კრიზისული წელი

ალქიმიკოსი
ასტროლოგია
0
0

რა ხდება? თუ ხვდებით რა ხდება სამყაროში, მაშინ დროა რაღაც შეცვალოთ❗ რატომ ხდება ეს ყველაფე...

წყარო

რა ხდება?

თუ ხვდებით რა ხდება სამყაროში, მაშინ დროა რაღაც შეცვალოთ

რატომ ხდება ეს ყველაფერი ახლა?

ეს არის „დიდი შეერთების“- სატურნისა და იუპიტერის კონიუნქციის დრო, რომელსაც აქვს 3 ციკლი!!!

1- დიდი ციკლი - 800 წელი; ( ყველა ზოდიაქოს ნიშნის გავლით. 4ვე ელემენტი)

2 - საშუალო ციკლი - 200 წელი; (1 ელემენტი)

3 - მცირე ციკლი 20 წელი;

კრიზისული წელი - დიდ შეერთებამდე ან ოპოზიციამდე დაახლოებით 1 წლით ადრე დგება.

omnia

როგორც წესი, ეს არის ხოლმე დიდი ცვლილებების წელი, სწორედ ამ დროს მნიშნელოვანი პოლიტიკური და კულტურული ძვრები ვითარდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ ამ საშუალო ციკლის ცვლის პერიოდში.

2020 წლის დეკემბერში, მისი უდიდებულესობა სატურნი და იუპიტერი ჰაერის ნიშანში ხვდება ერთმანეთს, (მანამდე 20 წელი მიწის ნიშანში შეერთების გავლენის ქვეშ ვიმყოფებოდით).

ახალი 200 წლიანი ციკლი იწყება! შესაბამისად სამყაროს ენერგიებიც მთლიანად იცვლება. ბოლო მნიშნელოვანი კრიზისი (ფინანსური) დაახლოებით 2010 წელს გავიარეთ , ეს იყო ამ დიდებული შეერთების შუა პერიოდი ( ოპოზიცია). შესაბამისად შემდეგი დიდი კრიზისის პერიოდი უწევს 2029 წელს.

გადავავლოთ თვალი " დიდი შეერთების" პერიოდებს:
1919-20 წელი - „ესპანკა“ 100 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, იმაზე მეტი ვიდრე I მსოფლიო ომში.
1940 წელი -2 მსოფლიო ომი.
1961 წელი- კულტურული რევოლუცია. ამავე წელს ბერლინის კედელი აშენდა.
1980-81 წელი ეკონომიკის კრიზისი (ნავთობზე ფასების მხრივ დიდი ცვლილებები). ირანის თემა, რუსები ავღანეთში შევიდნენ.
1990 წელი – (შუა პერიოდი) საბჭოთა კავშირის დასასრული, ნავთობზე ფასების დიდი ცვლილება; ბერლინის კედელის ნგრევა; ჩინეთში სტუდენტების აჯანყება;

უფრო მარტივია დიდ პლანეტებზე დაკვირვება (ტრანსსატურნებთან შედარებით, თუმცა მათაც აქვთ მნიშვნელობა).

ახლა ჩვენ შევდივართ ჰაერის სტიქიის სამფლობელოში, „კოვიდ 19“ ეს არის ერთგვარი საფეხური, რომლის საშუალებითაც უნდა გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც დაიწყო 1980 წელს (აქ იყო ჰაერის სტიქიაში პირველი შეერთება) ახლა კი შემდეგი უწევს 2020 წლის 21 დეკემბერს

ცვლილებები რომელიც ამ კრიზისმა მოიტანა :

კომპიუტერიზაცია;

მასობრივი ტურიზმი და მიგრაცია;

ინტერნაციონალიზმი;

ტექნოლოგიებმა უკან მოიტოვა მიწიერი შეზღუდვები;

გლობალიზაცია;

ახალი ცოდნა, რომელიც მოითხოვს ახალი უნარების განვითარებას;

შეიძლება ეს პერიოდი ჩაითვალოს ნავთობის (მიწიდან ამოქაჩვა) მოპოვების ერთგვარ დასასრულად.

პოლიტკორექტულობა;

ფორმები და შეზღუდვები ნელნელა კარგავს თავის საზღვრებსა და აქტუალობას, (სქესის მხრივაც, გაჩნდა მესამე, საშუალო სქესი.)
სწავლის მეთოდები ხდება გაცილებით მოქნილი, „ონლაინ და ვირტუალური სამყარო“ უფრო აქტუალური გახდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადამიანებმა უნდა მოახდინონ თავისი ცოდნის, უნარებისა და საქმიანობის ადაპტირება.

2000 წლის „დიდი შეერთება“ ტყუპების ნიშანში მოხდა. 200 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შეერთება ჰაერის სტიქიაში.

 თუ განვიხილავთ მოახლოებულ დიდ შეერთებას (გლობალურად თუ შევხედავთ, ევროკავშირი ჰკარგავს თავის ძალას, ავადობის სახლი აქტუალურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგი 20 წელი იქნება კორონა აქტუალური, უბრალოდ სირთულეები ჩანს ამ კუთხით.) საქართველოსთვის, აქტუალურია ავადობის სახლი, (რომელიც ჩემი ვარაუდით ნოემბრის თვიდან მეტად იქნება გამოხატული) არ არის გამორიცხული იზოლაციის განმეორებაც, რასაც მოჰყვება (ბუნებრივია) შეზღუდვები, გამკაცრდება კონტროლი კანონისა და გარკვეული წესების დაცვის კუთხით.

 პოლიტიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, ვფიქრობ ცვლილებები ამ კუთხით დიდად არ იცვლება (არჩევნების შედეგად) თუმცა ხალხის მდგომარეობა საკმაოდ რთული იქნება, მიზეზი ამ ყველაფრის შესაძლოა იყოს „კოვიდ 19“ , თუმცა არაა აუცილებელი ჯანმრთელობის თემით, არამედ ზოგადი კრიზისული ფონითა და ტრანსფორმაციული ცვლილებებით რომელიც (ძირითადად) გავიარეთ.

 ფინანსური მდგომარეობა მომავალი წლისთვის ნამდვილად არ იქნება სტაბილური, თუმცა ამ მინიმალური ინფორმაციის გამოყენება, თქვენი ადაპტაციის უნარი, მოქნილობა, საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა აუცილებლად გამოიღებს თავის ნაყოფს.

მოამზადა ქეთი ოდიშელმა
(ოსკარ ჰოფმანის სალექციო კურსზე დაყრდნობით)

მსგავსი სტატიები

Via Combusta - ( დამწვარი გზა)


 სასწორის 15 გრადუსიდან- მორიელის 15 გრადუსამდე მონაკვეთი უსიამოვნე...

მთვარის კვანძები სინასტრიაში


მთარგმნელი: თამთა ბურდული წყარო აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვე...

პირადი რუქა


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ხშირად დასმული კითხვები პირად ასტროლოგიურ...

პირადი რუკა და პროგნოზირება (ზოგადად)


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. ამ სტატიაში მსურს ძალიან ზოგადად ვ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (I ნაწილი)


ნაწილი პირველი ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და არსობრივად წ...

ასტროლოგიის ანბანი - 
სტიქიები და ჯვრები


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო რა...

რეგულუსი - ლომის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff