Via Combusta - ( დამწვარი გზა)

ალქიმიკოსი
ასტროლოგია
0
0

 სასწორის 15 გრადუსიდან- მორიელის 15 გრადუსამდე მონაკვეთი უსიამოვნებებს უკავშირდება. ტრადიციულ ას...

ავტორი: ეთი ოდიშელი

 სასწორის 15 გრადუსიდან- მორიელის 15 გრადუსამდე მონაკვეთი უსიამოვნებებს უკავშირდება. ტრადიციულ ასტროლოგიაში ეს მნიშვნელოვანი ზონაა. (ერთერთე ვერსიით მნათობების დაცემას უკავშირდება ეს "გზა". მზე სასწორშია დაცემული, მთვარე კი მორიელში. ხოლო სეპტენერის მალეფაქტორი "მეგობრები"თავს იდეალურად გრძნობენ, სასწორში სატურნია ეგზალტირებული, მარსი კი მართავს მორიელის ნიშანს.)

 განსაკუთრებით "დამწვარ გზას" პროგნოზირებაში ექცევა ყურადღება, მაგ: თუ პროგრესიაში მთვარე მორიელის ზონაში გადადის, (ომის დაწყების გრადუსი) ადამიანი უნდა გავაფრთხილოთ რომ უსიამოვნებები დაახლოებით 7 თვეს გასტანს. სწორედ აქ ვლინდება პრობლემების პიკი. ამ პერიოდმა უბრალოდ უნდა ჩაიაროს, აქ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.

 ეს ზონა მორიელის 15 გრადუსში სრულდება, ის ცნობილია ავატარების გრადუსის სახელით. ცის კაბადონზე არის 4 წერტილი, რომელსაც ეწოდება ავატარები იგივე ავატარის კარიბჭეები. ეს წერტილები ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი და მერწყულის) ცენტრშია (15 გრადუსში).

 ევროპულ ასტროლოგიაში ისინი ატარებენ 4 მოციქულის : ლუკას, მარკოზის, იოანესა და მათეს სახელს. ინდუიზმში ავატარებად მოიხსენიება, ღმერთის განსხეულებები მიწიერ არსებაში, რომელიც ევლინება სამყაროს რათა იხსნას იგი. ცნობილია პრაჯაპატის ავატარები, 28 შივას ავატარი, ვიშნუს მრავალი ავატარი. დეინ რედიარის აზრით სწორედ ეს ფიქსირებული ნიშნების გრადუსები შეესაბამება ცნობილ ავატარების კარიბჭეებს, სიმბოლურად ავატარში მოიაზრება გამონთავისუფლებული კოსმიური ენერგია.

 ავატარის წერტილი, რომელიც კუროში მდებარეობს (ხარის წერტილში), უკავშირდება ძალას, რომელიც ინდივიდუალური არსების ფორმირებას ახდენს; ლომის წერტილი - აღნიშნავს ძალას, რომელიც გამომდინარეობს ინდივიდუალური არსებიდან; არწივის წერტილი (მორიელის 15°)- აღნიშნავს ძალას, რომელიც უნივერსალური არსების ფორმირებას ახდენს; ანგელოზის წერტილი (მერწყულის 15°)- მეტყველებს ძალაზე, რომელიც ემანირებულია უნივერსალური არსებიდან.

 ეს წერტილები დაახლოებით ემთხვევა 6 მაისს, 8 აგვისტოს, 8 ნოემბერს, 5 თებერვალს. როგორც რედიარი აღნიშნავს, ამ მომენტებში ენერგიის რეალიზაცია თავმოყრილი დღეღამტოლობის წერტილებში ( ხარისა და არწივის წერტილებში) ან მზებუდობის წერტილებში ( ლომისა და ანგელოზის წერტილები) გამოთავისუფლდება და იძლევა თავის შედეგებს.

ითვლება, რომ თუ ადამიანის ნათალში რომელიმე პლანეტა (უკეთეს შემთხვევაში მზე) ხვდება რომელიმე ზემოთაღნიშნულ წერტილში, ეს ადამიანი არის უმაღლესი ძალების მფარველობის ქვეშ.ის შესაძლოა დაჯილდოვებული იყოს რაიმე გამორჩეული უნარით.

მსგავსი სტატიები

ახერნარი - Achernar


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

კრიზისული წელი


რა ხდება? თუ ხვდებით რა ხდება სამყაროში, მაშინ დროა რაღაც შეცვალ...

ლილითი მერწყულში


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, მიმდინარე პერიო...

ტრანზიტული იუპიტერის ასპექტები ნათალურ მზესთან


ავტორი: იოანე შენგელია [მოგესალმებით მეგობრებო და დასაწყისშივე მინ...

დირექტული პლუტონი - „მენტალური განვითარება“


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, ხვალ მეტად მნიშვნელოვანი მოვლე...

25 სექტემბრის სავსე მთვარე


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა,...

თხის რქა


მოამზადა ქეთი ოდიშელმა (omnia) წყარო თხა უხვი სასიცოცხლო ძალები...

ლილიტი მორიელში


ავტორი: ანა თოფურიძე ასტროლოგიის შესახებ მრავალი დისკუსია იმართე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff