სიცილის მედიტაცია

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები
0
0

 ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი"  მთარგმნელი: მამუკა გურული  ყოველ ...

laugh

 ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი"

 მთარგმნელი: მამუკა გურული

 ყოველ დილით, სანამ ადგებით, სანამ თვალებს გაახელთ, კატასავით გაიზმორეთ, სხეულის ყოველი ფიბრათი გაიზმორეთ. 3 ან 4 წუთის შემდეგ ჯერ ისევ დახუჭული თვალებით დაიწყეთ სიცილი. 5 წუთის განმავლობაში უბრალოდ იცინეთ. თავიდან ამას „გააკეთებთ“, შემდეგ კი მალე თქვენი მცდელობები ნამდვილ სიცილს გამოიწვევენ. დაკარგეთ თავი სიცილში. შესაძლოა ამას რამდენიმე დღე დასჭირდეს, სანამ ეს მართლა მოხდება, რადგანაც ჩვენ სრულიად გადავეჩვიეთ ამ მოვლენას, მაგრამ რამდენიმე დროის შემდეგ ეს თვითნებური გახდება და თქვენი დღის მთელ ბუნებას შეცვლის.

 მათთვის, ვისაც სირთულეები ექმნება ტოტალურ სიცილთან დაკავშირებით, ან მათთვის, ვინც გრძნობს, რომ მათი სიცილი ყალბია, ოშო შემდეგ მარტივ ტექნიკას გვთავაზობს:

 დილით ადრე, სანამ რამეს შეჭამთ, დალიეთ თითქმის მთელი გრაფინი წყალი - თბილი მარილიანი წყალი. დალიეთ იგი ჩქარა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ ბევრის დალევას.

 შემდეგ უბრალოდ დაიხარეთ და ახველეთ, რომ წყალი უკან გადმოიღვაროს. ეს იქნება წყლით ღებინება, და იგი გაწმენდს გამტარ გზებს. მეტი არაფრის კეთება არაა საჭირო. გამტარ გზებში ბლოკია, ამიტომ როცა სიცილი გინდათ, იგი სიცილს აჩერებს.

 იოგაში - ეს აუცილებელი პროცედურაა. მას „აუცილებელ განწმენდას“ უწოდებენ, იგი კარგად წმენდს, კარგ გამტარობას უზრუნველყოფს, და ყველა ბლოკს ხსნის [სინამდვილეში ამ დროს ძირითადად ბლოკები იხსნება ზედა სეგმენტებში - გულ-მკერდის ზემოთ (მთარგნ. შენიშვნა)]. შედეგად თქვენ მთელი დღის განმავლობაში იგრძნობთ სისუფთავეს და დატკბებით ამით. სიცილი და ცრემლები, და თქვენი მეტყველებაც კი ყველაზე ღრმა ცენტრიდან წამოვა.

 აკეთეთ ეს 10 დღის განმავლობაში და ყველაზე კარგი სიცილი გექნებათ.

 მედიტაცია — ეს წამალია. იგი მართლაც წამალია, ასე რომ დაივიწყეთ თქვენი პრობლემები და იმოძრავეთ მედიტაციაში.

 

მსგავსი სტატიები

„ხუთი ტიბეტელი“ - გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშების კომპლექსი


 ავტორი: ლი ლა  ხუთი ტიბეტელის ვარჯიშების კვლევას მივყავ...

რბილი მზერა


ავტორი: მამუკა გურული "რბილი მზერა", ანუ იგივე "რბილი ...

იშა-კრია


იშა კრია - სადჰგურუს მედიტაცია წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ი...

ოქროსფერი სინათლის მედიტაცია


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ოქროსფერი სინათლის მე...

სავარჯიშოების კომპლექსი თვალების სეგმენტის კუნთოვანი ჯავშნის მოსახსნელად


ავტორი: მამუკა გურული იმისთვის, რომ გაერკვეთ, თუ რას ნიშნავს კუნთო...

დამიწების მედიტაცია


ინტერვიუ ქალბატონ შორენასთან

სიცილის მედიტაცია


 ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი"  მთარგმნელ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff