იუპიტერი (გურუ)

Admin
ასტროლოგია
0
0

იუპიტერი (გურუ) - დახასიათება ჯიოტიშის (ვედური ასტროლოგიის) მიხედვით ლეგენდა იუპიტერზე პლანეტ...

brihaspati

იუპიტერი (გურუ) - დახასიათება ჯიოტიშის (ვედური ასტროლოგიის) მიხედვით

ლეგენდა იუპიტერზე

პლანეტის ღვთაება — ბრიჰასპატი. სხვა სახელები: გურუ, ჯივა.

ბრიჰასპატი — ღმერთების მასწავლებელია. ყველა გადაწყვეტილება, რომლებსაც ღმერთები ღებულობენ, მათი მასწავლებლის სიბრძნითაა ნაკარნახევი.

«გურუ» ნიშნავს «მასწავლებელს», ასევე «მძიმეს». პლანეტა იუპიტერი ყველაზე დიდი და ყველაზე მძიმეა მზის სისტემის პლანეტებიდან.

იუპიტერი განასახიერებს ცის კანონს მიწაზე. იგი ყველაზე კეთილისმყოფელი პლანეტაა — მადლიანი კარმის მაჩვენებელი ადამიანის ნატალურ რუქაში.

იუპიტერი «პასუხს აგებს» უმაღლეს ცოდნაზე, არსზე, წარმატებაზე, სიბრძნეზე, გულუხვობაზე, პატივისცემაზე, ადამიანის მორალსა და ზნეობაზე.

იუპიტერი პასუხს აგებს მოვალეობის გრძნობაზე, იგი წარმოადგენს სიგნიფიკატორს (მაჩვენებელს) იმისა, თუ როგორ ხედავს და გადმოსცემს ადამიანი მადლიერებას ყველა თვალსაზრისით.

იუპიტერი წარმოადგენს შვილების მაჩვენებელს. თუ იუპიტერი რუკაშჳ კარგადაა განლაგებული, ადამიანი კარგად აღზრდის შვილებს.

იუპიტერი — ესაა წარმატება, აყვავება, სიმდიდრე. ასევე, ესაა — ადამიანის შინაგანი დამოკიდებულება ამ თვისებებთან მიმართებაში.

იუპიტერი, ესაა რელიგია, რელიგიურობა, სულიერი პრაქტიკა.

კონსტიტუცია: კაპჰა
ელემენტი: ეთერი
სქესი: მამრობითი
ვარნა: ბრაჰმანი
გემო: ტკბილი

სხეულში იუპიტერი პასუხს აგებს:

ღვიძლზე;
ნაღვლის ბუშტზე;
ლორწოვანი სტრუქტურის ორგანოებზე;
გამომყოფი და იმუნური სისტემა ( ნაწილობრივ ვირუსებთან ბრძოლის უნარი);
ცხიმოვანი ქსოვილი;
მუცელი;
სისხლის ხარისხი;
ვენები;
ბარძაყები (მენჯის ზონა).

ავადმყოფობები, რომლებზეც «პასუხს აგებს» იუპიტერი:

შაქრიანი დიაბეტი;
ჰეპატიტი;
ციროზი;
კანის დაავადებები, რომელთა მიზეზი – ღვიძლის დაავადებებია;
ანემია;
თიაქრები;
კატარაქტა;
თრომბოზები;
ყურების დაავადებები.

ჩაცმულობა: ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული.

ფერი: ყვითელი, შაფრანისფერი.

მიმართულება: ჩრდილო-აღმოსავლეთი. ძალიან კარგია, თუ სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით გექნებათ საკურთხეველი, სულიერი წიგნები, კაბინეტი, სადაც სულიერ ცოდნას შეისწავლით, ოთახი ლოცვებისთვის.

ადგილები: დაკავშირებულნი ღვთისმსახურებასთან – მონასტრები, ტაძრები; ასევე — ბანკები, პოლიტიკური შეკრებები, საზეიმო დარბაზები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, საფონდო და სავაჭრო ბირჟები, პრესტიჟული უნივერსიტეტები.

გეომეტრიული ფიგურა: ელიფსი.
მეტალები და ქვები: ოქრო (რაჰუსთან ერთად), თოფაზი, ციტრინი, ყვითელი საფირონი.

რიცხვი: 3.
ასაკი: 57-68 წელი.
დღე: ხუთშაბათი.

პროფესიები და საქმიანობა:

მასწავლებლობა
რელიგიური საქმიანობა
მოძღვრები
ბავშვებთან მუშაობა
კონსულტანტები
ფილოსოფოსები
იურისპუდენცია და მოსამართლეები
საქველმოქმედო საქმიანობა (ნუ აურევთ სპონსორობაში)
ფინანსური პროფესიები – ბროკერები, ბანკირები, მსხვილი და ძალიან მსხვილი ბიზნესი
მეცნიერები

პლანეტის თვისებები: ბუნებრივად ყოველმხრივ კეთილისმყოფელი პლანეტა.

ადამიანებზე ზეგავლენის უნარი: კეთილი რჩევა.

ურთიერთობა პლანეტებთან: მეგობრობს მზესთან, მთვარესთან და მარსთან; მტრობს მერკურისთან და ვენერასთან; ნეიტრალური ურთიერთობა აქვს სატურნთან. 

იუპიტერი მართავს მშვილდოსანს და თევზებს. ეგზალტაციას განიცდის კირჩხიბის 5 გრადუსზე და დაცემაშია თხის რქის 5 გრადუსზე.

იუპიტერი — ესაა დჰარმა-კარაკა. მადლისა და დადებითი კარმის მაჩვენებელი.

იუპიტერი წარმოადგენს პუტრა-კარაკას — შვილის (ვაჟის) მაჩვენებელს.

იუპიტერი — ესაა დჰანა-კარაკა, სიმდიდრის მაჩვენებელი.

იუპიტერი განასახიერებს უმაღლეს განათლებას და შორეულ მოგზაურობებს.

ძლიერი იუპიტერი იძლევა ჯანმრთელობას, სიმსუქნისკენ მიდრეკილებას. „იუპიტერიანელები“ ოპტიმისტი, მხიარული, კომუნიკაბელური, მოხუცებისადმი, სულიერი მასწავლებლებისადმი და წმინდა წერილებისადმი პატივისმცემელი ადამიანები არიან. მათ ყოველთვის ჰყავთ ძლიერი და ძლევამოსიული მფარველები. აქვთ რა ლოგიკური, ფართო გონება, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის ფლობის უნარი, ისინი ნდობას იწვევენ და საზოგადოებაში საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ.

სუსტი ან დაზიანებული იუპიტერი იძლევა მფლანგველობას, ზედმეტ ოპტიმიზმს, ექსტრავაგანტულობას, ცრუ იმედებს და ცარიელ ოცნებებს, ვალებს, კამათებს, მიდრეკილებას აზარტული თამაშებისკენ, შელახულ რეპუტაციას.

იუპიტერის ენერგიის ჰარმონიზაციის მეთოდები:

სულიერი ცოდნის შესწავლა; სულიერი პრაქტიკებით დაკავება;
რეგულარული ლოცვის პრაქტიკა
მასწავლებლებისადმი, უფროსებისადმი და ბრძენებისადმი პატივისცემის გამომუშავება;
მასწავლებლების და სულიერი მოძღვრის მსახურება;
მწირობა წმინდა ადგილებში;
ჯანმრთელი კვება. საკვებად ერბოს გამოყენება;
ბავშვებზე ზრუნვა: მათი აღზრდა და განათლება;
ქალებისთვის: ერთგულება და პატივისცემა ქმრისადმი
მამაკაცებისთვის: სამყაროს, ღმერთის კანონების შესწავლა; ღრმა და გაცნობიერებული რწმენის მოპოვება.
ხუთშაბათი დღის სულიერი პრაქტიკებისადმი მიძღვნა, სულიერი ცოდნის შესწავლა;
ხუთშაბათობით მარხვა;
ქველმოქმედება
უანგარო შეწირულობა ტაძრებისადმი.

მანტრა:

„ომ ჰრამ ჰრიმ ჰრუმ საჰ გურავე ნამაჰ“

უნდა გაიმეოროთ 19 000-ჯერ 45 დღის განმავლობაში (ყოველდღე 4 „წრე“. ერთი „წრე“=108-ჯერ მანტრის გამეორებას). პრაქტიკის დასაწყებად საუკეთესო დროა ტრანზუტული მთვარის მდებარეობა ნატალურ იუპიტერში. ასევე რეკომენდებულია სწორი ნაქშატრას და მთვარის დღის შერჩევა. უკიდურეს შემთხვევაში პრაქტიკის დასაწყებად აირჩიეთ ხუთშაბათი დღე.

წყარო

მთარგმნელი: მამუკა გურული

მსგავსი სტატიები

დირექტული იუპიტერი


 ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით, მეგობრებო, დაა...

რეკომენდაციები მზით თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის


ავტორი: ანა თოფურიძე თუ თქვენ ხართ დაბადებული 20 თებერვლიდან 20 მა...

წითელი მთვარე - მთვარის დაბნელება


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ჩემო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ - გ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და არსობრივად წ...

არქტურუსი


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ტრანზიტული იუპიტერის ასპექტები ნათალურ მზესთან


ავტორი: იოანე შენგელია [მოგესალმებით მეგობრებო და დასაწყისშივე მინ...

რეგულუსი - ლომის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

სირიუსი - დიდი ქოფაკი.


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff