წითელი მთვარე - მთვარის დაბნელება

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ჩემო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ - გვიახლოვდება სასვემთვარეობა ? დ...

moon

ავტორი: გიორგი ლობჯანიძე

ჩემო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ - გვიახლოვდება სასვემთვარეობა ? დღე, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, გასათვალისწინებელია აღნიშნულის წინაპირობები, შედარებით მატულობს ამ დროს დაძაბულობები, რაც გასაკირი სულაც არ გახლავთ. ამ დროს ცის კაბადონეზე დღისა და ღამის მანათობლები ერთმანეთის ოპოზიციურ მხარეს გვევლინებიან, რაც მოითხოვს რიგ მომენტებში ჩვენი მხრიდან თავშეკავებას.

დღეს, 27 ივლისს, 22:24 დაიწყება მთვარის ნაწილობრივი დაბნელება, ხოლო უკვე 28-ში, ფაქტობრივად დღეს საღამოს 00:20 წუთზე, იქნება მთვარის ყველაზე გრძელი სრული დაბნელებ მერწყულის ♒ 4 გრადუსზე. ახლა კი გავამახვილებ ყურადღებას, თუ რასთანაა ასოცირებული ეს პროცესი, რა არის ზოგადად ამ დღისთვის კარგი, ხოლო რა არასახარბიელო . . . ზოგადად - ესაა დღე, როდესაც კარგია მაგიური რიტუალების ჩატარება, რადგან ამ დღეს ადამიანებს აქვთ მეტად დიდი ენერგია, ასევე ბრწყინვალეა თუ კომპრომისის ხარჯზე ინდივიდთა ჯგუფი ერთად შეძლებს რაიმე სახის კოლექტიური სამუშაოს ჩატარებას, ეს პერიოდი ძალიან კარგია ფსიქოლოგიური დამუხტვისთვის, საკუთარ ძალებში დარწმუნებისთვის, სხვათა მიმართ ინტერესის გაღვივებისთვის, ერთობლივი ძალებით იერიშზე გადასვლისა და საკუთარი შეხედულებების მტკიცედ გადმოცემისთვის. ამ დროს ადამიანთა გარკვეული კატეგორია შესაძლოა განიცდიდეს ენერგიულ დისბალანსს, მაღალია თავისტკივილების, ნერვოზული აშლილობების, გაღიზიანების, კამათის, ჩხუბის შანსიც კი. ამიტომ გეგმები და იდეები თუ კარგად გაწერილი და ჩამოყალიბებული არაა, შემდგომში ეს ყველაფერი რთულად იმუშავებს. მთვარის კრიტიკულ დღეებში, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანთათვის სასიკეთოა: კონტრასტული შხაპი, ბუნებაში ყოფნა, დასვენება, ლოცვა, მედიტაცია, იოგას ვარჯიშები, საკუთარ თავში ჩაღრმავება და გაგება იმისა, თუ რას აკეთებს ადამიანი არასწორად და საით უნდა შეცვალოს მსოფლმხედველობა.

როგორც მაღლა ვთქვით ასტრონომიული კუთხით, ამ დროს - დედამიწა მოქცეულია მზესა და მთვარეს შორის, შესაბამისად დღისა და ღამის მმართველების ენერგიები მომართულია ჩვენი დედა პლანეტისკენ, ამიტომ ადამიანთა დიდი რიცხვი გრძნობს მოჭარბებულ ემოციებს, შიდა ენერგიებს, შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა გადამეტებულადაც კი იგრძნოს ეს ყოველივე, ზოგთან უარყოფითადაც გამოიხტაოს, მაგალითად: წნევიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აღგზნებადოდა და სხვა

ზოგთან კი პირიქით, მეტად დადებით განწყობაზე იყოს, ესეც ინდივიდუალურია.

ჩვენ მომსწრენი გავხდებით, ე.წ. „წითელი მთვარისა“ ახლა რას ნიშნავს ეს უკანასკნელი - ნიშნავს იმას, რომ მთვარე ძალიან ახლოს იქნება დედამიწასთან, რაც უფრო ახლოსაა ასეთი ნატიფი სხეული დედა პლანეტასთან - ადამიანები მით უფრო გრძნობენ მოჭარბებულ ენერგიებს, ამჯერად გველოდება “Red Moon”. სრული დაბნელება.

✅ მთვარის დაბნელების დროს ძალიან კარგია თუ ადამიანები ირწმუნებთ თქვენს ძალებს, ასეთ დროს ინდივიდებს გმართებთ, რომ გადახედოთ თქვენს მიერ განვლილ გზას, დაშვებულ შეცდომებს, საკუთარ თავთან განმარტოებისთვის, სხვებისადმი პატიებისთვის, შურისა და ბოღისგან გათავისუფლებისთვის, წყენისგან და ყოველგვარი უარყოფითი ტენდენციებისგან დაცლისთვის იდეალური დროა. ნუ იქნებით მერყევი, ნუ დაუშვებთ კვლავ შეცდომებს, ნუ ჩაიგდებთ თავს ახალ განსაცდელში, იცხოვრეთ დღევანდელი დღით, გახსოვდეთ რომ წარსული არის თქვენი გამოცდილი, წარსულით კი არ უნდა იცხოვროთ, ეს უკანასკელი უნდა იყოს თქვენი გამოცდილება, ის დიდი „ზურგი“ რითაც შეგეძლებათ საჭირო დროს - საჭირო ადგილას ნახოთ თქვენი უწინ გადადგმული ნაბიჯები და ახლა შეცდომა აღარ დაუშვათ. ამიტომ იფიქრეთ თუ რა ხდება დღეს და ხვალი გადადგმულა სვლამ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს.

მთვარე ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, ამჟამად დაბნელება მოხდება მერწყულის მე-4 გრადუსზე. ღამის მანათობელი ესაა ადამიანის ქცეცნობიერი, შიშები, კომპლექსები, შფოთვა, ღელვაც, რეფლექსები სამყაროსადმი, შეიძლება აღქმაშიც კი გადავიდეს აღნიშნული, განაგებს დედას, სამშობლოს, პატრიოტულ სულისკვეთებას, ოჯახს, ახლო სანათესაოს, ადათ-წესებს, ამიტომ რაც უფრო მშვიდ, საახლობლო, მეგობრულ, უკომპლექსო გარემოში მოხვდებით ასეთ დღეს და შეინარჩნუნებთ სიმშვიდეს, მით მეტად დაგიფასდებათ ეს ყოველივე. აგრეთვე, მთვარე პასუხისმგებელია ადამიანის სულის განვითარებაზე, კარმულ მახსოვრობაზე, აქვს მზრუნველობითი ფუნქცია, მართავს ჩვენს ბავშვობის მოვლენებსაც, რაც უფრო ძლიერია მთვარე უფრო კარგად ახერხებს ადამიანი ამა თუ იმ გარემოში ადაპტაციას, როგორც ბიოლოგიური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი სხვათა ზეგავლენის ქვეშ ექცევა. მთვარე დაკავშირებულია ადამიანის ინსტინქტებთან, თუ მზე ესაა ადამიანის გამომზეურებული ეგო, მთვარე მისი ინსტინქტური გამოვლინებაა. მთვარე შეიძლება იყოს ადამიანი ნიღაბი, ე.წ. „მასკა“, სადაც იმალება მისი მეორე მე, რომელსაც თითქმის ვერვინ ხედავს და დიდი ხანი სჭირდებათ გარშემო მყფოებს, რათა ეს ადამიანი კარგად გაიცნონ, ამიტომაა, როდესაც ადამიანის მზე მოქცეული ცეცლხში, ხოლო მთვარე წყალში, მას შინაგანად სულ თუ არა ზოგჯერ მაინც შემოეპარაება სენსიტიურობა, ფანტაზიურობა, სიფაქიზე, სევდა, მგრძნობიარობა და სხვა . . . ეს კი იწვევს ცნობიერისა და ქვეცნობიერის ჭიდილსაც კი გადავყავართ სრულ ფსიქოლოგიაში, რაზეც შემდგომში გავამახვილებ ყურადღებას . . . 

ზოგჯერ დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯებიც მთვარის მიერიაა გამოწვეული, სახელმწიფოში მთვარე ხალხს უკავშირდება, ხალხი რომელიც დგამს ნაბიჯებს და ავტომატურად მოძრაობს, დიდ სოციუმში კი ეს უკანასკნელი უკავშირდება ბრბოს ნაწილს, რომლებიც მოძრაობენ, მაგრამ არ იციან რისთვის, როგორ, მიმართულება დაკარგულ მთვარის როლს ითავსებენ და სხვა . . .

მზე - ადამიანის ცნობიერების სიმბოლოა, იგი ასოცირებულია ეგოსთან, „მე-ს“ პრინციპების ტენდენციასთან, კრეატიულობასთან, ხელოვნურ სივრცესთან, სიცოცხლისუნარიანობასთან, შემოქმედებასთან, განსაკუთრებული მართავს თავიდან წამოსულ სურვილებსაც, ქალის პირად რუქაში მზე შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან თუ როგორი სახის კავშირი ექნება მას ოჯახის წევრებიდან მამასთან ან ძმასთან, შეიძლება მის საყვარელ ადამიანთანაც კი. ის ასოცირდება უშუალოდ ადამიანის პიროვნებასთან, + დამატებული ეგო, ანუ რომ განვმარტოთ მეგობრებო - რეალურად რომ არ არსებობდეს ეგო შეიძლება ძალიან ბევრი ნატიფი და ფაქიზი ბუნების ადამიანი საერთოდ გადარეულიყო და ბევრი ჩავარდებობდა სასოწარკვეთაში, რადგან ეს უკანასკნელი მართავს უშუალოდ ადამიანს, ანუ ვინ ხარ ახლა შენ? მე ვარ ამ ინკარნაციაში (სახელი, გვარი) ვიღაც, რომელიც ვასრულებ ამ მისიას და რა მართავს ადამიანს? რა არის მისი მოტივაციის წყარო? ყველას ამ მოტივაციას ვერ გავუქრობთ, რომ გაქრეს ეს ყოველივე, მაშინ უნდა გაქრეს მზის სხივებიც თავისი ენერგიებითურთ, ამისთვის კი ბევრი არაა მზად, ყველა ვერ იქნება განდეგილი, აღნიშნულ ეტაპამდე მისვლაა საჭირო, როგორც ასტროლოგიამდეა საჭირო წვდომა, იდენტურადაა საქმე აქაც . . . შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვხმარობთ სიტყვა „მე-ს“ და ვიცით ვინც ვართ და თუნდაც რა კონკრეტული მისიით, ამ ყველაფრის გაცნობიერებაში უდიდეს როლს თამაშობს დღის მანათობელი, ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ მას. მზე შეიძლება ხშირად გამოჩნდეს ძალაუფლების სახით, იმპერატორული ნიშანთვისების კუთხით, შეიძლება ძლიერად ასპექტირებულმა დიდი პოპულარობა და წინსვლა მოგიტანოთ სოციალური კუთხითაც კი. იგი დაკავშირებულია ადამიანის ნებელობასთანაც კი. ბიოლოგიურად მართავს სისხლის მიმოქცევას, გულს, ხერხემალს. მზე როგორც ენერგიის წარმომშობი, საკმაოდ დინამიურად ავითარებს თავის ძალებს და მეტად ინდივიდუალისტია, ემპირიონიზმზე დაფუძნებული. კეთილშობილების, ხელგაშლილობის, ზნეობრივ საკითხებზეც სწორედ იგი აგებს პასუხს.

აღსანიშნავია, რომ ვისაც გაქვთ რუქაში მზისა და მთვარის ოპოზიცია ეს ადამიანები შედარებით მძაფრად იგრძნობთ ამ მოვლენას, როდესაც ადამიანს ასეთი ასპექტი აქვს ეს იწვევს შედარებით შინაგან დაძაბულობას, მოუსვენრობას, ღელვას, შფოთვას, შიშებს, კომპლექსებს, ზოგჯერ არასრულფასოვნების შეგრძნებას, მერყეობასაც . . . მაგრამ ნიშნებს გააჩნია თუ სად ხდება მოქმედება . . . შესაბამისად თქვენ უფრო იგრძნობთ ამ ყოველივეს და არაა გამორიცხული, რომ სამყარომ გამოგცადოთ კიდეც, ეცადეთ მის ჩაბარებას, ასეთ ხანებში რაც უფრო მეტ პლუსს დაიწერთ, მით უფრო დადებითად აისახება ეს თქვენზე. აგრეთვე, ვინც დაბადებული ხართ დაბნელებებს შორის პერიოდში ან უშუალოდ დაბნელებაზე, თქვენ საკმაოდ იგრძნობთ ენერგიებს.

? აღსანიშნავია, რომ ურანი კუროშია გადასული, რომელიც დღეს აკეთებს ტაუკვადრატებს, გვექნება ურანისა და მზის, რაღა თქმა უნდა, ურანისა და მთვარის კვადრატურა, ასევე მზე მარსის ოპოზიცია, ასევე ლილითი მზის ოპოზიცია, ახლა ეს ერთიანად აღებული მიმოვიხილოთ, თუ რა ტენდენციებთანაა ასოცირებული:

? როდესაც დაბნელება გადის ურანის ასეთ ასპექტებზე, უნდა ითქვას, რომ ჩვენს თავში აუცილებელია გარკვეული ცვლილებების ჩატარება, რეფორმები იქნება და არაა გამორიცხული, რომ ძირეულიც კი. ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ იქნება სრულიად ნოვატორული და ზოგიერთისთვის უცხო, მაგრამ აუცილებელი. მომდევნო პერიოდების განმავლობაში სოციუმში მოიმატებს თავისუფლებისა და დემოკრატიულობის თემები, ძირითადად, სოციალური კუთხით იქება ახალი მოზღვავებები, ეს შეეხება აგრეთვე ფინანსებს, ადამიანების კარიერულ თემებს, შემოსავალსა და გარკეული კუთხით რეპუტაციასაც. შესაძლოა რეფორმები იყოს მსოფლმხედველობის მხრივ, ადამიანი შინაგანად შეიცვალოს, ასევე შესაძლოა ცვლილება იყოს ოჯახთან, სამშობლოსთან მიმართებითაც.

? რადგანაც ჩვენ დღეს გვაქვს მზე - მარსის ოპოზიცია, გახსოვდეთ, რომ მოიმატებს ენერგია, კომფლიქტურობა, ზოგჯერ გაუგებრობა, თან ისიც გახოვდეთ, რომ მერკური უკანმოძრავია, შესაბამისად ურთიერთგაგება ნაკლებადაა მოსალოდნელი, გირჩევთ, რომ განმარტოვდეთ და საკუთარ თავში დაფიქრეთ, თუ რა არის მოსაშორებელი და რა ახლიდან მისაღები. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აჰყვეთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი მწყობრიდან გამოყვანა, იყავით მეტად ლაღნი და მოშვებულნი, თუ მეტად სასიამოვნო გარემოში გაატარებთ ამ დღეს მით უკეთესი. მზე-ლილითის ოპოზიციამ კი ასევე ლომი-მერწყულის ღერძზე ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შესაძლოა მოიყვანოს ახალი ადამიანები, ახალი პარტნიორები, თუნდაც ბევრს გაულამაზდეს ცხოვრება, მაგრამ მუდამ გახსოვდეთ ერთი რამ, ამ დღეს დაწყებული ნებმისმიერი საქმიანი, თუ სასიყვარულო კავშირი რამდენად იქნება საბოლოოდ მომგებიანი და ჰარმონიული, არაა გამორიცხული კარმული პარტნიორებიც კი გადააწყდნენ ერთმანეთს, ამიტომ ფრთხილად.

რადგან ჩვენ ამ დაბნელებაზე გვექნება და დაემთხვა ურანისა და სატურნის ჰარმონია, ეს ასევე დამატებით ნიშნავს იმას, რომ ძირითადა ფუნდამენტურ ახალ ამბებს უნდა ველოდოთ, რომელიც ხარისხზე, ახლის მიღებასა და საბოლოოდ დამკვიდრებაზე იქნება ორიენტირებული. ეცადეთ, რომ იმედიტიროთ, ძირითადი დრო გაატარეთ ან მარტო, ან იმ გარემოში, რაც თქვენ გიზიდავთ.

❌ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ის ჩემო მეგობრებო, რომ დაბნელებების დროს, არაა სასურველი, რომ ცას ვუყუროთ, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ღამის მანათობელზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგან საკმაოდ ახლოსაა მოსული ფიზიკურად დედამიწასთან და ამავდროულად არც თუ ისე ჰარმონიული ენერგიებით, ამიტომ თუ დიდი ხანი შემორჩებიით გარეთ ან მაგალითად აივანზე და გახედავთ მთვარეს, იმედი მაქვს გაგახსედებათ, რომ დიდი ხნით ყურება არ ღირს და თუ მაინც და მაინც დარჩენა მოგინდებათ, მაშინ თქვენ გაუშვით დადებითი ენერგიები მისი მისამართით, სიყვარული, მზრუნველობა, სიფაქიზე, რაც მთვარის ფუნქციებში შედის ის როლი მოირგეთ დადებითი კუთხით და გაუგაზვნეთ ეს ემოციები ამ უკანასკნელს. კარგი იქნება ვინც იცის მედიტაცია, რომ ამ დროს თუნდაც წარმოდგენაში, როდესაც იქნებით მარტო წარმოიდგინოთ ღამის მანათობელი და ასეც ჩაატაროთ ეს პროცესი.

❌ დაბნელებამდე 2-3 დღით ადრეც მოჭარბებული ენერგია ასევე იგრძნობა, დაბნელების შემდგომ რამდენიმე დღე კვლავ ტოვებს თავის კვალს ეს უკანასკნელი, ამიტომ გირჩევთ რომ სერიოზული საკითხებისგან, დიდი შენაძენებისგან, მოლაპარკებებისგან და სხვა - თავი შეიკავოთ, თუ რა თქმა უნდა, რაიმეში 100%-ით დარწმუნებული არ ხართ, ნაბიჯს ნუ გადადგამთ, ეს თქვენს საქმეზე მთლად დადებითად არ აისახება, ბევრ რამეს საერთოდ გაგრძელებაც კი არ ექნება.

? აღნიშნული, ხდება მერწყული-ლომის ღერძზე,♒♌ სამყაროში ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კანონზომიერების სისტემა, სწორედ ამ პრინციპზეა მორგებული განსაკუთრებული, შესაბამისად, ეცადეთ, რომ ამ ორი ნიშნის - „მთლიანი ღერძის“ სტრუქტურა კარგად შეითავსოთ, შეისისხლხორცოთ და სამყაროსადმი ადექვატური რეფლექსები გამოსცეთ, მერწყული გახლავთ ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენელი, მე-11 სახლის მმართველი, ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ნიშანია, რომელიც მოითხოვს თანასწორობას, რიგითობას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ემპირიულობას - მისი ოპოზიციური წარმომადგენელი იმპერატორის სახით კი არის ნიშანი, რომელიც არანაკლებ ინდივიდუალისტია, მაგრამ მართავს და განაგებს, სიყვარულს, დიდებას, პოპულარობას, პრესტიჟს, ბავშვებთან ურთიერთობას, მაღალ ადგილებს, მიღწევადობას, ხელმძვანელობას, ამიტომ ამ პერიოდებში, თქვენ უნდა შეეცადოთ, რომ შეძლოთ ამ ყველაფრის ზუსტი ინტერპრეტაცია, თუ ამას დაამახინჯებთ და არასწორად გაიგებთ, შესაბამისად სამყარო მიგითითებთ ზოგიერთს მკაცრად, რომ რაღაც გაქვთ შესაცვლელი, უნდა იყოთ პატიოსანი მოთამაშე, როცა საჭიროა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინოთ, როცა იქნება ვითარება რიგიც დაიცვათ, ეცადეთ თქვენს გულებში იყოთ თავისუფალი და ამ თავისუფლებას ყველგან და ყველაფერში ნუ დაიძებთ, ჯერ თქვენს შიგნით იყავით დამოუკიდებელნი და მერე სხვაგან, რადგან სამყარო ჯაჭვია და ნუ ცდილობთ რომ ეს უკანასკნელი თქვენ მოგერგოთ, ჯერ თქვენ ისწავლეთ მორგება და სამყარო რაც დასანახია იმას დაინახავს და დაგიფასებთ კიდეც. გამოხატეთ მეტი სიყვარული, ემოცია, იყავით ხელგაშლილნი, გიხაროდეთ სხვისი წარმატების და წინსვლის, ნურავის გააქილიკებთ, შემოწმდება ამ ხანებში მეგობრობაც და პირად ურთიერთობების (სიყვარული-მეგობრობის) ღერძი იტვირთება, ამიტომ ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენა და ამბავი გველის წინ და ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს გამოცდის ჩაბარება, ბევრი ტრანსფორმირდება. აგრეთვე, შეხედეთ თქვენს კვანძებს, თუ რომელიმე კვანძთან გაქვთ მაჟორილი ასპექტი, პერიოდი ორმაგად საყურადღებოა.

✅ ყველაფერთან ერთად, მაქვს ერთი თხოვნა, ძალიან გამიხარდება და თქვენთვისაც კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ. ბევრ ადამიანს აქვს სხვადასხვა რჩევები, მე კი ჩემსას მოგახსენებთ . . . ზუსტად დაბნელების დრომდე - ე.წ. „პიკამდე“ რამდენიმე წუთით ან ერთი საათით ადრე, როდესაც მობრძანდებით სამსახურებიდან თუ სხვა . . . განმარტოვდით, კარგი იქნება თუ შუქს ჩააქრობთ და ესაუბრეთ თქვენს თავს, გადახედეთ განვლილ პერიოდს, რადგან დაბნელებებს შორის დერეფანია ახლა, სულ მალე ხომ მზის დაბნელება გვექნება, ამიტომ ეს ორი კვირა მრავლისმომცველია . . .

გადახედეთ იმას თუ რა შეგეშალათ, მოდით პატიოსნად ვაღიაროთ, შეიძლება თქვენ სხვა მოატყუოთ, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ გაექცევით არა, თქვენ ხომ იცით თუ რა არის სიმართლე, ამიტომ დარჩით თქვენს თავებთან მარტო, რაც ნერვებზე გშლით ან გრძნობთ, რომ რაღაც ზურგზე გაქვთ აკიდებული ცუდად და ეს გაწვალებთ, შეეცადეთ, რომ თქვათ, აღიაროთ, ამ ყველაფრისგან გათავისუფლდით, ჩამოიშორეთ ეს უარყოფითი, სამყაროს და მის შემქნელს მადლობა უთხარით იმისთვის, რაც გაქვთ და აი შემდგომ კი დასახეთ ის გეგმა, რაც გაქვთ, რაც გულით გსურთ რომ გააკეთოთ, რაც უკვე დიდი ხანია, რომ გინდათ და მის ასრულებას ცდილობთ, მერე კი ერთი სანთელი აანთეთ ხატებთან და უფალს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის ჩემო კარგებო, ბედნიერ პერიოდებს გისურვებთ!

? პატივიცემით!

მსგავსი სტატიები

პირადი რუქა


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ხშირად დასმული კითხვები პირად ასტროლოგიურ...

ახერნარი - Achernar


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და არსობრივად წ...

ურანი - ღმერთის ხმა


ავტორი: იოანე შენგელია სამეფო კარის თამაშები ეს იყო გაელვება. ე...

3 ზოდიაქოს ნიშნის შედარებითი ანალიზი


მთარგმნელი: ქეთი ოდიშელი (Omnia) წყარო ვერძი - დაბლა დახრი...

Via Combusta - ( დამწვარი გზა)


 სასწორის 15 გრადუსიდან- მორიელის 15 გრადუსამდე მონაკვეთი უსიამოვნე...

იუპიტერი (გურუ)


იუპიტერი (გურუ) - დახასიათება ჯიოტიშის (ვედური ასტროლოგიის) მიხედ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff