რეტროგრადული პლანეტები

Admin
ასტროლოგია
0
0

მთარგმნელი: თამთა ბურდული რეტროგრადული პლანეტების კარმული მნიშვნელობა ნატალურ რუკაში როცა პლა...

R2

მთარგმნელი: თამთა ბურდული

რეტროგრადული პლანეტების კარმული მნიშვნელობა ნატალურ რუკაში

როცა პლანეტა რეტროგრადულია, მისი ენერგია ადამიანის სულისკენ მიემართება და სუბიექტურობად გარდაისახება.იგი ნელ-ნელა ვლინდება ჩვენს ქვეცნობიერში,მერე კი თანდათან გარე სამყაროსაც ედება...რეტროგრადული პლანეტის მქონე ინდივიდი უფრო ღრმად იწყებს ფიქრს და ინტენსიურად იაზრებს იმ ენერგიას,რომელიც მის ალტერ ეგოს აღვიძებს...უამრავ გენიოსსა და ლიდერს ჰქონია რეტრო პლანეტები პირად რუკაში.

მარტინ შულმანი, საკუთარ ნაშრომში "კარმული ასტროლოგია",წერს (რეტროგრადულობა და რეინკარნაცია,ნაწილი მეორე):

რეტროგრადულ პლანეტებს დროის ბარიერში გაღწევა, მისი ჩარჩოების დანგრევა ძალუძთ. ინდივიდს წინა ცხოვრების მოგონებები ამ კონკრეტულ ინკარნაციაში მოაქვს. ექნება დეჟავუსა და "ცხოვრების პერიოდების ერთმანეთთან შერევის" მომენტები. შეეცდება დაამთავროს ის საქმე, რომელიც წინა ცხოვრებაში წამოიწყო. წარსულის მოგონებები იმდენად ცხადად გაუელვებს თვალწინ, ვერც კი გაიაზრებს, რომ ისინი ამ ცხოვრებაში არ მომხდარა. შულმანის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ინდივიდი სხვა დროის მონაკვეთში ცხოვრობს, რომელიც სტატიკურია, არ იძვრის. იქიდან მომავალი დაუძლეველი მაგნეტიზმი ამ კონკრეტულ ცხოვრებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია".

ადამიანი საკუთარ რეტროგრადულ პლანეტებთან დაკავშირებულ შეგრძნებებსა და გამოცდილებებს ხელახლა განიცდის,ახლიდან შეიგრძნობს იმას,რაც წინა ცხოვრებაში საკმარისად ვერ განიცადა.

რეტროგრადულობა ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში მოქმედებს. ამას გარდა,ამ ადამიანის ერთი ნაწილი "შესაძლოა წინ უსწრებდეს ან უკან რჩებოდეს საკუთარ თავს,მისი მეორე ნაწილი კი ამ ცხოვრებაში სულაც არ იყოს. იმის გამო,რომ მას დროის პერიოდებს შორის სინქრონიზაცია აკლია(რაც ზოგისთვის საკმარისია იმისათვის,რომ ჭკუიდან შეიშალოს),იგი განიცდის სამყაროში გადაადგილებისთვის საჭირო უნიკალურსა და განსაკუთრებულ ორიენტაციას".

შულმანის განმარტებით "რეტროგრადულ ინდივიდს" ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც უნდა ახასიათებდეს:

1) 3 ან მეტი რეტროგრადული პლანეტა ნატალურ რუკაში 2) ნებისმიერი პერსონალური პლანეტა,რომელიც რეტროგრადულია 3) ერთი რეტროგრადული პლანეტა მაინც ასცენდენტთან ან მედიუმ ქოელთან შეერთებაში (ანუ პირველ ან მეათე სახლში)

"რეტროგრადული პლანეტა მისი ძლევამოსილი კარმული გაკვეთილებით,ამ ცხოვრებაში იმისთვის გვეძლევა,რომ სიცოცხლის მატერიალურსა თუ ფორმირებულ მხარეს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ.იგი ადამიანს საკუთარი თავის პრიმიტიულ მხარეებში ძირავს,სადაც ის აუტანელი პირობების ეპიცენტრში აღმოჩნდება,მონდომებით იბრძვის გადარჩენისთვის,მის გარშემო მობორიალე ხალხი კი მისი სულის სისავსეს ებატონება.ეს განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნევა,როცა ინდივიდს შინაგანი (პერსონალური) პლანეტები აქვს რეტროგრადული (მერკური,მარსი და ვენერა).მათი წყალობით ადამიანს უწევს საკუთარი თავის ძალიან ინტიმურ,პერსონალურ და პირად მხარეებთან გამკლავება...იმ ყველაფერთან,რასთან ბრძოლაც მას უწევდა სამყაროს შექმნის დროიდან მოყოლებული"-ამბობს შულმანი.

სასიამოვნო და გამამხნევებელია იმის მოსმენა,რომ "სული და სპირიტი ყველა კარმულ კანონზე უფრო მაღლა დგას" და ნებისმიერი პრობლემისა თუ სირთულის გადაჭრაა შესაძლებელი.რეტროგრადული პლანეტების სირთულეების დაძლევასთან ერთად,სულიერად ძალიან გაიზრდებით.

შენიშვნა: მზე და მთვარე არასდროს ხდებიან რეტროგრადიულები

spectra mercury

რეტროგრადული მერკური

ეს მდებარეობა გონებას სულისკენ მიმართავს,ინდივიდს აიძულებს ხელახლა და ხელახლა მიუბრუნდეს წარსულის გაკვეთილებსა თუ მოვლენებს.ფიქრის პროცესი ქვეცნობიერზე უფროა დამოკიდებული,ვიდრე ცნობიერზე.მას სულიერება მართავს,განცდები და ემოციები.შესაბამისად,როცა მისი მფლობელი რაიმეს სწავლობს,ამ დროს მისი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მოქმედებს და არა მარჯვენა.იგი ესენციასა და არსს უფრო აქცევს ყურადღებას,ვიდრე დეტალებს.გრძნობებზეა ორიენტირებული.ამის გამო სასწავლო დაწესებულებებში ხშირად დაბალი ნიშნები ჰყავს და სუსტ მოსწავლედ მიიჩნევა.იგი ვერ ეგუება სასწავლო სტანდარტებსა და ფაქტებზე ორიენტირებულ ტესტებს,უჭირს ამ ყველაფრის გათავისება,სიღრმეებში წვდომა და შეუცნობელზე ფიქრი ურჩევნია.ამის გამო დირექტიული მერკურის მფლობელ მოსწავლეებთან ძალიან იჩაგრება.

მშობლებო, გაითვალისწინეთ, ნუ უწოდებთ თქვენს რეტრო მერკურიან პატარას უინტელექტოს, არც კი აგრძნობინოთ ეს. მას იმაზე მეტი შეუძლია,ვიდრე წარმოგიდგენიათ.უბრალოდ მისი გონება სხვანაირადაა მოწყობილი და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს...

რეტროგრადული მერკურის მქონე ინდივიდს აქვს შთამბეჭდავი უნარი,შეაღწიოს კოლექტივის ფსიქოში,საფუძვლიანად შეისწავლოს იგი და ამასთან,მიიღოს ცოდნა წარსულიდან,წინა ინკარნაციებიდან...

ასეთი პროცესებისას ქვეცნობიერი უმთავრეს როლს ასრულებს.ინდივიდმა იცის იმაზე ბევრად მეტი,ვიდრე გადმოსცემს და ვინაიდან ამ ყველაფრის სხვებისთვის გაზიარება ძალიან უჭირს და უდიდეს ინფორმაციას საკუთარ თავში ინახავს,ხშირად ტანჯავს ფრუსტრაცია.

იგი შესაძლოა საკუთარი იდეების ფორმირების ტყვეობაში მოექცეს,საკუთარი ცოდნის დედაარსისგან უზარმაზარი ბარიერები შექმნას.

კრეატიული საქმიანობები, რომლებიც მოითხოვენ არავერბალურ კომუნიკაციას,როგორიცაა მუსიკა და ხატვა,რეტროგრადული მერკურისთვის შესანიშნავი სფეროა. აქ თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს.მას ხომ სიტყვების მაგიერ გრძნობების გადმოცემას სთხოვენ. უამრავ გენიოს მუსიკოსს ჰქონდა რეტროგრადული მერკური ნატალურ რუკაში.

ამ ადამიანებისთვის ისტორიკოსობაც არაჩვეულებრივი იქნებოდა,ფაქტებს პირდაპირ იწოვენ წარსულიდან და შთამბეჭდავ დეტალებად გარდაქმნიან,არავის აქვს სიძველეებთან წვდომა ისე შესანიშნავად,როგორც რეტროგრადულ მერკურს...

რეტროგრადული მერკურის კარმა და ურთიერთობები: აქვთ ტენდენცია,შემხვედრ ადამიანებზე გაიფიქრონ "ეს ის არაა?", თუმცა ვერ ხვდებიან ვინ იგულისხმეს.მათ ძალიან ხშირად და თითქმის სულ ხვდებიან სიმბოლიზირებული ადამიანები წინა ცხოვრებიდან.წარსულში სხვებთან დაშვებული შეცომების გამო,ინდივიდს ხელახლა უწევს მათთან შეხვედრა და ყველაფრის გამოსწორება.

venus

რეტროგრადული ვენერა

ესაა სირთულეები სიყვარულის თავისუფლად გამოხატვის პროცესში.ისეთი განცდა აქვს,თითქოს ემოციური სისავსე აკლია და ყველაფერს კითხვებისგან წარმოქმნილი სათვალიდან აკვირდება,იმ სათვალიდან,რომელსაც აწერია: "რამდენად ვუყვარვარ სხვებს? ვინ მართმევს სიყვარულს?".უზომოდ ეჭვიანია,გამუდმებით საჭიროებს გრძნობების დამტკიცებას.

ემოციებზე დაყრდნობილი ურთიერთობები მისთვის ძალიან მძიმეა,რადგან მიდრეკილება აქვს გაითავისოს და გააზვიადოს ტკივილი,იმაზე ბევრად მძაფრად აღიქვას ის,ვიდრე რეალურადაა.

მშობლებო,ეცადეთ დააინტერესოთ თქვენი რეტროგრადული ვენერის მქონე შვილი სილამაზით,ხელოვნებით,ასწავლეთ ცხოვრების სიყვარული,რადგან მას შეყვარება ძალიან უჭირს.ვენერა სილამაზის პლანეტაა.ასწავლეთ მას ფიქრი,რომ გარემო მშვენიერია,რომ ყველაფრის სილამაზედ გარდაქმნა შეუძლია.იგი ხომ ამ ყველაფერს ვერ აცნობიერებს...ასწავლეთ ცხოველების სიყვარული,დარწმუნდით რომ მას ადამიანები თავისუფლად,ნებისმიერ დროს უყვარს და არა მხოლოდ კონკრეტულ მომენტებში.ეს რეტროგრადული ვენერას უდიდესი პრობლემაა.

რეტროგრადული ვენერის კარმა და ურთიერთობები: მისი სული ატარებს წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილ მტკივნეულ მოგონებებს.ჰქონდა ტანჯვით სავსე ურთიერთობები ადამიანებთან და ვერაფრით აცნობიერებდა სიყვარულის ჭეშმარიტ ბუნებას.წინა ცხოვრების ინტენსიური ემოციური ტკივილი აწმყოში გარდაიქმნა ტენდენციად,რომ თავი სიყვარულის სრული ბრწყინვალების შეგრძნებისგან დაიცვას-მას ეშინია ტკივილის ხელახლა განცდის,გაურბის მას. არავის უახლოვდება ბოლომდე და ყოველთვის ტოვებს წასასვლელ კარს ღიას.ძალიან ეშინია ვინმეზე დამოკიდებული არ გახდეს.

აწმყოზე ისე რეაგირებთ,თითქოს ის წარსული იყოს და წინასწარ ალაგებთ გონებაში მოსალოდნელ სასიყვარულო ურთიერთობებს.ყველაფერი გათვლილი გაქვთ-შეყვარება,ურთიერთობის გარკვეულ ზღვარამდე მიყვანა და წასვლა...დიდი ხნით დარჩენა უბრალოდ არ შეგიძლიათ,მალე გბეზრდებათ ან გულისტკივილს გაურბიხართ,ან ორივე ერთად...

პარადოქსია,მაგრამ ბედნიერებამდე მისასვლელ ყველა გზას იბლოკავთ,რადგან მეტისმეტად ცდილობთ მის მწვერვალამდე ასვლას...

mars

რეტროგრადული მარსი

რეტროგრადულობა,მარსის გარეთკენ მიმართულ,აგრესიულ ენერგიას ინდივიდის სულისკენ მიმართავს და მას შინაგანს ხდის.შესაბამისად,იმის მაგიერ რომ ცეცხლი გამოაფრქვიოთ,შიგნით იკლავთ სიბრაზეს და საკუთარ სხეულს იწვავთ.თქვენი უზარმაზარი ენერგია წინა ცხოვრებიდანაა გადმოყოლილი და დაბნეული ხართ,არ იცით ახალ ცხოვრებაში მას რა მოუხერხოთ.იმის გამო,რომ მთლიანად წარსულში ცხოვრობთ,შესაძლოა წინა ცხოვრების ადამიანების როლები ახალ გარემოში მყოფ ადამიანებს მოარგოთ და ისე აღიქვათ ისინი,თითქოს უკვე იცნობთ.ძალიან ცდებით! არავინაა ის,ვინც თქვენ გგონიათ,უბრალოდ თავს ირწმუნებთ,რომ შეუძლებელია ეს ადამიანი სხვა იყოს.სწორედ აქ უშვებთ უდიდეს შეცდომას და არაა გამორიცხული,რომ ამის გამო ბევრს მიაყენოთ ტკივილი ან აქეთ მოგაყენონ.

არის ძლიერი საფრთხე იმისა,რომ საკუთარი პრიორიტეტები თქვენს სპირიტულ სურვილებზე მაღლა დააყენოთ,შესაბამისად უარყოფთ საკუთარ სულს და კარმას უარესად აზიანებთ.სწორედ აქედან მოდის ის უბედურებები და მარცხი,რომელსაც საკუთარ უიღბლობას აწერთ...

კარგად გააზრებული და გათავისებული ფოკუსირება მოახდინეთ საკუთარ სულიერებაზე.თქვენ მთლიანად უნდა გაიზარდოთ,როგორც მენტალურად,ისე სულიერად.

სექსუალური შეგრძნებები ინდივიდს დაქვეითებული აქვს,რადგან ენერგიის გარეთ გამოშვება უჭირს.თუმცა ისეთი სექსი,რომელიც ორ მოსიყვარულე პარტნიორს შორისაა და ერთად მიისწრაფვიან საერთო სპირიტული ორგაზმისკენ,რეტროგრადული მარსისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ბუნებრივი შეგრძნებაა,ვიდრე უბრალოდ ცხოველური სურვილების დაკმაყოფილება.მას სჭირდება სულიერად ძალიან ახლოს მყოფი ინდივიდი,რათა აღიგზნოს და სიამოვნება განიცადოს.შემთხვევით შემხვედრთან აღგზნება უბრალოდ არ შეუძლია.რომც აღიგზნოს,მაინც ვერ ისიამოვნებს.

saturn big

რეტროგრადული სატურნი

ზღურბლზე მაცხოვრებელი;

თვითდისციპლინა;

მთავარი მიზანი - სრულყოფილება;

სატურნი კარმასთან გამკლავებაში გვეხმარება და წარმატებით აბარებს ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდებს.სანამ ჩვენ საკუთარი ნებით არ მივიღებთ თვითდისციპლინას,იქამდე ამ პლანეტას ისე შევიგრძნობთ,როგორც შემზღუდველ ენერგიას,რომელიც გვაფერხებს,გვართმევს ყველაფერს და იმედგაცრუებების მეტი არაფერი მოაქვს.რეალურად,სატურნის ჭეშმარიტი მიზანი ჩვენთვის სიბრძნისა და თანაგრძნობის უნარის მონიჭებაა.

რეტროგრადული სატურნი იმის ნიშანია,რომ ცხოვრებას ხელახლა გადიხართ და ეს ყველაფერი ერთხელ უკვე გაიარეთ.ეს ინკარნაცია თქვენი მეორე შანსია.ერთდროულად ორი სიცოცხლე დაგაწვებათ ტვირთად,ერთდროულად ორი ცხოვრების ცოდვების ქვეშ მოიდრიკებით.გექნებათ შინაგანი ეჭვები,იმასთან დაკავშირებით,თუ რამდენად კარგი ადამიანი ხართ და იმსახურებთ თუ არა გარშემომყოფებისგან დაფასებას,გექნებათ შთამბეჭდავი უნარი გაუმკლავდეთ სირთულეებს,თქვენ მათთან ხომ უკვე არა ერთხელ გიბრძოლიათ...

თქვენმა სულმა იცის,რომ სპირიტულ სიმწიფეს უკვე მიაღწია,თუმცა მისი წარმოჩენა არ დაგცალდათ და ახლა ერთადერთი მისია გაქვთ-გამოიყენოთ იგი ახალ ცხოვრებაში.

წინა ინკარნაციებში უდიდესი პერსონალური,სულიერი თუ ფიზიკური ბრძოლები გადაიტანეთ.თქვენ გაწამებდნენ და მსხვერპლად გწირავდნენ.თანდათანობით სიღრმისეულად შეისწავლეთ სატურნის ბუნება და ახლა მის დინებას წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მისდევთ,დინებას,რომელსაც დისციპლინამდე მიჰყავხართ და რომელიც,საბოლოოდ, უზარმაზარი სიბრძნით დაგაჯილდოვებთ.

რეტროგრადულ მდგომარეობაში სატურნი თავს კომფორტულად გრძნობს.როცა მას მიჰყვებით,შეიძენთ უნარს,წარსულ ინკარნაციებში მიღებული სიბრძნე და ტალანტები აწმყოში გადმოიტანოთ და ეს ყველაფერი თქვენს სულში დაიკავებს ღირსეულ ადგილს.

რეტროგრადული სატურნი იმის ნიშანია,რომ თქვენ უძველესი სული ხართ,რომელიც,თანდათანობით,უმაღლეს სპირიტულ საფეხურზე ასულა და უდიდესი სულიერი გზა გამოუვლია.ახლა თქვენ ინკარნაცია განიცადეთ,რათა იმ ყველაფრით,რაც შეისწავლეთ,სრულყოფას მიაღწიოთ.ეს თქვენი ბოლო გზაა,ამით უნდა დასრულდეს თქვენთვის დაკისრებული მისიის საბოლოო წრე.

რეტროგრადიული სატურნის კარმა-ხელახლა გაიაროს წინა ინკარნაცია.მემკვიდრეობით ზედმეტი ტვირთი ერგო.რეტროგრადიული სატურნი მოგცემთ ყველაფერს საჭირო დროს და საჭირო ადგილას.მეტისმეტად სერიოზული მდებარეობაა.

რეტროგრადიული მარსის კარმა-იგი მიგითითებთ,რომ თქვენი ქცევები გაუცნობიერებელი მცდელობაა იმისა,რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ მაშინ,როცა ცდილობთ იპოვოთ ის ადამიანები,რომლებიც ასე გავსებდნენ სულიერად წინა ცხოვრებაში.შესაძლოა ცდილობდეთ იმ ყველაფრის გამოხატვას,რასაც ადრე ვერაფრით გამოხატავდით.შესაძლოა მეტისმეტად მგრძნობიარე იყოთ მაშინ,როცა თქვენი სურვილები არ ხდება და მიზნები მარცხს განიცდიან.ასეთი ზედმეტი რეაქციები იწვევს დაკარგული ურთიერთობების ძალით აღდგენას,ყველანაირად ცდილობთ დაიბრუნოთ ისინი,ვინც დაკარგეთ.წინა ცხოვრებაში საკუთარი შეცდომების გამო მარტო დარჩენამ მოგიწიათ და ახლა ამას აღარ დაუშვებთ!

jupiter

რეტროგრადული იუპიტერი

მართავს თქვენს მარადიულ სულს, სიბრძნის პლანეტაა.

იუპიტერი ენთუზიაზმისა და ოპტიმიზმის საწყისია,გაიძულებთ არ გაუშვათ ხელიდან არც ერთი შანსი,რომელიც ცხოვრებაში მოგეცემათ.

რეტროგრადული იუპიტერი საკუთარ ენერგიას,რომელსაც გაფართოება ძალუძს,თქვენი შინაგანი სამყაროსკენ მიმართავს.შესაბამისად,ინდივიდის სულში უზარმაზარი სულიერი ზრდა და გარდაქმნა იკავებს ადგილს,ხშირად სპირიტული სწავლებების საფუძველზე,რადგან სხვადასხვა მოძღვრებებით საკმაოდ დაინტერესებულია.

რეტროგრადული იუპიტერი ყველაფერს გეგმავს,თუმცა მის შესასრულებლად არაფერს აკეთებს,უსაქმურობა მეტისმეტად უყვარს,ზარმაცი და თავისებურია.რაღაცას რომ გადაწყვეტს,მერე წამოწვება,წაუძინებს,გამოღვიძებისას ხელახლა გადაწყვეტს...ბოლოს მფარველი პლანეტა დაეხმარება და ისეთ გარემოში მოახვედრებს,სადაც ყველაფერი უკვე კარგად დაგეგმილი და გააზრებულია.

რეტროგრადული იუპიტერი გაძლევთ შესაძლებლობას,შემდეგ ცხოვრებაში უმაღლეს სპირიტულ ინკარნაციად მოგვევლინოთ.თქვენ უნდა ეძიოთ საკუთარი ჭეშმარიტება,არავის და არაფერს რომ არ ჰგავს,თუმცა ყველაზე და ყველაფერზე უფრო მაღლა რომ დგას.თქვენ არ იქნებით საერო პირი,არც სტატუს კვო,ყოველივე ამისგან გაირიყებით,თუმცა იმაზე ბევრად უფრო თავისუფალი სული გექნებათ,ვიდრე წარმოგიდგენიათ.თქვენ თქვენი კანონები გაქვთ,თქვენი მორალი და სხვის ნაბიჯებს უკან ვერ მიჰყვებით,უბრალოდ არ შეგიძლიათ...

გონებით წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილ უდიდეს სიბრძნეს დაატარებთ,ცხოვრებამ წინასწარმეტყველური უნარებით დაგაჯილდოვათ.სპირიტულ სიმწიფეს მარტივად აღწევთ,რადგან ეს გზა უკვე არა ერთხელ გაქვთ გავლილი.

რეტროგრადული იუპიტერი უამრავჯერ შეგაგრძნობინებთ დეჟავუს განცდას. დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან ისე იგრძნობთ თავს,როგორც საკუთარ სახლში.

Uranus2

 

გარე რეტრო პლანეტები

რეტროგრადული ურანი

ართულებს განათლების მიღებას და თქვენი შინაგანი ინდივიდუალიზმის გამოხატვას.ხელახლა აღმოაჩენთ იმ იდეებს,რომლებიც წინა ცხოვრებაში უკვე არა ერთხელ მოგსვლიათ თავში აზრად.

რეტროგრადული ურანი პასუხისმგებლობის იმ საოცარი შეგრძნებით გაჯილდოებთ,რომელიც მიმართულია პერსონალური ზრდისკენ.თქვენ მთელი არსებით შეიგრძნობთ იმ საზოგადოებრივ პროგრესს,რომელიც მსოფლიოს განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო იზრდება და ფართოვდება.თქვენ წინ უსწრებთ ცხოვრებას,მომავლის მაუწყებელი ხართ და სიცოცხლის სიმდიდრეს მთელი სიცხადით წარმოაჩენთ.

საოცრად გჭირდებათ,რომ იყოთ ორიგინალური,გამოიკვლიოთ და ჩაუღრმავდეთ ყოველივე ახალს,გაუზიაროთ იდეები გარშემომყოფებს.

თქვენ თავისუფალი სული ხართ და საზოგადოებრივი აზრი ვერასდროს შეგზღუდავთ.სრულიად არ გაინტერესებთ რას ფიქრობენ თქვენს ქცევებზე გარშემომყოფები.
თქვენი გასავლელი გზა ძალიან გრძელი და უსწორმასწოროა,თუმცა მსვლელობის დროს უდიდესი ბედნიერებაც თან გახლავთ.სანაცვლოდ ცხოვრება ამით გასაჩუქრებთ.

რეტროგრადული ურანის კარმა

კავშირს პოულობს კარმულ ოჯახთან,კონტაქტი აქვს ისეთ ადამიანებთან,რომლებსაც უკვე იცნობდა წინა ცხოვრებაში.ისინი მისი კარმული ნათესავები არიან.
სირთულეები აქვს საზოგადოებასთან.

ძალისხმევას არ იშურებთ სხვებთან დასაახლოვებლად და რეფორმების გასატარებლად,ასეთ დროს კი თქვენი ქვეცნობიერი გონება ტრანსფორმირებს.
რეტროგრადულ ურანს შესაძლოა ჰქონდეს დამანგრეველი როლი თქვენს ურთიერთობებში,რადგან განიჭებთ ცვალებადობას,ეს კი რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება.ამის გამო არაა გამორიცხული,რომ ფარისეველისა და თვალთმაქცის როლიც კი დატოვოთ გარშემომყოფებში,თუმცა რეალურად ეს ნამდვილად არაა ასე.
თქვენი ემოციური და მენტალური სხეული ერთმანეთს ებრძვის,ვერ უგებს,ემოციებს სხვა სურთ,გონებას კი სრულიად სხვა.იცით,რომ რაღაც გჭირდებათ,გულით კი გრნობთ,რომ აბსოლუტურად სხვა რაღაც გსურთ.

რეტროგრადული ურანი თქვენს ქვეცნობიერს ემოციურ და მენტალურ სხეულებზე ბევრად უფრო მაღლა დააყენებს და მას ინტუიციურ სხეულად გარდაქმნის.

neptunes

რეტროგრადული ნეპტუნი

მატერიალურ სამყაროს მთელი მისი ბრწყინვალებით აღიქვამს,იმაზე მეტს ხედავს,ვიდრე სხვები,თითქოს ასტრალში დააბიჯებდეს და არა დედამიწაზე...
სულიერად საოცრად იზრდება მთელი ცხოვრების მანძილზე.

დაუოკებელი სურვილი აქვს მისტიკა გაამჟღავნოს და ყალბ რელიგიურ სტერეოტიპებს ფარდა ახადოს.საოცრად ძლიერი ინტუიცია აქვს,ამაში ქვეცნობიერი ყოველმხრივ უწყობს ხელს,თუმცა სანაცვლოდ ცნობიერთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება და რეალობის აღქმა უჭირს.
რეტროგრადული ნეპტუნი მაშინ დაამყარებს ქვეცნობიერთან და ცნობიერთან ძლიერ კონტაქტს,როცა დაინტერესდება ძლიერი მისტიკური პროფესიებით,როგორიცაა ასტროლოგია,ოკულტიზმი,სპირიტუალიზმი...

მოუსმინეთ იმ ხმას,რომელიც თქვენს გონებაში ჩნდება,მოუსმინეთ "სილურჯის გარეთ" არსებულ ჩურჩულს...

რეტროგრადული ნეპტუნი გაძლევთ შესანიშნავ შესაძლებლობას ამ ინკარნაციაში მიაღწიოთ სპირიტული ევოლუციის უმაღლეს საფეხურს.გირჩევთ,იცხოვროთ მატერიალურ სამყაროში,თუმცა გარკვეული დროის მანძილზე მაინც განცალკევდეთ მისგან,გონებით განსხავებულ სამყოფელში გადახვიდეთ...

ის,რაც სხვებისთვის სახიფათოა,იქნება ეს ასტრალში გასვლა თუ სხვა რაიმე მსგავსი,რეტროგრადული ნეპტუნის მფლობელისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია...
სხვებისთვის თქვენ ასოციალური ჩანხართ,კომუნიკაციის ნაკლებობას განიცდით,არ გაქვთ ის,რაც მათი ეგოს მოტივირებას შეუწყობს ხელს...არა,თქვენ სხვა ხართ,აქაურობას არ ეკუთვნით...უსმენთ უმაღლეს,განსაკუთრებულ მუსიკას,რომლის თითოეული ნოტი თრთოლას იწვევს თქვენში...თქვენს სულთან სრულ ჰარმონიულობას ამყარებთ...

კოსმოსთან უფრო გაქვთ კონტაქტი,ვიდრე მატერიალურ სამყაროსთან და იცით იმაზე ბევრად მეტი,რისი სიტყვების გადმოცემაც შეგიძლიათ...თქვენი ფიქრები,აზრები,იდეები,ემოციები უბრალოდ ამ სამყაროსთვის არაა,აქაურობას არ ერგება,სხვა განზომილებებისთვის არის შექმნილი...

რეტროგრადული ნეპტუნის კარმა

კარმა გასწავლით ილუზიებისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევას.ცხოვრების მანძილზე თქვენ გექნებათ ხილვები,წინასწარმეტყველური კადრები გაგირბენენ თვალწინ,განიცდით ისეთ შეგრძნებებს,რომლებიც მთელი სისავსით შეეხებიან თქვენს სულს და პირიქით-რომლებიც საერთოდ ვერ მოვლენ თქვენს გულთან ახლოს.მთელი ცხოვრება სულიერების სწავლის პროცესია.უნდა მოიშოროთ ერთი სიზმრიდან და ოცნებიდან მეორეში გადასვლის ტენდენცია,თვალი გაუსწოროთ რეალობას,თუმცა ამავე დროს კოსმოსთან და სილურჯესთან კავშირი არ გაწყვიტოთ!

რეტროგრადული ნეპტუნის გამო პერსონალურ დონეზე კონცენტრაციის ფუნქციონირება ძალიან რთული იქნება,რადგან საკუთარ თავზე მეტად ყოველივე შეუცნობელი და მისტიკური გაინტერესებთ,გაოგნებული ხართ,არ იცით სად ხართ,ვერ ხვდებით საკუთარი თავის შეცნობა საიდან დაიწყოთ...საკუთარ ინტუიციას თითქმის არასდროს ენდობით,მიუხედავად იმისა,რომ მას უმაღლეს ფლობთ და ის არასდროს ცდება...

pluto

რეტროგრადული პლუტონი

რეტროგრადულობა ტრანსფორმაციულ ენერგიას ბევრად უფრო ღრმას ხდის და მთელი პლუტონისეული ტკივილი უმაღლეს ქვეცნობიერამდე ჩააქვს.შინაგანი გასხივოსნება იმაზე ბევრად ადრე მკვიდრდება თქვენში,ვიდრე მის გამოხატვასა და სხვებისთვის გაზიარებას ისწავლიდეთ.

რეტროგრადულ პლუტონს წინა ცხოვრებიდან ზებუნებრივი უნარები გადმოაქვს თან,რომლებიც საკმაოდ ძლიერია.ეს უნარები მხოლოდ კონსტრუქციული გზებით უნდა გამოიყენოთ.

გტანჯავთ შეგრძნება,თითქოს კაცობრიობა თქვენში იმკვიდრებდეს ადგილს.საზოგადოების ბრძოლა თქვენი ბრძოლაა,მათი ტკივილი,თქვენი ტკივილი და ასეთ ჰიპერმგრძნობიარობას ვერაფერს უხერხებთ...

ჩახედული რომც არ იყოთ,მაინც უდიდეს ფსიქოლოგიურ ცოდნას დაატარებთ თან.უდიდესი სურვილი გაქვთ აიმაღლოთ ცნობიერი,რადგან გწამთ-მასთან ერთად საზოგადოების ქვეცნობიერიც ამაღლდება.ამ ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებით...

რეტროგრადული პლუტონის კარმა

მას კაცობრიობის ვალი აქვს,რომელიც გადახდას საჭიროებს. რა ასაკიდან გააცნობიერებს ამ ვალის გადახდის საჭიროებას და როდის წარმოიქმნება ეს სინდისის ქენჯნა და ტანჯვა მის სულიერ სამყაროში,აჩვენებს ის ნიშანი,რომელშიც პლუტონია მოთავსებული.ინდივიდმა ვალი უნდა გადაიხადოს კაცობრიობისადმი უანგარო მსახურებით.

უზარმაზარი სულიერი ზრდის ძალა და უნარი გაგაჩნიათ.ცხოვრება გაჯილდოვებთ შესაძლებლობით,ამაღლდეთ ადამიანური რასის კარმაზე ბევრად უფრო მაღლა და შეაბიჯოთ ხელახლა დაბადების წრის საფეხურებზე.

რეტროგრადული პლუტონი და ნეპტუნი ერთმანეთს საოცრად ჰგვანან.ორივე შემთხვევაში,ინდივიდს ევალება იცხოვროს სამყაროში და ამავე დროს მისგან განცალკევებული დარჩეს...

წყარო

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და არსობრივად წ...

მზის ინგრესია ლომში


ავტორი: გიორგი ლობაჯნიძე მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხ...

თხის რქა


მოამზადა ქეთი ოდიშელმა (omnia) წყარო თხა უხვი სასიცოცხლო ძალები...

ასტროლოგიის ანბანი - 
სტიქიები და ჯვრები


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო რა...

კრიზისული წელი


რა ხდება? თუ ხვდებით რა ხდება სამყაროში, მაშინ დროა რაღაც შეცვალ...

ვენერა მორიელში


ავტორი: ლუკას შერმადინი სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტა ხვდება ქ...

მთვარის კვანძები სინასტრიაში


მთარგმნელი: თამთა ბურდული წყარო აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვე...

ურანი - ღმერთის ხმა


ავტორი: იოანე შენგელია სამეფო კარის თამაშები ეს იყო გაელვება. ე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff