piter

წესი III - დაუმეგობრდით იმ ხალხს, ვისაც თქვენთვის საუკეთესო უნდა.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

ძველი, მშობლიური ქალაქი

ქალაქი, სადაც მე გავიზარდე, მხოლოდ 50 წლის აღმოცენებულია ჩრდილოეთის პრერიების უსასრულო დაბლობზე. ფერვიუ, ალბერტა საზღვრის ნაწილს წარმოდგენდა. ამის დასტურად კოვბოების ბარებიც ჰქონდა. ჰადსონ ბეი ქოუ - მაღაზია მთავარ ქუჩაზე დღემდე ყიდულობს თახვის, მგლისა და კოიოტების ბეწვს პირდაპირ ადგილობრივი მონადირეებისგან. 3 000 ადამიანი ცხოვრობდ აქ 400 მილის მოშორებით უახლოესი ქალაქიდან. საკაბელო ტელევიზია, ვიდეო თამაშები და ინტერნეტი არ არსებობდა. სულ არ იყო ადვილი კმაყოფილი ყოფილიყავი ფერვიუში, განსაკუთრებით ზამთრის 5 თვეს, სადაც უსასრულოდ გადაჭიმული -40 ქვემოთ დღეები და უფრო ცივი ღამეები ნორმად ითვლებოდა.

სამყარო იცვლება ასეთი სიცივისას. ადგილობრივი ლოთები ძალიან ადრე ასრულებდნენ თვიანთ სევდიან ცხოვრებას. ისინი უგონოდ ეცემოდნენ თოვლის ნამქერში დღის სამ საათზე და ღამით სასიკვდილოდ იყინებოდნენ. როცა ტემპერატურა -40 ქვემოთ ეშვებოდა სახლიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო. პირველივე ჩასუნთქვაზე უდაბნოს მშრალი ჰაერი ფილტვებს შლიდა. წამწამები იყინებოდა და შეშდებოდა, გრძელი თმა ერთმანეთს ეკვროდა და ერთ დიდ ყინულის ლოლოდ იქცეოდა სანამ სახლში, სითბოში არ მოხვდებოდით და ძვლებს არ გაითბობდით. ბავშვები ენებით ეწებებოდნენ სათამაშო მოედნის ფოლადის აღჭურვილობას. სახლების საკვამურებიდაბ ბოლი არ ამოდიოდა. სიცივის დარტყმისგან ის ქვემოთ იწევს, გროვდება და ნისლივით ადგას ხეებსა და სახლების სახურავებს. მანქანები ჩართული იყო მთელი ღამე, რათა ძრავა გამთბარიყო და ზეთი არ დაეღვარათ დილისთვის და ადვილად დაქოქილიყვნენ. ხანდახან ესეც არ შველოდა. უიმედოდ ატრიალებდით გასაღებს სანამ ჩამრთველი არ დაიჩხაკუნებდა და მერე დადუმდებოდა. მერე იღებდი გაყინულ ბატარეას მანქანიდან, გათოშილი თითებით ხსნიდი ჭანჭიკებს და ის სახლში შეგქონდა. ისიც იდო სითბოში საათების განმავლობაში სანამ კარგად არ გათბებოდა. მანქანის უკანა შუშიდანაც კი ვერაფერს დაინახავდით, ის ჯერ კიდევ ნოემბერში იყინებოდა და მაისამდე არ ლღვებოდა. მისი გადაფხეკა მხოლოდ გადასაკრავებს დაასველებდა და მერე ისინიც იყინებოდა. ერთხელ, გვიან ღამე, როცა მეგობრის სანახავად წავედი მთელი ორი საათი ველოდი მას 1970 წლის დოჯის უკანა დასაჯდომზე. სიჩქარის გადამრთველი გაიჭედა, წინა შუშას არყიანი ტილოთი ვწმენდიდით რომ არ გაყინულიყო, რადგან მანქანის გათბობა აღარ მუშაობდა. გაჩერებაც არ იყო გამოსავალი, ვერსად გავაჩერებდით.

ეს იყო ჯოჯოხეთი შინაური კატებისთვის. ფერვიუს კატებს მოკლე ყურები და კუდები ჰქონდათ, რადგან მათ ნაწილს ყინვისას კარგავდნენ. ამით არქტიკულ მელიებს გავდნენ, რომლებსაც განუვითარდათ ეს შესაძლებლობები ძლიერ სიცივესთაან გასამკლავებლად. ერთ დღესაც ჩვენი კატა ისე გაგვეპარა რომ ვერავინ შევამნიეთ. ჩვენ ის მოგვიანებით ვიპოვეთ, ბეწვი სწრაფად გაჰყინვოდა უკანა შესასვლელის ქვის კიბეებზე, სადაც დაჯდა. ჩვენ ფრთხილად მოვაცილეთ კატა ქვას, ისე რომ მხოლოდ მისი სიამაყე დაზარალდა. ფერვიუს კატებს მანქანებიც დიდ საფრთხეს უქმნიდნენ ზამთარში, მაგრამ იმიტომ არა, რაც თქვენ გაიფიქრეთ. მოლიპულ გზაზე მოცურებისას მანქანები კი არ სრესდნენ, მხოლოდ ყველაზე დაბნეული კატები იღუპებოდნენ ასე. საშიში იყო ახლად პარკირებული მანქანები. შეციებული კატა შესაძლოა შემძვრალიყო ჯერ კიდევ თბილ ცილინდრების ბლოკზე. მაგრამ მძღოლს შეეძლო გზა გაეგრძელებინა სანამ მანქანა ჯერ კიდევ თბილი იყო და კატას დაქცევა ვერ მოესწრო. აქ მხოლოდ იმის თქმა შეუძლება, რომ სითბოს მაძიებელი შინაური ცხოველები და სწრაფად მბრუნავი რადიატორის ვენტილატორები ბედნიერად ვერ თანაცხოვრობენ.

რადგან ასეთ შორეულ ჩრდილოეთში ვცხოვრობდით, ცივი ზამთრები ასევე ძლიან ბნელიც იყო. დეკემბერში მზე დილის 9.30 - მდე არ ამოდიოდა. სკოლაში უკუნ სიბნელეში მივიკვლევდით გზას, როცა უკან ვბრუნდებოდით ძალიან ნათელი არც მაშინ იყო. მზე ადრე ჩადიოდა. ახალგაზრდებისთვის თითქმის არაფერი იყო საკეთებელი ფერვიუში, ზაფხულშიც კი. მაგრამ ზამთარი უარესი იყო. ამ დროს შენს მეგობრებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ.

ჩემი მეგობარი ქრისი და მისი ბიძაშვილი

იმ დროს მეგობარი მყავდა. ჩვენ მას ქრისს ვეძახდით. ის ჭკვიანი ბიჭი იყო და ბევრს კითხულობდა. მას სამეცნიერი ფანტასტიკა მოსწონდა რაც მეც მიზიდავდა (ბრედბერი, ჰეინლეინი, კლარკი). ის გამომგონებელი იყო. ძალიან აინტერესებდა ელ. მოწყობილობები და ძრავები. ბუნებით ინჟინერი გახლდათ. თუმცა ეს ყველაფერი იჩრდილებოდა, რაღაც უსიამოვნების გამო, მის ოჯახში რომ ხდებოდა. მე ზუსტად არ ვიცი რა იყო ეს. მისი დებიც ჭკვიანები იყვნენ, მამა საინტერესო მოსაუბრე და დედა კეთილი ადამიანი. გოგონებს ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, მაგრამ აი ქრისი უყურადღებოდ დარჩა რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზით. საკუთარი გონიერებისა და ცნობისმოყვარეობის მიუხედავად ის გაბრაზებული, ნაწყენი და იმედდაკარგული იყო.

ამ ყველაფრის მატერიალიზება მისი 1972 წლის ლურჯი ფორდ პიკაპით მოხდა. ამ ავადსახსენებელ ავტომობილს ყოველ კუთხეში ერთი შეჭეჭყილი მაინც ჰქონდა. უფრო უარესიც შიგნიდანაც ისევე შეჭეჭყილები ჰქონდა. ეს ყველაფერი მეგობრების სხეულის ნაწილებმა შექმნა იმ უბედური შემთხვევების დროს, რამაც ამავდროულად გარედან დააზიანა მანქანა. ქრისის მანქანა ნიჰილიზმის ეგზო-ჩონჩხი გახლდათ. მშვენიერი ბამპერის სტიკერით : „ფხიზლად იყავი - სამყაროს მეტი სიფხიზლე სჭირდება“, ამ დევიზის შეჭეჭყილებთან კომბინაცია აბსურდის თეატრს ქმნიდა. ნაკლებად სავარაუდოა ეს შემთხვევითი ყოფილიყო.

ყოველთვის, როცა ქრისი აზიანებდა თავის ფურგონს, მამამისი აკეთებდა მას და ქრისისთვის რაიმე სხვას ყიდულობდა. მას ჰქონდა მოტოციკლი და ნაყინის გასაყიდი მანქანც კი. ის არ ზრუნავდა თავი მოტოციკლზე, არც ნაყინს ყიდდა. ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას მამამისის და მათი ურთიერთობის გამო. მაგრამ მამამისი მოხუცი და ავადმყოფი იყო, თუმცა ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ წლების მერე დაუსვეს და საკმარისი ენერგიაც არასოდეს ჰქონდა. ალბათ სათანადო ყურადღებასაც არ უთმობდა ვაჟს. შესაძლოა სწორედ ამან გაუფუჭა მამა-შვილს ურთიერთობა.
ქრის ჰყავდა მასზე ორი წლით უმცროსი ბიძაშვილი ედი. მე ისე მიყვარდა ის, როგორც ჩემი უმცროსი ბიძაშვილი. ის იყო მაღალი, გონიერი, ლამაზი და მომხიბლელი ბიჭი, იუმორის კარგი გრძნობით. იფიქრებდით, რომ კარგი მომავალი ექნებოდა, ის რომ 12 წლისა გენახათ. მაგრამ ედი ნელა ეშვებოდა ქვემოთ, განდეგილობაში, ნახევრად- მოძრავ არსებობაში. ის ქრისივით არ გაბოროტებულა, მაგრამ დაბნეული კი იყო. თქვენ რომ ედის მეგობრები გცოდნოდათ, ალბათ მიხვდებოდით, რომ მათი ზეწოლის შედეგად დაეშვა ედი ძირს. თუმცა მისი თანატოლებიც არ იყვნენ მასზე ნაკლებად დაკარგულები, მაგრამ ყურადღებას მაინც ნაკლებად იქცევდნენ. მათაც ედისავით და ქრისივით დაემართათ - სიტუაცია უფრო დამძიმდა როცა მათ მარიხუანა აღმოაჩინეს. მარიხუანა ყველას არ სწყენს მაშინ, როცა ალკოჰოლი ყველასთვის დამღუპველია. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის (მარიხუანა) აუმჯობესებს კიდევაც ადამიანებს. მაგრამ მან ვერც ქრისს უშველა და ვერც ედს.

გრძელ ღამეებში, თავის შესაქცევად მე, ქრისი, ედი და დანარჩენი მოზარდები 1970-იანების მანქანებით და ფურგონებით ვსეირნობდით. ჩვენი კრუიზი იწყებოდა მთავარ ქუჩაზე, რკინიგზის პროსპექტის გასწვრივ, სკოლასთან ახლოს, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის გარშემო - მერე დასავლეთისკენ - ანდა სულაც მთავარ ქუჩას ზემოთ ავუყვებოდით, ქალაქის ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისკენ ვუხვევდით და ასე დაუსრულებლად ვაგრძელებდით მგზავრობას. ან ქალაქის ქუჩებში დავქროდით ან ქალაქგარეთ. ერთი საუკუნის წინ გეოდეზისტებმა შექმნეს მცდარი, მაგრამ ძალიან ვრცელი ბადე მთელს 300 000 კილომტრზე დასავლეთ პრერიაში. ჩრდილოეთით ორ მილზე, მოხრეშილი გზა უსასრულოდ გრძელდებდა აღმოსავლეთიდან დასავეთისკენ. ყოველი მილის შემდეგ დასავლეთით მეორე გზა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიდიოდა. ჩვენი გზები არასოდეს მთავრდებოდა.

მოზარდი ყამირი

თუ ქალაქს ან მის შემოგარენს არ ვურტყავდით წრეებს, მაშინ წვეულებებზე ვიყავით. რომელიმე შედარებით უმცროსი მოზრდილი ან სულაც შედარებით უფროსი სახლის კარს გვიღებდა. ეს სახლები ყოველგვარი წვეულების ადგილი ხდებოდა, რომელთაგან ბევრი არც ისე კარგად იწყებოდა თავიდანვე ,ანდა ასეთად იქცეოდა როგორც კი ვთვრებოდით. წვეულება შესაძლოა მოულოდნელედაც მოგვეწყო, როცა რომელიმე მოზარდის მშობლები ქალაქიდან გაემგზავრებოდნენ. ასეთ შემთხვევაში, მანქანის მგზავრები შეამჩნევდნენ ხოლმე რომ რომელიმე სახლში სინათლე ენთო, ხოლო მათი მანქანა ადგილზე არ იყო. ეს კარგი არ გახლდათ. ამ დროს ყველაფერი ხელიდან გეცლებოდა.

მე არ მიყვარდა მოზარდების წვეულებები და არც ნოსტალგიით ვიხსენებ მათ. აქ ბევრი ბნელი საქმე იმალებოდა, სინათლე ოდნავ ბჟუტავდა და ცნობიერებაც სწორედ ამ მდგომარეობაში იყო. ძალიან ხმამაღალი მუსიკა საუბარს შეუძლებელს ხდიდა. მაგრამ სასაუბროც არაფერი იყო. ყოველთვის გვესწრებოდა ქალაქის ორიოდე ფსიქოპატი მაინც. ყველა სვამდა და ბევრს ეწეოდა. ირგვლივ უმიზნობის პირქუში და დამთრგუნველი გრძნობა ჩამოწოლილიყო, და არაფერი ხდებოდა (თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევას, როცა ჩემმა მთვრალმა კლასელმა 12 კალიბრიანი იარაღის აქეთ იქით ქნევა დაიწყო, ან ის როცა გოგონა, რომელიც მერე ცოლად შევირთე, გამუდმებით ლანძღავდა ვიღაცას, ვინც მას დანით ემუქრებოდა, ან ის, როცა ჩემი სხვა კლასელი მაღალ ხეზე აძვრა, მერე კი ტოტი მოუტყდა და ძირს დაეცა ზურგზე - ცოცხალ-მკვდარი პირდაპირ იმ კოცონთან, რომელიც იქამდე ერთად ავანთეთ, მერე კი მას მისივე ონავარი მეგობარიც მიჰყვა).

