ჯოზეფ კემპბელი - ათასსახოვანი გმირი

ჯოზეფ კემპბელი
0
0

შესავალი

hero

ათასსახოვანი გმირი

ავტორი: ჯოზეფ კემპბელი

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

პროლოგი

მითი და სიზმარი 
 
კრეტა და იუკატანი. ეთნოლოგები ცნობებს აგროვებენ  მდინარე ობის ოსტიაკებთან, ფერნანდო პოს ხალხთან. ორიენტალისტების თაობამ ახლახანს გაგვაცნო აღმოსავლეთის წმინდა წერილები, აგრეთვე წმინდა წერილის წინარე ებრაული წყაროები. ამავე დროს მეცნიერების მთელი რიგი გასულ საუკუნეში აქტიურად იკვლევდა ფსიქოლოგიას გასული საუკუნის დასაწყისში და ეძებდა ენის, მითის, რელიგიისა და ხელოვნების განვითარების და მორალური კოდექსების ფსიქოლოგიურ ბაზისებს.
 
თუმცა ყველაზე აღსანიშნავი როლი მაინც მენტალური ჯანმრთელობის კლინიკებმა შეასრულეს. ფსიქოანალიტიკოსების ეს განუმეორებელი და ნამდვილად ეპოქალური ნაშრომები შეუცვლელია მითოლოგიის შესწავლაში, რადგან რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ ფროიდისა და იუნგის გამოკვლეულ შემთხვევებსა და მოვლენების ანალიზზე და ხშირად ურთიერთგამომრიცხავ მსჯელობებზე, მათ მაინც შეძლეს ეჩვენებინათ, რომ მითი, მისი ლოგიკა, გმირები და მიმდინარე მოვლენები დღემდე აქტუალურია. განზოგადებული მითოლოგიის არარსებობის შემთხვევაში ყველა ჩვენგანს რჩება საკუთარი - არაღიარებული, რუდიმენტული, მაგრამ ამავ დროს ხელმისაწვდომი სიზმრების პანთეონი. ოიდიპოსის უახლესი განსხეულებები და ურჩხულისა და მზეთუნახავის დაუსრულებელი სასიყვარულო ამბის პერსონაჟები დღეს 42 ქუჩის და 5 ავენიუს კუთხეში დგანან და ელოდებიან როდის შეიცვლება შუქნიშნის სინათლე. 
 
„მე დამესიზმრა, რომ - მისწერა ამერიკელმა ახალგაზრდამ საგაზეთო სვეტების ერთ-ერთ ავტორს, - ჩვენი სახლის სახურავს ვცვლიდი, უცებ მამაჩემის ძახილი გავიგონე ქვემოდან. სწრაფად მოვბრუნდი და მივაყურადე. უცებ ჩაქუჩი ხელიდან გამისხლტა და ძირს ჩამივარდა. მერე კი გავიგონე ყრუ ხმა, თითქმოს სხეული დაეცა მიწაზე. 
 
უზომოდ შეშინებული დავეშვი კიბეზე. მამაჩემი, მთლიანად გასისხლიანებული თავით, მკვდარი იწვა მიწაზე. გული გამისკდა და ატირებულმა დედას დავურეკე. ის სახლიდან გამოვიდა და მომეხვია: „არაუშავს შვილო, ყველაფერი შემთხვევით მოხდა ,- მიხრა მან, - მე ვიცი, რომ შენ ჩემზე იზრუნებ მისი წასვლის შემთხვევაშიც კი“. მან მაკოცა  და მე გამეღვიძა. 
 
„მე უფროსი შვილი ვარ ოჯახში. 23 წლის ვარ. ერთი წელი ცოლთან გაყრილი ვიყავი, ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით. ჩემი ორივე მშობელი ძალიან მიყვარს და არასოდეს მამაჩემთან კონფლიქტი არ მქონია, გარდა იმ შემთხვევისა, რომ ის მოითხოვდა ცოლთან დავბრუნებულიყავი, მე კი მასთან ბედნიერი არ ვიყავი და არც ვიქნები“. 
 
აქ იკვეთება წარუმატებელი ქმარი, თანაც საოცრად გულჩვილი, იმის მაგივრად რომ თავისი სულიერი ენერგია თავისი სიყვარულისკენ მიმართოს და ქორწინების პრობლემები მოაგვაროს, ის თავისი წარმოსახვის საიდუმლო ოთახში იმალება, თავისი პირველი და ერთადერთი ემოციური ჩართულობის სასაცილოდ ანაქრონული დრამატული სიტუაციით - ტრაგიკომიკური სამკუთხედით - ვაჟიშვილი ეცილება მამას დედის სიყვარულში. ადამიანის ფსიქიკის ყველაზე მყარი დისპოზიციები მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ცხოველებიდან ჩვენ ყველაზე დიდხანს ვრჩებით დედის ძუძუსთან. ადამიანები ძალიან ადრე იბადებიან, დაუსრულებლები, სრულიად მოუმზადებლები გარე სამყაროსთან შესახვედრად. შესაბამისად, სამყაროს მთელი საშიშროებებისგან დედა იცავს - ასე ხანგრძლივდება მისი მუცლადყოფნის პერიოდი. ამგვარად დედა და მასზე დამოკიდებული შვილი თვეობით უკავშირდებიან ერთმანეთს, ამას მოსდევს დაბადების ტკივილი და ისინი ერთი მთლიანი ხდებიან არამხოლოდ ფიზიკურად - ფსიქოლოგიურადაც. მშობლის დიდხანს არყოფნა ბავშვში დაძაბულობას იწვევს და აგრესიის იმპულსში გადადის, თუ დედა რაიმეს უშლის ესეც აგრესიის წყარო ხდება. ასე ხდება ბავშვისთვის ერთი და იგივე ადამიანი სიყვარულის ობიექტიც და აგრესიისაც, მისი პირველი იდეალი (რომელიც მოგვიანებით უყალიბდება როგორც სათნოების, ჭეშმარიტების, სილამაზისა და სრულყოფილების არაცნობიერი ხატის საფუძველი) და ეს ხდება ღვთისმშობლისა ყრმის დუალური ერთობის საფუძველი. 
 
უბედური მამა პირველი უცხო წესერიგის  შემოჭრაა, ის პირველი არღვევს ჩვეულ სიმშვიდეს და მტრად იქცევა . აგრესია, რომელიც ცუდი ან წასული დედისთვისაა განკუთვნილი მასზე გადმოდის და ამასთან ხელუხლებელი რჩება ლტოლვა კეთილი, მზრუნველი  დედის მიმართ. სწორეს ასე ყალიბდება ბავშვის წარმოდგენაში საბედისწერო  ხატი -  სიკვდილის  (thanatos destrudo ) და სიყვარულის (eros libido) იმპულსი და ეს ხდება ცნობილი ოიდიპოსის კომპლექსის ქვაკუთხედი, რომელსაც ზიგმუნდ ფროიდმა ჯერ კიდევ 50 წლის წინ დააკისრა პასუხისმგებლობა ზრდასრული ადამიანების უპასუხისმგებლო საქციელზე. ის წერდა : „მეფე ოიდიპოსი, რომლემაც თავისი მამა ლაიოსი მოკლა  და დედა იოკასტე ცოლად შეირთო, სინამდვილეში ჩვენი ბავშვური სურვილების განხორციელებას წარმოადგენს. ჩვენ უფრო მეტად გაგვიმართლა და შევძელით დედის მიმართ სექსუალური მიზიდულობის უარყოფა და მამაზე ეჭვიანობისგან თავის დაღწევა“. ასევე :“ ამგვარად ნორმალური სექსუალური ცხოვრებისგან ყოველი პათოლოგიური გადახრა  ზრდში შეფერხებად უნდა აღვიქვათ."

კაცი ხშირად ხედავს სიზმრად როგორ წევს დედასთან, მაგრამ ეს სიზმრები არაფერს ნიშნავს, თუ ყურადღებას არ აქცევ.
 
ესაა ერთი ქალის სევდიანი ამბავი, რომლის შეყვარებულიც ვერ გაიზარდა და თავისი ბავშვობის რომანტიკულ სიზმრებში ჩაიკარგა. ამ მოვლენის უკეთესად განხილვა შეიძლება სხვა ადამიანის სიზმრების მაგალითზე. ასე შევდივართ უძველესი მითის სივრცეში,, თუმცა კი ძალიან თავისებური რაკურსით აღქმულის. 
 
„დამესიზმრა, რომ - წერს აღელვებული ქალი, - ყველგან უკან დამდევდა დიდი თეთრი ცხენი. უკან ვიხედებოდი ისევ მომდევდა თუ არა და ცხენი მამაკაცად გადაიქცა. მე ვთხოვე საპარიკმახეროში შესულიყო და ფაფარი გაეპარსა. მანაც  დამიჯერა. მერე იქიდან გამოვიდა და თითქოს ნამდვილ მამაკაცს ჰგავდა თუმცა კი ძველებურად ჰქონდა ცხენის თავი და ჩლიქები. ასე მომდევდა მთელი სიზმარი, მერე მომიახლოვდა და გამეღვიძა.“ 
 
„მე 35 წლის ვარ,  უკვე 14 წელია გათხოვილი ვარ, 2 შვილი მყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ქმარი არ მღალატობს“. 
 
არაცნობიერი ჩვენს გონებაში ყველანაირ საშინელ ხატს, იდუმალ პერსონაჟს, შიშებს და ფანტომებს აღვიძებს ძილის დროსაც და მაშინაც  როცა ვფხიზლობთ ან როცა უგონოდ ვართ, რადგან იმ პატარა, კოხტა შენობის ქვეშ, რომლესაც  ჩვენი ცნობიერება ჰქვია არის რაღაც, რაც ალადინის გამოქვაბულებს მოგვაგონებს. ძვირფას განძთან ერთად იქ ბოროტი ჯინიც ცხოვრობს - ეს ჩვენი აკრძალული და სამარცხვინო ლტოლვებია, ვერაფრით რომ ვერ გავბედეთ და გარეთ ვერ გამოვუშვით. იქ არიან დავანებულნი ვიდრე რაღაც უმნიშვნელო წვრილმანი, შემთხვევით წამოცდელინი სიტყვა,  გარემოს სუნი ან ჩაის არომატი, ანდა სულაც შემთხვევით მზერა არ შეეხება იდუმალ სიმებს და ჩვენს გონებას დაუპატიჟებელი სამეფოს სტუმრები მოაწყდებიან. სახიფათოები იმით, რომ ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრებიან, სწორედ იმას, რაც ჩვენი და ჩვენი ოჯახის ცხოვრების საფუძველია. თუმცა მათი ეშმაკეული ხიბლი ახალი სამყაროს კარისკენ გვიბიძგებს და როცა ამ მაცდურ და ხიფათით სავსე გზას გავივლით ბოლოს საკუთარ თავს ვიპოვით. გვაცდუნებს, რათა საკუთარი ხელით დავანგრიოთ ჩვენივე ნაშენები სამყარო, მერე კი ისევ ახლიდან ავაშენოთ, ოღონდ უფრო ნათელი, მიმზიდველი და უკეთესი და იქაური ცხოვრებით დავტკბეთ. აი რითი გვაცდუნებენ, აი რას ჩაგვჩურჩულებენ მითიური სამეფოდან მოსული ღამეული სტუმრები.
 
სიზმრების შესახებ თანამედროვე მეცნიერებამ - ფსიქოანალიზმა გვასწავლა ყურადღებით ვიყოთ ამ არასუბსტანციურ ხატებთან. ასევე გვასწავლა, როგორ დავეხმაროთ ამ სულებს შესრულონ თავიანთი დანიშნულება. ახლა უკვე შეიძლება თავისუფლად გაიაროთ თვითგანვითარების კრიზისები, ინდივიდუალური სიზმრის ამხსნელის საიმედო დაცვის წყალობით, რომელიც უძველესი ჯადოქრების, მფარველი სულების ან პირველყოფილი ტყის შამანის მსგავსად მოქმედებს, ინიციაციის იდუმალ რიტუალს რომ უძღვებიან. ექიმი - მითების სამყაროს თანამედროვე მბრძანებელია, რომლემაც იცის საიდუმლო გზა და შელოცვები. ის იმავე როლს ასრულებს რასაც უძველესი ბრძენი მითებიდან და ზღაპრებიდან მისი რჩევები ეხმარება გმირს უჩვეულო თავგადასავლის კოშმარული გამოცდილების გადალახვაში. სწორედ ის ჩნდება და ეუბნება სად ინახება მოჯადოებული , მოელვარე ხმალი ბოროტ დრაკონს რომ ამარცხებს, მოგიყვებათ სად იტანჯება მზეთუნახავი და სად ინახება საგანძური, ჯადოსნური წამლებით არჩენს გმირის ჭრილობებს - მერე კი ისევ აბრუნებს გმირს ჩვეულ სამყაროში, როცა ჯადოსნური მოგზაურობა მთავრდება.
 
ხოლო თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ და მზერას პრიმიტიული ტომის კვლევაში აღწერილ  უამრავ უცნაურ რიტუალს მივაპყრობთ - ნათელი გახდება, რომ მათი მიზანი და ნამდვილი ეფექტი უკავშირდება ადამიანის ტრანსფორმაციის ყველა ეტაპს და ცვლილებებს როგორც ცნობიერში ისე არაცნობიერში. ე.წ გარდასახვის ადათები რომლებიც დიდ ადგილს იკავებენ პრიმიტიული საზოგადოების  ცხოვრებაში (რიტუალები დაკავშირებული დაბადებასთან, სახელის შერჩევასთან, გაზრდასთან, ქორწინებასთან, დაკრძალვასთან და ა.შ) აუცილებლად ახასიათებს ძალიან მკაცრი და ფორმალური წესები, რომლებიც მნიშვნელოვნად უკავშირდება წარსულ ცხოვრებასთან სრულ წყვეტას, ყველა წარსული ჩვევისგან განთავისუფლებას, მიჯაჭვულობებისა და ცხოვრებისეული სტერეოტიპების უარყოფას. ამის შემდეგ დგება შედარებით ხანგრძლივი განმარტოების პერიოდი, ამ დროსაც სრულდება ადათები, რომლების მიზანია ცხოვრების გზაზე წინ მიმავალ ადამიანს აუხსნას ის მოვლენები და შეგრძნებები, წინ რომ ელის. ხოლო როგორც კი ადამიანი ჩვეულ სამყაროში დასაბრუნებლად მომწიფდება, უკვე ჩატარებული განდობის ადათი ხელახლა მეორდება. 

H530
 
სურ. 1. სილენი და მენადები. შავი მოხატული ამფორიდან დაახლოებით 450-500 წ. ჩვ, წაღ-მდე. ნაპოვნია სიზილიაზე, გელას ნამარხებში ({Monumenti Antichi, pubblicati per cura della
Reale Accademia dei Lincei, Vol. XVII,მილანი, 1907, Plate XXXVII.)
 
ყველაზე საოცარი ისაა, რომ ბევრი რიტუალური გამოცდა და სიმბოლო ასოცირდება იმ ხატებთან რომლებიც უნებლიეთ ამოტივივდებიან პაციენტის სიზმრებში, როცა ის ფსიქოანალიზის კურსს გადის, თავისი ბავშვობის ფიქსაციებზე უარს ამბობს და მომავალში შეაბიჯებს. მაგალითად ავსტრალიელი აბორიგენების ინიციაციის რიტუალის მთავარი გამოცდა უკავშირდება წინადაცვეთის წესს, ეს სრულდება მაშინ, როცა ჭაბუკი აღწევს გარკვეულ ასაკს, შორდება დედას და ოფიციალურად უერთდება მამაკაცთა საზოგადოებას, სადაც საიდუმლო ცოდნას ეზიარება. როცა წინადაცვეთის დრო მოდის, მურნგინის ტომის ბიჭებს  მამები და უხუცესები ეუბნებიან :“დიდი მამა გველი შენი ჩუჩის სუნს გრძნობს, ის მას ითხოვს“. ბიჭები ამას პირდაპირ იგებენ და ძალიან  ეშინიათ, მერე როგორც წესი, ისინი იმალებიან დედასთან, ბებიასთან ან სხვა საყვარელ ნათესავთან. რადგან იციან, რომ მამაკაცები მათ კაცების მიწაზე წაყვანას უპირებენ, სადაც დიდი გველი ბუდობს. ქალები რიტუალურად გამოიტირებენ ბიჭებს. ეს იმისთვის კეთდება, რომ დიდ გველს მათი შეჭმის საშუალება არ მისცენ. 
 
ახლა მოდი მსგავსი მოვლენები არაცნობიერის სფეროში მოვიძიოთ. „ერთმა ჩემმა პაციენტმა, - წერს იუნგი, - სიზმარში ნახა, რომ გამოქვაბულში გველი დაესხა თავს და გენიტალიების მიდამოში უკბინა. ეს მაშინ მოხდა, როცა პაციენტმა დაიჯერა, რომ ფსიქოანალიზის კურსი მისთვის სასარგებლო იყო და დედასთან დაკავშირებული კომპლექსებისგან განთავისუფლება დაიწყო“. 
 
მითებისა და რიტუალების ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა სიმბოლოების საშუალებით ადამიანის სული განავითარონ, შეეწინააღმდეგონ იმ ადამიანურ წარმოდგენებს, რომლებიც წარსულში გვკეტავენ. მართლაც ჩვენს დროში ნერვიული აშლილობების მაღალი დონე შესაძლოა სწორედ იმით იყოს განპირობებული, რომ ჩვენ სულ უფრო ნაკლებ სულიერ დაცვას ვიღებთ. ჩვენ, ჩვენი ბავშვობის არარეალიზებულ ფანტაზიებზე მიჯაჭვულბი ვრჩებით და ამის გამო არ ვართ მზად ზრდასრულობაში გადასასვლელად. ა.შ.შ-ში არსებობს სრულიად საწინააღმდეგო ტენდენცია - ის მიმართულია ზრის შეფერხებისკენ რათა მუდმივად სიჭაბუკეში ვიყოთ, არ ვშორდებოდეთ დედას ზრდასრულ ასაკში, არამედ ვრჩებოდეთ მასთან. ამიტომ ქმრები - მაშინაც კი, როცა უკვე იურისტები, კომერსანტები და ლიდერები ხდებიან ისევ მშობლების ნებას ასრულებენ, ისევ ეთაყვანებიან თავიანთი ბავშვობის იდეალებს, ხოლო ამავე დროს მათი ცოლები 14-15 წლიანი ქოწინების, რამდენიმე ბავშვის გაჩენისა და აღზრდის შემდეგაც ისევ ეძებენ სიყვარულს, რომელიც მათთან მხოლოდ კენტავრების, სირინოზების, ფავნების და პანის ამალის სხვა დემონების სახით მიდის, ანდაც რომანტიკული კინოგმირების სახეს იღებს. აქ უკვე ფსიქოანალიტიკოსის ჯერი დგება, რომელმაც უნდა გააცოცხლოს დროის გამოცდა-გავლილი უძველესი სწავლება, მომავლისკენ მიმართოს ის. ეს ის წავლებაა, ნიღბიანი მოცეკვავე შამანები და წინადაცვეთის რიტუალის შემსრულებელი ჯადოქრები რომ ქმნიდნენ. და აი, ვხედავთ კიდეც, უკვე გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი პაციენტის სიზმარში როგორ ცოცხლდება ინიციაციის  უძველესი რიტუალი გველის კბენის სახით. ნათელია, რომ ინიციაციის ამგვარ ხატებში არსებობს ადამიანის ფსიქიკისთვის ისეთი აუცილებელი რამ, რომ თუ გარე გამღიზიანებლით არ მიეწოდა მითისა და რიტუალის სახით, თავადვე ამოვა ზედაპირზე შიგნიდან სიზმრებში - წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ძალა იქვე დარჩება უმოქმედოდ ჩვენი ბავშვობის ოთახში ანდა ზღვის ფსკერს მიაშურებს. 
 
ზიგმუნ ფროიდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ადამიანის ცხოვრების გარდამავალ პერიოდებს და მისი პირველი ნახევრის სირთულეებს - ჩვილობისა და მოზარდობის ასაკის კრიზისებს, როცა ჩვენი ცხოვრების განთიადი დგას. იუნგმა კი ყურადღება ცხოვრების მეორე ნახევრს პრობლემებზე გადაიტანა - როცა წინსვლისთვის აუცილებელია სხივოსანი მნათობი დაემორჩილოს ჰორიზონტს მიღმა მიმალვას და ბოლოს სრულად ჩავიდეს ღამის სამარისებურ ბინდში. ჩვენი მიზნებისა და შიშების ჩვეული სიმბოლოები ტრანსფორმირდება და საწინააღმდეგო მხრიდან ტრიალდება, რადგან ახლა სიცოცხლის კი არა, უკვე სიკვდილის გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ დროს რთულია არა საშოს, არამედ ფალოსის დატოვება - თუ რა თქმა უნდა გული ჯერ ცხოვრებით დაღლილი არაა, როცა სიჭაბუკის სასიყვარულო თავგადასავლების ნაცვლად სიკვდილი გვთავაზობს ნეტარებას. ჩვენ ცხოვრების სრულ ციკლს გავდივართ - დედის საშოს სარკოფაგიდან სარკოფაგის საშომდე. ხოლო როცა უკან ვიხედებით ვხედავთ ოდესღაც მიმზიდველ,  წარმოუდგენელი სილამაზით სავსე გზას და ვხდებით, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრების ბოლოს შევიძინეთ, ეს სტანდარტული გარდასახვების წყებაა, რაც ჩვენამდე არაერთმა ქალმა თუ კაცმა გაიარა მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეში, ყველა დროსა და სივრცეში რაც კი ცივილიზაციას შეუქმნია.
    
მაგალითად, არსებობს კრეტის კუნძულოვანი სახელმწიფოს დიდი მეფის - მინოსის ამბავი. მოქმედება ხდება ქვეყნის აყვავების პერიოდში. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მინოსმა დაიქირავა ცნობილი ოსტატი დედალოსი, რათა შეექმნა მისთვის ლაბირინთი, სადაც სამეფო ოჯახისთვის რაღაც საშინელს და სამარცხვინოს გადამალავდნენ. მეფის სასახლეში ცხოვრობდა დედოფალ პასიფაეს დაბადებული ურჩხული. მაშინ, როცა მინოსი სავაჭრო გზების დასაცავად ომში იყო ჩაბმული, პასიფაემ შესცოდა მშვენიერ თეთრ ხართან. თუმცა მას მინოსის დედაზე, ევროპაზე უარესი არაფერი ჩაუდენია, ის ხომ კრეტაზე ხარადქცეულმა ზევსმა გადმოიყვანა, ხოლო მათი კავშირის შედეგად დაიბადა თავად მინოსი. მინოსს კი ყველა ემორჩილებოდა და პატივს სცემდა. მაშ საიდან უნდა სცოდნოდა პასიფაეს, რომ მისი ცოდვის ნაყოფი ურჩხული იქნებდა - ვაჟი ადამიანის სხეულით და ხარის თავით?
 
საზოგადოება მკაცრად აკრიტიკებდა დედოფალს, თუმცა მეფეც გრძნობდა თავის წილ დანაშაულს. ძალიან დიდი ხნის წინ, როცა მინოსი ტახტზე ასასვლელად საკუთარ ძმებს ედავებოდა, ის ხარი პოსეიდონმა გამოუგზავნა, მინოსმა ღმერთის მიერ მისთვის ბოძებული ტახტი მოითხოვა და მიმართა ამ უკანასკნელს მისთვის ნიშანი მიეცა - ზღვის ხარი, თანაც დაიფიცა, რომ ცხოველს დაუყოვნებლივ ღმერთს შესწირავდა მსხვერპლად თავისი ერთგულების დასამკიცებლად. ხარი მოევლინა და მინოსიც ტახტზე ავიდა, მაგრამ როცა დაინახა რა მშვენიერი იყო ის, რა კარგი იქნებდა ამ იშვიათი ქმნილების დატოვება, იეშმაკა და პოსეიდონისადმი სამსხვერპლო კოცონზე სხვა, არანაკლებ ლამაზი თეთრი ხარი აიყვანა, ხოლო ნაჩუქარი თავისთვის დაიტოვა. 
 
კრეტის იმპერიამ ამ კეთილშობილი მეფის მმართველობაში აღმავლობას მიაღწია. მისი დედაქალაქი კნოსოსი მთელს ცივილიზებულ სამყაროში მთავარი სავაჭრო ცენტრი გახდა. კრეტის ფლოტის გემები მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთის პორტებში აღწევდნენ. კრეტის საქონელი ძვირად ფასობდა ბაბილონსა და ეგვიპტეში. ზოგიერთმა გაბედულმა გემმა ჰერაკლეს ბოძებიც გადალახა და ოკეანეში გასვლაც გაბედა და ირლანდიური ოქროსა და კორნუელური კალის დასაუფლებლად გაემართნენ. არც სამხრეთი გამორჩენიათ - სენეგალის გავლით იორუბას ძნელად  მისადგომ ბაზრებს მიაღწიეს სპილოს ძვლის, ოქროსა და მონების ძიებაში. 
 
ამ დროს კი კრეტაზე, პოსეიდონის ნებით დედოფალი პასიფაე ხარის მიმართ ვნებით აენთო. ის შეუთანხმდა ქმრის დაქირავებულ შესანიშნავ  ოსტატ დედალოსს შეექმნა მისთვის ხის ძროხა, რომელიც ხარს შეაცდენდა, ქალი შევიდა ამ ძროხაში და ხარიც მოტყუვდა. დედოფალს ურჩხული ჩაესახა, რომელიც სულ უფრო სახიფათო ხდებოდა. ახლა უკვე მეფემ სთხოვა დედალოსს აეგო უზარმაზარი ლაბირინთი ჩიხებით, სადაც ურჩხულის დამალვას შესძლებდა. ნაგებობა ისეთი დახვეწილი იყო, რომ მშენებლობის დასრულებისას დედალოსმა თავად ძლივს გამოაღწია. მინოტავრი ლაბირინთში ჩაამწყვდიეს და იმ  გოგონებისა და ვაჟების გაგზავნა დაიწყეს მის გამოსაკვებად, რომლებსაც კრეტის ვასალი ქვეყნები ძღვენის სახით გზავნიდნენ.
 
თუ უძველეს ლეგენდას დავუჯერებთ მთავარი დამნაშავე დედოფალი კი არა მეფე იყო. ის ცოლს ვერაფერს უსაყვეურებდა, რადგან იცოდა, რომ არა ის რაც ჩაიდინა თვითონ, სახალხო მნიშვნელობის მოვლენით ისარგებლა საკუთარი ინტერესებისთვის, მაშინ როცა ტახტზე ასულს პირადი გამორჩენა უნდა დაევიწყებინა. ხარის ისევ ღმერთისთვის დაბრუნება მისი მორჩილებისა და ერგულების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. მაგრამ ღმერთის ძღვენის მითვისებით მან განდიდებისკენ მიდრეკილება გამოაჩინა. და აი ღმერთის ნაწყალობევი ხელმწიფე სახიფათო ტირანი გახდა, რომელიც მხოლოდ პირად გამორჩენაზე ზრუნავდა. ისე როგორც გარდასახვის ტრადიციული რიტუალები მოწოდებულია ასწავლოს ადამიანს სამუდამოდ დაასამაროს წარსული ცხოვრება და მომავლისთვის დაიბადოს, ასევეა საზეიმო ცერემონიები სადაც ადამიანს ძალაუფლებას უბოძებენ - მოწოდებულია დაასრულოს ადამიანის კერძო ცხოვრება და მთელი მისი არსება მომავალ მმართველობას მიუძღვნას. მეფე იქნება თუ უბრალო ოსტატი იდეალი ყველასთვის ერთია. მაგრამ ვერაგულად დარღვეული რიტუალით მეფემ თავი ხალხისგან მოიწყვიტა, გაიხლიჩა მრავლად და ამ მრავალმა ბრძოლა გააჩაღა ურიერთ-შორის და ყველამ თავისკენ გაიწია, მათი დაშოშმინება კი მხოლოდ ძალით მოხერხდა. 
 
მითებში, თქმულებებში, ლეგენდებში და კოშმარებშიც კი გავრცელებულია ტირანი მონსტრის ხატი. ის საზოგადოების დოვლათზე ილაშქრებს. ესაა ურჩხული რომელიც თავის „კანონიერ საკუთრებას“ გააფთრებით იცავს. მითებსა და ზღაპრებში აღწერილია ნგრევა და ქაოსი, თავისივე სამეფოში რომ თესავს. მას შეუძლია გაანადგუროს საკუთარი სახლი და სული, საკუთარი მეგობრები რომლებიც ეხმარებიან და საკუთარი ცივილიზაცია მთლიანად. ამ ტირანის ძალაუფლებისმოყვარე ეგო მისთვისაც და მთელი მისი სამყაროსთვისაც წყევლად იქცა და მნიშვნელობა არ ჰქონდა რას მიაღწია იქამდე. ის ტანჯავს საკუთარ თავს, ეშინია საკუთარი თავის. მზადაა პირისპირ შეხვდეს და შეებრძოლოს ნებისმიერ გარე თავდასხმას, მაგრამ ასე გამოვლინდება მისი უკონტროლო იმპულსები ფლობდეს ყველაფერს და ყველას. ის ძლიერი და თვითკმარია, მაგრამ უბედურება ფეხდაფეხ მისდევს, თუმცა კი ცდილობს თავი დაირწმუნოს, რომ ყველაზე უფრო ჰუმანური მოსაზრებით მოქმედებს. რასაც არ უნდა შეეხოს ყველგან მოთქმა და გოდება ისადგურებს, გარეთაც და რაც ყველაზე  უფრო მწარეა მისსავე სულშიც, ყველა ელის გმირს მოელვარე მახვილით, რომლის ძლევამოსილი დარტყმაც იხსნის ამ ქვეყანას. 
 
აქ ვერავინ ადგება, ვერც დაჯდება ვერც დაწვება 
მთებშიც კი არაა სიმშიდე
უწვიმო ქუხილი ისმის მხოლოდ 
მთებშიც კი ვერ განმარტოვდები, 
მხოლოდ დამცინავი, წითელი ბოროტი სახეები 
იყურებიან თიხაშემხმარი სახლების კარიდან. 
 
გმირი - ესაა ადამიანი, რომელიც ნებაყოფლობით დანებდა საკუთარ ბედისწერას. მაგრამ კერძოდ რას დანებდა ის? აი ამ ამოცანის ამოხსნას ვცდილობთ დღეს. ამაშია ძირითადი მისია, ისტორიული მნიშვნელობა, გმირის დიადი საქმე. პროფესორი არნოლდ ტოინბი ცივილიზაციების დაბადებისა და სიკვდილის შესახებ თავის   6 ტომიან ნაშრომში ამბობს, რომ სქიზმა, ადამიანის გახლეჩვა და საზოგადოების დაშლა ვერ დაიძლევა ძველ კეთილ დროში (არქაულ) დაბრუნებით და ვერც ფუტურისტულ, იდეალურ სამყაროს მშენებლობაზე გადართვაა ხსნა. უფრო მეტიც, ყველაზე რეალისტური მიდგომა და ბეჯითი შრომაც კი ვეღარ შეაფერხებს იმას რამაც უკვე დაიწყო რღვევა და დეგრადირდა. მხოლოდ დაბადებით დაიძლევა სიკვდილი, ახლის დაბადებით და არა ძველის აღორძინებით. თავად სულში, საზოგადოებაში უნდა არსებობდეს „დაბადების მარადიულობის“ თანდასწრება (palengenesia) სიკვდილის მუქარას რომ აბათილებს. ხოლო თუ ჩვენთვის არ არსებობს აღდგომა, ჩვენივე სათნოებიდან დაბადებული გამარჯვებები იქცევა ჩვენს საბედისწერო განაჩენად. და აი მთელი სამყარო გახდა მახე - ომიც, ცვლილებებიც, მარადიულიც - ყველაფერი ეს მახეა.  როცა სიკვდილი იზეიმებს ის ყველაფერს დაასრულებს, ჩვენ კი მხოლოდ გოლგოთაზე ასვლა და აღდგომა დაგვრჩება, ნაწილებად დაშლა და ისევ ახლიდან დაბადება. 
 
მინოტავრის მკვლელი თეზევსი კრეტაზე სხვა სამყაროდან მოვიდა და ბერძნული ცივილიზაციის, რომელიც იმხანად ძალას იკრებდა,  სიმბოლო და იარაღი გახდა. ის ცოცხალი და ახალი იყო. მან თავად ტირანი იმპერიის წიაღშიც შეძლო აღდგომის წყაროს პოვნა. პროფესორი ტოინბი იყენებს ტერმინს „განჯაჭვა“ და „ტრანსფიგურაცია“ იმ კრიზისების აღსაწერად რომელთა გადალახვით სულიერად უფრო მაღალ დონეს ვაღწევთ. სადაც ისევ შესაძლებელია შექმნის პროცესის განახლება. პირველი ნაბიჯია განდგომა - რაც შინაგანის გარეგანზე წინ დაყენებას გულისხმობს. მაკროკოსმოსიდან ხდება გადასვლა მიკროკოსმოსში. დაცარიელებული სამყაროს ფუჭ სიამოვნებებზე უარის თქმა და შინანაგანი სამყაროს სიმშვიდეში ჩაძირვა. მაგრამ როგორ ფსიქოანალიზიდან ვიცით ეს სამყარო ბავშვურ არაცნობიერს წარმოადგენს , რადგან სწორედ იქ აღმოვჩნდებით ხოლმე ჩაძინებისას. ის ყოველთვის ჩვენშია. იქ არიან გიგანტური კაციჭამიები და დიადი მხსნელები. მთელი ჩვენი ბავშვობის ჯადოსნობა იქაა. უფრო მეტიც, რისი მიღწევაც ვერ შევძელით მოზრდილებმა, ჩვენი სულის ყველა სხვა ნაწილი ისევ აქ ცხოვრობს. ამ ოქროს თესლებმა ხომ არ იციან რა არის სიკვდილი. ამის მცირე ნაწილის გარეთ გამოტანა რომ იყოს შესაძლებელი, ძალის უზარმაზარ მოზღვავებას ვიგრძნობდით, ახლიდან დავიბადებოდით, გაიფურჩქნებოდა ჩვენი ნიჭი და ღირსება. თუ შევძლებთ ავაღორძინოთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი წინაპრების დავიწყებული ან თუნდაც მთელი წინარე ცივილიზაციის ცოდნა, მაშინ შევძლებთ ყველასთვის სიკეთის მოტანას, გავხდებით საკულტო ფიგურა ახლაც და ყველა დროში. ერთი სიტყვით გმირის პირველი მისია იმაში მდგომარეობს, რომ გარე სამყაროდან მოაშოროს სულის იმ ნაწილების გამოვლინებები სადაც მოცემულია სირთულეები, ასევე გაარკვიოს სადაა მთავარი სირთულე და ძირშივე გადაჭრას (ანუ პირისპირ შეხვდეს ბავშვობის დემონებს მათივე საცხოვრებელ ადგილას). ამავე დროს მოახდინოს გარღვევა იქამდე აუმღვრეველ არსებობაში, აითვისოს ის, რასაც იუნგი არქეტიპულ ხატებს უწოდებდა. ამ პროცესს ბუდიზმსა და ინდუიზმში უწოდებენ ვივეკას (viveka) – „განრჩევა“. 
 
დოქტორი იუნგი მიგვითითებს, რომ არქეტიპების თეორია არაა მისი გამოგონილი. 
 
შევადაროთ რას წერს ამაზე ნიცშე: „ოცნებასა და სიზმრებში ჩვენ გადავლახავთ მანძილს რომელიც კაცობრიობამ მთელი თავისი განვითარების ეტაპზე გაიარა. მხედველობაში მაქვს შემდეგი: კაცობრიობა აზროვნებს სიზმარში ისე, როგორც აზროვნებდა ცხადში ათასი წლის წინ. სიზმარი წარსულში გვაბრუნებს , ადამიანური კულტურის განვითარების ადრეულ ეტაპებში  და საშუალებას გვაძლევს უკეთესად გავიგოთ ის“.
 
შევადაროთ ეს ადოლფ ბასტიანის „ელემენტარული იდეების (elementargedanken) ეთნიკურ თეორიებს, რომელიც თავისი საბაზისო შემადგენლობით შეესაბამება სტოიკოსების - logoi spermatika, ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ფიზიკური ან სულიერი ჩანასახოვანი წინასწარგანწყობები, რომელთა საფუძველზე ვითარდება საზოგადოების მთელი სოციალური სტრუქტურა და რომელიც როგორც ასეთი ინდუქციური კვლევების საფუძველი უნდა გახდეს. 
 
შევადაროთ ფრანც ბოაზს: მას შემდეგ, რაც ვაიცმა ასე დატელურად აღწერა სხვა და სხვა ხალხების მსგავსება, ეჭვი აღარაა, რომ მათ შორის აზროვნების საერთო მახასიათებლებში უამრავი მსგავსებაა. კვლევებმა ბასტიანი მიიყვანა არასასიამოვნო  დასკვნამდე, რომ მთელი კაცობრიობისთვის საერთო ფუნდამენტური კანონები ძალიან პრიმიტიულია. ასოცირებული იდეების ზოგიერთი შაბლონი შეიძლება ყველა ტიპის კულტურაში გამოიყოს. 
 
ვნახოთ, რას წერს სერ ჯეიმს ლრაზერი: „არ არსებობს აუცილებლობა, რომ ზოგიერთის მიერ ძველ თუ თანამედროვე დროში დასმულ კითხვებზე საპასუხოდ, რომ დასავლურმა ცივილიზაციებმა უფრო ძველი აღმოსავლეთისგან ისესხა მკვდარი და აღმდგარი ღმერთის გაგება, ამ მითის შესაბამისი რიტუალებით. რადგან ამ კულტის მიმდევრების თვალწინ იდგმებოდა წარმოდგენა. უფრო სარწმუნოა ის, რომ ასეთი მსგავსება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განპირობებულია იმით, რასაც ჩვენ როგორც წესი არასწორად ვუწოდებთ შემთხვევით დამთხვევებს, იმ ძალების ჩარევით რომ ჩნდება, თავიანთი ბუნებით მსგავსი რომაა და ერთნაირი გავლენით მოქმედებენ ადამიანის ცნობიერებაზე სხვა და სხვა ქვეყნებში და სხვა და სხვა ცის ქვეშ. 
 
შევადაროთ ზიგმუნდ ფროიდს: „ მე თავიდანვე ვაღიარებდი სიზმრის სიმბოლურ მნიშვნელობას. მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ და თანდათან დავრწმუნდი, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს, და ბევრიც გავაკეთე ვილჰელმ სტეკელის  გავლენით, რომელიც ინტუიციურად მივიდა სიმბოლოების ინტერპრეტაციამდე თავისი განსაკუთრებული ნიჭის წყალობით. ფსიქოანალიზის გამოცდილების სფეროში ჩვენი ყურადღება მიიპყრეს იმ პაციენტებმა, რომლებმაც  საკმაოდ კარგად გამოავლინეს მსგავსი სიზმრების სიმბოლიკის ნათელი და მკაფიო აღქმა. ეს სიმბოლიზმი დამახასიათებელია არა სიზმრებისთვის, როგორც ასეთისთვის არამედ ადამიანის მიერ ქვეცნობიერში იდეის შექმნისთვის, მისი პოვნა შეიძლება ფოლკლორში, იდიომებში, ანდაზებისა და თანამედროვე ხუმრობების დედააზრებში, თანაც ბევრად მეტის, ვიდრე სიზმრებში.
 
იუნგი კი გვამცნობს, რომ თავისი ტერმინი „არქეტიპი“ მან კლასიკური ანტიკური წყაროებიდან ისესხა, როგორებიცაა : ციცერონი, პლინიუსი, ავგუსტინი თავისი - corpus hermetium -ით  და ა.შ. ბასტიანი გვეუბნება, რომ მისი თეორია შესაბამება - logoi spermatika-ს დებულებებს. რომელიც გაშლილია ნაშრომში „ელემენტარული იდეები“. “სუბიექტურად გასაგები ფორმების“ (სანსკრიტ. – antarjneya – rupa) აღქმის ტრადიცია მითოლოგიურ ტრადიციასთან ერთად არსებობს და მითოლოგიური ხატების აღქმისა და გამოყენების საშუალებას წარმოადგენს. ამ ყველაფერს შემდეგ თავებში უფრო დიდ ყურადღებას დავუთმობთ. არქეტიპები, რომელთა აღმოჩენა და ასიმილაცია ასე აუცილებელია, არაფრით განსხვავდებიან მითების, რიტუალების, წინასწარმეტყველებების შთაგონების წყაროებისგან. ეს „სიზმრების მარადიული მკვიდრნი“ არ უნდა ავურიოთ იმ პერსონალურად მოდელირებულ პერსონაჟებთან, რომლებიც ტანჯული ადამიანის კოშმარებსა და ბოდვებში ჩნდებიან. სიზმრები ეს პერსონიფიციბული მითია, მითი კი დეპერსონიფიცირებელი  სიზმარი. მითიცა და სიზმარიც სიმბოლურია იმ კანონების ფარგლებში რომლებიც სულის მოძრაობაზე აგებენ პასუხს. მაგრამ სიზმრის ხატები კონკრეტული ადამიანის ტანჯვიდან მოდიან, მაშინ როცა მითის პრობლემებს აქვს ზოგადსაკაცბრიო მნიშვნელობა.
 
