდა.

რა თქმა უნდა სხვა ბავშვებიც ხედავდნენ მას. ვიცოდი, რომ მას ეს გულს სტკენდა. მისი ერთი იმაზე სწუხდა, რომ სახლში დალურჯებული თვალით და გატეხილი ცხვირით დავბრუნდებოდი. სულ არ გაუჭირდებოდა, რომ უბრალოდ ეყვირა : „ჰეი შეწყვიტეთ ბავშვებო“. ანდა სულაც მოსულიყო და გავეშველებინეთ. მაგრამ ის ასე არ მოქმცეულა. რამდენიმე წლის მერე, როცა მამასთან გამიჩნდა პრობლემები, დედამ მითხრა: „სახლში ძალიან კარგი რომ ყოფილიყო, შენ ხომ აქედან არსად არ წახვიდოდი.“ დედაჩემს ნაზი გული აქვს. ის მიდრეკილია ემპათიის, თანაგრძნობისა და თანხმობისაკენ. ზოგჯერ ადამიანებს თავის გამოყენების უფლებასაც აძლევს. როცა ჩვენი აღზრდის მერე ისევ სამსახურს დაუბრუნდა მისთვის ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა მამაკაცებთან დაპირისპირება. ხანდახან ეს მასში წყენას იწვევდა, ხან საკუთარ თავზე და ხანაც მამაზე, რომელიც ძალიან მიდრეკილი იყო ყოველთვის ის ეკეთებინა რაც უნდოდა და როგორც უნდოდა. ამისდა მიუხედევად ის არ გადაქცეულა ოიდიპოსის დედად. ის თავისი შვილების დამოუიდებლობას ხელს უწყობდა, თუმცა ხშირად ძალიან უჭირდა ეს. ის სწორად იქცეობა, თუმცა ეს ემოციური განცდებისაგან მაინც ვერ იცავდა.

კმარა ორჭოფობა, გამკაცრდი

ახალგაზრდობაში ერთი ზაფხული ცენტრალური სასკაჩევანის პრერიაშია, რკინიგზაზე მუშაობაში გავატარე. დაქირავებიდან დაახლოებით ორი კვირის თავზე ყოველ ჩვენგანს, ამ მკაცრად მამაკაცურ ბრიგადაში, სხვა, უფრო გამოცდილი წევრები ამოწმებდნენ. მუშებს შორის ბევრი ჩრდილოეთ ინდიელი კრიი იყო. დიდწილად ისინი მშვიდი, მორჩილი ყმაწვილები იყვნენ - იქამდე მაინც სანამ ძალიან ბევრს დალევდნენ და დაგრობილი წყენის გუდას მოხსნიდნენ პირს. მათივე ნათესავების უმრავლესობის მსგავსად ისინიც ცხოვრებას ციხესა და მოკლევადიან თავისუფლებებს შორის ატარებდნენ. ამის გამო ძალიანაც არ სხვენოდათ და ამას თეთრებისთვის დამახასიათებელ სისტემის ნაწილად თვლიდნენ. ამასთან ერთად ზამთარში ციხეში თბილდა საკვებიც თავზე საყრელია.ერთხელ ერთ კრიის 50 დოლარი ვასესხე. ფულის სანაცვლოდ მან კანადის რკინიგზის რელსებისგან გაკეთებული წიგნების სადგამები შემომთავაზა. მე ჯერ ისევ ვსარგებლობ ამ სადგამებით, ეს ფულის დაბრუნებაზე ბევრად უკეთესი იდეა იყო.

