იშა-კრია

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები
0
0

იშა კრია - სადჰგურუს მედიტაცია წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული იშა კრია - ესაა ძალიან მარტივი ...

isha kriya

იშა კრია - სადჰგურუს მედიტაცია

წყარო

მთარგმნელი: მამუკა გურული

იშა კრია - ესაა ძალიან მარტივი პროცესი, მაგრამ ამავდროულად ძლიერი ინსტრუმენტი. სამი ინგრედიენტი: სუნთქვა, აზრი და გაცნობიერებულობა. თუ მათ საჭირო კომბინაციით იყენებთ, სხეულისა და გონების გამოყენების უნარი საოცრად უმჯობესდება, ისე, რომ სხვა ადამიანებისთვის თითქოს ზე-ადამიანად იქცევით, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან ადამიანურია. საქმე იმაში არაა, რომ ზე-ადამიანი, სუპერმენი გახდეთ, არამედ უნდა გააცნობიეროთ, რომ ადამიანად ყოფნა - ესაა სუპერ. (სადჰგურუ)

ინსტრუქციები

isha3

მომზადება: დაჯექით ფეხებ-გადაჯვარედინებული, ისე, რომ კომფორტულად იჯდეთ. სწორი ხერხემლით. აუცილებლობის შემთხვევაში ზურგი შეგიძლიათ საზურგეს მიაყრდნოთ, მაგრამ თავი სწორად გეჭიროთ.

კრიას შესრულებას სახით აღმოსავლეთის მიმართულებით დამატებითი ეფექტი მოაქვს.

ხელები დაიწყვეთ მუხლებზე, ხელისგულებით ზემოთ. სახე ოდნავ ზემოთ ასწიეთ. დახუჭეთ თვალები და მსუბუქად კონცენტრირდით წარბებს შორის მიდამოზე.

მედიტაცია

მედიტაცია შედგება სამი ეტაპისგან:

პირველი ეტაპი:

isha2

ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, ნელა და ნაზად. ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად აზრობრივად წარმოთქვით: „მე არ ვარ სხეული“. ჩასუნთქვა მთელი ამ აზრის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად აზრობრივად წარმოთქვით: „მე გონებაც კი არ ვარ“. ამოსუნთქვა მთელი ამ აზრის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. გაიმეორეთ ეს ყველაფერი 7-დან 11 წუთამდე.

მეორე ეტაპი:

წარმოთქვით ბგერა „ააააააა“ შვიდჯერ, პირის ფართოდ გაღებით და ყოველ ბგერასთან ერთად ბოლომდე ამოსუნთქვით.

ბგერა უნდა მოდიოდეს ჭიპის ოდნავ ქვემოთ მიდამოდან. აუცილებელი არაა ბგერა ძალიან ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ საკმარისად ხმამაღალი უნდა იყოს იმისთვის, რომ ბგერის ვიბრაცია იგრძნოთ.

მესამე ეტაპი:

განაგრძეთ ჯდომა 5-7 წუთით. სახე ოდნავ ზემოთ დაიჭირეთ და მსუბუქად კონცენტრირდით წარბებს შორის მიდამოში.

ამ პრაქტიკის საერთო დრო 12-18 წუთია, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ უფრო დიდხანსაც აკეთოთ.

მნიშვნელოვანია:

როდესაც იშა-კრიას აკეთებთ, არ მიაქციოთ ყურადღება გონების და სხეულის აქტივობას. რაც არ უნდა მოხდეს თქვენს სხეულში ან გონებაში, უბრალოდ იგნორირება გაუკეთეთ და განაგრძეთ ჯდომა.

პრაქტიკის დროს არ გააკეთოთ შესვენებები, რადგან ეს ხელს შეუშლის ენერგიის გადაწყობას კრიის პროცესში.

კრია მაქსიმალურ ეფექტს მოგიტანთ, თუკი:
- ყოველდღე მინიმუმ 12 წუთი გააკეთებთ მას;
- დღეში ორჯერ 48 დღის განმავლობაში გააკეთებთ (სრული მანდალა ანუ ციკლი), ან დღეში ერთხელ 90 დღის განმავლობაში.

ნებისმიერს შეუძლია დატკბეს ამ კრიით და მისი შედეგებით. უბრალოდ მიყევით ინსტრუქციას, და ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს. ეს ძალიან მარტივი და ეფექტური კრიაა. თქვენ შეგიძლიათ შეახსენოთ საკუთარ თავს: „მე არ ვარ სხეული... მე გონებაც კი არ ვარ“ - ნებისმიერ დროს მთელი დღის განმავლობაში.

დახმარების სახით კრიას შესრულებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო ინსტრუქცია, თუმცა პრაქტიკის შესრულება ვიდეოს გარეშეც შეგიძლიათ.

ვიდეო ინსტრუქცია (4:10 წუთიდან):

მსგავსი სტატიები

სავარჯიშოების კომპლექსი თვალების სეგმენტის კუნთოვანი ჯავშნის მოსახსნელად


ავტორი: მამუკა გურული იმისთვის, რომ გაერკვეთ, თუ რას ნიშნავს კუნთო...

რბილი მზერა


ავტორი: მამუკა გურული "რბილი მზერა", ანუ იგივე "რბილი ...

„ხუთი ტიბეტელი“ - გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშების კომპლექსი


 ავტორი: ლი ლა  ხუთი ტიბეტელის ვარჯიშების კვლევას მივყავ...

ოქროსფერი სინათლის მედიტაცია


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ოქროსფერი სინათლის მე...

შავი ხვრელის მედიტაცია


ავტორი: მამუკა გურული მედიტაცია კეთდება დღეში ორჯერ: დილით 30-40 წ...

გადახედვა (სტალკინგის პრაქტიკა)


 ავტორი: მამუკა გურული გადახედვის პრაქტიკა ინდიელების მაგიურ ...

იშა-კრია


იშა კრია - სადჰგურუს მედიტაცია წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff