შესავალი

მთარგმნელი: ნიკა ვასაძე

ამ წიგნს აქვს გრძელი და მოკლე ისტორია. მოკლეთი დავიწყოთ. 2012 წელს „Quora”-ს მომხმარებელი გავხდი. ამ ვებ-გვერდზე ნებისმიერს შეუძლია დასვას კითხვა ნებისმიერ საკითხზე და ნებისმიერმა შეიძლება უპასუხოს. შემდეგ საუკეთესო პასუხს მონიშნავენ და ეს პასუხი ავტომატურად ზემოთ იწევს. ხოლო რომელიც არ მოსწონთ - ქვემოთ. ამის გამო ყველაზე გამოსადეგი პასუხები პირველ პლანზე იყო, ხოლო სხვები სიცარიელეში იკარგებოდა. დაინტერესებული ვიყავი ამ საიტით. მომწონდა მისი საყოველთაო ბუნება. მყარი დისკუსია მიმდინარებდა და საინტერესო იყო ერთი კითხვით გამოწვეული სხვადასხვა წარმოდგენების და აზრების ნახვა.

როცა ვისვენებდი (ან სამუშაოს თავს ვარიდებდი) ხშირად ვსტუმრობდი ამ გვერდს, კითხვებს ვეძებდი და ვითვალისწინებდი და ვპასუხობდი ისეთ კითხვებს, როგორიც არის:

„რა განსხვავებაა ბედნიერებასა და კმაყოფილებას შორის?“,

„რა ხდება უკეთესი ასაკის მატებასთან ერთად?“

„რა ანიჭებს ცხოვრებას აზრს?“

Quora გეუბნება რამდენმა ადამიანმა ნახა შენი პასუხი და რამდენმა მოიწონა და ამის მეშვეობით შეგიძლია მიხვდე, რას ფიქრობს ხალხი შენს იდეებზე. ვინც ნახულობს, იმის მცირედი ნაწილი თუ იწონებს პასუხს. 2017 წლის ივლისისთვის, როცა ამას ვწერ და 5 წელი გავიდა ცხოვრების აზრზე დასმული კითხვის პასუხის გაცემიდან, ჩემი პასუხი შედარებით ცოტა ადამიანმა ნახა (14 000 ნახვა და 133 მოწონება), მაშინ, როცა სიბერეზე დასმული კითხვის პასუხმა 7 200 ნახვა და 36 მოწონება დაიმსახურა. სასურველი არა, მაგრამ მოსალოდნენ შედეგებია. ასეთ საიტებზე უმეტესობა პასუხებზე ცოტა თუ ამახვილებს ყურადღებას, მაშინ, როცა მცირედი ნაწილი არაპროპორციულად პოპულარული ხდება.

მალევე, როცა პასუხი გავეცი კითხვას: „რა არის ყველაზე ღირებული რაღაცები, რაც ყველამ უნდა იცოდეს?“ წესების, ან მაქსიმების სია შევადგინე; ზოგი ძალიან სერიოზული, ან ირონიული - „მადლობელი იყავი შენი ტანჯვის მიუხედავად,“ „არ ქნა ისეთი რაღაცები, რასაც ვერ იტან,“ „ნისლში არ დამალო არაფერი“ და ა შ. Quora-ს მკითხველებს მოეწონათ ეს სია, აკომენტარებდნენ და აზიარებდნენ. ისინი ასეთ რამეებსაც ამბობდნენ: „ამ სიას აუცილებლად ამოვაპრინტერებ და შევინახავ. უბრალოდ ფენომენალურია“, „Quora მოიგე. შეგვიძლია დავხუროთ გვერდი.“ ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტები ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, თუ როგორ მოეწონათ. დღეისთვის ჩემი პასუხი ნანახი იყო 120 000-ჯერ და მოწონებული იყო 2 300-ჯერ. მხოლოდ რამდენიმე ასეული მოწონება გადასცდა ზუსტად 600 000-კითხვებიდან 2000-იან მოწონების ბარიერს. ჩემმა გაჭიანურების ჩანაფიქრმა აღმანთო. 99.9%-ით ღირებული პასუხი დავწერე.

არ ვფიქრობდი, ჩემი ცხოვრებისთვის დაწერილი წესები ასე კარგად თუ წარმოადგენდნე საკუთარ თავს. ყველა, სამოცივე პასუხს ყურადღებით ვწერდი, რომელიც ამ პოსტის ირგვლივ ტრიალებდა. ყველაფრის მიუხედავათ, Quora კარგი საშუალებაა მარკეტინგული გამოკვლევებისთვის. რესპოდენტები ანონიმურები არიან. ისინი უინტერესოები არიან, მათი აზრები სპონტანური და უარგუმენტოა და ვაკვირდებოდი ამ პასუხის არაპროპორციულ წარმატებას. იქნებ, უცნობსა და ნაცნობს შორის ზუსტი ბალანსი დავიჭირე, როცა ამ წესებს ვადგენდი. იქნებ, ადამიანებს სტრუქტურა იზიდავს, როგორიც წესებს აქვს. იქნებ, ადამიანებს უბრალოდ სიები მოსწონთ.
რამდენიმე თვით ადრე, 2012 წლის მარტში, ელ-ფოსტა მომივიდა ლიტერატურის აგენტისგან. მან ჩემი საუბარი მოისმინა CBC რადიოს გადაცემაზე, სახელად „უთხარი უარი ბედნიერებას.“ სადაც გავაკრიტიკე ის იდეა, რომ ცხოვრების მიზნად ბედნიერების დასახვა ადეკვატურია. წინა ათწლეულების განმავლობაში იმაზე მეტი ბნელი წიგნი წავიკითხე ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შესახებ, ვიდრე მეკუთვნოდა. ალექსანდრ სოლჟენიცმა, საკონცენტრაციო ბანაკების საზარელობის დიდმა აღმწერელმა, ერთხელ დაწერა, რომ "საცოდავი იდეოლოგია", რომლის მიხედვითაც "ადამიანები შეიქმნენ ბედნიერებისთვის", იყო იდეოლოგია, რომელიც "ქრებოდა სამუშაოს მომცემის მიერ "ხელ-კეტის" პირველ დარტყმასთან ერთად". კრიზისის დროს, ის გარდაუვალი წამება რომელსაც ცხოვრება იწვევს, მალევე აქარწყლებს იმ აზრს, რომ ბედნიერება არის პიროვნების მთავარი მიზანი. ერთ-ერთ რადიო გადაცემაში, მე ვივარაუდე, რომ პირიქით, უფრო ღრმა მნიშვნელობა იყო საჭირო. მე აღვნიშნე, რომ ასეთი მნიშვნელობის ბუნება მრავალჯერ იყო წარმოდგენილი წარსულის დიდ ამბებში, და რომ მას ჰქონდა უფრო მეტი საერთო პიროვნების/პერსონაჟის განვითარებასთან წამების პერიოდში, ვიდრე ბედნიერებისას. ეს არის ნაწილი დიდი ისტორიისა, ამჟამინდელი სამუშაოსი.

1985-დან 1999-წლამდე დღეში 3 საათი ვმუშაობდი ამ წიგნამდე დაწერილ წიგნზე: "მნიშვნელობათა რუკები: რწმენის არქიტექტურა". ამ პერიოდის განმავლობაში, და მის შემდეგაც, ვასწავლიდი ამ წიგნის მასალებს ჯერ ჰარვარდში, ახლა კი ტორონტოს უნივერსიტეტში. 2013 წელს, YouTube-ის აღზევების და ჩემი რამდენიმე ნამუშევრის კანადურ საზოგადო ტელე-არხზე გაშვების პოპულარობის გამო, გადავწყვიტე ჩემი საჯარო ლექციების ონლაინ ატვირთვა. მათ საგრძნობლად დიდი რაოდენობის მაყურებელი მიიზიდეს. - მილიონზე მეტი მნახველი 2016 წლის აპრილში. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა მნახველთა რიცხვი (18 მილიონი, როცა ამას ვწერ), მაგრამ ნაწილობრივ ეს იმის ბრალი იყო, რომ პოლიტიკურ კამათში მოვექეცი, რამაც დიდი ყურადღება მიიპყრო. ეს სხვა ისტორიაა. შეიძლება სხვა წიგნიც... 

"მნიშვნელობათა რუკებში" შემოთავაზებულია წარსულის მითები და რელიგიური ისტორიები, უფრო ზუსტად მორალური ტრადიციების საწყისი ეტაპი, სადაც მორალური განზრახვებია და არა აღწერითი. ისინი არ ინტერესდებოდნენ იმით, თუ რა იყო სამყარო, როგორც მეცნიერი დაინტერესდებოდა, არამედ აინტერესებდათ ის, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანი. ვფიქრობ, ჩვენი წინაპრები სამყაროს უყურებდნენ, როგორც სცენას, დრამას და არა საგნების წყობას. აღვწერე ის გზა, რომლითაც მივედი იმ რწმენამდე, რომ სამყაროს, როგორც დრამის, შემადგენელი ელემენტები არის წესრიგი და ქაოსი, და არა მატერიალური საგნები.

Yin Yang

წესრიგია, როცა შენს ირგვლივ მყოფი ადამიანები მოქმედებენ საზოგადოებრივი ნორმების დაცვით, მათი ქმედებები მოსალოდნელია და ისინი კოოპერატიულები არიან. ეს არის სოციალური სტრუქტურის სამყარო. გამოკვლეული და ნაცნობი ტერიტორია. წესრიგის წყობა სიმბოლურად ასახულია მასკულინურად. ბრძენი მეფე და ტირანი, სამუდამოდ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, როგორც საზოგადოება. ეს ერთდროულად სტრუქტურაც არის და ჩაგვრაც.

ქაოსი, კონტრასტულად, არის სადაც, ან როცა, რაღაც მოულოდნელად ხდება. ქაოსი ტრივიალური ფორმით ჩნდება. როცა წვეულებაზე იმ ადამიანებს უყვები ხუმრობას, რომლებსაც გგონია რომ იცნობ და შემდეგ უხერხული სიჩუმე ვარდება. ქაოსი უფრო კატასტროფულად ჩნდება, როცა უმუშევარი რჩები, ან ნაღალატები. როგორც ანტითეზისი მასკულინური სიმბოლიკის, ქაოსის სიმბოლო ფემინურია. ის ახლად და გაუთვლელად ჩნდება შეჩვეულსა და ნაცნობ სფეროში. ეს ქმნილებაა და განადგურება, სიახლის წყარო და მკვდრების დასასრული (როგორც ბუნება, როგორც კულტურის საპირისპირო, ეს დაბადებაცაა და დაღუპვაც).

წესრიგი და ქაოსი არის დაოსისტთა ინის და იანის ცნობილი სიმბოლო: ორი გველი, თავიდან კუდამდე. წესრიგი თეთრი, მასკულინური გველია; ქაოსი შავი, ფემინური კოლეგა. შავი წერტილი თეთრში და თეთრი - შავში, ინდიკატია შესაძლო ტრანსფორმაციის. მაშინ, როცა ყველაფერი უსაფრთხოდ ჩანს, უცნობი იკვეთება, მასიურად და როაც ყველაფერი დაკარგულს ჰგავს, ქაოსისგან ახალი წესრიგი ჩნდება.

დაოსისტებისთვის აზრი ძევს სამუდამოდ დაკავშირებული ნაწილების ზღვარზე. ამ ზღვარზე სიარული ნიშნავს სიცოცხლის გზაზე სიარულს. ჭეშმარიტების გზაზე. ეს კი ბედნიერებაზე ბევრად უკეთესი რამ არის.

ზემოთ აღნიშნულმა ლიტერატურის აგენტმა რადიოში მოისმინა ჩემი საუბარი, სადაც ასეთ თემებს განვიხილავდი. ის საკუთარ თავს უფრო ღრმა კითხვებს უსვამდა და ელ-ფოსტაზე მწერდა, ვფიქრობდი თუ არა წიგნის დაწერას უფრო ზოგადი აუდიტორიისთვის.

ადრე მქონდა მცდელობა, "მნიშვნელობათა რუკების" (რომელიც მჭიდრო წიგნია) უფრო ხელმისაწვდომი ვერსია გამომეცა, მაგრამ მივხვდი, რომ არც მე მქონდა საამისო ენთუზიაზმი და არც საბოლოო მანუსკრიპტი მომწონდა. ვფიქრობ, ასე იმიტომ მოხდა, რომ ჩემს ძველ თავს და წიგნს ვბაძავდი, იმის მაგივრად, რომ ქაოსის და წესრიგის დგომისას რაღაც ახალი წარმომეშვა. მას შევთავაზე ჩემი 4 ლექცია ენახა, სატელევიზიო პროგრამა „დიდი იდეები“-სთვის რომ ჩავატარე. ვიფიქრე, რომ ამის შემდეგ უფრო მეტად ინფორმაციული დისკუსია გვექნებოდა იმის შესახებ, თუ რა თემებს შეიძლება შევეხო საჯაროდ ხელმისაწვდომ წიგნში.

რამდენიმე კვირის შემდეგ შემეხმიანა, როცა ოთხივე ლექციას უყურა და კოლეგებთან განიხილა. მისი ინტერესი უფრო გაიზარდა, როგორც პროექტის ერთგულება. ეს დამაიმედებელი და მოულოდნელი იყო. ყოველთვის მიკვირდა, როცა ადამიანები პოზიტიურად უყურებდნენ ჩემს სიტყვებს, თუ გავითვალისწინებთ მის სერიოზულობას და უცნაურ ნატურას. გაოცებული ვიყავი, როცა ნება დამრთეს (მამხნევედნენ კიდეც), რომ მესწავლებინა ის, რასაც ვასწავლიდი ჯერ ბოსტონში, შემდეგ ტორონტოში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანებს რომ შეემჩნიათ ის, რასაც ვასწავლიდი, დიდი აგრესია მოჰყვებოდა. თვითონ შეგიძლია გადაწყვიტო რამდენად მართალია ეს, როცა ამ წიგნს წაიკითხავ. მან შემომთავაზა, რომ გზამკვლევი დამეწერა იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ადამიანს „კარგად ცხოვრებისთვის“ - რაც არ უნდა იყოს ეს. პირდაპირ ჩემი Quora-ს სია გამახსენდა. მის შემდეგ უფრო მეტი აზრიც ჩამოვწერე ამ წესების შესახებ, რაც დავპოსტე. ხალხი ამ ახალ იდეებსაც პოზიტიურად შეხვდა. ვიფიქრე, რომ ჩემი სია აკმაყოფილებდა იმ სურვილს, რაც იმ აგენტს ჰქონდა. ეს სია გავუგზავნე და მოეწონა.

დაახლოებით იგივე დროს ჩემი მეგობარი და ყოფილი სტუდენტი - ნოველისტი და სცენარისტი გრეგ ჰურვითსი - მუშაობდა ახალ წიგნზე, რომელიც ბესტსელერი გახდა. Orphan X. მასაც მოეწონა ეს წესები. მან მიას, მისი წიგნის მთავარ ქალ პერსონაჟს, ეს წესები მაცივარზე მიაკვრებინა. ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი იყო ჩემი ვარაუდისა, მათი მიმზიდველობის შესახებ. ჩემს აგენტს შევთავაზე რომ თითო წესზე მოკლე თავებს დავწერდი. ის დამთანხმდა, ხოლო როცა უშუალოდ თავების წერა დავიწყე, უფრო მეტი სათქმელი აღმომაჩნდა წესებზე, ვიდრე ეს ჩაფიქრებული მქონდა. ნაწილობრივ ეს იმის გამო მოხდა, რომ დიდ დროს ვხარჯავდი ჩემი პირველ წიგნზე მუშაობისას ინფორმაციის მიღებისთვის: ისტორიის, მითლოგიის, ნეირომეცნიერების, ფსიქოანალიზის, ბავშვის ფსიქოლოგიის, პოეზიის და ბიბლიის დიდი სექციიდან. წავიკითხე და, შეიძლება ითქვას, გავიგე მილტონის "დაკარგული სამოთხე", გოეთეს "ფაუსტი" და დანტეს "ჯოჯოხეთი". ეს ყველაფერი შევაერთე, რითიც ვცდილობდი მიმემართა კომპლექსური პრობლემისკენ:

ცივი ომის ბირთვული დაპირისპირების მიზეზისკენ ან მიზეზებისკენ. არ მესმოდა, როგორ შეიძლება რწმენათა სისტემა იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილიყო, რომ ისინი მზად იყვნენ მთელი სამყარო გაადგურების რისკის ქვეშ დაეყენებინათ, რათა დაეცვათ ის. გავაცნობიერე, რომ გაზიარებული რწმენათა სისტემა ერთმანეთის გაგებას ამარტივებდა და მხოლოდ რწმენის სისტემას არ ეხებოდა საქმე.

ადამიანები, რომლებიც იზიარებენ მსგავს კოდექსს, თანაბრად მოსალოდნელად იქცევიან. მათი ქმედებები ერთმანეთის მოლოდინებს და სურვილებს ამართლებს. მათ კოოპერაცია შეუძლიათ, ისევე, როგორც მშვიდობიანად შეჯიბრებები, რადგან იციან, რას უნდა ელოდონ სხვებისგან. გაზიარებული რწმენათა სისტემა, ნაწილობრივ ფსიქოლოგიურად, ნაწილობრივ ქცევით, ყველას ამარტივებს, ინდივიდისა და სხვების თვალშიც. გაზიარებული რწმენათა სისტემა ამარტივებს სამყაროს, რადგან ადამიანებმა, რომლებმაც იციან რას ელოდონ სხვებისგან და როგორ იმოქმედონ ერთად, შეუძლიათ სამყაროს მოთვინიერება. შეიძლება ამ ორგანიზაციის, ამ სიმარტივის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი არც არაფერი იყოს. თუ საფრთხე ემუქრება, ყველა ერთიანად დადგება მის წინააღმდეგ.

ადამიანები აუცილებლად არ იჩხუბებენ იმისთვის, რისიც სწამთ. არამედ იჩხუბებენ, რათა მათი რწმენა, მოლოდინი და სურვილი ერთ დონეზე იყოს. ისინი იბრძოლებენ იმისთვის, რომ ერთ დონეზე იყოს მათი მოლოდინები და სხვების ქმედებები. ზუსტად ამ ყველაფრის ერთ დონეზე ყოფნა არის ის, რაც ნებას აძლევს ყველას ერთად იცხოვრონ მშვიდად, რუტინულად და პროდუქტიულად. ეს ამცირებს ჩამოუყალიბებლობის და არატოლერანტული ემოციების გარდაუვალ ქაოტურობას.

წარმოიდგინეთ ვინმე, ვისაც საყვარელმა ადამიანმა უღალატა. წმინდა სოციალური კონტრაქტი, რომელიც მათ შორის იყო გაფორმებული დაირღვა. ქმედება სიტყვებზე მნიშვნელოვანია და ღალატი არღვევს ინტიმური ურთიერთობის ჰარმონიულობას. ღალატის შემდეგ ხალხი საშინელ ემოციებს განიცდის: ზიზღის, სიძულვილის, დანაშაულის, წუხილის, სიბრაზის და შიშის. კონფლიქტი გარდაუვალი, ზოგჯერ საშინელი შედეგით. გაზიარებული რწმენათა სისტემა - საზიარო სისტემა, შემდგარი შეთანხმებული ქცევებითა და მოლოდინებით - არეგულირებს და აკონტროლებს მსგავს ძლიერ ძალებს. არაა გასაკვირი, რომ ხალხი იბრძოლებს იმის დასაცავად, რაც მათ ასეთი ემოციებისგან, ქაოსისგან და ტერორისგან იცავს.

ამას სხვა რამეებიც ემატება. გაზიარებული კულტურული სისტემა ადამიანურ ინტერაქციებს ასტაბილურებს და, ამასთანავე, ფასეულობათა სისტემაცაა - ფასეულობათა იერარქია, სადაც რაღაცებს უფრო მეტი პრიორიტეტი ენიჭება, ვიდრე დანარჩენს. ასეთი ფასეულობათა სისტემის გარეშე, ადამიანებს არ შეუძლიათ ქმედება. მათ აღქმაც არ შეუძლიათ, რადგან აღქმაც და ქმედებაც მოითხოვს მიზანს, და მიზანი, თავის მხრივ, ფასეულია. უმეტესობა პოზიტიურ ემოციებს ჩვენი მიზნების გამო ვგრძნობთ. ტექნიკურად, ჩვენ არ ვართ ბედნიერები, თუ არ ვხედავთ ჩვენს პროგრესს და თვითონ პროგრესის იდეაშივე ძევს ფასეულობა. ჯერჯერობით ყველაზე უარესია ის ფაქტი, რომ ცხოვრების აზრი პოზიტიური ემოციების გარეშე უბრალოდ ნეიტრალური არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ მოკვდავნი და დაუცველნი ვართ. ტკივილი და წუხილი ჩვენს არსებობაში ძევს. ჩვენ უნდა გვქონდეს რაღაც ისეთი, რასაც ამის საწინააღმდეგოთ მივმართავთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ფასეულობათა სისტემაში ინტეგრირებული აზრი, თორემ არსებობის საშინელება აუტანელი გახდება. შემდეგ ნიჰილიზმიც მოდის, მისი უიმედობით და სასოწარკვეთით.

ანუ: არ არის ფასეულობა - არ არის აზრი. ფასეულობათა სისტემათა შორისაც შესაძლებელია კონფლიქტი. ამის გამო ჩვენ სამუდამო ჭიდილში ვართ. ჯგუფური მრწამსის არ არსებობით ცხოვრება ქაოტური, საცოდავი და გაუსაძლისი ხდება; ჯგუფური მრწამსის არსებობის შემთხვევაში სხვა ჯგუფებთან კონფლიქტი გარდაუვალია. დასავლეთში ჩვენ ვშორდებოდით ჩვენს ტრადიციებს, რელიგიებს და ნაციონალურ კულტურებსაც. ნაწილობრივ იმისთვის, რომ ჯგუფური კონფლიქტებისგან აგვერიდებინა თავი. მაგრამ უფრო ხშირად ვვარდებით სასოწარკვეთაში, უაზრობის გამო, რაც სულაც არ არის გაუმჯობესება.

როცა მნიშვნელობათა რუკებს-ს ვწერდი, მოტივაციას ის გააზრებაც მიმატებდა, რომ კონფლიქტი ზედმეტად ძვირი გვიჯდება. ნამდვილად ძვირი გვიჯდება, მეოცე საუკუნეში მოდებულ ცეცხლს რომ შევხედოთ. განადგურების ტექნოლოგიები ზედმეტად ძლიერი გახდა. ომის პოტენციური შედეგები აპოკალიფსურია. მაგრამ ჩვენ ისიც არ შეგვიძლია, რომ მივატოვოთ ფასეულობათა სისტემა, რწმენები და კულტურა. ეს პრობლემა თვეების განმავლობაში მტანჯავდა. არსებობდა მესამე გზა, რომელსაც ვერ ვხედავდი? ამ პერიოდის ერთ ღამეს დამესიზმრა რომ ჰაერში ვიყავი გაჩერებული, ჭაღს ვებღაუჭებოდი, მიწიდან მრავალი სართულით მაღლა, პირდაპირ უზარმაზარი კათედრალის გუმბათის ქვეშ. ხალხი ქვევით, მიწაზე, პატარები იყვნენ. დიდი მანძილი მაშორებდა კედლებს და თვით გუმბათის თავსაც.

სიზმრებისთვის ყურადღების მიქცევა ვისწავლე, ძირითადად იმის გამო, რომ კლინიკური ფსიქოლოგი ვარ. სიზმრების ნათელს ფენდნენ ისეთ რაღაცებს, სადაც აზროვნება უძლური იყო. ქრისტიანობა შევისწავლე (სხვა რელიგიებზე მეტად და ამ ნაკლის გამოსწორებას ვცდილობ). როგორც ყველა, უფრო მეტს ვიღებ ისეთი რაღაცეებისგან რაც ვიცი, ვიდრე იმისგან, რაც არ ვიცი. ვიცოდი, რომ კათედრალები ჯვრის ფორმით იყო კონსტრუირებული და ის წერტილი გუმბათის ქვეშ, ჯვრის ცენტრი იყო. ვიცოდი, რომ ჯვარი ერთდროულად იყო უდიდესი ტანჯვის, სიკვდილის, ტრანსფორმაციის და სამყაროს ცენტრის სიმბოლო. ეს არ იყო ის ადგილი, სადაც ყოფნა მინდოდა. ქვემოთ დაშვება მოვახერხე სიმბოლური ციდან. უსაფრთხო, ნაცნობ მიწაზე. არ ვიცი როგორ. შემდეგ, ისევ სიზმარშივე, ჩემს საძინებელში დავბრუნდი და დაძინებას, არაცნობიერის დამშვიდებას ვცდილობდი. მოდუნებისას ვგრძნობდი, რომ ჩემი სხეული ტრანსპორტირდებოდა. ძლიერი ქარი მშლიდა და ცდილობდა უკან, კათედრალში, ცენტრში დავებრუნებინე. გაქცევა შეუძლებელი იყო. ნამდვილი კოშმარი იყო. ჩემს თავს გაღვიძება ვაიძულე. ქარი ფარდებს ათამაშებდა. ნახევრად მძინარემ საწოლის ფეხებისკენ დავიხედე და კათედრალის კარები დავინახე. თავი ბოლომდე გამოვაფხიზლე და შემდეგ ის გაქრა.

ჩემმა სიზმარმა მის საკუთარ ცენტრში ჩამსვა და გასაქცევი არსად იყო. თვეები დამჭირდა, რომ ამის მნიშვნელობა გამეგო. ამ პერიოდის განმავლობაში უკეთესად, უფრო სრულყოფილად გავიაზრე რას გულისხმობდა ძველი დიადი ისტორიები: ცენტრში ყოველთვის ინდივიდია. ცენტრი აღნიშნულია ჯვრით. ამ ჯვარზე არსებობა არის ტანჯვა და ტრანსფორმაცია - ფაქტი, რომელიც ინდივიდის თავისუფალი ნებით უნდა იქნეს მიღებული.

შესაძლებელია სლავურ ჯგუფურ ერთგულებასა და დოქტრინას გავცდეთ და, ამავდროულად, არ ჩავცვივდეთ მის საწინააღმდეგო მხარეში, ნიჰილიზმში. გარკვეული მნიშვნელობის, აზრის პოვნა, შეიძლება ინდივიდის ცნობიერში და გამოცდილებაში იყოს. როგორ გათავისუფლდება საზოგადოება ერთი მხრივ კონფლიქტის დილემისგან და მეორე მხრივ ფსიქოლოგიური და სოციალური დაშლისგან ? პასუხი ეს იყო: ინდივიდუალის განვითარებით, ყველას მხრიდან არსებობის ტვირთის გაზიარება და ჰეროიკული გზის გავლა. იმდენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიმუშავოთ, რამდენიც შესაძლებელია ინდივიდუალისთვის, საზოგადოებისთვის და სამყაროსთვის. ყველამ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, შევაკეთოთ გაფუჭებული და ჩამოვშალოთ და ხელახლა ავაწყოთ მოძველებული. სწორედ ამ გზით უნდა შევამციროთ ტანჯვის საწამლავი სამყაროში. რთული სათხოვია. ყველაფერს ითხოვს, მაგრამ ალტერნატივა - ავტორიტარული მრწამსის საშინელება, ჩამოშლილი სახელმწიფოს ქაოსი, აღვირახსნილი ნატურალური სამყარო, ეგზისტენციალური შიში და ინდივიდის უმიზნობის სისუსტე - ნამდვილად უარესია.

ასეთ იდეებზე ათწლობით ვფიქრობდი და ვატარებდი ლექციებს. ბევრი ისტორიები და კონცეპტები შევადგინე, რომელიც მათ უკავშირდება და წამითაც არ ვიქნები დარწმუნებული, რომ სრულიად მართალი და უშეცდომო ვარ. ყოფა უფრო რთულია, ვიდრე ვინმეს შეუძლია იცოდეს, და მე არ ვიცი სრული ისტორია. უბრალოდ რაც საუკეთესო შემიძლია, იმას გთავაზობთ.

ყოველ შემთხვევაში, ყველა ძველი გამოკვლევების და ფიქრის შედეგი იყო ახალი ესეები, რომლებიც ამ წიგნად გარდაიქმნა. ჩემი საწყისი მიზანი იყო ორმოცივე პასუხზე მოკლე ესეს დაწერა. ამ შეთავაზებას დათანხმდა Penguin Random House Canada. წერისას 40 ესე შევამცირე 25-მდე. შემდეგ 16-მდე და საბოლოოდ 12-მდე. დარჩენილ ნაწილებს ჩემი ოფიციალური "ჩამსწორებლის" დახმარებით ვასწორებდი ბოლო 3 წლის განმავლობაში.

დიდი დრო დამჭირდა სათაურის დარქმევისთვის: "ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი".

რატომ მაინც და მაინც ეს სახელი? პირველ რიგში მისი სიმარტივის გამო. ის გვიჩვენებს, რომ ადამიანებს სჭირდებათ წესრიგის პრინციპები, თორემ ქაოსი იბადება. ჩვენ გვესაჭიროება წესები, სტანდარტები, ფასეულობები - ცალ-ცალკე და ერთად. ჩვენ დატვირთული ცხოველთა ხროვა ვართ, რომელმაც ეს ტვირთი ჩვენი საცოდავი არსებობის გასამართლებლად უნდა გამოვიყენოთ. გვესაჭიროება რუტინა და ტრადიციები. ეს წესრიგია. წესრიგმა შეიძლება გადაგვტვირთოს, რაც არ არის კარგი, მაგრამ ქაოსმა შეიძლება გვშთანთქოს, რაც ასევე არ არის კარგი. ჩვენ უნდა ვიდგეთ სწორ და ვიწრო გზაზე. ამ წიგნში მოცემული თორმეტივე წესი და ესსე კი გვკარნახობს როგორ მოვხვდეთ იქ. „იქ“ არის ქაოსისა და წესრიგის ზღვარი. ეს არის ის ხაზი, სადაც საკმარისად სტაბილურები ვართ, საკმარისად ვფართოვდებით, საკმარისად ვტრანსფორმირდებით და ა შ. სწორედ ამ ხაზზე ვპოულობთ იმ საზრისს, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს და გარდაუვალ ტანჯვას ამართლებს. იქნებ სწორად რომ გვეცხოვრა, გავუძლებდით ჩვენი ცნობიერის ტვირთს. იმ ცოდნას, რომ ჩვენ მოკვდავნი ვართ, ყოველგვარი სიბრაზის, შურის, შურისძიების, განადგურების წყურვილის გარეშე, რასაც უსამართლობის შეგრძნება იწვევს. იქნებ, სწორად რომ გვეცხოვრა, ჩვენ არ მოვიხმარდით ტოტალიტარულ დარწმუნებას, ჩვენი უცოდინრობის გაცნობიერებისგან დასაცავად. იქნებ, თავსაც ავარიდებდით ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზებს - და მეოცე საუკუნის გამო ვიცით, როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი ჯოჯოხეთი.

ვიმედოვნებ, რომ ეს წესები და ესეები დაეხმარება ადამიანებს იმის გაცნობიერებაში, რაც უკვე იციან: ინდივიდის სული მუდამ მიილტვის ნამდვილი არსებობის ჰეროიზმისკენ და ნებაყოფლობით პასუხისმგებლობის აღება აზრიანი ცხოვრების იდენტურია.

თუ ყველანი სწორად ვიცხოვრებთ, კოლექტიურად ავყვავდებით.

საუკეთესო სურვილები ყველა თქვენგანს, ვინც ამ ფურცლებში იმოგზაურებთ.

ჯორდან პიტერსონი - კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის პროფესორი.