სამყაროსთვის ყველაფერი ნათელია

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე გონება მოგზაურობისას უამრავ ხაფანგში ებმება და ერთ-ერთი ეგოს სიყვარულის ი...

ego

ავტორი: ანა თოფურიძე

გონება მოგზაურობისას უამრავ ხაფანგში ებმება და ერთ-ერთი ეგოს სიყვარულის ილუზიაა როცა რეალურ მეს ვერ ვცნობთ. ამის ნიშანი შინაგანი მონოლოგების სიმრავლეა. ადამიანების უმეტესობა ბავშობიდან კრიტიკაში, შენიშვნებში და მოთხოვნებში იზრდება რაც არასრულფასოვნების კომპლექსს უყალიბებთ, მიუხედავად იმისა რომ მშობლები თვლიან ისინი უყვართ და მათთვის საუკეთესო უნდათ, მაინც აზიანებენ სათუთ ფსიქიკას და თვითშეზღუდვებისკენ უბიძგებენ. ყველა შეძახილი თუ შეფასება რჩება ქვეცნობიერში და ყალიბრდება ცრუ მედ, ცრუ აზროვნებად, ცრუ შინაგან ხმად და ცრუ მოსაუბრედ გონებაში.

უამრავ ენერგიას და დროს ვკარგავ კამათში და რაღაცეების ახსნაში და მტკიცებაში, ჩვენებაში რომ მაგარი ტიპები ვართ. სოციალურ ქსელში თუ რეალურ ურთიერთობებში ვავლენთ რეალურად ეგო გვიყვარს და მიჯაჭვულეი ვართ მასზე თუ რეალურ სულიერ ჩვენს მეს ვგრძნობთ და რეალურად ვაცნობიერებთ ჩვენი არსებობის სილამაზის უსაზღვროებას.

ხაფანგში ვეხვევით მაშინ, როდესაც ჩვვენს ღირებულებას ვგრძნობთ, მაგრამ ეგოზე მიჯაჭვულობის გამო შინაგან კონფლიქტში ვეხვევით. რეალურად არ გვიყვარს ჩვენი მე არ ვართ ჰარმონიაში და ამის დამტკიცებას ჩვენივე ეგოსთვის ვცდილობთ. ჩვენი გონების რაღაც ნაწილი ჩვენი მტერია და მუდამ თვითკრიტიკულია, თვითკრიტიკული არაჯანსაღად. გონების რაღაც ნაწილით გვძულს ვინც ვართ და თუ ერთი საათის წინ ეგო თავს განსაკუთრებულ ადამიანად გაგრნობინებს, ორი საათის შემდეგ ძირს დაგცემს და ისეთ სიბნელეებში შეგიყვანს დეპრესიიდან ორი თვე შეიძლება ვერ გამოხვიდე. ეგო მუდამ ასე გათამაშებს სანამ არ გააცნობიერებთ სადაა ის და რეალურად ვინ ხარ შენ.

საიდან იწყება ხე?

ხე მარცვლიდან იწყება თუ იმ ხიდან რომლის მარცვალიც ისაა.. ხის მარცვალში მაშინაც კი როდესაც ის ზომით ძალიან მცირეა, დევს ინფორმაცია იმის შესახებ როგორი უნდა იყოს როდესაც გაიიზრდება და აყვავდება. ხემ იცის ვინაა მაშინაც კი როცა ყლორტია და ვერც ვამჩნევთ, მას მხოლოდ მზე და დრო სჭირდება, ბუნებასთან ჰარმონიული განვითარება. ასეა ადამიანიც, ყველა ადამიანი სრულიად მცირე ზომაშიც, მანამდეც კი სანამ ხელეიდა ფეხები, სახე და ნაკვთები გამოეკვეთებოდა არის ის ვინც არის. მასში უკვე დევს ინფორმაცია ვინ უნდა იყოს, მასში არის პოტენციალი, ნიჭების და მიდრეკილებების ნაზავი, თვისებების მრავალფეროვნება. ის უკვე სრულყოფილია სამყაროსთვის მიუხედავად იმისა რამხელაა. კარგი იქნებოდა ამას ყველა მშობელი აცნობიერებდეს.. და ყველა ადამიანი ისრაფოდეს რომ სამყაროს თვალებით დაინახოს თავის თავი და სამყაროს უსაზღვრო საოცარი ყოველისმომცველი მეც.

სანამ ადამიანის თავის ეგოს ფარგლებიდან უყურებს თავის ცხოვრებას, ის მუდამ კონფლიქტებში ხვდება და ხედავს ბევრ დაპირსპირებას როგორც შინაგან ასევე გარეთ. ხოლო თუ ადამიანი ეგოს გაცდება და მისი თვალები მეტს დაინახავენ, როდესაც ის სულიერი თვალებტ დაიწყებს ყურებას, ის მშვიდდება და მის გარშემო ყველა კონფლიქტი ქრება. გონების ამოცანაა გაფართოვდეს და ყველაფერი სამყაროს ცნობიერებიდან დაინახოს. ბევრი ადამიანი იმასაც კი ვერ ხვდება რომ ეგოს ციხეშია. თუმცა ვინც ვხდება და ამაზე მუშაობს ბევრი სასწაულის განცდელი ხდება თავის ცხოვრებაში.

ადამიანი საოცარი ქმნილებაა თავის აგებულებით. იმდენად ლამაზია თუ შეგიძლია დაინახო, შეიძლება სილმაზისგან ტირილი დაიწყო თუ როგორ შეიქმნა ასეთი სრულყოფილება.

ადამიანში ყველაფერი კავშირშია, ხშირად ვამბობთ "თვალები ამბობენ", "გულს ესმის", ასეთი ერთი შეხედვით შეუსაბამო სიტყვები სწორედ ეგოს და სულის გაურჩევლობით ხდება. ფიქრები უმეტესად უსიამოვნოდა ზედმეტია სანამ მათ კონტროლს ვისწავლით. ჩვენივე გონების ხმას ვეკამათებითდა ვუმტკიცებთ რომ ღისეულები ვართ, ის კი გვეუბნება რომ არაფერი გამოგვივა. ზოგჯერ ამ დიალოგს გავურბივართ ან ვეგუებით რომ არ ვვარგივართ. ამის კონპენსირებას სხვა ადამიანებთან ვახდენთ. თუმცა გონების გასაღები გულშია. იყო ქრისტიანი ბერების ასეთი მედიტაციის ტრადიცია ისიხიზმი. გონების გულში კონცეტრაცია. როდესაც შენი გულის ცნობიერებას შეიცნობ სამყაროს ცნობიერებას უახლოვდები, გონებაში დარჩენა კი მხოლოდ მეტ კონფლიქტამდე მიგიყვან და ყალბ თვიტშექმნილ ხელოვნურ წარმოდგენამდე, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაინგრევა.

ერთხელაც კი იგძნობ ვინც ხარ და ყველაფერი ქრება. აღარ გჭირდება არც ვინმესთვის ახსნა, არც ჩვენება, არც მტკიცება შენ უბრალოდ იცი ვინც ხარ, ისევე როგორც ხის ყლორტმა იცის ვინაა. ადამიანმა იცის ვინცაა და აცნობეირებს რომ მზის და ბუნებასთან აჰრმონიული განვითარების გარდა, თავისი მეს სრულიად გამოვლენის და ბედნიერებისთვის არაფერი სჭირდება. არ სჭირდება ადამიანს არაფერის ჩვენება თუ იცის რელურად ვინაა, მას არც სხვისი ქება და აღიარება ახარებს მეტად, რადგან იცის ვინცაა. სამყაროს თვალებით თუ დაინხავთ საკუთარ თავს და არა ეგოს ჩარჩოდან ყველაფერი ნათელი იქნება. რადგან სამყაროსთვის ყველაფერი ნათელია.

მსგავსი სტატიები

ვინ ვარ მე ჩემი იარლიყების მიღმა?


ავტორი: ლევან ჩახაია ვინ ხარ შენ იმ ყველაფრის მიღმა, რაც გისწავლია...

ცრუ ქრისტიანობის მხილება - სასულიერო პირები


ავტორი: "ყოფილი მრევლი" რიგით გამვლელს რომ ჰკითხოთ, თუ რას ნიშნა...

ქედმაღლობა, როგორც სხვაზე უკეთესობის სიხარული


ავტორი: ლევან ჩახაია წმინდა წერილებში ბევრი რამ თქმულა ქედმაღლობის...

როგორ შევქმნათ ეზოთერული ეგრეგორი


ავტორი: იოანე შენგელია   იუმორი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ამი...

ჰიპერბორიელთა სინათლე


მონაკვეთი ნაშრომიდან „ჰიპერბორიელთა მოდგმა“ ავტორი: ერენიელი თუ...

ბნელი ადგილების ნათელი საიდუმლოებები


ავტორი: ანა თოფურიძე გამარჯობა სიბნელევ ჩემო ძველო მეგობარო... ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff