prometheus rising robert anton wilson

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი

მთარგმნელი: მამუკა გურული

ორიგინალი ინგლისურ ენაზე

რუსული თარგმანი

ყოველ ჩვენგანზე ზეწოლას ახდენს რომელიმე ფილოსოფია - ნუდიზმი ან ბუდიზმი, მეცნიერული მატერიალიზმი ან გველთ-თაყვანისმცემლობა, კომუნიზმი ან ვეგეტარიანელობა, სუბიექტური იდეალიზმი ან რაციონალიზმი... და კულტურასთან მიახლოების ყოველი მომდევნო ნაბიჯი - ესაა ცნობიერებაზე კონტროლის პროცესი. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ერთი დაოსური იგავი, რომელშიც მასწავლებელი აიძულებდა ერთ-ერთ ბერს რომ ყოველდღე მხოლოდ ხარზე ეფიქრა. გარკვეული დროის შემდეგ მასწავლებელი ბერის კელიასთან მივიდა და თქვა: „გამოდი, შენთან საუბარი მინდა“. „არ შემიძლია გამოსვლა, - უპასუხა ბერმა, - ჩემი რქები კარში არ გამოეტევა“. ცხადია, რომ ბერის ტვინში გარკვეული ცვლილება მოხდა. და როცა ამ ჰიპნოზური მდგომარეობიდან გამოფხიზლდა, მკაფიოდ დაინახა ადამიანის ყველა დანარჩენი ილუზიის მექანიზმი და გასხივოსნებას მიაღწია. ჩვენ ყველანი, ამ ბერის მსგავსად, - გიგანტები ვართ, პიგმეების მიერ აღზრდილნი, რომელმაც აზრობრივად მოკუნტული ცხოვრება ვისწავლეთ. როგორ შეიძლება მთელი ზომით, ჩვენი ტვინის მთელი ძალით გაიმართო, - აი, რაზეა ეს წიგნი. (რ.ა. უილსონი)

robert anton wilson 0

იზრაელ რეგარდის წინასიტყვაობა

სხვადასხვა თვალთახედვის, მეცნიერულის, სოციალურის და ფილოსოფიურის სინთეზირების უნარი, იშვიათი ნიჭია. ცოტას თუ უცდია მსგავსი რამ. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ გააერთიანოს ტიმოტი ლირის რვა ნეიროლოგიური წრედის თეორია, გურჯიევის თვითდაკვირვების სავარჯიშოები, კოჟიბსკის ზოგადი სემანტიკა, ალისტერ ქროულის მაგიური თეორემები, იოგას რამდენიმე მიმართულება, ქრისტიანული მეცნიერება, ფარდობითობის თეორია, თანამედროვე კვანტური მექანიკა და მრავალი სხვა მიდგომა ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს გასაგებად! მისგან მოითხოვება თითქმის ენციკლოპედიური განათლება, საოცრად მოქნილი გონება, ისეთივე მახვილი მსჯელობა, როგორც მათი, ვის სინთეზირებასაც ცდილობს, და რაც ყველაზე საინტერესოა, იუმორის შესანიშნავი გრძნობა.

გაგრძელების სანახავად გადადით შემდეგ თავზე...


 

catttt

თავი პირველი: მოფიქრალი და მამტკიცებელი

ყველაფერი, რასაც წარმოვადგენთ, ჩვენი აზრების შედეგია. იგი აზრით შენდება, აზრზეა დაფუძნებული. (ბუდა - „დჰამაპადა“)

უილიამ ჯეიმსმა, ამერიკული ფსიქოლოგიის მამამ, მოგვითხრო თავის შეხვედრის შესახებ ერთ მოხუც ლედისთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ დედამიწა უზარმაზარი კუს ზურგზე განისვენებს.

„კი მაგრამ, პატივცემულო ლედი, - რაც შეიძლება ზრდილობიანად ჰკითხა პროფესორმა ჯეიმსმა, - თავად ეს კუ რაზეა დაბრძანებული?“

„ო, ეს მარტივია. ის სხვა კუს ზურგზე დგას“.

„გასაგებია, - კვლავაც თავაზიანად მიუგო პროფესორმა. - მაგრამ იქნებ ამიხსნათლ, მეორე კუ რაზე დგას?“

„არ ღირს პროფესორო, - უპასუხა მოხუცმა ლედიმ, როცა მიხვდა, რომ პროფესორი მის ლოგიკურ ხაფანგში გამოჭერას ცდილობდა. - იქ სულ კუებია, კუები-კუები-კუები!“

ნუ იჩქარებთ მოხუცზე გაცინებას. ყველა ადამიანის ტვინი ერთნაირადაა მოწყობილი. მისი სამყარო ცოტა უცნაური იყო, მაგრამ იგივე მენტალურ პრინციპებს ეფუძნებოდა, რომელსაც ნებისმიერი სხვა სამყარო, რომლისაც ადამიანებს სჯეროდათ.

დოქტორ ლეონარდ ორრი ამბობს, რომ ადამიანის ტვინი ისე იქცევა, თითქოს ორი ნაწილისგან შედგებოდეს: მოფიქრალისგან (ის, ვინც ფიქრობს) და მამტკიცებელისგან (ის, ვინც ამტკიცებს).

მოფიქრალს შეუძლია პრაქტიკულად ყველაფერზე იფიქროს. როგორც ისტორიამ აჩვენა, მას შეუძლია იფიქროს, რომ დედამიწა უსასრულო კუების ზურგებზე დგას, ან რომ იგი შიგნიდან ცარიელია, ან რომ სივრცეში ლივლივებს. ამის მილიონობით ადამიანს სჯერა (ამ წიგნის ავტორის ჩათვლით). შედარებითი რელიგია და ფილოსოფია აჩვენებს, რომ მოფიქრალს შეუძლია თავი მოკვდავად ჩათვალოს, ან უკვდავად, ან ერთდროულად მოკვდავად და უკვდავად (რეინკარნაციის მოდელი) ან არარსებულად. მას შეუძლია იფიქროს, რომ ცხოვრობს ქრისტიანულ, მარქსისტულ, მეცნიერულ-რელატივისტურ ან ნაცისტურ სამყაროში - და ეს ჯერ ძალიან ცოტა ვარიანტია.

რა ხშირად აკვირდებოდნენ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები (მათი სამედიცინო კოლეგებისთვის სამწუხაროდ), რომ მოფიქრალს შეუძლია თავისთვის მოიგონოს ავადმყოფობა და გამოჯანმრთელებაც კი.

მამტკიცებელი - ეს გაცილებით უფრო მარტივი მექანიზმია. იგი ერთადერთი კანონით ცხოვრობს: რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას ამტკიცებს.

აი, ტიპიური მაგალითი, რომელმაც დაუჯერებელი საშინელებები ჩაიდინა ამ ასწლეულში: თუ მოფიქრალი ფიქრობს, რომ ყველა ებრაელი მდიდარია, მამტკიცებელი დაამტკიცებს ამას. იგი იპოვის მტკიცებულებებს იმაზე, რომ ყველაზე ღარიბი ებრაელი ყველაზე ღატაკ გეტოში სადღაც მალავს ფულს. ამგვარადვე, ფემინისტებს შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ ყველა მამაკაცი (იმ მშიერი მაწანწალების ჩათვლით, რომლებიც ქუჩებში ცხოვრობენ) ექსპლუატირებას უწევენ ყველა ქალს (ინგლისის დედოფლის ჩათვლით).

თუ მოფიქრალი ფიქრობს, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს, მამტკიცებელი მორჩილად ახდენს აღქმის ისე ორგანიზებას, რომ აღქმული ამ იდეას შეესაბამებოდეს. თუ მოფიქრალი გადაიფიქრებს და გადაწყვეტს, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, მამტკიცებელი ახლებურად მოახდენს მტკიცებულებების ორგანიზებას.

თუ მაფიქრებელი ფიქრობს, რომ „წმინდა წყალი“ ლუმბაგოსგან განკურნავს, მამტკიცებელი ოსტატურად შეასრულებს დირიჟორის როლს ჯირკვლების, კუნთების, ორგანოების და ა.შ. სიგნალებისთვის მანამ, სანამ ორგანიზმი კვლავ არ გამოჯანმრთელდება.

რა თქმა უნდა, საკმაოდ ადვილია იმის გაგება, რომ სხვა ადამიანების ტვინიც ასეა მოწყობილი; გაცილებით უფრო რთულია იმის გაცნობიერება, რომ ზუსტად ასეა მოწყობილი ჩვენი საკუთარი ტვინიც. მაგალითად, ითვლება, რომ ზოგიერთი მამაკაცი უფრო „ობიექტურია“, ვიდრე სხვები (ქალზე ამას უფრო იშვიათად გაიგებთ...). ჩვეულებრივ, ბიზნესმენები ითვლებიან ძლიერი ნების მქონე, პრაგმატულ და „ობიექტურ“ ადამიანებად. თუკი მოკლედ შეისწავლით იმ სულელურ პოლიტიკას, რომელსაც ბიზნესმენების უმეტესობა ატარებს, ეს წარმოდგენა მალევე შეგეცვლებათ.

დღემდე „ობიექტურებად“ ითვლებიან მეცნიერები. მაგრამ დიადი მეცნიერების ბიოგრაფიები ამას არანაირად არ ადასტურებენ. ისინი ისეთივე იყვნენ ვნებით ანთებულნი, და შესაბამისად წინასწარგანწყობილნი, როგორც ყველა დიდი მხატვარი ან მუსიკოსი. ეკლესიამ კი არა, სწორედ ასტრონომმა კოლეგებმა დასდეს ბრალი გალილეის. 1905 წელს ფიზიკოსების უმეტესობამ უარყო აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორია. თავად აინშტაინი 1920 წლამდე არ ღებულობდა კვანტურ თეორიას, მიუხედავად მისი დამამტკიცებელი მრავალი ექსპერიმენტისა. ედისონის ერთგულებამ მუდმივი დენის ელექტრული გენერატორების იდეისადმი აიძულა იგი განეცხადებინა, რომ ცვლადი დენის გენერატორები უსაფრთხო არაა, და ეს ხდებოდა კიდევ დიდხანს მას შემდეგ, რაც ყველასთვის, გარდა ედისონისა, ცხადი გახდა მათი უსაფრთხოება.

მეცნიერება ობიექტურობას აღწევს, ან უახლოვდება მას არა იმიტომ, რომ ცალკეული მეცნიერები არ ექვემდებარებიან ფსიქოლოგიური კანონების ზემოქმედებას (კანონების, რომლებიც ყველას გვმართავენ), არამედ იმიტომ, რომ მეცნიერული მეთოდი - კოლექტიური შემოქმედება - ადრე თუ გვიან იმარჯვებს ინდივიდუალურ წინასწარგანწყობებზე.

დავუბრუნდეთ 60-იანი წლების კიდევ ერთ მაგალითს. იმ პერიოდში არსებობდა სამი კვლევითი ჯგუფი, რომლებმაც „დაამტკიცეს“, რომ ლსდ ქრომოსომების დაზიანებას იწვევს, მაშინ, როცა სამმა დანარჩენმა ჯგუფმა „დაამტკიცა“, რომ ლსდ არ ახდენს ქრომოსომებზე არანაირ ზეგავლენას. ყველა შემთხვევაში მამტკიცებელმა ის დაამტკიცა, რასაც მოფიქრალი ფიქრობდა. მოცემულ მომენტში, ფიზიკაში ცნობილია შვიდი ექსპერიმენტი, რომლებიც ადასტურებენ განსაკუთრებულად წინააღმდეგობრივ კონცეფციას, რომელიც ცნობილია „ბელის თეორემის“ სახით, და ორი ექსპერიმენტი - რომლებიც მას უარყოფენ. ექსტრასენსორული აღქმის სფეროში შედგები უკვე საუკუნეზე მეტია, რაც უცვლელია: ერთნაირი წარმატებით ამტკიცებენ როგორც მის არსებობას, ისევე მის არ-არსებობას.

„ჭეშმარიტება“ ან შეფარდებითი ჭეშმარიტება ვლინდება მხოლოდ ათწლეულების ექსპერიმენტების შემდეგ, რომლებსაც ათასობით კვლევითი ჯგუფი ატარებს მთელ მსოფლიოში.

შორეულ პერსპექტივაში, ვიმედოვნებ, უფრო და უფრო მივუახლოვდებით „ობიექტურ ჭეშმარიტებას“.

ახლო პერსპექტივაში ყოველთვის მოქმედებს ორრის კანონი: რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს.

და თუ მოფიქრალი საკმაო ვნებით ფიქრობს, მამტკიცებელი ამ აზრს იმდენად თანმიმდევრულად დაამტკიცებს, რომ თქვენ უკვე ვეღარასოდეს მოახერხებთ ამ ადამიანის გადარწმუნებას მაშინაც კი, თუ მას სჯერა, რომ არსებობს ერთგვარი გაზისმაგვარი ხერხემლიანი ასტრონომიული ზომების არსება („ღმერთი“), რომელიც მთელი მარადისობის განმავლობაში ჯოჯოხეთური ტანჯვისთვის გაწირავს მათ, ვინც მის რელიგიას არ იწამებს.


სავარჯიშო

რაც არ უნდა სევდიანი იყოს, თქვენ ვერასოდეს გაიგებთ რამეს, თუ ამის შესახებ უბრალოდ წიგნს წაიკითხავთ. სწორედ ამიტომ, მეცნიერების ყველა განხრაში არსებობს ლაბორატორიული ექსპერიმენტები, და სწორედ ამიტომ ცნობიერების განთავისუფლების ყოველი სისტემა მოითხოვს იოგურ, მედიტაციურ, კონფრონტაციულ და სხვა პრაქტიკებს, რომელთა მსვლელობის დროსაც ხდება იდეების შემოწმება თქვენივე საკუთარი ნერვული სისტემის ლაბორატორიაში.

მკითხველი ვერასოდეს გაიგებს ამ წიგნს, თუკი არ შეასრულებს ყოველი თავის ქვეშ მოცემულ სავარჯიშოებს.

მოფიქრალის და მამტკიცებელის კვლევისთვის გთავაზობთ შემდეგ სავარჯიშოებს:

1. მკაფიოდ წარმოიდგინეთ ოცდახუთ ცენტიანი (საქ. შემთხვევაში ოცთეთრიანი - მთარგმნ. შენიშვნა) და ასევე მკაფიოდ წარმოიდგინეთ, როგორ იპოვნით მას ქუჩაში. შემდეგ ეძებეთ მონეტა ყოველთვის, როცა ქუჩაში მოხვდებით, და განაგრძეთ მისი ვიზუალიზაცია. დაადგინეთ, რა დრო დაგჭირდებათ მის საპოვნელად.

2. ახსენით ზემოთ აღწერილი ექსპერიმენტი „შერჩევითი ყურადღების“ ჰიპოთეზით - ანუ დაიჯერეთ, რომ გარშემო უამრავი დაკარგული მონეტა ყრია და თუ გამუდმებით ეძებთ, ერთ მათგანს აუცილებლად იპოვით. ახლა სცადეთ, რომ მეორე მონეტა იპოვოთ.

3. ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტი ალტერნატიული „მისტიკური“ ჰიპოთეზის მეშვეობით: „ცნობიერება ყველაფერს მართავს“. დაიჯერეთ, რომ ეს თქვენ აიძულეთ მონეტას, რომ ამ სამყაროში გამოვლენილიყო. სცადეთ, კიდევ ერთი მონეტა იპოვოთ.

4. შეადარეთ დრო, რომელიც დაგჭირდათ მონეტის პოვნისთვის პირველი ჰიპოთეზით („ყურადღება“), დროსთან, რომელიც მის ძიებაზე დახარჯეთ მეორე ჰიპოთეზის გამოყენებით („ცნობიერება-მატერიაზე-მაღლა“).

5. საკუთარი შერჩევითობის გამოყენებით შეიმუშავეთ სხვა მსგავსი ექსპერიმენტები და ყოველ ჯერზე დაუპირისპირეთ ერთმანეთს ორი თეორია: „შერჩევითი ყურადღება“ (დამთხვევა) და „ცნობიერება, რომელიც ყველაფერს მართავს“ (ფსიქოკინეზი).

6. თავი აარიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს. ერთი თვის შემდეგ კვლავ წაიკიტხეთ ეს თავი, გაიაზრეთ იგი და მაინც ნუ მიიღებთ ნებისმიერ დოგმატურ დასკვნას. დაიჯერეთ, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ არ იცით ყველაფერი და შეგიძლიათ რაღაც ახალი გაიგოთ.

7. დაარწმუნეთ საკუთარი თავი (თუკი ჯერ არ ხართ დარწმუნებული), რომ ულამაზო, არამიმზიდველი და მოსაწყენი ხართ. წადით რომელიმე საღამოზე (წვეულებაზე) ამ რწმენით. დააკვირდით, როგორ გექცევიან ადამიანები.

8. დაარწმუნეთ საკუთარი თავი (თუკი ჯერ არ ხართ დარწმუნებული), რომ ლამაზი, უზადო და მახვილგონიერი ხართ. წადით რომელიმე საღამოზე. დააკვირდით, როგორ გეპყრობიან ადამიანები.

9. ეს სავარჯიშო ყველაზე რთულია და ორი ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში, ყურადღებით და მიუკერძოებლად დააკვირდით თქვენს ორ ყველაზე ახლო მეგობარს და ორ შედარებით უცნობ ადამიანს. ეცადეთ წარმოიდგინოთ, რაზე ფიქრობენ მათი მოფიქრალები და როგორ მეთოდურად პოულობენ მათი მამტკიცებლები მტკიცებულებებს. იგივე სავარჯიშო საკუთარ თავზეც გამოიყენეთ.

თუკი მოგეჩვენებათ, რომ ამ სავარჯიშოების გაკვეთილი ექვს თვეზე ნაკლებ ხანში გაითავისეთ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სათანადოდ არ გიმუშავიათ. სერიოზული მიდგომის შემთხვევაში ექსვის თვის თავზე მხოლოდ დაიწყებთ იმის გაგებას, თუ რა ცოტა იცით ამ ყველაფრის შესახებ.

10. ირწმუნეთ, რომ შეგიძლიათ მიწას მოწყდეთ და გაფრინდეთ, თუკი უბრალოდ მოისურვებთ ამას. დააკვირდით, რა მოხდება.

თუკი ამ სავარჯიშომ თქვენც ისეთივე იმედგაცრუება მოგიტანათ, როგორც მე, სცადეთ შეასრულოთ მე-11 სავარჯიშო, რომელიც არასოდეს აცრუებს იმედებს.

11. დაიჯერეთ, რომ შეგიძლიათ აღემატებოდეთ ყველა თქვენს უწინდელ მისწრაფებას და მოლოდინს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში.

ავტორის შენიშვნები:

1. ედისონის სულელური სიჯიუტე ამ საკითხში ნაწილობრივ გამომდინარეობდა მისი შურისგან ნიკოლა ტესლასადმი, რომელმაც ცვლადი დენის გენერატორები გამოიგონა. ტესლამ, თავის მხრივ, უარი თქვა ნობელის პრემიაზე, როცა გაიგო, რომ იგი მას და ედისონს ერთობლივად მიენიჭათ, რადგან არ სურდა, რომ ედისონთან ერთად ერთ ტრიბუნაზე გამოჩენილიყო. ორივე გენიოსს ჰქონდა „ობიექტური“ და მეცნიერული მიდგომა მხოლოდ შეზღუდულ ლაბორატორიულ პირობებში. თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ თქვენი „ობიექტურობის კოეფიციენტი“ უფრო მაღალია, ვიდრე ამ ორის, მაშინ, რატომ აქამდე არ გახდით ნობელის პრემიის ლაურიატი?

2. თუ მკითხველი მეცნიერია, მას სანერვიულო არაფერი აქვს. ეს თქვენ არ გეხებათ, არამედ მხოლოდ იმ უმეცარ სულელებს საწინაარმდეგო ბანაკიდან, რომლებიც უარს ამბობენ იმაზე, რომ თქვენი თეორია ერთადერთ გონივრულ თეორიად მიიღონ. რა თქმა უნდა.

3. „დაიჯერო“ ან „საკუთარი თავი დაარწმუნო“ - ნიშნავს დაემსგავსო მსახიობს: ითამაშო მანამ, სანამ თამაში რეალობად არ იქცევა. ან, როგორც ჯაზმენები ამბობენ: „გააყალბე, სანამ არ გააკეთებ“.


 scale 2400

თავი მეორე: აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა; ტვინი და მისი პროგრამები

ჩვენ, როგორც სახეობა, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არსებობს მონაცემთა მილიარდობით წერტილი. წერტილების ამ მატრიცაზე ჩვენ ვათავსებთ სტრუქტურას, და სამყარო ჩვენთვის აზრს იძენს. ამ სტრუქტურის ხასიათი განისაზღვრება ჩვენი ბიოლოგიური და სოციოლოგიური თვისებებით. (პერსინჯერი და ლაფრენერი, „სივრცით-დროითი ცვლადები და უჩვეულო მოვლენები“) 

ამ წიგნში ჩვენ განვიხილავთ ადამიანის ტვინს, როგორც ბიოკომპიუტერს - ელექტრო-კოლოიდურ კომპიუტერს, განსხვავებით ელექტრონული ანუ მყარ-სხეულიანი კომპიუტერებისგან. გთხოვთ, დიდი ხნით დაიმახსოვროთ, რომ ჩვენ არ ვაიგივებთ ადამიანის ტვინს კომპიუტერთან... ჩვენ ვამბობთ, რომ ტვინი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კომპიუტერი, მაგრამ არ ვამბობთ, რომ ის კომპიუტერია.

თავის ტვინის ნივთიერება წარმოადგენს ელექტრო-კოლოიდურ სუსპენზიას (პროტოპლაზმას). ზედაპირული დაჭიმულობა, რომელიც ნებისმიერ კოლოიდურ სუბსტანციაში მოქმედებს, მოლეკულებს ერთმანეთისკენ მიიზიდავს და წარმოქმნის ე.წ. გელს. მეორე მხრივ, კოლოიდები განიზიდავენ ერთმანეთს ზოლის მდგომარეობაში, მათში ერთი ნიშნის ელექტრული მუხტის არსებობის გამო. წონასწორობა გელი-ზოლი კოლოიდური სუსპენზიის არსებობას ინარჩუნებს, და ამის წყალობით სიცოცხლე გრძელდება. ნებისმიერი ზედმეტი გადახრა ერთი ან მეორე მიმართულებით - და სიცოცხლე წყდება.

ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ტვინში აღწევს, არღვევს ამ წონასწორობას, და შესაბამისად „ცნობიერებაზეც“ მოქმედებს. კარტოფილიც „ფსიქოდელიკია“, ისევე, როგორც ლსდ, ოღონდ გაცილებით უფრო სუსტი. ვეგეტარიანული დიეტიდან ჩვეულებრივზე გადასვლა, ან პირიქით, ასევე იწვევს ფსიქოდელიურ ეფექტს.

რამდენადაც, „რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, დამამტკიცებელი ამას დაამტკიცებს“, ყველა ჩვენი აზრი ფსიქოდელიურია. დიეტასთან ან ნარკოტიკებთან ექსპერიმენტების გარეშეც კი თქვენ იმ ყველაფერს ხედავთ, რასაც უნდა ხედავდეთ - თუკი ეს საერთოდ ფიზიკურადაა შესაძლებელი ჩვენს სამყაროში.

გრძნობითი გამოცდილება გაუგებრობას წარმოშობს მანამ, სანამ მის ამხსნელ მოდელს არ შევქმნით. ამ მოდელს შეუძლია ახსნას იგი, მაგრამ არასოდეს შეესაბამება მას სიზუსტით. „რუკა არ წარმოადგენს ტერიტორიას“; მენიუს გემოები არ ემთხვევა მასში მითითებული კერძების გემოებს.

ყოველ კომპიუტერს გააჩნია ორი შემადგენელი, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა (ინფორმაცია პროგრამულ უზრუნველყოფაში შედის).

მყარსხეულიანი კომპიუტერის აპარატული უზრუნველყოფა ნივთიერია, სივრცეშია ლოკალიზებული და შედგება პროცესორისგან, მონიტორისგან, კლავიატურისგან და ა.შ. - ანუ ყველაფერი იმისგან, რაც შეგვიძლია სახელოსნოში წავიღოთ, თუკი კომპიუტერი გაფუჭდა.

პროგრამული უზრუნველყოფა შედგება პროგრამებისგან, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა ფორმებში იარსებონ, სრულიად აბსტრაქტული ფორმების ჩათვლით. პროგრამა შეიძლება იმყოფებოდეს კომპიუტერში, ანუ ჩაწერილი იყოს პროცესორში ან მაგნიტურ დისკზე, რომელიც კომპიუტერში დევს. იგი ასევე შეიძლება არსებობდეს ქაღალდის ფურცელზე, თუკი თავად დავწერ მას, ან მომხმარებლის სახელმძღვანელოში, თუკი ეს პროგრამა სტანდარტულია; ამ შემთხვევაში იგი არ იმყოფება კომპიუტერში, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება შეყვანილ იქნეს მასში. პროგრამა შეიძლება კიდევ უფრო არანივთიერიც იყოს: მას შეუძლია მხოლოდ ჩემს გონებაში იარსებოს, თუკი ჯერ არ ჩამიწერია იგი, ან უკვე გამოვიყენე და წავშალე.

აპარატული უზრუნველყოფა უფრო „რეალურია“, ვიდრე პროგრამული იმ თვალსაზრისით, რომ მისი ლოკალიზება ყოველთვის შესაძლებელია დრო-სივრცეში - თუკი იგი საძინებელში არაა, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ კაბინეტში გადაიტანა და ა.შ. მეორე მხრივ, პროგრამული უზრუნველყოფა უფრო რეალურია იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ შეგიძლიათ ნამსხვრევებად აქციოთ აპარატული უზრუნველყოფა („მოკლათ“ კომპიუტერი), მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფა დარჩება და კვლავ შეძლებს „მატერიალიზებას“ ანუ „გამოვლენას“ სხვა კომპიუტერში. (ნებისმიერი პარალელი რეინკარნაციასთან აქ მკითხველის სინდისზეა, და არა ავტორის).

თუკი ვისაუბრებთ ადამიანის ტვინზე, როგორც ელექტრო-კოლოიდურ კომპიუტერზე, ჩვენ შეგვიძლიათ განვსაზღვროთ აპარატული უზრუნველყოფის ადგილმდებარეობა: თავის ქალის შიგნით. რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, მას შეუძლია იმყოფებოდეს ნებისმიერ ადგილას და ყველგან. მაგალითად, ჩემს ტვინში არსებული პროგრამული უზრუნველყოფა ასევე არსებობს მის გარეთაც, მაგალითად წიგნის ფორმით, რომელიც ოცი წლის წინ წავიკითხე და რომელიც პლატონის მიერ 2400 წლის წინ გადმოცემული სხვადასხვა სიგნალების ინგლისურ თარგმანს წარმოადგენს. ჩემი პროგრამული უზრუნველყოფის სხვა ნაწილები შედგება კონფუცის, ჯეიმს ჯოისის, ჩემი სკოლის მასწავლებლის, ჩარლი ჩაპლინის, ბეთჰოვენის, ჩემი მშობლების, რიჩარდ ნიქსონის, ყველა ჩემი ძაღლის და კატის, დოქტორ კარლ საგანის, და ასევე იმ ყველასი (და გარკვეულწილად ყველაფრის), რასაც კი ოდესმე ჩემს ტვინში გაუვლია. შესაძლოა ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ასე ფუნქციონირებს პროგრამული უზრუნველყოფა (ანუ ინფორმაცია).

რა თქმა უნდა, ჩვენი ცნობიერება რომ მხოლოდ დროისა და სივრცის მიღმა არსებული პროგრამული უზრუნველყოფის გაურკვეველ მიქსტურას წარმოადგენდეს, ჩვენ არც ინდივიდუალობა გვექნებოდა, არც ცენტრი და არც „მე“.

მაშ, რა სახით ჩნდება პროგრამული უზრუნველყოფის ამ საყოველთაო ოკეანიდან ცალკეული პიროვნება?

რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, დამამტკიცებელი ამას დაამტკიცებს.

რამდენადაც ადამიანის ტვინი, ისევე, როგორც ყველა ცხოველის ტვინი, ელექტრო-კოლოიდური პრინციპით მოქმედებს, და არა მყარსხეულიანი კომპიუტერის, იგი იმავე კანონებს ემორჩილება, რასაც ნებისმიერი სხვა ცხოველის ტვინი. ეს ნიშნავს, რომ პროგრამების შეტანა ელექტრო-ქიმიური კავშირების სახით მასში დისკრეტულად ხდება.

პროგრამების ყოველი ნაკრები ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

1. გენეტიკური იმპერატივები. აბსოლუტურად მკაცრად მოცემული პროგრამები, ანუ „ინსტინქტები“.

2. იმპრინტები. (imprint - ანაბეჭდი, ტვიფრი, დაღი) მეტად ან ნაკლებად მკაცრად მოცემული პროგრამები, რომელთა მიღებაც ტვინს გენეტიკურად ევალება მისი განვითარების მხოლოდ გარკვეულ მომენტებში, რომლებიც ეტოლოგიაში ცნობილია, როგორც იმპრინტული მოწყვლადობის მომენტები.

3. განპირობება (Conditioning). პროგრამები, რომლებიც იმპრინტებზე ლაგდება. ისინი ნაკლებად მკაცრი მოცემულობისაა და საკმაოდ ადვილად იცვლებიან კონტრ-განპირობების მეშვეობით.

4. სწავლება. კიდევ უფრო თავისუფალი და „რბილი“ პროგრამები, ვიდრე განპირობება.

როგორც წესი, პირველადი იმპრინტი ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მომდევნო განპირობება ან სწავლება. იმპრინტი - ესაა პროგრამული უზრუნველყოფის ისეთი სახე, რომელიც უწყვეტად შეერწყა აპარატულ უზრუნველყოფას და ნეირონებზე აღიბეჭდა მათი განსაკუთრებული მიმღებლობისა და მოწყვლდობის მომენტში.

იმპრინტები (აპარატულად გამყარებული პროგრამული უზრუნველყოფები) ჩვენი ინდივიდუალობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. შესაძლო პროგრამების უსასრულობაში, რომლებიც პოტენციურ პროგრამულ უზრუნველყოფას წარმოადგენენ, იმპრინტი ადგენს შეზღუდვებს, განსაზღვრავს პარამეტრებს და პერიმეტრებს, რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს მთელი დანარჩენი განპირობება და სწავლება.

თქვენი აპარატული უზრუნველყოფის ლოკალიზება შესაძლებელია: ესაა ტვინის უჯრედები, აქ და ახლა.

თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა არალოკალურია: ესაა წერტილი-მოვლენები, ყოველთვის და ყოველგან.

პირველი იმპრინტის გაჩენამდე ახალშობილის ცნობიერება „უფორმო და ცარიელია“ - როგორც სამყარო ქმნილების დასაწყისში, „დაბადების“ თანახმად, ან განუპირობებელი (გასხივოსნებული, ანუ აფეთქებული) ცნობიერება მისტიურ ტრადიციებში. როგორც კი პირველი იმპრინტი ყალიბდება, ნაყოფიერი სიცარიელიდან გამოვლენას იწყებს გარკვეული სტრუქტურა. სამწუხაროდ, მზარდი გონება ამ სტრუქტურის ტყვე ხდება. იგი თავს აიგივებს ამ სტრუქტურასთან; გარკვეული თვალსაზრისით იგი ხდება კიდეც ეს სტრუქტურა.

ამ პროცესის ანალიზი დაწვრილებითაა მოცემული ჯ. სპენსერ ბრაუნის „ფორმის კანონებში“. მიუხედავად იმისა, რომ ბრაუნი მათემატიკისა და ლოგიკის საფუძვლებზე წერდა, ნებისმიერი ყურადღებიანი მკითხველი გაიგებს, რომ ბრაუნი ასევე საუბრობს იმ პროცესზე, რომელსაც ჩვენ გავდივართ უსასრულო ოკეანიდან იმ ცალკეული კონსტრუქციების შექმნის დროს, რომელსაც „მე“-ს ან „ჩემს სამყაროს“ ვუწოდებთ. გასაკვირი არაა, რომ ბევრს შეუმჩნევია, რომ ბრაუნის მათემატიკა - ესაა „მჟავათი მოგზაურობის“ ერთ-ერთი საუკეთესო აღწერა.

ყოველი წარმატებული იმპრინტი ართულებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ჩვენს აღქმას განსაზღვრავს და ჩვენს მიერ „რეალობად“ აღიქმება.

განპირობება და სწავლება დამატებით კავშირებს აშენებენ იმპრინტირებული პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო სტრუქტურაში. ამ ტვინის ქსელის სტრუქტურა წარმოადგენს კიდეც მთლიანობაში ჩვენი სამყაროს რუკას. ესაა ის, რასაც ჩვენი მოფიქრალი ფიქრობს. დამამტკიცებელი კი - მექანიკურად ტენის ყველა შემოსულ სიგნალს ამ რუკის საზღვრებში.

დოქტორ ტიმოტი ლირის შრომების მიხედვით (გარკვეული ცვლილებებით), მოხერხებულობისთვის ტვინის აპარატულ უზრუნველყოფას რვა წრედად (circuit)  დავყოფთ. (მოხერხებულობისთვის ნიშნავს იმას, რომ ეს რუკა საუკეთესოა, რაც კი ჩემთვის დღეს ცნობილია. ვფიქრობ, იგი უკეთესით ჩანაცვლდება 10-15 წლის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, რუკა არ წარმოადგენს ტერიტორიას.)

ოთხი ამ რვა წრედიდან - „უძველესი“ და კონსერვატულია, და ყველას გააჩნია (გარდა ველურ პირობებში გაზრდილი ბავშვებისა).

1. ბიო-გადარჩენის ორალური წრედი. მისი იმპრინტირება ხდება დედის ან პირველი დედის მსგავსი ობიექტის მიერ და განპირობება ხდება შემდეგომი კვებით ან ზრუნვით. პირველადად დაკავშირებულია კვებასთან (კერძოდ დედის ძუძუს წოვასთან) და უსაფრთხოებასთან (კერძოდ დედასთან სხეულებრივად ახლოს ყოფნასთან, მიხუტებასთან). უზრუნველყოფს ყველაფერი საზიანოს ან მტაცებლურის მექანიკურად თავიდან არიდებას - ან ყველაფერ იმის, რაც ასოცირდება (იმპრინტირების ან კონდიციონირების მეშვეობით) საზიანოსთან და მტაცებლურთან.

2. ანალური ემოციურ-ტერიტორიული წრედი. იმპრინტირდება იმ ეტაპზე, როცა ბავშვი ფეხებზე დგება, სიარულს და ბრძოლას იწყებს ძალაუფლებისთვის ოჯახური სტრუქტურის საზღვრებში. ეს წრედი დამახასიათებელია ძირითადად ძუძუმწოვრებისთვის, პასუხს აგებს ტერიტორიულ წესებზე, ემოციურ თამაშებზე, ან მოხერხებულობაზე, ჯოგში იერარქიაზე და რიტუალებზე (დომინირება ან მორჩილება)

3. სემანტიკური წრედი. იმპრინტირდება და განპირობდება ადამიანური არტეფაქტებით და სიმბოლური სისტემებით. „ამუშავებს“ და „ფუთავს“ გარესამყაროს, და კლასიფიცირებას უკეთებს ყველაფერს რეალობის ლოკალური გვირაბის შესაბამისად. მის ფუნქციებს წარმოადგენენ გამოგონება, გამოთვლა, წინასწარმეტყველება და სიგნალების თაობებში გადაცემა.

4. „მორალური“ სოციო-სექსუალური წრედი. იმპრინტირდება ორგაზმის პირველი გამოცდილებებით სქესობრივი მომწიფების პერიოდში და განპირობდება ჯოგური ტაბუებით. პასუხს აგებს სექსუალურ ტკბობაზე, „მორალურის“ და „ამორალურის“ ლოკალურ განსაზღვრებებზე, გვარის გაგრძელებაზე, ზრდასრული მშობლის პიროვნებაზე (სქესობრივ როლზე) და შთამომავლობის აღზრდაზე.

ამ წრედების განვითარება ტვინის ევოლუციისა და ამ ევოლუციის ყოველ ცალკეულ მოშინაურებულ პრიმატში გამეორების (გაზრდის პროცესში) შესაბამისად შესაძლებელს ხდის გენოფონდის გადარჩენას და კულტურის გადაცემას თაობიდან თაობამდე.

მეორე ჯგუფი, რომელიც ოთხი წრედისგან შედგება, გაცილებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე პირველი, და მისი ცალკეული წრედები ამჟამად ადამიანთა მხოლოდ მცირერიცხოვან რაოდენობას გააჩნია. განსხვავებით ძველი წრედებისგან, რომლებიც განსაზღვრავენ ევოლუციას დღევანდელ დღემდე, ეს ფუტურისტული წრედები განსაზღვრავენ ჩვენს მომავალ ევოლუციას.

5. ქოლისტური ნეირო-სომატური წრედი. იმპრინტირდება ექსტატური გამოცდილებით, რომელიც მიღებულია ბიოლოგიური ან ქიმიური იოგას შედეგად. პასუხს აგებს ნეირო-სომატურ (ცნობიერება-სხეული) უკუკავშირებზე, სომატო-სენსორულ ნეტარებებზე, „კაიფის“ შეგრძნებაზე, „რწმენით განკურნებაზე“, და ა.შ. ქრისტიანული ცოდნა, ნეიროლინგვისტური პროგრამირება და ქოლისტური მედიცინა სწორედ იმ მეთოდებისგან შედგებიან, რომელთა მიზანიც ამ წრედის თუნდაც დროებითი აქტივაციაა. ტანტრა-იოგა მიმართულია ცნობიერების ამ წრედში მთლიანად გადატანაზე.

6. კოლექტიური ნეირო-გენეტიკური წრედი. იმპრინტირდება იოგას მაღალი დონეებით (ბიოქიმიურ-ელექტრული სტრესებით). პასუხს აგებს კავშირებზე: „დნმ-რნმ-ტვინი“ და წარმოადგენს „კოლექტიურს“ იმ თვალსაზრისით, რომ თავის თავში შეიცავს მთელ ევოლუციურ „სცენარს“, წარსულს და მომავალს (და უზრუნველჰყოფს წვდომას ამ „სცენარზე“). ამ წრედის მუშაობა იწვევს ნუმინოზურ, „მისტიურ“ და „ჭკუიდან გადამყვან“ გამოცდილებას; აქ იმყოფებიან იუნგის „კოლექტიური არაცნობიერის“ არქეტიპები - ღმერთები, ქალღმერთები, დემონები და დნმ-ის (ინსტინქტების) სხვა პერსონიფიკაციები, რომლებიც ჩვენ გვმართავენ.

7. მეტაპროგრამირების წრედი. იმპრინტირდება იოგას უმაღლესი დონეებით. შედგება, თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, კიბერნეტიკული ცნობიერებისგან და პასუხს აგებს ყველა წრედის რეპროგრამირებაზე და რეიმპრინტირებაზე, საკუთარი თავის ჩათვლით, და შესაძლებელს ხდის ცნობიერ არჩევანს ალტერნატიულ სამყაროებს, ანუ რეალობის გვირაბებს შორის.

8. არალოკალური კვანტური წრედი. იმპრინტირდება შოკით, „სიკვდილთან ახლოსმყოფი გამოცდილებით“, ანუ კლინიკური სიკვდილით, „სხეულის მიღმიერი გამოცდილებით, დროის მიღმიერი აღქმებით („წინასწარხედვით“), სივრცის მიღმიერი ხედვებით (ექსტრასენსორული აღქმით) და ა.შ. ახდენს ტვინის გადაწყობას იმ არალოკალურ კვანტურ საკომუნიკაციო სისტემაში მუშაობისთვის, რომელიც აღწერილია ბომის, უოკერის, სარფატის, ბელის და სხვების მიერ.

სავარჯიშო

1. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ კომპიუტერი, გაიქეცით და იყიდეთ. შემდეგ ხელახლა გადაიკითხეთ ეს თავი.

2. იმისთვის, რომ გაიგოთ აზრი ტერმინებისა: აპარატული უზრუნველყოფა და პროგრამული უზრუნველყოფა (ადამიანის ტვინთან მიმართებაში), გააკეთეთ შემდეგი მედიტაცია. ჩაიკეტეთ ოთახში, სადაც ნახევარი საათის განმავლობაში არავინ შეგაწუხებთ, და იფიქრეთ: „მე ვზივარ ამ ოთახში და ვაკეთებ ამ სავარჯიშოს იმიტომ, რომ...“ და ჩამოთვალეთ რაც შეიძლება ბევრი „მიზეზი“.

მაგალითად, ცხადია, იმიტომ აკეთებთ ამ სავარჯიშოს, რომ წიგნში წაიკითხეთ. რატომ იყიდეთ ეს წიგნი? ვინმემ გირჩიათ? როგორ მოხვდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? თუ მაღაზიაში იპოვეთ ეს წიგნი, მაშინ რარომ მოხვდით სწორედ იმ დღეს სწორედ იმ მაღაზიაში?

საერთოდ, რატომ კითხულობთ მსგავს წიგნებს - ფსიქოლოგიაზე, ცნობიერებაზე, ევოლუციაზე და ა.შ.? როგორ დაინტერესდით ამით? ვინ გახდა ამის მიზეზი და რამდენი ხანია? რა მოვლენებმა განსაზღვრეს თქვენს ბავშვობაში თქვენი შემდგომი ინტერესი მსგავსი საგნების მიმართ? რატომ აკეთებთ ამ სავარჯიშოს სწორედ ამ, და არა სხვა რომელიმე ოთახში? რატომ იყიდეთ ან დაიქირავეთ ეს სახლი ან ეს ბინა? რატომ იმყოფებით სწორედ ამ ქალაქში, ან რომელიმე სხვაში? რატომ ხართ სწორედ ამ კონტინენტზე?

საერთოდ, რატომ ხართ აქ? ანუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი თქვენმა მშობლებმა? ცნობიერად გადაწყვიტეს ბავშვის ყოლა, თუ ეს შემთხვევითობა იყო? რომელ ქალაქებში დაიბადნენ ისინი? თუ სხვადასხვა ქალაქებში დაიბადნენ, მაშინ როგორ გადაიკვეთა მათი გზები დრო-სივრცეში?

რატომაა ეს პლანეტა სიცოცხლისთვის ვარგისი და რატომ წარმოშვა მან ცხოვრების ისეთი ფორმა, რომელიც ამ სავარჯიშოზე ფიქრობს?

3. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო რამდენიმე დღეში და ეცადეთ, რომ საკუთარ თავს კიდევ ორმოცდაათი ახალი კითხვა დაუსვათ და უპასუხოთ მათზე. (თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ვერასოდეს შეძლებთ ყველა შესაძლო კითხვის ჩამოთვლას).

თავი აარიდეთ ნებისმიერ მეტაფიზიკურ სპეკულაციას (კარმა, რეინკარნაცია, „ბედი“ და ა.შ.) ამ სავარჯიშოს მიზანია - საფუძვლიანად იმტვრიოთ თავი ყოველგვარი ოკულტური თეორიების გამოყენების გარეშე, ამიტომ ჯობია ზედმეტად „მისტიკური“ ახსნების გარეშე გახვიდეთ ფონს.

4. აიღეთ ნებისმიერი ნივთი: კოვზი, კალამი, ჭიქა და ა.შ. და შეასრულეთ ზემოთ აღწერილი სავარჯიშო: რატომაა ეს საგანი აქ? შეგიძლიათ, გაარკვიოთ, ვინ გამოიგონა იგი? როგორ მოხვდა ეს გამოგონება ამ კონტინენტზე? ვინ აწარმოა ეს საგანი? რატომ აწარმოებს ეს ფირმა სწორედ ასეთ საგნებს და არა ჩიტების გალიებს? რატომ გახდნენ ფირმის დამფუძნებლები მეწარმეები, და არა მუსიკოსები? რატომ იყიდეთ ეს საგანი? ყველა საგნიდან თქვენს სახლში, რატომ აირჩიეთ მედიტაციისთვის სწორედ ეს საგანი?

ახლა კი სწრაფად უპასუხეთ: თქვენ ეს ხართ თქვენი -
აპარატული უზრუნველყოფა
თუ პროგრამული?
თუ ერთიც და მეორეც?

 


konture 1

თავი მესამე: ბიოგადარჩენის ორალური წრედი

გენებს, ისევე როგორც ლაიბნიცის მონადებს, არ გააჩნიათ ფანჯრები; სიცოცხლის უმაღლესი თვისებები წინასწარგანუსაზღვრელია (ედვარდ ვილსონი, „სოციობიოლოგია“).

ჩვენი წინაპრებიდან ცოტა თუ იყო სრულყოფილი ლედი ან ჯენტლმენი; უმეტესწილად ისინი ძუძუმწოვრებიც კი არ ყოფილან.

ნებისმიერი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი გადარჩენის მიზნით უნდა შეიცავდეს მკაცრად მოცემულ ბიოგადარჩენის წრედს, რომელიც მარტივად ახდენს „ან-ან“ არჩევანის პროგრამირებას ; წავიდეს წინ, საჭმლისკენ, დამცველისკენ, თუ წავიდეს უკან, საფრთხისგან, მტაცებლისგან.

ნებისმიერი ძუძუმწოვარი ბიო-გადარჩენის წრედს ბიოგადარჩენის პირველი იმპრინტირებულ ობიექტზე - დედის ძუძუზე აბამს. ბიო-გადარჩენა და ორალურობა მჭიდრო კავშირშია ყველა ძუძუმწოვარში, მოშინაურებული პრიმატების (ადამიანების) ჩათვლით. აი, რატომაა, რომ მიუხედავად კიბოს საფრთხისა, დაახლოებით ოცდაათი მილიონი ამერიკელი განაგრძობს მოწევას... სხვები საღეჭ რეზინებს ღეჭავენ, ფრჩხილებს იკვნეტენ, თითებს იწოვენ, ნუნებს იღრღნიან, საჭიროზე მეტს ჭამენ (ჩიფსები, ორცხობილები, თხილეული, საღეჭი კანფეტები და ა.შ.). ზოგი ტუჩებს იკვნეტს, ხარბად ყლაპავს ტრანკვილიზატორებს და ვიტამინებს, და ულვაშებსაც კი ღეჭავს. ის, თუ რა ხდება საძინებლების დახურულ კარს მიღმა, კარგად იცის ნებისმიერმა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს პორნოფილმი.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორალური იმპრინტირება? ცნობილია შემთხვევა პატარა ჟირაფზე, რომლის დედასაც შემთხვევით ჯიპი დაეჯახა მაშინვე, მისი დაბადების შემდეგ. ახალშობილმა, მიჰყვა რა მკაცრად მოცემულ გენეტიკურ პროგრამას, იმ პირველივე ობიექტის - თავად ჯიპის - „იმპრინტირება“ მოახდინა, რომელიც მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა ჟირაფის არქეტიპს. იგი ყველგან დაჰყვებოდა მანქანას, ხმოვან სიგნალებს აძლევდა მას, ცდილობდა მისი ჯიქანი ეპოვნა, ხოლო როცა გაიზარდა, სექსიც კი სცადა მასთან.

კონრად ლორენცს მსგავსი მაგალითი მოჰყავს ბატის ჭუკზე, რომელმაც შემთხვევით მოახდინა პინკ-პონგის ბურთის იმპრინტირება და შემდეგ მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება გულგრიული იყო მდედრი ბატებისადმი, და მთელი თავისი სექსუალური ენერგია პინგ-პონგის ბურთებისკენ მიმართა. როგორც ჩარლზ დარვინი ამბობდა: ზრდასრულ ასაკშიც კი, როცა ვხვდებით ობიექტს, რომელიც რაღაცით გვაგონებს ქალის ძუძუს, ჩვენ განვიცდით სიამოვნებას, რომელიც, როგორც ჩანს ყველა ჩვენს გრძნობაზე მოქმედებს.

konradlorenz l

(ფოტოზე - ლორენცი და მისი ბატები)

ძველები დიად დედა ქალ-ღმერთს, დიანა ეფესელს, მრავალი ძუძუთი გამოსახავდნენ და უგალობდნენ მას, წმინდა პეტრეს თქმით, როგორც „დიდ დიანას“. ალბათ არ არსებობს არცერთი დიდი მხატვარი, რომელმაც ერთი ქალის ნახატი მაინც არ დაგვიტოვა შიშველი მკერდით. იმ სცენებშიც კი, სადაც ადამიანის გამოსახულება არაა, ფერწერა გამუდმებით იყენებს მომრგვალებულ ხაზებს. არქიტექტორები უარყოფენ ევკლიდეს ხაზს და მომრგვალებული ხაზები შემოაქვთ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია: არკები, მავრიტანული გუმბათები და ა.შ. რაც შეეხება მუსიკას: სად მოვისმინეთ იგი პირველად, ვინ გვიმღერა იგი ხმადაბლა და დედის სხეულის რომელ ნაწილთან ვიყავით ამ დროს?

ალპინისტები, ხსნიან რა თავიანთ მისწრაფებას - დაიპყრონ კონუსისებური მწვერვალები, მელორის მსგავსად მოკლე ფრაზით შემოიფარგლებიან: „იმიტომ რომ ის (მდედრ.) იქაა“.

ჩვენი მაგიდის მოწყობილობას (ორალური დაკმაყოფილების ინსტრუმენტებს) ჩვეულებრივ მომრგვალებული ან მრუდე ფორმა აქვთ. კვადრატული თეფშები და ჭურჭელი „არანორმალურად“ ან უცნაურად გვეჩვენება.

ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტები) ყველაზე სხვადასხვა ფორმით გვევლინებიან ხოლმე, მაგრამ ყველაზე პოპულარული ოვალური და კონუსისებური ფორმებია.

ფროიდისტები თვლიან, რომ ოპიატური ნარკოტიკული დამოკიდებულობა წარმოადგენს დედის საშვილოსნოში დაბრუნების მცდელობას. ჩვენი თეორიით ამის ახსნა შესაძლებელია იმით, რომ ოპიუმი და მისგან წარმოებულები ბიოგადარჩენის წრედის „უსაფრთხო ადგილას“ გვაბრუნებენ: ბიო-უსაფრთხოების თბილ, მყუდრო ადგილას; ოპიატებს შეუძლიათ გაააქტიურონ ის ნეირონული კავშირები, რომლებიც ძუძუთი კვებისთვის არის დამახასიათებელი.

შევაჯამოთ: ბიოგადარჩენის წრედი დნმ-ის დონეზეა დაპროგრამებული კომფორტის ზონისა და უსაფრთხოების ძიებაზე დედის ორგანიზმთან ახლოს. თუ დედა არაა, მის ნაცვლად იმპრინტირებული იქნება მისი ახლო შემცვლელი გარემომცველი წრიდან. დაობლებული ჟირაფისთვის ოთხთვლიანი ჯიპი გახდა ოთხფეხა დედის შემცვლელი. ჭუკმა, რომელმაც ვერ იპოვა დედა-ბატის თეთრი მრგვალი სხეული, ფიქსაცია მოახდინა პინკ-პონგის თეთრ მრგვალ ბურთზე.

ეს წრედი მკაცრად ჩაისახა პირველ ორგანიზმებში, 3-4 მილიარდი წლის წინ. თანამედროვე ადამიანში ეს სტრუქტურა თავის ტვინის ღეროში იმყოფება და დაკავშირებულია ორგანიზმის ენდოკრინულ და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებთან. აი, რატომ ახდენს ამ წრედში დარღვევები ზეგავლენას „მაშინვე მთელ ორგანიზმზე“. ჩვეულებრივ, ისინი ღებულობენ ფიზიკური, და არა „მენტალური“ სიმპტომების სახეს, და განეკუთვნებიან ექიმების კომპეტენციას და არა ფსიქიატრების.

აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ ევოლუციის პრიმიტიულ სტადიაზე ვიმყოფებით და ცხოვრების პირობები ამ პლანეტაზე საკმაოდ მკაცრია. რადიკალურად განწყობილი პედიატრები დაჟინებით ამტკიცებენ, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ მშობიარობის სტანდარტული პროცედურა ჩვეულებრივ სამშობიაროში თითქმის ყოველთვის ტრავმასთანაა დაკავშირებული ბავშვისთვის, ან ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ - ცუდ იმპრინტს წარმოშობს. ხოლო ძალადობა ადამიანთა საზოგადოებებში: ომები, რევოლუციები, სამოქალაქო ომები და „გამოუცხადებელი სამოქალაქო ომი“, რომელსაც მტაცებელ კრიმინალთა კლასი აწარმოებს ნებისმიერ „ცივილიზებულ“ ქვეყანაში, ადამიანთა უმეტესობის პირველ წრედს დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს დროის მეტისმეტად დიდი ნაწილის განმავლობაში.

1968 წელს აშშ-ს მოსახლეობის ჯანმრთელობის კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 85%-ს აქვს ერთი ან მეტი სიმპტომი, რომლებსაც ჩვენ „პირველი წრედის ცუდ იმპრინტირებას ან განპირობებას დავარქმევდით“. ამ სიმპტომებს განეკუთვნება თავბრუსხვევის შემოტევები, გახშირებული გულისცემა, ხელისგულების ოფლიანობა და ხშირი ღამის კოშმარები.

ეს ნიშნავს, რომ 100-დან 85 შემხვედრი ამა თუ იმ დონით შეგიძლიათ განიხილოთ, როგორც „მოსიარულე ავადმყოფი“.

ესაა პირველი დონე ჩვენი უხეში, ცინიკური წარმოდგენისა, რომ ადამიანთა უმეტესობა თითქმის ისევე მექანიკურად მოქმედებს, როგორც რობოტი. როცა მოულოდნელ სიტუაციაში ზრდასრული ადამიანის ტვინში შეშინებული ბავშვის მღელვარების შესაბამისი ქიმიური ნივთიერებები აქტიურდება, ნაკლები შანსია, რომ მან შეძლოს რაიმეზე დიდი სიზუსტით დაკვირვება, გადაწყვეტა ან მსჯელობა.

აი, რატომ თქვა გურჯიევმა თავის საკუთარი ჟარგონზე, რომ ადამიანებს ძინავთ და კოშმარებს ხედავენ.

"სამართლიანობა? ღირსება? საიდან უნდა გაჩნდეს სამართლიანობა ან ღირსება მძინარე ადამიანების პლანეტაზე?" (გიორგი გურჯიევი)

მსგავს იდეას გამოთქვამდნენ ადრეული ქრისტიანებიც, რომლებიც მოგვიანებით რომაელმა ბიუროკრატებმა ერეტიკოსებად (გნოსტიკოსებად) გამოაცხადეს. „ჭეშმარიტების ევანგელე“ (პირველი საუკუნე) ღიად აცხადებს, რომ ისტორია კოშმარია:

...თითქოს (ყველა ადამიანი) მშფოთვარე ძილშია ჩაძირული. ან სადღაც გარბიან... ან თავს ესხმიან... ან თავად იღებენ შემოტევებს... ზოგჯერ მათ თითქოს სხვა ადამიანები კლავენ... ან თვითონვე კლავენ თავიანთ მოყვასებს...

ამ პირველი ქრისტიანებისთვის, ისევე როგორც ბუდისტებისთვის, გამოღვიძება პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავდა ამ კოშმარისგან გამოსვლას. ჩვენი ტერმინოლოგიით ეს სიტყვა ნიშნავს იმ პროგრამის გამოსწორებას, რომელიც გვაიძულებს ისე ვიმოქმედოთ და ისე აღვიქვათ გარესამყარო, როგორც ცუდად (არასწორად) აწყობილმა რობოტებმა. თუკი გავიღვიძებთ, სულ სხვა სამყაროს დავინახავთ.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს წრედი, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი ევოლუციის ისტორია გააჩნია, ყველაზე მექანიკური და ყველაზე სწრაფია. ბიოგადარჩენის წრედში არ არსებობს დროის ცნება. დააკვირდით სისწრაფეს, რომლითაც თქვენი ძაღლი უცნობის პირველივე ხმაზე რეაგირებს: მუქარის შემცველი ყეფა და სხეულის მყისიერად მოყვანა მზადყოფნაში - ავტომატურად ხდება. შემდეგ ძაღლი სხვა სიგნალების აღქმას იწყებს, რათა განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება უცნობისადმი.

რობერტ არდრის მოჰყავს პრიმატოლოგ რეი კარპენტერის შესანიშნავი ტექსტი, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ ტვინის ამ ნაწილის ფუნქციონირება:

"წარმოიდგინეთ, რომ მაიმუნი ხართ და ბილიკზე დიდი ქვის გვერდით გაირბინეთ. უეცრად, მის უკან, პირისპირ აწყდებით სხვა ცხოველს. მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ იმაზე, თავს დაესხათ, გაექცეთ თუ საერთოდ არ მიაქციოთ ამ ცხოველს ყურადღება, ჯერ სხვა გადაწყვეტილებების სერია უნდა მიიღოთ. მაიმუნია ეს თუ არა? თუ არაა მაიმუნი, როგორაა განწყობილი მაიმუნების მიმართ - კეთილგანწყობილად თუ მტრულად? თუ მაიმუნია, მდედრია თუ მამრი? თუ მდედრია, აქვს თუ არა შეწყვილების პერიოდი? თუ მამრია, ზრდასრულია თუ ახალგაზრდა? თუ ზრდასრულია, რომელი ჯგუფიდანაა, თავისი თუ სხვისი? ამ გადაწყვეტილებებისთვის ერთ/მეხუთედ წამზე მეტი არ გვაქვს, რადგან შეიძლება თავს დაგესხან".

ბიოგადარჩენის პროგრამა თავდაპირველად მიბმულია დედის გარშემო უსაფრთხო ზონაზე (ორალური იმპრინტი), შემდეგ კი ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ფართო ტერიტორიებს მოიცავს, და განსაზღვრავს, რა არის სახიფათო და რა - არა. მკაცრად მოცემული გენეტიკური (ანუ ავტომატური) პროგრამების გარეშე მეორე ეტაპი შეულებელი იქნებოდა და ვერცერთი ძუძუმწოვარი ვერ დატოვებდა დედის ძუძუს. მკაცრად მოცემული პროგრამები ავტომატურად (არაცნობიერად) სრულდება, რადგან ყოველ სიტუაციაში რომ ჩერდებოდეთ და ფიქრობდეთ, პირველივე მტაცებელი შეგსანსლავდათ.

უდავოა, რომ იმპრინტი შემთხვევით მყარდება - იმპრინტული მოწყვლადობის დროს არსებული გარემოებებით. (გაიხსენეთ ბატის ჭუკი, რომელმაც პინკ-პონგის ბურთის იმპრინტირება მოახდინა). ზოგიერთში იმპრინტირდება სიმამაცე, ცნობისმოყვარეობა და კვლევებისადმი მიდრეკილება; სხვებში მოუხეშავობა, ინფო-ფობია (წინასწარგანუსაზღვრელის შიში) და ჩაკეტილობა, რის უკიდურეს გამოვლინებასაც წარმოადგენს იმპრინტი, რომელსაც აუტიზმს, ან ბავშვთა შიზოფრენიასაც უწოდებენ.

ეს ყველაფერი რობოტის ქცევებია, სანამ ადამიანი თავისი ტვინის წრედების გადაპროგრამებას ანუ გადაიმპრინტებას არ ისწავლის. უმეტეს შემთხვევებში ასეთი მეტაპროგრამირება ვერ ხერხდება. თუკი ხდება, ეს ხდება წამის მეასედში, ავტოპილოტზე, ნულოვან დროში. „თავადაც ვერ ვხვდები, როგორ გავაკეთე ეს“, - ამბობს ჯარისკაცი, რომელიც ტრიბუნალმა სიმხდალისთვის გაასამართლა, ან სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

რა თქმა უნდა, ბიოგადარჩენის წრედის მკაცრ იმპრინტირებას ზემოდან ეფინება „შედარებით რბილი“ განპირობება. ეს საშუალებას იძლევა, რომ უსაფრთხო პერიმეტრი დედის სხეულისგან ჯოგის ან თემის („გაფართოებული ოჯახის“) საზღვრებამდე გაფართოვდეს.

ყოველ საზოგადოებრივ ცხოველს, დარვინის თვითგადარჩენის „ინსტინქტთან“ (გენეტიკურ პროგრამასთან) ერთად გააჩნია გენოფონდის დაცვის ინსტინქტიც. ესაა ჩვენი ადამიანური ალტრუიზმის საფუძველი, საზოგადოებრივი ცხოველები კი ამ ინსტინქტის გარეშე უბრალოდ ვერ გადარჩებიან.

ველური ძაღლები (და მგლები) ყეფენ, რათა დანარჩენი ხროვა უცხოს მოახლოების შესახებ გააფრთხილონ. თქვენი შინაური ძაღლი ისე აღგიქვამთ, როგორც ხროვის ბელადს; ისიც იმისთვის ყეფს, რომ უცხოს მოახლოების შესახებ გაგაფრთხილოთ. (ყეფა რა თქმა უნდა უცხოსაც აფრთხილებს იმის შესახებ, რომ ძაღლი მზადაა თავისი ტერიტორიის დასაცავად).

ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ჯოგურობა (თემი, გაფართოებული ოჯახი) დაიშალა. ამაშია ფართოდ გავრცელებული ანომიით [ანომია (ფრანგ. – „კანონის არარსებობა“) - სოციოლოგიაში: თანამედროვე საზოგადოების ღირებულებათა სისტემის ხრწნა, რაც განპირობებულია გაცხადებულ მიზნებს (სიმდიდრე, ძალაუფლება, წარმატება) შორის წინააღმდეგობით და უმრავლესობისთვის მათი რეალიზების შეუძლებლობით - მთარგმნ. შენიშვნა] ან ეგზისტენციალური დრამით, რასაც ასე მაღალფარდოვნად აღწერს ბევრი სოციალური კრიტიკოსი. მოხდა შემდეგი რამ: ბიოგადარჩენის გენოფონდთან კავშირის განპირობება გადაიფარა განპირობებით ბოგადარჩენითი მისწრაფებით ქაღალდის განსაკუთრებული ნაგლეჯებისადმი, რომლებსაც „ფულს“ ვუწოდებთ.

უფრო კონრეტულად თუ ვიტყვით, თანამედროვე ადამიანი არ ეძებს ბიო-უსაფრთხოებას გენოფონდში, თემში, გაფართოებულ ოჯახში. ბიო-გადარჩენა დამოკიდებული გახდა ქაღალდის ნაგლეჯებზე. „ფულის გარეშე ცხოვრება არაფრად არ ვარგა“. თუ ამ ქაღალდებს წაართმევთ, ადამიანს მაშინვე უჩნდება მწვავე ბიოგადარჩენითი შფოთვა.

რაც შეიძლება მკაფიოდ წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით ან როგორ მოიქცეოდით, ხვალ რომ თქვენი ბიოგადარჩენის ქაღალდების (ფულის) ყველა წყარო ამოიწუროს. ზუსტად იგივეს განიცდის თემური საზოგადოების ადამიანი მას შემდეგ, რაც ჯოგისგან მოიკვეთება. აი, რატომაა, რომ განკვეთა მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე საკმარისი საშუალება იყო შიგა-თემური კავშირების გასამყარებლად. ჯერ კიდევ შექსპირის დროს მოკვეთის შიში ადამიანში დიდ შიშს იწვევდა („გაძევება! გაძევება - ეს სიტყვა ჯოჯოხეთშიც კი წყევლას ჰგავს“, - იძახის რომეო) .

ტრადიციულ საზოგადოებაში თემისადმი კუთვნილება ბიოუსაფრთხოებას წარმოადგენდა, ხოლო გაძევება - სასიკვდილო საფრთხეს. თანამედროვე დროში ბიოუსაფრთხოებას ქაღალდების (ფულის) ფლობა წარმოადგენს, ხოლო მათი დაკარგვა - საშინელებას.

ველფეირიზმი, სოციალიზმი, ტოტალიტარიზმი დ ა.შ. წარმოადგენენ (რაციონალურობის და ისტერიულობის წილის სხვადასხვა თანაფარდობით) მცდელობას, რომ თემური კავშირი გენოფონდის სახელმწიფოთი შეცვლის გზით აღადგინონ. კონსერვატორები, რომლებიც აცხადებენ, რომ ველფეირის არცერთი ფორმა მათთვის მისაღები არაა, პრაქტიკულად ითხოვენ, რომ ადამიანებმა ტოტალურ ბიოგადარჩენით მღელვარებაში და ანომიაში (მარტივად რომ ვთქვათ, მუდმივ შიშში) იცხოვრონ. რა თქმა უნდა, ისინი ბუნდოვნად ხვდებიან ამას და გვთავაზობენ, რომ სახელმწიფო სოციალური პროგრამები „ადგილობრივი ქველმოქმედებით“ ჩაანაცვლონ - ანუ გვთავაზობენ, რომ ჯადოსნური გზით აღადგინონ გენოფონდი იმ ადამიანებს (ჩვეულებრივი ქალაქის მაცხოვრებლებს) შორის, რომლებიც გენეტიკურად საერთოდ არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი.

მეორე მხრივ, სახელმწიფო არ წარმოადგენს გენოფონდს ან თემს და სინამდვილეში არ შეუძლია, რომ ბიოგადარჩენის სრულფასოვანი ერთეულის როლი შეასრულოს. ველფეირის სისტემაში ყველა პარანოიკი ხდება რაიმე უმნიშვნელო დარღვევისთვის „განკვეთის“ მუდმივი შიშის გამო (უფრო და უფრო გართულებად ბიუროკრატიულ სისტემაში). ხოლო რეალურ ტოტალიტარიზმში, სადაც სახელმწიფოს თემთან ყალბი გაიგივება ახალი მისტიციზმის დონეს აღწევს, პარანოია სრულიად ტოტალური ხდება.

ნამდვილი კავშირი შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ მცირე ჯგუფებში, სადაც ყველა იცნობს ერთმანეთს. აქედან მოდის მუდმივი (თუმცა ინდუსტრიალური საზოგადოებისთვის ძნელად მიღწევადი) მისწრაფება დეცენტრალიზაციისკენ, თემური სულისკვეთებისკენ, სახელმწიფოს ჩანაცვლებისკენ სინდიკატებით (როგორც ანარქიზმში) ან ჯგუფებით, რომლებიც საერთო მსოფლმხედველობით ერთიანდებიან (როგორიც იყო ჯგუფი „III ცნობიერება”, რომელშიც რაიხიც შედიოდა). გაიხსენეთ სამოციანების ჰიპების ექსპერიმენტები, რომლებიც დღემდე გრძელდება მრავალრიცხოვან სოფლის კომუნებში.

რეალურ სამყაროში ადამიანთა უმეტესობისთვის ბიოგადარჩენით კავშირს წარმოადგენს ქაღალდები, რომელსაც „ფულს“ უწოდებენ. ანტისემიტიზმი - კომპლექსური ანომალიაა, რომელსაც მრავალი წახნაგი და მიზეზი აქვს, მაგრამ თავის კლასიკურ ფორმაშია („ებრაელი ბანკირების შეთქმულება“) იგი გამოხატავს ძალიან მარტივ იდეას: მტრული გენოფონდი აკონტროლებს ქაღალდებს, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს. მსგავსი პარანოია ფულად ეკონომიკაში გარდუვალია: ნარკომანებს თავისი მითები აქვთ ჰეროინის მომწოდებლებთან დაკავშირებით. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დღეს აშშ-ში ანტისემიტიზმის შემცირებასთან ერთად „ბანკირების შეთქმულება“ ახალი ფორმით ცოცხლობს. ახლა ბოროტმოქმედების როლს ასრულებენ ძველი ოჯახები ახალი ინგლისიდან „იანკების ისთებლიშმენტი“. მემარცხენე კონსპიროლოგებს შეუძლიათ ამ იანკი-ბანკირების გენეალოგიური ცხრილები წარმოგიდგინონ, ისევე, როგორც თავის დროზე ანტისემიტები წარმოადგენდნენ როტშილდების გენეალოგიას.

ს.ჰ. დუგლასმა, ინჟინერმა და ეკონომისტმა, ერთხელ ააგო დიაგრამა, რომელიც მაკმილანის კომისიას წარუდგინა, როცა 1932 წელს საფინანსო და საკრედიტო რეგულირების საკითხებს განიხილავდნენ. მასზე გამოსახული იყო ორი მრუდი - პროცენტების დინამიკა 1812 წელს ნაპოლეონის განადგურების შემდეგ და თვითმკვლელობის დინამიკა ამავე ასოცი წლის განმავლობაში.

konture2

(ალფა მამრები პირველები ჭამენ. მაჩანჩალებს ნარჩენები ხვდებათ.- იხ. ფოტო)


ეს ორი მრუდი თითქმის ემთხვეოდა. თვითმკვლელობების რიცხვი იზრდებოდა ყოველ ჯერზე, როცა პროცენტული გადასახადის დონე იზრდებოდა, და პირიქით. ამას „დამთხვევას“ ვერ ვუწოდებთ. როცა პროცენტული გადასახადი იზრდება, ბიზნესმენების გარკვეული რიცხვი კოტრდება, მუშახელის გარკვეული რიცხვი ქუჩაში აღმოჩნდება ხოლმე, და ასევე იზრდება საერთოდ ბიოგადარჩენითი მღელვარება.

მარქსისტებისთვის და სხვა რადიკალებისთვის კარგადაა ცნობილი „მენტალური ჯანმრთელობის“ მსგავსი ფაქტორები, ამიტომ მათ ეზიზღებათ აკადემიური ფსიქოლოგიის ყველა სახე, რომლებიც იგნორირებას უკეთებენ ამ ბიო-გადარჩენის ასპექტებს. სამწუხაროდ, მარქსისტების წამალი - ყოველი ადამიანი სახელმწიფოებრივი ბიუროკრატიის ხუშტურებზე დამოკიდებული გახადონ - ავადმყოფობაზე უფრო უარესი გამოდის.

ბიოგადარჩენის მღელვარება საბოლოოდ ქრება მხოლოდ მაშინ, როცა საყოველთაო კეთილდღეობა იმ დონეს აღწევს, რომლის დროსაც ტოტალიტარიზმის არარსებობის პირობებში ყველას საკმარისი ქაღალდი ექნება.

„შიმშილოსგან განთავისუფლების პროექტი“, „გარანტირებული ყოველწლიური შემოსავლის“ იდეა, დუგლასის „დივიდენდების ნაციონალური გეგმა“ და ა.შ. ამ მიზნისკენ ნაბიჯებს წარმოადგენენ. იდეალი შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტექნოლოგიის დონე ყველაფერში უზრუნველჰყოფს სიუხვეს.

უკიდურესი შემთხვევა - ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მძიმე იმპრინტი პირველ (ორალურ) წრედზე აქვთ, - ჩვეულებრივ ვისცეროტონიკებს წარმოადგენენ, რადგან ეს იმპრინტი ჰორმონალური პროცესების აქტივონას განსაზღვრავს. მათთვის დამახასიათებელი გარეგნული შტრიხები, უკვე ზრდასრულ ასაკში, იქნება „ბავშვური სახე“, „ბავშვური სიფუმფულე“, სიმსუქნე, სინაზე და ა.შ. მათ პანიკურად ეშინიათ სხვების მხრიდან ნებისმიერი სახის დაწუნების (disapproval), რადგან ტვინის ბავშვურ წრედში დაწუნება გულისხმობს გაქრობას საკვების წყაროს დაკარგვის გამო.

ჩვენ ყველას გვაქვს ეს წრედი და ყოველდღიურად ვგრძნობთ მისი აქტივიზაციის მოთხოვნილებას. ჩახუტება, მიზიდვა, წოვა და ა.შ., ასევე ყოველდღიური თამაში ა) საკუთარ სხეულთან; ბ) სხვის სხეულთან და გ) გარემომცველ სამყაროსთან აუცილებელია ნეიროსომატური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ისინი, ვინც უარყოფენ ამ პირველად ფუნქციებს მესამე (რაციონალურ) და მეოთხე (მორალურ) წრედებზე უხეში იმპრინტის გამო, როგორც წესი არიან „მშრალი“, არამიმზიდველი, „ცივი“ და უხეში ადამიანები.

საკუთარ სხეულთან, სხვის სხეულთან ან გარესამყაროსთან თამაშის ბავშვური მოთხოვნილება ყოველ ცხოველშია მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. ეს „თამაშობა“ დამახასიათებელი შტრიხია ყველა აშკარად ჯანსაღი პიროვნებისთვის - „თვითაქტუალიზირებულებისთვის“, მასლოუს კლასიფიკაციის მიხედვით.

თუ ეს საწყისი იმპრინტი ნეგატიურია - ანუ თუ სამყარო მთლიანობაში და სხვა ადამიანები იმპრინტირდებიან როგორც სახიფათონი, არაკეთილგანწყობილნი და შემაშინებელნი, - მამტკიცებელი მთელი ცხოვრება განაწყობს ადამიანის აღქმას სწორედ ასეთი მსოფლმხედველობის მაქსიმალურ შესაბამისობაში. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც „უსამართლობების კოლექციონერის“ სინდრომი (დოქტორ ედმუნდ ბერგლერის ტერმინოლოგიით). ქალები მსგავსი იმპრინტით ხშირად ხდებიან რადიკალური ფემინისტები, მამაკაცები კი ნაკლებად ორგანიზებულნი არიან; მათ შეხვდებით უკიდურეს მემარცხენეებში ან უკიდურეს მემარჯვენეებში.

მსგავსი ქცევა გაუცნობიერებელია სამი მიზეზით. პირველ რიგში, იგი ავტომატურია, რადგან რეალიზდება აზრის მონაწილეობის გარეშე, რობოტის პროგრამის მსგავსად. მეორეც, იგი ჩნდება მანამ, სანამ ბავშვი ენას აითვისებს, ამიტომ არავერბალურია - ასეთი ქცევა უფრო იმპულსურია, ვიდრე გააზრებული. მესამეც, იგი გაუცნობიერებელია, რადგან მაშინვე მთელ სხეულზე ვრცელდება. კერძოდ, იგი ხასიათდება რესპირატორული ბლოკით (პირველად იგი ვილჰელმ რაიხმა შენიშნა): ქრონიკული კუნთოვანი დაძაბულობით, რომელიც სწორ და მშვიდ სუნთქვას ხელს უშლის. ჩვეულებრივ ენაზე ამ მოვლენას „ყელში მოწოლილ ბურთს“ უწოდებენ.

რეიმპრინტირების (თერაპიის) ყველა ეფექტური ტექნიკა მიმართულია ამ ქრონიკული მღელვარებისგან განთავისუფლებისკენ და პირველ რიგში მიმართულია სხეულზე, და არა „სულზე“. რაიხის მიმდევრები, როლფერები, რებერსისტები, გეშტალტისტები და ა.შ. - ყოველმა მათგანმა, მიუხედავად მათ მიერ გამოყენებული ჟარგონებისა, იცის, რომ ცუდი ბიოგადარჩენის იმპრინტის გამოსწორება შესაძლებელია მუშაობით მხოლოდ ბიოლოგიურ არსებაზე, სხეულზე, რომელიც თავს გამუდმებით მოწყვლადად და თავდასხმის ობიექტად თვლის. ნეიროლონგვისტური პროგრამირების (NLP) სეანსებიც კი იმით იწყება, რომ პაციენტს თხოვენ მოდუნდეს და ძალდატანების გარეშე ისუნთქოს.

როგორც გრეგორი ბეიტსონმა აღნიშნა, კონრად ლორენცმა თავისი საოცარი აღმოჩენების გაკეთება იმპრინტინგის სფეროში - რომლისთვისაც ნობელის პრემია მიიღო, - მის მიერ შესწავლილი ცხოველების ცნობიერი იმიტაციით შეძლო. მათ, ვინც ლორენცის ლექციებს ესწრებოდა, შეეძლოთ დაენახათ მის მიერ აღწერილი ყოველი ცხოველი, რადგან ლორენცს ამ ცხოველად „გარდასახვა“ პროფესიონალი მსახიობივით შეეძლო.

უფრო ადრე ვილჰელმ რაიხმა აღმოაჩინა, რომ შეეძლო საოცრად მკაფიოდ გაეგო თავისი პაციენტების მდგომარეობა მათთვის დამახასიათებელი მოძრაობების და პოზების იმიტირებით. ბიოგადარჩენის იმპრინტები, განსაკუთრებით ტრავმული ხასიათის, მთელ სხეულზე ვრცელდება და „გაყინულია“ (რაიხის მეტაფორა) კუნთებისა და ჯირკვლების ქრონიკულ მექანიზმებში.

თუკი არ შეგიძლიათ გაიგოთ ვინმეს „ირაციონალური“ ქცევა, დაიწყეთ ამ ადამიანის სუნთქვაზე დაკვირვებით, და ძალიან მალე მიხვდებით, რა აწუხებს მას. აი, რატომაა, რომ იოგას ყველა სკოლაში - ბუდისტურში, სუფიურში და ინდუისტურში - ასეთი დიდი ყურადღება ექცევა ნორმალური სუნთქვის აღდგენას მანამ, სანამ უფრო მაღალ წრედებზე და ცნობიერების გაფართოებაზე გადავლენ.

ამ საკითხს მხოლოდ „ფსიქოლოგიური“ მნიშვნელობა არ გააჩნია. ასე, მაგალითად, კიბოს და ასთმის ფსიქოსომატური ასპექტების ყოველი კვლევისას წინასწარგანწყობის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის აღმოჩენილია ხოლმე კუნთების ქრონიკული შეკუმშვა (რომელიც სუბიექტურად შეიგრძნობა, როგორც მღელვარება). რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს. ადამიანები ყოველდღიურად ახრჩობენ თავიანთ შინაგან ორგანოებს, რადგან ეშინიათ.

შესაძლოა, მერი ბეიკერ ედი ცოტას აჭარბებდა, როცა ამბობდა, რომ „ყველა ავადმყოფობა შიშის გამოვლინებაა“, მაგრამ ქოლისტური მედიცინა უფრო და უფრო ხდება მიდრეკილი იმისკენ, რომ თუ სიტყვა „ყველას“ უფრო ფრთხილი სიტყვით - „უმეტესობით“ შევცვლით, მისის ედი ჭეშმარიტებასთან ახლოს აღმოჩნდება.

მედიცინის სქელშუბლიანი დოქტორებიც კი, რომლებსაც ერთი წუთითაც არ მოეჩვენებათ ჯანსაღად ქოლისტური იდეები, აღიარებენ, რომ გაურკვეველი სახით ზოგიერთი ადამიანი „უფრო მიდრეკილია“ ავადმყოფობებისადმი, ვიდრე სხვები. რაში მდგომარეობს ეს მეტაფიზიკური „წინასწარგანწყობა?“ ანთროპოლოგმა ეშლი მონტაგუმ ვრცელი სტატისტიკა დააგროვა ბავშვებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით მოკლებულნი იყვნენ დედობრივ სიყვარულს ახალშობილობის დროს იმპრინტული მოწყვლადობის მომენტში. მათ არა მხოლოდ ვერ მიაღწიეს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, არამედ ცხოვრების განმავლობაში გაცილებით უფრო ავადმყოფურები იყვნენ თანატოლებთან შედარებით და რამდენიმე დიუიმით პატარებიც კი იყვნენ იგივე სქესის საშუალო სიმაღლესთან შედარებით.

ერთადერთი, რითაც შეიძლებოდა მსგავსი „წინასწარგანწყობის“ ახსნა (გარდა შესაძლო გენეტიკური ფაქტორებისა), - ესაა მღელვარების (კუნთოვანი დაჭიმულობის) იმპრინტი პირველ  წრედზე.

ქრისტიანობას ან ნებისმიერ სხვა რელიგიას, რომელიც დოგმატურად ამტკიცებს, რომ „ღმერთს“ ჩვენი ბედნიერება და წარმატება სურს, - შეუძლია „სასწაულებრივად“ განკურნოს მსგავსი მდგომარეობები. რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი დაამტკიცებს ამას. როცა აბსოლუტური რწმენა იმისა, რომ „ღმერთი“ გეხმარებათ, ყოველდღიურად, მთელი დღის განმავლობაში გამოსხივდება, ეს კუნთებს მოდუნების სიგნალს აძლევს და ამით ბუნებრივ ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხალისს გიბრუნებთ.

მიუხედავად ადამიანის ასაკისა, როცა ბიოგადარჩენის წრედი საფრთხეს გრძნობს, მთელი დანარჩენი მენტალური აქტივობა წყდება. ყველა დანარჩენი წრედი ირთვება, სანამ არ „გადაწყდება“ (რეალისტურად ან სიმბოლურად) ბიოგადარჩენის პრობლემა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტვინის პროგრამირებასა და გამორეცხვაში.

ახალი იმპრინტის შექმნისთვის თავდაპირველად საჭიროა სუბიექტის დაბრუნება ახალშობილის მდგომარეობაში, ანუ იმპრინტული მოწყვლადობის მდგომარეობაში. ამ თემას მოგვიანებით განვიხილავთ.

ნევროლოგიურის-წინარე ტერმინებით, ბიოგადარჩენის წრედი წარმოადგენს იმას, რასაც ვუწოდებთ „ცნობიერებას“, როგორც ასეთს. ესაა აქ და ახლა, ამ მოწყვლად სხეულში თანმყოფობის შეგრძნება, რომელიც ამ ფიზიკური სამყაროს სხვადასხვა ენერგიებისა და ძალების ზემოქმედებას ექვემდებარება. როცა „ცნობიერების გარეშე“ (უგონოდ) ვიმყოფებით, ბიოგადარჩენის წრედი გამორთულია, და ექიმებს შეუძლიათ გაგვჭრან და არ შეეშინდეთ, რომ გავიქცევით, ან ყვირილს დავიწყებთ.

სავარჯიშოები

1. მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მომენტიდან და მომავალში დატკბებით ამ პრიმიტიული წრედის მოქმედებით. სირცხვილის გარეშე ეთამაშეთ საკუთარ თავს, სხვებს და გარშემომყოფ სამყაროს, თითქოს ახალშობილი ხართ. დაფიქრდით გამოთქმაზე: „... თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“.

2. ნუ იზრუნებთ დიეტაზე - თუ თქვენი გონება სწორად იმუშავებს, ავტომატურად მიაღწევთ თქვენი სიმაღლისთვის ოპტიმალურ წონას. დატკბით ჭეშმარიტად ტკბილი დესერტით კვირაში ერთხელ. დიაბეტიკებმა რა თქმა უნდა ეს გემრიელობები უშაქრო პროდუქტების განყოფილებაში უნდა შეიძინონ.

3. ჩაეწერეთ კარატეს ან კუნგ-ფუს სკოლაში და იარეთ ვარჯიშებზე როგორც მინიმუმ სამი თვე, შემდეგ კი კვლავ გადაიკითხეთ ეს თავი. თქვენ გაოცდებით, რამდენად მნიშვნელოვანი გახდა თქვენთვის ყოველი წინადადება.

4. დაწექით ზურგზე და გააკეთეთ 20 ინტენსიური ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. უნდა ისუნთქოთ სწრაფად და პირით. როცა 20-ს მიაღწევთ, გაჩერდით და დაიწყეთ ცხვირით სუნთქვა, ნელა და რიტმულად, როგორც იოგები გვირჩევენ, ასევე 20-ჯერ. შემდეგ ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ტანტრულ იოგაში ეს სავარჯიშო ცნობილია, როგორც „ცეცხლოვანი სუნთქვა“. მისი შედეგები ძალზე საინტერესო და გაკვეთილის მომცემია. სცადეთ!

5. ეწვიეთ აკვარიუმს და ყურადღებით დააკვირდით მის ბინადრებს. სცადეთ მოქმედებაში დაინახოთ თევზის ბიოგადარჩენის წრედი და განსაზღვრეთ, როდის და როგორ მოქმედებდა ეს წრედი თქვენს ცხოვრებაში.

6. თუ პატარა ბავშვი არ გყავთ, იპოვეთ შესაძლებლობა, რომ ერთი საათით სხვის ბავშვთან ითამაშოთ. შემდეგ ხელახლა გადაიკითხეთ ეს თავი.


 

anal conture1

თავი მეოთხე. ანალური ემოციურ-ტერიტორიული წრედი

გაიქეცი ლეკვო, გაიქეცი!
გაიქეცი ლეკვო, გაიქეცი!
აი, დიდი ძაღლი მოდის —
გაიქეცი ლეკვო, გაიქეცი!
(საბავშვო ლექსი)

მეორე წრედი - ტვინის ემოციურ-ტერიტორიული სისტემა - პასუხს აგებს ცალსახად ძალოვან პოლიტიკაზე. ეს „პატრიოტული“ წრედი ყველა ხერხემლიანს გააჩნია და 500 მილიონიდან მილიარდამდე წელს ითვლის. თანამედროვე ადამიანში იგი, როგორც ჩანს, თალამუსშია განლაგებული „უკანა“, ანუ „ძველ ტვინში“ - და დაკავშირებულია კუნთებთან.

ეს წრედი ყოველ ახალშობილში ვლინდება, როცა დნმ-ის მატრიცა რნმ-ის შიკრიკებს ფეხზე დგომის და სიარულის პროცესის გასაშვებად აგზავნის. სიარულის სწავლა, გრავიტაციის დაუფლება, ფიზიკური დაბრკოლებების გადალახვა და სხვა ადამიანებით პოლიტიკური მანიპულირების დაუფლება - ეს ყველაფერია მოწყვლადობის ის წერტილები, რომელშიც ჩნდება იმპრინტირება ან მძიმე განპირობება. კუნთები მალევე პროგრამდებიან ამ ძალოვანი ფუნქციების შესრულებაზე, და მყარ, მუდმივ რეფლექსებს იძენენ.

როგორც ყოველთვის, გარესამყაროს მოვლენების შესაბამისად - იმის, რაც ნეიროლოგიური მოწყვლადობის წერტილებში ხდება, - ეს წრედი განსაზღვრავს ან ძლიერ, დომინანტ როლს, ან სუსტ, დაქვემდებარებულ როლს ჯოგში (ოჯახში). ამაში რომ დარწმუნდეთ, სულაც არაა აუცილებელი ჯუნგლებში, ეტოლოგებთან ერთად გამგზავრება: იმპრინტირების პროცესს შეგიძლიათ ლეკვების ნებისმიერ ჯგუფზე დააკვირდეთ. მათთან ძალიან სწრაფად ხდება იმის განსაზღვრა, თუ ვინ იქნება დომინანტი და ვინ - დაქვემდებარებული.

სტატუსი ჯოგში ან თემში განისაზღვრება პრე-ვერბალური სასიგნალო სისტემით, რომელშიც ეს კუნთური რეფლექსები მთავარ როლს თამაშობენ. ყველა ემოციური თამაში ან სქემა, რომლებიც ჩამოთვლილია დოქტორ ერიკ ბერნის პოპულარულ წიგნებში ფსიქოლოგიური თამაშების და ტრანზაქციული ანალიზის შესახებ, წარმოადგენს მეორე წრედის იმპრინტებს და ძუძუმწოვრების სტანდარტულ ტაქტიკებს.

მოვიყვან ციტატას ჩემი მოთხრობიდან: „შრედინგერის კატა“:

ტერის მოშინაურებული პრიმატების უმეტესობამ არ იცოდა, რომ ისინი პრიმატები იყვნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებულს წარმოადგენდნენ და ყველაფერ დანარჩენს „აღემატებოდნენ“ პლანეტაზე.

ბენი ბენედიქტის რეგულარული სვეტიც კი - „კიდევ ერთი თვე“ - ამ ილუზიაზე იყო დაფუძნებული. ბენიმ ნამდვილად წაიკითხა ერთხელ დარვინი - დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ კოლეჯში - და სმენია ისეთი მეცნიერებების არსებობის შესახებ, როგორიცაა ეტოლოგია და ეკოლოგია, მაგრამ ევოლუციის ფაქტები მას არასოდეს რეალურად დაურეგისტრირებია. იგი არასოდეს ფიქრობდა საკუთარ თავზე, როგორც პრიმატზე, და ვერ აცნობიერებდა, რომ მისი მეგობრები და კოლეგებიც ასევე პრიმატები იყვნენ. და ბოლოს, მას არასოდეს ესმოდა, რომ უნიშტატის ალფა-მამრები მაიმუნების ჯოგის ტიპიური ლიდერები იყვნენ. ამ თვალნათლივი საგნების დანახვის უუნარობის გამო ბენის გამუდმებით აშფოთებდა და აშინებდა თავისი ქცევა, თავისი მეგობრებისა და კოლეგების ქცევა, და განსაკუთრებით ჯოგის ალფა-მამრების ქცევა. რადგანაც არ იცოდა, რომ ასეთი ქცევა ჩვეულებრივი ამბავია პრიმატებისთვის, ეს მას უბრალოდ საშინელებად ეჩვენებოდა.

რადგანაც პრიმატების ქცევა მნიშვნელოვანწილად ფასდებოდა, როგორც საშინელი, მოშინაურებული პრიმატების უმეტესობა თავისი დროის დიდ ნაწილს საკუთარი მოქმედებების დამალვაში ატარებდა. ზოგიერთ პრიმატს სხვა პრიმატები ამხელდნენ. ყველა პრიმატს ეშინოდა, რომ ფაქტზე გამოიჭერდნენ. მათ, ვისაც იჭერდნენ უვარგის მძღნერს ეძახდნენ.

ტერმინი „მძღნერი“ პრიმატების ფსიქოლოგიის ღრმა გამოხატულებას წარმოადგენდა. მაგალითად, ერთმა ველურმა პრიმატმა (შიმპანზე), რომელსაც ორი მოშინაურებული პრიმატი (მეცნიერები) ნიშნების ენას ასწავლიდა, შეათავსა სიტყვები „მღძნერი“ და „მეცნიერი“, და იმ მეცნიერს, რომელიც არ მოსწონდა, აღწერდა, როგორც „მძღნერი-მეცნიერი“. მან ასევე შეათავსა ნიშნები: „მძღნერი“ და „შიმპანზე“ იმ სხვა შიმპანზეს აღსაწერად, რომელიც ასევე არ მოსწონდა, და უწოდა მას „მძღნერი-შიმპანზე“.

„შე უვარგისო მძღნერო“ (You no-good shit), - ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს მოშინაურებული პრიმატები. ეს მეტაფორა ღრმად გამოხატავს პრიმატების ფსიქოლოგიას, რადგანაც ისინი თავიანთ ტერიტორიას ექსკრემენტებით ნიშნავენ, და ზოგჯერ ერთმანეთსაც ესვრიან მათ, როცა საქმე ტერიტორიულ პაექრობამდე მიდის.

ერთმა პრიმატმა დაწერა დიდი წიგნი, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი, როგორ უნდა დასჯილიყვნენ მისი პოლიტიკური მტრები. მან წარმოიდგინა უზარმაზარი ხვრელი მიწაში: ცეცხლით, კვამლით და მძღნერის მდინარეებით. ამ პრიმატს დანტე ალეგიერი ერქვა.

სხვა პრიმატმა დაწერა, რომ ყოველი ახალშობილი-პრიმატი გადის ეტაპს, რომელშიც მის ძირითად საზრუნავს ბიო-გადარჩენა წარმოადგენს, ანუ საკვები, ანუ დედის ძუძუ. მან ამას ორალური სტადია უწოდა. ასევე თქვა, რომ შემდეგ ბავშვი ძუძუმწოვრების პოლიტიკის შესწავლის ეტაპზე, ანუ მამის (ალფა მამრის), მისი ავტორიტეტისა და ტერიტორიული მოთხოვნების აღიარების ეტაპზე გადადის. გენიალურობით, რომელიც ცოტა პრიმატმა თუ დააფასა, მან ამ სტადიას ანალური უწოდა.

ამ პრიმატს ფროიდი ერქვა. მან კვლევის ობიექტად თავისი საკუთარი ნერვული სისტემა აიღო და მის შემაგდენელ წრედებს იკვლევდა, და პერიოდულად მის სტრუქტურას ნეირო-ქიმიური საშუალებების მეშვეობით ცვლიდა.

ანალურ შეურაცხყოფებს შორის, რომლებსაც მოშინაურებული პრიმატები ერთმანეთში ცვლიან, როცა ტერიტორიისთვის იბრძვიან, არსებობს ასეთები: „გააჯვი“, „მოაშორე ეგ შენი ბინძური ტრაკი“, „მძღნერის ბოჭკა“ და მრავალი სხვა.

ფრანკების სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად პატივსაცემი ალფა-მამრი გახლდათ გენერალი კანბრონი. მან ასეთი პატივისცემა დაიმსახურა პასუხის გამო, რომელიც მაშინ გასცა, როცა ვატერლოოსთვის ბრძოლაში დანებებება შესთავაზეს. „Merde” (ფრანგ. - მძღნერი“) - იყო მისი პასუხი.

სიტყვა პეტარდი ბომბის ერთ-ერთ ნაირსახეობას აღნიშნავს. იგი მომდინარეობს იგივე ძველ-ინგლისური ფუძისგან, რომლისგანაც სიტყვა Fart (კუილი). გენერალი კანბრონის მენტალიტეტი გახლდათ სამხედრო კასტის წარმომადგენელი ალფა-მამრის ტიპიური მენტალიტეტი. როცა პრიმატები ბრძოლას იწყებდნენ, ან ძალადობის სხვა ფორმებს მიმართავდნენ, ისინი ყოველთვის იმუქრებოდნენ, რომ მოწინააღმდეგისგან „მძღნერის გროვას“ გააკეთებდნენ. ომის დასრულების შემდეგ ითვლებოდა, რომ დამარცხებულმა „ჩაისვარა“.

სტანდარტული „ავტორიტარული“ რეფლექსი ემოციურ-ტერიტორიალურ წრედში - ესაა კუნთების დაბერვა და ყმუილი. ამას შეგიძლიათ დააკვირდეთ ფრინველებში, ძუძუმწოვრებში, და ასევე თქვენი ადგილობრივი ბანკის მმართველი წევრების შეკრების დროს. „დამორჩილების“ სტანდარტული რეფლექსი მდგომარეობს კუნთების ზომის შემცირებაში, თავის დახრაში და „უკან გახოხებაში“. ამას შეგიძლიათ დააკვირდეთ ძაღლებში, პრიმატებში, შინაურ ფრინველებში და კლერკებში, რომლებიც ცდილობენ ყველაფრის ფასად შეინარჩუნონ სამსახური.

anal conture2

(ფოტოზე: სტანდარტული ავტორიტარული რეფლექსი)

თუ პირველი (ბიოგადარჩენის) წრედი ძირითადად დედის მიერაა იმპრინტირებული, მეორე (ემოციურ-ტერიტორიული) წრედი ძირითადად იმპრინტირებულია მამის - ბავშვთან ყველაზე ახლოს მყოფი ალფა-მამრის მიერ. სოციოლოგმა ჯ. რატრეი ტეილორმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ საზოგადოება მონაცვლეობით გადის „მატრიზმის“ პერიოდებს, როცა დომინირებს დედის ორალური ღირებულებები, და „პატრიზმის“ პერიოდებს, როდესაც დომინირებს მამის, ანალური ღირებულებები.

ტეილორის მიერ წარმოდგენილი „მატრისტული“ და „პატრისტული“ პერიოდების ეს ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:

anal3

anal 4

არ ვიცი სამართლიანია თუ არა ტეილორის ეს თეორია საზოგადოებასთან მიმართებაში, მაგრამ იგი უპირობოდ სამართლიანია ცალკეულ ინდივიდებთან მიმართებაში. ზემოთ მოცემული მახასიათებლები წარმოადგენენ მხოლოდ შედეგს: ა) ძლიერი იმპრინტისა ბიოგადარჩენის ორალურ (მატრისტულ) წრედში ან ბ) მძიმე იმპრინტისა ანალურ (პატრისტულ) ტერიტორიულ წრედში.

თუკი თქვენ არ იყენებთ ეტოლოგიურ ტერმინებს, მაშინ ემოციურ-ტერიტორიული წრედი - ესაა ის, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ „ეგოს“ ვუწოდებთ ხოლმე. ეგო - ესაა უბრალოდ ძუძუმწოვრის მიერ ჯოგში თავისი სტატუსის გაცნობიერება; როგორც სოციოლოგები იტყოდნენ, ესაა „როლი“, ტვინის ცალკე წრედი, რომელიც შეცდომით აღიქვამს თავს პიროვნებად, „ტვინი-ცნობიერების“ მექანიზმად მთლიანობაში. „ეგოისტი“, საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებით, ისე იქცევა, თითქოს „მხოლოდ ორი წლის იყოს“, რადგანაც ეგო წარმოადგენს იმ ეტაპის იმპრინტს, რომელზეც ბავშვი სიარულს და ტუალეტის პროცედურებს სწავლობს.

რამდენად ბევრია ადამიანური ცხოველებში (განსაკუთრებით ძაღლებში და შინაურ კატებში)? ეს კითხვა დიდი ხანია განაცალკევებს მეცნიერებს ჩვეულებრივი მოკვდავებისგან, ასევე ერთი სახის მეცნიერებს მეორესგან. თანამედროვე თეორიის ტერმინებშისხვაობა მოშინაურებულ პრიმატებსა (ადამიანებს) და სხვა მოშინაურებულ ცხოველებს შორის პრაქტულად ნულს უდრის, სანამ პირველ ორ წრედზე ვსაუბრობთ. (რამდენადაც ადამიანთა უმეტესობა თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ამ პრიმიტიულ წრედებში ატარებს, სხვაობები ხშირად ნაკლებად თვალშისაცემია, ვიდრე მსგავსებები). ნამდვილი სხვაობები მაშინ ჩნდება, როცა საუბარს ვიწყებთ მესამე, სემანტიკურ წრედზე.

anal 5

ძუძუმწოვრების უმეტესობა ტერიტორიას ექსკრემენტებით ნიშნავს. მოშინაურებული პრიმატები ტერიტორიას ქაღალდზე მელნის ექსკრემენტებით ნიშნავენ.

დამწყებები ძაღლების წვრთნაში ყოველთვის ერთი და იმავე შეცდომას უშვებენ - ზედმეტად ბევრ სიტყვას იყენებენ. რამდენადაც ძაღლი დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ადამიანთან (მაგალითად, ძაღლები, ისევე როგორც პრიმატები, შესანიშნავად ფლობენ მიმიკას), დამწყები მას ზედმეტ „ადამიანურობას“ მიაწერს ხოლმე. საშუალოსტატისტიკური ძაღლს სიტყვათა ლექსიკონში დაახლოებით 150 სიტყვა აქვს და საკმაოდ საზრიანია ამ სემანტიკური სამყაროს ფარგლებში. ძალიან ადვილია ასწავლო ძაღლს ბრძანებები: „დაჯექი“, „გვერდით“, „ფას“ და ა.შ.; სიტყვებს „სეირნობა“ და „საჭმელი“ - ძაღლი თქვენი ძალისხმევის გარეშეც ისწავლის. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა დამწყები ძაღლისგან ისეთი ფრაზების გაგებას მოითხოვს, როგორიცაა: „არა, არა ფრიც - სადაც გინდა იქ ქენი, ოღონდ არა ლოგინში“. ამას ის ადამიანიც კი ვერ გაიგებს, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური არაა. ძაღლი ატარებს მსგავს წინადადებებს და ცდილობს გაიგოს, რა უნდათ მისგან, თქვენი ცხოველური (და არაცნობიერი) სხეულის ენის გაანალიზებით.

ამ განსხვავებების გაგებას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პრიმატების ძაღლებთან ურთიერთობა. ჩემმა ცოლმა (პროფესიით სოციოლოგმა), მაგალითად, ჩვენი ძაღლი, სახელად „ეშვი“, გადააჩვია სასადილო მაგიდასთან წრიალს. მან გამოიყენა ძუძუმწოვრების ყველაზე მარტივი და პირდაპირი ენა. ის უბრალოდ უღრენდა ძაღლს პირველ რამდენიმე ჯერზე, როცა ძაღლი სადილობის დროს მაგიდასთან მოახლოებას ცდილობდა (რა თქმა უნდა, ის იცნობს ეტოლოგიას). ეშვმა ყველაფერი მშვენივრად გაიგო; მალე მან შეწყვიტა მაგიდასთან მისვლა, როცა ჯოგის ბელადები (ჩემი ცოლი და მე) მივირთმევდით. მისმა გენეტიკურმა პროგრამებმა შეატყობინეს მას, რომ ჩვენ დომინანტი ძაღლები ვართ ან ყველაზე ახლოს ვართ მასთან გარშემომყოფ არსებებს შორის. ძაღლებს, ისევე როგორც მგლებს, გააჩნიათ გენეტიკური პროგრამა, რომელიც უკრძალავთ, რომ ჭამის დროს ჯოგის დომინანტი წევრები არ შეაწუხონ. ღრენამ მთელი საჭირო ინფორმაცია მიაწოდა მას ამ კანონის ლოკალური პარამეტრების შესახებ. სხვათაშორის, ჩვენი ეშვი ტაქსას და ლაბრადორის ნაჯვარი იყო, ამიტომ ადამიანების უმეტესობისთვის ძალიან უცნაურ არსებად აღიქმებოდა. ისინი ხშირად მაჩერებდნენ ქუჩაში, როცა ძაღლს ვასეირნებდი, და მეკითხებოდნენ: „ეს რა არის?“

ადამიანები (ექსტრემალური შემთხვევა), რომლებსაც ყველაზე მძიმე იმპრინტი ტერიტორიულ-ემოციურ წრედზე აქვთ, ჩვეულებრივ მუსკულოტონიკები არიან. ეს ნიშნავს, რომ მათი ყურადღების და ენერგიის უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია თავდაცვა-თავდასხმის კუნთოვან სისტემებში. ამიტომ მათ ჩვეულებრივ საშუალო წონა აქვთ - საკმარისად მძიმეები არიან იმისთვის, რომ მათი წაქცევა ძნელი იყოს, და საკმარისად მსუბუქები იმისთვის, რომ მოძრავები და დაკუნთულები იყვნენ. ისინი ხშირად ხდებიან კულტურისტები, ათლეტები და ა.შ., და უჩვეულოდ არიან გატაცებულნი თავიანთი ფიზიკური ძალის დემონსტრირებით. ჩვეულებრივი ხელის ჩამორთმევაც კი მათთვის კეთილგანწყობის ჟესტი კი არა, ძალისმიერი შეჯიბრება უფროა.)

anal 6

anal 7

იმპრინტირება მთელ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ნერვული სისტემა კი - მთელ სხეულზე მოქმედებს. საზოგადოებათა უმეტესობაში მსგავსი ტიპები სამხედრო სფეროში კონცენტრირდებიან, სადაც მათი მიდრეკილებები სათანადო ეტოლოგიურ გამოყენებას ჰპოვებენ ტომის ტერიტორიის დასაცავად. ამ წრედის ანალური ორიენტაცია განსაზღვრავს სამხედრო მეტყველების უჩვეულობას, რომელიც პირველად ნორმან მეილერმა შენიშნა: სიტყვა „ტრაკი“ ზოგადად პიროვნების აღსანიშნავად გამოიყენება, ხოლო სიტყვა „მძღნერი“ - გარშემომყოფი გარემოებების აღსანიშნავად.

1313131

spem1 

პირველი და მეორე წრედების ბადე წარმოქმნის ოთხ კვადრანტს. თუ დააკვირდებით, მტრული ძალა (ტირანი) მიდრეკილია პარანოიდალური ჩაკეტილობისკენ; მან უნდა მართოს, მაგრამ მას ასევე ეშინია. გაიხსენეთ ჰიტლერი, სტალინი, ჰოვარდ ჰიუზი და სხვები, ასევე მიუწვდომელი ციხე-სიმაგრე და სასამართლო კაფკას ალეგორიებში. დააკვირდით ასევე, რომ დამოკიდებული ნევროტიკი საერთოდ არ იმყოფება უკან დახევის სფეროში; იგი თავს გესხმით და თავისი ემოციური „საჭიროებების“ (იმპრინტების) დაკმაყოფილებას ითხოვს.

ეს ოთხი კვადრანტი ჯერ კიდევ ადამიანის თვითცნობიერების განთიადისას იყო ცნობილი. ხასიათთა ტიპების შუასაუკუნეების ფსიქოლოგიის ტერმინოლოგიით ეს ოთხი იმპრინტული ტიპი ცნობილია, როგორც:

1. ქოლერიკული ხასიათი (მტრული ძალა);
2. სანგვინიკური ხასიათი (მეგობრული ძალა);
3. მელანქოლიკური ხასიათი (მტრული სისუსტე);
4. ფლეგმატური ხასიათი (მეგობრული სისუსტე).

თუ საათის ისრის მიმართულებით მივყვებით, სანგვინიკური ტიპი (მეგობრული ძალა) გაიგივებულია ლომის არქეტიპთან და ცეცხლის ელემენტთან. ლომი, რომელიც ცნობილია საკუთარი ღირსების გრძნობით, წარმოადგენს „კეთილ“ ძალას, ხოლო ცეცხლი - ძალაუფლებას.

ფლეგმატური ტიპი (მეგობრული სისუსტე) გაიგივებულია ანგელოზის არქეტიპთან და წყლის სტიქიასთან; ეს ადამიანები „მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან იმისთვის, რომ იბრძოლონ“ და „დინებას მიჰყვებიან“.

მელანქოლიკური ტიპი გაიგივებულია ხარის არქეტიპთან (მზაკვრული ეჭვიანობა, პარანოია) და მიწის ელემენტთან (შენელებული ფსევდო-სისულელე, დამორჩილებული რასების ტრადიციული პოზა მათ დამპყრბლებთან მიმართებაში).

ქოლერიკული ტიპი (მტრული ძალა) გაიგივებულია არწივის არქეტიპთან (რომის იმპერიის, გერმანული სამეფო ოჯახის და ა.შ. სიმბოლოებთან) და ჰაერის სტიქიასთან, რომელიც, სავარაუდოდ ზეცას აღნიშნავს, რადგანაც ამ ტიპებს მინიჭებული აქვთ „სიმაღლე და ძალაუფლება“.

ამ სიმბოლოების ისტორია თავისი ფესვებით შორეულ წარსულში მიდის. ისინი კარგადაა ცნობილი კაბალისტებისთვის (ლომი, ანგელოზი, ხარი და არწივი ჩნდებიან ბიბლიაში - იეზეკილის გამოცხადებაში). ისინი ხშირად გვხვდებიან კათოლიკურ ხელოვნებაში, და წარმოადგენენ ოთხ ევანგელისტს (მათე - ანგელოზი, მარკოზი - ლომი, ლუკა - ხარი, იოანე - არწივი), და შუასაუკუნეებიდან დაწყებული ტაროს კარტის განუყოფელ ელემენტებს წარმოადგენენ.

ტრანსაქციული ანალიზის პოპულარული სისტემის ბრძნულ ენაში ეს ოთხი იმპრინტული ტიპი შეესაბამება ოთხ ძირითად ცხოვრებისეულ სცენარს:

1. ქოლერიკული/მტრული ძალა: «მე კარგად ვარ, შენ კი - არ ხარ კარგად».
2. სანგვინიკური/მეგობრული ძალა: «მე კარგად ვარ, და შენც კარგად ხარ».
3. მელანქოლიკური/მტრული სისუსტე: «მე არ ვარ კარგად, და არც შენ ხარ კარგად».
4. ფლეგმატური/მეგობრული სისუსტე: «მე არ ვარ კარგად, შენ კი კარგად ხარ».

ფსიქოთერაპევტების ოფისებში ყველაზე ხშირად ფლეგმატიკები ხვდებიან ხოლმე (მეგობრული სისუსტე; დამოკიდებული ნევროზიანი), რომლებიც ნებაყოფლობით ეძებენ გადაიმპრინტირებას. მათ ვერ აქვთ ყველაფერი რიგზე, მაგრამ ღრმად სჯერათ, რომ ექიმი კარგია.

ქოლერიკები (მტრული ძალა) და მელანქოლიკები (მტრული სისუსტე) მხოლოდ მაშინ ხვდებიან ფსიქოთერაპევტთან, თუკი მათმა კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა, ან ყველაზე ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებამ აიძულეს, რომ სცადონ მათი მძიმე ნეგატიურობის გადაიმპრინტირება.

სანგვინიკები (მეგობრული ძალა) პრაქტიკულად არასოდეს არ მიმართავენ ფსიქოთერაპევტს. ისინი, როგორც წესი, კმაყოფილნი არიან თავიანთი ცხოვრებით, ისევე, როგორც მთელი დანარჩენი საზოგადოება. ისინი ასევე ვერ გრძნობენ რაიმე თერაპიის საჭიროებას უბრალოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას და მეტისმეტად დიდ ტვირთს იღებენ. ჩვეულებრივ, ისინი ფსიქოთერაპევტთან მხოლოდ იმ მკურნალი ექიმის დანიშნულებით ხვდებიან, რომელიც მათი ავადმყოფობის მიზეზებს ხვდება.

ოთხი კვადრანტი ყველა ეპოქაში იყო ცნობილი და მრავალი სიმბოლოთი აღინიშნებოდა.

ამ სისტემას არ აქვს პრეტენზია აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე და არ გულისხმობს, რომ ჰუმანოიდური რობოტების მხოლოდ ოთხი ტიპი არსებობს. შემდეგი ოთხი წრედი, რომლებსაც მალე განვიხილავთ, ბევრად ართულებენ ყველაფერს: ზოგიერთი იმპრინტი გადღაბნილია (ნაწილობრივ ორ ან მეტ კვადრანტს ფარავს), ჩვენს ტვინს კი მოულოდნელი ცვლილებების უნარი აქვს. ასევე მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ ოთხი არქეტიპი აღებულია მოხერხებულობისთვის - და ეს ნამდვილად გამართლებულია, როგორც აჩვენებს მათი გამოჩენა ტრანსაქციულ ანალიზში, სადაც მათ არ გააჩნიათ ისტორიული კავშირი ჯაჭვთან: ლომი-ანგელოზი-ხარი-არწივი. დიაგნოსტიკური მიზნებისთვის ყოველი კვადრანტი შეგვიძლია დავყოთ უფრო ვიწრო სექტორებად.

მაგალითად, ამ ქვეყანაში (აშშ-ში) უფრო მეტად გავრცელებული ფსიქოლოგიური ტესტი, „ლირის ინტერპერსონალური ბადე“ (1957), ოთხ კვადრანტს თექვსმეტ ქვე-კვადრანტად ყოფს და საშუალებას იძლევა, რომ ყოველ ქცევის ტიპში სხვადასხვა ტონების სპექტრი მივიღოთ - ნაკლებად გამოხატულიდან ექსცესიურამდე. ლირის ბადეში ზომიერი იმპრინტები ცენტრში იმყოფება, ხოლო ექსცესიურები, ანუ ექსტრემალურები - პერიმეტრთან ახლოს, მაგრამ მისი მეშვეობით მხოლოდ იმის განსაზღვრა შეგვიძლია, თუ როგორაა იმპრინტირებული პირველი ორი წრედი (ორალურ-ბიოგადარჩენითი და ანალურ-ტერიტორიული).

33333

(ლირის ინტერპერსონალური ბადის უფრო დეტალურად სანახავად გადადით ამ ლინკზე)

იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ ამაში, წარმოიდგინეთ, რომ ოთხი ახალშობილი ზუსტად ერთ მომენტში და ერთ სამშობიაროში დაიბადა. ოცი წლის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ყოველი მათგანი წარმოადგენს ცალკეულ და სხვებისგან სრულიად განსხვავებულ პიროვნებას (ამ გამოცანის ახსნა ასტროლოგებს დავუტოვოთ). სიმარტივისთვის წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ზუსტად ოთხ ზემოთდასახელებულ კვადრანტში განაწილდნენ.

1. სუბიექტი № 1 - პასუხისმგებლიანი/ზეჩვეულებრივი (სანგვინიკი). მას ყველა პატივცემულ საზოგადოებრივ ლიდერად თვლის - სასარგებლოდ, ყურადღებიანად, მეგობრულად და თავდაჯერებულად. ზოგიერთი იმასაც კი იტყვის, რომ ის ადამიანებს თავისი სიკეთით აფუჭებს, მეტისმეტად ბევრს პატიობს, ყველას ეთანხმება. მას უყვარს იმათი მართვა, ვისაც საკუთარი თავის მართვა არ შეუძლია. ეს კეთილშობილი ლომია. ამ ადამიანს შეუძლია იყოს (და ალბათ არის კიდეც) აბსოლუტური რობოტი. ეს ნიშნავს, რომ თუკი მას არ შეუძლია გასცეს მკაცრი ბრძანებები, არ შეუძლია დაეჭვდეს სხვებში, არ შეუძლია გამოავლინოს ეგოცენტრულობა და ა.შ. - ეს ნიშნავს, რომ მან მექანიკურად მოახდინა პირველი კვადრანტის, „მეგობრული ძალის“ იმპრინტირება. მეორე მხრივ, თუკი შესაბამის სიტუაციებში მას შეუძლია გავიდეს პირველი კვადრანტის ფარგლებიდან (მაგალითად, გამოავლინოს აგრესია მარადიორის ან აგრესორის მიმართ), მას გააჩნია იმპრინტირებულ-განპირობებული მიდრეკილება „მე კარგად ვარ, შენ კარგად ხარ“-მოდელისკენ, მაგრამ ბოლომდე არაა მისით რობოტიზებული.

2. სუბიექტი № 2, იგივე ოცწლიანი იმპრინტირების და განპირობების შედეგად დაეშვა მეორე კვადრანტში - მეგობრულ სისუსტეში (ფლეგმატიკი). ის თვითკრიტიკულია, მორცხვია, ადვილად ხვდება სხვისი გავლენის ქვეშ, „უფხოა“ და ყოველთვის ეძებს ვინმეს, ვინც ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე აიღებს და ბრძანებებს გასცემს. ესაა არამიწიერი ანგელოზი, ან თანამედროვე სიმბოლიზმის ენაზე, ყვავილების შვილი. კვლავაც, ეს იმპრინტირება-განპირობება შეიძლება იყოს სრულიად რობოტული ან საკმაოდ მოქნილი, და მაშინ ადამიანს რჩება შესაძლებლობა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სხვა კვადრანტში გადახტეს.

3. სუბიექტი № 3, რომელიც სრულიად რობოტის მსგავსია ან მცირე მოქნილობა გააჩნია, განლაგდა მესამე კვადრანტში, „მტრული სისუსტე“ (მელანქოლიკი). მას არავისი არ სჯერა, ყველაფრის წინააღმდეგია, მუდმივად სარკასტულია, მუდამ წუწუნებს და მთლიანობაში უხეში, შურისმაძიებელია და (გარკვეული დონით) პარანოიდალური ტიპია. ესაა მოქუფრული ხარი.

4. სუბიექტი № 4, მეოთხე კვადრანტში განლაგდა, „მტრული ძალა“ (ქოლერიკი), და არის „მმართველი“, ცივი, უგრძნობი, ავტორიტარული, საკუთარ თავზე შეყვარებული, ტრაბახა და ა.შ., თუმცა უმეტესობა მას მაინც „კარგ ლიდერად“ თვლის. ეს სამეფო არწივია.

ადამიანური ცხოვრების ირონია და ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ არცერთი ადამიანი არ ეჭვობს იმაზე, რომ რობოტია. ამ ოთხიდან ყოველი დიდი დარწმუნებულობით აგიხსნით, რომ მისი ყოველი რობოტული და უსასრულოდ განმეორებადი რეფლექსი გამოწვეულია გარშემო არსებული გარემოებებით, ანუ სხვა ადამიანების „ცუდი“ ქცევით.

რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს.

ამრიგად, თუკი ამ ოთხ პრიმატს უკაცრიელ კუნძულზე დაასახლებთ, შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ დაახლოებით იმ ალბათობით, რომლითაც ქიმიკოსი აკეთებს პროგნოზს ოთხი ელემენტის შეერთებისგან მიღებულ შედეგზე, რომ სუბიექტი №1 და სუბიექტი №4 (მეგობრული ძალა და მტრული ძალა) ეცდებიან მოიპოვონ ძალაუფლება - №1 იმისთვის, რომ სხვებს დაეხმაროს, №4 კი იმისთვის, რომ მესაჭედ სხვა ვერ წარმოუდგენია. №1 დაუთმობს №4-ს, რადგან სურს, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდეს სხვების ინტერესებში, ეს კი შეუძლებელია, თუ №4 ყველაზე ზემოთ არ აღმოჩნდება. №2-ს, მეგობრულ სისუსტეს არ აინტერესებს ვინ იქნება ძალაუფლების სათავეში - №1 თუ №4, ოღონდ კი ვინმე სხვამ მიიღოს გადაწყვეტილებები. ხოლო №3, ასევე მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ძალაუფლების სათავეში, იწუწუნებს (და იწუწუნებს, და იწუწუნებს), და ამავე დროს გაექცევა ნებისმიერ ქმედებას, რომელიც პირად პასუხისმგებლობას მოითხოვს.

იგივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებდა შიმპანზეების ან ძაღლების ოთხეულიც, მათი იმპრინტული კვადრანტები ჩვენს ჰიპოთეთურ მაგალითს რომ შეესაბამებოდეს.

სოციობიოლოგები, რომლებიც შესანიშნავად იცნობენ ადამიანთა და ცხოველთა საზოგადოებებში არსებულ ამ ოთხ კვადრანტს, ამტკიცებენ, რომ ყოველი ორგანიზმი იბადება გენეტიკური წინასწარგანწყობით ერთ-ერთი ამ როლისადმი. სოციობიოლოგიის კრიტიკოსები (ისინი კი როგორც წესი დოგმატური ლიბერალები არიან), ამ იდეას საშინელებად აღიქვამენ. ჩვენ არ ვეცდებით ამ რთული საკითხის აქ გადაწყვეტას, რადგან ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ განვსაზღვროთ, ქცევის რომელი ასპექტებია გენეტიკურად განპირობებული და რომელი - დაბადების შემდეგ მოპოვებული, ყოველთვის დაიყვანება იდეოლოგიურ მეტაფიზიკამდე, უმეტეს შემთხვევაში რეალური მონაცემების არარსებობის გამო. ჩვენ უბრალოდ ვიტყვით, რომ მიუხედავად იმისა, ვიბადებით თუ არა განსაზღვრული კვადრანტისადმი წინასწარგანწყობით, ყველა ორგანიზმი ყველა შემთხვევაში იბადება იმპრინტული მოწყვლადობისადმი წინასწარგანწყობით, ხოლო იმპრინტი, მას შემდეგ, რაც ნეირო-სისტემაში ჩაერთვება, ისევე ავტომატურად მოქმედებს, როგორც ნებისმიერი გენეტიკურად მკაცრად მოცემული პროგრამა.

იმას, თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ იმპრინტები, მოგვიანებით განვიხილავთ. სავარჯიშოები, რომლებსაც ყოველი თავის ბოლოს ასრულებთ, უკვე ცოტათი მაინც ასუსტებენ თქვენს იმპრინტებს და უფრო მოქნილს ხდიან მათ.

ლირის ბადის ზედა ორი კვადრანტი - მეგობრული ძალა და მტრული ძალა - მიახლოებით შეესაბამებიან იმას, რასაც ნიცშე ბატონების, ერთგვარი მართველი კლასების მორალს უწოდებდა. მართლაც, მტრული ძალა - ესაა ნიცშეს „ქერა ბესტიას“ (გერმ: die Blonde Bestie, რომელიც მომდინარეობს ლათინურიდან: blondus - ყვითელი, bestia - მხეცი), მეკობრე-დამპყრობელის პრიმიტიული ტიპის გამივლინება, რომელსაც ნებისმიერი ცივილიზაციის განთიადისას ვხვდებით. ნიცშემ ამ ძალას ასევე ძალაუფლების „ცხოველური“, ანუ „არასუბლიმირებული“ ფორმა უწოდა.

(მეგობრული ძალა, მეორე მხრივ, ძალზე მცირედ თუ შეესაბამება ნიცშესეულ „ძალაუფლების არასუბლიმირებულ ნებას“. ამაში მოგვიანებით დავრწმუნდებით, როცა მეხუთე (ნეიროსომატურ) წრედზე - ცნობიერი ევოლუციის ეტაპზე გადავალთ).

ორი ქვედა კვადრანტი - მეგობრული სისუსტე და მტრული სისუსტე - შეესაბამება მონების მორალის ნიცშესეულ გაგებას, ანუ მათი, ვინც მიეკუთვნება „დაბალ“ კასტას ან „დაბალ“ კლასს. “წყენის გულში ჩადების“ ნიცშესეული კონცეფცია - შურისძიების ფარული მოტივი „ალტრუისტულ ფილოსოფიებში“ - მტრულობის ელემენტს მეგობრული სისუსტის კვადრანტსაც კი ანიჭებს, ანუ საყოველთაოდ გავრცელებულ „ქრისტიანულ ეთიკას“, რომლის სიმბოლოსაც წარმოადგენს „მორჩილი და სათნო იესო“. ეს პარადოქსი (მეგობრული სუსტის სახის მიღმა მტრული სუსტი იმალება. ყვავილების შვილი წარმოადგენს პოტენციურ რობოტ-მკვლელს მენსონის დაჯგუფებიდან) მეორედ დაიბადა თანამედროვე კლინიკურ ტერმონოლოგიაში „პასიური აგრესიის“ კონცეფციის სახით. ოკულტისტები თავის უცნაურ ჟარგონზე მსგავს ტიპებს „ფსიქიკურ ვამპირებს“ უწოდებენ.

აი, რატომ ამტკიცებდა ნიცშე, რომ წმინდა პავლემ ევანგელე (იესოს სასიხარულო ამბავი) გაანადგურა და იგი დისანგელეთი (ცუდი ამბით) შეცვალა. ნიცშეს წარმოდგენაში იესოს ევანგელე ძალაუფლებისადმი სუბლიმირებული ნება გახდლათ, ზეადამიანისადმი ცნობიერი ევოლუციის გზით. წმინდა პავლეს დისანგელე კი მონების ტრადიციულ მორალს წარმოადგენდა - „მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ბატონებს“, მაგრამ მოუფრთხილდით თქვენს შურისმაძიებელ ბუნებას იმის ღრმა რწმენით, რომ თქვენ „კარგები“ ხართ, ისინი კი „ცუდები“, და ბოლოს და ბოლოს თქვენ დატკბებით, როცა დაინახავთ, როგორ იწვიან ისინი ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში. ნიცშეს აზრით, რაც ამას მარქსმა მიუმატა, მდგომარეობს მმართველი კლასის აქ და ახლა დაწვასა და დასჯაში (იმის ნაცვლად, რომ ელოდონ, როდის მიხედავს ღმერთი მათ სიკვდილის შემდეგ).

იგივე იდეაა ჩადებული ე.ე. კამინგსის დაუვიწყარ სიტყვებში 1930-იანების კომუნისტური ინტელიგენციის შესახებ: ყოველი „ამხანაგი“ - ესაა კონცენტრირებული სიძულვილის გროვა.

საინტერესოა, რომ ნიცშემ თანდათანობით უარი თქვა თავის წიგნებში „ფსიქოლოგიურ“ ენაზე და „ფიზიოლოგიურით“ ჩაანაცვლა იგი. მის გვიანდელ შრომებში, როგორებიცაა, მაგალითად „ანტიქრისტე“ – „შურისმაძიებლობა“ „მონურ მორალში“ (საყოველთაოდ გავრცელებულ ქრისტიანობაში) განიხილება, როგორც ფიზიოლოგიური რეაქცია, რომელიც დამახასიათებელია გარკვეული ფიზიკური ტიპებისთვის. ნიცშე სწორ გზაზე იყო, თუმცაღა ნეიროლოგიის არარსებობის გამო ის ამ პროცესების ფიზიკურ საფუძვლებს მხოლოდ გენეტიკაში ეძებდა.

იმპრინტული თეორია კი პირიქით, ამტკიცებს, რომ მორჩილების მსგავსი ფიზიოლოგიური რეფლექსები წარმოიშობა სპეციფიური „ტრიგერებით“ (გამშვები მექანიზმებით) იმპრინტული მოწყვლადობის ადრეულ მომენტებში. მიუხედავად ამისა, ისინი მთელ ორგანიზმზე ვრცელდებიან, და შესაბამისად ფიზიოლოგიურს წარმოადგენენ. ნებისმიერმა პროფესიონალმა მსახიობმა იცის ეს, ამიტომ მისი სხეული ფიზიკურად იზრდება, თუ ის ძლიერ პერსონაჟს თამაშობს, და პატარავდება, როცა სუსტს თამაშობს. მაგალითად, როდ სტაიგერი ხან მაღალი ჩანს ხან დაბალი, მისი შესრულებული როლების შესაბამისად.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა ეს კატეგორია მიღებულია კომფორტულობისთვის, და ბუნებაში არ არსებობს ისეთი მკვეთრი საზღვრები, როგორსაც მათი მოდელირებისას ვიყენებთ. ლირის 1957 წლის სქემაზე ჩვენ ვხედავთ ოთხი ტიპის შემდგომ დაყოფას თექვსმეტად, რომელთაგანაც ყოველსი თავის მხრივ ოთხი დონე გააჩნია - სულ 64 ქვეტიპი.

შემდეგ განყოფილებაში, გამარტივების მიზნით, ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით მხოლოდ პირველი ორი წრედის ურთიერთქმედების განხილვას.

ნებისმიერი სისტემა, რომელიც ადამიანის ქცევას ხსნის, საკმარისად მოქნილი უნდა იყოს მისი უსასრულო გაფართოებისთვის, და ამავდროულად უნდა შეინარჩუნოს აზრი მის ღრმა საფუძვლებამდე რედუცირების დროს.

რადგანაც ყველას გვაქვს ტერიტორიულ-ემოციური წრედი, შესაბამისად გვჭირდება, რომ ყოველდღიურად ვავარჯიშოთ იგი. კარგი ვარჯიში - ესაა ბავშვებთან თამაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდ ჯგუფებთან თამაშობთ, მაშინ მოგიწევთ, რომ მათი ცხოველური ტერიტორიული კამათები მოაგვაროთ. ცურვა, სირბილი ან ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტოვობა კარგია კუნთების ტონუსის შენარჩუნებისთვის. „სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობების „ამოცნობა“ - ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოა ამ წრედისთვის და ზოგადადაც ძალზე სასარგებლოა. იგი ააქტიურებს უძველეს ცხოველურ ცენტრებს თალამუსში, სადაც სხეულის ენა ემოციურ სიგნალებს უკავშირდება.

კარგი გენერალი ამ წრედს მოწინააღმდეგე ბანაკის გენერლის გეგმების „ამოსაცნობად“ იყენებს. კარგი დედა მისი მეშვეობით თავისი ჩვილის ტირილის მნიშვნელობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კარგად იცნობს.

ამ წრედის ღრმად დამუშავებისთვის, პირად ურთიერთობებში გარკვეული რისკების გათვალისწინებით შემიძლია შემოგთავაზოთ ისეთი თამაშები, როგორებიცაა ვინმეს „დაბულინგება“, თუკი ეს აქამდე არასოდეს გაგიკეთებიათ, დაქვემდებარების და მორჩილების გამოვლენა, თუკი ეს აქამდე არასოდეს გაგიკეთებიათ, და საკუთარი აგრესიის სათანადო სახით გამოვლენის უნარის გამომუშავება, და ამ აგრესიისგან განთავისუფლება, როცა იგი საჭირო აღარაა.

მკითხველმა ალბათ შეამჩნია, რომ ყოველი „მკაფიოდ გამოხატული“ ტიპი ლირის ბადეზე წარმოადგენს წრის ოთხი სექტორიდან ერთ-ერთს:

anal 10

1. მეგობრული ძალა;
2. მტრული ძალა;
3. მეგობრული სისუსტე;
4. მტრული სისუსტე.

რა თქმა უნდა, იდეალურად „გაწონასწორებული“ - ანუ არარობოტიზებული და გაჩენილ გარემოებებთან ადაპტირებადი პიროვნება არ უნდა იყოს ასეთი ცალმხრივი. ასეთ ადამიანს შეეძლება, რომ ადვილად შევიდეს ნებისმიერ კვადრანტში „გარემოებებისა და წელიწადის დროების შესაბამისად“, როგორც ჩინელები ამბობენ, მაგრამ ძირითადად ცენტრალურ მდგომარეობას დაიკავებს. ეს შეგვიძლია წრის სახით გამოვსახოთ:

anal 8

მუქი შინაგანი წრე წარმოადგენს პიროვნების რობოტული იმპრინტებისგან იდეალურად თავისუფალ ურღრვევ ინდივიდუალობას. ღია წრე წარმოადგენს ყოველ კვადრანტში გადანაცვლების უნარს, როცა ეს აუცილებელია.

ასეთი წრეები, რომლებსაც მანდალები ეწოდება, ფართოდ გამოიყენება ბუდიზმში მედიტაციისთვის. ხშირად მათზე გამოსახულია ოთხი დემონი, რომლებიც ისევე, როგორც დასავლური ლომი, ხარი, ანგელოზი და არწივი, განასახიერებენ უკიდურესობებს, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ.

anal 9

სავარჯიშოები

1. ყოველთვის, როცა ახალგაზრდა მამაკაცს (ქალს) შეხვდებით, ცნობიერად ჰკითხეთ საკუთარ თავს: „საქმე რომ ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდეს, შევძლებ მის დამარცხებას?“ შემდეგ ეცადეთ განსაზღვროთ, რამდენადაა თქვენი ქცევა დაფუძნებული ამ საკითხის არაცნობიერ გარკვევაზე სხეულის არავერბალურ მოძრაობათა ენის მეშვეობით.

2. კარგად გამოთვერით, ააყირავეთ მაგიდა და ხმამაღლა განუცხადეთ იქ მყოფებს, რა ჩლუნგი ტრაკები (assholes) არიან. (ოპიატები და ალკოჰოლის მცირე დოზები, როგორც ჩანს, იმ ნეირო-გადამცემებს რთავენ, რომლებიც დამახასიათებელია პირველი წრედისთვის (სიმშვიდე ძუძუთი დანაყრების შემდეგ). ალკოჰოლის დიდი დოზები კი ხშირად იმ ნეიროგადამცემებს რთავენ, რომლებიც ტერიტორიული ბრძოლისთვისაა დამახასიათებელი. დააკვირდით, როგორ მდიდრდება მტრულად განწყობილი ალკოჰოლიკების ანალური ლექსიკონი დოზის გაზრდასთან ერთად.

3. იპოვეთ მედიტაციის წიგნი, აპრაქტიკეთ იგი ერთი თვის განმავლობაში დღეში თხუთმეტი წუთით (დღეში ორჯერ), შემდეგ შეხვდით მათ, ვინც ყოველთვის ახერხებს თქვენს წყობილებიდან გამოყვანას, ან გაიძულებთ, რომ თავი დაიცვათ. დააკვირდით, შეძლებენ თუ არა ისინი, რომ თქვენს ტერიტორიული უკან-დახევის ღილაკზე დააჭირონ.

4. გაატარეთ შაბათ-კვირა გაცნობის კლუბში. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ ინტუიტიურად განსაზღვროთ, რომელ კვადრანტს ეკუთვნის ჯგუფის ყოველი წევრი. ბოლოს განსაზღვრეთ, შეძლო თუ არა რომელიმე მათგანმა, რომ ნაკლებად რობოტიზებული გამხდარიყო. განსაზღვრეთ, შეძელით თუ არა თავად, რომ ნაკლებად რობოტიზებული გამხდარიყავით.

5. მოინახულეთ ზოოპარკი, კერძოდ, ლომების პავილიონი. შეისწავლეთ ლომები მანამ, სანამ მათი რეალობის გვირაბში არ გაერკვევით.

6. უყურეთ ისეთ კომედიური ჟანრის ფილმს, რომელიც პატარა ბავშვებთ მოწონთ. ყურადღებით უყურეთ და გაიაზრეთ, რა ფუნქციას ასრულებს ეს იუმორი; ამასთანავე გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ გემრიელად იცინოთ.

7. გაატარეთ მთელი კვირა დღე ტელევიზორთან და უყურეთ პროგრამებს ცხოველების შესახებ. მეორე დღეს, როცა ოფისში მიხვალთ, ყურადღებით, როგორც მეცნიერი-ზოოლოგი, დააკვირდით პრიმატების ტომის იერარქიას.

 


 

თავი მეხუთე. დიკენსი და ჯოისი: ორწრედიანი დიალექტიკა

jois

ჩვენი ლეგენდები და ლიტერატურა სავსეა გულმოწყალე ქალღმერთებით და საშინელი გიგანტებით.

„დევიდ კოპერფილდში“ დიკენსი დიდი ოსტატობით წარმოგვიდგენს ბავშვის შოკს და შეძრწუნებას, როცა ტუალეტის პროცედურების სიმკაცრეს მანამდე ნეტარ ორალურ-მატრისტული ნეტარების კონტინუუმში მეორე წრედის ანალურ-პატრისტული ღირებულებები შეჰყავს. ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს ფროიდის კლინიკურ კვლევებამდე ნახევარი საუკუნით ადრე დაიწერა.

დიკენსი აღწერს იდილიურ ბავშვობას, რომელშიც დევიდი ცხოვრობს დაქვრივებულ დედასთან ერთად, რომლის ხატ-სახეც შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც bona dea-ს განსახიერება (უძველესი „კეთილი ქალღმერთის“, რომლის შესახებ მოგონებასაც წარმოადგენს „ფერია“ - თანამედროვე საბავშვო ზღაპრების პერსონაჟი). ამ ბედნიერ სურათში ერევა საშინელი მამინაცვალი მისტერ მერდსტონი თავისი „იეჰოვას კომპლექსით“, დამსჯელი მამა-ღმერთის განსხეულებით. შეუძლებელია მერდსტონის ყველა წესის შესრულება. -ისინი მეტისმეტად ბევრია, და თანაც უმეტესობა რიგიანად ფორმულირებულიც კი არაა. დევიდს დუნდულებზე ხვდება (მისივე სიკეთისთვის რა თქმა უნდა, თუმცა დიკენსი სრულიად ფროიდისტულად აკეთებს ყურადღების აქცენტირებას აშკარა სიამოვნებაზე, რომელსაც მერდსტონი პროცესისგან იღებს). სრულიად ბუნებრივია, რომ დევიდი ღირებულებათა ამ ანალური სისტემის ინტერნალიზებას ახდენს და თავს პატარა დამნაშავედ წარმოიდგენს, რომელიც სრულიად იმსახურებს ასეთ დამცირებას.

შემდეგ დიკენსს მოჰყავს დევიდის სახლში დაბრუნების სცენა, მისი სკოლაში ერთწლიანი ყოფნის შემდეგ:

„...მე შევედი ჩუმი, მოკრძალებული ნაბიჯებით. ღმერთმა უწყის, რა შორეული, ახალშობილობის დროინდელი მოგონებები შეიძლებოდა გამღვიძებოდა დედაჩემის ხმის გაგონებისას, რომელიც ძველი სასტუმრო ოთახიდან მოისმოდა, როცა ჰოლში შევედი. დედა ხმადაბლა მღეროდა. როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ ჩვილი ვიყავი, ხელებში ვეწვინე და ვისმენდი, როგორ მიმღეროდა... სიმღერა ახლად და ამავე დროს იმდენად ნაცნობად მომეჩვენა, რომ გული კიდეებამდე გადამევსო, თითქოს ძველი მეგობარი ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ დაბრუნდა.

სიმღერა მარტოსულად და ჩაფიქრებულად ჟღერდა, და მე გადავწყვიტე, რომ დედა მარტო იყო. ჩუმად შევედი ოთახში. ის ბუხართან იჯდა, ძუძუთი ჩვილს აჭმევდა და ყელზე მისი პაწაწინა ხელი ჰქონდა მიდებული. თვალები ბავშვის სახისკენ იყო მიპყრობილი, და დედა მას უმღეროდა. მაგრამ მასთან მეტი არავინ იყო - ნაწილობრივ ჩემი ვარაუდი გამართლდა.

დედას მივმართე, ის კი შეკრთა და დაიყვირა. მაგრამ როცა დაინახა, რომ მე ვიყავი, ძვირფასი დევი მიწოდა, თავისი საყვარელი ბიჭი, ჩემსკენ წამოვიდა, მუხლებზე დაეშვა, მაკოცა, ჩემი თავი თავის მკერდზე დაიდო, პატარა არსების გვერდით, და მისი ხელუკები ტუჩებთან მომიტანა.

რატომ არ მოვკვდი მაშინ? როგორ მინდოდა იმ წამს მოვმკვდარიყავი, როცა ჩემი გული გადავსებული იყო! ყველაზე მეტად ამ წამს ვიმსახურებდი, რომ ზეცაში წავეყვანე“.

ოცნება ორალურ ბიო-უსაფრთხოებაში დაბრუნებაზე აქ მეტისმეტად აშკარაა და კომენტარებს არ საჭიროებს.

მსგავსი სახით ჯოისის მონუმენტალურ რომანში მძინარე ადამიანის ცნობიერების შესახებ - „ფინეგანის სამძიმარი“ - მამა და მამა-ღმერთი ყოველთვის ასოცირდება ომთან და ექსკრემენტებთან, როგორც შენიშნა ჯოისის მკვლევარმა ვილიამ იორკ ტინდელმა. ასი ასოსგან შემდგარ ქუხილისმაგვარ სიტყვაში, რომელიც ათჯერ მეორდება სიზმარში, ყოველთვის იგრძნობა მამობის, მუქარის, განავლის და ომის აზრობრივი ელფერები.

dikens

პირველად გამოჩენისას პირველ სიტყვას ასეთი სახე აქვს:

bababalalgharaghtakamminaronnkonnbronnton nerronntounnthunntrovarrhounawnskawn toohoohoondenthurnuk

აქ შეგვიძლიათ დავინახოთ (ან მოვისმინოთ) ასეთი სიტყვები: არაბული baba („მამა“), ებრაული Abba (იგივე მნიშვნელობით), Canbronne (გენერლის სახელი, რომელმაც სხვათაშორის წარმოთქვა სიტყვა: „მძღნერი!“, როცა მას ტერიტორიის დათმობა მოთხოვეს, გაელური scan (ქუხილის ხმა, რომელიც ანუსიდან გამოდის), გერმანული Ronnen (ექსკრეცია), შთამაგონებელი orden, რომელიც ასოცირდება როგორც ორდენთან დამსახურებებისთვის, ასევე ინგლისურ ordure-სთან (განავალი, სიბინძურე).

საშინელი მამა-ღმერთი ყველგან „ატარებს თავის მანევრებს გაშლილ მწკრივში“ [ციტატა ჯოისიდან მისთვის ტიპიური სიტყვების თამაშით: ორიგინალში ნაცვლად open order-ისა („გაშლილი მწკრივი“) – open ordure (იხ ზემოთ) - მთარგმნ. შენიშვნა] და ქადაგებს ანალურ-ავტორიტარულ ღირებულებებს: „არ არსებობს არანაირი ღმერთ ჩემს გარდა! ნუ ეთაყვანებით კერპებს! მხოლოდ მე შემიყვარეთ!“ იგი ჯოისის goddinpotty-ს (ანუ garden party, საღამოები ბაღში) ბოროტმოქმედია, ღმერთი, რომელმაც ედემის ბაღში ხაფანგი დააყენა; ეგო, რომელიც ინტერნალიზებულია ტუალეტზე მიჩვევაში (potty - ანუ ბავშვის ქოთანი); ჭექა-ქუხილის და რისხვის ღმერთი (god-din).

ცდილობენ რა გაექცნენ მას, დედამიწის „უბედური ბინადრები“ (ჯოისთან - unhappitants) ყოველთვის ცდილობენ მისი საწინააღმდეგო მხარისკენ - ALP. ALP - ესაა ძველგერმანული სიტყვა, რომელიც „სიზმარს“ აღნიშნავს; გარდა ამისა, ALP - ესაა ბერძნული და ივრითული ანბანის პირველი ასოს (ალფა, ალეფ) დასახელების ფუძე. სრული დასახელებით, ALP - ესაა Anna Livia Plurabella: მშვენიერი ქალი, რომელიც „სიცოცხლის წყლების“ განსახიერებაა. მასში იმდენივეა ორალურობა და სიყვარული, რამდენიც „ომნიბოსშია“ - ანალურობა და მუქარა:

ეს ქალი-მდინარე - სრულყოფილი დედა ჩვენი ბავშვობის სიზმრებიდან და უძველესი დიადი ქალღმერთი, წარმოადგენს იდეალური ბიოგადარჩენითი უსაფრთხოების განსახიერებას. ჯეიმს ჯოისის და რეტრეი ტეილორის აზრით, კაცობრიობა გამუდმებით ტოვებს მას, რათა გაჰყვეს გმირს (მამას) „ტალახიან-სისხლიან ვატერლოოში“ [ჯოისთან - bluddlefilth; ეს სიტყვა შეიცავს ასევე battlefield (“ბრძოლის ველი“) - მთარგმნ. შენიშვნა] (ვატერლოოს ბრძოლის ველი, რომელიც მორწყულია სისხლით და ექსკრემენტებით, ახდენს ომის ანალურ-ტერიტორიული სათავეების დემონსტრირებას), და შემდეგ მუდმივად უბრუნდება მას.

ისტორიის ასეთი ციკლური ხედვა - იქნება ეს ჯოისთან, რეტრეი ტეილორთან, ვიკოსთან (რომლისგანაც ჯოისი იდეებს იღებდა) ჰეგელთან, მარქსთან და ა.შ. - ჭეშმარიტების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ სწორედ იმ ნაწილს, რომლის აღიარებისაც ადამიანთა უმეტესობა შეშინებული გაურბის, ამიტომ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. ვსაუბრობთ ჩვენ ტეილორის მატრისტულ-პატრისტული დიალექტიკით, ვიკოს ღვთაებრივი, ჰეროიკული და ქალაქური ეპოქების ციკლებით, მარქსისტულ-ჰეგელიანური სამებით: „თეზა-ანტითეზა-სინთეზი“ თუ ამ სქემის ნებისმიერი სხვა ვარიანტით, - ჩვენ ყველა შემთხვევაში ვსაუბრობთ კანონზომიერებაზე, რომელიც ნამდვილად არსებობს და რეგულარულად ვლინდება.

თუმცაღა ის იმ დონით ვლინდება, რა დონითაც არიან ადამიანები რობოტიზებულნი - ანუ გამოჭერილნი არიან მკაცრად მოცემული რეფლექსების ხაფანგში.

როცა ნეირომეცნიერების - ტვინის შეცვლის და განთავისუფლების შესახებ მეცნიერების - დაგროვილი ფაქტები, ინსტრუმენტები, ხერხები და მეთოდები კრიტიკულ მასას მიაღწევს, ჩვენ ყველანი შევძლებთ ამ რობოტული ციკლებისგან განთავისუფლებას. ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე ათწლეულია ვუახლოვდებით ამ კრიტიკულ მასას და გაცილებით უფრო ადრე მივაღწევთ მას, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

ტერიტორიულ-ემოციური კინკლაობის დღევანდელი აურზაური, რომელმაც პლანეტა მოიცვა, - ესაა არა უბრალოდ კიდევ ერთი ცივილიზაციის დაცემა ვიკოს სქემის შესაბამისად, ესაა კოსმიური პრომეთეს სამშობიარო ტკივილები, რომელიც მოშინაურებული პრიმატების ისტორიის ხანგრძლივი კოშმარისგან იღვიძებს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მეტი არაფერია, თუ არა გენეტიკურ-ისტორიული განზოგადებები, რომლებიც ზუსტად ვერ მიესადაგება რომელიმე რეალურ ოჯახს. გულმოწყალე ქალღმერთისა და მტრული გიგანტის არქეტიპები არ აქტიურდება იმ ოჯახებში, სადაც დედა ცივია, არამეგობრულია, ავია და ა.შ., მამა კი თბილ, მზრუნველ ფიგურას წარმოადგენს. სტატისტიკა აჩვენებს განსხვავებებს ასეთ ოჯახებში პირველი და მეორე წრედის იმპრინტებში, ამიტომ ბავშვი შეიძლება გაიზარდოს ვინც გინდათ - შამანი, შიზოფრენიკი, გენიოსი, ჰომოსექსუალი, მხატვარი, ფსიქოლოგი და ა.შ.

სავარჯიშოები

ამ თავში განვითარებული თეორიის მიხედვით გააანალიზეთ შემდეგი პიროვნებები:

1. სკარლეტ ო’ჰარა
2. კინგ-კონგი
3. ოდისევსი
4. ჰამლეტი
5. ბაქს ბანი
6. რ.პ. მაკმერფი
7. დიმიტრი კარამაზოვი
8. რიჩარდ ნიქსონი
9. ტომას ჯეფერსონი
10. წმინდა პავლე
11. დონალდ დაკი
12. იაგო
13. ჯეინ ეარი
14. იოსებ სტალინი
15. ჟანა დარკი
16. ტიმოტი ლირი
17. ალისტერ ქროული
18. რობერტ ანტონ ვილსონი
19. მაო
20. კარლ იუნგი
21. აღმოსავლეთის მაჰატმები
22. ჰანიბალ ლექტერი
23. თქვენ

 


aaww

თავი მეექვსე. დროთა-მაკავშირებელი სემანტიკური წრედი

თუ ორ გონს შევყრით ერთად, ყოველთვის გაჩნდება მესამე, - უმაღლესი გონი, რომელიც უხილავად უწყობს ხელს მათ თანამშრომლობას. (ვილიამ ს. ბეროუზი და ბრაიან ჯიზნი - „მესამე გონი“).

ადამიანური არსებებისთვის დამახასიათებელია დროთა დაკავშირება

მესამე სემანტიკურ წრედს კავშირი აქვს არტეფაქტებთან და ქმნის „რუკას“ (რეალობის გვირაბს), რომელიც შესაძლებელია სხვას გადასცეთ, თაობების შემდეგაც კი. ასეთი რუკები შეიძლება იყოს სურათები, პროექტები, სიტყვები, კონცეფციები, ინსტრუმენტები (რომლებსაც თან ახლავს ვერბალური ინსტრუქციები გამოყენებისთვის), თეორიები, მუსიკა და ა.შ.

ადამიანური არსებები (მოშინაურებული პრიმატები) განეკუთვნებიან ქმნილებებს, რომლებიც სიმბოლოებს იყენებენ. როგორც სემანტიკის დამფუძნებელმა, კორჟიბსკიმ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც სიმბოლოებს მართავენ, ჩვენც გვმართავენ.

თუ მოსე, კონფუცი, ბუდა, მუჰამედი, იესო და წმ. პავლე დღემდე ახდენენ ჩვენზე ცოცხალ ზემოქმედებას - ეს კი ნამდვილად ასეა, თუ გარესამყაროს დააკვირდებით, - ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა სიგნალებმა ჩვენამდე ადამიანური სიმბოლური სისტემების საშუალებით მოაღწია. ეს სისტემები საკუთარ თავში მოიცავენ სიტყვებს, ხელოვნების ნაწარმოებებს, მუსიკას, რიტუალებს და გაუცნობიერებელ რიტუალებს („თამაშებს“), რომელთა მეშვეობითაც კულტურა გადაეცემა. მარქსი და ჰიტლერი, ნიუტონი და სოკრატე, შექსპირი და ჯეფერსონი განაგრძობენ ადამიანთა გარკვეული ნაწილების მართვას იგივე მეთოდით - სემანტიკური წრედის მეშვეობით.

კიდევ უფრო მეტი დონით და ნაკლებად გაცნობიერებულად ჩვენ ვექვემდებარებით მართვას ბორბლის, გუთნის, ანბანის და რომის გზების გამომგონებლების მხრიდანაც.

იმდენად, რამდენადაც სიტყვები ამავდროულად შეიცავენ დენოტაციებს (მინიშნებებს სენსორულ-ეგზისტენციალურ სამყაროზე) და კონოტაციებს (ემოციურ ელფერებს, პოეტურ და რიტორიკულ ასპექტებს), ადამიანები იმ სიტყვების მეშვეობითაც კი შეგიძლიათ აიძულოთ, რომ იმოქმედონ, რომლებსაც არც მნიშვნელობა გააჩნიათ და არც შესატყვისობა რეალურ სამყაროში. ამაში მდგომარეობს დემაგოგიის, რეკლამის და ორგანიზებული რელიგიების უმეტესობის მექანიზმი.

ბიოგადარჩენის წრედი გარესამყაროს გამოვლინებას მხოლოდ ორად ყოფს: ის, რაც ჩემთვის კარგია (სასარგებლოა), და ის, რაც ჩემთვის ცუდია (სახიფათოა). ემოციურ-ტერიტორიული წრედი ასევე ორ ნახევრად ყოფს სამყაროს: ის, რაც ჩემზე ძლიერია (ჯოგურ იერარქიაში ჩემზე მაღლა დგას), და ის, რაც ჩემზე სუსტია (ჯოგურ იერარქიაში ჩემზე დაბლა დგას). ამ საფუძველზე ვითარდება სოციო-ბიოლოგიური სისტემები.

სემანტიკური წრედი საშუალებას გვაძლევს, რომ სურვილის მიხედვით დავყოთ და კვლავ გავაერთიანოთ საგნები. მის მიერ მღელვარედ იარლიყების ჩამოკიდებას და სორტირებას დასასრული არ აქვს. პერსონალურ დონეზე - ესაა „შინაგანი მონოლოგი“, რომელიც ჯოისმა „ულისე“-ში გადმოსცა. ისტორიულ დონეზე - ესაა დროთა-მაკავშირებელი ფუნქცია, რომელიც კორჟიბსკიმ აღწერა, და რომელიც საშუალებას აძლევს ყოველ თაობას, რომ ახალი კატეგორიები დაამატოს ჩვენს მენტალურ ბიბლიოთეკას - მარადიულად დაყოს და გააერთიანოს სულ ახალი და ახალი საგნები, მათი ხელახალი კლასიფიკაცია და გადანაცვლება მოახდინოს.

ამ დროთა-მაკავშირებელ განზომილებაში აინშტაინმა ნიუტონი ჯერ კიდევ მანამ შეცვალა, სანამ მსოფლიოს დიდი ნაწილი ნიუტონის შესახებ შეიტყობდა; უბრალო არითმეტიკამ მიგვიყვანა ალგებრის დაბადებამდე, რომელიც იქცა მათემატიკურ ანალიზად, რომელმაც თავის მხრივ წარმოშვა ტენზორული ანალიზი, და ა.შ. ჰაიდნმა და მოცარტმა გზა მოუმზადეს ბეთჰოვენს, რომელიც იმ სფეროებში შეიჭრა, რომლებიც რომანტიკოსებს და ვაგნერისტების ეკუთვნოდათ, და რამაც თანამედროვე მუსიკა წარმოშვა.

ეგრეთწოდებული „მომავლის შოკი“ ყოველთვის ჩვენთან იყო, მას შემდეგ, რაც წინაისტორიულ დროში პირველად დაიწყო ფუნქციონირება სემანტიკურმა წრედმა. სახეობისთვის, რომელსაც გააჩნია სიმბოლიზების, გამოთვლის, აბსტრაქციის უნარი, დრო ყოველთვის იქნება „ცვლილებების დრო“. ეს პროცესი დროთა განმავლობაში ჩქარდება, რადგან სიმბოლიზების უნარებს ახასიათებთ დამოუკიდებლად განვითარება.

ჩვეულებრივ ენაზე სემანტიკურ წრედს „გონება“ ჰქვია. (როგორც ცოტა ხნის წინ რადიოგადაცემაში ფსიქოლოგმა რობერტ ორნშტაინმა აღნიშნა, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანია, ჩვენ ჩვეულებრივ ვგულისხმობთ, რომ ამ ადამიანს ენა კარგად აქვს მიბმული, ანუ იგი კარგად იყენებს სემანტიკურ წრედს.)

ტრანსაქციული ანალიზის ენაზე პირველ (ორალურ) წრედს ეწოდება ბუნებრივი ბავშვი, მეორე (ემოციურ) წრედს - ადაპტირებული ბავშვი, ხოლო მესამე, სემანტიკურ წრედს - ზრდასრული, ან კომპიუტერი. იუნგის ტერმნინებში პირველ წრედს შეესაბამება შეგრძნება, მეორეს - გრძნობა, მესამეს კი - გონება (აზროვნება).

პირველი წრედის ნეიროლოგიური კომპონენტი ტვინის უძველეს ნაწილებამდე მიდის; კარლ საგანმა მათ „რეპტილიური ტვინი“ უწოდა. ამ ნეიროსტრუქტურების ასაკი მინიმუმ მილიარდობით წელს მოიცავს. მეორე წრედის სტრუქტურები პირველ ძუძუმწოვრებთან ერთად გაჩნდა სადღაც მილიარდი ან 500 მილიონი წლის წინ; ამიტომ საგანი მათ „მამმალურ ტვინს“ (ლათ: mammalia - ძუძუმწოვარი) ანუ „ძუძუმწოვრების ტვინს“ უწოდებს. სემანტიკური წრედი სავარაუდოდ 100 ათასი წლის წინ გაჩნდა; საგანი მას „ადამიანის ტვინს“ უწოდებს. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ადამიანთა უმეტესობა დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ორი უძველესი წრედით უფრო მეტად იმართებიან, ვიდრე სემანტიკური (რაციონალური) წრედით, და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ სემანტიკური წრედი ასე ადვილად ექცევა ცრუ ლოგიკის გავლენის ქვეშ (უმეცრება, შეუწყნარებლობა, ნებისმიერი სახის ფანატიზმი), როცა ბიოგადარჩენის წრედი სიცოცხლისთვის, ან ემოციური წრედი - სტატუსისთვის საფრთხის შესახებ სიგნალს აძლევს მას.

ცინიკოსებს, სატირებს და „მისტიკოსებს“ (5-8 წრედები) ასჯერ უთქვამთ ჩვენთვის, რომ „გონება - ესაა გამყიდველი ძუკნა“, ანუ სემანტიკური წრედი გახსნილია მანიპულაციისთვის უფრო ძველი, უფრო პრიმიტიული წრედებისთვის. რა შეუპოვრადაც არ უნდა უარყოს რაციონალისტმა ეს განცხადება, ახლო პერსპექტივაში იგი ყოველთვის ჭეშმარიტი აღმოჩნდება ხოლმე - ანუ, თუ რაციონალისტის ერთ-ერთ საყვარელ სიტყვას გამოვიყენებთ, იგი ყოველთვის პრაგმატულად ჭეშმარიტია. ის, ვინც შეძლებს, რომ საკმარისად დააშინოს ადამიანები (ანუ გამოიწვიოს ბიოგადარჩენითი შფოთვა), შეძლებს რომ მალევე მოახვიოს თავს ნებისმიერი ვერბალური რუკა, რომელიც მათი აზრით შვებას მოუტანთ, ანუ შფოთვისგან გაანთავისუფლებთ მათ.

ჯოჯოხეთით დაშინებით და შემდეგ ხსნის შეპირებით, ყველაზე უმეცარ და გარყვნილ ინდივიდებს შეუძლიათ, რომ თავს მოახვიონ მათ მთელი ფილოსოფიური სისტემა, რომელიც ორწუთიან რაციონალურ ანალიზსაც კი ვერ გაუძლებდა. და მოშინაურებული პრიმატების ნებისმიერ ალფა მამრს, როგორი სასტიკი ან გარყვნილიც არ უნდა იყოს იგი, შეუძლია თან გაიყოლოს პრიმატების მთელი ჯოგი, თუკი დაიყვირებს, რომ კონკურენტი ჯოგის ალფა-მამრი მათ ტერიტორიაზე თავდასხმას აპირებს. ძუძუმწოვრების ეს ორი რეფლექსი ცნობილია შესაბამისად, როგორც რელიგია და პატრიოტიზმი. ისინი მოშინაურებულ პრიმატებში ზუსტად ისევე მუშაობენ, როგორც ველურებში, რადგან ფარდობით ევოლუციურ მიღწევას წარმოადგენენ (გარკვეულ ეტაპზე).

ემოციურ-ტერიტორიული, ანუ „პატრიოტული“ წრედი ასევე შეიცავს სტატუსის, ანუ ჯოგური იერარქიის პროგრამებს. პირველი წრედის ბიოგადარჩენის შფოთვასთან ტანდემში, მას ყოველთვის შეუძლია დაამახინჯოს სემანტიკური რაციონალური წრედის მუშაობა. ყველაფერი, რასაც შეუძლია სტატუსის დაკარგვამდე მიგვიყვანოს, და ყველაფერი, რაც ინდივიდის „სივრცეში“ იჭრება (იდეოლოგიური „სივრცის“ ჩათვლით), საფრთხეს წარმოადგენს საშუალოსტატისტიკური მოშინაურებული პრიმატისთვის. თუკი, მაგალითად, ვინმე საწყალი მიჩვეულია გარკვეულ ცხოვრებისეულ სტატუსს - „მე თეთრი ვარ, და არა ვიღაც ჯანდაბა ნიგერი“ ან „მე ნორმალური ვარ, და არა ვიღაც პედიკი“ და ა.შ. - ტოლერანტობის, ჰუმანიზმის, რელატივიზმის და ა.შ. ქადაგების (ქადაგება თავისთავად წარმოადგენს მეორე წრედის პოლიტიკას, რადგან იმათზე მაღლა გაყენებთ, ვისაც უქადაგებთ. მაგრამ თქვენ ვერ დაიკავებთ ამ აღმატებულ პოზიციას, თუკი თქვენი აუდიტორიისთვის მოცემული გენოფონდის დომინანტი ალფა-მამრის სახით არ ხართ იმპრინტირებული, ან „ბოსის“, ან სხვა ავტორიტეტული ფიგურის სახით არ ხართ განპირობებული. 60-იანების კონტრ-კულტურა, ისევე, როგორც მრავალი სხვა იდეალისტური მოძრაობა იმის გამო ჩავარდა, რომ მეტისმეტად ბევრი ქადაგებდა მორალური აღმატებულობის პოზიციით მაშინ, როცა არავინ არ იყო იმპრინტირებული ან განპირობებული მისი, როგორც მორალურად აღმატებულის აღქმაზე) ნებისმიერი მცდელობა მასში გადამუშავებულ იქნება არა სემანტიკური, არამედ ემოციური წრედით და განიხილება, როგორც თავდასხმა სტატუსზე (მის სოციალურ როლზე).

მესამე, სემანტიკური წრედი მჭიდროდაა დაკავშირებული სამგანზომილებიანობასთან (თუმცა ჩვენი ბინოკულარული მხედველობაც, რა თქმა უნდა, თავის როლს თამაშობს). მარჯვენა ხელის ფუნქციის დომინირება დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისთვის და პრიმატებისთვის. სხვა ძუძუმწოვრებს მსგავსი რამ არ ახასიათებთ; ისინი ერთნაირად თავისუფლად ფლობენ ორივე ხელს.

ცოტა ხნის წინ ნეიროლოგიის მიღწევებმა აჩვენა, რომ მარჯვენა ხელის დომინირება მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს ტენდენციასთან - გამოვიყენოთ თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო უფრო მეტად, ვიდრე მარჯვენა (ცაციებს ქვემოთ განვიხილავთ). და მართლაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ იმდენად იშვიათად ვიყენებთ მარჯვენა ნახევარსფეროს, რომ დიდი ხანი მას „მდუმარე ნახევარსფეროს“ ეძახდნენ.

ამგვარად, ადამიანთა უმეტესობას გააჩნია გენეტიკურად ჩადებული („მკაცრად მოცემული“) წინასწარგანწყობა, რომ იმანიპულიროს მარჯვენა ხელით და იფიქროს მარცხენა ნახევარსფეროთი. ეს დამოკიდებულება მჭიდროდაა დაკავშირებული ვერბალურ, სემანტიკურ წრედთან, რადგანაც მარცხენა ნახევარსფერო - ესაა „მეტყველების“ ნახევარსფერო. იგი ხაზობრივია, ანალიტიკურია, კომპიუტერის მსგავსია და ძალიან ვერბალურია. სწორედ ესაა ნეიროლოგიური საფუძველი რუკის შექმნასა და მანიპულირებას შორის. მარჯვენა ხელი მანიპულირებს (და ქმნის არტეფაქტებს), მარცხენა ნახევრასფერო კი შედეგების კარტოგრაფირებას ახდენს - ქმნის მოდელს, რომელიც სამყაროს ამ ნაწილის მომავალი ქცევის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ეს მახასიათებელი წმინდად ადამიანურია (პოსტ-პრიმატულია).

მემარცხენეებს კი პირიქით, დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უმუშავებთ - ქოლისტური, სუპრავერბალური, „ინტუიტიური“, მუსიკალური და „მისტიური“. ლეონარდო, ბეთჰოვენი და ნიცშე ცაციები იყვნენ. ტრადიციულად ცაციები შიშს და მოწიწებას იწვევდნენ; მათზე ეჭვი ჰქონდათ, რომ შამანური კავშირი ჰქონდათ „ღმერთთან“ ან „ეშმაკთან“ (ალისტერ ქროულმა ამის შესახებ პრაგმატულად იცოდა, ჯერ კიდევ თანამედროვე ნეიროლოგიის გამოჩენამდე. იგი აიძულებდა თავის მოსწავლეებს, რომ ერთნაირად კარგად ეწერათ ორივე ხელით, და ამიტ მათი მძინარე ნახევარსფეროს აქტივობას აღვიძებდა).

ამრიგად, არსებობს მარჯვენას და მარცხენას ჯვარედინი შესაბამისობა ტვინისა და ხელების ფუნქციონირებაში.

aww2

მარჯვენას და მარცხენას ეს ორმაგი (სარკული) პოლარობა ნეიროლოგიურად სამგანზომილებიან სივრცეში გვათავსებს. წინა დიაგრამის მოდიფიკაციით და მესამე წრედის (წრედის) დამატებით, ჩვენ ვიღებთ შემდეგს:

aww1

სამგანზომილებიანი სისტემის ამ ორგანზომილებიანი სურათის ვიზუალიზაციისთვის წარმოიდგინეთ, რომ „თავდასხმა-უკანდახევის“ ღერძი მართი კუთხითაა განლაგებული ყველა დანარჩენი ღერძის მიმართ - ანუ „დაინახეთ“, როგორ მოდის ეს ღერძი გვერდიდან პირდაპირ თქვენსკენ.

ეს ე.წ. „ევკლიდეს“ სივრცეა. ამ კონტექსტში ცხადია, თუ რატომ იყო ევკლიდეს სივრცე სივრცის პირველი ტიპი, რომელიც მათემატიკოსებმა და მხატვრებმა მიიღეს, რატომ გვეჩვენება დღემდე „ბუნებრივად“, ასევე რატომაა ზოგიერთი ადამიანისთვის რთული სივრცის იმ არაევკლიდური სახეების წარმოდგენა, რომლებსაც თანამედროვე ფიზიკა იყენებს.

ევკლიდეს სივრცე - ესაა გარეგნული პროექცია იმისა, თუ როგორ აგროვებს ჩვენი ნერვული სისტემა ინფორმაციას ბიო-გადარჩენითი, ემოციური და სემანტიკური წრედებისგან.

მესამე წრედის იმპრინტული ნაწილები განლაგებულია მარცხენა ნახევარსფეროს ქერქში და მჭიდროდაა დაკავშირებული ხორხისა ნატიფ კუნთებთან და მარჯვენა ხელის კუნთებთან. თავის ტვინის ქერქი შედარებით ცოტა ხნის წინ გაჩნდა, ამიტომ მას ხშირად „ახალ ტვინს“ უწოდებენ; იგი აღმოჩენილია მხოლოდ უმაღლეს ძუძუმწოვრებში და ყველაზე მეტად განვითარებულია ადამიანებში, ვეშაპებსა და დელფინებში.

ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მძიმე იმპრინტი მესამე წრედზე აქვთ, ჩვეულებრივ, „ცერებროტონიკებად“ ყალიბდებიან. ისინი მაღლები და გამხდრები არიან, რადგანაც სხეულიდან ენერგია გამუდმებით თავის ტვინისკენ მიდის. კარიკატურული ბოროტი გენია დოქტორი სივლანუსი „სუპერმენიდან“, რომელიც პრაქტიკულად მხოლოდ თავისგან შედგებოდა, წარმოადგენს ადამიანთა ამ ტიპის ექსტრემალურ ფორმას. ხალხში ასეთ ადამიანს „კვერცხისთავას“ ეძახიან.

თითქმის ყოველთვის, მესამე წრედის ეს ცერებროტონიკური ტიპები იგნორირებას უკეთებენ ან მტრულად არიან განწყობილნი პირველი და მეორე წრედების ფუნქციების მიმართ. თამაში მათ არ მოწონთ (სულელურად და ექსცენტრულად ნეჩვენებათ), ემოციები კი ერთდროულად - აბნევენ და აშინებენ.

რამდენადაც ჩვენ ყველას გვაქვს ეს წრედი, ამიტომ ყველას გვჭირდება, რომ რეგულარულად ვავარჯიშოთ იგი. შეადგინეთ სქემა, რომელიც თქვენს ბიზნესს ან საშინაო მოვალეობებს აღწერს, და შეეცადეთ ოპტიმიზება გაუკეთოთ მას უფრო მეტი ეფექტურობისთვის. შეიმუშავეთ სქემა, რომელიც მთელ სამყაროს აღწერდა. ყოველ რამდენიმე წელში დაიწყეთ რაიმე ისეთი მეცნიერების შესწავლა, რომელზეც მანამდე არაფერი იცოდით.

ნუ უგულვებელჰყოფთ ამ წრედთან თამაშს; შეთხზეთ ლექსები, იგავები, აფორიზმები ან ანეკდოტები.

მისტერ ქროულიმ თქვა:
შენც ვარსკვლავი ხარ.

P.S. მან ასევე თქვა:
ნუ გამოეკიდები შედეგებს.

aww3

(ნეიროლოგიური იმპრინტი საფუძველს წარმოადგენს მთელი ორგანიზმისთვის)

ისევე, როგორც წინა წრედის შემთხვევაში, სემანტიკური წრედის მთელი განპირობება და სწავლება მკაცრი იმპრინტის ფუნდამენტზე შენდება. ბევრი იდეა, რომელიც გონებაში წარმოდგენადია ეგზისტენციალურად, წარმოუდგენელია სოციალურად, რადგანაც: ა) მოცემულ საზოგადოებაში ყველას დაახლოებით ერთნაირი სემანტიკური იმპრინტი აქვთ, და ბ) ეს ყოვედღიურად მყარდება წარმოდგენებით, რომლებიც მექანიკურად აღიქმება, როგორც ჭეშმარიტება.

გენიოსი - ესაა ის, ვინც გარკვეული შინაგანი პროცესის შედეგად შეძლო მეშვიდე წრედამდე გაღწევა (მცირე ნეიროლოგიური სასწაული, რომელსაც გაურკვეველ ტერმინს - „ინტუიციას“ უწოდებენ) და უკან, მესამე წრედში დაბრუნება, ამჯერად უკვე ახალი სემანტიკური რუკის დახატვის, რეალობის ახალი მოდელის აწყობის უნარით. ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს ყოველთვის ღრმა შოკია ხოლმე მათთვის, ვინც ძველი, რობოტიზებული იმპრინტების ხაფანგშია გამოკეტილი, და ჩვეულებრივ, განიხილება, როგორც ტერიტორიული საფრთხე (იდეოლოგიურ სივრცეში). თავისუფალი აზრის წარმომადგენელთა წამებულების გრძელი სია, დაწყებული სოკრატესგან, აჩვენებს, რამდენად ურყევად მუშაობს ადამიანებში ნეოფობია (ახალი სემანტიკური სიგნალების შიში).

როგორც ტომას კუნმა აჩვენა „მეცნიერული რევოლუციის სტრუქტურაში“, თავად მეცნიერება - მესამე წრედის სემანტიკური რაციონალურობის აპოთეოზი - არაა თავისუფალი ნეოფობიისგან. ყოველ მეცნიერულ რევოლუციას ერთი თაობა სჭირდება ძველი მსოფლმხედველობის გადასალახად, ამასთან, ძველი მეცნიერები არასოდეს ღებულობენ ახალ სემანტიკურ პარადიგმას. ისინი, ჩვენი ტერმინოლოგიით, მექანიკურად არიან მიჯაჭვულები თავიანთ პირველად იმპრინტებზე. კუნის თქმითლ, რევოლუცია მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა ძველი იმპრინტისგან თავისუფალი ახალი თაობა ორ მოდელს ადარებს და რაციონალურ გადაწყვეტილებას ღებულობს ახალი მოდელის სასარგებლოდ.

მაგრამ თუკი მეცნიერბას, რომელსაც თვითკორექციის ყველაზე მეტი უნარი აქვს მესამე წრედის ინფორმაციის დამუშავების ყველა ფუნქციასთან შედარებით, მთელი თაობა სჭირდება, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ პოლიტიკაზე, რელიგიასა და ეკონომიკაზე? მათში დაგვიანების დრო არც თუ იშვიათად ასეულობით, ან შესაძლოა ათასეულობით წელსაც შეადგენდეს (რა თქმა უნდა, ეს ეხება სხვა ადამიანების პოლიტიკას, რელიგიას და ეკონომიკას. მკითხველის პირადი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი გონივრული და ობიექტური შეხედულებაა. სხვანაირად როგორ!).

ჩვენ ადრე უკვე აღვნიშნეთ, რომ ბიოგადარჩენით ნეიროლოგიაში დროის ფაქტორი არ არსებობს. „მე უბრალოდ გავაკეთე ეს“, - ვამბობთ ბიოგადარჩენითი წრედის ავტომატური მუშაობის შემდეგ.

დროს მნიშვნელობა ენიჭება ემოციურ-ტერიტორიული წრედის მოქმედებებში. დომინირების სიგნალებმა შესაძლოა არ იმუშავონ: ძუძუმწოვარმა, რომელიც გარეგნულად უფრო სუსტი ჩანს, შეიძლება გაიმარჯვოს. ორმა ძაღლმა შეიძლება რამდენიმე წუთი უტრიალოს ერთმანეთს, ღრენით და ერთმანეთის დაყნოსვით (ძაღლის ქიმიური გამონაყოფი საშუალებას აძლევს მეორე ძაღლს, რომ მისი შეშინების დონე განსაზღვროს), სანამ ცხადი არ გახდება, რომელია მათ შორის უფრო ძლიერი.

რაც შეეხება ადამიანურ დონეს, ჩვენ ხშირად ვიტანჯებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, და მწვავედ ვაცნობიერებთ დროის ფაქტორს ამ ყოყმანის დროს. როგორც თრილერების ნებისმიერი ავტორისთვისაა ცნობილი, ემოციური დაძაბულობის მომატების ძირითადი საშუალება - ესაა დროის შეზღუდვის დაწესება რთული ან სახიფათო გადაწყვეტილების მიღების მომენტში (უყურეთ Star Trek-ის ნებისმიერ სერიას. იქ ხშირად შეგხვდებათ ეს ხერხი. შეგიძლიათ ასევე წაიკითხოთ ირვინ ვოლისის ნებისმიერი ბესტსელერი. დაძაბულობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ძლიერდება, თუკი დროის შეზღუდვა უეცრად მატულობს უშუალოდ კვანძის გახსნის წინ).

მესამე წრედში დრო იმავე დონით კონცეპტუალიზდება, როგორითაც განცდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ - დროის ქმნილებები ვართ; „ხალხური გადმოცემები“, ტოტემური კვერთხი, ჰომეროსის „ოდისეა“, ძველი აღთქმა, ვედები და ა.შ. იმის შესახებ გვიყვებიან, რაც წარსულში იყო, და ხშირად შეიცავენ წინასწარმეტყველებებს მომავლის შესახებ. მეცნიერება მესამე წრედის ფუნქციებს გონებისთვის წარმოუდგენელ დროის შუალედებამდე აფართოებს. მწერლობისა და სხვა სიმბოლური სისტემების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკა, კორჟიბსკის მიერ აღწერილ დროთა-დაკავშირებას ქმნის: ჩვენ ვაცნობიერებთ თავს არა მხოლოდ უძველესი ბრძენების გზავნილთა მიმღებებად, არამედ გზავნილის პოტენციურ გადამცემებადაც, რომლებიც შესაძლებელია მრავალი საუკუნის შემდეგ მიიღონ.

მეოთხე წრედში ჩვენ კიდევ უფრო ძლიერად ვგრძნობთ დროის თანმყოფობას და ზეწოლას.

ამ თავის დასასრულს ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ჯორდანო ბრუნო კოცონზე დაწვეს 1600 წლის 18 თებერვალს იმის გამო, რომ დედამიწის მზის გარშემო ბრუნვაზე საუბრობდა. იყო თუ არა იგი დამნაშავე?

სავარჯიშოები

1. თუკი ლიბერალი ხართ, გამოიწერეთ ერთი წლით „National Review”, კონსერვატორების ყველაზე გონივრული (და მახვილგონივრული) ჟურნალი. ყოველთვე, რამდენიმე საათის განმავლობაში, იკითხეთ ამ ჟურნალის სტატიები და სცადეთ, რომ რეალობის მათ გვირაბში შეხვიდეთ.

2. თუ კონსერვატორი ხართ, გამოიწერეთ ერთი წლიტ ჟურნალი „New York Review of Books" და თვეში რამდენიმე საათით სცადეთ მათი მნიშვნელობის ჩაწვდომა.

3. თუ რაციონალისტი ხართ, გამოიწერეთ ერთი წლით ჟურნალი „Fate” (ამერიკული ჟურნალი „Fate” აქვეყნებდა მასალებს უცხოპლანეტელებთან კონტაქტის, ამოუხსნელი მოვლენების, მონსტრების და ა.შ. შესახებ).

4. თუ ოკულტისტი ხართ, გახდით კომიტეტის წევრი მეცნიერული კვლევებისა პარანორმალური მოვლენებზე შეტყობინებების შესახებ და ერთი წლის განმავლობაში იკითხეთ მათი ჟურნალი - „The Skeptical Inquirer”.

5. შეიძინეთ ჟურნალი „Scientific American” და წაიკითხეთ მასში ნებისმიერი სტატია. დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვა: რატომ საუბრობენ ისინი ასე დარწმუნებით? დაფუძნებულია თუ არა მათი დოგმატიზმი რეალურ მონაცემებზე, თუ ეს დოგმა პრიმატების ერთ-ერთი ჩვევაა (ინტელექტუალური სივრცის დაცვისკენ მიმართული)? დაიჯერებენ თუ არა უწინდებურად ამ თეორიებს 2011 წელს? 2593 წელს?

6. პირველივე შესაძლებლობისთანავე შედით ფილოსოფიურ დენატებში განათლებულ მარქსისტთან, ინტელიგენტ მუსულმანთან და იაპონელ ბიზნესმენთან.

7. იყიდეთ ZOOM-ი ან LIFT-ი (ერთი და იმავე კოფეინის შემცველი მასტიმულირებელი სასმელის ორი დასახელება) ჯანსაღი საკვების მაღაზიაში. დალიეთ იგი (ეფექტი არალეგალურიკოკაინის მიღებით გამოწვეულ შედეგს წააგავს). როცა აგზნებას მიაღწევთ და „წაგიღებთ“, აირჩიეთ მსხვერპლი და აუხსენით მას სამყაროს მოწყობა, სანამ იგი თქვენგან გაქცევას არ მოახერხებს. ის, რასაც ამ დროს იგრძნობთ, - ესაა რაციონალისტის გონების მუდმივი მდგომარეობა. ვერბალური წრედი კონტროლიდან გამოდის და აღარ რეაგირებს სხვა დანარჩენი წრედებიდან მომავალ ინფორმაციებზე. აი, რატომაა, რომ ადამიანთა უმეტესობა ფიზიკურად ვერ იტანს რაციონალისტებს. „ამაჩქარებელი“ ნარკოტიკები ააქტიურებენ მარცხენა ნახევარსფეროს ქერქის ვერბალური ცენტრების ნეიროგადამცემებს.

 


 

თავი მეშვიდე. დროთა-მაკავშირებელი დიალექტიკა: აჩქარება და შენელება

ბუნებასა და სოციალურად ორგანიზებულ მსოფლიოს შორის დიალექტიკაში ადამიანური ორგანიზმი ტრანსფორმაციას განიცდის. ამ დიალექტიკაში ადამიანი წარმოშობს რეალობას, და ამგვარად წარმოშობს საკუთარ თავს. (ბერგერი და ლოკმენი, „რეალობის სოციალური მოწყობა“)

პირველი და მეორე წრედები ევოლუციურად მდგრად სტრატეგიებს წარმოადგენენ. მილიონობით წლის მანძილზე ისინი დაახლოებით ერთი და იმავე ფორმით ფუნქციონირებენ არა მხოლოდ პრიმატებში, არამედ ყველა ძუძუმწოვარში, ასევე მრავალ სხვა სახეობაში. მესამე სემანტიკური წრედი წარმოადგენს ევოლუციურად არამდგრად სტრატეგიას. უფრო სწორი იქნება, დავარქვათ მას არა ევოლუციური, არამედ რევოლუციური.

პირველი ორი წრედი აგებულია უარყოფით უკუკავშირზე (ბიოლოგიური თვალსაზრისით). ისინი ჰომეოსტაზს ინარჩუნებენ - ანუ უცვლელად უბრუნდებიან წონასწორობის ეკოლოგიურ-ეტოლოგიურ მდგომარეობებს. უარყოფითი უკუკავშირის ფუნქცია სწორედ მდგრადობის შენარჩუნებაა.

დროთა-მაკავშირებელ სემანტიკურ წრედში მსგავსი მდგრადი უარყოფითი უკუკავშირი არ არსებობს. იგი წარმოადგენს მექანიზმს, რომელსაც კიბერნეტიკოსებმა და ბიოლოგებმა დადებითი უკუკავშირი უწოდეს. იგი არ უბრუნდება მდგრად მდგომარეობას, არამედ გამუდმებით ისწრაფვის ახალი წონასწორობისკენ უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე (უარყოფითი უკუკავშირი ფიქსირებულ მდგომარეობას უბრუნდება, როგორც თერმოსტატი. დადებითი უკუკავშირი მოძრავ მიზანს ეძებს, როგორც თვითდამიზნებადი რაკეტა).

პირველი ორი წრედი პასუხს აგებს იმ ყველაფრის შენარჩუნებაზე, რაც ადამიანში მეტ-ნაკლებად მუდმივია. ისინი ბოლომდე ციკლურები არიან და უშუალოდ უკავშირდებიან ვიკოს, ჰეგელის და სხვა მათი მსგავსი ფილოსოფოსების მიერ აღმოჩენილ ისტორიულ ციკლებს.

მესამე წრედი ყოველთვის შეკავებული და და მკაცრად შეზღუდული იყო წესებით, კანონებით, აკრძალვებით, ტაბუებით და ა.შ., რადგანაც ის ანგრევს ასეთ ციკლებს. თუკი თავისუფლებას მისცემთ მას, იგი სპირალურად და ზემოთკენ ისწრაფვის.

საზოგადოებებში, რომლებშიც მესამე, სემანტიკურ წრედს ნაწილობრივი თავისუფლება ეძლევა - მისი ბოლომდე განთავისუფლება ჯერ არცერთ საზოგადოებას არ გაურისკავს, - ეს სპირალი დაუყოვნებლივ ჩნდება. ადრე ეს ცნობილი იყო, როგორც „პროგრესი“, შემდეგ ეს სიტყვა მოდიდან გადავიდა.

ზემოთ მიმართული სპირალი („პროგრესი“) წარმოადგენს იმის მახასიათებელს, რასაც კარლ პოპერი განსაზღვრავს, როგორც „საზოგადოების აღმოჩენას“. ესაა სეკულარული, ჰუმანისტური კულტურები, რომლებიც შედარებით თავისუფალია ტაბუსგან და დოგმატიზმისგან.

ასეთი თავისუფლება დღემდე შეფარდებითია, რადგანაც მრავალი ტაბუ არაცნობიერ დონეზე „საღი აზრის“ ან „ეთიკური ნორმების“ სახის ქვეშ იმალება. ნებისმიერი, ვინც მათში დაეჭვებას გაბედავს, წარმოადგენს „ერეტიკოსს“, „მოღალატეს“ ან „უპასუხისმგებლო ფსიქოპათს“.

(როგორც დავინახავთ, რაციონალისტებს, რომლებიც შედარებით თავისუფალ საზოგადოებებში დომინირებენ, თავიანთი საკუთარი ტაბუ გააჩნიათ.)

პირველად მათემატიკური ფორმულა, რომელიც ადამიანის საზოგადოებაში ცვლილებების სიჩქარეს განსაზღვრავდა, ისტორიკოსმა ჰენრი ადამსმა შემოგვთავაზა. ნიუტონის ფიზიკის გავლენით ადამსმა ივარაუდა (სუფთა ჰიპოთეტურად: შეხსენება მათ, ვინც მის „გულუბრყვილობას“ დასცინის), რომ ენერგიის უტილიზაცია უკუპროპორციულია დროის კვადრატისა, მსგავსად იმისა, როგორც ნიუტონის გრავიტაციაა უკუპროპორციული მანძილის კვადრატისა.

ანთროპოლოგიის მაშინდელი მონაცემების საფუძველზე ადამსმა ივარაუდა, კაცობრიობამ თავის განვითარებაში დაახლოებით 90 000 წელიწადზე ცოტა მეტი გაიარა. შემდეგ მან გამოთვალა, რომ ამ დროის უმეტესი ნაწილი იმაზე წავიდა, რომ მისულიყო გალილეიმდე, მეცნიერულ მეთოდამდე, ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისამდე და უზარმაზარ ნახტომამდე ენერგიის უტილიზაციაში, რაც უკვე „თანამედროვე“ ეპოქისთვისაა დამახასიათებელი.

რადგანაც რიცხვი 300 წარმოადგენს კვადრატულ ფესვს 90 000-დან, ადამსმა ივარაუდა, რომ შემდეგი ძლიერი ნახტომი დაახლოებით 1900 წელს უნდა მომხდარიყო - გალილეიდან 300 წლის შემდეგ, და ზუსტად იმ დროს, როცა ადამსი ამ პროგნოზს აკეთებდა. მას შემდეგ, რაც ყურადღებით დააკვირდა გარშემო რეალობას, ადამსმა გადაწყვიტა, რომ ამ ნახტომს უფრო მაღალი ენერგეტიკული დონისკენ წარმოადგენენ კიურების კვლევები, რომლებმაც რადიოაქტოვობა აღმოაჩინეს. როგორც მრავალმა კომენტატორმა აღნიშნა, ადამსის წაკითხვის შემდეგ, მან ძალიან ზუსტად იწინასწარმეტყველა ჩვენი ატომური საუკუნე.

თავისი დიდი იდეით შთაგონებული ადამსი უფრო შორს წავიდა. რადგანაც რიცხვი 17 მიახლოებითი კვადრატული ფესვია 300-დან, მან იწინასწარმეტყველა, რომ შემდეგი დიდი რევოლუციური ეტაპი 1917 წლის შემდეგ დაიწყებოდა. ხოლო რადგან 17-ის მიახლოებითი კვადრატული ფესვი 4-ია, შემდეგ ნაბიჯად იგი 1922 წელს ვარაუდობდა. მისი სიტყვებით, ამ დროისთვის ჩვენს განკარგულებაში ენერგიის ამოუწურავი წყარო იქნებოდა. ზუსტად ისე ა გამოვიდა, როგორც ის წინასწარმეტყველებდა.

მიუხედავად ამისა, ჰენრი ადამსი სწორ გზაზე იდგა. უბრალოდ მისი მათემატიკა მეტისმეტად გამარტივებული იყო.

„სწორ გზაზე“ იდგა მისი ძმაც, ბრუქსი, რომელიც ასევე ეძებდა „კანონზომიერებებს“ ისტორიაში. ბრუქსმა გამოყო სქემა, რომელიც, შესაძლოა, არ არის სრულიად ჭეშმარიტი, მაგრამ ისევე მიახლოებით ჭეშმარიტია, როგორც ვიკოს, ჰეგელის, მარქსის და ტოინბის განზოგადებები. ბრუქს ადამსის აზრით, ყოველი ცივილიზაცია თავის განვითარებაში გადის ოთხ შემდეგ ეტაპს:

1. ქურუმების მიერ ცოდნის მონოპოლიზაცია. მაგალითად, როგორც ეგვიპტელი, ასევე მაიას ცივილიზაციის ქურუმები დამწერლობას ხალხისგან საიდუმლოდ ინახავდნენ.

2. სამხედრო ძალის მონოპოლიზაცია დამპყრობლების მიერ, რომლებიც საკუთარ თავს სახელმწიფოდ ან ხელისუფლებად აქცევენ. მაგალითად, „ფნანგი ნაბიჭვარი“ (ვილჰელმ დამპყრობელი, როგორც იგი ტომ პეინმა დაახასიათა) ინგლისში მოწინავე ტექნოლოგიით ჩადის - მძიმე კავალერია ადგილობრივი ქვეითი ჯარის წინააღმდეგ - და მეფედ იქცევა. მისი ნათესავები და მომხრეები კი მიწათმფლობელი ლენდ-ლორდები ხდებიან.

3. მიწის მონოპოლიზაცია ამ ლენ-ლორდების მიერ. გადასახადების (“რენტის“) აკრეფა მათგან, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს.

4. ნაციონალური ბანკების მიერ ფულის ბეჭდვის მონოპოლიზაცია. გადასახადის („მოგების“) აკრეფა ყოველ ფულად ერთეულზე, რომელიც წრებრუნვაშია გამოშვებული.

ცივილიზაციების უმეტესობას მინიმუმ სამი მაინც გაიარა ამ ოთხი ეტაპიდან, თუმცა არა ყოველთვის ამ თანმიმდევრობით. ზოგიერთმა კი ოთხივე გაიარა.

ბრუქს ადამსმა ასევე შენიშნა, რომ ცენტრალიზებული კაპიტალი (სიმდიდრე, რომელიც რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ ოჯახშია კონცენტრირებული) ადამიანის ისტორიის დოკუმენტირებული მონაკვეთის მანძილზე სტაბილურად ინაცვლებდა დასავლეთის მიმართულებით. კაპიტალის პირველი მსხვილი დაგროვება შეინიშნება შუმერებთან, შემდეგ ფულის ცენტრი თანმიმდევრულად ინაცვლებს ეგვიპტეში, საბერძნეთში, აპენინების ნახევარკურძულზე, გერმანიის გარკვეულ ნაწილებში და ლონდონში. ამ კვლევის დაწერის დროს (დაახლოებით 1900 წელს) წონასწორობა ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის მეტყეობდა, და ბრუქსის აზრით, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოსთვის ნიუ-იორკში უნდა გადაენაცვლებინა, ბრიტანული იმპერიის დაცემასთან დაკავშირებით. მისი ვარაუდი გამართლდა. თუმცაღა ბრუქს ადამსს არ აქვს თეორია, რომელიც 6000 წლის მანძილზე კაპიტალის დასავლეთით გადანაცვლებას ახსნის. მან უბრალოდ ტენდენცია აღწერა.

ბევრის აზრით, ეს მოძრაობა კვლავ გრძელდება. მაგალითად, კარლ ოგლსბი „კოვბოების იანკებთან ომში“ ამერიკის 1950 წლის პოლიტიკას წარმოადგენს „იანკების ძველი სიმდიდრის“ (ღერძი: ნიუ-იორკი - ბოსტონი, რომელმაც ლონდონი ჩაანაცვლა 1900 წლის შემდეგ) და „კოვბოების ახალი სიმდიდრის“ (ტეხასის და კალიფორნიის ნავთობის და აეროკოსმიური მილიარდელები) ბრძოლად. 1997 წლის მდგომარეობით ჩანს, რომ კოვბოები იმარჯვებენ; ეს მოსალოდნელიც იყო, თუ ადამისისეულ კაპიტალის დასავლეთისკენ მიგრაციას საფუძვლად რაღაც რეალური „კანონი“ უდევს.

1919 წლის ერთ-ერთ ღამეს გრაფ ალფრედ კორჟიბსკის დაესიზმრა საოცრად ცხადი სიზმარი, და მას გაეღვიძა ბედნიერი ცრემლებით და მკაფიო გრძნობით, რომ სწორედ თაობიდან თაობამდე სიგნალების გადაცემა - მესამე წრედის დროთა-მაკავშირებელი ფუნქცია - განგვასხვავებს ჩვენ სხვა პრიმატებისგან.

კორჟიბსკი თავიდანვე ვარაუდობდა, რომ დროთა-დაკავშირება შესაძლებელია მათემატიკურად აღიწეროს. მოგვიანებით მან მიატოვა ეს იდეა - მისი გამოთვლები ისეთივე არაადეკვატური იყო, როგორც ჰენრი ადამსის, - მაგრამ მაინც ღირს, რომ გავჩერდეთ მათზე და დავაკვირდეთ, როგორ იყო აღმოჩენილი აჩქარების კანონი.

თავდაპირველად კორჟიბსკიმ ივარაუდა, რომ თუ ერთგვარი ჰიპოთეტური პირველი თაობის ყველა გამოგონებას, აღმოჩენას და ა.შ. P-ს დავარქმევთ, ხოლო სიჩქარეს, რომლითაც შემდეგი თაობა ამ დონეს ასწრებს - R-ს, მაშინ გამოგონებების, აღმოჩენების და ა.შ. საერთო ჯამი მეორე თაობის ბოლოს იქნება PR-ის ნაწარმოები. ალგებრული თვალსაზრისით ეს სრულიად სამართლიანია. მესამე თაობის შემდეგ ეს ჯამი იქნება PRR, ხოლო მეოთხეს შემდეგ - PRRR.

ზოგადი ფორმულა იქნება PRt, სადაც t - საწყისი ათვლის წერტილიდან აღებული თაობების რიცხვია.

ამ ფორმულის მრუდი ყოველ თაობასთან ერთად უფრო ციცაბო ხდება. კორჟიბსკიმ პირდაპირ მიანიშნა იმაზე, რასაც ერვინ ტოფლერმა მოგვიანებით „მომავლის შოკი“ უწოდა და მისი მათემატიკურად აღწერა სცადა.

ეკონომიკურ-ტექნიკურ ისტორიაში მრავალი ცვლადი სინამდვილეში კორჟიბსკის PRt ფუნქციას აკმაყოფილებს, მაგრამ არა ყველა. მათემატიკა კვლავაც მეტისმეტად მარტივი აღმოჩნდა - ყველაფერი ერთნაირი სიჩქარით ვერ შეიცვლება. მიუხედავად ამისა, კორჟიბსკი, ისევე როგორც ჰენრი ადამსი, ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან: აჩქარება ნამდვილად არსებობს და მჭიდროდაა დაკავშირებული დროთა-დაკავშირებასთან - თაობებს შორის სიგნალების გადაცემასთან.

ის, რაც ადამსისა და კორჟიბსკის მიერ აღმოჩენილ აჩქარებებს უდევს საფუძვლად, დღეისათვის ცნობილია, როგორც ნეგენტროპია და სტოქასტური პროცესები. ამ სფეროში ჩვენს ცოდნას უნდა ვუმადლოდეთ კვანტური ფიზიკოსის ერვინ შრედინგერის, მათემატიკოსის ნორბერტ ვინერისა და ელექტრონული კომუნიკაციების სპეციალისტის კლოდ შენონის თითქმის ერთდროულ (1946-1948) აღმოჩენებს.

სტოქასტური პროცესი - ესაა შემთხვევითი მოვლენების სერია, მაგრამ განსაკუთრებული სახის სერია. სტოქასტურ პროცესში გარკვეული ფაქტორი ან მოქმედება არჩევანს ახორციელებს - გამოყოფს შემთხვევით თანმიმდევრობაში პროცესს, რომელიც არაა შემთხვევითი.

პროცესი, რომელიც შემთხვევითი არაა, მათემატიკაში ცნობილია, როგორც ინფორმაცია. ინფორმაცია ასევე შეიძლება განსაზღვრებულ იქნეს, როგორც ორგანიზაცია, ანუ დაკავშირებულობა.

გრეგორი ბეიტსონმა ინფორმაცია განსაზღვრა, როგორც „სხვაობები, რომლებიც შეადგენენ სხვაობებს“.

ინფორმაცია - დაკავშირებულობა - „სხვაობები, რომლებიც შეადგენენ სხვაობებს“ - კორჟიბსკის დროთა-დაკავშირებულობა, - ეს ყველაფერი წინასწარგანუსაზღვრელის ასპექტებია. თუკი თქვენთვის რაღაც უკვე ცნობილია, ან იოლად შეგიძლიათ ამის წინასწარმეტყველება თქვენს ხელთ უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე, მაშინ თქვენთვის ეს უკვე აღარაა ინფორმაცია. და პირიქით, თუ რაღაც არ იცით ან არ შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ, ეს - ინფორმაციაა.

ევოლუციის დინამიკა - ესაა ინფორმაციის, დაკავშირებულობის გადარჩევა შემთხვევითი მოვლენების სერიებიდან. ინფორმაციის გაჩენის უხეშ ილუსტრაციად შეიძლება ეს სამი ლექსი გამოგვადგეს:

ვარდები წითელია, იები - ლურჯია, შაქარი - ტკბილია, და შენც.

თუკი მკითხველი ამერიკულ-ინგლისური კულტურისგან შედარებით იზოლაციაში არ გაიხზარდა, ეს ლექსი მისთვის ძალიან ცოტა ინფორმაციას შეიცავს. მისი ყოველი შემდგომი ხაზი ადვილად პროგნოზირებადია. ახლა წაიკითხეთ შემდეგი:

ვარდები წითელია, ტუში - შავია, კეთილი ინებე და დაჯექი ლურსმანზე.

ეს უხეში ხუმრობა (სკოლის წარმოშობის) უფრო მეტ ინფორმაციას ატარებს უფრო მეტი მკითხველისთვის, რადგან იგი უფრო ნაკლებად პროგნოზირებადია. ინფორმატიულობის კიდევ ერთი ნახტომი ჩნდება შემდეგ ვარიანტში, რომელიც სტივ ალენს ეკუთვნის:

ვარდები წითელია, იები - ლურჯია, შენ რითმებს ელი, მაგრამ ისინი არ იქნება.

ამ ლექსის იუმორისტული წინასწარგანუსაზღვრელობა მათემატიკური თვალსაზრისით მეტად ინფორმატიულია, ვიდრე ის ადვილად პროგნოზირებადი ლექსი წმინდა ვალენტინის დღისთვის, რომლითაც დავიწყეთ. თუ ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ, დავუბრუნდეთ ბეიტსონის ელეგანტურ გამარტივებას: „ინფორმაცია - ესაა სხვაობები, რომლებიც შეადგენენ სხვაობებს“.

მათემატიკაში ინფორმაცია ასევე ცნობილია, როგორც ნეგატიური (უარყოფითი) ენტროპია - ან ხშირად გამოყენებული შემოკლება - ნეგენტროპია.

ენტროპია - ესაა სისტემის სიმკვდარის დონე. ნეგენტროპია ანუ ინფორმაცია - ესაა სისტემის გაცოცხლებულობის დონე.

ევოლუცია ყოველთვის განისაზღვრება მინიმუმ ორი სტოქასტური პროცესით, რომელთაგანაც თითოეული სხვისი (სხვების) „სელექტორის“ (ამომრჩევლის) როლს ასრულებს. არაცოცხალ სისტემებში, სადაც მსგავსი „სელექცია“ არ არსებობს, ენტროპია (გადახლართულობის უკმარისობა) სტაბილურად იზრდება, როგორც ნათქვამია ცნობილ თერმოდინამიკის მეორე კანონში. ცოცხალ სისტემებში, სტოქასტური სელექციის წყალობით, სტაბილურად იზრდება ნეგენტროპია (ინფორმაცია). შრედინგერის თქმით, „სიცოცხლე იკვებება ნეგატიური ენტროპიით“. სიცოცხლე - ესაა გადახლართულობის მოწესრიგების, არჩევისა და განსაზღვრის პროცესი.

თუ მეტაფიზიკაში არ გადავვარდებით, მაშინ სიცოცხლე (ევოლუცია) ყოველთვის ისე იქცევა, თითქოს ყოველთვის ისწრაფვოდეს უფრო მაღალი გადახლართულობისკენ, ანუ უფრო მაღალი გონიერებისკენ.

ეს პროცესი ჩქარდება, რამეთუ, როგორც მათემატიკურად შენონმა დაამტკიცა, იგი ლოგარითმულია. მრუდი, რომელიც ლოგარითმულ დამოკიდებულებას შეესაბამება, ზემოთ უფრო ციცაბოდ მიდის, რაც უფრო დიდია არგუმენტის მნიშვნელობა.ლ

ამგვარად, აჩქარება, რომელიც ადამსმა და კორჟიბსკიმ შეამჩნიეს, წარმოადგენენ კაცობრიობის წვლილს პროცესში, რომელიც ისედაც ყოველთვის არსებობდა ევოლუციაში.

ადამიანური შემადგენელის აჩქარება უფრო მაღალია, ვიდრე ადამიანამდელი ავოლუციური შემადგენელის აჩქარება, რადგან მესამე, სემანტიკური წრედის და მისი სიმბოლოების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ინფორმაცია (ნეგატიური ენტროპია - გადახლართულობა) თაობიდან თაობას გადავცეთ.

მსოფლიო სიმდიდრე „რეალური კაპიტალის“ სახით (მოქმედი საწარმოები, ამ დროისთვის ცნობილი დაბადების ადგილები და ა.შ.) ყოველ თაობაში ორმაგდებოდა მას შემდეგ, რაც ეკონომისტებმა მეთვრამეტე საუკუნეში სტატისტიკის დამუშავება დაიწყეს.

საიდან მოდის ეს სიმდიდრე? ორთოდოქსული ეკონომისტების აზრით, იგი მოდის მიწისგან, შრომისგან და კაპიტალისგან. მარქსისტების აზრით, იგი მოდის მხოლოდ მიწისგან და შრომისგან, ხოლო კაპიტალისტი წარმოადგენს ქურდს, რომელმაც ამ პროცესში ბუღალტერული აღრიცხვის ხელოვნური სისტემა ჩასვა. ერთნიც და მეორენიც ცდებიან. მიწა და შრომა, ან მიწა, შრომა და კაპიტალი ვერ წარმოშობენ ახალ სიმდიდრეს, თუკი ისინი ორგანიზებულნი არიან ცრუ იდეის გარშემო, მაგალითად ისეთის, როგორიცაა - ნავთობის ძიება იქ, სადაც ის არაა. სიმდიდრის ნამდვილი წყარო - ესაა სწორი იდეები, სიცოცხლისუნარიანი იდეები, ანუ ნეგატიური ენტროპია (ინფორმაცია).

ამ გადახლართული (სიცოცხლისუნარიანი) იდეების წყაროს კი წარმოადგენს ადამიანის ნერვული სისტემა. მთელი სიმდიდრე წარმოიშობა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც თავიანთ ნეირონებს გონივრულად იყენებენ.

ერთხელ ნევროზიანი ახალგაზრდა ძენის ოსტატთან მივიდა და ჰკითხა, როგორ მოეპოვებინა სულიერი სიმშვიდე.

„როგორ შეიძლება რამე არ გყოფნიდეს, - ჰკითხა მას როსიმ (ძენის ოსტატმა), - როცა მსოფლიოში უდიდეს საგანძურს ფლობ?“

„რა არის ეს უდიდესი საგანძური?“ - ჰკითხა გაკვირვებულმა ახალგაზრდამ.

„ადგილი, საიდანაც ეს კითხვა მოდის, მსოფლიოში უდიდესი საგანძურია“, - თქვა ოსტატმა (უნდა აღვნიშნოთ, რომ მან ეს ძენის ოსტატებისთვის სრულიად არადამახასიათებელი გარკვევით თქვა).

რა თქმა უნდა, იყო რა ბუდისტი, ოსტატმა სიღარიბის აღქმა დადო და იმისგან სრულიად განსხვავებულ რამეს გულისხმობდა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მაგრამ მან იცოდა, რომ მთელი ჩვენი გამოცდილება ჩვენს ტვინშ იბადება - ტკივილო და შფოთვა, ნეტარება და ექსტაზი, ყველა უმაღლესი ევოლუციური ხედვა და დროის-მიღმა განცდა, და ა.შ. ტვინი ასევე წარმოადგენს „მსოფლიოს უდიდეს საგანძურს“ მატერიალური ეკონომიკის თვალსაზრისითაც: მასში იბადება ყველა იდეა, რომლებიც პოულობენ რა გამოყენებას სოციუმში, სიმდიდრედ იქცევიან: გზები, მეცნიერული კანონები, კალენდრები, ფაბრიკები, კომპიუტერები, წამლები, ურიკები, ავტომობილები, რეასქტიული თვითმფრინავები, კოსმოსური ხომალდები...

თუ ამ წიგნს უდაბნოში არ კითხულობთ, მოწყდით გვერდს და მიმოიხედეთ გარშემო. ყველაფერი, რასაც ხედავთ, ვინც არ უნდა „ფლობდეს“ ამას თეორიულად, წარმოადგენს დროთა-მაკავშირებელ შედეგს იმ მატერიალიზებული ან გამოვლენილი იდეებისა, რომლებიც ადამიანთა შემოქმედებით გონებებში დაიბადა. ეს ყველაფერი ნეგატიური ენტროპიაა. ურთიერთ-გადახლართული წესრიგია.

და ეს სისტემა კიდევ უფრო მეტი გადახლართულობისკენ მოძრაობს უწყვეტად მზარდი ტემპით.

რა თქმა უნდა, თუ თქვენ უდაბნოში იმყოფებით, ასევე დაინახავთ გადახლართულ წესრიგს, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ცვლილების ტემპი მეტი გადახლართულობის მიმართულებით გაცილებით ნაკლებია. ანუ ის სტოქასტური პროცესები, რომლებსაც ჩვენ გენეტიკურ დრეიფს, ევოლუციას და ა.შ. ვეძახით, უმაღლესი წესრიგისკენ უფრო ნელა ისწრაფვიან, ვიდრე ის სტოქასტური პროცესები, რომლებსაც ადამიანის აზრს, გამოგონებას, კულტურას და ა.შ. ვუწოდებთ (აი, რატომაა ასე რთული თანხმობის მიღწევა ბუნებრივი პროცესების გონივრულობის საკითხებში. როგორც ბეიტსონი აღნიშნავს, თუკი ვივარაუდებთ, რომ ყოველი მოწესრიგებადი პროცესი გონივრულია, მაშინ ბიოსფერო მართლაც გონივრული გამოდის; მაგრამ თუკი სიტყვა „გონივრულს“ მხოლოდ იმ მოწესრიგებად პროცესებს ვუწოდებთ, რომლებიც იგივე სიჩქარით მიმდინარეობენ, რომლითაც ჩვენი ტვინი ფუნქციონირებს, მაშინ ბუნება უბრალოდ მექანიკურია, და არა გონივრული. იმ უცხოპლანეტელისთვის, რომლის დროის აღქმაც ჩვენისგან განსხვავდება, ეს საკითხი საერთოდ არასოდეს დადგებოდა.)

უმეტესი ნაწილი იმისა, რასაც ადამიანურ სამყაროში აღვიქვამთ, შედგება კონკრეტიზებული იდეებისგან ზემოთ აღნიშნული თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ დააკვირდით ადამიანთა საზოგადოებას; თქვენ ხედავთ ისტორიულ ადამიანის ტვინს, რომელიც თავს გარეთ ავლენს.

რა თქმა უნდა, ყველა იდეა ერთნაირად კარგი არაა. შესაბამისად, ყველა გამოვლენილი იდეა (ადამიანის ქმნილებები ბიოსფეროში) ერთნაირად კარგი არაა.

აი, რატომ სცადა წინა საუკუნეში ჯონ რასკინმა სიმდიდრის (ინგლ. Wealth) და სიღატაკის (ინგლ. Illth) ერთმანეთისგან განსხვავება. ეს განსხვავება არ იქნა მიღებული და არ შევიდა ენაში, რადგან იმ დროს ადამიანები არ იყვნენ ამისთვის მზად.

სიმდიდრე, რასკინის აზრით, იმ ყველა არტეფაქტისგან (კონკრეტიზებული იდეისგან) შედგება, რომლებიც აუმჯობესებენ ადამიანთა ცხოვრებას, ან ცხოვრებას ზოგადად. სიღატაკე შედგება იმ არტეფაქტებისგან, რომლებიც ანადგურებენ ან აუარესებენ ცხოვრებას. ფაბრიკა, რომელიც ჰაერს ან წყალს აბინძურებს, ამ თვალსაზრისით სიღატაკეს წარმოადგენს, ისევე, როგორც ბომბი, მახვილი, პისტოლეტი, ტანკი ან ნერვულ-პარალიზური გაზი.

ბრუქს ადამსის მიერ კაპიტალის დასავლეთისკენ მიგრაცია ერთდროულად წარმოადგენდა როგორც სიმდიდრის, ასევე სიღატაკის მიგრაციას.

ცხადია, რომ პრიმიტიულ პლანეტარულ პირობებში - შეზღუდულ სივრცეში და შეზღუდულ რესურსებში - სიღატაკე აუცილებლად ითვლებოდა სიმდიდრის დასაცავად. მოშინაურებული პრიმატების ტერიტორიული პოლიტიკა ბევრ რამეში ჰგავს ყველა დანარჩენი ძუძუმწოვრის ტერიტორიულ პოლიტიკას. უბრალოდ პრიმატებს უკეთ აქვთ განვითარებული მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის უნარი. თავიდან ეს საჭირო იყო გადარჩენისთვის - ევოლუციის წარმატების ფარდობითობა, - რადგანაც პრიმატები, სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, ამქვეყნად ფიზიოლოგიური „ჩაშენებული“ იარაღის (ეშვების, ბრჭყალების, რქების და ა.შ.) იბადებიან.

გონების საუკუნიდან (XVIII საუკუნიდან) დაწყებული სიმდიდრის (ცხოვრების გამაუმჯობესებელი იდეების გამოვლინების) ექსპონენციალური ზრდა ასევე იწვევდა უფრო და უფრო მეტ უტოპიურ ოცნებას. ამავდროულად, სიდიდით მსგავსი და ნიშნით საპირისპირო სიღატაკის ზრდა იწვევდა უფრო და უფრო მეტ ანტიუტოპიურ და აპოკალიპსურ შიშებს.

dollar

(კაპიტალი უდრეკად მოძრაობს დასავლეთისკენ, რადგან ახალი იდეები ყოველთვის ტალღის ქიმზე ჩნდებიან)

ნებისმიერი ვარაუდი მომავალთან დაკავშირებით - უტოპიური თუ ანტიუტოპიური - ყოველთვის ეფუძნება ევოლუციის დომინანტი ფაქტორის შესახებ წარმოდგენას. მთელი ეს წიგნი, და არა მხოლოდ ეს თავი, დაფუძნებულია რწმენაზე, რომ ევოლუციის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს სიმდიდრის წარმოშობის უნარი (გადახლართულობის უმაღლეს დონემდე სწრაფვა). სიღატაკის წარმოშობის უნარი - ძუძუმწოვრების გადარჩენის არქაული სისტემაა, რომლის საჭიროებაც სწრაფად მცირდება.

ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმდიდრის კონცენტრირება (რეალური კაპიტალისა და იმ იდეებისა, რომლებიც ახალ კაპიტალს წარმოშობენ) დღეისათვის უფრო მეტი კონცენტრაციით გვხვდება ევოლუციურად განვითარებულ ნერვულ სისტემებში.

კალიფორნიაში, ორეგონში, ალიასკაზე, ბრიტანულ კოლუმბიაში, არიზონაში, ტეხასში, ჰავაის კუნძულებზე, იაპონიასა და ყველგან - წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც დასავლეთი აღმოსავლეთს ხვდება, 2000, 2010, 2050 წლების მსოფლიო იქმნება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ გიგანტური ნეიროლოგიური რევოლუციის ვეტერანებს - 1960-იანების ფსიქოდელიურ პიონერებს, 1950-70-იანების ცნობიერების მოძრაობის „კურსდამთავრებულებს“, თანამედროვე ფსიქოლოგიის უძველეს აღმოსავლურ სიბრძნესთან გამაერთიანებლებს.

მერილინ ფერგიუსონი, ამ მოძრაობის წარმომადგენელი, მას მერწყულის შეთქმულებას უწოდებს. ტომ ვულფი, დროში მოგზაური ნიუ-იორკიდან, ანუ ნეიროლოგიური წარსულიდან, კულტურიდან, რომელიც 1950 წლამდე ფორმირდა, მათ „მე“-ს თაობას უწოდებს.

ეს „მე“-ს თაობა დროებით წარმოადგენს დროთა-მაკავშირებელი ფუნქციის უმაღლეს მნიშვნელობას. უდრეკად მიემართებიან რა დასავლეთისკენ, შორს ტრადიციებისგან, დოგმისგან, ისინი წარმოადგენენ პროდუქტებს - როგორც ედმუნდ ბერკმა თქვა პირველ ამერიკელებზე - „უთანხმოებისა არ-დამთანმხლებლებს შორის და პროტესტანტიზმს პროტესტანტებს შორის“. ყოველი ერესი, რომელიც ევროპას ტოვებდა, სიცოცხლეს აძლევდა ახალ, კიდევ უფრო ველურ ერესებს აღმოსავლეთ სანაპიროზე 1600-1800 წლებში. ისინი, ვინც „მეტისმეტად გამოირჩეოდნენ“, იძულებულნი იყვნენ კიდევ უფრო შორს გადასულიყვნენ დასავლეთით, და ათასობით უტოპიურ კომუნას წარმოქმნიდნენ (ანარქისტები, ევანგელისტები, თავისუფალი სიყვარულის მომხრეები და ა.შ.), რომლებიც XIX საუკუნის შუაში მოდებულნი იყვნენ მთელ შუა დასავლეთში. ისინი, ვინც კიდევ უფრო მეტად „გამოირჩეოდნენ“, - სრულიად არატრადიციულები, - უკანასკნელ 30-70 წელს დასავლეთისკენ კიდევ უფრო შორს წავლიდნენ.

ამ მიგრაციის აზრი გამოცანაა აღმოსავლური შტატებისთვის და კიდევ უფრო მეტი აგამოცანა - ევროპელებისთვის.

კიდევ უფრო იდუმალი ეს მოვლენა მაშინ გახდა, როცა მან წყნარი ოკეანის სანაპიროს მიაღწია და ურთიერთქმედება დაიწყო ისეთ აღმოსავლურ ნეირო-მეცნიერებებთან და ტვინთან მუშაობის ისეთ ხელოვნებებთან, როგორებიცაა იოგა, დაოსიზმი და ძენი.

მან მთლიანად შთანთქა აღმოსავლური გაკვეთილები, და ამავდროულად შეინარჩუნა თავისი დასავლური არსი. იგი დასავლურად დარჩა - უთანხმოება არ-დამთანხმებლებს შორის და ა.შ., - და უკანასკნელი ორი-სამი ათწლეულია ძალას იკრებს და მიმართულებას განსაზღვრავს.

მისი მიზანია - უმაღლესი გადახლართულობა უმაღლეს გონთან.

ეს ძალაუფლების ახალი ელიტაა.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში, მერწყულის ეპოქის ამ შეთქმულებმა 1960-იანების ახალგაზრდული რევოლუცია მოახდინეს, რომელმაც ყველა გადაჭარბების და შეცდომის მიუხედავად შეცვალა და გააუმჯობესა კავშირი: „სტუდენტი - ადმინისტრატორი - მასწავლებელი“ ჩვენს უნივერსიტეტებში; ჯანსაღი ჰედონიზმის გარკვეულ რაოდენობას საშუალება მიეცა, რომ ჩვენს პურიტანულ კულტურაში შემოეღწია; იმპორტირებულ იქნა ათეული აღმოსავლური ნეირო-მეციერება (და სამწუხაროდ ორი ათეული აღმოსავლური სისულელე); მოხდა ეკოლოგიური მოძრაობების ინიცირება (პირველი აღიარება სიმდიდრესა და სიღატაკეს შორის პლანეტარული მასშტაბით); ხელახლა ააღორძინეს ნამდვილი სიყვარული ველური ბუნებისადმი; შთააგონეს მოქნილი სამუშაო გრაფიკის იდეა და სხვა ნოვაციები, რომლებიც ადამიანს ეკონომიკური რობოტიზაციისგან ათავისუფლებენ; სათავე დაუდეს ქალების, გეების, ბავშვების ემანსიპაციის მოძრაობებს და ხელი შეუწყვეს შავკანიანების განთავისუფლებას; შეაჩერეს ვიეტნამის ომი; გაავრცელეს ჩვენს კულტურაში ქოლისტური მედიცინა და გააკეთეს კიდევ ბევრი სხვა რამ.

იგივე ჯგუფი ამჟამად ხელმძღვანელობს კომპიუტერულ რევოლუციას; გზას უკვლევს კოსმოსურ მიგრაციას; ხელს უწყობს შიმშილობისგან განთავისუფლების პროექტს, რომელსაც დღესაც კი შეუძლია პლანეტის ყველა მოშიმშილე დააპუროს; წარმოადგენს სიცოცხლის დღეგრძელობის რევოლუციის და უკვდავების ძიების ავანგარდს და კიდევ ბევრ სხვა რამესაც აკეთებს.

და ყველანი ისინი ცხადად აცნობიერებენ საკუთარ თავს გონების იმ ინტენსიფიკაციის ფეთქებადი პროცესის მონაწილეებად, რომელიც ამ წიგნის მთავარ იდეას წარმოადგენს.

„დასავლური პროგრესიზმის“ ეს ტიპი (ან უტოპიზმი) ახლო აღმოსავლეთში წარმოიშვა და ბევრ რამეში ებრაელებს უნდა უმადლოდეს. აი, რატომ ქადაგებს ყველა რეაქციონერი ინტუიტიურად ანტისემიტიზმს. როგორც ამ ტრადიციის შესახებ უილიამ ბლეიკი წერდა:

წინასწარმეტყველები ესაია და იეზეკილი ჩემთან ტრაპეზს იყოფდნენ, და მე ვკითხე, თუ როგორ გაბედეს მათ იმის მტკიცება, რომ მათთან ღმერთი ლაპარაკობდა, და ხომ არ ეშინოდათ, რომ არასწორად იქნებოდნენ გაგებულნი და შეცდომაში შეიყვანდნენ ადამიანებს.

ესაიამ უპასუხა: „მე არ გამიგია ღმერთის ხმა ყურებით, და არ მინახავს იგი თვალებით, მაგრამ ჩემმა გრძნობებმა უსასრულობა მოიპოვეს ყველაფერში, და მე ვირწმუნე, რომ ჭეშმარიტი რისხვის ხმა - ღმერთის ხმაა. მე არ მიფიქრია შედეგებზე, მაგრამ წიგნი დავწერე“.

„ყველაფერში უსასრულობის“ დანახვა დამახასიათებელია როგორც დასავლეთისთვის, ასევე აღმოსავლეთისთვის; მაგრამ ებრაელებისგან მემკვიდრეობით მიღებული განმასხვავებელ დასავლურ შტრიხი - ესაა „გულწრფელი რისხვის ხმა“ ნებისმიერ ინსტიტუტთან მიმართებაში, რომელიც უარყოფს ან აკნინებს უსასრულობას, რომელიც ყოველი ადამიანის სულშია. ჩვენი ადამიანური პოტენციალის სრული გამოთავისუფლება, პრომეთეს სინათლის დანთება ყველგან - ესაა დამახასიათებელი დასავლური მისტიკური ტრადიციისთვის, რაც არ გვხვდება არც ინდუიზმში, არც ბუდიზმში, არც დაოსიზმში და არცერთ სხვა აღმოსავლურ რელიგიაში.

ტომას ჯეფერსონმა თავისი იდეა - „ყველა ადამიანი თანასწორადაა შექმნილი“ - განავითარა ყოველ ადამიანში უსასრულობის აღქმის საფუძველზე, რომელიც მან შოტლანდიელი ფილოსოფოსებისგან - რეიდისგან და ჰატჩესონისგან ისწავლა. შოტლანდიური განმანათლებლობა, ისევე, როგორც ფრანგული და ინგლისური, გახდა დასაწყისი ღვთის სასუფევლის შესახებ იუდეურ-ქრისტიანული ოცნების მატერიალიზაციისა და გამოვლინებისა.

XVIII საუკუნის სწორედ ამ ილუმინატურ წრეებში გაჩნდა პროგრესის კონცეფცია, რომელმაც ცნობიერად ააღორძინა პრომეთეს სიმბოლიზმი. ბოლო უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ამ იდეას იმდენჯერ დაესხნენ თავს, რომ მისი დაცვა მკითხველს შესაძლოა არქაიზმად და ექსცენტრულობად მოეჩვენოს.

მიუხედავად ამისა, ევოლუცია რეალურია: კვანტური ნახტომები რეალურად ხდება როგორც ბიოსფეროში, ასევე ადამიანის ინტელექტუალურ ისტორიაში. ჩვენ მზარდი გაცნობიერებულობის და გონივრულობის ტალღის ქიმზე მივექანებით, რომელიც უფრო სწრაფად მოძრაობს, მიუხედავად ჩვენი ნებისა.

ადამიანთა უმეტეს ნაწილს - განსაკუთრებით მმართველი ელიტის უმეტეს ნაწილს - არ მოსწონს ეს აჩქარება. კაპიტალის (ანუ იდეების) მიგრაცია დასავლეთის მიმართულებით ბევრ რამეში გახლდათ ჩაგვრისგან გაქცევა, ესკეიპისტური მოძრაობა (დღეს ზოგიერთი ესკეიპიზმს ეძახის ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისების მისწრაფებას). ყველგან და ყოველთვის, ისინი, ვინც საზოგადოებას მართავენ, ცდილობდნენ დაემუხრუჭებინათ მესამე წრედის საქმიანობა, შეენელებინათ აჩქარება, შეეზღუდათ ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება, სიტყვის და აზრის თავისუფლებაც კი.

ბერძნული მითი მიჯაჭვულ პრომეთეზე - ტიტანზე, რომელსაც სინათლე მოჰქონდა კაცობრიობისთვის და ამის გამო მარადიული ტანჯვა მიესაჯა, - ესაა ძალიან ზუსტი სიმბოლო იმისა, თუ როგორ ეპყრობიან მესამე წრედს ადამიანთა საზოგადოებების უმეტესობაში.

თავისებური მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხდება საზოგადოებების უმეტესობაში მეოთხე - სოციო-სექსუალური წრედის იმპრინტირება, - ესაა უცნაური ტაბუები, რომლებიც ჩვენ ყველას, ნებისმიერ ტომში გვბოჭავენ, რამდენად „განვითარებულიც“ არ უნდა ვიყოთ ტექნოლოგიურად, - ასევე წარმოადგენს აჩქარება - შენელების დიალექტიკის ნაწილს.

მეოთხე წრედის იმპრინტირება ძირითადად გამოიყენება მუხრუჭის სახით, რომელიც დროთა-მაკავშირებელი სემანტიკური წრედის თავისუფალ აქტივობას ზღუდავს.

სწორედ ამაში მდგომარეობს ტაბუსა და „მორალის“ ისტორიული ფუნქცია.

სავარჯიშოები

1. შეადარეთ ჩვ. წ. აღ-მდე IV საუკუნის საბერძნეთი, ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნის რომი, სამხრეთ ევროპა რენესანსის პერიოდში, 1600-1900 წლების ინგლისი, 1900-1950 წლების ნიუ-იორკი და დღევანდელი კალიფორნია. განსაზღვრეთ შეფარდება სიმდიდრის დაგროვებასა და ერესის, ნოვაციების, აღმსარებლობების, „გიჟების“, პიონერების, გამომგონებლების და ა.შ. დაგროვებას შორის.

2. წარმოიდგინეთ, რომ ერთ ცენტს დებთ ჭადრაკის დაფის პირველ უჯრაზე, ორ ცენტს - მეორეზე, ოთხს - მესამეზე, და ა.შ. რამდენი ცენტი უნდა დადოთ სამოცდამეოთხე უჯრაზე? სწორედ ასე მოქმედებს დროთა-დაკავშირება შედარებით გახსნილ საზოგადოებებში.

3. წაიკითხეთ ბრალდება, რომელიც იმ დროის ორთოდოქსულმა მეცნიერებამ გალილეის წაუყენა.

4. წაიკითხეთ ბრალდება, რომელიც ბეთჰოვენს, პიკასოს და ჯოისს წაუყენეს, მათ, ვინც კარგად იცოდა, როგორი უნდა იყოს მუსიკა, მხატვრობა და ლიტერატურა.

5. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა აღწერილი 1997 წლის „Scientific American”-ში 1997 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერული იდეები, ან იქნებ 2017-ში?

6. გაარკვიეთ, რამდენი წელი გავიდა აინშტაინის სამუშაოების პუბლიკაციებს და ფარდობითობის სპეციალური თეორიის წარდგენასა და ამ თეორიის ფიზიკოსების უმეტესობის მიერ მიღებას შორის?


8 1

თავი მერვე. «მორალური» სოციო-სექსუალური წრედი

მუხლუხო სუფთა ფოთლებს ბილწავს, მღვდელი კი სუფთა ბედნიერებებს (უილიამ ბლეიკი, „სამოთხისა და ჯოჯოხეთის ქორწინება“)

სოციო-სექსუალური წრედი აქტიურდება და იმპრინტირდება ყმაწვილობაში, როცა დნმ-ის სიგნალი სქესობრივ მექანიზმს აღვიძებს. მოზარდი დაბნეული აკვირდება, როგორ იძენს ახალ სხეულს და ახალ ნეირონულ წრედს, რომელიც ორიენტირებულია ორგაზმზე და სპერმატოზოიდების კვერცხუჯრედთან შერწყმაზე. ადამიანი, რომელმაც სქესობრივ სიმწიფეს მიაღწია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ცხოველი შეწყვილების პერიოდში, ნახევრად-შეშლილ მდგომარეობაში ხეტიალობს და აწრიალებული სექსუალურ ობიექტს ეძებს.

იმპრინტული მოწყვლადობა ამ მომენტში საოცრად დიდია, და პირველი სექსუალური სიგნალები, რომლებიც ყმაწვილის ნერვულ სისტემას რთავენ, მთელი ცხოვრება ამახსოვრდება და სიკვდილამდე განსაზღვრავს ინდივიდის სექსუალურ რეალობას.

გასაკვირი არაა, რომ ამ მგრძნობიარე მომენტებში ადამიანმა შეიძლება სხვადასხვა ფეტიშები შეიძინოს.

შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ, რომელ პერიოდში იყო ესა თუ ის ადამიანი სექსუალურად იმპრინტირებული, თუკი გამოვიკვლევთ, რომელი ფეტიშები აღაგზნებენ მას დღემდე. შავი ბაფთები, სასმელი, ქულ-ჯაზი და ზღარბი-ვარცხნილობა - ესაა სექსუალური სიგნალები, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავენ ერთ იმპრინტულ ჯგუფს (თაობას), გრძელი თმა, მარიხუანა, მძიმე როკი და მჭიდრო ჯინსები კი - მეორეს.

როგორც მასტერსი და ჯონსონი აღნიშნავენ, სექსუალური აშლილობების უმეტესობა ნერვულ სისტემაში სწორედ ყმაწვილობის დროს, იმპრინტული მოწყვლადობის მომენტებში მყარდება. არქეტიპულს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ყმაწვილს პირველად ჰქონდა სექსის მცდელობა მანქანის უკანა სავარძელზე და ამ მომენტში მის ფსიქიკას ტრავმა მიაყენა პოლიციელმა, რომელმაც ფანარი მიანათა მას და მის ტურფას. ამ საშინელი მომენტის იმპრინტი ათეულობით წლების განმავლობაში იყო გამყარებული: მამაკაცი იმპოტენტად რჩებოდა მანამ, სანამ მასტერსისა და ჯონსონის კლინიკაში გადაიმპრინტირებას არ დაექვემდებარა.

ჰეტეროსექსუალობა თუ ჰომოსექსუალობა, თავშეუკავებელი გარყვნილება თუ მორცხვი ასკეტიზმი, და ა.შ. - ეს ყველაფერი იმპრინტირდება იმპრინტული მოწყვლადობის მომენტებში ზუსტად ისევე, როგორც ბიოგადარჩენითი შფოთვა იმპრინტირდება მოვლენებით, რომლებიც ძუძუთი კვების პერიოდში მოხდა; ემოციური დომინირება ან მორჩილება - სიარულის სწავლის პერიოდში; სიმბოლური მახვილგონივრულობა ან „სიჩლუნგე“ - გარესამყაროს შესწავლის პერიოდში.

ეგრეთწოდებული „პრიმიტიული“ ხალხებისთვის ცნობილია ეს ფაქტები, ამიტომ ისინი იმპრინტული მოწყვლადობის მომენტებს ტვირთავენ რიტუალებით, „გამოცდებით“, „განდობის ცერემონიებით“ და ა.შ., რომლებიც სპეციალურადაა შემუშავებული ხასიათის იმ თვისებების იმპრინტირებისთვის, რომლებიც აუცილებელია მოცემული ტომის ნორმალური წევრისთვის მოცემულ მომენტში. ამ იმპრინტული ცერემონიების „ნარჩენებს“ წარმოადგენენ ბარ-მიცვა (წინდაცვეთის ცერემონია იუდეველებში), ნათლობები, კონფირმაციები, საეკლესიო ჯვრისწერა და ა.შ.

უნდა ვიცოდეთ, რომ „მოვლენები“, რომლებიც იმპრინტებს წარმოშობენ იმპრინტული მოწყვლადობის მომენტებში, განეკუთვნებიან შემთხვევითობის, გენეტიკის და ბოროტი განზრახვის (სიბრაზის) სფეროებს.

ადამიანთა უმეტესობა მსგავსი მოვლენების შედეგად არ ახდენს ზუსტად იმ სოციო-სექსუალური როლის იმპრინტირებას, რომელიც მათ საზოგადოებაშია მოთხოვნადი. მეოთხე წრედს შეგვიძლია სრულუფლებიანად დავარქვათ დანაშაულის წრედი: თითქმის ყველა და თითქმის ყველგან იმას აკეთებს, რომ ფარავენ თავიანთ ჭეშმარიტ სექსუალურ სახეს და ადამიანების წინ იმ ერთგვარ სექსუალურ როლს თამაშობენ, რომელიც „საზოგადოდ მიღებულია“ მათი სქესისა და ტომისთვის.

ჩვეულებრივ ენაში სოციო-სექსუალური წრედის იმპრინტს ჩვეულებრივ „მომწიფებულ პიროვნებას“ ან „სექსუალურ როლს“ უწოდებენ. ტრანსაქციული ანალიზის ჟარგონით მას „მშობელი“ ეწოდება.

საინტერესოა, რომ ფროიდი პირველ წრედს ორალურ ეტაპად თვლიდა, მეორეს - ანალურად, ხოლო მეოთხეს - გენიტალიურად. ამასთან, მან ხელიდან გაუშვა მესამე, სემანტიკური წრედი. შესაძლოა ფროიდი, როგორც შეპყრობილი რაციონალისტი, ისე იყო შეპყრობილი ვერბალური და კონცეპტუალური პროგრამებით, რომ უბრალოდ ვერ ამჩნევდა მათ - ისევე, როგორც თევზები ვერ ამჩნევენ წყალს. იუნგმა პირველი წრედი აღწერა, როგორც შეგრძნების უნარი, მეორე - როგორც გრძნობის უნარი, მესამე - როგორც აზროვნების უნარი. მაგრამ სოციო-სექსუალური წრედი მისი სქემიდან მთლიანად ამოვარდა. (იუნგს აღიზიანებდა ის მეტისმეტი ყურადღება, რომელსაც ფროიდი უთმობდა მეოთხე წრედს, და მან ააწყო თავისი, უფრო ნაკლებად სექსუალური ფსიქოლოგიური სისტემა). ყველა მაღალი წრედი იუნგმა უბრალოდ ერთ გროვად გააერთიანა და „ინტუიცია“ უწოდა.

ნერვული სისტემის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ფოკუსირება გაუკეთოს, აირჩიოს, შეავიწროვოს; აირჩიოს უსასრულო შესაძლებლობებიდან ის ბიო-ქიმიური იმპრინტები, რომლებიც განსაზღვრავენ იმ ტაქტიკებს და სტრატეგიებს, რომლებიც უზრუნველჰყოფენ გადარჩენას ერთ ადგილას, სტატუსს - ერთ ტომში.

ახალშობილი გენეტიკურად მზადაა ნებისმიერი ენის შესწავლისთვის, ნებისმიერი უნარის დაუფლებისთვის, ნებისმიერი სექსუალური როლის შესრულებისთვის; თუმცაღა ძალიან მოკლე ვადის შემდეგ ის იწყებს თავისი სოციალური და კულტურული გარემოს შეზღუდვების მექანიკურად, რობოტულად მიღებას, მათ მიყოლას და კვლავ-წარმოებას.

ამ პროცესში ყოველი ჩვენგანი ძალიან ძვირს იხდის. გადარჩენა და სტატუსის შენარჩუნება არაგანპირობებული ცნობიერების უსასრულო შესაძლებლობების კარგვად გვიჯდება. მოშინაურებული პრიმატი, რომელიც რეალობის სოციალურ გვირაბშია, წარმოადგენს მხოლოდ მცირე ფრაგმენტს იმ პოტენციალისა, რომელიც ადამიანური ბიოკომპიუტერის 110 მილიარდ უჯრედშია ჩადებული.

როგორც რობერტ ა. ჰაინლაინმა თქვა: ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ბავშვისთვის საცვლების გამოცვლა, თავდასხმის დაგეგმვა, ღორების დაკვლა, შენობების კონსტრუირება, გემების მართვა, სონეტების წერა, ბუღალტერიის წარმოება, კედლების აგება, ძვლების გასწორება, სიკვდილის შემსუბუქება, ბრძანებების შესრულება, ბრძანებების გაცემა, თანამშრომლობა, დამოუკიდებლად მოქმედება, განტოლებების ამოხსნა, ახალი პრობლემების გაანალიზება, სასუქის შეყვანა, კომპიუტერების პროგრამირება, საჭმლის გემრიელად მომზადება, კარგად ბრძოლა, ღირსეულად სიკვდილი. სპეციალიზაცია - მწერების ხვედრია.

სანამ ძველი წრედების ძალაუფლების ქვეშ ვრჩებით, დიდად არ განვსხვავდებით მწერებისგან. ზუსტად ასევე, როგორც მწერები იმეორებენ თაობიდან თაობამდე თავიანთ ოთხეტაპიან პროგრამებს (კვერცხი, მუხლუხი, ჭუპრი, ზრდასრული), ჩვენც ვიმეორებთ ჩვენს ოთხეტაპიან ციკლებს. ძველი წრედები გენეტიკურად კონსერვირებულია: ისინი უზრუნველჰყოფენ გადარჩენას და სახეობის გაგრძელებას, მაგრამ მეტი არაფერი. ევოლუციის მომავალი - ფუტურისტულ წრედებშია.

8 2

(ფოტო: სპეციალიზაცია - მწერების ხვედრია)

 

შეჯამება

8 3

ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ არ არსებობს უნივერსალური სექსუალური ტაბუები. ეს შეხედულება მცდარია. ყოველ ტომში არსებობს ერთი მრავალმიზნიანი ტაბუ.

ეს ტაბუ ადგენს, რომ სექსუალობა ტომის მიერ უნდა რეგულირდებოდეს. ერთადერთი უნივერსალური ტაბუ, ესაა ტაბუ - ტაბუს გარეშე ცხოვრებაზე. ყოველ ტომს ტაბუსა და აკრძალვების თავისი ნაკრები გააჩნია, მაგრამ არცერთი ტომი არ აძლევს ნებას მის შემადგენლობაში მყოფ ინდივიდს, რომ ეს ნაკრები დამოუკიდებლად დააფორმიროსსაკუთარი თავისთვის.

ამერიკის პრეზიდენტი არ უნდა დაქორწინდეს საკუთარ დაზე (თუკი სურს, რომ შემდეგ ვადაზეც აირჩიონ); ეგვიპტის ფარაონი ვალდებული იყო, რომ საკუთარ დაზე დაქორწინებულიყო. შეეჩეხნენ რა ასეთ მორალურ რელატივიზმს, ბევრმა მეცნიერმა-სოციოლოგმა ვერ შეამჩნია ამ ყველაფრის უცვლელი შემადგენელი ნაწილი: პრეზიდენტისგანაც და ფარაონისგანაც ადგილობრივი წესების დაცვა მოითხოვება. იგივეა სამართლიანი ესკიმოსებისთვისაც, რუსებისთვისაც და კუბელებისთვისაც.

მაშ, რატომ არსებობს სექსუალური თვითგანსაზღვრისა და თვით-აქტუალიზაციის საწინააღმდეგოდ მიმართული ეს ტაბუ? რატომაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორი საზოგადოებაც კი არ არსებობს ისეთი, ერთმანეთს რომ ეთანხმებოდნენ სექსუალური „კარგის“ და „ცუდის“ თაობაზე, ყოველი საზოგადოება თვლის, რომ სწორედ ისაა მართალი?

პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პირველი ჰუმანოიდური (ისინი, ვინც სიმბოლიზებას და კონცეპტუალიზებას ახდენდნენ) წინაპრები ძალიან უმეცარნი იყვნენ, მაგრამ არც სრულიად ჩლუნგები. ისინი უმეცარნი იყვნენ იმაში, რაც ეხებოდა გენეტიკის კანონებს, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანები იმისთვის, რომ ეჭვი გასჩენოდათ ამ კანონების არსებობაზე. სპერმატოზოიდების კვერცხუჯრედთან შერწყმა გარშემორტყმულია მკაცრი ტაბუებით და ძლიერი ტომური კონფორმიზმით, რადგანაც გენოფონდის გადარჩენა და მომავალი ევოლუცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სპერმატოზოიდი რომელ კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს.

ეტიმოლოგები მხარს უჭერენ ფროიდის თეორიას იმ სიტყვებს შორის უძველესი კავშირის შესახებ, რომლებიც აღნიშნავდნენ წმინდას, ეროტიულს, უხამსს, მოწიწების აღმძვრელს, საშინელს, ღვთაებრივს. ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი - ესაა პრიმიტიული, მძლავრი ფიზიოლოგიური რეაქციები სქესობრივი ლტოლვის, სექსის, სიცოცხლის წარმოქმნის, მემკვიდრეობითობის, გენეტიკური დრეიფის, მომავალი ევოლუციის საიდუმლოებებზე. ყველაზე ძველი კერპები, რომელთა აღმოჩენაც არქეოლოგებმა შეძლეს, - ესაა ორსული ქალღმერთები და ფალოსური ღმერთები. ყველაზე შეუწყნარებლებნი, ბრმები და შეუპოვრები (კოსმოპოლიტურ კონტაქტთან იმ ტომებთან, რომლებსაც სხვა ღირებულებები აქვთ, ისინი ბოლოს ქრებიან) არიან ტაბუები, რომლებიც გამრავლების სწორ მეთოდს ეხებიან. თუ ერთი ნაცია ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მეთაური უნდა დაქორწინდეს საკუთარ დაზე, მეორე კი ამტკიცებს, რომ არ უნდა დაქორწინდეს, ორივე მოქმედებს იმ წარმოდგენიდან გამომდინარე, რომ უნდა შეირჩეს სწორი მეთოდი და თან მკაცრად უნდა იქნეს დაცული.

საიდუმლოებები არსებობს სქესობრივი ლტოლვის სფეროში: მამაკაცს ქალი მოსწონს, ქალს კი არ იზიდავს ეს მამაკაცი.

საიდუმლოებები არსებობს სქესობრივი აქტის სფეროში - ერთ წყვილს ერთხელ ჰქონდა სექსი და ქალი უკვე ორსულადაა, მაშინ, როცა სხვა წყვილს შეიძლება სამი წლის განმავლობაში ჰქონდეს სექსი და არაფერი მოხდეს. ეს ყველაფერი ძალზე იდუმალი და შემაშინებელია პრიმიტიული ხალხებისთვის, იქნება ეს ახალ გვინეაში თუ ნიუ-ჯერსიში.

საიდუმლოებები არსებობს დაბადების სფეროში - რატომ ტყუპები? რატომ სამი ბიჭი ერთ ოჯახში და სამი გოგო - მეორეში? რატომ ხდება თვითნებური აბორტები და მკვდარ-შობადობა?

საიდუმლოებები არსებობს მემკვიდრეობითობის სფეროში - „რატომ არ მგავს ჩემი ვაჟი?“ - ასეთ რთულ კითხვას, რომელიც ფრიად უწყობდა ხელს პარანოიის და მამაკაცური შოვინიზმის განვითარებას, ბევრი მოშინაურებული პრიმატი უსვამდა საკუთარ თავს.

საიდუმლოებები არსებობს გენეტიკური დრეიფის სფეროში - თანამედროვე მკვლევარები ოცამდე, და უფრო მეტ ცვლადსაც იცნობენ, მაგრამ კვლავაც უფრო მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხი.

საიდუმლოებები არსებობს მომავალი ევოლუციის სფეროში - „საიდან მოვდივართ, ვინ ვართ, საით მივდივართ?“, გოგენის დიდებული ნახატის დასახელება, - ეს ხომ მთავარი ონტოლოგიური კითხვაა; ტოტემური სვეტი და სოციობიოლოგიის ტრაქტატი მასზე პასუხის გაცემის მცდელობებია.

ამ საიდუმლოებებს შორის - სქესობრივი ლტოლვის, სქესობრივი აქტის, გამრავლების, მემკვიდრეობითობის, გენეტიკური დრეიფის, მომავალი ევოლუციის - ყოველი ტომის შამანები ცდილობენ დაამყარონ ორიენტირები, რომლებიც მათი აზრით მოცემული ტომის (გენოფონდის) გადარჩენას უზრუნველჰყოფენ.

ასე იქმნება «მორალი».

8 4

(ფოტო: ღმეთები და ქალღმერთები — ესენი არიან პრიმიტიულ სიმბოლოებში გამოხატული სექსუალური და გენეტიკური პროგრამები)

სქესობრივი ლტოლვა, სქესობრივი აქტი, გამრავლება, მემკვიდრეობითობა, გენეტიკური დრეიფი და მომავალი ევოლუცია - ეს ყველაფერი სტოქასტური პროცესებია (ანუ ისეთი პროცესები, რომლებშიც მოვლენათა შემთხვევითი ნაკრებიდან რაღაც „გონი“, ან რაღაც ისეთი, რასაც მეტაფორულად შეგვიძლია გონი ვუწოდოთ, საბოლოო გამოსავალს ირჩევს). ინტუიტიურად ცხადია, რომ ეს პროცესები ერთმანეთს ფარავენ, როგორც ჩვენს დიაგრამაზეა ნაჩვენები; ასევე ცხადია, რომ მომავლის „არჩევა“ ამ გზის ყოველ ნაბიჯზე ხდება. (შეხედულება, რომ მთელი ეს ჯაჭვი „გონიერია“ ან თუნდაც ავლენს მაინც „გონივრულობას“, წარმოადგენს ლამარკისეულ ერესს, რომელიც დარვინისტებმა ბოლომდე ვერასოდეს ვერ დაამარცხეს; ყოველ ჯერზე, როცა მის დამარხვას ცდილობდნენ, ის ახალი ფორმით ცოცხლდებოდა. ნეო- ან მეტა-ლამარკიზმის მხარდამჭერი საკმაოდ წონიანი თანამედროვე არგუმენტები გვხვდება ტიმოტი ლირის წიგნში - „სიცოცხლის თამაში“ და გრეგორი ბეიტსონის წიგნში - „ცნობიერება და ბუნება“. გულწრფელად გირჩევთ მათ წაკითხვას).

ტაბუ და მორალი - ესაა ტომის მცდელობა, მართოს შემთხვევითი მომენტი იმისთვის, რომ მოახდინოს სასურველი მომავლის ფორმირება.

მორალი“ ცდილობს, რომ მართოს სტოქასტური ევოლუციური პროცესი ორი საშუალებით - ან ტაბუს და მცნებების მეშვეობით ჩაერიოს სქესობრივ ლტოლვასა და მის დაკმაყოფილებას (სქესობრივ აქტს) შორის, ან სქესობრივ აქტსა და შობადობას შორის.მეორე შემთხვევა წარმოდგენილია ბავშვების მკვლელობის ტრადიციით - გავრცელებულიო ზომით შობადობის კონტროლისთვის - რომელსაც ადგილობრივი შამანები ყოველთვის მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ: სამსხვერპლოდ როგორც წესი ირჩევდნენ ბავშვებს, რომლებმაც სამშობიარო ტრავმა გადაიტანეს, ან ხალები აქვთ, ან ტყუპები არიან, ან სხვა რაიმე ნიშნით არიან „ღმერთისგან მონიშნულნი“.

უდავოა, რომ მსგავსი პრაქტიკების ნამდვილი ფუნქცია - ესაა შობადობაზე კონტროლი; ასეთი ტრადიციები ყველაზე მეტად გავრცელებულია იზოლირებულ კუნძულებზე, სადაც უმართავი გამრავლება კატასტროფამდე მიგვიყვანდა. იუდეური ტაბუები, პირიქით, იმ მიზნით მუშავდებოდა, რომ რაც შეიძლება ეფექტურად მიემართათ სექსუალობა მოსახლეობის გამრავლებისკენ, რადგან ძველი ებრაელები გარშემორტყმულნი იყვნენ უზარმაზარი მტრულად განწყობილი იმპერიებით, რომლებიც მათ დაპყრობას ცდილობდნენ; ებრაელებს მეტი ბიჭი სჭირდებოდათ, რათა მათგან ჯარისკაცები გამოეზარდათ, და უფრო მეტი გოგონები, რომლებიც მომავალში ახალ ჯარისკაც-ბიჭებს შობდნენ.

ყველაზე იდიოტური და „ბრმა“ - ჩვენი ახლანდელი რაციონალური თვალთახედვით - ტაბუებიც კი თავდაპირველად გარკვეულ ფუნქციას ატარებდნენ. მაგალითად, ყველაზე „უაზრო“ რთული (გენეტიკური) „ინცესტური“ ტაბუები, რომლის წყალობითაც ტომის თითქმის ყოველი წევრი სექსუალურად მიუწვდომელი ხდებოდა ტომის ნებისმიერი სხვა წევრისთვის, ახდენდნენ ეგზოგამიის (ქორწინება ტომის გარეთ) სტიმულირებას. ეს ხელს უწყობდა ნათესაური კავსირების დამყარებას ტომებს შორის, და ამგვარად საომარი კონფლიქტების რაოდენობის შემცირებას. რაღაც ამ პრიმიტიული ეგზოგამიის მსგავსი არც ისე დიდი ხნის წინ გვხვდებოდა სამეფო ოჯახებში, ჩვეულების სახით, როდესაც ისინი საცოლეს ან საქმროს სხვა სამეფო ოჯახებში ეძებდნენ.

რა თქმა უნდა, მორალის ნებისმიერი ფორმა გარკვეული თვალსაზრისით ყოველი ადამიანისთვის დამამძიმებელია, რადგან არასოდეს არავის ჰქონია ზუსტად ის სექსუალური იმპრინტი, რომელსაც მისგან მისი ტომი მოითხოვდა. უფრო რთულმა ტოტემურმა კულტებმა (რომლებიც თავს „უმაღლეს რელიგიებს“ უწოდებდნენ) გაითვალისწინეს ეს მომენტი და შექმნეს დოქტრინები მონანიების (ცოდვის გამოსყიდვის) შესახებ. ისინი საშუალებას აძლევდნენ ინდივიდს, რომ პერიოდულად მიეღოთ რიტუალური „მიტევება“ იმისთვის, რომ მან ტომის მორალის მიერ შექმნილი სრულყოფილი სექსუალური რობოტის სახეს გადაუხვია.

არ ვიცი, სასაცილოა თუ არა ეს, მაგრამ ცოდვების უმეტესობა, რომელთა მიტევებასაც მოშინაურებული პრიმატები თავიანთ მღვდლებს თხოვენ, იმას წარმოადგენს, რასაც კინსმა ასე ზუსტად უწოდა „ძუძუმწოვრის ნორმალური ქცევა“. (რა თქმა უნდა, ეს ეხება მხოლოდ სხვა ადამიანების სულელურ და ჩამორჩენილ რელიგიებს, და არავითარ შემთხვევაში არ ეხება იმ რელიგიის ამაღლებულ ჭეშმარიტებას, რომლის აღმსარებელიც ამ წიგნის პატივცემული მკითხველია).

დროთა-დაკავშირება (სიმბოლოების და ინსტრუმენტების თაობიდან თაობაზე გადაცემა) იწყება მესამე წრედში. თუმცაღა დროის მწვავე გაცნობიერება აქტიურდება მეოთხეში.

სოციო-სექსუალური წრედის ძირითადი ფუნქცია უმაღლეს პრიმატებში მდგომარეობს ზრდასრული პიროვნების - მშობლის ფორმირებაში*. [*ჰომოსექსუალობა (მსგავსად ცაციობისა) სავარაუდოდ მოცემულია გენეტიკურად გარვეული დამხმარე მიზნებისთვის. პირველყოფილ საზოგადოებებში ჰომოსექსუალებს (და ასევე ცაციებს) შამანური როლი ეკისრებათ. უფრო რთულ საზოგადოებებში მათ (და ასევე მოხუც ქალწულებს და ჰეტეროსექსუალურ მარტოხელებს) ენიჭებათ ინტელექტუალური ან არტისტული როლები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან კულტურული სიგნალების გამოშვების, შეწყვეტის ან ტრანსფორმირების კვაზი-შამანურ ფუნქციებთან. ისინი, ვინც სექსუალურ გადახრებს „არაბუნებრივს“ უწოდებენ, ვერ აფასებენ ბუნების უნარს მრავალფეროვნებისა, მრავალმხრივობისა და ეკონომიისა. ლეონარდო და ვინჩის, ცაცია-ჰომოსექსუალის „მუტაცია“, აუცილებელი იყო, რათა შეეწყვიტა მომაკვდავი შუასაუკუნეების რეალობის გვირაბის სიგნალი და გადაეწყო ჩვენი აღქმა პოსტრენესანსული სამეცნიერო ჰუმანიზმის რეალობის გვირაბზე. ლეონარდოს წარმატებაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი ტილოები დღემდე წარმოადგენენ ნორმას იმისა, რასაც ჩვენ დღემდე ვუწოდებთ რეალიზმს, ანუ ადამიანთა უმეტესობა (ცაცია-ჰეტეროსექსუალების ჩათვლით) ცხოვრობენ სამეცნიერო-ჰუმანიტარულ „სივრცეში“, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ აღმოაჩინა.]

განსაზღვრების მიხედვით, მშობელი - ესაა ის, ვინც სახეობის ახალგაზრდა წარმომადგენლებზე ზრუნავს; მშობელში ასევე ჩადებულია მღელვარება ახალ თაობაზე. ადამიანებში, რომლებსაც სიმბოლიზების უნარი აქვთ, ეს ნიშნავს დაგეგმვას და იმედის ქონას. მისტიკოსების ენაზე ეს ნიშნავს „კარმის ბორბალზე მიჯაჭვას“; პირველ ნაბიჯად მეოთხე წრედის ამ მიჯაჭვულობისგან გასათავისუფლებლად მისტიკური ტრადიციების უმეტესობაში ითვლება უქორწინობის აღთქმა.

მეოთხე წრედი განლაგებულია მარცხენა ნახევარსფეროს ახალ ქერქში - მარცხენა ნახევარსფეროს ევოლუციურად ყველაზე ახალგაზრდა ნაწილში. იგი ნეიროლოგიურად დაკავშირებულია გენიტალიებთან და მკერდთან (სქესობრივი აქტის-ჩახუტებების-კოცნის-დაცვის წრედი).

ისინი, ვისაც მძიმე იმპრინტი აქვთ ამ წრედზე, ლამაზები არიან. ეს ნიშნავს, რომ მათმა სხეულმა მთლიანობაში იმდენად ბევრი სექსუალური ნეირო-იმპულსი მიიღო თავის ტვინისგან, რომ ისინი გამუდმებით ასხივებენ „მიმზიდველ“ სექსუალურ სიგნალებს, რომლებიც ჩვენს აღქმაში განსაზღვრავენ კიდეც ადამიოანის ფიზიკური „სილამაზის“ დონეს.

იმის მიხედვით, თუ რა მოვლენებმა გამოიწვიეს მსგავსი იმპრინტირება, მათ შეუძლიათ იყვნენ ცივი და პრაგმატული ექსპლუატატორები, ბოლომდე დათრგუნული პურიტანები ან ჰქონდეთ რაიმე სხვა უარყოფითი შტრიხები, მაგრამ ისინი ყოველთვის გამოიყურებიან, როგორც სექსისთვის-სიყვარულისთვის-დაცვისთვის იდეალური სუბიექტი.

როდესაც ერთხელ ფორმირდება, მორალი არა მხოლოდ გენეტიკური დრეიფისთვის წარმოადგენს წინააღმდეგობას, არამედ იგი ასევე წარმოადგენს მუხრუჭს მესამე წრედში განახლებებისთვის. შამანები, მღვდლები და ა.შ. განსაზღვრავენ, როგორი იდეებია „მორალური“, და როგორი - „ამორალური“. ნებისმიერი ნოვაცია - ყველაფერი, რასაც შეუძლია ტომის ციკლი დაარღვიოს, ანუ ამოგვაგდოს ციკლური მითიური „დროიდან“ ხაზობრივ, პროგრესულ, რევოლუციურ „დროში“, - ჩვეულებრივ ძალიან სწრაფად განისაზღვრება, როგორც „ამორალური“.

იმის თქმა, რომ რელიგიამ და ქურუმობამ კონსერვატული როლი ითამაშეს ისტორიაში, - ნიშნავდ, რომ არასაკმარისად დავაფასოთ ისინი. ეს იგივეა, რომ ვთქვათ: „შავმა ჭირმა რამდენიმე ადამიანი მოკლა“, ან „ჰიტლერი ცოტა უცნაური იყო“. რელიგიის ძირითადი როლი ყოველთვის რეაქციონერული იყო. ამაში მდგომარეობდა მისი ევოლუციური ფუნქცია, ტვინის წრედების დიალექტიკის შესაბამისად.

მესამე წრედი, თუკი მას არ შევაკავებთ, კოკაინისტის მონოლოგს გვაგონებს. თქვენ ვერაფერს იმახსოვრებთ, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ეს ღრმა დეზორიენტაციაში აგდებს საშუალოსტატისტიკურ მოშინაურებულ პრიმატს, ამიტომ ტომის მორალისტები სტაბილურობას და სიმშვიდეს ინარჩუნებენ და მუხრუჭის როლს ასრულებენ.

საშუალოსტატისტიკური ადამიანი უფრო მეტად „გახსნილი“ და „ცნობისმოყვარეა“ ფილოსოფიური თვალსაზრისით ზრდასრულის ანუ მშობლის სექსუალური როლის მისაღებად. შთამომავლობის გაჩენის შემდეგ მას ნაკლები დრო რჩება და (იმ სანქციების ძალით, რომლებსაც ყოველი ტომი აწესებს „ერესზე“, ანუ ახალ იდეებზე) კიდევ უფრო ნაკლები მიდრეკილება მესამე წრედში აზროვნებისკენ.

ამგვარად, მესამე წრედი საშუალებას გვაძლევს, რომ ციკლური ტომობრივი დოიდან ხაზობრივ, პროგრესულ დროზე გადავიდეთ; მაგრამ მეოთხე წრედი უკან, ციკლში გვაბრუნებს.

ჰომოსექსუალები შესაძლოა არც წარმოადგენდნენ კოლტურული ნოვაციების ძირითად წყაროებს, როგორც ზოგიერთი მათი დამცველი ამბობს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ისინი მეტს აკეთებენ, ვიდრე ელოდათ. რატომ? იმიტომ, რომ მშობლის როლების ხაფანგში არ ხვდებიან.

ოთხი წრედი, რომელზეც აქამდე ვსაუბრობდით, კოდირებულია (ყოველი - ოთხი ვარიაციით) ტაროს „ფიგურულ კარტებში“.

მაგალითად, პენტაკლების რაინდი (qroulis "თოთის ტაროს" მიხედვით), რომელიც ოკულტურ შესაბამისობაში წარმოადგენს მიწა/მიწა-ს, წარმოადგენს სუფთა სახის პირველ წრედს. ესაა შეგრძნებები, ორალური მოთხოვნილებები, ვისცეროტონულობა. ტაროს წიგნების უმეტესობაში, როცა ამ კარტის ანალიზი ხდება, ალქიმიური, კაბალისტური და თეოსოფური ჟარგონების მიღმა სწორედ ამ ტიპის აღწერა იმალება. ჩვენ საქმე გვაქვს „დედიკოს ბიჭთან“ სუფთა, განუზავებელი სახით.

knighy

პენტაკლების დედოფალი, ანუ მიწა/წყალი, წარმოადგენს პირველი და მეორე წრედების თვისებების ნაზავს - „მგრძნობელობა-ვისცეროტონულობა-ორალობა“ პლუს „ემოციურობა-ეგოიზმი-პოლიტიკურობა“. მასთან ურთიერთობაში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რათა რაიმე ისეთი არ წამოგცდეთ.

პენტაკლების პრინცი, ანუ მიწა/ჰაერი, - ესაა პირველი და მესამე წრედების სინთეზი: ორალური მოთხოვნები პლუს რაციონალური გათვლა. ტიპიური მაგალითი: ჭკვიანი და გაქნილი ადვოკატი.

პენტაკლების პრინცესა, ანუ მიწა/ცეცხლი, წარმოადგენს პირველი წრედის ორალურობის შეთანხმებას მეოთხე წრედის სექსუალობასთან. ექსჰიბიციონიზმის ეს სინთეზი ცეცხლოვან ეროტიკასთან იდეალურად შეესაბამება პორნოფილმების მსახიობს.

ყველა კარტში პენტაკლებით პირველი წრედი სხვებზე დომინირებს.

თასების დედოფალი, ანუ წყალი/წყალი, - ესაა ემოციები და ტერიტორიული მოთხოვნები. ნელსონ ელგრენი მას გულისხმობდა, როცა ამბობდა: „არასოდეს დაწვე ლოგინში ისეთ ქალთან, რომელსაც შენზე მეტი პრობლემა აქვს“.

თასების რაინდი, ანუ წყალი/მიწა, - ესაა ემოციები + გრძნობები. ნამდვილი მტაცებელი, მარადიორი, ქურდი, მოძალადე ან სოციოპათი.

თასების პრინცი, ანუ წყალი/ჰაერი, - ესაა ემოციები + გონება. ჰუმანისტი, ჰუმანიტარი, ლიბერალი; იდეალური უნიტარული მღვდელი.

თასების პრინცესა - წყალი/ცეცხლი: ეგოიზმის და სექსუალობის ფეთქებადსაშიში სინთეზი. სკარლეტ ო’ჰარა. საბედისწერო ქალი.

ხმლების პრინცი - ჰაერი/ჰაერი: სუფთა და განუზავებელი ინტელექტი. მისი ტერფები არასოდეს ეხება მიწას; იგი აბსტრაქციებს შორის დაფრინავს. ბერი-მეცნიერი.

ხმლების რაინდი - ჰაერი/მიწა: გონება და ორალური ექსჰიბიციონიზმი. მსახიობი, ორატორი, დემაგოგი, ზოგჯერ არტისტი.

ხმლების დედოფალი - ჰაერი/წყალი: გონება + ემოციები. მეცნიერებისა და ხელოვნების გენიოსები როგორც წესი ამ იმპრინტულ ჯგუფს განეკუთვნებიან.

ხმლების პრინცესა - ჰაერი/ცეცხლი: გონება და სექსუალობა. კარგი მშობელი; როგორც წესი პურიტანია, მაგრამ ზოგჯერ იბრძვის „სექსუალური თავისუფლებისთვის“. ნებისმიერ ამ შემთხვევაში მამოძრავებელი მოტივია სქესობრივი ლტოლვის გენეტიკური იმპერატივების დაქვემდებარება აბსტრაქტული გონებისადმი.

კვერთხების პრინცესა - ცეცხლი/ცეცხლი: მაქსიმალური სექსუალობა. ეს ტიპები ჩვეულებრივ (მაგრამ არა ყოველთვის) უწესრიგო სექსუალური კავშირებით გამოირჩევიან; ზოგჯერ მთელ თავის სექსუალურ ენერგიას ერთ პარტნიორზე ღვრიან და ბევრ ბავშვს აჩენენ, რადგანაც მშობლობა მეოთხე წრედის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს; მაგალითად, იოჰან სებასტიან ბახს, რომელმაც, შესაძლოა ყველაზე სექსუალური მუსიკა შექმნა ისტორიაში, ოცი შვილი ჰყავდა.

კვერთხების რაინდი - ცეცხლი/მიწა: სექსუალობა და მგრძნობელობა. ფლეიბოი. რაიხის „ფალიური ნარცისისტი“.

კვერთხების პრინცი - ცეცხლი/ ჰაერი: სექსუალობა + გონება. ეს ტიპი ყველაზე ხშირად ჩათრეული ხდება ხოლმე ემპირიულ მისტიციზმში, რომელსაც ვერ იტანენ ადგილობრივი სულიერი ავტორიტეტები: ტანტრიზმი ინდოეთში, რაინდი-ტამპლიერები და გრძნეულები შუასაუკუნეების ევროპაში, ალისთერ ქროული და ვილჰელმ რაიხი ახლო წარსულში. (ქროული ამბობდა, რომ ეს კარტი მისი ჭეშმარიტი „მე“-ს პორტრეტს წარმოადგენს).

კვერთხების დედოფალი - ცეცხლი/წყალი: სექსუალობა და ემოციური პოლიტიკა. სისხლის სამართალში არცთუ იშვიათად ვხვდებით ასეთი ტიპის სახეებს.

ბრძენმა კაბალისტებმა, რომლებმაც ეს ილუსტრირებული სახელმძღვანელოები გააკეთეს ოთხი ძირითადი წრედისთვის, ისინი ასევე უმაღლესი ცნობიერებისკენ მიმავალი გასაღებით მოამარაგეს. მათი სწავლება ამბობდა, რომ ტრადიციული ალქიმიის ყოველ ელემენტს (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი) შეესაბამება ტაროს ერთი მასტი (პენტაკლები, თასები, ხმლები და კვერთხები) და ერთი ასო ღმერთის წმინდა გამოუთქმელი სახელიდან - იოდ-ჰე-ვაუ-ჰე. ეს შესაბამისობები შემდეგნაირად გამოიყურება (სქემებში წრედები მოხსენიებულია "წრედებად" - მთარგმნ. შენიშვნა):

8 5

ხატ-სახეების ამ სისტემის ლოგიკა სრულიად ცხადია არაცნობიერი გონებისთვის, ამიტომ, როგორც იუნგი აღნიშნავს „ფსიქოლოგია და ალქიმია“-ში, მსგავსი ასოციაციები ხშირად ჩნდება ჩვენს სიზმრებში.

კაბალას მიზანია - „აქციოს მიკროკოსმოსი მაკროკოსმოსის სარკედ“, ანუ აქციოს ადამიანური არსება „ღმერთის“ სრულყოფილ ხატად. ამაში იგულისხმება ოთხი „ალქიმიური“ ელემენტის გაერთიანება, რომელთა სიმბოლოებსაც წარმოადგენენ ასოები: იოდ, ჰე, ვაუ, ჰე. სხვა სიტყვებით, ოთხი წრედის წონასწორობაში მოყვანა.

იგივე იდეას ვხვდებით ბუდისტურ მანდალებში კუთხეებში ოთხი დემონით და ცენტრში წრით, რომელიც განასახიერებს გამოღვიძებას.

„დაქორწინებული“, „დედა“ („მამა“) - ესაა ინდივიდის არასამეცნიერო მახასიათებლები, მაგრამ მათ ყველა უშეცდომოდ და მაშინვე ცნობს. მათ კავშირი აქვთ დროის მწვავე აღქმასთან. მშობელი იძულებულია ღელავდეს იმაზე, თუ როგორ უზრუნველჰყოს ბიოგადარჩენითი ქაღალდები არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ შთამომავლობისთვისაც, და ზოგადად მომავლისთვის.

ბიჰევიორისტები გვიყვებიან შესანიშნავ ისტორიებს რთულ ქცევით სქემებზე, რომელთა კონდიცირებაც საცდელ ცხოველებში შეგვიძლია. ისინი ამტკიცებენ, რომ სელექციური განმტკიცების გზით შესაძლებელია ისე გაწვრთნა ვირთხა, რომ ზარის ხმაზე ის კიბეზე აირბენს, A ღილაკს დააჭერს, შემდეგ დაეშვება მეორე კიბეზე, B ღილაკს დააჭერს, გამოვარდება უჯრიდან და ჯამთან გაშეშდება საჭმლის მოლოდინში.

ვინმეს რომ არ მოეჩვენოს, რომ ეს წიგნი უპირატესობის პოზიციითაა დაწერილი, ქვემოთ განხილული იქნება მსგავსი, თუნდაც უფრო რთული ქცევა, რომელსაც მისი ავტორი ოცი წლის მანძილზე მიჰყვებოდა. ყოველ საღამოს, დაძინების წინ, იგი მაღვიძარას აყენებდა. დილით მაღვიძარას ხმა აღვიძებდა, იგი სწრაფად საუზმობდა, სახლიდან გამოვარდებოდა ხოლმე, რომ ავტობუსისთვის მიესწრო, მეტრომდე მიდიოდა, შემდეგ ვაგონში ჯდებოდა, ფირმის შენობამდე მიდიოდა, გაირბენდა დერეფანს, შედიოდა ლიფტში, ადიოდა განსაზღვრულ სართულზე, შედიოდა ოფისში და რვა საათის განმავლობაში აკეთებდა მოსაწყენ (და მთლიანობაში უაზრო) სამუშაოს. მოცემული ქცევითი თანმიმდევრულობა ფორმირებული იყო, როგორც ბ.გ. სკინერი იტყოდა, განმტკიცების მეთოდით, რომელიც ყოველთვიურად ბიოგადარჩენითი ქაღალდის (ფულის) გაცემით მთავრდებოდა. ეს ქაღალდები აუცილებელი იყო ავტორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის გადასარჩენად.

ამ წიგნის მკითხველს ალბათ შეუძლია გაიხსენოს, თუნდაც არც ისე მკაფიოდ, ყოველი ამ წრედის იმპრინტირება და განპირობება.

ჩვენ ყველანი ვიწყებდით ჩვილობიდან, ერთგანზომილებიან სამყაროში, დედაზე ორალურად მიჯაჭვულები. რაც უფრო შორს მივცოცავდით მისგან, მით უფრო მეტი იყო ჩვენი ბიოგადარჩენითი შფოთვა, ამიტომ ვცდილობდით, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავით უკან. იმ პერიოდის საკვანძო იმპრინტული მოვლენები, შესაბამის განპირობებასთან ერთად, მკაცრად განსაზღვრავენ იმას, თუ რა დონეზე ვავლენთ დღეს:

მღელვარებას ან თავდაჯერებულობას.
გამყარებულობას ან კვლევებისადმი ლტოლვას.
დამოკიდებულობას ან დამოუკიდებლობას.

შემდეგ დნმ-მა გაგზავნა რნმ-ის მოლეკულები ჯირკვლებში, ენდოკრინულ სისტემაში და ა.შ., და მოხდა მუტაცია. ჩვენი მორფოლოგია - მთელი ჩვენი სხეული - შეიცვალა, და მასთან ერთად შეიცვალა ჩვენი „გონებაც“. ჩვენმა რეალობის გვირაბმა ამგვარად მოიპოვა მეორე განზომილება, როცა ფეხზე დავდექით და სახლის გარშემო დავიწყეთ სიარული, ასევე იმის გაგება, თუ ვიზე შეგვიძლია დომინირება, ვის შეუძლია ჩვენზე დომინირება, ვიზე შეგვიძლია დომინირება (ემოციურად შეშინება) ერთ მომენტებში და არ შეიძლება სხვა მომენტებში, და ა.შ. ამორფული ბიოგადარჩენითი ცნობიერებიდან ჩვენში განვითარდა ჯიუტი ინდივიდუალური ეგო. იმპრინტირების და განპირობების გზით ჩვენში განმტკიცდა ემოციურ-ტერიტორიული „პოლიტიკის“ განსაკუთრებული სტილი.

ამ ეტაპზე მომხდარი იმპრინტირება და განპირობება განსაზღვრავს ჩვენს შემდეგ თვისებებს:

დომინირება ან მორჩილება.
თავდაჯერებულება ან საკუთარი თავის რწმენის არქონა.
ძლიერი ეგო ან სუსტი ეგო.
მაღალი სტატუსი ჯოგში ან დაბალი სტატუსი ჯოგში.
ბრძალებების გაცემა ან ბრძანებების შესრულება.
„ბატონების მორალი“ ან „მონების მორალი“.

ჩვენში თანმიმდევრულად ხდება ამ რეფლექსებს შორის გადართვის უნარის განპირობება იმის მიხედვით, ჩვენს წინ მყოფი ადამიანის სტატუსი ჩვენზე მაღალია თუ დაბალი. (საშუალო კლასის წარმომადგენლები - რეიგანისტი-კონსერვატორები, ჯონ ბერჩის მიმდევრები და ა.შ. - ყოველთვის პატივს სცემენ მათ, ვინც იერარქიაში მათზე მაღლა დგას და ყოველთვის იპოვნიან მიზეზს მათი დევნისთვის, ან თუნდაც ჩანისკარტებისთვის, ვისი სტატუსიც დაბალია. ამგვარად, ისინი ყოველთვის ამტკიცებენ, და მართლაც სჯერათ, რომ ღარიბები მათ სოციალური პროგრამების მეშვეობით ქურდავენ, რომელზეც გადასახადების გადამხდელთა ფულის დაახლოებით 4% იხარჯება, - და ვერასოდეს „ამჩნევენ“, რომ სამხედრო საწარმოო კომპლექსს 72% ხვდება მათ მიერ გადახდილი ყოველი დოლარიდან. ეს ძუძუმწოვრების ნორმალური სოციობიოლოგიაა.)

მას შემდეგ, რაც მეორე წრედის რეალობის გვირაბი მკაცრად განმტკიცდება, ორგანიზმი კვლავაც განიცდის ცვლილებებს და მუტაციებს, გადადის ვერბალურ ეტაპზე, და შედეგად ხდება მესამე წრედის აზროვნების სტილის იმპრინტირება. ეს ნიშნავს, რომ გარდა პროტოპლაზმური ცნობიერებისა და ძუძუმწოვრებისთვის დამახასიათებელი ეგოსი, ჩვენ ვიძენთ ადამიანურ გონებას, რომელიც იქმნება ადამიანური არტეფაქტებით და ენით, რომლებსაც ამავდროულა წარმოვქმნით კიდეც.

ველურ ბავშვებს, რომლებიც ადამიანთა საზოგადოებისგან (არტეფაქტებისგან და ენისგან) იზოლაციაში გაიზარდნენ, არ აქვთ „გონება“ იმ თვალსაზრისით, როგორც ჩვენ გვესმის ეს ცნება; აი, რატომ ვუწოდებთ მათ „ველურებს“.

იმპრინტული მოწყვლადობის სემანტიკურ ეტაპზე ჩვენ ვიძენთ:

მკაფიო მეტყველებას ან გაუგებარ მეტყველებას.
სისხარტეს ან მოუხერხებლობას.
„ცოცხალ გონებას“ ან „ჩლუნგ გონებას“ [როცა ჩვენ ვამბობთ „ჩლუნგი გონება“, სინამდვილეში ვფულისხმობთ „ჩლუნგ ენას“, საქმე იმაშია, რომ ადამიანური გონება - ესაა ვერბალიზებადი წრედი].

სქესობრივი სიმწივის მიღწევისას ირთვება დნმ-ის კიდევ ერთი ტრიგერი, და რნმ-ის მოლეკულები ახდენენ სხეული-ცნობიერების შემდგომ მორფოლოგიურ მუტაციას. ამ დროს ხდება „ზრდასრული პიროვნების“ იმპრინტირება და განპირობება. ჩვენ ვხდებით:

«მორალურები» ან «ამორალურები».
მორჩილი-რობოტები ან დაუმორჩილებელი-რობოტები.
წესიერი მოქალაქეები ან სექსუალური დევნილები.
„მშობლები“ ან ანარქისტები

ამ მორფოლოგიური ცვლილებების, ასევე მათ მიერ ტვინის იმპრინტულ წრედებზე მუდმივი ზეგავლენის არასაკმარისი გაგება - ესაა წარუმატებლობის უმეტესობის მიზეზი ურთიერთობებში, და არატოლერანტულობის საერთო გრძნობის, რომლის გამოც ხშირად შევდივართ ერთმანეთთან კონფლიქტში. რადგანაც იმპრინტები ყველასთვის მეტ-ნაკლებად განსხვავებულია, არავის შეუძლია, რომ ზუსტად შეესაბამებოდეს საშუალოსტატისტიკურს (ჯეიმს ჯოისი ანარქიზმს იმით ამართლებდა, რომ „სახელმწიფო კონცენტრულია, ინდივიდი კი - ექსცენტრული“), ზოგჯერ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც კვაკერი ანეკდოტში, რომელიც ცოლს ეუბნება: „შენს გარდა და ჩემს გარდა მთელი მსოფლიო შეიშალა, ზოგჯერ კი შენშიც მეპარება ეჭვი“.

რაიხიანელები, დოქტორ სპოკისა და სამერჰილის სკოლის მიმდევრები და სხვებიც მთელი ძალით ცდილობდნენ მიეპყროთ ჩვენი ყურადღება ბავშვების აღზრდის მრავალი ტრადიციული მეთოდის უხეშობაზე და სიჩლუნგეზე. ეს მეთოდები „უხეშები“ და „ჩლუნგები“ აღმოჩნდებიან, თუკი ზემოხსენებული ერეტიკოსებივით, აღზრდის მიზნად ჩავთვლით ნორმალური, გაწონასწორებული, შემოქმედებითი ადამიანის ფორმირებას. რეალურ სამყაროში ეს არასოდეს არ ყოფილა არცერთი საზოგადოების მიზანი. აღზრდის ტრადიციული მეთოდები სრულიად ლოგიკურია, პრაგმატულია და ჯანსაღია საზოგადოების ჭეშმარიტი მიზნისთვის, რომელიც იმაშ კი არ მდგომარეობს, რომ იდეალური პიროვნება შექმნას, არამედ იმაში, რომ შექმნას ნახევრად-რობოტი, რომელიც მაქსიმალურად კარგად მიბაძავს საზოგადოებრივ იდეალს - როგორც რაციონალურ, ასევე ირაციონალურ ასპექტებში, გადაიღებს რა როგორც საუკუნეთა სიბრძნეს, ასევე ადამიანის მიერ დაგროვებულ მთელ სისასტიკეს და სიბრიყვეს. მიზეზი ძალიან მარტივია: ბოლომდე ცნობიერი, გამოღვიძებული (ის, ვინც ტვინის გამორეცხვა თავიდან აიცილა) პიროვნება ვერ შეძლებს ზუსტად ჩაჯდეს ვერცერთ იმ როლში, რომელსაც საზოგადოება სთავაზობს; ტრადიციული ბავშვთა აღზრდის დამახინჯებული და რობოტული მეთოდების პროდუქტები კი მშვენივრად ეწერებიან ამ ნიშებში.

გამოდის, რომ არსებობს ალოგიკურის ნეიროსოციალური „ლოგიკა“. ხომ არ გაგონებენ თანამედროვე სკოლები მინი-ციხეებს? ხომ არ ახშოვენ ისინი წარმოსახვას? ხომ არ თრგუნავენ ისინი ბავშვს ფიზიკურად და მენტალურად, და ავლენენ თუ არა ღია ან ფარული ტერორიზმის სხვადასხვა ფორმებს? პასუხი რა თქმა უნდა ცალსახაა: კი; მაგრამ მსგავსი სკოლები აუცილებელია, რომ ასწავლონ ადამიანებს როლების შესრულება ოფისებში, ფაბრიკებში და სხვა რომელიმე ორგანიზაციებში, რომლებიც ასევე ძალიან გვაგონებენ მინი-საპყრობილეებს, ახშობენ წარმოსახვას, ახდენენ ფიზიკურ და მენტალურ ზეწოლას და დაფუძნებულნი არიან შიშზე (ბიოგადარჩენითი ქაღალდის - ფულის დაკარგვის საფრთხეზე).

„ნებადამრთველმა“ მოძრაობა პედაგოგიკაში მხოლოდ შეზღუდულად გავრცელდა, რადგანაც საზოგადოებას ყოველთვის სჭირდებოდა, და თვლის, რომ დღემდე სჭირდება რობოტები. განათლების უტოპიური სისტემა მხოლოდ მაშინ განაგრძობს განვითარდებას, როცა საზოგადოება განთავისუფლდება ავტორიტარულობის ბორკილებისგან. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ცვლილებების თანამედროვე ტემპი საზოგადოებაში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი სოციალური ევოლუციის პერიოდამდე მიგვიყვანს. მაშინ ჩვენ დაგვჭირდება ადამიანები, რომლებიც არ არიან რობოტები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნა, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩლუნგი მორჩილება, რომლებსაც შეუძლიათ ინიციატივის გამოვლენა, რომლებიც არ წარმოადგენენ ვიწროშუბლიან ფანატიკოსებს, რომლებიც წარმოადგენენ მკვლევარებს ამ სიტყვის ყველა მნიოშვნელობით.

აღზრდის ტრადიციული სისტემა ხარვეზებს მხოლოდ ახლა ამჟღავნებს, როცა საზოგადოება სწრაფი ცვლილებების და ყველა ტრადიციული ღირებულების ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ფაზაში შევიდა.

კომუნიკაციის ხარვეზები, როგორც წესი იმის გამო ხდება, რომ შეტყობინება არასწორი მისამართით იგზავნება. ასე, მაგალითად, თქვენს ქმარს პრობლემები ეგოსთან დაკავშირებით უჩნდება, თქვენ კი მის ტვინში აგზავნით შეტყობინებებს. მოვიყვანოთ ტრანსაქციული ანალიზის დიაგრამა, რომელიც ამ პროცესის ილუსტრირებას ახდენს.

8 6

(ფოტოზე: I - ბუნებრივი ბავშვი; II - ადაპტირებული ბავშვი; III - ზრდასრული ანუ კომპიუტერი; IV - მშობელი)

პირველი შეტყობინება მიმართულია პირველიდან მეოთხე წრედისკენ. ის ნიშნავს: „მე თავს სუსტად ვგრძნობ; დამეხმარე“. თუ პასუხი მესამე წრედიდან მესამე წრედთან მიდის - „კარგი, გავაანალიზოთ ეს პრობლემა“... - მაშინ ის არასწორ მისამართზე მიდის.

რა თქმა უნდა, ჩვენ განზრახ ავირჩიეთ არატიპიური, თუმცა შესაძლო მაგალითი. იგი არატიპიურია იმიტომ, რომ ქალებს ტრადიციულად ასწავლიან, რომ არ დაუშვან მსგავსი შეცდომა - და იყვნენ „ემოციურად მგრძნობიარენი“, იცოდნენ „მხარდაჭერის“ გამოვლენა და ა.შ.; სტატისტიკის თვალსაზრისით უფრო რეალურია საწინააღმდეგო შემთხვევა: ცოლი გზავნის სიგნალს: „დამეხმარე!“, ქმარი კი მის მესამე წრედს მიმართავს: „მოდი, გავაანალიზოთ პრობლემა...“

ჩვენ ვთქვით, რომ წრედების იმპრინტირება შემთხვევითობის მნიშვნელოვან ელემენტს შეიცავს (გენეტიკური პარამეტრების საზღვრებში). ნებისმიერი საზოგადოება, ამ თეორიის გაგების გარეშეც კი, იმპრინტულ პროცესებს საკმაოდ პრაგმატულად აღიქვამს, რათა მისი ყოველი წევრი მისთვის განსაზღვრული როლისთვის დააპროგრამოს. ამიტომ გოგონების ტრადიციული აღზრდა ყოველთვის განსხვავდებოდა ბიჭების ტრადიციული აღზრდისგან - ისე, რომ გამოემუშავებინათ ქალებისთვის მეორე წრედის მეტი „მგრძნობიარობა“. ფემინიზმი, ისევე როგორც ბავშვების აღზრდის თანამედროვე მეთოდები, მხოლოდ მაშინ გაჩნდა, როცა ჩვენ ევოლუციურად მზად ვიყუავით, ან თითქმის მზად ვიყავით ამისთვის. ტრადიციული სისტემა მხოლოდ ტრადიციული საზოგადოებებისთვის გამოდგებოდა.

ზუსტად ასევე კლასობრივი სტრუქტურა, ისევე, როგორც ჭიანჭველების კასტობრივი სტრუქტურა, აწარმოებს ყოველი კლასისთვის „სწორ“ იმპრინტებს. მსახურების კლასის, ანუ პროლეტარიატის მესამე წრედი ძირითადად იმპრინტირდება მანუალური მოქნილობისთვის, მაშინ, როცა იგივე წრედი საშუალო ან მმართველ კლასებში იმპრინტირდება ვერბალური, მათემატიკური ან სხვა უნარებისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სიმბოლოების გამოყენებასთან.

დემოკრატია არ იყო წარმატებული - და ინტელექტუალების ცინიზმი დემოკრატიის მიმართ გამართლებულია - იმ თვალსაზრისით, რომ ტრადიციულ საზოგადოებას არ სჭირდებოდა, არ იცოდა გამოყენება და ყველანაირად ამუხრუჭებდა მაღალი ვერბალური („რაციონალური“) უნარების განვითარებას მოსახლეობის უმეტეს ნაწილში. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ხელს არ უწყობს ინტელექტის განვითარებას ადამიანების უმეტესობაში, არამედ პირიქით, მკაცრად ახდენს მათი შედარებითი სიჩლუნგის პროგრამირებას, რაც აუცილებელია მათი მაქსიმალური შესაბამისობისთვის საქმიანობის მეტად ტრადიციულ სახეებთან.

მათი ბიოგადარჩენის წრედი ისევე მუშაობს, როგორც ცხოველების უმეტესობაში, მათი ემოციურ-ტერიტორიული წრედი პრიმატების ტიპიურ წრედს წარმოადგენს, გარდა ამისა, მათ გააჩნიათ ცოტა მესამე წრედის „ჭკუაც“, რომელიც აუცილებელია ვერბალიზაციისთვის (რაციონალიზაციისთვის). ბუნებრივია, ისინი ჩვეულებრივ ხმას აძლევენ რომელიმე შარლატანს, რომელიც ახერხებს მათი პრიმიტიული ბიოგადარჩენითი შიშების და ტერიტორიული („პატრიოტული“) ბრძოლის სურვილის გააქტურებას. ინტელექტუალი, ხედავს რა ამ სევდიან შედეგებს, მაინც აგრძელებს „დემოკრატიისადმი“ ბრმა რწმენას, მსგავსად კათოლიკების, კომუნისტებისა და გველთ-თაყვანისმცემლების რწმენისა.

ტრადიციული სისტემა ტრადიციულ საზოგადოებაში მუშაობს. ადამიანების მასა, რომლებიც ინტერესდებიან იმით, თუ რატომ გადავიდა ბეთჰოვენი მეცხრე სიმფონიის შემდეგ სიმებიან კვარტეტებზე, მართლა დამაჯერებლად უკუაგდო თუ არა კანტმა იუმი და როგორ შეიძლება იყოს დაკავშირებული კვანტური თეორიის ბოლო მიღწევები დეტერმინიზმთან და ნების თავისუფლებასთან, - ეს ის მასა არაა, რომელიც ადვილია აიძულო მოსაწყენი და დამაჩლუნგებელი ყოველდღიური საქმეების კეთება.

რატომ წააგო ედლაი სტივენსონმა აიკ ეიზენჰაუერთან, ჯორჯ მაკგოვერნთან - „მოხერხებულ დიკ“ ნიქსონთან“ და ა.შ.? ეს იგივე არასწორი მისამართის თემაა. სტივენსონი, მაკჰოვერნი და ინტელიგენციის სხვა ფავორიტები მესამე წრედს მიმართავდნენ, რომელიც პრიმატების უმეტესობას ჯერ არ აქვთ საკმარისად განვითარებული. ეიზენჰაუერმა მისი მამობრივი მანერით და ნიქსონმა „უფროსი ძმის“ მიმწოლობით იცოდნენ, როგორ დაეჭირათ სწორ ემოციურ-ტერიტორიულ ღილაკებზე, რათა თან პრიმატების დიდი ბრბო გაეყოლებინათ. თუკი ეტოლოგიური ცნებებით ვიტყვით, ისინი გენეტიკურად დაპროგრამებული ალფა-მამრები იყვნენ.

მსგავსად ამისა, მორალისტს (ანუ ზრდასრულ პიროვნებას, რომელშიც მეოთხე წრედშია იმპრინტირებული მძიმე ეთიკური იმპერატივები) ძალიან ხშირად არ შეუზლია მეცნიერთან ან ტექნიკოსთან ურთიერთობა. მორალისტმა შეიძლება ისიც კი გადაწყვიტოს - ბევრი უკვე ასეც მოიქცა, - რომ მეცნიერი თავისთავად უბრალოდ „არაადამიანურია“. სინამდვილეში კი მორალი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს მესამე წრედის ანალიტიკური მიდგომისთვის, რაც ტვინის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საშუალოსტატისტიკური მეცნიერისთვის. მესამე წრედისთვის ერთადერთ ღირებულ მორალს წარმოადგენს სიზუსტე, ერთადერთ ამორალურობას კი - მოუწესრიგებელი აზროვნება.

„სოციალური გაცნობიერებულობის“ ზრდა მეცნიერებს შორის მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ეს ევოლუციურად აუცილებელია, მაგალითად ჰიროსიმას შემდეგ. იგივე შეიძლება ვთქვათ (თუ რა თქმა უნდა არ ვცდები) განათლების და აღზრდის სისტემების მოდერნიზაციაზე და ფემინიზმზე, რასიზმზე და ა.შ. წარსულის ყველა სისულელის წინააღმდეგ ბუნტი ძალას იკრებს, მაგრამ საბოლოო დასასრულს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუკი ისეთი საზოგადოების შექმნას შევძლებთ, რომელშიც ყოველ ადამიანში ყველა წრედის ფუნქცია იქნება მოთხოვნადი. ამ მიზნისკენ მზადრი სიჩქარით მივისწრაფვით.

მოუთმენელ რადიკალს ავიწყდება, რომ პრიმატთა ტრადიციული საზოგადოების ბევრი „უსამართლობა“ საერთოდ არ ითვლებოდა ასეთად (საუკეთესო გონებებზეც რომ ვილაპარაკოთ) ჯერ კიდევ 1000, 100 ან ორგანიზებული სექსიზმის შემთხვევაში 30 წლის წინაც. ის, რომ უსამართლობას და აბსურდს ვხედავთ მრავალ საუკუნოვან ტრადიციებში და წესებში, მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ თანდათანობით ვთავისუფლდებით უგუნური ავტორიტარიზმისგან, და ეს განთავისუფლება ევოლუციის ზუსტად იმ წერტილში ხდება, რომელშიც საჭიროა, რომ უფრო გონიერნი და მგრძნობიარენი გავხდეთ ყველა წრედში.

ყოველ ჩვენგანს აქვს „საყვარელი“ წრედი - ის, რომელიც სხვა წრედებზე ძლიერ იმპრინტირებულია. ერთმანეთის ვერ-გაგება მნიშვნელოვნად ძლიერდება იმ ფაქტით, რომ ცოტასთვისაა ცნობილი წრედების ეს სისტემა, ამიტომ ჩვენ ყველანი მიდრეკილნი ვართ ვივარაუდოთ, რომ ადამიანი, რომლის წინაც ვდგავართ, ჩვენივე წრედში იმყოფება.

ამრიგად, ყოველ სოციალურ ჯგუფში არსებობენ პირველი წრედის ნარცისული (ორალური) ტიპები. დასვით მათ წინაშე პრობლემა, და ისინი მაშინვე დაიწყებენ მოძებნას, რომ ვინმეზე გადაიტანონ ეს პრობლემა, რადგან ორალური ეტაპი რობოტულადაა იმპრინტირებული დამოკიდებულობაზე. (ან თუ მათში დამოკიდებული სისუსტის ნაცვლად იმპრინტირებულის მტრული სისუსტე, ისინი გამოავლენენ სიბრაზეს - ბავშვური სიბრაზის ამოხეთქვას, - იმის წუხილში, რომ მოცემული პრობლემა არსებობს და სწორედ მათ უწევთ მისი გადაჭრა.)

მეორე წრედის ტიპები იგივე სიტუაციაში ეცდებიან თავიდან მოიშორონ გაჩენილი პრობლემა, და ამ დროს მუქარის შემცველ გაბერვას და ღრენას დაიწყებენ, როგორც ამას ძუძუმწოვრები აკეთებენ.

მესამე წრედის ტიპები ეცდებიან, რომ პრობლემას ანალიტიკურად მიუდგნენ. ეს საუკეთესო მიდგომაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა რაციონალურია, მაგალითად, „როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაშ ეს მექანიზმი?“ იგივე მიდგომა შეიძლება ბრმა და უსარგებლო აღმოჩნდეს, როცა „პრობლემა“ აღმოჩნდება სხვა ადამიანი, რომელიც მეორე წრედის ერთ-ერთი დამანგრეველი და ავი პროგრამის შესაბამისად მოქმედებს.

(ვიღაცამ ერთხელ თქვა: „ლიბერალი - ესაა ის, ვინც ოთახიდან გამოდის, როცა იქ ჩხუბი იწყება“. მესამე წრედის ტიპები იკარგებიან და თავს უძლურად გრძნობენ, როცა თამაშში მეორე წრედის ცხოველური პოლიტიკა შემოდის.)

მეოთხე წრედის ტიპი ეცდება, რომ იყოს რაციონალური (მესამე წრედი) და ამავდროულად პრობლემების ემოციური ზომები შეაფასოს (მეორე წრედი). როგორც წესი, ის ცდილობს, რომ მორალური გადაწყვეტა მოახვიოს თავს: „ასე იქნება წესიერი და სამართლიანი“... ეს შეიძლება მოეწონოს, ან არ მოეწონოს მესამე წრედის რაციონალისტს, რომელიც ობიექტურ სამართლიანობას ეძებს; იმ ტიპს, რომელშიც ბოლომდე დომინირებს ემოციურობა და ტერიტორიულობა (მეორე წრედი), როგორც წესი ეს საერთოდ არ მოწონს ხოლმე.

ის, რაც სამართლიანია ჯგუფისთვის, სამართლიანია ინდივიდისთვისაც. ვცდილობთ რა დავინახოთ სხვებში იმ წრედის სიჭარბე, რომელიც ჩვენთვის „საყვარელია“, ხშირად განვიცდით შოკს და სტრესს, რომლებმაც შეიძლება სხვა წრედში გადახტომა გვაიძულონ.

ყველაზე რობოტიზებული რაციონალისტიც კი ბოლოს და ბოლოს პირველ წრედამდე დაეშვება, თუკი მას ცნობიერების ეკრანზე საკმაოდ ძალადობრივად წარმოუდგება ბიოგადარჩენის საფრთხე. თუკი საშუალებას არ მისცემთ მას, რომ „დატოვოს ოთახი, როცა ჩხუბი იწყება“, მაშინ საკმარისი ზეწოლის შემთხვევაში იგი მეორე წრედის ცხოველურ ყიჟინამდე და ყეფამდეც კი დაეცემა. (ოლივერ ვენდელ ჰოლმსმა ამას „კამათის ჰიდროსტატიკული პრინციპი“ უწოდა, რომლის მიხედვითაც სულელები ყველას ქვემოთ, თავიანთ დონეზე ქაჩავენ.)

ყველაზე რობოტიზებული ემოციონალისტი შეიძლება დროებით მესამე წრედზე ავიდეს, თუკი პრობლემა ემოციური წნეხით ან დათრგუნვით გადალახვის ვერანაირ ფორმას ვერ ექვემდებარება.

ჩვენ ყველანი, ბოლოს (იმიტაციის დონეზე - პატარა ბავშვებიც კი) გადავდივართ მეოთხე წრედის მშობლის, ანუ სუპერ-ეგოს როლზე, თუკი საჭირო შედეგის მისაღებად ერთადერთი გზა ტომის მორალისთვის გაჟღერება იქნება: „უბრალოდ სიმდაბლე იქნებოდა ბაბუას ნების წინააღმდეგ წასვლა...“

„მოგვეცით ბავშვი, რომელსაც ხუთი წელი არ შესრულებია, და იგი მთელი ცხოვრება ჩვენი გახდება“, - ტრაბახობდა XVIII საუკუნის ერთი იეზუიტი. იმ დროის იეზუიტების ორდენმა, ოლდოს ჰაქსლის სარდონული შენიშვნით, განათლება მისცა ვოლტერს, დიდროს და მარკიზ დე სადს; ცხადია, რომ ტვინის გამორეცხვის მათეული ტექნიკა არც ისე სრულყოფილი იყო. მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმეტესობა საზოგადოებათა უმეტესობაში წინა თაობათა აბსოლუტურად ზუსტ ასლებად იზრდებიან. იეზუიტებად აღზრდილი ბავშვების უმეტესობა მაინც კათოლიკედ დარჩა. დემოკრატების შვილების უმეტესობა მაინც არ ხდება რესპუბლიკელი. და ა.შ.

თუკი მხედველობაში მივიღებთ ყოველი ადამიანისთვის მისაწვდომი ფილოსოფიების ფართო სპექტრს - ნუდიზმი და ბუდიზმი, მეცნიერული მატერიალიზმი და გველთ-თაყვანისმცემლობა, კომუნიზმი და ვეგეტარიანელობა, სუბიექტური იდეალიზმი და ეგზისტენციალიზმი, მეთოდიზმი და სინტოიზმი, და ა.შ., - ის ფაქტი, რომ ადამიანთა უმეტესობა მათი მშობლების რეალობის გვირაბში რჩება, მეტყველებს იმაზე, რომ კულტურიზაციის პროცესი - ესაა ცნობიერებაზე კონტროლის პროცესი. ჩვენ ყველანი პიგმეების მიერ აღზრდილი გიგანტები ვართ, რომლებმაც აზრობრივად მოკუნტული ცხოვრება ვისწავლეთ. როგორ შეიძლება მთელ სიმაღლეში, მთელი ძალით გავმართოთ ჩვენი ტვინი - აი, რაზეა ეს წიგნი.

არის ერთი ძენური ისტორია (ძალიან სასაცილო, ჰა-ჰა) ბერზე, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობდა „გასხივოსნების“ (ტვინის ცვლილების) მიღწევას ტრადიციული ძენის მეთოდებით, რის შემდეგაც მასწავლებლისგან მიიღო მითითება, რომ მხოლოდ ხარზე ეფიქრა. დღიდან დღემდე იგი მხოლოდ ხარზე ფიქრობდა, წარმოიდგენდა ხარს, მედიტირებდა ხარის ხატ-სახეზე. ბოლოს ერთხელ მასწავლებელი მის კელიაში მივიდა და უთხრა: „გამოდი, მინდა გელაპარაკო“.

„არ შემიძლია გამოსვლა, - უპასუხა ბერმა, - ჩემი რქები კარში არ გამოეტევა“.

ამის თქმისთანავე ბერმა „გასხივოსნებას“ მიაღწია. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა, ზუსტად რას ნიშნავს ეს სიტყვა. ცხადია, რომ ბერის ტვინმა გარკვეული ცვლილება განიცადა. მან განავითარა საკუთარ თავში ილუზია, რომ ხარია, და როცა ამ ჰიპნოტური მდგომარეობიდან გამოიღვიძა, ცხადად დაინახა ყველა დანარჩენი ილუზიის და მათთან დაკავშირებული ჩვენი ავტომატიზმის მიზეზები.

სავარჯიშოები

1. მკაფიოდ აღიდგინეთ ცნობიერებაში თქვენი პირველი ორგაზმი. რა დონეზე იყენებთ დღემდე იგივე მეთოდებს (სტიმულებს) აგზნების მისაღწევად?

2. სცადეთ, შეცვალოთ თქვენი სექსუალური იმპრინტი. შეამოწმებთ, მოახერხებთ თუ არა ორგაზმის მიღწევას რაიმე სხვა მეთოდით, რომელიც აქამდე თქვენთვის აკრძალული ან წარმოუდგენელი იყო?

3. წარმოიდგინეთ, რომ ქრისტიანი მღვდელი ხართ. აუხსენით წარმოსახვით ჰომოსექსუალს, რატომაა მისი სექსუალური იმპრინტი „ცოდვა“ და რატომ უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ. მოუყვანეთ ინსტრუქციები, როგორ უნდა გააკეთოს ეს.

4. წარმოიდგინეთ, რომ ჰომოსექსუალი ან ლესბოსელი ხართ. აუხსენით ქრისტიან მღვდელს, რატომ არ შეგიძლიათ მის სასარგებლოდ შეიცვალოთ თქვენი სექსუალური იმპრინტი.

5. წაიკითხეთ მარგარეტ მიდის წიგნი - „სექსი და ტემპერამენტი სამ პირველყოფილ საზოგადოებაში“. შემდეგ ჩამოწერეთ ხუთ გვერდზე იმის მტკიცებულებები, რომ ტაბუებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში მოქმედებს, ობიექტურად გააჩნიათ უფრო მეტი აზრი, ვიდრე ტაბუებს, რომლებიც ამ წიგნში მოხსენიებულ ტომებში გვხვდება. მოეკიდეთ ამას სერიოზულად!

6. დააყენეთ საკუთარი თავი სამოას მცხოვრებლების ადგილზე მიდის წიგნიდან. ხუთ გვერდზე ეცადეთ დაამტკიცოთ, რომ მათ ტაბუებს უფრო დიდი აზრი აქვთ, ვიდრე ჩვენი საზოგადოების ტაბუებს. მოეკიდეთ ამას სერიოზულად.

7. გადაიკითხეთ პარაგრაფები ჟირაფზე და ბატზე. რას გეუბნებიან ისინი თქვენი სექსუალური იმპრინტის შესახებ? რა ასრულებს თქვენთვის ჯიპის და პინგ-პონგის ბურთის როლს?

 


 

თავი მეცხრე. ტვინების გამორეცხვა და პროგრამირება

ჩვენ განსაზღვრული მიკერძოებული შეხედულებები გვაქვს სივრცეში ჩვენს მდებარეობასთან დაკავშირებით, რომელიც მემკვიდრეობით ჩვენი მაიმუნისმაგვარი წინაპრებისგან გვერგო. (სერ არტურ ედინქტონი, „სივრცე, დრო და გრავიტაცია“.)

უდიდესი უტოპიური შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს წინ იხსნება, ამავდროულად წარმოადგენს უდიდეს ანტიუტოპიურ კოშმარს.

ჩვენ უფრო და უფრო მეტს ვგებულობთ ტვინის ცვლილების პრაგმატულ მხარეზე: როგორ ვიმოქმედოთ ვინმეს ტვინზე, რათა მასში სრულიად „ახალი“ რეალობა დავამყაროთ. ამის მხოლოდ წარმოსახვაში გაფიქრებაზეც კი ჩნდება სურათები „1984“-დან და „მშვენიერი ახალი მსოფლიოდან“. მაგრამ ჩვენ ასევე ვგებულობთ, თუ როგორ შევცვალოთ ჩვენი საკუთარი ტვინი - ვსწავლობთ მის გამოყენებას სიამოვნებისთვის და სარგებელისთვის, და არა საცოდავი რობოტული არსებობისთვის. როცა ამის წარმოდგენას ვცდილობთ, ჩვენ უცილობლად მივდივართ ზეადამიანურობის იდეამდე.

ისევე, როგორც ნებისმიერი ტელევიზორი, ტვინიც შეიძლება დააინსტალირო ისე, რომ გამორთო გარკვეული არხები და ჩართო სხვები. ეს იცოდნენ 1960-70 წლების ნეიროლოგიური რევოლუციის ვეტერანებმა, და ამაში მდგომარეობს ჩვენი დროის ძირითადი საფრთხე და ძირითადი იმედი.

განვიხილოთ ვარიანტები.

ციანიდი და სინქრონულობა

1978 წლის ნოემბერში მე სიეტლში ჩავედი, რათა დავსწრებოდი კენ კემბელის 10 საათიან დადგმას ჩემი და ბობ შის ტრილოგიის - „ილუმინატუსის“ მიხედვით! სპექტაკლის განმავლობაში გაჩნდა სცენა, რომელიც მე და შის პრაქტიკულად გადაგვავიწყდა ტრილოგიაზე მუშაობის დასრულებიდან (1971 წლიდან) შვიდი წლის შემდეგ. ამ სცენაში შეშლილი მესია უბრძანებს თავის 3300 რობოტულად მიმდევარს რომ ჩაიდინოს თვითმკვლელობა ციანიდის მეშვეობით. ეს უტვინო ავტომატები ემორჩილებიან, და ყოველი მათგანი სვამს თავის პორცია ციანიდიან კოქტეილს.

მე და შიმ ამ უცნაურ სიუჟეტურ სვლას იმისთვის მივმართეთ, რომ გვეჩვენებინა, თუ რა უკიდურესობამდე შეიძლება მივიდეს ტვინების გამორეცხვა. ჩვენ ორივენი ამ სცენას სატირული ხასიათის ექსტრავაგანტულ ფანტაზიად ვთვლიდით - გადაჭარბებად, როელიც ჩვენი სერიოზული თემის გახსნაში დაგვეხმარებოდა.

მაგრამ იმ დროს, როცა მსახიობები სცენაზე ამ „ფანტაზიას“ განასახიერებდნენ, ტელევიზიის ყოველ არხზე და ქვეყნის ყოველ გაზეთში მასიური ზომბირების ზუსტად ასეთივე მაგალითი განიხილებოდა. ჩვენი ფანტასტური მანიაკი გურუ - ადოლფ ჰიტლერი გახლდათ; 1978 წლის ნოემბერში კი, ჩვენი სპექტაკლის მიმდინარეობის დროს, - სხვა მანიაკმა გურუმ, ჯიმ ჯონსმა, ეს ყველაფერი რეალობაში გადმოიტანა. გაიანაში მან თავის 900 რობოტს უბრძანა, რომ ციანიდი დაელიათ, და ისინი ყველანი დაემორჩილნენ.

განსაკუთრებით საინტერესოდ მე მომეჩვენა ის, რომ ჯონსმა თავისი Gotterdammerung („ღმერთების შეკვეთა“) სწორედ მაშინ განახორციელა, როცა აშშ-ში ჩვენი სპექტაკლის პრემიერა შედგა. არანაკლებ საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ჩვენს ფანტასტიურ ნაწარმოებშიც და ჯონსის შემთხვევაშიც თვითმკვლელობის იარაღი ციანიდი გახდა.

ფსიქოლოგი კარლ იუნგი და ფიზიკოსი ვოლფგანგ პაული მსგავსი სახის უცნაურ და ზებუნებრივ დამთხვევებს სინქრონულობას უწოდებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ისინი წარმოადგენენ ბუნების აკაუზალურ და (ანუ) ქოლისტურ პრინციპს, რომელიც ნიუტონის დროის „წარსული-აწმყო-მომავალი“ ხაზის მიღმა მოქმედებს.

პაული, როგორც კვანტური ფიზიკოსების უმეტესობა, აცნობიერებდა, რომ სუბატომური მოვლენები ვერ იქნება გაგებული ნიუტონური ფიზიკის ფარგლებში და მათ ასახსნელად საჭიროა გარკვეული აკაუზალურობის (ინდეტერმინიზმის) ანუ ქოლიზმის (სუპერდეტერმინიზმის) არსებობის მიღება. ნებისმიერ შემთხვევაში ქრება განსხვავება „დამკვირვებელსა“ და „დაკვირვებადს“ შორის. (ამაზე ცოტა მოგვიანებით.)

იუნგმა, თავის მხრივ, აღმოაჩინა, რომ მსგავსი სინქრონულობები - უცნაური დამთხვევები, - როგორც წესი მაშინ ჩნდება, როცა აქტიურდება ფსიქეს გარკვეული ღრმა სტრუქტურები. მან ივარაუდა, რომ ეს სტრუქტურები იმყოფება იმ დონეზე, რომელსაც იგი „ფსიქოიდურ დონეს“ უწოდებს და რომელიც კოლექტიური არაცნობიერის ქვეშაა განლაგებული, იქ, სადაც ცნობიერება და მატერია ჯერ კიდევ არაა განრჩევადი - კვანტურ ქაფში, საიდანაც იერარქიულად ჩნდება მატერია, ფორმა და ცნობიერება.

მოიცადეთ. ახლა უფრო უცნაური რამეები დაიწყება...

საგაზეთო მაგნატის მემკვიდრე ბანკების მძარცველად იქცევა

1974 წლის 4 თებერვალს, როცა პატი ჰერსტი (პატრიცია ჰერსტი - მილიონერის, გაზეთების გამომცემელის - უილიამ რენდოლფ ჰერსტის ქალიშვილი) მოტაცებულ იქნა განთავისუფლების სიმბიონური არმიის მიერ, იგი „ნორმალური“ გოგო იყო. იგი ნორმალურ კოლეჯში სწავლობდა, ნორმალურ ბიჭს ხვდებოდა და მარიხუანას იმ დროის გოგოსთვის ნორმალურ რაოდენობას ეწეოდა. 57 დღის შემდეგ იგი იქცა ახალ ადამიანად, რომელსა ახალი სახელი - ტანია - ერქვა და რეალობის ახალ გვირაბში ცხოვრობდა.

თუ პატი ჰეტეროსექსუალი იყო, ტანია - ბისექსუალი გახდა. თუ პატი ძირითადად - მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელი მცირე „ლიბერალური“ მოდიფიკაციებით - ჰერსტების ოჯახის რეალობის გვირაბს იღებდა, ტანია გახდა სასტიკი და ფანატიკოსი რევოლუციონერი. თუ პატი თავის მშობლებს პატივს სცემდა, ტანია აძაგებდა მათ, „კორპორატიულ მატყუარებს“ უწოდებდა და სასტიკად აკრიტიკებდა მათ, როგორც კაპიტალისტური შეთქმულების მონაწილეებს აშშ-ში საწყალი ხალხის „მოკვლის“ მიზნით „უკანასკნელ ადამიანამდე“. თუ პატი ნაზი, ზრდილობიანი და ძალადობისადმი ცალსახად არა-მიდრეკილი გოგო იყო, ტანიამ გადაიღო ფოტო ავტომატით ხელში და მონაწილეობა მიიღო როგორც მინიმუმ ერთი ბანკის ძარცვაში, და შესაძლოა სხვა დანაშაულებებშიც.

paty

მაშ, რა მოხდა? როცა პატი-ტანია დააპატიმრეს და სასამართლოს წინაშე წარადგინეს, დაცვამ განაცხადა, რომ გოგო „ტვინის გამორეცხვას“ დაექვემდებარა. მოსამართლემ ან ვერ გაიგო ეს, ან არ დაიჯერა; პატის პატიმრობა იმ დანაშაულისთვის მიუსაჯეს, რომელიც ტანიამ ჩაიდინა. კამათები ამ შემთხვევის გარშემო დღემდე არ წყდება - ერთნი ფიქრობენ, რომ მის ჰერსტი ატარებს „პასუხისმგებლობას“ ცნობიერების შეცვლაზე, რომელსაც ის დაექვემდებარა, როცა SLA-ს ხელში იმყოფებოდა, სხვები კი დარწმუნებულნი არიან, რომ იგი ამაზე არანაირ „პასუხისმგებლობას“ არ ატარებს.

თუკი ერთი წამით გვერდზე გადავდებთ „პასუხისმგებლობის“ მეტაფიზიკურ საკითხს, ცხადია, რომ გოგონა იმ სოციალური წრიდან, რომელსაც ჰერსტები ეკუთვნოდნენ, თითქმის ზუსტად ვიცით, რომ არ დაიწყებდა ბანკების ძარცვას, ის რომ მანამდე არ მოეტაცებინათ და SLA-ს რიგებში არ მიეღოთ.

რამდენადაც SLA საკუთარ თავს არმიას უწოდებდა, მოდით, შევადაროთ კიდეც იგი ჯარს; ეს შესაძლოა ჭეშმარიტების პოვნაშ დაგვეხმაროს.

ჩვეულებრივ ჯარში ადამიანებს არ იტაცებენ ისე, როგორც პატი მოიტაცა SLA-მ, თუმცაღა ამ ორ პროცესს ვერ დავარქმევთ სრულიად არამსგავსს. არმიის ჩინოვნიკები არ უვარდებიან სახლში ღამით ახალგაზრდებს იარაღით ხელში ისე, როგორც SLA-ს ბოევიკები შეუვარდნენ პატის: ისინი უბრალოდ ფოსტით მოსაწვევს უგზავნიან მას. მიუხედავად ამისა, ამაში უკვე არის იძულება; გასაწვევმა იცის, რომ თუ ამ წერილს იგნორირებას გაუკეთებს, მალე სახელმწიფო ჩინოვნიკები მოაკითხავენ (თუ მაინცდამაინც ქვეყანას არ დატოვებს). ამის შემდეგ იგი ან ჯარში წავა, ან ციხეში. ამრიგად, რომელ არმიაზე ვსაუბრობთ - სიმბიონურზე თუ ამერიკულზე, სუბიექტს ბავშვურ უმწეობამდე აგდებენ: სხვები წვეყენ, როგორ მოექცნენ მას. ადამიანს ერთგვარ ახალშობილის მდგომარეობაში აბრუნებენ - ერთფუტიან ადამიანამდე ექვსფუტიანი გიგანტების სამყაროში. პატარა ბავშვის მსგავსად, იგი გებულობს, რომ გადარჩენის პირველი კანონი - ესაა მორჩილება.

ადამიანთა უმეტესობას (ნუდისტების გამოკლებით) რცხვენია თავისი სიშიშვლის საჯაროდ დემონსტრირების. ეს ღამის კოშმარების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიუჟეტია. (ჯოისთან ესაა ყოვლისმომცველი სიზმრის ცენტრალური მოვლენა „ფინეგანის სამძიმარში“.) პირველი ნაბიჯი რეალობის სამოქალაქო გვირაბის სამხედრო გვირაბით შეცვლისთვის - ესაა სამედიცინო კომისია, რომელშიც სუბიექტს ბოლომდე აშიშვლებენ და აიძულებენ, რომ დიდ შენობაში სხვა შიშველ მსხვერპლებთან ერთად იარონ, მაშინ, როცა სრულიად შემოსილი სამხედრო პერსონალი მაქსიმალურად მოკლე ბრძანებებს იძლევა: „ადექით. დასხედით. აქ მოდით. ადგილზე დაბრუნდით“. და ა.შ. ინიციაციის მასონური რიტუალი, რომელშიც ტანსაცმლის მხოლოდ ნაწილს იხდიან, წარმოადგენს იმ სოციალური პარამეტრების მოცილების შედარებით რბილ ვერსიას, რომლებიც მანამდე უსაფრთხოების სიმბოლოებს წარმოადგენდნენ.

ამ დროს სუბიექტს აკარგვინებენ მთელ სოციალურ სისტემას, რომელშიც იგი მანამდე არსებობდა, სანამ ამერიკულ ან სიმბიონურ არმიაში განამწესებდნენ. როცა ექიმი ეუბნება ახალწვეულს: „დაიხარეთ, გაწიეთ დუნდულები“, - ე.წ. ნორმალური რეალობა ისევე შეუქცევადად სრულდება, როგორც მაშინ, მსხვერპლი რომ სიურეალისტურ ფილმში აღმოჩენილიყო. თუ დამქირავებელი სრულიად აუტანელი ხდება, ყოველთვის შეიძლება სხვა სამსახურის პოვნა. სიმბიონურ ან ამერიკულ არმიებში ეს ნომერი არ მუშაობს, რადგანაც იქ ხდება პირველი წრედის მწვავე უმწეობის იმპრინტირება.

როცა რუსმა მათემატიკოსმა უსპენსკიმ გურჯიევის შესწავლა დაიწყო, მას არ ესმოდა ის დაჟინებ ულობა, რომლითაც გურჯიევი ამტკიცებდა, რომ ადამიანების უმეტესობა წარმოადგენს მექანიზმს, რომლებიც საერთოდ ვერ აღიქვამენ მათ გარშემო არსებულ ობიექტურ სამყაროს. ერთხელ, როცა უკვე პირველი მსოფლიო ომი მიდიოდა, უსპენსკიმ დაინახა სატვირთო მანქანა, რომელიც ფეხის პროთეზებით იყო სავსე. ეს პროთეზები ფრონტის ჰოსპიტალებში მიჰქონდათ იმ ჯარისკაცებისთვის, რომელთა ფეხებიც ჯერ კიდევ მთელი იყო, მაგრამ მალე აღარ იქნებოდა. იმის წინასწარ განსაზღვრა რომ ადამიანები ფეხებს დაკარგავდნენ, იმდენად მკაფიო იყო, რომ პროთეზები უკვე გზაში იყვნენ, რათა ბუნებრივი კიდურები ჩაენაცვლებინათ. ეს წინასწარმეტყველება დაფუძნებული იყო იმ მათემატიკურ ალბათობაზე, რომ მილიონი ყმაწვილი წავა ომში, რათა დასახიჩრებული ან მოკლული იქნეს, ისევე უგუნურად, როგორც საქონელს უშვებენ სასაკლაოზე.

იმავე წამში უსპენსკიმ გააცნობიერა ჩვეულებრივი ადამიანის ცნობიერების მექანიკური ბუნება.

(«არ შემიძლია გამოსვლა — ჩემი რქები ვერ გამოეტევიან კარში».)

„მენსონის ოჯახში“ ინიციაციაც არაფრით განსხვავდებოდა ამისგან. ლინეტ ფრომი ბევრი რამით ჰგავდა პატი ჰერსტს - „ნორმალური“ ამერიკელი გოგო, რომელიც თუმც კი უფრო ღარიბ ოჯახს მიეკუთვნებოდა, ვიდრე ჰერსტი, ასევე არ ავლენდა განსაკუთრებულ მიდრეკილებას დამნაშავეობრივი საქმიანობისადმი. გაიარა რა სპეციალური მომზადება გენერალ მენსონთან, ლინეტი წიკვინა ფრომად იქცა და ბრალდებულ იქნა აშშ-ს პრეზიდენტზე თავდასხმაში.

შემდეგ თავში ჩვენ განვაგრძობთ იმის ახსნას, თუ როგორ შეიძლება იყოს ჯარში მიტაცება („გაწვევა“) ტვინის გამორეცხვის ყველა ექსპერიმენტის მოდელი.

ადამიანური საზოგადოება მთლიანობაშ ტვინის გამორეცხვის უზარმაზარ მექანიზმს წარმოადგენს, საზოგადოების, რომლის სემანტიკური წესები და სექსუალური როლები სოციალურ რობოტებს წარმოშობენ.

„გამორეცხვის“ კონცეფცია რა თქმა უნდა არამეცნიერული და უხეშია. ტვინი. -ეს არაა ჭუჭყიანი ტანსაცმელი, არამედ წარმოადგენს ელექტროკოლაიდურ ინფორმაციულ პროცესორს - 110 მილიარდზე მეტი ნერვული უჯრედისგან შემდგარ ცოცხალ ქსელს, რომელსაც შეუძლია წარმოშვას 102733000 კავშირი, რაც ჩვენს სამყაროში ატომების რაოდენობას აღემატება. ამ დახვეწილ მინიატურულ ბიოკომპიუტერში ყოველ წუთში ხდება 100 მილიონზე მეტი პროცესის პროგრამირება.

ნეიროსოციოლოგიის თვალსაზრისით, ის, თუ როგორ აღვიქვამ „ჩემს თავს“ და „ჩემს სამყაროს“, დამოკიდებულია ჩემი წრედების იმპრინტირების დონეზე. საზოგადოებამ ყოველთვის იცოდა, როგორ მოეხდინა ბავშვების იმპრინტირება; ეს ხსნის, თუ რატომ ხდებიან კათოლიკების შვილები როგორც წესი კათოლიკები, რატომ ეწერებიან სამოელების შვილები სამოელთა საზოგადოებაში, რატომ ხდებიან კომუნისტების შვილები სანაქებო ნორჩი კომუნისტები და ა.შ. ყოველი თაობა „ტვინს ურეცხავს“ მომდევნოს.

ქრისტიანობა, ბუდიზმი და ისლამი - ესენია ამ პლანეტაზე ტვინების გამორეცხვის ყველაზე მძლავრი აპარატები. ხელოვნების ნაწარმოებებისა და ფილოსოფიური სისტემების თითქმის ნახევარს ამ სამი დიდი თეოლოგიური სისტემის დამღა ადევს. მე ამას იმ მიზნით არ ვამბობ, რომ კონფუციანიზმის, იუდაიზმის, ინდუიზმის, თანამედროვე მეცნიერების და ა.შ. როლი დავაკნინო, არამედ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვა იმ გავლენების მასშტაბებს, რომელიც კაცობრიობაზე ამ ზე-რელიგიების ოთხმა შემქმნელმა მოახდინა: ბუდამ, მუჰამედმა, იესომ და წმ. პავლემ. რა საერთო ჰქონდა ამ ოთხს?

როგორც ალისთერ ქროულიმ შენიშნა, „მათ არ ჰქონიათ საერთო მომენტები არც დოქტრინაში, არც ეთიკაში, არც „სიკვდილის შემდეგ ცხოვრების“ თეორიაში, და მაინც, მათ ბიოგრაფიებში, მრავალ განსხვავებებს შორის ვპოულობთ ერთ მსგავსებას“.

ბუდა გახლდათ ჩვეულებრივი მდიდარი ინდუსი, რომელმაც ტვინის უეცარი ცვლილება განიცადა, რის შემდეგაც დიადი მასწავლებელი გახდა.

მუჰამედი თავიდან აქლემების ღარიბი გამრეკავი იყო, და არ გამოირჩეოდა არც განსაკუთრებული ინტელექტით, და არც ამბიციებით. შემდეგ მან განიცადა ტვინის უეცარი ცვლილება და გახდა მასწავლებელი, დამპყრობელი, კანონმდებელი და წინასწარმეტყველი.

იესოზე არაფერი ვიცით (გარდა რამდენიმე ლეგენდისა) მანამ, სანამ 30 წელი შეუსრულდებოდა, როცა მან ტვინის უეცარი ცვლილება განიცადა და წამოაყენა დოქტრინა, რომელმაც რომის იმპერია დაამხო და დღემდე გავლენას ახდენს დასავლურ ცივილიზაციაზე.

წმინდა პავლემ, რომელმაც იესოს სწავლება საომარ მოძრაობად აქცია, განიცადა ტვინის ძალიან ძლიერი ცვლილება: მისი სიტყვებით, იგი დროებით დაბრმავდა და ზეცაში იქნა აღმართული, სადაც დაინახა რაღაცეები, „რაზე ლაპარაკიც დაუშვებელია“.

ერთადერთი, რაშიც ისინი ერთმანეთს ჰგვანან, - ესაა გასხივოსნების გამოცდილება. ბუდა ამტკიცებდა, რომ მისი გასხივოსნება სრულიად ბუნებრივი იყო.

„შენ - ღმერთი ხარ?“ - ჰკითხეს მას ერთხელ.

„არა“.

„წმინდანი ხარ?“

„არა“.

„მაშ, ვინ ხარ?“

„მე გამოღვიძებული ვარ“.

მუჰამედი გვეუბნებოდა, რომ ანგელოზთან - გაბრიელთან „საუბრობდა“, იესო გვეუბნებოდა, რომ „ჩვენი ზეციური მამა“ გვესაუბრება მისი საშუალებით, ხოლო წმ. პავლე ამბობდა, რომ სინათლე და სასწაულები იხილა.

თუკი გადავაგდებთ ყველა შესაძლო მითიურ დაშენებას, ჩვენ ვღებულობთ ამ ერთადერთ დამთხვევას: ვიღაც განიცდის ტვინის უეცარ ცვლილებას (ცნობიერების გაფართოებას) და უეცრად ხდება ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ კაცობრიობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ამ ოთხი ბიო-ელექტრული „გასხივოსნების“ გავლენის ქვეშაა.

ადამიანთა უმეტესობა (ამ წიგნის ავტორის ჩათვლით) იმას, რაც პატი ჰერსტს შეემთხვა, შეაფასებს, როგორც „ცუდს“, ხოლო იმას, რაც ბუდას შეემთხვა, - როგორც „კარგს“. უნდა აღვნიშნოთ, რომ ტვინის „ცუდი“ და „კარგი“ ცვლილება ფუნქციონალურად აბსოლუტურად ერთნაირია. ამ პროცესის უხეში მოდელირება შეგვიძლია ამის მსგავსი ნებისმიერი სურათით:

2111

თუ ამ სურათზე ერთი გამოსახულება დაინახეთ, დააკვირდით კიდევ ერთხელ - მასზე მეორეს დანახვაც შეიძლება.

როცა მთელი თქვენი სამყარო, და არა უბრალოდ ნახატი წიგნის გვერდზე, მსგავსი სახით ტრანსფორმირდება, თქვენ განიცდით ტვინის ცვლილებას, რომელსაც შეუძლია მდიდარი მემკვიდრე ბანკების მძარცველად აქციოს, უცნობი ხურო - მესიად, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანი - სულიერად ავადმყოფად.

ტვინის სრული ცვლილების მსგავსი ფორმები საფუძვლად უდევს ყველა რევოლუციურ მოძრაობას როგორც ხელოვნებაში, ასევე მეცნიერებაში. ნეიროსოციოლოგია - ესაა ტვინის მნიშვნელოვანი ცვლილებების ისტორია. „ტომობრივი“ რეალობიდან ჩვენ მოვახდინეთ კვანტური ნახტომი „ფეოდალურ“ რეალობაში, „ფეოდალურიდან“ – „ინდუსტრიულში“, ახლა კი ვაკეთებთ ნახტომს მომავალ რეალობაში.

დაფიქრდით სიკვდილის წინააღმდეგ რევოლუციაზე, თუკი ფიქრობთ, რომ ტვინის გამორეცხვას თავი აარიდეთ.

ყველა ადამიანი არ ეგუება იმას, რომ მოკვდავია. მისტიკოსები, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ არსებობს განსაკუთრებული, „სულიერი“ უკვდავება, და გარდა ამისა, დაოსებმა ჩინეთში და ალქიმიკოსებმა ევროპაში ასობით წელი დახარჯეს სიცოცხლის ელექსირის ძიებაში, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ფიზიკურ უკვდავებას. პარაცელსმა, მაგალითად, თავისი სპერმა დატოვა მითითებებთან ერთად მოსწავლისადმი, თუ როგორ შეეძლო ამ თესლისგან მისი აღდგენა. (მას ალბათ რაღაც ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა კლონირებაზე). 1780-იან წლებში ბენჟამინ ფრანკლინი ამერიკაში და კონდორსე საფრანგეთში წერდნენ, რომ მედიცინა დროთა განმავლობაში დაამარცხებდა სიკვდილს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დაავადებას.

თანამედროვე იმორტალისტური მოძრაობები დაიწყო 1964 წელს ფიზიკოსის რ.ჩ.უ. ეტინგერის წიგნის - „უკვდავების პერსპექტივის“ გამოჩენასთან ერთად. ეტინგერმა, რომელიც ჩვენი ტომის მიერ იმპრინტირებული კონსენსუსური რეალობისგან განსხვავებულ რეალობის გვირაბში შევიდა, თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ თაობა, რომელიც სიკვდილს დაამარცხებს, და რომ ამ მიზნისკენ სვლა უნდა დავიწყოთ.

მას შემდეგ სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებულმა კვლევებმა უზარმაზარი კვანტური ნახტომი განიცადა. გამოჩნდა მრავალი წიგნი, რომლებიც იგივეს ამბობენ, რასაც ეტინგერის წიგნი. მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგნი:

«შენელებული მოქმედების ბიოლოგიური ბომბი», ტეილორი, 1968.
«იმორტალისტი», ჰერინგტონი, 1969.
«უკვდავების ფაქტორი», სიგერბერგი, 1973.
«უკვდავება ახლოვდება», ტუსილი, 1974.
«დღეგრძელობა», როზენფორდი, 1976.
«სიკვდილი აღარ არსებობს», კურცმანი, 1978.
«სიცოცხლის გახანგრძლივების რევოლუცია», კენტი, 1980.

გაჩნდა მრავალი საზოგადოება, რომლებიც დაკავებულნი არიან დაბერების პრობლემების კვლევით, ამ კვლევების ლობირებით ან უბრალოდ ჩვენს წინაშე გაჩენილი შესაძლებლობების გასაჯაროვებით - უზარმაზარი ევოლუციური ნახტომით მოკვდავობიდან უკვდავობისკენ. მივაქციოთ ყურადღება კიდევ ერთ ცოტა ხნის წინ გამოსულ წიგნს: „სიკვდილზე გამარჯვება“, ალან სილვერსტაინი, ფილოსოფიის დოქტორი. მის გარეკანზე მსხვილი შრიფტით, მაგრამ მოკრძალებული სიტყვებით წერია:

საკამათო შეხედულება მედიცინაში რევოლუციაზე, და იმაზე, თუ რატომ შეიძლება გავხდეთ უკანასკნელი მოკვდავი თაობა.

ალბათ შენიშნავდით ამ სიტყვებში დამალულ პესიმიზმს: უკვდავება გვიახლოვდება, მაგრამ ჩვენ არა. ჩვენ უწინდებურად სიკვდილისთვის ვართ განწირულნი. ჩვენი რქები კარში ვერ გაეტევა.

დოქტორ სილვერსტაინის იდეის ეს ფატალისტური ვარიანტი, როგორც ჩანს მისმა გამომცემლებმა ჩასვეს, რომლებმაც იგრძნეს, რომ სიტყვები: „ჩვენ შეგვიძლია მარადიულად ვიცოცხლოთ“ შესაძლოა ძალზე შოკისმომგვრელი იყოს საშუალოსტატისტიკური მკითხველისთვის. რა? მე და შენ მარადიულად ვიცხოვრებთ? ნონსენსია! ჩვენი რეალობის გვირაბები სიკვდილზეა იმპრინტირებული.

მაგრამ გარე ყდის შიგა ნაწილზე ჩნდება უკვე უფრო ზუსტი ვერსია იმისა, რასაც სილვერსტაინი ამბობს:

არაა აუცილებელი, რომ ჩვენ ბოლო მოკვდავი თაობა ვიყოთ - ჩვენ შეგვიძლია უკვე ჩვენივე დროში დავამარცხოთ სიკვდილი.

ცხადია, რომ ამ სიტყვების გარეკანზე გამოჩენა „ნეიროლოგიური რევოლუცია“ იქნებოდა საშუალო მკითხველისთვის - ყოველ შემთხვევაში გამომცემელს ასე მოეჩვენა.

თუკი ამ წიგნის 189-ე გვერდს წავიკითხავთ, იქ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ თავად დოქტორ სილვერსტეაინის შეფასებები, რომლებიც უკვდავების ქრონოლოგიის სავარაუდო ალბათობას ეხება:

კარგი ამბებია, მეგობრებო:

დაახლოებით 1983. ჩვენ ვიწყებთ დაბერების პროცესის შეჩერებას.

დაახლოებით 1989. სიცოცხლის ხანგრძლივობა განუსაზღვრელი დროით იზრდება.

დაახლოებით 1999. ავადმყოფობებზე და სიკვდილზე გამარჯვება.

როგორც ხედავთ, მეტისმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ უკვე მივაღწიეთ პირველ ეტაპს (1997).

ვინ თქვა, რომ უნდა მოკვდეთ? იყვნენ თუ არა ეს ადამიანები ისევე უცოდველები, როგორც ისინი, ვინც პატი ჰერსტს და სხვებს აპროგრამებდა?

„მაგრამ იმორტალისტები უმცირესობას წარმოადგენენ“... (აინშტაინის იდეის მომხრეები 1910 წელს ასევე უმცირესობაში იყვნენ.)

„მაგრამ მამაო ჯონსმა მიბრძანა, რომ ციანიდი დამელია, მან კი ნამდვილად იცის, რა არის ჭეშმარიტება...“

მაგრამ ჩემი რქები ხომ კარში ვერ გამოეტევა...“

სავარჯიშოები

1. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იმ უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფის რეალობის გვირაბში, რომელიც ცნობილია, როგორც ჯონ ბერჩის საზოგადოება. ერთი წუთით დაიჯერეთ, რომ აშშ-ს მთავრობის 85% გაეროს საიდუმლო კონტროლის ქვეშ იმყოფება და მალე ეს ორგანიზაცია ღიად გამოაცხადებს თავის დიქტატურას. ჩართეთ ტელევიზორი ამ აზრებით და იპოვეთ ნებისმიერი მტკიცებულება, რომ ახალი ამბების ყოველი დიქტორი ცნობიერად ან გაუცნობიერებლად გაეროს შეთქმულებაში მონაწილეობს.

2. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი დოგმატიკოს რაციონალისტად. სცადეთ გააანალიზოთ სინქრონულობა: „ჯიმ ჯონსი - ციანიდი - ილუმინატუსი!“ როგორც „უბრალო დამთხვევა“.

3. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ოკულტისტად. ეცადეთ გააანალიზოთ სინქრონულობა „ჯიმ ჯონსი - ციანიდი - ილუმინატუსი!“ როგორც ნიშანი ზემოდან. რა არის მისი აზრი? იუნგის მომხრეები ამტკიცებენ, რომ სინქრონულობები შეიცავენ გზავნილებს კოლექტიური გონების ღრმა სტრუქტურიდან. რა გზავნილია ეს?

4. რამდენიმე წუთით გახდით უკვდავი. წარმოიდგინეთ, რომ 1000 დოლარს დებთ ბანკში რთული პროცენტით, რომელიც ყოველ წელს ითვლება. რა თანხა აღმოჩნდება თქვენს ანგარიშზე 100 წლის შემდეგ? 200 წლის შემდეგ? (ჯერ არავის უცდია მსგავსი კონსერვატული მეთოდით გამდიდრება შეზღუდული სიცოცხლის ვადის გამო).

5. რატომ არ ხართ ნუდისტი (თუკი არ ხართ)? მოიფიქრეთ ხუთი კარგი მიზეზი, შემდეგ იპოვეთ ნუდისტი და აუხსენით მას ეს მიზეზები.

6. ოცდაცამეტი წუთით გახდით ნაცისტი. დაიჯერეთ, რომ პოლიტიკა - ესაა ძალის, დაფარულობის და ღალატის სფერო, რომ ლიბერალიზმი - ეს ან პირფერობაა, ან სიგიჟე. დაგეგმეთ კომპანია მსოფლიოს დასაპყრობად ძალისა და ტყუილის მეშვეობით.

7. წადით ფუნდამენტალისტების შეკრებაზე, სადაც ჩატარდება „რწმენით განკურნება“. ან უყურეთ ჯერი ფოლუელს ტელევიზორში. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯიმ ჯონსი ამ ყველაფრით იწყებდა. სცადეთ, რომ დროებით მორწმუნე გახდეთ და გადაწყვიტეთ, დალევთ თუ არა კალიუმის ციანიდს, თუკი თქვენი წმინდანი გიბრძანებთ ამას.


თავი მეათე. როგორ გამოვურეცხოთ ტვინი მეგობრებს და მოვახდინოთ ადამიანების რობოტიზაცია

ვერცერთი მთავრობა, ვერცერთი სამხედრო-საწარმოო კომპლექსი, ვერცერთი ეკონომიკური სისტემა, ვერცერთი მასობრივი საინფორმაციო საშუალება ვერასოდეს შეძლებს ჩვენს მარიონეტებამდე და რობოტებამდე დაყვანას ისე, როგორც ამას აკეთებს ბიოლოგიის და გარშემომყოფი გარემოს დიქტატი. (P.M. Esfandiary, “Upwingers”).

როგორც ადრე აღვნიშნეთ, როცა ბიოგადარჩენის წრედი საფრთხის შესახებ იძლევა სიგნალს, მენტალური საქმიანობის ყველა სხვა ფორმა წყდება.

ბიოგადარჩენის წრედში არ არსებობს „დროის“ ცნება; რეფლექსები ემოციური ეგოს, რაციონალური გონების ან ზრდასრული პიროვნების ჩარევის გარეშე ირთვებიან: „მე თვითონაც ვერ შევნიშნე, როგორ გავაკეთე ეს“.

ყველა საბრძოლო ხელოვნება - ძიუდო, აიკიდო, კუნგ-ფუ და ა.შ. - წარმოადგენე ბიოგადარჩენის წრედის გადაიმპრინტირების ტექნიკებს. მათი ამოცანაა - გააკეთონ ისე, რომ მექანიკურად („გაუცნობიერებლად“) შესრულებული მოქმედებები მართლაც ბიოგადარჩენას ემსახურებოდნენ, რადგან ამ წრედში შემთხვევით იმპრინტირებული რეფლექსები ყოველთვის საიმედო არაა.

ბიოგადარჩენის წრედის მექანიკური ბუნება საკვანძო როლს თამაშობს ტვინების გამორეცხვაში. ახალი იმპრინტის შესაქმნელად საჭროა, რომ მსხვერპლი ახალშობილის მდგომარეობამდე მიიყვანოთ, ანუ იმ მდგომარეობამდე, რომელშიც პირველი წრედი მოწყვლადი ხდება.

როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, არმია ამ პროცესს მოსაწვევით იწყებს, რომელიც ატყობინებს სუბიექტს, რომ მისი სხეული ამ მომენტიდან მას კი არა, სახელმწიფოს ეკუთვნის. განთავისუფლების სიმბიონურმა არმიამ, რომელსაც უფრო სწრაფი ცვლილებები სჭირდებოდა, პატის ტანიად გადაკეთება იმით დაიწყო, რომ იარაღის ლულა მიაბჯინა მას, თუმცა შეტყობინება იგივე იყო: „ამ მომენტიდან ჩვენ შეგვიძლია შენს სხეულს ის გავუკეთოთ, რაც მოგვესურვება“. ამგვარად, პირველი წრედის ბიოგადარჩენითი ინსტინქტები იმისადმი მორჩილებაზე მაგრდება, ვინც ამ უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს, - ზუსტად ისევე, როგორც პატარა ბავშვი სწავლობს თავისი ბიოგადარჩენის წრედის მშობლებზე მიმაგრებას.

პატის საბარგულში ყოფნა (მას შემდეგ, რაც იარაღით დაემუქრნენ) - ესაა კლასიკური რიტუალური სიკვდილი, რომელიც რიტუალურ დაბადებას უძღვის წინ; საბარგულის შინაგანი მოხაზულობა რაღაცით გვაგონებს კიდეც დედის საშვილოსნოს. როცა საბარგული გააღეს, პატი ხელახლა დაიბადა რეალობის ახალ გვირაბში, რომელიც მის გამტაცებლებს ეკუთვნოდათ. მსგავსად ამისა, იქ, სადაც სუფთა სახით ინახება მასონური ინიციაციის უძველესი ფორმები (იხ. მაგალითად დიდი ადეპტის რიტუალი იზრაელ რეგარდის „ოქროს განთიადის მაგიის სრულ სისტემაში“) კანდიდატს ჭაში აგდებენ, შემდეგ კი „ამოიყვანენ“ ხოლმე, როგორც ახალდაბადებულ თავისუფალ ქვისმთლელს. წყალში სრული ჩაყვინთვა - ნათლობის ფორმა, რომელიც პროტესტანტმა ფუნდამენტალისტებმა აირჩიეს, - იგივე ეფექტისკენ ისწრაფვის. მაგრამ ნათლობაში უკვე აღარაა ის ნამდვილი მღელვარება, რომელსაც ტრადიციული მასონობა და SLA იყენებდა ტვინის შესაცვლელად.

ყველა ტვინის გამომრეცხავი ემპირიულ ცოდნას ფლობს (უმეტეს შემთხვევაში არც კი იცნობს ლირის ცნობიერების რვაწრედიან მოდელს) იმაზე, რომ ბიოგადარჩენის ორალური წრედი საჭიროებს კავშირს ობიექტთან, რომელსაც შესაძლებელია, რომ დედობრივი ფუნქცია მიეწეროს. იმისთვის, რომ სუბიექტის პანიკა და იმპრინტული მოწყვლადობა გააძლიერონ, მას შემდეგ, რაც იგი ტვინის გამომრეცხველების (ამერიკული ან სიმბიონური არმიის, „საიდუმლო პოლიციის“ ან რაიმე სხვა ორგანიზაციის) ხელში ხვდება, მის იზოლირებას ახდენენ ყველაფრისგან, რასთანაც მანამდე ჰქონია მსგავსი კავშირი. ახალწვეულს სასწავლო ბანაკში გზავნიან და რამდენიმე კვირით ან თვით შესაძლებლობას არ აძლევენ, რომ საყვარელი ადამიანები (ცოლი, შეყვარებული, მშობლები და ა.შ.) ნახოს. პოლიტ-პატიმარს მიწისქვეშა სარდაფში კეტავენ. პატი ჰერსტი სარდაფში ჩაკეტეს მაშინვე, როგორც კი ავტომობილის საბარდულიდან მისი „მეორე დაბადება“ მოხდა.

იზოლირების ექსპერიმენტები, რომელიც საზღვაო ქვეით ჯარში ჩატარდა დოქტორ ჯონ ლილის და სხვა მკვლევარების მიერ, ასევე იმ მეზღვაურობის მოწმობები, რომლებმაც გემის ჩაძირვა გადაიტანეს, რომლებსაც ჯონ ლილი „ღმერთისადმი მიბაძვაში“ განაზოგადებს, აჩვენებენ, რომ ჰალუცინაციის გაჩენისთვის საკმარისია სრული იზოლაციის სულ რაღაც რამდენიმე საათი. ეს ჰალუცინაციები, ისევე, როგორც ჰალუცინაციები, რომლებიც ფსიქოდელიური ნარკოტიკების მიღების შემდეგ ჩნდებიან, მოწმობენ უწინდელი იმპრინტების ნგრევაზე და ახლისადმი მოწყვლადობის მომატებაზე.

ბიოგადარჩენის წრედის ვინმესადმი (ან რაიმესადმი) მიმაგრების აუცილებლობა ილუსტრირებულია ჟირაფის მაგალითით, რომელმაც მონადირის ჯიპის შთაბეჭდვა მოახდინა დედის შემცვლელის როლში. ზუსტად ასევე, ბავშვები, რომლებიც დების და ძმების გარეშე იზრდებიან, განსაკუთრებით მოშორებით, სოფლად, ხშირად იქმნიან წარმოსახვით მეგობრებს თამაშის დროს, რომლებიც შესაძლოა სრულიად „რეალურები“ გახდნენ იმისთვის, რომ შეაშინონ მშობლები და ფსიქიკურ აშლილობებზე მიატანინონ მათ ეჭვი. დოქტორ ლილის მიერ მოყვანილი იმ მეზღვაურების და მკვლევარების მოწმობები, რომლებიც იზოლაციაში მოხვდნენ, აჩვენებენ, რომ მსგავსი სახის „გამცილებლები“, „თანამოსაუბრეები“ ან „მფარველი ანგელოზები“ საკმაოდ სწრაფად ჩნდება ზრდასრულშიც, როგორც კი ის ნორმალური სოციალური კონტაქტის შესაძლებლობას კარგავს. ისინი ასევე ხშირად მიდიან მათთან, ვინც იმყოფება იდუმალ მდგომარეობაში, რომელსაც „სიკვდილთან ახლოს მყოფ გამოცდილებას“ ან „სხეულიდან გასვლას“ უწოდებე (მაგალითად, როცა საოპერაციო მაგიდაზე გული ჩერდება).

პირველი ადამიანური არსება, რომელსაც სუბიექტი ასეთი იზოლაციის შემდეგ ხედავს, ადვილად შეიძლება არჩეულ იქნეს მის მიერ დედის ან მამის შემცვლელად. ეს ხსნის იმას, თუ რატომ უვითარდებათ ტერორისტებთან (მაგალითად, გატაცებული თვითმფრინავის მგზავრებს) ტყვედ მოხვედრილ ადამიანებს „პარადოქსული“ სიმპათია მათ მიმართ, ვინც სიკვდილით ემუქრებათ. ეს ასევე ხსნის, თუ რატომ ხედავს ახალწვეული თავის გამტაცებლებში არა მხოლოდ გამტაცებლებს, არამედ დამცველებსაც, ასევე, რატომაა, რომ ტვინგამორეცხილი მსხვერპლი იწყებს მადლიერების გამოხატვას, მორჩილებას, და ბოლოს და ბოლოს „პატივისცემას“ ტვინის გამომრეცხავისადმი.

ნებისმიერ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც ბიოგადარჩენის წრედი კვებას უკავშირდება, ის, ვინც საკვებს აწვდის, მიჯაჭვის სავარაუდო ობიექტები ხდებიან. პოლიტიკური პატიმარი, ახალწვეული, ტერორისტების ტყვე - ყველანი ისინი რეგულარული დაპურების პროცესში ცოტათი ეჯაჭვებიან მათ, ვინც ტყვეობაში ამყოფებს. არაპირდაპირი ფორმით ეს გვხვდება სხვადასხვა რელიგიებშიც (მაგრამ ამჯერად დაშნების გარეშე, რომელიც ნამდვილ იმპრინტულ მოწყვლადობას წარმოშობს): მონათვლა-აღდგომის რიტუალს მოსდევს ტრაპეზა-ზიარების რიტუალი.

ამ მეთოდების ვარიანტები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მათთანაც კი, ვინც ტვინის გამორეცხვის გარემოში თავისი ნებით ხვდება, როგორც ეს მოხდა „სახალხო ტაძარში“, „მენსონის ოჯახში“ და სხვა მსგავს ორგანიზაციებში. როგორც კი მსხვერპლი თემის ტერიტორიაზე ხვდება, პირველი ნაბიჯი - ესაა მისი იზოლაცია, ყველა კავშირის გადაჭრა გარესამყაროსთან და მისთვის კონფლიქტურ რეალობის გვირაბებთან. ამავდროულად სწრაფად იქმნება მშობლიური სიყვარულის და მფარველობის ატმოსფერო (ე.წ. „სიყვარულით ბომბარდირება“) და ხდება გამოკვება.

მიუხედავად იმისა, თავისი ნებით ხვდება სუბიექტი ამ ახალ პირობებში თუ მას იტაცებენ (ან აპატიმრებენ, როგორც პოლიციურ სახელმწიფოებში), დამუშავების შემდეგი ეტაპის მიზანი - ესაა მისი მეორე წრედის ემოციურ-ტერიტორიული იმპრინტების გატეხვა. ეს ნიშნავს, რომ განაგრძობენ სუბიექტის გამოკვებას (პირველი წრედის ორალური დამოკიდებულობის ხელშეწყობას) და ამავდროულად ყველა შესაძლო მეთოდით ესხმიან თავს მისი მეორე წრედის ეგოს. „სინანონის მოთამაშეებისა“ და მაგალითად, აშშ-ს არმიის სასწავლო ბანაკის სერჟანტის შედარება საოცარ მსგავსებას გამოავლენს: არსობრივად ერთი და იგივე მეორდება: „შენ სრულიად არასწორი ხარ. ჩვენ სრულიად მართლები ვართ. ძალიან ნაკლები შანსია, რომ ისეთი არასწორი, როგორც შენ ხარ,ლ ოდესმე მართალი გახდეს, მაგრამ მაინც ვეცდებით, რომ გადაგაკეთოთ“. რა თქმა უნდა, ამ დროს ფართოდ გამოიყენება ტერიტორიული სტატუსის ანალური ლექსიკონი. იდეალურმა სუბიექტმა თითქმის უნდა დაივიწყოს თავისი სახელი და მზად უნდა იყოს, რომ გამოეხმიანოს დაძახილზე: „ეი, შენ, ტრაკო!“

„უმცროსი ლეკვის“ გრძნობა (უმცროსი ლეკვი და უფროსი ლეკვი - ესაა სოციალური როლები, რომელიც ძალიან ადრეულად იმპრინტირდება ყველა კოლექტივში, - „ლეკვების ჯგუფში“) შეიძლება გაძლიერებულ იქნეს ნამდვილი შიშის პერიოდული დოზებით. „შიში - უდიდესი მასწავლებელია“ - ჩარლი მენსონის ერთ-ერთი საყვარელი გამოთქმა. კომუნისტურ ქვეყნებში (როგორც ნაჩვენებია კოსტა გრავას შესანიშნავ ფილმში - „აღსარება“) ტვინის გამომრეცხავების საყვარელი ტრიუკი იმაში მდგომარეობდა, რომ გამოეყვანათ სუბიექტი კამერიდან, გაეტარებინათ ციხის ეზოში და ჩამოეკიდათ ყელზე ყულფი, თითქოს ჩამოახრჩობდნენ. შვება, რომელსაც ის გრძნობდა, როცა ყველაფერი ბლეფი აღმოჩნდებოდა, იდეალურ იმპრინტულ მოწყვლადობას ქმნის. მსგავსი სიტუაციის ვარიანტი გვხვდება ჩემს რომანში - „ილუმინატუსი!“: მსხვერპლს არწმუნებენ, რომ ის მოწამლულია, ათავსებენ კუბოში და ზემოდან თავსახურს ახურავენ. ვფიქრობ, ისინი, ვინც ოსტატი მასონის ინიციაცია გაიარა, აღიარებენ, რომ სწორედ ესაა ის “ნიშანი, რომელსაც საფლავში წაიღებ“.

ზუნის ინდიელებში ყოველ მამაკაცს ყმაწვილობაში იტაცებენ „დემონები“ ნიღბებში, რომლებსაც ის ტომისგან (დედისგან და უსაფრთხოების სხვა იმპრინტირებული სიმბოლოებისგან) შორს მიყავთ უდაბნოში და მათრახებით ცემენ. შემდეგ „დემონები“ იხსნიან ნიღბებს და აღმოჩნდება, რომ ისინი მსხვერპლის ნათესავები არიან დედის ხაზით; იმპრინტული მოწყვლადობის ამ მომენტში განდობილს უხსნიან ტომის „საიდუმლოებებს“ (რეალობის ადგილობრივი გვირაბი). ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი წარუშლელ კვალს ტოვებს ახალბედას ცნობიერებაზე. განდობის მსგავსი რიტუალები თითქმის ყველა ტომს აქვს, თუმცა არა ყოველთვის ასე ოსტატურად დამუშავებული. ამ რიტუალის სიმბოლურ და ნაკლებად სასტიკ ვარიანტებს წარმოადგენენ ბარ-მიცვა და კონფორმაცია - ჩვენი ადგილობრივი მეგა-ტომების ცერემონიები.

მეორე წრედის ხელახლა დაბადება შეგვიძლია პრაქტიკულად დასრულებულად ჩავთვალოთ, როცა უმცროსი ლეკვი გულწრფელად (და არა მოჩვენებითად) იწყებს უფროსი ლეკვების კეთილგანწყობის მოპოვებას. ეს, რა თქმა უნდა იწყება, როგორც როლის იძულებითი შესრულება; ტვინების გამოცდილმა გამომრეცხავმა იცის ეს და დიდად არ აპროტესტებს. იგი მხოლოდ სტიმულირებას უკეთებს ამ პროცესს, რათა „მსახიობური თამაში“ უფრო და უფრო რეალური გახდეს. როგორც დიდი ხნის წინ ედმუნდ ბერკმა შენიშნა (და როგორც ასევე ცნობილია ყველა მსახიობისთვის, რომელიც სტანისლავსკის მეთოდით თამაშობს), შეუძლებელია, რომ სამი დრამატული გაბრაზებული ჟესტი არ გააკეთო პოლიტიკური გამოსვლისას, რომ ამ დროს ნამდვილი სიბრაზე არ იგრძნო. შეუძლებელია გააკეთო მორჩილების სამი ჟესტი, და ამ დროს მორჩილება არ იგრძნო. (ამაში მდგომარეობს „კომპანიის ადამიანის“ ფსიქოლოგიის საიდუმლო, რომელშიც მორჩილების წლები ადამიანს დამსაქმებელთან ნამდვილ გაიგივებას გამოუმუშავებს.)

ახალწვეული ჯერ ცდილობს, რომ თავი მოაწონოს სერჟანტს, რომ თავი აარიდოს შემდგომ დამცირებებს და სასჯელებს. თანდათანობით მას მართლა უნდება სერჟანტისთვის თავის მოწონება, ანუ იმის დამტკიცება, რომ ის არც ისე ცუდია და „საკმარისად კარგია“ იმისთვის, რომ ჯარისკაცი იყოს. პეტი ჰერსტი, უდავოა, თავიდან თავს აჩვენებდა, რომ SLA-ს რეალობის გვირაბი მიიღო, მაგრამ შემდეგ თამაში თანდათანობით რეალობად იქცა.

ეს პროცესი ჩქარდება პერიოდული წახალისებების სისტემით. სუბიექტი სულ უფრო და უფრო ხშირად ამჟღავნებს (როგორც ბიჰევიორისტები იტყოდნენ) საჭირო ქცევას. რადგანაც ადამიანები უფრო რთულად არიან მოწყობილნი, ვიდრე ეს ბიჰევიორისტებს წარმოუდგენიათ, საჭიროა წახალისებების ვარირება სასჯელებთან „არაგულწრფელობისთვის“ ან „ამბოხებისთვის“. სუბიექტმა უნდა გაიგოს: საწყისი ეტაპის შემდეგ საკმარისი არაა მხოლოდ თავის მოჩვენება, რომ რეალობის ახალი გვირაბი მიღებულია; იმისთვის, რომ თავი აარიდოს შემდგომ დამცირებებს, ეგოს დაკარგვას, დაშინებას და უმცროსი ლეკვის მუდმივ სტატუსს, საჭიროა, რომ გულწრფელად მიიღონ იგი. უმწეობის იმპრინტის მიმაგრების შემდეგ განპირობების და სწავლების ეს პროცესი საკმაოდ რბილად წავა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ტვინების მთავარი გამომრეცხავის ხალხი მოახდენენ მის სტიმულირებას წახალისებებით, თანადგომით და საერთო „დაჯილდოვებით“ (გულწრფელი მორჩილებისთვის) ზიზღთან, იმედგაცრუებასთან და საერთო უკმაყოფილებასთან ერთად (არაგულწრფელობისთვის ან ამბოხებისთვის).

ახლა უკვე ადვილად მოხდება მესამე, სემანტიკური წრედის გადაიმპრინტირება. საკმარისი მოტივაციის შემთხვევაში ადამიანის ტვინს ნებისმიერი სიმბოლური სისტემის ათვისება შეუძლია. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ფორტეპიანოზე ბოლო პერიოდის ბეთჰოვენი დაუკრას; მე ეს ისეთივე „სასწაულად“ მეჩვენება, როგორც ექსტრასენსების სასწაულები; სათანადო მოტივაციის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია ისწავლოს ფრანგული, ჰინდი, გამოთვლის სხვადასხვა მეთოდები, სუახილი და ა.შ.

აქ დიდ მნიშვნელობას იძენს თვითნებური სისულელის გარკვეული რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ რეალობის ახალი გვირაბი, ანუ სიმბოლური სისტემა, (ისევე როგორც ძველი) უნდა შეიცავდეს ხაფანგებს (წინა რეალობის გვირაბის და საღი აზრის უხეშ დარღვევებს), რათა შესაძლებელი იყოს სუბიექტის დადანაშაულება მეამბოხეობაში („აბსოლუტურ არასწორობაში“) და ამგვარად უბიძგონ მას, რომ კიდევ უფრო მეტად ეცადოს ახალი რეალობის გვირაბის ნაწილად ყოფნას.

ამგვარად, იეჰოვას მოწმეები შეიძლება შეეწინააღმდეგონ სისხლის გადასხმას მაშინაც კი, თუ ამაზე მათი სიცოცხლე იქნება დამოკიდებული; კიდევ უფრო ძლიერ (რადგანაც ყველა ძუძუმწოვარს აქვს განვითარებული შთამომავლობის დაცვის ინსტინქტი) მათ უარი უნდა თქვან თავიანთი შვილებისთვის სისხლის გადასხმაზე, თუნდაც შედეგად მოკვდნენ. ქალმა, რომელიც რომაული კათოლიციზმის აღმსარებელია, შეიძლება ვერ მიიღოს განქორწინება მაშინაც კი, თუკი ქმარი სახლში ყოველ საღამოს მთვრალი მიდის, ცემს და პერიოდულად ვენერიული დაავადებებით აჯილდოვებს მას. აშშ-ს საზღვაო ქვეით ჯარში ახალწვეულს, რომელიც საშინელ ცოდვას სჩადის და თოფს (rifle) „იარაღს“ (gun) უწოდებს, აიძლებენ, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იაროს ერთ ხელში იარაღით, ხოლო მეორეშ საკუთარი პენისით, და ვინც შეხვდება გზაზე ყველას განუცხადოს შემდეგი ტექსტი:
ეს - თოფია, ეს კი - ჩემი იარაღი, ეს - ბრძოლისთვისაა, ეს კი - გასართობად.

ოდესღაცთეოსოფებისგან მოითხოვდნენ იმის რწმენას, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე არსებობს ხვრელი, რომელიც დედამიწის ცენტრამდე ჩადის. მენსონი მოითხოვდა, რომ მის მიმდევრებს ერწმუნათ, თითქოს ეს ხვრელი მოჰავეს უდაბნოში იმყოფება. ნაცისტური პარტიის წევრებს უნდა ერწმუნათ, რომ ლომი - არიული ცხოველია, კურდღელი კი - არაარიული. და ა.შ.

მსგავსი „სისულელის“ ნეიროლოგიური და სოციოლოგიური ფუნქცია (რომლისგანაც რაციონალისტი ლაპარაკის უნარს კარგავს) მდგომარეობს იმაში, რომ განაცალკევოს ისინი, ვინც რეალობის ახალ გვირაბში არიან, მათგან, ვინც მის საზღვრებს მიღმაა. ეს ხელს უწყობს ჯგუფურ სოლიდარობას, გუნდის გამყარებას და გაუცხოების ა და დისკომფორტის შეგრძნებას იშვიათ შემთხვევებში, როცა ჩნდება მათთან ურთიერთობის საჭიროება, ვინც ტვინის გამორეცხვის სემანტიკური სისტემის გარეთ იმყოფება. ჯგუფმა, რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველჰყოს, რომ ეს გაუცხოება განიცდებოდეს, როგორც „აღმატებულობა“. ახალი რეალობის გვირაბის გარეთ მყოფნი უნდა აღიქმებოდნენ, როგორც „აბსოლუტურად არამართლები“ - ისეთივენი, როგორიც იყო თავად სუბიექტი მანამ, სანამ მას ტვინს გაოურეცხავდნენ.

ამ პროცედურების „ნატიფი ინსტალაციისთვის“ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს (და ხშირად გამოიყენება კიდეც) ნარკოტიკები, თუმცაღა, თუკი გავითვალისწინებთ ძირითადი ნეიროლოგიური კანონების ძალას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტვინის გამორეცხვის მრავალი კლასიკური შემთხვევა სწორედ ისე ხდებოდა, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი, რაიმე სამედიცინო პრეპარატის გამოყენების გარეშე: მაგალითად, როცა ამერიკელი ჯარისკაცები იმ სამხედრო დანაშაულებს აღიარებდნენ, რომლებიც აშკარად არ ჩაუდენიათ; ერთგული კომუნისტები - ტროცკისტულ შეთქმულებებში მონაწილეობას, რომლებსაც, როგორც ჩანს არც არასოდეს უარსებიათ, და ა.შ.

არმიათა უმეტესობაში ყოველგვარი ნარკოტიკის გარეშე სულ რამდენიმე კვირაა საჭირო იმისთვის, რომ სამოქალაქო ადამიანი ჯარისკაცად აქციონ, თუმცაღა ეს მდგომარეობები იმდენადვე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რამდენადაც კათოლიკები - სინტოისტებისგან.

ჩემს ერთ-ერთ რომანში მე აღვწერ ლუნისტების სექტას, რომლის წევრებიც დამტვრეული ლათინურით და ცალ ფეხზე მდგომი, წეროებივით ლოცულობენ. ეს შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სატირა, თუმცაღა ნებისმიერ თვითმარქვია-მესიას, რომელსაც ზემოთმოყვანილი პრინციპები ესმის, შეუძლია ადვილად შექმნას მსგავსი კულტი. მის წევრებს მალე აღმატებულობის სრულიად გულწრფელი გრძნობა გაუჩნდებათ იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც მათი რეალობის გვირაბის გარეთ იმყოფება.

ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების შემდეგ სექტანტები და ტერორისტები როგორც წესი იწყებენ ხოლმე მკაცრი სქემების შეცვლას მეოთხე, სოციო-სექსუალურ წრედში. (სახელმწიფოები, როგორც წესი ამ წრედს არ ეხებიან, რადგან სახელმწიფო აგენტების უმეტესობა პურიტანობისა და ავტორიტარულობის ნაზავს წარმოადგენენ, ამიტომ ეშინიათ უხეშ ეროსთან საქმის დაჭერის).

საიდუმლო არაა, რომ შუასაუკუნეების ყველაზე ძლიერი საიდუმლო საზოგადოება - ტამპლიერების ორდენი - ახალწვეულებს აიძულებდა, რომ მონაწილეობა მიეღოთ ღვთისგმობასა და სოდომიაში. ზუსტად ისევე, როგორც მესამე წრედის ყველა კულტური სემანტიკა გარკვეული ჯგუფის დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებას ახდენდა, ინიციაციის ეს რიტუალი განაცალკევებდა ტამპლიერებს დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსგან; ამ დროს გაჩენილი გაუცხოება შეიძლება ადვილად იქნეს კონდიცირებული აღმატებულობის გრძნობაში. კენიურ ორგანიზაცია მაუ-მაუში ყოველ ახალ წევრს ასევე უნდა გაევლო ჰომოსექსუალური სქესობრივი აქტი, რათა დანგრეულიყო მისი უწინდელი განპირობება ჰეტეროსექსუალობისა და მონოგამიის მიმართულებით.

სხვა, ზოგჯერ ძალიან ცნობილ სექტებში სექსუალობა ბოლომდე ითრგუნება - ესაა კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ დაინგრეს მეოთხე წრედის სტატისტიკურად ნორმალური იმპრინტირება.

„მენსონის ოჯახში“ მიღებული იყო ის, რასაც ოქსიმორონულად შეგვიძლია ვუწოდოთ იძულებითი თავისუფალი სიყვარული. არმია წყვეტს ნორმალურ სასიყვარულო კავშირებს და აგდებს სუბიექტს სამყაროში, სადაც იძულებით თავშეკავებას თან მოსდევს ხოლმე საროსკიპოებში სიარული, და საკმაოდ ხშირად მოწინააღმდეგეთა ქალების გაუპატიურება. ამასთან ჰომოსექსუალიზმს ყოველთვის არსებობდა არააფიშირებული არჩევანის სახით. თანამედროვე ამერიკელი გურუ - და ფრი ჯონი თავის მიმდევრებში ახდენს მუდმივი მონოგამიის იმპრინტირებას - თითქმის ისე, როგორც ევროპულ კულტურაში, იმ განსხვავებით, რომ მისთვის სულერთია, როგორი იქნება ეს წყვილი - ჰეტეროსექსუალური თუ ჰომოსექსუალური. რა ვარიანტიც არ უნდა აირჩიოს კულტის ლიდერმა, „განცალკევებული რეალობის“ წარმატების აუცილებელი პირობაა მისი რაიმე განსხვავებულობა ძირითადი საზოგადოებისგან.

ყველაზე ადვილი საშუალება, რომ დაექვემდებარო ტვინის გამორეცხვას - ესაა ამქვეყნად დაბადება. მაშინვე იწყებს მოქმედებას ყველა ზემოთჩამოთვლილი პრინციპი - პროცესი, რომელსაც სოციოფსიქოლოგები სოციალიზაციას უწოდებენ. ბიოგადარჩენის წრედი ავტომატურად მიემაგრება ყველაზე შესაფერის დედას ან მის შემცვლელ ობიექტს; ემოციურ-ტერიტორიული წრედი ეძებს „როლს“ ანუ ეგო-იდენტიფიკატორს, ოჯახში ან ტომში; სემანტიკური წრედი სწავლობს იმიტაციას, შემდეგ კი იყენებს რეალობის ლოკალურ ქსელებს (სიმბოლურ სისტემებს); სოციო-სექსუალური წრედის იმპრინტირება ხდება სექსუალური სიახლოვის ნებისმიერი გამოცდილებით, რომელიც მისაწვდომია სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

ამ პროცესის შედეგად სუბიექტები შეიძლება არც იყვნენ მზად, რომ მოკლან ქალები და ბავშვები სასწავლო სამხედრო ბანაკის კურსდამთავრებულების მსგავსად; ან სჯეროდეთ, რომ ჩარლი მენსონი - ესაა იესო და სატანა ერთ სახეში; ან მემარცხენეთა ლოზუნგების ყვირილით ძარცვონ ბანკები. ნორმალური „სოციალიზაციის“ შედეგი სუბიექტებში დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და როდის დაიბადნენ ესკიმოსი-ტოტემისტების, ისლამური ფუნდამენტალისტების, კათოლიკების, მარქსისტ-ლენინისტების, ნაცისტების, მეთოდისტ-რესპუბლიკელების, ოქსფორდის განათლების აგნოსტიკების, გველთთაყვანისმცემლების, კუკლუქსკლანისტების, მაფიოზების, უნიტარების, ირლანდიის რესპუბლიკული არმიის წევრების, ებრაელი-ორთოდოქსების, ბაპტისტების და ა.შ. სახით.

ცხადია, რომ სამყარო საკმარისად დიდი და რთულია, ხოლო ეგო - საკმარისადაა კონცენტრირებული საკუთარ თავზე იმისთვის, რომ ყველა ამ რეალობის გვირაბს რაღაც დოზით „აზრი ჰქონდეს“ მათთვის, ვინც იმპრინტირებულ-განპირობებულია მათ მიღებაზე. ასევე ცხადია, რომ რეალობების გვირაბთა უმეტესობა იმდენად აბსურდულ ელემენტებს შეიცავს, რომ ნებისმიერ, ვინც არ იყო მათით იმპრინტირებულ-განპირობებული, გაკვირვებით და შიშით უყურებს მათ, და ეკითხება საკუთარ თავს: „როგორ შეიძლება, რომ ჭკვიან ადამიანებს (ან ხალხებს) მსგავსი აბსურდის სჯეროდეთ?“

რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს... ცხოვრობთ თქვენ რეალობის ქრისტიანულ გვირაბში, მენსონის რეალობის გვირაბში, ვეგეტარიანულ რეალობის გვირაბში, თუ რაციონალურ რეალობის გვირაბში...

ყოველ ჩვენგანს გააჩნია საკუთარი ერთი ჭესმარიტი რელიგია.

ადრე ჩვენ უკვე მოვიყვანეთ პერსინჯერისა და ლაფრენერის ციტატა: ჩვენ, როგორც სახეობა, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არსებობს მონაცემთა უამრავი წერტილი. წერტილების ამ მატრიცაზე ჩვენ ვაგებთ სტრუქტურას, და სამყარო ჩვენთვის აზრს იძენს. ამ სტრუქტურის ხასიათი განისაზღვრება ჩვენი ბიოლოგიური და სოციოლოგიური თვისებებით.

იმედი მაქვს მკითხველი ახლა უფრო კარგად გაიგებს ამ სიტყვების მნიშვნელობას, ვიდრე ჩვენი კვლევის დასაწყისში.

მოშინაურებული პრიმატის ტვინის ფუნქცია - თუ იმ ყველაფრიდან გამოვიტანთ დასკვნებს, რაც უკვე ვიცით, და ჯერ-ჯერობით გვერდზე გადავდებთ უფრო მაღალ და შედარებით ახალ ოთხ წრედს, - მდგომარეობს იმაში, რომ ფროიდის გამოთქმით - „ადაპტაციის ორგანოს“ როლი შეასრულოს. კერძოდ, ყველაზე ძველი, ყველაზე პრიმიტიული და ყველაზე მექანიკური ცენტრები მხოლოდ ბიოგადარჩენას ემსახურებიან. შედარებით „ახალგაზრდა“ (დაახლოებით 500 მილიონი წელი) ემოციურ-ტერიტორიული წრედი ემსახურება ჯოგურობის შეგრძნების, საბინადრო სივრცისა და იერარქიის შენარჩუნებას. მკაფიოდ ჰომინიდური სემანტიკური წრედი (100 ათასი წელი?) პასუხს აგებს რუკებსა და მოდელებზე - რეალობის გვირაბებზე, - რომლებსაც ჩვენ ჩვეულებრივ ვურევთ თავად რეალობასთან და, რაც კიდევ უფრო უარესია, „მთელ“ რეალობასთან. მორალურ-სოციალური წრედი (20 ათასი წელი?) პასუხს აგებს მოშინაურებული პრიმატის ზრდასრული პიროვნების, ანუ მშობლის როლის, ანუ სუპერ-ეგოს ჩამოყალიბებაზე.

ცხადია, რომ ახლა მესამე, სემანტიკური წრედი ამ ძველ წრედებთან ერთად და მათზე მუშაობს. მის მიერ შექმნილი რუკები და მოდელები, - ესაა მოშინაურებული პრიმატების საზოგადოებაში სოციალურ როლებთან ჩვენი ადაპტაციის ინსტრუმენტები. ამგვარად, მეთოდისტი (მეთოდური პროტესტანტული ეკლესიის წევრი) შუა დასავლეთიდან „ბოროტად არ სარგებლობს თავისი ტვინით“, როგორც ვარაუდობდა არტურ კესტლერი, რომელმაც მეთოდისტის რეალობის გვირაბი ააწყო; მისი ტვინი ზუსტად იმას აკეთებს, რაც შუა დასავლეთელი მეთოდისტის ჯოგურ სისტემასთან ადაპტაციისთვის სჭირდება, - ალაგებს მეთოდისტის იდეოლოგიის სტრუქტურას მონაცემთა უამრავ წერტილზე, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეჯახება. ჩინელი მაოისტი, ირანელი მუსულმანი, ნიუ-იორკელი ფემინისტი, მერინელი ჰედონისტი და ა.შ. - ყოველ მათგანს გააჩნია ერთნაირი დოზით თავისუფალი“ და ერთნაირი დოზით რთული რეალობის გვირაბი. და ყველანი ისინი ერთნაირი დოზით აბსურდულად გამოიყურებიან.

თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებს საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ რეალობის ეს გვირაბები უკვე აღარ არიან ერთმანეთისგან იზოლირებულნი. ჯერ კიდევ ასი (ხოლო ზოგიერთ რეგიონში ოცი) წლის წინ ადამიანს შეეძლო მშვიდად ეცხოვრა ადგილობრივი რეალობის გვირაბის მყუდრო პარკში. დღეს ჩვენ უკვე გამუდმებით ვეჯახებით ადამიანებს, რომლებიც სრულიად განსხვავებულ რეალობის გვირაბებში ცხოვრობენ. ეს წარმოშობს უზარმაზარ შუღლს ყველაზე უმეცარ გონებებში, მეტაფიზიკურ და ეთიკურ ქაოსს უფრო რთულ გონებებში, და მზარდ დეზორიენტაციას უკლებლივ ყველაში - ჩვენ ამ სიტუაციას „ფასეულობების კრიზისს“ ვუწოდებთ.

საშუალოსტატისტიკურ, კულტურულ ან ნეიროლოგიური რელიატივიზმების საკითხებში ნაკლებად განსწავლულ ადამიანს თავს ატყდება მთელი ეს ურთიერთ-კონფლიქტში მყოფი რეალობის გვირაბების ნაკადი. ჯ.რ. პლატის თანახმად, გადაადგილების სიჩქარე 1900 წელთან შედარებით ათასჯერ გაიზარდა, ხოლო შეტყობინებათა გადაცემის სიჩქარე - 10 მილიონჯერ. ეს ნაკადი უფრო და უფრო სწრაფი და ინტენსიური ხდება. ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „ტელე-გადაცემების ჩვენი მიმოხილვა“ მიტაცებული აღმოჩნდა დაშინებული კონსერვატორების ბანდის მიერ, რომლებიც ვერ გებულობენ, ამიტომ ეშინიათ „უცხო“ სიგნალთა ამ ნაკადების; იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გზამკვლევის როლი შეასრულოს სატელევიზიო პროგრამებში, „მიმოხილვა“ იქცა უწყვეტ გადმოცემად იმისა, რომ ტელევიზიის რეალობის გვირაბი უფრო ფართო, გაუგებარი და მრავალფეროვანი გახდა, ვიდრე კეთილსინდისიერი პროვინციელი-ამერიკელის ვიწრო გვირაბული ხედვა.

გაჩნდა ახალი პროფესია: „დეპროგრამისტი“ - ნეიროტექნიკოსი, რომელიც ფულის სანაცვლოდ იტაცებს ბავშვს (მაშინაც კი, თუ ამ „ბავშვს“ უკვე 21 წელი შეუსრულდა), რომელიც მშობლიურ რეალობის გვირაბს დაშორდა და რომელიმე ახალი (ანუ საზოგადოებაში ჯერ არ აღიარებული) „სექტის“ მიერ იქნა ტვინგამორეცხილი. ამას უწოდებენ მსხვერპლის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირფერობა და ნეიროლოგიური უმეცრებაა. ეს „დეპროგრამისტები“ სინამდვილეში რე-პროგრამისტები არიან. რეალობის მშობლიური გვირაბი ისეთივე უნებურია (და უცხოსთვის ისეთივე უცნაურია), როგორც ნებისმიერი „სექტის“ რეალობის გვირაბი. სემანტიკური ტრიუკების სპეციალური სისტემა საშუალებას აძლევს ადამიანთა უმეტესობას და ზოგიერთ სასამართლოს, რომ იგნორირება გაუკეთონ ამ ფაქტებს. მხოლოდ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი მშობელი-მეთოდისტების გზააბნეული შვილი ვთქვათ, კათოლიკურ ეკლესიაში მოხვდება და მშობლები ეცდებიან, რომ ძალადობრივად მოახდინონ მისი „დეპროგრამირება“ (რეპროგრამირება) მეთოდიზმში; ან თუ ბავშვი აშშ-ს არმიაში მოხვდება, როგორც ეს კელის დაემართა, მშობლები კი მოიტაცებენ მას და ეცდებიან, რომ რეალობის სამოქალაქო გვირაბებში დააბრუნონ.

ეს პრობლემები არ გაქრება; ხახუნი, რომელსაც სხვადასხვა რობოტებისა და პრიმიტიული ტვინების დაჯახება იწვევს, მხოლოდ გაძლიერდება. გადაადგილებისა და სიგნალების გადაცემის სიჩქარეებიც ზრდას განაგრძობენ.

საბედნიეროდ, ადამიანის ტვინში ფორმირდება მაღალი წრედები, რომლებიც უფრო ფართო პერსპექტივებს ხსნიან, ვიდრე ძველი წრედების ვიწრო გვირაბული ხედვები. ეს ამ წიგნის მომდევნო თავების თემაა.

იმდენად, რამდენადაც ყველა „ანიჭებს უპირატესობას“ ერთ წრედს სხვებთან შედარებით, ყოველ საზოგადეობაში არსებობენ ადამიანები, რომლებშიც შეგვიძლია ამოვიცნოთ ნარცისისტები (პირველი წრედის რობოტები), ემოციონალისტებს (მეორე წრედის რობოტები), რაციონალისტები (მესამე წრედის რობოტები) და მორალისტები (მეოთხე წრედის რობოტები).

რობოტი-რაციონალისტები, მსგავსად სხვა რობოტების ტიუპისა, შესაძლოა ბოლომდე მექანიზებულნი იყვნენ, ან მოქნილობის, ანუ მათ სქემაში ჩადებული „თავისუფლების“ გარკვეული დონე გააჩნდეთ. ბოლომდე რობოტიზებულები წარმოადგენენ მატერიალისტური ეკლესიის და სამეცნიერო პარადიგმებისადმი ჭეშმარიტი მორწმუნეების უზარმაზარ ორდის ფუნდამენტურ ფრთას. გარკვეული მომენტის შემდეგ მათმა ნერვულმა სისტემამ შეწყვიტა ახალი იმპრინტების მიღება.

ეს ადამიანები გამუდმებით შეშინებულნი და დამწუხრებულნი არიან ადამიანთა იმ (დიდი) ნაწილის ქცევით, რომელიც მეორე წრედის ცხოველურ პოლიტიკაში ვლინდება. ისინი თვლიან, რომ რადგან ეს ტერიტორიულ-ემოციური („პატრიოტული“) ქცევა არარაციონალურია, იგი არ უნდა არსებობდეს. მათ ბრმად სჯერათ დარვინის, მაგრამ ნერვიულობენ სიტყვა „დარვინიზმის“ გაგონებისას (რადგან იგი აღიარებს ცხოველურ პოლიტიკას აქამდე მოქმედი ევოლუციური სტრატეგიის სახით) და უარყოფენ ეტოლოგიის გენეტიკის და სოციო-ბიოლოგიის მონაცემებს. მათ არ უყვართ ადამიანთა რასის სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც მათი საყვარელი წრედი არ მართავს, და შფოთვით აცნობიერებენ, რომ ადამიანთა რასის სხვა წარმომადგენლებს არ უყვართ ისინი.

ამ რობოტ-რაციონალისტებს ასევე ფრიად აცბუნებენ ახალი წრედები - ზოგიერთი მათგანი ცხოვრების დიდ ნაწილსაც კი ახმარს ისეთი სტატიების და წიგნების დაწერას, რომლებიც „ამტკიცებენ“, რომ ახალი წრედები არ არსებობენ და რომ ყველა მეცნიერი, რომელმაც მათი არსებობის დასტური მიიღო, - მატყუარები, სულელები, ლუზერები, შარლატანები და წყეული ერეტიკოსები არიან.

ისევე როგორც რობოტი-ემოციონალისტის, რობოტი-მორალისტის, რობოტი-ნარცისის და ა.შ., რობოტი-რაციონალისტის „გამოყვანაც“ შეუძლებელია მისი ვიწრო რეალობის გვირაბიდან. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ რეალობის ყოველი გვირაბი, რომელიც მოშინაურებული პრიმატის ტვინმა შექმნა, წარმოადგენს ამ ტვინის პირადი ისტორიის ანათალს; და ყოველი ასეთი საბოლოო რეალობის გვირაბი ისევე „პერსონალიზებულია“, როგორც ბახის ან ბეთჰოვენის მუსიკა, რემბრანტის ან პიკასოს ნახატები, ჯოისის ან რაიმონდ ჩენდლერის რომანები, კათოლიციზმი ან ძენ-ბუდიზმი, ლიბერტარიანიზმის პოლიტიკა ან ირა, წმინდა პავლეს ტაძრის ან დისნეილენდის არქიტექტურა.

ყოველი ეს ხელოვნების ნიმუში წარმოადგენს „რეალობას“ მათთვის, ვინც იგი შექმნა და მასში ცხოვრობს. რაციონალიზმი - სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი ჯგუფური ხელოვნების ნაწარმოები, ცოტა ნაკლებ ტოლერანტული, ვიდრე სხვები, ცოტა უფრო მეტად სასარგებლო ტექნიკაში, ვიდრე სხვები, და ცოტათი სულელური, როცა არ შეუძლია აღემატებოდეს მის მიერ შექმნილ ბოლო პარადიგმას.

ბოლომდე რობოტიზებულ რაციონალისტი - ის, ვისმა ნერვულმა სისტემამაც სრულიად შეწყვიტა განვითარება, - შეგვიძლია ორი ნიშნით განვსაზღვროთ:

1. იგი გამუდმებით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ დანარჩენი კაცობრიობის ყოველდღიური გამოცდილების დიდი ნაწილი - ესაა „ტყულილი“, „ჰალუცინაცია“, „ჯგუფური ჰალუცინაცია“, „მასობრივი ჰალუცინაცია“, „უბრალოდ დამთხვევა“, „ასშკარა დამთხვევა“ ან „არაკორექტული კვლევა“.

2. იგი არასოდეს არ თვლის, რომ მისი პირადი გამოცდილება თუნდაც ერთ-ერთ ამ კატეგორიაში ჯდება.

სავარჯიშოები

1. გახდით ღვთისნიერი კათოლიკე. ახსენით სამ გვერდში, რატომ შეიძლება ჩათვალოთ ეკლესია უცდომელად და წმინდად, მიუხედავად იმისა, რომ მის პაპებს შორის იყვნენ ალექსანდრე VI (როდრიგო ბორჯია), პიუს XII (ჰიტლერის მოკავშირე) და ა.შ.

2. ვისაც გახსოვთ მაილაი, გახდით ლეიტენანტი კელი. ხმამაღლა წარმოთქვით, ისე რომ მართლა გრძნობდეთ და გწამდეთ, შემდეგი სიტყვები: „არმია უპირველეს ყოვლისა. ჩემი სიცოცხლე არმიას ეკუთვნის“. ვისაც არ გახსოვთ, ეცადეთ მიბაძოთ ჯერი ფოლუელს. ხმამაღლა წარმოთქვით, ისე რომ მართლა გრძნობდეთ და გწამდეთ, შემდეგი სიტყვები: „დაგვეხმარეთ, რომ გავუმკლავდეთ მორალურ გახრწნას - დღესვე გამოგვიგზავნეთ ჩეკი!“

3. უარყავით მთელი ეს წიგნი. დაამტკიცეთ, რომ ყველა, თქვენს გარდა, ტვინის გამორეცხვის მსხვერპლია, ხოლო თქვენს დედას (მამას) - ერთადერთი, რეალური, ობიექტური ხედვა აქვს მოვლენებზე.

4. მიიღეთ ეს წიგნი, თუ მთლიანად არა, ძირითადი შტრიხებით მაინც. წარმოიდგინეთ, რომ ტვინი გამოგირეცხეს. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ ყოველი შემხვედრი ადამიანის რეალობის ცალკეულ გვირაბზე და განსაზღვროთ, რა დონით შეიძლება ამ ცოდნის გამოყენება თქვენი საკუთარი რეალობის გვირაბის გასაფართოვებლად. სხვა სიტყვებით, ისწავლეთ მოსმენა.

5. ჯეიმს ჯოისმა ერთხელ თქვა, რომ არასოდეს შეხვედრია მოსაწყენ ადამიანს. სცადეთ, რომ ახსნათ ეს სიტყვები. სცადეთ, შეაღწიოთ ჯოისის სამყაროში, სადაც ყოველი ადამიანი წარმოადგენს გამოცანებითა და სიურპრიზებით სავსე რეალობის ცალკეულ კუნძულს. სხვა სიტყვებით, ისწავლეთ დაკვირვება.

6. წაიკითხეთ ოლდოს ჰაქსლის წიგნი - „გენიოსი და და ქალღმერთი“. მიაქციეთ ყურადღება, როგორ უბრუნდება მეცნიერი-გენიოსის მესამე წრედი უმწეო ბავშვის პირველ წრედს, როცა მას ცოლი ტოვებს.

7. რეალობის ნაცისტურ, კათოლიკურ და ა.შ. გვირაბებთან დაკავშირებული ექსპერიმენტების შემდეგ დაბრუნდით თქვენს „ნორმალურ“ გვირაბში. გეჩვენებათ თუ არა იგი უწინდებურად სრულიად ობიექტური, თუ დაიწყეთ იმის გაგება, რამდენად განისაზღვრება იგი თქვენი პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფით?

8. და ბოლოს, გამოიკვლიეთ ქრისტოფერ ჰაიატის წიგნის „საკუთარი თავის ანულირება ენერგეტიკული მედიტაციის მეშვეობით“. რეალობის როგორ გვირაბს გთავაზობთ იგი, და რამდენად გულწრფელია ამ წიგნში? დაიჯერებდით თუ არა იმას, რომ იგი ჩემს იდეებს იყენებდა, ან მე - მისას? დაიჯერებდით თუ არა, რომ უკანასკნელ განცხადებას მოხერხებული გამომცემლები ავრცელებენ? ან იქნებ, მე დავწერე ეს წიგნი? ან იქნებ მე და ის - ერთი და იგივე ადამიანი ვართ?


თავი მეთერთმეტე. ჰოლისტური ნეირო-სომატური წრედი

მაგრამ ჩვენში ასევე არსებობს ბუნებაზე ძალაუფლების ქონის მისწრაფება... ჯანმრთელობა, ძალა, დღეგრძელობა, ბედნიერება და სიმშვიდე, ტანჯვებისგან განთავისუფლება - ეს ყველაფერი ნაწილია ფიზიკური ტრანსფორმაციისა, რომლის... რეალიზაციასაც ახორციელებს კიდეც ევოლუცია. შრი აურობინდო, „ადამიანის მომავალი ევოლუცია“. 

სხეულის აღდგომა აუცილებელი არაა საშინელი სამსჯავროს დღისთვის გადავდოთ. იგი შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს.

lust

ეს გახლავთ ალისტერ ქროულის შთამაგონებელი ნახატის ასლი. ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ „თოთის წიგნში“, ანუ ქროულის მიერ შექმნილ ტაროს კარტის დასტაში. ოთხთავიანი ურჩხული წარმოადგენს უძველეს წრედებს; „კომპლექსებ-მოხსნილი“ შიშველი ქალი - ესაა ნეირო-სემანტიკური ექსტაზი. გველი - ესაა „კუნდალინის გველის აღმართვა“, მეხუთე წრედის ამ ნეიროსემანტიკური ნეტარების ინდური მეტაფორა.

სიტყვა „ფსიქოსომატური“ უკვე საკმაოდ დიდი ხანია გამოიყენება იმისთვის, რომ ყველამ მთლიანობაში გაიგოს მისი მნიშვნელობა; სამწუხაროდ, ეს მორიგი სემანტიკური მოჩვენებაა.

ყველაფერი, რაც ვიცით და შევიგრძნობთ, - ჩვენი რეალობის გვირაბი - რეგისტრირდება ჩვენი ტვინის, და ზოგადად ნერვული სისტემის მიერ.

ფენომენები - „რწმენით განკურნება“, „რეგენერაცია“, „გაახალგაზრდავება“, ნეტარება, ექსტაზი, აღტაცება და ა.შ. მრავალი ათასი წლის მანძილზე ყველა ცნობილ კულტურაში გამოვლინდა. გუშინდელი ფსიქოლოგიის მეცნერებამდელ ენაზე ამ მოვლენებს „ფსიქოსომატურები“ ეწოდებათ. ჩვენ გვირჩევნია, რომ ჩვენს მოდერნისტულ და თითქმის სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟარგონზე მათ ნეირო-სომატური დავარქვათ.

ტვინის ნეიროსომატური წრედი გაცილებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე აქამდე განხილული ოთხი უძველესი წრედი. იგი, როგორც წესი მაშინვე არ ვლინდება, და არც ყველა ადამიანში, არამედ მხოლოდ მათში, ვინც მათ აქტივაციას და იმპრინტირებას ახდენს.

დროებითი ნეირო-სომატური ცნობიერების მიღწევა შეიძლება: ა) იოგას სუნთქვითი პრაქტიკის - პრანაიამას მეშვეობით; ბ) (მათთვის, ვისაც შეუძლია ამას გაუმკლავდეს) კანაფის პრეპარატების გამოყენებით, როგორიცაა ჰაშიში და მარიხუანა, რომლებიც ამ წრედის გამააქტიურებელ ნეირო-გადამცემებს რთავენ.

პირველი საშუალების, პრანაიამას შესახებ დამაჯერებლად წერს ალისთერ ქროული (ყველაზე სკეპტიკოსი მისტიკოსებს შორის): ცნობიერებისთვის და სხეულისთვის არ არსებობს უკეთესი საფაღარათე საშუალება, ვიდრე პრანაიამა, არ არსებობს უკეთესი საფაღარათე საშუალება, ვიდრე პრანაიამა. ცნობიერებისთვის და სხეულისთვის ერთნაირად, ცნობიერებისთვის და სხეულისთვის ერთნაირად! ერთნაირად! - არ არის, არ არის უკეთესი საფაღარათე საშუალება, ვიდრე პრანაიამა! - პრანაიამა! დიახ, ცნობ იერებისთვის და სხეულისთვის ერთნაირად, არ არის უკეთესი საფაღარათე საშუალება, ვიდრე პრანაიამა!

თუ ეს მონაკვეთი საკმარისად გამომხატველად არ მოგეჩვენათ, აი, თქვენ სხვა ციტატა ქროულისგან:

პრანაიამა ძალიან კარგია ემოციებისა და მადის დასამშვიდებლად... კერძოდ, მისი საშუალებით ადვილად შეიძლება საჭმლის მომნელებელი პრობლემების გადალახვა. იგი წმენდს როგორც სხეულს, ასევე ცნობიერებას, და სერიოზულმა მოსწავლემ აუცილებლად უნდა შეასრულოს იგი არანაკლებ დღეში ერთი საათისა.

ამ მონაკვეთს თან ახლავს შენიშვნა: ყურადღება! ყურადღება! ყურადღება|! სწორად შესრულებული პრანაიამა შეუთავსებელია ემოციურ აზროვნებასთან (მეორე წრედის რეფლექსებთან - რ.ა.ვ). მას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ნებისმიერ მომენტში, როცა საფრთხე ექმნება თქვენს სიმშვიდეს.

ძლიერადაა ნათქვამი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ქროულის ყველა წიგნი ხუმრობებით და ცინიზმითაა სავსე, და იგი ყოველთვის ეუბნებოდა თავის მოსწავლეებს: „არ დამიჯეროთ“, ნაცვლად - „დამიჯერეთ“. ვგონებ, პრანაიამა ერთადერთი რამ იყო ქროულის ცხოვრებაში, რასაც სერიოზულად ეპყრობოდა.

ამ წიგნის ავტორის გამოცდილება მოწმობს, რომ პრანაიამა დეპრესიის ყველა ფორმას ხსნის და ამსუბუქებს ღრმა მწუხარებას, არბილებს სიბრაზეს და ათავისუფლებს წყენებისგან, იგი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ზოგჯერ კი სერიოზულ დაავადებებსაც კურნავს. ინდუსები, პრანაიამას ოსტატები, ამბობენ, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია მივაღწიოთ უგრძნობლობას ნებისმიერი სახის ტკივილისადმი, სამადჰის („ღმერთთან კავშირს“), ვისწავლოთ ლევიტაცია და ა.შ.

რაც მთავარია, პრანაიამა ქმნის ნეიროსომატურ „ჩართვას“: სენსორულ სხიმდიდრეს, გრძნობისმიერ ნეტარებას, აღქმის სიხარულს და საერთო ჰედონისტურ „კაიფს“. მსგავსი ეფექტები გამოწვეულია ნებაყოფლობითი იზოლაციით ლილის რეზერვუარში, უწონადობის მდგომარეობაში (კოსმონავტების „მისტიური“ შეგრძნებები ნეიროსომატური რეაქციების სწორედ ამ სახეს განეკუთვნებიან) და (გონიერებში და იღბლიანებში) კანაფის პრეპარატებით, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.

ნეიროსომატური წრედის ნეგატიური ეფექტები ბევრ მოყვარულ-იოგში, ნარკომანში და შიზოფრენიკში ვლინდება. ამ ცუდ შემთხვევებში ნეიროსომატურ უკუკავშირს სრულიად საწინააღმდეგო რეაქციებამდე მივყავართ. სენსორული შეგრძნებები უსიამოვნო ხდება (ნებისმიერი ბგერა ან შეხება მტკივნეულად აღიქმება), მგრძნობელობა იქცევა მწვავე დისკომფორტად მთელ სხეულში, აღქმა - კოშმარად, ასევე ხდება საერთო შფოთვის იმპრინტირება. სინათლე, რომელიც ამ მდგომარეობაში განსაკუთრებულად ძლიერ შიშს და ტკივილს იწვევს, ხშირად ასოცირდება ჯოჯოხეთთან ან „ტვინში“ საშინელი მტრების შემოჭრასთან.

გოპი კრიშნა, ინდოელი ჩინოვნიკი, რომელმაც იოგას პრაქტიკა გამაჯანსაღებელი მიზნებით დაიწყო, უეცრად კატაპულტირებულ იქნა რამდენიმე წლით ნეგატიურ ნეირო-სომატურ მდგომარეობაში. ყველა შეგრძნება უკიდურესად ავადმყოფური იყო; ხშირად მას ეჩვენებოდა, რომ ცოტაც და მოკვდებოდა. დეტალები, რომლებსაც იგი გადმოსცემს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში - „კუნდალინი“, დრამატულია და ბევრ რამეში შიზოფრენიულ ბოდვას გვაგონებს. ბოლოს და ბოლოს იგი გამოვიდა ამ მდგომარეობიდან, შევიდა პოზიტიურ ნეიროსომატურ მდგომარეობაში და მას შემდეგ წერს წიგნებს სამყაროს სრულყოფილებაზე (რაც დამახასიათებელია ამ წრედის მსოფლ-აღქმისთვის).

ნიკოლა ტესლამ, იუგოსლავმა გენიოსმა, მოზარდობისას იგივე „ჯოჯოხეთი“, ანუ შიზოიდური მდგომარეობა გაიარა - იოგას გარეშეც კი. მისგან იგი გამოვიდა დამუშავებული სამეცნიერო თეორიით ცვლადი დენის შესახებ, რწმენით ექსტრასენსორული აღქმისადმი, ზეადამიანური მეხსიერებით, და ასევე იდეალისტური ჰუმანიზმით, რომელიც გახდა მიზეზი უსასრულო კონფლიქტებისა კორპორაციებთან, რომლებიც მის ასზე მეტ გამოგონებას აფინანსებდა ელექტროობის დარგში. (30 წლამდე მან მილიონ დოლარზე მეტი იშოვა - მაშინ ეს უზარმაზარი ფული იყო, - და როცა მოკვდა ჯიბეში ერთი გროშიც კი არ ჰქონდა, და ცდილობდა გაეყიდა გამოგონება, რომელიც, მისი სიტყვებით მსოფლიოში სირატაკეს აღმოფხვრიდა.)

შამანთა უმეტესობამ და ბევრმა მისტიკოსმა ასევე გაიარა ნეიროსომატური გადასვლა ნეგატიურიდან პოზიტიურისკენ. ქრისტიანულ მეცნიერებაში მას „ქიმიკალიზაციას“ (chemicalization) უწოდებენ, სან ხუან დე ლა კრუზმა მას პოეტურად უწოდა „სულის ბნელი ღამე“. კაბალისტები მას „უფსკრულის გადალახვას“ უწოდებენ.

კაზანძაკისის წიგნში „ოდისეა: თანამედროვე სიქუელი“ არის სცენა, სადაც ოდისევსი ხედავს ქანდაკებას, რომელიც მას ძალიან აზრიანად ეჩვენება. ეს ქანდაკება - წრედების ევოლუციის სიმბოლოა, რომლებიც ცნობილი იყო (მეტად ან ნაკლებად) სხვადასხვა კულტურებში უკვე ათასი წლის წინ. გავიხსენოთ, მაგალითად, ძველი ეგვიპტელების „შვიდი სული“ ან კაბალისტების ათი „ცეცხლი“ და ა.შ.

კაზანძაკისის ქანდაკებაში ცხოველის (I წრედი) ზემოთ მეომარია (II წრედი), მეომრის ზემოთ - მეცნიერი (III წრედი), შეყვარებული (IV წრედი), აგონიით დამახინჯებული სახე („ქიმიკალიზაცია“, „სულის ბნელი ღამე“, „უფსკრულის გადალახვა“, რაც შეესაბამება V წრედში შესვლის ცუდ ვარიანტს), ნეტარების გამომხატველი სახე (V წრედის წარმატებით გადაიმპრინტირება) და ადამიანი, რომელიც წმინდა სულად იქცევა (VII წრედი). VI წრედი ამ სქემაში ზუსტად ისევეა გამოტოვებული, როგორც მეოთხე წრედი - იუნგთან, ხოლო ყველა წრედი მესამეს ზემოთ - კარლ საგანთან.

ზოგიერთი იღბლიანი მეხუთე წრედის ექსტაზში მაშინვე ვარდება, „ქიმიკალიზაციის“ საშინელებების და „სულის ბნელი ღამის“ გავლის გარეშე.

ნეირო-სომატური წრედი ფროიდის არამადისამღძვრელი ტერმინოლოგიით აღინიშნება, როგორც „პოლიმორფული გარყვნილება“. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ნერვული სისტემა თავის თავზე მთელი სხეულის მართვას იღებს. „ნებისმიერი მოქმედება ორგაზმი ხდება“, როგორც ალისთერ ქროულიმ თქვა, როცა ამ წრედის პოლიმორფული ბუნების ტანტრისტული ხედვა გამოხატა.

წმინდანთა ცხოვრებები სავსეა ისტორიებით, რომლებიც ან სასწაულებად ეჩვენება უმეტესობას, ვინც მეოთხე წრედშია, ან უკუგდებული ხდება როგორც „სიცრუე, ტრუილი და სისულელე“ მესამე წრედის დოგმატური რაციონალისტის მიერ, მაგრამ აბსოლუტურად ნორმალურია მეხუთე წრედის პოლიმორფული ცნობიერების თვალსაზრისით. წმინდანი ამბობს, რომ ნეტარებაშია და ღმერთისადმი მადლიერებითაა აღსავსე მისთვის გამოგზავნილი მდიდრული ვახშმისთვის - წყლისთვის და პურისთვის. (რა თქმა უნდა, მარიხუანას ბევრი მუდმივი მომხმარებლისთვისაა ცნობილი ნეიროსომატური ნეტარების ეს დონე...) გურუ ოთახში შემოდის და მას ბიოენერგიის ისეთი დონე აქვს, რომ ხეიბარი „განკურნებული“ წამოხტება ხოლმე; უბრალოდ კონტაქტის მეშვეობით ავადმყოფში ხდება ნეიროსომატური ჩართვა, მსგავსად იმისა, როგორც ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება „კონტაქტური კაიფი“ „კაიფში მყოფებთან“| ურთიერთობისას. ბევრი შამანი ცეცხლზე დადის - როგორც ისინი ანთროპოლოგებს ეუბნებიან, იმისთვის, რომ გამოავლინონ „სულთან“ კავშირი, ანუ აჩვენონ საკუთარ თავს და სხვებს, რომ მაღალი ხარისხის ნეიროსომატურ განწყობას მიაღწიეს.

ერთმა მკურნალმა საუბრისას მითხრა, რომ „ადამიანთა უმეტესობა ადრენალინით მოწამვლისგან კვდება“. ჩვენი ტერმინოლოგიით ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უმეტესობაში პირველი წრედის ზედმეტი მღელვარება და მეორე წრედის ტერიტორიული მებრძოლური განწყობაა. ადამიანები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იბრძვიან გადარჩენისთვის, რაც, მიუხედავად დარვინის მტკიცებისა, არცერთ ცხოველს არ ახასიათებს. ცხოველების უმეტესობა დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში უბრალოდ თამაშობს, გადარჩენის პრობლემებს კი მხოლოდ მაშინ ჭრის, როცა ამის აუცილებლობა ჩნდება, და კვდება, თუ ისინი ვერ გადაჭრა; მაგრამ მხოლოდ ადამიანები იბრძვიან ცნობიერად, ამიტომ ცხოვრების თამაში მათში მღელვარებას და დეპრესიას იწვევს.

„წამალი ამისგან, - განაგრძობდა მკურნალი, - ესაა გააცნობიერო: მე არ მეშინია“. კონტაქტი მეხუთე წრედის პიროვნებასთან, რომელიც აკონტროლებს თავისი მეორე წრედის ადრენალინის გამოფრქვევებს, შეიძლება იქცეს კატალიზატორად, რომელიც ტანჯულს მეხუთე წრედის პირად განცდაში აგდებს.

მოსახლეობის მოწინავე 20%, ცნობიერების განვითარების წყალობით (უძველესი შამანური სიბრძნის სეკულარიზაცია), უკვე მზადაა, რომ გაიგოს რამდენიმე წინამდებარე გვერდის ნებისმიერი ველური იდეა. მათ საკმარისი ნეიროსომატური გამოცდილება გააჩნიათ იმისთვის, რომ გაიგონ, რომ ოდესღაც ბოლომდე რობოტიზირებულნი იყვნენ, ამიტომ ახლა ცნობიერად ისწრაფვიან ახალი ნეიროსომატური ტექნოლოგიების დაუფლებისკენ.

როცა ამ ადამიანების რიცხვი მოსახლეობის 51%-ს მიაღწევს, მოხდება მსოფლიოში უდიდესი რევოლუცია, რომელიც სიდიდით სიცოცხლის გახანგრძლივების რევოლუციის მსგავსი იქნება.

(გთხოვთ, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს წინადადება და კარგად იფიქრეთ მასზე).

მაკლაენის ტერმინოლოგიის თანახმად, მეხუთე წრედი „არახაზობრივი“ და „გლობალურია“. ეს ნიშნავს,რ ომ იგი არაა შემოსაზღვრული თანმიმდევრულობით: „ერთ ჯერზე ერთი ობიექტი“, რაც სემანტიკურ წრედს ახასიათებს; იგი გეშტალტებით ოპერირებს. აი, რატომ უწოდებენ მას ასე ხშირად „ინტუიციას“ - უნარს, რომ იაზროვნოს მონაცემთა წერტილებს შორის აღქმის ეკრანზე და შეიგრძნოს, თუ რა საერთო ველის ნაწილებს წარმოადგენენ ეს წერტილები.

უდიდეს მუსიკოსებს შესანიშნავად აქვთ განვითარებული კავშირი მეხუთე წრედის გეშტალტინგსა და მესამე წრედის ფუნქციას შორის, რომელიც მსგავსი „კოჰერენტული სტრუქტურების“ კოდირებას შთამაგონებელი მუსიკის სიმბოლიზმში ახდენს. მუსიკა ყოველთვის იწვევს მსმენელში ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გარკვეულ აქტივობას, სადაც თითქმის ზუსტად ვიცით, რომ განლაგებულია მეხუთე წრედი.

როგორც გვახსოვს, ბეთჰოვენი ცაცია იყო. რამდენადაც მარცხენა ხელი ნევროლოგიურად ტვინის პოლიმორფულ მარჯვენა ნახევარსფეროს უკავშირდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ჰქონდა გენეტიკური წინასწარგანწყობა მარჯვენა ნახევარსფეროს საქმიანობისადმი - ანუ ერთი მთლიანის აღქმისადმი, ნეირო-სომატური ექსტაზის თითქმის „საკუთარი სურვილით“ განცდისადმი, ასევე სენსორულ-მგრძნობელობითი აღტაცებისადმი და ნეტარებისადმი. ყველამ „იცის“, რომ მეექვსე სიმფონია „პანთეისტურია“, მაგრამ მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ბეთჰოვენი იდეოლოგიური პანთეისტი, ბუნების მსგავსი აღქმა ნორმალური და ბუნებრივია მეხუთე წრედის ფუნქციონირებისთვის. ყველა, ვისაც განვითარებული აქვს მეხუთე წრედი, ყველა, ვისაც მეხუთე წრედი აქვს განვითარებული, ილაპარაკებს როგორც პანთეისტი, მიუხედავად იმისა, იცნობს თუ არა „პანთეისმის ფილოსოფიას“. ბეთჰოვენის სასწაული იმაში კი არაა, რომ სამყაროს მსგავსი სახით აღიქვამდა, - ისტორიამ მინიმუმ ათასი ადამიანი იცის, რომლებიც მას ზუსტად ასევე აღიქვამდნენ, - არამედ იმაში, რომ მან, მიაღწია რა უდიდეს ოსტატობას მესამე წრედის მუსიკის ხელოვნებაში, შეძლო ამ აღქმის გადმოცემა, (რისი გაკეთებაც ჩვეულებრივ „მისტიკოსს“ არ შეუძლია).

ნეიროსომატური წრედი, დიდი ალბათობით, დაახლოებით 30 ათასი წლის წინ გაჩნდა (ბარბარა ჰენეგერის დასკვნით, რომელმაც ჩაატარა რა გულდასმით კვლევა ევროპაში გამოქვაბულის კედლებზე არსებულ ნახატებზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ბევრი მათგანი წარმოადგენს მარჯვენა ნახევარსფეროს გასავითარებელ ვარჯიშებს, მსგავსად შამანური და იოგური ტრადიციებისა, რომლებიც დღემდეა შემონახული).

მეხუთე წრედი მარჯვენა ნახევარსფეროს ქერქზეა მიმაგრებული და ნეიროლოგიურად დაკავშირებულია ლიმბურ სისტემასთან (პირველი წრედი) და გენიტალიებთან. ეს ნეირონული კავშირები ხსნიან „კუნდალინის“ ენერგიის, ანუ „გველის“ სექსუალურ მეტაფორას, რომლებიც გამოიყენება ამ წრედის აღსაწერად ისეთ სისტემებში, როგორიცაა ინდური ტანტრიზმი, ვუდუს გნოსტიციზმი, და ასევე ჩინური წარმოდგენა ინზე და იანზე (ქალურ და მამაკაცურ ენერგიებზე).

ხანგრძლივი სექსუალური თამაში ორგაზმის გარეშე ყოველთვის რთავს მეხუთე წრედის ცნობიერებას.

ძალიან ადვილია იმის განსაზღვრა, სწორად იყო თუ არა აქტივირებული მეხუთე წრედი. რამდენად ხშირად სტუმრობს ადამიანი ექიმებს? თუ იგი „ანათებს“, და რუხად არ გამოიყურება, თუ იგი ენერგიულია, და არა ნაკლებადმოძრავი, თუკი მასში „ნაპერწკალია“ - და იგი პრაქტიკულად არასოდეს დადის ექიმებთან - იგი ნეიროსომატურ წრედს ფლობს. როგორც ერთხელ მერი ბეიკერ ედიმ დაწერა, (დაკარგა რა ამის შემდეგ პოპულარობა მათ შორის, ვისაც მისტიკაზე უყვარს საუბარი, მაგრამ არანაირი ემპირიული ცოდნა არ გააჩნია): „სიტყვა ხორცად იქცა“ [იოანე: 1-14]. ღვთაებრივი ჭეშმარიტება შეცნობილი უნდა იქნას მისი არა მხოლოდ ცნობიერებაზე ზემოქმედებით, არამედ სხეულზეც.

ანთროპოლოგია არ იცნობს ტომს, რომელშიც ერთი ნეიროსომატური ტექნიკოსი (შამანი) მაინც არ იქნებოდა. ყველა ძირითად ისტორიულ პერიოდში ხშირად ხდებოდა ნეიროსომატური ცნობიერების ფართომასშტაბური აფეთქებები, რომლებსაც, როგორც წესი, სწრაფად ახშობდა ინკვიზიციის ადგილობრივი ფილიალი ან მედიკოსთა ამერიკული ასოციაცია; ზოგჯერ მათ გარკვეული მიმართულებით წარმართავდნენ და შემდეგ თანდათან ასუსტებდნენ.

ახალ აღთქმაში ვკითხულობთ:

მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება... როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. [მათეს სახარება: 10, 1-8]

შესაძლოა ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. შესაძლოა (როგორც მარკ ტვენი იტყოდა) „ხმები ცოტა გაზვიადებულია“. თუმცაღა რაღაც ამდაგვარს (მაშინაც კი, თუ ევანგელისტები აზვიადებდნენ) უნდა ჰქონოდა ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ავხსნით ქრისტიანობის ასეთ სწრაფ გამარჯვებას მეხუთე წრედის გახსნის სხვა, სავარაუდოდ ნაკლებად ეფექტურ სისტემებზე. მიტრაიზმი, ელევსინური მისტერიები, დიონისეს კულტი და ა.შ. - ყველანი ისინი ფლობდნენ საუკუნოვან შამანურ ტექნიკებს ნეიროსომატური ნეტარების გამოსაღვიძებლად; ქრისტიანობა კი (ერთი შეხედვით) აღემატება მათ ნეიროსომატურ კონტროლში.

წმ. პავლეს მეტაფორაში „ძველი ადამი“ (I-IV წრედები) კვდება, ხოლო „ახალი ადამი“ (მეხუთე წრედი) ცნობიერებისა და საკუთარი თავის მართვის ცენტრი ხდება. სხვა მეტაფორაში სხეული შედარებულია მორჩილ თიხას, ხოლო გამოღციძებული (გასხივოსნებული) ცნობიერება - მოქანდაკეს.

ჩვეულებრივ, მეოთხე წრედის პრობლემები დანაშაულის ფორმას იღებენ: „მე არ შემიძლია გავაკეთო ის, რაც უნდა გავაკეთო“. მესამე წრედის პრობლემები გაურკვევლობის ფორმას იღებენ: „არ მესმის, რატომ მოვკიდე ხელი ამ ყველაფერს, როგორ დავაღწიო ამას თავი და რა მოითხოვება ჩემგან“. მეორე წრედის პრობლემები ტრაბახის ან სიმხდალის ფორმას იღებენ: „მე მათ ვაჯობებ“ ან „მე დავნებდები და ნებას მივცემ მათ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რაც გაუხარდებათ“. პირველი წრედის პრობლემები იღებენ სხეულებრივი სიმპტომების ფორმას: „მე თავს სრულიად გატეხილად ვგრძნობ“, რომლებიც საკმარისი სტრესის შემთხვევაში თანდათან ერთ მწვავე სიმპტომზე კონცენტრირდებიან (ერიკ ბერნი ამას „კოჭლის თამაშს“ ეძახის. ამ თამაშის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თავს არიდებს სოციალური როლის შესრულებას და თავის მოგონილ ან ნამდვილ ფიზიკურ არასრულფასოვნებაში „მიდის“.

ნეიროსომატური ცნობიერება ამ პრობლემებს მაშინვე ხსნის. პირველი წრედის „ფიზიკური“ ავადმყოფობების მხოლოდ გვეჩვენება უფრო „სასწაულებრივად“, ვიდრე მეორე წრედის ემოციურობის, მესამე წრედის გაურკვევლობის და მეოთხე წრედის დანაშაულის გრძნობის გადალახვა. პირველი წრედის „ფიზიკური“ განკურნების, როგორც რაღაც უფრო უცნაურად და ზებუნებრივად წარმოდგენას, ვიდრე სხვა წრედებში ნებისმიერი სწრაფი გაუმჯობესებაა, ჩვენ გვაიძულებს „სული - სხეულის“ დეკარტესეული დუალიზმი.

ჩვენი ტერმინოლოგიის ერთ-ერთი დანიშნულება მდგომარეობს ამ დუალიზმის გადალახვაში, რათა ყველა წრედი თანაბრად გასაგები იყოს ერთი კონტექსტის საზღვრებში.

რობოტიზებულ რაციონალისტს ეშინია და უკუაგდებს მეხუთე წრედის ნეტარებას და მის ქოლისტურ ინტუიტიურ შესაძლებლობებს (ზუსტად ისევე, როგორც რობოტიზებულ ემოციონალისტს ეშინია და უკუაგდებს მესამე წრედის საღ აზრს). ამრიგად, როდესაც ნეიროსომატური ფუნქციონირებას იწყებს და მეხუთე წრედის მუტირებადი პიროვნება ცდილობს, რომ აღწეროს თავისი ნეტარება და ერთიანობის შეგრძნება, რაციონალისტი ბურტყუნებს, რომ ეს ყველაფერი „ცალსახად სუბიექტურია“.

უბედურებაც ასევე „ცალსახად სუბიექტურია“, მაგრამ ეს არ აქცევს მას ნაკლებად ავადმყოფურად. სასურველია დავეუფლოთ ნებისმიერი ტრანსმუტაციის გამოცდილების ნეიროსომატურ უნარს, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ თავი კმაყოფილად და ბედნიერად იგრძნოს სიტუაციაში, როცა მეოთხე წრედის ადამიანთა უმეტესობა თავს უბედურად იგრძნობდა - თუნდაც იმ ძალიან მარტივი ეგოისტური მიზეზით, რომ უკეთესია ბედნიერება განვიცადოთ, ვიდრე ტკივილი. ეს ასევე სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის, რადგან ლირის ერთ-ერთი საყვარელი გამოთქმით: „ვერ გააკეთებ კარგს, სანამ თავს კარგად არ გრძნობ“. ზუსტად ასევე, როგორც უბედურება ეძებს კომპანიას, ბედნიერება და კარგი განწყობაც საჭიროებენ, რომ სხვა ადამიანებიც ბედნიერები და კარგ განწყობაზე იყვნენ. (მეხუთე წრედის ადეპტის პირველი გაკვეთილია - ისწავლოს საკუთარ თავში ალტრუიზმის ამოფრქვევების კონტროლი და არ იქცეს თავისმომაბეზრებლად, მცდელობაში, რომ ყველას ბედნიერად ყოფნა აიძულოს...)

რაციონალისტს კიდევ უფრო აღელვებს მეხუთე წრედის ხანგრძლივი ნეტარების შედეგები, რომელთა შორისაც შედის ავადმყოფობათა ფართო სპექტრის განკურნების უნარი - როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვებში. ენდორფინების თანამედროვე ობიექტური კვლევებიც კი, რომლებიც ნეიროქიმიურ ახსნას უძებნიან ასეთ მკურნალობას, უხალისოდ და მტრულად აღიქმებიან მეტად რობოტიზებული რაციონალისტების მიერ. მათთვის ეს ყველაფერი „მეტაფიზიკურად“ ჟღერს, და შესაბამისად, არსებობის უფლება არ გააჩნია. [ენდორფინები - ნეიროგადამცემები, რომლებიც მეხუთე წრედს რთავენ. ისინი შეიძლება აქტივიზებულ იქნენ მარიხუანათი, ფსიქოდელიკებით, მედიტაციით, პრანაიამით ან თეთრი სინათლის ვიზუალიზაციით. ბოლო ვარიანტი ცნობილი იყო ჯერ კიდევ შუა საუკუნეების როზენკროიცებისთვის და ყველაზე ხშირად თანამედროვე „რწმენით-მკურნალების“ მიერ გამოიყენება].

მეხუთე წრედში არაფერია ზებუნებრივი. იგი უბრალოდ გეჩვენებათ „ზებუნებრივად“ უფრო ადრეულ წრედებთან შედარებით; თუმცაღა მესამე წრედი, რომლითაც ასე ამაყობს რაციონალისტი, უდავოა, რომ ოდესღაც ასევე „ზებუნებრივად“ გამოიყურებოდა (ეგვიპტელები მეტყველებას და მწერლობას - მესამე წრედის ფუნქციებს - თოთის ღვთაებრივ ძღვენად თვლიდნენ). მეხუთე წრედი, ისევე როგორც ყველა ადრეული წრედი, წარმოადგენს უბრალოდ შემდგომ ევოლუციურ მუტაციას, რომელიც უფრო რთულ ნეირო-სოციალურ დონეზე გადასასვლელად გვჭირდება.

„ეს ჩვეულებრივ ცხოვრებას ჰგავს, უბრალოდ შენ ყოველთვის მიწიდან ერთი ფუტით მაღლა დალივლივებ“ - ამბობს ძველი ძენური გამოთქმა.

მეხუთე წრედის ეს „მოლივლივე“ ასპექტი არამიწიერი მიგრაციისთვის გვამზადებს.

ჩვენი თეორიის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნეიროსომატური ადეპტი მთელი კაცობრიობის ისტორიაში გახლდათ მერი ბეიკერ ედი. თავისი გულუბრყვილობის და ფილოსოფიის მცირედ ცოდნის გამო მისის ედი ვერ ხვდებოდა, რომ შეუძლებელია ილაპარაკო ან დაწერო გამოუთქმელზე. ამიტომ იგი მასზე ძალიან გრძლად წერდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვები ხშირად რთული გასაშიფრია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად გვაგონებენ „აშლილი გონების ბოდვას“ (განსაზღვრება, რომელსაც ქროული აძლევდა მისტიურ გამოხატვებს, მათ შორის საკუთარსაც), მათში ასევე გხვდება საოცარი სიცხადის მომენტებიც. მაგალითად, იგი მიხვდა და სრული სიცხადით დაწერა, რომ ავადმყოფობა - ესაა შიში, ხოლო სიყვარული - წამალი. ბევრი ფსიქოლოგი ამ იდეის გაგებას მხოლოდ ახლა, 100 წლის შემდეგ იწყებს.

„სრულყოფილი სიყვარული შიშისგან გვათავისუფლებს“ - სწორედ ასე ა„ტავისუფლებს ნეიროსომატური გამოღვიძება ადამიანს ავადმყოფობებისგან.

მისის ედიმ ერთხელ ერთ ცნობისმოყვარეს უპასუხა: „სიყვარული, სიყვარული, სიყვარული! ეს ყველაფერია, რაც უნდა იცოდეთ, იმისთვის, რომ მკურნალი გახდეთ“. სამოცი წლის შემდეგ კოლეგების უმეტესობის მიერ არაღიარებული შოტლანდიელი ფსიქიატრი იან სატი წერდა, რომ „ექიმის სიყვარული კურნავს პაციენტს“.

აქ მინდა მოვიყვანო მისის ედის კიდევ ერთი ციტატა: ცვლილებების გაგება საშუალებას გვაძლევს, რომ ცხოვრების რეალურობას მივაღწიოთ, სულის კონტროლს შეგრძნებებზე... ესაა კულმინაციური პუნქტი ადამიანის გზაზე ჰარმონიისკენ და უკვდავებისკენ, მისი უნარების გამოღვიძებისკენ.

ჩვეულებრივ მკითხველს სამეცნიერო განათლებით ეს მონაკვეთი მეტაფიზიკურ სისულელედ მოეჩვენება. მოდი, ვთარგმნოთ იგი ნეიროლოგიური მეტაფორების ჩვენს ენაზე:

როცატვინი სრულად იყენებს თავის პოტენციალს, ჩვენ გვიჩნდება ახალი მსოფლხედვა და ნეიროსომატური ნეტარების კონტროლი დანაშაულის გრძნობაზე, გაურკვევლობაზე, ემოციებზე და დაბალი წრედების „სხეულებრივ სიმპტომებზე“... ეს ეტაპი ევოლუციურად აუცილებელია და წინ უძღვის მეექვსე წრედის ევოლუციური ცნობიერების და ფიზიკური უკვდავების გაჩენას.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისის ედის, მას შემდეგ, რაც გაააქტიურა მარჯვენა ნახევარსფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი, შეეძლო გეშტალტებით ეაზროვნა და ნეიროსომატური „მკურნალი“ გამხდარიყო სხვებისთვის. თავის გამოცხადებებში მან შეძლო, რომ დნმ-ის სტრუქტურის დონემდე ჩასულიყო და ჩვენი ათწლეულის სამეცნიერო მიღწევები ეწინასწარმეტყველებინა.

ბევრი ადამიანისთვის მიზეზად, ნეიროსომატური წრედისთვის რომ მიემართა, იქცა ხანგრძლივი ავადმყოფობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი არ კმაყოფილდებოდნენ ექიმებით და მიმართავდნენ თვითგანკურნებას ან არატრადიციულ მედიცინას. შტეფან ცვაიგის გადმოცემით, ნიცშეს სააბაზანო ოთახი მოგაგონებდათ „აფთიაქს“ უამრავი წამლით, რომელთა მეშვეობითაც ფილოსოფოსი ქრონიკულ შაკიკს ებრძოდა. გურჯიევი, ებრძოდა რა განუწყვეტელ და ძლიერ ტკივილებს (ორი სამხედრო ჭრილობის და ორი ავტოკატასტროფის შედეგად დარჩენილებს), იყენებდა კოკაინს, ჰაშიშს და იოგურ ტექნიკებს (სავარაუდოდ პრანაიამას ჩათვლით). „უხეშობა“, ზიზღი ჩვეული ადამიანური ტანჯვებისადმი, „ზეადამიანური“ მდგომარეობის კონცეფცია ემოციისა და ტკივილის მიღმა, რომლებიც დამახასიათებელია ამ ორი ფილოსოფოსისთვის, სავარაუდოდ აიხსნება მათი ნეიროსომატური „ჩართვებით“, რომლებიც მწვავე ტკივილით იყო გამოწვეული. მათ ევოლუციის მთელი გზა გაიარეს - დაბალი წრედებიდან ნეიროსომატური ნეტარების სრულ განვითარებამდე, - ამიტომ ძირითადად ზიზღიტ უყურებდნენ საკუთარ ამოვარდნებს „არანეტარ“ ცნობიერებაში.

აღმოსავლეთში კონტროლი ნეირო-სომატურ წრედზე ცნობილია, როგორც დჰიანა, ჩანი ან ძენი; ამ მდგომარეობას ზოგჯერ „ბუდას გონებას“ ან „ბუდას სხეულსაც“ უწოდებენ. ძველ საბერძნეთში, სადაც ყოველწლიურად ტარდებოდა ამ მდგომარეობამდე მისაღწევი რიტუალები ფსიქოდელიური საშუალებების მეშეობით (ელევსინიური მისტერიები), მათ, ვინც წარმატებით აღწევდა რიტუალის მიზანს, დიგენებს („ორჯერ დაბადებულებს“) უწოდებდნენ. ამ მეტაფორის მსგავსი ტერმინი გვხვდება ქრისტიანობაშიც - „ხელახლა შობილის“ სახით, ხოლო მისი სიმბოლოა მითი სხეულის აღდგომაზე.

ფროიდი ბუნდოვნად განსაზღვრავდა ამ მდგომარეობას, როგორც „ოკეანური განცდა“. გურჯიევი ამ წრედს მაგნეტურ ცენტრს უწოდებდა.

იოგას ზოგიერთი სკოლის მკურნალები და ადეპტები გამუდმებით იმყოფებიან ნეიროსომატურ ცნობიერებაში; ხოლო მათ უმეტესობაში, რომლებმაც მისი მიღწევა შეძლო, იგი მხოლოდ მოკლე გამობრწყინებების სახით ბრუნდება, როგორც ეზრა პაუნდმა აღნიშნა:

სამოთხე შრომით არ მიიღწევა,
მას წამით, საათით მოიხელთებენ.
შემდეგ აგონია,
შემდეგ კვლავ საათი.

ეს „სამოთხე“, ნეიროსომატური („ცნობიერება-სხეული“) სამყაროს მდგომარეობა, უნდა განვიხილოთ, როგორც ტვინის ახალი წრედი, რომელიც ნელა და მტკივნეულად უვითარდება მთელ კაცობრიობას ძველი ცხოველური წრედებისგან. პროგრესი პრიმატების ემოციურობიდან პოსტჰომინიდურ სიმშვიდემდე, „ადამიანიდან“ „ზეადამიანამდე“, არის კიდეც ის შემდეგი ნაბიჯი, რომელზეც მუდმივად საუბრობენ მისტიკოსები; იგი გაისმის ბეთჰოვენის გვიანდელი, მაჟორული ნაწარმოებების უმეტესობაში.

როგორც უკვე ითქვა, სახელმწიფოებრივი ტვინის მრეცხავები, არიან რა ძირითადად მყარი პურიტანები, ამჯობინებენ, რომ კავშირი არ ჰქონდეთ სოციო-სექსუალურ წრედთან, და კმაყოფილდებიან ტვინების გამორეცხვით და პროგრამირებით ბიოგადარჩენითი, ემოციური და სემანტიკური წრედების დონეზე, მაშინ, როცა SLA-ს ან მენსონოიდების მსგავსი დაჯგუფებები უფრო შორს მიდიან და სოციო-სექსუალური წრედის გადაიმპრინტირებასაც ახდენენ.

უნდა შევნიშნოთ, რომ ამ ჩამორჩენილ პლანეტაზე ამჟამად მოქმედი ზოგიერთი სექტა კიდევ უფრო შორს მიდის და ტვინის ნეიროსომატურ გამორეცხვამდეც მიდის.

მუდმივი ნეიროსომატური წრედი შეიძლება იმპრინტირებულ იქნეს მხოლოდ ერთ-ერთი იოგური, ტანტრული ან სხვა მსგავსი პრაქტიკების ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად (რა თქმა უნდა, კარგი გენეტიკის, კარგი გარემოცვის და ზოგადად, გამართლების პირობებში).

ტვინის ნეიროსომატური გამორეცხვა - რობოტიზაციის ყველაზე ძლიერი ფორმა - მდგომარეობს ტვინის გამომრეცხავის მიერ ნეიროსომატური წრედის დროებით აქტივაციაში, რომელსაც თან ახლავს შთაგონება, რომ მხოლოდ ტვინის გამომრეცხავს (ან „ღმერთს, რომელიც მისი მეშვეობით მოქმედებს“) შეუძლია ჩართოს ეს წრედი.

სრული ეფექტისთვის, ამას რა თქმა უნდა წინ უძღვის ტვინის სტანდარტული გამორეცხვა. თავდაპირველად მსხვერპლს იზოლირებას უკეთებენ მისი უწინდელი გარემოცვისგან და ასწავლიან, როგორ მიამაგრონ ბიო-გადარჩენითი წრედი „გურუზე“ და აშრამზე (თემზე). ემოციური წრედი მწყობრიდან გამოყავთ ეგოს სტატუსზე გამუდმებული დარტყმებით, რათა შედეგად ემოციური უსაფრთხოების ერთადერთი შესაძლებლობა სრულიად დაემორჩილოს მოცემული ჯგუფის რეალობის კუნძულს. ბოლოს და ბოლოს ახალშობილის მდგომარეობამდე დაშვებული მსხვერპლი მზადაა ნებისმიერი სემანტიკის იმპრინტირებისთვის, კრიშნაიტულიდან „ხალხთა ტაძრის“ სექტამდე. ამასთან, სოციო-სექსუალური წრედი შესაძლებელია ადვილად გადაპროგრამდეს ცელიბატზე, თავისუფალ სიყვარულზე ან ნებისმიერ სხვა სექსუალურ თამაშზე გურუს არჩევანის მიხედვით. მაშინ და მხოლოდ მაშინ აჭერენ ნეიროსომატურ ღილაკებს და სუბიექტს გურუს „ძალაუფლებით“ „ეძლევა“ ექსტაზი.

მარჯო გორტნერმა , რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული მსგავსი საქმიანობით, შემდეგ კი გადაწყვიტა რომ დაეტოვებინა იგი და ფართო პუბლიკისთვის გაემხილა თავისი საიდუმლოებები, თავის ფილმში ამბობს: „ეს ბრიყვები ვერასოდეს ხვდებოდნენ, რომ ამის გაკეთება (ნეიროსომატურ ღილაკებზე დაჭერა) დამნოუკიდებლადაც შეუძლიათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამისთვის მე ვწირდებოდი!“ დღეს გორტნერი უჩვეულოდ გულახდილია. როგორც წესი მსგავსი ქარიზმატული ადამიანები ამტკიცებენ, რომ მსხვერპლი ვერასოდეს შეძლებს მსგავსი მდგომარეობის დამოუკიდებლად მიღწევას.

ამ ნეირო-მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი პრაქტიკოსი ისტორიაში გახლდათ ჰასან-ი-საბბაჰი, რომელიც შედარებით მარტივ ტექნიკებს იყენებდა, მათ შორის, როგორც ჩანს, „შენელებული მოქმედების აბებს“, რომელიც სიბრძნის სუფიურმა ლოჟამ შექმნა კაიროში.

ჰასანის ტექნიკას მე აღვწერ (ისტორიული მოწმობების საფუძველზე) ჩემს რომანში - „ფოკუსნიკის ცილინდრი“: ორი კანდიდატი ჰასანთან ერთად სადილობს; მათ საჭმელში „შენელებული მოქმედების აბებია“ გარეული. როცა კანდიდატები იძინებენ, ისინი ჰასანის სახელგანთქმულ „ნეტარების ბაღში“ გადაჰყავთ. ამ მომენტისდთვის აბიდან ოპიუმის დიდი დოზა გამოიყოფა, და ვერცერთი კანდიდატი საერთოდ ვეღარ აღიქვამს მიმდინარე მოვლენებს.

„ნეტარების ბაღს“ რამდენიმე აკრის ტერიტორია ეკავა. აქ კანდიდატებს ასასინების ორდენისთვის ამზადებდნენ: ისინი უნდა გამხდარიყვნენ ყველაზე საშიში და სახელგანთქმული პროფესიონალი მკვლელები კაცობრიობის ისტორიაში. თუმცაღა აქვე, ამ ბაღში, ამზადებდნენ კანდიდატებს სინათლის საძმოსთვის, ილუმინატების ორდენისთვის („გასხივოსნებულებისთვის“). ერთსაც და მეორესაც ერთნაირად ამზადებდნენ. ისე, რომ ანგარიშს ვერ უწევდნენ საკუთარ თავს, ისინი თავად ირჩევდნენ თავიანთ მომავალს - პოლიტიკური მკვლელის ან გასხივოსნებული მისტიკოსის.

ორივე ახალგაზრდა ნეტარების ბაღში მიიყვანეს და ერთმანეთისგან მოშორებით ამყოფებდნენ. რაღაც დროის შემდეგ მოქმედება დაიწყო აბების მეორე ნაწილმა: სისხლში გამოიყოფოდა კოკაინი, რომელიც ოპიუმის დამაძინებელ მოქმედებაზე იმარჯვებდა და კანდიდატებს ენერგიითა და სიცოცხლით ავსებდა. ამავე დროს იწყებდა გამოყოფას ჰაშიშიც, რის შედეგადაც ისინი იწყებდნენ გარესამყაროს განსაკუთრებული სიცხადით აღქმას. ყველა ფერი უჩვეულოდ კაშკაშა და ღვთაებრივად მშვენიერი ხდებოდა.

კაიროს ყველაზე ძვირადღირებული საროსკიპოდან მოყვანილი მშვენიერი ქალების ჯგუფი მსუყე ფორმებით ყოველ კანდიდატს გარს ეხვეოდა, თან ფლეიტაზე და სხვა ტკბილხმოვან ინსტრუმენტებზე უკრავდნენ. „კეთილი იყოს შენი მობრძანება სამოთხეში, - წაუღიღინეს მათ ახალგაღვიძებულ და გაოგნებულ მამაკაცებს. - წმინდა ბატონის, ჰასანის ჯადოსნობით თქვენ სიცოცხლეშივე მოხვდით სამოთხეში“. ამ სიტყვებთან ერთად გოგოები კანდიდატებს „სამოთხის ვაშლებს“ (ფორთოხლებს) სთავაზობდნენ, რომლებიც მათთვის ცნობილ ყველა მიწიერ ვაშლზე უფრო ტკბილები იყვნენ, და ასევე აჩვენებდნენ საოცარ სამოთხის ცხოველებს (სხვადასხვა შორეული ქვეყნებიდან მოყვანილებს).

„ეს სამოთხეა, - ექსტაზში წამოიძახა პირველმა ახალგაზრდამ. - დიდია ალაჰი, და დიდია ბრძენი ბატონი ჰასან საბბაჰი!“

მაგრამ მისგან ოცი აკრის მოშორებით, ასეთივე ლამაზმანებით გარშემორტყმული მეორე ახალგაზრდამ უბრალოდ მიიხედ-მოიხედა, კმაყოფილად გაიღიმა და არაფერი თქვა.

შემდეგ სამოთხის ტურფების ორივე ჯგუფმა, როგორც ყურანშია ნათქვამი, ცეკვა დაიწყო და ცეკვის დროს ყოველი ქალი თანდათან იხდიდა თავის შვიდ ტანსაცმელს. ამ პროცესის დროს აბიდან კიდევ უფრო მეტი ჰაშიში გამოიყოფოდა, და ახალგაზრდების მხედველობა კიდევ უფრო მძაფრდებოდა, გრძნობები - კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა, ხოლო სილამაზის აღქმამ და სექსუალურმა სიამოვნებამ მათთვის მანამდე, მიწიერ ცხოვრებაში საერთოდ უცნობ დონეს მიაღწიეს.

შემდეგ ლამაზმანები ცეკვას მორჩნენ და მთელი თავიანთი მშვენიერებით ეცნენ მათკ, როგორც ქარის მონაქროლი ყვავილის ფურცლები. ზოგიერთი ტერფებს უკოცნიდა, ზოგი მუხლებს და ბარძაყებს, ერთი გატაცებით პირით ჩააფრინდა კანდიდატის პენისს, სხვები მკერდს, ხელებს, მუცელს, თვალებს, პირს და ყურებს უკოცნიდნენ. სანამიგი ჰაშიშის მოქმედებით გაძლიერებული ამ სიყვარულის ნიაღვრით იყო გატაცებული, ქალის მის ასოზე ენერგიულმა მოქმედებამ იქამდე მიიყვანა, რომ მის პირში განიმუხტა ისევე რბილად, ნელა და მშვენივრად, როგორც მარტოხელა ფიფქი ვარდება.

მალე ჰაშიშის გამოყოფა შეწყდა, კანდიდატების სისხლში ოპიუმმა დაიწყო გამოყოფა და მათ კვლავ ჩაეძინათ; ამ უგონო მდგომარეობაში ისინი კვლავ ჰასანის დარბაზში გადაიყვანეს. იქ გაიღვიძეს.

„საოცარია, - წამოიძახა პირველმა, - მე სამოთხის ის სასწაულები ვნახე, რომლებზეც ყურანშია საუბარი. უკვე აღარ მაქვს ეჭვები. მე ყოველთვის მექნება ჰასან-ი-საბბაჰის რწმენა, მეყვარება იგი და ვემსახურები!“

„შენ მიღებული ხარ ასასინების ორდენში, - საზეიმოდ განუცხადა ჰასანმა. - მწვანე ოთახში წადი - იქ შენი უფროსი გელოდება“.

როცა ეს კანდიდატი წავიდა, ჰასანმა მეორეს მიმართა: „შენ რას იტყვი?“

„მე აღმოვაჩინე პირველმატერია, მეტალების წამალი, სიცოცხლის ელექსირი, ფილოსოფიური ქვა, ჭეშმარიტი სიბრძნე და სრულყოფილი ბედნიერება, - უპასუხა მან და ალქიმიური ფორმულის ციტირება მოახდინა. - და ეს ყველაფერი - ჩემს თავშია!“

ჰასან-ი-საბბაჰმა ფართოდ გაიღიმა. „კეთილი იყოს შენი მობრძანება ილუმინატების ორდენში!“.

ჰასან-ი-საბბაჰი არც პირველი იყო და არც უკანასკნელი სექსუალობის ტრანსმუტაციის და მეხუთე წრედის ნეტარების მკვლევარებს შორის. აღმოსავლეთში - ინდუიზმში, ბუდიზმში და დაოსიზმში - არსებობდა ტანტრისტული სკოლები, სადაც შეისწავლიდნენ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც ხანგრძლივმა სქესობრივმა აქტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ტვინის მნიშვნელოვანი ცვლილებები. დასავლეთში გნოსტიკოსების, ილუმინატების, ალქიმიკოსების და გრძნეულების საიდუმლო კულტები, მსგავს ტექნიკებს დიდ საიდუმლოდ ინახავდნენ, რადგან მათ შესახებ რომ წმინდა ინკვიზიციას შეეტყო, მსგავსი ექსპერიმენტების მონაწილეებს ეშმაკის მსახურებად გამოაცხადებდნენ და კოცონზე დაწვავდნენ.

ჩვენს დროში ამ უძველესი, და ასევე თანამედროვე ნეიროლოგიური საიდუმლოებებისადმი ინტერესის რევოლუციური ზრდა შეინიშნება. ტანტრიზმის მასწავლებლებს შეიძლება ბევრ ქალაქში შევხვდეთ. მასტერე და ჯონსონი კვაზიტანტრისტულ მეთოდებს იყენებენ სექსუალური აშლილობების სამკურნალოდ. გამოკითხვამ, რომელიც 1968 წელს მაკგლოტლინის მიერ ჩატარდა, აჩვენა, რომ ქვეყანაში მარიხუანას მწეველთა 85% ამას ძირითადად ეროტიული შეგრძნებების გასამძაფრებლად აკეთებს. აქტიურად იზრდება მოთხოვნილება ვიბრატორებზე და მსგავს სექსუალურ სათამაშოებზე. ჰომოსექსუალები ჩრდილიდან გამოდიან; იმ ფილოსოფოსთა ნაშრომები, რომლებიც დათრგუნვის გარეშე კულტურას ქადაგებენ (ნორმან ბრაუნი, ჰენრი მარკუზე, ჩარლზ რაიხი) ბესტსელერები გახდნენ.

სოლ კენტმა, რომელიც სამედიცინო თემებზე წერს, ივარაუდა, რომ ახლო მომავალში სექსუალური პარტნიორების ელექტრული შემცვლელები გამოჩნდებიან (მერლინ მონროს თქვენი პირადი თოჯინა!). ნაცვლად იმისა, რომ ტომ ვულფს და ნეოპურიტანებს შეუერთდეთ და შეშინებული წამოხტეთ ამ იდეისგან, მოდით ერთი წუთით შევჩერდეთ მასზე. მოდით, შევამოწმოთ, შევძლებთ თუ არა ჩვენი რეალობის იმპრინტირებული და განპირობებული გვირაბის საზღვრებისგან გამოხედვას.

თუ 2005 ან 2050 წლისთვის შესაძლებელია სექსუალური ანდროიდის გაჩენა, მაშინ რატომ არ შეიძლება გაჩნდეს სრულიად პროგრამირებადი სექსუალური გარემო? დავარქვათ მას ჰერმან ჰესეს ხსოვნის გამო მაგიური თეატრი. დავიწყოთ იმით, რომ ეს ამჟამად უკვე მისაწვდომია ძვირადღირებულ საროსკიპოებში - ამერიკის ყველაზე ჰედონისტურ მზიან მხარეებში.

მასაჟს, რომელიც პირველ წრედს ამშვიდებს, ოპიატების ყველა ღიურსება გააჩნია, და ამასთან არ იწვევს შეჩვევას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მაგიურ თეატრში იქნებიან კომპიუტერიზირებული სხეულის მომადუნებელ-ენერგეტიზატორები, რომლებიც აღემატებიან ზემოქმედებით მასაჟის თანამედროვე ტექნიკებს. საუკეთესო საროსკიპოებში სტიმულაციისთვის პორნოფილმები გამოიყენება. ჩვენს მაგიურ თეატრში ისინი, რა თქმა უნდა, სამგანზომილებიანი იქნებიან და მათი მოქმედებაც ოთხივე კედელზე განვითარდება. მარიხუანა და კოკაინის ტიპის სხვა ნარკოტიკები მსგავს ადგილებში საყოველთაოდ გამოიყენება. ჩვენს მაგიური თეატრს ნეტარების მომგვრელი კიდევ უფრო უკეთესი ქიმიური სტიმულატორები ექნება.

ყოველ ჩვენგანს შეუძლია იმდენად განაგრძოს ეს ფანტაზია, რამდენის საშუალებასაც წარმოსახვა მისცემს, სანამ არ შეიქმნება ოთახი, რომელშიც ნეტარება ყველა განზომილებაში და უსასრულობამდე ვრცელდება.

ამ კიბერნეტიკული საროსკიპოს პროექტირებისას ჩვენ ერთ რამეს შევეჩეხეთ. ჩვენ გადავლახეთ სექსის საზღვრები და მივედით იქამდე, რასაც შეგვიძლია მეტასექსი დავარქვათ. თუმცა სპეციფიური გენიტალიური ტკბობა ამ დროს არ ქრება, მაგრამ მისი როლი უკვე არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც მრავალგანზომილებიანი საროსკიპოს გაჩენამდე, სადაც ყველა გრძნობა ექსტაზამდე სტიმულირდება.

ყველაზე სასაცილო ამ მეცნიერულ-ფანტასტიკურ პროექტში ისაა, რომ ჩვენ არ გვჭირდება ჯადოსნური ოთახის მოწყობა. ის უკვე არსებობს ჩვენს ტვინში. ჩვენ აღვწერეთ პოზიტიური ნეიროსომატური ცნობიერება, რომელსაც ფროიდმა „პოლიმორფული გარყვნილება“ უწოდა, იმყოფებოდა რა თავის ერთ-ერთ პურიტანულ განწყობაზე, და „ოკეანური განცდა“ - როცა თავის ერთ-ერთ მისტიურ მომენტში გახლდათ. სწორედ ასე გრძნობს თავს ნეიროსომატურად ჩართული ტვინი.

ალქიმიაში ეს ცნობილი იყო, როგორც „პირველმატერიის გამრავლება“ ან „ფილოსოფიური ოქრო“, რომელიც განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ოქროსგან იმით, რომ ვერ იქნებოდა დახარჯული ან გამოყენებული, რადგან მისი მარაგები მუდმივად მრავლდებოდა და განახლებას განიცდიდა. ილუმინატების ტრადიციაში - ესაა „მესამე თვალი“, რომელიც ყველაფერს გარდაქმნის, რასაც ხედავს. თვალი, რომელზეც საუბრობს იესო თავის ქადაგებაში:

სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.

სავარჯიშოები

1. აიღეთ ქრისტიანული მეცნიერების ადგილობრივ ბიბლიოთეკაში მათი სახელმძღვანელო და იკითხეთ იგი მთელი თვის განმავლობაში.

2. რომელიმე შაბათ-კვირას დაესწარით სუფიების სემინარს.

3. აიღეთ ჩემი წიგნი - „სექსი და ნარკოტიკები: მოგზაურობა საზღვრებს მიღმა“ და სცადეთ იქ აღწერილი ტანტრისტული სავარჯიშოების შესრულება.

4. ისწავლეთ (იმისგან, ვინც იცის) პრანაიამას სწორად კეთება. (მე ვეცადე ამ ტექნიკის აღწერას, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ამ არავერბალური ცოდნის ვერბალური გზით გადაცემისას შეუძლებელია შეცდომებისგან თავის დაზღვევა. იპოვეთ ინდოელი, რომ გასწავლოთ).

5. და ფრი ჯონი, ამერიკელი გურუ, ამბობს, რომ თქვენ შეგიძლიათ გასხივოსნებას მიაღწიოთ მუდმივი კითხვის დასმით: „ვინაა ის, ვინც ახლა ჩემით ცხოვრობს?“ ეს პირველი წრედის ცნობიერებაა, მეორე წრედის ეგოა, მესამე წრედის განსჯაა, მეოთხე წრედის სექსუალური როლია, მეხუთე წრედის გეშტალტ-ველია, თუ რომელიმე შემდეგი, უფრო მაღალი წრედია? ვინაა ეს? სად იმყოფება? რა ასაკისაა?

6. დოქტორ ეიდენ კელიმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ეგრეთქოდებული „არაცნობიერი“ სინამდვილეში უფრო ცნობიერია, ვიდრე ეგრეთწოდებული ცნობიერი გონება. ანუ „არაცნობიერში“ იმყოფება ნეიროსომატური და სხვა წრედების ყველა კავშირი, რომლებიც სიცოცხლეს გვინარჩუნებენ. გააანალიზეთ ეს იდეა. ეს ხომ არაა „ის, ვინც ახლა ჩემით ცხოვრობს?“.

 


dna

თავი მეთორმეტე. კოლექტიური ნეირო-გენეტიკური წრედი

ამ მომენტიდან კონსერვატულები ხდებიან არა მხოლოდ მემარჯვენეები. ყველა მემარცხენეც ასევე კონსერვატორი ხდება. ლიბერალიც და რადიკალი მემარცხენეებიც უკან რჩებიან. P.M. Esfandiary, Upwingers

ტვინის მეექვსე წრედი მაშინ ერთვება მოქმედებაში, როცა ნერვული სისტემა იწყებს სიგნალების მიღებას ინდივიდუალური ნეირონისგან - რნმ-დნმ „დიალოგისგან“, ნეირო-გენეტიკური უკუკავშირის სისტემისგან.

ჩვენი ნერვული სისტემა მთლიანობაში, თავის ტვინის ჩათვლით, ისევე, როგორც მთელი დანარჩენი ორგანიზმი, შექმნილი იყო დნმ-ის მოლეკულაში არსებული „კოდით“, რომელიც რნმ-ის მოლეკულების საშუალებით გადასცემს ორგანიზმს მითითებებს: „გაიზარდე წითური თმა. თვალების ფერი ცისფერი უნდა იყოს. გასწორდი და ეცადე გაიარო. დაიწყე ლაპარაკი. მოძებნე პარტნიორი. და ა.შ. მთელი ჩვენი მენტალური ცხოვრება - ჩვენი ტვინის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა - იმ საზღვრებშია მოქცეული, რომლებსაც დნმ-ის ეს საწყისი ჩანაწერი განსაზღვრავს.

ნეიროგენეტიკური ცნობიერების დროს დნმ-ის ეს არქივები ფხიზელ მდგომარეობაში მისაწვდომი ხდება თავის ტვინისთვის გასაშიფრად (ძილის მდგომარეობაში, ისინი, როგორც იუნგის „კოლექტიური არაცნობიერის“ არქეტიპები, ყოველთვის მისაწვდომია).

პირველებმა, ვინც რამდენიმე ათასი წლის წინ მოახერხეს ნეიროგენეტიკური ცოდნის მიღწევა, დაიწყეს საუბარი „წინა ცხოვრების მეხსიერებაზე“, „რეინკარნაციაზე“, „უკვდავებაზე“, და ა.შ. ეს ნეიროლოგიური ადეპტები საუბრობდნენ რაღაც სრულიად რეალურზე, თავიანთი დროისთვის საუკეთესო ენაზე, და მრავალი მათგანი (განსაკუთრებით ინდუისტები და სუფიები) იძლეოდნენ ევოლუციის საოცრად ზუსტ პოეტურ აღწერას დარვინამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრე და წინასწარმეტყველებდნენ ზე-ადამიანის გაჩენას ნიცშემდე დიდი ხნით ადრე.

ბერძნები ამას „პანის ხედვას“ ეძახდნენ, ჩინელები - „დიად დაოს“, ინდუისტები - „ატმანის ცნობიერებას“. „ღმერთის“, „ქალღმერთის“ ან „დემონის“ იდუმალებით მოსილი, შიშისმომგვრელი და ამაღლებული ფიგურები, რომლებიც ამ გამოღვიძების საწყის სტადიებზე ჩნდებიან, წარმოადგენენ „კოლექტიური არაცნობიერის იუნგისეულ არქეტიპებს“. პირველყოფილი ადამიანები განსაზღვრავენ მათ, როგორც „გამარჯვებულებს სიზმრებიდან“, ალქაჯები, როგორც „ხალხი შ-დან“ (ანუ ფერიები); ეს ის იდუმალებით მოცული ადამიანები არიან, რომლებიც თითქმის ყველა ფოლკლორში გვხვდებიან. გურჯიევი ამ წრედს ჭეშმარიტ ემოციურ ცენტრს უწოდებს.

თეოსოფიური „აკაშას ქრონიკები“, სტანისლავ გროფის „ფილოგენეტიკური არაცნობიერი“, ბიოლოგების - მარგულისის და ლავლოკის „გაიას ჰიპოთეზა“, რომელიც ჩვენი პლანეტის ბიოსფეროს განიხილავს, როგორც ერთიან გონიერ ორგანიზმს, აი, სამი თანამედროვე მეტაფორა ამ წრედისთვის. წარსულისა და მომავლის სურათები, რომლებიც აღწერილია მათ მიერ, ვინც “ტრანს-დროითი გამოცდილება“ განიცადა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში, ასევე წარმოადგენენ ნეიროგენეტიკური რეალობის გვირაბის ხილვებს.

იოგაში არ არსებობს სპეციალური სავარჯიშოები ნეიროგენეტიკური იმპრინტების გასაშვებად; ეს ჩვეულებრივ მაშინ მოდის, თუკი საერთოდ მოდის, მხოლოდ უმაღლესი რაჯა-იოგას მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ, რომელიც მეხუთე წრედის სომატურ ნეტარებას ანვითარებს. რა თქმა უნდა, დროებითი ნეირო-გენეტიკური ხედვები ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ LSD-ს დიდი დოზებით.

თანამედროვე მეცნიერების ენაზე ყველაზე კარგი იქნება, თუ ნეირო-გენეტიკურ წრედს განვიხილავთ, როგორც გენეტიკურ არქივებს, რომლებიც აქტიურდება ანტიჰისტონური პროტეინების აგზნებით - დნმ-ს მეხსიერება, რომელიც სპირალით სიცოცხლის განთიადისკენ მიდის და ამავდროულად მომავალი ევოლუციის გენეტიკურ გეგმებსაც შეიცავს.

„მე ვარ ის, ვინც იყო, არის და იქნება“, - ესაა ციტატა ეგვიპტური მკვდრების წიგნიდან, რომელიც თავად ბეთჰოვენმა დაწერა იეროგლიფებით, და ნაპოვნი იყო მის მაგიდაზე, სადაც მან მეცხრე სიმფონია და მთელი თავისი გვიანდელი, გლობალური, „ევოლუციური“ მუსიკა დაწერა. აქედან, ისევე როგორც თავად მისი მუსიკიდან, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ბეთჰოვენმა საკუთარ თავში ნეიროგენეტიკური წრედი გახსნა.

აქ ბინადრობენ პირველსაწყისი არქეტიპები, გაცილებით უფრო ძველები, ვიდრე ენა, და ამასთან გაცილებით უფრო ახლები, ვიდრე ხვალინდელი დღე. ახდენს რა ამ წრედის, როგორც გარკვეული არსების პერსონიფიცირებას, ქროული ამბობს: „ბავშვი ლურჯ კვერცხში“ (იხ. ფინალური კადრი კუბრიკის ფილმიდან „2001: კოსმიური ოდისეა“)... წარმოადგენს უმაღლეს „მე“-ს... აქ ვაკვირდებით კავშირს ჯუჯას სიმბოლიზმთან მითოლოგიაში... თავის აბსოლუტურ უმანკოებასა და უმეცრებაში - ის „სულელია“; ის მხსნელია... „დიადი სულელი“ კელტური ლეგენდებიდან, „ნამდვილი სულელი“ „პარსიფალის“ პირველი აქტიდან... იგივე „მწვანე ადამიანი“ გაზაფხულის დღესასწაულებიდან... ჩვენ მას ვხედავთ შეიარაღებული ბახუს დიფეს სახით, რომელიც მამაკაცი და ქალია ერთ პიროვნებაში, ორსქესიანი ბაფომეტის სახით... ასევე ორსქესიანი ზევს არჰონოტელუსის სახით... (ამ სრული ფორმით იგი ჩნდება ტაროს მე-15 არკანში - „ეშმაკი“)... თუმცაღა ინდუისტური მისტიციზმის „პატარა ადამიანი“, ცბიერი ჯუჯა, რომელიც მრავალი ერის ლეგენდებში გვხვდება, - ეს იგივე პერსონაჟია... ადამიანის მდუმარე „მე“, ანუ მისი წმინდა მფარველი ანგელოზი.

ეს ხატ-სახეები სულაც არაა ქროულის პოეტური ფანტაზიები. ისინი არსებობენ ადამიანთა სიზმრებში (პერსონალურ ღამის მითებში), ყველა ერის მითებში (იმპერსონალურ სიზმრებში) და, რა თქმა უნდა,კვლავ და კვლავ ჩნდებიან ისტორიებში ამო-სთან (ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან) შეხვედრაზე.

ყურადღებით შეისწავლეთ შემდეგი ორი ნახატი:

pan1

pan2

ამ წრედის „ენა“ - ესაა მრავალშრიანი ენა „ფინეგანის სამძიმრიდან“, სადაც ფინეგანი - ეს კვლავ ფინია (ინგ. Finn-again), - ირლანდიური ლეგენდებიდან აღმდგარი ფინ მაკქული, ასევე ჰეკ ფინი, რომელიც „Missus Liffey“-ში მიცურავს, რომელიც ორივეა: ანნა ლიფის ირლანდიური მდინარე და ჰეკ ფინის მისისიპი; სადაც მარკ ვენი (Mark the Wan) - ესაა ტრისტანის მიერ მოტყუებული მეფე მარკი, ხოლო მარკ ტვაი (Mark the Twy) - ესაა მარკ ტვენი, რომელიც თავის ცოლს „ლივვი“-ს ეძახის, როგორც ირლანდიურ მდინარეს, და არის კიდევ მარკ ტრისი (Mark the Tris) - ესაა მოტყუებული მარკი და მატყუარა ტრისტანი ერთ სახეში; და მარკუს ლაიონსი (Marcus Lyons), რომელიც მათ ყველას აერთიანებს, და გარდა ამისა წარმოადგენს მარკოზ-მახარებელს, რომლის ემბლემაც ლომია (მის გამოსახულებებს ყოველთვის ახლდა ლომი შუასაუკუნეების ხელოვნებაში), ზოდიაქოს ლომს და ყველა მასთან დაკავშირებულ ცეცხლოვან ნიშანს, ასევე ოთხიდან ერთ-ერთ მოხუცს (Matt Gregory, Marcus Lyons, Luke Tarpey და Johnny McDougall), რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან მთელი სიზმრის განმავლობაში და წარმოადგენენ ოთხი ევანგელისტის სიმბოლოს, მძინარეს საწოლის ოთხ საყრდენ ფეხს, ოთხ უძველეს წრედს, ტაროს ან ჩვეულებრივი სათამაშო კარტის ოთხ მასტს, უძველეს ოთხ ელემენტს და ყველა დანარჩენ ოთხეულს, რომელიც იუნგმა „კოლექტიურ არაცნობიერში“ აღმოაჩინა.

ადამიანის (და ძუძუმწოვრების) ოთხი პირველი წრედის პარალელის სახით ჯოისი იყენებს “კალიას“ განვითარების ოთხ სტადიას (კვერცხს, მატლს, ჭუპრს და ზრდასრულ ინდივიდს) და ა.შ.

ეს არქეტიპული წრედი სავსეა იმით, რასაც იუნგი სინქრონულობას - აზრიან დამთხვევებს, რომლებსაც იგი აკავშირებდა იმასთან, რომ მოცემული წრედის ფესვები იმყოფება დონეზე, რომელსაც იგი „ფსიქოიდურს“ უწოდებდა, პერსონალური და კოლექტიური არაცნობიერის ქვეშ, იქ, სადაც „ცნობიერება“ და „მატერია“ ჯერ კიდევ არაა დაშორებული - ტელეგრაფ: დნმ-რნმ-ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემა)-ის სამეფო მაგისტრალში, ტიმოტი ლირის მეტაფორის თანახმად.

სინქრონულობები - ესაა საიმედო მოწმობა იმისა, რომ საქმე ნეიროგენეტიკურ წრედთან გაქვთ. ერთხელ, ჩვენი „ფინეგანის სამძიმრის“ შემსწავლელი ჯგუფი ხარხარმა შეძრა, როცა ჩვენ გავიგეთ, რომ დასახელება: «Toot and Come Inn» (სასტუმრო „დარეკე და შემოდი“) - ეს არაა უბრალოდ ამერიკული მოტელების დასახელებების პაროდია, არამედ ასევე ჯოისის ერთ-ერთი კალამბურია - დაკავშირებული ტუტანჰგამონთან (ტუტ ანდ ქამ ინ). ამ მომენტში ჩემი ცოლი შემოვიდა და დაინტერესდა, რატომ ვიცინოდით. როცა ჩვენ ავუხსენით, მან გვითხრა: „ესეც თქვენი სინქრონულობა - მე ახლახანს ვუყურებდი ტელევიზორში გადაცემას ტუტანჰამონის შესახებ“.

და რა თქმა უნდა, ჯოისი ფინეგანის სიზმარში სვავს მეფე-ბიჭუნას, რადგან „ფინეგანის სამძიმრის“ ძირითად თემას, ნეიროგენეტიკური წრედის ძირითად თემას წარმოადგენს გენეტიკური მეხსიერების გადარჩენა თაობიდან თაობამდე, რაც სიმბოლიზებულია აღდგომიოს შესახებ მითით; ტუტანჰამონი ამოთხრილ (აღმდგარ) იქნა სინქრონულად „ფინეგანის სამძიმარზე“ მუშაობის დაწყებასთან ერთად.

ჯოისის სიტყვების ურთულეს თამაშში შეგვიძლია დავაკვირდეთ ნეიროგენეტიკური წრედის ლოგიკას: თესლი (გენეტიკური კოდი) და კვერცხი (უჯრედული სიბრძნე) სიგნალს აგზავნიან ზონის მიღმა; ნობელის ლაურიატის, გენეტიკოს ჰებერტ მიულერის მსგავსი მეტაფორის თანახმად, „ჩვენ ყველანი ვართ გიგანტური რობოტები, ნაწარმოებნი დნმ-ის მიერ, რათა ვაწარმოოთ დნმ“.

ინდივიდისთვის წყვეტები ჯაჭვში სიცოცხლე-სიკვდილი-სიცოცხლე-სიკვდილი-სიცოცხლე-სიკვდილი რეალური და მტკივნეულია; ნეიროგენეტიკური წრედის თესლ-კვერცხის სიბრძნისთვის არსებობს უფრო დიდი რეალობა - უწყვეტი ერთიანობა სიცოცხლესიკვდილისიცოცხლესიკვდილისიცოცხლესიკვდილი.

ნეიროგენეტიკური წრედი სავარაუდოდ განლაგებულია მარჯვენა ნახევარსფეროს ახალ ქერქში და გაჩნდა ნეიროსომატურ წრედზე უფრო გვიან, რომელიც ადგილს მარჯვენა ნახევარსფეროს ქერქის უკანა ნაწილებში იკავებს.

მეექვსე წრედის ნეიროგენეტიკური ცნობიერება საშუალებას გვაძლევს, რომ ვისაუბროთ ევოლუციის არქიტექტორთან, რომელმაც თქვენი და იმ მრავალი მილიარდი სხვა ადამიანის სხეული შექმნა, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდნენ.

როგორც ერთხელ ბაკი ფულერმა აღნიშნა, ეს „არქიტექტორი“ - დედამიწის უდიდესი ინჟინერია. ვერცერთი ადამიანი-არქიტექტორი ვერ შეედრება მის ეფექტურობას ისეთი „მარტივი“ ქმნილებების შექმნაში, როგორებიცაა ვარდი, კვერცხი, მწერების კოლონია, თევზი და ა.შ.

მისი პერსონიფიცირება თანამედროვე ტერმინებით შეიძლება, როგორც დედა-დნმ (ან მამა-დნმ). რაციონალისტი მაშინვე გააპროტესტებს, რომ მსგავსი პერსონიფიკაცია, როგორი ცხადიც არ უნდა იყოს იგი მათთვის, ვინც უშუალოდ შეეჩეხა არქიტექტორს მოცემულ წრედში, არაკანონიერია, რადგან იგი არაცნობიერია. არგუმენტი, რომელიც საპასუხოდ მოყავს მეექვსე წრედის ყველა ადეპტს ყველა კულტურასა და დროში, მდგომარეობს იმაში, რომ იგი არაცნობიერია, მაგრამ მთვრალია, და ეს სიმთვრალე ღვთაებრივ ხასიათს ატარებს.

თუკი ნაკლებად პოეტური ენით გამოვხატავთ, ვახდენთ ამ არქიტექტორის „ჰუმანიზაციას“ დიდი დედის ან დიდი მამის სახით, „ანიმალიზაციას“ ტურისთავიანი არსების სახით, მსგავსად ეგვიპტელებისა, თუ „ინსექტუალიზაციას“, ერთი აფრიკული ტომის მსგავსად, ჩოქელას სახით თუ „სპირიტუალიზაციას“ რაღაც სრულიად აბსტრაქტულის სახით, მსგავსად ინდუისტებისა ან ქრისტიანებისა, - ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში აღვწერთ ამ 3-4 მილიარდ წლიანი არსების მხოლოდ ერთ წახნაგს. მისი დნმ-ად „მოლეკულარიზებით“ ჩვენ ასევე მხოლოდ ერთ წახნაგს ვხედავთ, მაგრამ ყველაზე მოსახერხებელ წახნაგს სამეცნიერო ანალიზისთვის. ესაა ყველაფერი, რისი თქმაც შეიძლება და აუცილებელია ბიოსფეროს „სამეცნიერო-მატერიალისტურ“ ქიმიკალიზაციაზე, და ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება თავად ყოფიერის უშუალო გამოცდილებას მეექვსე წრედის იოგას, ბიოლოგიური ან ქიმიური სახით. სინამდვილეში უშუალო გამოცდილება შეიძლება დაეხმაროს და უკვე დაეხმარა ბევრ მეცნიერს, რომ ევოლუციის უფრო ფართო, უფრო ქოლისტური ხედვა მოიპოვოს, რომელიც მათ საუკეთესო ლინგვისტურ მოდელებში მესამე წრედამდე დაიყვანება. ტეიარ დე შარდენი - აი, ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მაგალითი მეცნიერისა, ვისი ევოლუციური მოდელიც გაუმჯობესებულ იქნა მეექვსე წრედის მსგავსი უშუალო გამოცდილებით.

მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ გააჩნია მეექვსე წრედის გამოცდილება - კაცობრიობის დიდი ნაწილი კი ამ წრედის ცნობიერად ჩართვის ტექნოლოგიას უახლოესი ოცი წლის განმავლობაში ისწავლის, - ამ ევოლუციურ პერსპექტივას შესაძლოა თან ახლდეს კვანტური ნახტომების სერია.

ინდივიდს შეუძლია შეცდომები დაუშვას, მათ შორის ფატალურიც. პირველი-მეხუთე წრედების ცნობიერება შორსაა შეუცდომლობისგან; ჩვენ ყველანი ვაწყდებით უსიამოვნებებს, და ზოგჯერ ისინი გვკლავენ.

გენოფონდსაც ასევე შეუძლია შეცდეს, თუმცა უფრო ნაკლებად. გენოფონდების უმეტესობათა სასიცოცხლო ვადა მრავალი ათასჯერ აჭარბებს ცალკეული ინდივიდების სასიცოცხლო ვადას. ცხადია, თუ ვიმსჯელებთ გონიერებაზე გადარჩენის უნარით, გენოფონდები - რომლებიც მრავალი მილიონი ინდივიდის სუმარულ ინფორმაციას ფლობენ, - უფრო „გონიერნი“ არიან, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული ინდივიდი, მაშინაც კი, თუ საქმე გენიას ეხება. (აინშტაინი არ იყო ისეთი ჭკვიანი, როგორც მთელი ებრაული ერი მთლიანობაში. მან შექმნა ფარდობითობის თეორია და აღმოჩნდა საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, რომ ნაცისტებს გაქცეოდა. ებრაელებმა მრავალსაუკუნიანი ისტორიის მანძილზე შექმნეს მრავალი იდეა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ფარდობითობის თეორია, და ასეულობით პოგრომი გადაიტანეს.)

სახეობა კიდევ უფრო გონიერია, ვიდრე გენოფონდი. იგი მრავალ მილიონჯერ უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ნებისმიერი ცალკეული ინდივიდი, და მრავალ ათასჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე ნებისმიერი გენოფონდი.

ბიოსფერო (გაია, დნმ-ის კოდი) უფრო გონიერია, ვიდრე ყველა ინდივიდი, გენოფონდი და სახეობა. მან გადაიტანა ყველაფერი, რაც თითქმის 4 მილიარდი წლის განმავლობაში ემართებოდა, და დროთა განმავლობაში უფრო გონიერი ხდება. იგი მიუახლოვდა უკვდავების მიღწევას; მეექვსე წრედის მეშვეობით მას შეუძლია დაინახოს საკუთარი და განსაზღვროს საკუთარი განვითარების უფრო ეფექტური მიმართულება უკეთესად, ვიდრე ოდესმე წარსულში. იგი ემზადება იმისთვის, რომ დატოვოს ეს პლანეტა და გავრცელდეს კოსმოსში.

ბეთჰოვენმა ერთხელ თქვა: „ის, ვინც ჩემს მუსიკას გაიგებს, აღარასოდეს იქნება უბედური“. მისი მუსიკა - ესაა მეექვსე წრედის სიმღერა - გაიას, სიცოცხლის სულის, რომელმაც საკუთარი თავის, საკუთარი ძალების და უსასრულო განვითარების უნარის გაცნობიერება დაიწყო.

სავარჯიშოები

1. იპოვეთ მინიმუმ 15 მსგავსება ნიუ-იორკსა (ან ნემისმიერ სხვა მეგაპოლისსა) და მწერების კოლონიას - ფუტკრების სკას ან ჭიანჭველების ბუდეს შორის. (თუ ამას ვერ მოახერხებთ, წაიკითხეთ ედვარდ ვილსონის „სოციობიოლოგია“) იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს დნმ-ის ინფორმაცია, რომელმაც ასეთი მაღალი კოჰერენტულობა და ორგანიზებულობა შექმნა პრიმატების და მწერების საზოგადოებებში.

2. წაიკითხეთ უპანიშადები, და ყოველ ჯერზე, როცა სიტყვა „ატმანი“ („სამყაროსეული სული“) შეგხვდებათ, აზრობრივად ჩაანაცვლეთ იგი „დნმ-ის პროგრამით“. გახდა თუ არა თქვენთვის გასაგები ამ უძველესი ტერმინების მნიშვნელობა?

3. მსგავსი საკითხების შესწავლა როგორც წესი იწვევს ხოლმე იუნგისეული სინქრონულობების ინიცირებას. მოინიშნეთ, ამ თავის წაკითხვიდან რამდენ ხანში მოხდება რაიმე საკვირველი დამთხვევა - თქვენ შეხვდებით დნმ-ის ასოების კომბინაციას გვერდზე მიმავალი ავტომობილის ნომრებზე. ვიღაც მოულოდნელად უპანიშადებს გაჩუქებთ, ან თანამედროვე ხატწერის ნიმუშში დაინახავთ ხატ-სახეს, რომელიც ქროულის პანს ან დიდ დედას მოგაგონებთ.

4. ახსენით მსგავსი სინქრონულობა, როცა იგი მოხდება, მესამე წრედის რაციონალისტის ენაზე - „უბრალო დამთხვევა“, ან რაღაც მაგდაგვარი.

5. ფსიქოლოგი ბარბარა ჰონეგერი სინქრონულობებს შემდეგნაირად ხსნის: ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო (სადაც ეს წრედია განლაგებული) დრო-სივრცეში იქ გადაგანაცვლებთ, სადაც სინქრონულობა ჩნდება, მაშინ, როცა რაციონალური მარცხენა ნახევარსფერო რაციონალურ მიზეზებს იგონებს იქ გასამგზავრებლად. სინქრონულობა - ესაა ენა, რომლის მეშვეობითაც მოცემული წრედი მარცხენა ნახევარსფეროსთან ურთიერთობს. ეცადეთ ახსნათ დამთხვევა ამ თეორიის გამოყენებით. რა შეტყობინების გადაცემა უნდა თქვენს მარჯვენა ნახევარსფეროს მარცხენასთვის?

6. იუნგმა და მისმა რამდენიმე მიმდევარმა (კოლმენმა, შტაიგერმა და ფიდლერმა) წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ამო წარმოადგენს დნმ-ის ამ კოლექტიური წრედის გზავნილებს მარცხენა ნახევარსფეროსადმი. რაში მდგომარეობს ამ გზავნილების აზრი? რა უნდა ამით მარჯვენა ნახევარსფეროს, რომ შეგვატყობინოს?


თავი მეცამეტე. შესავალი მეტაპროგრამირების წრედში

ადამიანის სიტუაცია თავიდანვე ტრაგიკულია. ვერც მემარჯვენე და ვერც მემარცხენე რევოლუციონერები ვერ ცვლიან ამ ძირითად დილემას. მემარცხენე ფრთის ყველაზე რადიკალურ დაჯგუფებებსაც კი არ აქვთ უკვდავების მიღწევის პროგრამა. მთელი მარჯვენ-მარცხენა ითებლიშმენტი მთლიანობაში სიკვდილისკენაა მიმართული (P.M. Esfandiary, Upwingers)

ერთხელ მე ვნახე მულტფილმი, რომელიც ნეიროლოგიური რელატივიზმის კვინტესენციად მომეჩვენა. კატა ძაღლს უახლოვდება და ეუბნება: „მიაუ“. ძაღლი დაბნეული ჩანს. კატა ეუბნება: „მიაუ!“ ძაღლი ისევ გაკვირვებული უყურებს. კატა ამჯერად უკვე უფრო გამომხატველად ეუბნება: „მიაააუ!“ როგორც იქნა ძაღლი ბედავს და პასუხობს: „გაფ-გაფ?“ კატა გაკვირვებული გვერდზე გადის და ფიქრობს: „რა შტერი ძაღლია!“

რა თქმა უნდა, ადამიანების ურთიერთობა და ჩვენი დიადი ფილოსოფიური კამათები ვერ წარიმართება ასეთ პრიმიტიულ დონეზე. რა თქმა უნდა! და მაინც...

1917 წლის მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ესპანეთის ქალაქ ფატიმაში მოხდა თანამედროვე ისტორიაში დოკუმენტურად ყველაზე კარგად დადასტურებული „სასწაულების“ სერია. როგორც ალბათ ყველამ იცით, იგი დაიწყო იმით, რომ სამმა გაუნათლებელმა გლეხმა გოგონამ ღვთისმშობელი მარიამი დაინახა. რაციონალისტი ან საერთოდ, არაკათოლიკე დიდი ალბათობით ამ შემთხვევას განიხილავდა, როგორც „უბრალო“ ჰალუცინაციას. როცა შემდგომ წვრილმანებს მოგიყვებით, მიხვდებით, რამდენად რთულია ამ მიდგომის შენარჩუნება.

ღვთისმშობელი მარიამის მეორე გამოცხადებას, რომელიც ივნისში შედგა, უკვე ორმოცდაათი მოწმე ჰყავდა. ისინი ყველანი ამტკიცებდნენ, რომ აფეთქების ხმა გაიგეს და კვამლის ღრუბელი დაინახეს (ამ და შემდეგ შემთხვევებში მხოლოდ ჩვენს მიერ ნახსენებმა სამმა გოგონამ დაინახა თავად ღვთისმშობელი). უნდა ვიფიქროთ თუ არა ამის შემდეგ, რომ იმ სამ გოგონასთან ერთად, რომელიც ჰალუცინაციებით იტანჯებოდნენ, იქვე იყო ოსტატი მასხარა კვამლის შაშხანით.

ივლისში, ღვთიუსმშობელი მარიამის მესამე ვიზიტის დროს 4500 მოწმე შეიკრიბა. მათ ყველას კვლავაც აფეთქების ხმა მოესმათ, რომელიც თან ახლდა ღვთისმშობლის გაქრობა, მათი უმეტესობა კი ასევე ამბობდა, რომ ასევე გუგუნი და ზუზუნი ესმოდათ იმ დროს, როცა ბავშვები ღვთისმშობელს ელაპარაკებოდნენ (გუგუნი და ზუზუნი ხშირად გვხვდება ამო-სთან შეხვედრის უფრო გვიანდელ მოწმობებშიც...).

13 აგვისტოს 18 ათასმა მოწმემ დანიახა ან მოეჩვენა უცნაური მოვლენების მთელი სიმფონია, ყვავილების წვიმის ჩათვლით, რომელიც ციდან ცვიოდნენ, ასევე კიდევ ერთი აფეთქება, სინათლის კაშკაშა გამობრწყინებები ღრუბლებში და მიწაზე (ჟოლოსფერი, ვარდისფერი, ყვითელი და ცისფერი), და მანათობელი სფერო, რომელიც ცაში თანამედროვე ამო-ს მსგავსად მოძრაობდა ცაში.

13 სექტემბერს დაახლოებით 30 ათასი მოწმე შეგროვდა. ყოველმა მათგანმა კვლავ დაინახა მანათობელი “amo” და კიდევ ერთი წვიმა - მაგრამ ამჯერად არა ყვავილების, არამედ მანათობელი სინათლის ბურთულების, რომლებიც ვადრნასთან ერთად პატარავდებოდნენ და მიწასთან შეხებისას „დნებოდნენ“. კარლ საგანი ამაზე გამოწევდა თავის საგულდაგულოდ გაპარსულ სახეს და საზეიმოდ განგიცხადებდათ, რომ ყველა 30 ათას მოწმეს ერთდროულად ჰქონდა ჰალუცინაცია.

Miracle of the Sun

ბოლო „სასწაულს“, რომელიც 13 ოქტომბერს მოხდა, 70 ათასი მოწმე აკვირდებოდა და თან ძალიან ახლოდან. კიდევ 30 ათასმა ადამიანმა, რომლებიც ასეულობით მილის მოშორებითიმყოფებოდნენ, განაცხადეს, რომ „ფენომენები“ დაინახეს. ზოგი ამტკიცებდა, რომ მზემ პირდაპირ მიწაზე დაეშვა, სხვები კი ამბობდნენ, რომ გაჩნდა სფერო, „უზარმაზარი და კაშკაშა, როგორც მზე“, და მიწაზე დაეშვა. ამას თან ახლდა წთელი, იისფერი, ცისფერი და ყვითელი ფერის აფეთქებები, ასევე „ღვთაებრივი“ არომატი, რომელიც ჰაერში გავრცელდა.

ამბობენ, რომ ამ მოვლენების შემდეგ „ათასობით“ ადამიანი მოექცა კათოლიციზმზე. ეს ყველაფერი რომ ნახევარი საუკუნით გვიან, 1967 წელს მომხდარიყო, ამ ადამიანთაგან ბევრი უფრო ახალ მისტიურ კულტში - კოსმიურ ძმებში შევიდოდა.

ნიცშემ ერთხელ თქვა: „ჩვენ ყველანი იმაზე დიდი მხატვრები ვართ, ვიდრე წარმოგვიდგენია“. ზემოთ მოყვანილი მაგალითების (და მთლიანობაში ამ წიგნის) ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს გაუგებარი ხუმრობა ყოველი მკითხველისთვის სრულიად გასაგები გახდეს.

მაგრამ, მაგრამ, მაგრამ - ყველა ეს 100 ათასი მოწმე, რომელმაც ფატიმაში მომხდარი ერთ-ერთი „სასწაული“ მაინც დაინახა, რა თქმა უნდა ჰალუცინაციების მსხვერპლი იყო. ეს - მსგავს მოვლენებთან მოპყრობის ყველაზე მოსახერხებელი და კონსერვატიული საშუალებაა, და აუცილებელი არაა, დოქტორ საგანის ვიწრო აზროვნება გქონდეს იმისთვის, რომ მსგავს ახსნას მიანიჭო უპირატესობა. და მაინც, თუკი 100 ათას ადამიანს შეუძლია ჰალუცინაციები ჰქონდეს ერთდროულად, და თუ, როგორც ისტორია გვარწმუნებს, მრავალ მილიონ ადამიანს შეუძლია ერთდროულად გაიზიაროს „რელიგიური“ ან პოლიტიკური შეცდომები, მხოლოდ ისეთ დოგმატიკოს ადამიანს, როგორიც საგანია, შეუძლია გაექცეს ამაღელვებელ კითხვებს საკუთარი რწმენებისა და გრძნობების საფუძვლების შესახებ.

ერთხელ კრომველმა ირლანდიელი აჯანყებულებისადმი მიმართვისას თქვა: „ქრისტეს სახელით გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის შესაძლებლობა, რომ არ ხართ მართლები“. ისტორიაში არაა მოხსენიებული ისეთი შემთხვევა, რომ კრომველს თვითონვე მიემართა ასეთი სიტყვებით საკუთარი თავისათვის.

ყოველი ჩვენგანი ჩაკეტილია საკუთარივე ტვინის მიერ შექმნილ რეალობის გვირაბში. ჩვენ ვერ „ვხედავთ“ და ვერ „ვგრძნობთ“ მას როგორც ჩვენი ტვინის მიერ შექმნილ მოდელს. ჩვენ ავტომატურად, არაცნობიერად, მექანიკურად „ვხედავთ“ და „ვგრძნობთ“ მას ჩვენს გარეთ და „ობიექტურად“ ვთვლით მას. როცა ვხვდებით ვინმეს, ვისი რეალობის გვირაბიც აშკარად განსხვავდება ჩვენისგან, ცოტათი ვშინდებით და ორიენტაციას ვკარგავთ. როგორც წესი ვთვლით ხოლმე, რომ ეს ადამიანები ან შეშლილები არიან, ან რამენაირად ჩვენს დაბოლებას ცდილობენ, და ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია.

თუმცაღა ნეიროლოგიური თვალსაზრისით ცხადია, რომ არ არსებობს ადამიანთა არცერთი წყვილი, რომლებსაც ერთნაირად ხისტი გენეტიკური პროგრამები, ერთნაირი იმპრინტები, ერთნაირი განპირობებები და სწავლის ერთნაირი გამოცდილება ექნებოდათ. ჩვენ ყველანი ცალკე რეალობებში ვცხოვრობთ. აი, რატომ ჩნდება ხშირად ჩვენს ურთიერთობებში გაუგებრობები და წყენები. მე ვამბობ „მიაუს“, თქვენ კი ამბობთ „გაფ-გაფ“-ს, და ყოველი ჩვენგანი სხვას თვლის ბრიყვად.

სტატისტიკის თანახმად, აშშ-ს 100 მილიონზე მეტ ადამიანს „სჯერა“ ამო-სი, და მინიმუმ 15 მილიონს უნახავს ისინი. იდეების, ჭორების, მითების, იმედების და ა.შ. სისტემა, რომელიც ამო-ს ფენომენის გარშემო შეიქმნა, შეიძლება იყოს იმ ცვლილებების ყველაზე ძლიერი სოციოლოგიური ფაქტორი, რომლებიც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება, როგორც ამასწინათ შენიშნა დოქტორმა ჟაკ ბალემ თავის მიმართვაში გაეროს კომიტეტისადმი, რომელიც ამო-ს ფენომენს იკვლევს.

თუკი ჩავეძიებით, ყველა კამათი ამო-ს თემაზე ორი ცენტრალური კატეგორიის გარშემო ხდება. ესაა ერთი შეხედვით უმანკო ცნებები: „შინაგანი“ და „გარეგანი“. უხეშად რომ ვთქვათ, „ამო-ს სკეპტიკოსებს“ განეკუთვნებიან ისინი, ვინც აცხადებს, რომ ამო დამკვირვებლის „შიგნით“ იმყოფება („ჰალუცინაცია“, შეცდომა და ა.შ.), ხოლო „მორწმუნეებს“ - ისინი, ვინც აცხადებს, რომ ამო დამკვირვებლის „გარეთ“ იმყოფება (ობიექტური არსებობა).

როგორც არაერთხელ გაგვაფრთხილა სემანტიკოსმა ალფრედ კორჟიბსკიმ, როცა ჩვენ ვერბალურად ვყოფთ იმას, რაც შეუძლებელია ეგზისტენციალურად გაიყოს, ამით შეცდომაში შეგვყავს ჩვენი აზროვნება. კორჟიბსკის საყვარელი მაგალითი იყო საკითხი „სივრცისა“ და „დროის“ შესახებ; საქმეში ჩვენ არასოდეს ვხვდებით მხოლოდ „სივრცეს“ ან მხოლოდ „დროს“. მაგალითად, წელიწადი განსაზღვრავს სივრცეს, რომელსაც დედამიწა კვეთს მზის გარშემო მოძრაობისას. მეორე მხრივ, სივრცე, რომელსაც დედამიწა გადალახავს მზის გარშემო ერთი ბრუნისას, გვაძლევს დროს, რომელსაც „წელიწადს“ ვეძახით. „სივრცისა“ და „დროის“ ვერბალური დაყოფა XIX საუკუნის დასასრულს ფიზიკისთვის უზარმაზარ პრობლემად იქცა, რომელმაც მრავალი პარადოქსი და წინააღმდეგობა გამოიწვია, და რომელიც აინშტაინის გენიამ გადაწყვიტა, რომელიც ამ კატეგორიების საფუძვლებს დაუბრუნდა, მიხვდა, რომ ისინი ჩვენს მიერვე იქნა შექმნილი, და კვლავ გადააწყო ფიზიკა იმ მარტივ ეგზისტენციალურ ფაქტზე, რომ ჩვენ არასოდეს ვხვდებით „სივრცეს“ ან „დროს“ ცალ-ცალკე, არამედ შეხება გვაქვს მხოლოდ განუყოფელ „სივრცე-დროით კონტინუუმთან“.

თუკი აინშტაინის ამ ოპერაციულ ორიენტაციას ამო-ს პრობლემის მიმართ გამოვიყენებთ, შევამჩნევთ, რომ ჩვენ არასოდეს გვხვდება ამო-ს შესახებ ცნობები იმ ადამიანებზე ცნობების გარეშე, ვინც მათ აკვირდებოდა. რადარების მიერ „შემჩნეული“ ამო-ც კი, ხდება ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) რადარის ოპერატორის ნერვულ სისტემაში შეფასების პროცესში.

ამგვარად, აინშტაინის და ოპერაციული მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ მივიღოთ „ამო-დამკვირვებლის“ ერთიანობა და შევწყვიტოთ მისი დაყოფა „ამო-დ“ და „დამკვირვებლად“.

„ადამიანი - ამო-ს“ კონტაქტების აღწერისას გვხვდება „უცხოპლანეტელების“ შემდეგი ტიპები:
• შავი ადამიანები, ცისფერი ადამიანები, მწვანე ადამიანები შავი სახეებით;

• თევზის ქერცლით დაფარული ადამიანები, თმიანი ჯუჯები, მელოტი ჯუჯები დიდი თავებით, უხელო ჰუმანოიდები;

• სამთათიანი ჯუჯები, რვათათიანი ჯუჯები, ადამიანები ხელების ნაცვლად მარწუხებით, ცალთვალა ადამიანები;

• ადამიანები სპოლოს ყურებით, გრძელთმიანი უსქესო ქალისმაგვარი ადამიანები, ადამიანი-მაიმუნები, ადამიანი-ფრინველები;

• რობოტები, ცილინდრისმაგვარი არსებები, რომლებიც ხელებით გადაადგილდებიან, ჯუჯები ნაცისტურ მუნდირებში;

• შიშისმომგვრელი „რუხები“, რომლებიც ადამიანებზე სექსუალურ და გენეტიკურ ექსპერიმენტებს ატარებენ.

და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია უფოლოგების ვრცელი ჩამონათვალისა.

იმ აპარატებს შორის, რომლებიც ამ უცნაურ ეკიპაჟებს მართავენ, გვხვდება სინათლის დიდი სფეროები, სინათლის პატარა სფეროები, სინათლის ნაკადები, ხომალდები მტკიცე მეტალისგან, დისკები ბრტყელი ძირით, კონუსური დისკები, მონეტისმაგვარი დისკები, გუმბათისმაგვარი დისკები, ოვალები, სფეროები, სფეროიდები, სიგარისმაგვარი მფრინავი აპარატები, კუბები, ტეტრაედრები, ნახევარმთვარეები, „კვერცხები“, წვეთები, ბუმერანგები. ესეც მხოლოდ მცირე სიაა.

„ჩვენთან მოდიან ათეულობით სხვადასხვა გალაქტიკის წარმომადგენლები“, - თქვა ოტო ბინდერმა, ამო-ს არამიწიერი თეორიის მომხრემ, როცა მას ეს სია აჩვენებს.

მთელ ამ გაუგებრობაში მხოლოდ ერთი კანონზომიერება შეიმჩნევა: ყველას, ვინც სხეულებრივად შედიოდა მათთან კონტაქტში, მნიშვნელოვნად ეცვლებოდა პიროვნება. შკალის ერთ ბოლოში იმყოფებიან პარანოიდული და შიზოფრენიული მდგომარეობები, ან მწვავე შფოთვები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ; მეორე ბოლოში - „გასხივოსნებები“, მსგავსად ბუდას, მუჰამედის, იესოს და წმ. პავლეს გასხივოსნებებისა. ამ ორ უკიდურესობას შორის ჩვენ აღმოვაჩენთ ვულგარული რელიგიურობისთვის დამახასიათებელ მძლავრ მესიანურ ფანატიზმს.

სხვა სტატისტიკური ცნობების პოვნა შეგვიძლია ლიტერატურაში. ასე, მაგალითად, ხშირადაა მოხსენიებული მოციმციმე ცეცხლი - გაიხსენეთ წმ. პავლე და ათასობით მოწმე ფატიმაში. გუგუნი და ზუზუნიც არც თუ იშვიათად გვხვდება - შამანიზმის ნებისმიერ სახეში, ფატიმას სასწაულში და ასევე ტვინის შეცვლის ისეთ რთულ სისტემაში, როგორიცაა ტიბეტური ბუდიზმი.

არ ღირს ამ ფენომენის უგულვებელჰყოფა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ირაციონალურია. და როდესაც 900 ფანატიკოსი იღებს ციანიდს პარანოიკის ბრძანებით, ეს რაციონალურია? ნაციზმი და წმინდა ინკვიზიცია - რაციონალურია? როგორც დოქტორმა ჟაკ ბალლემ თქვა გაეროს კომიტეტისადმი მიმართვაში: არსებობს ამო-ს ფენომენის მესამე ასპექტიც, რომელიც სათანადო ყურადღებას მოითხოვს... ამ მესამე ასპექტს წარმოადგენს სოციალური რწმენების სისტემა, რომელიც შექმნილია... კოსმოსიდან დამპყრობლების მოლოდინით. ეს რწმენა ქმნის ახალ რელიგიურ, კულტურულ და პოლიტიკურ კონცეფციებს, რომლებსაც სოციალური მეცნიერება ჯერ ყურადღებას არ აქცევს (კარლ იუნგმა ამოს ფენომენი მთლიანობაში და კონტაქტები კერძოდ, შეადარა „ნიშნებს და სასწაულებს“, რომლებიც თან ახლდა რომაული წარმართობის დაღმასვლას და ქრისტიანობის აღზევებას. საინტერესოა, რომ იმ დროის რაციონალისტები - სტოიკოსები, ეპიკურეელები და ფილოსოფიურ-სკეპტიკური ტრადიციის სხვა წარმომადგენლები - ისეთივე ზიზღით უყურებდნენ ქრისტიანობას, როგორითაც თანამედროვე რაციონალისტები უყურებენ ამო-ს. ისინი უბრალოდ უარს ამბობდნენ რეალური მოვლენების დანახვაზემ სანამ მათ საზოგადოებაში რეალობის ახალი გვირაბისკენ პარადიგმული გადანაცვლება არ მოხდა).

რაციონალიზმს - ფილოსოფიას, რომლის მიმართაც დიდ სიმპათიას განვიცდით, როგორც ჩამორჩენილი ნათესავისადმი, - სურს, რომ ამო-ს „მოწმეებს“ საყელოში წვდეს, ენერგიულად შეანჯღრიოს და ყურებში ჩაჰყვიროს: „ეს არასოდეს მომხდარა! - გასაგებია?“ იქნებ არ იყო, ან იქნებ, იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ამო-ზე დამკვირვებლები იმაზე უკეთესი მხატვრები არიან, ვიდრე თავად აცნობიერებენ.

ცხადია ასევე, რომ რაციონალისტიც იმაზე კარგი მხატვარია, ვიდრე აცნობიერებს. მილიონობით იმ ადამიანს შორის, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება ყოველდღე და პლანეტის ყოველ ქალაქში აქვთ, რაციონალისტმა შექმნა ცალკე რეალობა, რომელშიც მსგავსი მოვლენები არასოდეს ხდება - ყოველ შემთხვევაში მას არ ემართება.

მფრინავი ჭურჭლები და ექსტრასენსორული აღქმა (რომ არაფერი ვთქვათ ფატიმაზე და მის „სასწაულებზე“) გვეჩვენება ძალიან შორს მყოფ საკითხად პატი ჰერსტის „გადაწყვეტილებისგან“ - გამხდარიყო ბანკების მძარცველი. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ ცნობიერების ყველა უცნაურობას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.

სამზარეულოს სკამის და ატომური ენერგიის შექმნის პროცესები ისეთივე შემოქმედებითია (მხატვრულია), როგორც ის პროცესები, რომლების შედეგადაც პატი ჰერსტმა თავისი მამა საყვარელი მშობლისგან იმპერიალისტურ ღორად აქცია.

მთელი თქვენი სამყარო მსგავსადაა შექმნილი. თქვენ იმიტომ „შეეგუეთ“ სიკვდილს, რომ მთელი ცხოვრება გიმტკიცებენ, რომ ყველა კვდება. მხოლოდ ექსტრაპიული უმცირესობა, რომელთა წარმომადგენლებსაც შეგიძლიათ შეხვდეთ ყველგან, სადაც იკრიბებიან მეცნიერები, სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები, ფუტურისტები და კოსმოსის ათვისების ენთუზიასტები, ცხოვრობენ ცალკე რეალობაში, რომლის პრინციპიც ამბობს, რომ ჩვენ აღარ უნდა მივიღოთ სასოწარკვეთილების ეს აქსიომა.

ნებისმიერი ათწლეულის რევოლუციონერები შემდეგ ათწლეულში რეაქციონერებად იქცევიან, თუკი ვერ ასწრებენ თავიანთი ნერვული სისტემის შეცვლას, რადგან მსოფლიო მათ გარშემო შეიცვალა. ის, ვინც ერთ ადგილზე დგას მოძრაობის, შეჯიბრების და აჩქარების ეპოქაში, ამ ეპოქასთან მიმართებაში უკან მოძრაობს. ამრიგად, ჩვენს დროში, ოდესღაც რევოლუციურ, ახლა კი რეაქციულ „ცნობიერების მოძრაობაში“ ტარდება ასობოთ „თანატოლოგიური“ სემინარი, რომელთა მიზანიცაა შეაგუოს ადამიანი სიკვდილს. ეს სემინარები თითქმის ისევე რეაქციულია, როგორც ისინი, რომლებიც დაახლოებით 1860 წელს ტარდებოდა, შავკანიანი მოსახლეობის მონობისთვის შესაგუებლად.

„ცნობიერების მოძრაობის“ მხოლოდ ერთი ტოტი, ლეონარდ ორრის თეტა-სემინარები გვამზადებენ მართლა მომავალი უკვდავებისთვის.

სავარჯიშოები

1. იყიდეთ «Christian Science Sentinel»-ის ნომერი და წაიკითხეთ ყველა ინფორმაცია რწმენით განკურნების შესახებ ბოლო თვის განმავლობაში. შეამჩნევთ, რომ „სასწაულებრივი“ განკურნების ყოველი შემთხვევა დაკავშირებულია სწორ სწავლებასთან, რომელიც გადმოცემულია იესო ქრისტესა და მერი ბეიკერ ედის მიერ.

2. შეიძინეთ ანთროპოლოგ ვესტონ ლებარის წიგნი «პეიოტის კულტი», რომელიც ამ ეფექტებს თვითშთაგონებას მიაწერს.

3. წაიკითხეთ ჟურნალ „Brain/Mind Bulletin”-ის არც ისე ძველი ნომერი და დარწმუნდით, რომ იქ მუდმივად მოხსენიებული მსგავსი განკურნების შემთხვევები დაკავშირებულია თავის ტვინზე ენდორფინების ზემოქმედებასთან.

4. მოწმეებმა მისცეს ჩვენება, რომ ჯიმ ჯონსი (ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა პროფესიონალი რწმენით-მკურნალი) ცალკეულ შემთხვევებში იყენებდა „დამხმარეებს“ - ადამიანებს, რომლებიც ჯერ ავადმყოფებად აჩვენებდნენ თავს, შემდეგ კი განკურნებულებად - რათა საჭიროებისამებრ განეწყოთ აუდიტორია. გადაიკითხეთ სასწაულების ყველა აღწერა ახალ აღთქმაში და რიგრიგობით გაატარეთ ისინი შემდეგ ფილტრებში: იესოს სწორი მოძღვრება ჰქონდა; იესო თვითშთაგონებას იყენებდა. ტანჯულების ტვინებში ენდორფინები გამოიყოფოდა, როცა იესო მათ პოზიტიურ განწყობას სთავაზობდა; იესო თაღლიტი იყო და „დამხმარეებს“ იყენებდა. რადგან თქვენ არ იყავით იქ მომხდარი მოვლენების უშუალო მოწმე, რაზე გელაპარაკებათ უფრო მეტად თქვენს მიერ არჩეული თეორია ან მათი კომბინაციები - იესოზე თუ თქვენს საკუთარ საყვარელ რეალობის გვირაბზე?

5. გიცდიათ თუ არა როდესმე ნამდვილად შეგესრულებინათ ჩვენი სავარჯიშო: „ახლა მე შემიძლია აღვემატო ყველა ჩემს წარსულ იმედებს და მისწრაფებებს?“ სცადეთ! ამავდროულად ეცადეთ შეასრულოთ შემდეგი განწყობა: „მე შემიძლია გავხდე ყველაზე უფრო ჯანმრთელი, ვიდრე ოდესმე აქამდე ვყოფილვარ“.


თავი მეთოთხმეტე. მეტაპროგრამირების წრედი

ადამიანმა არ უწყის საკუთარი არსებისა და საკუთარი ძალების ბუნების შესახებ. მისი შეზღუდულობის შესახებ იდეაც კი მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება. მაშ, რატომ უნდა დაუწესოს თეორიული საზღვრები იმას, რაც შეუძლია გახდეს, ან გააკეთოს? (ალისთერ ქროული, „მაგია“)

ალფრედ კორჟიბსკის თანახმად, ნებისმიერი „იდეა“, ან მენტალური მდგომარეობა წარმოადგენს ტვინის წრედს, რომლის გაანალიზებაც თავად ტვინს შეუძლია, და ამით ქმნით იდეას იდეის შესახებ, ანუ მენტალურ მდგომარეობას მენტალური მდგომარეობის შესახებ. ამ პროცესს არ გააჩნია არც თეორიული და არც რეალური საზღვრები; სწორედ ესაა ის „შინაგანი უსასრულობა“, რომლებზეც მისტიკოსები საუბრობენ.

ჯონ ლილი შემდეგს ამტკიცებს: „ის, რაც გონების სფეროში ჭეშმარიტად ითვლება, არის ან ხდება ჭეშმარიტი გამოცდილებით და ექსპერიმენტით განსაზღვრულ საზღვრებში. ეს საზღვრები წარმოადგენენ რწმენა-წარმოდგენებს, რომლებიც მოგვიანებით ასევე გადალახულ იქნება. გონების სფეროში არ არსებობს საზღვრები“.

ცნობიერება და მისი შემადგენელი ფუნქციურად იდენტურნი არიან: ჩემი ცოლი მხოლოდ ჩემთვის არსებობს, ჩემს ტვინში. რადგან არ ვარ სოლიფსისტი, პირიქითაც ვამბობ: მე მხოლოდ მისთვის ვარსებობ, მხოლოდ მის ცნობიერებაში. იმისთვის, რომ მკითხველმა ბაირონის ან ვორდვორტის მსგავსად არ წამოიძახოს: „მინდა, რომ მან ახსნას თავისი ახსნები!“, ვცადოთ ასე: თუ მე ბედნიერება მხვდა წილად, რომ ვუსმენდე „ჰამერკლავირის“ (Hammerklavier) სონატა და ამ დროს უეცრად მეკითხებით: „ვინ ხარ?“, ერთადერთი სწორი პასუხი ჩემი მხრიდან იქნება, რომ ამ სონატიდან მელოდია გიმღეროთ. ასეთი კლასის მუსიკის მოსმენისას ადამიანი ადამიანი აღტაცებული ყურადღების ჰიპნოტურ მდგომარეობაში ვარდება: მისთვის ქრება განსხვავება ცნებებს შორის: „მე“ და „ჩემი გამოცდილება“.

როცა ღრმა მედიტაციაში საკუთარ თავზე ვფიქრობ, მე - ეს მე ვარ; როცა ვფიქრობ საკუთარ თავზე და თქვენზე, მე - ეს მე და თქვენ ვარ; როცა მხოლოდ თქვენზე ვფიქრობ, მე უკვე აღარ ვარ; როცა ღმერთზე ვფიქრობ, მე - ღმერთი ვარ. როგორც დახუჭული, ასევე გახელილი თვალებით ერთი და იგივეს ვხედავ: ტვინის წრედებს.

მათემატიკოსმა ჯონ უ. დიუნმა ეს საკითხი იგავად აქცია. მხატვარმა, რომელიც გაიქცა ფსიქიატრიულიდან რომელშიც (სამართლიანად თუ უსამართლოდ) განამწესეს, გადაწყვიტა დაეხატა ველი, რომელზეც აღმოჩნდა. როცა დაამთავრა, მიხვდა, რომ რაღაც აკლდა, კერძოდ - თავად ის, და მისი ტილო, რომლებიც ველის ნაწილს წარმოადგენდნენ. მან ხელახლა დაიწყო ხატვა და ველში საკუთარი თავი და ტილოც გამოსახა. როცა კვლავ ფილოსოფიურად მიუდგა, მიხვდა, რომ რაღაც კვლავაც აკლდა: კერძოდ, ის და ტილო, რომელზეც გამოხატავდა საკუთარ თავს და ტილოს ველზე. მან მესამედ გადახატა ნახატი... შემდეგ მეოთხედ... და ასე უსასრულობამდე.

ეს გვაგონებს ეშერის ნახატებს, ან ძველ იგავს ფერმერზე, რომელიც ბაზარში ათი ვირით წავიდა, რომელთაგანაც ერთ-ერთზე თვითონ იჯდა. რაღაც დროის შემდეგ გადაწყვიტა შეემოწმებინა, ხომ არ დაიკარგა ერთ-ერთი ვირი, და მათი გადათვლა დაიწყო. ვირები მხოლოდ ცხრანი აღმოჩნდნენ. შეშფოთებული ჩამოქვეითდა და სათითაოდ მოიარა ყველა ვირი. ახლა ისინი ათნი იყვნენ. შემდეგ კვლავ შეჯდა ერთ-ერთ ვირზე და იარა, სანამ კვლავ არ დაეჭვდა, და კიდევ არ გადათვალა ვირები... ისინი მხოლოდ ცხრანი იყვნენ. იგი კვლავ ჩამოქვეითდა და ყურადღებით გადათვალა ისინი, სანამ არ დარწმუნდა, რომ ათნი იყვნენ. პროცესი მანამდე მეორდებოდა, სანამ ეს ამოცანა შემდეგნაირად არ გადაწყვიტა: ერთ-ერთი ვირი მხრებზე შეისვა და დანარჩენი ცხრა თავის წინ გაირეკა.

„გაქრობადი ვირის“ ფოკუსი იგივეა, რაც იდეები შესახებ იდეებისა შესახებ იდეებისა, ნახატები ნახატებზე, ნახატებზე და ა.შ. გაქრობადი ვირი - ესაა ნერვული სისტემის მეტაპროგრამირების წრედის სიმბოლო.

მეტაპროგრამირების წრედი - გნოსტიციზმში ცნობილია, როგორც „სამშვინველი“ (soul), ჩინეთში, როგორც „არა-გონება“ (უ-სინი), ტიბეტურ ბუდიზმში, როგორც სიცარიელის თეთრი სინათლე, ინდუიზმში შივა-დარშანა. ჭეშმარიტი ინტელექტუალური ცენტრი გურჯიევთან - წარმოადგენს უბრალოდ ტვინს, რომელშიც თვით-ცნობიერებამ გაიღვიძა. მხატვარი, რომელიც თავის ნახატში ხედავს საკუთარ თავს, რომელიც საკუტარ თავზე მომზირალ საკუთარ თავს უყურებს... ძენური მეტაფორის თანახმად, ესაა სარკე, რომელიც ყველაფერს ირეკლავს, მაგრამ არაფერთან არაა მიჯაჭვული. ესაა ცნობიერების სარკე, რომელმაც იცის, რომ ყოველთვის შეუძლია აირეკლოს რაღაც სხვა, თუკი არეკვლის კუთხეს შეიცვლის.

ამ თეორიის მათემატიკური ანალიზი მოყვანილია ჯონ სპენსერ ბრაუნის წიგნში „ფორმის კანონები“; მისი ანალოგი, რომელიც აწყობილია კურტ გიოდელის ნაშრომებზე, ბახის მუსიკის ილუსტრაციებისა და ეშერის ფერწერის გამოყენებით, გვხვდება ჰოფშტედერის (Douglas Hofstadter) წიგნში: „გიოდელი, ეშერი, ბახი“.

მსოფლიო ოკულტური ლიტერატურის დიდი ნაწილი - თუკი არ გავითვალისწინებთ მის 95%-ს, რომელიც სრული სისულელეა, - შედგება ტრიუკებისგან, მისტიფიკაციებისგან და თამაშებისგან (რომლებსაც ინდუისტები უწოდებენ უპაიას, „გონივრულ მეთოდებს“), რომლებიც განკუთვნილნი არიან მეტაპროგრამირების ცნობიერების ჩასართავად. ტაქტიკა, როგორც წესი, მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეს იმდენ ხანს ატარებენ „რობინ ჰუდის ბეღელის“ გარშემო, სანამ არ გააცნობიერებს, რომ მან თავად შექმნა ეს ბეღელი.

მაგალითად, კალიფორნიელ ოკულტისტებს აქვთ ერთი პოპულარული თამაში - არ ვიცი, ვინ მოიგონა იგი, - რომელშიც არსებობს ჯადოსნური ოთახი, რომელიც ძალიან მოგვაგონებს ჩვენ მიერ განხილულ სიამოვნებების სახლს, იმის გამორიცხვით, რომ ამ ჯადოსნურ ოთახში ყოვლისმცოდნე კომპიუტერი იმყოფება.

იმისთვის, რომ ამ თამაშში ჩაერთოთ, თქვენ უბრალოდ აკეთებთ საკუთარი თავის „ასტრალურ პროექციას“ ჯადოსნურ ოთახში. არ მკითხოთ, რას ნიშნავს გამოთქმა - „ასტრალური პროექცია“, და ნუ ჩათვლით ამას მეტაფიზიკად (წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ამოცანის გადაჭრა ან შეუძლებელი გახდება, თუ მატერიალისტი ხართ, ან მეტისმეტად რთული, თუ მისტიკოსი ხართ). უბრალოდ მიიღეთ, რომ ესაა gedankenexperiment, “გონების თამაში“. წარმოისახეთ საკუთარი თავი ამ ჯადოსნურ ოთახში და მკაფიოდ წარმოიდგინეთ ყოვლისმცოდნე კომპიუტერი, თქვენი აზრით საჭირო ნებისმიერი დეტალის გამოყენებით, რათა მსგავსი სუპერპროცესორი თქვენი წარმოსახვისთვის რეალური გახადოთ.

ამ ასტრალურ კომპიუტერთან ურთიერთობისთვის თქვენ არ გჭირდებათ რაიმე ცოდნა პროგრამირებაში. იგი არსებობს მომდევნო ასწლეულის დასაწყისში; თქვენ გაგიმართლათ და შეგიძლიათ მისი გამოყენება დროში მოგზაურობის წყალობით, თუკი ეს მეტაფორა გამოგადგებათ. კომპიუტერი ისეა მოწყობილი, რომ დაუყოვნებლივ რეაგირებს ადამიანის თავის ტვინის ტალღებზე, „აღრიცხავს“და შიფრავს მათ მნიშვნელობას. (მსგავსი კომპიუტერების ძალიან არასრულყოფილი პროტოტიპები ახლაც არსებობენ). ამრიგად, იმყოფებით რა ამ ჯადოსნურ ოთახში, თქვენ შეგიძლიათ კომპიუტერს ნებისმიერი კითხვა დაუსვათ, მათი უბრალოდ აზრობრივად ფორმულირებით. იგი წაიკითხავს თქვენს აზრებს და ლაზერული სხივის მეშვეობით მოახდენს თქვენს ტვინში სწორი პასუხის პროეცირებას.

არსებობს მხოლოდ ერთი პატარა პრობლემა. ეს კომპიუტერი მეტისმეტად მგრძნობიარეა ტვინის ნებისმიერი ტალღისადმი. თუკი თქვენს აზრებში ოდნავი ეჭვები მაინცაა, იგი მათ აღიქვამს, როგორც ნეგატიურ ბრძანებებს, რომლებიც ნიშნავს: „არ უპასუხო ჩემს კითხვებს“. ამიტომ საჭიროა მარტივი კითხვებით დაწყება. თხოვეთ მას, რომ არქივებიდან სკოლაში თქვენი მეორე კლასის მასწავლებლის სახელი ამოქექოს. (თითქმის ყველას ახსოვს პირველი კლასის მასწავლებლის სახელი - კვლავაც იმპრინტული მოწყვლადობის გამო, - მაგრამ მეორე კლასის მასწავლებელი, როგორც წესი გვავიწყდება.)

როცა კომპიუტერი თქვენი მასწავლებლის სახელს გიპოვნით, სცადეთ, დაუსვათ მას უფრო რთული, მაგრამ არა ძალიან რთული კითხვა. მანქანის დაბნევა ადვილია, მაგრამ ეს თქვენს ინტერესებში არ შედის. თქვენ გინდათ გაიგოთ, რამდენად კარგად შეგიძლიათ, რომ ამუშავოთ იგი.

ჭკვიანური მიდგომა იქნება, თუ კითხვებს თანმიმდევრულად დაუსვამთ, და არა ყველას ერთად, რადგან აზრების სწორად აღსაქმელად ჯადოსნურ კომპიუტერს თქვენგან კონცენტრაცია სჭირდებათ. ნუ გაფლანგავთ თქვენი წარმოსახვის შესაძლებლობებს უკვე პირველი ცდებიდანვე.

რამდენიმე მარტივი ექსპერიმენტის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო საინტერესო პროგრამებზე. იფიქრეთ ადამიანზე, რომელიც თქვენში ისეთ ნეგატიურ გრძნობებს იწვევს, როგორებიცაა სიბრაზე, იმედგაცრუება, სიძულვილი, ეჭვიანობა ან ნებისმიერი სხვა, რომლებიც ხელს უშლიან თქვენი პირადი ბიოკომპიუტერის მუშაობას. თხოვეთ ჯადოსნურ კომპიუტერს, რომ ამ ადამიანის ქცევა აგიხსნათ; რათა ამ ადამიანის რეალობის გვირაბში მოგათავსოთ იმ დროით, რა დროც დაგჭირდებათ იმის გასაგებად, თუ როგორ ხედავს იგი სამყაროს. აუცილებლად გაარკვიეთ, როგორ გხედავთ ეს ადამიანი თქვენ.

როგორც პოეტმა რობერტ ბერნსმა თქვა: „ეჰ, თქვენ რომ შეგეძლოთ საკუთარ თავში დაინახოთ ის, რასაც სხვები ხედავენ... ო, რა მომთმენნი და მოკრძალებულნი გავხდებოდით!“ კომპიუტერი ამ სამუშაოს თქვენს ნაცვლად ასრულებს; მაგრამ მზად იყავით გარკვეული უსიამოვნო შოკისთვის.

ამ სუპერ-ტვინმა ასევე შეიძლება გითხრათ იდეები, რომლებიც თქვენთვის გაუგებარი, პარადოქსული და იდუმალი იქნება. ასე რომ, ექსპერიმენტები ამ კომპიუტერთან შეგიძლიათ დაიწყოთ თხოვნით, რომ აგიხსნათ ამ წიგნის ზოგიერთი გამოთქმა, რომლებიც გაუგებრად ან ნამეტანი-ჭკვიანურად გეჩვენებათ - „ჩვენ უფრო მეტად ვართ მხატვრები, ვიდრე გვგონია“, ან „რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს“, ან „ცნობიერება და მისი შემადგენელი - ფუნქციურად იდენტურნი არიან“.

ეს კომპიუტერი ბევრად უფრო სრულყოფილი და მძლავრია, ვიდრე ნეიროსომატური წრედის ნეტარების მექანიზმი. მას გააჩნია შეუზღუდავი წვდომა ყველა ადრეულ, პრიმიტიულ წრედზე და პრიორიტეტით ნებისმიერ მათგანს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ თუკი ამ კომპიუტერში მეტაპროგრამირების ბრძანებას შეიყვანთ, იგი ყველა დაბალ წრედში შეიყვანს მას და გააუქმებს მის ყველა საწინააღმდეგო პროგრამას, რომელიც წარსულში დაიწყო. მაგალითად, სცადეთ შეიყვანოთ მასში მეტაპროგრამირების შემდეგი პროგრამები:

1. მე ვმართავ ჩემს სხეულს.
2. მე ვმართავ ჩემს წარმოსახვას.
3. მე ვმართავ ჩემს მომავალს.
4. ჩემი ცნობიერება სავსეა სილამაზით და ძალით.
5. მე მომწონს ადამიანები, ადამიანებს კი - მე მოვწონვარ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ეს კომპიუტერი მხოლოდ რამდენიმე ათწლეულით უსწრებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამიტომ ჯერ არ შეუძლია თქვენი „ბრძანებების“ გაგება, თუკი მათში მცირე ეჭვის წილი მაინცაა. ეჭვები ცალსახად აღიქმება მის მიერ, როგორც ბრძანების შესრულების აკრძალვა. ყოველთვის იმით დაიწყეთ, რისაც მტკიცედ გჯერათ, და მხოლოდ მაშინ გააფართოვეთ რწმენის სფერო, როცა თქვენს მიერ მიღებული შედეგები საშუალებას მოგცემენ, გადახვიდეთ თქვენი წარსული რეალობის გვირაბების უფრო არსებითად შეცვლისკენ.

ამაშია - კიბერნეტიკული ცნობიერების არსი: პროგრამისტი იქცევა თვითპროგრამისტად, თვით-მეტაპროგრამისტად, მეტა-მეტაპროგრამისტად და ა.შ. „ზუსტად ისევე, როგორც მეორე წრედის ემოციური იძულება გვეჩვენება პრიმიტიულად, მექანიკურად და ბოლოს, ბრიყვულად - ნეიროსომატურ ცნობიერებას, სწორედ ასევე, მესამე წრედის რეალობის რუკები სასაცილოდ, ფარდობითად და თამაშისმაგვარად ეჩვენება მეტაპროგრამისტს.

„რაზეც არ უნდა თქვათ - „არის“, იგი სინამდვილეში ასეთი არ არის“, - უსასრულოდ იმეორებდა სემანტიკოსი კორჟიბსკი თავის სემინარებზე, ცდილობდა რა აეხსნა, რომ მესამე წრედის სემანტიკური რუკები არ წარმოადგენენ ტერიტორიებს, რომლებიც წარმოუდგენიათ; რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი რუკების რუკები, გადახედვების გადახედვები, მეტა-მე-ები მე-ებისგან.

„ნეტი, ნეტი“ (არც ეს, არც ეს), - ტრადიციულად პასუხობენ ინდუისტი მასწავლებლები კითხვაზე, თუ რა არის „ღმერთი“ ან „რეალობა“.

იოგები, მათემატიკოსები და მუსიკოსები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მეტაპროგრამირებადი ცნობიერების განვითარებისკენ, ვიდრე კაცობრიობის სხვა წარმომადგენლები. კორჟიბსკი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ მათემატიკური აპარატის გამოყენება ძალიან სასარგებლოა ამ წრედის განვითარებისთვის, რადგან როდესაც თქვენს გონებაზე ფიქრობთ, როგორც გონებაზე გონების შესახებ, რომელიც აკვირდება გონებას, როგორც გონებას, და გონების შესახებ, რომელიც აკვირდება გონებას, რომელიც აკვირდება გონებას, როგორც გონებას, თქვენ უახლოვდებით მეტაპროგრამირების არსის გაგებას. „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ - შესანიშნავი მეგზურია მეტაპროგრამირების წრედისკენ (ეს წიგნი დაწერილია მათემატიკური ლოგიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიერ), და ალისტერ ქროული ტყუილად არ მოითხოვდა მის ცოდნას ყველასგან, ვინც იოგას შეისწავლიდა.

რ. ბაკმინსტერ ფულერს თავის ლექციებში შემდეგი ილუსტრაცია მოჰყავს მეტაპროგრამირების წრედისთვის: სამყაროს ზომებთან შედარებით ჩვენ თავს პაწაწინებად ვგრძნობთ, მაგრამ პაწაწინებს წარმოადგენენ მხოლოდ ჩვენი სხეულები (აპარატული უზრუნველყოფა). ჩვენი გონება (პროგრამული უზრუნველყოფა) თავის თავში მოიცავს მთელ სამყაროს მოიცავს მისი შეცნობის აქტში.

ევოლუციურ პლანში მეშვიდე, მეტაპროგრამირების წრედი ყველაზე ახალგაზრდაა და სავარაუდოდ თავის ტვინის შუბლის წილებშია განლაგებული. აი, რატომაა, რომ ინდუიზმში მისი აქტივაციის ტრადიციული სავარჯიშო მდგომარეობს ცნობიერების კონცენტრირებაში შუბლის ცენტრზე - საათობით, დღეობით, წლობით, სანამ თქვენში მეტაპროგრამისტი არ გაიღვიძებს და სანამ არ დაიწყებთ უსასრულო რეალობების აღქმას და შექმნას იმ ადგილას, სადაც მანამდე მხოლოდ სტატიკური, ციხის კამერის მსგავსი „რეალობა“ იყო, რომელშიც გამოკეტილი იყავით.

როგორც უკვე ვახსენეთ, გნოსტიკოსებთან ამ წრედს შეესაბამება „სამშვინველი“ - რომელიც „მე“-სგან განსხვავდება. „მე“ მყარად ფიქსირებულად წარმოუდგენიათ ხოლმე, მაგრამ ეს ასე არაა. თქვენს „მე“-ს ნებისმიერ მომენტში ის წრედი წარმოადგენს, რომელიც თქვენში დროის ამ მომენტში დომინირებს. თუკი პისტოლეტს მოგიშვერთ, მაშინვე პირველ წრედში გადახვალთ, და ეს იქნება თქვენი „მე“ ამ მომენტში. მაგრამ თუ თქვენ სექსუალურ ლტოლვას განიცდით ვინმესადმი, ამ დროს მეოთხე წრედში გადადიხართ, და ეს იქნება თქვენი „მე“ ამ ლტოლვის ორგანულ დაკმაყოფილებამდე (ან იმედგაცრუებამდე). შესავალი სავარჯიშოების უმეტესობის აზრი სუფიზმში და გურჯიევთან იმაში მდგომარეობს, რომ გააღვიძოს თქვენში იდეა, რომ „მე“ არაა მუდმივი, არამედ მუდმივად დრეიფს განიცდის სხვადასხვა წრედების იმპრინტებს შორის.

მეშვიდე წრედის „სამშვინველი“ მუდმივია, რადგან ის, როგორც ჩინელები ამბობენ, ცარიელი ანუ უფორმოა. იგი თამაშობს ყველა იმ როლს, რასაც თქვენ თამაშობთ, - ორალურად დამოკიდებული ბავშვის, ემოციური ტირანის, ცივი რაციონალისტის, რომანტიული მომნუსხველის, ნეიროსომატური მკურნალის, ნეირო-გენეტიკური ევოლუციური წინასწარმეტყველის, - მაგრამ არ წარმოადგენს არცერთ მათგანს. იგი პლასტიკურია, უფორმოა, რადგან იგი - ეს ყველა ფორმაა. ესაა - დაოსების „შემოქმედი სიცარიელე“.

თუ ეს ყველაფერი სისულელედ გეჩვენებათ, არ შეშინდეთ: მოცემულ დონეზე ეს გარდუვალია. როგორც ლუის მორგანმა შენიშნა, ლინგვისტიკის წიგნებში ყოველთვის არის მომენტი, რომლიდან დაწყებულიც - ტექსტი სრულიად გაუგებარი ხდება და უაზრობად იქცევა.

მორგანის აზრით იგივეა დამახასიათებელი თანამედროვე მათემატიკისთვისაც:

ერთხელ ჩემი პაციენტი, ცნობილი მათემატიკოსი ცდილობდა ჩემთვის გიოდელის თეორემა აეხსნა, მაგრამ იმ დროს, როცა ვუსმენდი და კეთილგანწყობის ნიშნად თავს ვუქნევდი... ჩემს თავში ეს ყველაფერი უეცრად ნონსენსად იქცა.

ეს ხდება ლინგვისტიკაშიც და მათემატიკაშიც, რადგან ეს ხდება თავად ცნობიერებაში. ენა და მათემატიკა - მხოლოდ ცნობიერების მოდელებია.

„ცნობიერება“ - ესაა სამყაროს მიერ საკუთარი თავის დასანახად შექმნილი ინსტრუმენტი; მაგრამ მას არასოდეს შეუძლია საკუთარი თავის მთლიანობაში დანახვა იმავე მიზეზით, რომლითაც ჩვენ ჩვენი ზურგის დანახვა არ შეგვიძლია (სარკეების გამოყენების გარეშე). ან, როგორც ალან უოტსს უყვარდა თქმა, იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ენას არ შეუძლია გემო გაუსინჯოს ენას.

იდეები იდეებზე - მათემატიკა მათემატიკაზე (გიოდელი) - ენა ენაზე - ცნობიერება ცნობიერებაზე... მთელ მეშვიდე წრედს მთლიანობაში მივყავართ იქამდე, რასაც ჰოფშტადერი უცნაურ მარყუჟებს უწოდებდა. ზღაპრული ფრინველის - კო-კო-ს მსგავსად ჩვენ საკუთარ კუდს დავდევთ, მაგრამ ამ ფრინველისგან განსხვავებით, ჩვენ არასოდეს ვასრულებთ ამ პროცესს საკუთარი შიგნეულობის შეჭმით და გაქრობით. ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ეს-ესაა ისეთ აშკარა თვითგანადგურებამდე მივალთ, და ვწყვეტთ, რომ ის, რაზეც ვფიქრობდით, ვკითხულობდით ან აღვიქვამდით, - „სისულელეა“.

ეს არაა სისულელე. უბრალოდ უსასრულობას ვაწყდებით იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდით მასთან შეხვედრას - ჩვენ საკუთარ მარტოსულ „მე“-ებში.

ფიზიკოსები, ლინგვისტები, მათემატიკოსები და ფსიქოლოგები - ყველანი შეიკრიბნენ სარკეების ამ მეტამაპროგრამირებელ დარბაზში, სადაც შრედინგერმა ადემონსტრირა, რომ კვანტური მოვლენები არ არიან „ობიექტურნი“ ნიუტონისეული თვალსაზრისით. მას შემდეგ უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც ფიზიკოსები ცდილობენ ააგონ სისტემა, რომელიც ამ უცნაური მარყუჟიდან გამოიყვანდა მათ. მათი ძალისხმევის შედეგები ისეთივე სასაცილოა, როგორც ძენური კოანი.

ნილს ბორმა, მაგალითად, შემოგვთავაზა კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, რომელშიც უბრალოდ ნათქვამია, გიოდენის სტილში, რომ ჩვენი განტოლებები სინამდვილეში არ აღწერენ სამყაროს. ისინი აღწერენ მხოლოდ ჩვენს მენტალურ პროცესებს, რომლებიც სამყაროს აღსაწერად გვჭირდება. ამასთან შეკამათება ძნელია; ეს წიგნი წარმოადგენს ფსიქოლოგიის კოპენჰაგენურ ინტერპრეტაციას, და მისი შექმნისთვის ავტორი მთლიანად უნდა უმადლოდეს დოქტორ ბორს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით უცნაურ მარყუჟში, და ფიზიკოსების უმეტესობა მისგან გამოსვლას ცდილობს.

დოქტორმა ჯონ ფონ ნეიმანმა დაამტკიცა, რომ გამოსავალი არ არსებობს. ტექნიკაში ეს მტკიცებულება ცნობილია, როგორც უსასრულო რეგრესის ფონ ნეიმანის კატასტროფა. იგი აჩვენებს, რომ ნებისმიერ მოწყობილობას, რომელსაც პირველი უცნაური მარყუჟიდან (ობიექტურობის კოპენჰაგენისეული ნგრევიდან) გამოვყავართ, უბრალოდ მეორე უცნაური მარყუჟისკენ მივყავართ; ხოლო ნებისმიერ გამოსვლას ამ უცნაური მარყუჟიდან, მივყავართ მესამე უცნაური მარყუჟისკენ; და ა.შ. უსასრულობამდე. დღემდე ყველა ცდილობს ფონ ნეიმანის უარყოფას, მაგრამ უშედეგოდ.

«მე არ შემიძლია გამოსვლა — ჩემი რქები კარში არ გამოეტევა…»

მეტაპროგრამირების წრედი - ხაფანგი არაა. როგორც ჯოისი იტყოდა, იგი მხოლოდ საშინლად წააგავს ასეთს. უბრალოდ მიიღეთ, რომ სამყარო ასეა მოწყობილი, რომ შეუძლია საკუთარი თავის დანახვა, და რომ ეს რეფლექსირებადი რკალი ჩაშენებულია ჩვენს შუბლის წილებში ისე, რომ ცნობიერება თავის თავში მოიცავს უსასრულო რეგრესიებს და ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, - ესაა იმ საკუთარი მოდელების დამუშავება, რომლებიც საკუთარ მოდელებს ამუშავებენ...

მაშ, გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მოდუნება და სანახაობით ტკბობა იქნება.

ინდუისტები ამას შივა-დარშანას, ან ღვთაებრივ ცეკვას უწოდებენ. თქვენ ჯერ კიდევ ცხოვრებაში ხართ, ან ცხოვრებაა თქვენში, მაგრამ რამდენადაც ყველა საგანმა უსასრულობის ასპექტი შეიძინა, განსაკუთრებით „თქვენ“, მთელი ამ აბურდული მოდელების დამკვირვებელ-შემოქმედებმა, საზღვრები უკვე აღარ არსებობს. მაშინ ერთადერთი გონივრული მიზანი იქნება - ააგოთ მომდევნო კვირას უფრო ფართო, უფრო საინტერესო, უფრო სექსუალური, უფრო ოპტიმისტური და მთლიანობაში ნაკლებად მოსაწყენი რეალობის გვირაბი, ვიდრე უწინდელები. და როდესაც ააგებთ გონების ამ უფრო ფართო, უფრო საინტერესო, უფრო ბედნიერ სამყაროს, შემდეგ თვეში ააგეთ კიდევ უფრო უკეთესი.

სავარჯიშოები

1. თუკი ყველაფერი, რისი გაგებაც შეგიძლიათ, თქვენი ტვინის პროგრამების მუშაობით განისაზღვრება, მაშინ მთელი თქვენს მიერ აღქმული სამყარო თქვენივე თავში იმყოფება. ეცადეთ შეინარჩუნოთ ეს მოდელი მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. დააკვირდით, რამდენად ხშირად უბრუნდებით სამყაროს თქვენს გარეთ შეგრძნებას.

2. შეაფასეთ განათლებული მკითხველის რწმენა-წარმოდგენების სისტემა, ანუ რეალობის გვირაბი 1200 წლის წინ - 798 წელს. რამდენად „რეალურია“ ის გვირაბი დღეს? რამდენად უცნობი ან წარმოუდგენელი იყო ჩვენი რეალობის გვირაბი იმ დროში?

3. შეაფასეთ განათლებული მკითხველის რწმენა-წარმოდგენების სისტემა, ანუ რეალობის გვირაბი 1200 წლის შემდეგ - 3198 წელს. რამდენად „რეალური“ იქნება ჩვენი რეალობის გვირაბი? რამდენად უცნობი ან წარმოუდგენელია 3198 წლის რეალობის გვირაბი ჩვენთვის?

4. გადაიკითხეთ მოსეს შეხვედრის ისტორია „ყოფიერთან“ ბიბლიური „გამოსვლის“ წიგნში. ეცადეთ დაასაბუთოთ თეორია, რომლის მიხედვითაც მოსე საკუთარ მეტაპროგრამირების წრედს ელაპარაკებოდა.


 

cxr2

თავი მეთხუთმეტე. სხვადასხვა მოდელები და სხვადასხვა ქაოსები

როცა პარადიგმის შეცვლა ხდება - ანუ როცა საგნების და მოვლენების სხვაგვარად ხედვას ვიწყებთ, - ხდება მთელი სამყაროს ხელახლა გადაწყობა. ჩვენი „ცოდნები“ - ესაა ის, რაც ჩვენს ტვინებშია, ამიტომ ის, რასაც თქვენ აღიქვამთ (თქვენი ინდივიდუალური რეალობის გვირაბი), მხოლოდ აზრებისგან შედგება - როგორც 1819 წელს ჰემფრი დეივიმ შენიშნა, როცა საკუთარ თავზე ჩაატარა ექსპერიმენტი ნიტროქსიდით, და როგორც ბუდამ შენიშნა, რომელიც მარტოობაში იჯდა, სანამ მისი სოციალური იმპრინტები არ ატროფირდნენ და არ მოკვდნენ.

კოპერნიკის რევოლუცია ასტრონომიაში, დარვინის რევოლუცია ბიოლოგიაში, კვანტური და რელატივისტური რევოლუციები ფიზიკაში თავის დროზე არანაკლებ შოკისმომგვრელნი იყვნენ, ვიდრე დღეს უკვდავების რევოლუციაა.

თქვენ შეიძლება იცხოვროთ რეალობის იმ გვირაბში, რომელიც გარესამყაროს რაიმე შემთხვევითი მოვლენითაა განპირობებული, ან აირჩიოთ თქვენი საკუთარი რეალობის გვირაბი. თქვენ შეგიძლიათ დაექვემდებაროთ ტვინის ნებისმიერ ცვლილებებს - ისეთივე რადიკალურად ნეგატიურებს, როგორც ისინი, რაც პატი ჰერსტს და რასტი კელის გადახდათ, ისევე ტრანსცენდენტულად მშვენიერებს, როგორც ბუდასა და იესოს შემთხვევაში, ისევე ეპისტემოლოგიურად რევოლუციურებს, როგორც დარვინის და აინშტაინის შემთხვევაში.

თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ მათ, ვინც უკვე შევიდა რეალობის იმორტალისტურ (უკვდავების) გვირაბში, საენტოლოგიურ გვირაბში ან კომუნისტურ გვირაბში.

„დღეს ჩვენ გარშემო მრავალი სხვადასხვა რეალობა დაძრწის“, - შენიშნა ერთხელ ები ჰოფმანმა. ევოლუციური აჩქარება გვიბიძგებს იმ მომენტისკენ, რომლიდან დაწყებულიც ყოველი ადამიანი ატარებს პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ მიღებულ რეალობაზე.

თხუთმეტი მილიონი ამერიკელი რწმენით ელოდება, რომ გამოჩნდებიან კოსმიური ძმები თავისი ამო-ებით და „მშვიდობას დაამყარებენ მთელ მსოფლიოში“. ამო - უკიდურესი შემთხვევაა. საერთოდ, ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ჩვენს თავებში იმყოფება.

ამის დემონსტრირება ადვილია კარგად ცნობილი ოპტიკური სქემის მეშვეობით, რომელსაც ნებისმიერ სკოლაში ასწავლიან ფიზიკის გაკვეთილზე.

cxr3

სინათლის სხივები, რომლებსაც გარეგანი ობიექტები აირეკლავენ, თვალის ბროლს გაივლიან და ბადურაზე ფოკუსირდებიან. ამასთან, გამოსახულება თავით ფეხებისკენ ტრიალდება. ჩვენი ტვინი სურათის ინტერპრეტაციას ახდენს, კვლავ წაღმა აბრუნებს და მასში ასევე სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი კორექტივებიც შეაქვს.

რაც სამართლიანია მხედველობასთან მიმართებაში, სამართლიანია სხვა გრძნობებთან მიმართებაშიც. ყველაფერი, რაც ვიცით, რეგისტრირებულია ჩვენი ტვინის მიერ. ამაშია პასუხი ცნობილ კოანზე (გამოცანაზე) ძენ ბუდიზმში: „ვინ არის ის ღვთაებრივი არსება, ვინც ბალახს მწვანეს ხდის?“

ტვინი, წუთში100 მილიონი პროგრამის შესრულების პროცესში, იღებს, ამუშავებს, ახარისხებს, აორგანიზებს, ფუთავს, იარლიყებს ანიჭებს და ა.შ. მთელ ამ უმ „ეგზისტენციალურ“ გამოცდილებას და მის კლასიფიკაციას დიუის ნეიროლოგიური ათობითი სისტემის შესაბამისად ახდენს. ეს სისტემა საზოგადოების შესაბამისად იცვლება და საფუძვლად უდევს კულტურულ რელატივიზმს - ის, რაც რეალურია ესკიმოსისთვის, არც ისე ემთხვევა იმას, რაც „რეალობად“ ეჩვენება ნიუ-იორკელ ტაქსისტს.

ყოველ ინდივიდს გააჩნია თავისი ნეიროლოგიური სისტემა, ანუ თამაში, რომელიც განსხვავდება იგივე საზოგადოების სხვა ნეიროლოგიური სისტემებისგან ან თამაშებისგან. აინშტაინის ფიზიკურ რელატივიზმთან და ანთროლოპოგიურ კულტურულ რელატივიზმთან ანალოგიით, ჩვენ ამას ნეიროლოგიურ რელატივიზმს (ფარდობითობას) ვუწოდებთ.

ხორცს, რომელიც ხორცის მაღაზიის დახლზე დევს, ვეგეტარიანელი საერთოდ არ „ხედავს“ (აღიქვამს) ისე, როგორც ამას არავეგეტარიანელი აკეთებს. რასისტი სხვა რასის წარმომადგენელს საერთოდ არ ხედავს ისეთად, როგორც ამ ადამიანს ხედავენ, მაგალითად, მისი მშობლები. პოეტი (ვილიამ ბლეიქი) ამას ასე გამოთქვამს: „ერთი და იმავე ხეს სულელი და ბრძენი სხვადასხვაგვარად ხედავენ“.

მრავალ „ცენზორულ“ ამოცანას, რომლებსაც ტვინი ისე სწრაფად და მკაფიოდ წყვეტს, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ, განეკუთვნება სხვადასხვა კვანტების „შინაგანებად“ და „გარეგანებად“ აღქმის დაყოფის ამოცანა. თუკი შევისწავლით ოპტიკას და ნეიროლოგიას, ჩვენ გავიგებთ, რომ ეს მოსახერხებელი სისტემა უხეშ ფაქტებს შეესაბამება. როცა ვსწავლობთ მეტაპროგრამირების იმ ტიპს, რომელსაც ინდუისტურ და ბუდისტურ ტრადიციებში დჰიანა ეწოდება, ჩვენ ვგებულობთ, რომ ამ სისტემის სრულ გათიშვას დიდი სარგებელი მოაქვს რეალობის შეცნობის თვალსაზრისით.

ქროული დჰიანას შესახებ ამბობს: კონცენტრირების პროცესში ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ცნობიერების შემადგენელი დროის ნებისმიერ მომენტში შედგება მხოლოდ ორი, და არაუმეტეს, საგნისა: (გარე) ობიექტი, რომელიც ცვალებადია, და (შიგა) სუბიექტი, რომელიც უცვლელია (ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით). წარმატებული დჰარანა (მდუმარე მედიტაცია ერთ ობიექტზე მრავალი კვირის განმავლობაში. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ძენის ბერი-ხარის ისტორია) ობიექტს ისეთივე უცვლელად აქცევს, როგორც სუბიექტს. შედეგად სუბიექტი და ობიექტი ერთი მთლიანი ხდებიან. ამ ფენომენის გაგება ჩვეულებრივ უზარმაზარ შოკს იწვევს ხოლმე.

ჩვენს ენაზე „ცნობიერება“ (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვა) და მისი შემადგენელი - ფუნქციურად იდენტურნი არიან. ამ შემადგენელის ჩვეულებრივი დაყოფა „მე“-დ („ცნობიერების“ ნაწილად) და „არა-მე“-დ („გარეგნულად“) შეგვიძლია გადავაგდოთ (არა მხოლოდ მედიტაციის, არამედ ზოგიერთი ცნობილი ნარკოტიკის მეშვეობითაც), და მაშინ მოდის აღქმის ველის ერთიანობის განცდა. ჩვენ ვხდებით მეტაპროგრამისტები.

აი, რას შეგვიძლია ველოდოთ ველის თეორიისგან და ზოგადი სისტემების თეორიისგან სოციოლოგიაში, ანთროპოლოგიაში, კვანტურ თეორიაში და ა.შ. უშუალო განცდა, და არა ამის შესახებ წიგნებში კითხვა უწინდელივით აშკარა შოკს იწვევს. როცა „მე“ და „ჩემი სამყარო“ (აღქმის ველი) ერთნი ხდებიან, „მე“ სრულიად ტრანსფორმირდება და „გადის ცეცხლით გაწმენდას“, როგორც მისტიკოსები ამბობენ.

ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც გომებრივ თამაშებს არაა ნაჩვევი, ეს ყველაფერი შესაძლოა ცოტა გაურკვევლად მოეჩვენოს. სცადეთ შემდეგი სავარჯიშო: თუ ამ წიგნს თქვენს სახლში კითხულობთ, მიმოიხედეთ ოთახში, და დააკვირდით, რომ ყველაფერი, რაც თქვენი მხედველობის ველში ხვდება, - ავეჯი, ნახატები ან პლაკატები კედლებზე, მუსიკალური ცენტრი ან მისი არარსებობა, ხალიჩები, ტელევიზორი ან მისი არარსებობა, და ა.შ. - გარკვეულწილად წარმოადგენს თქვენს შემოქმედებას, ან შექმნილია თქვენი მონაწილეობით. ეს ყველაფერი აირჩიეთ თქვენ და მან, ვინც თქვენთან ერთად ამ ოთახში ცხოვრობთ. თქვენ ასევე აირჩიეთ და მონაწილეობა მიიღეთ ამ ოთახის არჩევანშიც ამ პლანეტაზე არსებული მილიონობით ცალკეული ოთახიდან.

ამგვარად, ამ ოთახის რეალობის გვირაბი, რეალურად შექმნილი ან გამოვლენილი იქნა თქვენს მიერ სამყაროს უსასრულო შესაძლებლობებიდან.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ყველაზე ფანატი ფროიდისტი ან ბუდისტი მისტიკოსი თუ განაცხადებს, რომ მთელი თქვენი ცხოვრება სწორედ ამის მსგავსად თქვენს მიერ იყო „არჩეული“. წამით შეჩერდით და დაფიქრდით: ის, რაზეც თქვენ ფიქრობთ, როგორც თქვენს ცხოვრებაზე, მისი ის ნაწილი, რომელიც თქვენს ტვინში ინახება, როგორც „მეხსიერება“, ცალსახად არჩეულ იქნა. თქვენ ისიც კი არ შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ ყველაფერი, რაც ბოლო ხუთი წუთის მანძილზე დაგემართათ. თუკი შეეცდებით, რომ შეინარჩუნოთ შინაგანი დუმილი (პასიურობა, არავერბალურობა) და შეამჩნიოთ ყველაფერი, რაც თქვენს ველში ხდება ერთი წუთის განმავლობაში, თქვენ ათასობით შთაბეჭდილებით აღივსებით, რომლებსაც არათუ ვერ დაიმახსოვრებთ, არამედ თაროებზეც კი ვერ განალაგებთ.

დასკვნა: ის, რაც ხართ, და თქვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე - თქვენი ტვინის შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია.

ყველა, ვისაც ხვდებით, ზუსტად ასეთივე „შემოქმედია“. და ყოველი ეს შემოქმედება ისეთივე მრავალფეროვანი და იდიოსინკრეტულია, როგორც ბახისმ ბეთჰოვენის, ვაგნერის, ვივალდის, ბიზეს, ორფის, შოპენის, ჯონ ქეიჯის, სოულის, „ბიტლების“, ჰარი ჯეიმისის, დისკოს, შოტლანდიური ხალხური სიმღერების, აფრიკული სიმღერების მუსიკალური სტილები.

რაც შეეხება სამყაროს თქვენს „გარეთ“, უდავოა, რომ იგი თქვენს მიერ არაა შექმნილი, თქვენ ვერასოდეს შეძლებთ მის შეცნობას... მხოლოდ მიახლოებით თუ შეიცნობთ. ის, რასაც იცნობთ და „თქვენს გარეთ მყოფ სამყაროდ“ თვლით, თქვენი ტვინის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც თქვენი იმ წრედების მოდელებისგან შედგება, რომლებსაც გარესამყაროსთან აიგივებთ.

ეს მოდელები ისევე მრავალფეროვანი და მრავალმხრივია, როგორც ბოტიჩელის, რემბრანტის, ვან გოგის, პიკასოს, დალის, მონეს ნახატები...

ამაში მდგომარეობს იმ გამოთქმის მნიშვნელობა, რომ ცნობიერება და მისი შემადგენელი ფუნქციურად იდენტურნი არიან.

განვიხილოთ ერთი ძველი გამოთქმა: კიბეზე კაცი ვნახე, კაცი, რომელიც იქ არ იყო, დღესაც არ იყო, და ჯობია, რომ საერთოდ წავიდეს.

ეს ადამიანი - სემანტიკური კონტურია, იგი მხოლოდ ენაში არსებობს, მაგრამ რადგანაც ენამ მისცა მას სიცოცხლე, თითქმის აზრიანია სურვილი, რომ იგი წავიდეს.

სემანტიკის, სემიოტიკის, ლინგვისტური ანალიზის, მათემატიკის, ლოგიკის და ა.შ. ცოტა ხნის წინანდელმა მიღწევებმა აჩვენეს, რომ ჩვენს კონცეპტუალურ ველში - ჩვენს სიმბოლურ სამყაროში - ბევრი მსგავსი „მოჩვენება“ არსებობს.

არსებობს ე.წ. ემპედოკლეს პარადოქსები, რომელთა შორისაც კლასიკურია:

araswori

თეოლოგებს მოსვენებას არ აძლევს კითხვები, მსგავსად: „შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთს შექმნას ისეთი მძიმე კლდე, რომლის აწევაც თვითონვე არ შეეძლება?“ (თუ არ შეუძლია, ყოვლისშემძლე არაა; ხოლო თუ შეუძლია, მაშინ ასევე არაა ყოვლისშემძლე). ფილოსოფოსებს და ფიზიკოსებს დღემდე ვერ გაუგიათ, თუ რა იყო დროის დასაწყისამდე. რას ფიქრობთ შემდეგ გამოთქმაზე? „რა ბედნიერებაა, რომ ყვავილოვანი კომბოსტო არ მიყვარს, რადგან მე რომ ის მიყვარდეს, შევჭამდი, მე კიდევ არ მიყვარს ეს საზიზღრობა“. წიგნში - „ალისა საოცნებათა ქვეყანაში“ და მათემატიკური ლოგიკის ნებისმიერ ნაშრომში ასეთი ტვინის ღრძობის ასობით მომენტს შეხვდებით.

ძენურ გამოთქმაში ამის განზოგადება ამდაგვარად ხდება: ვიფიქრო, რომ შენზე ფიქრს არ ვაპირებ, - ნიშნავს, რომ მაინც ვიფიქრო შენზე. ჯობია, ვეცდები, არ ვიფიქრო იმაზე, რომ არ ვაპირებ შენზე ფიქრს.

ბერტრან რასელმა და ალფრედ ნორტმა სცადეს გადაეწყვიტათ ყველა ეს გაურკვევლობა მათემატიკურ აღწერაში, რომელიც ცნობილია, როგორც ტიპების თეორია. სამწუხაროდ, მალე დადგინდა, რომ ან ა) ტიპების თეორია საკუთარ თავს ეხება, და მაშინ იგი ზღუდავს საკუთარ თავს თავისივე განსაზღვრებებით და ვერ წყვეტს ჩვენს სემანტიკურ პრობლემებს; ან ბ) ტიპების თეორია არ ეხება საკუთარ თავს, და მაშინ არსებობენ გამოთქმები, რომლებსაც იგი არ ეხება, და შესაბამისად შეზღუდულია, და ჩვენ კვლავაც პრობლემებით ვრჩებით.

მესამე წრედის ეს გაუგებრობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლოგიკისა და ფილოსოფიის თვალსაზრისით. რეალურ ცხოვრებაში ჩნდება მრავალი სიტუაცია, რომლებშიც ვაწყდებით ანალოგიურ სემანტიკურ მოჩვენებებს. პოპულარულ რომანში - “Catch-22” აღწერილია ძალიან რეალური ემპედოკლეს კვანძი: გმირს შეუძლია თავი აარიდოს ჯარში გაწვევას, თუკი დაამტკიცებს, რომ გიჟია, მაგრამ თუკი ამას ეცდება, ამით დაამტკიცებს, რომ საღ გონებაზეა, რადგანაც სახიფათო სიტუაციისგან თავის არიდების მისწრაფება ნორმალური ადამიანის მახასიათებელია.

„ფინეგანის სამძიმრის“ სიზმრის სამყაროს ლოგიკაც ასევე ახლოსაა რეალურ ცხოვრებასთან. წმინდა ელისაბედის სახელობის საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტს, წარმომავლობით გერმანელს, არ სურს კარში შესვლა და თავის სიჯიუტეს შემდეგი ფრაზით ხსნის: „Da fressen mich die Turen“ („ეს კარები შემჭამენ“). ფონეტიკურად ამ ფრაზას სრულიად ნორმალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ზუსტად ასე გამოითქმიან: „Da fressen mich die Tieren“ („ეს მხეცები შემჭამენ“).

 

სიტყვების მაგია? შიზოფრენია? ჩვეულებრივი ადამიანი, არავეგეტარიანელი, ნორმალურად აღიქვამს მენიუს პუნქტს: „ნაზი, წვნიანი ფილე-მინიონი“, მაგრან არა - „მოკლული და კასტრირებული ხარის ნაჭერი“. თუმცაღა ორივე ეს გამოთქმა ერთი და იგივე საგანს ეხება.

პოეზიის მაგია „ნამდვილ გომბეშოებს ქმნის წარმოსახვით ბაღებში“. როცა რობერტ ბერნე წერს: ფერმკრთალი მთვარე თეთრ ტალღაში ეშვება, და დრო ჩემთან ერთად ეშვება.

ძნელია განთავისუფლდე შეგრძნებისგან, რომ აბსტრაქცია - „დრო“ ისეთივე რეალური ხდება, როგორც ფიზიკური მთვარე და ტალღა, ან ადამიანი კიბეზე.
შეისწავლეთ შემდეგი ცხრილი:

cxr1

ნებისმიერი გამოთქმა პირველი სვეტიდან შეესაბამება ერთ ადამიანის ხედვას გარკვეულ მოვლენებზე ან ადამიანებზე, რომელიც შეიძლება მეორე ადამიანის მიერ აღიწეროს შესაბამისი გამოთქმით მეორე სვეტიდან. მკითხველს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ზემოთმოყვანილთაგან ზოგიერთი გამოთქმა ისეთი დამამცირებელია, ისეა სავსე წინასწარგანწყობებით, რომ მათი გამოყენება მხოლოდ ყველაზე უმეცარ და ფანატიკოს ადამიანებს შეუძლიათ; მაგრამ ეს საქმეს არ ეხება. მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ესაა ის სიმსუბუქე, რომლითაც ჩვენ ვამჩნევთ შეცდომებს სხვების სემანტიკურ რუკებში, და ამასთან პრაქტიკულად ვერ ვამჩნევთ შეცდომებს საკუთარ სემანტიკურ რეალობის გვირაბებში.

მკითხველი რომ 1920-იანებში არკანზასში დაბადებულიყო, პირველი გამოთქმა პირველ სვეტში მას ბუნებრივად მოეჩვენებოდა. ამ საკითხების სიმბოლიზმი მხოლოდ ლინგვისტიკის სფეროს არ ეხება. მაგალითად, ანეკდოტური ინგლისელი, რომელიც ყოველ საღამოს იცვლიდა ვახშმის წინ, ცხოვრობდა რა მიგდებულ ტროპიკულ ქოხში, სულაც არ იყო სულელი. იგი თავის გარშემო ინარჩუნებდა მესამე წრედის ინგლისურ რეალობას, რათა იქაური ტომის რეალობაში არ ყოფილიყო ჩათრეული. ნახეთ, რა დაემართა კურცს ჯოზეფ კონრადის „წყვდიადის გულიდან“, როცა რეალობის აფრიკულმა გვირაბმა მისი ევროპული გვირაბი ჩაანაცვლა.

ადამიანს რამდენიმე კვირა ჰყოფნის ციხეში, რომ „მსჯავრდებულად“ იქცეს, და როგორც არ უნდა ფიქრობდეს საკუთარ თავზე მანამდე, ჯარში გატარებული მხოლოდ რამდენიმე კვირაა საკმარისი, რომ „ჯარისკაცად“ იქცეს.

ეს შენიშვნები შეესაბამება ჩვენს მიერ მანამდე გამოთქმულ მტკიცებულებებს, რომ ცნობიერება და მისი შემადგენელი ფუნქციურად იდენტურნი არიან. სიმბოლური პროცესის ბუნება ისეთია, რომ თუკი იგი უკვე დაიწყო, ადამიანისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია (პროფესიონალური ნეიროლოგიური ცოდნის გარეშე) განთავისუფლდეს მის მიერვე შექმნილი ან გარემოსგან თავსმოხვეული რეალობის გვირაბისგან.

კურტ საქსონი არის ავტორი წიგნისა - „ჯეიმს ბონდი ღარიბისთვის“. ესაა სახელმძღვანელო, რომელშიც თავმოყრილია ყველა შესაძლო ცნობა იმ პრაქტიკულ მეთოდებზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ადამიანის მოკვლა ან დასახიჩრება. მას მსგავსი თემატიკის სხვა წიგნებიც აქვს. მისტერ საქსონის სახელი არ გვხვდება ლიბერალურ ჟურნალებში, რომლებიც ავტორის პოპულარულობას განსაზღვრავენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მას მკითხველთა ფართო წრე ჰყავს აპოკალიფსურ ულტრამემარჯვენე სექტებში.

1970-იან წლებში მისტერ საქსონი წერდა, რომ 1982 წლისთვის შტატები თითქმის ბოლომდე განადგურდება. იგი ამას იმით ხსნიდა, რომ ხელისუფლებამ დიდი გადასახადებით „კონკურენცია“ წაართვა ბიზნესს, და ამავდროულად მოახდინა „არაკონკურენტუნარიანი“ 30 მილიონის სუბსიდირება ველფერის პროგრამის ხარჯზე და კიდევ 30 მილიონის - სოციალური დაზღვევის ხარჯზე. ამგვარად, ეს ქვეყანა, საქსონის სიტყვებით, იქცა „დისნეილენდად ბრიყვებისთვის“

1982 წელს, საქსონის პროგნოზის თანახმად, მთელი ამერიკული ეკონომიკა კრახამდე უნდა მისულიყო. „მილიონობით გადასახადების გადამხდელი უმუშევარი დარჩება... მილიონები, რომლებიც ახლა ვალიუმზე და სხვა ტრანკვილიზატორებზე ზიან, ჭკუიდან შეიშლებიან, როცა წამალს ვეღარ იშოვიან. ნარკომანები აფთიაქებს მიაკითხავენ დოზის საშოვნელად, და გაანადგურებენ ყველაფერს, რის მოპარვასაც მოახერხებენ“... ჩვენ დაუცველნი დავრჩებით რუსების შემოტევის წინააღმდეგ... და კიდევ ბევრი სხვა რამ... სექსონი გვეუბნება, რომ ერთადერთი გამოსავალი - ესაა ფერმების ყიდვა, მისი წიგნების შეძენა (წიგნების, რომლებიც გვასწავლიან ადამიანების განადგურების ეფექტურ მეთოდებს) და სხვადასხვა სახის იარაღის მომარაგებას იმისთვის, რომ გავანადგუროთ „სწრაფად გამრავლებადი ჭკუასუსტი პარაზიტები“, რომლებიც მიატოვებენ განწირულ ქალაქებს და თქვენი მოსავლის წასართმევად გამოემართებიან.

მისტერ საქსონი ამას ობიექტურ პროგნოზად თვლიდა, რადგან მისი აზრით იგი დაფუძნებული იყო სოციოლოგიის და ეკონომიკის „ურყევ კანონებზე“, რომლებიც მან ქალბატონი აინ რენდის წიგნებიდან ამოიკითხა. მას არ მოსდიოდა თავში, რომ აპოკალიპტური რეალობის გვირაბი, რომელშიც იგი ცხოვრობს, წარმოადგენს მხატვრულ ნაწარმოებს, რომელშიც მისი პირადი ემოციური მღელვარება და მტრული განწყობა აისახება.

ჯონ ვაიტი თვლის, რომ დედამიწა თავისი ღერძისგან გადაიხრება არაუგვიანეს 1999 წლისა. ამას მოჰყვება „მნიშვნელოვანი მსხვერპლი კაცობრიობაში“, და შედეგად ცივილიზაცია თითქმის ბოლომდე განადგურდება. ერთადერთი გამოსავალი თქვენთვის, ამბობს იგი, ესაა ფერმაში გადაბარგება (მისტერ საქსონის სტილში), სადაც თქვენ, სავარაუდოდ, მაინც აღიგვებით პირისაგან მიწისა, მაგრამ განსხვავებით ქალაქელებისგან ის უპირატესობა გექნებათ, რომ როცა დედამიწის ღერძი გადაიწევს და ყველგან დიდი მიწისძვრები დაიწყება, თქვენ თავზე ცათამბჯენები არ დაგეცემათ.

მისტერ ვაიტი თვლიდა, რომ ეს იყო ობიექტური პროგნოზი, კარმის „მარადიულ“ კანონებზე დაფუძნებული, რომლებზეც მან სხვადასხვა ოკულტისტებისგან და გურუებისგან შეიტყო. იგი ასევე არავითარ შემთხვევაში არ თვლის რეალობის აპოკალიფსურ გვირაბს, რომელშიც თავად ცხოვრობს, მხატვრულ ნაწარმოებად, რომელიც მის პირად მღელვარებას და მტრულ განწყობას ასახავს.

მისტერ ვაიტი ასევე თვლის, რომ ბევრი ამო სინამდვილეში დემონია და მას შემდეგ, რაც დედამიწის ღერძი გადაინახვლებს, ბევრი ჩვენთაგანი ჯოჯოხეთში გაემგზავრება, მაგრამ საბედნიეროდ არა სამუდამოდ, არამედ მხოლოდ „გაურკვეველი დროით“.

თუკი სამყაროს ისე შევხედავთ, რომ არცერთი იდეა არ გვექნება, მხოლოდ ქაოსს, უფორმო სიცარიელეს დავინახავთ, რომელიც არსებობდა მანამდე, სანამ „ღმერთმა“ (ინტელექტმა) სამყაროს (სისტემის) შექმნა არ დაიწყო.

როგორც კი ჩვენ, შევქმნით რა ჩვენს საკუთარ სამყაროს, ვხდებით „ღმერთის ხატი და მსგავსება“, ჩვენში ამ ქაოსის მოდელი ჩნდება. ეს მოდელი ძალზე მოსახერხებელია - მის გარეშე არ ვიქნებოდით ადამიანები, - მაგრამ მას ასევე შეუძლია შეცდომაში შეგვიყვანოს, როცა გვავიწყდება, რომ თავად შევქმენით იგი.

რეალობის მოდელებიდან არცერთი, ამ თავში განხილულთაგან. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს ეს მკითხველს, არაა უფრო მეტად შეთხზული, ვიდრე რეალობის ოფიციალური მოდელი, რომელიც ცნობილია, როგორც კონსენსუსური (არსობრივად საშუალოსტატისტიკური) რეალობა. და ეს მოდელი სულაც არაა ისეთი კონსენსუსური, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. იარეთ ასი მილი ნებისმიერი მიმართულებით, და დაინახავთ, როგორ დაიწყებს კონსენსუსი რღვევას. იარეთ კიდევ ათასი მილი ნებისმიერი მიმართულებით - და ამ კონსენსუსიდან თითქმის აღარაფერი დარჩება.

„დედამიწის ადამიანები - ესაა კუნძულები, - თქვა კლემენტ ეტლიმ, - რომლებიც ერთმანეთს გაუგებრობის ოკეანეებიდან უყვირიან“. ყოველი კუნძული - ესაა ცალკეული რეალობის გვირაბი, რომელიც შექმნილია: ა) ჩვენი კულტურის, ბ) ჩვენი სუბკულტურის და გ) მითის შემქმნელის ან მხატვრის მიერ, რომელიც ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს და წარმოადგენს იმ ურყევ ინდივიდუალობას, რომელიც მე და თქვენ უნიკალურ ადამიანურ არსებებად გვაქცევს, და არა უბრალოდ წარმოებულ ასლებად, როგორც ჭიანჭველები თავიანთ ბუდეში.

რობერტ ანტონ ვილსონი გახლავთ ავტორი წიგნებისა: „Cosmic Trigger “, „შრედინგერის კატა“, „სექსი და ნარკოტიკები“ და კიდევ რამდენიმე წიგნი. მსგავსად მისტერ საქსონის და მისტერ ვაიტის სახელებისა, ვილსონის სახელიც არ ჩნდება ლიბერალურ ჟურნალებში, რომლებიც ამა თუ იმ ავტორის მნიშვ ნელობას განსაზღვრავენ; მიუხედავად მას მკითხველთა ფართო წრე ჰყავს სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს, ლიბერტარიანელ პოლიტიკოსებსა და ცნობიერების რევოლუციის ვეტერანებს შორის.

ვილსონს სჯერა, რომ უკვე ამ ათწლეულში შეიმნება საშუალებები, რომლებიც სიცოცხლეს გაახანგრძლივებენ, და ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ინტელექტის დონეს აამაღლებენ, 2010 წლისთვის კი მათ საყოველთაოდ გამოიყენებენ. მხარს უჭერს რა უფრო ნაკლებად რადიკალურ შეხედულებებს, ვიდრე დოქტორი სილვერსტეინი, ვილსონი არ ფიქრობს, რომ უკვდავება მიღწეულ იქნება მომდევნო საუკუნის შუა წლებზე ადრე, მაგრამ იმედოვნებს, რომ საშუალებები, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებენ, საშუალებას მისცემენ მას, - მიაღწიოს ამ დრომდე.

ვილსონი ვარაუდობს, რომ 2028 წლისთვის კაცობრიობის დიდი ნაწილი დედამიწიდან კოსმიურ ქალაქებში გადასახლდება. იგი ასევე თვლის, რომ წარსულ ადამიანებთან შედარებით უფრო მაღალი ინტელექტი და ცხოვრების მეტი ხანგრძლივობა საშუალებას მისცემს მათ, რომ ზე-ადამიანები გახდნენ ისტორიულ საშუალოსტატისტიკურ ადამიანთან შედარებით.

ვილსონი თვლის, რომ ამ პროგნოზების სანდოობა მტკიცდება სამეცნიერო ალბათობებით, მაგრამ იგი არ ფიქრობს, რომ ამის გარანტია რაიმე უხეში ეკონომიკური ან კარმის კანონებია. იცი აცნობიერებს, რომ სწორედ იგია ამ რეალობის გვირაბის შემოქმედი, და რომ ეს გვირაბი მისმა საკუთარმა ტვინმა შექმნა და მის საკუთარ იმედებსა და სურვილებს გამოხატავს იმავე დონით, როგორც მათემატიკური ალბათობები. იგი აცნობიერებს, რომ რეალობის ეს გვირაბი მას ბედნიერს, შემოქმედებითს, რეალიზებულ და სიცოცხლით სავსე ადამიანად აქცევს.

ვილსონი თვლისლ, რომ მისი რეალობის გვირაბი სულაც არაა ნებისმიერ სხვა რეალობის გვირაბზე უფრო სულელური, არამედ პირიქით - გაცილებით უფრო საინტერესოა.

სავარჯიშოები

1. მეოთხე წრედის მოდელის გამოყენებით, სცადეთ განსაზღვროთ, როგორმა სპეციფიურმა იმპრინტებმა შექმნეს მისტერ საქსონის რეალობის გვირაბი.

2. გამოიყენეთ იგივე ანალიზი მისტერ ვაითან და მისტერ ვილსონთან მიმართებაშიც.

3. გამოიყენეთ იგი იესოსთან, ჰიტლერთან, ვოლტ ვიტმენთან და თქვენ საკუთარ მშობლებთან მიმართებაში.

4. დაწერეთ ამ თავის კრიტიკული ანალიზი ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის პოზიციით.


 

თავი მეთექვსმეტე: SNAFU-ს პრინციპი

ამ თამაშის ბუნება... საშუალებას არ აძლევს (მის მონაწილეებს), რომ შეაჩერონ იგი მას შემდეგ, რაც დაიწყო. ასეთ სიტუაციებს უსასრულო თამაშებს დავარქმევთ. (Watzlawick, Beavin, Jackson, Pragmatics of Human Communication)

ძუძუმწოვრების სოციობიოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ტვინის ძველი ნაწილის უძველესი ნეირონული წრედების ფუნქციონირებაზე, შეიცავს მრავალ ფაქტორს, რომელიც ხელს უშლის მოშინაურებული პრიმატების (ადამიანების) ევოლუციას ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ და ობიექტური გონისკენ.

მთავარი ამ „რეაქციული“ ფაქტორებიდან აღწერილია ჩემ რომანში - „ილუმინატუსი!“, როგორც SNAFU-ს პრინციპი [SNAFU - ამერიკული ჟარგონი, რომელიც აღნიშნავს ქაოსს და გაურკვევლობას, რომელიც შმაგი, მაგრამ არც ისე გონივრული საქმიანობის შედეგად წარმოიშობა. აბრევიატურა გამოთქმისა: situation normal, all fucked up], ან სელინეს [ჰაგბარდ სელინე - „ილუმინატუსის“ ერთ-ერთი პერსონაჟი] პრინციპი. იგი ამბობს, რომ ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ თანასწორებს შორის.

ამ „კანონის“ უფრო ზუსტი ფორმულირება ასე გამოიყურება: ადეკვატური ურთიერთობა თანასწორებს შორის თავისუფლად მიმდინარეობს. არათანასწორებს შორის ურთიერთობა მახინჯდება ან რთულდება მეორე წრედის დომინირებისა და დაქვემდებარების რიტუალებით, რომლებსაც უცილობლად მივყავართ კომუნიკაციაშ ხარვეზებამდე და უსასრულო თამაშამდე.

როგორც ერთ-ერთმა ტიპიურმა ალფა-მამრმა თქვა, პოლიტიკური ძალაუფლება იარაღის ლულიდან იზრდება. ეს სიმართლეა როგორც მეტაფორულად, ასევე სიტყვა-სიტყვით. „იარაღი“ შეიძლება იყოს სიმბოლური და სრულიად აბსტრაქტული, რომელიც შედგება რიტუალიზირებული სოციალური მოლოდინებისგან („არ ეკამათო მამას!“) ან კონკრეტული, არაძალადობრივი, მაგრამ სასიკვდილო ილეთებისგან, როგორიცაა, მაგალითად, კაპიტალურ საზოგადოებაში ბიოგადარჩენის ქაღალდის შოვნის წყაროს წართმევის მუქარა („კიდევ ერთი სიტყვა, ბუმსტედ, და სამსახურიდან გაგათავისუფლებთ!“).

მეორე წრედის სოციობიოლოგიური კანონებით ცხოვრებისას, ყოველი მოშინაურებული პრიმატი ცოტათი იტყუება, პირფერობს ან გვერდს უვლის უსიამოვნო საკითხებს, როდესაც სიგნალებს უცვლის მათ, ვინც იერარქიაში მასზე მაღლა დგას.

ყოველი ავტორიტარული სტრუქტურა შეიძლება წარმოდგენილ იქნას პირამიდის სახით - მწვერვალზე თვალით. ესაა ნებისმიერი მმართველობის, ნებისმიერი კორპორაციის, ნებისმიერი არმიის, ნებისმიერი ბიუროკრატიის, ძუძუმწოვართა ნებისმიერი ჯოგის ტიპიური სქემა. მის ყოველ საფეხურზე მონაწილეები ატარებენ უმეცრების ტვირთს მათთან მიმართებაში, ვინც მათზე მაღლა დგას. ამის ქვეშ იგულისხმება, რომ მათ ძალიან, ძალიან ყურადღებით უნდა ადევნონ თვალყური იმას, რომ მათი, როგორც ცნობიერი ორგანიზმების, ბუნებრივი სენსორული აქტივობა - მხედველობის, სმენის, ყნოსვის, აღქმულის ინტერპრეტაციის - თანხმობაში იყოს იმათ რეალობის გვირაბებთან, ვინც მათ ზემოთ იმყოფება. ეს სრულიად შეესაბამება გადარჩენის ინტერესებს; ამაზეა დამოკიდებული სტატუსი (და „საიმედო ადგილი“) ჯოგში. გაცილებით უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია - ფუფუნებაა, რომელიც შეგვიძლია ადვილად გადავაგდოთ - რომ ეს აღქმები შესაბამისობაში იყოს ობიექტურ ფაქტებთან.

ასე, მაგალითად, FBI-ში ჯ. ედგარ ჰუვერის დროს ყოველ აგენტს უნდა განევითარებინა საკუთარ თავში უნარი, რომ ყველგან უღმერთო-კომუნისტები დაენახა. ნებისმიერი აგენტი, რომლის აღქმაც აჩვენებდა, რომ სინამდვილეში ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა უღმერთო-კომუნისტია, იმ დროში კოგნიტურ დისონანსს განიცდიდა - მისი რეალობის გვირაბი შორს იქნებოდა პირამიდის „ოფიციალური“ რეალობის გვირაბისგან. მსგავს აღქმებზე საუბარიც კი ეჭვს იწვევდა ამ ადამიანის ექსცენტრულობაზე, ინტელექტუალურ სნობიზმზე ან თავად იმ უღმერთო-კომუნისტებისადმი კუთვნილებაზეც კი.

დაახლოებით იგივე ბედი ელოდა შუასაუკუნეების ინკვიზიტორ-დომინიკელს, მას რომ საჭირო დოზით არ ჰქონოდა ყველგან კუდიანების „დანახვის“ უნარი. მსგავს ავტორიტარულ სიტუაციებში მნიშვნელოვანია დაინახოთ ის, რასაც ავტორიტეტები (ალფა-მამრები) ხედავენ. ამასთან, მოუხერხებელია, და შესაძლოა სახიფათოც იყოს საგნების ობიექტურად დანახვა.

მაგრამ მათთვის, ვინც ზემოთ, პირამიდის თვალში იმყოფება, ამას მივყავართ სიდიდით იგივე და ნიშნით საპირისპირო ყოვლისმცოდნეობის ტვირთამდე. ყველაფერი, რაც აკრძალულია ფსკერზე მყოფთათვის (ცნობიერი აღქმები და შეფასებები), მოითხოვება მმართველი ელიტისგან, დომინანტი კლასისგან. ისინი უნდა ეცადნონ, დაინახონ, გაიგონ, იყნოსონ და ა.შ. და ასევე იფიქრონ და შეაფასონ მთელი პირამიდის მაგივრად.

მაგრამ იარაღიან კაცს (დამსჯელ ხელისუფლებას) სამიზნე მხოლოდ იმას ეუბნება, რაც სამიზნის აზრით, არ აიძულებს მას სასხლეტის გამოკვრას (სამიზნის სამსახურიდან დათხოვნას, მისი ტრიბუნალისთვის გადაცემას). ყოვლისმცოდნეობით დამძიმებული ელიტა თავისი უმეცრებით დამძიმებული ხელქვეითებისგან მხოლოდ ისეთ უკუკავშირს იღებს, რომელიც მის მიკერძოებულ შეხედულებებს და რეალობის გვირაბებს შეესაბამება. ყოვლისმცოდნეობის ეს ტვირთი დროთა განმავლობაში იქცევა სხვა, უფრო მძიმე, უმეცრების ტვირთად. უკვე აღარავინ აღარაფერი იცის სინამდვილეში, ხოლო თუ ვინმემ იცის, საგულდაგულოდ მალავს ამ ფაქტს. უმეცრების ტვირთი ყოვლისმომცველი ხდება.სენსორული გამოცდილების უფრო და უფრო მეტი ნაწილი ხდება გამოუთქმელი.

როგორც პოლ ვოცლავიკი (Paul Watzlawick) აღნიშნავდა, ობიექტურად-დათრგუნვადი (გამოუთქმელი) სწრაფად იქცევა სუბიექტურად-დათრგუნვადად (აზრობრივად წარმოუდგენლად). არავის მოწონს, რომ მუდმივად გრძნობდეს თავს ერთდროულად მშიშრადაც და მატყუარადაც. უფრო ადვილია შეწყვიტო სხვაობის დანახვა რეალობის ოფიციალურ გვირაბსა და ეგზისტენციალურ ფაქტს შორის. ასე ჩქარდება SNAFU და ჩნდება ბიუროკრატიული გამოთაყვანება - ბოლო ეტაპი მანამდე, სანამ მთელი ტვინის აქტივობა შეწყდება და პირამიდა კლინიკურ სიკვდილამდე მივა, როგორც ინტელექტუალური ერთეული.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ „ნაციონალური უსაფრთხოება“ წარმოადგენს კიდევ ერთ სემანტიკურ მოჩვენებას, ემპედოკლეს კვანძს; რომ ნაციონალური უსაფრთხოებისკენ სწრაფვა - ესაა ნაციონალური საფრთხის და მძლავრი ანტი-ინტელიგენტური მექანიზმის გაჩენის მთავარი მიზეზი.

როგორც ლირი წერს:

დაფარულობა - პირვანდელი ცოდვაა. ლეღვის ფოთოლი ედემის ბაღში. მთავარი დანაშაული სიყვარულის წინააღმდეგ... ცხოვრების დანიშნულება იმაშია, რომ მივიღოთ, შევაერთოთ და გადავცეთ ენერგია. კომუნიკაციური შერწყმა - ცხოვრების მიზანია. ამას ნებისმიერი ვარსკვლავი გეტყვით. ურთიერთობა - სიყვარულია. დაფარულობა, სიგნალის შეფერხება, დამალვა, სინათლის დაჩრდილვა მოტივირებულია სირცხვილით და შიშით.

როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, მართლები მხოლოდ ნახევრად არიან მართლები ცრუ არგუმენტების გამო. მათი სიტყვები შესანიშნავია: თუ თქვენ ცოდვა არ გადევთ კისერზე, მაშინ არ უნდა შეგეშინდეთ რომ გისმენენ. ეს ზუსტია. მაგრამ ლოგიკა - ესაა ჯოხი ორი ბოლოთი. მაშინ ყველასთვის ღია უნდა გახდეს FBI-ს საქმეები, CIA-ს დოსიეები და თეთრი სახლის საუბრები. დაე, ყველაფერი ღია იყოს. დაე, ხელისუფლება ბოლომდე გამჭვირვალე გახდეს. პოლიცია და ხელისუფლება - ესენი არიან პირველები, რომლებმაც უნდა შეწყვიტონ თავიანთი ქმედებების დაფარვა.

ის, რასაც ჩემი სახელგანთქმული კოლეგა ასე პოეტურად ამბობს, უფრო ფუნქციონალურად შეიძლება შემდეგი სახით გამოიხატოს:

საიდუმლო პოლიციის ნებისმიერი სამსახურის მუშაობა უნდა კონტროლდებოდეს მეორე თანრიგის საიდუმლო პოლიციის ელიტური ძალების მიერ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ა) საიდუმლო პოლიციის რიგებში შეღწევა არსებული ხელისუფლების დასამხობად ყოველთვის იქნება როგორც შინაგანი ამბოხებულების, ასევე მტრული გარე ძალების ძირითადი მიზანი, და ბ) საიდუმლო პოლიციის სამსახურებს თავის განკარგულებაში აქვთ ფანტასტიური შესაძლებლობები სხვა ადამიანების დასაშინებლად და დასაშანტაჟებლად, ხელისუფლებაშიც და მის გარეთაც. სტალინმა ერთიმეორეს მიყოლებით დახვრიტა საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელები სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. როგორც ერთხელ სევდიანად შენიშნა ნიქსონმა:

„დიახ, ჰუვერმა იცოდა თავისი საქმე. ის იბრძოლდბდა. აი, ასე. იგი სერიოზულად შეეხებოდა ვიღაცას. იგი სიკვდილამდე შეაშინებდა მათ. მას ყველაზე ჰქონდა დოსიე“.

ამგვარად, ისინი, ვინც საიდუმლო პოლიციის მომსახურეობას იყენებს, უნდა დააკვირდნენ მათ, რათა ამ სამსახურმა მეტისმეტად დიდი ძალაუფლება არ მიიღოს.

მაგრამ აქ თამაშში შემოდის საშინელი უსასრულო რეგრესი. მეორე თანრიგის ნებისმიერი ელიტური პოლიცია ასევე წარმოადგენს ჯაშუშთა შემოჭრის ობიექტს გარედან, ან მისი პატრონების თვალთახედვით საფრთხეს წარმოადგენს „მეტისმეტად დიდი ძალაუფლების“ მიღების შემთხვევაში. ამიტომ მასაც უნდა დააკვირდნენ მესამე თანრიგის საიდუმლო პოლიციის მეშვეობით.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ მთავრობას ჰყავს საიდუმლო პოლიციის პ დონე, რომლებიც ერთმანეთზე ჯაშუშობენ, ისინი ყველანი პოტენციურად ეჭვმიტანილები არიან, ამიტომ უსაფრთღხოების უზრუნველყოფისთვის საჭიროა პ + 1 თანრიგის საიდუმლო პოლიციის შექმნა. და ა.შ. უსასრულობამდე.

პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, ეს რეგრესი სრულდება არა უსასრულობაში, არამედ იმ მომენტში, როცა სახელმწიფოს ყოველი მოქალაქე ამავე სახელმწიფოს ყოველ სხვა მოქალაქეზე თვალთვალს დაიწყებს ან როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტი ამოიწურება.

სინამდვილეში ნაციონალური უსაფრთხოების სისტემის სტრუქტურა ყოველთვის განსხვავდება ემპედოკლეს იმ უსასრულო რეგრესისგან, რომელიც სრულყოფილი „უსაფრთხოებისთვისაა“ საჭირო. მთელი ეს ბოდვა „მთელი ნაციის კონტროლთან და მოსმენასთან“ დაკავშირებით იწვევს ყველა სახის პარანოიის აყვავებას როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიციის სფეროშიც. ასე საბჭოთა კავშირმა მარქსისტული საიდუმლო პოლიციობანას 60 წლიანი თამაშის შემდეგ მიაღწია წერტილს, რომელშიც ალფა-მამრები შეშინებულნი იყვნენ მხატვრებით და პოეტებით.

„ჯაშუშობა-საიდუმლოებების“ ტიპის ტრანსაქციებში მღელვარება კიდევ უფრო მეტ მღელვარებას იწვევს, ეჭვი კი - კიდევ უფრო მეტ ეჭვს. თავად მონაწილეობის აქტი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი, საიდუმლო პოლიციის თამაშში - თნდაც მსხვერპლის ან დაკვირვების ქვეშ მყოფი მოქალაქის სახით - ბოლოს და ბოლოს იწვევს კლინიკური პარანოიის კლასიკურ სიმპტომებს.

აგენტმა ყოველთვის იცის, ვის ადევნებს თვალყურს, მაგრამ არასოდეს იცის, მას ვინ ადევნებს თვალყურს. შეიძლება ეს მისი ცოლი იყოს, მისი საყვარელი, მისი მდივანი, ფოსტალიონი ან საუკეთესო მეგობარი.

ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც არსებობს საიდუმლო პოლიცია, ყოველი დეპარტამენტი და ყოველი სამინისტრო, და ის ბიუროებიც, რომლებიც არ არიან სახელისუფლებო, ეჭვს იწვევენ ფრთხილ და ჭკვიან ადამიანებში საიდუმლო პოლიციის შესაძლო ფრონტის სახით. არა-უგუნურებს ყოველთვის მოუვათ თავში, რომ ორგანიზაციის ქვეშ, სათაურით: „ოჰოჰო“, ან „ფანქრებისა და საშლელების საერთაშორისო მიწოდება“ შეიძლება სინამდვილეში CIA ან FBI იმალებოდეს.

ტყუილების მსგავს ქსელში სწრაფად ვრცელდება შეთქმულების თეორიები. გამოცდილება აჩვენებს, რომ ჭორები ყოველთვის ჩნდება იქ, სადაც ხალხს არ შეუძლია ისეთი სანდო ინფორმაციის წყაროს პოვნა, რომელიც მოუყვებოდა, რა ხდება სინამდვილეში. ამ წიგნის ავტორი, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობაში, ანტი-საომარ მოძრაობაში, მარიხუანას ლეგალიზაციისთვის მოძრაობაში და სხვა დისიდენტურ პროექტებში, ხშირად ეჯახებოდა ხოლმე სიტუაციას, როცა მასთან მიდიოდა ვიღაც A და დაფეთებული ეუბნებოდა, რომ ვიღაც B საიდუმლო პოლიციის აგენტია, შემდეგ კი რაღაც დროის შემდეგ ვიღაც C მატყობინებდა, რომ სინამდვილეში საიდუმლო პოლიციის აგენტი A იყო. ნეიროლოგიური ტექნოლოგიების კარგი ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ იუმორის გრძნობა შეინარჩუნო საიდუმლო პოლიციის გარემოში.

რაც უფრო ყოვლისმომცველია საიდუმლო პოლიცია, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ჭკვიანი ადამიანები ხელისუფლების მიმართ შიშით და ზიზღით განეწყობიან. ხელისუფლება, როდესაც აღმოაჩენს, რომ მოქალაქეების უფრო და უფრო მეტი რაოდენობაა მის მიმართ შიშით და ზიზღით განწყობილი, თავდაცვის მიზნით გააძლიერებს საიდუმლო პოლიციის ზომას და ძალაუფლებას.

კვლავაც ჩნდება უსასრულო რეგრესი.

ერთადერთი ალტერნატივა სარკასტულად წარმოგვიდგინა დრამატურგმა ბერთოლდ ბრეხტმა (რომელსაც აშშ-ს საიდუმლო პოლიცია უთვალთვალებდა, როგორც კომუნისტს, აღმოსავლეთ გერმანიის პოლიცია კი - როგორც არასაკმარისად მორწმუნე კომუნისტს). „თუკი ხელისუფლება ხალხს არ ენდობა, - უმანკოდ კითხულობს ბრეხტი, - მაშ, რატომ არ დაითხოვს და ხელახლა არ აირჩევს ახალ ხალხს?“ თუმცაღა დღემდე არაა აღმოჩენილი ახალი ხალხის არჩევის მეთოდი, ამიტომ სახელმწიფო გაორმაგებული ძალით ადევნებს თვალყურს არსებულს.

საიდუმლო პოლიციის ყოველი ორგანიზაცია ერთდროულადაა დაკავებული როგორც ინფორმაციის მოგროვებით, ასევე არასწორი ინფორმაციის გავრცელებითაც - ე.წ. „დეზინფორმაციით“. ანუ საიდუმლო პოლიციაში თქვენ აგროვებთ ქულებს სიგნალებით (ინფორმაციის ერთეულებით) - კონკურენტებისგან ფაქტების დამალვით - და სხვა მოთამაშეებისთვის ცრუ სიგნალების (ინფორმაციის ყალბი ერთეულების) მიჩეჩებით. ამას მივყავართ სიტუაციამდე, რომელსაც მე ოპტიმალურ SNAFU-ს ვუწოდებ, და რომელშიც ყოველ მოთამაშეს გააჩნია რაციონალური (და არა ნევროზული) მიზეზები, ეჭვობდეს, რომ ყოველი სხვა შეიძლება მის მოტყუებას, გასულელებას, დეზინფორმირებას და ა.შ. ცდილობდეს. როგორც ჭორის მიხედვით, ჰენრი კისინჯერი ამბობდა, ვაშინგტონში ვინც პარანოიკი არაა, გიჟია.

შესაძლოა, ამო მართლა არსებობს ობიექტურად, - ან შესაძლოა, ამო-ს მთელი ფენომენი წარმოადგენს საიდუმლო პოლიციის დეზინფორმაციული ღონისძიების საფარს. შესაძლოა, შავი ხვრელები, რომლებშიც სივრცე და დრო ფეთქდება, არსებობენ, - ან შესაძლოა ისინი მოიგონეს იმისთვის, რომ თავები გამოულაყონ რუს მეცნიერებს და ყურადღება გადაატანინონ სემანტიკურ მოჩვენებაზე, „ადამიანზე, რომელიც არ არსებობდა“. შესაძლოა, ჯიმი კარტერი არსებობს, - ან შესაძლოა, როგორც ერთხელ „ნეიშენელ ლემპუნმა“ განაცხადა, ეს სინამდვილეში მსახიობი სიდნი გოლდფარბია, რომელიც მიმზიდველი „უბრალო ბიჭის“ როლს ასრულებს. შესაძლოა, ნაციონალური უსაფრთხოების პირამიდის მწვერვალზე მყოფმა მხოლოდ სამმა ალფა-მამრმა იცის ნამდვილი პასუხები ამ კითხვებზე, - ან იქნებ ამ სამსაც ასულელებენ მათი ხელქვეითები, მსგავსად იმისა, როგორც ლინდონ ჯონსონს ასულელებდა SIA ვიეტნამის ომის დროს.

ასეთია ნეირო-სოციოლოგიური „ლოგიკა“ დეზინფორმაციის ველში. ეს ლოგიკა, როგორც პოლ ვოცლავიკი ამტკიცებს, შიზოფრენიის ლოგიკაა.

მას შემდეგ, რაც 1948 წლის ნაციონალური უსაფრთხოების აქტმა საფუძველი ჩაუყარა ამ ქვეყანაში საიდუმლო პოლიციის თამაშებს, ნიუ-იორკში ხელისუფლების ბრძანებით დაწვეს სოქტორ ვილჰელმ რაიხის წიგნები. ეს სანახაობა დამზაფრავი იყო მათთვის, ვისაც ახსოვდა, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა ხანგრძლივი ომი ნაცისტურ გერმანიასთან, რომლის დანაშაულებებსაც „ცივილიზაციის წინააღმდეგ“ განეკუთვნებოდა წიგნების დაწვაც. ამის შემდეგ მალევე დოქტორი ვილიამ აივი, ჩიკაგოს სამედიცინო სკოლის ყოფილი დირექტორი, გახდა დევნის ობიექტი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც გამოწვეული იყო მისი იდეებით კიბოს წინააღმდეგ რადიკალური საშუალების შესახებ და ეს გრძელდებოდა ათი წლის განმავლობაში. ცოტათი მოგვიანებით დოქტორი ტიმოტი ლირი გასამართლებულ იქნა 38 წლიან პატიმრობაზე მის იდეების გამო ნეირო-გადამცემებისა და ნერვული სისტემის რეიმპრინტირების შესახებ. ახლა ომი ჰოლისტური მედიცინის წინააღმდეგ წარმოებს.

მნიშვნელობა არ აქვს, იყვნენ თუ არა ეს „ერეტიკოსები“ მართლები. მეცნიერებაში ჭეშმარიტების განსაზღვრისთვის კვლევების მინიმუმ ერთი თაობაა საჭირო, და არა ეჭვმიტანილების ციხეში გაშვება ან მათი წიგნების დაწვა. საქმე იმაშია, რომ საიდუმლო პოლიციის თამაში დაუყოვნებლივ ქმნის სოციალურ კონტექსტს წმინდა ინკვიზიციის მეთოდებთან დასაბრუნებლად.

პირველი მსხვერპლი ხდება ინტელიგენცია - საზოგადოების კომუნიკაციური ქსელი, რომელიც იღებს, შიფრავს და გადასცემს ინფორმაციას.

„მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მეგობრულ სალამს გადავცემ დოქტორ ანდრეი სახაროვს რუსეთში“, - განაცხადა დოქტორმა ლირიმ ციხეში ყოფნის შემდეგ, რითაც აღნიშნა ფაქტი, რომ პოლიციური მექანიზმები ნებისმიერ ქვეყანაში ერთნაირია, ისევე როგორც მათ დასაცავად შექმნილი მითები. „კეთილ რუსებს“ დოქტორი სახაროვი ნახევრადგიჟი სიონისტი აგენტი ეგონათ, „კეთილ ამერიკელებს“ კი დოქტორი ლირი - ნახევრადგიჟი ნარკომანი.

ერთ-ერთ ჟურნალისტურ სტატიაში მე ერთხელ გამოვთქვი მოსაზრება, რომ ამო წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ან გრავიტაციული ველის რაღაც უჩვეულო ფლუქტუაციის შედეგებს და რომ ეს გეოფიზიკური ანომალია იწვევს ა) რეალური ენერგიის შეშფოთებას - მოხტუნავე ავეჯს, პრობლემებს ელექტროობასთან დაკავშირებით, სფეროსებური ელვა, რომელიც უცნაურ ნათებას იძლევა ცაზე, და ა.შ. და ბ) შეშფოთებები ცხოველთა და ადამიანთა ტვინის ფუნქციონირებაში მოვლენის ეპიცენტრში, რაც იწვევს პანიკას ცხოველებში და ჰალუცინაციებს ადამიანებში.

ამ თეორიის სტატისტიკური დასაბუთება მოყვანილი აქვს პერსინჯერს და ლაფრენერს, რომლებმაც კომპიუტერით დაამუშავეს მონაცემები ამოსთან 1242 შეხვედრაზე და 4818 სხვა „ზებუნებრივ“ მოვლენაზე - „პოლტერგეისტებზე“, „ტელეპორტაციებზე“, ყოველგვარ „სასწაულებზე“ და „გამოცანებზე“. ეს მონაცემები ამტკიცებენ, რომ ამოსთან შეხვედრები და სხვა ანომალური მოვლენები ძირითადად ემთხვევა სეისმური აქტივობის პერიოდებს და პიკს აღწევენ უშუალოდ მიწისძვრისწინა პერიოდში. პერსინჯერი და ლაფრენერი ასევე ვარაუდობენ, რომ სწორედ გეოფიზიკური ძალები არიან მიზეზი როგორც რეალური ფენომენებისა (მოხტუნავე ავეჯი და ა.შ.), ასევე ჰალუცინაციებისა, ამიტომ საჭიროა შესრულდეს მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა გაირკვეს, რა ხდება სინამდვილეში.

დოქტორმა ჟაკ ბალემ, ასტრონომმა, კიბერნეტიკოსმა და ფიზიკოსმა, წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ამო-ს ფენომენი - ესაა საიდუმლო პოლიციის ნახელავი და სხვა არაფერია, თუ არა დეზინფორმაციის რთული სისტემის გულდასმით შემუშავებული საფარი.

ვილსონ-პერსინჯერ-ლაფრენერ-ბალეს კომბინირებული თეორიის სახით, რომელიც უფრო მეტად პასუხობს ფაქტიურ მონაცემებს, ვიდრე ყოველი ცალკეული თეორია, გთავაზობთ შემდეგს: ამო-ს ფენომენი წარმოადგენს სინერგიულ შედეგს ზოგიერთი უცნაური გეოფიზიკური მოვლენისა, რომლებიც იწვევენ ენერგიის გაუგებარ ფლუქტუაციებს და ტვინის ცვლილებებს იქ მყოფ ადამიანებში და გამოიყენება გარკვეული მიზნებისთვის ერთი ან რამდენიმე „საიდუმლო სამსახურის“, ან ზოგჯერ ეზოთერული ჯგუფების მიერაც.

განვიხილოთ ეს სცენარი.

ხდება რაღაც უცნაური. დავუშვათ, რომ ესაა ჩვენს მიერ ნახსენები გეოფიზიკური ანომალია და ტვინის ტრავმული ცვლილება, მაგრამ არ გამოვრიცხოთ იმის შესაძლებლობებიც, რომ ეს შეიძლება იყოს იმ უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდის სტუმრობაც, რომლებიც ასე მოწონს ხალხურ მითოლოგიას. შემდგომი მოვლენები ერთნაირადაა შესაძლებელი ნებისმიერ ამ „უცნაურობათაგან“.

როგორც კი მოწმეები ლაპარაკს იწყებენ, - იმ ადგილას, სადაც ყველაფერი მოხდა, - ყველა დაინტერესებული მხარე იწყებს მოგროვებას. მზვერავი ჯონი მიდის იმისთვის, რათა დაფაროს იმის მტკიცებულებები, რომ ეს მოვლენა შეიძლება კოსმოსური ხომალდი ყოფილიყო, - ამაში მდგომარეობს (მხოლოდ მათთვის ცნობილი მიზეზებით) მისი სააგენტოს პოლიტიკა. მზვერავი ჯიმი მიდის, რათა შეაგროვოს მტკიცებულებები იმისა, რომ ეს იყო კოსმოსური ხომალდი - ამაში მდგომარეობს მისი სააგენტოს პოლიტიკა, რადგანაც ისინი აკეთებენ იმას, რაც თავის ეჭვებში დოქტორმა ბალემ გამოთქვა (ორმაგი ჯვარის ბრიტანული სააგენტო მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა ისეთ რთულ და აბსურდულ ოპერაციებში, რომლებიც ერთი შეხედვით საერთოდ არ იყვნენ დაკავშირებულნი მათ რეალურ სამუშაოსთან, მაგრამ დეზინფორმაციული შირმის როლს ასრულებდნენ). შემდეგ მოდიან ფილიპ კლასი და სხვა სკეპტიკოსები, რათა სცადონ, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ „ჰალუცინაციებამდე“ დაიყვანონ, მაშინაც კი, თუ მოწმეებს ამომწვარი აქვთ თვალები, დამწვარია უამრავი მანქანა და ა.შ. მალე ასევე ჩნდებიან სხვადასხვა „კოსმოსისკენ შებრუნებულები“ (რომელთა შორისაც შეიძლება იყვნენ მზვერავ ჯიმის კოლეგებიც), რათა შეაგროვონ ფაქტები, რომლებიც „კეთილი კოსმიური ძმების“ მათ რეალობის გვირაბს შეესაბამება. აქ ვერ გავექცევით სხვადასხვა ოკულტური მეცნიერებების წარმომადგენლებსაც, რომლებიც მტკიცებულებებს მათი საკუთარი ანგელოლოგიური, დემონოლოგიური და სხვა მითებისთვის აგროვებენ.

რისკენ მიმყავს ეს ყველაფერი. ნებისმიერი შეთქმულება განიხილება, როგორც თანამზრახველთა ჯგუფი - იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ერთი და იგივე მიზნები გააჩნიათ და ერთად კარგად მუშაობენ. როცა ამას მე და თქვენ ვაკეთებთ, ეს უბრალოდ თანამზრახველთა ჯგუფია. როცა ამას ის ბანდა აკეთებს, ეს უკვე ვერაგული შეთქმულებაა.

ნამდვილი შეთქმულების ნიშნებია: მტკიცებულებების ჯგუფური დაფარვა, დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება, ასევე მოწმეების იძულება ან დაშინება. თანამზრახველთა ნებისმიერი ჯგუფი ასეთ ქცევას უახლოვდება, რადგანაც მისი წევრები აიძულებენ ერთმანეთს რეალობის ჯგუფურ გვირაბში მონაწილეობას. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება უფრო მნიშვნელოვან ეპოსტემოლოგიურ მომენტებს: რა არის მნიშვნელოვანი, რა უნდა შევამჩნიოთ და განვიხილოთ, და რა არის ტრივიალური, და რას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება? როგორი იძულებაა აუცილებელი, რათა მოწმე საკუთარ მხარეზე გადმოიბირო? ადამიანთა უმეტესობას, როგორც ჩვენი SNAFU-ს პრინციპი ამბობს, ადვილია აიძულო იმის თქმა, რისი გაგებაც ავტორიტეტულ პირს სურს.

მაგრამ მოდით, დავუბრუნდეთ ამო-ს სინდრომს - მაგალითს, რომელიც ტვინის ცვლილების და პროგრამირების მთელ სპექტრს აჩვენებს.

მათში, ვისაც ამო-სთან ჰქონია შეხვედრა, ხშირად ვლინდება პოზიტიური ნეიროსომატური ჩართვა, ნეტარების განცდა; ზოგიერთი მათგანი მკურნალიც კი ხდება, ან ოკულტური ჯგუფის ლიდერი.არიან ისეთებიც, რომლებშიც ვლინდება ნეგატიური ნეიროსომატური ეფექტები - სინათლის შიში, როგორც შიზოფრენიის დროს, მწვავე შფოთვითი შემოტევები, რომლებიც ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციას მოითხოვენ და ა.შ.

კონტაქტიორებში ასევე ჩნდება მეტაპროგრამირებადი ცნობიერება (უნარი - აირჩიონ რეალობის სხვადასხვა გვირაბებს შორის), რისი ნიშანიცაა მათი არასრულყოფილი მეტაფორები „პარალელური სამყაროების“, „სხვა რეალობების“ შესახებ და კიდევ სხვა ოკულტური ჟარგონები. ხშირად აღინიშნება ნეირო-გენეტიკური (იუნგის კოლექტიური არაცნობიერი) ხედვები - დემონებით და ბანჯგვლიანი ჯუჯებით დაწყებული კოსმიური ქალღმერთით ან ღვთისმშობლით დამთავრებული.

ამო-ს შესახებ ლიტერატურაში ნახსენებია ასევე მეტა-ფიზიოლოგიური (კვანტური) დონის ჩართვის შესახებ, დაწყებული დროში მოგზაურობებით და „სხეულიდან გასვლებით“, დასრულებული ტელეპორტაციებით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ უფოლოგიაში გავრცელებულია ცნობები როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური გამოცხადებების შესახებ ყველა ამ წრედში. ისე ჩანს, თითქოს თუ პროგრამისტებს ჩვენთან მიმართებაში კარგი განზრახვები აქვთ, ისინი შემთხვევით ბევრს ზიანს აყენებენ; ხოლო თუკი პირიქით, როგორც დოქტორი ბალე თვლის, ცუდი განზრახვები აქვთ ჩვენს მიმართ, ისინი შემთხვევით კარგს გვიკეთებენ ზოგიერთ ჩვენგანს. მაგრამ ეს სამართლიანია ტვინის ცვლილების მთელი ტექნოლოგიის მიმართ მთლიანობაში.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბალეს შეთქმულებების მონისტური თეორია იმდენადვე შეუმდგარია ამო-სთან მიმართებაში, რამდენადაც ზოგადად შეთქმულებების მონისტური თეორიაა შეუმდგარი პოლიტიკასთან მიმართებაში. უფრო სარწმუნო ჩანს ჰიპოთეზა, რომ ამო-სთან დაკავშირებული მოვლენები, მსგავსად ჩვენს მიერ შესწავლილი ტვინის ცვლილებების სხვა სახეებისა, ზოგჯერ სპონტანურ, ზოგჯერ კი - დაპროგრამებულ ხასიათს ატარებენ; და რომ არსებობენ პროგრამისტების კონკურირებადი ბანდები, რომელთა განზრახვებიც კაცობრიობასთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებულია.

როცა მე და დოქტორმა ლირიმ პირველად გამოვაქვეყნეთ ნეიროლოგიური ანალიზი პატი ჰერსტის შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალ „OUI”-ში, რედაქტორებმა მას მიანიჭეს დრამატული სათაური:

„ბრძოლა პატი ჰერსტის გონებისთვის - უვერტიურა ცნობიერების კონტროლის მოპოვებაზე მსოფლიო ბრძოლისკენ“.

მთლად ასე არაა. უფრო ზუსტი იქნებოდა, თუკი პატი ჰერსტის შემთხვევას ჩავთვლიდით ერთ-ერთ ფინალურ ტაქტად „ცნობიერებისთვის ბრძოლის“ სიმფონიის მეორე ნაწილისა. მისი პირველი ნაწილი - ეს იყო პრიმიტიული ნეირომეცნიერება უძველესი და შუასაუკუნეების ტირანებისა, რომლებიც იზოლაციის, დაშნების და იძულების მრავალ ტექნოლოგიას დაეუფლნენ, ასევე იმ შამანების და ოკულტისტების ნეირომეცნიერება, რომლებიც მიხვდნენ, თუ როგორ უნდა შეეცვალათ ნეირო-ქიმიური ნივთიერებების საშუალებით აღქმადი რეალობის გვირაბები.

მეორე ნაწილი დაიწყო თანამედროვე ფსიქოლოგიიდან - ფროიდი, პავლოვი, იუნგი, სკინერი და სხვები - და კულმინაციას მიაღწია LSD-რევოლუციაში, როცა მილიონობით ადამიანამდე დავიდა, რომ შესაძლებელია რეალობის გვირაბების რადიკალური შეცვლა - დროებით, ან ზოგჯერ სამუდამოდაც - ნეიროქიმიის საშუალებით.

მესამე ნაწილი - ესაა უფრო მეტად ხილული ომი მათ შორის, ვისაც ჩვენი ყველას პროგრამირება სურს, და მათ შორის, ვისაც სურს, რომ საკუთარი თავის მეტაპროგრამისტი გახდეს.

სავარჯიშოები

1. დაიწყეთ იმის მტკიცებულებების მოპოვება, რომ თქვენი ტელეფონი ისმინება.

2. მიიხედ-მოიხედეთ გარშემო და ეცადეთ იპოვოთ იმის მტკიცებულებები, რომ თქვენი თანამშრომლები ან მეზობლები ცოტა უცნაურად გთვლიან და თქვენს ფსიქიატრიულში გამწესებას გეგმავენ.

3. ეცადეთ მომდევნო ერთი კვირა გააკაროთ შემდეგი პროგრამით: ყველას ვუყვარვარ და ყველა ცდილობს, რომ მიზნების მიღწევაში დამეხმაროს“.

4. ეცადეთ ერთი თვე გაატაროთ შემდეგი პროგრამით: „მე გადავწყვიტე ვაცნობიერებდე მოცემულ კონკრეტულ რეალობას“.

5. სცადეთ გაატაროთ მთელი დღე პროგრამით: „მე - ღმერთი ვარ, რომელიც ადამიანობანას თამაშობს. ყველა რეალობა, რომელსაც ვხედავ, ჩემს მიერაა შექმნილი“. წარმოიდგინეთ, რომ „ღმერთი“ - ესაა პასუხი და ფრი ჯონის კითხვაზე: „ვინაა ის, ვინც ამჟამად შენით ცხოვრობს?“

6. სცადეთ მუდმივად იცხოვროთ მეტაპროგრამით: „ყველაფერი გაცილებით უკეთ გამოდის, ვიდრე ვგეგმავ“.


 

 

qua

თავი მეჩვიდმეტე. კვანტური ევოლუცია

რა არის ადამიანი? ხიდი მაიმუნსა და ზეადამიანს შორის - უფსკრულზე გადებული ხიდი. (ფ. ნიცშე, „ასე იტყოდა ზარატუსტრა“).

მოხერხებულობისთვის ტოფლერი კაცობრიობის ისტორიის ქაოსს სამი ტალღის მოდელით აღწერს. უფრო ზუსტი იქნებოდა, თუკი ამ „ტალღებს“ დავარქმევდით კვანტურ ნახტომებს ენერგეტიკული კოჰერენტულობის დონეზე.

პირველი ტალღის წარმოსაქმნელად, ტოფლერის სიტყვებით, ათასწლეულები იყო საჭირო, მაგრამ მან ბოლოს და ბოლოს საშუალება მისცა კაცობრიობის დიდ ნაწილს, რომ გადასულიყო ტომობრივი ეტაპიდან (მარტივი პრიმატებიდან, რომლებიც ნადირობა-შეგროვებით იყვნენ დაკავებულნი) განვითარებული აგრარულ-ფეოდალური ცივილიზაციის ეტაპამდე.

მეორე ტალღა გაცილებით უფრო სწრაფად მოხდა - რამდენიმე ასწლეულში მან თითქმის მთელი კაცობრიობა აგრარულ-ფეოდალური ეკონომიკიდან ინდუსტრიულ-საბაზრო-ქალაქურზე გადაიყვანა.

მესამე ტალღა, როგორც ტოფლერი ამტკიცებს, განაგრძობს ძალის მოკრებას და კულმინაციას სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულში მიაღწევს. ჩვენ ამას ვუწოდებთ „ინფორმაციულ აფეთქებას“, „პოსტინდუსტრიულ ეკონომიკას“ და ა.შ.

ყოველი ტალღის სიჩქარე ათჯერ უფრო დიდია, ვიდრე წინა; გარდა ამისა, ყოველი ახალი ტალღა უფრო ტოტალურია - იმ თვალსაზრისით, რომ იგი უფრო მეტ ადამიანს ცვლის, უფრო სრულად ცვლის მათ, და შესაბამისად ახდენს ადამიანური ბუნებისა და ადამიანური საზოგადოების შესახებ ჩვენი კონცეფციის ტრანსფორმაციას.

ტოფლერის მიერ აღწერილი ტალღები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კვანტური მდგომარეობები, რომლებშიც ყოველი ტალღის ენერგეტიკული მდგომარეობა და რეალობის განზომილება უფრო მაღალია, ვიდრე წინა ტალღის მდგომარეობა, და საერთოდ არაა მასზე დამოკიდებული.

პირველმა ტალღამ ტომის ადამიანები მემამულეებად (ან ბატონებად) აქცია, და შექმნა სრულიად ახალი სოციალური მრავალფეროვნება, იმდენად ნატიფი და მოუხელთებელი, რომ ანთროპოლოგებს და სოციოლოგებს შეუძლიათ წლობით შეისწავლონ მისი უხილავი ასპექტები. მიუხედავად ამისა, ეს ტრანსფორმაცია იმდენად უზარმაზარია, რომ უმეტესობა მას შეუიარაღებელი თვალით შეამჩნევს: ტომის ადამიანის ფეოდალურისგან ვერ-განსხვავება ისევე შეუძლებელია, როგორც ძაღლის ვირისგან ვერ-განსხვავება.

მეორე ტალღამ შექმნა ის, რასაც ტოფლერი მახვილგონივრულად უწოდებს „ინდუსტ-რეალობას“, და გამოიწვია მეწარმე ადამიანების გაჩენა, რომლებიც ისევე აშკარად განსხვავდებიან ფეოდალური ან ტომის ადამიანებისგან, როგორც დელფინები - ვარდის ბუჩქებისგან.

მესამე ტალღა, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა შენონმა და ვინერმა განმარტება მისცეს ინფორმაციის ცნებას, ხოლო ფონ ნეიმანმა პირველი პროგრამირებადი კომპიუტერი შექმნა, დღეს ჯერ კიდევ მოძრაობაშია. 1980-იანების შუაში სახლის კომპიუტერი ისეთივე ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მოწყობილობა გახდა, როგორც ტელევიზორი. თანამედროვე კომპიუტერული ქსელი - კომპიუტერებთან „მოლაპარაკე“ კომპიუტერები, - ზომაში ყოველ ოთხ თვეში ორმაგდება. ეს ტრანსფორმაციაც ასევე ტოტალური იქნება: იგი შექმნის სრულიად ახალ „მამაკაცს“, ახალ „ქალს“, ახალ „ბავშვს“, ახალ „პიროვნებას“, ახალ „საზოგადოებას“, „შრომის“, „ენერგიის“, „რეალობის“ ახალ კონცეფციებს და ა.შ.

1998 წლის საშუალო ადამიანი 2008 წელს ისეთივე ჩამორჩენილად მოგვეჩვენება, როგორც შუასაუკუნეების მემამულე - დღეს. ის, რასაც დღეს ნორმალურ სამუშაოდ, ნორმალურ სოციალურ როლებად, ნორმალურ „კაცობრიობად“ ვთვლით, მალე ისევე არქაულად მოგვეჩვენება, როგორც დღეს გვეჩვენებიან ალქიმიკოსები, მჭედლები, მაცნეები და ლაქიები.

რა თქმა უნდა, ტოფლერი არ ამბობს, რომ კომპიუტერია მთელი მესამე ტალღა; იგი შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ როგორც ემბლემა იმისა, რაც დღეს ხდება. ამ თვალსაზრისით მეორე ტალღის ემბლემა გახლდათ ფაბრიკა. იგი წარმოადგენდა არა მხოლოდ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც „ინდუსტ-რეალობა“ მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ჩვენი კოლექტიური სიმდიდრე (და უკმარისობა) გაზარდა; იგი ასევე გახდა მოდელი ყველაფერი დანარჩენისთვის. ჩვენი სკოლები - ესაა მინი ფაბრიკები, ანუ ფაბრიკის მოდელები, რადგან მისი ძირითადი პირველადი დანიშნულება იყო ადამიანების მომზადება ფაბრიკებში სამუშაოდ. სკოლების გაჩენის აუცილებლობა იმით აიხსნება, რომ თუკი ფეოდალიზმს არ ჭირდება მასების განათლება, ინდუსტრიალიზმი ამის გარეშე შეუძლებელია. იმავე ფაბრიკების მოდელზე დაწესებულებებში დადგენილ იქნა განსაზღვრული სამუშაო საათები, მაშინაც კი, თუკი ეს მცირედ ზემოქმედებდა ან საერთოდ არ ზემოქმედებდა პერსონალის მუშაობის ეფექტურობაზე. მთლიანობაში, „ინდუსტ-რეალობამ“, ინდუსტრიული საუკუნის რეალობამ, ყველა აიძულა, რომ რობოტულად აეყოლებინათ ნაბიჯი ფაბრიკული სისტემისთვის (თავისუფალ მწერალს, რა თქმა უნდა, შეუძლია მაშინ იმუშაოს, როცა მოესურვება, მაგრამ, მაგალითად, ჯონ მაკდონალდმა - ძალიან პოპულარულმა და ნიჭიერმა მწერალმა - ინტერვიუში აღიარა, რომ ყოველთვის მუშაობს ცხრიდან ხუთამდე, რადგან ასე უფრო „ბუნებრივად“ ეჩვენება. მაკდონალდის ნეირონებში დღის ფაბრიკული განრიგია გამჯდარი. ამ წიგნის ავტორი, რომელმაც ფაბრიკულ-ოფისური საათებით ოცი წელი იცხოვრა, დღის და ღამის ნებისმიერ დროს მუშაობს, როცა „შთაგონება“ მოუვა, მაგრამ არასოდეს იწყებს ცხრაზე და არ ამთავრებს ხუთზე, რათა ძველ ჩვევებს არ დაუბრუნდეს.

„ინდუსტ-რეალობა“ დღემდე იმდენად გავრცელებულია, რომ როგორც მაკლუენმა შენიშნა, ჩვენ მას პრაქტიკულად ვერ ვამჩნევთ. ასე, მაგალითად, ფეოდალურ ეპოქაში მუსიკა და მუსიკალური კოლექტივები არასოდეს სცდებოდნენ კამერულობის საზღვრებს - ტრიო, კვარტეტი და ა.შ. თანამედროვე სიმფონია კი, მისი უზარმაზარი ორკესტრით, პრომეთესეული თემებით, ღმერთისმსგავსი დირიჟორით („კაპიტალისტით“), კონცერტმეისტერით (ოსტატით), სიმებიანი და სასულე ინსტრუმენტების ჰარმონიით და ა.შ., წარმოადგენს მშვენიერ მხატვრულ გამოხატულებას ადამიანთა მასიური ორგანიზაციის იმ მეთოდებისა, რომლებიც ნაკლებად ამაღლებულ ფორმებში ჩვეულებრივ გამოიყენება ფაბრიკების კონვეიერებში. (ფაბრიკები ასევე საჭიროებდნენ ქალაქებს - სამუშაო ძალის მასიურ დაგროვებას ერთ ადგილას, - რომლებმაც ეს სიმფონია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გახადეს. არისტოკრატი საკუთარ თავს ვერ მისცემდა უფლებას, ან უბრალოდ თავშიც არ მოუვიდოდა, რომ იმაზე მეტი მუსიკოსი შეენახა, ვიდრე სრულყოფილ კამერულ მუსიკას ესაჭიროებოდა).

არა მხოლოდ ბეთჰოვენის „კოსმიური ოპტიმიზმი“ იყო პირმშო იმ გონების ეპოქისა, რომლისგანაც ინდუსტ-რეალობა დაიბადა; თავად ორკესტრებში, რომლისთვისაც ის წერდა, ორგანიზაციის ინდუსტრიული სტილი ვლინდებოდა.

უდავოა, რომ ინდუსტრიალიზმმა (მეორე ტალღა) ახალ სიმდიდრესთან ერთად ახალი უკმარისობაც შექმნა. შექმნილი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი ექსპორტირებულ იქნა უმცირესობის მიერ. როგორც არ უნდა შეეხოს ეს სოციალისტებს, აუცილებელია აღიარება იმისა, რომ მსგავსი გზა გარდუვალი იყო მოშინაურებული პრიმატების საზოგადოებისთვის. რამდენიმე ალფა-მამრი ყოველთვის უფრო ცხადად ხედავს თავის სარგებელს, ვიდრე უმეტესობა - თავის კოლექტიურ ინტერესს.

მიუხედავად ამისა, როცა ინდუსტ რეალობა საკმარისად გავრცელდა, მას მოჰყვა სოციალიზმი. შესაძლოა მკითხველს ეს არ მოეწონოს (ავტორს არ რცხვენია თავისი წარმოდგენების და აღიარებს, რომ მას ეს არ მოწონს), მაგრამ ესეც გარდუვალი იყო. შეუძლებელია, რომ აქამდე არნახული სიმდიდრის დაგროვებას არ გამოეწვია აღშფოთება მათი მფლობელი ალფა-მამრების მიმართ, და იმის დასაკუთრების სურვილი, რისი ექსპროპრიაციაც მათ ასე ეგოისტურად მოახდინეს. ამ სიტუაციას ბაბუინებშიც კი ვაკვირდებით: მეტისმეტად აუტანელ ალფა-მამრს უფრო ახალგაზრდა მამრების ჯგუფი ცემს და ჯოგიდან აგდებს.

ვერც კაპიტალისტურმა და ვერც სოციალისტურმა ინდუსტ-რეალობამ ვერ მისცა ადამიანებს ის, რაც მათ ყველაზე მეტად ჭირდებოდათ: დამოუკიდებლობა და სამართლიანობა, თავისუფლება და სიუხვე, მუდმივი ზრდა და მუდმივი განვითარება. ჩვენთვის კაპიტალიზმ-სოციალიზმი - ყოველთვის დილემაა და არა არჩევანი.

მესამე ტალღას შეუძლია გადალახოს, და გადალახავს ამ პრობლემებს ინდუსტრიალიზმის ფარგლებში. მესამე ტალღა არ იქნება არც კაპიტალისტური, არც სოციალისტური, და არც მათი რაიმე სინთეზი. იგი მოითხოვს ეკონომიკური ურთიერთობების სრულიად ახალ ტიპს - ზუსტად ისევე, როგორც ფეოდალიზმმა შექმნა ეკონომიკა, რომელიც უცნობი იყო ტომის ადამიანისთვის, ხოლო ინდუსტრიალიზმი - კაპიტალიზმის და სოციალიზმის ორი კონკურირებადი ეკონომიკა, ერთნაირად იყო წინასწარგანუსაზღვრელი და მოულოდნელი ფეოდალური ეტაპის პერსპექტივიდან.

1977 წელს ილია პრიგოჟინი გახდა ნობელის პრემიის ლაურიატი ფიზიკური ქიმიის სფეროში. პრიგოჟინის სამუშაო დაკავშირებული იყო სწორედ იმ პროცესების კვლევასთან, რომლებსაც ჩვენ განვიხილავდით, - ნეგატიური ენტროპიის შექმნასთან სტოქასტურ პროცესებში, - მაგრამ წარმოადგენდა გიგანტურ ნახტომს ამ სფეროს ისეთი პიონერების გენიალურ იდეებთან შედარებით, როგორებიც არიან შრედინგერი, ვინერი, შენონი და ბეიტსონი.

პრიგოჟინის თანახმად, ნებისმიერი ორგანიზებული სისტემა დინამიურ დაძაბულობაში იმყოფება ენტროპიასა და ნეგენტროპიას, ქაოსსა და ინფორმაციას შორის. რაც უფრო რთულია სისტემა, მით უფრო მაღალია მისი არასტაბილურობა. პრიგოჟინმა ეს მათემატიკურად დაამტკიცა, ჩვეულებრივი ენით კი ამის გადმოცემა შემდეგნაირად შეიძლება: ორი ბავშვის ტარება უნივერმაღში უფრო ადვილია, ვიდრე ოცის. ან: 101 კბილის ჩხირისგან გაკეთებული „სახლის“ არასტაბილურობა უფრო მეტია, ვიდრე 10-სგან გაკეთებულის.

არასტაბილურობა ყოველთვის ცუდი არაა: რეალურად იგი სრულიად აუცილებელია ევოლუციისთვის. მწერების საზოგადოება მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა, ამიტომ რამდენიმე მილიონი წელია ევოლუცია არ განუცდია. ადამიანთა საზოგადოებები მაღალი არასტაბილურობით გამოირჩევიან და მუდმივად განიცდიან ევოლუციის პროცესს.

პრიგოჟინმა დაამტკიცა არასტაბილურობის ევოლუციური მნიშვნელობა მის მიერვე შექმნილი „დისიპათიური სტრუქტურის“ კონცეფციის მეშვეობით. დისიპათიური სტრუქტურა მაღალ სირთულეს ატარებს, და შესაბამისად მაღალ არასტაბილურობასაც. რაც უფრო რთულია იგი, მით უფრო მაღალია მისი არასტაბილურობა, ბუნებრივია, მათემატიკური; რაც უფრო მაღალია მისი არასტაბილურობა, მით უფრო მეტია მასში ცვლილებების წარმოშობის, ანუ განვითარების ალბათობა.

ყველა დისიპათიური სტრუქტურა გამუდმებით მერყეობს თვითგანადგურებასა და ინფორმაციის უფრო მაღალ დონეზე რეორგანიზაციას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი პესიმისტურად გამოიყურება, საქმეში ყველაფერი ასე არაა. პრიგოჟინის დასკვნები ფრიად ოპტიმისტურია. იგი აჩვენებს, რომ მათემატიკური თვალსაზრისით მაღალი სირთულის სტრუქტურები - ისეთები, როგორიცაა ჩვენი თანამედროვე კაცობრიობა, რომელიც სადღაც შუაშია მეორე ტალღის ინდუსტ-რეალობასა და მესამე ტალღის დასაწყისს შორის - მეტი, გაცილებით მეტი ალბათობით განიცდის „დისიპაციას“ უფრო მაღალი კოჰერენტულობისკენ, ვიდრე თვითგანადგურებისკენ.

სხვა სიტყვებით, ინტელექტუალურ კონფლიქტში უტოპისტებსა და ანტიუტოპისტებს შორის მათემატიკა უტოპისტების მხარესაა. ჩვენი ადამიანური სამყარო იმდენად მდიდარია ინფორმაციით (კოჰერენტულია), რომ თითქმის გარდუვალად უნდა გადავიდეს კიდევ უფრო მეტ კოჰერენტულობაში, და არა ქაოსსა და თვითგანადგურებაში.

პრიგოჟინის თეორია წარმოადგენს მათემატიკურ მტკიცებულებას მაკლუენის ინტუიტიური რწმენისთვის, რომ განადგურების ბევრი მოჩვენებითი სიმპტომი სინამდვილეში პროგრესის მაცნეა.

შენიშვნა დარწმუნებული პესიმისტებისთვის: პრიგოჟინის ანალიზი დაფუძნებულია ალბათობის თეორიაზე, და ამგვარად, არ წარმოადგენს განსაზღვრულს. ამიტომ თუკი ამ ლირიულმა გვერდებმა განსაკუთრებულად შეგაშფოთათ, დაიმშვიდეთ თავი იმ აზრით, რომ თუმცა მთელი კაცობრიობის წარმატების ალბათობა დიდია, მაინც რჩება გარკვეული შანსები, რომ თავს გავინადგურებთ, ან თქვენი რომელიმე საყვარელი აპოკალიპტური სცენარი აღსრულდება, მიუხედავად კოჰერენტულობისკენ და უმაღლესი გონისკენ მისწრაფების საერთოდ ტენდენციისა.

ამავდროულად, მაშინაც კი, თუ კაცობრიობა განწირულია გარდუვალი წარმატებისთვის, რა თქმა უნდა, არავინ გიშლით თქვენი საკუთარი ცხოვრების დაღუპვას. ეს წიგნი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს მცდელობას იმისა, რომ დარწმუნებული ტანჯული-მანიაკები იმედგაცრუებებისა და წარუმატებლობების ძიებას გადააჩვიოს.

უკანასკნელი კოსმოლოგიური აღმოჩენები იმაზე მიუთითებენ, რომ მზე და ჩვენი მზის სისტემის პლანეტები, დედამიწის ჩათვლით, გალაქტიკის მტვრისა და გაზის ღრუბლისგან შეიქმნენ 5-6 მილიარდი წლის წინ.

ითვლება, რომ სიცოცხლის პირველი ერთუჯრედიანი ფორმები - პირველი წრედის ბიოგადარჩენითი ცნობიერების განთიადის პირველი გამოვლინებები - დედამიწაზე დაახლოებით 3-4 მილიარდი წლის წინ გაჩნდნენ.

ხერხემლიანები მეორე წრედის ემოციურ-ტერიტორიული ცნობიერებით პირველად დაახლოებით მილიარდი წლის წინ გამოჩნდნენ.

მესამე წრედის ადამიანური გონების - ენისა და აზრის - განვითარება დაიწყო სავარაუდოდ დაახლოებით 100 ათასი წლის წინ. ბოლომდე მოშინაურებული პრიმატი - Homo Sapiens, - რომელიც მეოთხე კონტურის „მორალურ“ ცნობიერებას ატარებდა, მაქსიმუმ 30 ათასი წლის წინ გაჩნდა. მეხუთედან მერვემდე წრედები გაჩნდნენ უკვე ისტორიულ ეპოქაში.

მეცნიერების განვითარებასთან ერთად ყველა ეს ციფრი მუდმივად გადაიხედება, თუმცაღა მათ შორის თანაფარდობა პრინციპულად უცვლელია, და ეს თანაფარდობა საოცარია. როგორც არაერთხელ აღინიშნა, თუკი მთელ ამ ევოლუციურ სცენარს 24 საათამდე დავიყვანთ, შუაღამიდან დაწყებული, მაშინ სოცოცხლე შუადღემდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა, ხოლო მთელი ადამიანური ისტორია (დაწყებული კეტით შეიარაღებული ადამიანისმაგვარი მაიმუნით აფრიკაში და დასრულებული იმ მომენტით, როცა ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა მთვარეზე დააბიჯა, თავსდება შემდეგი შუაღამის დადგომამდე ბოლო წამის მეორე ნახევარში.

ეს მოდელი მთლად კორექტული არაა, რადგან ჩვენი აწმყო მასში არ წარმოადგენს „დასასრულს“, რაც რაც სიმართლისგან შორსაა. შესაძლო კოსმიური მიგრაციის გათვალისწინების გარეშეც კი დედამიწის ბიოსფეროს სიცოცხლე კიდევ 10-15 მილიარდი წლით უნდა გაგრძელდეს, სანამ მზე შეწყვეტს მის შენარჩუნებას. თუკი მოდელს ჩვენი მზის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობაზე ავაგებთ - დაახლოებით 20 მილიარდ წელზე, - ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ დღევანდელ დღეს მასში შეესაბამება დილის 8 საათი. ამ დრომდე სიცოცხლე ძირითადად არაცნობიერი იყო, მაგრამ უკანასკნელ მილიონ წელში (უკანასკნელი რამდენიმე წამი პირველ მოდელში) გაჩნდა გაცნობიერებულობის და გამოღვიძების პირველი ნიშნები.

„სამყარო ისეა მოწყობილი, რომ გააჩნია საკუთარი თავის დანახვის შესაძლებლობა“, - თქვა ერთხელ სპენსერ ბრაუნმა. ნეიროსომატური, ნეიროგენეტიკური და მეტაპროგრამირებადი წრედების გაჩენა - ესაა საშუალება, რომლითაც სამყაროს შეუძლია „საკუთარი თავის დანახვა“ კიდევ უფრო მკაფიოდ და სრულად, რათა გადაწყვეტილება მიიღოს თავის შემდგომ განვითარებაზე.

აიზეკ აზიმოვი „გენეტიკურ კოდში“ განიხილავს 60 წლიანი ციკლის არსებობას პირველი სამეცნიერო პრინციპის პირველი გაგების მომენტსა და იმ მომენტს შორის, როცა ეს პრინციპი სამყაროს ცვლის.

მაგალითად, ერსტედმა 1820 წელს აღმოაჩინა ელექტრო-მაგნიტური ექვივალენტურობა, ფაქტი, რომ ელექტროობა შეიძლება გარდაიქმნეს მაგნეტიზმად, ხოლო მაგნეტიზმი - ელექტროობად.სამოცლი წლის შემდეგ, 1880 წელს, ელექტრული გენერატორები უკვე ფართოდ იყვნენ გავრცელებული და ინდუსტრიულმა რევოლუციამ თავის გაფურჩქვნის ხანას მიაღწია. უკვე გამოგონილ იქნა ტელეგრაფი და ტელეფონი - იწყებოდა მასობრივი კომუნიკაციის ეპოქა.

1883 წელს ტომას ედისონმა პირველად შენიშნა ე.წ. „ედისონის ეფექტი“ - მთელი ელექტრონიკის გასაღები. სამოცი წლის შემდეგ, 1943 წელს, ელექტრონული ტექნოლოგიები საყოველთაოდ იბადებოდა. მათ პრიმიტიულ ფორმას გართობის, რადიოს სახით უკვე 20 წელი შეუსრულდა, და მის ადგილას მალე ტელევიზია უნდა მოსულიყო.

1896 წელს ბეკერელმა აღმოაჩინა ურანის რადიოაქტივობა. სამოცი წლის შემდეგ ორი ქალაქი უკვე განადგურებულ იქნა ატომური ბომბებით და მიმდინარეობდა ქარხნების მშენებლობა ბირთვული იარაღის წარმოებისთვის (ეს იყო წვლილი უკმარისობაში, და არა სიმდიდრეში).

1903 წელს ძმებმა რაიტებმა ააგეს აეროპლანი, რომელმაც ჰაერში რამდენიმე წუთი გაძლო. სამოცი წლის შემდეგ, 1963 წელს, გამოჩნდა რეაქტიული ლაინერები, რომლებსაც ჰაერით ასზე მეტი მგზავრი გადაჰყავდათ.

დავუშვათ, რომ ეს სამოცწლიანი ციკლი კანონია, და გავაკეთოთ სამომავლო პროგნოზები:

შენონმა და ვინერმა კიბერნეტიკის მათემატიკური საფუძვლები 1948 წელს შექმნეს. სამოცი წლის შემდეგ, 2008 წელს, მსოფლიოს კიბერნეტიზაციას, ისეთივე სრულს, როგორც XIX ასწლეულის ელექტრიფიკაცია, ახალ ენერგეტიკულ დონეზე გადავყავართ, ახალ სოციალურ რეალობაში (როგორც ტოფლერმა იწინასწარმეტყველა).

1943 წელს ჰოფმანმა აღმოაჩინა LSD და ცნობიერებაზე ქიმიური კონტროლი. სამოცი წლის შემდეგ, 2003-ში, საჭირო ქიმიური პრეპარატების გამოყენება საშუალებას მოგვცემს, რომ განვახორციელოთ ცნობიერების ნებისმიერი წარმოდგენადი ცვლილება.

მაკეიმ პირველ შედეგებს ლაბორატორიული ვირთხების სიცოცხლის ვადის გახანგრძლივებაში 1939 წელს მიაღწია. სამოცი წლის შემდეგ, 1999 წლისთვის, დღეგრძელობის აბები ყოველ აფთიაქში გაიყიდება.

დნმ-ის იდენტიფიკაცია მოხდა 1944 წელს. სამოცი წლის შემდეგ, 2004-ში, გენური ინჟინერიის ნებისმიერი ფორმა იმდენად ჩვეული იქნება, რამდენადაც ჩვეულია დღეს ელექტრონიკა.

ინფორმაციის მოცულობის (კოჰერენტულობის გამოვლინების) ზრდის ყველაზე ახლო მცდელობა განხორციელდა 1973 წელს ფრანგი ეკონომისტ ჟორჟ ანდერლია მიერ.

თავის კვლევაში ანდერლიამ ზომის ერთეულად მიიღო ინფორმაციის ყველა ბიტი, რომელიც დაგროვილი იყო კაცობრიობის მიერ ჩვენი ერის დასაწყისში. ამ შეფასების თანახმად, ეს სიდიდე 1500 წლისთვის გაორმაგდა. მხოლოდ 250 წელი გახდა საჭირო (1750 წლამდე), რომ იგი კიდევ ერთხელ გაორმაგებულიყო და ოთხი პირობითი ერთეულისთვის მიეღწია. შემდეგ გაორმაგებას 150 წელი დასჭირდა, და ამგვარად 1900 წლისთვის კაცობრიობას უკვე რვა ერთეული ჰქონდა მიმდინარე ინფორმაციულ ანგარიშზე. შემდეგ გაორმაგებას სულ რაღაც 50 წელი დასჭირდა, და 1950 წლისთვის ჩვენ უკვე ინფორმაციის 16 ერთეული გვქონდა. 1960 წლისთვის ამ ნიშნულმა 32-ს მიაღწია. შემდეგ გაორმაგებას 7 წელი დასჭირდა, და 1967 წლისთვის უკვე 64 ერთეულზე გადავედით (საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში მოხდა პირველი ახალგაზრდული რევოლუცია, როცა მთელ პლანეტაზე დაიწყეს ნგრევა რეალობის ძველმა რუკებმა და ყველა მხრიდან გაჩნდნენ ყველაზე უცნაური ახალი რუკები).

a117

მომდევნო 6 წელში (1967-1973) ჩვენი ინტელექტუალური საბანკო ანგარიში კვლავ გაიზარდა 128 ერთეულამდე. ამ წერტილში ანდერლიამ თავისი კვლევა დაასრულა.

დოქტორმა ელვინ სილვერსტეინმა შეაფასა, რომ თუ ამ დამოკიდებულების გრაფიკს კიდევ 70 წლით გავაგრძელებთ, ადამიანური ცოდნა მილიონჯერ უნდა გაიზარდოს. ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობას 128 მილიონჯერ მეტი ინფორმაცია ექნება, ვიდრე იესოს დაბადების წელს.

სავარაუდოდ დღეგრძელობის აბები დროულად გაჩნდება, რათა გაგვიძნდეს შესაძლებლობა, რომ გავიაროთ დიდი ევოლუციური კვანტური ნახტომი.

უნდა ვივარაუდოდ, რომ ჩვენი ნერვული სისტემის უმაღლესი წრედები - ნეიროსომატური ჰოლისტური ცოდნა, ნეიროგენეტიკული ევოლუციური ხედვა, მეტაპროგრამირება - განკუთვნილია იმისთვის, რომ დაგვეხმაროს უმაღლესი ინფორმაციის ამ მძლავრ ნაკადთან და პოტენციურ უმაღლეს კოჰერენტულობასთან გამკლავებაში.

ტოფლერის მესამე ტალღა - ესაა მხოლოდ სოციოლოგიური ასპექტი სიტუაციისა, რომელიც ასევე წარმოადგენს ბიოლოგიურს და „სულიერს“.

ჩვენ გაცილებით მეტს ვიცოცხლებთ, ვიდრე ვვარაუდობთ, და უფრო ჭკვიანებიც გავხდებით.

ეს მუტაციები მიგვიყვანენ სრულიად ახალი რეალობის გაჩენამდე.

სავარჯიშოები

1. შეადგინეთ იმ ათი სფეროს სია, რომლებშიც თქვენი აზროვნება-გრძნობა კონსერვატიულია. დაფიქრდით, რამდენი წელი იქნება საჭირო, რომ სამყარო იმ დონემდე შეიცვლება, როცა ეს იდეები არა მხოლოდ კონსერვატიული, არამედ უადგილოც გახდება (ისევე, როგორც დღესაა უადგილო ახალი ეპოქის 300-იანი წლების თეოლოგიური კამათები).

2. შეადგინეთ იმ ათი სფეროს სია, რომლებშიც თქვენი მიდგომა რადიკალურია. შეაფასეთ, რამდენი წელი დაჭირდება სამყაროს იმისთვის, რომ ეს იდეები კონსერვატიულად გამოჩნდეს.

3. მიიღეთ აქტიური დღეგრძელობის ჰიპოთეზა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მინიმუმ 300 წელს იცოცხლებთ. ამ ვადის რა ნაწილი გინდათ გაატაროთ არაფრის კეთებაში? რამდენი სხვადასხვა სამუშაო გინდათ გამოსცადოთ? სპორტის, ხელოვნების ან მეცნიერების რამდენი სფერო (რომლებზეც მანამდე დრო არ გქონდათ) გინდათ, რომ შეისწავლოთ?


 

თავი მეთვრამეტე. არალოკალური კვანტური წრედი

შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი, — თქვა მისტერ დეიზიმ. — მთელი ისტორია მიემართება ერთიანი და დიადი მიზნისკენ, - ღმერთის გამოცხადებისკენ (ჯეიმს ჯოისი, „ულისე“)

მოშინაურებულ პრიმატ-ფილოსოფოსს, რომელიც ცხოვრობს G-ტიპის ვარსკვლავის გარშემო მოძრავ ჟანგბად-ნახშირბადოვან პლანეტაზე, - სახელდობრ კი ამ წიგნის ავტორს, ერთხელ შეეკითხნენ: „როგორ ვაზროვნებთ?“

- ნუ, ჩვენში ჩაშენებულია ბიოგადარჩენის წრედი, რომელიც სასარგებლო ობიექტებს სახიფათო ობიექტებისგან განარჩევს...
- და მერე რა? ეს წრედი აგებს პასუხს მთელ ჩვენს აზროვნებაზე?
- არა, რატომ? კიდევ არის ემოციურ-ტერიტორიული წრედი...
- კარგი, და...
- იქ სულ წრედებია, წრედები-წრედები-წრედები, - ვუთხარი მე. რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს.

ჩვენ შევქმენით ცნობიერების მშვენიერი (როგორც გვეჩვენება) ცნობიერების მოდელი თავის ტვინის აპარატული და პროგრამული უზრუნველჰყოფის მეშვეობით. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ თუმცა ტვინის მოდელის სახით შეგვიძლია კომპიუტერი გამოვიყენოთ, ეს მოდელი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს თავად სისტემას. მოდელის შემქმნელი ანუ მეტაპროგრამისტი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე თავად მოდელი ან პროგრამა.

იმის დროს, რასაც პარაფსიქოლოგები „სხეულიდან გასვლას“ (ან „სხეულსგარე გამოცდილებას“) უწოდებენ, ცნობიერება, როგორც ჩანს, ბოლომდე სცდება ნერვული სისტემის საზღვრებს.

მსგავსი გამოცდილება ჩვეულებრივ მიიღწევა იოგას მაღალი დონეების დროს, ან შემთხვევით ჩნდება ავადმყოფებში, რომლებიც კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებიან: მედიცინის ყველა სტანდარტის შესაბამისად ისინი „მოკვდნენ“, მაგრამ შემდეგ თანამედროვე რეანიმაციული საშუალებები სიცოცხლეს უბრუნებენ მათ.

სხეულსგარე გამოცდილება ასევე შესაძლებელია მივიღოთ LSD-ს დიდი დოზებით. მსგავსი შეგრძნებების გამოცდილება დაფიქსირებულია ასევე სხვადასხვა შამანურ ტრადიციებში და ჩვენი საზოგადოების ბევრ „ოკულტისტთან“.

მაგალითი: ერთხელ, 1973 წელს, ნეიროპროგრამირებაში ექსპერიმენტის დროს, მე „დავინახე“ ის, რაც იმ მომენტში ემართებოდა ჩემს შვილს, რომელიც არიზონაში, ჩემგან ხუთას კილომეტრზე მეტ მანძილზე იმყოფებოდა.

ამ მონაცემების ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარად შეგვიძლია. შეიძლება ითქვას, რომ არიზონაში ჩემი „ასტრალური სხეული“ გაემგზავრა; ეს ოკულტური თეორიაა. თუ უფრო კონსერვატიულად მივუდგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე საკუთარ თავში განვივითარე ექსტრასენსორული აღქმა და „დავინახე“ არიზონა ისე, რომ იქ არ გავმგზავრებულვარ; ბევრი პარაფსიქოლოგი მერვე წრედის ამ გამოცდილების აღსაწერად მესამე წრედის ამ რუკას იყენებს. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მე უბრალოდ „შემთხვევით“ გავიფიქრე ამ სცენაზე ზუსტად იმ მომენტში, როცა ის სინამდვილეში ხდებოდა, - ეს იქნება იუნგის სინქრონულობა. ან შეგვიძლია „ეს ყველაფერი ხალიჩის ქვეშ შევჩურთოთ“, და თავი დავიძვრინოთ გაურკვეველი ბურტყუნით „უბრალო დამთხვევის“ ან „უცნაური დამთხვევის“ შესახებ, რაც წარმოადგენს რაციონალისტის ტრადიციულ მიდგომას.

ტიმოტი ლირის და ამ წიგნის ავტორის ადრეულ სამუშაოების თანახმად, ასევე ფიზიკისა და ცნობიერების მკვლევართა სან-ფრანცისკოელი ჯგუფის თანახმად, ჩვენ ვამჯობინებთ ვთქვათ, რომ მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებული გამოვლინებაა იმისა, რასაც კვანტურ მექანიკაში ბელის თეორემა ეწოდება.

ბელის თეორემას კავშირი აქვს რთულ ტექნიკურ სისტემებთან, თუმცაღა მისი ფორმულირება შესაძლებელია ჩვეულებრივ ენაზეც.

არ არსებობს იზოლირებული სისტემები; სამყაროს ყოველი ნაწილაკი იმყოფება „მყისიერ“ (რომელიც სინათლის სიჩქარეს აჭარბებს) კავშირში მთელ დანარჩენ ნაწილაკებთან. მთელი სისტემა, მაშინაც კი, თუ მისი ნაწილები უზარმაზარი მანძილითაა დაშორებული, ფუნქციონირებენ, როგორც ერთიანი სისტემა.

ისე ჩანს, თითქოს მსგავსი სინათლის სიჩქარეზე სწრაფი კავშირი წინააღმდეგობაში შედის ფარდობითობის სპეციალურ თეორიასთან. თუმცაღა ბელის თეორემა არსებობს: ფიზიკაში თეორემა - ეს არაა უბრალოდ „თეორია“, არამედ მათემატიკური მტკიცებულებაა, რომელიც ჭეშმარიტი უნდა იყოს, თუკი მასში მათემატიკურ შეცდომებს ვერ პოულობენ, და თუ ექსპერიმენტები, რომლებიც მას საფუძვლად უდევს, განხორციელებადია. ბელის თეორემაში არ არის შეცდომები, მისი დამადასტურებელი ექსპერიმენტები კი უკვე რამდენჯერმე ჩატარდა.

მაგრამ არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ფარდობითობის სპეციალური თეორიაც, რომელშიც ასევე არ არის შეცდომები და რომელსაც მისი დამადასტურებელი მრავალი ექსპერიმენტი გააჩნია.

წარმოდგენილ იქნა ამ პრობლემიოს ორი გადაჭრა, და ორივეში იგულისხმება, რომ ბელის თეორემით აღწერილ „კავშირს“ არ სჭირდება ენერგია, რადგან სწორედ ენერგიას არ შეუძლია სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილება. დოქტორი ედვარდ ჰარის ვოკერი ვარაუდობს, რომ იმ უცნობ ელემენტს, რომელიც სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილდება და სისტემას აერთიანებს, „ცნობიერება“ წარმოადგენს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია იძულებით მივიღოთ ეს ვარაუდი, რის შედეგადაც ფიზიკა გახდება პანთეიზმის ან უკიდურეს შემთხვევაში პანფსიქიზმის დასაბუთება. სხვა ალტერნატივა, რომელიც დოქტორმა ჯეკ სარფატიმ წარმოადგინა, მდგომარეობს იმაში, რომ ბელის კავშირი ინფორმაციის მეშვეობით ხორციელდება.

სუფთა ინფორმაცია, მათემატიკური თვალსაზრისით, არ საჭიროებს ენერგიას, არამედ მხოლოდ აწესრიგებს მას. იგი წარმოადგენს უარყოფას იმ ენტროფიისა, რომელსაც ქაოსი შეაქვთ ენერგეტიკულ სისტემებში.