მანათობელ არსებათა საიდუმლო

დონ ხენარო დიდხანს მართობდა მითითებებით, როგორ უნდა გავმკლავებოდი ჩემს ყოველდღიურ სამყაროს. დონ ხუანმა კი მითხრა, რომ ყურადღება უნდა მიმექცია და სერიოზულად მოვკიდებოდი დონ ხენაროს რეკომენდაციებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხუმრობასავით ჟღერდა სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

შუა დღისთვის დონ ხუანი წამოდგა და ბუჩქებისკენ წავიდა. მეც ვცადე ადგომა მაგრამ დონ ხუანმა გამაჩერა და გულგრილად მაცნობა, რომ დონ ხენარო კიდევ რაღაცის გაკეთებას მიპირებდა.

-რა ჩაიფიქრე?- ვკითხე მე, - რას მიპირებ?

დონ ხუანმა დამარწმუნა, რომ არ უნდა ავღელვებულიყავი.

-შენ გზაჯვარედინს უახლოვდები, - მითხრა მან, - განსაკუთრებულ გზაჯვარედინს რომელსაც ყველა მეომარი გაივლის.

გამიელვა აზრმა, რომ ჩემს სიკვდილზე საუბრობდა. მან კი, თითქოს კითხვას თავს არიდებსო, მთხოვა არაფერი მეთქვა.

-ამ საგანზე არ ვიმსჯელებთ, - თქვა მან, - იმით დაკმაყოფილდი, რომ გზაჯვარედინი რომელზეც გესაუბრები ეს ჯადოქრების ახსნაა. ხენარო ამბობს, რომ ამისთვის უკვე მზად ხარ.

-როდის აპირებ ამის მოყოლას?

-არ ვიცი. შენ აღიქვამ და ამიტომ შენზეა დამოკიდებული, შენ უნდა გადაწყვიტო.

- და პირდაპირ ახლა რომ იყოს?

-გადაწყვეტა დროის ალალბედზე არჩევას რ ნიშნავს. გადაწყვეტა ნიშნავს, რომ შენ მიმართავ სულს, რომ ის უძლეველი გახდეს, რომ შენ გააკეთე ყოვლივე, რომ ძალისა და ცოდნის ღირსი გამხდარიყავი.

-დღეს კი შენ პატარა ამოცანა უნდა ამოხსნა დონ ხენაროსთვის. ის ჩემზე ადრე წავიდა და ჩაპარალში დაგელოდება. არავინ იცის ზუსტად რა ადგილას იქნება და არც დრო ზუსტად როდის უნდა მივიდეთ. თუ შენ ამისთვის სწორი დროის განსაზღვრა შეგიძლია, რომ ეს სახლი დატოვო, მაშინ შენ იმასაც შეძლებ, რომ ჩვენ იქ მივიდეთ.

დონ ხუანს ვუთხარი, რომ ვერც კი წარმომიდგენია ვინ შეძლებდა ამ დავალების შესრულებას.

-როგორ შეიძლება გარკვეულ დროს სახლიდან გასვლამ დონ ხენაროსთან მიმიყვანოს? - ვკითხე მე.

დონ ხუნმა გაიღიმა და ღიღინი დაიწყო, თითქოს ჩემი გაღიზიანებით ტკბებოდა.

-ეს ამოცანა დონ ხენარომ დააყენა შენს წინაშე, -მითხრა მან, - თუ შენ საკმარისი პირადი ძალა გაქვს მაშინ შენ სრულიად უშეცდომოდ განსაზღვრავ ზუსტ დროს როდის გახვიდე სახლიდან. რანაირად წაგიყვანს სადმე მხოლოდ ზუსტი დრო ეს არავინ იცის, თუმცა თუ საკმარისი პირადი ძალა გექნება მიხვდები, რომ ეს ასეა.

-რანაირად წამიყვანს რაღაცა დონ ხუან?

-ესეც არავინ იცი.

-მე მგონია, რომ დონ ხენარო მამასხარავებს.

-მაშინ ფრთხილად იყავი, - თქვა მან, - თუ ხენარო ცდილობს გაგაცუროს, რაც სავსებით შესაძლებელია, მაშინ შეიძლება ტყაპანიც მოადინო.

დონ ხუანს საკუთარ ხუმრობაზე გაეცინა. მე ვერ ავყევი, ჩემი დონ ხენაროს მანიპულაციებისადმი შიში საკმაოდ რეალური იყო.

-რამე მაინც მიმანიშნე, - ვთხოვე მე.

-არანაირი მინიშნება! - მიპასუხა მან.

-რატომ აკეთებ ამას დონ ხუან.

-მას შენი გამოცდა უნდა, მიპასუხა მან, - ასე ვთქვათ მას ძალიან აინტერესებს შეძლებ თუ არა ჯადოქრების ახსნების მიღებას. თუ ამ გამოცანას გამოიცნობ მაშინ ის ჩათვლის, რომ უკვე საკმარისი პირადი ძალა გაქვს და მზად ხარ. მაგრამ თუ ჩავარდები მაშინ აღმოჩნდება, რომ არასაკმარისი პირადი ძალა გქონია და ამ შემთხვევაში ჯადოქრების ახსნები არაეფექტური იქნება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც უნდა გაზიაროთ ამ ახსნებს გაიგებ შენ მათ თუ ვერა. ეს ჩემი აზრია, ხენარო უფრო კონსერვატიული მეომარია. მას უნდა, რომ ყველაფერი თანმიმდევრობით გავაკეთოთ და მაშინ აგიხსნათ როცა ამისთვის მზად იქნები.

-შენ თვითონ რატომ არ მომიყვები ჯადოქრების ახსნებს? - ვკითხე მე

-იმიტომ რომ ხენარო უნდ იყოს ის კაცი ვინც შენ ამაში დაგეხმარება.

-რატომ ასე დონ ხუან?

-ხენაროს არ უნდა რომ გითხრა რატომ, ჯერ მაინც.

-ნუთუ მაწყენს თუ ჯადოქრების ახსნებს მოვისმენ? მე ასე არ ვფიქრობ დონ ხუან, ძალიან გთხოვ მომიყევი.

-ხუმრობ ალბათ, ხენაროს მყარი მოსაზრება აქვს ამ საკითხზე და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას.

მერე კი ჩემი დამშვიდება სცადა, ამას დიდ ხანს მოუნდა. მერე კი ვკითხე:

-როგორ გამოვიცნობ ამ გამოცანას დონ ხუან?

-ნამდვილად არ ვიცი და ვერც რჩევას მოგცემ რა აკეთო, - თქვა მან - ხენარო ძალიან ეფექტურად მოქმედებს ასეთ დროს. მან ეს ამოცანა სპეციალურად შენთვის შეიმუშავა და რადგან ის ამას შენს სასარგებლოდ აკეთებს ის მხოლოდ შენზეა მორგებული. ამიტომ მხოლოდ სახლიდან გასვლის ზუსტი დროის შერჩევა შეგიძლია, ის თავად დაგიძახებს და ამ ძახილს უნდა მიჰყვე.

-როგორი იქნება მისი ძახილი?

-არ ვიცი, მისი ძახილი შენთვისაა ჩემთვის კი არა. ის უშუალოდ შენს ნებას შეეხება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ შენ შენი ნება უნდა გამოიყენო, რომ „ძახილი“ გაიგონო.

-ხენარო თვლის, რომ ახლა ის იმაში უნდა დარწმუნდეს, რომ ახლა საკმარისი პირადი ძალა გაქვს თუ არა, ასე რომ შეიძლება შენი ნების მართვა გაიძულოს, მას მოქმედების ერთეულად აქცევს.

„ნება“ კიდევ ერთი ასპექტი იყო რომელიც დონ ხუანმა დიდი გულმოდგინებით დამიხატა, მაგრამ ნათელი მაინც ვერ მოჰფინა. მისი ახსნიდან გავიგე, რომ ნება ძალაა რომელიც სხეულიდან სადღაც ჭიპის ქვემოდან უხილავი ხვრელიდან გამოდის. ხვრელიდან, რომელსაც ის „ღიობს“ ეძახდა. განზრახ ნების ვარჯიშს მხოლოდ ჯადოქრები მიმართავდნენ. ის მოდიოდა მოვარჯიშეებთან, გამოცანებითა და იდუმალებით მოცული და მათ არაჩვეულებრივი საქციელის ჩადენის საშუალებას აძლევდა.

დონ ხუანს ვუთხარი, რომ შეუძლებელი იყო ასეთი გაურკვეველი რამ ჩემი ცხოვრების მოქმედი ერთეული გამხდარიყო.

-აქ კი ცდები, - თქვა მან, - ნება მეომარში მისი გონების წინააღმდეგობის მიუხედავად ვითარდება.

-ნუთუ დონ ხენაროს - ჯადოქარს არ შეეძლო ჩემი შემოწმების გარეშე მიმხვდარიყო მზად ვიყავი თუ არა? - ვკითხე მე.

-რა თქმა უნდა შეეძლო, - თქვა მან, - მაგრამ ასეთ ცოდნას არანაირია ფასი არ ექნებოდა. რადგან ის შენთან დაკავშირებული ვერ იქნებოდა. შენ ის ხარ ვინც სწავლობს. ამიტომ შენ უნდა დაამტკიცო ყველაფერი შენი პირადი ძალით და არა ხენარომ. ხენაროს თავისი კი არა შენი ცოდნა აინტერესებს. უნდა გავიგოთ მუშაობს თუ არა შენი ნება. ამის გაკეება ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა მე ან ხენარომ რა ვიცით შენზე, შენ მაინც საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო, რომ ასეთ მდგომარეობაში ხარ, როცა ცოდნის პირადი ძალით გადმოცემა შეგიძლია. სხვაგვარად რომ ვთქვათ შენ თავად უნდა დარწმუნდე, რომ შენი ნების გამოყენება ძალგიძს. ხოლო თუ ეს ასე არ არის ამაში დღეს დარწმუნდები. თუ შენ ამ ამოცანას ვერ შეასრულებ მაშინ დონ ხენარო დაასკვნის, რომ მიუხედავად იმისა რასაც ის შენში ხედავს შენ მაინც ჯერ მზად არ ხარ.

ღელვამ მომიცვა.

-საჭიროა კი ყოველივე ეს? - ვკითხე.

-ეს ხენაროს თხოვნაა და უნდა შესრულდეს, - თქვა მან მტკიცე მაგრამ მეგობრული ტონით.

-კი მაგრამ რა აკავშირებს ჩემთან ხენაროს?

-შეიძლება დღეს აღმოაჩინო ეს.

ვევედრებოდი დონ ხუანს ამ გაურკვეველი მდგომარეობიდან გამოვეყვანე და ყოველივე თვითონ აეხსნა. მან გაიცინა, მხრზე ხელი დამარტყა და რაღაც იხუმრა მექსიკელ მტვირთავებზე რომლებსაც უზარმაზარი მკერდი კუნთები აქვთ მაგრამ მაინც უჭირთ სიმძიმეების აწევა სუსტი წელის გამო.

-ყურადღება მიაქციე ამ კუნთებს, - მითხრა მან, - ისინი მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის კი არ არიან.

-ჩემს კუნთებს არანაირი კავშირი არ აქვთ იმასთან რაზეც ვსაუბრობთ, - უხეშად მოვუჭერი მე.

-აქვთ, - მომიგო მან, - სხეული სრულყოფილი უნდა გახდეს იქამდე ვიდრე ნება მოქმედი ერთეული გახდება.

დონ ხუანმა ისევ თავიდან აიცილა ჩემი კითხვები. მოუსვენრობას და მღელვარებას ვგრძნობდი. ავდექი, სამზარეულოში შევედი და წყალი დავლიე. დონ ხუანი უკან გამომყვა და მირჩია ცხოველების ხმების გამოჯავრებაში მევარჯიშა. მერე რამდენჯერმე შემისწორა და მითითებები მომცა სუნთქვასთან დაკავშირებით. საბოლოო შედეგი სრული ფიზიკური რელაქსაცია იყო.

ისევ ვერანდაზე დავბრუნდით და დავსხედით. მე ვუთხარი, რომ დრო და დრო საკუთარი უსუსურობა მაღიზიანებდა.

-საკუთარ უსუსრობის გრძნობაში ცუდი არაფერია, არც არასწორი, - თქვა მან, - ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ მას. გაიხსენე ჩვენ მთელი მარადისობა ვცხოვრობთ როგორც უსუსური ჩვილები. მე ხომ სწორედ ახლახანს გითხარი, რომ შენ ახლა ჰგავხარ ჩვილს რომელსაც აკვნიდან ადგომა არ შეუძლია და არც დამოუკიდებლად მოქმედება. ხენარო ასე ვთქვათ, ხელში აგიყვანს შენი აკვნიდან. მაგრამ ჩვილს მოქმედება უნდა და როცა ამას ვერ ახერხებს ცხოვრებაზე წუწუნებს. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ინდულგირება გაპროტესტებითა და ჩივილით სულ სხვა საქმეა.

მთხოვა მოდუნებული ვყოფილიყავი და თუ დამჭირდებოდა მისთვის კითხვები დამესვა, სანამ უკეთეს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდი.

ერთი წამით დავიბენი და არ ვიცოდი რა მეკითხა. დონ ხუანმა ჩალის საწოლი გაშალა და მთხოვა დავმჯდარიყავი. მერე გოგრის მათარა წყლით გაავსო და სატარებელ ბადეში ჩადო. თითქოს სამოგზაუროდ ემზადებოდა. მერე დაჯდა და წარბით მანიშნა კითხვები დამესვა.

ვთხოვე ისევ პეპელაზე მოეყოლა. ცნობისმოყვარედ შემომხედა და ჩაიცინა.

-ეს „ოლია“, - მითხრა მან, - ხომ უკვე იცი.

-მაგრამ ეს არ არის „ოლი“, - შევეკამათე მე, - რა არის ის სინამდვილეში?

-შეუძლებელი იმის თქმა რა არის სინამდვილეში ოლი, როგორც შეუძლებელია თქმა რა არის სინამდვილეში ხე.

-ხე ეს ცოცხალი ორგანიზმია, - ვთქვი მე.

-მე ეს ბევრს ვერაფერს მეუბნება, - თქვა მან, - მე იმის თქმა შემიძლია, რომ „ოლი“ ძალაა, დაძაბულობა, მე შენ უკვე გითხარი. მაგრამ ეს ძალიან ცოტას ამბობს „ოლიზე“ როგორც ხის შემთხვევაში, გაიგო რა არის „ოლი“ ეს ნიშნავს აღიქვა ის. მე რამდენიმე წელი გამზადებდი ოლისთან შესახვედრად. შენ შესაძლოა ეს არ გესმის, მაგრამ შენ რადენიმე წლიანი მომზადება დაგჭირდა, რომ ხეს შეხვედროდი. „ოლისთან“ შეხვედრაც იგივეა. მასწავლებელმა ნელ-ნელა, ნაბიჯ -ნაბიჯ უნდა მიიყვანოს მოსწავლე ოლისთან. წლების განმავლობაში შენ ცოდნის დიდი მარაგი დააგროვე, ახლა კი უკვე მზად ხარ, რომ ეს ცოდნა ერთად შეკრა და შენს პრაკტიკებში „ოლი“ შემოიყვანო, როგორც ოდესღაც ხე.

-ოდნავ წარმოდგენაც არ მაქვს რას ვაკეთებ დონ ხუან.

-შენი გონება ვერ აღიქვამს ამას, რადგან მან „ოლის“ არსებობის შესაძლებლობაც ვერ მიიღო. საბედნიეროდ „ოლის“ ერთად შესაკრებად გონება საჭირო არაა. ამას გონება თავად აკეთებს. შენ „ოლი“ ბევრჯერ აღიქვი. ყოველი ეს აღქმა შენს სხეულში ინახება. ამ ყველა ნაწილის ჯამი არის „ოლი“. მე არ ვიცი სხვა საშუალება ამის აღსაწერად.

მე ვუთხარი, რომ ვერ ვაცნობიერბდი როგორ შეეძლო ჩემს სხეულს თავისთავად ემოქმედა, თითქოს დამოუკიდებელი არსება ყოფილიყოს და არანაირი კავშირი ჰქონოდეს გონებასთან.

-ისინი განუყოფელნი არიან, მაგრამ მათი გაყოფა ჩვენი ბრალია, - თქვა მან, - ჩვენს ჭკუას წვრილმანი ბუნება აქვს და ყოველვის წინააღმდეგობაშია გონებასთან. ეს რა თქმა უნდა მხოლოდ საუბრის მანერაა, მაგრამ ცოდნის ადამიანის ტრიუმფი იმაში მდგომარეობს, რომ ის ამ ორ ნაწილს აერთიანებს. ხოლო რადგან შენ ცოდნის ადამიანი არ ხარ, შენი სხეული ახლა ისეთ რამეებს აკეთებს რისი მიღებაც შენს გონებას არ შეუძლია. „ოლი“ ერთ-ერთია აქედან. შენ არც უგონოდ იყავი და არც გეძინა როცა იმ ღამეს აქ აღიქვი „ოლი“.

მე იმ შიშისმომგვრელ იდეაზე ვკითხე რომელიც მან და ხენარომ ჩამინერგეს, რომ „ოლი“ არსებაა რომელიც ჩრდილოეთ მექსიკის მთებში პატარა ველის პირას მელოდა. მათ მითხრეს, რომ ადრე თუ გვიან უნდა მივსულიყავი „ოლისთან“ შესახვედრად და მებრძოლა მასთან.

-ეს ყველაფერი საშუალებაა იმ გამოცანებზე სალაპარაკოდ, რომლების აღსაწერად სიტყვები არ არსებობს. მე და ხენარომ გითხარით, რომ იმ დაბლობის პირას „ოლი“ გელოდებოდა. ეს განაცხადი სწორი იყო მაგრამ იმხელა მნიშვნელობაც არ ჰქონდა როგორც შენ მიეცი. „ოლი“ გელოდებოდა, ეს მართალია, მაგრამ არა რომელიმე ველის პირას, არამედ აქ ან იქ ან ნებისმიერ სხვა ადგილას, „ოლი“ ისევე გელოდებოდა როგორც სიკვდილი გელოდება ერთდროულად ყველგან და არსად.

-რატომ მელოდება ოლი?

-სიკვდილი რატომღა გელოდება, - მკითხა მან, - იმიტომ რომ დაიბადე. ახლა შეუძლებელია აგიხსნა რა აზრია ჩადებული ამ სიტყვებში. თავიდან „ოლის“ შენს გამოცდილებაში შეიყვან, შენ ის მთელი ძალით უნდა აღიქვა. მაშინ ჯადოქრების ახსნები ყოველივეს ნათელს მოჰფენს. აქამდე საკმაო ძალა გქონდა ამისთვის მაინც, რომ გაგეგო - „ოლი“ - ეს პეპელაა.

-რამდენიმე წლის წინ მე და შენ მთებში მივდიოდით და შენ იქ რაღაცას შეებრძოლე. მაშინ ვერ მოგიყევი კონკრეტულად რა მოხდა. შენ მაშინ უცნაური ლანდი ნახე, რომელიც ცეცხლზე წინ და უკან დაფრინავდა. შენ თავად თქვი, რომ ის პეპელას გავდა. მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდი რაზე ლაპარაკობდი მართალი იყავი. ლანდი პეპელა იყო. მერეც, სხვა ვითარებაში, შენ გონების დაკარგვამდე შეგაშინა რაღაცამ როცა ცეცხლთან ჩაგეძინა. მე გაგაფრთხილე, რომ ეს ძილი არ იყო მაგრამ შენ ყურადღება არ მომაქციე. ამ საქციელმა შენი თავი ოლის დაუთმო და პეპელამ დაგაბიჯა ყელზე. ცოცხალი როგორ გადარჩი ჩემთვის სამუდამოდ გამოცანად დარჩება. მაშინ შენ ეს ჯერ არ იცოდი, მაგრამ მე უკვე გარდაცვლილად გთვლიდი. შენი საფრთხე საკმაოდ სერიოზული იყო.

-მას შემდეგ, როცა მთებში ან უდაბნოში ვიყავით, შენ ვერც კი ამჩნევდი, მაგრამ პეპელა სულ ჩვენთან იყო. ასე რომ, შეიძლება ითქვას შენთვის ოლი პეპელაა, მაგრამ მე არ შემიძლია თქმა, რომ ეს პეპელაა იმ გაგებით რასაც პეპელაში ვდებთ. ოლისთვის პეპლის დარქმევა ისევ და ისევ მასზე საუბრის ხერხი. ხერხი,რომ ეს გაუგებრობა ჩვენს გარშემო გასაგები გავხადოთ.

-ოლი შენთვისაც პეპელაა? - ვკითხე მე.

-არა, ვინ როგორ იღებს ოლის ეს მისი პირადი საქმეა.

შევამჩნიე რომ ისევ იმ წერტილს დავუბრუნდით საიდანაც დავიწყეთ.

მან არ მითხრა სინამდვილეში რა იყო ოლი.

-არ დაიბნე, ამის აუცილებლობა არ არის, - თქვა მან, - დაბნეულობაა ის მდგომარეობა რომელშიც შედიხარ მაგრამ აქედან გამოსვლაც შეიძლება. მოცემულ მომენტში რაიმეს უფრო ნათლად ახსნის საშუალება არაა. იქნებ დღეს მოგვიანებით ეს ყველაფერი უფრო დეტალურად განვიხილოთ. ყველაფერი შენზე და შენს პირად ძალაზეა დამოკიდებული.

ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს, მე კი შევწუხდი იმის შიშით ამ გამოცდაში არ ჩავჭრილიყავი. დონ ხუანმა სახლის უკან გამიყვანა და იქ საწრეტი რუს ახლოს ჭილობზე დამსვა. წყალი ისე ნელა მოდიოდა დამდგარი გეგონებოდათ. მიბრძანა მშვიდად ვმჯდარიყავი, შინაგანი დიალოგი გამომერთო და წყლისთვის მეყურებინა. რამდენიმე წლის წინ მან აღმოაჩინა, რომ მე რაღაც მიზიდულობა მქონდა წყლის მიმართ - შეგრძნება, რომელიც ძალიან მოსახერხებელი იყო იმ ღონისძიებებისთვის რომლებში ჩათრეულიც აღმოვჩნდი. შევამნიე, რომ არანაირი განსაკუთრებული სიყვარული არ მქონდა წყალსატევების მიმართ, მაგრამ ეს არც სიძულვილი არ იყო. მან კი მითხრა, რომ სწორედ ამიტომ იყო წყალი ჩემთვის ასე სასურველი. მე წყალთან მიმართებაში გულგრილი ვიყავი, სტრესის პირობებში წყალი ვერც მშთანთქავდა და ვერც უკუმაგდებდა.

ის ოდნავ მარჯვნივ ჩემს უკან იჯდა და მთხოვდა არ შემშინებოდა და ბოლომდე გავხსნილიყავი, რომ ის აქ იყო, ჩემს გვერდით და თუ საჭირო იყო დამეხმარებოდა.

მე წამით შიში ვიგრძენი, მერე კი მას მივაჩერდი სხვა ინსტრუქციების მოლოდინში. მან თავი წყლისკენ ძალით მიმაბრუნებინა და მიბრძანა დამეწყო. უმცირესი წარმოდეგნაც არ მქონდა რა უნდოდა ჩემგან, ამიტომ უბრალოდ მოვეშვი. როგორც კი წყალს შევხედე მასზე პატარა ტალღები დავინახე საწინააღმდეგო მხარეს. ჩემი უფოკუსო მზერა გაუცნობიერებლად მათზე გავაჩერე. ნელი დინება მათ ათრთოლებდათ, წყალი უდაბნოს ქვიშისფერი იყო, ისიც შევამნიე, რომ წყალი ტალღების გარშემო თითქოს განტოტვას ან ხევებს ქმნიდა სწორ ზედაპირზე. რაღაც მომენტში ეს ფენები გიგანტური გახდა, წყალი კი სწორ, პრიალა, ოხრისფერ ზედაპირს დაემგვანა. მერე კი ერთი წამის შემდეგ, მე უკვე ღრმად მეძინა ანდა ალბათ აღქმის ისეთ მდგომარეობაში შევედი რომლისთვისაც პარალელი არ გამაჩნდა. ამის აღსაწერად ყველაზე შესაბამისი ხერხი ჩაძინება და ძალიან ნათელი სიზმრის ნახვა აღმოჩნდა.

ვგრძნობდი, რომ თუ მოვინდომებდი, შემეძლო ამ მდგომარეობაში უსასრულოდ დარჩენა, მაგრამ მე განზრახ შევწყვიტე და შინაგანი დიალოგი ჩავრთე. თვალი გავახილე, ჭილის საფენზე ვიწექი და დონ ხუანი ჩემგან რამდენიმე ფუტში იდგა. ჩემი სიზმარი ისე მშვენიერი იყო რომ მისი მოყოლა გადავწყვიტე. მან მანიშნა გავჩუმებულიყავი და გრძელი ჯოხით ორ გრძელ ლანდზე მიმითითა, რომლებიც ორი უცანური, ხმელი ტოტივით გამოიყოფოდნენ ჩაპარალიდან. მისი წკნელის ბოლომ ერთ-ერთი ჩრდილი შემოხაზა, თითქოს მისი დახატვა უნდოდა. მერე მეორე ჩრდილისკენ გადახტა და იგივე გააკეთა. ჩრდილები დაახლოებით 30 სმ. სიგრძის და 3 სმ სიგანის იყო. ერთი მეორეს დაახლოებით 12-15 სმ. აშორებდათ. წკეპლის მოძრაობამ ფოკუსი დამაკარგვინა და აღმოვაჩინე, რომ დაელმებული თვალებით ოთხ ლანდს ვუყურებდი. უეცრად ორი ჩრდილი ცენტრში ერთმანეთს შეერწყა და საოცარი სიღრმის შეგრძნება შექმნა. ამგვარად წარმოქმნილ ჩრდილში რაღაც აუხსნელი სიმრგვალე და მოცულობა იყო. ეს რაღაც გაურკვეველი სუბსტანციის, მოჩვენებით მილს გავდა. ვიცოდი თვალები დაელმებული რომ მქონდა, მაგრამ მაინც ერთ წერტილზე ფოკუსირებულად აღვიქვამდი. ამ წერტილში მხედველობის არე კრისტალურად სუფთა იყო. თვალების მოძრაობა სურათის დაურღვევლად შემეძლო.

დაკვირვებას განვაგრძობდი, მაგრამ ფრთილად ვიყავი. ცნობისმოყვარეობის ნაკადი მომაწვა უკან დამეხია და ამ სცენაში ჩავძირულიყავი. რაღაც, რასაც ვაკვირდებოდი თითქოს თავისკენ მითრევდა. რაღაც ჩემს შიგნით ზედაპირზე ამოტივტივდა და ნახევრად გაცნობიერებული დიალოგი დავიწყე. თითქმის მაშინვე გარემოს ყოველდღიური ცხოვრება შევიგრძენი.

დონ ხუანი თვალს მადევნებდა, თითქოსდა შეფიქრიანებული იყო. ვკითხე ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა, მაგრამ მან არ მიპასუხა და დაჯდომაში დამეხმარა. მხოლოდ როცა მივხვდი, რომ ზურგზე ვიწექი და ვარსკვლავებს ვუყურებდი, დონ ხუანი ჩემს სახესთან დაიხარა.

პირველი რაც მინდოდა გამეკეთებინა ეს იყო მეთქვა მისთვის, რომ ცაზე ყურებისას ნათლად დავინახე ჩრდილები მიწაზე, მაგრამ მან პირზე ხელი ამაფარა. გარკვეული დრო ჩუმად ვისხედით. არც კი ვფიქრობდი. მე სიმშვიდისა და მოსვენების გრძნობა მქონდა, მერე კი უეცრად მომინდა ავმდგარიყავი და ჩაპარალში დონ ხენარო მომეძებნა.

ვეცადე დონ ხუანს დავლაპარაკებოდი, მაგრამ მან პირი მაგრად მოკუმა თითქოსდა გაჩუმება უბრძანესო. ვცადე ჩემი შეგრძნებებისთვის გონივრულად მომეყარა თავი. მაგრამ ჩემი სიჩუმე ისე მომწონდა, რომ აღარ მომინდა ლოგიკურ მოსაზრებებზე ძალის დახარჯვა.

წუთიერი სიჩუმის მერე ისევ ვიგრძენი გადაუდებელი საჭიროება ავმდგარიყავი და ჩაპარალისკენ წავსულიყავი. ბილიკს გავუყევი, დონ ხუანი გვერდით მომყვებოდა, თითქოს წინამძღოლი ვყოფილიყავი.

თითქმის ერთი საათი მივდიოდით. შევძელი სრულიად გამეჩერებინა ფიქრის პროცესი. მერე ბორცვს თავდაღმა ჩავუყევი და დონ ხენაროც იქ დაგვხვდა. ქვიანი კლდის წვერის მახლობლად იჯდა. მე დიდი სიხარულით მომესალმა და იძულებული გახდა თავისი სალმის სიტყვები ეყვირა. ის მიწიდან დაახლოებით 15 მ. სიმაღლეზე იდგა. დონ ხუანმა დამსვა და გვერდით მომიჯდა. დონ ხენარომ მითხრა, რომ ის ადგილი ვიპოვე სადაც ის იმალებოდა, იმიტომ რომ ის მეძახდა და ამისთვის გარკვეულ ხმებს გამოსცემდა. როცა ეს თქვა, მე მართლაც გამახსენდა, რომ მართლაც მესმოდა რაღაცა ხმა და ეს ყურების წუილად ჩავთვალე. მომეჩვენა, რომ ეს ხმა ორგანული წარმოშობისა იყო. სხეულის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული და ისეთი ხმა იყო, რომ ძალიან გამიჭირდა განმესაზღვრა, თითქოს ცნობიერი შეგრძნებებისა და ინტერპრეტაციების მიღმა იმყოფებოდა. იმ ადგილიდან საიდანაც ვუყურებდი ნათლად დანახვა არ შემეძლო ვიფიქრე, რომ დონ ხენაროს ხელში პატარა ინსტრუმენტი ჰქონდა. მისი საშუალებით რბილ არაადამიანურ ხმას გამოსცემდა, რომლის გარჩევაც პრაკტიკულად შეუძლებელი იყო. ცოტა ხანს მასზე დაკვრას განაგრძობდა, თითქოს ცდილობდა გამეცნობიერებინა რა მითხრა. მერე კი თავისი ხელი მაჩვენა. ხელში არაფერი აღმოაჩნდა. არავითარი ინსტრუმენტი. მას უბრალოდ ხელი პირთან მიჰქონდა ამიტომაც მომეჩენა, რომ რაღაცაზე უკრავდა. ეს ბგერა მისი ტუჩებისა და ხელისგულის ნაწილის, საჩვენებელსა და ცერა თითებს შორის წარმოიქმნებოდა.

დონ ხუანისკენ მივბრუნდი, რომ მეთქვა როგორ გამასულელა დონ ხენარომ. მან კი საჩქაროდ მანიშნა არ მელაპარაკა და მთელი ყურადღება იმისთვის მიმექცი რასაც დონ ხენარო აკეთებდა. ისევ მივბრუნდი მაგრამ დონ ხენარო ვეღარ დავინახე. ვიფიქრე, რომ ის უკვე ქვემოთ ჩასულიყო. რამდენიმე წამი ველოდე რომ ის ბუჩქებიდან გამოჩნდებოდა. კლდე რომელზეც იდგა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა. ის უფრო დიდ კლდოვან კიბეს გავდა უზარმაზარი კედლის გვერდით. ალბათ სულ ორი წამით მოვაცილე თვალი. ის რომ ზემოთ ამძვრალიყო მაშინ იქამდე შევამჩნევდი ვიდრე მწვერვალს მიაღწევდა. იმ ადგილიდან სადაც ვიჯექი ძირს ჩამოსულსაც დავინახავდი.

დონ ხუანს ვკითხე სად იყო დონ ხენარო. მან მიპასუხა, რომ ის ისევ ქვის კიბეზე იდგა. მე არ შემეძლო კიბეზე არავის დანახვა დონ ხუანი კი მაინც დაჟინებით მიმტკიცებდა, რომ დონ ხენარო კიბეზე იდგა.

თითქოსდა არ ხუმრობდა. ის მტკიცედ მიყურებდა. მერე კი მითხრა, რომ ცემი გრზნობები იმ ასპექტზე არ იყო, რომ დონ ხენარო დამენახა. მიბრძანა შინაგანი დიალოგი შემეწყვიტა. იმ წუთას ვცადე ამის გაკეთება და თვალები დავხუჭე. დონ ხუანი მომვარდა და მხრებით შემანჯღრია და მიჩურჩულა, რომ თვალი ქვის კიბისთვის არ მომეშორბინა.

მეძინებოდა და დონ ხუანის სიტყვები თითქოს ძალიან შორიდან ჩამესმოდა. კიბეს ავტომატურად შევხედე. დონ ხენარო ისევ იქ იყო. ამან ვერ დამაინტერესა. ნახევრად გაუცნობიერებლად აღვნიშნე, რომ სუნთქვა მიჭირდა. მაგრამ ვიდრე ამის გაფიქრებას მოვასწრებდი დონ ხენარო მიწაზე ჩამოხტა. ვერც ამ საქციელმა აღმიძრა ინტერესი. ჩემთან მოვიდა, ხელი მომკიდა და ადგომაში დამეხმარა. დონ ხუანმა მეორე ხელი მომკიდა, მათ შორის მოვექეცი.

მერე მხოლოდ დონ ხენაროღა მეხმარებოდა სიარულში. მან ყურში რაღაც ჩამჩურჩულა, ვერ გავიგე რა, მაგრამ უცებ სხეული რაღაც უცნაურად შემერხა. მან მუცლის კანზე ხლი მომკიდა და კიბესა თუ ქვის კედელზე ამიყვანა. შემეძლო დამეფიცა, რომ ეს ქვის კედელი იყო. თუმცა ისე ანაზდეულად მოვკარი თვალი მისი დეტალების გარჩევა გამიჭირდა. მერე ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაცა აიწია და უკან გავფრინდი. საფრთხის ისეთი შეგრძნება გამიჩნდა (ანდა შეიძლება ფიზიკური უსიამოვნებაც იყო). მერე დონ ხუანმა კიდევ რაღაცა მითხრა. ვერ გავიგონე და ვეცადე ტუჩებზე დავკვირვებოდი, ჩემი შეგრძნებები სიზმრისას გავდა. ვცდილობდი აპკისებური ეკრანი გამერღვია რომელსაც შიგნიდან შევებოჭე და თითქმის მთლიანად დავეტყვევებინე, დონ ხუანი კი მის გარედან გარღვევას ცდილობდა. ბოლოს როგორც იქნა გავსკდი და დონ ხუანის სიტყვებიც გავიგონე. დონ ხუანმა მიბრძანა ზედაპირზე თავად ამოვსულიყავი. ძალიან ვეცადე გამოფხიზლებას მაგრამ ამაოდ. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს ასე რთული იყო. ვცდილობდი საკუთარ თავთან მელაპარაკა.

დონ ხუანიც ხვდებოდა რა ხდებოდა ჩემს თავს. მთხოვა მეტი ძალისხმევა გამომეჩინა. რაღაც ხელს მიშლიდა შინაგანი დიალოგის დაწყებაში. თითქოს რაღაც უცნაური ძალა უგრძნობად და ნახევრადმძინარედ მაქცევდა.

ისევ დავიწყე მასთან ბრძოლა, ვიდრე სუნთქვა არ შემეკრა, მესმოდა როგორ მელაპარაკებოდა დონ ხუანი. სხეული დაბნეულობისგან მიკანკალებდა. თავს ისე ვგრძნობდი როგორც დატყვევებული და რაღაცასთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართული. ეს უხილავი მოწინააღმდეგე სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. მე შიშს არც კი ვგრძნობდა, უფრო რაღაცა უკონტროლო რისხვას მოვეცვი. ეს რისხვა იმხელა იყო, რომ ცხოველივით ვყვიროდი და ვბღაოდი. მერე მან მთალი ჩემი სხეული მოიცვა. რაღაცამ მომენტალურად გამაჩერა. ისევ ნორმალურად ვსუნთქავდი და მივხვდი, რომ დონ ხუანი ყელზე და მუცელზე წყალს მასხამდა თავისი მათარიდან. სულ სველი ვიყავი.

ის წამოჯდომაში მომეხმარა. დონ ხენარო კიბეზე იდგა. მან სახელით მომმართა და მერე მიწაზე ჩამოხტა. ვხედავდი, დაახლოებით 15 მ. სიმაღლიდან ქვემოთ როგორ მოფრინავდა და მუცელში რაღაც აუტანელი ვიგრძენი. როცა სიზმარში ვვარდებოდი მაშინაც ეს შეგრძნება მქონდა.

დონ ხენარო მომიახლოვდა და ღიმილით მკითხა მისი ნახტომი მომეწონა თუ არა. წარუმატებლად ვცადე რაღაცის თქმა. ისევ სახელით მომმართა.

-კარლიტოს, მე წამომყევი !

ხელები ოთხ-ხუთჯერ გაიქნია განზე, თითქოს ინერციას იკრბდა. მერე კი ახტა და თვალს მიეფარა. მე კი ვიფიქრე, რომ მან კიდევ რაღაცა გააკეთა რასაც მე ვეღარ აღვწერდი. ჩემგან 5-6 ფუტის დაშორებით იყო, მერე კი გაქრა თითქოს რაღაცა ძალამ შეიწოვა.

დაქანცული და გრძნობებისგან დაცლილი ვიყავი. ყველაფერი სულ ერთი იყო, აღარც ფიქრი მინდოდა და აღარც ჩემს თავთან ლაპარაკი. შიშს კი არა აუხსნელ სევდას ვგრძნობდი. ტირილი მინდოდა. დონ ხუანმა თითებით რამდენჯერმე დამიკაკუნა თავზე, მერე კი გაიცინა თითქოს ყველაფერი ხუმრობა ყოფილიყოს. მერე მომთხოვა საკუთარ თავთან საუბარი დამეწყო. ამჯერად შინაგანი დიალოგი უკიდურესად საჭირო იყო, მესმოდა როგორ მომიწოდებდა დონ ხუანი - ილაპარაკე ! ილაპარაკე !

ტუჩებზე უნებურ კანკალს ვგრძნობდი. პირს ვამოძრვებდი მაგრამ ჩქამსაც ვერ ვძრავდი. გამახსენდა დონ ხენაროც ასე ჩემსავით როგორ აღებდა პირს როცა თავისი კლოუნადა დადგა. მინდოდა მეც მასავით მეთქვა: „ ჩემს პირს არ სურს საუბარი“. ვცადე ერთი სიტყვა მაინც მეთქვა მაგრამ ჩემი ტუჩები მტკივნეულად დაიგრიხა. დონ ხუანი სადაცაა სიცილით გასკდებოდა. მისი სიხარული გადამდები იყო და მეც გამეცინა. ბოლოს ადგომაში მომეშველა. ვკითხე დონ ხენარო დაბრუნებას ხომ არ აპირებდა. მაგრამ მიპასუხა, რომ დონ ხენარო საკმარისად მესაუბრა დღეს.

-შენ თვითონ მიაღწიე ამას, - მითხრა დონ ხუანმა.

ჩვენ თიხის კერიაზე დანთებული ცეცხლის წინ ვისხედით. მთხოვდა რამე მეჭამა. მე არც მშიოდა და არც დაღლილი ვიყავი. არაჩვეულებრივმა მელანქოლიამ მომიცვა. თითქოს დღეს ყველა მოვლენას მოვწყდი. დონ ხუანმა ჩემი ბლოკნოტი მომაწოდა. მთელი ძალით ვცდილობდი ჩემი ჩვეული მდგომარეობა აღმედგინა და ერთი ორი შენიშვნა მაინც ჩამეწერა. ნელ-ნელა ჩემი ჩვევები დავიბრუნე. თითქოს გადასაფარებელი გადამხდეს. უეცრად ისევ ჩვეული მდგომარეობა დამიბრუნდა, ისევ ძველებურად დავეჭვდი და ცნობისმოყვარეობით ავივსე.

-კარგი, კარგი, - მითხრა დონ ხუანმა და თავზე ხელი გადამისვა, - მე ხომ მოგიყევი, რომ მეომრის ნამდვილი ხელოვნება შიშისა და გაოცების გაწონასწორებაა.
დონ ხუანს არაჩვეულებრივი განწყობა ჰქონდა, თითქოს გაღიზინებული და ნერვიული იყო, თითქოს საკუთარი სურვილით საუბრობდა. გადავწყვიტე, რომ ჯადოქრების ახსნებისთვის მამზადებდა და თავადაც ავნერვიულდი. მის თვლებში საოცარი სხივი იდგა, რომელიც მანამდე სულ რამდენიმეჯერ მენახა. მას მერე რაც მის მდგომარეობაზე ჩემი აზრები გავუზიარე, მიპასუხა, რომ ჩემს გამო ძალიან ბედნიერი იყო. როგორც მეომარს მას შეეძლო გარშემომყოფების ბედნიერების გაზიარება. აქვე დაამატა, რომ მე ჯადოქრების ახსნებისთვის ჯერ მზად არ ვიყავი, მიუხედევად იმისა, რომ დონ ხენაროს ამოცანას წარმატებით გავართვი თავი. მისი შენიშვნა იმაში მდგომარეობდა, რომ როცა სხეულზე წყალი დამასხა მე უკვე თითქმის ვკვდებოდი და მთელი ჩემი მიღწევა დონ ხენაროს ბოლო ნახტომის ვერ მიღებამ წაშალა.

-ხენაროს ძალა მოქცევას გავდა, რომელმაც ჩაგითრია, - მითხრა მან.

-ნუთუ დონ ხენაროს ჩემთვის რაიმეს დაშავება უნდოდა, - ვკითხე მე.

-არა, - მიპასუხა მან, - ხენაროს შენი დახმარება უნდოდა, მაგრამ ძალას მხოლოდ ძალა უნდა დახვდეს. ის გცდიდა და შენ გამოცდას ვერ გაუძელი.

-მაგრამ მისი ამოცანა ხომ ამოვხსენი ასე არაა?

-კი ყველაფერი მშვენივრად გააკეთე, ისე მშვენივრად, რომ ხენარო უნდა მიმხვდარიყო, რომ შენ მეომრის ნამდვილი ამოცანისთვის ჯერ მზად არა ხარ. შენ ის
თითქოს შეასრულე, ის რამაც ამჯერდა დაგატყვევა ინდულგირება არ იყო.

-მაშ რა იყო?

-ის რომ ძალიან მოუთმენელი ხარ და შენში ძალიან ბევრი ძალადობაა. იმის მაგივრად, რომ მოშვებულიყავი და ხენაროს გაჰყოლოდი, შენ შეეწინააღმდეგე. შენ მას ვერ მოერევი ის შენზე ძლიერია.

მერე დონ ხუანმა თავისი ნებით მომცა რამდენიმე რჩევა და გაფრთხილება ადამიანებთან ჩემს პირად დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. მისი შენიშვნები სერიოზული დამატებები იყო იმაზე რასაც დონ ხენარო მეუბნებოდა. მას საუბრის განწყობა ჰქონდა და ყოველგვარი თხოვნის გარეშე დამიწყო ახსნა, თუ რას ჰქონდა ადგილი ჩემი აქაური ორი ვიზიტისას.

-როგორც უკვე იცი, - თქვა მან, - მაგიის გადამწყვეტი მომენტი შინაგანი დიალოგია.ეს ყველაფრის გასაღებია, როცა მეომარი მის გაჩერებას ისწავლის ყველაფერი შესაძლებელი ხდება. ყველაზე შორს მიმავალი გეგმები მიღწევადი ხდება. ყოველგვარ ჯადოსნურ გამოცდილებასთან მისასვლელი, ის რაც შენ ახლა გქონდა, ის ფაქტი იყო, რომ შენ საკუთარ თავთან საუბარი შეწყვიტე. შენ ფხიზელი გონებით ნახე ოლი, ხენაროს დუბლი,სიზმარმხილველი და სიზმრადნახული, დღეს კი საკუთარი თავის სრულყოფილებაზე გაიგე. სწორედ ეს იყო მეომრის ამოცანა, რომელსაც დონ ხენარო ასე ელოდა, რომ ამოხნიდი. ეს ყველაფერი პირადი ძალის იმ ოდენობით რომელიც უკვე დააგროვე სრულიად შესაძლებელი იყო. ეს მაშინ დაიწყო როცა შენ ამასწინად იყავი აქ, მე ჯერ კიდევ მაშინ დავიჭირე ერთი საკმაოდ განსხვავებული ნიშანი. როცა შენ ჩამოხვდი მესმოდა როგორ დაძრწოდა ოლი გარშემო. ჯერ მისი რბილი ნაბიჯები მესმოდა, მერე კი პეპელა დავინახე. ის შენ გიყურებდა როცა მანქანიდან გადმოდიოდი. ოლი შენ გაკვირდებოდა და ადგილიდან არ იძვროდა. ჩემთვის ეს საუკეთესო ნიშანი იყო. ოლი რომ გაღიზიანებული და მოუსვენარი ყოფილიყო, ან შენი იქ ყოფნით უკმაყოფილო, როგორც ეს აქამდე ყოველთვის ხდებოდა - მაშინ მოვლენათა თანმიმდევრობა ნამდვილად სხვანაირი იქნებოდა. მე ბევრჯერ შევნიშნე შენს მიმართ არამეგობრულად განწყობილი ოლი. მაგრამ ამჯერად ეს კარგის ნიშანი იყო, მივხვდი, რომ ოლის შენთვის ცოდნის ნაწილის გადმოცემა უნდოდა. ამიტომა გითხარი, რომ ცოდნამ პაემანი დაგითქვა. ცოდნასთან - პეპელასთან, ეს პაემანი ძალინ დიდი ხნით იყო გადადებული. ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო ოლიმ პეპლის ფორმა აირჩია შენთან მოსასვლელად.

-მაგრამ შენ ხომ თქვი, რომ ოლი უფორმოა და რომ მასზე მხოლოდ მისი ეფეტების მეშვეობით თუ იმსჯელბ.

-მართალია,- მიპასუხა მან,- მაგრამ ოლი პეპლის სახით მხოლოდ დამკვირვებლებისთვის მოდის, რომლებიც შენთან, ჩემთან ან ხენაროსთან არანაირ კავშირში არ არიან. შენთვის ოლი ეს მხოლოდ ეფექტია, შეგრძნება სხეულში ან ხმა, ან ცოდნის ოქროსფერი ნამცეცბი.მიუხედავად ამისა, როცა პეპელის ფორმას ირჩევს ამით ოლი მე და ხენაროს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გვეუბნება. პეპლები გვაძლევენ ცოდნას, ისინი ჯადოქრების მეგობრები და დამხმარეები არიან. და სწორედ იმის გამო, რომ ოლიმ შენს გვერდით ყოფნისთვის პეპლის ფორმა აირჩია დადო დონ ხენარომ შენზე ამხელა ფსონი.

იმ ღამეს, როცა პეპელას შეხვდი, როგორც ვვარაუდობდი შენთვის რეალურ ცოდნასთან შეხვდრა იყო. შენ პეპლის ძახილი გაიგონე, მისი ფრთების ოქროსფერი მტვერი იგრძენი, მაგრამ რაც მთავარია იმ ღამეს შენ პირველად გააცნობიერე, რომ „ხედავდი“ , შენმა სხეულმა კი გაიგო, რომ შენ მანათობელი არსება ხარ. ეს მონუმენტალური მოვლენაა შენს ცხოვრებაში და შენ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აცნობიერებ ამას. ხენარომ საოცრად ნათლად და მძლავრად გაჩვენა,რომ ჩვენ ვართ გრძნობები,შეგრძნებები და რასაც ჩვენს სხეულს ვუწოდებთ ეს მანათობელი ძაფების კვანძია, რომელსაც ცნობიერება გააჩნია.

გასულ ღამეს შენ ისევ ოლის კეთილი გავლენის ქვეშ იმყოფებოდი. როცა ამოხვედი შენს შესახვედრად გამოვედი და მივხვდი, რომ ხენაროსთვის უნდა დამეძახა. რათა მას შენთვის სიზმარმხილველისა და სიზმრად ნახულის აზრი აეხსნა, შენ კი მაშინაც, როგორც ყოველთვის თვლიდი, რომ გამასხარავებდნენ. მაგრამ ხენარო არ იმალებოდა ბუჩქებში, ის შენს გამო ჩამოვიდა უნდა შენს გონებას ამის მიღება თუ არა.

დონ ხუანის მსჯელობის ეს ნაწილი საკმაოდ რთულად მომეჩვენა და მიღებაც გამიჭირდა.ვერანაირად ვერ ვეთანხმებოდი, ვუმეორებდი, რომ დონ ხენარო რეალურია და ამ სამყაროს ეკუთვნის.

-ყველაფერი, რისი მოწმეც გახდი, რეალური იყო და ამ სამყაროს ეკუთვნოდა, - თქვა მან,- არ არსებობს არანაირი სხვა სამყარო. შენ განსაკუთრებულ თავდაჯერებას იჩენ და ამის მხოლოდ ახსნით და მსჯელობით დაძლევა შეუძლებელია, ამიტომაც დონ ხენარო უშუალოდ შენს სხეულს მიმართავდა. თუ შენ გულმოდგინედ გადახედავ იმას რაც დღეს გააკეთე, მიხვდები, რომ შენს სხეულს შეუძლია მოზაიკის აწყობა. რაღაცანაირად მოახერხე და ინდულგირებისაგან თავი შეიკავე როცა რუსთან იყავი. მეომრის მსგავსად აკონტროლებდი სიტუაციას, გვერდიდან აკვირდებოდი, არაფრის გჯეროდა და მაინც ეფექტურად მოქმედებდი, მაგრამ შეძელი დონ ხენაროს ძახილს მიჰყოლოდი. შენ ის მართლაც ჩემი დახმარების გარეშე იპოვე.

ქვის კიბესთან რომ მივდით შენ ენერგიით სავსე იყავი და დაინახე ხენარო, რომელიც იქ იდგა სადაც ბევრი სხვა ჯადოქრი მდგარა ამავე მიზნით. კიბიდან ჩამოხტომის მერე ის შენთან მოვიდა. ის მთლიანად ძალა იყო. შენ რომ ისვე გაგეგრძელებინა მოქმედება როგორც რუსთან შეძლებდი ის ისეთი დაგენახა როგორიცაა სინამდვილეში - მანათობელი არსება. ამის მაგივრად კი, როცა ხენარომ გადახტომა გაიძულა, შეგეშინდა. თუმცა კი ერთი ნახტომი საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ შენ შენი საზღვრებიდან გამოსულიყავი. მაგრამ შენ ძალა არ გეყო და ისევ შენი გონების სამყაროში გადაეშვი. ამის შემდეგ კი შენივე თავს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეები. შენში რაღაცას, შენს ნებას, უნდოდა ხენაროს მიჰყოლოდა მაშინ როცა სხვა რამ - შენი გონება გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა ამას. მე რომ არ მოგშველებოდი ახლა შენ გარდაცვლილი და ძალის ადგილას დასაფლავებული იქნებოდი. თუმცა ჩემი დახმარებითაც კი, რაღაცა ეტაპზე მაინც საეჭვო იყო შენი გადარჩენა.

რამდენიმე წუთი ვდუმდი. ველოდი როდის ალაპარაკდებოდა ისევ. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვკითხე:

-დონ ხენარომ მაიძულა იმ ქვის კიბეზე ახტომა?

-ნუ მიიღებ ამ ნახტომს ისე როგორც ზოგადად ნახტომს. კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ ეს მხოლოდ საუბრის ფორმაა. ვიდრე ფიქრობ რომ შენ ეს შენი სხეულია შენ ვერ აღიქვამ იმას რასაც მე გეუბნები.

მერე ლამპიდან მტვერი მიწაზე გადმობერტყა, ზედ თითით დიაგრამა დახატა, რომელსაც ერთმანეთთან ხაზებით შეერთებული 8 წერტილი შეადგენდა. ეს გეომტრიული ფიგურა იყო.

ასეთივე ფიგურა დახატა რადენიმე წლის წინ, როცა მიხსნიდა, როგორ ვაკვირდებოდი ოთხჯერ ერთი და იმავე ხის დაცემას და ეს ილუზია არ იყო. მტვერში დახატულ დიაგრამას ორი ეპიცენტრი ჰქონდა - ერთს ის „გონებას“ უწოდებდა მეორეს - „ნებას“, გონება“ უშუალოდ უკავშირდებოდა წერტილს „საუბარი“, ხოლო „საუბრის“ გავლით „გონება“ არაპირდაპირი გზით უკავშირდებოდა სამ სხვა წერტილს „შეგრძნება“, „სიზმარხილვა“ და „ხილვა“; მეორე ეპიცენტრი „ნება“ უშუალოდ უკავშირდებოდა „შეგრძნებას“, „სიზმარხილვას“ და „ხილვას“ და არაპირდაპირი გზით „საუბრის“ გავლით კი „გონებას“. შევნიშნე ისიც, რომ ეს დიაგრამა განსხვავდებოდა იმათგან რამდენიმე წლის წინ რომ მიხატავდა.

-გარეგნულ ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, - თქვა მან, - ეს წერტილი ადამიანურ არსებას წარმოადგენს და ნებისმიერი ხერხით შეიძლება გამოისახოს.

-ესენი ადამიანური არსების სხეულს წარმოადგენს?

-ნუ ეძახი ამას სხეულს, - თქვა მან, - მანათობელი არსებების ძაფებზე 8 წერტილია და ჯადოქარი ამბობს, რომ შენ ამ დიაგრამაზე შეგიძლია დაინახო, რომ ადამიანური არსება უპირველეს ყოვლისა ნებაა, რადგან ნება უშუალოდ დაკავშირებულია შეგრძნებასთან, ხილვასთან და სიზმარხილვასთან. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ადამიანური არსების გონება. ეს ცენტრი ნებაზე პატარაა, ის მხოლოდ საუბარს უკავშირდება.

3131 

-ორი სხვა წერტილი რაღაა დონ ხუან?

მან შემომხედა და გაიღიმა.

-შენ ახლა იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე მაშინ როცა ამ დიაგრამაზე პირველად რომ გელაპარაკე, მაგრამ ჯერ არც ისე ძლიერი ყველა 8 წერტილი რომ გაიგო. როდისმე ხენარო დანარჩენ ორსაც აგიხსნის.

-ეს რვა წერტილი ყველას აქვს თუ მხოლოდ ჯადოქრებს?

-ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველს ჩვენგანს მოაქვს ეს 8 წერტილი სამყაროშო. ორი მათგანი - გონება და საუბარი ყველამ იცის. შეგრძნებაც ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ცნობილია. მაგრამ მხოლოდ ჯადოქრების სამყაროში ეცნობი ხილვას, სიზმარხილვას და ნებას და საბოლოოდ ამ სამყაროს ყველაზე შორეულ წერტილში ხვდები იმ ორს. ეს 8 წერტილი სრულყოფილებას გაძლევს.

მან დიაგრამაზე მაჩვენა, რომ ყველა წერტილის შეერთება შეიძლებოდა ერთმანეთთან არაპირდაპირი გზით.

მე ისევ ორ დანარჩენ იდუმალ წერტილზე ვკითხე. ისინი შეგრძნებისგან, ხილვისგან და სიზმარხილვისგან შორს იყვნენ, მაგრამ კიდევ უფრო შორს გონებისა და საუბრისგან. მან თითით მანიშნა, რომ ისინი ყველგან და ერთმანეთისგან მოშორებით იყვნენ.

-ეს ორი წერტილი არც გონებას და არც საუბარს არ ექვემდებრება, მხოლოდ ნებას შეუძლია მათთან დაკავშირება. გონება ისეა დაშორებული მათგან, რომ სრულიად უსარგებლოა მათი გააზრება. ეს ყველაზე რთული საგანია ასახსნელად, ბოლოს და ბოლოს გონების ძალაც ხომ სხვა არაფერია თუ არა ყველაფერის გააზრება.

მერე ვკითხე ის 8 წერტილი ადამიანის სხეულის გარკვეულ წერტილებს ან მის ორგანოებს ხომ არ უკავშირდებოდა.

-კი შეესაბამებიან, - მიპასუხა მან მშრალად და დიაგარამა წაშალა.

ის თავზე შემეხო და მითხრა, რომ ეს გონებისა და საუბრის ცენტრი იყო. მკერდი შეგრძნებების ცენტრია, ჭიპის ქვედა ნაწილი - ნების, სიზმარხილვა ნეკნების მარჯვენა მხარეს იყო, ხილვა - მარცხენაზე, მერე მითხრა, რომ ზოგიერთ მეომარს ხილვსც და სიზმარხილვაც მარჯვნივ ჰქონდათ.

-დანარჩენი ორი წერტილი სადღაა? - ვკითხე მე

მან სრულიად მოულოდნელი პასუხი გამცა და გადაიხარხარა.

-შენ ძალიან ეშმაკი ხარ,- მითხრა მან, - ალბათ გგონია რომ ბებერი თხა ვარ არა?

ავუხსენი, რომ ჩემმა კითხვებმა გარკვეული ინერცია შექმნა.

-ნუ ცდილობ აჩქარდე, - მითხრა მან, - თავის დროზე ამასაც გაიგებ და მაშინ უკვე შენ შენთვის იქნები.

-შენ იმის თქმა გინდა რომ ვეღარ გნახავ დონ ხუან?

-ვეღარასოდეს, - მიპასუხა მან, - იმ დროისთვის უკვე მეც და ხენაროც ის გავხდებით რაც ყოველთვის ვიყავით - მტვერი გზაზე.

მუცელში რაღაც უსიამოვნო ვიგრძენი.

-რას ამბობ დონ ხუან?

-იმას რომ ჩვენ განუზომელი არსებები ვართ - მანათობელი და უსაზღვრო. შენ, მე და ხენარო საერთო მიზნით ვართ გაერთიანებული, მაგრამ ეს ჩვენი გადაწყვეტილება არაა.

- რა მიზანზე საუბრობ?

-მეომრის გზის სწავლებაზე. შენ ჯერ კიდევ შეგიძლია გადაუხვიო, მაგრამ ჩვენ უკვე ვეღარ. ვიდრე ჩვენი მიღწევები შენსაზე წინ იქნება შენ ყოვლთვის შეძლებ ჩემი და ხენაროს მოძებნას. მაგრამ როცა ყოველივე აღსრულდება შენ სრულიად განთავისუფლდები და არავინ იცის ცხოვრების დინება საით წაგიყვანს.

-დონ ხენარო რაღას აკეთებს?

-ეს საგანი ჯერ საშენო არაა,ამ დღიდან მე ის შუბი, ხენარომ რომ ჩაგასო, უფრო ღრმად უნდა ჩავწიო - ფაქტი რომ ჩვენ მანათობელი არსებები ვართ. ჩვენ აღმქმელები ვართ, ჩვენ ვართ შემეცნება,ჩვენ არ ვართ საგნები, არ გვაქვს სიმყარე, ჩვენ უსასრულოები ვართ. საგნებისა და სიმყარის სამყარო - ეს მხოლოდ ჩვენი დედამიწაზე გავლის გაადვილების საშუალებაა. ეს მხოლოდ აღწერილობაა რომელიც ჩვენს დასახმარებლად ჩვენვე შევქმენით. ჩვენ, ან უფრო სწორედ ჩვენი გონება, ივიწყებს, რომ აღწერილობა მხოლოდ აღწერილობაა და თავს ამოვყოფთ მოჯადოებულ წრეში საიდანაც მთელი სიცოცხლე ვცდილობთ გამოსვლას.

ამ წუთას შენ შენი გონების შაბლონებისგან განთავისუფლებას ცდილობ. შენთვის წარმოუდგენელი, რომ ხენარო უცებ ჩაპარალის ნაპირებთან გამოჩნდა, მაგრამ ვერც ამას უარყოფ, რადგან თავად იყავი ამის მოწმე. შენ ეს მოვლენა აღიქვი როგორც ასეთი.

დონ ხუანს ჩაეცინა. მან მეორე დიაგრამა დახატა მტვერში და ვიდრე გადახატვას მოვასწრებდი შლაპა დააფარა.

-ჩვენ აღმქმელები ვართ, - თქვა მან, - მაგრამ ის სამყარო რომელსაც აღვიქვამთ ილუზიაა. ის იმ აღწერილობითაა შექმნილი რომელსაც დაბადებისთანავე გვიყვებიან.

-ჩვენ, მანათობელი არსებები ძალის ორი ბეჭდით ვიბადებით. მაგრამ მხოლოდ ერთით ვსარგებლობთ, რომ სამყარო შევქმნათ. ეს ის ბეჭედია, რომელსაც დაბადებიდან ძალიან მალე ვიკეთებთ - საუბარი და გონება. ისინი თანამშრომლობენ და ქმნიან სამყაროს.

ამიტომ ფაქტიურად ისსამყარო რომლის შენარჩუნებასაც შენ ცდილობ - ეს ისსამყაროა რომელიცაღწერილობითაა შექმნილი,მთელი თავისი დოგმატურიდა მყარი კანონებით,რომლებსაც გონება ჯერ სწავლობს და მერე ცდილობს რომ დაიცვას.

მანათობელი არსებების საიდუმლო კი იმაშია, რომ მათ ძალის მეორე ბეჭედიც აქვთ, რომელსაც არასოდეს იყენებენ და ეს ნებაა. ჯადოქრის ტრიუკი იგივეა რაც საშუალო ადამიანის ტრიუკი. ორივეს აქვს აღწერილობა, პირველი - საშუალო სტატისტიკური ადამიანი ამას გონებით ახორციელებს, ჯადოქარი კი ნების საშუალებით. ორივეს თავისი კანონები აქვთ და ეს კანონები ობიექტურია. ჯადოქრის უპირატესობა მხოლოდ ისაა, რომ ნება გონებაზე გაცილებით მომნუსხველია. წინადადება რომელის თქმასაც ახლა ვაპირებ იმაში მდგომარეობს, რომ ამ წუთიდან უფლება მისცე შენს თავს აღიქვა შენი გონების ან შენი ნების აღწერილობა. ვგრძნობ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა შენთვის გამოიყენო შენი ყოველდღიური სამყარო, როგორც გამოწვევა და საშუალება პირადი ძალის დასაგროვებლად, რომ საკუთარი თავის მთლიანობას (სრულყოფილებას ) მიაღწიო.

-იქნებ მეორედ რომ მოხვალ საკმარისი პირადი ძალა გქონდეს, ყოველ შემთხვევაში იქამდე დაელოდე ვიდრე შინაგანი ხმა არ დაიწყებს კარნახს რა გააკეთო. თუ შენ ნებისმეირი სხვა განწყობისთ მოხვალ ეს შენთვის სახიფათო და დროის უქმად ხარჯვა იქნება.

მაშინ ვუთხარი, რომ თუ ასეთ შინაგან ხმას უნდა დავლოდებოდი, მაშინ მას საერთოდ ვეღარ ვნახავდი.

-გაგიკვირდება იმის გაგება რამდენად კარგად შეძლებ მოქმედებას როცა კედელთან მიგიმწყვდევენ, - მიპასუხა მან.

ადგა და შეშის გროვა აიღო,თიხის ღუმელზე რამდენიმე ხმალი ტოტი დააწყო. ცეცხლი მოყვითალო ალით ანათებდა მინას, მერე ლამპა ჩააქრო და თავისი ქუდის წინ ჩაიცუცქა, რომელიც მის ნახატს ეფარა.

მიბრძანა მშვიდად ვმჯდარიყავი, შინაგანი დიალოგი გამეთიშა და ყურადღებით დავკვირვებოდი მის შლაპას. რამდენიმე წამი თავს ვებრძოდი, მერე კი ფრენის და კლდიდან დაშვების შეგრძნება გამიჩნდა. თითქოს არაფერი მაკავებდა, თითქოს სრულიადაც არ ვიჯექი ან სხეული საერთოდ არ მქონდა.

დონ ხუანმა თავისი შლაპა აიღო, მის ქვეშ ფერფლის სპირალები აღმოჩნდა. ვუყურებდი მათ და არაფერზე არ ვფიქრობდი. ვხედავდი როგორ მოძრაობდნენ ისინი, მათ თითქოს მუცელში ვგრძნობდი. ფერფლი თითქოს გროვას ქმნიდა, მერე აიშალა, გაიფანტა და უეცრად დონ ხუანი ჩემს წინ მჯდომი აღმოვჩინე.

ამ სანახაობას იმ წამსვე დააბრუნა ჩემი შინაგანი დიალოგი. ვიფიქრე, რომ ჩამეძინა. წყვეტილად ვსუნთქავდი და თვალის გახელას ვცდილობდი მაგრამ ვერ ვახელდი.

მესმოდა როგორ მთხოვდა დონ ხუანი ადგომას და მოძრაობას. წამოვხტი და ვერანდაზე გავიქეცი. დონ ხუანი და დონ ხენარო გამომეკიდნენ. დონ ხუანმა თავისი ლამპა მოიტანა, სუნთქავს ძლივს ვიბრუნებდი. ვცადე ისევე დავმშვიდებულიყავი როგორც ადრე - ადგილზე სირბილით, სახით დასავლეთისკენ. ხელები ავწიე და სუნთქვა დავიწყე, დონ ხუანი გვერდიდან მომიახლოვდა და მითხრა, რომ ასეთი მოქმედებები მხოლოდ შებინდებისას კეთდებოდა. დონ ხენარომ კი დაიყვირა, რომ ჩემთვის ეს ბინდი იყო და გაიცინა. დონ ხენარო ბუჩქებისკენ გაიქცა, მერე კი ისევ ვერანდაზე ისკუპა, თითქოს დიდი რეზინის ლენტი კეთებიყო, რომელიც ჯერ გაიწელა მერე კი უკან უბიძგა. მან ეს მოქმედება 3-4 ჯერ გაიმეორა, მერე კი მომიახლოვდა. დონ ხუანი ბავშვივით ხითხითებდა და მიყურებდა.

მზერა შეუმჩნევლად გაცვალეს. დონ ხუანმა ხმამაღლა უთხრა დონ ხენაროს რომ ჩემი გონება სახიფათო იყო და ჩემი მოკვლაც კი შეეძლო თუ არ დააწყნარებდნენ.

-ღვთის გულისთვის, - დაიღრიალა ხენარომ, - მოაშორე მისი გონება.

ორივე ხტოდა და ბავშვივით იცინოდა. დონ ხუანმა ლამპის ქვეშ დამსვა და ჩემი ბლოკნოტი მომაჩეჩა.

-დღეს მართლაც გამასხარავბთ, - მითხრა ისე თითქოს მილოცავდა,- არ შეგეშინდეს, ხენარო ჩემი შლაპის ქვეშ იმალებოდა.