როცა ბრიგადაში ახალი მოდიოდა, სხვა მუშები აუცილებლად მოუფიქრებდნენ ხოლმე რაიმე დამამცირებელ მეტსახელს. მეც, როცა ახალი მისული ვიყავი ჰაუდი-დუდი შემარქვეს, (და მე ჯერ კიდევ მცხვენია ამის მოყოლა). როცა ამ მეტსახელის ავტორს ვკითხე ეს რატომ შემირჩია, მან გონებამახვილური და აბსურდული პასუხი გამცა: „იმიტომ რომ შენ მას საერთოდ არ გავხარ.“ მუშებისთვის დამახსიათებელი ასეთი წაკბენის მსგავსი, შეურაცხმყოფელი იუმორი. ისინი გამუდმებით ექილიკებიან ერთმანეთს, ნაწილობრივ გასართობად და ნაწილობრივ დომინაციისთვის განუწყვეტელ ბრძოლაში გამარჯვებისთვის, კიდე იმისთვის, რომ უყურონ რას კააგეთებს ცალკეული მუშა თუ მას სოციალურ წნეხში მოაქცევ. ეს მეტსახელები ნაწილობრივ პიროვნების შეფასებაა და ნაწილობრივ მეგობრული დამოკიდებულების გამოხატულება. თუ ყველაფერი რიგზე (ყოველი იმდენს გასცემს რამდენსაც იღებს და ბალანსი არ ირღვევა), ეს ეხმარება კიდევაც მძიმე შრომით გაკავებულ მამაკაცებს. ეს ეხმარება მათ აიტანონ რუტინა და სიამოვნებითაც კი გაიყვანონ მილები ნავთობის ჭაბურღილებზე, მოჭრან ხე-ტყე, იმუშაონ რესტორნების სამზარეულოებში და ერთი სიტყვით შეასრულონ ყველა ის მომქანცველი, მძიმე, სახიფათო და ბინძური საქმე რომელსაც ჯერ კიდევ მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ.

ჩემი სარკინიგზო ბრიგდაში მუშობიდან დაწყებიდან ძალიან მალე ჩემი მეტსახელი - ჰაუდით გადაკეთდ - დიდი პროგრესი. ამ სახელს უკვე სასიამოვნო დასავლური კონოტაცია ჰქონდა, უკვე პირდაპირ აღარ უკავშირდებოდა სულელურ თოჯინას. სხვა ახალბედას ასე არ გაუმართლა. მას სახალისო ლანჩბოქსი ჰქონდა, ეს კი დიდი შეცდომა გახლდათ, დაუწერელი წესის თანახმად საკვების სატარებლად მიჩნეული იყო უსახური ყავისფერი ქაღალდის პარკი. მისი ლანჩბოქსი კი ძალიან ახალი და მიმზიდველი იყო, თითქოს ყოველ დილით დედიკო ულაგებდა და ატანდა. ჰოდა სწორედ ლანჩბოქსი შეარქვეს. აი იუმორთან კი ამ ბიჭს ცოტა მწყრალი დამოკიდებულება ჰქონდა. ის ყველასთან კამათობდა და ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. ყველაფერი სხვისი ბრალი იყო. მას ადვილად სწყინდა და სწრაფად რეაგირებაც უჭირდა.

ლანჩბოქსმა ვერ შეძლო თავისი მეტსახელი მშვიდად მიეღო და მუშაობა განეგრძო. გაუჩნდა ახალი ჩვევეა ამ სახელზე გაღიზიანებით ეპასუხა და სამსახურშიც ასე აკეთებდა. მასთან ვერ იმხიარულებდი, ხუმრობა არ იცოდა, ეს კი მუშების ბრიგადაში ფატალურია. მხოლოდ სამი დღე გავიდა და ლანჩბოქსი თავისი გაუგებრი იუმორით და უპირატესობის ხაზგასმის თვისებით სოციალური წნეხის ქვეშ მოექცა. ის ბუზღუნით მუშაობდა 70 ადამიანთან ერთად 500 მეტრიან ხაზზე სადაც გამუდმებული ყურადღება იყო საჭირო. უცებ საიდანღაც კენჭი პირდაპირ მის ჩაფხუტს დაეცა. პირდაპირმა დარტყმამ ყრუ ხმა წარმოქმნა დამსწრეთა გასაკვირად, ამანაც კი ვერ გააცინა. კენჭები კი უფრო იზრდებოდა, ლანჩბოქსი სამუშაოში ჩაეფლო და ყურადღება მოადუნა. და უცებ თავში კარგად დამიზნებული ქვა მოხვდა, რამაც სიბრაზისა და გაღიზიანების ტანღა გამოიწვია მასში. მხიარულება კი ნელ ნელა გადაედო მთელს სარკინიგზო ხაზს. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე, ლანჩბოქსი კი ვერ და ვერ აყვა ხუმრობას, სამაგიეროდ რამდენიმე ჩალურჯებით დამშვენებული ლანჩბოქსი სამსახურში აღარ გამოჩენილა.

ერთად მუშაობისას მამაკაცები გარკვეულ კოდექსს შეიმუშავებენ ხოლმე - აკეთე შენი საქმე, შენი ტვირთი ატარე, არ დაიძინო და ყურადღებით იყავი, რ იწუწუნო და არ გაიბუტო, მზად იყავი მეგობრებს მხარში დაუდგე, არ დააბეზღო და ლაჩრულად არ მოიქცე, სულელური წესების მონა არ გახდე, ნუ იქნები არნოლდ შვარცნეგერის ცნობილი გამოთქმის თანახმად - ქალური კაცი. ნუ იქნები ნურაფერზე დამოკიდებული. წნეხი ბრიგადაში მიღების პროცესის ნაწილია,გარკვეული გამოცა, რომ შენც მათი წევრი გახდე, შემოწმება რომ გაიგონ როგორი ხარ - მტკიცე, ამყოლი, კომპეტენტური თუ საიმედო? თუ არადა წადი, მარტივია. ჩვენ არ შეგვებრლები. ჩვენ არც შენი ნარცისიზმის ატანა გვინდა და არც შენი საქმის კეთება.

რამდენიმე ათეული წლის წინ არსებობდა ასეთი,ბოდიბილდერ ჩარლზ ატლასის შექმნილი, კომიკსებით შედგენილი რეკლამა. მას ერქვა „შეურაცხყოფამ მაკი კაცად აქცია“, ის კომიკსების თითქმის ყველა წიგნში იყო, რომელთა ძირითადი მკითხველები პატარა ბიჭები იყვნენ. მთავარი გმირი, მაკი სანაპიროზე ზის ლამაზ ქალთან ერთად, უცებ იქვე ხულიგანი ჩაირბენს და ორივეს ქვიშას შეაყრის. მაკი ამას აპროტესტებს, ხოლო ხულიგანი კი, რომელიც მასზე მაღალი და ტანადი მამაკაცია, მაკს ხელს სტაცებს და ეუბნება :“მომისმინე, ცხვირ-პირს დაგიმტვრვდი, მაგრამ ისეთი გალეული ხარ რომ ჩიჩუტები და გაფრინდები.“ მაკი გოგონას ეუბნება : „ძალიან დიდი ხულიგანია, როდისმე მე მას სამაგიეროს გადაუხდი.“ გოგონა კი გამომწვევ პოზას იღებს და პასუხობს: „ოო არ იდარდო პატარა“. მაკი ბრუნდება სახლში, იყურება სარკეში და ხვდება რა ცუდ ფიზიკურ ფორმაშია და ყიდულობს ატლასის პროგრამას. მალე უკვე უკეთესი ტანი აქვს. მეორედ, როცა სანაპიროზე მიდის ხულიგანს ცხირპირს უმტვრევს. ახლა გოგონა უკვე აღფრთოვანებულია მისით, კისერზე ეკიდება და ეუბნება: „ო მაკ, შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ.“

ეს რეკლამა ტყუილუბრალოდ არ გამხდარა ცნობილი. 7 სურათში ის მთლიანად აჯამებს ადამიანის სექსუალურ ფსიქოლოგიას. ძალიან სუსტი ახალგაზრდა მორცხვი და მორიდებულია, ასეთიც უნდა იყოს. მაგრამ რა სარგებელია აქედან? მას სხვა მამაკაცები ამცირებენ და რაც უფრო უარესია სასურველი ქალებიც. მაგრამ წყენაში ჩაძირვისა და ვიდეოთამაშებში გადაშვების ან ქვედა საცვლით ჩიპსების ნამცეცებით მოფენილ დივანზე წოლის ნაცვლად, ის საკუთარ თავს წარადგენს, როგორც ფროიდის ყველაზე პრაქტიკული კოლეგა ალფრედ ადლერი გადმოგვცემს, „კომპენსატორული ფანტაზიით“. ასეთი ფანტაზიის მიზანი არა იმდენად სურვილის ასრულებაა რამდენადაც საკუთარი გზის პოვნა. მაკი სერიოზულად უდგება თავის აგებულებას, რომელიც მას საფრთხობელას აგონებს და ცდილობს ის განავითაროს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის თავის მოქმედებას რეალობად აქცევს. ის იდენტიფიკაციას ახდენს საკუთარი თავის იმ ნაწილთან რომელსაც ძალუძს მის იმჟამინდელი მდგომრეობის გაუმჯობესება. ასე ხდება თავისი საკუთარი თავგადასავლის გმირი. ის სანაპიროზე ბრუნდება და ხულიგანს ცხვირპირს უმტვრევს. მაკიც მოგებული რჩება, ისე როგორც მისი მეგობარი გოგონა და ყველა სხვა დანარჩენი.

ქალები აშკარა მოგებაში არიან იმით, რომ მამაკაცებს არ მოსწონთ თავის მსგავსთა შორის ვინმეზე დამოკიდებულები იყვნენ. ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ არ თხოვდება ახლა ამდენი ქალი მუშა-მოსამსახურეთა წრიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ არის სურვილი, უფრო სწორედ სურვილის არ ქონა ბავშვებთან ერთად კიდევ სამსახურის ძებნაში გართულ მამაკაცზე ზრუნვაც დაემატოთ. ეს სამართლიანია. ქალმა შვილებზე უნდა იზრუნოს, თუმცა არა მხოლოდ ეს უნდა აკეთოს. ხოლო მამაკაცი უნდა ზრუნავდეს ქალზეც და ბავშვებზეც და არც მისი მოვალეობებია მხოლოდ ეს. მაგრამ ქალი არაა ვალდებული მამაკაცზე იზრუნოს, ის უნდა ზრუნავდეს ბავშვებზე და მამაკაცი ბავშვი არაა. ეს კი იმას ნიშვანს, რომ ის დამოუკიდებელია. აი ესაა კიდევ ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არიან ასე შეუწყნარებლები მამაკაცები დედიკოს ბიჭების მიმართ. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ უზნეო ქალები წარმოშობენ დამოკიდებულ შვილებს, მხარს უჭერენ და თხოვდებიან კიდევაც ასეთ კაცებზე. მაგრამ გამოღვიძებულ და გაცნობიერებულ ქალებს გვერდითაც ასეთი მამაკაცები უნდათ. აი რატომაა იმ პატარა სოციალური ჯგუფისთვის, რომელიც ჰომერის ანიგმირ ვაჟს ბარტს უკავშირდება საჭირო ნელსონ მანცი „სიმპსონებიდან“. ხულიგნების მეფე ნელსონის გარეშე, სკოლას დაეპატრონებოდნენ ბუტია მილჰაუსები, ნარცისი ინელექტუალი მარტინ პირსები, შოკოლადიჭამია გერმანელი ბავშვები და ინფანტილური რალფ ვიგამსი. მიუნცი - უხეში, თვითკმარი ბავშვია, რომელიც თავის ზიზღისადმი მიდრეკილებას იყენებს და წყვეტს სად გადის უმწიფარი და საცოდავი საქციელის უკიდურესი ზღვარი. „სიმპსონების“ ავტორების გენია იმაშიც მჟღავნდება, რომ ისინი ნელსონს გამოუსწორებელი ხულიგნების სიიდან არ იღებენ. არაფრისმაქნისი მამის მიერ მიტოვებული და მეძავი დედის მიერ ნებაზე მიშვებული ნელსონი, თუ დავაკვირდებით ძალიან კარგად ართმევს თავს გარემოებებს. ის ძალიან პროგრესული ლიზას ინტერესის ობიქტიც კი გახდა. როცა უწყინარობა და რბილი ხასიათი ერთადერთი გაცნობიერებული და მისაღები სათნოება ხდება, სიმტკიცე და დომინირება თავიანთი არაცნობიერი მომხიბლელობის გამოვლენას იწყებენ. მომავლისთვის ნაწილობრივ ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო ვეცდებით მამაკაცებს ფემინიზაციისკენ ვუბიძგოთ, ისინი სულ უფრო მეტად დაინტერესდებიან უხეში, ფაშისტური პოტიკური იდეოლოგიით. „მებრძოლთა კლუბი“ ალბათ ყველა პოპულარულია ფაშისტური ფილმებიდან, რომელიც ახლახანს გადაიღო ჰოლივუდმა, გამონაკლისად შესაძლოა მხოლოდ „რკინის კაცი“ ჩაითვალოს სადაც ასევე კარგადაა გადმოცემული ამ გარდაუვალი მომხიბლელობის მაგალითი. ამერიკაში დონალდ ტრამპის პოპულისტური მხარდაჭერის კამპანია იმავე პროცესისი ნაწილია, რაც ახლახანს გაჩენილი ულტრამემარჯვენე პარტიების რიცხვის ზრდის ტენდენცია ისეთ ზომიერი და ლიბერალური ქვეყნებშიც კი როგორიცაა ჰოლანდია, შვედეთი და ნორვეგია.

მამაკაცები უფრო ხისტები უნდა გახდნენ, ამას მოითხოვენ მამაკაცები და სურთ ქალებსაც, თუმცაკი ეს უკანასკნელნი არ ამართლებენ უხეშ და ქედმაღალ მოპყრობას, რომელიც რთული სოციალური პროცესის განუყოფელი ნაწილია. ეს პროცესი ხელსაც უწყობს ამ სიხისტეს და აძლიერებს კიდევაც. ზოგიერთ ქალს არ უნდა თავისი ბიჭუნას გაშვება და მუდმივად გვერდიდან არ იცილებს. ზოგიერთ ქალს არ მოსწონს მამაკაცები და მორჩილი მოსამსახურე უფრო სჭირდება გვერდით მაშინაც კი თუ ის უსარგებლოა. ეს საკუთარი თავის შესაბრალებლად უამრავ მიზეზს აძლევს. თავის ასეთი შებრლებისგან მოგვრილი სიამოვნების გადაფასება შეუძლებელია. მამაკაცები უფრო ხისტები ხდებიან როცა საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც უბიძგებენ.

როცა მოზარდი ვიყავი მაშინ ბიჭები უფრო ხშირად ხვდებოდნენ ავარიებში ვიდრე გოგონები. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ ისინი წრეებს არტყამდნენ მოყინულ ავტოსადგომებს. შეჯიბრებს აწყოდნენ და მანქანები გაუვალ გორაკებზე აჰყავდათ, ახლომდებარე მდინარესთან თითქმის 100 მეტრის სიმაღლეზე. ისინი გაცილებით უფრო მიდრეკილი იყვნენ ეჩხუბათ, გაკვეთილები გაეცდინათ, მასწავლებლები გაელანძღათ და სკოლა მიეტოვებიანთ, რადგან უბრალოდ დაიღალნენ ტუალეტში გასვლის ნებართვის სათხოვნელად ხელის აწევით, როცა უკვე საკმაოდ დიდები და ძლიერები იყვნენ ნავთობის ჭაბურღილებზე სამუშაოდ. მათ უყვარდათ მოტოციკლით სეირნობა გაყინულ ზამთრის ტბებზე. როგორც სკეიტბორდისტები, სამშენებლო ამწეების დამპყრობლები, თავისუფალი მორბენლები, ისინიც აკეთებდნენ სახიფათო ტრიუკებს და ცდილობდნენ სასარგებლონი გამხდარიყვნენ. როცა ასეთი პროცესი ძალიან შორს მიდის ბიჭები ანტისოციალური ქცევის ზღვარზე თამაშობენ, ეს კი მამაკაცებს შორის უფრო გავრცელებულია ვიდრე ქალებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიმამაცისა და გამბედაობის ყოველი გამოვლენა დანაშაულებრივია.

როცა ბიჭები წრეებს ურტყამდნენ, ამით საკუთარი მანქანების შესაძლებლობებს, თავიანთ სამძღოლო უნარებს, რთულად სამართალი სიტუაციის დამორჩილების შესაძლებლობებს ამოწმებდნენ. როცა მასწავლებლებს ლანძღავდნენ ავტორიტეტების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, რათა შეემოწმებინათ იყო თუ არა იქ ნამდვილი ავტორიტეტი, ისეთი რომლის ნდობას კრიზისული სიტუაციისას შეიძლებოდა. სკოლის მიტოვებისას ისინი ნავთობის ჭაბურღილებზე სამუშაოდ მიდიოდნენ, როცა გარეთ -40 გრადუსი ყინვა იყო. ხოლო ის რაც მათ სადავოდ სასარგებლო კლასებიდან ერეკებოდა სისუსტე სულაც არ იყო, სწორედ ეს იყო ძალა.

ჯანმრთელ ქალებს არ სჭირდებათ ბიჭუნები, მათ მამაკაცები სჭირდებათ. ის ვისთნაც შეჯიბრი შეიძლება. თუ ქალი ხისტია მას კიდევ უფრო ხისტი ადამიანი სურს გვერდით. თუ ჭკვინია კიდევ უფრო ჭკვიანს ეძებს. ისეთი ადამიანი უნდათ რომელიც მაგიდაზე იამს დადებს რასაც თავად ვერ მოიპოვებენ. ხშირად ხისტ, ჭკვიან და მომხიბლელ ქალს ეს პარტნიორის მოძებნას ურთულებს, მათ გარშემო უბრალოდ არაა იმ მამაკაცების საკმარისი რაოდენობა, რომელბიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ.

სული რომელიც ბიჭუნების მამაკაცებად ქცევას უწყობს ხელს, არაა მეგობრულად განწყობილი არც მამაკაცების და არც ქალების მიმართ. ის ისევე ხმამაღლა და თავდაჯერებით გააპროტესტებს მაშინაც, როცა პატარა გოგონები ეცდებიან ფეხზე დადგნენ. ეს სული არ სცნობს ცნობიერებას. ის ანტიჰუმანისტია, წარუმატებლობას გვისურვებს, ის მზრუნველი, ბუტია და დესტრუქციულია. არავინ, ვინც რეალურად კაცობრიობის მხარესაა ამ სულს არ დაუკავშირდება. არავინ, ვინც ზემოთ მიისწრაფვის არ მისცემს ამ სულს უფლებას გავლენა იქონიოს მასზე. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ხისტი მამაკაცები საშიშია, დაიცადეთ და ნახეთ რას გააკეთებენ სუსტები.

ხელს ნუ შეუშლით სკეიტბორდით მოთამაშე ბავშვებს.

 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მომდევნო თავები თანმიმდევრულად დაემატება...