პიტერ პენის იუნგიანური ანალიზი

Admin
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
5
1

სტატიის ავტორი: ზურაბ ფერცულიანი

დღევანდელი იუნგიანური ანალიზის ობიექტი « პიტერ პენია ». 2003 წლის ფილმი და არა მულტფილმი, აქვე მივდა ავღნიშნო რომ ამ ფილმში დანახული არქეტიპის « მუდმივად ბავშვის » და მის ირგვლივ კომპლექსებს უფრო ღრმად გავაანალიზებ, კომპლექსებს რომელსაც წინა სტატიაში, « მძინარე მზეთუნახავში » შევეხე, განვიხილავ რა არის ეს კომპლექსები რომლებიც ფილმის პერსონაჟებშია, განსაკუთრებით შევეხები ოიდიპოსის კომპლესს, მის სხვადასხვა გამოვლინებას ინდივიდებსა და საზოგადოებაში, მის მიზეზს და სავარაუდო « წამალსაც ».  მინდა ავღნიშნო რომ სტატიაში შევეხები ბევრ სენსიტიურ თემას, შეიძლება ტაბუსაც მაგრამ ეს იქნება ფსიქოლოგიურ და ანთროპოლოგიური ანალიზი ამ საკითხის, რომელიც ჩემს პირად კვლევას და დაკვირვებაზეა დაყრდნობილი.

სიუჟეტი: სცენარი ვითარდება ჩვეულებრივი საშუალო კლასის ოჯახში სადაც მამა ბანკირია ხოლო დედა დიასახლისი, მათ ყავთ სამი შვილი, უფროსი გოგონა - ვენდი და ორი ბიჭი, მათ ყავთ ასევე ძაღლი ძიძა « ნანა ». ვენდი მათ ძმებს ღამღამობით ზღაპარს უყვება ხოლმე. მათთან სტუმრად მოსული დეიდა მილისენტი ვენდიზე ამბობს რომ ის უკვე იზრდება (წლისაა) და საჭიროა ცალკე ოთახში გადავიდეს, რომ ვენდის « ფარული კოცნა » აქვს ტუჩთან,  რომ ეს კოცნა ყველაზე დიდი თავგადასავლის მაუწყებელია როგორც მისთვის ასევე კოცნის მპოვნელისთვის. ვენდი სკოლაში « ფრთებიან ბიჭს » ხატავს რომელიც წინა ღამით ნახა ოთახში მაგრამ მას მისი ჩრდილი დარჩა,  ვენდი მას ხატავს სკოლაში რომლის გამოც მასწავლებელი წერილს უგზავნის მამას. პიტერ პენი ბრუნდება ვენდისთან მისი ჩრდილის დასაბრუნებლად, მას ვენდი ხვდება სადაც იცნობს პიტერ პენს, ვენდის ის ეუბნება რომ მას დედა არ ყავს, და ის ტიროდა არა უდედობის გამო არამედ იმიტომ რომ მის ჩრდილს ვერ იწებებს, ვენდი მას ეხმარება ჩრდილის მიკერვაში, პიტერ პენს თან ფერია ახლავს რომელსაც ტინკერბელი ქვია, მან ის საკუთარი სახლიდან გაქცევისას იპოვა. პიტერ პენი ვენდის « ნევერლენდში » ეპატიჟება სადაც ის დაკარგული ბიჭების უფროსია, ნევერლენდის პრინცი. ვენდის უნდა კოცნა « გაცვალოს » პენთან მაგრამ ის უცნაურად პასუხობს, არ იცის რა არის კოცნა, შემდეგ როდესაც ვენდი მის ასაკს ეკითხება პენი არ პასუხობს კონკრეტულად, თითქოს არ იცის, აღარ ახსოვს, და ეუბენება რომ სახლიდან გაიქცა, რადგან მშობლები ეუბნებოდნენ რომ მალე კაცი იქნებოდა. პიტერ პენი პატიჟებს ვენდის და მის ძმებს  ნევერლენდში სადაც ვენდი « დაკარგულ ბიჭებს » ზღაპრებს მოუყვება და დედობას გაუწევს. ფერიის მტვერის დახმარებით ისინი გაფრინდებიან ნევერლენდში, იქ სადაც არავინ არასდროს იზრდება. პიტერ პენის მთავარი მტერი კაპიტანი კაუჭაა, მისივე მეკობრეებით, მინდა ავღნიშნო რომ კაპიტანი კაუჭას როლს იგივე მსახიობი ასრულებს ვინც ვენდის მამაა. კაპიტან კაუჭას ხელი აქვს მოჭრილი პიტერ პენის მიერ, რომელიც ნიანგს გადაუგდო რომელსაც საათი აქვს გადაყლაპული. პიტერ პენი ვენდის უყვება თუ რისი სწამთ მამებს : დისციპლინა, მოარტყი ბავშვებს სანამ ისევ შეეცდებიან შენს მოკვლას, ან უკეთესია ჩვენ თვითონ მოვკლათ. (ოიდიიპურ მითი)… რაღაც პერიოდის შემდეგ ვენდის ახსენდება რომ სახლში უნდა დაბრუნდეს, მის ძმებს დაავიწყდათ დედ მამა, ის პენს ეპატიჟება სახლში, მაგრამ პიტერ პენი უარზეა რადგან ფიქრობს რომ სკოლაში აიძულებენ სიარულს და მერე ოფისსში, რომ მოუწევს გაიზარდოს, მას უნდა რომ სულ ბიჭი იყოს და ერთობოდეს. შემდე, ხდება ისე რომ პიტერ პენი კაპიტან კაუჭას ებრძვის, კაუჭას მისი მტერი ნიანგი ყლაპავს, ვენდი მის დაძმასთან ერთად ბრუნდება სახლში მაგრამ თან « დაკარგული ბიჭები » მიყვება, პიტერ პენი კი ბრუნდება ნევერლენდში.

ანალიზი: ვენდი გადადის მომწიფების პერიოდში რასაც აცნობიერებენ მისი მშობლები და მათი ნათესავი, რის გამოც ხდება მისი გამოცაკლევება, დაშორება, ეს ფსიქოლოგიური ეტაპია რომ მან საკუთარი ინდივიდუალობა აღიქვას, მოწყდეს დედას, მამას და როგორაც ფილმშია მის ძმებს, კოცნაც და დაკავშირებული თავგადასავლებიც რაც ნათესავმა უთხრა სწორედ მიზ გაზრდასთან დაკავშირებული ფაქტია, პიტერ პენი შემიძლია ვთქვა რომ ჯერ ბოლომდე შინაგანად არ გაზრდილი ვენდის ანიმუსია, მაგრამ სანამ ამას განვავრცობდე განვიხილოთ პიტერ პენის ფსიქოლოგია, ფილმში ჩანს ვინ არის პიტერ პენი, ბიჭი რომელსაც არ სურს გაიზარდოს, იუგიანურ სკოლაში ეს არქეტიპი ცნობილია როგორც « მუდმივად ბავშვი », ეს ის არის რასაც შინაგან ბავშვი ვუწოდებთ, იუნგის აზრით ამ არქეტიპს აქვს ძალა შთაგვაგონოს ჩვენ რომ მივყვეთ ჩვენს მიზნებსა და ოცნებებს მაგრამ აქვს ნეგატიური მხარე. პიტერ პენის ფსიქოლოგიაზე საუბარი არ შეგვიძლია ოიდიპოსის კომპლექის გარეშე, ხშირად ეს « მუდმივად ბავშვი » კომპლექსურ ურთიერთობაშია დედასთან.  იუნგისეულ ფსიქოლოგიაში ზოგადად დედის არქეტიპი წარმოადგენს ქალის ფსიქიკის ინსტიქტურ და მზრუნველ ასპექტს, ეს არის დედის არაცნობიერი ხატი რომელიც არსებობს ყოველი ადამიანის კოლექტიურ არაცნობიერში. დედის არქეტიპი წარმოადგენს კვებისა და დაცვის წყაროს და ასოცირდება დაცვის განცდასთან და უსასყიდლო სიყვარულთან. დედის არქეტიპი შეიძლება სხვადასხვაგვარად მანიფესტირდეს, როგორც ნამდვილი დედა, თუ სხვა რამ რაც შეიძლება « დედობას » გვიწევდეს, ან სიმბოლურად ბუნება, მიწა. ნეგატიურ გამოვლინებაში ხშირად ეს იწვევს სხვებზე დამოკიდებულებას, და დამოუკიდებლობის არ ქონას. იუნგი მის « კოლექტიურ ნაშრომებში » ამბობს თუ რას იწვევს « ოიდიპოსის კომპლექსი » იგივე დედის კომპლექსი, ესენია : ჰომოსექსუალიზმი, დონ ჟუანიზმი ანუ მექალთანეობა, იმპოტენცია, ნაადრევი სიკვდილი ან სიგიჟე. მოკლედ მიმოვიხილავ თითოეულ მათგანს, ჰომოსექსუალიზმის დროს დედა იმდენად იახლოვებს მის ვაჟს ამ შემთხვევაში მას უხშობს ჰეტეროსექსუალიზმს.  ამათან დაკავშირებით მახსენდება ერთი ფაქტი ბიჭის რომლის ნარცისული დედაც მასთან შიშვლდებოდა და მამამისს ამცირებდა, შესაბამისად ამ ადამიანის ფსიქიკაში ქალთან ურთიერთობა ინცესტთან ასოცირდებოდა რის გამოც მან ტაბუ დაადო ქალთან ურთიერთობას. დონ ჟუანიზმის შემთხვევაში ჩვენ გვხდება ორი ტიპის მექალთანე, პირველი რომელიც ქალებზე გამარჯვებით საკუთარ თავს არწმუნებს მამაკაცობაში, მსგავს მამაკაცს შეიძლება სხვის ქალებზეც უწევდეს გული ოიდიპურ ჭრილში, მეორე ტიპის დონ ჟუანი კი ისაა ვისაც ყველა ქალი უყვარდება, ყოველ მათგანში დედას ხედავს, მაგრამ ვერ პოულობს საბოლოოდ, ის ვლინდება ყმაწვილური რომანტიზმით, რომელიც დედის არქეტიპს და მის ნუგეშს ეძებს. 

იუნგის ერთერთი ქალი მოწაფე იხსენებს მის კლინიკურ მაგალითს ამასთან დაკავშრებით, ბიჭზე რომელიც ყოველ კვირა შეყვარებულ გოგოს იცლიდა, ერთხელ მის შეყვარებულთან ერთად ტბაში შევიდა, მოხდა ისე რომ ბიჭი დაიხრჩო მაგრამ გოგონა გადარჩა, როდესაც ანალიტიკოსი დედასთან მივიდა, დედამ უთხრა: « შეხედე როგორი მშვენიერია მკვდარი, მირჩევნია მკვდარი იყოს ვიდრე სხვა ქალს მივცე მისი თავი » აქ ვხედავთ იმას რაც ზემოთ დავწერე, ნაადრევი სიკვდილი, ეს ხშირად გამოწვეული ექსტრემალური სიტუაციიდან. ნაადრევი სიკვდილი ხშირია « მუდმივად ბავშვის » არქეტიპისთვის. მსგავსი ადამიანები ხშირად ოცნებობენ პილოტობაზე, მაგრამ 30 წლის შემდეგ აღარ სურთ ხოლმე, ეს არის სიმბოლიზმი იმისა რომ მიწაზე ყოფნა არ სურთ, ფრენა უნდათ ისევე როგორც პიტერ პენს. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან იუნგის მოწაფის კლინიკური გამოცდილებიდან, სადაც ერთერთი ახალგაზრდა მამაკაცი გატაცებული იყო მთასვლელობით, მაგრამ არ უყვარდა ზურგჩანთის ტარება, მან შეისწავლა ტიბეტური სუთქვითი ვარჯიშები სიცივეში თავის გასატანად. აქ მივდივართ « პუერის » სუსტ წერტილთან, პასუხისმგებლობასთან ! ამ მამაკაცისთვის ზურგჩანთა არაცნობიერად წარმოადგენდა ტვირთს, პასუხისმგებლობას, რისი ტარების ნაცვლადაც მან იოგური უნარი გამოიმუშავა. ქალის შემთხევაში ქალურ პასუხისმგებლობებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ხშირად « პუელა » ქალებს უყვარდებათ სწორედ « პუერ » მამაკაცები. 

მე ვფიქრობ რომ არ არის შემთხვევითობა რომ პიტერ პენი ჰქვია, პანი, ბერძნების წარმოდგენით მხიარული ღმერთია ცეკვავს და ერთობა ფერიებთან ერთად, უკრავს მის სალამურზე...პანი იგივე ბახუსია, ღვინის, მხიარულების და დროს ტარების ბერძენი ღმერთი, ხშირად მოიხსენიებენ ყველაფრის ღმერთადაც (აქედან გვაქვს სიტყვა ბახუსი ქართულში)  ბახუსი სწორედ ის « მუდმივი ბავშვია » რომელსაც პიტერ პენი განასახიარებს...

ასეთი ადამიანები ხშირად მიდრეკილნი არიან ფსევდო-სულიერებისკენ, ღრმა ფილოსოფიისკენ, მე ვიტყოდი ჩემი დაკვირვებით სხვადასხვა ეზოთერული სწავლებებისკენაც კი. ასეთ ადამიანს სწამს ცრუ რწმენების, იტყვის რომ მას შავი კატა შეხვდა და ამიტომაც დაითარსა ან ნებისმიერი სხვა რამ, თუნდაც კარმა. ასეთ მამაკაცებში ხშირია მოვლენა როდესაც ის 30 წლისაც კი, მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ხშირია ასევე მიდრეკილება სხვადასხვა აზართულ თამაშებზე, ნარკოტიკებზე, პორნოგრაფიაზე თუ სხვადასხვა დამოკიდებულებებზე, მოკლედ რომ ვთქვა ასეთი ადამიანი, მამაკაცი მიდრეკილია « ფანტაზიურ » ცხოვრებაზე, პიტერ პენი ამის ღია მაგალითია, ის  « ნევერლენდში » ცხოვრობს, « არაფრისმიწა » და პლიუს ამას იქაურობის მეფეა. რომელ ზრდასრულ მამაკაცს სურს იყოს არაფრის მეფე? ეს არქეტიპი და ნარცისიზმი და განდიდების მანია კავშირშია ერთმანეთთან, ძალიან მდიდარი და ცნობილი სახეები ხშირად ვარდებიან ამ არქეტიპის ხაფანგში, ამის ღია მაგალითი მაიკლ ჯექსონია, რომელმაც თავისი პანსიონს ნევერლენდი დაარქვა.

ამ კომპლექსთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო რომ ამ კომპლექსის მქონე მამაკაცში, მის ფსიქიკაში გახლეჩილია ანიმა ქალური საწყისი, ანუ მისთვის არსებობს ერთი ტიპის ქალი რომელიც წმინდაა უყვარს მაგრამ ვერ ეხება (კლასიკური რაპუნცელის ამბავი, რომელიც შეიძლება სხვა სტატიაში განვიხილო), და მეძავი რომელთანაც უბრალოდ სექსი აქვს, და ის ვერ აერთიანებს ამ ორს რის გამოც შესაძლოა უჭირდეს ქალებთან ურთიერთობაც, ამ კომპლექსის მქონე მამაკაცის ანიმა ნარცისული ხასიათისაა, ანუ მას საკუთარი თავი უყვარს ობიექტ ქალში.

მინდა ავღნიშნო აქვე ის ფაქტიც რომ მსგავს მამაკაცს არ უყვარს შრომა, მუდმივი შრომა, მაგრამ რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ფული თითქოს მუდამ საიდანღაც შემოდის, უშრომელად.

პიტერ პენმა თავისი აჩრდილი დაკარგა რომელიც დასაწყისშივე მიაკერა ვენდიმ, საინტერესოა ვისაუბროთ მის აჩრდელზე (ფსიქიკის ბნელ არქეტიპზე) იუნგიანური თვალსაზრითი, მის აჩრდილს წარმოადგენს ჩემის აზრით კაპიტანი კაუჭა - ზრდასრული ცივსისხლიანი მამაკაცი, მე მგონია რომ კაუჭა ვენდის მამის ჩრდილიცაა. კაპიტან კაუჭას ხელი დააკარგვინა პიტერ პენმა და მას შემდეგ ნიანგი დასდევს რომელშიც საათი წიკწიკებს, რაც ცალსახად გვეუბნება რომ დრო არის სიმბოლო იმისა თუ რა ხდება როდესაც იზრდები, დროს შენი ნაწილი აქვს და ერთ დღესაც აუცილებლად შეგჭამს ისევე როგორც კაპიტანი კაუჭა. 

ასეთი ადამიანები ხშირად მიდრეკილნი არიან დროის ფლანგვაზე... რეალურად ქალისთვის მსგავსი მამაკაცთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა, ისევე როგორც კაცისთვის მსგავსი ქალი მაგრამ ხდება საბოლოოდ გაცნობიერება იმისა რომ რაღაც რიგზე არ არის, როდესაც საქმე ეხება პასუხისმგებლობებს.

მსგავსი ადამიანის, მამაკაცის აჩრდილი ისევე როგორც პიტერ პენის ძალიან ცივსისხლიანია, ტირანულია. მაგალითისთვის დონ ჟუანის ტიპისთვის, ეს ცივი ბრუტალურობა ვლინდება  როდესაც ქალს ტოვებს, ან მიატოვებს. გრძნობები როდესაც უქრება სრული სიცივეს ავლენს ქალის მიმართ, და ამას შემდეგ უკვე სხვა ქალისკენ მიდის.

განვიხილოთ ვენდიც

მეორეს მხრივ ვენდი, წარმოადგენს ანიმას, მხსნელის, დედის და გმირი ქალის არქეტიპს.

მისი პიროვნება კომპლექსურია, ვენდი მოიხიბლა პიტერ პენის ბავშვური თავგადასავლური ხასიათით და ამან მიიზიდა ის მისკენ, მაგრამ სიუჟეტის განვითარებისას ის ხედავს პიტერ პენის ბნელ მხარეს, იმ ფაქტს რომ ის უარს ამბობს გაზრდაზე და ზრდასრულ პასუხისმგებლობებზე, აქ ვაწყდებით კონფლიქტს ვენდის ფსიქიკაში: მის სურვილს თავგადასავლების დაგემოვნებასა და მის მოთხოვნილებას სტაბილურობასა და პასუხისმგებლობას შორის.

ვენდი პიტერთან ურთიერთობით ის მის არაცნობიერ ფემინური ბუნების აღმოჩენასა და ინტეგრაციას ახერხებს. ვენდი ნევერლენდში პიტერ პენმა წაიყვანა იმისათვის რომ « დაკარგულ ბიჭებისთვის » ზღაპრები წაეკითხა და ეზრუნა, ის დედის როლს ირგებს მათთვის, დედის არქეტიპის ანარეკლია თავად ვენდის ურთიერთობა დედამისთან, ვენდის ეს ხასიათი განპირობებულია მისი ოჯახური დინამიკიდან გამომდინარეც, ის უფროსი დაა ოჯახში რომელიც ზრუნავს მის პატარა ძმებზე. ვენდი ირგებს რა მხსნელი როლს, მხსნელის არქეტიპს. « პუერი » და « პუელა » (ქალი ვერსია) ხშირად ირგებენ მხსნელის როლს, მათ სურთ საკუთარი თავის გაწირვა სხვისთვის, სწორედ ეს ჩანს ვენდიში, ის ტოვებს სახლს რათა დაკარგულ ბიჭებზე იზრუნოს, დედობა გაუწიოს მათ.

 ვენდის კომპლექსი ასახავს რა კონფლიქტს ინდივიდებში რომლებიც განიცდიან სურვილს თავგადასავლისა და  საჭიროებას სტაბილურობასა და პასუხისმგებლობას შორის, და ასევე ასახავს პრობლემურ პიროვნებას რომელსაც სხვისი პრობლემების მოგვარებას სურს, ის ვერ ანსხვავებს საკუთარი პირად პრობლემებს სხვების პრობლემებისგან, ის მათ როგორც საკუთარს ისე აღიქვამს რაც მათ რეალურად ტანჯავს. ასეთი ქალი ხშირად იზიდავს პრობლემურ მამაკაცებს, თითქოს მას სურვილი აქვს შეცვალოს ის, შეწიროს თავი. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ თავად სურს აფექტი და ყურადღება და ზრუნვა, მიაჩნია რომ ის სხვებს ყოველთვის გვერდში უდგას მაგრამ მას არავინ. ასეთ ქალს სურს « ყოველთა დედობა » და თითქოს ზემოთ ნახსენებ ფსიქოლოგიური კონფლიქტის გამოსავალს სწორედ « ყოველთა დედობაში » ხედავს მაგრამ ხშირად ეს მათ აზიანებთ.

რაც შეეხება ტინკერბელს და დაკარგულ ბიჭებს, ტინკერბელი ერთგვარი ტრიქსტერია, მისი ჯადოსნური მტვერით ის უნარს აძლევს ბავშვებს იფრინოს, არაცნობიერის ტრანსფორმატორი ძალა რაღაც კუთხით, და რწმენის სიმბოლო, ტრანსფრორმაციის ძალა მის რწმენაშია, ამიტომაც ფილმში ამბობს პიტერი « როდესაც ამბობ რომ ფერიები არ არსებობს, ამ დროს ერთი ფერია კვდება. » ამას ჩვენ ვხედავთ ფილმის დასასრულს.

დაკარგული ბიჭები ჯერ ბოლომდე არ ჩამოყალიბებული ეგოს ცნობიერების სიმბოლოებია რომლებიც ნევერლენდში მოგზაურობით მათ არაცნობიერში მოგზაურობენ.

რა არის ამ ყოველივეს მიზეზი?

მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, არ არსებული მშობლები(როგორც პიტერ პენის შემთხვევაშია) , ზედმეტად მზრუნველი დედა, ან ნარცისი ცივი დედა, სუსტი მამა ან მამის არ ყოფნა... ოდიპოსის მითს თუ შევხედავთ დავაკვირდებით რომ ოდიპოსის მამა იწყებს ამ კომპლექსს, მას უნდა მოკლას შვილი რათა წინასწარმეტყველება არ ახდეს...ასევე მამას, სიმბოლურად თუ პირდაპირი გაგებით შეუძლია შვილს აარიდოს ეს წინასწარმეტყველება.

მე მიმაჩნია რომ ეს ასევე გამოწვეულია იქედან გამომდინარე რომ დღევანდელ კულტურაში მასიურად, არ არსებობს ინიციაციის რიტუალი ბიჭიდან კაცობაში გადამყვანი, აბორიგენულ თემებში ხშირად ვხვდებოდით ამ რიტუალს შემდეგი სახით: მამაკაცები იტაცებდნენ თავიანთ ვაჟებს მიჰყავდათ ტყეში, მარხავდენენ მათ (« ბოროტ » დედა ბუნებასთან ახვედრებდნენ და სიმბოლურ სიკვდილთან) რის შემდეგადაც ისინი შემდეგ უკვე ბრუნდებოდნენ კაცებად, ანუ გმირავდნენ რა დრაკონს რაზეც წინა სტატიაში ვისაუბრე, ამ რიტუალის მაგალითს ჩვენ ქართულ რეალობაში ვხედავთ მთის ხალხში, მაგალითად ფშავ ხევსურებში ეგრეთ წოდებულ « წაწლობა, სწორფრობაში » რომელიც მოიაზრებს ქალ-ვაჟის ერთად დაწოლის ტრადიციას რომელსაც რიტუალური სახე ჰქონდა და შუამავლის დახმარებით ხდებოდა, ამ რიტუალს რომ ვიკვლევდი აღმოვაჩინე ფაქტი რომ ხშირი იყო მოვლენა როდესაც რიტუალის დროს მდედრობით სქესის პიროვნება თავს იმკვდარუნებდა, იმძინარებდა და შემდეგ მამაკაცი მიდიოდა მასთან (პარალელი მინდა გავავლო მძინარე მზეთუნახავის ზღაპართან რომელიც განვიხილე.) 

მამაკაცებში მსგავსი ინიციაცია კულტურულ სოციალურია ქალისაგან განსხვავებით, მაგალითად მამაკაცი მომწიფებისას შესაძლოა ზედმეტად ჩხუბისთავი იყოს და ეს ხასიათი მას შემდეგაც გაჰყვეს, ქალის ჩამოყალიბება კი ხდება ბიოლოგიურ ანატომიურ დონეზე, ვგულისხმობ მენსტურაციას და ორსულობას თუ მის  « საშიშროების » ფაქტს ქალის ფსიქიკაში.

რა არ სურს ყველაზე მეტად პიტერ პენს? გაზრდა, საკუთარ თავზე პასუხისგებლობის აღება, ტვრითის, რასაც ქრისტინობაში ჯვრის ტარებას ვეძახით, მას ურჩევნია იცხოვროს ნევერლენდში ფანტაზიების სამყაროში, ცრურწმენების სამყაროში! მე ვფიქრობ რომ ეს არქეტიპი მასიურად ვლინდება როგორც ქართველებში ასევე სხვებთან, და ეს მანიფესტირდება პოლიტიკურ და იდეოლიგიურ ასპარეზებზეც, პიტერ პენს არ სურს რომ რაიმე სახის ჩარჩოში მოექცეს, დაემორჩილოს წესებს, სიმბოლურად მამას, რადგან მას არ ყოლია ამის მაგალითი, განსხვავებით პიტერ პენისაგან ვენდი იაზრებს რა საკუთარ პასუხისმგებლობებს და არ რჩება ნევერლენდში, არაცნობიერის ტყვეობაში, მე ვფიქრობ რომ პიტერ პენი ვერ ახერხებს სრულ ინდივიდუაციას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ვენდის ფენომენიც, რომ მხსნელის როლის მორგებისას თავად არ აღმოვჩნდეთ მსხვერპლები, და გვახსოვდეს რომ თუკი ადამიანს არ სურს თავად ხსნა, ძალით მას ვერ იხსნი, მხოლოდ შეგიძლია ბიძგი მისცე, შეაფხიზლო არაცნობიერისგან, დანარჩენი მასზე და საკუთარ თავებზეა დამოკიდებული.

მსგავსი სტატიები

ჯო დისპენზა. აკეთეთ ეს 7 დღე და საოცარ შედეგებს მიიღებთ


ტრანსკრიბცია ჯო დისპენზას ვიდეოდან მთარგმნელი: ნანა აბესაძე - მ...

„შემკრები წერტილი“ თანამედროვე ფსიქოლოგიის ჭრილში


ავტორი: კონსტანტინ იაცკევიჩი წიგნის - „ჩანაწერები ქრისტიანული ფს...

როგორ ხდება ჩვენი დაპროგრამება დაბადებიდან


მთარგმნელი: მამუკა გურული ტრანსკრიბცია ვიდეოდან "ჩვენი ცხოვრები...

ტვინი და მისი პროგრამები (ცნობიერების კონტურები)


რობერტ ანტონ უილსონის წიგნიდან - "ცნობიერების ევოლუცია" მთარგმნე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff