gurdjieff90000

ავტორი: გიორგი გურჯიევი

მთარგმნელი: მზია ქურცაძე

წიგნი გამოიცა ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ "კავკასიის" და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ ბატონ დავით საყვარელიძის ფინანსური თანადგომით. 

წყარო

ელ-ვერსია მოამზადა ჯგუფმა - MAGMA

 

ყველა და ყველაფერი

ათი წიგნი სამ სერიად

პირველი სერია: სამი წიგნი საერთო სათაურით: "ყველა და ყველაფერი, ანუ ბელზებელის საუბრები შვილიშვილთან"

მეორე სერია: სამი წიგნი საერთო სათაურით: "შეხვედრები განსაკუთრებულ ადამიანებთან"

მესამე სერია: ოთხი წიგნი საერთო სათაურით: "ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა "მე ვარ"

ყველაფერი ლოგიკური დასაბუთების სრულიად ახალ პრინციპებზეა დაწერილი და მიმართულია უშუალოდ სამი კარდინალური პრობლემნის გადაწყვეტისკენ:

პირველი სერია: მკითხველის აზროვნებასა და გრძნობებში მრავალი 100-წლეულის განმავლობაში ყოველივე ამქვეყნად არსებულის შესახებ ფესვგადგმული შეხედულებების და რწმენის უმოწყალოდ დასანგრევად და ყოველგვარი კომპრომისის გარეშე გადასაწყვეტად. 

მეორე სერია: მკითხველის იმ მასალასთან გასაცნობად, რომელიც საჭიროა ახლის ქმნისთვის და აგრეთვე მისთვის გონიერებისა და კეთილხარისხოვნების ჩვენება. 

მესამე სერია: მკითხველის აზროვნებასა და გრძნობებში ჭეშმარიტი, რეალურად არსებული სამყაროს, არაფანტასტიკური წარმოდგენების შექმნის ხელშეწყობისკენ და არა იმ სამყაროსი, რომელსაც ახლა აღიქვამს. 

"მივმართავ ყველას, ვინც ჩემი ნაწერით დაინტერესდება: არასოდეს არავინ არ უნდა ცადოს მათი წაკითხვა ზემოთ მითითებული რიგითობის დარღვევით; სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, მან არასდროს არაფერი არ უნდა წაიკითხოს ჩემი გვიანდელი თხზულებებიდან, ვიდრე უფრო ადრინდელ ნაწერებს არ გაეცნობა."

გიორგი გურჯიევი

ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ თავზე...

(ახალი თავები ეტაპობრივად დაემატება)