თავი მეთვრამეტე. არალოკალური კვანტური წრედი

შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი, — თქვა მისტერ დეიზიმ. — მთელი ისტორია მიემართება ერთიანი და დიადი მიზნისკენ, - ღმერთის გამოცხადებისკენ (ჯეიმს ჯოისი, „ულისე“)

მოშინაურებულ პრიმატ-ფილოსოფოსს, რომელიც ცხოვრობს G-ტიპის ვარსკვლავის გარშემო მოძრავ ჟანგბად-ნახშირბადოვან პლანეტაზე, - სახელდობრ კი ამ წიგნის ავტორს, ერთხელ შეეკითხნენ: „როგორ ვაზროვნებთ?“

- ნუ, ჩვენში ჩაშენებულია ბიოგადარჩენის წრედი, რომელიც სასარგებლო ობიექტებს სახიფათო ობიექტებისგან განარჩევს...
- და მერე რა? ეს წრედი აგებს პასუხს მთელ ჩვენს აზროვნებაზე?
- არა, რატომ? კიდევ არის ემოციურ-ტერიტორიული წრედი...
- კარგი, და...
- იქ სულ წრედებია, წრედები-წრედები-წრედები, - ვუთხარი მე. რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს.

ჩვენ შევქმენით ცნობიერების მშვენიერი (როგორც გვეჩვენება) ცნობიერების მოდელი თავის ტვინის აპარატული და პროგრამული უზრუნველჰყოფის მეშვეობით. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ თუმცა ტვინის მოდელის სახით შეგვიძლია კომპიუტერი გამოვიყენოთ, ეს მოდელი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს თავად სისტემას. მოდელის შემქმნელი ანუ მეტაპროგრამისტი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე თავად მოდელი ან პროგრამა.

იმის დროს, რასაც პარაფსიქოლოგები „სხეულიდან გასვლას“ (ან „სხეულსგარე გამოცდილებას“) უწოდებენ, ცნობიერება, როგორც ჩანს, ბოლომდე სცდება ნერვული სისტემის საზღვრებს.

მსგავსი გამოცდილება ჩვეულებრივ მიიღწევა იოგას მაღალი დონეების დროს, ან შემთხვევით ჩნდება ავადმყოფებში, რომლებიც კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებიან: მედიცინის ყველა სტანდარტის შესაბამისად ისინი „მოკვდნენ“, მაგრამ შემდეგ თანამედროვე რეანიმაციული საშუალებები სიცოცხლეს უბრუნებენ მათ.

სხეულსგარე გამოცდილება ასევე შესაძლებელია მივიღოთ LSD-ს დიდი დოზებით. მსგავსი შეგრძნებების გამოცდილება დაფიქსირებულია ასევე სხვადასხვა შამანურ ტრადიციებში და ჩვენი საზოგადოების ბევრ „ოკულტისტთან“.

მაგალითი: ერთხელ, 1973 წელს, ნეიროპროგრამირებაში ექსპერიმენტის დროს, მე „დავინახე“ ის, რაც იმ მომენტში ემართებოდა ჩემს შვილს, რომელიც არიზონაში, ჩემგან ხუთას კილომეტრზე მეტ მანძილზე იმყოფებოდა.

ამ მონაცემების ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარად შეგვიძლია. შეიძლება ითქვას, რომ არიზონაში ჩემი „ასტრალური სხეული“ გაემგზავრა; ეს ოკულტური თეორიაა. თუ უფრო კონსერვატიულად მივუდგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე საკუთარ თავში განვივითარე ექსტრასენსორული აღქმა და „დავინახე“ არიზონა ისე, რომ იქ არ გავმგზავრებულვარ; ბევრი პარაფსიქოლოგი მერვე წრედის ამ გამოცდილების აღსაწერად მესამე წრედის ამ რუკას იყენებს. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მე უბრალოდ „შემთხვევით“ გავიფიქრე ამ სცენაზე ზუსტად იმ მომენტში, როცა ის სინამდვილეში ხდებოდა, - ეს იქნება იუნგის სინქრონულობა. ან შეგვიძლია „ეს ყველაფერი ხალიჩის ქვეშ შევჩურთოთ“, და თავი დავიძვრინოთ გაურკვეველი ბურტყუნით „უბრალო დამთხვევის“ ან „უცნაური დამთხვევის“ შესახებ, რაც წარმოადგენს რაციონალისტის ტრადიციულ მიდგომას.

ტიმოტი ლირის და ამ წიგნის ავტორის ადრეულ სამუშაოების თანახმად, ასევე ფიზიკისა და ცნობიერების მკვლევართა სან-ფრანცისკოელი ჯგუფის თანახმად, ჩვენ ვამჯობინებთ ვთქვათ, რომ მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებული გამოვლინებაა იმისა, რასაც კვანტურ მექანიკაში ბელის თეორემა ეწოდება.

ბელის თეორემას კავშირი აქვს რთულ ტექნიკურ სისტემებთან, თუმცაღა მისი ფორმულირება შესაძლებელია ჩვეულებრივ ენაზეც.

არ არსებობს იზოლირებული სისტემები; სამყაროს ყოველი ნაწილაკი იმყოფება „მყისიერ“ (რომელიც სინათლის სიჩქარეს აჭარბებს) კავშირში მთელ დანარჩენ ნაწილაკებთან. მთელი სისტემა, მაშინაც კი, თუ მისი ნაწილები უზარმაზარი მანძილითაა დაშორებული, ფუნქციონირებენ, როგორც ერთიანი სისტემა.

ისე ჩანს, თითქოს მსგავსი სინათლის სიჩქარეზე სწრაფი კავშირი წინააღმდეგობაში შედის ფარდობითობის სპეციალურ თეორიასთან. თუმცაღა ბელის თეორემა არსებობს: ფიზიკაში თეორემა - ეს არაა უბრალოდ „თეორია“, არამედ მათემატიკური მტკიცებულებაა, რომელიც ჭეშმარიტი უნდა იყოს, თუკი მასში მათემატიკურ შეცდომებს ვერ პოულობენ, და თუ ექსპერიმენტები, რომლებიც მას საფუძვლად უდევს, განხორციელებადია. ბელის თეორემაში არ არის შეცდომები, მისი დამადასტურებელი ექსპერიმენტები კი უკვე რამდენჯერმე ჩატარდა.

მაგრამ არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ფარდობითობის სპეციალური თეორიაც, რომელშიც ასევე არ არის შეცდომები და რომელსაც მისი დამადასტურებელი მრავალი ექსპერიმენტი გააჩნია.

წარმოდგენილ იქნა ამ პრობლემიოს ორი გადაჭრა, და ორივეში იგულისხმება, რომ ბელის თეორემით აღწერილ „კავშირს“ არ სჭირდება ენერგია, რადგან სწორედ ენერგიას არ შეუძლია სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილება. დოქტორი ედვარდ ჰარის ვოკერი ვარაუდობს, რომ იმ უცნობ ელემენტს, რომელიც სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილდება და სისტემას აერთიანებს, „ცნობიერება“ წარმოადგენს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია იძულებით მივიღოთ ეს ვარაუდი, რის შედეგადაც ფიზიკა გახდება პანთეიზმის ან უკიდურეს შემთხვევაში პანფსიქიზმის დასაბუთება. სხვა ალტერნატივა, რომელიც დოქტორმა ჯეკ სარფატიმ წარმოადგინა, მდგომარეობს იმაში, რომ ბელის კავშირი ინფორმაციის მეშვეობით ხორციელდება.

სუფთა ინფორმაცია, მათემატიკური თვალსაზრისით, არ საჭიროებს ენერგიას, არამედ მხოლოდ აწესრიგებს მას. იგი წარმოადგენს უარყოფას იმ ენტროფიისა, რომელსაც ქაოსი შეაქვთ ენერგეტიკულ სისტემებში.

დოქტორი სარფატი თავის თეორიას შემდეგნაირად ხსნის:

წარმოიდგინეთ, როგორც ეს თანამედროვე ნეიროლოგიაში ხდება, რომ თქვენი ტვინი - ესაა კომპიუტერი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მთელი სამყარო მთლიანობაში - ესაა დდი კომპიუტერი, მეგაკომპიუტერი, როგორც ჯონ ლილი ამბობს. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ სუბკვანტური სფერო - ის, რასაც დოქტორ დევიდ ბომი „ფარულ ვარიაბელურობას“ (Hidden-variable theory) უწოდებდა, - შედგება მინი-მინი-კომპიუტერებისგან. ყოველი „კომპიუტერის“ აპარატული უზრუნველყოფა - სამყაროს, თქვენი ტვინის, სუბკვანტური მექანიზმების - ლოკალიზებულია. მისი ყოველი ნაწილი იმყოფება დრო-სივრცის განსაზღვრულ ნაწილში, აქ, და არა იქ, ახლა, და არა მაშინ. მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფა - ინფორმაცია - არალოკალურია. იგი იმყოფება აქ, იქ და ყველგან; ახლა, მაშინ და ყოველთვის.

შამანური და იოგური ცნობიერების უზარმაზარი მრავალფეროვნება იწყება უშუალოს საზღვრებს მიღმა გაფართოებით („სხეულსგარე გამოცდილება“), რომელიც შემდეგ თავბრუდამხვევად სწრაფად იქცევა უმცირესთან და უდიდესთან - ე.წ. „კოსმიურ ცნობიერებასთან“ - გაერთიანებად. როგორც ჩანს, ეს გარდუვალად ხდება ტვინის ჩართვისას არალოკალურ ინფორმაციულ სისტემაში, რომლის არსებობასაც ვარაუდობს დოქტორ სარფატი და ბელის თეორემა.

აქედან გამომდინარე, ამ უზარმაზარ ინფორმაციულ სისტემას მეტაფიზიოლოგიური წრედი წარმოადგენს. V - VII წრედების სინქრონულობები - ესაა შესავალი აკორდები ყველა ურთიერთდაკავშირებული ჰარმონიების სიმფონიისა, რომელიც მხოლოდ მათ ეხსნებათ, ვინც მერვე კონტური მოქმედებაში განიცადა. როცა მსგავს თემებზე ვსაუბრობთ, ძნელია თავი ავარიდოთ გადაჭარბებებს, თუმცაღა ყველაფერი, რაც ახლა შეგვიძლია დავუკავშიროთ ღმერთთან, ანუ „ყველაფერთან“ ერთობის იდეას, - ესაა მეტაფიზიოლოგიური კონტურის დროისა და სივრცის მიღმა მოქმედების მხოლოდ ნაწილობრივი გამოვლინება.

ცდილობენ რა ამის აღწერას, მისტიკოსებს ენა ებმებათ, ლუღლუღებენ ან გაურკვევლად ბოდავენ. ბეთჰოვენი ყველა მთგანის ნაცვლად ლაპარაკობს, სიტყვების გარეშე, მეცხრე სიმფონიის მეოთხე ნაწილში. შილერის „ოდა სიხარულისა“, რომელიც ბეთჰოვენმა ამ ჭეშმარიტად ზეადამიანურ მუსიკას დაუკავშირა, წარმოადგენს მესამე კონტურის ხაზობრივ რუკას, რომელიც მხოლოდ სქემატურ ნიშნებს ატარებს თავად მელოდიის მერვე კონტურის „ენის“ მრავალშრიან მნიშვნელობებზე, რომელიც ცნობიერების ყველა ფორმას მოიცავს - პრიმიტიული ბიოგადარჩენითიდან მეტაფიზიკურ ყოვლისმომცველ შერწყმამდე.

a116

მთელი სისტემა - ესაა მთელი სისტემა

მეტაფიზიოლოგიური წრედი

ბორბლების შიგნით ბორბლები, მათ შიგნით ისევ ბორბლები...

კომპიუტერების შიგნით კომპიუტერები, მათ შიგნით კომპიუტერები...

ცნობიერება, ანუ ინფორმაცია, აღქმადი, როგორც მოწესრიგებული გონი, რომელიც ყველა მიმართულებით უსასრულოდ ფართოვდება.