peterson3

წესი IV - საკუთარი თავი შენივე გუშინდელ „მეს“ შეადარე და არა სხვის - დღევანდელს.

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

შინაგანი კრიტიკოსი

ადამიანებისთვის უფრო ადვილია რაიმეში კარგები იყვენენ როცა ისინი პატარა, სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობენ. ვიღაც ჩირლიდერების დედოფალია. ვიღაც მართლწერის ჩემპიონია, ვიღაც - მათემატიკის, ვიღაც - კალათბურთის. აქ ერთი ან ორი მექანიკოსი ცხოვრობდა, ორიოდე მასწავლებელი. ამ ადგილობრივ გმირებს თავიანთ სამფლობელოებში საშუალება ჰქონდათ გამარჯვებით გამოწვეული სეროტონინით დამტკბარიყვნენ. შეიძლება ამიტომაცაა პატარა ქალაქებში დაბადებული ადამიანებით გადავსებული წარმატებული ხალხის სიები. თუ თქვენ ერთი ხართ მილიონიდან (განსაკუთრებული) და თანამედროვე ნიუიორკიდანაც ხართ, თქვენნაირი კიდევ 20 მაინცაა და ყველა მათგანი დიდ ქალაქში ცხოვრობს. უფრო მეტიც, ახლა უკვე ციფრული კავშირებით ხართ დაკავშირებული დანარჩენ 7 მილიარდთან. ახლა ჩვენი იერარქიული მიღწევები თავბრუდამხვევად ვერტიკალურია.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი ხართ რაღაცაში, ან რამდენად აფასებთ თქვენს მიღწევებს, ყოველთვის გამოჩდება ვიღაც, ვინც არაკომპეტენტურად წარმოგაჩენთ. თქვენ კარგად უკრავთ გიტარაზე, მაგრამ არც ჯიმი პეიჯი ხართ და არც ჯეკ ვაითი. თქვენ თითქმის დარწმუნებული ხართ, რომ ადგილობრივი პაბისთვისაც კი არ გამოდგებით. თქვენ კარგად ამზადებთ, მაგრამ გარშემო უამრავი შესანიშნავი შეფ-მზარეულია. თევზის თავებისა და ბრინჯის დედაშენისეული რეცეპტი, იმისდა მიუხედავად რამხელა წარმატებით სარგებლობს სამშობლოში, უბრალოდ აღარ ჭრის დღევანდელი გრეიფრუტის ქაფისა და თამბაქო/ვისკის არომატის ნაყინის გვერდით. რომელიღაც მაფიის ბოსს უფრო მიმზიდველი იახტა ჰყავს. ზოგიერთ შეპყრობილ მმართველს უფრო მაგარი მექანიკური საათი აქვს, თანაც უფრო უკეთეს - ხისა და ფოლადის ყუთში ინახავს. ყველაზე კაშკაშა ჰოლივუდის ვარსკვლავიც კი ბოლოს ბოროტი დედოფალი ხდება, პარანოიით შეპყრობილი დედინაცვალი ახალი ფიფქიასთვის. და შენ? შენი კარიერა მოსაწყენი და უაზროა, შენი საშინაო საქმეების უნარები მეორეხარსიხოვანი, შენი გემოვნება საშინელი, შენს მეგობრებზე მსუქანი ხარ და ყველა გაურბის შენს წვეულებებს. ვის ანაღვლბს რომ კანადის პრემიერ მინისტრი ხარ, როცა აი ის აშშ-ს პერზიდენტია?

ჩვენს შიგნით ცხოვრობს შინაგანი კრიტიკოსი, სული რომელმაც ეს ყველაფერი იცის. ის განწყობილია ხმაურის ატეხვისკენ. ის განსჯის ჩვენს უფერულ მცდელობებს. მისი ჩახშობა ძალიან ძნელია. უფრო უარესიც, ასეთი კრიტიკა აუცილებელიც კია. ნამდვილად არაა უგემოვნო მხატვრების, უსმენო მუსიკოსების, მომწამვლელი მზარეულების, მოუწესრიგებელი საშუალო მენეჯერების, უნიჭო მწერლების და მოსაწყენი, დოგმატური პროფესორების უკმარისობა. ადამიანები მნიშვნელოვნად განირჩევიან კვალიფიკაციის მიხედვით. საშინელი მუსიკა ყველაგან აწუხებს მსმენელს. ცუდად აგებული შენობები მიწისძვრებს ვერ უძლებს. არასტანდარტული ავტომობილები ავარიებისას მძღოლებს ხოცავენ. მარცხი არის საფასური რომელსაც სტანდარტებში ვიხდით, და რადგან უნიჭობა რეალურად საშიშია, ამიტომ აუცილებელია სტანდარტები.

ჩვენ არ ვართ თანასწორნი არც უნარებში და არც მიღწეულ შედეგებში და ვერც ვიქნებით. ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია ყველაფერში თანაბრად კარგი იყოს. გამარჯვებულებს ყველაფერი არ ხვდებათ, მაგრამ ხვდებათ დიდი ნაწილი, ხოლო ფსკერზე ცხოვრება არც ისე სახარბიელოა. ეს ადამიანებს არ აბედნიერებს. იქ ავადმყოფობენ, ვერც წარმატებულები ხდებიან და ვერც სხვების სიყვარულს იმსახურებენ. იქ იხოცებიან. როგორც მოსალოდნელია, შინაგანი ხმა რომელიც ყველფერს ამუქებს კოშმარისკენ გვიბიძგებს. სიცოცხლე განულების თამაშია. უსარგებლობა დამღუპველი პირობაა. რას და გამიზნულ თვალის დახუჭვას შეუძლია კი ადამიანები ასეთი მკვეთრი კრიტიკისაგან დაიცვას? სწორედ ამიტომ სოციალური ფსიქოლოგების მთელი თაობა გვირჩევს „ პოზიტიურ ილუზიის“ როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების გზას. მათი კრედო რა არის? დაე სიცრუე გახდეს თქვენი ქოლგა. ამაზე მოსაწყენი, პესიმისტური და მრუმე ფილოსოფიის მოფიქრება რთულია. ყველაფერი ისე საშინლადაა, რომ მხოლოდ დელუზიას შეუძლია გიხსნას.

აი, ალტერნატიული მიდგომაც (ილუზიას რომ არ მოითხოვს). თუ ყველა თქვენს წინააღმდეგ თამაშობს, გამოდის რომ რაღაცა რიგზე ვერაა (და შესაძლოა ეს თქვენივე მოწყობილია, თუნდაც გაუცნობიერებლად). თუ თქვენი შინაგანი ხმა გაიძულებთ დაეჭვდეთ თქვენი მცდელობების ღირებულებაში, თქვენს სიცოცხლეში - ანდა სულაც საერთოდ სიცოცხლეში - შეწყვიტეთ მისი მოსმენა. თუ შინაგანი ხმა ერთნაირად დასცინის ყველას რამდენად წარმატებულებიც არ უნდა იყონ ისინი - იქნებ ეს ბრძენკაცის კი არაა ჭორიკანას ხმაა? გარშემო ყოველთვის იქნება შენზე უკეთესი ხალხი - ეს ნიჰილიზმის კლიშეა, როგორც ფრაზა - „განა მილიონი წლის მერე ვინ გაიგებს სხვაობას?“ და ამ კითხვის სწორი პასუხი სულაც არაა „ყველაფერი უაზრო ყოფილა“. ასე ხომ ყველა იდიოტს შეუძლია აირჩიოს დროის მონაკვეთი როცა აზრი არაფერს ექნება. საკუთარი თავის შეუსაბამო კუთხიდან დანახვა ყოფიერების ბრძნული გააზრება სულაც არაა. ეს რაციონალური გონების იაფფასიანი ხრიკია.

ბევრი კარგი თამაში

უკეთესის და უარესის სტანდარტები აუცილებელია და ილუზორულიც არ არის. თუ შენ არ გადაგიწყვეტია, რომ ახლა ამის კეთება უკეთესია ვიდრე ამის ალტერნატივა, მაშინ ვერაფერს გააკეთებთ. სრულიად ობიექტური არჩევანი უკვე ტერმინების წინაღმდეგობაა. სუბიექტური - მოქმედების წინაპირობაა. უფრო მეტიც, ყოველი აქტივობა რომელსაც როდისმე ავირჩევთ, მოიცავს მისი შესრულების შინაგან სტანდარტებს. თუკი რაიმეს გაკეთება საერთოდ შეგვიძლია, ამას ვაკეთებთ უკეთესად ან უარესად. საერთოდ რაიმეს კეთება ნიშნავს ჩაება თამაშში გარკვეული ღირებული დასასრულით, რომელიც მიიღწევა მეტად ან ნაკლებად ეფექტურად და ელეგანტურად. ყოველ თამაშს აქვს წარმატების და დამარცხების შანსი. ყველგან არის განსხვვება ხარისხში. უფრო მეტიც უკეთესი და უარესი რომ არ არსებობდეს არც ექნება აზრი რაიმეს კეთებას. ეს არ იქნება ფასეული და შესაბამისად არც მნიშვნელოვანი. რისთვის გამოვიჩინოთ ძალისხმევა თუ არაფერს შეცვლის? მნიშვნელობა უკვე გულისხმობს უკეთესის და უარესის არსებობის აუცილებლობას. მაშ რამ შეიძლება დაამშვიდოს შინაგანი კრიტიკოსი? სადაა მისი ერთი შეხედვით უზადო ლოგიკის ხარვეზები?

შეგვეძლო გამოკვეთილად შავ-თეთრი სიტყვების განხილვიდან დაგვეწყო : „წარმატება“ თუ „მარცხი“. თქვენ წარმოადგენთ ან წარმატებას - ყოვლისმომცველ, ერთიან, სრულ სიკეთეს ან მის საპირისპიროს - მარცხს - ყოვლისმომცველ, ერთიან - უცვლელ ბოროტებას. ეს სიტყვები არ გულისხმობს არანაირ ალტერნატივას და ოქროს შუალედს. თუმცა ისეთ რთულ სამყაროში, როგორიც ჩვენია, ასეთი განზოგადება რამდენადმე გულუბრყვილო, უეშმკო და შეიძლება ითქვას ბოროტგანზრახული ანალიზის ნიშანიცაა. არსებობს სასიცოცხლო ღირებულებები და ღირებულებათა გრადაციები რომელსაც ეს ბინარული სისტემა გამორიცხავს და ამის შედეგებიც სავალალოა.

დავიწყოთ იმით, რომ არ არის ერთი თამაში სადაც შეიძლება მოიგოთ ან დამარცხდეთ. არსებობს ბევრი თამაში, კარგი თამაშები, რომლებიც შეესაბამებიან თქვენს ტალანტებს და სხვა ადამიანებთან პროდუქტიულ ურთიერთობებში გითრევენ, რასაც შეუძლია გაგზარდოთ და დაგხვეწოთ დროთა განმავლობაში. ადვოკატობა კარგი თამაშია. ასეთივეა - სანტექნიკი, ექიმი, დურგალი, სკოლის მასწავლებელი. სამყარო ყოფნის ბევრ შესაძლებლობას უშვებს. თუ ერთ მათგანში არ გაგიმართლათ, შეგიძლიათ სხვა სცადოთ. შეგიძლია აირჩიოთ ისეთი, რომელიც თქვენს შინაგან ძალებს შეესაბამება. გარდა ამისა თუ თამაშების ცვლილება არ მუშაობს, შეგიძლიათ ახალი თამაში მოიგონოთ. ახლახან ტალანტების შოუს ვუყურე, სადაც დადგეს პანტომიმა სამზარეულოს ხელთათმანებით, ძალიან სასაცილო იყო და მოულოდნელი, ორიგინალური, თითქოს მსახიობზე იყო მორგებული.

ნაკლებად სავარაუდოა მხოლოდ ერთ თამაშს თამაშობდეთ. თქვენ გაქვთ კარიერა, მეგობრები, ოჯახის წევრები, პერსონალური პროექტები, შემოქმედებით და სპორტული აქტივობები. შეგიძლიათ თითოეული თამაშის წარმატება ცალკე განსაზღვროთ. წარმოიდგინეთ, რომ რაღაცაში კარგი ხართ, რაღაცაში საშუალო და რაღაცაში საშინელი. ალბათ ასეც არის. თქვენ შეგიძლიათ შემეკამათოთ : „მე ყველაფერში ერთნაირად კარგი ვარ“. მაგრამ ყველგან გამარჯვება ნიშნავს, რომ თქვენ არ აკეთებთ არაფერს ახალს ან რთულს. თქვენ იმარჯვებთ, მაგრამ არ იზრდებით, გაზრდა კი გამარჯვების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა. ქმნის კი დღევანდელი მოგება პრეცენდენტს დროში?

საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ ყოველი თქვენი თამაშის სპეციფიკა იმდენად უნიკალურია და ისეთი ინდივიდუალური, რომ სხვებთან შედარება უადგილოც კია. შესაძლოა ვერ აფასებდეთ რაც გაქვთ და ზედმეტად აფასებდეთ რაც არ გაქვთ. მადლიერება ძალიან სასარგებლო რამეა. ის კარგად იცავს წყენისა და მსხვერპლის მდგომარეობისაგან. თქვენი კოლეგა თქვენზე კარგად მუშაობს. თუმცა მის ცოლს რომანი აქვს, მაშინ როცა თქვენი ქორწინება მყარი და ბედნიერია. რომელია უკეთესი? ანდა ცნობილი სახე რომელსაც ეთაყვანებით ქრონიკული ლოთი და თავზეხელაღებული მძღოლია. ნუთუ მისი ცხოვრება მართლაც თქვენსაზე უპირატესია?

როცა შინაგანი კრიტიკოსი თქვენს დათრგუნვას ცდილობს, ის იყენებს ასეთ შედარებებს: პირველ რიგში არჩევს ერთ გარკვეულ სფეროს (ძალაუფლებას ან დიდებას), შემდეგ იქცევა ისე თითქოს ეს სფეროა მხოლოდ რელევანტური. შემდეგ გადარებთ განსაკუთრებულად წარმატებულ ადამიანს ამ სფეროში. ის უფრო შორსაც მიდის, თქვენ და ამ ადამანს ერთმანეთს გადარებთ და ამ გაუმართლებელ განსხვავებას ცხოვრების უსამართლობის საბუთად იყენებს. ამგავარად თქვენი რაიმეს კეთების მოტივაცია ეფექტურად ითრგუნება. მათ ვინც თვითშეფასებისთვის ასეთ მიდგომას იყენებს, ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ ყველაფერს ადვილად უყურებენ. მაგრამ ყველაფრის ზომაზე მეტად გართულება კიდევ ერთი პრობლემაა.

სანამ ძალიან პატარები ვართ, არც ინდივიდუალურები ვართ და არც ინფორმირებულები. ჩვენ არც დრო გვაქვს და არც სიბრძნე საკუთარი სტანდარტების შესაქმნელად. შესაბამისად სხვებს ვედრებით, რადგან სტანდარტები აუცილებელია. მათ გარეშე ვერაფერს გავხდებით. ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ინდივიდუალურები და უნიკალურები ვხდებით. ჩვენი ცხოვრების პირობები უფრო და უფრო მეტად პერსონალურია და უფრო ნაკლებად ვედრებით სხვებს. სიმბოლურად თუ ვიტყვით - ჩვენ უნდა დავტოვოთ სახლი სადაც მამაჩვენის წესებია და წინ აღვუდგეთ ადამიანური ყოფიერების ქაოსს. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ეს არეულობა და ვეცადოთ პროცესში სრულიად არ მოვიშოროთ მამა. შემდეგ ახლიდან უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი კულტურის ღირებულებები, - ჩვენი უყურადღებობის გამო მტვრიან სკივრში დამალულები - გადავარჩინოთ ისინი და ჩვენს ცხოვრებაში დავნერგოთ. ეს სწორეს ისაა რაც ჩვენს ცხოვრებას სისავსეს და მნიშვნელობას სძენს.

ვინ ხარ? შესაძლოა იცოდე და შესაძლოა არა. მაგალითად შენ არც შენი თავის ბატონი ხარ და არც მონა. არ შეგიძლია ადვილად უბრძანო შენს თავს რა აკეთოს და ვერც მორჩილებისკენ მოუწოდებ (უფრო ადვილი თქვენს ქმარს, ცოლს, შვილებს და ა.შ უბრძანოთ და აიძულოთ დაგემორჩილონ). თქვენ გაინტერსებთ აი ეს და არ გაინტერესებთ ის. შეგიძლიათ თქვენი ინტერესების ფორმირებაც, მაგრამ არსებობს საზღვრები. რაღაც აქტივობები ყოველთვის ჩაგითრევთ და სხვები - არა.

შენ ბუნება გაქვს. შეგიძლია მისგან ტირანი შექმნა, მაგრამ მერე აუცილებლად აუჯანყდები. მაშ როგორ ვაიძულოთ თავი ვიმუშაოთ და თან შევინარჩუნოთ მუშაობის სურვილი? რამდენი მსხვერპლი შაგიძლიათ გაიღოთ პარტნიორისთვის სანამ გულუხვობა წყენაში გადავა? რა გიყვართ სინამდვილეში? რა გსურთ სინამდვილეში? სანამ საკუთარ ღირებულებათა სისტემას ჩამოაყალიბებთ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ - ასე გაიცნობთ მას. რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო? რამდენი ფუფუნება, გართობა და ჯილდო გჭირდებათ რომ თავი უსარგებლო ტვირთად არ იგრძნოთ? შენ შეგწევს ძალა, მეტი საქმე აკეთო ყოველდღიურად და ფეხი ამოსცხო შენ ძაღლს შინ დაბრუნებულმა. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ როგორ გეცლებიან ხელიდან საუკეთესო დღეები. ან შეგიძლიათ ისწავლოთ როგორ ჩაერთოთ ცოცხალ, პროდუქტიულ აქტივობებში. გიკითხავთ თქვენი თავისთვის რა გსურთ სინამდვილეში? გულწრფელი დიალოგი გაქვთ საკუთარ თავთან? ან იქნებ მონა ხართ თქვენივე თავის ან ტირანი?

როცა არ მოგწონთ თქვენი მშობლები, მეუღლეები ან შვილები რატომ ხდება ეს? რა უნდა მოვუხერხოთ ამას? რა გსურთ და გჭირდებათ თქვენი მეგობრებისა და ბიზნეს პარტნიორებისაგან? ეს არ არის უბრალოდ ის რაც უნდა გსურდეთ. მე არ ვლაპარაკობ იმაზე რას მოითხოვს ხალხი თქვენგან ან რა მოვალეობები გაკისრიათ მათ წინაშე, მე ვლაპარაკობ საკუთარი თავის წინაშე თქვენი მორალური ვალდებულებების ხასიათის განსაზღვრის შესახებ. ეს აუცილებელია რადგან თქვენ სოციალურ ვალდებულებებს უნდა ეკუთვნოდეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მორჩილის და უწყინარის როლი უნდა მოირგოთ. ამას დიქტატორი მოითხოვს მონებისგან.

გაბედე და არ შეგეშინდეს. გაბედე იყო გულწრფელი. გაბედე შენი თავის ფორმულირება და ამის გამოხატვა, ეს ნამდვილად გაამართლებს თქვენს ცხოვრებას. თუ გაბედავ და შენს ბნელ და გამოუთქმელ სურვილებს შენს პარტნიორს გაანდობ, მაშინც კი, როცა უბრალოდ განიხილავთ მათ - აღმოაჩენთ, რომ დღის შუქზე არც ისე ბნელები გამოჩნდებიან. შეიძლება ისიც აღმოაჩინოთ, რომ შიშის გამო იკატუნებთ თავს მორალურ ადამიანად. აღმოაჩენთ, რომ იმის მიღება, რაც ნამდვილად გსურთ, დაამარცხებს თქვენს ცდუნებესა და მცდარ აზრებს. დარწმუნებული ხართ, რომ პარტნიორს არ გაუხარდება თქვენი დაფარული მხარეების დანახვა? საბედისწერო ქალი და ანტი-გმირი რატომღაც სექსუალურად ძალიან მიმზიდველები არიან ...

როგორ უნდა ისაუბროთ? რა უნდა გადაიღოთ ხალხისგან? რას უნდა შეეგუოთ და თავი ისე მოაჩვენოთ თითქოს მოგწონთ, მოვალეობის გამო? ანგარიში გაუწიეთ თქვენს წყენას, ეს გახსნილი ემოციაა მთელი მისი პათოლოგიურიბის გათვალისწინებით. ის ბოროტი ტრიადის ნაწილია : ამპარტავნება, ტყუილი და წყენა. არაფერი არ გვაზიანებს უფრო მეტად ვიდრე ეს წყვდიადის სამება. მაგრამ წყენა ყოველთვის გულისხმობს ერთ ან ორ რაღაცას. ნაწყენი ადამიანი უმწიფარია - ასეთ შემთხვევაში ის უნდა გაჩუმდეს, შეწყვიტოს ღნავილი და გაუმკლავდეს პრობლემას, ან საქმე გვაქვს ტირანიასთან - და ამ შემთხვევაში ნაწყენ ადამიანს აქვს ყველანაირი მორალური უფლება გამოთქვას წყენა. რატომ? იმიტომ რომ გაჩუმება უარეს შედეგს მოუტანს. რა თქმა უნდა უფრო ადვილია ხმა არ ამოიღოთ და კონფლიქტი აირიდოთ. მაგრამ ხანგრძლივი დროით ეს დამღუპველია. როდესაც რაღაცა სათქმელი გაქვთ, ამ დროს გაჩუმება ტყუილის ტოლფასია, ხოლო ტირანია სიცრუით იკვებება. როდისღა უნდა განთავისუფლდე ჩაგვრისგან, საფრთხეების მიუხედავად? როცა შურისძიების შესახებ ფანტაზიების გამოკვებას იწყებთ? როცა თქვენი ცხოვრება მოწამლულია, ხოლო წარმოსახვა სავსეა განადგურებისა და შთანთქმის სურვილით...

მე ათეული წლის წინ მყავდა კლიენტი რომელსაც ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ტანჯავდა. ის აუთავებდა თავისი პიჟამას სანამ დასაძინებლად დაწვებოდა, მერე აფუებდა ბალიშს, მერე ზეწრებს ასწორებდა. ყოველთვის, ყოველ ჯერზე. მე ვუთხარი „იქნებ თქვენს ნაწილს სურს რაიმე, რაღაც გამოუთქმელი, მიეცით მას საშუალება გამოთქვას. რა შეიძლება ეს იყო?“ მან მიპასუხა „კონტროლი“. მე ვუთხარი „დახუჭე თვალები და მოუსმინე რა უნდა მას. არ შეგეშინდეს. არაა აუცილებელი გააკეთო ეს მხოლოდ იფიქრე ამაზე.“ მან მითხრა „ მე მინდა დავიჭირო ჩემი მამინაცვალი, ქეჩოში ხელი ჩავავლო და ვირთხასავით მივასრისო კუთხეში“. ვიღაცა შეიძლება ვირთხასავით გასრესვის ღირსიც იყო, მაგრამ მე მაინც რაიმე უფრო მსუბუქი შევთავაზე. მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის, რა ბრძოლების გადატანა მოუხდა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. და თქვენ რას აკეთებთ კონფლიქტის ასარიდებლად, მაშინაც კი როცა ეს აუცილებელია? რას ატყუებთ თქვენს თავს, როცა თვლით რომ სიმართლე აუტანელია? რას აყალბებთ?

ჩვილი ყველაფრით დამოკიდებულია თავის მშობლებზე. წამოზრდილი ბავშვი - წარმატებული ბავშვი - ტოვებს მშობლებს დროებით და მეგობრებს იჩენს. ის თავისი თავის მცირე ნაწილს დებს ამაში, ხოლო სანაცვლოდ დიდ მოგებას იღებს. წარმატებულ მოზარდს შეუძლია ეს პროცესი ლოგიკურ დასარულამდე მიიყვანოს. ის ტოვებს მშობლებს და ხდება ისეთი როგორც ყველა. საჭიროა მისი ჯგუფში ინტეგრაცია, რათა თავისი ბავშვური დამოკიდებულებები დაძლიოს. წარმატებით ინტეგრირებული მოზარდი სწავლობს როგორ გამოარჩიოს მისთვის საჭირო ჯგუფი ყველა დანარჩენისგან.

ფრთხილად იყავით, როცა საკუთარ თავს სხვებს ადარებთ. შენ ერთი ცალკეული ადამიანი ხარ, ოდესღაც მოზარდი რომ იყო. შენ შენი დამახასიათებელი, სპეციფიკური პრობლმები გაქვს - ფინანსური, ინტიმური, ფსიქოლოგიური და ა.შ. ისინი, რომლებიც მონაწილეობენ თქვენი არსებობის უფრო ფართო კონტექსტში. თქვენი სამუშაო და კარიერა, მუშაობს ეს თქვენზე თუ არა, მაინც თანხვედრაშია პირადად თქვენს ინდივიდუალურ ცხოვრების წესთან. თქვენ წყვეტთ, რაზე რა დროს დახარჯავთ. თქვენ წყვეტთ რას გაჰყვეთ და რას ჩამოშორდეთ.

ჩვენი თვალთახედვით 

ჩვენი თვალები ყოველთვის იმაზე მიგვითითებენ რასაც გვინდა გავყვეთ, მივუახლოვდეთ, გამოვიკვლიოთ, ვეძებოთ ან გვქონდეს. ჩვენ უნდა ვხედავდეთ, მაგრამ დანახვა მიზანში ამოღებას ნიშნავს, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვუმიზნებთ. ჩვენი გონება აგებულია ჩვენი სხეულის მონადირულ-შემგროვებლურ პლატფორმებზე. ნადირობა გულისხმობს სამიზნის მონიშვნას, ჩასაფრებას და სროლას, ხოლო შეგროვება - ფლობას და შესწავლას. ჩვენ ვისვრით ქვებს, შუბებს, ბუმერანგებს. ჩვენ ბურთებს რკალში ვაგდებთ, შაიბას ბადეში ... ვესვრით სამიზნეს ისრებს, ტყვიებს, რაკეტებს, ჭურვებს. „ვისვრით“ შეურაცხყოფებს, გეგმებს და იდეებს. წარმატებას ვაღწევთ როცა გოლი გაგვაქვს ან მიზანში ვარტყამთ. და ვმარცხდებით როცა ეს არ გამოგვდის. ჩვენ არ შეგვიძლია ორიენტირება სამიზნის გარეშე,ხოლო ამ სამყაროში ორიენტირება ყოველთვის აუცილებელია.

ჩვენ ყოველთვის და ერთდროულად „ა“ წერტილში ვართ (რომელიც ნაკლებად სასურველია) და ვმოძრაობთ „ბ“ წერტილისკენ (რომელიც უკეთესად გვეჩვენება მისი რეალური და არარეალური ფასეულობის გათვალისწინებით ). ჩვენ გამუდმებით ვაწყდებით სამყაროს არასრულყოფილებას და მის გამოსწორებას ვცდილობთ. ჩვენ ახალ-ახალ ხერხებს ვიგონებთ ყველაფრის გასაუმჯობესებლად, მაშინაც კი, როცა ყველაფერი გავქვს, რაც საჭიროა. მაშინაც კი, როცა დროებით მაინც დაკმაყოფილებულნი ვართ, მაინც ცნობისმოყვარენი ვრჩებით. ჩვენ ვცხოვრობთ ჩარჩოებში, რომელბიც ახლანდელს განსაზღვრავენ, როგორც უკვე მოძველებულს და მომავალს როგორც რაღაცა უკეთესს. ყველაფერს ასე რომ არ ვუყურებდეთ მაშინ საერთოდ არ ვიმოქმედებდით. ჩვენ ვერც კი დავინახავდით ვერაფერს, რადგან რომ დაინახო საჭიროა ფოკუსირება, ხოლო ფოკუსირებისას ჩვენ ვირჩევთ ერთ საგანს და მასზე ვკონცენტრირდებით.
მაგრამ ჩვენ ვხედავთ, ჩვენ იმ ნივთებსაც კი ვხედავთ, რომელიც მოცემულ მომენტში აქ არაა. ჩვენ წარმოვიდგენთ- როგორ იქნება ყველაფერი უკეთ. ჩვენ ვაგებთ, ახალ, ჰიპოთეტურ სამყაროს, სადა ის პრობლემები იჩენს თავს , რომლებსაც ვერც კი წარმოვიდგენდით. ამის უპირატესობა აშკარაა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო ისე, რომ დღევანდელი აუტანელი მდგომარეობა მომავალში აღარ გადავიდეს. მაგრამ მთელი ამ წინასწარჭვრეტისა და კრეატივის ნაკლი ისაა, რომ ეს ქრონიკულ დისკომფორტსა და მოუსვენრობას იწვევს. რადგან ჩვენ იმას რისი მიღწევაც გვინდა, ყოველთვის იმის საპირწონედ ვაყენებთ რისკენაც უნდა მივისწრაფვოდეთ. მაგრამ ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტის მიზნები გვაქვს. ან პირიქით ძალიან დაბალი სტანდარტის ან ძალიან ქაოტური. ამიტომაც ვერ ვაღწევთ წარმატებას და სასოწარკვეთაში ვცხოვრობთ, მაშინ, როცა სხვები კარგად ცხოვრობენ. მაშ, როგორ უნდა ვისარგებლოთ ჩვენი წარმოსახვით და შესაძლებლობებით რათა უკეთესი მომავალი შევიქმნათ, ჩვენი დღევანდელი წარუმატებელი და უსარგებლო ცხოვრების გამუდმებული გაშავების გარეშე?
პირველი ნაბიჯია შეჯამება. ვინ ხართ თქვენ? როცა სახლს ყიდულობთ და იქ ცხოვრებას აპირებთ თქვენ ქირაობთ ინსპექტორს რათა გამოავლონოს სახლის ყველა ნაკლი, ისინი რომლებიც არის და არა ისინი, რომლებიც თქვენი აზრით შეიძლება იყოს. თქვენ ცუდი ამბებისთვისაც კი უხდით მას. თქვენ გჭირდებათ ამის ცოდნა თუ რა დაზიანებები აქვს თქვენს სახლს. უნდა იცოდეთ სადაა საჭირო კოსმეტიკური და სად კაპიტალური რემონტი. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია რადგან თქვენ ვერ შეაკეთებთ ვერაფერს თუ არ იცით ის დაზიანებული თუ არა. თქვენთანაც ასეა - თქევნი შინაგანი დაზიანებების გამოსავლენად გჭირდებათ ინპექტორი, შინაგან კრიტიკოსს კი შეუძლია ეს როლი მოირგოს, თუ თანამშრომლობას შეძლებთ. ის შეჯამებაში დაგეხმარებათ. მაგრამ ამისთვის საჭიროა თქვენს ფსიქოლოგიურ სახლში შეხვიდეთ მასთან ერთად და მოუსმინოთ მის მსჯელობას ყურადღებით. იქნებ ნამდვილი ხელოსნის ოცნება ხართ („ხელოსნის ოცნება“ - სახლი სადაც უამრავი წვრილმანია შესაკეთებელი, გადატანითი მნიშვნელობით ადამიანი ბევრი წვრილმანი ფსიქოლოგიური პრობლემით). შეგიძლიათ განახლებას დემორალიზაციის გარეშე შეუდგეთ, თქვენი შინაგანი კრიტიკოსის გრძელი და ტკივნეული ანგარიშის მერეც კი?

აი, მინიშნებაც - მომავალი წარსულს ჰგავს. მაგრამ პრინციპული განსხვავებით. წარსული ფიქსირებულია, ხოლო მომავლის შეცვლა შეგვიძლია. ის შეიძლება შეიცალოს გარკვეულ საფასურად - რაც ყოველდღიურად მცირე მაგრამ აუცილებელ მოქმედებებს მოითხოვს. აწმყო ყოველთვის არასრულყოფილია. მაგრამ გზის დასაწყისი შესაძლოა სულაც არ იყოს ისე მნიშვნელოვანი როგორც მისი მიმართულება. რადგან ბედნიერება სწორედ მთაზე ასვლისას მოდის და არა მის მწვერვალზე მოხვედრაზე ოცნებისას. ბედნიერების უდიდესი ნაწილი იმედია და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ღრმაა უფსკრული რომელშიც იმედი ისახება.

თუ სწორად მოვეპყრობით, შინაგან კრიტიკოსს შეუძლია მდგომარეობიდან გამოსავალი გვიკარნახოს. თანაც ისეთ, რომელიც ყველაზე შესაფერისია ჩვენთვის და საკუთარი ნებით, სხვის დაუხმარებლად შეგვიძლია გავაკეთოთ - თითქმის სიამოვნებითაც კი. ჰკითხეთ საკუთარ თავს თქვენი ცხოვრების ორომტრიალში, მთელ ამ არეულობაში თუ არსებობს თუნდაც ერთი რამ, რისი გამოსწორებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ? შეგიძლიათ „შეაკეთოთ“ თუნდაც ერთი „ნაწილი“ რომელიც უკვე დიდი ხანია რემონტს მოითხოვს? შეგიძლიათ ეს ახლავე დაიწყოთ? წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი თავისთვის თქვენ ხართ ის ვისთანაც რაღაც შეთანხმებას უნდა მიაღწიოთ. უფრო მეტიც - წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ზარმაცი, წუნია, ბუტია და სასტიკი ადამიანი, რომელთანაც რთულია ურთიერთობა. შესაძლოა ცოტაოდენი შარმი და კეკლუცობაც დაგჭირდეთ. „უკაცრავად“, მიმართეთ თქვენს თავს ყოველგვარი ირონიისა და სარკაზმის გარეშე, „მე ვცდილობ შევამცირო არასაჭირო ტანჯვა, ხომ არ დამეხმარებოდი?“ გამორიცხეთ ყოველგვარი დაცინვა „მინდა ვიცოდი რაიმეს გაკეთებას ხომ არ ისურვებდით? მადლობელი დაგრჩებით დახმარებისთვის.“ ჰკითხეთ გულწრფელად და თავაზიანად. ეს არაა მარტივი.

მოლაპარაკება შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს, ეს თქვენი გონების მდგომარეობაზეა დამოკიდბული. შესაძლოა საკუთარ თავს არც ენდობოდეთ. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ თუ თქვენს თავს რაღაცას სთხოვთ და ის შეასრულებს, მერე უფრო მეტი მოგინდებათ, ეს კი მტკივნეული იქნება. თქვენს შემოთავაზებულის მუქ ფერებში წარმოდგენას დაიწყებთ. განა ვის მოუნდება ასეთ ტირანიაში მუშაობა? თქვენ ნამდვილად არა. ამიტომაც არ აკეთებთ არაფერს, რასაც თქვენივე თავი გთხოვთ. თქვენ ცუდი მუშაკი ხართ და უფრო უარესი ბოსი. იქნებ უბრალოდ უნდა უთხრათ თქვენს თავს „კარგი, ვიცი რომ აქამდე ცუდად გექცეოდი. ვწუხვარ ამის გამო, ვცდლობ გამოვსწორდე. შესაძლოა კიდევ დავუშვათ შეცდომები, მაგრამ აუცილებლად მოვუსმენ შენს არგუმენტებს. ვეცდები ვისწავლო, მე დღეს, აი ახლა შევამჩნიე, რომ შენ ნამდვილად არ გამოგიყენებია დახმარების შესაძლებლობა როცა შემოგთავაზე. იქნებ იყოს რაიმე რისი შემოთავაზებაც შემიძლია შენი თანამშრომლობის სანაცვლოდ? თუ თეფშებს მიხედავ, შეგვიძლია ყავაზე წავიდეთ. შენ ესპრესო გიყვარს არა? შეგვიძლია ორმაგი შევუკვეთოთ. ან იქნებ რამე სხვა გინდა?“ მერე უნდა მოუსმინოთ. თქვენ გაიგონებთ შინაგან ხმას, რომელიც შესაძლოა დიდი ხნის დაკარგულ ბავშვს ეკუთვნოდეს. შეიძლება ასე გიპასუხოთ „მართლა? შენ მართლა გინდა ჩემთვის რამის გაკეთება? მართლა გააკეთებ? ხომ არ მატყუებ?“

აი აქ ფრთხილად უნდა იყოთ.

შესაძლოა ეს ხმა იმის ხმა იყოს - ვინც რძემ დასწვა და ახლა წყალსაც უბერავს. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა მიმართო „ მართალია მე ყველაფერი არც ისე კარგად გამომდის, თან არც საუკეთესო კომპანიონი არ ვარ - მაგრამ შენ რაიმე კარგს აუცილებლად გაგიკეთებ, გპირდები.“ ცოტაოდენ სიკეთესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო სწორად შერჩეული ჯილდო ძალიან კარგი მოტივატორია. ასე თქვენ შეგიძლიათ ამ პატარას ხელი ჩაჰკიდოთ და მასთან ერთად დიდი საქმეები აკეთოთ. ამ დროს ჯობია აბაზანის გახეხვის ნაცვლად არ გადავიწყდეთ შეპირებული ყავა თუ ლუდი, თორემ კიდევ ერთხელ მივიწყებული თქვენივე ნაწილის უფრო ღრმა უფსკრულიდან გამოყვანა გაცილებით რთული იქნება.

შესაძლოა ჰკითხოთ თქვენს თავს „როგორ უნდა მოგმართო - ჩემი მეგობარი, ძმა, ბოსი თუ ასისტენტი - როგორ უნდა მოვაწესრიგო ურთიერთობა ჩვენს შორის ისე, რომ ხვალ სულ ოდნავ მაინც უკეთესი გახდეს? რომელ ქაოსს ჯობია გაუმკლავდე პირველს - სახლში, სამზაულოში თუ სამუშაო მაგიდაზე, რომ თამაშის უფრო მაღალი დონისთვის მოვემზადო? რომელი გველები უნდა მოვიშორო კარადიდან და ჩემი გონებიდან?“ ხუთი ასეული პატარა გადაწყვეტილებები, ხუთი ასეული პაწია ქმედებები ააგებენ შენს დღეს, დღევანდელობას და ყოველ შემდეგ დღეს. შეგიძლიათ ერთი ან ორი მათგანი მაინც გამოყოთ და მათ გაუმჯობესებაზე იზრუნოთ? თქვენივე პირადი მოსაზრებისა და ინდივიდუალური სტანდარტების გათვალისწინებით? შეგიძლიათ თქვენი გუშინდელი დღე თქვენივე ხვალინდელს შეადაროთ? მიმართეთ თქვენივე შინაგან ხმას და განსაზღვრეთ როგორ გააუმჯობესოთ ხვალინდელი.

მცირე მიზნებით დაიწყეთ. ნუ აიღებთ თქვენს თავზე ძალიან ბევრს, თქვენივე ტალანტების, ტყუილებისკენ მიდრეკილების, დაგროვილი წყენების და პასუხიმგებლობებისაგან გაქცევის გათვალისწინებით. ასე თქვენ განსაზღვრავთ შემდეგ მიზანს - მინდა ჩემი საღამო ოდნავ იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე დილა. მერე ჰკითხეთ საკუთარ თავს „როგორ უნდა მოვიქცე, თუნდაც ასეთ წვრილმანის შესაცვლელად და მერე რას ვისურვებდი ჯილდოდ?“ მერე აუცილებლად გააკეთეთ ის რასაც გადაწყვეტთ, თუნდაც არც ისე კარგად. მერე კი დააჯილდოვეთ თქვენი თავი ამ ოხერი ყავით და აღნიშნეთ ტრიუმფი. შესაძლოა, თავი ცოტა არ იყოს სულელურად იგრძნოთ ამის გამო მაგრამ მაინც ასე გააგრძელთ. ასე განაგრძეთ ხვალ, ზეგ, მაზეგ ... და გარკვეული დროის გასვლის მერე მიხვდებით, რომ თქვენი საბაზისო მოცემულობის ხაზი სულ უფრო ზევით მიიწევს. სწორედ ესაა მაგია. ესაა თქვენი მოგების პროცენტები. ასე გააგრძელეთ სამი წელი მაინც და თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება. მერე უკვე შეძლებთ ვარსკვლავებსაც წაეპოტინოთ. თვალებიდან ბინდი მოგცილდებათ და ყველაფრის დანახვას ისწავლით. ხოლო ის რისკენაც მიისწრაფით განსაზღვრავს იმას რასაც ხედავთ. ამის გამეორება ღირს. რისკენაც მიისწრაფით განსაზღვრავს იმას რასაც ხედავთ.

art 3

რა გსურთ და რას ხედავთ

თქვენი შეხედულებათა დამოკიდებულება მიზნის მიმართ ნათლად ჩამოაყალიდა კოგნიტური ფსიქოლოგიის პროფესორმა დენიელ სიმონსმა 50 წლის წინ. სიმონსი იკვლევდა მოვლენას სახელად „ხანგრძლივი უყურადღებო სიბრმავე“. ის სვამდა თავის საკვლევ სუბიექტებს მონიტორის წინ და აჩვენებდა მაგალითად პურის ყანას. სანამ ისინი უყურებდნენ თავად ნელა, ჩუმად ცვლიდა ფოტოს. პურის ყანაში ნელა იკვეთებოდა გზა, ამასთან ეს არ იყო ოდნავ შესამჩნევი საცალფეხო ბილიკი, არამედ დიდი შარა რომელიც ფოტოს თითქმის მესამედს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ცდის პირები ხშირად ვერ ამჩნევდნენ ამას.

გამოფენა, რომელმაც სიმონსი ცნობილი გახადა გაცილებით დრამატული იყო - დაუჯერებელიც კი. პირველ რიგში მან გადაიღო ვიდეო სადაც სამ-სამი ადამიანისგან შემდგარი ორი ჯგუფი მონაწილეობდა. პირველ გუნდს თეთრი პერანგები ეცვათ, მეორეს შავი. არც ერთი გუნდი არ იყო ძალიან დაშორებული და ექვსივე მათგანი ეკრანის დიდი ნაწილს იკავებდა, იყვნენ საკმარისად ახლოს იმისთვის,რომ მათი სახის ნაკვთები გაგერჩიათ. ყოველ გუნდს ჰქონდა ბურთი, რომელსაც ისინი გუნდის სხვა წევრებს ესროდნენ. ისინი თამაშობდნენ პატარა სირვცეში ლიფტის წინ. როდესაც დენიელმა გადაიღო ვიდეო, ის აჩვენა თავის ცდის პირებს. მან სთხოვა მონაწილეებს დაეთვალათ, რამდენჯერ გადაადგეს ბურთი თეთრ პერანგიანებმა. ცოტა ხნის შემდეგ კი სთხოვა მათ პასების რაოდენობა დაესახელებინათ. უმეტესობამ უპასუხა „15“, ეს სწორი პასუხი იყო. ისინი კმაყოფილები იყვნენ საკუთარი თავით, ხუმრობა ხომ არა, მათ ტესტი გაიარეს. მაგრამ მერე სიმონსა ჰკითხა ; “გორილა თუ დაინახეთ?“

ხუმრობთ? რა გორილა?

ამაზე მან უპასუხა : „კიდევ ერთხელ უყურეთ ვიდეოს, მაგრამ ახლა ნუღა დაითვლით“. დაახლოებით ერთი წუთის მერე ეკრანზე გამოჩნდა გორილის ფორმაში გადაცმული ადამიანი, რომელიც რამდენიმე წამი ნელა ცეკვავადა ცენტრში მერე კი მუშტები მკერდზე დაიშინა გორილას მსგავსად. ზუსტად ცენტრში. თითქმის მთელ ეკრანზე. ჯიუტად და მტკივნეულად თვალსაჩინოდ. მაგრამ კვლევაში მონაწილე სუბიექტებმა ყველამ როგორც ერთმა ვერ შეამჩნიეს ის. უფრო ურესი. დოქტორმა სიმონსმა კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა. ამჯერად მან კვლევაში მონაწილე პირებს აჩვენა ვიდეო სადაც ვიღაცას ემსახურებიან სალაროსთან. მოლარე უჩინარდება სალაროს მიღმა რაღაცის ასაღებად და მერე ისევ ბრუნდება თავის ადგილას. და მერე რა? უმრავლესობამ აქ ვერაფერი საგანგაშო ვერ შენიშნა. მაგრამ მოლარის ადგილას სულ სხვა ადამიანი დადგა. „წარმოუდგენელია“ ფიქრობთ თქვენ, „მე შევამჩნევდი“. მაგრამ არა „წარმოსადგენია“. არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეამჩნევთ სხვაობას, იმ შემთხვეაშიც კი, როცა ადამიანის სქესი და კანის ფერიც იცვლება. შენ ამ დროს ბრმა ხარ.

ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ მხედველობა ძვირფასია, ფსიქო-ფიზიოლოგიურად ძვირფასი, ნეიროლოგიურად ძვირფასი. ჩვენი ბადურის ძალიან მცირე, ცენტრალური ნაწილი ე.წ ცენტრალური ღრმული პასუხს აგებს - ცენტრალური მხედველობის ხარისხზე, ცენტრალური ღრმულის ყოველ უჯრედს სჭირდება 10 000 უჯრედი ვიზუალურ ქერქში, უბრალოდ რომ მართოს მხედველობის მრავალსაფეხურიანი ნაწილის დამუშავების პირველი ეტაპი. შემდეგ ამ 10 000 უჯრედს კიდევ ერთი ამდენი სჭირდება მეორე ეტაპზე რომ გადავიდეს. თქვენი ბადურა მთლიანად ცენტრალური ღრმულისგან რომ შედგებოდეს მაშინ ფილმებში წარმოდგენილი უცხოპლანეტელების თავის ქალა დაგჭირდებოდათ. შედეგად ჩვენ ვახდენთ დანახულის სორტირებას. ჩვენი მხედველობის დიდი ნაწილი პერიფერიულია და დაბალი გარჩევადობა აქვს. ცენტრალურ ღრმულს მნიშვნელოვანი დეტალებისთვის ვინახავთ. ჩვენს მაღალი გარჩევადობის მქონე ნაწილს სამიზნე საგნებისკენ მივმართავთ. ხოლო ყველაფერ დანარჩენს შეუმჩნეველ ფონად ვაქცევთ.

თუ რაღაც, რასაც არ ესწრებით, თავის მახინჯ თავს ისე წამოყოფს, რომ თქვენს ვიწრო ინტერესებს აზარალებს თქვენ ამჩნევთ ამას. თუ არადა ის უბრალოდ არ არის. ბურთი, რომელსაც დოქტორ სიმონსის კვლევის ობიექტები აკვირდებოდნენ არ ქრებოდა და არ იფარებოდა არც გორილას და არც სხვა მოთამაშეების მიერ. სწორედ ამიტომ, რომ გორილა არ უშლიდა ხელს მიმდინარე მოვლენებს, ვიწრო სივრცეშიც კი მოთამაშეებმა ის ვერ შეამჩნიეს, ისინი უყურებდნენ ბურთს. დიდი მაიმუნი კი ადვილად გამორჩათ მხედველობიდან. სწორედ ასე უმკლავდებით სამყაროს სიძნელეებს, თქვენ მათ აიგნორებთ და ამავე დროს პირად საზრუნავზე ხართ ორიენტირებული. თქვენ ხედავთ მხოლოდ იმას რაც წინსვლას გიადვილებთ, მიზანთან გაახლოებთ. წინააღმდეგობებსაც მაშინ ამჩნევთ როცა წინ გეღობებიან. ყველაფერი დანარჩენის მიმართ კი ბრმა ხართ (ყველაფერი დანარჩენი კი ბევრი რამეა და თქვენც ძალიან ბრმა გამოდიხართ). და ასეც უნდა იყოს, რადგან სამყარო თქვენზე გაცილებით დიდია. თქვენ აკურატულად უნდა შემოსაზღვროთ თქვენი შეზღუდული შესაძლებლობები. დანახვა ძალიან რთული რამე, შესაბამისად უნდა აირჩიოთ რას დაინახავთ და დანარჩენი გაუშვათ.

ძალიან ღრმა აზრი დევს უძველეს ვედურ ტექსტებში, სამყარო - მაია არის მხოლოდ გარეგნობა და ილუზია. ნაწილობრივ ეს ნიშნავს, რომ ადამიანები დაბრმავებულნი არიან საკუთარი სურვილებით , ამავე დროს არ შეუძლიათ ისე დაინახონ საგნები როგორებიც არიან. ეს ასეცაა, თუ ამ მეტაფორას გავცდებით. შენი თვალები ინსტრუმენტებია, რომლებიც იმიტომ მოგეცა , რომ მიიღო რაც გსურს. საფასური კი რომელსაც ამაში იხდი - როდესაც მზერას რაიმე კონკრეტულისკენ მიმართავ, ესაა სიბრმავე ყველაფერი დანარჩენის მიმართ. ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, როცა საქმე კარგად მიდის და იმას ვიღებთ რაც გვინდა (თუმცა აქაც შეიძლება დამაბრკოლებლად იქცეს და უფრო მაღალი მიზნებისკენ გზა ჩაგვიკეტოს). მაგრამ მთელი ეს დაიგნორებული სამყარო შესაძლოა დიდი პრობლემად გადაიქცეს კრიზისისას, და აღარაფერი აღარ წავიდეს ჩვენთვის სასურველი გზით. ამ დროს ძალიან დიდი ძალისხმევას მივმართავთ საქმის გამოსასწორებლად. თუმცა საბედნიეროდ ყოველი პრობლემა საკუთარ თავში მოიცავს მისგან გამოსავლის თესლსაც. სანამ ამდენ რამეს უბრალოდ ვაიგნორებდით, მხედველობიდან გამოგვრჩა უამარავი გზა რომელიც არც კი განგვიხილავს.

წარმოიდგინეთ, რომ უბედური ხართ, ვერ იღებთ იმას რაც გჭირდებათ. ეს შეიძლება იმის გამო ხდება რაც გინდათ. თქვენი სურვილები გაბრმავებენ. შესაძლოა ის რაც გჭირდებათ პირდაპირ თქვენს თვალწინაა, მაგრამ მიზნისკენ მიმართული მზერით ამას ვერ ამჩნევთ. ამას კიდევ ერთი რამ მოსდევს - საფასური, რომელსაც თქვენ ან ვინმე სხვა იხდის იქამდე ვიდრე სასურველს (ან უკეთესია საჭიროს) მიიღებს. ასე იფიქრეთ. თქვენ სამყაროს თქვენებურად, თავისებურად უყურებთ. თქვენი ინსტრუმენტების ნაკრებს იმისთვის იყენებთ, რომ საგნების უმრავლესობა უგულებელყოთ და მხოლოდ რამოდენიმე მათგანზე ფოკუსირდეთ. უამრავ დროს ხარჯავთ ამ ინსტრუმენტები შესაქმნელად. ისინი ჩვეული ხდება, ეს უკვე აღარაა უბრალოდ აბსტრაქტული ფიქრები. ისინი ჩაშენებულია თქვენში, მათი საშუალებით ორიენტირებთ სამყაროსთან. ესაა თქვენი ყველაზე ღრმა და ხშირად გაუცნობირებელი ფასეულობები. ისინი თქვენი ბიოლოგიური სტრუქტურის ნაწილია, ცოცხალი ნაწილი. მათ არ სურთ არც გაქრობა, არც ტრანსფორმირება არც სიკვდილი. მაგრამ ხანდახან მათი დროც მოდის და ამ დროს რაღაც ახალი უნდა იშვას. ამიტომაც (და არა მხოლოდ ამიტომ) მიეცით მათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ სანამ თქვენ მწვერვალისკენ მიდიხართ. თუ თქვენი საქმე კარგად არ წავა - ეს ალბათ იმიტომ, რომ როგორც ყველაზე ცინიკური აფორიზმი გვეუბნება - სიცოცხლე ლიმონივით გამოგწურავთ და მერე კვდებით. ხოლო სანამ ცხოვრება ამ საზიზღარ დასკვნამდე მიგიყვანთ, დაფიქრდით - ცხოვრებას არ აქვს პრობლემები. თქვენ გაქვთ. ასეთი მიდგომა სულ ცოტა რამდენიმე გამოსავალს დაგანახებთ. თუ თქვენი ცხოვრება კარგად არ მიდის, ეს შესაძლოა თქვენი ცოდნის ნაკლებობის ბრალი იყოს და არა თავად ცხოვრების. შესაძლოა თქვენი ფასეულობათა სისტემა სერიოზულ გადახალისებას იმსახურებს. შესაძლოა თქვენი სურვილები ისე გაბრმავებთ, რომ ვეღარ ხედავთ ამას რა შედეგები მოჰყვება. შესაძლოა თქვენს სურვილებს ისე ებღაუჭებით, რომ სხვა ვეღარაფერს ხედავთ, იმასაც კი რაც თქვენთვის ნამდვილად აუცილებელია.

წარმოიდგინეთ, რომ შურით ფიქრობთ „ჩემი ბოსის ადგილს დავიკავებდი.“ თუ თქვენი ბოსი თავის ადგილას მყარად და დამაჯერებლადაა, ასეთი ფიქრები მოუსვენრობას, გაბოროტებას და უბედურებას მოგიტანთ. ეს უნდა გააცნობიეროთ. მაგრამ თქვენ ფიქრობთ „მე უბედური ვარ, მაგრამ თუ ჩემს ამბიციებს შევისრულებ მაშინ უბედური აღარ ვიქნები.“ მაგრამ უფრო მეტი უნდა იფიქროთ. „მოიცა“- განაგრძობთ თქვენ „იქნებ უბედური იმიტომ ვარ, რომ ჩემი უფროსის ადგილას არ ვარ და თანაც ამაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ.“ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ასე მარტივად და ჯადოსნურად უნდა შეწყვიტოთ ამ თანამდებობაზე ფიქრი, შინაგან ხმას ყური დაუგდოთ და ყველაფერი შეცვალოთ. თქვენ არც გინდათ და არც შეგიძლიათ ასე ადვილად შეცვლა. უფრო ღრმად უნდა ჩახვიდეთ და იპოვოთ და შეცვალოთ ის, რამაც ეს სურვილი გააჩინა.

შესაძლოა ფიქრობდეთ: „არ ვიცი რა ვუყო ამ სულელურ ტანჯვას, არ შემიძლია ასე უცებ უარი ვთქვა ჩემს ამბიციებზე. ეს მე უმიზნოდ, მიმართულების გარეშე დამტოვებს. მაგრამ ჩემი გულმოდგინე შრომაც ამ ადგილის დასკავებლად ფუჭად იხარჯება“. შესაძლოა სხვა გამოსავალს მიმართოთ. სანამ ახალ, უფრო რთულ გეგმას გაშლით ჰკითხეთ მათ ვინც თქვენს მიზანს უკვე მიაღწია და თქვენთვის სასურველი სამსახური აქვს, ეს მოაშორებს თქვენს ცხოვრებას იმ ბოღმას და წყენას რაც მოცემულ მომენტში გაწვალებთ. თქვენ შესაძლოა იფიქროთ „მე ახალ გეგმას დავისახავ. მე ვცდი ყველაფერს რაც ჩემს ცხოვრებას გააუმჯობესებს, რაც არ უნდა იყოს ეს, მე ამას ახლავე დავიწყებ. თუ აღმოჩნდება, რომ ეს ჩემი ბოსის ადგილს სულაც არ მოითხოვს, მე მივიღებ ამ სიახლეს და სვლას განვაგრძობ“.

ახლა სულ სხვა ტრაექტორიაზე ხართ. იქამდე, ის რაც სწორი, სასურველი და მისწრაფების ღირსი ჩანდა ძალიან ვიწრო და კონკრეტული აღმოჩნდა. შენ იქ გაიყინე და კუთხეში მიმწყვდეული და უბედური აღმოჩნდი. ახლა შეგიძლია გზა განაგრძო. შენ აუცილებელი მსხვრპლი უკვე გაიღე და ახლა საშუალება მიეცი მთელ დანარჩენ სამყაროს, რომელსაც აქამდე თქვენი ამბიცია ფარავდა, თავი ეჩვენებინა. და იქ ნამდვილად ბევრი რამეა. როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება ის რომ უკეთესი ყოფილიყო? თავად ცხოვრება როგორია? რას ნიშნავს „უკეთესი“ ? შენ ეს არ იცი. ეს არცაა მნიშვნელოვანი რომ არ იცი, ახლა - ამწუთას, რადგან ნელა და თანდათანობით იწყებ უკეთესის გარჩევას, ერთხელაც კი მტკიცედ გადაწყვეტ რომ ეს გინდა. თქვენ აღმოაჩენთ რა იმალებოდა თქვენი წინა ხედვების მექანიზმის ცრურწმენებისა და ვარაუდებს მიღმა. თქვენ სწავლას დაიწყებთ.
თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს თუ მართლა გინდათ ცხოვრების გაუმჯობესება. თქვენს შეუცნობელ პერცეპტუალურ სტრუქტურას ვერ მოატყუებთ. სულ ოდნავაც კი. ისინი იქით მიისწრაფიან საითაც მიუთითებთ. რეკონსტრუქციისთვის, შეჯამებისთვის, უკეთესი მიზნის დასახვისთვის აუცილებელია გაიაზროთ ყველაფერი თავიდან ბოლომდე. თქვენი ფსიქიკა უნდა გაწმინდოთ. ყველა უვარგისი „ნივთი“ მოაშოროთ. თანაც წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ, რადგან საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება დიდი პასუხისმგებლობის აღებასაც გულისხმობს, ეს კი განსაკუთრებულ ზრუნვასა და ძალისხმევას მოითხოვს ვიდრე სულელური ტკივილით, ამპარტავნებით, ტყუილებით და წყენებით ცხოვრება.

რა მოხდება თუ სამყარო ზუსტად იმ შესაძლებლობებს გაგიხსნით, რომელიც თქვენს სურვილებს შეესაბამება? რა მოხდება თუ თქვენი გაუმჯობესების კონცეფციის ამაღლების, გაფართოებისა და სრულყოფასთან ერთად თქვენი სარგებელი და შესაძლებლობებიც გაიზრდება? ეს სულაც არ ნიშნავს რომ შეგიძლიათ გქონდეთ ყველაფერი რაც გინდათ მხოლოდ სურვილით, ან ყველაფერი ფარდობითია და რეალობა არ არსებობს. სამყარო აქაა თავისი სტრუქტურითა და საზღვრებით. თუ მასთან ერთად მოქმედებთ ის ან თანამშრომლობს თქვენთან ან გეწინააღმდეგებათ. მაგრამ შეგიძლიათ იცეკვოთ მასთან, თუ ცეკვაა თქვენი მიზანი, შეგიძლიათ წამყვანიც კი იყოთ, თუ ამის უნარი და გრაცია გაგაჩნიათ. ეს არც თეოლოგიაა და არც მისტიციზმი, ეს ემპირიული ცოდნაა. აქა არაფერია მაგიური გარდა ცნობიერების თანდასწრების მაგიისა. ჩვენ მხოლოდ ჩვენს მიზანს ვხედავთ, დანარჩენი სამყარო დამალულია. თუ მიზანს შევიცვლით, მაგალითად თუ განვაცხადებთ, რომ „მინდა უკეთესი ცხოვრება“, ჩვენი გონება ახალი ინფორმაციის წარდგენას დაიწყებს, სწორედ იმ დამალული სამყაროდან, ჩვენს მისწრაფებებში რომ დაგვეხმაროს. ხოლო ამის მერე ჩვენ ვიწყებთ მისწრაფებას რაღაც განსხვავებულისკენ უფრო ამაღლებულისკენ „ მე მინდა არა მხოლოდ ჩემი ცხოვრება გაუმჯობესდეს არამედ კიდევ რაიმე სხვაც“, ასე კი უფრო ამაღლებულ და სრულ რეალობაში შევაბიჯებთ.

ასეთ შემთხვევში რაზე ვახდენთ ფოკუსირებას? რას ვუყურებთ?

ამას ასე შეხედეთ - დავიწყოთ ჩვენთვის ნამდვილად სასურველ საგნებზე დაკვირვება. ესაა ადამიანის ბუნება. ჩვენ ვიზიარებთ შიმშილის, წყურვილის, მარტოობის, სექსუალური სურვილების, აგრესიის შიშისა და ტკივილის გამოცდილებას. ეს ყველაფერი ყოფიერების ელემენტებია - პირველყოფილი, აქსიომატური ელემენტები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ პირველყოფილი სურვილების სორტირება და ორგანიზება, რადგან სამყარო კომპლექსური და ჯიუტად რეალური ადგილია. ჩვენ ვერ მივიღებთ რაღაცას, მხოლოდ იმიტომ რომ ახლა ასე გვსურს - სხვა ყველა როგორც წესი ჩვეულ სურვილებთან ერთად, რადგან ჩვენი ეს სურვილები შეიძლება კონფლიქტში მოვიდეს ჩვენივე სხვა სურვილებთან და ასევე სხვა ადამიანებთან და სამყაროსთან. ამგვარად აუცილებელია ჩვენი სურვილების გაცნობირება, მათი ჩამოყალიბება და პრიორიტეტების განსაზღვრა, მათი გარკვეულ იერარქიაში მოქცევა. ეს მათ სიმყარეს სძენს. ასე ისინი ერთმანეთთან, სხვა ადამიანებთან და მთელ სამყაროსთან ურთიერთქმედებას შეძლებენ. ამგვარად ჩვენი სურვილები თავად შეძლებენ ამაღლებას. ასე მოერგებიან ფასეულობებეს და გახდებიან მორალურები. ჩვენი ფასულობები და მორალია ჩვენი სრულყოფილების ინდიკატორი.

მორალურობის ფილოსოფიური სწავლება - რა არის ცუდი და რა კარგი - არის ეთიკა. ეს სწავლება უფრო ხვეწს ჩვენს სურვილებს. თუმცა ეთიკაზე უფრო ძველი და უფრო ღრმა რელიგიაა. რელიგია განისაზღვრება არა უბრალოდ ცუდის და კარგის გარჩევით არამედ სიკეთით და ბოროტებით - როგორც სწორისა და არასწორის არქეტიპებით. რელიგიური კონცეპტები ეხება უკვე საბოლოო ფასეულობებს. ეს არაა მეცნიერების სფერო. ეს არაა ემპირიული გადმოცემის ზონა. ის ადამიანები, ვინც დაწერა და არედაქტირა ბიბლია, მეცნიერები არ იყვნენ. სურვილიც რომ ჰქონოდათ, ისინი ვერ იქნებოდნენ მეცნიერები. როცა ბიბლია ფორმირდებოდა მეცნიერებას ჯერ არ გააჩნდა ჩამოყალიბებული მეთოდები, მიდგომები და პრაქტიკა.

რელიგია შემოთავაზებულია სწორი ქცევის სანაცვლოდ. ესაა ის რასაც პლატონი ეძახის „კარგს“. რელიგიის ჭეშმარიტი მსახური არ ეცდება ზუსტად განსაზღვროს სამყაროს ობიექტური ბუნება . ის მიისწრაფვის იყოს „კარგი ადამიანი“. შესაძლოა „კარგი“ მისი განსაზღვრებით ნიშნავდეს „მორჩილს“, ბრმად მორჩილსაც კი. ამიტომაც ეწინააღმდეგება დასავლური ლიბერალური განმანათლებლობა რელიგიური ნორმებს, მორჩილება საკმარისი არ არის. მაგრამ ეს სულ ცოტა დასაწყისია (და ჩვენ ეს ხშირად გვავიწყდება) თქვენ ვერ დაისახავთ მიზანს თუ არა ხართ დისციპლინის და გარკვეული სწავლების მორჩილი. თქვენ ვერ გაიგებთ როგორ განსაზღვროთ მიზანი და მერე როგორ წახვიდეთ მისკენ, მაშინაც კი, თუ თქვენ რაღაც მანქანებით მაინც მიაღწევთ მას. ამ დროს ასკვნი „არ ღირს არაფრისკენ სწრაფვა“. ასე კი იკარგები.

ამიტომაც რელიგიაში აუცილებელი და სასურველია დოგმატური ელემენტი. რა სიკეთეა ფასეულობათა სისტემაში, რომელიც სტაბილურ სტრუქტურას ვერ უზრუნველყოფს? რა სიკეთეა ფასეულობათა სისტემაში, რომელიც უფრო უკეთესი წესრიგისკენ არ გვიბიძგებს? ან რა სიკეთე უნდა მოგიტანოთ იმან, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ ეს სტრუქტურა, ან მიიღოთ ეს წესები მაგრამ არა როგორც საბოლოო დანიშნულების ადგილია, არამედ სულ მცირე როგორც საწყისი წერტილი? ამის გარეშე თქვენ უბრალოდ გაზრდილი 2 წლის ბავშვი ხართ, ყოველგვარი შარმისა და პოტენციალის გარეშე. ეს არ ნიშნავს, რომ მორჩილება საკმარისია. მაგრამ მორჩილებისკენ მიდრეკილი ადამიანი, ვისაც შეუძლია დისციპლინის დაცვა, ეს კარგად დამუშავებული იარაღია. და ეს ცოტა არაა. რა თქმა უნდა დისციპლინის გარდა უნდა გააჩნდეს დოგმების მიღმა ხედვაც. იარაღს სჭირდება დანიშნულება. ამიტომაც ამბობს ქრისტე თომას სახარებაში „მამაჩემის სამეფო განფენილია დედამიწაზე, მაგრამ ადამიანები ვერ ხედავენ მას.“

ნიშნავს თუ არა ეს, რომ რასაც ვხედავთ, ჩვენი რელიგიური რწმენა განაპირობებს? დიახ! და რასაც ვერ ვხედავთ იმასაც. თქვენ შეიძლება შემეწინააღმდეგოთ და მითხრათ „მე ათეისტი ვარ“. არა, არ ხართ (და თუ გინდათ უკეთ გაიგოთ ეს გადაიკითხეთ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“, საუკეთესო რომანი რომელიც ოდესმე დაწერიალა, მისი მთავარი გმირი რასკოლნიკოვი გადაწყვეტს სერიოზულად მიუდგეს საკუთარ ათეიზმს, ჩაიდენს, მისი აზრით რაციონალურ და კეთილსასურველ მკვლელობას და ამისთვის საფასურის გადახდაც უწევს). თქვენ სულაც არ ხართ ათეისტები თქვენს ქმედებებში, სწორედ ამ ქმედებებში მჟღავნდება თქვენი სიღრმისეული რწმენა - ყველაზე დაფარული, თქვენს ბუნებაში ჩაშენებული თქვენს ცნობიერ ვარაუდებს, ჩამოყალიბებულ შეხედულებებსა და თვითშეცნობის ზედაპირის ქვეშ. თქვენს ქცევებზე დაკვირვებით შეგიძლიათ გამოიცნოთ, რისი გწამთ სინამდვილეში. იქამდე უბრალოდ არც იცით ეს. თქვენ ძალიან რთულად ხართ მოწყობილი იმისთვის რომ საკუთარ ბუნებას ჩაწვდეთ.

საჭიროა გულმოდგინე დაკვირვება, სწავლა, მსჯელობა და კომუნიკაცია სხვებთან იმისთვის, რომ უბრალოდ თქვენი რწმენის ზედაპირს ოდნავ შეეხოთ. თქვენი ყოველი ფასულობა, განვითარების წარმოუდგენლად ხანგრძლივი პერიოდის ნაყოფია, იქნება ეს პირადი, კულტურული თუ ბიოლოგიური. თქვენ არ გესმით როგორ გსურთ და შესაბამისად არც ის რას ხედავთ - ეს ყველაფერი უზარმაზარი, უძირო, ღრმა წარსულითაა განპირობებული. ჩვენ უბრალოდ არ გვესმის, რომ ყოველი ნეირონული სქემა, რომელის საშუალებითაც სამყაროს ვუყურებთ ფორმირებულია მილიონობით წლები ადამიანების ეთიკური მიზნებით, და მას განსაზღვრავს მილიონების ცხოვრება რომლებმაც უკვე იცხოვრეს დედამიწაზე ჩვენამდე.

ჩვენ არაფერი გვესმის. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რომ ბრმები ვართ.

გარკვეული ცოდნა ჩვენი რწმენის შესახებ დოკუმენტირებულია. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს თავს, როგორ ვმოქმედებთ, როგორ ვაზროვნებთ, მერე როგორ ვყვებით ჩვენი დაკვირვებების შესახებ ჩვენივე აღქმის ჭრილიდან და ეს გრძელდება ათობით, ასობით ათასი წლის განმავლობაში. ესაა ჩვენი ინდივიდუალური და კოლექტიური მცდელობები აღმოვაჩინოთ და შევქმანათ ის რისიც გვწამს. ჩვენი ცოდნის ნაწილს მოიცავს ჩვენივე კულტურის ფუნდამენტური სწავლებები, როგორიცაა დაო დე ძინის უძველესი ხელნაწერები, ზემოთ ნახსენები ვედები და ბიბლიური ამბები. ბიბლია, ავად თუ კარგად, დასავლური ცივილიზაციის ფუნდამენტური დოკუმენტია (დასავლური ფასეულობების, მორალის და კეთილისა და ბოროტის კონცეფციის შესახებ). ეს იმ პროცესების ნაყოფია, რომლებიც ძირითადად ჩვენი აღქმის მიღმა რჩება. ბიბლია ესაა ბიბლიოთეკა რომელიც უამრავი წიგნისგან შედგება, თითოეული მათგანი კი არაერთმა ადამიანმა დაწერა და დაარედაქტირა. ესაა ახალი, შერჩეული და თანმიმდევრული დოკუმენტი, რომელიც ერთდროულად არავის დაუწერია და ათასები წერდნენ წლების განმავლობაში. ბიბლია ამოიტყორცნა კაცობრიობის ღრმა კოლექტიური წარმოდგენებიდან, რომელიც თავის მხრივ წარმოუდგენელი ძალის, წარმოუდგენელი დროის განმავლობაში მუშაობის ნაყოფია. მისი გულმოდგინე და სერიოზული შესწავლა მოგვითხრობს იმაზე თუ რისი გვჯერა, როგორ ვმოქმედებთ და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რისი სხვა მეთოდით დანახვა თითქმის შეუძლებელი იქნება.

ძველი აღთქმის ღმერთი და ახალი აღთქმის ღმერთი

ძველი აღთქმის ღმერთი უხეში, განმსჯელი, არაპროგნოზირებადი და სახიფათოა, განსაკუთრებით ზედაპირულად კითხვისას. ამისი ნამდვილობის ხარისხი სადაოდ გადაჭარბებულია ქრისტიანი ღვთისმეტყველების მიერ, რომელთაც განიზრახეს მკვეთრად გაემიჯნათ განსხვავება ბიბლიის ძველ და ახალ ნაწილებს შორის. თუმცა ასეთი შეთქმულება გარკვეული საფასური დაჯდა: თანამედროვე ადამიანები იაჰვესთან შეხებისას ფიქრობენ: “არასოდეს ვიწამებდი ასეთ ღმერთს“. მაგრამ ძველი აღთქმის ღმერთს დიდად არ ანაღვლებს თანამედროვე ადამიანები რას იფიქრებენ მასზე. უფრო მეტიც არც ძველი აღთქმის ადამიანების აზრებზე სწუხს. როცა მისმა ხალხმა გადაუხვია სწორ გზას - როცა ისინი არ მიჰყვნენ მის მცნებებს, დაარღვიეს მისი პირობა და კანონები - განსაცდელმაც არ დააყოვნა. თუ თქვენ არ ასრულებდით ძველი აღთქმის ღმერთის მოთხოვნებს რაც არ უნდა ყოფილიყო ეს და როგორც არ უნდა გეცადათ თავის არიდება - თქვენც, თქვენი შვილებიც და თქვენი შვილების შვილებიც დიდ განსაცდელს დაიტეხდით თავზე.

რეალისტებმა შექმნეს ან შეამჩნიეს ძველი აღთქმის ღმერთი. როცა უძველესი დასახლებების მცხოვრებლები იწყებდნენ გზიდან გადახვევას, ამას კარგი არაფერი მოსდევდა, მათ სხვა ხალხი იმონებდა და ეს გრძელდებოდა ათეულობით წლები, საუკუნეები, ხშირად მათ სრულ განადგურებამდე. ჭკვიანური იყო ეს? სამართლიანი? თუ ადვილი? ძველი აღთქმის ავტორები ძალიან ფრთხილად სვამდნენ ასეთ კითხვებს, თანაც მათ შესაძლებლობებიც არანაკლებ შეზღუდული ჰქონდათ. ამის მაგივრად ისინი ვარაუდობდნენ, რომ სამყაროს შემოქმედმა იცოდა რასაც აკეთებდა, რომ მთელი ძალაუფლება მას ეკუთვნოდა და მისი მითითებები მკაცრად უნდა დაცულიყო. ისინი ბრძნული იყო. შემოქმედი ხომ ბუნების ძალა გახლდათ. ნუთუ მშიერ ლომზე შეიძლება ვიმსჯელოთ გონიერია ის, სამართლიანი თუ მართალი? ეს ხომ ნონსენსია? ძველი აღთქმის ებრაელებმა და მათმა წინაპრებმაც იცოდნენ, რომ ღმერთთან ხუმრობა არ შეიძლება და ეშმაკმა დასწყევლოს მათ დასაბამი და რეალური სახე მისცეს ამ ბოროტ ღვთაებას. სულ ახლახანს გაიარა კაცობრიობამ ჰიტლერის, სტალინის და მაოს უზომო საშინელებებით დაღდასმული საუკუნე და ვხვდებით რომ ეს რეალურად შესაძლებელია.

ახალი აღთქმის ღმერთი ხშირად წარმოდგენილია როგორც სრულიად განსხვავებული ფიგურა. ის უფრო კეთილი ჯეპეტოა (პინოქიოს მამა) დახელოვნებული ოსტატი და კეთილი მამა. მას ჩვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურს. ის მოყვარული და მიმტევებელია. რა თქმა უნდა ისიც გვაგზავნის ჯოჯოხეთში თუ საკმარის ცოდვებს ვაგროვებთ. თუმცა ძირითადად ეს სიყვარულის ღმერთია. ეს უფრო ოპტიმისტურად, უფრო მისაღებად ჟღერს მაგრამ ნაკლებად სარწმუნოდ. ასეთ სამყაროში - დაღუპვის სათბურში - ვინ იყიდის ასეთ ისტორიას? კეთილი ღმერთი პოსტაუშვიცის სამყაროში? სწორედ ამიტომაც ნიცშე, ყველაზე პრინციპული კრიტიკოსი რომელსაც აქამდე ქრისტიანობა შეხვედრია, თვლიდა, რომ ახალი აღთქმის ღმერთი დასავლური ისტორიის ყველაზე საშინელი შეცდომაა.წიგნში „კეთილისა და ბოროტის მიღმა“ - ნიცშე წერდა:

ებრაულ ძველ აღთქმში, ღვთაებრივი სამართლიანობის წიგნში, არის ისეთი განსაკუთრებული სტილის ადამიანები, საგნები და სიტყვები, რომ ბერძნული და ინდური კულტურები ვერც კი შეედრება. კაცი დგას და შიშითა და მოწიწებით შესცქერის იმ კოლოსალურ ნაშთებს თუ როგორი იყო ადამიანი წარსულში და სევდიანად ფიქრობს უძველეს აზიაზე და მის პატარა, გამოყოფილ ნახევარკუნძულ ევროპაზე... თუ ახალ აღთქმას ძველ აღთქმასთან ერთად შევკრავთ ერთ წიგნად, როგორიც ბიბლიაა, როგორც „წიგნი წიგნში“, ეს შესაძლოა უდიდესი გაბედულება და უდიდესი ცოდვაც იყოს სულის წინაშე, რომელიც ევროპას აწევს სინდისზე.

ვინ, თუ არა ყველაზე გულუბრყვილოები ჩვენს შორის, ამტკიცებენ, რომ ამ საშინელ სამყაროს ასეთი კეთილი და გულმოწყალე არსება მართავს. მაგრამ ის რაც წარმოუდგენელია იმისთვის ვინც ვერ ხედავს შესაძლოა სრულიად ნათელი იყოს იმისთვის ვისაც თვალი აეხილა.

მოდით ახლა დავუბრუნდეთ სიტუაციას როცა თქვენს არჩევანს განსაზღვრავს რაღაცა წვრილმანი -როგორიც ზემოთ ნახსენები შურია ჩვენი ბოსის მიმართ. ამ შურის გამო სამყარო თქვენთვის ტანჯვის, იმედგაცრუების და ბოროტების სამყოფელია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ შეამჩნიეთ, გაიაზრეთ და გადახედეთ თქვენს უბედურებას. უფრო მეტიც თქვენ გადაწყვიტეთ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოთ, გააკონტროლოთ ის. ამ დროს თქვენ ცალ თვალს ახელთ და ხედავთ. თქვენ რაღაცა უფრო უკეთესს ითხოვთ. თქვენ მსხვერპლად მიგაქვთ თქვენი წვრილმანი ბუნება, ინანიებთ შურს და გულს ხსნით. წყვდიადში ჩაძირვის ნაცვლად თქვენს ცხოვრებაში სინათლის სხივს უშვებთ. იღებთ უკეთესი ცხოვრების და არა უკეთესი ოფისის გადაწყვეტილებას.

მაგრამ ამაზე არ უნდა გაჩერდეთ. თქვენ ხვდებით, რომ მცდარია უკეთეს ცხოვრებაზე ფიქრი თუ ის ვიღაცის ცხოვრებას აზარალებს. ამიტომ უფრო კრეატიულები უნდა გახდეთ, რადგან უფრო რთულ თამაშში ჩაბმა მოგიწევთ. თქვენ წყვეტთ ცხოვრების გაუმჯობესებას ისე, რომ ამან თავის მხრივ თქვენი ოჯახის წევრების ცხოვრებაც გააუმჯობესოს. ან თქვენი ოჯახის და თქვენი მეგობრების ცხოვრება, ან თქვენი ოჯახის, თქვენი მეგობრების და მათ გარშემო მყოფი უცნობების ცხოვრებაც. მტრებზე რაღას იტყვით? მათი ჩართვაც ხომ არ გინდათ? ჯანდაბა, თქვენ არც კი იცით ეს როგორ მოახერხოთ. თუმცა რამდენიმე ამბავი ამაზე წაკითხული გაქვთ. თქვენ იცით როგორ რიგდებიან მტრები. შესაბამისად, შეგიძლიათ იმით დაიწყოთ, რომ თქვენ მტრებსაც კი სიკეთე უსურვოთ, თუნდაც მხოლოდ პრინციპის გამო, გასაგებია, რომ ამგვარი განწყობის ოსტატობისგან ჯერ ძალიან შორს ხართ.
ასე თქვენი თვალთახედვის მიმართულებაც შეიცვლება. თქვენ დაინახავთ როგორ გზღუდავდათ წარსული ისე რომ ვერც კი აცნობიერებდით. თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება და მათ რეალიზაციაზე დაიწყებთ მუშაობას. თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდება. მერე უფრო მეტად დაფიქრდებით, „უკეთესი? ალბათ ეს ნიშნავს უკეთესს ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის - ჩემი მტრებისთვისაც კი. მაგრამ ეს მხოლოდ ამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს უკეთეს დღევანდელ დღეს რომელიც უკეთეს ხვალინდელს მოიტანს, უკეთეს შემდეგ კვირას, შემდეგ წელს, ათწლეულს და საუკუნესაც კი. უკეთეს ათასწლეულს დღევანდელთან შედარებით, უკეთეს მომავალს. მუდამ .“

გამოდის, რომ „უკეთესი“ ნიშნავს გააუმჯობესო ზოგადად არსებობა კაპიტალ “A“ და კაპიტალ“B“ დახმარებით. ამაზე ფიქრით, ამის გააზრებით თქვენ ძალიან რისკავთ. თქვენ წყვეტთ მოეპყრათ ძველი აღთქმის ბოროტ ღმერთს მთელი მისი საშინელების და ძლევამოსილების გათვალისწინებით, როგორც ახალი აღთქმის ღმერთს (მაშინაც კი როცა სრულიად იაზრებთ სიტუაციის აბსურდულობას). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თქვენ გადაწყვეტთ იმოქმედოთ ისე თითქოს არსებობა გამართლებულია მხოლოდ მისი სიკეთით თანაც მაშინ როცა სწორად იქცევი. ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც ადგენს არსებობის რწმენას, საშუალებას გაძლევთ ნიჰილიზმი , წყენა და ამპარტავნება დაძლიოთ. ამის კეთება ჯობს. მაგრამ როგორ უნდა მოახერხოთ ყველაფერი ეს? წარმოიდგინეთ ისეთი სულელი რომ იყოთ, ისეთ რწმენას რომ მისდევდეთ რომელიც არსებობის სიძულვილს განსაზღვრავს, მთელი იმ ბოროტებით აქედან რომ მომდინარეობს. რწმენა არ ნიშნავს ბავშვურად გჯეროდეთ ჯადოქრობის. ეს უმეცრება და ნებაყოფლობითი სიბრმავეა. იმის მაგივრად, რომ გავაცნობიეროთ სიცოცხლის ტრაგიკული ირაციონალობა, რომელიც უნდა დაბალანსდეს მისივე საპირწონე ყოფიერების პირველადი სიკეთის აუცილებლობით. ესაა ერთდროულად ნება მიისწრაფვოდე მიუღწევლისკენ და თან ყველაფერს სწირავდე, სიცოცხლის ჩათვლით ამის მისაღწევად. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ფაქტობრივად არაფერი გაქვთ უკეთესი. მაგრამ როგორ უნდა მოახერხოთ ყოველივე ეს? - დაუშვით, რომ სისულელე გეყოფათ ამის საცდელად.

თავიდან სცადეთ უბრალოდ არ იფიქროთ, - ან უფრო სწორედ ნაკლებად მკვეთრად მიუდგეთ და თქვენი რწმენა თქვენივე რაციონალობას დაუქვემდებაროთ. ეს სულაც არ ნიშნავს თავის მოსულელებას. ეს სრულიად საპირისპიროს ნიშნავს, ეს ნიშნავს, თავი ავარიდოთ გათვლებს, მანიპულაციებსა და ვერაგობას , აგრეთვე სხვების დამორჩილებას, მოვალეობისადმი თავის არიდებას, იგნორირებას და სასჯელს. ეს ნიშნავს, რომ უნდა გადადოთ თქვენი ძველი სტრატეგიები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას რასაც აქამდე არ აქცევდთ ყურადღებას.

მიაქციეთ ყურადღება

ყურადღებაა გაამახვილეთ, თქვენს გარემოზე, თქვენს ფსიქიკაზე და ფსიქოლოგიაზე კონცენტრირდით. გამოყავით ის რაც გაწუხებთ, არ გაძლებთ საშუალებას წინ იაროთ, ის რაც უნდა გამოასწოროთ და რასაც გამოასწორებთ. ამას აღმოაჩენთ თქვენი თავისთვის სამი კითხვის დასმით: „ რა მაწუხებს მე?“ „შემიძლია ეს გამოვასწორო?“ და „მზად ვარ რეალურად რომ გამოვასწორო?“ თუ თქვენი პასუხი აღმოჩნდება „არა“, რომელიმე ან ყველა კითხვაზე, მაშინ სხვა გამოსავალს მიმართეთ. მიზანი უფრო გაამარტივეთ. მოძებნეთ ისეთი რამ რისი გამოსწორებაც შეგიძლიათ და გინდათ და რაც მთავარია, გამოასწორეთ ეს. დასაწყისისთვის ეს საკმარისი იქნება.

შესაძლოა თქვენს სამუშაო მაგიდაზე უამრავი ქაღალდი დაგროვდა, თქვენ სულ თავს არიდებთ მათ. არც კი უყურებთ როცა ოთახში შედიხართ. საშინელი რამეებია დახვავებული აქ, გადასახადების ფორმები, ანგარიშები და იმ ადამიანების წერილები, რომლებიც ისეთ რამეს გთხოვენ დარწმუნებულნი რომ არ ხართ ამის მიცემა შეგიძლიათ თუ არა. იქნებ გველმაც კი დაიდო ბუდე ამ ქაღალდების გროვაში. შეიძლება გიკბინოთ კიდეც, ან იქნებ აქ ჰიდრებია. ერთ თავს მოსჭრით და მის ადგილას შვიდი გაიზრდება. როგორ უნდა გაართვათ თავი ამ ყველაფერს?

ჰკითხეთ თქვენს თავს: „რა ვუყო ამ ქაღალდების გროვას? იქნებ ნაწილს მაინც ვუყურო? თუნდაც 20 წუთით?“ შესაძლოა პასუხი იყოს „არა“. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ 10 ან სულაც 5 წუთით დაკავდეთ ამით. დაიწყეთ და ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ გროვა შემცირდება მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ უყურებდით მათ. ამავე დროს შეამჩნევთ, რომ ის ნაწილებისგან შედგება. რა იქნება თუ საკუთარ თავს დააჯილდოვებთ, მაგალითად - ჭიქა ღვინით, დივანზე წამოწოლით და კითხვით, ან რაიმე სულელური ფილმის ყურებით? ან რა იქნება თუ თქვენს მეუღლეს სთხოვთ შეგაქოთ, მას მერე რაც გამოასწორებთ პრობლემას? შეგმატებთ ეს მოტივაციას? ადამიანები, ვის მადლიერებასაც მოელით, შესაძლოა არც ისე უნარიანები იყვნენ ამის გამოხატვაში, მაგრამ ამან არ უნდა დაგაბრკოლოთ. ყველა ადამიანს შეუძლია სწავლა, რაც არ უნდა უნიჭო გეჩვენებოდეთ დასაწყისში. ჰკითხეთ თქვენს თავს რა გჭირდებათ მოტივაციისთვის, რომ რეალურად დაიწყოთ მოქმედება და მერე ყურადღებით მოუსმინეთ პასუხს. ნუ იტყვით, რომ არაფრის გაკეთებაა არაა საჭირო საკუთარი თავის მოტივაციისთვის. რა იცით საკუთარ თავზე? ერთ მხრივ თქვენ ყველაზე რთული არსება ხართ სამყაროში და მეორე მხრივ საკუთარ მიკროტალღურ ღუმელზე საათის დაყენებაც კი არ გამოგდით. გადაჭარბებით ნუ შეაფასებთ თქვენს თვითშემეცნებას.

ნება მიეცით თქვენს ყოველდღიურ ამოცანებს გამოaვლინონ თავი. ჯობს ეს დილით გააკეთოთ, ჯერ კიდევ საწოლის კიდეზე ჩამომჯდარმა ანდა საღამოს სანამ დასაძინებლად ემზადებით. დაუსვით თქვენს თავს კითხვები. თუ კითხვებს თავაზიანად დასვამთ და პასუხს ყურადღებით მოუსმენთ მაშინ სამუშაო ვარიანტსაც მიიღებთ. მერე კი აკეთეთ ეს ყოველ დღე გარკვეული ხანი. მერე კი მთელი ცხოვრება გააგრძელეთ ამის კეთება. ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ უკვე სხვა სიტუაციაში ხართ. ახლა უკვე დაგჩემდებათ შემდეგი კითხვის დასმა „რა უნდა გავაკეთო ან რა შეიძლება გავაკეთო რომ ცხოვრება უკეთესი გახდეს?“ ნუ უკარნახებთ თქვენს თავს რას ნიშნავს „უკეთესი“. შენ არ ხარ არც ტოტალიტარი და არც უტოპისტი, საკუთარი თავისთვისაც კი, რადგან უკვე მიიღე გაკვეთილი ნაცისტებისგან, საბჭოელებისგან და მაოისტებისაგან და შენი პირადი გამოცდილებიდანაც ნასწავლი გაქვს, რომ ტოტალიტარიზმი საშინელებაა. მაღალი მიზნები დაისახეთ, თქვენი მზერა ყოფიერების გაუმჯობესებისკენ მიმართეთ. გაათანაბრე შენს სულში უმაღლესი სიკეთე და სამართლიანობა. არსებობს თანდაყოლილი მისწრაფება შექმნისა და სილამაზის შეტანისა არსებობაში. არსებობს ბოროტებაც, რომელიც უნდა დაიძლიოს, ტანჯვა რომელიც უნდა გაიარო საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად.

ჩემი აზრით, სწორედ ესაა დასავლური კანონის უმაღლესი ეთიკა. უფრო მეტიც, ესაა ის რაც ქრისტეს მთაზე ქადაგების ნათელ სტრიქონებშია გადმოცემული, სადაც ფაქტიურად მთელი ახალი აღთქმის სიბრძნეა მოცემული. ესაა კაცობრიობის სულის მცდელობა შეცვალოს ეთიკის გაგება პირველადი, „შენ ბავშვი არა ხარ“ და ათი მცნების აუცილებელი ფორმიდან ჩამოყალიბებული ინდივიდის პოზიტიური, კარგად გადმოცემული ხედვით. ეს არა უბრალოდ თვით-კონტროლისა და საკუთარი თავი ფლობის გამოხატულება არამედ სამყაროს წესრიგის გაუმჯობესების ფუნდამენტური სურვილი. ეს არ ნიშნავს ცოდვის აღკვეთას, პირიქით სიკეთის გამრავლებაა. ქრისტეს ქადაგება მთაზე კარგად გადმოსცემს ადამიანის ბუნებას და ერთ დღეზე მორგებულ კაცობრიობის ნამდვილ მიზანს, როგორ უნდა იცხოვრო აწმყოში, მთელი არსებით მიჰყვეთ იმას რაც უშუალოდ თქვენს წინაა, მაგრამ ეს მხოლოდ მას მერე გააკეთეთ რაც თქვენს შინაგან, ნამდვილ სურვილებს გამოვლენის საშუალებას მისცემთ. მხოლოდ ასე შეგიძლიათ სამყაროს გაუმჯობესებაზე იზრუნოთ. გააკეთეთ ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც შესწირავთ იმას რასაც შესაწირად გამოარჩევთ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ უმაღლესი სიკეთის მიღწევათ.

დააკვირდით მინდვრის შროშნებს, როგორ იზრდებიან, ისინი არ შრომობენ და არ ზრუნავენ. და მე გეტყვით თქვენ, რომ თვით სოლომონი მთელი თავისი სიდიადით ვერ შეედრებოდა ვერც ერთ მათგანს. ამიტომაც, თუ ღმერთმა ასე შემოსა მინდვრის ბალახი, რომელიც დღეს იზრდება და ხვალ ცეცხლს მისცემენ, განა უფრო უკეთ არ შეგმოსავს შენ, შენ მცირდემორწმუნევ?“ ამიტომაც ნუ იფიქრებთ, ნუ იტყვით „რა ვჭამოთ?“ ან „რა დავლიოთ?“ ან „ რით შევიმოსოთ?“ (რადგან ყველაფერ ამას წარმართები ეძებენ) თქვენმა ზეციურმა მამამ ყოველთვის იცის რა გჭირდებათ თქვენ. პირველ რიგში ღვთის სასუფეველი და მისი სამართალი ეძებეთ, და ყველაფერი დანარჩენიც მოგეცემა შენ. ამიტომ ნუ იზრუნებ ხვალინდელ დღეზე, ხვალინდელი თავად იზრუნებს თავის თავზე. (ლუკა 12.22 -34)

განხორციელებაც არ დააყოვნებს. ყურადღებით იყავით იმის მაგივრად, რომ ტირანია ითამაშოთ. ილაპარაკეთ სიმართლე სიტყვებით მანიპულაციის ნაცვლად. შეთანხმდით, ტირანისა და მჩაგვრელის როლის ნაცვლად. ნუღა იქნებით შურიანი, რადგან დარწმუნებით უკვე აღარ იცით ვინაა თქვენზე უკეთ. აღარ ჩავარდებით ფრუსტრაციაში, რადგან უკვე იცით, რომ შედარებით მცირე მიზნებით უნდა დაიწყოთ და მომთმენები იყოთ. თქვენ აღმოაჩენთ ვინ ხართ, რა გინდათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ. მიხვდებით, რომ თქვენი პრობლემებიდან გამოსავალი თქვენს შესაძლებლობებზე ზუსტადაა მორგებული. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვა ადამიანთა ქცევებს, რადგან უამრავი საქმე გაქვთ საკეთებელი.

იზრუნეთ ერთი დღისთვის, მაგრამ დიდი მიზნებისკენ ისწრაფეთ.

ახლა უკვე ზეცისკენ მიდიხართ. ეს იმედით გავსებთ. თუ კაცი იმ გემზეა რომელიც იძირება, მაშველ ნავში გადასვლა ძალიან აბედნიერებს. ვინ იცის რას მიაღწევს ის მომავალში. ბედნიერი მოგზაურობა შეიძლება წარმატებულ დაბრუნებზე უკეთესი იყოს...

ითხოვეთ და მოგეცემათ. ირეკდეთ და განგეღოთ. თუ იმას ითხოვთ რაც გსურთ და იმ კარზე დარეკავთ სადაც შესვლა გინდათ თქვენ მოგეცემათ ცხოვრების გაუმჯობესების შანსი, მცირე ან დიდი. ამ გაუმჯობესებასთან ერთად მცირე ცვლილება ყოფიერებაშიც შევა.

საკუთარი თავი შენივე გუშინდელ „მეს“ შეადარე და არა სხვის - დღევანდელს.

საერთო სამართალი - ესაა საერთო კანონი, რომელიც ინგლისმა დააწესა კონტინენტზე პირველი მოსახლეების გადმოსვლის დროს - 1607 წლის მაისში. მისი პირველი თავი ჯეიმსის მიერ გადაეცა ვირჯინიის კომპანიას 1606 წელს და ეს აწესებდა, რომ კოლონიის მაცხოვრებლებს შეეძლოთ ესარგებლათ და ესიამოვნათ ყველა უფლებით, პრივილეგიითა და თავისუფლებით … თუ ისინი დაიბადნენ და მუდმივად ცხოვრობენ ინგლისის სამფლობელოში... მაგნა კარტადან მოყოლებული საერთო კანონი იყო პიროვნების თავისუფლების ქვაკუთხედი. რომელიც მოგვიანებით უფლებათა კანონპროექტშია შეჯამებული, მისი პრინციპები შთააგონებდნენ ჩვენი სისტემისა და თავისუფლების განვითარებას, კანონთან შესაბამისობაში. რაც ჩვენი ყველაზე ძვირფასი და საამაყო მიღწევაა.