არავინ იცოდა, რა ჯანდაბა ხდებოდა ამ წვეულებებზე, ჩირლიდერების იმედი ჰქონდათ თუ გოდოს ელოდნენ? მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირველს ამჯობინებდა, უკანასკნელი უფრო ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან. უფრო რომანტიკული იქნებოდა ყველას რომ გამოგვეყენებინა შანსი და რამე უფრო პროდუქტიული გაგვეკეთებინა, მაგრამ ასე არ ხდებოდა. ჩვენ დროზე ადრე გავხდით ცინიკურები და სამყაროზე გული ავიცრუეთ, პასუხისმგებლობას ვერიდებიდით, დისკუსიების კლუბებში ვეწერებოდით, საჰაერო კადეტებსა და სკოლის სხვა სპორტულ კლუბებში რომლების ორგანიზებასაც მოზრდილები ცდილობდნენ. რაიმეს კეთება მაგარი არ იყო. არ ვიცი რას გავდა მოზარდების ცხოვრება 60-იანების რევოლუციამდე ყველას რომ უბიძგებდა ახალ ტალღაზე გადსვლას, ჩართვას და ამოვარდნას. ნორმალური იყო 1955 წელს მოზარდისთვის მთელი გულით კლუბს რომ ეკუთვნოდა? 20 წლის მერე ნამდვილდ აღარ. ბევრი ჩვენგანი ჩაერთო და ამოვარდა, მაგრამ ძალიან ცოტა აღმოჩნდა ახალ ტალღაზე.

მინდოდა სადმე სხვაგან ვყოფილიყავი და მხოლოდ მე არ მსურდა ეს. ყველამ, ვინც ფერგიუდან წავიდა, სადაც მე ვიზრდებოდი, იცოდა, რომ ქალაქს 12 წლისა ტოვებდა. მე ვიცოდი, ჩემმა ცოლმაც - რომელიც მოპირდაპირე ქუჩაზე გაიზარდა. ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ ვინც შეძლო ან ვერ შეძლო წასვლა, იმისდა მიუხედავად რა აზრზე იყვნენ. თითქოს უსიტყვო მოლოდინი არსებობდა კოლეჯის სტუდენტების ოჯახებში, რომ ეს თავისთავად ცხადი იყო. ნაკლებად განათლებული ოჯახებისთვის კი მომავალი, რომელიც უნივერსიტეტსაც მოიცავდა, უბრალოდ არ იყო მათი სამყაროს ნაწილი. და ეს არ ხდებოდა უფულობის გამო. უმაღლესი განათლება მაშინ ძალიან იაფი იყო, ხოლო სამუშაო ადგილები ალბერტაში ძალიან ბევრი და მაღალანაზღაურებადი. მე უფრო მეტს გამოვიმუშავებდი 1980 წელს ხის გადამამუშავებელ კომბინატში ვიდრე რაიმე სხვის კეთებით მთელი ოცი წლის განმავლობაში. არავის მიუტოვებია უნივერსიტეტი ფინანსური პრობლემის გამო ნავთობით მდიდარ ალბერტაში 1970 წლს.

ზოგიერთი განსხვავებული მეგობარი და ზოგიც მათი მსგავსი

მაღალ კლასებში, როცა ძველი მეგობრები ჩამომცილდნენ, ორ ახალმოსახლეს დავუმეგობრდი. ისინი ფერვიუში მუდმივად საცხოვრებლად ამოვიდნენ. მათ მშობლიურ, უფრო შორეულ და შესაფერისი სახელის ქალაქ დათვის კანიონში მხოლოდ 9 კლასიანი სკოლები იყო. ეს ამბიციური დუეტი გახლდათ, სანდო და უბრალო, ამავე დროს საკმაოდ მხიარულიც. როცა მოგვიანებით მე ქალაქიდან წავედი 9 მილის მოშორებით დიდი პრერიის რეგიონალურ კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად ერთ-ერთი მათგანი ჩემი ოთახის მეზობელი გახდა. მეორემ სხვაგან გააგრძელა განათლება. ორივე ზემოთ მიისწრაფვოდა. მათმა გადაწყვეტილებად მეც წამახალისა.

თავს ბედნიერად ვთვლიდი კოლეჯში რომ მოვხვდი. იქ თანამოაზრეთა დიდი ჯგუფი აღმოვაჩინე, რომელსაც ჩემი დათვის კანიონელი მეგობარიც შემოუერთდა. ყველას გვიზიდავდა ლიტერატურა და ფილოსოფია. სტუდენტურ გაერთიანებას ჩავუდექით სათავეში. პირველად თავისი ისტორიის განმავლობაში ეს გაერთიანება შემოსავლიანი გახდა, რადგან ჩვენ კოლეჯში ცეკვების ორგანიზება დავიწყეთ. ანდა როგორ დაკარგავ ფულს კოლეჯის სტუდენტებისთვის ლუდის მიყიდვით? გაზეთის გამოშვებაც დავიწყეთ. დავუახლოვდით პოლიტიკის მეცნიერების, ინგლისური ლიტერატურისა და ბიოლოგიის პროფესორებს რომლებიც მცირე სემინარებს ატარებდნენ პირველ კურსზეც კი. ტუტორები ძალიან კმაყოფილნი იყვნენ ჩვენი ენთუზიაზმით და უკეთ გვასწავლიდნენ. ჩვენ უკეთეს ცხოვრებას ვქმნიდით.

ბევრი დავკარგე ჩემი წარსულიდან. პატარა ქალაქში თქვენზე ყველამ ყველაფერი იცის. თქვენი განვლილი წლები უკან მოგყვებიან, როგორც ძაღლი მიათრევს მასზე მიბმულ თუნუქის ქილებს. ვერ გაექცევით იმას რაც იყავით. მაშინ ჯერ კიდევ ყველა არ იყო ჩართული ქსელში და მადლობა ღმერთს, თუმცა ეს ყველაფერი უცვლელად ინახება მეხსიერებაში საუბრობ ამაზე თუ არა.

როცა სხვაგან გადადიხარ, ყველაფერი ზემოთ, ჰაერში მიიწევს, ცოტა ხნით მაინც. ეს სტრესულია მაგრამ ქაოსი ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის. ხალხი, თქვენივე ჩათვლით ძველი შეხედულებებით ვეღარ აგანთებენ. თქვენ კალაპოტიდან გამოდიხართ და ახალ კალაპოტებს ქმნით უკეთესი მიზნების მქონე ადამიანებთან ერთად. ვფიქრობდი, რომ ეს ბუნებრივი განვითარება იყო. ყველას ვინც სხვაგან გადადის უნდა ჰქონდეს და სურს რომ ჰქონდეს ასეთი ფენიქსური გამოცდილება. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება.

ერთხელ, როცა დაახლოებით 15 ვიყავი, მე ქრისთან და კარლთან ერთად ედმონტონში წავედი 600 000-იან ქალაქში. კარლი არასოდეს ყოფილა ქალაქში. ეს მისთვის ჩვეული არ იყო. ედმონტონს ფერვიუდან დაახლოებით 800 მილი აშორებდა. მე ბევრჯერ ვყოფილვარ იქ, ხან ჩემს მშობლებთან ერთად, და ხან მათ გარეშე. მომწონდა ის ანონიმურობა, რომელსაც დიდი ქალაქი გაძლევს. მომწონდა ახალი დასაწყისები. მომწონდა მშობლიური ქალაქის პირქუში მოზარდული კულტურისგან გაქცევა. ასე დავითანხმე ჩემი ორი მეგობარი მცირე მოგზაურობაზე, მაგრამ მათ იგივე ვერ განიცადეს. როგორც კი ჩავედით, ქრისი და კარლი ბალახის საყიდლად წავიდნენ. ჩვენ ედმონტონის იმ ნაწილში წავედით რომელიც ფერვიუზე ბევრად უარესად გამოიყურებოდა. მივაგენით მარიხუანის ქუჩის მოვაჭრეებს. შაბათ-კვირა ჰოტელის ნომერში სმაში გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გზა გამოვიარეთ მაინც ვერსად ვერ წავედით.

ასეთი და უფრო რთული შემთხვევებიც მინახავს იმ წლებში. მე ედმონტონში გადავედი ჩემი ბაკალავრის კურსის დასამთავრებლად. ბინა ჩემს დასთან ერთდ ვიქირავე, ის საექთნოზე სწავლობდა. ისიც თავაწყვეტილი ადამიანი იყო (სულ ორიოდ წლის შემდეგ მან მარწყვის მოყვანა დაიწყო ნორვეგიში, მერე აფრიკაში გაიქცა, კონტრაბანდული ტვირთი გადმოჰქონდა საჰარის აგრესიული ტუარეგებით დასახლებულ მონაკვეთზე და ობოლ გორილებს ზრდიდა კონგოში). ჩვენ გვქონდა ნათელი ბინა, ახალაშენებული სახლის ზედა სართულზე, ხედით ჩრდილოეთ სასკაჩევანის მდინარეზე. უკანა ფანჯრები კი ქალაქის ხედს გადაჰყურებდა. მე ახალი, ლამაზი იამაჰა ვიყიდე განწყობის ასამაღლებლად. კარგი ადგილი იყო.

ხმა მომივიდა, რომ ედი, ქრისის უმცროსი ბიძაშვილიც გადმოვიდა ედმონტონში. ვიფიქრე, რომ ეს კარგი სიახლე იყო. ერთ დღესაც მან დამირეკა. მე მოვიპატიჟე, მინდოდა მენახა, როგორ ცხოვრობდა. ვიმედოვნებდი, რომ მან შეძლო იმ პოტენციალის რეალიზება, რომელიც მე ერთ დროს მასში დავინახე. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ედი მოტეხილიყო, თმაც შეთხელებოდა და გონებაც ისე ვეღარ უჭრიდა. ის ისეთი იმედისმომცემი მოზარდი იყო და განახევრებული პოტენციალით გადასულიყო ყმაწვილობაში. თვალები ჩასწითლებოდა მარიხუანის წევისგან. ედს სამსახურიც ეშოვნა - გაზონების გაკრეჭვა და ლანშაფტის დიზაინი, რაც მისაღები იქნებოდა სტუდენტისთვის ან ვისაც სხვა არაფრის კეთება არ შეეძლო, მაგრამ ინტელექტუალი ადამიანისთვის ფსკერი გახლდათ.

ედს მეგობარიც ახლდა. მასაც ვიცნობდი, გასული და დაბოლილი იყო, მისი გონება და ჩვენი მშვენიერი ბინა ერთ განზომილებაში ნადვილად არ მდებარეობდა. ჩემი დაც იქ იყო, ისიც იცნობდა ედს. მას ადრეც ჰქონდა ნანახი მსგავსი სურათი, მაგრამ მაინც არ მომეწონა, რომ ედმა ეს პერსონაჟი ჩვენს ბინაში მოიყვანა. ედი დაჯდა, მეგობარიც ასე მოიქცა, თუმცა ალბათ ვერც მიხვდა რა გააკეთა. ნამდვილი ტრაგიკომედია იყო. ედი ასე დაბოლილიც კი ინარჩუნებდა ბუნებრივ მორცხვობას. ლუდს ვსვამდით. ედის მეგობარმა ზემოთ აიხედა: „ჩემი ნაწილები მთელს ჭერზეა მიმოფანტული“ - განაცხადა მან. ამაზე ზუსტი დეფინიცია ძნელი მოსაძებნი იყო.

ედი მოშორებით გავიყვანე და ზრდილობიანად ვთხოვე წასულიყო. ისიც ვუთხარი, რომ ეს უუნარო ნაბიჭვარი არ უნდა მოეყვანა. მან თავი დამიქნია, გამიგო. ამან ყველაფერი გააუარესა. ამ შემთხვევიდან დიდი ხნის შემდეგ მისმა ბიძაშვილმა ქრისმა მომწერა წერილი ამის თაობაზე. მე ის ჩემ წიგნს „მნიშვნელობების რუკას“ და „რწმენის არქიტექტურას“ დავურთე, - „მე მყავდა მეგობარი“, - მწერდა ის - „ერთ დროს, ვისაც საკუთარი თავის პატივისცემა ყოფნის, ისინი მეც მომიტევებენ ჩემსას.

რამ გახადა ედი, ქრისი და კარლი უუნაროები (ან უფრო უარესიც უმიზნოები) რომ შეეცვალათ სამეგობრო წრე და თავისი ცხოვრების პირობები? იყო კი ეს გარდაუვალი - მათი შეზუდვების, წარსულის ავადმყოფობებისა და ტრავმების გამო? ბოლოს და ბოლოს ადამიანები ძალიან განსხვავდებიან, სხვადასხვაა მათი გონებრივი შესაძლებლობები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სწავლა და ტრანსფორმაცია. ადამიანები პიროვნულადაც ძალიან განსხვავდებიან. ზოგი აქტიურია, ზოგი პასიური. ვიღაცა მშვიდია, ვიღაცა მოუსვენარი. ვიღაცას მეტი ენთუზიაზმი აქვს რაიმეს მისაღწევად. ხოლო ამ განსხვავებათა დონე იმდენად ფართოა, რომ ყველაზე ოპტიმისტ ადამიანსაც კი გააოცებს. ამას კი მოსდევს ავადმყოფობები, დადგენილი თუ ფარული მენტალური და ფსიქიკური აშლილობები რომლებიც ზღიდავს ჩვენს ცხოვრებას.

ქრისს 30 წლისთვის ფსიქიკური აშლილობა დაეწყო, მას შემდეგ რაც დიდხანს ეთამაშა სიგიჟეს. ცოტა ხნის შემდეგ კი თავის მოიკლა. მიუძღვოდა თუ არა ამაში წვლილი მარიხუანას თუ მხოლოდ სამკურნალოდ მიმართავდა მას? ექიმების მიერ გამოწერილი მარიხუანას ლეგალიზაცია დასაშვები იყო ზოგიერთ შტატში, მაგალითად კოლორადოში. იქნებ წამალი ეხმარებოდა ქრისს და არ აზიანებდა. იქნებ ეს უმსუბუქებდა ტანჯვას და ხელს უშლიდა მისი არასტაბულურობის განცდის გაღვივებას, იყო თუ არა მისი ნალოლიავები ნიჰილისტური ფილოსოფია მისი სულერი გატეხვის საწინდარი? თავის მხრივ იყო თუ არა ეს ნიჰილიზმი მისი ავადმყოფური წარმოსახვის და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების სურვილის არქონის შედეგი? რატომ ირჩევდა ის, მისი ბიძაშვილი და ჩემი სხვა მეგობრები იმ ადამიანებთან ურთიერთობას და ისეთ ადგილებს სადაც ბედნიერი ვერ იქნებოდა?

ზოგჯერ, როცა ადამიანს დაბალი თვითშეფასება აქვს ანდა გაურბის თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას, ისინი ისეთ ნაცნობებს ირჩევენ, ვისაც პრობლემური წარსული აქვს. ასეთ ადამიანებს არ სჯერათ, რომ რაიმე უკეთესს იმსახურებენ და შესაბამისად არც არაფერს ეძებენ. ან უბრალოდ არ უნდათ უფრო მეტი პრობლემა. ფროიდი ამას „გამეორების იძულებას“ ეძახის. ის უყურებდა ამას, როგორც არაცნობიერ მისწრაფებას გაემეორებინა წარსულის საშინელებები, - ხანდახან მეტი ინტენსივობით, ხანდახან ეს უფრო აქტიურდებოდა, რადგან ალტერნატიული მაგალითი არ არსებობდა. ადამიანები ქმნიან თავიანთ სამყაროს იმ საშუალებებით, რაც ხელთ გააჩნიათ. ყალბი საშუალებები ყალბ შედეგებს იძლევა. რამდენჯერაც არ უნდა გავიმეოროთ ეს ყალბი მოქმედებები შედეგი მაინც ყალბი დადგება. ამგვარად, ვინც ვერაფერს სწავლობს წარსულიდან, განწირულია შეცდომების კვლავ და კვლავ გასამეორებლად. ნაწილობრივ ეს ბედისწერაა, ნაწილობრივ - უუნარობა. ნაწილობრივ კი ... სწავლის სურვილის უქონლობა? სწავლის აუცილებლობის უარყოფა? სწავლაზე მოტივირებული უარი?

დაწყევლილთა ხსნა

ადამიანები ცუდ მეგობრებს სხვა მიზეზებითაც ირჩევენ. ხან და ხან ვიღაცის გადარჩენა უნდათ. ეს უფრო ახალგაზრდებს ახასიათებთ, თუმცა ის შერჩენილია ხანდაზმულებშიც, რომლებიც მეტად დამყოლები არიან, გულუბრყვილოები, ანდა განგებ არ უნდათ თვალის გახელა. შეიძლება ვინმე შემეკამათოს: „ადამიანებში მხოლოდ საუკეთესოს უნდა ვხედავთედ, უდიდესი სათნოებაა დაეხმრო მათ.“ მაგრამ განა ყველა უიღბლო მსხვერპლია, ყველას როდი უნდა ფსკერიდან წამოდგომა, თუმცა კი ბევრი აკეთებს ამას და ბევრსაც გამოსდის. უფრო მეტიც, ადამიანები არა მხოლოდ ეგუებიან თავიანთ ტანჯვას არამედ აძლიერებენ კიდევაც მას, ამ ყველაფერს კი სამყაროს უსამართლობის დასტურად იყენებენ. ჩაგრულთა შორისაც არაა მჩაგვრელების დეფიციტი, დამდაბლებულნიც კი, ისინი ყველანაირად ცდილობენ თავიანთ ტირანს მიბაძონ. ეს ყველაზე იოლი გზაა, შემთხვევიდან შემთხვევამდე, და რა თქმა უნდა არაფერია ჯოჯოხეთის გარდა.

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცას უჭირს, დახმარება სჭირდება. მას შესაძლოა უნდოდეს კიდევაც დახმარება. მაგრამ ძნელი გასარჩევია, ვის სჭირდება ნამდვილად დახმარება და ვინ იყენებს ჩვენს ძალისხმევას ბოროტად. ეს განსხვავება რთულად აღსაქმელია იმ ადამიანისთვისაც კი, ვისაც უნდა და სჭირდება დახმარება და სავარაუდოდ იყენებს მას. როცა ადამიანი ცდილობს და წარუმატებლობას განიცდის, ეს მიეტევება,მერე ისევ ცდილობს და წარუმატებლობას განიცდის და ესეც მიეტევება, ბოლოს და ბოლოს ადამიანი ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ ის ნამდვილად ცდილობს.

ხოლო როცა ვიღაცის დახმარების მცდელობა უბრალოდ გულუბრყვილობა არ არის, მას პატივმოყვარეობისა და ნარცისიზმის ელფერიც ერევა. მსგავსი შემთხევევა დაწვრილებითაა აღწერილი ცნობილი რუსი მწერლს „მიწისქვეშეთის ჩანაწერებში“, ასე იწყება : „ მე ავადმყოფი კაცი ვარ ... მე გაბოროტებული კაცი ვარ. მე მახინჯი ვარ. მჯერა, დაავადებული ღვიძლი მაქვს.“ ესაა საწყალი, ამპარტავანი კაცის აღსარება ქაოსისა და უიმედობის მიწისვეშეთიდან. ის თავის თავს დაუნდობლად ახასიათებს, მაგრამ ასე მხოლოდ 100 ცოდვას გამოისყიდის, ჩადენილი 1000-ის ნაცვლად. შედეგ, როცა თავს განკურნებულად ჩათვლის ეს მიწისქვეშა კაცი იმაზე გაცილებით დიდ დანაშაულს ჩაიდენს. ის დახმარებას სთავაზობს უბედურ ადამიანს, ლიზას, ქალს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში უიმედოდ შემდგარა პროსტიტუციის გზაზე. ის მას თავისთან პატიჟებს და პირდება, რომ ისევ სწორ გზაზე დაბრუნებს. სანამ ქალის გამოჩენას ელოდება მისი ფანტაზია სულ უფრო და უფრო მესიანური ხდება: „ ერთი დღე გავიდა, მერე მეორე და მესამეც, ის არ მოვიდა მე კი უფრო დავმშვიდდი. განსაკუთრებით კარგად თავს 9 საათის მერე ვგრძნობდი, ტკბილ ოცნებას ვიწყებდი და უფრო და უფრო ვიფლობოდი მასში. ლიზას მხსნელი ვხდებოდი, ის მოდიოდა ჩემთან და მელაპარაკებოდა ... მე მას ვასწავლიდი, ვავითარებდი. ბოლოს აღმოვაჩენდი რომ მას ვუყვარდი, ვნებიანად ვუყვარდი. თავს ვიკატუნებ თითქოს ვერ ვხვდები (თუმცა არც კი ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, მეტი ეფექტისთვის ალბათ). ბოლოს სრულიად დაბნეული, გარდასახული, ატირებული და აცახცახებული ჩემს ფერხთით ეცემა და მეუბნება, რომ მისი მხსნელი ვარ და ამქვეყნად ყველაზე მეტად ვუყვარვარ.“

არავინ, მიწისქვეშა ადამიანის გარდა არ იკვებება ამ ფანტაზიებით. თავად ლიზასაც ანგრევენ ისინი. გადარჩენა, რომელსაც ის ქალს სთავაზობს გაცილებით მეტ გამბედაობას და ჩამოყალიბებულობას მოითხოვს, ვიდრე მიწისქვეშა ადამიანს შეუძლია შეთავაზება. მას არა მხოლოდ არ შეუძლია ამის დანახვა, რადგან ფიქრობს, რომ რასაც სწრაფად აცნობიერებს, სწრაფადაც რეალიზდება. ბოლოს ლიზა მაინც მივა მის ღარიბულ ბინაში. სასოწარკვეთილი იმედოვნებს, რომ აქ ხსნას იპოვის, ყველაფრით რისკავს აქ მოსასვლელად. ის უყვება მიწისქვეშა ადამიანს, რომ ძველი ცხოვრების მიტოვება უნდა. მისი პასუხი?

„რატომ მოხვედი ჩემთან ამის მოსაყოლად? დავიწყე მე სუნთქვაშეკრულმა და ყურადღებას არ ვაქცევდი ჩემი სიტყვების ლოგიკას. მინდოდა ყველაფერი ერთად, ერთი ამოსუნქვით მეთქვა და სულ არ დაგიდევდით როგორ დავიწყებდი. „რატომ მოხვედი? მიპასუხე, მიპასუხე,“ დავიყვირე მე, ოდნავ ვაცნოიერებდი რას ვაკეთებდი. „მე გეტყვი, ჩემო კარგო გოგო, რატომაც მოხვედი აქ. იმიტომ რომ მე მაშინ სენტიმენტალურად მოგმართე. ახლა კი დროა გაიგო, რომ მაშინ დაგცინოდი. ახლაც დაგცინი. რატომ კანკალებ? ხო,მე დაგცინი. იმ ღამეს მეც შეურაცხყოფა მომაყენეს იმ ყმაწვილებმა რომლებიც ჩემამდე მოვიდნენ აქ. მაშინ შენთან მოვედი, რომ ერთ-ერთი მათგანი - ოფიცერი მეცემა, მაგრამ ვერ ვიპოვე. მე შურსძიება მინდოდა და ხელში შენ მომხვდი, მე ჩემი ნაღველი შენზე გადმოვაფრქვიე და დაგცინე. დამცირებული ვიყავი და მინდოდა სხვაც დამემცირებინა, ისე მომექცნენ როგორც ჩვარს და ჩემი ძალის ჩვენებაც მინდოდა ... აი ასე იყო, თქვენ კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენს გადასარჩენად მოვედი? ხო? ეს წარმოიდგინეთ? ეს წარმოიდგინეთ?’

ვიცოდი, რომ ის აირეოდა და ყველაფერს არც დამიჯერებდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ამ ყველაფრის აზრს კარგად ჩასწვდებოდა. და ასეც მოიქცა. ზეწარივით გაფითრდა, ტუჩემი მტკივნეულად ეკრუნჩხებოდა, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა, სკამზე მოცელილივით დაეცა. მთელი ეს დრო ოდნავ ღია ტუჩებით და ფართოდ გახელილი თვალებით მისმენდა, ჩემი საშინელი ცინიზმისგან აკანკალებული. ცინიზმმა, ჩემი სიტყვების ცინიზმაა გააქვავა ის...“

მაღალი თვითშეფასებით, უტაქტობით და აშკარა არაკეთილსინდისიერებით მიწისქვეშა კაცმა ლიზას უკანასკნელი იმედები დაამსხვრია. ის ამას მშვენივრად მიხვდა. უფრო უარესიც, მასში რაღაცა სწორედ ამის მიღწევას ცდილობდა. და მან ეს იცოდა. ბოროტმოქმედი, რომელიც სასოწარკვეთილია თავისი ბოროტმოქმედებით ვერ გახდება გმირი. გმირი - ეს პოზიტიურია, არა მხოლოდ ბოროტების უარმყოფელი.

თქვენ შემახსენებთ, რომ თავად ქრისტე უმეგობრდებოდა გადასახადების ამკრეფებს და მეძავებს. როგორ შემიძლია მათი მოტივების უარყობა, ვინც სხვების დახმარებას ცდილობს? მაგრამ ქრისტე არქეტიპული სრულყოფილი ადამიანი იყო. ხოლო შენ შენ ხარ. საიდან იცით, რომ თქვენი მცდელობა ვინმე წამოაყენოთ მას ან თქვენვე უფრო ქვემოთ და დაგაგდებთ? წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა ხელმძღვანელობს მუშების ჯგუფს, ყველა ერთი შედეგისთვის მუშაობს. წარმოიდგინეთ, რომ ისინი გულმოდგინეთ, ბეჯითად და ერთად მუშაობენ. მაგრამ პასუხისმგებელი ხელმძღვანელი წუხს ერთ-ერთ მუშაზე, რომელიც კარგად ვერ ასრულებს საქმეს. სიკეთით ანთებული მენეჯერი მას მთავარ ჯგუფში გადაიყვანს, რომ კარგი მაგალითებით წაახალისოს. რა შედეგი მოსდევს ამას? ფსიქოლოგიური ლიტერატურა ნათელ დეფინიციას გვაძლევს. გამოსწორდება სუსტი რგოლი და აჰყვება სხვებს? არა, უფრო მეტიც მთელ გუნდს აიყოლიებს. ახალი მუშა ცინიკური, ამპარტავანი და ნევროტული რჩება. ის გამუდმებით ჩივის, საქმეს თავს არიდებს, მნიშვნელოვან შეხვედრებს აცდენს. მისი უხარისხო ნამუშევარი სხვებს აფერხებს და მისი შეცდომები სხვისი გასასწორებელი ხდება. თუმცა ხელფასს გუნდის სხვა წევრებივით იღებს. კეთილსინდისიერი მუშაკები მის გარშემო თავს მოტყუებულებად გრძნობენ. „რატომ ვიკლავ თავს ამ სამუშაოს შესასრულებლად?“ ფიქრობს ის „როცა აგერ ჩემი თანამშრომელი ხელსაც არ ანძრევს“. იგივე ხდება, როცა ზარმაც თანამშრომელს ურჩევენ მის გულმოდგინე თანატოლებს მიბაძოს. სტაბილურობის მაგიერ დანაშაული ვრცელდება. ძირს დაცემა უფრო ადვილია ვიდრე წამოდგომა.

თქვენ ეხმარებით ადამიანებს, რადგან ძლიერი, გულუხვი და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, რომელსაც სწორად მოქცევა უნდა. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენ გინდათ ყურადღება მიიქციოთ თანაგრძნობით და კეთილი ნებით. ან შესაძლოა იმიტომ ეხმარებით სხვას, რომ გინდათ საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ იმაზე ძლიერი ხართ ვიდრე თქვენი დაბადების ადგილისა და იღბლის გვერდითი ეფექტია. ანდა შეიძლება იმიტომ, რომ თქვენ გაცილებით უკეთ გამოიყურებით ვიღაც უპასუხისმგებლო ადამიანის გვერდით.

ჯერ ყველაზე ადვილი რამ იკისრეთ ვიდრე ყველაზე რთულზე გადახვალთ

შენს მძიმე ალკოჰოლიზმთან შედარებით ჩემი უბრალო ქეიფი რა მოსატანია. ჩემი ხანგრძლივი, სერიოზული საუბრები შენს წარუმატებელ ქორწინებაზე ორივეს გვარწმუნებს, რომ შენ ყველაფერს ცდილობ ოჯახის გადასარჩენად ხოლო მე - შენს დასახმარებლად. ეს ნამდვილად გავს ძალისხმევასაც და პროგრესსაც. მაგრამ რეალური პროგრესი ორივე ჩვენგანისგან გაცილებით მეტს მოითხოვს. დარწმუნებული ხართ, რომ ადამიანი რომელიც ასე სასოწარკვეთილი ითხოვს დახმარებას, აქამდე თავად უკვე მრავლჯერ არ გადაწყვიტა მიეღო ეს უიმედო და დამთრგუნველი ტანჯვა, რადგან ეს უფრო ადვილია ვიდრე რაიმეზე სრული პასუხისმგებლობის აღება? დაუშვებთ შეცდომას? შესაძლოა, რომ თქვენი ზიზღი უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს ვიდრე თქვენი სიბრალული?

შესაძლოა არც გქონდეთ ვინმეს გადარჩენა გეგმაში. თქვენ აგრძელებთ ურთიერთობას იმ ხალხთან, ვინც გავნებენ, არა იმიტომ, რომ ვინმესთვის ასეა უკეთესი, არამედ იმიტომ, რომ ეს ადვილია. თქვენ იცით ეს, თქვენმა მეგობრებმაც იციან. თქვენი კავშირი შეკრულია ნიჰილიზმის, უიღბლობისა და ყალბი თანაგრძნობის უსიტყვო შეთანხმებით. თქვენ ყველას გადაწყვეტილი გაქვთ აწმყოს მომავალი უმსხვერპლოთ. თქვენ ამაზე არ საუბრობთ. თქვენ არ იკრიბებით ერთად და არ ამბობთ: „მოდით უფრო ადვილი გზა ავირჩიოთ. მოდით მომავალს მივენდოთ. მოდით შევთანხმდეთ, რომ ამიერიდან აღარ დავურეკავთ ერთმანეთს. ასე უფრო ადვილად დავივიწყებთ რას ვაკეთებთ.“ თქვენ ასეთს არაფერს ამბობთ. მაგრამ ყველამ იცით, თუ რა ხდება რეალურად.

სანამ ვინმეს დაეხმარებით, ჯერ გაარკვიეთ, რატომ აღმოჩნდა ის გასაჭირში. მარტივად არ უნდა ჩათვალოთ, რომ ისინი შექმნილი გარემოებების უდანაშაულო მსხვერპლები არიან. ეს ყველაზე ნაკლებად სარწმუნო მოსაზრებაა. ჩემი გამოცდილებით - კლინიკურითაც და ჩვეულებრივითაც - ეს არასოდეს ყოფილა ადვილი. მაგრამ თუ თქვენ სარწმუნოდ მიიღებთ ამბავს, რომ ყველა უბედურება მას დამოუკიდებლად - მსხვერპლის მხრიდან რაიმე ჩარევის გარეშე დაემართა, თქვენ უარყოფთ, რომ პიროვნება რამენაირად პასუხისმგებელია თავის წარსულზე და ავტომატურად აწმყოზე და მომავალზეც. ამგავარად თქვენ მას ყოველგვარ უფლებამოსილებას ართმევთ.

უფრო მეტად სარწმუნოა, რომ მოცემულმა პიროვნებამ თავად შეწყვიტა აღმასვლა შექმნილი სიძნელეების გამო. შესაძლოა თქვენვე დაუშვით ასეთ სიტუაციასთან შეხვედრა. ფიქრობთ, რომ დიდი სისასტიკეა. შესაძლოა მართალიც იყოთ. მაგრამ გაითვალისწინეთ - უიღბლობა ადვილი მისაღებია. მისი არსებობის ასახსნელად არანაირი თეორია არაა საჭირო. ამგვარად არც - შიში, სიძულვილი, შური, გარყვნილება, ღალატი და ტყუილი არ საჭიროებენ ახსნას. აქ არ არსებობს რაიმე ნაკლი და ახსნის აუცილებლობა. ნაკლი და უიღბლობა ადვილია. ადვილია არ დაიტვირთო თავი. ადვილია არ იფიქრო, არაფერი აკეთო და არაფერზე იზრუნო. ადვილია ხვალისთვის გადაიტანო ის რისი გაკეთებაც დღესაც შეიძლება და ასე გაატარო დღევანდენი დღეები წლების განმავლობაში გართობაში. როგორც სიმპსონების მამამ თქვა, სანამ მაიონეზისა და არყის ბოთლებს საბოლოოდ დააცარიელებდა - „ეს მომავალში ჰომერის პრობლემა იქნება. არ მშურს არ ბიჭის !“

საიდან ვიცი, რომ შენი ტანჯვა არ არის ჩემი გამოგონილი მოწამეობის მოთხოვნილება, და შენ მომენტალურად შეგიძლია აიცილო თავიდან გარდაუვალი? შესაძლოა, თქვენ უკვე მოსალოდნელი კრახის თავიდან აცილებას აღარც ცდილობთ, მაგრამ ჯერ ამის აღიარება არ გინდათ. შესაძლოა ჩემმა დახმარებამ ვერაფერი შეცვალოს, მაგრამ შეიძლება ამან ცოტა ხნით მაინც შეაჩეროს თქვენი საშინელი გზით წასული პიროვნული განვითარება. შენი ტანჯვა იქნება იმის მოთხოვნილებაა, რომ ჩემი მარცხიც დაინახო, ამით კი ჩვენს შორის სხვაობა, რასაც ასე მტკივნეულად განიცდი, შემცირდება, სანამ შენ განაგრძობ დეგენერაციას და ჩაძირვას. საიდან ვიცი, რომ ასეთ თამაშში არ ამყვები? საიდან ვიცი, რომ მე უბრალოდ თავს არ მოგაჩვენებ პასუხისმგებლად, სანამ ვითომ გეხმარები, ასე რომ მე არ გავაკეთებ არაფერს რეალურად რთულს და ეფექტურს?

იქნებ თქვენი ტანჯვა უბრალოდ იარაღია რომელსაც მათკენ მიმართავთ, ვინც განვითარება შეძლოა, სანამ თქვენ გაჩერდით და ფსკერისკენ წახვედით? იქნებ თქვენი ტანჯვა მცდელობაა, რომ სამყაროს უსამართლობა დაამტკიცოთ, იმის მაგივრად რომ საკუთარი შეცდომები აღიაროთ, თქვენი შეგნებული უარი სიცოცხლისკენ ისწრაფვოდეთ? იქნებ თქვენი მისწრაფება წარუმატებლობის გამო ტანჯვისკენ ამოუწურავია, იმასაც თუ გავითავლისწინებთ, რომ ამას მტკიცებულებად იყენებთ. იქნებ ამით ცდილობთ ყოფიერებაზე შური იძიოთ. როგორ უნდა დაგიმეგობრდეთ ამ მდგომარეობაში? მაინც როგორ?

წარმატება ეს სასწაულია. სათნოება - აი რა არის აუხსნელი. წარუმატებლობისთვის უბრალოდ ცოტაოდენი ცუდი ჩვევის გამომუშავება გჭირდებათ. უბრალოდ უმოქმედოთ უნდა იყოთ. და ბოლოს ვიღაცა მართლაც გაფლანგავს დროს და შეიძენს ცუდ თვისებებს. მათი ყველა შანსი რაიმესთვის მიეღწიათ გაფლანგულია, ხოლო რეალურად გახდნენ ის, რაც ყველაზე ნაკლებად შეიძლებოდა გამხდარიყვნენ. მოვლენები ხშირად ვითარდება არასასურველად და ამას ადამიანების ნაკლოვანებების გავრცელებაც ერთვის, ამას კი მეწყერი მოსდევს.

მე არ ვამბობ, რომ არ არის თავის დაღწევის იმედი, მაგრამ ვიღაცის უფსკრულიდან ამოთრევა გაცილებით რთულია ვიდრე თხრილიდან ამოყვანა. ზოგიერთი უფსკრული ძალიან ღრმაა. ხოლო მის ფსკერზე ბევრი ადამიანური თვისება კვდება.

იქნებ ცოტა მომეცადა სანამ ნათლად გააცნობიერებ, რომ დახმარება გჭირდება. კარლ როჯერსი, ცნობილი ჰუმანისტი ფსიქოლოგი, აღნიშნავდა, რომ შეუძლებელია თერაპიამ შედეგი გამოიღოს, თუ პაციენტს არ სურს თავისი მდგომარობის შეცვლა. როჯერსი ამბობდა, რომ შეუძლებელია ვინმე დაარწმუნო უკეთესისკენ შეიცვალოს. მდგომარეობის გამოსწორების სურვილი პროგრესის საწინდარია. მე მყავდნენ პაციენტები, რომლებსაც იძულებითი მკურნალობა ჰქონდათ მისჯილი. მათ არ უნდოდათ, რომ დავხმარებოდი. ისინი იძულებულნი იყვნენ ემკურნალათ. ასე კი არ მუშაობს, ეს პაროდიაა.

თუ შენთან არაჯანსაღ ურთიერთობაში დავრჩები, ეს იმიტომ რომ ნებისყოფა და გაბედულება არ მყოფნის წასასვლელად. მაგრამ ამის ცოდნაც არ მინდა. მე მაინც განვაგრძობ შენს დახმარებას და თავს უმიზნო მოწამეობით ვიმშვიდებ. საკუთარ თავზე კი ასე ვფიქრობ : „ის, ვინს თავს სწირავს სხვის დასახმარებლად კარგი ადამიანია“. ასე არაა. შესაძლოა ადამიანი უბრალოდ ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს, თავს გვაჩვენებს თითქოს ძნელ საქმეს შესჭიდებია, იმის მაგივრად რომ რეალურად კარგი გახდეს და რაიმე ღირებული გააკეთოს.

ჩვენ ურთიერთობის გაგრძელების ნაცვლად ხომ არ ჯობია უბრალოდ წავიდე, შენც გაითვალისწინო ეს და ჩემს მაგალითს მიჰყვე.

ურთიერთ-შეთანხმება

აი, რა უნდაგაითვალისწინოთ: - თუ თქვენ გყავთ მეგობარი, რომელთან მეგობრობასაც არ ურჩევდით თქვენს დას, მამას ან შვილს, მაშ თქვენ რატომღა მეგობრობთ მასთან? შეიძლება მითხრათ რომ ლოიალურობის გამო. კარგით, მაგრამ ლოიალობა სისულელე არაა. ლოალობი მიიღწევა პატიოსნებით და გულწრფელობით. თქვენ არ ხართ ვალდებულნი დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც არაფერს სასარგებლოს არ ქმნის. პირიქით, უნდა ირჩევდეთ ისეთ ადამიანებს ვინც ცდილობს რაღაცის გამოსწორებას და არა პირიქით. იმ ხალხის არჩევა ვინც თქვენთვის კარგია, ეგოისტური სულაც არაა. დროული და სასიკეთოა ისეთ ადამიანებთან უერთიერთობა ვისი ცხოვრებაც გაუმჯობესდება თქვენი მაგალითით.

თუ გარშემო იმ ხალხს შემოიკრებთ ვინც თქვენს მიზნებს იზიარებს, ისინი თქვენს ცინიზმსა და უპასუხისმგებლობას ვერ მოითმენენ. ისინი გაგამხნევებენ, რომ სარგებელი მოუტანოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც და ფრთხილად დაგსჯიან როცა ასე არ მოიქცევით. ეს უფრო გაამყარებს თქვენს გადაწყვეტილებას აკეთოთ ის, რაც უნდა აკეთოთ. ხოლო ისინი, ვინც თქვენს მიზნებს არ იზიარებენ, საწინააღმდეგოდ მოიქცევიან. ისინი ყოფილ მწეველს სიგარეტს შესთავაზებენ, ყოფილ ალკოჰოლიკს კი ლუდს. ისინი იეჭვიანებენ თქვენს წარმატებებსა და აღმოჩენებზე. ისინი მხარს არ დაგიჭერენ, პირიქით, ეცდებიან დაგსაჯონ ამისთვის. ისინი ეცდებიან საკუთარი მოგონილი თუ რეალური წარმატებებით გადაფარონ თქვენი. შესაძლოა ამოთ გამოწმებენ, არის თუ არა თქვენი მისწრაფება რეალური. მაგრამ ძირითადად ისინი მაინც ფსკერისკენ გექაჩებიან, რადგან თქვენი წარმატების ფონზე მათი ნაკლოვანებები ცუდად ჩანან.

ამიტომაც ყოველი კარგი მაგალითი ბედისწერის გამოცდაა და ყოველი გმირი - მოსამართლე. მიქელანჯელოს უნიკალური მარმარილოს დავითი მიმართავს თავის მნახველებს: „შენ შეგიძლია იმაზე უკეთესი იყო ვიდრე ხარ.“ როცა ზემოთ იწყებთ სწრაფვას, აღმოაჩენთ როგორი არასტაბილურია აწმყო და რა იმედისმომცემი მომავალი. თქვენ ამით შეაწუხებთ სხვებს, გულის სიღრმეში ისინი მიხვდებიან, რომ მათი ცინიზმი და უძრაობა გაუმართლებელია. თქვენ აბელს ითამაშებთ მათ კაენთან. თქვენ მათ შეახსენებთ, რომ მათ ფარ-ხმალი დაყარეს არა იმიტომ, რომ ცხოვრება მძიმეა, არამედ იმიტომ, რომ ასე უნდოდათ, არ უნდოდათ თავად ეტარებინათ ის სამყარო მხრებზე რომელიც მათ ეკუთნოდათ.

არ იფიქროთ, რომ კარგი და ჯანმრთელი ხალხის გარემოში მოხვედრა უფრო ადვილია ვიდრე უმაქნის და არაჯანსაღ ადამიანებთან. ასე არაა. კარგი და ჯანმრთელი ადამიანი იდეალია. ძალა და გამბედაობა სჭირდება ასეთი ადამიანის გვერდით დგომას. მოთმინება და ნებისყოფა დაგჭირდება. გამოიყენეთ თქვენი განსჯის უნარი და თავი დაიცავით სიბრალულისა და ზედმეტად ლმობიერი დამოკიდებულებისგან.

იმ ადამიანებს დაუმეგობრდით ვისაც თქვენთვის საუკეთესო სურს.