ოშო - ნადაბრამა მედიტაცია

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები ოშო
0
0

ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ნადაბრამა – ესაა გუგუნის მედიტაცია. გუგუნისა და ხელ...

osho nadabrahma meditation 1st stage

ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი"

ნადაბრამა – ესაა გუგუნის მედიტაცია. გუგუნისა და ხელების მოძრაობის შედეგად თქვენი კონფლიქტში მყოფი ნაწილები რეზონანსში შევლენ ერთმანეთთან და ჰარმონიას მოიტანენ მთელ თქვენს არსებაში. და შემდეგ, როდესაც სხეული და გონება ბოლომდე ერთად იქნებიან, თქვენ «დაუსხლტებით მათ მარწუხებს» და ორივეს მოწმე გახდებით. და ამ გარედან მყოფ მოწმედ ყოფნა სიმშვიდეს, სიჩუმეს და ნეტარებას მოგიტანთ. მედიტაცია გრძელდება ერთი საათი.

«ამრიგად, ნადაბრამაში გახსოვდეთ შემდეგი: ნება მიეცით სხეულს და გონებას, რომ ბოლომდე გახდნენ ერთი მთლიანი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ მოწმე უნდა გახდეთ. დატოვეთ ისინი, წყნარად, თანდათანობით, უკანა გასასვლელით, ბრძოლის გარეშე» ოშო.

ინსტრუქცია:

მედიტაცია გრძელდება ერთი საათი და შედგება სამი სტადიისგან. თვალები დახუჭულია მთელი მედიტაციის განმავლობაში.

პირველი სტადია: 30 წუთი

დაჯექით მოხერხებულად თვალებდახუჭული და ტუჩებმოკუმული. დაიწყეთ გუგუნი იმდენად ხმამაღლა, რომ სხვებს ესმოდეთ, და შექმენით ვიბრაცია თქვენს სხეულში. შეგიძლიათ მოახდინოთ ცარიელი მილის ან ჭურჭლის ვიზუალიზაცია, რომელსაც მხოლოდ გუგუნის ვიბრაცია აღავსებს. პიკი მაშინ დადგება, როდესაც გუგუნი თავისთავად გაგრძელდება, თქვენ კი მსმენელი გახდებით. ისუნთქეთ ჩვეულებრივ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ჟღერადობის დონე ან ამოძრაოთ სხეული ნელა და რბილად, თუკი მოისურვებთ.

მეორე სტადია: 15 წუთი

ეს სტადია იყოფა ორ ნაწილად თვითოეული შვიდ-ნახევარი წუთი. პირველ ნაწილში აკეთეთ ხელების წრიული მოძრაობები, ხელისგულებით ზემოთ, თქვენგან გარე მიმართულებით. ჭიპიდან დაწყებული, ორივე ხელი წინისკენ მოძრაობს და შემდეგ ერთმანეთს შორდება, აკეთებს რა ორ დიდ წრეს მარჯვნივ და მარცხნივ ისე, რომ ერთმანეთს სარკისებურად აირეკლავს. მოძრაობა ისეთი ნელი უნდა იყოს, რომ ხანდახან მოგეჩვენოთ, თითქოს იგი საერთოდ არ იყოს. იგრძენით, რომ სამყაროს აძლევთ ენერგიას.

შვიდნახევარი წუთის შემდეგ, როცა მუსიკა შეიცვლება, ამოატრიალეთ ხელები ხელისგულებით ქვემოთ და დაიწყეთ მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით. ახლა ხელები ჭიპის მიმართულებით იმოძრავებენ და სხეულის გვერდებისკენ დაშორდებიან ერთმანეთს. იგრძენით, რომ ღებულობთ ენერგიას. ისევე, როგორც პირველ სტადიაში, ხელს ნუ შეუშლით თქვენი სხეულის რბილ და ნელ მოძრაობებს.

მესამე სტადია: 15 წუთი

დაჯექით აბსოლუტურად ჩუმად და უძრავად.

ვიდეო-ინსტრუქცია

მუსიკა მედიტაციისთვის

მსგავსი სტატიები

8 რამ, რაც დილის 8-მდე უნდა გააკეთოთ


მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე წყარო დილით, ბევრ ჩვენგანს, ისიც კი ა...

„ხუთი ტიბეტელი“ - გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშების კომპლექსი


 ავტორი: ლი ლა  ხუთი ტიბეტელის ვარჯიშების კვლევას მივყავ...

იშა-კრია


იშა კრია - სადჰგურუს მედიტაცია წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ი...

პირველი მანდალა - სხეულში გამოღვიძება (ახალი ჯგუფი)


მეგობრებო, ჩვენი აუდიტორიის თხოვნით კვლავ გთავაზობთ მაგმას ...

ჯიბერიში - ოშოს მედიტაცია


ავტორი: მამუკა გურული ჯიბერიში არის მედიტაციის კათარზისული ტექნიკა...

ოქროსფერი სინათლის მედიტაცია


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ოქროსფერი სინათლის მე...

დამიწების მედიტაცია


ინტერვიუ ქალბატონ შორენასთან

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff