witch

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

წინასიტყვაობა

ფლორიდა დონერის შრომები ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მისი შრომები სრულ თანხვედრაში მოდის ჩემს ჩანაწერებთან, და ამავე დროს სრულიად სხვაგან უხვევს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ერთი მიზანი გვქონდა და ორივენი დონ ხუანის სამყაროში ვცხოვრობდით. განსხვავება ისაა, რომ იგი ქალია... რაც ასევე იწვევს განსხვავებას ჩვენს ჩანაწერებს შორის, რადგან დონ ხუანის სამყაროში კაცი და ქალი ერთი მიზნისკენ საპირისპირო მიმართულებით მიდიან. აქედან გამომდინარე, იმ ფენომენის დეტალები, რომლებსაც ჩვენ ვიკვლევდით, განსხვავებულია მხოლოდ აღწერის თვალსაზრისით, და არა შინაარსობრივად.

ჩემი და ფლორიდას სიახლოვე სხვა გარემოებებში შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ერთი მეტად უცნაური და უჩვეულო გამოკვლევა, რომელსაც ერთად ვიძიებდით. ჩვენ მივყვებოდით მეომრის გზას, რომელიც ჩვენგან საქმისადმი ერთგულებას და პასუხისმგებლობას მოითხოვდა, ეს კი გულისხმობდა იმ ფენომენის ბოლომდე შესწავლას, რომელსაც ვიკვლევდით.

დუნ ხუანის სწავლების მიხედვით, მე მივმართე მეომრის დაუოკებელ სულისკვეთებას, შემესწავლა ფლორიდა დონერის შრომები. ძიების შედეგად აღმოვაჩინე სამი განსხვავებული დონე, სამი განსხვავებული სფერო, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა, და მის მიმართ მადლიერების შეგრძნება გამიჩნდა.

პირველი, ეს არის მისი აღწერილობებისა და ნარატივების მდიდარი პალიტრა. ჩემთვის, ეს დეტალები ამ სფეროში ეთნოგრაფიულ სახეს იძენს. მის ჩანაწერებში იგი საყოველთაო, კულტურულ სამყაროში აღწერს ისეთ ფენომენებს რაც ჩემთვის და მკთხველებისთვის, სრულიად უცნობია.
მეორე, ესაა მისი ხელოვნება. ჩემი აზრით "ეთნოგრაფი" მწერალიც უნდა იყოს, მეცნიერიც და მხატვარიც. რადგან, ამ თემის გასაგები ენით აღწერას უდიდესი ხელოვნება სჭირდება.

მესამე არის ნაწარმოების პატიოსნება, სიმარტივე და უშუალობა; – სადაც მე, ყველაზე გამოუსადეგარი ვარ. მე და ფლორიდამ ჩვენი ძალები გავინაწილეთ, აქედან გამომდინარე, მისი მუშაობა შეესაბამება ზოგად ნიმუშთა და ვარიანტთა აღწერას, რომელიც წარმატების მისაღწევადაა საჭირო. დონ ხუანმა გვასწავლა, რომ ჩვენი საქმეები, ჩვენი ცხოვრების სრული გამოხატულებაა...

ამ შემთხვევაში არ შემიძლია არ მოვიქცე მეომარივით, და აღფრთოვანება და პატივისცემა არ გამოვხატო ფლორიდა დონერის მიმართ, რადგან სრულ მარტოობაში და საშინელი აღმოჩენების მორევში, მან არ დაკარგა გზა და მიზანი. დარჩა ერთგული მებრძოლის გზისა... რითაც გაამართლა დონ ხუანის სწავლება...

კარლოს კასტანედა

ახალი თავები თანმიმდევრულად დაემატება...