შესაბამისად, გმირი - ესაა ქალი ან მამაკაცი, რომლებსაც შეეძლოთ დაეძლიათ თავიანთი პირადი და ისტორიული შეზღუდვები და მიაღწიეს უნივერსალურ, მთელი კაცობრიობისთვის ჩვეულ ფორმებს.  ადამიანის ასეთი იდეები, ხედვები და შემოქმედებითი იმპულსები ხელუხლებელი, სუფთა სახით წარმოჩინდება თავად ადამიანის აზროვნების მეშვებით. ამიტომაც ისინი მოწმენი არიან არამხოლოდ თანამედროვე საზოგადოებაში არსებული რღვევისა და ამის აზროვნებაში ასახვისა, არამედ თავად ატარებენ ამ საზოგადოების აღორძინების მარადიულ წყაროს. გმირი კვდება, როგორც თანამედროვე ადამიანი, მაგრამ როგორც მარადიული ადამიანი სრულყოფილია, ინდივიდუალურ თვისებებს მოკლებული, უნივერსალური - ის ხელახლა იბადება ახალი ცხოვრებისთვის. ტოინბი და კაცობრიობის ყველა მითი გვარწმუნებს, რომ ეს ამოცანა იმაში მდგომარებს, რომ ბოლოს და ბოლოს გმირი დაგვიბრუნდეს სრულიად შეცვლილი და გვასწავლოს ის გაკვეთილი, რომელიც თავად აითვისა აღდგომის შესახებ.
 
თუ პროფესორ ტოინბის შევეკამათებით, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ის სერიოზულად ამახინჯებს მითზე წარმოდგენას,  როცა ამტკიცებს, რომ მხოლოდ ქრისტიანული სწავლება ახდენს გმირის ამოცანის სრულფასოვან ფორმულირებას. ამას ასწავლის ყველა რელიგია,  ყველა მითი და ხალხური ნაწარმოები. პროფესორი ტოინბი ცდება და არასწორად განმარტავს „გზის“ და „ნირვანის“ ცნებებს, ბუდას და ბოდჰისატვას ერთმანეთს უპირისპირებს და არასწორად განმარტავს. სწორედ ამას მიჰყავს ის მცდარ წარმოდგენამდე, რომ თანამედროვე სამყაროს ხსნა მდგომარეობს რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წიაღში დაბრუნებაში. 
 
„მე მარტოდმარტო დავეხეტებოდი დიდი ქალაქის განაპირას, ბინძურ ქუჩებში, ჩამოძონძილ სახლებს შორის, - აღწერს თავის სიზმარს თანამედროვე ქალი, - არც ვიცოდი სად დავდიოდი, მაგრამ მომწონდა გარემოს ინტერესით თვალიერება. მე ერთ, ძალიან ბინძურ ქუჩას მივუყვებოდი, რომლის გასწვრივაც რუ ჩამოდიოდა. გავცდი ქოხმახებს და მალე პატარა მდინარე დავინახე. მის უკან კი აღმართი, ფართო , მშრალი ქუჩით. მდინარე ძალიან ლამაზი იყო, გამჭვირვალე წყლით და ფსკერზე მობნეული წყალმცენარეებით. ვხედავდი როგორ არხევდა მათ დინება. არსად არ ჩანდა ხიდი და პაწია სახლში შევედი ნავის მოსაძებნად. იქ მამაკაცი ვიპოვე, რომელიც მეორე ნაპირზე გადასვლაში დახმარებაზე დამთანხმდა. მან მომცრო ხის ყუთი გამოიტანა და ზუსტად წყლის პირას დადგა, მე კი მივხვდი, რომ ამ ყუთის წყალობით ძალიან ადვილად გადავიდოდი მეორე მხარეს. თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი და ამ ადამიანისთვის მადლობის თქმა მომინდა. 
 
ამ სიზმარზე ფიქრისას ნათლად ვგრძნობდი, რომ აქ არანაირი აზრი არ ჰქნდა  მეორე მხარეს გადასვლას. სრულიად მშვიდად შემეძლო ქუჩაში სეირნობა გამეგრძელებინა. იმ მივარდნილ უბანში თავგადასავლებისთვის წავედი და რადგან ასე იყო, თავიც არ უნდა დამენებებინა. როცა იმაზე ვფიქრობ როგორ მივიწევდი წინ სიზმარში, მგონია, რომ ცნობიერად მივისწრაფვოდი მშვენიერებისკენ, მაგალითად ისეთისკენ თუნდაც როგორიც წყალმცენარეებით სავსე მდინარე იყო და საიმედო ფართო გზა მის მეორე მხარეს. თუ ასე განვიხილავთ მაშინ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ესაა ხელახლა დაბადების გადაწყვეტილება სულიერი თვალსაზრისით. შესაძლოა ბევრმა ჩვენგანმა უნდა გაიაროს მძიმე, დაკლაკნილი ბილიკი რათა მშვიდ და სუფთა მდინარესთან მივიდეს და ცხოვრებაში თავისი გზა იპოვოს. 
 
ამ სიზმარს ყვებოდა ოპერის ცნობილი მომღერალი, რომელმაც ბევრის მსგავსად გატკეპნილი გზით სიარული უარყო და ძახილს მიჰყვა თავგადასავლების საძებრად. ეს კი ხელეწიფება მხოლოდ მას, ვინც არამხოლოდ გარსამყაროს ხმებს აყურადებს არამედ შინაგანსაც და მანაც თავად აირჩია თავისი გზა, დაძლია ისეთი სირთულეები ბევრს რომ არ დაესიზმრება ამ ცხოვრებაში. „ღარიბთა უბნის“ გავლით ქალმა შეიცნო სულის სიბნელე, ნახევრად გალია მიწიერი ცხოვრება და იმ ქალწულებრივ ტყეში აღმოჩნდა რომელზეც დანტე წერს:
 
„მე გაგიყვან მოკვეთილი დასახლებიდან,
მე გაგაცილებ საუკუნო გოდებას, 
მე მიგიყვან გარდაცვლილთა მოდგმასთან“.
 
აღსანიშნავია, რომ ამ სიზმარში გმირის თავგადასავალი უნივერსალურია. მითოლოგიური ფორმულის სქემა ყველა დეტალითაა აღდგენილი. ეს ღრმა აზრით სავსე ხატები - წინააღმდეგობა, ხიფათი და წარმატება - ჩვენ კიდევ ბევრჯერ შეგვხდება ამ წიგნში. თავდაპირველად სიზმარში ადამიანი რუს გადაივლის, მერე კი სუფთა, წყალმცენარეებით სავსე მდინარეს ხვდება, მერე ჩნდება ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო დრამატულ მომენტში ეხმარება, მდინარი მეორე ნაპირზე კი  მყარი მიწაა  მაღლობზე (სამოთხე დედამიწაზე, მიწა იორდანეს მიღმა) - აი ესაა სულის მოგზაურობის მარადიული, მშვენიერი მელოდიები, ისევ და ისევ რომ მეორდება და ყოველი, ვინც გაბედავს ყური მიუგდოს და მიჰყვეს მათ იდუმალ ხმას გაუგებს გემოს ტანჯვას მარტოობაში.
 
ბასრი სამართებელის პირივით  გადაულახავი, მიუწვდომელი გზა - ასე აღწერენ პოეტები.
 
სიზმარში ქალი ახერხებს მეორე ნაპირზე გადასვლას ნაჩუქარი ხის ყუთის დახმარებით, ნავისა და ხიდის ნაცვლად. ეს მისი განუმეორებელი ნიჭის სიმბოლოა რომლის წყალობითაც გადალახა სამყაროს წყლები. ქალმა, რომელმაც ეს სიზმარი მოყვა, არაფერი თქვა, თუ რასთან ასოცირდებოდა მისთვის ის, ამიტომაც არ ვიცით რა იყო ყუთში, თუმცა ეს მაინც თავისებური პანდორას ყუთია - ღმერთების ძღვენი მშვენიერ ქალს, სადაც ყველა უბედურებისა და ბედნიერების თესლი ინახება, ავსილი რაღაც ძვირფასით, იმედის მომცემით. მისი წყალობით ქალი სიზმარში გადადის მეორე ნაპირზე. ასეთი ჯადოსნური მეთოდით, ყოველი ადამიანი ვისი საქმეც რთულ და საშიშ მისიას უკავშირდება ხსნის საკუთარ თავს და განვითარების გზის გავლით ცხოვრების ოკეანის შორულ ნაპირებს აღწევს. 
 
უამრავი ქალი თუ მამაკაცი ირჩვეს ნაკლებად სარისკო გზას, მეტნაკლებად ემორჩილება საზოგადოების თუ ტომის დაგენილ წესებს, თუმცა ეს მაძიებლებიც აღწევენ ხსნას, ეყრდნობიან რა მემკვიდრეობით მიღებულ სიმბოლოებს, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანს, ინახავენ საიდუმლო რიტუალების მადლს, უძველესი გმირი- მხსნელისგან რომ შეიძინეს და ათასწლეულების გავლით მოიტანეს ჩვენამდე. მხოლოდ ისინი გადარჩებიან რომლებისთვისაც უცხოა ბედისწერის ძახილი, სხვების მსგავსად მორჩილად რომ აღასრულებენ თავიანთ ფიცს, ანუ ჩვენი - თანამედროვე ადამიანების  უმარავლესობა, საკუთარი გულების ლაბირინთებში რომ დაეხეტება. ო, სად ხარ ჩვენო გამყოლო, ჩვენო საყვარელო არიადნა. მოგვეცი წვრილი ძაფი, რომელიც ძალით აღგვავსებს და პირისპირ შეგვახვედრებს მინოტავრს. იმ იმედით რომ ისევ გამოვაღწევთ უკან ურჩხულის დამარცხების შემდეგ. 
 
არიადნას, მეფე მინოსის ასულს მამაცი თეზევსი შეუყვარდა, როცა ის უდებურ, ათენელ გოგონებთან და ბიჭებთან ერთად ჩამოსული დაინახა. ქალმა მოახერხა ვაჟთან დალაპარაკება და დაჰპირდა, რომ ლაბირინთიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა, იმ პირობით, თუ ის კრეტიდან წაიყვანდა და ცოლად შეირთავდა. ვაჟიც დაჰპირა. მაშინ არიადნამ დახმარება ოსტატ დედალოსს სთხოვა, რომელმაც ეს დახვეწილი ლაბირინთი ააგო და არიადნას დედას ახალშობილი ურჩხულის დამალვაში დაეხმარა. დედალოსმა ქალს უბრალო სელის ძაფი მისცა, რომელიც ლაბირინთში შესულ გმირს მის შესასვლელთან უნდა დაემაგრებინა და გაეშალა სიღრმეში შესვლისას. თითქოსდა როგორი მარტივია, მაგრამ ამის გარეშე ლაბირინთს თავს ვერ დააღწევდა. 

H2

სურ. 2. მინოტავრომახია. წითელფიგურებიანი ლარნაკი ატიკიდან  5 საუკუნე ჩვენს ერამდე. აქ თეზევსი მოკლე ხმლით კლავს მინოტავრს, ჩვეული ილუსტრაცია ლარნაკებზე. წერილობით ვერსიებში გმირი ამას შიშიველი ხელებით აკეთებს.  {Collection des vases grecs deM. le Comte de Lamberg, expliquee et publiee parAlexandre de la Borde, Paris, 1813, Plate XXX.)
 
ის, რაც გვჭირდება აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მეფის სამსახურში მყოფი ოსტატი როგორი ხალისითაც საშინელ, დახლართულ ლაბირინთს აგებს,იმავე ხალისით ასწავლის მისგან თავის დაღწევას. მას ეხმარება გმირის გული, საუკუნეების განმავლობაში მეცნიერისა და შემოქმედის სიმბოლო იყო, რომელიც უჩვეულო, თითქმის დემონურ ინდიფერენტულობას ატარებს, უგულებელყოფს საზოგადოებრივი მორალის ფორმებს და  ემრჩილება არა მას, არამედ თავის ხელოვნებას. ასეთი გმირი მისდევს თავისი აზრის ძაფს - ის გახსნილია, უშიშარი და დარწმუნებული იმაში, რომ ჭეშმარიტება რომლისკენაც მიისწრფვის ყველას  გვიხსნის.
 
ასე რომ არიადნას მსგავსად შეგვიძლია მას დახმარებისთვის მივმართოთ. სელი, გზამკვლევი ძაფისთვის მან ადამიანთა წარმოსხვის მინდვრებში მოაგროვა. მიწათმოქმედების საუკუნეები, სელექციის ათწლეულები და უამრავი ფიზიკური და სულიერი შრომა გახდა საჭირო ამ გრძელი ძაფის დასართავად. ჩვენ გარისკვაც კი არ გვჭირდება, შეგვიძლია მარტოები გავუდგეთ გზას, ჩვენამდე ხომ ის უამრავმა გმირმა გაიარა. ეს ლაბირინთი დეტალურადაა შესწავლილი, ჩვენ მხოლოდ ძაფის მიყოლა გვმართებს. სადაც სიბინძურისა და საშინელების აღმოჩენას ველით ღმერთს ვიპოვით. ხოლო  სადაც სხვისი მოკვლა გვეწადა იქ საკუთარ თავს ვკლავთ, იმ გზით რომლითაც  განთავისუფლება გვწადია ჩვენივე არსების  გულში  მივდივართ  და სადაც განმარტოებას ვფიქრობდით იქ მთელს მსოფლიოს ვუერთდებით. 
 
კომედია და ტრაგედია.
 
„ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად“. ასეთი სიტყვებით დაიწყო გრაფმა ლევ ტოლსტოიმ თავისი რომანი მისი თანამედროვე გმირი ქალის - ანა კარენინას - სულიერი გახლეჩვის შესახებ. მას შემდეგ შვიდი ათწლეული გავიდა რაც ამ გზასაცდენილმა ცოლმა და დედამ, ბრმა ვნებით მოცულმა მატარებელს დაუდო თავი. სიმბოლურდ ფიზიკური სიკვდილით დაამთავრა დაკარგული სულის სულიერი სიკვდილი. რომანი რომანის მიყოლებით, საგაზეთო სტატიები და სამყაროს ყურისთვის მიუღწეველი სასოწრკვეთილი კივილი, ერთ გუნდში ერთიანდება და ქებათაქებას უძღვნის ხარს - ლაბირინთის ჯოჯოხეთურ ნაშიერს - მრისხანეს, დამანგრეველს და ჭკუიდან შეშლილს, იმ ხარის განსხეულებას, რომელიც გულმოწყალედ ანახლებს სამყაროს. თანამედროვე რომანტიკული ისტორიები ისევე როგორც ძველი ტრაგედიები ხოტბას ასხამენ დანაწევრების საიდუმლოს, რომლის წყალობითაც სიცოცხლე გრძელდება. ბედნიერი დასარული სამართლიან ზიზღს იწვევს, რადგან ის მცდარ გზაზე გვაყენებს, რადგან ჩვენი ნაცნობი სამყარო ჩვენ მხოლოდ ერთ დასარულთან მიგვიყვანს - სიკვდილთან, დანაწევრებასთან, ნგრევასთან და გამოუთქმელ სულიერ ტანჯვასთან, მას შემდეგ რაც ამ სამყაროს დატოვებენ ისინი ვინც გვიყვარს. 
 
სიბრალული - ესაა გრძნობა რომელიც ჩვენს გონებას მოიცავს იმ ყველაფერთან ერთად რაც ტანჯვის სიღრმისეულ აზრს წარმადგენს და წამებულ ადამიანად გვაქცევს. საშინელება ის გრძნობაა, რომელიც მოიცავს ჩვენს გონებას როცა ის ყველაფერი გვახლავს რაც ადამიანური ტანჯვის ღრმა აზრს ატარებს და ფარულ მიზანთან გვაახლებს. ამას აღნიშნავდა გილბერტ მიურეი „არისტოტელეს პოეტიკის“ ინგლისური თარგმანის წინასიტყვაობაში. ტრაგიკულ კათარზისს ( განწმენდა ან განახლება ტრაგედიის მაყურებლების ემოციის, სიბრალულის და საშინელების განცდის გზით) შეესაბამება რიტუალური კათარზისი - რომლის ფუნქციასაც მისტერიები და დღესასწაულები ასრულებენ, სადაც ღმერთი-ხარი დიონისე იკვლებოდა. მისტერიის დროს მედიტაციაში მყოფი გონება ერწყმის არა მოკვდავ  სხეულს, რომელიც მერე  სახალხოდ იკვლება,  არამედ  მარადიული სიცოცხლის საწყისის,  რომელიც დროებით ამ სხეულში იყო დავანებული და რომელიც წარმოადგენდა რეალობის მცდარ აღქმას (განასახიერებდა რა ტანჯულ არსებას და საიდუმლო მიზეზს) სუბსტატს -  სადაც იხსნებიან ჩვენი პიროვნებები, როცა „ადამიანის სახის დამანგრეველი ტრაგედია“ საბოლოოდ ანგრევდა, 30 ნაწილად შლიდა და ანადგურებს ჩვენს მოკვდავ სხეულს. 

„გამოჩნდი, გამოჩნდი როგორიც არ უნდა იყოს შენი სახე და სახელი
ო მთის ხარო და ასთავიანო გველეშაპო 
ოქროსფერ ლომად გაიელვე.
ო, მოგვევლინე ღმერთო, ურჩხულო, მისტერიავ!“

ესაა ჩვენი, იმ  ლოგიკური და ემოციური კავშირების რღვევა, ჩვენი ცხოვრების საბედისწერო მომენტს რომ უკავშირდება. რომელიც ერთადერთი და განუმეორებელია დროსა და სივრცეში. ესაა აქცენტის გადატანა მიწიერ ცხოვრებაზე - მფეთქავ, ტრიუმფალურ ეტაპზე რომლის კოცნა ძველ მეს ანგრევს. ესაა საბედისწერო სიყვარული - amor fati, რომელსაც სიკვდილამე მივყავართ და ხელოვნების ნაწილს შეადგენს. ამაშია მისი სიხარული და გამოსყიდვის ექსტაზი:
 
„გავიდა ჩემი დრო, მსახური ვარ 
იდაის იუპიტერის განდობილი
სადაც შუაღამის ზაგრეი დაეხეტება მეც დავეხეტები 
მე მის ღრიალს ვიტან 
ვასრულებ მის წითელ და სისხლიან ნადიმებს 
დიადი დედის მთის ჩირაღდანი მეჭირა 
თავისუფალი ვარ და სახელით ვიწოდები
ბახუსად - ქურუმის კაბაში.
 
თანამედროვე ლიტერატურა გარკვეულწილად  ეძღვნება ალეგრიულ ხატებს, რომლების მტკივნეულ გახლეჩას განიცდიან, რომელიც გარსაც გვარტყია და ჩვენს სულშიცაა გამეფებული. იქ სადაც ჩახშობილია  ბუნებრივი სწრაფვა გამოთქვა უკმაყოფილება არსებული არაჯანსაღი გარემოს მიმართ ანდა არ შეიძლება ამხილო - აი სწორედ აქ დგება ტრაგიკული ხელოვნების დრო, რომელიც ჩვენზე იმაზე მეტ გავლენას ახდენს ვიდრე ანტიკური ტრაგედიები. ესაა დემოკრატიის რეალისტური, პირადი და მრავალსახოვანი ტრაგედია სადაც ღმერთი არამხოლოდ სახალხოთაა ჯვარცული არამედ ჩვეულებრივი ადამიანების მოკრძალებულ სახლებშიც. მეტად აღარავინ ოცნებობს ზეციურ სამეფოზე, სამოთხის სიამოვნებაზე, ცოდვების მიტევებაზე, ვერაფრით ვიქარვებთ სევდას - უკვე უმაღლეს ძალაუფლებას მივაღწიეთ და მხოლოდ უკუნი სიბნელეღა დაგვრჩა დაღუპული იმედების სიცარიელე, რომელიც მზადაა სიცოცხლე მოგვისპოს. დედის საშოდან მხოლოდ იმისთვის ვიბადებით რომ დავმარცხდეთ. 
 
ამასთან შედარებით, ჩვენი უმნიშვნელ საუბრები მიღწეულ გამარჯვებებზე საცოდავად მოსჩანს. ჩვენ უკვე კარგად ვიცით დამარცხების სიმწარე, დანაკარგი, ფუჭი და გაცრუებული იმედები ძლიერთა ამა ქვეყნისათაც რომ უმწარებთ ცხოვრებას. ამიტომაც ვერ ვაფასებთ კომედიას ისე როგორც ტრაგედიას. კომედია როგორც სატირა აზრს მოკლებული არაა, ის გვართობს და გარე სამყაროსგან ყურადღება გადააქვს. მაგრამ თქმულება ბედნიერებაზე არასოდესაა აღქმული სერიოზულად, ის შორეული, ბავშვური სამყაროდანაა, საიმედოდ რომ დავმალეთ გარე სამყაროსგან. სწორედ იმის მსგავსად, რომ მითი სამოთხეზე განკუთვნილია მოხუცებისათვის, რომლებმაც ცხოვრების დიდი ნაწილი უკვე უკან მოიტოვეს და მათი მგლოვიარე სულები მზად უნდა იყვნენ ზღურბლს გადააბიჯონ, რომელიც სიბნელეში ხსნის კარს. 
 
თანამედროვე დასავლეთის წარმოდგენა კომედიაზე სრულიად მცდარ რეალიებზე აიგება. ისინი ასახულია მითში, ზრაპრებში და ღვთაებრივ კომედიაში. ძველ რომში კომედიას უდგებოდნენ როგორც ტრაგედიაზე მაღალ ხელოვნებას. ის უფრო რთულად აღსაქმელი იყო, უფრო ჩამოყალიბებული და უფრო დიდ მხილებას შეიცავდა.
 
ღვთაებრივი კომედიის და მითის  ბედნიერი დასარული უნდა განვიხილოთ არა როგორც წინააღმდეგობა, არამედ როგორც ამაღლება ადამიანის სამყაროსეულ ტრაგდიაზე. ობიექტური სამყარო იგივე რჩება, მაგრამ რადგან ყურადღება სუბიექტის შინაგან სამყაროზეა მიქცეული, სწორედ ობიიექტური სამყარო გვგპონია შეცვლილი. სადაც ადრე სიკვდილი და სიცოცხლე ებრძოდა ერთმანეთს - ჩნდება უკვდავი არსება, რომელსაც ისევე ადარდებს დროის შემთხვევითობები, როგორც ადუღებულ წყალს მისი ცხელი შხეფები, როგორც კოსმოსს ახალი გალაქტიკების გაჩენა გაქრობა. ტრაგედია ესაა სამყაროს ნგრევა და ჩვენი მიჯაჭვულობა ფორმასთან, კომედია კი უზრუნველი და თავისუფალი, ნამდვილი ხალხური, ცხოვებისეული დღესასწაულია. ამგავარად ტრაგედია და კომედიაც ერთიანი მითოლოგიური თემის გამოვლინებაა ერთსაც რომ მოიცავს და მეორესაც. ესაა ზემოთ და ქვემოთ მოძრაობები ერთდროულად, ცხოვრების საიდუმლოს რომ ხდიან ფარდას. ადამიანმა უნდა შეიცნოს და შეიყვაროს თუ უნდა რომ ცოდვისაგან იხსნას თავი და სიკვდილისაგან განთავსუფლდეს.
 
„ასე იცვლება ყველაფერი, მაგრამ არაფერი იღუპება და დახეტიალობს აქეთ-იქეთ, სხეულს იკავებს ნებისმიერი სულ...მარად ახლები რადგან ყოფილი უკვე გამქრალია, აღარ მოქმედებს - ყველაფერი წამიერად ახლდება.
 
ჭეშმარიტი მითისა და სიზმრის მისია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ბნელი შინაგანი გადასვლის ჭეშმარიტება დაგვანახოს ტრაგედიიდან კომედიისკენ დ გვასწავლოს როგორ დავძლიოთ ისინი. სწორედ ამიტომ გვეჩვენება ისინი არარეალური და ფანტასტიური, ის ხომ ფიზიკურ კი არა ფსიქოლოგიურ გამარჯვებებს ასახავს. მაშინაც კი როცა ლეგენდა ნამდვილი ისტორიული პირის ცხოვრებას მოგვითხრობს, მისი გამარჯვებები წარმოდგენილია არა როგორც ჩვეული მოვლენები არამედ როგორც ზღპრული გმირობები. მნიშვნელოვანი ხომ ის არაა რაც რეალურ სამყაროში ხდება, არამედ ის რაც მანამდე უფრო მნიშვნელოვანი და არსებითი მოხდა ჩვენი სიზმრების ლაბირინთში. სადაც უკლებლივ ყველა ჩავდივართ როცა გვძინავს.
 
მართალია მითის გმირი მიწაზე დგას, მაგრამ მისი გზა ყოველთვის მიწის ქვეშ მიდის სადაც ბნელ ძალებს უნდა შეებრძოლოს და მას უბრუნდება ის უნარები რაც უკვე დიდი ხანია დავიწყებული და დაკარგული ჰქონდა და რაც ასე საჭიროა სამყაროს შესაცვლელად.  მაგრამ აი ჩაიდინა გმირობა, ყველა უბედურება დაამთავრა, გაიმარჯვა დაუნდობელ დროზე და სივრცეზე, მაგრამ ჯერ კიდევ ახსოვს გადატანილი საშინელება და ჯერ კიდევ ჩაესმის მტკივნეული კვნესა.თუმცა ცხოვრება მაინც ყოვლისმომცველი, აღტაცებული სიყვარულით ივსება და გმირი თავისი დაუმარცხებელი ძლიერებით ტკბება. 
 
ხოლო ის შუქი იქამდე რომ ბნელ და ღრმა გამოქვაბულში იმალებოდა აფეთქებით ამოიჭრება გარეთ, მასინ ის საშინელი ჭრილობებიც დაუნდობელი მარადიული ჩრდილები გვგონია. დრო ადგილს დიდებას უთმობს ხოლო სამყარო ივსება საოცარი ანგელოზური თუმცა მონოტონური და ძილისმომგვრელი ციური სხეულების მუსიკით. როგორც ყველა ბედნიერი ოჯახი - გადარჩენის მითებიც ერთმანეთს ჰგავს. 
 
გმირი და ღმერთი
 
ტრადიციულ მითში გმირის თავგადასავალზე როგორც წესი წარმოდგენილია ყველა ადათი ოღონდ გაზვიადებული სახით. ესენია - განმარტოება, ინიციაცია, დაბრუნება, რასაც ჩვეულ ცხოვებაში შეიძლება მონომითის ცენტრალური შემადგენელი ვუწოდოთ.
 
პრომეთე ცაში ამაღლდა, ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ძირს დაეშავა. იაზონმა გაცურა სიმპლეგადები და მოხვდა ჯადოსნურ ზღვაში, სძლია ოქროს საწმისის მცველ დრაკონს და ახალი ნადავლითა და ძალით დაბრუნდა.რათა უზურპტორისგან თავისი ტახტი დაებრუნებინა. ენეასი ჩავიდა მიწისქვეშეთში, გადალახა  სიკვდილის საშინელი მდინარე,  სძლია ცერბერს , მრიცხანე სამთავა ძაღლს და დაელაპარაკა გარაცვლილი მამის სულს. მას გაემხილა ყველაფერი : „სულების ბედი, რომის ხვედრი რომელიც თავადვე უნდა დაეარსებინა და რჩევებიც მოისმინა „როგორ გაქცეოდა განსაცდელს და უკეესად გადაეტანა ის“.მერე კი სპილოს ძვლის კარის გავლით ის უკან დაბრუნდა რათა წინასწარმეტყველება აღესრულებინა. 
 
გმირს გადაწყვეტილი აქვს დატოვოს ჩვეული სამყარო და გაეშუროს საოცარისა და ზეაღმატებულისკენ, გზაზე ის ფანტასტიკურ ძალებს ხვდება და ამარცხებს მათ. ამ იდუმალი მოგზაურობით ახერხებს გმირი თავისი თანამოძმეებისვის სიკეთის მოტანას.
 
გმირის გზაზე გაჩენილ სირთულეებზე ამაღლებული მოთხრობა, მათი დიდებული აზრი, მათი მიღწევის სიღრმე და ჩანაფიქრის აღსრულების სიმამაცე წარმოდგენილია ბუდას გამოცდებში - თაობებს რომ გადაეცემა ლეგენდის სახით. ახალგაზრდა უფლისწული გაუტამა შაკიამუნი გაიპარა მამამისის სასახლიდან დიდებული ცხენით კანტჰაკათი, სასწაულად გააღწია დაცულ კარიბჭეს და მიაჭენებდა ოთხჯერ სამოციათასი ღმერთის ჩირაღდნებით განათებულ ღამეში, ადვილად გადალახა დიდებული მდინარე 11000 და 128 კუბიტის სიგანის. მერე კი ხმლის ერთი მოქნევით დაიჭრა სამეფო კულულები - დარჩენილი ორი თითის სიგრძის თმა მარჯენა მხარეს დაიხვა და მთელს თავზე შემოევლო, ჩაიცვა ბერული ტანისამოსი და სამოგზაუროდ მათხოვარივით გაემართა. ხოლო ამ ერთი შეხედვით უმიზნო ხეტიალის წლებში გაიარა მედიტაციის 8 სტადია. განდეგილივით ცხოვრობდა კიდევ 6  წელი და მიელტვოდა დიდ მიზანს, მიაღწია ასკეტიზმის უმაღლეს დონეს და თითქმის გარდაიცვალა, მაგრამ მალევე აღდგა და დაუბრუნდა მოგზაური ასკეტის ნაკლებად სასტიკ ცხოვრებას. 
 
ერთხელ ის ხის ქვეშ  იჯდა და დასავლეთს გასცქეროდა.  უცებ ხე საოცარი შუქით განათდა. მას მოევლინა ახალგაზრდა გოგონა - სუჯატა და ოქროს თასით რძიანი ბრინჯი მიართვა, ხოლო როცა ბუდამ ცარიელი თასი მდინარეში ჩააგდო, ის ამოტივტივდა და მდინარეს ზემოთ აუყვა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბუდა თავის მიზანთან ძალიან ახლოს იყო. ისიც  ადგა და ღმერთებს მინიშნებულ გზას გაუყვა, რომლის სიგანეც 11000 და 128 კუბიტი იყო. გველები, ჩიტები, ტყისა და მინდვრის ღვვთაებები ესალმებოდნენ ყვავილებითა და ნელსურნელებით, ციური გუნდის სიმღერა ისმოდა, 10 000 სამყარო გაივსო არომატით, ყვავილების გირლანდებით და ჰარმონიით ესალმებოდნენ, რადგან ის გასხივოსნების დიადი ხისკენ - ბოდჰისკენ მიდიოდა, რომლის ძირშიც მთელი ქვეყნიერებისთვის ხსნა უნდა ეპოვნა. ის მტკიცედ მივიდა ბოდჰის ხესთან და უძრაობის ადგილას დაჯდა და მაშინვე გამოეცხადა კამა-მარა სიკვდილისა და სიყვარულის ღმერთი.
 
მრისხანე ათასხელა ღვთაება სპილოზე ამხედრებული გამოეცხადა და ყოველ ხელში იარაღი ეჭირა. მის წინ 12 ლიგის მანძილზე იდგა მისი ჯარი  და აგრეთვე იმავე მანძილზე ყოველ მიმართულებით გარშემო - მარჯვნივ, მარცხნივ და უკან და მის თავს ზემოთაც კი. სამყაროს დამცველი ღმერთები ომში ჩაებნენ, ბუდა კი იჯდა გაუნძრევლად ხის ქვეშ, მაშინ მეომარმა ღმერთმა რისხვა მისკენ მიმართა და ეცადა მისი კონცენტრაცია დაერღია. 
 
ბუდას გასხივოსნება აღმოსავლური მითოლოგიის ცენტრალური მომენტია, ისევე როგორც ქრისტეს ჯვარცმა დასავლურისთვის. ბუდა ხის ქვეშ (ბოდჰის ხე) და ქრისტე წმინდა ჯვარზე (ხალხის ცოდვების გამოსყიდვის ხე) - ანალოგიური ფიგურებია, გადამრჩენელები, მხსნელები, ხოლო მსოფლიო ხის მოტივი უძველესი სიმბოლოა უხსოვარი დროიდან მოყოლებული. მითის შემდგომ ეპიზოდებშიც შეიძლება მსგავსი ვარიანტები იპოვოთ - უძრაობის ადგილი და გოლგოთას მთა - როგორც სამყაროს ცენტრის, მისი ღერძის სიმბოლოები.
 
მიწისკენ მიდრეკა, რათა მიმდინარეს დამკვირვებელი გახდე - ბუდისზმის ტრადიციულ ხელოვნებაში წარმოგენილია ბუდას სახით, რომელმაც მარჯვენა ხელი მარჯვენა ფეხზე დაიდო და იმავე დროს ოდნავ შეეხო მიწას. 
 
საქმე იმაშია, რომ ბუდისტური სწავლების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია - მისი მიღწევა მხოლოდ გასხივოსნების გზით შეიძლება. ესაა დოქტრინა ჭეშმარიტების მიუწვდომლობის თაობაზე, ის ხომ სახელებისა და ფორმები მიღმაა. ეს შეადგენს აღმოსავლური სწავლების საფუძველს, თუმცა ასევე მოცემულია პლატონის და მისი მიმდევრების შრომებში. მაშინ როცა სამეცნიერი მიღწევები თავისუფლად გადაეცემა სხვებს, რადგან მათ შეუძლიათ ფაქტებზე აგებული  სადემონსტრაციო ჰიპოთეზები წარმოადგინონ. რიტუალი, მითოლოგია და მეტაფიზიკა გამყოლებია, რომლებსაც აღმოჩენებისკენ მიჰყავხარ. ბოლო ნაბიჯია, რომლის გადადგმაც ყველა ადამიანს შეუძლია მხოლოდ კონცენტრირებულ დუმილში.  სანსკრიტზე ბრძენის აღმნიშვნელი სიტყვა - muni (მდუმარება). ბუდა გაუტამას ერთ-ერთი სახელია შაკიამუნი - ბრძენი შაკიას გვარიდან და მიუხედავად იმისა რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი რელიგიის ფუძემდებელია მისი მთავარი აზრი დაფარულია და მხოლოდ დუმილით შეიცნობა. 
 
მოწინააღმდეგემ მხსნელს ქარიშხლები, ჭექა-ქუხილი, ქვა და ღორღი დააყარა, არ დააკლო არც ალმოდებული ბასრი ხმლები, არც გავარვარებული ნაკვერჩხლები, ცეცხლი, ადუღებული ლავა, მწველი ქვიშა და უკუნი სიბნელე, მაგრამ გაუტამამ ათი სრულყოფის ძალით ყოველივე ყვავილებად და ნელსურნელებად აქცია. მაშინ მარამ მის წინააღმდეგ თავისი ქალიშვილები გაუშვა - სურვილი, მიჯაჭვულობა  და ვნება - გარშემორტყმული მაცდური მხევლებით. მაგრამ ვერც მათ შეძლეს ბუდას ყურადღების მიპყრობა. ბოლოს განრისხებულმა ღმერთმა, რომელიც ცდილობდა უძრაობის ადგილას ჯდომის უფლება მოეპოვებიანა, ბუდას ალესისლი ლითონის დისკო ესროლა და თავის არმიას უბრძანა მისთვის წამახული ლოდები დაეყარათ თავზე. მაგრამ მომავალმა ბუდამ მხოლოდ თითის წვერი შეახო მიწას, ამით მიწის ქალღმერთი დაიმოწმა, რომ მისი უფლებით იჯდა ამ ადგილას. ქალღმერთი ასიათასი ელვითა და ქუხილით გამოეხმაურა და მოწინააღმდეგის სპილო მუხლებზე დასცა და ბუდას წინ დააჩოქა. არმია დაიმსხვრა და ყვავილების გირლიანდებად დაეყარა თავზე.
 
ამ გამარჯვბით მან მზის ჩასვლამდე თავისი წინა ცხოვრებების შესახებ ცოდნა მოიპოვა. ეს მოხდა ღამის პირველ ნახევარში - მეორე ნახევარში კი ყოვლისმხედველი ღვთიური თვალი გაეხსნა. ღამის ბოლოს კი მიზეზ-შედეგობრიობის შესახებ გაემხილა და განთიადისას გასხივოსნდა. 
 
შემდეგი შვიდი დღე გაუტამა - ახლა უკვე გასხივოსნებული ბუდა იჯდა სრულ ნეტარებაში, შვიდი დღე იჯდა და უყურებდა იმ დგილს სადაც გასხივოსნდა და შემდეგი შვიდი დღე იმ ადგილებს შორის დადიოდა სადაც იჯდა და სადაც გასხივოსნდა. შვიდი დღე ღმერთების აგებულ კარავში იმყოფებოდა და თავის მომავალ სწავლებაზე ფიქრობდა - ტანჯვისგან რომ უნდა ეხსნა ადამიანები. შვიდი დღე იმ ხის ქვეშ იჯდა სადაც სუჯატამ რძიანი ბრინჯი მიუტანა ოქროს თასით და ნირვანაში მედიტირება. მერე სხვა ხესთან მივიდა მაგრამ იქ საშინელი ქარბუქი ბობოქრობდა შვიდი დღე - თუმცა ხის ფესვებიდან გველების მეფე ამოძვრა და ბუდა დაიცვა. ბოლოს კი მეოთხე ხის ქვეშ გაატარა შვიდი დღე სადაც ისევ ტანჯვისგან განმანთავისუფლებელ სიამოვნებას მიეცა. მერე დაეჭვდა შეძლებდა თუ არა თავისი ცოდნა სხვაბისთვის გადაეცა და ხომ არ ჯობდა ყველაფერი თავისთვის დაეტოვებინა, მაგრამ ციდან დაეშვა ღმერთი ბრაჰმა და სთხოვა ყველა ღმერთისა და ადამიანის მასწავლებელი გამხდარიყო. მაშინ ბუდამ დაიწყო სწავლება გზის შესახებ და ისევ ადამიანებთან გაეშურა და დაიწყო ქადაგება თუ რა იყო გზა. 
 
ძველ აღქმაში აღწერილია მსგავსი ეპიზოდი, მოსესთან დაკავშირებით, რომელმაც ისრაელის შვილები ეგვიპტიდან გამოიყვანა. მესამე თვეს თავის ხალხთან ერთად სინაის უდაბნოში მივიდა, აქ ებრაელებმა ბანაკი დასცეს. ღმერთმა იხმო მოსე და ის სინაის მთაზე ავიდა - ღმერთმა იქ ქვის ფილები მისცა მცნებებით და უბრძანა უკან ისრაელის შვილებთან დაბრუნებულიყო. 
 
ებრაული ლეგენდის მიხედვით იმ დღეს მთიდან ჭექა -ქუხილის ხმა ჩამოდიოდა.
 
ელვის შუქმა, რომელსაც საყვირების მზარდი ხმა ერთვოდა ხალხი საშინელ შიშსა და მღელვარებაში ჩააგდო. ღმერთმა ზეცა მიწას მიუახლვა და სამყაროს საზღვრები შეარყია და მიწა შეაზანზარა. შეირყა უფსკრულები და ზეცაც კი შიშმა მოიცვა. მისი დიდებულება ოთხი პორტალიდან მოვიდა - ცეცხლიდან, მიწიდან, ქარიშხლიდან და სეტყვიდან. დედამიწის მეფეები თავიანთ სასახლეებში აცახცახდნენ. თავად დედამიწა შიშით ელოდა მკვდრების აღდგომას და პასუხისმგებლობას მათი სიკვდილის გამო, მათი სისხლის შეწოვისთვის და სხეულების ფერფლად ქცვისთვის. დედამიწა ვერ დაწყნარდა ვიდრე ათი მცნების პირველი სიტყვები არ გაისმა.
 
ცა გაიხსნა, სინაის მთა მიწას მოსწყდა და ჰაერში აიწია. ისე რომ მისი წვერი ზეცას - ღმერთის ტახტს ებჯინებოდა. ხოლო მისი კლდეები სქელმა ღრუბელმა დაფარა. - გამოეცხადა ღმერთი, ერთ მხარეს 22000 ანგელოზით, ხელში გვირგვინებით ლევიანებისთვის, იმ  შტოსთვის რომელიც ღმერთის ერთგული დარჩა, მაშინ როდესაც სხვები ოქროს ხბოს ეთაყვანებოდნენ. მეორე მხარეს იდგა 60 მირიადი და 3550 ანგელოზი ხელში ცეცხლოვანი გვირგვინებით ისრაელის შვილებისთვის, მესამე მხარეს ორჯერ მეტი ანგელოზი და მეოთხე მხარეს კიდევ უფრო მეტი. ღმერთი ერთდროულად ყველა მხრიდან მოვიდა და ცა და მიწა მიდი დიდებით აივსო. ხოლო მიუხედეად ასეთი რაოდენობის სინაის მთაზე ადგილი ყველას ეყო.
 
მალე დავრწმუნდებით, რომ იქნება ეს აღმოსავლური გმირობების საქმეების აღწერა, ძველი ბერძნული ხატოვანი ამბები თუ სტროფები ბიბლიიდან, გმირის თავგადასავალი ვითარდება როგორც წესი ძირითადი სიუჟეტური ხაზით; სამყაროსგან განდგომა, ძალის წყაროსთან მიახლოება და უკან სამყაროში ახალი ენერგიით დაბრუნება, რომლითაც სიცოცხლეს ააღორძინებს. გაუტამა ბუდამ აღმოსავლეში დალოცვილი ძღვენი მოიტანა - თავისი საოცარი სწავლება სიკეთესა და ბოროტებაზე, ზუსტად ისე როგორც დასავლეთმა მიიღო მოსეს მცნებები. ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყარომ პრომეთეს განდგომის შედეგად მიიღო ცეცხლი და კაცობრიობა მისი მოვალეა. რომაელები კი მოგვითხრობენ როგორ მიატოვა ენეასმა დაცემული ტროა, სისხლისგამყინავი მკდართა სამეფო და ის ქალაქი დაარსა სადაც ყველა გზა მიდის. ადამიანის მოღავაწეობის რა სფეროც არ უნდა იყოს, რელიგია იქნება ეს პოლიტიკა თუ უბრალოდ პირადი ცხოვრება - ჭეშმარიტი ხელოვნების აქტები წარმოგვიდგება როგორც გმირის სიკვდილი მთელი სამყაროსთვის. მერე განადიდებენ ყველაფერს რაც მის სიკვდილს უკავშირდება, მას შემდეგ რაც ის ახალი ძალებით სავსე ბრუნება უკან, კაცობრიობა ყველაფერს სწოედ ასე წარმოგვიდგენს. ჩვენ უბრალოდ თვალი უნდა მივადევნოთ უთვალავ გმირს თავგადასავლის ყველა კლასიკურ სტადიას რომ გადიან, რათა დავინახოთ თუ რა ცოდნას იღებენ განდობისას. ასე შეგვიძლია გავიგოთ არა მხოლოდ ამ ხატების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში არამედ ადამიანური სულის ერთიანობაც თავის მისწრაფებებსა და მოთხოვნილებებში, მისი ძალა და სიბრნე.
 
მოდევნო თავები წარმოგვიდგენს   ამ სიმბოლოთა აღწერილობის გაერთიანებას, რომლებიც თითოეუი ადამიანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. პირველი სტადიაა განმარტოება და წარმოდგენილი იქნება პირველი ნაწილის პირველი  თავის 5 განყოფილებაში.
 
1.     მოგზაურობის ძახილი ან გმირის თავაგდასვლის ნიშანი.
2.     ძახილის უარყოფა - გაუცნობიერებელი გაქცევა ღმერთისგან
3.     ზეგარდმო მფარველობა - იდუმალი მხარდაჭერა მათთვის ვინც სამოგზაუროდ გაემართა. 
4.     პირველი ზღურბლის გადალახვა.
5.     ვეშაპის კუჭი - ან ღამის სამეფოში შესვლა
 
ინიციაციისა და გამოცდის სტადია წარმოდგენილი იქნება მეორე თავის 6 განყოფილებაში:
 
1.     გამოცის გზა - ან ღმერთების საშიში სახეები
2.     შეხვედრა ქალღმერთთან (magna mater) – ჩვილობის პერიოდის ხელახლა გავლა.
3.     ქალი მაცდუნებელი - ოიდიპოსის თვალის ახელა და აგონია.
4.     მამასთან შერიგება
5.     აპოთეოზი
6.     ჯილდო გზის ბოლოს.
     
დაბრუნება და საზოგადოებასან გაერთიანება რომელიც ენერგიის გამუდმებული წრებრუნვისთვის აუცილბელია და რომელიც საზოგადოების მხრიდან ასეთ ხანგრძლივ განდგომას ამართლებს, შესაძლოა თავად გმირისთვის უფრო რთული გამოცდა აღმოჩნდეს. რადგან ის, ბუდას მსგავსად, გადალახავს რა ყველა სირთულეს და სრული ჰარმონიისა და გასხივოსნების სტადიას მიაღწევს, ჩნდება საფრთხე რომ ასეთმა მდგომარეობამ შესაძლოა მის გონებაში სამყაროს ყოველგვარი ტკივილი გააქროს და სამყაროს და ხალხის მიმართ ინტერესი დააკარგვინოს. ან შესაძლოა რთული მოეჩვენოს იმ ხალხის განათლების გზა, რომლებიც ცხოვებისეული პრობლემებით არიან დატვირულნი. მაგრამ იმის მაგივრად რომ ყველა წინამდებარე წინააღმდეგობა გადალახოს გმირი, პრომეთეს მსგავსად, უბრალოდ ეცდება მოიპოვოს ძალა წინააღდეგობების გვერდის ავლით, ამით ის ძალები რომლებიც სამყაროთა წონასწორობაზე აგებენ პასუხს ისე განარისხოს, რომ ის შესაძლოა პრომეთეს მსგავსად დაამხონ და მიაჯაჭვონ საკუთარი არაცნობიერის კლდეს, რომლის ასე ცბიერად შემოვლა ეწადა. გმირს შეუძლია საკუთარი ნებით და მშვიდობიანად დაბრუნდეს ადამიანებთან და ამავე დროს წააწყდეს ხალხის სრულ გულგრილობას და მიუღებლობას და დამარცხდეს. გმირული თავგადასავლის ასეთ დასარულს ჩვენ განვიხილავთ მესამე თავის 6 პარაგრაფში:
 
1.     უარი დაბრუნებაზე  ან სამყაროსგან განდგომა.
2.     ჯადოსნური გაქცევა ან პრომეთეს გაქცევა
3.     შინაგანი ხსნა
4.     ზღურბლის გადალახვა და შინ დაბრუნება ან ყოველდღიურ სამყაროში დაბრუნება.
5.     ორი სამყაროს მბრძანებელი.
6.     სიცოცხლის თავისუფლება - კეთილდღეობის ხასიათი და ფუნქცია.
 
თუ გმირი თავის მოგზაურობაში სრულ ციკლს ასრულებს ეს წარმოდგენილია როგორც ნეგატიური მოვლენა, მაგალითად როგორც დიდი წარღვნის ამბებში, სადაც გმირი კი არ იძენს ძალას - თავად ძალა ეწინააღმდეგება მას და ამარცხებს. წარღვნის ამბავს ყველგან ყვბიან, ეს სამყაროზე მითის განუყოფელი ნაწილია და ამის მიზეზებს განვიხილავთ მეორე ნაწილში  - „კოსმოგონიური ციკლი“. წარღვნის ამბის გმირი განასახიერებს ადამიანის დაბადებიდანვე ბოძებულ თვისებას - გადარჩენის ინქსტიქტს - მაშინაც კი როცა საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმები ატყდება ანდა საშინელი ცოდვით ეცემა.
 
მონომითის გმირი განსაკუთრებულ თვისებებს ფლობს. თანატომელები მას პატივს მიაგებენ თუმცა ხან ისეც ხდება, რომ მას არ აღიარებენ და ზიზღის საგანიც ხდება. მას ან სამყაროს რომელშიც ცხოვრობს აკლია სიმბოლოები. ზღაპარში ესაა მცირე დეტალი, მაგალითად მას არ აქვს ოქროს ბეჭედი. აპოკალიპსის თქმულებებში ზარალს განიცდის სამყაროს მთელი ფიზიკური და სულიერი არსება, სამყარო ფერფლად იქცევა ანდა უკვე განადგურების პირასაა. 
 
ჩვეულებრივი ზღაპრის გმირი ლოკალურ გამარჯვებას აღწევს თავისი მიკრკოსმოსის ფარგლებში, მითის გმირი კი მაკროკოსმოსურ მასშტაბში. ზღაპრის გმირი უმცროსი ან მოძულებული ბავშვია. ის იძენს არაჩვეულებრივ უნარებს და ამარცხებს თავის შეურაცხმყოფელებს. მითის გმირი თავისი თავგადასავლის ბოლოს ეუფელება ძალას რომლითაც მთელი კაცობრიობის აღორძინება შეუძლია. რომელიმე განსაზღვრული ტომის ან ზღაპრის გმირი მაგალიათად ჩინეთის იმპერატორი ჰუან თი, მოსე, ტეცკატლიპოკა აცკეტებთან მოიტანს ძვირფას ძღვენს თავისი ხალხისთვის, უნივერსალური გმირებს კი - მუჰამედს, იესოს, ბუდა გაუტამას მთელი კაცობიობისთვის მოაქმვთ ცოდნა. 
 
სასცილოა თუ დიდებული გმირი, ბერძენია თუ ბარბაროსი,ებრაელი თუ ვინმე სხვა - მისი თავგადასავალი ძირითადად ყოველთვის ერთნაირია, მხოლოდ მცირე დეტალებით განსხვავდება. ხალხური ზღაპრები გმირის საქციელს მატერიალურ ჭრილში წარმოგვიდგნენ, განვითარებული რელიგიები მაღალზნეობრივ ღირებულებებზე აქცენტირედებიან. მიუხედავად ამისა თავგადასვლის მორფოლოგიაში, მოქმედ პერსონაჟებსა და მიღწეულ გამარჯვებებშიც კი ძალიან მცირე სხვაობაა. თუ რომელიმე კონკრეტული ელემენტი კონკრეტული ზღაპრის, მითის ან რიტუალის არქეტიპულ სქემაში ნახსენები არ არის, თუმცა ასე თუ ისე იგულისხმება - შემდგომაში მაგალითებით დავრწმუნდებით თუ რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება იყოს ამ ნაგუსლიხმევში დამალული.
 
ნაწილი მეორე -  „კოსმოგონიური ციკლი“ -ში განხილულია სამყაროს შექმნა და განადგურება, რომელიც გმირს გადაეცემა ხილვში სადაც მისი მისიის წარმატებაა ნაწინასწარმეტყველები. თავი პირველი - „ემანაცია“ გვიყვება სიცარიელიდან სამყაროს სხვა და სხვა ფორმების წარმოშობას. თავი მეორე - „უბიწო ჩასახვა“ - ეძღვნება ქალური საწყისის სიცოცხლისმყოფელ და მაცდურ როლს - დედა სამყაროსი მაკროკოსმოსის დონეზე და გმირის დედის მიკროკოსმოსის დონეზე. თავი მესამე - „გმირის მეტამორფოზა“ - მოგვითხრობს კაცობრიობის განვითარების ტიპიურ სტადიებს, სადაც გმირი სხვა და სხვა ფორმით ჩნდება სცენაზე და კაცობრიობის მოთხოვნილებებთან ერთად იცვლება.  თავი მეოთხე - „გაქრობა“ - მოგვითხრობს ჯერ გმირის და მერე მთელი მისი გარშემომყოფი სამყაროს დასარულზე. 
 
საოცარია რამდენი მსგავსების პოვნა შეიძლება სხვა და სხვა წმინდა ტექსტების კოსმოგონიური ციკლის აღწერაში გმირის თავგადასავალი ახლებურადაა წარმოდგენილი. ახლა ხომ გამოდის, რომ მისი რისკი და ძიება რაიმე ახლის აღმოსაჩენად კი არა უკვე დაკარგულის მოსაძებნადაა მიმართული. ახლის აღმოჩენას კი არა იმის მიგნებას ცდილობს რაც დიდი ხნის წინათ არსებობდა. თურმე ის თავიდანვე ფლობდა იმ ღვთებრივ ძალებს საითკენაც ასე მიისწრაფვოდა და რაც ასე გაჭირვებით შეიძინა, თურმე უკვე ისედაც ჰქონდა გულში. თურმე „მეფის ვაჟი“ ყოფილა, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გაიგო თავისი ჭეშმარიტი მისია და განსაკუთრებული ძალის პატრონი - „ღვთაებრივი ვაჟი“ გახდა. ამ გადმოსახედიდან გმირი იმ მიმზიდველი და მაცდური ხატის სიმბოლოა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ატარებს და რომელიც მხოლოდ თავის დროს ელოდება რომ გაიბრწყინოს.
 
„რადგან მრავლად ქცეული ერთი ერთად რჩება და განუყოფლად, მაგრამ ყოველ მის ნაწილში ქრისტეა“ - ვკითხულობთ წმინდა სიმონ უმცროსთან  (949-1022 A.D.). „მე ის ჩემს სახლში ვიხილე -  განაგრძობს წმინდანი ,- ის მოულოდნელად გამომეცხადა და გამოუთმელი ძალით შემიერთდა და ჩემთან ერთად ერთი მთლიანი გახდა, ისე შემოვიდა ჩემში თითქოს ჩვენს შორის არაფერი იყო.  როგორც ცეცეხლი რკინაში და როგორც შუქი მინაში. მან მე ცეცხლისა და შუქის მსგავსი გამხადა. მე გავხდი ის ვისაც ადრე შორიდან ვუმზერდი. არ ვიცი როგორ გადმოგცეთ ეს სასწაული. მე ბუნებისგან ადამიანი ვარ და ღმერთი ღმერთის წყალობით.“
 
მგავსი ხილვა გადმოცემულია აპოკრიფულ სახარებაშიც.
 
„მე მაღალ მთაზე ვიდექი და უზარმაზარი მამაკაცი და ჯუჯა დავინახე. მერე ქუხილის ხმა გავიგე. ახლოს მივედი და მივაყურადე. მამაკაცმა მომმართა: მე ვარ შენ და შენ ხარ მე და სადაც არ უნდა იყო შენ  მეც იქ ვიქნები. მე ყველაფერში ვარ გაბნეული და რაც არ უნდა ინებო შენ მე ამირჩევ და ჩემი არჩევით შენივე თავს აირჩევ“. 
 
გმირიც და უმაღლესი ღვთაებაც, მძებნელიც და ძებნის ობიექტიც განიხილება როგორც ერთი და იმავე საიდუმლოს შინაგანი და გარეგანი გამოვლინება, რომელიც საკუთარ თავს აირეკლავს და რეალური სამყაროს მისტერიის ანარეკლად იქცევა. ზებუნებრივი გმირის დიდებული გმირობა იმაში მდგომარეობს, რომ გაიაზროს ეს ერთობა და მრავალმხრივობა და მერე სხვებს გადასცეს ის.
 
სამყაროს ჭიპი
 
გმირის თავგადასავლის წარმატების ეფექტს წარმოადგენს სასიცოცხლო დინების განთავისუფლება და სამყაროს სხეულში ჩაღვრა. ამ დინების ჯადოსნური ძალა შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფიზიკურადაც, როგორც მაცოცხლებელი სუბსტანციის ცირკულაცია, დინამიურადაც - როგორც ენერგიის ნაკადი და სულიერადაც - როგორც უდიდესი სათნოების გამოვლინება. ასეთი წარმოდგენები მარტივად ცვლიან ერთმანეთს და ერთი სასიცოცხლო ძალის კონცენტრაციის სამ ეტაპს გვთავაზობენ. კარგი მოსავალი ღვთის წყალობის ნიშანია, ღვთის წყალობა ეს სულის საკვებია, ელვა - მწყალობელი წვიმის წინამორბედი და ამავე დროს ღვთაებრივი ენერგიის განმათავისუფლებელი. ღვთის წყალობა,  მკვებავი მატერია, ენერგია - ყველაფერი ეს ცოცხალ სამყაროს კვებავს და ყოველთვის როცა ეს პროცესი ჩერდება სიცოცხლე წყდება და სიკვდილს უთმობს ადგილს.
 
