prometheus rising robert anton wilson

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი

მთარგმნელი: მამუკა გურული

ორიგინალი ინგლისურ ენაზე

რუსული თარგმანი

ყოველ ჩვენგანზე ზეწოლას ახდენს რომელიმე ფილოსოფია - ნუდიზმი ან ბუდიზმი, მეცნიერული მატერიალიზმი ან გველთ-თაყვანისმცემლობა, კომუნიზმი ან ვეგეტარიანელობა, სუბიექტური იდეალიზმი ან რაციონალიზმი... და კულტურასთან მიახლოების ყოველი მომდევნო ნაბიჯი - ესაა ცნობიერებაზე კონტროლის პროცესი. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ერთი დაოსური იგავი, რომელშიც მასწავლებელი აიძულებდა ერთ-ერთ ბერს რომ ყოველდღე მხოლოდ ხარზე ეფიქრა. გარკვეული დროის შემდეგ მასწავლებელი ბერის კელიასთან მივიდა და თქვა: „გამოდი, შენთან საუბარი მინდა“. „არ შემიძლია გამოსვლა, - უპასუხა ბერმა, - ჩემი რქები კარში არ გამოეტევა“. ცხადია, რომ ბერის ტვინში გარკვეული ცვლილება მოხდა. და როცა ამ ჰიპნოზური მდგომარეობიდან გამოფხიზლდა, მკაფიოდ დაინახა ადამიანის ყველა დანარჩენი ილუზიის მექანიზმი და გასხივოსნებას მიაღწია. ჩვენ ყველანი, ამ ბერის მსგავსად, - გიგანტები ვართ, პიგმეების მიერ აღზრდილნი, რომელმაც აზრობრივად მოკუნტული ცხოვრება ვისწავლეთ. როგორ შეიძლება მთელი ზომით, ჩვენი ტვინის მთელი ძალით გაიმართო, - აი, რაზეა ეს წიგნი. (რ.ა. უილსონი)

robert anton wilson 0

იზრაელ რეგარდის წინასიტყვაობა

სხვადასხვა თვალთახედვის, მეცნიერულის, სოციალურის და ფილოსოფიურის სინთეზირების უნარი, იშვიათი ნიჭია. ცოტას თუ უცდია მსგავსი რამ. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ გააერთიანოს ტიმოტი ლირის რვა ნეიროლოგიური კონტურის თეორია, გურჯიევის თვითდაკვირვების სავარჯიშოები, კოჟიბსკის ზოგადი სემანტიკა, ალისტერ ქროულის მაგიური თეორემები, იოგას რამდენიმე მიმართულება, ქრისტიანული მეცნიერება, ფარდობითობის თეორია, თანამედროვე კვანტური მექანიკა და მრავალი სხვა მიდგომა ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს გასაგებად! მისგან მოითხოვება თითქმის ენციკლოპედიური განათლება, საოცრად მოქნილი გონება, ისეთივე მახვილი მსჯელობა, როგორც მათი, ვის სინთეზირებასაც ცდილობს, და რაც ყველაზე საინტერესოა, იუმორის შესანიშნავი გრძნობა.

მომდევნო თავები ეტაპობრივად დაემატება...

გაგრძელების სანახავად გადადით შემდეგ თავზე...