ამ ნაკადის წყარო უხილავია, ხოლო ადგილი სადაც ჩაედინება მსოფლიოს ცენტრის სიმბოლური განსახიერებაა, უძრაობის ადგილი ბუდას ლეგენდიდან, რომლის გარშემოც ბრუნავს სამყარო. ამ წერტილის ქვეშაა კოსმოსური გველის თავი, რომელსაც მიწა უჭირავს, წყლის სიღრმეების განმასახიერებელი დრაკონის. ეს წყალი დემურგის სუბსტანციას და ცხოველმყოფელი ღვთიური ენერგიის წყაროა, ყველანაირი სიცოცხლის მასაზრდოებელი დედამიწაზე. სიცოცხლის ხე ანუ თავად დედამიწა ამ წერტილიდან იზრდება. ის თავისი ფესვებით იმ  წყვდიადში მიდის რომელმაც შვა. მის კენწეროზე მზის ოქროსფერი ფრინველი ზის. მის ფესვებთან ნაკადულები მოჩუხჩუხებს სათავეს დაუშრეტელი წყაროდან რომ იღებს. ეს შესაძლოა კოსმიური მთაც იყოს თავზე ღვთაებრივი ჭექა-ქუხილით - სინათლის ლოტოსის მსგავსად და დემონების ქალაქებიც, საშიში, ძვირფასი თვლებით განათებული ანდა ქალის ან მამაკაცის კოსმიური ფიგურა (მაგ. ბუდა ან კალი) რომელნიც დგანან ან სხედან ან მიბმულნი არიან ხეზე (ატისი, ქრისტე, ვოტანი) რადგან გმირი როგორც ღმერთის განსახიერება თავადაა სამყაროს ჭიპი, ჭიპი - რომლის გავლითაც დროში მარადიული ენერგიები შემოედინება.

ამგავარად სამყაროს ჭიპი - ქმნადობის უწყვეტი აქტის სიმბოლოა, სამყაროს ღერძის მარადიული განახლება, რომლის გარშემოც ყოველივე ცოცხლება.
 
ჩრდილოეთ კანზასისა და სამხრეთ ნებრასკას  პავნის ტომის ინდიელების ქურუმი ჰაკოს ცერემონიის დროს ფეხის თითით მიწაზე წრეს ხაზავს. ლეგენდის თანახმად ქურუმი ამბობს: „წრე წარმოდგენს ბუდეს“. ხოლო ფეხის თითით კი იმიტომ ხაზავს, რომ არწივი თავის ბუდეს ფეხით ქსოვს. ჩვენც ბუდის მქსოველ ფრინველს ვბაძავთ, თუმცა ამ მოქმედებას სხვა მნიშვნელობაც აქვს, ჩვენ ვფიქრობთ როგორ ქმნის ტირავა სამყაროს ხალხისთვის. თუ მაღალ მთაზე ავალთ და გარშემო მიმოვიხედავთ დავინახავთ გარშემო ცა როგორ ეხება დედამიწას და ამ დახურულ წრეშე როგორ ცხოვრობენ ადამიანები - ამიტომ ჩვენს მიერ დახატული ყოველი წრე არა მხოლოდ  ბუდეა, არამედ ის წრეც რაც შექმნა ტირავა-ატიუსმა რათა იქ ადამიანებს ეცხოვრათ. წრეები ასევე ჯგუფის ერთობის, კლანის და ტომის სიმბოლოა.
 
ცის თაღი დედამიწის ოთხ მხარეს ეყრდნობა, ის ხან ატლანტს უჭირავს, ხან ოთხ მეფეს, ჯუჯას, სპილოებს და კუს. ამაშია წრის კვადრატურის მათემატიკური პრობლემების ტრადიციული აზრი, ამასია მოხეტიალე ციური სხეულების მიწიერად ტრანსფორმაციის საიდუმლო. კერა ოჯახში, ალტარი ტაძარში - ესაა დედამიწის ბორბლის სათავე, დედის საშო, ვისი ცეცხლიც სიცოცხლის ცეცხლია. ხოლო კარვის სახურავის ხვრელი ანდა ტაძრის გუმბათის ყველაზე მაღალი წერტილი განასახიერებენ  ცის თაღის შუაგულს, მზის კარს, საიდანაც სულები დროის ბორბლიდან უკან მარადიულში ბრუნდებიან. როგორც შესაწირი ნელსურნელების არომატი, სიცოცხლის ცეცხლში რომ იწვის და კვამლის სვეტი მიწიდან ცას რომ უერთდება. 
 
ასე ივსება საკვებით მზე - თასი რომლიდანაც იკვებება ღმერთი, ესაა დაუშრეტელი გრაალი გულუხვი ძღვენით. რადგან ღმერთის ხორცი ჭეშმარიტი საკვებია და მისი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი. ის კვებავს მთელ კაცობიორბას, მზის სხივი, ანთებული კერა - განასახიერებს ზეციური ენერგიის მიწიერში შემოსვლას და იგივე ღერძია, რომელიც ორივე ბორბალს მიწიერსაც და ზეციურსაც აერთიანებს.  მზის კარიდან გამუდმებით მოედინება და ცირკულირებს ენერგია. იქიდან ეშვება ღმერთი და ზემოთ ადამიანი ადის. „მე ვარ კარი, ვინც ჩემით შევა ის გადარჩება, შევა, გამოვა და ცხოვრებას იპოვის“. „ვინც იხმევს ჩემს ხორცს და დალევს ჩემს სისხლს ჩემში შემოვა და მე მასში შევალ“.
 
კულტურა სულ უფრო ხშირად მიმართავს შთაგონებსვის მითოლოგიას. ადამიანის ცხოვრების საერთო სურათი თუ მისი ცალკეული დეტალები ცოცხლდება მითის მინიშნებების წყალობით, რომლებიც თავის მხრივ სიმბოლურია. მთებსა და ტყეებში ცხოვრობენ ზებუნებრივი მცველები, რომლებმაც იციან სამყაროს შექმნის მთელი ისტორია, ყველა კონკრეტულ მხარეში რომ ყვებიან. ყველგან არის განსაკუთრებით პატივსაცემი ადგილები სადაც გმირი დაიბადა, იბრძოდა და ისევ არყოფნას დაუბრუნდა ისინი გამოყოფილი და საკრალურია. იქ იდგემა ტაძრები, რათა აღინიშნოს ეს ადგილები და გამოიწვიოს ღვთიური მოწიწება სამყაროს იდეალური ცენტრის წინაშე. რადგან მხოლოდ იქაა აყვავების და კეთილდღეობის წყარო. აქ იხსნება მარადიულობის გზა, ამიტომ თავად ეს ადგილი გეხმარება მედიტაციაში. როგორც წესი ასეთი ტაძრების ოთხი კედელი ოთხ მხარეს განასახიერებს, ხოლო ცენტრში განლაგებული საკურთხეველი - მარადიული ენერგიის წყაროს. ყოველი ვინც ტაძარში შედის და წმიდათაწმიდას უახლოვდება სიმბოლურად ნამდვილი გმირის გზას იმეორებს. სიმბოლურად მასში უნდა გამოიღვიძოს ძალამ, რომელიც სამყაროს ჭიპშია და სიცოცხლით აჯილდოებს. 
 
უძველესი ქალქები ტაძრებივითაა აშენებული, მათი მთავარი კარიბჭეები ოთხ მხარესაა მიმართული, ქალაქის ცენტრში კი აღმართულია დამაარსებლის წმინდა საკურთხეველი, ქალაქის მაცხოვრებლები სიმბოლურად დადგენილ საზღვრებში ცხოვრობენ და შრომობენ. სწორედ ამ პრინციპით მსოფლიოს ყველა მსხვილ რელიგიაში გვაქვს დედაქალაქი, დასავლური ქრისტიანობისთვის ესაა რომი, ისლამისთვის - მექა. ყველა ისლამური ქვეყანა დღესი სამჯერ უხრის ქედს იმ მიმართულებას სადაც განლაგებულია ქააბა და ამით  ალაჰის მორჩილების (ისლამ ) უდიდეს სიმბოლოს ქმნის. „რადგან სწორედ ის, - ამბობს ყურანი, - დაგანახებს ყველაფერ იმის ჭეშმარიტებას რასაც აკეთებ“. და აი კიდევ რა - დიდებული ტაძარი შეგიძლიათ ააგოთ სადაც გინდათ - რადგან ბოლოს და ბოლოს ყველგან სუფევს ყოველი და ნებისმიერი წერტილი შეიძლება ძალის ადგილი გახდეს. მათში ბალახის ღერმაც კი შეიძლება მხსნელის ფორმა მიიღოს და მაძიებელი უცხოლი წმიდათაწმიდასთან - საკუთარ გულთან მიიყვანოს. 
 
ამგვარად სამყაროს ჭიპი შეიძლება იპოვოთ ყველგან - ესაა სიცოცხლის წყარო და სამყაროს თანაბრად ავსებს როგორც სიკეთით ისე ბოროტებით, როგორც სიმახინჯით ისე სილამაზით, როგორც ცოდვით ისე სათნოებით, როგორც ტკივილით ისე სიამით - ყველაფერი ეს სამყაროს ნაყოფია. „ღმერთისთვის ყველაფრი წმინდა, სწორი და კეთილია, - ამბობს ჰერაკლიტე, - მხოლოდ ადაიანები მიაკუთნებენ მათ სწორ და არასწორ კატეგორიებს“. ამიტომაც ხატები რომლებსაც სამყაროს ტაძრებში თაყვანს სცემენ ყოველთვის მშვენიერნი და სათნონი როდი არიან და უფრო მეტიც არც ყოველთვის სამართლიანნი. იობის წიგნის მსგავსად ღვთაებრივი არსი უფრო მეტია ვიდრე უბრალო ადამიანური სათნოებების მთელი წყება, ასევე მითების მთავარი გმირიც არაა ყოველთვის კეთილშობილი. სათნოება ეს მხოლოდ პედაგოგიური პრელუდიაა გასხივოსნების კულმინაციისთვის, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო  მხარეების კორიდორს გაივლის. სათნოება მისი ეგოს თვითკმარობას თრგუნავს და შესაძლებელს ხდის პიროვნების მიღმა კონცენტრაციას. ხოლო როცა ეს მიიღწევა რაღაა სათქმელი ან ტკივილსა და ან ამებაზე, ცოდვასა და სათნოებაზე, ჩვენი ან ნებისმეირი სხვა ადამიანის ეგოზე. ტრანსცენდენტური ძალა მიიღწევა სიცოცხლის ყველანაირ გამოვლინებაში, ის ყველგანმყოფია და მშვენიერია მის ყველა გამოვლინებაში და უდიდესი პატივიცემის ღირსია. 
 
როგორც ჰერაკლიტე ამბობს : „ არამსგავსი ერწყმის ერთმანეთს და მათი განსხვავებულობა თავად ქმნის ჰარმონიას და ყველფერი ჩნდება ბრძოლით“. ან როგორც პოეტურად თქვა ბლეიქმა: „ლომის ღრიალი, მგლის ყმიული, აღელვბული ზღვა და მოქნეული ხმალი -  ადამიანის თვალისთვის მიუწვდომელი მარადიულოის ნაწილებია“. 
 
ეს სირთულე უფრო თვალსაჩინო ხდება დასავლეთ აფრიკის ტომის - იორუბას ზღაპრიდან - ტრიქსტერ-  ღმერთ ედშუზე. ერთხელ ეს უცნაური ღმერთი ორ მინდორს შორის ბილიკზე სერნობდა. მან დაინახა, რომ ყოველ მინდორზე გლეხი მუშაობდა და გადაწყვიტა ისინი გაემასხარავებინა. მან იპოვა ქუდი, რომელიც ერთი მხრიდან წითელი იყო, მეორედან თეთრი, წინიდან მწვანე და უკნიდან შავი. (დედამიწის ოთხი მხარის ფერი, ედშუ ერთდროულად განასახიერებდა დედამიწის ცენტრს axis mundi და ჭიპს ). როცა ორი მეგობარი სოფელში ბრუნდებოდა, ერთმა მეორეს უთხრა:

-ხედავ მოხუც კაცს თეთრი ქუდით, ახლა რომ ჩაგვიარა?
-რას ამბობ? ქუდი ხომ წითელი იყო, - შეეკამათა მეორე.
-არა თეთრი, - მიუგო პირველმა.- ჩემი  ორი თვალით დავინახე. 
-წითელი იყო! - დაიჟინა მეორემ. - თავადაც ხომ ნახე? ალბათ დაბრმავდი.
-შენ კი გამოთვერი. 

და მათ იჩხუბეს. როცა  ჩხუბში დანებიც ჩაერთო მეზობლებმა შესარიგებლად უხუცესთან მიიყვანეს. ედშუ გადაწყვეტილების მოლოდინში ბრბოს შეერია. უხუცესმა ვერ შეძლო გადაეწყვიტა რომელი მხარე იყო მართალი. მაშინ ბებერი მატყუარა წინ გამოვიდა, თავისი ხრიკი გაამჟღავნა და ყველას უჩვენა ქუდი. „გამორიცხული იყო, რომ ამ ორს არ ეჩხუბათ - თქვა მან, - მე სწორედ ეს მინდოდა. უნდობლობის თესვა ჩემი ყველაზე დიდი სიხარულია“.

იქ, სადაც მორალისტი აღშფოთებულია, პოეტი და ტრაგიკოსი თანაგრძნობითაა შებყრობილი, მითოლოგია ყველაფერს დიდებულ და საშინელ ღვთაებრივ კომედიად აქცევს. მისი „ოლიმპიური სიცილი“ არანაირად არ გვიფანტავს ყურადღებას, პირიქით ის მკაცრი და რეალისტურია როგორც ცხოვრება, როგორც შემოქმდი. მითოლოგია გარკვეულწილად ტრაგიკულ პოზიციას იკავებს და თუ ზედაპირულად შევხედავთ ისტერიული და  მკაცრად მორალისტურიც მოგვეჩვენება. მაგრამ ეს დაუნდობლობა გაწონასწორებულია იმით, რომ ჩვენთვის  ხილული სამყარო მხოლოდ ტკივილის არმცოდნე ძალის ანარეკლია. ამგავარად ზღაპრები ულმობელი და უშიშარია, ისინი აღსავსეა სიხარულით უმაღლესი ტრანსცენდენტური ძალის მიმართ რომლებიც ერთიმეორესთან მებრძოლ ეგოებში ვლინდება და იბადებიან და კვდებიან თავის დროზე. 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff