8 ვექტორის მოკლე აღწერა

Admin
ვექტორული ფსიქოლოგია
0
0

 ავტორი: ვ. იუნევი  წყარო: www.svp.ge  ამ ტექსტის გაცნობამდე გირჩევთ გაეცნოთ შეს...

 ავტორი: ვ. იუნევი

 წყარო: www.svp.ge

 ამ ტექსტის გაცნობამდე გირჩევთ გაეცნოთ შესავალს ვექტორულ ფსიქოლოგიაში

თვით-დიაგნოსტიკის შემთხვევაში გაითვალისწინეთ:

- ვექტორულ კომბინაციებში (ერთდროულად რამოდენიმე ვექტორის არსებობის შემთხვევაში) ფსიქოტიპის მუშაობის მოდელი მნიშვნელოვნად იცვლება (გაეცანით ლექციებს ვექტორული კომბინაციების შესახებ).

- დღეს ადამიანთა უმეტესობას აქვს ერთდროულად რამოდენიმე ვექტორი (საშუალოდ 4-6).

- ნებისმიერ ადამიანს აქვს მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი.

- ვექტორული კომბინაციის გარდა ადამიანის ფსიქოტიპზე გავლენას ახდენს სხვა პარამეტრებიც: ტემპერამენტი, სქესი, არქეტიპი, ასაკი, ნაციონალური მენტალიტეტი, ოჯახური თუ სოციალური დაშენებები, სტრესები, დაზიანებები და ა.შ.

- ერთდროულად რამოდენიმე ვექტორის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს სცენარი (წამყვანი ვექტორული კომბინაცია).

 (ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე...)


 

1. კუნთის ვექტორი

რაოდენობა - ადამიანების 38% (სხვა ვექტორებთან კომბინაციაში 98%)

მიეკუთვნება - სივრცის მეოთხედს

 ფუძე - მატერია.

ფუნქცია - ცოცხალი ნივთიერების შენარჩუნება სხეულში (ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა). ფიზიკური მუშაობა მშვიდობიანობისას და მკვლელობა ომის დროს

 [თვისებები, რომლებიც ქვემოთაა აღწერილი, ეხებათ  ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ კუნთის ვექტორი აქვთ. სხვა ვექტორებთან კომბინაციაში კუნთური თვისებები მთლიანად ამ ვექტორების სამსახურში დგება და უძლიერებს მათ სურვილის ძალას.(მთარგმნ. შენიშვნა)]

 ყოველ ადამიანს გააჩნია სურვილების ნაკრები, რომლებიც ნაკარნახევია იმ ვექტორების თვისებებით, რომლებიც ვლინდება მასში. მთელი კაცობრიობა - ესაა მკაფიოდ ფუნქციონირებადი სისტემა, რომელსაც თითოეული ელემენტი ავსებს თავისი ბუნებრივი დავალების შესრულებით. კუნთის ვექტორი საკაცობრიო სისტემაში ვლინდება საბაზისო ელემენტად, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლეს და ცხოვრების გაგრძელებას.

 კუნთური ქსოვილი ადამიანის ორგანიზმში არის ჩაკეტილი სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია კანით. კუნთური კორსეტი მტკიცედ იცავს შინაგან ორგანოებს გარეგანი ზემოქმედებისგან. ადამიანის შესაძლებლობა იცოცხლოს, იმოძრაოს და შეეგუოს გარემოპირობებს, დიდადაა დამოკიდებული კუნთურ მასაზე, რომელიც შეადგენს ადამიანური სხეულის ფუნდამენტს.

 ადამიანის სხეული არის ზესისტემური წესრიგის პროექცია, რომელიც არის მკაფიო დემონსტრაცია თუ როგორ მუშაობს კუნთის ვექტორი საკაცობრიო მასშტაბით. კუნთის ხალხი ქმნის ჯოგის მატერიას, ისინი არიან ცოცხალი ნივთიერების ფუნდამენტი. მათი ფუნქციაა შექმნან ერთიანი ჯგუფი და უზრუნველყონ მისი სიცოცხლისუნარიანობა.

 თანამედროვე ქალაქში ერთვექტორიან კუნთებს შეიძლება შევხვდეთ ფაბრიკებსა და ქარხნებში (რიგით მუშად), მშენებლობაზე, იქ სადაც საჭიროა მონოტონური ფიზიკური მუშაობა. სხვა ვექტორულ კომპლექტში კუნთის ვექტორი აქვს პლანეტის მოსახლეობის უმეტესობას (დაახლოებით 98%). კუნთის ვექტორი კომპლიმენტარულია, ის შეერწყმის სხვა ქვედა ვექტორებს, აძლიერებს მათ თვისებებს და ანიჭებს სხეულს დამატებით სიცოცხლისუნარიანობას.

 გარეგნული იერი

ნებისმიერი ვექტორის გარეგნული ნიშნები - ესაა ფასეული მასალა დაკვირვებისთვის. ვექტორის აზრი და ფუნქცია გამოხატულია ადამიანის გარეგნულ იერში. ერთი მხრივ ვექტორის დიაგნოსტიკა შენდება მისი აზრებისა და ფუნქციის გაგებაზე, ამავდროულად გარეგნული გამოვლინება ემსახურება დიაგნოსტიკის დამტკიცებას.

როგორც ცხოვრებაში ისე ჩაცმაში კუნთის ვექტორი უბრალო და უპრეტენზიოა. კუნთისვექტორიანის მისწრაფებაა იყოს ისე როგორც ყველა. კუნთისვექტორიანი ადამიანი ყველაზე კარგად თავს გრძნობს შინ, ნაცნობ გარემოცვაში. ესაა უბრალო ხალხი რომლებიც ცხოვრობენ წყნარი, შეუმჩნეველი ცხოვრებით.
კუნთის ადამიანის ემოციური ფონი ყოველთვის თანაბარია, მაგრამ მისი პოლარობა დამოკიდებულია შინაგან მდგომარეობაზე, რომელიც, როგორც წესი განისაზღვრება გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით. არსებობს კუნთის ვექტორის მხოლოდ ორი მდგომარეობა: მონოტონია და მრისხანება, ანდა სხვანაირად, მშვიდობის და ომის. სწორედ ეს განსაზღვრავს კუნთისვექტორიანის ორ რადიკალურად განსხვავებულ საქმიანობას - მშვიდობიანობისას ფიზიკური სამუშაო და მკვლელობა (მეომარი) ომის მდგომარეობაში.
ერთვექტორიანი კუნთის ადამიანი ძნელად აყალიბებს თავის აზრებს, ვერ განავრცობს. მისი ინტერესების სფეროა სხეულის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება: ჭამოს, სვას, ისუნთქოს, დაიძინოს. კუნთი იღებს სიამოვნებას მონოტონური, მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებით. მძიმე შრომით იღებს საკვებს როგორც თავისთვის, ისე მთელი ჯოგისთვის.

სახეობრივი როლი

კუნთის ვექტორის ძირითადი საკაცობრიო როლია - ჯგუფის ფიზიკური სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა. მშვიდობიან დროს კუნთი ასრულებს მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, მოიპოვებს საკვებს, ომის დროს კი კლავს მტრებს, ეხმარება თავის ჯგუფს გადარჩენაში. კაცობრიობის არსებობის მანძილზე კუნთის ვექტორის როლი თითქმის არ შეცვლილა.

პირველყოფილ ფაზაში კუნთის ვექტორი პასუხისმგებელი იყო ეწარმოებინა ადამიანის სხეულები, ახალი ელემენტები ჯოგისთვის, ჯოგის გამრავლებისთვის. ასევე კუნთის ვექტორი კანური და ურეტრალური საზომის ხელმძღვანელობის ქვეშ, ითვისებს ახალ სასიცოცხლო სივრცეებს. საფრთხის დროს როცა მოსალოდნელია გარე აგრესია, კუნთისვექტორიანები საკუთარი სხეულით იცავენ ჯოგის უსაფრთხოებას.

ახლაც კუნთის ვექტორის როლი იგივეა. ტექნიკურმა პროგრესმა კუნთისვექტორის მოქმედება უფრო რთულ გარემოში: დანადგარებთან, საამქროს მოწყობილობებთან. ესეც იგივე, მძიმე ფიზიკური, მონოტონური სამუშაოა, რომელიც მოიტხოვს კუნთური საზომით მოქმედებას.

აზროვნება

კუნთის ადამიანის აზროვნების კატეგორიაში არ არის ,,მე". ის შეიგრძნობს სრულ შერწყმას მის გარემომცველ ადამიანებთან, ერთობას, გადაჯაჭვულს საერთო ცხოველურ სურვილებთან და ბაზისეულ ფიზიკურ მოთხოვნილებებთან - ჭამა; სმა; სუნთქვა; ძილი. საერთო ,,ჩვენ" - ესაა ღრმა ფსიქიკური შეგრძნება.

კუნთისვექტორიანთა შერწყმა დანარჩენებთან განისაზღვრება საერთო საარსებო სივრცით, რომელშიც ცხოვრობს მათი ჯოგი. ერთიან განუყოფელ კოლექტივად, ერთვექტორიანი კუნთის ადამიანები ერთად ღებულობენ საკვებს, ერთად მუშაობენ, ერთად ძინავთ, ერთად ცხოვრობენ. კუნთის ვექტორის გარემოცვა - ესაა ერთიანი, მონოლითური სხეული. თვითონ ის - ერთი ბევრიდან, ამ სხეულის შიგნით, თავს შეიგრძნობს მისგან განუყოფლად. მისი ,,მე" - ესაა გეოგრაფიული ერთობის ცენტრი, ერთიან საარსებო გარემოში, რომელსაც ის ეკუთნის.

კუნთისვექტორიან ადამიანს არ გააჩნია დამოუკიდებლობა აზროვნებაში, მისი აზროვნების კატეგორიები კოლექტიურია. მთელ თავის წარმოდგენებს საკუთარ თავზე ის ავრცელებს სხვებზეც. ნებისმიერ განსხვავებას, რომელიც აღმოცენდება მისი ჯგუფის ფარგლებში, კუნთის ადამიანი ვერ იგებს და არ იღებს. ერთვექტორიან კუნთის ადამიანს არ გააჩნია საკუთარი მოსაზრება: ,,როგორც სხვები იტყვიან, მეც ისე მოვიქცევი!". კუნთური კოლექტივის განსაკუთრებულობა ჩანს გამოთქმაში ,,როგორც სხვები, ისე მე". თუკი ხდება გადახვევა ტრადიციული ნორმებიდან, კუნთის ადამიანს ეს უქმნის დისკომფორტს, ეს მისთვის არაადამიანურია (ნორმა არ არის).

მის აზროვნებას განაპირობებს, გარე ფაქტორების ზემოქმედება. მიდრეკილია ცხოვრების ტრადიციული სტილისკენ. ჩვეულებები და ქცევები ფორმირებული ერთ ადგილზე მცხოვრებ მრავალ თაობაში, იძლევა გარანტიას იცოცხლონ კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში.

ერთადერთი დარდი, რაც შეიძლება კუნთის ადამიანმა ფსიქიკურ დონეზე განიცადოს - ესაა მისი ხელოვნურად მოწყვეტა ერთიანი ჯგუფური სხეულიდან, ეს იწვევს კრიზისს მის აზროვნებაში. კარცერში მოთავსება დასჯის სისტემაში ეფუძნება ქვეცნობიერ ზეწოლას კუნთურ ფსიქიკაზე. ჩვეულებრივ საკანში ყოფნას ის განსაკუთრებულად არ განიცდის, რადგან ახერხებს დაამყაროს სხვებთან (თანამოსაკნეებთან) კუნთური კავშირი და ხდება მათი ერთობის ნაწილი.

ქსენოფობიის გამოვლენა ეფუძნება კუნთურ აზროვნებას. ესაა მიუღებლობა (ვერატანა) ვინმე ან რაიმე უცხოსი, უცნობისა; უცხოს აღიქვამს როგორც გაუგებარს, მიუწვდომელს, და ამიტომ თვლის მას მტრად და სახიფათოდ. კუნთურ აზროვნებაში ყალიბდება კოლექტიური ქსენოფობია გეოგრაფიული ნიშნით, ხოლო შემდეგ სხვა ქცევით მოდელების მიუღებლობა (განსხვავებულის სიძულვილი). ეს გამოვლინება განსხვავდება ნაციონალიზმისგან და რასიზმისგან, ეს არ არის ზიზღი ადამიანის კანის ფერის, გარეგნული იერის, მისი სალაპარაკო ენის, ან მისი ნაციონალური კუთვნილების გამო. აქ არის მისი მიუღებლობა განსხვავებული ქცევის წესის ან გეოგრაფიული კუთვნილების გამო. გავრცელებული გამოვლინება კუნთური ქსენოფობიის გამოვლენისა არის დაპირისპირება უბნებს ან რაიონებს შორის პატარა ქალაქებში - არის ორი კუნთური კოლექტივის დაპირისპირება, რომლებიც დაჯგუფებულნი არიან გეოგრაფიული ნიშნით (ამ შემთხვევაში).

კუნთის ვექტორის აზროვნების მექანიზმი არ განსაზღვრავს ფასეულობათა განვითარებას. არ არის ,,მე" ე.ი. არ არის აზროვნება, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით.

ურთიერთობა

კუნთის ვექტორი გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობისას აბსოლუტურად მოქნილია, მას შეუძლია შეეწყოს ნებისმიერ სიტუაციას. ერთადერთი რაც კუნთის ვექტორიანი ადამიანისთვის (ერთვექტორიანის) ფასეულობას წარმოადგენს - ესაა ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი და არსებობა. თუკი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის დაკმაყოფილება დადგება საფრთხის წინაშე, მაშინ კუნთის ვექტორიანის მოქნილობა გადაიქცევა აბსოლუტურ მოუქნელობად, - მან შეიძლება მკვლელობაც ჩაიდინოს, ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე, უბრალოდ შეასრულებს როგორც ბუნებრივ დავალებას. ერთადერთი ფასეულობა რასაც ერთვექტორიანი კუნთი დაიცავს - არის ერთიანი ჯოგის და საკუთარი სხეულის სიცოცხლე. ყველანაირი სოციალური კეთილდღეობა - იქნება ეს ხელფასი, პრემია, განათლების მიღება და სხვა - ერთვექტორიანი კუნთის ადამიანისთვის არ წარმოადგენენ ფასეულობას, მისთვის მთავარია ქონდეს საკვები და თავშესაფარი. თანამედროვე ქალაქურ ცხოვრებსთან კუნთის ვექტორიან ადამიანებს უჭირთ შეგუება, იმისთვის რომ გადარჩნენ ისინი ერთად სახლდებიან და ერთ კოლექტივად ერთიანდებიან (ერთიან სხეულად). ასეთი ერთი შეხედვით უაზრო ცხოვრება მიუღებელია ნებისმიერი სხვა ვექტორისთვის, გარდა ერთვექტორიანი კუნთისა - იმიტომ რომ ასეთი ცხოვრების წესი საკმარისია მისი მთავარი მოთხოვნილებების (ჭამა; სმა; სუნთქვა; ძილი) დასაკმაყოფილებლად. ისინი მთელი სიცოცხლე ცხოვრობენ კოლექტიურად და მონოტონურად, საფრთხის შემთხვევაში კი ასევე კოლექტიურად ამჟღავნებენ სიბრაზეს.

ურთიერთობაში კუნთის ვექტორიანი ადამიანი 100% და ყოველგავარი კითხვების გარეშე ასრულებს სხვების მიერ მიცემულ ბრძანებებს. მის თვისებებს შორის არ არის უნარი გააანალიზოს, იმსჯელოს, დაეჭვდეს, იფიქროს ბრძანების ეფექტურობაზე. ასეთი ამორფულობა (ამორფულობა - ამ შემთხვევაში თვისებათა არქონა), რომელიც სხვა ადამიანების მიერ აღიქმევა როგორც აზროვნების განუვითარებლობა, სინამდვილეში გამართლებულია ბუნებრივი დავალებით და ვლინდება მის ბაზისეულ (ბაზისეული-ძირითადი) თვისებებში, რომლებიც აუცილებელია კაცობრიობის გადარჩენისათვის.

არმიაში ჯარისკაცთა ურთიერთობა კარგი ილუსტრაციაა კუნთის ვექტორიანი ადამიანების გარემომცველ სამყაროსთან ერთიერთობისა. წოდებით უფროსები გასცემენ ბრძანებას - რიგითები კი უსიტყვოდ ასრულებენ მას: ,,ბრძანება ბრძანებაა" ან უფრო კუნურად ,,თუ გვიბრძანეს ე.ი. ასეა საჭირო". ნებისმიერი საჯარისო ფორმირება კარგად ასახავს კუნთურ ურთიერთობებს: ადამიანთა ძირითადი მასა ასრულებს ,,ცოცხალი სხეულის" ფუნქციას და ემორჩილებიან მეთაურის ბრძანებას.

ერთვექტორიან კუნთის ადამიანს პასიური ლიბიდო აქვს. პარტნიორებს არ ირჩევენ, წყვილდებიან სიტუაციიდან გამომდინარე, ან გარემო პირობების ზეწოლის შედეგად - სწორედ აქედან მოდის სოფლებში ,,გარიგების" (მაჭანკლობის) ტრადიცია. ოჯახის შესაქმნელად კუნთის ვექტორიანს ჭირდება ნათესავებისა და ოჯახის წევრების ლოცვა -კურთხევა, ძირითადად მთელ ცხოვრებას ატარებს მშობლიურ სოფელში, იცავს ტრადიციებს და ამრავლებს ქვეყნის დემოგრაფიულ ფონდს (აჩენს ბევრ ბავშვს). ერთვექტორიანი კუნთი მონოტონიას ავლენს ყველაფერში, სექსშიც კი: არასოდეს იცვლის პარტნიორს, წყნარი ცხოვრება და ბევრი ბავშვი, ასე 8-10 ბავშვი ოჯახში.

მოძრაობა

ერთვექტორიანი კუნთის ადამიანი დამოუკიდებლად არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს, არც ინდივიდუალურად, არც კოლექტიურად. მოძრაობის მიმართულებას მას აძლევენ სხვა ვექტორები. კუნთის ვექტორიანი აბსოლუტურად ვერ ერკვევა ვერაფერში რაც სხეულის მოთხოვნილებებს არ ეხება. ბრაზის მდგომარეობაშიც კი ის საჭიროებს წინამძღოლს, ის ვინც მის ბრაზს მისცემს მიმართულებას.

სხვებზე დამოკიდებულება, მზადყოფნა დააკოპიროს გარშემომყოფთა მოქმედებები, ფსიქიკის უფორმობა და საკუთარი ემოციური შკალის არქონა, კუნთის ვექტორს ხდის მზადმყოფს მოექცეს ნებისმიერის გავლენის ქვეშ. კუნთის ვექტორიანები ემორჩილებიან განუვითარებელ კანის ვექტორიან ჯიბგირსაც, ანალის ვექტორიან მოძღვარსაც და ურეტრალის ვექტორიან ბელადსაც. ამიტომ ერთვექტორიანი კუნთის ადამიანის რეალიზაცია მთლიანად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გარემოში მოხვდება ის (ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა).

 საუკეთესო რეალიზაცია ერთვექტორიანი კუნთის ადამიანისთვის არის ფიზიკური სამუშაო. ერთვექტორიანი კუნთის სპორტული მომზადება უფრო ნაკლებ სარგებელს მოუტანს კაცობრიობას, ვიდრე ფიზიკური სამუშაო (თუ არის კან-კუნთის, ან კან-ანალ-კუნთის კომბინაცია მაშინ პირიქით, ის შეიძლება იყოს ბრწყინვალე სპორტსმენი). ჯგუფისთვის საზიანო იქნება - ფიზიკურად მომზადებული ერთვექტორიანი კუნთი, რომელიც არ არის ჩართული სასარგებლო შრომაში, რადგან ის შეიძლება გახდეს რომელიმე კრიმინალური ბანდის წევრი (მუშაობისთვის მზადმყოფი კუნთი რომელიც არაფერს აკეთებს ზარმაცდება და მუშაობის სურვილს იკმაყოფილებს კრიმინალური ლიდერის ბრძანებათა შესრულებით).

 გარემოს ნებისმიერ ცვლილებაზე კუნთის ვექტორიანი რეაგირებს ერთნაირად - ისე როგორც ასწავლეს ბავშვობაში. მისი რეაქციის სისწრაფე დამოკიდებულია მის ლიდერზე. კუნთის ვექტორიან მეომრებს შეუძლიათ სრულიად გადაეწყონ კანის ვექტორიანი ლიდერის ან ურეტრალის ვექტორიანი ბელადის სიჩქარეზე. იმისთვის რომ ერთვექტორიანმა კუნთის ადამიანმა იმოძრაოს, მას აუცილებლად ჭირდება ყავდეს ხელმძღვანელი ან ერთვოდეს რომელიმე სხვა ვექტორი.

განვითარება

ერთვექტორიანი კუნთის ადამიანების განვითარება ხდება კოლექტიურად, მთლიანი ჯოგის ჩარჩოში. ვითარდება ერთიანი კუნთური სხეული - ჯგუფში ადამიანთა სიმრავლის წყალობით იზრდება ჯგუფის შესაძლებლობები.

კუნთის ვექტორიან ადამიანს არ აქვს თვისებები ისეთი განსაკუთრებული სწავლებების გასაგებად, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მას ყოფილიყო სხვებისგან გამორჩეული. ერთადერთი შინაგანი ცვლილებაა, რომელსაც ერთვექტორიანი კუნთის ადამიანში ხდება მთელი ცხოვრების მანძილზე - ის ხდება ფიზიკურად უფრო ღონიერი. მისი განვითარება ხდება უბრალო და ყოველდღიური სამუშაოს მუდმივად გამეორების ხარჯზე: მუშაობა-ჭამა-ძილი.

 კუნთის ვექტორიანი ადამიანის ცხოვრება ჩაკეტილი პროცესია, ის დღიდან დღემდე იმეორებს ერთფეროვან სამუშაოს, კმაყოფილებას იღებს მუშაობის პროცესიდან და არა მისი რეზულტატისგან. თუკი მიზანი შინაგანად აქვს დასახული - კუნთის ვექტორიანი იმუშავებს ამ მიზნისთვის, ე.ი. გაიმეორებს იმ მოქმედებას რომელიც მიიყვანს მიზნის მიღწევამდე. თუკი მიზანი არაა დასახული - მაშინ კუნთის ვექტორიანი გარშემომყოფთა მოქმედებას და თანდათან ეშვება იმ მდგომარეობამდე რომ ერთიანი ჯოგის ნაცვლად, იცავს მხოლოდ საკუთარ სხეულს, ან სხვანაირად რომ ვთქვათ ხდება მოჩხუბარი.

 დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

ერთვექტორიანი კუნთის ადამიანები იშვიათად ტოვებენ შეჩვეულ ადგილს და გარემოცვას. ისინი ცხოვრობენ კოლექტიურად, მათი ცხოვრების წესი უბრალოა. მათთვის ძნელია თანამოსაუბრეს გააგებინონ საკუთარი აზრი, ურჩევნიათ უჩვენონ ან მიუთითონ იმ საგანზე რომლის შესახებაც საუბრობენ. მათი საუბრის საგანი მარტივია და შეეხება სამუშაოს ან სხეულის მოთხოვნილებებს. გაურბიან სიტყვა ,,მეს" ხმარებას, ურჩევნიათ თქვან ,,ჩვენ". ერთვექტორიანი კუნთის ადამიანები დამყოლები და გულკეთილები არიან, სანამ არ გადადიან ბრაზის მდგომარეობაში. ისინი არიან კარგი მუშები, მეომრები, ისინი მზად არიან დაიცვან ყველა, ვინც მათთან ერთად ცხოვრობს (ყველა ვისაც თავისი ჯოგის წევრად აღიქვამენ). აზრი არ აქვს ერთვექტორიანი კუნთისგან ელოდო ინიციატივის გამოჩენას. კუნთის ვექტორიანები ემორჩილებიან მათზე ძლიერებს, ჭკვიანებს და აქტიურებს, ისინი ბუნებრივად მორჩილები არიან. მთავარი რაც უნდათ ერთვექტორიან კუნთის ადამიანებს - არის საჭმელი და საცხოვრებელი.


 

2. ანალური ვექტორი

რაოდენობა: 25%

მიეკუთვნება დროის მეოთხედს.

ფუძე - წარსული

ფუნქცია - დაგროვება, სტრუქტურიზაცია, სასარგებლო გამოცდილების შენახვა და გადაცემა მომდევნო თაობებისთვის დროში.

 კაცობრიობის განვითარების ყოველი ეტაპი კავშირშია ცოდნის მოპოვებასთან, ახალი ცოდნის განვითარება და ტრადიციების შენახვა, აფორმირებს დროის შემდგომ პერიოდს. კაცობრიობა რომ განვითადეს - აუცილებელია ცოდნა იმისა თუ როგორ დააფიქსირო რეზულტატი. თუ არ გვეცოდინებოდა როგორ დაგვეროვებინა ცოდნა და როგორ გადაგვეცა იგი მომავალი თაობისთვის, ჩვენ ყოველ ჯერზე მუდმივად მოგვიწევდა თავიდან გვესწავლა ურთიერთობა გარემოსთან და ჩვენი ცხოვრება მუდამ ერთი და იგივე სცენარით წარიმართებოდა, ისე როგორც ცხოველებშია.

 განვითარების შედეგის ფიქსირება, ინფორმაციის დაგროვება შემდგომი ეტაპების შესახებ და მისი გადაცემა მოზარდებისთვის - ესაა ფუნქცია დროის მეოთხედის შიდა (წარსული) ნაწილის - ანალური ვექტორის. ამ ვექტორის ფუძეა წარსული. ანალის ვექტორიანი ადამიანები დაჯილდოებულნი არიან წარსულის სწავლის უნარით, დაიმახსოვრონ ყველაფერი რასაც ჩვენ ვუწოდებთ გამოცდილებას, და გადასცენ ეს ინფორმაცია მოზარდებს, ჯოგის მომდევნო თაობას. დაინტერესდეს წარსულით - ესაა ანალური ვექტორის ბუნებრივი დავალება. დავალების წარმატებული რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია,

 1. აითვისოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და გაუკეთოს მას სტრუქტურიზაცია,

 2. რაც შეიძლება ზუსტად გადასცეს იგი.

 ხარისხი - დამახასიათებელი სიტყვაა ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის.

 ანალის ვექტორიანი ადამიანის მიერ არჩეული პროფესიები, როგორც წესი მოითხოვს ცოდნის დიდ მოცულობას და განსაკუთრებულ აკურატულობას მუშაობისას. ესენი არიან მასწავლებლები, ხელსაქმის ოსტატები, კვალიფიცირებული სპეციალისტებ, ტრადიციების შემნახველ-დამცველები და ,,წესრიგის დამამყარებლები" მსოფლიოში. ანალებს ხშირად უყვართ ისტორია. რითაც არ უნდა იყოს დაკავებული ცხოვრებაში ანალის ვექტორიანი ადამიანი, ისტორია, მისი ქვეყნის დიადი წარსული, ასევე მისი ხელობის წარმომავლობა - ამ ყველაფრის ცოდნა დიდ ადგილს იკავებს მის გონებაში.

 გარეგნული იერი

 ერთვექტორიანი ანალი ადამიანის ხასიათის და ვიზუალური შტრიხები ადვილი შესამჩნევია: ფართო გახსნილი სახე, დიდი, ხანდახან ორადგაყოფილი ,,ნებისყოფიანი" ნიკაპი. ხშირად მელოტდებიან. არც ისე მაღალი, ჯმუხი, მკვრივი, საკმაოდ სრული, ძვალმსხვილი. ხშირად მათ მოკლე ფეხები აქვთ (თუ არ ერთვის კანი), რომლებიც ერთი შეხედვით მძლავრები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში მათ ფეხებს არ შეუძლიათ გაუძლონ მძიმე დატვირთვას. ასეთი ფეხების გამო ანალის ვექტორიანი ადამიანების სიარული მოგვაგონებს ,,ბაჯბაჯს" - ისე მძიმედ დადიან თითქოს სხეულის ტარება უჭირთო.

ანალ მამაკაცებს ხშირად უყვართ წვერის მოშვება - ეს არა მხოლოდ მათ მამაკაცურ გამომეტყველებას უსვამს ხაზს, არამედ ასაკსაც მატებს, ეხმარება გამოიყურებობნენ ასაკიანებად, ე.ი. (მათი აზრით) ავტორიტეტულად. ხშირად ანალ მამაკაცებს ასევე უყვართ თავის გადაპარსვა - თუმცა ისინი ბუნებრივადაც სხვებზე ადრე მელოტდებიან. ანალის ვექტორიან გოგონებს უყვართ ტრადიციული, გრძელი ნაწნავების ტარება, ასაკოვან ანალ ქალებს კი - ტრადიციულად, აკურატულად შეკრული ვარცხნილობები, ასევე თავსაფრები. იცმევენ მორიდებულად მაგრამ აკურატულად. უზომოდ სუფთა ტანსაცმელი, იდეალურად დაუთოებული (სტრესისას პირიქით ბინძური დაჭმუჭნული სამოსი აქვთ), შეხამებული სხეულის მოყვანილობასთან. ანალური ვექტორი კლასიკური სტილის ყველაზე ერთგული თაყვანისმცემელია. უპირატესობას ანიჭებენ ნატურალური მასალისგან შექმნილ ნივთებს. ანალური ადამიანის ფსიქიკა მოითხოვს დიდ მოცულობას, თავის საცხოვრებელ სივრცეს ისინი ასევე მასიური დეტალებით აფორმებენ, რომლებთანაც მიჯაჭვულნი არიან მთელი ცხოვრების მანძილზე - ესაა საყვარელი ტყავის სავარძელი, საყვარელი ჩუსტები, საყვარელი საათი მამისგან (სახსოვრად დატოვებული), საყვარელი მანქანა (მაგ: ჯიპი) რაც შეიძლება დიდი ზომის, და საყვარელი კვადრატული ყავისფერი პორტფელი.

ანალის ეროგენული ზონაა მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემა, ხორხიდან ანუსამდე. ზონა დაფარულია სხეულში, ასევე ანალის ვექტორიანი ადამიანი ესწრაფვის დაფაროს ამ ზონის მგრძნობელობა. ანალისვექტორიანი ადამიანი კარგ მდგომარეობაში არასოდეს ამახვილებს ყურადღებას საჭმლის მონელების პროცესზე და არასოდეს ხუმრობს ამ თემაზე (თუ ორალი არ ერთვის). მაგრამ იდეალური მდგომარეობები ფსიქიკისთვის პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ სტრესისას ანალის ვექტორიანი ადამიანები ხშირად იყენებენ ბინძურ, წელსქვემოთ იუმორს.

ანალურ ვექტორს აქვს ბევრნაირი სცენარი, რომლებიც კავშირშია ბუნებრივი დავალებიდან გადახრასთან. ნებისმიერი ჭიდილი ,,დარტყმა გარემოსგან" ძლიერ აისახება მის გარეგნულ იერზე. ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება ვნახოთ ანალები: არააკურატულები, ზედმეტად გასუქებულები, ისეთებიც თავის გარეგნობას მუსკულებით რომ უსვამენ ხაზს, ასევე მორცხვები, დათრგუნულები, ან შეუმჩნევლად წყნარები. გარეგნული იერი - ესაა პროექცია ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა. ყველა გადახრა რომელიც ანალის ვექტორიან ადამიანს აქვს შიგნით, ზუსტად აისახება მის გარეგნულ იერსახეზე.

სახეობრივი როლი

ანალის ვექტორიანი ადამიანის ფსიქიკა ფუნქციონალურად განწყობილია შეგოვებისკენ, ინფორმაციის დაგროვება - სტუქტურიზაციისკენ, შემდეგ კი სხვებისთვის გადაცემისა და პრაქტიკაში გამოყენებისკენ.

ანალური ვექტორის პირველყოფილი როლი იყო ,,ოჯახური კერიის მცველი", ჯოგისთვის შესაფერისი პირობების შენახვა - შენარჩუნება შინ. ანალური ვექტორის მიერ გამაგრებული ზურგი, ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოქმედებების ფონზე, ეხმარებოდა კაცობრიობას დაეზოგა განვითარებისა და ახალი ტერიტორიების ათვისებისთვის საჭირო ენერგია.

განვითარების შემდეგ ფაზაში, როდესაც ყოველდღიური მოქმედებები გართულდა და სწორი მოქმედებების შესწავლა მოითხოვდა დროს, ანალის ვექტორიანი ადამიანი ასრულებდა როლს მასწავლებლის, ხელმარჯვე ოსტატის, ანდა ხდებოდა მეურნე. ამ ეპოქაში გაიზარდა სწავლებების რაოდენობა და მოცულობა. დღეს ანალის ვექტორიანი ადამიანის ფუნქციაა იყოს მის მიერ ამორჩეული საქმის პროფესიონალი, ჩაუღრმავდეს წვრილმანებს და ზუსტად მოერგოს დეტალები.

აზროვნება

 ანალის ვექტორიანი ადამიანის აზროვნება მუშაობს თანმიმდევრულად. თავიდან ის იღებს, აგროვებს ინფორმაციას ცალკეული დეტალების ფონზე. შემდეგ ახდენს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის დაყოფა პატარა კომპონენტებად, და შეითვისებს მოგროვებულ მასალებს ,,საერთოდან ცალკეულამდე" ათვისების პრინციპით. სხვა მოდელით - კომპონენტების ეს განაწილება ხარისხობრივი დახასიათებით, ნაწილდება და ანალიზდება მისი გონების ,,უჯრებში" (განყოფილებებში).

 გარემომცველი სამყარო ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის შედგება დეტალების ნაკრებისგან. ყოველ გამოვლინებას, ცხოვრებისეულ შემთხვევას, დაკვერვების ნებისმიერ ობიექტს ჩასვამს მისთვის განკუთვნილ უჯრედში. გონებაში დეტალების განაწილების თანმიმდებრობა და წესრიგი, დამოკიდებულია ობიექტის ხარისხობრივ მახასიათებლებზე. ანალის ვექტორიანი ადამიანი გაცნობის დროს ხშირად აღნიშნავს თავის პროფესიას ან მოქმედების სფეროს: ისტორიკოსი; მექანიკოსი; იუველირი; მოკლედ ატყობინებს რომ არის განსაზღვრული ხარისხის ადამიანი (აკეთებს საკუთარი ხარისხისა და გამოცდილების ხაზგასმას).

 ობიექტების პირველად განაწილებას გონების ,,უჯრებში" (განყოფილებებში) ახდენს პრინციპით ,,თავისი - უცხო": ანალი ახდენს ნებისმიერი რამის ხარისხობრივ შედარებას საკუთარ ხარისხთან. ანალის ვექრორიანი საკუთარ თავსაც აიგივებს მის მიერ დახარისხებულ განყოფილებებიდან ერთ-ერთთან.

გაანალიზებით ის ყოფს მთლიანობას ნაწილებად, ახარისხებს მიღებულ ინფორმაციას და აფორმირებს ცხრილს. მაგალითად: ანალის ვექრორიანს აქვს რაღაც წარმოდგენა ადამიანებზე, რომლებიც პირობითად მისთვის იყოფიან ცუდებად და კარგებად, თვითონ ის კი მიეკუთვნება კარგებს. მის გონებაში არსებულ განყოფილებებში განაწილებულია მისი ყველა ნაცნობი, მათი განაწილება კი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი აზრი ჩამოუყალიბდა მათზე მათთან ურთიერთობისას.

 პირადი გამოცდილება მათთვის უდავო არგუმენტია. ანალური ზომისთვის სამყაროში დადგენილი და ცხადია. თუ ერთხელ რაიმე გადაწყვიტა, ის ბოლომდე ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩება. მაგ: თუ ის გადაწყვეტს რომ ყველა მისი მეზობელი მატყუარაა, აზრს არასოდეს შეიცვლის.

 ,,განყოფილებების" რაოდენობა გონებაში, ასევე ხარისხობრივი შეფასების გრადაცია და სამყაროს აღქმა, პირდაპირ კავშირშია ანალის ვექტორიანი ადამიანის აზროვნების განვითარების საფეხურთან. სანამ ხდება განვითარების პროცესი - განყოფილებები მის გონებაში დეტალიზდება და წარმოიქმნება ახალი ,,უჯრები" (ანუ ახალი დეტალები) (რაც მეტად ვითარდება მით უფრო მასშტაბურია მისი დახარისხების მექანიზმი). ზრდასრული ანალის ვექტორიანი ხაზს უსვამს იმას რისი ათვისებაც შეძლო: მისი გონებრივი ცხრილი უკვე ფორმირებულია და ყველა მოვლენა დახარისხებულია. აზროვნების განუვითარებლობა ანალის ვექტორიანში გამოიყურება როგორც უხეში დაყოფა ცუდად და კარგად, მხოლოდ შავად და თეთრად (ყოველგვარი გრადაციის გარეშე). ეს წარმოშობს კატეგორიულობას და წინააღმდეგობრიობას. განუვითარებელი ანალები პრინციპულად იცავენ თავის გონებადახშულ თეორიებს: ყველა დედაკაცი სულელია; ყველა დიზაინერი გეია; ჩემი ნაცია ყველაზე საუკეთესოა და ა.შ.

 უმაღლესი განვითარება ანალური აზროვნების - არის სტრუქტურული, დეტალური ცოდნა, პროფესიონალიზმი და ფაქიზი გრადაცია შავსა და თეთრს შორის.

 ურთიერთობა

 ურთიერთობის თვისებები ეწოდება ვექტორის თვისებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე თუ როგორ გამოავლენენ საკუთარ თავს ჯგუფში ადამიანები სხვა ადამიანებთან მიმართებაში, იურთიერთებენ განსხვავებულ ადამიანებთან და პარტნიორთან.

 ანალის ვექტორიანი ადამიანი გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობს გათანაბრების პრინციპით: როგორც მე მომექცევიან სხვები, ისე მოვექცევი მე მათ. ურთიერთობის მექანიზმი ძალზე უბრალოა. შინაგანი ბალანსისთვის ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის აუცილებელია საპასუხო რეაქცია გარემომცველი სამყაროდან. ამ რეაქციის არსი კი შეიძლება სხვადასხვა იყოს.

 თუკი გარე იმპულსს შეაფასებს პოზიტიურად, ანალის ვექტორიანს უჩნდება მადლიერების გრძნობა, ისე რომ თავი შეიძლება უხერხულად იგრძნოს. ნეგატიური იმპულსი კი მასში წარმოშობს წყენას ან შურისძიების სურვილს. საწინააღმდეგო შემთხვევაშიც მექანიზმი ზუსტად ასევე მუშაობს: თუ ცუდად მოიქცა, ცდილობს გამოასწოროს ან უჩნდება დანაშაულის გრძნობა, რომელიც მას ამძიმებს. თუ კარგად მოიქცა, ანალის ვექტორიანი ელოდება მადლობას ან შექებას.

 ანალის ვექტორიან ადამიანს თავისი მდგომარეობები, შეგრძნებები, ნებისმიერი მოცემულობები, რომლებიც მას აქვს, გადააქვს გარე სამყაროზე. მნიშვნელოვანია ისწავლოს ამის სწორად გაკეთება. ანალის ვექტორიანი ადამიანი ნორმალურ მდგომარეობაში აცნობიერებს, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში უნდა იყოს სუფთა და აკურატული. 

აკურატულობა ანალური ვექტორის ძირითადი თვისებაა. ჯგუფის კეთილდღეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სანდოდ და ზუსტად შეუძლია ანალის ვექტორიანს წარსულიდან ინფორმაციის დაკოპირება. ამითომ თავის ყველა გამოვლინებაში ანალის ვექტორიანები ცდილობენ ამ თვისების რეალიზებას.

 ერთვექტორიან ანალებს არ შეუძლიათ ითვალთმაქცონ, მოიტყუონ. მათი ფსიქიკა მოითხოვს სისუფთავეს როგორც ყოფა-ცხოვრებაში, ისე ურთიერთობებში (ტყუილი მათთვის სიბინძურეა). მაგრამ მის ამ თვისებასაც შეიძლება ქონდეს უკიდურესობები: უკიდურესი პედანტიზმი ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ მისწრაფება სიბინძურისკენ. ასეთი მდგომარეობების მიზეზია მათი სურვილი ყველაფრის გათანაბრებისა. ანალური ვექტორის ყველა ცუდი მდგომარეობა - წარმოიშობა გარემომცველი სამყაროსთვის ძველი ვალების დაბრუნების სურვილისას, ესაა გათანაბრების და სამართლიანობის აღდგენის სურვილები. თუკი მათ ბავშვობაში არ ეძლეოდათ საშუალება ბოლომდე მიეყვანათ თავისი საქმე, და ამით შეევსოთ თავიანთი ტვინის ,,უჯრები" (განყოფილებები), ასეთი ანალის ვექტორიანი ზრდასრულობისას გარემოცვას გადასცემს არასრულ ან დამახინჯებულ ინფორმაციას (ის ხდება ფიზიკურად და ფსიქიკურად არც ისე სუფთა ან ბინძური). ანალური სიბინძურე - საკმაოდ ხშირად ვლინდება ჩვენს რეალობაში. ზედმეტი ზეწოლა ბავშვობაში კი პირიქით ხდის მას პედანტს და წვრილმანებზე ზედმეტად დამოკიდებულს, და ის მოითხოვს ყოველი წვრილმანი დეტალის ზედმეტ სიზუსტეს.

 დისბალანსი ურთიერთობებში შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გადახრებით, როგორიცაა უხეშობა, წყენა, დანაშაულის შეგრძნება, მადლიერების გრძნობა ან შურისმაძიებლობა.

 საჭიროა ცალკე გამოვყოთ წყვილში ურთიერთობა, რომელსაც ანალის ვექტორიანი ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ანალის ვექტორიანი ადამიანის ლიბიდო ხასიათდება ორი განსაკუთრებულობით: პირველ შემთხვევაში - ესაა მონოგამია (ერთპარტნიორიანობა). ანალის ვექტორიანის ტვინის ყველა განყოფილება ივსება ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ, და ხელუხლებლად ინახება მთელი სიცოცხლე. ოჯახი, ცოლი ან ქმარი - ანალის ვექტორიანისთვის ასევე ხარისხობრივი მნიშვნელობისაა, რისთვისაც ანალის ვექტორიანის ტვინში ცალკე ადგილია გამოყოფილი. ოჯახს ის ქმნის ერთხელ და სამუდამოდ. მეორე განსაკუთრებულობა - კი არის გაუცნობიერებელი ლტოლვა ნებისმიერი სქესისადმი. ეს განსაკუთრებულობა განსაზღვრავს მის ბუნებრივ შესაძლებლობას იყოს მასწავლებელი, გადასცეს ცოდნა. მაგრამ ზოგიერთ ცუდ მდგომარეობაში სექსუალური რეალიზაცია ხდება წარმმართველი მოტივი (ანალურ ვექტორს აქვს სურვილი გადასცეს ინფორმაცია მომავალ თაობას და როცა ამას ვერ ახერხებს მაშინ უჩნდება სურვილი რომ გადასცეს გენეტიკური ინფორმაცია სპერმის მეშვეობით, ყველას, განსაკუთრებით კი ბავშვებს რაც ხდება პედოფილიის მიზეზი) და მაშინ ხდება გადახრები რაც წარმოშობს ჰომოსექსუალიზმს, პედოფილიას და სხვა სექსუალურ გადახრებს.

 მოძრაობა

 ორი პოლუსი, რომელიც ფიზიკურ სამყაროში განსაზღვრავს მოძრაობის მიმართულებას - ესაა წარსული და მომავალი (დროის მეოთხედი). მომავალი მოშორებულია აწმყოს და ექაჩება ჯოგს მხოლოდ წინ, ხოლო წარსული კი (ანალური ვექტორი) ეწინააღმდეგება ყოველგვარ ცვლილებას. სწორედ ამ ურთიერთდაპირისპირებულობისგან წარმოშობს იმ გზას რომელზეც მოძრაობს ყოველი ჩვენგანი. გასაგებია, რომ რეალურად ჩვენ მოძრაობა შეგვიძლია მხოლოდ წინ, მხოლოდ მომავლისკენ, ამავე დროს ყოველთვის საჭიროა დაძვლიოთ წარსულის წინააღმდეგობა.

 ანალური ვექტორი ფსიქიკურად საერთოდ უმოძრაოა. ის მოძრაობს სხვებთან ერთად მაგრამ მძიმედ და ტლანქად. ფაქტიურად ანალურ ზომას მიათრევს მთელი კაცობრიობა. ზუსტად ასევე ანალის ვექტორიანი ადამიანი არაა განწყობილი მოძრაობისთვის, მაგრამ თუ მოძრაობს, ამას აკეთებს ძალიან ნელა და ზანტად, ისიც მაშინ თუ გარემოება აიძულებს. მისი მოძრაობის სიჩქარე ყოველთვის ჩამორჩება ჯგუფისას. ეს ნიშნავს, რომ ყველა ცვლილებას და სიახლეს, კაცობრიობის ყველა მიღწევას ანალის ვექტორიანი ადამიანი ითავისებს ყველაზე ბოლოს.

გვერდიდან ეს გამოიყურება ისე, თითქოს ანალის ვექტორიანი ადამიანი არ ეძებს სარგებელს, და არაფერს აკეთებს საკუთარი კეთილდღეობისთვის. სინამდვილეში ის თავის საქმეს აკეთებს ერთ ადგილზე, და ელოდება როდის მიირებს მისთვის განკუთვნილ ჯილდოს. როცა ანალის ვექტორიანს მიანიშნებენ, რომ საჭიროა გადადგას რაიმე ნაბიჯი, მიიღოს გადაწყვეტილება, იმოქმედოს - ის ყველანაირად ცდილობს გაექცეც ამას. მისთვის სასურველი მდგომარეობაა - გაუნძრევლად ჩაუღრმავდეს და ,,ფესვები გაიდგას" თავისი მოქმედების სფეროში.

 ანალის ვექტორიანები ძირითადად თავისთვის ირჩევენ პროფესიას, რომელიც მოითხოვს პროფესიონალიზმს და საქმის უწვრილმანეს დეტალებამდე ცოდნას. იდეალური სამუშაო ანალის ვექტორიანისთვის არის მასწავლებლობა, სადაც ის შეძლებს თავისი სახეობრივი როლის შესრულებას, გადასცეს მომავალ თაობას დაგროვილი გამოცდილება და გაიღრმაოს ცოდნა. მისთვის ასევე კარგი ვარიანტია იყოს მთავარი კონსულტანტი რაიმე ვიწროსპეციალობის საკითხებში. ანალის ვექტორიანისგან დგებიან საუკეთესო ხელოსნები - მათზე ამბობენ რომ აქვთ ,,ოქროს ხელები", არიან კარგი მეოჯახეები, მეურნეები, ხელოსნები და სხვა.

 დაუბალანსებელი (ცუდი) მდგომარეობა გვხვდება მოძრაობის დონეზეც. როდესაც ბავშვობაში ანალის ვექტორიანი განიცდის ჭარბ ზეწოლას, ზრდასრულობისას ის ფეხქვეშ მიწაგამოცლილივითაა და ვეღარ ახერხებს თავისი საქმის ნორმალურად კეთებას. ის ვერ აანალიზებს სწორად საკუთარ ფასეულობებს, არ შეუძლია საქმის დასრულება და დეტალებში სიზუსტის მიღწევა. ამას ეწოდება ,,დათრგუნულობა": არ შეუძლია საკუთარი ადგილის პოვნა და იმის დამტკიცება, რომ მისი ადგილი ნამდვილადაა ჯგუფში. ამ დროს სიღრმისეულის ნაცვლად ზერელე ცოდნა აქვს და მტკიცე მსჯელობის ნაცვლად ზედაპირული მიდგომა ახასიათებს, რაც ხელს უშლის მას განვითარდეს როგორც პროფესიონალი.

 თუ ანალის ვექტორიანს ბავშვობაში გარემოსან ზეწოლის ნაკლებობა ქონდა (ან უყურადღებოდ იყო), მაშინ ზრდასრულობისას მისგან შეიძლება მივიღოთ საშინლად ჯიუტი ადამიანი, ადამიანი-კლდე. ის იცავს თავის მიერ ნათქმამ ყოველგვარ უაზრო წვრილმანს და ავლენს სიჯიუტეს ყველგან და ყველაფერში. ასეთ დროს ხდებიან მოკამათეები, მოუღლელი (არამკითხე) მრჩევლები, თვითკმაყოფილი ჯიუტები რომლებსაც ვერაფრი შეაცვლევინებს აზრს.

 განვითარება

 ანალის ვექტორიანი ადამიანის განვითარებაზე ყველაზე დიდ ზემოქმედებას ახდენს მისი ტემპერამენტი (ტემპერამენტი - ესაა სურვილების შინაგანი ძალა, იმის შესაძლებლობა თუ რა მასშტაბით შეუძლია გამოიყენოს საკუთარი თვისებები). ანალის ვექტორიანი ადამიანის განვითარების სფერო - არის გახდნენ მათ მიერ ამორჩეული ცოდნის ან სწავლების პროფესიონალები. ამ გაგებით უდგებიან ყველაფერს, იღრმავებენ გამოცდილებას, ზედმიწევნით კარგად ათვისებული ინფორმაციის წყალობით, უმაღლეს ხარისხში ასრულებენ ნებისმიერ სამუშაოს. ანალის ვექტორიანი ვითარდება ,,სიღრმისეულად" თავის მიერ ერთხელ და სამუდამოდ არჩეული მიმართულებით. მაგალითად: თუ ერთხელ გადაწყვეტს გახდეს დურგალი, მთელი ცხოვრება იღრმავებს პროფესიონალიზმს ამ საქმეში; ან თუ გადაწყვეტს იყოს ისტორიკოსი, ამოირჩევს შესასწავლად ისტორიის რომელიღაც პერიოდს - და გახდება ამ პერიოდის საუკეთესო მცოდნე და ეცოდინება ყველაფერი უწვრილმანეს დეტალებამდე.

 ანალის ვექტორიანს სხვა ანალის ვექტორიანების გარემოცვაში აქვს რანჟირების ინსტრუმენტი - ესაა ავტორიტეტი. სწავლული ანალების სამყაროში არსებობს ,,ციტირების ინდექსი" - საკუთარი ავტორიტეტის მაჩვენებელად თვლიან როცა შეუძლიათ ციტატის მოყვანა მათ სფეროში მოღვაწე რომელიმე ცნობილი ავტორის ან მეცნიერის ნაშრომიდან, ამით ზომავენ საკუთარ ავტორიტეტს სხვა სპეციალისტებთან მიმართებაში. ასეთი მტკიცებულების მოყვანის მოთხოვნილება სხვებისთვის, ამტკიცებს მის რანგს, რომელსაც მან მიაღწია შეუპოვარი შრომით.

 მექანიზმი რომლითაც ვითარდება ანალის ვექტორიანი, არის მისი შინაგანი ძალა. ნებისყოფა - სწორედ ისაა რაც აიძულებს ანალის ვექტორიანს საფუძვლიანად გაიღრმაოს თავისი პროფესიონალიზმი. ნებისყოფა ეხმარება ანალის ვექტორიანს დაკავდეს ერთფეროვანი სამუშაოთი, ისეთით რომელიც მოითხოვს დიდ მოთბინებას და სიზუსტეს. ნებისყოფის წყალობით ახერხებს პატარ-პატარა წვრილმანებით, შეადგინოს უზარმაზარი ინფორმაციული ცხრილი საკუთარ ტვინში.

 იმოძრაოს ერთი მიმართულებით, გააკეთოს ერთი საქმე ბოლომდე (ნებისყოფის გამოყენებით), ანალის ვექტორიან ადამიანს ეხმარება მიაღწიოს პროფესიულ სრულყოფილებას.

 დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

 ანალური ვექტორი, ერთ-ერთი ყველაზე ადვილად სადიაგნოსტიკოა, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის, ასევე ადვილად დასადგენია მისი მდგომარეობა. შეიძლება განვასხვაოთ ანალი-ბინძური და ანალი-სუფთა, ტაქტიკური და უხეში, მსოფლიოზე ნაწყენია თუ პირადად თქვენზე. მთავარი რაზეც დიაგნოსტირებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს - ესაა რამდენად შეუძლია გამოიყენოს გამოცდილება და რამდენად აქვს უნარი დაიმახსოვროს დეტალები. ანალური ვექტორი ცხოვრობს წარსული დროით: თხოვეთ მას გაიგსენოს რაიმე სასიამოვნო დეტალი ბავშვობიდან, და ის უწვრილმანეს დეტალებში მოგიყვებათ საკუთარ მდგომარეობას.

 


 

3. კანის ვექტორი

რაოდენობა: ადამიანების 24%

მიეკუთვნება სივრცის კვარტელს

ფუძე - ფორმა

 ფუნქცია - ორგანიზება, დაყოფა, შეზღუდვა(შემოსაზღვრა) და კონტროლი.

 ადამიანის სხეული - ესაა მთელი სამყაროს სისტემის გამოსახულება. სხეული, შედგენილი მატერიისაგან, საჭიროებს შემოსაზღვრას(საზღვარს), რომელიც აძლევს მას ფორმას. ასეთი ბუნებრივი ბარიერი ადამიანში არის კანი - ის იცავს კუნთებსაც და შინაგან ორგანოებსაც გარეგანი ზემოქმედებისაგან. ამავდროულად ადამიანის კანი - ძალიან ნაზი(თხელი) ორგანოა: მას შეუძლია რეაგირება გარემოს ნებისმიერ ცვლილებაზე, თავისი მდგომარეობით გადასცემს ინფორმაციას სხეულის დანარჩენ ორგანოებს. კანური ზომა იგივე ფუნქციას ასრულებს საკაცობრიო მასშტაბითაც: შემოსაზღვრავს, აძლევს ფორმას და რეაგირებს გარემოს ცვლილებებზე. კანის ვექტორის ფუძეა - ფორმა. ცვლილება, რომელიც ხდება კაცობრიობის განვითარების პროცესში, საჭიროებს მუდმივ კონტროლს, მკვეთრ კოორდინაციას. კანის ვექტორი ავლენს ორგანიზების საწყისს ერთიანი საკაცობრიო სხეულისთვის. მუდმივი მოქმედების (მოძრაობის) შეგრძნებამომავლისთვის, მუდმივ ტონუსში ამყოფებს კანის ხალხს, ისინი კი თავისი რიგით შემოსაზღვრავენ და ორგანიზებას უკეთებენ მოქმედებას დანარჩენებისთვის.

 კანის ხალხის მიღწევაა პროგრესი სიცოცხლის ყველა სფეროში: ტექნოლოგიაში, საზოგადოებრივ ურთიერთობაში, ბიზნესსა და მოხმარებაში. კანის ვექტორი მიისწრაფვის წარმატებისკენ, ლიდერობისკენ. კონკურენცია - ეს ყველაზე ჭეშმარიტია მისი ცხოვრების სტილისა და აზრების გამოხატვისთვის. კარგ, წარმატებულ რეალიზაციას კანის ვექტორისა, საზოგადოებისათვის მოაქვს სარგებელი - ისინი არიან ბიზნესმენები, ვაჭრობის ორგანიზატორები, გამომგონებლები, ინჟინრები, ტექნიკური ნოვატორები, აი-ტი ტექნოლოგები, ხელმძღვანელები და მმართველები. ადამიანები კანის ვექტორით მიესწრაფვიან მოაწყონ ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტულად, მიიღონ სარგებელი და ეფექტურობა ნებისმიერი ცხოვრებისეული პროცესისგან. კანის ვექტორის ფასეულობები ეყრდნობა მოხმარებაზე და სარგებლის მიღებაზე და დამოკიდებულია ადამიანის განვითარების დონეზე, მისი სურვილია მოიხმაროს, გაიუმჯობსოს და ოპტიმალურად ჩართოს თავი მთლიან, დიდ ჯგუფში.

 გარეგნული იერი

 გარეგნული ნიშნები ნებისმიერი ვექტორისა - ესაა ფარული მასალები დაკვირვებისათვის. ვექტორის აზრი და ფუნქცია გამოხატულია ადამიანის გარეგნული იერით. ერთი მხრივ ვექტორის დიაგნოსტიკა ეწყობა მისი აზრებისა და ფუნქციის გაგებაზე, ამავე დროს გარეგნული გამოვლინება ემსახურება დიაგნოსტიკის დამტკიცებას.

 სინაზე და მოქნილობა, მოძრაობა, ასევე მიდრეკილება თვითშემოსაზღვრისაკენ - მთელი ეს მახასიათებლები კანის ვექტორში ასახავს გარეგნული იერის ნიშნებს. ვექტორის ბუნებაში დევს მოთხოვნილება სწრაფი რეგირების, სწრაფი მოძრაობისა. კანის ადამიანის სხეული, როგორც წესი, შეესაბამება ამის ხარისხს. დაჭიმულები, სპორტულები, ხმელი აგებულებისა - ასე გამოიყურებიან კანის ვექტორის ტიპიური წარმომადგენლები.

 თვითშეზღუდვის შესაძლებლობა ძლიერად ვლინდება კანის ადამიანის საკვებ რაციონზე. განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე და განსაკუთრებული სიამოვნებითაც კი, ის იცავს ყველა შესაძლო დიეტას. ბალანსირებული მდგომარეობისთვის კანურ ფსიქიკაში აუცილებელია სიმსუბუქის შეგრძნება. კანის ადამიანის რეაქცია სტრესზე - ესაა მადის დაკარგვა, უარი კვებაზე. სასიხარულო მოვლენაც, როგორი უცნაურიც უნდა იყოს იწვევს ასეთივე რეაქციას. ამიტომ სხეული მთელი ცხოვრება რჩება მწყობრში, როგორც ქალებში, ისე კაცებში.

 კანის ადამიანებისათვის აუცილებელია მოძრაობა, მათ არ შეუძლიათ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა. თვითდისციპლინის შესაძლებლობა აიძულებს (უბიძგებს) მათ წლობით იყვნენ სპორტით დაკავებული - სირბილი დილაობით, ტანვარჯიში, იოგა, სეირნობა გორგოლაჭებით, მთის თხილამურები - მთელი ეს პოპულარული მეცადინეობები ათვისებულია კანის ადამიანების მიერ. გარეგნული მოწესრიგებულობა, თავშეკავება, გამოისახება ტანსაცმელშიც, მოძრაობაშიც და გამოისახება კანის ადამიანის სახეზეც. მისი პორტრეტი - ესაა მოკუმული, ძაფივით თხელი ტუჩები და ბასრი, მჩხვლეტავი თვალები. ჩაცმის სტილშიც ასევე გამოსჭვივის თავშეკავება ფერებსა და ფორმაში, მაგრამ არა ღირებულებაში. ზოგიერთ მდგომარეობაში კანის ადამიანები იცვამენ ხაზგასმით ძვირადღირებულ ტანსაცმელს, საზოგადოებაში საკუთარი სტატუსის სადემონსტრაციოდ.

 კანის ვექტორის ეროგენული ზონა - არის წყარო განსაკუთრებული კმაყოფილებისა. კანი საჭიროებს მოვლას, ფრთხილ მოპყრობას, ამიტომ კანის ადამიანები სიამოვნებით სარგებლობენ კოსმეტიკური ინდუსტრიის მიღწევებით. სწორედ კანისვექტორიანებმა მოიგონეს სპა სალონებში დასვენება. კანის ადამიანებისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია სხეულებრივი კონტაქტი, მათ ძალიან უყვართ ყველა შესაძლო მოფერება (შეხება), მასაჟები, პროცედურები, აქედან ისინი შეიგრძნობენ ნამდვილ ნეტარებას.

 სახეობრივი როლი

 ვიქტორ ტალკაჩოვის მიერ შემოღებული ტერმინები აღნიშნავს ვექტორის ფუნქციას ჯგუფში. ჯგუფის როგორც სისტემის სიცოცხლე (თვითგადარჩენა) და განვითარება დამოკიდებულია მასში რვავე ზომის (ვექტორის) არსებობაზე, თითოეული ყველადან პასუხისმგებელია თავის დავალებაზე. დამოკიდებულება კაცობრიობის განვითარების ფაზების ცვლილებებზე, ართულებს ვექტორის ფუნქციასაც. ჯგუფის მოძრაობისათვის მომავალში, ერთი მიმართულება ცოტაა, ჯგუფი საჭიროებს ფორმას გარეგნული ორგანიზებისთვის. მისცეს ფორმა მატერიას - სწორედ ესაა კანის ვექტორის ფუძისეული ფუნქცია. ფორმა არა მხოლოდ აორგანიზებს, არამედ გამოყოფს და შემოსაზღვრავს მატერიას, ასევე უზრუნველყოფს კონტროლს. კანის ადამიანის პირველყოფილი ფუნქცია არის - აორგანიზოს ჯოგის მოძრაობა საკვების მოსაპოვებლად (მოსანადირებლად) და შეინახოს მოპოვებული საკვების რეზერვი. ,,მონადირე-ალიმენტატორი“ - ასე ეწოდება კანის ადამიანის პირველყოფილ როლს. მისი შესაძლებლობა (უნარი) სწრაფად გადაადგილდეს, დაიმორჩილოს თავისი სხეული და იარაღი, ეხმარება აორგანიზოს მთელი ჯგუფი. ჯგუფის გადარჩენისთვის აუცილებელია რესურსების ეფექტური გადანაწილება, ეკონომია და დაგროვება რეზერვებისა, სწორედ ამაში მდგომარეობს კანის ვექტორის ძირითადი ფუნქციონალური როლი.

 განვითარების შემდეგ ფაზაში გადასვლა, დაკავშირებულია პირადი კონტროლის გამოვლენასთან. კანური საზომის გავლენის ქვეშ ვითარდება ვაჭრობა, დგინდება ზუსტი საზღვრები. კანის ხალხი პოულობს სარგებელს (გამოყენებას) მიმტაცებლურ (დაპყრობით) ომებში, ახალი მიჭების ათვისებით. მათი მისწრაფება - აკონტროლონ ნებისმიერი პროცესი, ვლინდება საბრძოლო შენაერთის ხელმძღვანელობაში, ბიძნესის ორგანიზებაში - ვაჭრობაში შიგნით და თავისი სამფლობელოების საზღვრებს გარეთ.

 ამჟამად (ჩვენს დროში) კანური ზომა პასუხისმგებელია რომ მისცეს ფორმა საერთაშორისო ურთიერთობებს. კანონმდებლის ფუნქცია კანური ზომით შესაძლებლობას აძლევს საყოველთაო განვითარებას, ერთიანი კანონის (წესის) განსაზღვრით უზრუნველყოს თანაარსებობა ადამიანთა დიდი ჯგუფისთვის.

 აზროვნება

 თვისება, რომელიც განსაზღვრავს გარემომცველი სამყაროს შეთვისებას და წარმოადგენინებს საკუთარ თავს მასში იწოდება აზროვნებად ქვედა ვექტორებში და ინტელექტად ზედებში. განასხვავებენ განვითარევის 4 საფეხურს (დონეს) აზროვნებაში/ინტელექტში, განმსაზღვრელს ადამიანის ფასეულობებისა - არაცოცხალს, მცენარეულს, ცხოველურს და ადამიანურს. განვითარების საფეხური - ესაა თუ რა ადგილი ეკუთვნის ადამიანს საზოგადოებაში, ჯგუფის სიფართე, რომლის ნაწილადაც შეიგრძნობს ადამიანი თავს.

 კანის ადამიანისთვის სამყარო დაყოფილია მკაფიო საზღვრებით: თავის და უცხო ტერიტორიად. კანის ვექტორის აზროვნების არსი - ესაა შესაძლებლობა გათანასწორების, რაოდენობრივი შეფასების, რათა შეადაროს და მიიღოს მეტი. მკაფიო კონტროლისთვის აუცილებელია ყველანაირი საარსებო რესურსების ზუსტი რაოდენობის ცოდნა. სწორედ ასე შენდება კანის ვექტორის აზროვნება: რაოდენობრივი განსაზღვრა ნებისმიერი გამოვლინებისა ცხოვრებაში. გაქვითვა, შეპირისპირება, გათანაბრება, აწონვა, შეფასება, - ეს ყველაფერი არის ერთი და იგივე ინსტრუმენტი კანის ადამიანის აზროვნებაში.

 თავისი პირადი სივრცის აღნიშვნით, კანის ვექტორი ეცდება თავისი თავის შევსებას, რათა მიიღოს რაც შეიძლება მეტი. ეს მისი აზროვნების ძირითადი პრინციპია: როგორ მივიღოთ მინიმალური მოქმედებით მაქსიმალური სარგებელი. ამიტომ ყოველი გამოვლინება გარშემო მისი ხედვით შეფასდება პირადი გამორჩენისთვის, კანისვექტორიანი ადამიანის სასარგებლოდ. სამყარო, რომელშიც არსებობს კანის ადამიანი - ესაა ერთიანი საკაცობრიო მასა, რომლის ნაწილიც მდებარეობს მის ტერიტორიაზე, მისი კონტროლის ქვეშ. ყოველი ადამიანი - ესაა რესურსი დავალების გადასაწყვეტად. სწორედ ასე აღიქვამს გარემოს (გარემოცვას) კანის ვექტორი. მისი აზროვნება - ესაა შესაძლებლობა შეაფასოს რესურსების რაოდენობრივი სარგებელი, შეაჯეროს დანარჩენებთან და გაარკვიოს (გამოთვალოს) პირადი მოგება (გამორჩენა). მუდმივი შინაგანი შეპირისპირება და გათვლა, ლოგიკური მოწყობა და მიზეზების გამოძიება, გარეგნულადაც აჩენს როგორ პრაგმატულად უდგება ნებისმიერ საქმეს ცხოვრებაში, თუნდაც ეს იყოს პროფესიული საქმიანობა, პირადი განვითარება ანპიროვნებათშორისი დამოკიდებულება.

 კანის ვექტორის აზროვნების განვითარება კავშირშია მისი შინაგანი საზღვრების სიფართესთან: თუკი ის მოიცავს ადამიანთა დიდ ჯგუფს, მაშინ სურს დააგროვოს, მიიღოს და ასევე გაუნაწილოს მთელ ამ ჯგუფს, მისი ყოველი წევრის სასარგებლოდ. განუვითარებელი აზროვნება - ესაა როცა არ შეუძლია არავის აღქმა, გარდა საკუთარი თავისა. გათვლა მხოლოდ პირადი სარგებლისთვის და რესურსების პირადისთვის დაგროვება, მინიმალური ძალისხმევით ვლინდება როგორც ბანალური ქურდობა.

 ურთიერთობა

 ურთიერთობის თვისებები ეწოდება ვექტორის თვისებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე თუ როგორ გამოავლენენ საკუთარ თავს ჯგუფში ადამიანები სხვა ადამიანებთან მიმართებაში, იურთიერთებენ განსხვავებულ ადამიანებთან და პარტნიორთან.

 ყოველი კანის ვექტორიანი მოქნილია სულით და სხეულით, როგორც თავად კანი ადამიანის სხეულზე. როგორც კანის ვექტორიანი ტანმოვარჯიშეები და იოგები ხრიან საკუთარ სხეულს, ადემონსტრირებენ საოცარ პლასტიკას და მოქნილობას, ასევე მათი ფსიქიკაც მოქნილია და მუდმივად ცდილობს შეეწყოს გარემომცველ სამყაროში მომხდარ ცვლილებებს. შეიცვალა რაღაც გარშემო და მაშინვე შეიცვლება კანის ვექტორიანიც, რომელიც მუდმივად მზადაა ყოველგვარი ცვლილებებისთვის. თვითკონტროლი და შეპირისპირება კანის ვექტორიანის თავში გამუდმებით ხდება. მსოფლიო ყოველ წამს იცვლება და კანის ვექტორიანიც მუდმივად მზადაა ფეხი აუწყოს ამ ცვლილებებს.

 ყოველი ადამიანი კარგად გრძნობს თუ როგორაა მოწყობილი ურთიერთობები: რაღაც უნდა გავცეთ რომ რაღაც მივიღოთ. მნიშვნელოვანია რომ მიღებული სარგებელი აღემატებოდეს გაცემას. მისცეს სამყაროს თავისი ენერგია, რესურსები, მდგომარეობა, - კანის ვექტორიანს ეს უბრალოდ, სარგებლის მიღების გარეშე, არ სურს, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს რომ პერსპექტივაში მიიღოს უფრო მეტი სარგებელი.

 კანის ვექტორიანი ადამიანის ურთიერთობა მის გარშემომყოფებთან მთლიანად დამოკიდებულია იმაზე თუ რა სარგებელს ელის მათგან. ნაცნობები სარგებლისთვის, მეგობრები კარიერისთვის და ქორწინება ანგარებით - ეს ყველაფერი კანის ვექტორიანის ურთიერთობაა სამყაროსთან და გარემოცვასთან. ადამიანები უპირველეს ყოვლისა ჯგუფისთვის გამოსადეგი რესურსია. ყველაფერი რასაც კანის ვექტორიანი პირველ რიგში აღიქვამს - ესაა ჯგუფი, მისი სიდიდე და სისავსე. ადამიანი კი მხოლოდ ჯგუფის ნაწილია. ვერ აღიქვამს ცალკეულ ადამიანს მაგრამ ხედავს იმ სარგებელს რისი მიღებაც შეუძლია მისგან, კანის ვექტორიანი ამყარებს ურთიერთობებს ასევე ჯგუფის კონტექსტში.

 მისი შესაძლებლობა შეეწყოს გარემომცველ სამყაროში მომხდარ ცვლილებებს გარეგნულად არც ისე სასიამოვნოდ გამოიყურება სხვა ვექტორებისთვის. კანის ვექტორიანი ადამიანი გაქნილია, შეუძლია ნებისმიერი სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს, მოახდინოს სწრაფი რეაგირება, რომ შეძლოს სარგებლის მიღება. კანი ვერ უძლებს ზეწოლას, ამიტომ კანის ვექტორიანი მზადაა იცრუოს, იმლიქვნელოს.

 კონკურენცია კანის ვექტორში ხდება თავისი და სხვისი რესურსების რაოდენობრივი შედარებით. იმის სურვილი რომ ქონდეს სხვებზე მეტი მას აიძულებს იმოქმედოს. ,,კანური სიძუნწიდან" (განუვითარებელი კანის ვექტორიანი ხასიათდება სიძუნწით) მოქმედებაზე გადასვლა იწვევს კონკურენციას. კანის ვექტორიანი ყველა გარშემომყოფს ეჯიბრება.

 მოძრაობა

 მოძრაობის თვისებები არის ვექტორის თვისებები, რომლებიც პასუხისმგებელია მისი მოქმედების და რეალიზაციის სფეროს არჩევაზე, მისი ადგილის განსაზღვრაზე გარემოში (ადამიანის შესაძლებლობა გამოირჩეოდეს ჯგუფში თავისი მოქმედებით სხვებთან მიმართებაში).

 კანის ვექტორიანი მოძრავია ფიზიკურადაც ფსიქიკურადაც. ბავშვობიდანვე არ შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერება და ერთი რამის დიდხანს კეთება. კანის ვექტორიანს ბავშვობაში ხშირად უსვამენ ,,ჰიპერაქტიურის" (ჰიპერაქტიური - ზედმეტად აქტიური) დიაგნოზს. ზრდასრულ კანის ვექტორიანს ფსიქიკურად ასევე ჭირდება გარემოს შეცვლა, მოძრაობა, რაც აიძულებს მათ ხშირად შეიცვალონ მანქანები, სამუშაო, ავეჯი, ქალები და ა.შ. მათ უყვართ ყველაფერი ახალი. ახალი ტელეფონი ყოველთვის ჯობია ძველს, მაშინაც კი თუ ახალ ტელეფონს მხოლოდ ღილაკები აქვს სხვანაირი. თუ გსურთ ასიამოვნოთ კანის ვექტორიანს, აჩუქეთ მას რაიმე ახალი.

 კანის ვექტორიანი ადამიანები ადრენალინის ნარკომანები არიან. ყველაფერი რაც გარისკვას უკავშირდება, ითრევს და დამოკიდებულს ხდის მათ. პარაშუტით ხტომა, რალი, აზარტული თამაშები, - ყველაფერი ეს ანიჭებთ სიამოვნებას, რადგან შესაძლებლობა ეძლევათ სწრაფი რეაგირების და მოქმედების.

 კანის ვექტორიანები სწრაფად ადაპტირდებიან (ადაპტირდებიან - ეგუებიან) ახალ კოლექტივში, ადვილად წყობიან არსებულ კანონებს. კანის ვექტორიანი ადამიანები იღებენ არსებულ თამაშის წესებს და ასევე თვითონვე მიესწრაფვიან რომ დაუწესონ ჯოგს კანონები.

 კანის ვექტორიანები ფსიქიკურად და ფიზიკურად არიან სწრაფები ბუნებრივად, აღიქვამენ რეაქციის სისწრაფეს ისე როგორც ლანდშაფტში წარმატების მიღწევის მთავარ საშუალებას. მათზე სწრაფი მხოლოდ ურეთრალის ვექტორიანია. ანალის ვექტორიანის სიდინჯე კი გამაღიზიანებელია კანის ვექტორიანისთვის. ანალური ვექტორის ბუნების ვერგაგების გამო, კანის ვექტორიანი დედები ხშირად უმახინჯებენ ფსიქიკას თავის ანალის ვექტორიან შვილებს, მუდმივად აჩქარებენ მათ და არ აძლევენ საქმის დამთავრების საშუალებას (რაც თრგუნავს ანალის ვექტორიან ბავშვებს და ისინი ზრდასრულ ასაკში ვეღარ ახარხებენ გახდნონ პროფესიონალები). კანის ვექტორიანი ცოლები ასევე მძაფრად რეაგირებენ ანალის ვექტორიანი ქმრის სიდინჯეზე - ცდილობენ მათ გამოფხიზლებას, დაჩქარებას, რაც შეიძლება ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის გახდეს ინფაქტის მიზეზი.

 კანის ვექტორიანები (განსაკუთრებით ვიზუალურ ვექტორთან ერთად) - არიან კარგი იმიტატორები, მათ შეუძლიათ დააკოპირონ სხვა ადამიანების მოძრაობები (ხოლო ვიზუალებს შეუძლიათ ემოციების კოპირება). სწორედ ამიტომ კანი და ვიზუალი (თუ ორივე აქვს ერთ ადამიანს) არის ის ვექტორები რომლის ქონაც აუცილებელია მსახიობისთვის.

 მოძრაობის დონეზე კანის ვექტორში არსებობს ორი ტიპის გადახრა. პირველ შემთხვევაში კანის ვექტორიანი ადამიანი ხდება ,,ცანცარა" და მუდმივად ფიქრობს რომ რაღაცას ვერ ასწრებს ამიტომ სულ ჩქარობს და მაინც მუდმივად აგვიანებს, სულ მოუწესრიგებელია. მეორე შემთხვევაში კანის ვექტორიანი ზედმეტან დარწმუნებულია (თავის ძალებში) თავის სისწრაფეში. ორივე შემთხვევაში უყალიბდება ცხოვრების ნეგატიური სცენარი.

 განვითარება

 განვითარების თვისებები ეწოდება ვექტორის თვისებებს, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის რეალიზაციას მის მიერ არჩეულ სფეროში, (ვექტორის მატარებლის ადგილი შესაბამისობაში ამავე ვექტორის სხვა წარმომადგენლებთან) ასევე მის მონაწილეობას ჯგუფის განვითარებაში.

 კანის ვექტორიანის განვითარების სფერო - ესაა კონტროლისა და თვითკონტროლის თვისებების განვითარება, შემდეგ კი სწრაფი გადასვლა ერთი დავალებიდან მეორეზე.

 თვითონტროლის განვითარება აძლევს საშუალებას აკონტროლოს სხვა ადამიანები. კანის ვექტორის დავალებაა - მისცეს ფორმა მატერიას. ჯგუფის ორგანიზების და კონტროლისთვის კანის ვექტორს აუცილებლად სჭირდება სისწრაფე, იმ მიზნის ზუსტად მისაღწევად, რომელიც დასახულია ურეთრალი ბელადის მიერ. თავისი დავალება რომ შეასრულოს, საჭიროა იცოდეს თუ როგორ აკონტროლოს, აორგანიზოს და შემოსაზღვროს - უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი.

 კანის ვექტორიანის კონტროლის დონე დამოკიდებულია მისი აზროვნების განვითარებაზე. თუ მისი განვითარების დონე დაბალია, მაშინ შეუძლია აკონტროლოს მხოლოდ საკუთარი სხეული. ამ დონეში შედის ცეკვები, აკრობატიკა, ტანვარჯიში, ასევე ის საქმიანობები რომლებიც მოითხოვს ხელების მოქნილობას - ფოკუსების კეთება, შულერობა, ასევე ჯიბის ქურდობა. რათქმა უნდა არ შეიძლება ერთ რიგში დავაყენოთ აზროვნება განვითარებული კანის ვექტორიანი სპორტსმენი და კანის ვექტორიანი ჯიბის ქურდი, მაგრამ ამ მათთვის ხელობათა მიმცემი მექანიზმი ერთი და იგივეა.

 განვითარების მაღალ დონეზე კანის ვექტორიანი სწავლობს არა მხოლოდ სხეულის, არამედ სხვა რესურსების კონტროლსაც: დროის; სივრცის; ენერგიის; ინფორმაციის; ადამიანების. ამიტომ განვითარებული კანის ვექტორიანი ადამიანები არიან შესანიშნავი მენეჯერები; ეკონომისტები; ბიზნესმენები; ინჟინრები; ტექნოლოგები; მმართველები და ა.შ.

 კანის ვექტორიანს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. ფაქტია რომ კანის ვექტორიანის ტვინს შეუძლია სწრაფად გადაერთოს ერთი საქმიდან მეორეზე, ისე რომ არ დაკარგოს კონტროლი დანარჩენი საქმეებისა. თითქოს რამდენიმე ინფორმაციას ერთდროულად გადაამუშავებსო. მხოლოდ კანისვექტორიან ადამიანს შეუძლია ერთდროულად ილაპარაკოს ტელეფონზე, მისცეს ხელქვეითებს დავალებები, რაღაც ჩაიწეროს ბლოკნოტში და იყუროს ფანჯარაში. ასეთი რამ შეუძლია ერთი პირობით: საქმეები რომელსაც აკეთებს უნდა იქოს მსუბუქი და სწრაფი (როგორც თავად კანის ვექტორიანია) და მოითხოვდეს სწრაფ რეაგირებას. რაც უფრო კარგად აკონტროლებს თავს და განკარგავს რესურსებს კანის ვექტორიანი, მით უფრო მაღალი რანგი აქვს სხვა კანის ვექტორიანებთან მიმართებაში და წარმატებულია სხვების თვალში. კანის ადამიანი დაბადებიდანვე განსაკუთრებულად შეიგრძნობს დროს, მითუმეტეს თუ განვითარებულია. მას მაღვიძარაც კი არ ჭირდება - მისი შინაგანი საათი ანიშნებს მას რომ გაღვიძების დროა. განვითარებული კანის ვექტორიანი არასოდეს იგვიანებს და ვერც იმას იტანს როცა სხვები იგვიანებენ. მისთვის დრო ისეთივე მნიშვნელოვანი რესურსია როგორც ფული.

 თუ კანის ვექტორიანი ადამინი ვერ განვითარდა ფსიქიკის ამ დონემდე, ის იტანჯება, იმიტომ რომ კონტროლის მოთხოვნილება კი აქვს მაგრამ იმდენად განვითარებული არ არის რომ ეს შეძლოს. ამ შემთხვევაში კონტროლზე თავის მოთხოვნილების რეალიზაციას ის მოახდენს ურთიერთობის დონეზე, მოახდენს ტოტალურ კონტროლს ოჯახის წევრებზე. მაშინ ოჯახში დაიწყება მუდმივი აკრძალვები (,,არ შეიძლება!"), მისი სისტემა ხდება არა აკრძალვა რაიმე აზრით, არამედ აკრძალვა აკრძალვისთვის. კანის ვექტორიანები ბრწყინვალე მომთვინიერებლები არიან - ,,მოათვინიერონ" თავისი ახლობლები მათ ასევე კარგად გამოუდით. ხშირად განუვითარებელი კანის ვექტორიანებს ზედმეტად სურთ კონტროლი და ხდებიან თავხედი სკანდალისტები, განსაკუთრებით კან-ორალები. ასეთებმა არაფრისგან შეიძლება შექმნან უზარმაზარი სკანდალი და ჩაითრიონ მასში ხალის დიდი მასა.

 თუკი კანის ვექტორიანი ადამიანი ვერ აღწევს საკმარის რეალიზაციას საზოგადოების დონემდე, მაშინ თვითშეზღუდვის მოთხოვნილებას ის მიმართავს საკუთარი სხეულისკენ. ამ მდგომარეობაში ის ხდება მიდრეკილი დაიცვას დიეტები; გამაჯანსაღებელი შიმშილობები; სხვადასხვა სუნთქვით პრაქტიკებს (განსაკუთრებით კან-სმენა); თვითგამოწრთობას და ა.შ. სხეულის რესურსების ეკონომიისთვის და ორგანიზმის სისტემათა ეფექექტური გამოყენების მიღწევისთვის, ის იღებს მხოლოდ სასარგებლო საკვებს. ზოგიერთი კანის ვექტორიანი იმდენად ღრმად ეფლობა სხეულის თვითშეზღუდვაში, რომ სექსუალური აქტისთვისაც კი მკაცრ რეგლამენტს აწესებენ. კანურმა შეზღუდვამ მითუმეტეს თუ მას ერთვის ასექსუალი სმენის ვექტორი შეიძლება მიიყვანოს ცელიბატამდე ან სექსის საერთოდ აკრძალვამდე. განვითარებული კანის ვექტორიანი (ბიზნესმენი, მენეჯერი, მეთაური) ძალზე პასუხისმგებლიანია, მას შეუძლია მის ხელთ არსებული რესურსები გამოიყენოს მახსიმალურად სასარგებლოდ, არა მხოლოდ თავისთვის არამედ იმ ჯგუფისთვის რომელიც აძლევს მას რანგს.

 დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

 კანის ვექტორიანი ადამიანი შესამჩნევია თავისი მოქმედების სისწრაფით: სწრაფები, მსუბუქები, მოქმედებისთვის მზადმყოფები, თუკი ეს მათ მოუტანს სარგებელს ან სიამოვნებას. კანის ვექტორიანს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დროსთან: ის ან ძალზე პუნქტუალურია ან ყველგან აგვიანებს. ფული მეტისმეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ისინი ძალიან ძნელად ასესხებენ ფულს (თუ ასესხებენ პროცენტით), ეკონომიურად ხარჯავენ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტად მფლანგველები არიან. ფასეულობები რაზეც კანის ვექტორიანი ადამიანი საუბრობს არის - ფული, დრო, წარმატება.

 


 

4. ურეთრალური ვექტორი

რაოდენობა: 5%

მიეკუთვნება დროის მეოთხედს.

ფუძე - მომავალი.

ფუნქცია - კაცობრიობის წაყვანა მომავლისკენ, ბელადობა.

ნებისმიერ გამოვლინებას აქვს მხოლოდ ორი გზა: იმოძრაოს და განვითარდეს ან დეგრადირდეს და დაიღუპოს. კაცობრიობა როგორც სისტემა - არის იდეალურად გამართული ორგანიზმი, განსაზღვრული კანონებით, რომლებიც მუშაობს ლანდშაფთის მუდმივად გართულების ფონზე. სისტემის ნებისმიერი ელემენტი ასრულებს თავის უნიკალურ ფუნქციას. ვექტორთა სისტემაში ურეტრალური (სასქესო) ვექტორის არსია - პასუხისმგებლობა მომავალზე, წაიყვანოს კაცობრიობა წინ, ახალი მიღწევებით და ახალი ტერიტორიების დაპყრობით (ათვისებით).

ბელადის ძირითადი სურვილი - ესაა მიზანმიმართული მოძრაობა წინ უცნობი ტერიტორიებისკენ და ჯოგის თან გაყოლიება, შეუქმნას ჯგუფს (კაცობრიობას) მომავლისკენ სვლის საშუალება. შინაგანი ფოკუსირება ურეტრალი ადამიანის აზრების, ყოველთვის მიმართულია მომავლისკენ - ე.ი. ის შეიგრძნობს ჯოგს არა აწმყოში (არა მის გარეგნულ მდგომარეობას), არამედ იმ პოტენციალურ შესაძლებლობებს რისი მიღწევაც შეუძლია ჯოგს მომავალში. ეს გარედან შეიძლება ჩანდეს როგორც გამოუსწორებელი ოპტიმიზმი, რადგან ურეტრალი ყოველთვის ხედავს მხოლოდ მომავალ გამარჯვებებს, მომართულია ახალი მიღწევებისკენ. ურეტრალური ვექტორის ფუძეა მომავალი, დროის მეოთხედის გარე ნაწილი.

ურეთრალი ადამიანები არც თუ ისე ბევრი იბადებიან (დაახლ: 3-5%) და კიდევ უფრო ნაკლები აღწევს ზრდასრულ ასაკს - მოსახლეობის მხოლოდ 3-5% აქვს ურეტრალური ვექტორი, (დაახლოებით 2/5 პატარა ასაკშივე კვდება ზედმეტად რისკიანობის გამო. 2/5 გადადის სტრესში ან მინუსში.) რომელთაგან ძალიან ცოტა (მხოლოდ 1/5) ახერხებს თავისი ფუნქციის სრულ რეალიზაციას. ადრეული ბავშვობიდანვე ურეტრალები ამოწმებენ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს, მიდიან რისკზე და სპეციალურად იგდებენ თავს სხვადასხვა რთულ და ექსტრემალურ სიტუაციებში. მათი დაუოკებელი ენერგია ხანდახან მიმართულია გაუმართლებელი რისკისკენ რაც მიზეზი ხდება მათი ხშირი სიკვდილისა.

ზრდასრული, რეალიზებული ურეტრალური ვექტორის ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ იოლად აღწევენ სოციალურ სიმაღლეებს - მატერიალურ კეთილდღეობას, მდგომარეობას, მაგრამ მათთვის მთავარი მაინც მათი გარემოცვაა. ურეტრალი ორიენტირებულია თავის გარშემომოფ ადამიანებზე, ჯგუფზე, რომელსაც ის აღიქვამს როგორც ადამიანებს ვისზეც მას (ურეთრალს) ეკისრება პასუხისმგებლობა, ურეტრალი ფიქრობს ჯგუფური კატეგორიებით, ცხოვრობს ჯგუფური ინტერესებით და აღიქვამს საკუთარ თავს ჯგუფთან ერთდ. ურეთრალური ვექტორი დომინირებს გარემომცველ ქვედა ვექტორიანებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ვექტორის თვისებები ყოველთვის მკაფიოდაა წარმოჩენილი, რაც შესამჩნევს ხდის მის მატარებელს.

გარეგნული იერი

არის რამდენიმე მკაფიო შტრიხი გარეგნობაში, რითაც შეგვიძლია გამოვარჩიოთ ურეტრალური ვექტორის მქონე ადამიანი სხვების ფონზე: მუდმივი, მდგომარეობის მიუხედავად (იქნება ეს გასეირნება თუ საომარი ოპერაცია), ფართე, გახსნილი ღიმილი სახეზე, რაღაცით მიმსგავსებული მხეცის ღრენასთან (похожая на звериный оскал). მოძრაობს ხელების ქნევით, ურითმოდ, გახსნილად, მოდუნებულად და თავისუფლად მაგრამ არა მოშვებულ - მოღვენთილად. ერთვექტორიან ურეთრალს აქვს მხურვალე სხეული, ამიტომ ხშირად ზამთარშიც კი გახსნილი ქურქით დადის. მოუწესრიგებელი და არააკურატულია, მაგრამ არა ბინძური. გარეგნობასთან ასეთი დამოკიდებულება არანაირად არ აისახება მის მიმზიდველობაზე. ურეტრალის ვექტორიან ყოველთვის აქვს განსაკუთრებული მიმზიდველობა, საზოგადოება ამას ქარიზმატულობას უწოდებს. ურეტრალის ბუნებრივ სექსუალურობა და მომხიბვლელობა, გამოირჩევა ყველა ქვედა ვექტორისგან.

მთლიანობაში ურეთრალები არ ესწრაფვიან ყურადღება მიაქციონ იმას თუ როგორ გამოიყურებიან. როგორც წესი ურეთრალ ქალებს საერთოდ არ აღელვებთ მოდური ტენდენციები. ურეთრალ ადამიანს თავად შეუძლია გახდეს მოდის კანონმდებელი, თუ რა თქმა უნდა მას ამის სურვილი გააჩნია (თუ ვიზუალური ვექტორი არ ერთვის ურეტრალი არ გახდება დიზაინერი).

 ურეთრალებს ხშირად უყვართ ამაღლებულ ადგილზე ჯდომა, როგორც ტახტრევანზე (სამეფო სკამზე). საკუთარი ბუნებრივი როლის შინაგანი შეგრძნება, პასუხისმგებლობა დანარჩენებზე, აიძულებს მას დაიკაოს ნებისმიერ სიტუაციაში სტრატეგიული მდგომარეობა. ბუნებრივი რანგის შეგრძნება, ბელადის მდგომარეობა, ხსნის მისი მოქმედების მანერასაც და მისი ცხოვრების სტილსაც. ფუფუნების საგნებს მისთვის არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა როგორც სხვებისთვის - მაგრამ მაინც იკრებს მათ (ფუფუნების საგნებს) თავის გარშემო როგორც საკუთარი ძალაუფლების ატრიბუტებს. თუმცა თუ აუცილებელი გახდა ადვილად შეელევა მათ - შეიძლება დაუნანებლად აჩუქოს ძვირფასი ნივთი ისეთ ადამიანს რომელსაც ჭირდება.

 ურეთრალი ადამიანის სახლი - არის როგორც სიმბოლური თავშესაფარი, ნებისმიერს მისი ჯოგიდან შეუძლია იქ თავის შეფარება. ურეტრალი არ მიესწრაფვის პირად კომფორტს ან მყუდროებას. მას ნამდვილი კომფორტი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მის გარემოცვაში ყველაფერი რიგზეა.

სახეობრივი როლი

 ურეთრალი ადამიანის როლი ნათელია: იყოს პირველი, წაიყვანოს თავისი ჯგუფი მომავლისკენ, დაეხმაროს მათ რომ გადარჩნონ დროში. ურეტრალის ვექტორიანი ადამიანის როლი ისტორიის მანძილზე იცვლებოდა კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, და სწორედ ასევე თითოეული ურეთრალის ცხოვრებაში იცვლება მისი აქტივობის პერიოდები - გამრავლებიდან მსოფლიოს დაპყრობამდე.

 პირველყოფილ ეპოქაში კაცობრიობის მთელი ძალისხმევა მიმართული იყო გადარჩენისა და გამრავლებისკენ. წინამძღოლი პირველყოფილ ჯოგში პასუხისმგებელი იყო სასიცოცხლო სივრცის გაფართოებაზე, ახალი მიწების ათვისებაზე ცხოვრების უკეთესი პირობებისთვის და გარე საფრთხეებისგან დაცვაზე. ამის გარდა ბელადი ეწეოდა ფიზიკურ აქტივობას ჯოგის გასამრავლებლად, უზრუნველყოფდა სპერმაით გაუნაყოფიერებელ მდედრებს. ურეთრალი მდედრის როლი პირველყოფილ ფაზაში ასევე იყო სუსტი მამაკაცებისგან (ისეთებისგან რომლებიც მეწყვილის გარეშე იყვნენ) ბავშვების გაჩენა.

 განვითარების შემდეგ ფაზაში დაიწყო ახალი მიწების აქტიური ათვისება და საზღვრების გადანაწილება. გაჩნდა სფეროები სადაც ურეთრალს შეეძლო საკუთარი ძალის გამოჩენა: მებრძოლები; დამპყრობლები; სახელმწიფოს მმართველები; მხედართმთავრები; მეამბოხეები და მეკობრეები (როგორც ქალები ისე კაცები). პირველყოფილი თემები გარდაიქმნენ სახელმწიფოებად - ბელადი კი გარდაიქმნა მეფედ; იმპერატორად.

 დღეისთვის ურეთრალის როლი კავშირშია საკაცობრიო გაერთიანების იდეებთან. ურეტრალმა შეიძლება რეალიზაცია იპოვოს ნებისმიერ საქმეში, რომელიც კავშირშია განვითარებასა და ინოვაციასთან, ასევე საზღვრების მოშლასა და ექსტრემალურ პირობებში მუშაობასთან. განსაკუთრებულ როლს თანამედროვე ყოფაში იძენენ ურეტრალი ქალები - შექმნილია კარგი პირობები, რომ ბუნებრივი რანგი არ იყოს დამოკიდებული ფიზიკურ ძალაზე. დღეს ურეტრალ ქალებსაც და კაცებსაც ჩვენ ვხვდებით: სპორტში; ბიზნესში; მეცნიერებაში; შოუ ინდუსტრიაში, არმიაში; კოსმონავტიკაში და სხვა.

 აზროვნება

 ურეთრალი მთლიან ჯგუფს აღიქვამს როგორც ერთ მთლიან მექანიზმს რომლის თითოეული ელემენტიც თანაბარმნიშვნელოვანია, თითოეული გამორჩეულია საკუთარი პოტენციალით. ყოველი ცალკეული ინდივიდი საჭიროა ჯგუფისათვის: თითოეულს შეუძლია შეასრულოს თავის დავალება და განვითარდეს. განვითარება აუცილებელი მომენტია ურეთრალი ადამიანის აზროვნებისთვის - შეიგრძნობს რა ჯგუფის პერსპექტივებს, მის შესაძლო მდგომარეობას მომავალში, ურეტრალი ხედავს ყოველი ცალკეული ადამიანის სამომავლო პერსპექტივას და მათ გამოსადეგობას ჯგუფისთვის.

 ადამიანის დადებითი ან უარყოფითი პოტენციალიდან გამომინარეობს ურეთრალის მათთან დამოკიდებულება. ყოველი ელემენტი, რომლის გავლენაც სახიფათოა ჯგუფისთვის, დაუოვნებლივ უნდა მოიკვეთოს ჯგუფისგან.

 საკუთარ თავს ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ხედავს ჯგუფისგან ცალკე, ამ მექანიზმის მეთაურად, რომელიც პასუხისმგებელია მთლიანობის განვითარებაზე. ბელადის ფუნქციის მატარებელი ადამიანი დამოუკიდებლად ირჩევს გზას თავისთვისაც და ჯგუფისთვისაც, შეიგრძნობს მოქმედების თავისუფლებას და არაფრითაა შეზღუდული, ისე კი არა თითქოს სისტემის ნაწილი იყოს, არამედ როგორც სისტემის ზემოთ მდგომი. ასეთი ადამიანი ფლობს მასშტაბურ ხედვას, არა ჯარისკაცის, არამედ მხედართმთავრის ხედვას და შეუძლია დაინახოს ჯგუფის ლანდშაფტში გადაადგილების მთლიანი სურათი. ამიტომ მისი ხედვა ყოველთვის წინ უსწრებს მისი გარემოცვისას, ურეტრალი ყოველთვის ფიქრობს ხვალინდელ დღეზე.

 ჯგუფზე დომინირების შესაძლებლობა აიძულებს ბელადს იგრძნოს პასუხისმგებლობა მთელ თავის ჯოგზე. ურეტრალი ადამიანის ყველა ინტერესი - არის ჯგუფის ინტერესები რომელსაც ის ხედავს, ამითომ ცხოვრებისეულ სიამოვნებას მაშინ იღებს როცა დანარჩენებისთვის ცოცხლობს. ნაკლები მასშტაბის სიამოვნებას არ შეუძლია მისი დაკმაყოფილება და ვერ მისცემს მას სრულფასოვან რეალიზაციას.

 ბელადის დავალებაა შეკრას და წაიყვანოს ჯგუფი როგორც ერთიანი მექანიზმი, ისე რომ ყოველი ელემენტი იყოს თავის ადგილზე. ამ ჯგუფის ზომა დამოკიდებულია ურეტრალის აზროვნების განვითარების დონეზე და მისი მომწიფების ხარისხზე. ურეტრალის ვექტორიანი ადამიანი ზრდის პროცესში აგროვებს ძალას თავისი ჯგუფის გასაფართოებლად.

ურეთრალურ ვექტორიანი ადამიანი გარემომცველ ადამიანებს უყურებს ჯგუფისთვის მათი პოტენციური სასარგებლოობის კუთხით. ამას მიყავს იქამდე რომ თავისი ჯოგის ყოველი წევრისადმი ბელადი ხდება ტოლერანტული და სამართლიანი, თუმცა ერთიერთობაში შეიძლება იყოს უკომპრომისოც: ჯოგის განვითარების გზის მისეული ხედვა დაუშვებლად მიიჩნევს კურსიდან გადახვევას. ერთადერთი, რასაც ურეტრალი ადამიანი არ ითმენს - არის რანგის შეურაცხყოფა (დაქვეითება), ე.ი. მის ბუნებრივ როლში ეჭვის შეტანა და ასევე ვინმეს მიერ საკუთარი ინტერესებისათვის ჯგუფის ინტერესების უგულებელყოფას. ასეთ გამოხტომებზე ბელადი ყოველთვის რეაგირებს მყისიერად და მრისხანედ.

 ურთიერთობა

 ურეთრალის ვექტორიანის დამოკიდებულებას ჯგუფთან აყალიბებს მისი შინაგანი მექანიზმი, რომლის საფუძველიცაა ბუნებრივი რანჟირება. ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივია - ჯოგი ბელადს მისდევს როგორც ერთიანი ორგანიზმი. ჯგუფის სათავეში ურეტრალის ვექტორიანი ადამიანის დგომისას ამ ჯგუფის წევრებს უმეტესად აქვთ განცდა რომ საქმე სწორად მიდის და ყველაფერი კარგადაა. ბელადი ბუნებრივად ალტრუისტია (ალტრუიზმი-უანგაროდ გაცემა), მისი მიზანი ის კი არაა რომ ჯგუფისგან სარგებელი მიიღოს, არამედ პირიქით ის მზადაა ასი პროცენტით, სრულფასოვნად ჩააყენოს ჯგუფის სამსახურში თავისი თვისებები, მზადაა მისცეს მათ ყველაფერი რაც გააჩნია, სიცოცხლეც კი. ადამიანი რომელიც თავს შეიგრძნობს ჯგუფის სათავეში, არ საჭიროებს მიითვისოს ამ ჯგუფიდან რაიმე პირადი სარგებლისთვის, არამედ პირიქით, დაინტერესებულია გააფართოვოს ჯგუფი და მოუტანოს კეთილდღეობა მას. სხვა ადამიანები გრძნობენ, რომ ბელადი მოქმედებს არა პირადი არამედ ჯგუფური ინტერესებით, ის ზრუნავს მათზე და არა საკუთარ თავზე, ამიტომაც მიყვებიან მას, რადგან ბელადი (ურეტრალი) ერთადერთია ვინც გრძნობს რა ჭირდება მთლიან ჯოგს. ურეტრალის ვექტორიანი ბელადი გულმოწყალეა თავისი ჯგუფის ყოველი წევრისადმი, თითოეული მათგანი საჭირო და ფასეულია, მათგან ის მოითხოვს მხოლოდ მისი რანგის აღიარებას, რადგან მას ჭირდება საკუთარი დომინანტობის (ბელადობის) შეგრძნება.

ურთიერთობის თვისებები ურეთრალურ ვექტორში განსაზღვრავენ მის შესაძლებლობას მოაწყოს მომავალი საკუთარი მოქმედებებით, გარდაქმნას ჯგუფი და წაუძღვეს მათ სასურველი მომავლისკენ. მიზანი, რომლისკენაც იღებს კურსს ურეთრალის ვექტორიანი, სრულად იმორჩილებს მას და მთლიანად იპყრობს მის ყურადღებას, სწორედ ამიტომ იგი ვერ ამჩნევს წვრილმან დეტალებს. გარეგნულად ეს შეიძლება გამოჩნდეს როგორც მოუთოკავობა და გაუფრთხილებლობა.

ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი არ კონკურირებს სხვებთან, რადგან მას მუდმივად აქვს საკუთარი პირველობის შინაგანი შეგრძნება. მხოლოდ პერიოდულად თავისი ჯგუფით შეიძლება წარმატებულობაში შეეჯიბროს სხვა ურეტრალის ჯგუფს.

 ურეთრალის ვექტორიანი ადამიანის პასუხისმგებლობა წაიყვანოს ჯგუფი წინ ვლინდება მის სექსუალურობაშიც - ბელადი არის პოლიგამი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ერთდროულად ჰქონდეს რამოდენიმე სრულფასოვანი ურთიერთობა. პოლიგამიის თვისება ეხმარება მას მომავალში უზრუნველყოს ჯოგი ახალი ადამიანებით (შვილებით). ურეტრალის ვექტორიან ადამიანებს აქვთ ყველაზე დიდი სექსუალური სურვილი და ყველაზე დიდი სექსუალური მიმზიდველობა საწინააღმდეგო სქესისათვის. ამიტომ ურეტრალის ვექტორიანი მამრი ხშირად ისეთ ქალებთანაც ამყარებს სქესობრივ ურთიერთობას, რომლებსაც არ შეუძლიათ მიიზიდონ სხვა მამრი (წვება მახინჯებთან და ბებრებთანაც), ხოლო ურეტრალის ვექტორიანი მდედრი კი უარს არ ეუბნება სხვა ქალებისგან დაწუნებულ მამაკაცებს და ნაყოფიერდება მათგან. ურეთრალის ვექტორიანების ასეთი შესაძლებლობა მთელ ჯოგს უზრუნველყოფდა მომავალი თაობით.

 თანამედროვე ეპოქაში აღარ დგას გამრავლების განსაკუთრებული საჭიროება (აღარ არის გამრავლების დეფიციტი), ამიტომ ჩვენს დროში ურეტრალური ვექტორის პოლიგამია შემოიფარგლება მხოლოდ სექსით, ბავშვების გაჩენის აუცილებლობის გარეშე. კერძოდ ეს გამოიხატება იმაში, რომ ურეტრალის ვექტორიანმა მდედრებმა, დედობის ნაცვლად, შეიძინეს ნამდვილი წინამძღოლების, ბელადების ფუნქცია.

 ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება ურეთრალის ვექტორიან ადამიანს აძლევს შესაძლებლობას შეასრულოს თავისი სახეობრივი როლი, ე.ი. შექმნას მომავალი მთელი ჯგუფისთვის.

 მოძრაობა

 ურეთრალის საქმიანობა - ყოველთვის მთელი ცხოვრების საქმეა, დიდი მასშტაბისა, რომელიც არაა შეზღუდული ერთი ვიწრო სპეციალობით ან პროფესიით. ურეთრალის საქმიანობა მთელი მისი ჯგუფის საქმეა, ამიტომ რეალიზებული ურეტრალის ვექტორიანი ადამიანი ყოველთვის მეთაური და წინამძღოლია, იქნება ეს ჯარი თუ რაიმე დიდი კომპანია. არჩეული მიმართულებით მოძრაობისას ურეტრალი ყოველთვის ენერგიული და შეუჩერებელია. ის ბუნებისგან დაჯილდოებულია აზროვნების და რეაქციის მახსიმალური სისწრაფით, რომელიც ეხმარება მას რომ იყოს მდგომარეობაზე სწრაფი (შეეძლოს ნებისმიერ შექმნილ სიტუაციაში მყისიერად რეაგირება). ურეთრალის ვექტორიანის აზროვნება არაა შეზღუდული დადგენილი ნორმებით და სტერეოტიპებით, რაც აძლევს მას ისეთ რანგს, რომ შეუძლია იყოს ნოვატორი და გამბედავი გადაწყვეტილების მიღებისას. აზროვნების ასეთი სტილი ურეთრალის ვექტორიან ადამიანს ხდის ძალიან მოქნილს და ეხმარება მას იპოვოს ახალი, უფრო შესაფერისი გზები მთელი ჯგუფის წინსვლისთვის. ერთადერთი რაშიც ის ვერ ავლენს მოქნილობას - ესაა მისწრაფება მიზნისკენ, რომელის მიღწევაც ნებისმიერ ფასად უნდა, ასევე უნდა ბუნებრივი რანგით დარწმუნდეს იმაში, რომ მას თავად შეუძლია უწინამძღოლოს საკუთარ ჯგუფს. ურეტრალის ვექტორიანის მიზნისკენ სვლა ხასიათდება სიტყვებით: ,,მყისიერი", ,,არათანაბარი", ,,რევოლუციური".

 ურეთრალის ვექტორიანი ადამიანი ბავშვობიდანვე სინჯავს შეუძლია თუ არა მიზნისკენ მოძრაობა და საკუთარი ხედვის შესაბამისი მომავლის შექმნა. ეს ვლინდება როგორც საკუთარი თავის გამოცდა გამძლეობაზე, მიდრეკილია ექსტრემალური გართობისა და ხშირად გაუმართლებელი რისკისკენ. ხშირად ურეტრალის ვექტორიანი გვეჩვენება გაუწონასწორებელ ადამიანად, რომელიც მზადაა სრულიად უმიზეზოდ ჩაიგდოს თავი საფრთხეში. თუკი ჯგუფს ვერ აგროვებს ან მის მიერ შეკრებილი ჯგუფი არ შეესაბამება მის ბუნებრივ ტემპერამენტს, ის თავის ფსიქიკას იკმაყოფილებს სპორტით, ან თუ სტრესშია ყაჩაღობით, აზარტული თამაშებით, ალკოჰოლით, აწყვეტილი სექსით ან სხვა დამღუპველი ჩვევებით.

 დარღვევები არსებობს მოძრაობის საფეხურზეც, ესაა როცა ურეტრალის ვექტორიანი ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის ბუნებრივ რანგს, ვერ შედგება ბელადად და ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ დავალებას. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზების გამო, კერძოდ, თუ მას ერთვის ვექტორი ინფორმაციის მეოთხედიდან (სმენა ან ვიზუალი), ხდება ურეტრალის ცხოველური, მოუთოკავი ბუნების დამუხრუჭება. ასეთ შემთხვევაში, ურეტრალის ვექტორიანი ვარდება სტრესში: ამ დროს შეიძლება გახდნენ ყაჩაღური ბანდის მეთაურები ან პათოლოგიური მშიშრები და მარტოხელები. იმის მაგივრად რომ გახდნონ ბელადები, უბრალოდ ლოთდებიან. ურეტრალის ვექტორიანი ქალები კი სტრესისას (განსაზღვრულ მდგომარეობაში) შეიძლება გახდნენ ლესბოსელები. (პ.ს. ისე არ გაიგოთ თითქოს ურეტრალის ვექტორიანისთვის ყოველთვის საშინელება იყოს როცა ინფორმაციის მეოთხედიდან ერთვის რომელიმე ვექტორი (სმენა ან ვიზუალი). თუ ის სწორად რეალიზდა და მასში დომინირებს ვექტორები ინფორმაციული მეოთხედიდან ის შეიძლება გახდეს გენიალური მსახიობი, პოეტი, მეცნიერი ან სულიერი ლიდერი).

 განვითარება

 განვითარების თვისებები ურეტრალის ვექტორიან ადამიანს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გააფართოვოს საკუთარი ჯგუფი და შეუქმნას მას (ჯგუფს) იდეალური პირობები. ყოველი ურეტრალის ვექტორიანი ბელადი ხედავს საკუთარი ჯგუფის მომავალს, მდგომარეობას რომლის დაკავებასაც შეაძლებინებს ჯგუფს სირთულეების მიუხედავად. რაც მეტად იყენებს ურეტრალის ვექტორიანი განვითარების თვისებებს, მით უფრო მკაფიოდ და მასშტაბურად ხედავს მომავალს და მით უფრო თვდაჯერებულად მიუძღვის წინ ადამიანებს.

 მდგომარეობა რომელიც ურეტრალში წარმოიშობა განვითარების დონეზე არის ვნება. იმისთვის რომ გული აუნთოს სხვებს და გაიყოლოს დიადი მიზნისკენ, ურეტრალის ვექტორიანი ადამიანი თვითონვე უნდა იყოს ამ მიზნით შეპყრობილი. ურეტრალის ვექტორიანი ადამიანი მთელი ცხოვრება მტკიცედ მიყვება თავის გლობალურ მიზანს და ურყევად მიდის წინ. რაც უფრო წინ მიდის, მით უფრო დიდი და ძლიერი ხდება მისი ჯგუფი. მაგრამ კონკრეტული მიზანი ურეტრალური ბელადისთვის არაა საბოლოო რეზულტატი, რადგან მომავალი ყოველთვის რჩება მიუღწეველ მომავლად. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ურეტრალის მიზნები, მისი მოქმედება და მისი ჯგუფის განვითარების პროცესი უსასრულოა.

 დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

 ერთვექტორიანი ურეთრალები თანამედროვე ეპოქაში ძალზე იშვიათია, რადგან მათი სურვილის დონე არასაკმარისია ნორმალური სოციალიზაციისთვის. უფრო ხშირად გვხვდებიან მრავალვექტორიანი ადამიანები დართული ურეტრალური ვექტორით. ურეტრალის ვექტორიანი ადამიანები ყოველთვის გამოირჩევიან - მათი აქტიურობა არ აძლევს მათ შეუმჩნევლად დარჩენის საშუალებას. ისინი არ ცნობენ არანაირ საზღვრებს - არც ფსიქიკურს და არც გეოგრაფიულს - მით უმეტეს არ ზღუდავენ საკუთარ სურვილებს. გარშემომყოფები მათ აბრალებენ ,,ამჩატებულობას". თუკი ურეტრალის ვექტორიანი მიგიღებთ საკუთარ ჯგუფში, მასთან ურთიერთობა იოლია: ურეტრალები არიან გულუხვები, სამართლიანები, გახსნილები ყველანაირი სიახლისთვის. მაგრამ მათ შეუძლიათ გამოავლინონ სიმტკიტე და სისასტიკე საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ასევე ავლენენ საშინელ მრისხანებას, თუკი ვინმე დაეჭვდება მათ რანგში ან თუ ვინმე საფრთხეს უქმნის მის ჯგუფს.

 


 

 5. ორალური ვექტორი

oral

რაოდენობა - 5%

მიეკუთვნება ენერგიის მეოთხედს

ფუძე - გაერთიანება.

ფუნქცია - გაერთიანება საერთო ცხოველური სურვილების გამოხატვით.

ადამიანები განსხვავდებიან. ყოველი ადამიანი - ესაა ვექტორების ინდივიდუალური ნაკრები განსაზღვრულ მდგომარეობაში. მდგომარეობების უნიკალური კომბინაცია ფიზიკურ სამყაროში ვლინდება უნიკალური გარეგანი მოცემულობით. ნებისმიერი მასშტაბის ადამიანთა ჯოგი შედგება ცალკეული ადამიანებისგან, განცალკევებული ელემენტებისგან. მაგრამ ყველა ჩვენგანს გვაქვს რაღაც საერთო - კანონზომიერება და საბაზისო თვისებები, განსაზღვრული მდგომარეობა, მოთხოვნილება. ცხოველური სურვილები. 4 ქვედა ვექტორი, პასუხისმგებელია ცოცხალი ნივთიერების დროში გაგრძელებაზე, აქვთ საერთო სურვილი, დაკავშირებული სხეულთან და ფიზიკურ სამყაროსთან.

ცალკეულმა ადამიანებმა რომ ჯგუფი შეადგინონ, მათთვის აუცილებელია გაერთიანება. მომავლისკენ, ახალი მდგომარეობით მოძრაობს ერთიანი საკაცობრიო ორგანიზმი და არა ცალკეული ინდივიდები. დამაკავშირებელი კომპონენტების როლი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს ერთიან ჯგუფად, წარმოაჩენს ორალურ ზომას. გაერთიანება - არის ორალური ვექტორის ფუძე, ენერგიის მეოთხედის გარეგანი ნაწილი. ყნოსვით ზომასთან შეწყვილებით, ორალური ვექტორი გვევლინება მამოძრავებელ ძალად მთელი კაცობრიობისთვის. როგორც მათი ცხოველური სურვილების გამოსავლენი ინსტრუმენტი.
ორალური ვექტორი, თავისი ვერბალური ინტელექტის ძალით, ქმნის ფონს ჯგუფის გაერთიანებისთვის და აერთიანებს ადამიანებს ჯგუფში. ვერბალური ინტელექტი - ესაა ჯგუფის საერთო სურვილების გახმოვანება. ამ სურვილების მიწოდების ფორმა შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგალითად ხუმრობით ან დაცინვით. საერთო სიცილში იშლება განსხვავება ადამიანებს შორის, ყველა პერსონა და ინდივიდი ერთიანდება ერთ მოხარხარე სხეულად.

ორალის ვექტორიანი ადამიანები პოულობენ რეალიზაციას ყველა პროფესიაში, რომელიც კავშირშია საუბართან, ჭამასთან და გართობასთან: მზარეულები, წამყვანები, დიქტორები, მსახიობები, შოუმენები, თამადები, ორატორები და ა.შ. ნებისმიერი პროფესია ჩამოთვლილთაგან (გარდა მზარეულისა) გულისხმობს ცოდნას ,,აუდიტორიის შებმისა", ,,ბრბოს აყოლიებისა", ,,ჩაითრიოს მსმენელები" - ე.ი. გააერთიანოს.

გარეგნული იერი

მკვეთრად გამოხატული გარეგნული შტრიხები, რომელიც შეიძლება ქონდეს ორალის ვექტორიან ადამიანს, კავშირშია მის ეროგენულ ზონასთან. განიერი პირი, სქელი ტუჩები, მკაფიოდ გამოხატული არტიკულაცია, გრძელი ენა - მთელი ეს ბუნებრიობები ქმნიან შთაბეჭდილებას არაჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობის, ემოციურობის ორალისა. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია: ორალური ვექტორისთვის დამახასიათებელია სწორი, არაემოციური მდგომარეობა.

ორალის ვექტორიანებს უყვართ ჩაცმა მკვეთრად, გამოსაჩენად. გარეგნული იერსახე ორალის არის ჭრელი და კაშკაშა, მაშინვე ხვდება თვალში. აჭრელებული ტანისამოსი, მზის სათვალე ფერადი ჩარჩოთი, არაჩვეულებრივი (უცნაური) ვარცხნილობა, სხვადასხვანაირი მიხვრამოხვრა და ცვალებადი ჟესტიკულაცია - ესაა დაახლოებითი სურათი ტიპიური ორალის ვექტორიანისა.

მასხარის ქცევა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გამართლებულია ბუნებრივი დავალებით: ,,იმაიმუნოს" მიიპყროს ყურადღება, მოადუნოს და ამით შეუწყოს ხელი ჯგუფის გაერთიანებას. ღიმილი იშვიათად შორდება ორალის სახეს. იცინის ხმამაღლა და გულიანად, მაგრამ სინამდვილეში ეს სიცილი - მოსაწვევია სხვებისთვის, რომ ერთად იცინონ (გაერთიანდნენ). საუბრობს ხმამაღლა, მჟღერად, ამისთვის ირჩევს ,,მსუყე" სიტყვებს, მისი სიტყვები გამდიდრებულია მძაფრი ეპითეტებით და ლამაზი გამოთქმებით. გინება ორალისთვის წარმოადგენს უნივერსალურ იარაღს: ნებისმიერს მიწასთან ასწორებს გინებით, ცხოველური დონის სურვილების რეალიზებამდე, რაც მოეთხოვება ორალურ ზომას.

ორალებს ხშირად აქვთ დეფექტები მეტყველებაში. ბუნება ამ გზით აღნიშნავს მისი მეტყველების განსაკუთრებულობას: ჩლიფინი, ლიყიანობა, - ხშირად ახასიათებს ორალურ ვექტორს.

სახეობრივი როლი

ორალური ვექტორი ქმნის განსაკუთრებულ გემოს, აქცენტს აკეთებს უბრალო ადამიანურ სიამოვნებებზე: კვება, გართობა, სიცილი, სექსი, ურთიერთობა. ეს ყველაფერი ექცევა მისი ბუნებრივი დავალების ჩარჩოებში და ემსახურება გაერთიანებას, ხალხთა მჭიდროდ დაკავშირებას ჯგუფში. კაცობრიობის ფსიქიკურმა ევოლუციამ გაზარდა ადამიანთა მოთხოვნილებები, გაართულა მათი სურვილები, მაგრამ ცხოველური ბუნება (მოთხოვნილებები) არ შეცვლილა.

პირველყოფილ ჯოგში ორალური ვექტორის როლი იყო - ,,ჯოგის მყვირალა". ადამიანთა ჯოგი ისედაც გრძნობდა თავს ერთ მთლიანობად, რომლისგანაც ინდივიდი მხოლოდ სხეულის გარსითაა გამოყოფილი. ამ ჯოგის გადასარჩენად, მოულოდნელი საფრთხის დროს, საჭირო იყო თვითგადარჩენის ინსტიქტის გამოღვიძება, რომ ამოძრავებულიყვნენ გადარჩენისთვის. ორალური ადამიანის ყვირილი ერთმნიშვნელოვნად უღვიძებდა საჭირო პირველყოფილ ინსტიქტებს ყოველ ადამიანს. ორალური ზომის პირველყოფილ ფუნქციას წარმოადგენდა დეგუსტაცია, ახალი საკვები რესურსების ათვისება - ჯოგის გაერთიანება საერთო გემოვნებითი მისწრაფებებით.

 კაცობრიობის განვითარების შემდეგი ფაზა კავშირშია რწმენის განვითარებასთან, სახელმწიფოს შექმნასთნ და ოჯახურ ურთიერთობებთან. ორალური ვექტორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი იდეები, მთლიანადაა დამოკიდებული ეპოქალურ ფასეულობებზე. ორალური ზომის განვითარება ხდება ხელოვნების ზემოქმედებით და ჰუმანისტური იდეალებით. ორალური ვექტორი პოულობს განვითარებას ორატორულ ხელოვნებაში, ქადაგებაში, ის ეხმარება ტრადიციების შექმნას და დამკვიდრებას.

 დღეს ორალური ზომა აერთიანებს კაცობრიობას ინფორმაციული ტექნოლოგიების დახმარებით, სამომხმარებლო სურვილებით და პოლიტიკით, პროპაგანდას უწევს კანის და ყნოსვის ფასეულობებს. ორალური ვექტორის რეალიზაცია შეიძლება ვნახოთ რადიოსა და ტელევიზიაში, კინოში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ვაჭრობაში და ა.შ. ორალური ვექტორის გარეშე ძნელია წარმოიდგინო დღეს წარმატებული მენეჯერი, პოლიტიკოსი, შოუმენი, და ზოგიერთ მკვეთრად წარმოჩენილ ორალს შეუძლია საკუთარ თავში შერწყას ყველა ეს რეალიზაცია.

 ინტელექტი

 თვისება, რომელიც განსაზღვრავს გარემომცველი სამყაროს შეთვისებას და წარმოადგენინებს საკუთარ თავს მასში იწოდება აზროვნებად ქვედა ვექტორებში და ინტელექტად ზედებში.

 ორალური ვექტორი ცხოვრობს შეგრძნებების სამყაროში. ორალური ზომა არ აზროვნებს, არ გრძნობს. ყველაფერი რაცაც ის ფლობს - არის ცხოველური ბუნების (სურვილების) შეგრძნება. მთელი გარემომცველი სამყარო ორალური ვექტორისთვის - ესაა ცხოველური სურვილების ველი. ოალური ვექტორის ვერბალური ინტელექტი მდგომარეობს მის შესაძლებლობაში: შეიგრძნოს საერთო სურვილი და გაახმოვანოს (ვერბალურად გააჟღეროს), გახადოს გასაგები მთელი ჯოგისთვის.

ცხოველური სურვილები, რომლებითაც შეუძლია გაერთიანება (ჯოგის) ორალის ვექტორიან ადამიანს, დამოკიდებულია მისი ინტელექტის განვითარებაზე: რაც უფრო განვითარებულია ორალური ინტელექტი, მით უფრო კარგად შეიგრძნობს ცხოველურ სურვილებს და უფრო დიდ ჯგუფთან ახერხებს ურთიერთობას. არაცოცხალ დონეზე მყოფი საუბრობს სხეულის პრიმიტიულ სურვილებზე - შიმშილი, წყურვილი, გემოს შეგრძნებები, ბუნებრივი მოთხოვნილებები. მცენარეული დონე - ესაა სექსუალური სურვილები, ბუნებრივი დომინირება ან სიმბოლური კანიბალიზმი დაცინვით და გაღიზიანებით. ცხოველური დონე - ესაა ქვედა ვექტორების სურვილები (მათი გაჟღერება). ცხოველურ დონეზე მაღლა ორალის ვექტორიანი ადამიანის ინტელექტი არ ვითარდება. საუკეთესო შემთხვევაში, ვექტორებს ინფორმაციის მეოთხედიდან (სმენა ან ვიზუალი), შეუძლიათ მთლიანად დაიქვემდებარონ ორალური ვექტორი - ესაა ორალური ვექტორის განვითარების საუკეთესო ვარიანტი მრავალვექტორიან ადამიანში.

 ორალური ინტელექტი არ განაცალკევებს საკუთარ თავს ჯგუფისგან, ვერ გრძნობს პირადულ ,,მე"-ს, და არავის თავის გარშემო არ აღიქვამს პიროვნებად. ადამიანთა ჯგუფი ორალისთვის (თუ სხვა ზედა ვექტორები არ ერთვის) არის ერთიანი სხეული. თავად ორალის ვექტორიანი ადამიანი - ასევე ნაწილია ჯგუფისა, ნაწილი საერთო ,,ჩვენ"-ისა. ორალის ვექტორიანი ადამიანის შეგრძნება - საერთო შეგრძნებაა მთელი ჯგუფისთვის, მაგრამ ეს შეგრძნებები არაა ყოველთვის ნათელი და გაცნობიერებული. ორალის ვექტორიანი ადამიანი ამყარებს საერთო სურვილებს, ახმოვანებს მათ და გადაყავს ცნობიერების მხარეში, ანუ პირადი სურვილი ყოველი ცალკეული ადამიანისა ხდება საერთო ჯგუფური სურვილი. ასე მიმდინარეობს ორალის აზროვნების პროცესი.

 ჯგუფში გაუცხოვებული ელემენტების გამოვლენისას ცხოველურ სურვილებში შეუთავსებლობაა. ხშირად ჯგუფური ერთობის შეგრძნებიდან ამოვარდებიან ხოლმე სმენის ვექტორიანი ან ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები - სმენის ვექტორში არ არის ცხოველური სურვილები, ხოლო ვიზუალური ვექტორი კი შემოსაზღვრავს ცხოველური ბუნების გამოვლინებას.

 ურთიერთობა

 ორალური ვექტორი გარესამყაროსთან ურთიერთობს როგორც ყველაზე მკაფიო ექსტრავერტი: თავის თავში არსებული ყველა შინაგანი შეგრძნება გამოაქვს გარეთ. ორალური ინტელექტის არც თუ ისე მაღალი განვითარება ვლინდება როგორც უხეში პირდაპირობა: განუვითარებელი ორალის ვექტორიანი ცდილობს თავისი შეგრძნებები მთელ ჯგუფს მოახვიოს თავზე, ებრძვის მარალკულტურული ადამიანების სურვილებს და აქვეითებს ჯგუფის კულტურულ მოწყობას. მხოლოდ ძალზე განვითარებული ორალის ვექტორიანი ემორჩილება და ახმოვანებს სმენის და ვიზუალური ვექტორების ფასეულობებს.

 მსმენელთა უკურეაქცია აუცილებელია ორალის ვექტორიანისთვის: სწორი მოქცევა ორალური ვექტორისა - ესაა ჯგუფის ჯგუფის გაერთიანებისკენ მოწოდება, ამით შეასრულებს ბუნებრივ როლს. ყურადღების მისაპყრობად ორალის ვექტორიანი იყენებს ნებისმიერ ინსტრუმენტს: ხუმრობას, ჭორებს, გაზვიადებას, სინამდვილის დამახინჯებას, ტყუილს. სიტყვებით მანიპულაციის მიზანი ერთია - მიიპყროს ყურადღება, ჩართოს თანამოსაუბრე შეგრძნებათა ერთიან ველში. ორალისთვის ურთიერთობაში პირველადი შეგრძნებებია, მათი (შეგრძნებების) გადმოცემის სიზუსტე, ამიტომ ტყუილი და დამახინჯება - ეს მხოლოდ ინსტრუმენტებია საჭირო მიზნის მისაღწევად. ორალური ვექტორი არ განასხვავებს ტყუილს და სიმართლეს.

 ის რაც ორალის ვექტორიანს რეალურად აინტერესებს - ესაა მიიპყროს რაც შეიძლება ფართე აუდიტორიის ყურადღება. ორალის ვექტორიანი ადამიანი უფრო დიდ ყურადრებას უთმობს საკუთარი საუბრის მანერას, ვიდრე საუბრის საგანს. რაც უფრო განვითარებულია ორალური ვექტორი ადამიანში, მით უფრო ზუსტად და უშეცდომოდ შეუძლია შეარჩიოს სიტყვები მდგომარეობის და სხვა ადამიანების მისწრაფებების აღსაწერად.

 ენერგიის მეოთხედი - ესაა კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ორალის ვექტორიანებს ყოველთვის აქვთ ჭარბი სასიცოცხლო ენერგია. ეს ჩანს ორალის ვექტორიანების დიდ ლიბიდოშიც. სექსი როგორც წყვილში გაერთიანების შესაძლებლობა ცხოველურ დონეზე, აქტიურად გამოიყენება და პროპაგანდირდება ორალის ვექტორიანი ადამიანების მიერ. საუბრები და ხუმრობები სექსუალურ თემებზე, მოწოდება სექსუალური თავისუფლებისკენ - ორალური ურთიერთობის მაგალითებია. ორალურო ვექტორის ფასეულობები განვითარების დაბალ დონეზე (მცენარეულ დონეზე) - ესაა ორგიისა გა ჯგუფური სექსის ორგანიზატორი და მონაწილე.

 მოძრაობა

 ორალის ვექტრორიანი ადამიანების ყველაზე მკაფიო თვისება - ესაა შესაძლებლობა ილაპარაკონ ბევრი და ჩამთრევად. ეს შესაძლებლობა ხშირად გავლენას ახდენს ორალის ვექტორიანი ადამიანის პროფესიული საქმიანობის ამორჩევაზე. რთულია წარმოიდგინოთ თავი ზოგიერთ პროფესიაში ორალური ვექტორის გარეშე: დიქტორი, წამყვანი, პოლიტიკოსი, მსახიობი, ნოქარი. ასევე, უფრო ძნელი წარმოსადგენია ამ პროფესიებში დასაქმებულ ადამიანს ზემო ვექრორებიდან (ვიზუალი; სმენა; ყნოსვა; ორალი) ქონდეს მხოლოდ ორალური ვექტორი, ან განუვითარებელი ქვედა ვექტორი (კუნთი; ანალი; კანი; ურეტრალი). მიზეზი ისაა რომ ორალური ზომა თვითონ მხოლოდ თავისთვის არ მოქმედებს. სხვა ვექტორებს შეუძლიათ წარმოქმნან კომპლიმენტარული კავშირი ორალურ ვექტორთან (კომპლიმენტარულობა - როცა ვექტორულ კმბინაციაში არსებული სხვადასხვა ვექტორების სურვილები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს). საკუთარ თავში არსებულ სხვა ვექტორებთან თვისობრივი შერწყმით, მათი აზრებისა და იდეებისადმი დაქვემდებარებით, ორალური ზომა ვითარდება მათ სამსახურში (ანუ ვერბალურად აჟღერებს საკუთარ თავში არსებული სხვა ვექტორების სურვილებს).

ორალ-ვიზუალი ხშირად რეალიზაციას პოულობს სცენაზე, აერთიანებს ადამიანებს საერთო ემოციებით და განცდებით, პროპაგანდას უწევს ვიზუალის იდეებს. სმენის ვექტორი ორალთან ერთად - არის ბრწყინვალე ორატორი, რომელსაც საკუთარი იდეების გაჟღერებით შეუძლია მიიზიდოს ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფი. ამის ნათელი მაგალითია ჰიტლერი, განუვითარებელი სმენის ვექტორით რომელმაც ანალური ფასეულობა (შოვინიზმი, ნაციზმი) აქცია იდეად და ორალური ვექტორის დახმარებით მისცა მას ფართო გავრცელების არეალი.

 ფასეულობათა არასაკმარისი განვითარებისას, ადამიანში ცხოველური სურვილების დომინირებისას, ზედა ვექტორები შეიძლება აღმოჩნდნენ ორალური ვექტორის გავლენის ქვეშ. სტრესში მყოფი სმენის ვექტორი რომელსაც ერთვის ორალი კარგავს თვითკონცენტრირების უნარს, იმიტომ რომ წარმოშობილ აზრს დაუყოვნებლივ ამბობს (წამოისვრის დაუფიქრებლად) და ამით ამ აზრს უკარგავს იდეად განვითარების შანსს. ორალ-ვიზუალში, განუვითარებელი ვიზუალურ ვექტორს ორალური ვექტორის წნეხის ქვეშ არ შეუძლია განივითაროს თანაგრძნობის უნარი, ასეთი ადამიანი ვერ ხედავს სამყაროს ერთიან სურათს და მხოლოდ წვრილმანებს უკირკიტებს.

 ერთადერთი ვექტორი, რომელთანაც ორალური ვექტორი გომპლიმენტარულია ნებისმიერ მდგომარეობაში, განვითარების ნებისმიერ დონეზე - ესაა ყნოსვა. ორალური ვექტორიანი ნებისმიერ კოლექტივში ყოველთვის ემორჩილება ყნოსვის ვექტორიანს. ორალის ვექტორიანი ადამიანი აერთიანებს შეგრძნებების დონით, განსაკუთრებით ყნოსვის ვექტორის გავლენის ქვეშ - რადგან მისი (ორალის) შეგრძნებები უფრო ღრმავდება, როდესაც მას საფუძვლად უდევს (ყნოსვის ვექტორის მიერ) საერთოსაკაცობრიო ბუნებრივი ეგოიზმის აღქმა.

 თუ ორალურ ვექტორს არ ერთვის სხვა ზემო ვექტორი, მაშინ შეიძლება იყოს მზარეული, დეგუსტატორი, ან პრიმიტიული ხუმრობებით ხალხის გამრთობი.

 განვითარება

 განვითარება ორალური ვექტორისთვის - ესაა შესაძლებლობა დააინტერესოს, ჩაითრიოს და გააერთიანოს უფრო დიდი აუდიტორია. ორალის ვექტორიანი ადამიანი ვარჯიშობს აზრების ზუსტად გადმოცემაში, შეგრძნებების გამოხატვაში, ცდილობს ხალხის გასაჭირი გააგებინოს რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას. 

იმეორებს სიტყვებს, ფრაზებს, იყენებს საყვარელ გამოთქმებს - ესაა ორალის ორატორული ხელოვნების განვითარების მექანიზმი. მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებს ფრაზებს, რომლებსაც ხვეწავს და იყენებს აუდიტორიაზე ზეგავლენის მოსახდენად. იმ ფრაზას რომელსაც ერთხელ წარმატებით გამოიყენებს, ორალის ვექტორიანი ისევ და ისევ იმეორებს, სინჯავს ახალ ინტონაციებს, ჟესტებს, მიმიკებს, უცვლის კონტექსტს. რაც უფრო ზუსტ და წინასწარმეტყველურ ეფექტს მოახდენს ნარეპეტიციები ფრაზით, მით უფრო დიდი ჯგუფის მოცვა შეუძლია ორალის ვექტორიანს.

 განვითარებული ორალის ვექტორიანი თავის გარშემო იკრებს და აერთიანებს უფრო და უფრო მეტ ხალხს. მისი სიტყვები ჟღერს უფრო დამაჯერებლად. მისი დამაჯერებლობის მზარდ ძალას შეუძლია გააფართოვოს მსმენელთა წრე და გააერთიანოს ჯგუფი იდეის გარშემო.

 დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

 ორალის ვექტორიანი ადამიანი ყოველთვის მოლაპარაკეა, თუ მასზე არ დომინირებს სმენის ვექტორი (თუ დომინირებს სმენა მაშინაც საუბრობს ოღონდ უფრო დალაგებულად და ძირიძადად იდეებზე). გურმანია, უყვარს ახალი პროდუქტების გასინჯვა, აგემოვნებს საჭმელებს. ერთი ერთზე ურთიერთობაში ორალის ვექტორიანი ადამიანი ადვილად არღვევს სხვის პირად სივრცეს: ეხება თანამოსაუბრეს მხარზე, განიხილავს ინტიმურ საკითხებს, სვამს პირადი ხასიათის კითხვებს. განუვითარებელ ორალს უყვარს ჭორაობა, იგინება ბილწად. ორალის ვექტორიანები ხუმრობენ ბევრს და ენამოსწრებულად. განუვითარებელი ორალის ამოცნობა ადვილია. განვითარებული ორალის ვექტორიანის დიაგნოსტირება ცოტა უფრო რთულია. ორალურ ვექტორს არ გააჩნია პირადი ფასეულობები, ის ყოველთვის სხვა ვექტორების ფასეულობებს ახმოვანებს. ერთადერთი მოთხოვნილება, რომელსაც ყოველთვის გაახმოვანებს ორალის ვექტორიანი ადამიანი - ესაა სურვილი შეიგრძნოს სიახლოვე და თავი მოუყაროს ადამიანებს ერთად.

 


 

 6. ვიზუალური ვექტორი

vizual

რაოდენობა: 5%

მიეკუთვნება ინფორმაციის მეოთხედს.

ფუძე - ნაწილობრივი (კერძო) ინფორმაცია.

ფუნქცია - სიცოცხლის შენარჩუნება.

ჩვენს თვალებს შეუძლია მკაფიოდ და უშეცდომოდ აღიქვას გარემომცველი სამყაროს ხილული დეტალები. ამ სახით ტვინისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ანალიზდება, გადამუშავდება და ლაგდება ერთმნიშვნელოვან წარმოდგენად იმაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ. ასე მუშაობს ვიზუალური (მხედველობითი) სისტემა ადამიანში.

 ვიზუალური (მხედველობის) ვექტორი საკაცობრიო მასშტაბითაც სწორედ ასე იღებს და გადაამუშავებს ინფორმაციას ხილულ, მოსმენილ, შეგრძნობილ და გასაგებად ხელმისაწვდომ დეტალებზე. აღქმითი არხები ვიზუალურ ვექტორში არ შემოიფარგლება თვალებით ან მხედველობით. თუკი შევხედავთ ადამიანს როგორც სისტემას, მაშინ ვიზუალური ვექტორი - ესაა ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზის ინსტრუმენტი. თუკი შევხედავთ მსოფლმხედველობას როგორც სისტემას, მაშინ ფუნქცია და როლი ვიზუალური ვექტორის - ესაა შეკრება და ანალიზი მთელი გაგებადი ინფორმაციისა დანახული ცალკეულ დეტალებში.

 ვიზუალური ვექტორის ფუძეა - ნაწილებად აღქმა. ჩვენი ცხოვრება შედგება მრავალი ელემენტისგან, ნაწილებისგან, რომლის მოზაიკისგანაც ეწყობა უნიკალური, ფერებით გამდიდრებული სურათი. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი მიისწრაფვის შეიგრძნოს მსოფლიოს საერთო სურათი წვრილმანი დეტალების აღქმაში შეღწევით.

 ვიზუალურ ვექტორს ხშირად და მკაფიოდ ვხედავთ იმ სფეროებში რომლებიც კავშირშია სილამაზესა და ხელოვნებასთან. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები, თავისი შინაგანი თვისებებით პასუხისმგებლები არიან, რომ ეცადონ შეიტანონ მსოფლიოში სილამაზე, სიკეთე, სიყვარული და ჰარმონია (:D ვიზუალურ ფასეულობებს მკაფიოდ გამოხატავს ცნობილი ქართული სიმღერის ტექსტი: ,,მთავარია სამი რამე დედამიწაზე: სიყვარული; სიკეთე და სილამაზე."). ვიზუალური ვექტორის ფასეულობათა სპექტრი მერყეობს საკუთარი სხეულის დემონსტრირების სურვილიდან, ნებისმიერი საკაცობრიო ფასეულობის დემონსტრირებამდე.

 გარეგნული იერი

 ვიზუალური ვექტორის ბუნებაში დევს სურვილი გამოირჩეოდეს სხვებისგან, იყოს წარმოჩენილი. როგორც წესი, მისი სასიამოვნო, მიმზიდველი გარეგნობა უზრუნველყოფს ამ სურვილის დაკმაყოფილებას. ვიზუალური ვექტორი თუ არაა დამძიმებული ანალით ან ორალით, ავლენს სხეულის სინატიფეს, მომხიბვლელობას და გემოვნებიანობას. მაგრამ მხოლოდ გარეგნობა არაა მისთვის საკმარისი, რომ გამოირჩეოდეს თანამედროვე პირობებში. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარ გარეგნობას, რომელითაც ის შედის საზოგადოებაში.

 ვიზუალის გარეგნობაში ერთნაირად ძლიერად ვლინდება ფსიქიკის როგორც კარგი, ისე ცუდი მდგომარეობა. საკუთარ სახეს და სხეულს ცვლის მაშინ როცა გამოდის (კარგავს) ბუნებრივი მდგომარეობიდან, ექმნება დამახინჯებული წარმოდგენა სილამაზეზე - ეს ნიშნები არც ისე კარგი მდგომარეობაა ვიზუალური ვექტორისთვის. როცა ერღვევა სამყაროსთან სწორი ურთიერთობის მექანიზმი, მაშინ მისი გარეგნული იმიჯი მთლიანადაა ამოვარდნილი საერთო სურათიდან. ეს გამოვლინდება სხეულის ქირურგიულ მოდიფიკაციებში, უცნაურ იმიჯებში (მაგ: პანკური, გოთური, ჰიპური სტილები და ა.შ), ჩაცმულობის უჩვეულო სტილში. საკუთარ თავზე ასეთი ექსპერიმენტების აზრია - გამოირჩეს გარეგნულად და იქონიოს ვიწრო სუბიექტური წარმოდგენა სილამაზეზე.

 ვიზუალური ვექტორი - ესაა გარე სამყაროსთან კავშირის უზარმაზარი მოთხოვნილება. ნებისმიერი თვითგამოვლენა ითხოვს დაუყოვნებლივ რეაქციას შიგნიდან. დემონსტრირებულობა, არის სურვილი გამოავლინოს თავი გარემომცველ სამყაროში - ეს ერთი განმასხვავებელია ვიზუალური ვექტორის, ის ხშირად ვლინდება მის ქცევაშიც, პროფესიის არჩევაშიც და გარეგნულ იერშიც.

 დემონსტრირება ვლინდება იმაშიც რომ სურვილი აქვს ისაუბროს, მოყვეს თავის თავზე, საკუთარ ფასეულობებზე, აჩვენოს ქვეყნიერებას თავისი მდგომარეობა. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანის საუბარი, როგორც წესი, შეიცავს დამახასიათებელ სიტყვებს: ლამაზი; მკაფიო; საშინელებაა; ვერ ხედავთ; შეხედეთ. მათი მეტყველება, არის მათი ემოციების ვერბალურად გადმოცემა: აღფრთოვანებული ვარ; მეშინია; შოკში ვარ; განადგურებული ვარ.

 ვიზუალის ვექტორიანები არიან ძალიან ემოციურები. მათთვის ემოციები კიდევ ერთი შესაძლებლობაა თვითგამოვლენისთვის. ყველაზე მეტად, ვიზუალური ვექტორს აქვს ემოციური განცდების მიღების მოთხოვნილება. ეს ვლინდება გარეგნულადაც, ხშირად არიან კაპრიზულები, მტირალები ან უაზროდ მხიარულები.

 ვიზუალური ვექტორის ეროგენული ზონაა თვალი. მათში აისახება ნებისმიერი ფსიქიკური მდგომარეობა. ვიზუალური ვექტორის მქონეებს არ შეუძლიათ დაფარონ თავისი გრძნობები ცივი ნიღბის უკან, სწორედ მათზე იტყვიან ,,თვალებმა გასცეს". ვიზუალი გოგონები ესწრაფვიან რომ თავისი თვალები გახადონ მეტყველი, ხელოვნურად გამოკვეთონ კოსმეტიკური მაკიაჟის მეშვეობით.

 სახეობრივი როლი

 ვიზუალური ზომა ზრუნავს ცალკეული ელემენტების შენახვაზე, რომლებსაც შეეფარდება ადამიანის ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციონალური გამოვლინება. შენახვა, ესაა ემპათიის (სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის წვდომის უნარი) უზრუნველყოფა, სურვილი შეიგრძნოს სხვების განსაკუთრებულობა საკუთარი უნიკალურობის მეშვეობით. ვიზუალები უყურებენ სამყაროს, და უარმაზარ სამყაროში კი არ ხედავენ ადამიანს, არამედ პირიქით, ადამიანში (შიგნით) ხედავენ უზარმაზარ სამყაროს.

 ვექტორის ბუნებრივი დავალება ასახვას პოვებს მის სახეობრივ როლში. ვიზუალური ვექტორის პირველყოფილი სახეობრივი როლი - იყო ,,დღის გუშაგი", მათ უნდა შეემჩნიათ ბუნებაში ჩასაფრებული მტერი (მაგ: მტაცებელი), ბუნების ფერთა პალიტრიდან უნდა გამოეცალკევებინათ არაბუნებრივი ფერი, დაენახათ გარემოში მომხდარი ცვლილებები. შენახვა (სიცოცხლის) იმ პირობებში, როცა ჯოგი ცხოვრობდა საერთო ,,ჩვენ"-ის განცდით, მიიღწეოდა ფიზიკური სხეულის გადარჩენით. კაცობრიობის განვითარება და შემდეგ ფაზაში გადასვლა კავშირშია ხელოვნების, კულტურის, მედიცინის, რელიგიის განვითარებასთან - ესენი ის ინსტრუმენტებია რომლის დახმარებითაც ადამიანები ამარცხებენ ცხოველურობას, მათი დახმარებით მკვლელობა აღარაა საზოგადოებრივი ნორმა. ჩვენს დროში, ვიზუალურმა ზომამ მიაღწია იმას რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლე გახდა მთავარი (ხელშეუხებელი) ფასეულობა, კულტურული ფასეულობები კი მთელი კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობაა.

 ინტელექტი

 ვიზუალური ინტელექტი - ესაა შესაძლებლობა ვიზუალურად შეიგრძნოს არსებული სინამდვილე , აწყობილი ცალკეული ელემენტებით. რამდენად ღრმად შეუძლია ხილული დეტალების დანახვა დამოკიდებულია მის განვითარებასა და ტემპერამენტზე.

 ყველაფერი რასაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ხედავს თავის გარშემო - ესაა გამოსახულებები, მის მიერ სუბიექტურად აღქმული. ამ ფონზე იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი რამ - ესაა თავად ვიზუალი ადამიანი, მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე და როლზე, გარემომცველ სამყაროში. მისი საკუთარი შეხედულებები თამაშობს გადამწყვეტ როლს ვიზუალური ვექტორის ინტელექტზე. საკუთარ შეხედულებათა უნიკალურობა, რომლებიც ვიზუალის ვექტორიან ადამიანს გამოარჩევს სხვების ფონზე, პირდაპირაა დამოკიდებული მისი ინტელექტის განვითარების დონეზე.

 ინტელექტის განვითარებას საფუძველი ეყრება ბავშვობაში. არაცოცხალი დონე - ესაა კონცენტრირება საკუთარ სხეულზე, თავის თავზე. შესაბამისად, მისი ფასეულობები შემოისაზღვრება მხოლოდ საკუთარი სხეულის გალამაზებით. ინტელექტის განვითარების ყველაზე მაღალი დონე, ადამიანური დონე, აძლევს უნიკალურ გააზრებას, შექმნას ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანისტური ფასეულობები: სიყვარული; თანაგრძნობა; სიცოცხლის შენახვა.

 ამრიგად, ფასეულობათა დონეზე დამოკიდებულებით, ქმნის ვიზუალი ადამიანი თავის იმიჯს უნიკალური, თავისთვის მნიშვნელოვანი დეტალებით: ჩაცმულობის მკაფიო სტილით; გარეგნული სილამაზით; ცნობილ ადამიანებთან ნაცნობობით; განსაკუთრებული ღიმილით; ხმით; განსაკუთრებული მგრძნობიარობით; შეგრძნების სიფაქიზით; ემოციურობით; მომთხოვნობით; შინაგანი სილამაზით.

 სამყარო ასევე შედგება გამოსახულებებისაგან. საკუთარი გამოსახულება - ესაა მომხიბვლელობის საზომი, რომლითაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი განსაზღვრავს მის გარშემო არსებულ ელემენტთა ფასეულობას. მისთვის (ვიზუალისთვის) მთელი კაცობრიობა მეტ-ნაკლებად მკაფიოდ დაყოფილია თვით მასთან შედარების პრინციპით. გამოსახულებათა სიმკვეთრეზე დამოკიდებულებით გამოვლენილი დეტალები მის გარშემო დალაგებულია განსაზღვრილი წესრიგით.

 ამრიგად, საყარო ვიზუალისთვის - ესაა გამოსახულებები მის გარშემო, შედგენილი ცალკეული უნიკალური დეტალებით. რაც უფრო მოახლოებული და გასაგებია გამოსახულება, მით უფრო მკაფიო და კაშკაშაა ის ვიზუალისთვის. ბრწყინვალების (სიკაშკაშის) საფეხურზე (ანუ როცა აბსოლუტური ვიზუალური აღქმა აქვს) ახდენს ადამიანთა რანჟირება და გამოვლენას გარემოში. განვითარების ფასეულობებზე დამოკიდებულებით იცვლება სიმკვეთრის კრიტერიუმები. ვიზუალი ყოფს (სილამაზეს) შინაგან და გარეგან სილამაზედ.

 იმ შინაგანი მდგომარეობის რაოდენობა, რომლითაც შეიძლება განასხვაონ ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი დანარჩენების გარემოცვაში, დამოკიდებულია მისი თანაგრძნობისა და ემპათიის უნარზე.

 ურთიერთობა

 რა არის ურთიერთობა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სამყაროს მთლიანი სურათი შედგება დეტალების სიმრავლისგან? რეალობა ვიზუალური ზომისთვის - ესაა რასაც ის ხედავს, განიცდის და შეიგრძნობს. თუკი რაიმე დეტალი აღქმადი და შემჩნევადია, ე.ი. ის არსებობს. ადამიანი რომ შემოუშვა შენს ცხოვრებაში საჭიროა იგი დაინახო ან აღიქვა. ყველაფერი რაც იმყოფება აღქმისა და დაკვირვების მიღმა, ვიზუალის ვექტორიანისთვის არ არსებობს. ასე მუშაობს ვიზუალური ვექტორის ფსიქიკა.

 ასეთივე კრიტერიუმით აღიქვამს ვიზუალის ვექტორიანი საკუთარ თავს. მე - არის სამყაროს ნაწილი, ,,მე" ვარსევობ მანამ სანამ მხედავენ. იმისთვის რომ გამოააშკარაოს საკუთარი არსებობა, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი იწყებს თვითდემონსტრირებას. აზროვნების ხედვაზე დამოკიდებულებით ნაკარნახევი შინაგანი ფასეულობებით, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ირჩევს თავისთვის უნიკალურ ცხოვრების სტილს, რომელსაც ემყარება მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე. სწორედ თავისი ცხოვრების სტილს უკეთებს დემონსტრირებას ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი.

 საკუთარი თავის წარმოჩენის და საკუთარი უნიკალურობის დემონსტრირებისას, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ელოდება საპასუხო რეაქციას. მას ჭირდება შეამჩნიოს და შეაფასოს თუ რა ეფექტის მოხდენა შეძლო. სწორედ ესაა მისთვის ურთიერთკავშირი (ურთიერთობა).

 გარშემომყოფთა ადეკვატური, კეთილგანწყობილი საპასუხო რეაქცია მის მოქმედებებზე, ძალიან ბევრს ნიშნავს ვიზუალის ვექტორიანი ადამიანისთვის. გარემომცველი სამყაროდან საპასუხო რეაქცია მისთვის ნიშნავს: ,,თუ მამჩნევენ, ე.ი. მე ვარსებობ". და პირიქით თუ ვერ ამჩნევენ ის ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება.

 თუკი თვითწარმოჩენასა და საპასუხო რეაქციას შორის არაა დაცული ფაქიზი ბალანსი, წარმოიშობა გადახრები. საკუთარი უნიკალურობის არასაკმარისი განცდა შეიძლება მიზეზი გახდეს ყველა გარშემომყოფის განურჩეველი სიყვარულის (მათთან სასიყვარულო ურთიერთობისაც) და შიშების (ფობიების). შიშები შეიძლება წარმოიშვას განვითარების ნებისმიერ საფეხურზე. მაგრამ რაც უფრო ნაკლებგანვითარებულია ვიზუალის ინტელექტი, მით მეტი შანსია მას განუვითარდეს შიშები და ფობიები.

 დაბალანსებულ მდგომარეობაში, როცა ყველაფერი იდეალურადაა, როცა ვიზუალის ქმედებები შემჩნეული და სწორად შეფასებულია გარემოცვისგან, ვიზუალურ ვექტორში იბადება ემპათია (ემპათია – ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა). ეს მუშაობს როგორც ურთიერთკავშირი - თუკი ჩემი პიროვნება არსებობს, ,,მე" ვარ რეალური და გარშემო ეს იცის ყველამ, ესე იგი ჩემს გარშემო არსებული სამყაროც რეალურია (თუ არ არსებობენ, ჩემი არსებობაც არ ეცოდინებათ და შესაბამისად ვერც ,,მე" ვიქნებოდი რეალური). ამის შემდეგ ახდენს საკუთარი პოზიტივის გარშემომყოფებზე გადატანას. ვიზუალის ვექტორიანი თავის გარშემომყოფთაგან რომელიმესთან ქმნის საერთო ემოციურ ფონს. სწორედ ასე იბადება ვიზუალურ ვექტორში შესანიშნავი გრძნობა - სიყვარული.

 მეწყვილესთან ურთიერთობაში ვიზუალის ვექტორიან ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს უძლიერესი ემოციები, მაგრამ მხოლოდ სხვა ადამიანთან ემოციური შეწყობის უკიდურესი დონე აძლევს მას ნიადაგს განვითარებისთვის. ბუნებრივად დაბალი ლიბიდო (ლიბიდო - სექსუალური სურვილები), მისწრაფება მოიცვას მთელი ხილული გამოვლინება და ამას დამატებული უზარმაზარი ემოციონალურობა - ყველაფერი ეს ვიზუალის ვექტორიანს ხდის ძალზე მიმზიდველს საწინააღმდეგო სქესისთვის.

 მოძრაობა

 ვიზუალური ზომის ფსიქიკაში არ არის მოძრაობა, მაგრამ ამ ვექტორის გარეგნული გამოვლინება პირიქით, არის ძალიან მოძრავი.

 ორიენტირება პიროვნების შენახვაზე, ფასეულობების უცვლელობაზე - აი რა განსაზღვრავს ვიზუალური ზომის ფსიქიკურ უმოძრაობას. მთავარი ფასეულობა, რომლის გაცნობიერებასთანაც მიდის ვიზუალური ვექტორი - ესაა ნებისმიერი არსების სიცოცხლე, ყოველი ცალკეული ადამიანის და მთლიანი კაცობრიობის. ჯგუფის მიმდინარე მდგომარეობის შენახვა პირდაპირ კავშირშია მისი თითოეული ელემენტის (ყოველი ადამიანის) სიცოცხლის შენახვასთან.

 სწორედ ამიტომ ვიზუალური ვექტორი შინაგანად მდგრადია. ფიქსირებული მდგომარეობა, როგორც წესი, ვლინდება ,,ცხოვრება გავლილ" მდგომარეობად. სწორედ ამ მდგომარეობის შენახვა ეხმარება ჯგუფს განვითარებაში. ვიზუალური ვექტორის მოძრაობის თვისებები წარმოშობს ისეთ მდგომარეობებს როგორიცაა: პაციფიზმი, ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა. ვიზუალის ვექტორიან ადამიანებს, თავისი მდგრადი ფასეულობების მიუხედავად, უყვართ მოძრაობა, ცვლილებები, ახალი შთაბეჭდილებები. ვიზუალური ვექტორი რეაგირებს გარე სამყაროს მდგომარეობის ცვლილებაზე, აფიქსირებს და ამჩნევს ცალკეულ ცვლილებებს, მაგრამ ვერ ხედავს საერთო სურათს. ცალკეულ ნაწილებზე ყურადღების გამახვილება, არ აძლევს საშუალებას განასხვაოს როგორი ცვლილებაა მნიშვნელოვანი და როგორი არა. მაგრამ მისი რეაქცია ნებისმიერ ცვლილებაზე ერთნაირია: გადახედოს თავის შეხედულებას და გააძლიეროს ამ ხედვის უნიკალურობა. ვიზუალური ვექტორის რეაქცია ჩამორჩება გარე სამყაროში მომხდარ ცვლილებებს, მაგრამ გარეგნულად ეს ისე ჩანს თითქოს ის მოძრაობს ლანდშაფტის თანაბრად. მოძრაობის თვისებები ვიზუალის ვექტორიან ადამიანებს აიძულებენ თვალი ადევნონ მოდის ტენდენციებს, განავითარონ ახალი მიმდინარეობები ხელოვნებაში, ან პირიქით, პროპაგანდა გაუწიონ მარადიულ ფასეულობებს.

 ვიზუალის ინტელექტი ვითარდება ადამიანურ დონემდე (სულ არის ფსიქიკის განვითარების ოთხი დონე: არაცოცხალი; მცენარეული; ცხოველური; ადამიანური. თუ რას წარმოადგენენ ეს დონეები და რა ხდება მათი განვითარებისას ამას შემდეგში განვიხილავთ), მეტ-ნაკლებად სტატიკურად (სტატიკური-მყარი, მდგრადი). ასეთ დონემდე განვითარებულ ვიზუალის ვექტორიან ადამიანს გარეგნული დეტალები უმნიშვნელოდ ეჩვენება, უმთავრეს, სიცოცხლის ფასეულობასთან შედარებით.

სრულიად საწინააღმდეგო სიტუაცია იქმნება როცა ვიზუალის ინტელექტი არ არის საკმარისად განვითარებული ან მის ფსიქიკაში არ არის მირწეული ბალანსი, ამ დროს გარემოში მომხდარი პატარა ცვლილებაც კი შეიძლება გახდეს შიშების მიზეზი. მხედველობის ზონიდან ბევრი ნაცნობი დეტალის დაკარგვა ვიზუალის ვექტორიანში იწვევს გაუცნობიერებელ რეაქციას - გადაარჩინოს საკუთარი ხედვა, შეავსოს ის აქტუალური დეტალებით, შემატოს მას რამდენიმე ისეთი ახალი შტრიხი რომლებიც კარგად იქნებიან აღქმული გარემოცვაში. ხშირად ხდება რომ თვითდემონსტრირების ქვეცნობიერი სურვილით ვიზუალის ვექტორიანი იცვლის ვარცხნილობას, იმიჯს, საცხოვრებელ ადგილს, პარტნიორს, მიზნებს და შეხედულებებსაც კი.

 განვითარება

 პირადი მე, პიროვნულობა - ის აქტივია, რომლისთვისაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი მუშაობს მთელი ცხოვრების მანძილზე. მისი ყოველი მოქმედება კავშირშია მისი უნიკალური ხასიათის ჩამოყალიბებასთან, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ეს უნიკალურობა ფასდება საკუთარი თავის და გარემოცვის მუდმივი შედარება-შეპირისპირებით. ვებისმიერ ვიზუალის ვექტორიან ადამიანს აქვს შინაგანი სწრაფვა - გამოირჩეოდეს სხვების ფონზე, იყოს ლამაზი, კაშკაშა, უნიკალური.

 საუკეთესო გავნითარება ვიზუალისთვის - ესაა შინაგანი მუშაობით მგრძნობიარობის განვითარება. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის სხვებთან შედარებას ის აკეთებს თავისი შინაგანი ხასიათის გამო. ნებისმიერი ადამიანი თუნდაც ისინი იყვნენ უბრალო ან მოსაწყენნი, ვიზუალის ვექტორიანისთვის მაინც ადამიანებად რჩებიან. ადვილია გარეგნულად არაფრით გამორჩეული ბრბოს ფონზე იყო გამორჩეული, საკმარისია ჩაიცვა რაიმე გამომწვევი. მაგრამ განვითარებული, მგრძნობიარე ვიზუალის ვექტორიანი თავს უფლებას არ აძლებს ამ ხროვაში დაინახოს ,,ნაცრისფერი ბრბო“. მისთვის ყოველი ადამიანი სიცოცხლის ფასეულობათა მატარებელია, ანუ ყოველი მათგანი თავისებურად უნიკალურია. საკუთარი უნიკალურობა ვიზუალის ვექტორიან ადამიანში შეიძლება გამოვლინდეს სხვისი უნიკალურობის შემჩნევის უნარში.

 საკაცობრიო ფასეულობათა დონის მიღწევისას, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი წყვეტს საკუთარი თავის სხვებთან შედარებას. ადამიანის სიცოცხლის ფასეულობა ყველას ერთ სიბრტყეში აქცევს, ყველა მათი უნიკალური შტრიხის ჩათვლით. განსხვავდება მხოლოდ თანაგრძნობის სიღრმე და ხარისხი ყოველი ცალკეული ადამიანის მიმართ. სურვილის მთელი ძალის, მთელი გულისყურის მიმართვა გარშემომყოფთა მოთხოვნილებისკენ, ხდის ვიზუალის ვექტორიან ადამიანს იყოს მზად მსხვერპლის, თვითშეწირვის და გულმოწყალებისთვის.

 დამხმარე შტრიხებიდიაგნოსტიკისთვის

 ვიზუალის ვექტორიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეგავლენა, რომლის მოხდენაც მას შეუძლია. ყველაფერი, რასაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ყვება საკუთარ თავზე, ჟღერს ემოციურად, მკაფიოდ, გამომსახველად. ძალზე ხშირია როცა ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი საკუთარ თავს სხვადასხვა გარემოცვაში სხვადასხვანაირად აღიქვამს (გარემოს შესაბამისად). თავისი მშვიდობისმოყვარეობის მიუხედავად, საკუთარ ფასეულობათა გამო შეუძლია წავიდეს კონფლიქტზე, განსაკუთრებით მაშინ თუ ერთვის განსაზღვრული ვექტორები (კანი და ორალი), განსაზღვრულ მდგომარეობაში. ეშინია იყოს უღიარებელი, დასაცინი, მაგრამ თავად ხშირად მზადაა განსაჯოს და გაკიცხოს სხვები. მთელ ქვეყანას ყოფს კარგებად და ცუდებად, წამს კეთილის და ბოროტის არსებობა. მთავარი ფასეულობა, რომელსაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ქადაგებს არის სიყვარული.

 


 

7. ყნოსვის ვექტორი

ynosva

რაოდენობა: 1%-ზე ნაკლები

მიეკუთვნება ენერგიის მეოთხედს

ფუნქცია - სისტემის ანტივირუსი.

 ცივილიზაცია არის სოციალური ურთიერთობების ძლიერი მექანიზმი, ყოველი ადამიანი დედამიწაზე ვლინდება ცხოვრების მძევლად ან ბედნიერ მონაწილედ. რაღაც მიზეზის გამო, ჩვენ არ ვრჩებით დანაწევრებულ ელემენტებად ჩვენი სურვილების პირისპირ, არამედ ვიკვრებით ერთიან ორგანიზმად, ვცოცხლობთ და ვვითარდებით. აიძულოს კაცობრიობას მოძრაობა - სწორედ ესაა ენერგიის მეოთხედის (კვარტელის) დანიშნულება, აიძულოს კაცობრიობას მოძრაობა საჭირო მიმართულებით - არის ენერგიის შინაგანი ნაწილის - ყნოსვის ვექტორის - არსი.

 ყნოსვის ვექტორის ფუძისეული ფუნქციას, მის შესაძლებლობას მოაწყოს მკაფიო იერარქია ნებისმიერ კოლექტივში, ეწოდება რანჟირება. ადამიანის ბუნებრივი რანგი, ანდა სხვა სიტყვებით, მისი მდგომარეობა ჯგუფში სხვა ადამიანებთან შედარებით, მისი რიგითობა ჯოგის რესურსების დანაწილებისას (მაგალითად: ძველ ჯოგში რიგით მერამდენეს შეხვდებოდა ხორცის ნაჭერი), დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. მაგრამ არსებობს რანჟირების მექანიზმი რომელიც მუშაობს ყნოსვითი საზომის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. იგი ჯგუფს არანჟირებს არა ფუნქციებისა და როლების გაცნობიერებული განაწილებით, არამედ საიდუმლო, გარეგნულად გამოუვლენელი, თვალისგან დაფარული ზემოქმედებით.

 მისი ეროგენული ზონაა ცხვირი. ყნოსვის ვექტორი არ განასხვავებს სასიამოვნო და უსიამოვნო სუნებს (თუ არ ერთვის ვიზუალი), არომატებს და სიმყრალეს (მისთვის ყველაფერი ,,ყარს"), ამაში არ მდგომარეობს მისი ტალანტი. ნებისმიერ სუნს ის განასხვავებს მათი ინტენსივობით: გარშემო ყველაფერი ყარს. განსაკუთრებულად კი მისთვის ,,ყარს" ადამიანთა მდგომარეობები, მათი დაფარული სურვილები და შეგრძნებები, რომლებიც ვლინდებიან თავისდა შეუმჩნევლად, გაუცნობიერებელი სამყაროსეული ეგოიზმის ველში, - სწორედ ასეთი მდგომარეობების შეგრძნება შეუძლია ყნოსვით საზომს, და სწორედ ესენი, ეს უსახელო სუნები, აფორმირებენ ყნოსვის ვექტორიანისთვის სამყაროს სურათს.

 გარეგნული იერი

 ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის მთავარი მისწრაფებაა - იყოს შეუმჩნეველი. მისი გარეგნული გამომეტყველება ხშირად შეესატყვისება ამ მისწრაფებას. სახე და გარეგნული იერი აქვს არაფრით გამორჩეული (შეუმჩნეველი) ადამიანისა, თვალის ერთი შევლებით ვერც კი შეამჩნევთ (ვერ გამოარჩევთ) მას. მისი სახის კუნთები მოშვებულია, რაღაცნაირად ქვემოთ დაშვებული. ხმა აქვთ ჩუმი, უემოციო (თუ არ ერთვის ორალი), შეიძლება სიტყვებიც კი ვერ გამოარჩიო. სიტყვაძუნწია, საუბრობს მინიშნებებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ყოველთვის შეუძლია ,,გამოძვრეს" და თქვას რომ მას არასწორად გაუგეს. ყვოსვის ვექტორიანის სახეზე თქვენ ვერ წაიკითხავთ ემოციებს, რაღაც კუთხით - ის საერთოდ უემოციოა.

შეიძლება გეგონოთ რომ გრძელი, მოკაუჭებული ცხვირი ყნოსვის ვექტორის უდავო მახასიათებელია. თვით დასახელება - ყნოსვითი ზომა - გარანტიას აძლევს მფლობელს ქონდეს მკაფიოდ გამოხატული ეროგენული ზონა. ასეა თუ არა ეს? ან კი ან არა. ეროგენული ზონა, ცხვირი ყნოსვის ვექტორიანი ადამიანისა, შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანური ცხვირი. თუმცა შეიძლება იყოს პირიქითაც: ცხვირი ადამიანის სახეზე იპყრობდეს ყურადღებას, თითქოს თავის განსაკუთრებულობას მიანიშნებს.

გარეგნული ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებდა ყნოსვითი ზომის არსებობაზე ადამიანში - არის სპეციფიური გამომეტყველება, ოდნავ შესამჩნევი იქედნური, ზიზღით სავსე გრიმასა. გვერდიდან ეს ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი რაც ხდება მისთვის ძალიან უსიამოვნოა (თითქოს სიცოცხლით იტანჯება). ამპარტავნული გარეგნობა ყნოსვის ვექტორიანისა მთლიანად შეესაბამება მის შინაგან შეგრძნებებს. ის ხალხს ზიზღით უყურებს - იმიტომ რომ მხოლოდ მას შეუძლია შეიგრძნოს ადამიანების ცხოველური ბუნება, მათი ეგოიზმის მდგომარეობა, ისე დეტალურად კითხულობს მათ როგორც გადაშლილ წიგნს. ცივი, არაფრისგამომხატველი ნიღაბი, დაჟინებული (ჩაციებული) და გამჭოლი მზერა, და ოდნავ შესამჩნევი ზიზღი - ასეთია ტიპიური ყნოსვის ვექტორიანის პორტრეტი.

არსებობს ბევრი ეპითეტი რომლებითაც შეიძლება აღვწეროთ ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი: უსიამოვნო, ამოუცნობი, ამაზრზენი, ძრწოლის მომგვრელი. მაგრამ ასეთი შეფასება რომ დაიმსახუროს, მან კვალი უნდა დატოვოს ჩვენს ცხოვრებაში. დიდი შანსია რომ პირველ შეხვედრაზე ვერ შეამჩნიოთ და ვერ დაიმახსოვროთ ყნოსვისვექტორიანი ადამიანი.

 სახეობრივი როლი

 ყნოსვის ვექტორიანის ადგილი ჯგუფში - ბელადის გვერდითაა, არის მისი მრჩეველი, და როგორც წესი, ნამდვილი ,,სულების მბრძანებელია". ბუნებრივი დავალებაა - მოახდინოს ჯგუფის ფარული მართვა მასში (ჯგუფში) შემავალი წევრების რანჟირებით.

 პირველყოფილ ჯოგში ყნოსვის ვექტორიანის როლი იყო ბელადის მრჩეველი ან შამანი. ჯოგი, როგორც ერთიანი სხეული, ცხოვრობდა ერთი-ერთზე ბუნებასთან, ყველაფერი ირგვლივ იყო საშიში და ამოუცნობი. ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი შეიგრძნობდა კანონზომიერებას ბუნების ძალებში, წარმართავდა ჯოგის შიშებს და კარნახობდა მათ მიმართულებას ნიშნების, კულტებისა და ცრურწმენების გამოყენებით. განვითარების შემდეგ ფაზაში ადამიანების შემკავებელი იყო რწმენა, ადამიანთა რწმენას კი განაგებდა ყნოსვის ვექტორიანი ადამიანი. ის იკავებდა უმაღლეს რელიგიურ ჩინებს, მანიპულირებდა ცალკეული ადამიანებით და სახელმწიფოებით და მაშინდელი ეპოქის რელიგიური მრწამსით.

 დღეს ყნოსვითი ზომა მართავს სამყაროს ფინანსური და ბუნებრივი რესურსების განაწილებით, პოლიტიკის და საინფორმაციო საშუალებების დახმარებით.

 ინტელექტი

 ყნოსვითი ინტუიცია - განსაკუთრებული მსოფლშეგრძნება, ეფუძნება პონენციური საფრთხეების და შესაძლებლობების შეგრძნების უნარს.

 ნებისმიერ ვექტორს ადამიანში აქვს პრაქტიკულად მიუღწეველი იდეალური მდგომარეობა, იგულისხმება მისი ბუნებრივი ფუნქციების მკაფიო ავსება, გადახრების გარეშე. მაგრამ ადამიანი ფსიქიკურად არასტაბილურია. შესაძლებელია ფსიქიკის განსხვავებულ დონეზე წაბორძიკება: სადღაც გარემომცველი წრე ზედმეტად აგრესიულია, სადღაც გარეზემოქმედება არასაკმარისია, მაგრამ ტემპერამენტი თავისას ითხოვს. ეს წარმოშობს გადახვევას ვექტორის იდეალური თვისებებისგან, რომლებიც გამოიხატებიან როგორც მძიმე და დაუბალანსებელი მდგომარეობა. თუკი ადამიანი დისბალანსისას განიცდის სიძულვილს, მაშინ ადრე თუ გვიან, ეს სიძულვილი აისახება მის ქცევაზეც. მაშინ იგი სახიფათო ხდება მთელი ჯოგისთვის. ყნოსვით ზომას შეუძლია გამოავლინოს დისბალანსის მდგომარეობა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გამოვლინდება ქცევაში ან გარეგნობაში.

 ყნოსვის ვექტორი გამოითვლის ნებისმიერი გამოვლინების პოტენციურ ეფექტს თავის სიცოცხლეზე. მოქნილი, მაგრამ გაუაზრებელი გათვლა, ეფუძნება შეგრძნებებს, და მისი საბოლოო მიზანია აღმოაცენოს პირადი ძალაუფლება და უსაფრთხოება, - სწორედ ესაა ყნოსვის ვექტორის ინტელექტის საფუძველი. მთელი ინფორმაცია სამყაროზე წარმოუდგენია როგორც ,,რუკა" პოტენციური საფრთხეებით. გვერდიდან სამყაროს ასეთი ხედვა გვეჩვენება მისტიკურად. ყნოსვის ვექტორიანი ადამიანისთვის მიაწერენ მომავლის წინასწარმეტყველების შესაძლებლობას, ის ,,ხედავს" ადამიანების საიდუმლო სურვილებს. მაგრამ მისი სტიქია - არის არამატერიალური სუნების სისტემა, ბუნების გაუცნობიერებელი კანონები, რომლებითაც ეწყობა სხვებისთვის უხილავი ურთიერთკავშირები. მდგომარეობის მართვა, პოტენციური ურთიერთკავშირების ქსელის გამოთვლით დახმარებით - სწორედ ესაა ყნოსვითი ინტუიცია.

ყველა ადამიანი არის ეგოისტური სურვილები, მათ შეუძლიათ ურთიერთწინააღმდეგობით ხელი შეუშალონ ჯგუფის განვითარებას. ყნოსვის ვექტორიანი პირად უსაფრთხოებას უკავშირებს ჯგუფს, რომლის ნაწილიც თვითონაა. ნებისმიერი ჯგუფი, იქნება ეს მუშების კოლექტივი თუ სახელმწიფო, ესაა შეთავსებული ეგოიზმი, მიღების საერთო სურვილით. და მათზე დაგას ეგოიზმის ყველაზე დიდი შეკვრა - ყნოსვის ვექტორი. ის მართავს და არანჟირებს ადამიანებს ჯგუფში, მათი გამოსადეგობის მიხედვით.

ინტელექტის განუვითარებლობა ყნოსვის ვექტორში - ესაა სკანირება ადამიანთა ყველა ცუდი მდგომარეობისა. თვითგადარჩენის ინსტიქტი ამ დროს მუშაობს ძალზე პრიმიტიულად, პირველყოფილ დონეზე: ის კლავს საფრთხის გამომწვევს (კლავს განუვითარებელ, მინუსში მყოფ ადამიანებს). ამის მაგალითები საკმაოდ ბევრია - ყველა ცნობილი მანიაკი მკლელი მაგ: ანდრეი ჩიკატილოს ტიპისა.

 ყნოსვის ვექტორის ინტელექტის უმაღლესი განვითარება - ესაა საკაცობრიო მასშტაბის საფრთხეების შეგრძნება. ასეთი შესაძლებლობა ეხმარება გახდეს მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი. მიკროორგანიზმები, ბუნების გამოუვლენელი კანონები, რესურსების გადანაწილება - ყველა ამ სფეროში საჭიროა ყნოსვის ვექტორის ინტელექტის გამოყენება.

 ურთიერთობა

 ყნოსვის ვექტორიანს არ შეუძლია აღიქვას ცალკეული ადამიანი როგორც პიროვნება, ვექტორის მატარებელს ან ცალკეულ ინდივიდს ის აღიქვამს როგორც გადახრას იდეალური მდგომარეობიდან. ყნოსვის ვექტორიანი სხვა ადამიანთან ყოველთვის ურთიერთობს მხოლოდ იმიტომ რომ დაინახოს ამ ადამიანის სასარგებლობა ჯგუფისთვის. არსობრივად ყვოსვის ვექტორში ჩადებულია მისწრაფება შეინარჩუნოს საკუთარი არსებობა ჯგუფის ერთიანობის შენარჩუნებით (ჯგუფი ხდება მისი სიცოცხლის გარანტი), ამის მისაღწევად ის მზადაა გამოიყენოს ყველანაირი ადამიანური რესურსი.

 ნებისმიერი ურთიერთობა ჯგუფში კავშირშია ბუნებრივ სუნებთან. ყნოსვის ვექტორს (თუ სხვა ვექტორი არ ერთვის) სუნი არ აქვს. მას თითქმის არ აქვს გადახრები და ცუდი მდგომარეობები. შეიძლება ითქვას რომ ეს არის იდეალური, თითქმის დაუსტრესავი ვექტორი. ყნოსვის ვექტორის ფუნქციაა - შეიგრძნოს ჯგუფის ყველა ცხოველური სურვილი, ცალკეული ეგოისტური მდგომარეობები ჩართოს თავის უსასრულო ეგოიზმში. ის არის როგორც მიზიდულობის კანონი, უჩინარი და გაუცნობიერებელია, მაგრამ მასთან დაკავშირებულია ყველა დავარჩენი გამოვლინება ფიზიკურ სამყაროში.

 სუნის არქონა აიძულებს სხვა ვექტორებს მის მიმართ გრძნობდნენ ეხერხულობას და შიშსაც კი. სუნებზე (ფერომონებზე) აწყობილი, ბუნებრივი რანჟირება, მასზე არ მუშაობს. ყნოსვის ვექტორს სუნი არ აქვს ე.ი. არ გასცემს ინფორმაციას საკუთარი ფუნქციის შესახებ, ეს კი სხვებისთვის საგანგაშო სიგნალია. ქვეცნობიერად ყველა მიესწრაფვის შეასრულოს საკუთარი ბუნებრივი ფუნქცია და ამით ხაზი გაუსვას საკუთარ რანგს. ასე მიმდინარეობს ბუნებრივი რანჟირების პროცესი. ყნოსვის ვექტორის არსებობა კი ვლინდება წაბიძგებით, მდგომარეობის ენერგეტიკული ცვლილებით.

 ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის ურთიერთობა გარე სამყაროსთან იცვლება მისი ინტელექტის განვითარების დონის შესაბამისად. განვითარებული ყნოსვის ვექტორიანი - ბრწყინვალედ ინიღბება, მის მანიპულაციებზე ვერავინ ვერასოდეს ვერ იეჭვებს. განუვითარებლობა ყნოსვის ვექტორში ვლინდება როგორც ცუდად დამალული მიზანთროპია (მიზანთროპია - ნიშნავს კაცთმოძულეობას) და სხვებისთვის ზემოდან ყურება, რაც გარშემომყოფებს მის წინააღმდეგ განაწყობს.

 ყნოსვის ვექტორიანი შინაგანად შეიგრძნობს საკუთარ უსასრულო დომინანტობას. ყველა გაუცნობიერებელი სურვილი თავს იყრის მის მმართველობაში. ყნოსვის ვექტორიანი - არის როგორც ცენტრი, რომელიც აღიქვამს ყოველი ცალკეული ადამიანის გადახრას ბუნებრივი მოვალეობიდან. საკუთარი თავის სამყაროს ცენტრად აღქმის გამო, ყნოსვის ვექტორიანი ვერ აღიქვამს ცალკეულ ადამიანებს. მისთვის არსებობს მხოლოდ მისი გავლენის სფერო, ხოლო ხალხს აღიქვამს როგორც თავისი თავისი ძალაუფლების ინსტრუმენტებს. ამიტომ მისი არსებობა შეუძლებელია ჯგუფის გარეშე. ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის უსაფრთხოება გარანტირებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ამოფარებულია სხვის სურვილებს.

 მოძრაობა

 ყნოსვის ვექტორი, ყველა სხვაზე უკეთ შეიგრძნობს გარე სამყაროში არსებულ აქტუალურ მდგომარეობას. ყველა მოძრაობა, ზუსტად რომ ვთქვათ, მოძრაობის კოველი მიმართულება იმყოფება მისი კონტროლის ქვეშ. მაგალითად ანალური ვექტორი ნაწყენ მდგომარეობაში - მისგან იგრძნობა შურისძიების მუქარა. ანდა ბალანსდარღვეული კანის ვექტორი - მისგან მოდის დანაშაულის სუნი. სხვების ასეთი სტრესული მდგომარეობები ნათელია მხოლოდ ყნოსვის ვექტორიანისთვის (ჯერ კიდევ მანამ სანამ ეს სტრესები გამოვლინდება, ყნოსვის ვექტორიანისთვის გასაგებია მათი პოტენციალი), იმიტომ რომ ის სტრესებს გრძნობს თავისი ბუნების სიღრმიდან, სადაც ყველანაირი ურთიერთკავშირი წინასწარ გათვლილია.

 ეგოიზმის მდგომარეობები იცვლება ერთი და იგივე სცენარით, ეგოისტური სურვილები მიედინებიან წინასწარ გაკვალულ კალაპოტში. მოძრაობის თვისებები ყნოსვით ზომაში დაკავშირებულია დაკავშირებულია შესაძლებლობასთან სწრაფად შეიგრძნოს ცვლილებები და მიმართოს ენერგია განსაზღვრულ კალაპოტში. ყველაზე უბრალო შესაძლებლობა მოძრაობის თვისებათა განვითარებისას - ესაა ჯგუფში ფუნქციების სწორად განაწილება. ყოველი ადამიანი ყნოსვის ვექტორიანის კონტროლის ქვეშ განაწილებული იქნება თავისთვის ყველაზე შესაფერის საქმიანობაში. უფრო რთულ სიტუაციაში - ესაა მმართველობა ფინანსებით, ან საარსებო რესურსების განაწილებით. არსებობს მაგალითები, როდესაც ფინანსურ ბირჟაზე მანიპულაციებს ფატალური შედეგი მოუხდენია მთელი სახელმწიფოს ეკონომიკაზე.

 ყნოსვის ვექტორიანის მოქმედება ყოველთვის შეიცავს ხიფათს. ხიფათის შეგრძნება აიძულებს მას მოიკრიფოს ყურადღება და იმოქმედოს სიტუაციის შესაბამისად. მაგრამ მისი მოქმედებები არ გავს კანის ვექტორიანის ხელმძღვანელობას. ყნოსვის ვექტორიანი თავს არიდებს პირდაპირი ბრძანების გაცემას. 

სწრაფი და ზუსტი რეაგირების უნარი ბავშვობიდანვე ფორმირდება. ყნოსვისვექტორიანი ბავშვი მომჩვარულია, მელანქოლიური (ყნოსვითი მელანქოლია არ აგერიოთ სმენის დეპრესიაში), გარეგნულად გამოიყურება პასიურად და უსიცოცხლოდ. წყნარ, მზრუნველ და სიყვარულით სავსე გარემოში, ყნოსვის ვექტორიანი მოშვებულია და უმოძრაო ნეტარებაშია. და პირიქით, რაც მეტი სირთულე და ხიფათი ხვდება მას ზრდის პროცესში, მით უფრო მკვეთრად იწყებს მუშაობას მისი ინტუიცია.

 ყნოსვის ვექტორიანის მისწრაფებაა - გააფართოვოს თავისი გავლენის სფერო, მოიპოვოს მაქსიმალური ძალაუფლება. გარეგნულად ეს ჩანს, როგორც გარემოს მასშტაბური ცვლილება: მაგალითად, ის მუშაობდა ფინანსურ ბირჟაზე, შემდეგ ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა ფონდებს, შემდეგ კი გვევლინება მსხვილ საერთაშორისო ინვესტორად.

 განვითარება

 განვითარების შესაძლებლობა ყნოსვის ვექტორში არის სწავლა გავლენის სფეროს გაფართოებისა და ძალაუფლების საკუთარ ხელში თავმოყრისა. ფსიქიკის ამ დონეზე ვექტორული თვისებების წარმატებული რეალიზაციისას მისგან შეიძლება დადგეს მსხვილი პოლიტიკოსი, საერთაშორისო ინვესტორი და ფინანსისტი. ბუნებრივ ტემპერამენტზე დამოკიდებულებით იზრდება და ფართოვდება ყნოსვის ვექტორიანის ამბიციები.

 წარმატებული, რეალიზებული ყნოსვის ვექტორიანი, მარიონეტებივით ძაფით ათამაშებს მთელ სახელმწიფოს. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ როგორ ხდება რევოლუციები, ჯერ ირღვევა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგრადობა, ჩნდება ახალი კულტურული ფასეულობები, და ხშირად არც ისე აშკარად შესამჩნევია რომ ამ ცვლილებების უკან დგას ყნოსვის ვექტორიანი. მხოლოდ მოგვიანებით გასაიდუმლოებული დოკუმენტის გახსნისას ან უშუალო მოწმეთა მონაყოლით, ჩვენამდე აღწევს რეალური ფაქტები მომხდარის შესახებ.

 ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის ფასეულობები, ასე თუ ისე ტრიალებენ ძალაუფლების გარშემო. ყნოსვის ვექტორის დომინანტური ბუნება ყოველთვის ემორჩილება მისწრაფებას ძალაუფლებისკენ. ყნოსფის ვექტორი შესანიშნავად ინიღბება. იქმნება საინვესტიციო ფონდები, აქტიურდება საქველმოქმედო ფონდები, მიმდინარეობს ტოლერანტობის პროპაგანდა, გვიქადაგებენ მოთბინებას და გლმოწყალებას - და ეს ყველაფერი იმყოფება ყნოსვის ვექტორის ფხიზელი კონტროლის ქვეშ.

 ქველმოქმედება და ფილანტროპია ყნოსვის ვექტორიანის შესრულებით არის უზარმაზარი გავლენის მოპოვების მცდელობა.

 ყნოსვის ვექტორს არ გააჩნია კეთილშობილება და მორალი (თუ ვიზუალი არ ერთვის). არ განასხვავებს ცუდს და კარგს: ბუნების გამოუვლენელ კანონებში ნებისმიერი მოვლენა განსხვავდება მხოლოდ თავისი ინტენსიურობით და პოტენციური საფრთხით. სიკეთისა და სამართლიანობისკენ მოწოდება ყნოსვის ვექტორიანის შესრულებით - სხვა არაფერია თუ არა რეალური სურვილების შენიღბვა. ყოველთვის არსებობს მთავარი, გაცნობიერებული მიზანი ყნოსვის ვექტორიანისთვის - ესაა უსაზღვრო ძალაუფლება.

 დამხმარე შტრიხებიდიაგნოსტიკისთვის

 ყნოსვის ვექტორიან ადამიანს იშვიათად შეხვდებით თქვენს გარემოცვაში. უფრო ხშირად ის ჩანს მასშტაბურ მაქინაციებში, მზარდი გავლენის სფეროში, პირადი კეთილდღეობის დონის მიხედვით. მთავარი ატრიბუტები რომლის დახმარებითაც ვიცნობთ ყნოსვის ვექტორიან ადამიანს - ესაა ძალაუფლება, გავლენა და სიმდიდრის მოხვეჭა. ყნოსვის ვექტორი შეიძლება დაფარული იყოს სხვა ვექტორებით, რაც მნიშვნელოვნად ართულებს დიაგნოსტიკას.

 


 

8. სმენის ვექტორი

smena

რაოდენობა: 5%

 მიეკუთვნება ინფორმაციის მეოთხედს

 ფუძე - საერთო ინფორმაცია

 ფუნქცია - წვდომა (მიღწევა) და გახსნა საერთო მსოფლმხედველოვრივი კანონების, მთელი კაცობრიობის იდეოლოგიურად განვითარება და წაყვანა (მეტნაკლებად უმტკივნეულოდ) სწორი გზით.

 ადამიანებმა თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ბევრი ისწავლეს სამყაროს შესახებ. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, შევაფასოთ, შევადაროთ და გავაანალიზოთ განსხვავებული გამოვლინებები. შეგვიძლია შევიგრძნოთ ცვლილებები გარემომცველ სამყაროში და თვით ჩვენში. ის რასაც ჩვენ გავიგებთ ამ დაკვირვების რეზულტატით, დამოკიდებულია ვექტორალურ წყობაზე, რომელიც აფორმირებს ჩვენს აზროვნებას. ამას შეიძლება დავარქვათ სუბიექტური აღქმა, ე.ი. ხედვა ერთი წერტილიდან.

 თუ ჩვენ გადმოვხედავთ ქალაქს ზემოდან (მაგ: ვერტმფრენიდან) ჩვენს ქვემოთ გადაიშლება მთელი ქალაქი, ადამიანებით, შენობებით და ა.შ. ეს ყველაფერი მთლიანობაში გამოჩნდება თვალის ერთი გადავლებით. ხოლო თუ ჩვენ გადმოვიხედავთ კოსმოსიდან, აღქმული სურათი იქნება უფრო სრული და მასშტაბური.

 საკაცობრიო ფსიქიკაში არსებობს ვექტორი, რომელსაც ზუსტად ასევე შეუძლია ერთიანი სურათის აღქმა. ესაა სმენითი ზომა, რომლის ფუძეა - ერთიანობა. სმენის ვექტორის ფუნქციონალური დავალებაა - განსაზღვროს სამყაროში მიმდინარე პროცესების, არსებობის, ჯგუფის ერთიანი მდგომარეობის აზრი, ევოლუციურ განვითარებაში მიღწეული წერტილი, და მისცეს მიმართულება მთელი კაცობრიობის განვითარებას. მოძრაობის მიმართულების შეგრძნება სმენის ვექტორში ფორმირდება იდეების სახით, რომლებიც მათ შეაქვთ სამყაროში და აღანთებენ სხვებს.

 სმენის ვექტორის ეროგენული ზონა - ესაა სმენითი სისტემა. რაც აძლევს შესაძლებლობას აღიქვას გარემომცველი სამყაროს ვიბრაციები და განმარტება გაუკეთოს მათ. სმენის ვექტორს სხვებზე უკეთ შეუძლია ინფორმაციის აღქმა სამყაროს შესახებ არამატერიალური გაგების ფონზე, ისეთების როგორიცაა ,,სიტყვა", ,,სისტემა", ,,აზრი". აბსტრაგირებით ზოგადი გამოვლინებიდან ცალკეულ გამოვლებამდე, სმენის ვექტორიანს შეუძლია გამოავლინოს მინიშნებები რამდენიმე მსგავს სისტემაში, იმ აზრით, რომ მიაღწიოს საერთო მსოფლმხედველობრივი კანონების გაგებას.

 სმენის ვექტორი ერთადერთია ვინც საკუთარ თავს არ აიგივებს სხეულთან რომელიც მისი მისი მატარებელია მატერიალურ სამყაროში. მთელი მისი თვისებები მუშაობენ ერთი დავალებისთვის - გაიგოს ყველაფრის აზრი რაც ხდება, მისი მნიშვნელობა, შეიცნოს თუ რატომ ხდება ყველაფერი ასე და არა სხვაგვარად. სმენის ვექტორს უნდა უმადლიდეს კაცობრიობა შეცნობას, გაგებას, მისი (სმენის ვექტორის) წყალობით აითვისეს ადამიანებმა ფიზიკური და სულიერი მსოფლმხედველობის პრაქტიკები. სმენის ვექტორიანი ადამიანის ფასეულობები ყოველთვის მის იდეებთანაა კავშირში, რომლის მასშტაბიც დამოკიდებულია მისი მისი განვითარების დონეზე. ამ მხრივ, სმენის ვექტორი ერთადერთია რვიდან, ვისი ბუნებაც გამოიყურება აბსოლუტურად სხვადასხვანაირად განსხვავებული მდგომარეობის ადამიანთათვის, ე.ი სმენის ვექტორი იღებს თავისი იდეის ფორმას: თვალთვალის მანიიდან საკაცობრიო იდეამდე, რელიგიური ან ნებისმიერი სხვა მსოფლიო დონის იდეის.

 გარეგნული იერი

 სმენის ვექტორიანი ადამიანი ძალიან მცირე მნიშვნელობას ანიჭებს სხეულს, ხშირად ივიწყებს მას, იმიტომ რომ მთლიანად თავის შინაგან შეგრძნებებზეა კონცენტრირებული. ეს აისახება მის გარეგნულ იერზეც. სმენის ადამიანები ხშირად არიან განცალკევებულები, ჩაძირულები საკუთარ თავში: სახე ხშირად ემოციების გარეშეა (არ გამოხატავს ემოციებს), გაფანტული მზერა თითქოს შუშისააო, მიმართული სივრცისკენ (თითქოს არაფრისკენ). სმენის ვექტორიან ადამიანს ხშირად აქვს არაგამომსახველი მიმიკა (თუ არ ერთვის ორალი ან ვიზუალი), რაც მის სახეს უსიცოცხლო ნიღბად აქცევს.

 სმენის ვექტორიანს შეიძლება გამოუვლინდეს ასთენიური (ძალიან გამხდარი) აღნაგობა: გრძელი კიდურები, ვიწრო მკერდი, სიგამხდრე, უმეტესად ტანმაღალია. სმენის ვექტორიანს თვისობრივად ხშირად ავიწყდება სხეულებრივი მოთხოვნილებები (განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ერთვის კუნთი, ანალი ან ორალი). მას შეუძლია დიდხანს არ ჭამოს, არაპრეტენზიულია კვების რაციონის მიმართ (თუ არ ერთვის ორალი). სმენის ადამიანისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა იყოს მთელი დღე მშიერი.

 სმენის ვექტორს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ძილთან. აზროვნების მიშვებული პროცესი, მისთვის ხდება ძნელად შესაჩერებელი ან გადადის მუდმივობაში. ძილი აძლევს დასვენების საშუალებას სხეულს, მაგრამ სხეულებრივი მოთხოვნილებები ხშირად გადადის მეორე პლანზე სმენის ვექტორიანის შინაგანი მდგომარეობის გამო. მას შეიძლება დაავიწყდეს დაძინება ან დაემართოს უძილობა. მას ასევე შეუძლია იძინოს მთელი დღე-ღამე, თუკი შესაფერისი მდგომარეობა იქნება. მოუწესრიგებელი ძილი აქვს, რომელსაც ხანდახან ვერ აკონტროლებს ხელობნურად დაწესებული რეჟიმით, რასაც მიყავს სხეულის გადაღლამდე. სმენის ვექტორიანი ხშირად დღეც კი მძინარეს წააგავს, მოშვებულია, შენელებულად აზროვნებს. სმენის ვექტორიან ადამიანებს ურჩევნიათ იცხოვრონ, იმუშაონ და იფუნქციონირონ ღამით, როცა არაფერი ურღვევთ კონცენტრაციას.

 ტანსაცმელი, აქსესუარები, გარეგნული კომფორტი, უმნიშვნელოა სმენისვექტორიანი ადამიანისთვის (თუ ვიზუალი არ ერთვის). ნამდვილ ცეცხლს მათში ანთებს იდეები. ასე ურთიერთობენ ისინი სამყაროსთან: ,,აზრს ვერ ვხედავ", ,,რაშია აზრი", ,,არის იდეა" - მისი ტიპიური გამოთქმებია.

 სახეობრივი როლი

 სმენის ვექტორი ასრულებს რთულ ფუნქციას - გააცნობიეროს ბუნების კანონები, რომლებიც არსებობს სამყაროში და დაეხმაროს კაცობრიობას სისტემურ ევოლუციაში. ნაბიჯ-ნაბიჯ იმოძრაოს გაცნობიერებული მიზნისკენ, ადამიანები ხდებიან უფრო განვითარებულები საკუთარი თავის გაცნობიერების შემდეგ, ამიტომაა სისტემა უნიკალური. სმენის ვექტორის პირველყოფილი როლი - ესაა ,,ჯოგის ღამის გუშაგი". ფუნქციონალი ნათელია: არ დაიძინოს ღმით, მოუსმინოს და აიდენტიფიციროს განსხვავებული ხმები და გააფრთხილოს ჯოგი საფრთხის შემთხვევაში. ჯოგი თავს გრძნობს ერთიან სხეულად, რომელიც დგას სამყაროს პირისპირ. სმენის ვექტორს შეუძლია გარეგანი ვიბრაციების მოსმენით, ბგერების რხევათა ცვალებადობით გაიგოს სიტუაცია გარშემო, გამოიტანოს დასკვნები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

 შემდეგი ეტაპი, კავშირშია პიროვნულობის შეცნობასთან, შეიცნოს თავისი პირადი ,,მე" - შინაგანი იმპულსების დახმარებით მოახდინოს თვითიდენტიფიკაცია. მთელ მიმდინარე ეპოქებში ხდებოდა სმენის ვექტორის იდეების განვითარება: იმის გაგების სურვილიდან, რა არის ადამიანი სხეულებრივი გარსის გარდა - იმის გაგების სურვილამდე, თუ როგორ წარმოიქმნა ჩვენი სამყარო და რაშია მისი არსი. ამ ეპოქებში წარმოიშვა და აყვავდა რელიგიური და ფილოსოფიური სწავლებები, განვითარდა ფიზიკა, მათემატიკა, ასტრონომია და სხვა მეცნიერებები, რომლებიც არის შეცნობასთან მიახლოების მცდელობები. სმენის ვექტორიანები იყვნენ გურუები, მოაზროვნეები, ფილოსოფოსები, ანდა სამყაროს ერთიან ვიბრაციებთან შერწყმის სურვილით ქმნიდნენ მუსიკალურ, სამხატვრო, პოეტურ ნაწარმოებებს.

თნამედროვე ეპოქაში (კან-ყნოსვითი მმართველობის სისტემის დასასრულს) სმენის ვექტორის კვლევის საგანია ადამიანის ფსიქიკის სიღრმეები. ცოდნა და შეცნობა ბუნების კანონებისა თანდათან ლაგდება სამყაროს მრავალსაფეხურიან სისტემაში, მოაახლოვოს ქმნილების არსის გაგება.

 ინტელექტი

 სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტი, ემყარება მატერიალური სამყაროს გაგების (გაცნობიერების) შესაძლებლობას, ამ შესაძლებლობით ხედავს ცალკეული ერთეულების ნაკრების მთლიანობას, მათი აბსტრაგირებით. უფორმირდება მთლიანობის შეგრძნება - ეს წარმოდგენაა სამყაროს იმ მთლიანობაზე, რომლისკენაც მოძრაობს კაცობრიობა. სმენის ვექტორიანი, სამყაროში ნებისმიერ გამოვლინებას აღიქვამს პოტენციური გაერთიანებული მდგომარეობის ფონზე.

 ადამიანი სმენის ვექტორით საკუთარ ,,მეს" არ აიგივებს სხულთან ან ნებისმიერ სხვა სუბიექტურ წარმოდგენასთან საკუთარ პიროვნებაზე, მაგალითად სულთან რელიგიური გაგებით. მისი შინაგანი სამყაროს მოცულობა არაფრითაა შეზღუდული და პოტენციურად, შეუძლია დაიტიოს აბსოლუტურად ყველაფერი. ,,ვინ ვარ მე?" - სმენის ვექტორიანის ძირითადი კითხვაა, რომელიც მიჰყვება მთელი ცხოვრების მანძილზე, დაბადებიდან სიკვდილამდე. ყველას კი არ შეუძლია ამის გაცნობიერება, მაგრამ იპოვოს პასუხი ასეთ კითხვებზე - სწორედ ესაა სმენის ვექტორის ძირითადი დავალება. სამყაროში თავისი ადგილის სიღრმისეული გაცნობიერება, თავისი დანიშნულების გაგება (სმენის ვექტორიანის), დამოკიდებულია აზრების მსვლელობის სიღრმეზე, ინტელექტის მუშაობასა და ცხოვრებისეულ სცენარზე.

 თავის კითხვებზე პასუხების მიღების სურვილი სმენის ვექტორიან ადამიანს ხშირად აიძულებს გადაარჩიოს მრავალი განსხვავებული იდეა და მსოფლმხედველობრივი კონცეფცია. ყოველ ახალ იდეას სმენის ვექტორიანი ადამიანი ტესტავს თავისი შინაგანი აბსტრაქტული მსოფლმხედველობის მოდელთან შედარებით - ანუ რამდენად შეესაბამება ეს იდეა მის კონცეფციას, რამდენად შეუძლია (იდეას) განმარტოს მოვლენის არსი და რამდენად შეუძლია მას (იდეას) ცნობიერების საზღვრების გაფართოება. თუკი იდეას შეუძლია შეავსოს მისი შინაგანი კონცეფცია, მაშინ მას (იდეას) იმატებს და შესაბამისობაში მოყავს თავის კონცეფციასთან. თუ გამოკვლეული იდეა რამდენადმე ზუსტი და აღმათებულია (მის იდეაზე), ის მთლიანად ანაცვლებს თავის იდას მისით (ახალი იდეით), ხოლო თუ ახალი იდეა სუსტია - განაგდებს. სმენის ვექტორიანის ინტელექტის განვითარება განპირობებულია მისი იდეების სიფართოვით - რამდენად ღრმად შეუძლია მას განმარტოს სამყაროს არსი და მოწყობის მექანიზმი. უმაღლესი განვითარებისას ეს იდეა მსოფლმხედველობის საზღვრებში ფართოვდება უსასრულობამდე, რაც ვლინდება აბსოლუტურად სრულყოფილ და დასრულებულ იდეად.

 აზრის გაცნობიერებით, სმენის ვექტორიანი ,,იძენს საკუთარ მეს", რომლის არსიცაა, თავის თავში უსასრულობის გამოვლენა. ის თავს ანებებს საკუთარი თავის ასოცირებას თავის ეგოისტურ არსებობასთან, და ამის მაგივრად შეიგრძნობს ერთიან და განუყოფელ ,,მეს", საკუთარ თავში სრულყოფილი მსოფლმხედველობის გახსნით. საკუთარი როლის მთლიანობაში გაცნობიერება, გააზრება და განხორციელება, გადაარჩენს სმენის ვექტორიანს სუბიექტივიზმის გამოვლენისგან. 

სანამ სმენის ვექტორიანი არ იპოვის პასუხებს თავის ყველა კითხვაზე, მანამდე ის მთლიანად ცოდნაზეა დამოკიდებული - ეძებს თავისი არსებობის უფრო ღრმა აზრს. თუკი სმენის ვეტორში საკუთარი დანიშნულება არაა გაცნობიერებული და ვერ ამოძრავებს აზრებს სწორი მიმართულებით, მაშინ შედეგი მისი ინტელექტისთვის, როგორც წესი, სავალალოა. ეს არის უარყოფა ან დაკარგვა საკუთარი ,,მე"-სი პირადულობის დესტრუქციული შეცვლით: დეპრესიით, თვითმკვლელობის მცდელობით, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში შიზოფრენიით.

 ბუნებრივი ეგოცენტრიზმი ხელს უშლის მას ეძებოს კითხვებზე პასუხები, ჩაუღრმავდეს საკუთარ აზრებს. სმენის ვექტორიანი იმყოფება მუდმივ პარადოქსში: მისი ფსიქიკური ,,სხეული" უსასრულოა, ასე რომ მის ფსიქიკას არ აქვს ჩარჩოები და საზღვრები, ხოლო მისი მსოფლშეგრძნება პირიქით, ესწრაფვის კონცენტრირდეს საკუთარ თავზე, მოიკვეთოს (განაგდოს) გარე სამყარო მთლიანად. თუ სმენის ვექტორიანი მივიდა იდეამდე, მაშინ შეუძლია მოახდინოს საკუთარი მსოფლმხედველობის ტრანსფორმაცია და გამოიტანოს შიგნიდან გარეთ, მაშინ ის მიიღებს ვექტორის სრულფასოვნ ავსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ეცდება უკმარისობის შევსებას განსხვავებული იდეებისა და კონცეფციების (რომლებსაც აქვთ რაღაც მსგავსება შინაგან სტუქტურასა და იერარქიაში) კომპლექტის მითვისებით. ბალანსის მოსინჯვითა და მათ შორის (სხვადასხვა იდეების) თანსწორობის დაწყობით, სმენის ვექტორიანი აღწევს სტაბილურ, არცთუ ბოლომდე ავსებულ (დაკმაყოფილებულ), მდგომარეობას და საკუთარ თავთან კომპრომისით მიდის, მიიღოს ეს იდეათა ნაკრები როგორც მსოფლმხედველობის მოდელი.

 არის შემთხვევები, როცა სმენის ვექტორიანი შეგნებულად ცდილობს იმ ზეწოლის მოხსნას, რომელიც გამოწვეულია დასმული კითხვების ამოხსნის მოთხოვნილებით. ამიტომ განადიდებს რაიმე იდეას, ან ცვლის ჭეშმარიტებას საკუთარი ,,მეს" ძებნით. მის მიერ განდიდებული იდეა კი ხდება მისი იდეაფიქსი და სრულიად დომინირებს ყველა დანარჩენ იდეაზე (შეიძლება ეს გადაიზარდოს ფანატიზმში). ასეთ მდგომარეობას, როცა შერწყმულია აზრის აბსოლუტური მოუქნელობა და ახლის მიუღებლობა, ეწოდება ფაშიზმი. ეს ვლინდება შინაგანი ზეწოლისგან განთავისუფლების მცდელობით, რაც გამოწვეულია ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხების არარსებობით.

 თვითშეგნებისგან დაცლისას სმენის ვექტორში ვლინდება რწმენა ბედისწერაზე. ადამიანი შეგნებულად იკავებს პასიურ პოზიციას - ,,როგორც უნდა იყოს, მაინც ისე იქნება".

 სტრესისას ასევე ვლინდება ათეიზმი - ესაა მცდელობა დაავიწროვოს ცნობიერება გასაგები მატერიალური სამყაროს ჩარჩოებამდე.

 ურთიერთობა

 ურთიერთობის თვისებები ეწოდება ვექტორის თვისებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე თუ როგორ გამოავლენენ საკუთარ თავს ჯგუფში ადამიანები სხვა ადამიანებთან მიმართებაში, იურთიერთებენ განსხვავებულ ადამიანებთან და პარტნიორთან.

სმენის ვექტორი - აბსულუტურად ეგოცენტრულია, მას მთელი ყურადრება თავის შინაგან სამყაროზე აქვს გამახვილებული. სხვა ადამიანები, მათი პირადი ხასიათები, მათი მიწიერი აზრები, სმენის ვექტორიანს საერთოდ არ აინტერესებს. სმენის ვექტორიან ადამიანს აინტერესებს მხოლოდ იდეები, ხოლო ხალხი აინტერესებს იმდენად რამდენადაც მას დაეხმარებიან ამ იდეების განხორციელებაში. ასეთი ადამიანი, როგორც წესი, დგას კოლექტივისგან (ჯგუფისგან) განცალკევებით, ის არ ეწევა თვითპოპულარიზაციას, ჯგუფთან ურთიერთობის სურვილი მას მაინცდამაინც არ აქვს. ამ მდგომარეობიდან მისთვის გამონაკლისია ისეთი სმენის ვექტორიანების ჯგუფი, რომლებიც ატარებენ მისთვის საინტერესო იდეებს ან შეკავშირებულნი არიან მასთან საერთო იდეით. ასეთი ინდივიდი დიდ ხმაურიან საზოგადოებაში გამოიყურება უცნაურად, ჩაკეტილად და უინტერესოდ (თუ არ ერთვის ორალი), თითქოს ხალხისთვის არაფერი აქვს სათქმელი. სინამდვილეში მას უბრალოდ არ აინტერესებს საზოგადოებასთან ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება ცალკეული ემოციებისა და შეგრძნებების გაცვლა-გაზიარებას. თუ სმენის ვექტორიანი ასეთ სიტუაციაში რაიმეზე ლაპარაკობს, მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე, მის არსზე, საუბრობს თავდაჯერებულად გულწრფელად, და ყოველგვარი ემოციების გარეშე (თუ არ ერთვის ორალი ან ვიზუალი).

 სმენის ვექტორიანი ადამიანი ურთიერთობის დროს სხვა ადამიანს არ აღიქვამს როგორც მხოლოდ სხეულს, რომელსაც რაღაც თვისებები აქვს. მისთვის სულერთია როგორ გამოიყურება ადამიანი, როგორია მისი სტატუსი, გარეგნობა და სქესიც კი არ აინტერესებს. სმენის ვექტორიანს აინტერესებს მხოლოდ თანამოსაუბრის შინაგანი არსი - ის იდეები და მსოფლმხედველობა, რომლითაც თანამოსაუბრე ხელმძღვანელობს ცხოვრებაში. სხვა ადამიანის პასუხისმგებლიანობას ის ასეთივე კრიტერიუმით შეაფასებს: რამდენად ემთხვევა თანამოსაუბრის იდეები მის პირად იდეებს. ყოველ იდეას ადარებს საკუთარ იდეასთან, განიხილავს თუ რამდენად მრავლისმომცველია ეს იდეა, სხვა დანარჩენი კი მისთვის არაფრის მიმცემია, სწორედ ამითია გამოწვეული სმენის ვექტორიანის ეგოცენტრიზმი და სხვებისთვის ზემოდან ყურება - ადამიანს ის ვერ შეიგრძნობს, სამაგიეროდ გრძნობს მისი იდეების სიპატარავეს და არასრულყოფილებას. ზოგიერთ შემთხვევაში მისი ეს დამოკიდებულება შეიძლება გადმოიფრქვეს როგორც ჯგუფის ან მთელი კაცობრიობის სიძულვილი.

 შესაძლებლობა აღიქვას ადამიანები როგორც იდეების მატარებელი არსებები, შესაძლებლობა მოაგროვოს და გადაარჩიოს ახალი იდეები სამყაროს ერთიანი სურათიდან, სამყაროს მისეულ აღქმაში ვლინდება ასევე ,,პოლიგამიად". სმენის ვექტორის ფუძეა - გაერთიანება, ზოგჯერ ინტელექტი რომელიც უნდა მუშაობდეს გაერთიანებისთვის, ცუდ მდგომარეობაში, სექსუალური პარტნიორის ამორჩევისას ყურადრებას არ აქცევს მის პიროვნულ განსაკუთრებულობას და პარტნიორებს ირჩევს ინდივიდუალური ღირსებების და რაოდენობის განურჩევლად. სექსუალური ურთიერთობები როგორც მხოლოდ აუცილებელი სხეულებრივი მოთხოვნილებები არ მიეკუთვნება სმენის ვექტორიანის ინტერესებს, მაგრამ შეიძლება იყოს ჩართული მისი მსოფლმხედველობის ერთიან სურათში. პ.ს. ზოგიერთ მდგომარეობაში კი პირიქით სმენის ვექტორიანი მიდის საკუთარი პარტნიორის გაიდეალება-გაღმერთებამდე.

მოძრაობა

მოძრაობის თვისებები არის ვექტორის თვისებები, რომლებიც პასუხისმგებელია მისი მოქმედების და რეალიზაციის სფეროს არჩევაზე, მისი ადგილის განსაზღვრაზე გარემოში (ადამიანის შესაძლებლობა გამოირჩეოდეს ჯგუფში თავისი მოქმედებით სხვებთან მიმართებაში). მოძრაობა ზემო ვექტორებში (სმენა; ვიზუალი; ორალი; ყნოსვა) - ესაა მისი მონაწილეობის დონე კაცობრიობის მდგომარეობის ცვლილებაში.

 შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სმენის ვექტორიანს აინტერესებს მხოლოდ სულიერი და ფილოსოფიური კითხვები, მაგრამ ეს ასე არ არის. სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტის მიერ ხდება ნებისმიერი სასიცოცხლო სფეროს გამოყენება, რომელშიც დაინახა ,,თავისი ცხოვრების აზრი", ასეთი შეიძლება იყოს: მუსიკა, მეცნიერება, ხელოვნება, მწერლობა, არქიტექტურა, ეკონომიკა...

 სმენის ვექტორიანი გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯგუფის განვითარებაში. სწორედ ის ფლობს აბსტრაქტულ ინტელექტს, რომლის წყალობითაც შეუძლია შექმნას რაიმე პრინციპულად ახალი, რეალობაში ანალოგის არმქონე (რევოლუციური სიახლე თავისი მოღვაწეობის დაგში). სმენის ვექტორიანის მუშაობის მასალაა აზრები, მაგრამ არა უშუალოდ მატერია, ამიტომ მას შეუძლია შეუსაბამოს თავის გონებაში ერთმანეთს ნებისმიერი ისეთი მოვლენები, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთთან სრულიად არაა კავშირში.

 კაცობრიობის სულიერი მდგომარეობის ცვლილება და ყველაფერი რაც ამასთანაა კავშირში - ესაა სმენის ვექტორის მოქმედების შედეგი. რევოლუციები, რელიგიური ომები, იდეოლოგიები - ასევე სმენის ვექტორის საქმიანობის შედეგია. ასე, მაგალითად, ერთმა სმენის ვექტორიანმა გამოიგონა დენთი, მეორემ განავითარა მისი იდეა და გამოიგონა ცეცხლსასროლი იარაღი, შედეგად ომები გახდა უფრო ეფექტური, ხოლო ამით გამოწვეული ცვლილებები გარემოში კი მასშტაბური. ქიმიის შესწავლამ სხვა სმენის ვექტორიანს (მენდელეევს), საშუალება მისცა ცალკე გაბნეული ინფორმაცია ქიმიური ელემენტების შესახებ გაეერთიანებინა ერთ ,,პერიოდულობის სისტემაში", შედეგად ქიმია გახდა უფრო დახვეწილი.

 როგორც წესი სმენის ვექტორიანის განვითარების დონე არსობრივად წინ უსწრებს გარემომცველ სამყაროს, მის გონებაში უკვე არსებობს იმ იდეის ხედვა, რომლის გამოყენებასაც შეძლებს ცოტა უფრო გვიან. დროის ცნება, როგორც ასეთი, არ ვლინდება მისი აზროვნების კატეგორიაში, ყველაფერ არსებულს ის აღიქვამს როგორც ერთდროულ მდგომარეობას - მარადიულობას.

 განვითარება

 სმენის ვექტორიანის ნებისმიერი მოქმედება მიმართულია ყველაფრის არსის შეცნობისკენ. ცხოვრების აზრის შეცნობის მიზნით სმენის ვექტორიანი განიხილავს განსხვავებულ იდეებს, შეაფასებს თუ რამდენად შეუძლია ამ იდეებს მის კითხვებზე პასუხის გაცემა და მისი ცხოვრებისთვის აზრის მინიჭება. თვითონ სმენის ვექტორიანი გარემოცვაზე უშუალოდ არ ზემოქმედებს - ის მხოლოდ ბიძგს აძლევს, ხოლო შემგგომ განვითარება-რეალიზაციას ახორციელებს ჯგუფი, რომელიც აიტაცებს მის იდეებს. რაც უფრო განვითარებულია სმენის ვექტორიანი, მით უფრო დიდი მასშტაბის ჯგუფი იმსჭვალება იმ იდეით რომლის აზრსაც ის ჩაწვდა.

 სმენის ვექტორიანის იდეის არსი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორია ამ ვექტორის მდგომარეობა, ასევე ადამიანში სმენის ვექტორთან ერთად არსებული სხვა ვექტორების მდგომარეობა. იდეის ამ გამოვლინებაზე დამოკიდებულებით სმენის ვექტორიანი შეიძლება გახდეს კონსტრუქციული ან დესტრუქციული - ჯგუფის განვითარების ხელისშემწყობი ან ხელისშემშლელი. იდეები რომლებიც ჯდება მსოფლიოს მისეულ ხედვაში, აღანთებენ სმენის ვექტორიანს და უღვიძებენ შეცნობის სურვილებს. მას შეუძლია ეს მდგომარეობა გაუზიაროს სხვა ადამიანებსაც და გადასდოს მათ თავისი იდეები. იდეა შემდგომ განვითარებას პოულობს უკვე მის მიმდევრებში. იესო, ბუდა, მუჰამედი - ამის მკაფიო მაგალითებია. რელიგია და ფილოსოფია სწორედ სმენის ვექტოიანების მიერაა გამოგონილი.

 შეიძლება დავასკვნათ, რომ სმენის ვექტორიანისთვის მთელი კაცობრიობა უცხოა: თანაგრძნობა, ჰუმანიზმი, სიყვარული, მეგობრობა, მატერიალური სარგებელი... ყველაფერი ეს აზრს კარგავს, თითქოს იცრიცება როდესაც სმენის ვექტორიანის გონებაში რაიმე ახალი იდეა იბადება. სიამოვნებით ააფეთქებდა მთელ დედამიწას თავისთან ერთად იდეის სახელით - მხოლოდ სმენის ვექტორიანს შეიძლება გაუჩნდეს ასეთი აზრები. სწორედ ამიტომ სმენის ვექტორიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ისწავლოს გარშემომყოფთა აღქმა, შეიგრძნოს ერთიანი კავშირი მთელ კაცობრიობასთან - ასეთი ხედვით ის შეძლებს გააცნობიეროს საკუთარი თავი სხვების მეშვეობით, შეიცნოს კაცობრიობაში გაერთიანებული ,,მე". მხოლოდ ასე შეუძლია მიაღწიოს სამყაროსთან აბსოლუტური გაერთიანების მდგომარეობას - ასე შეასრულებს საკუთარ დანიშნულებას.

 დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

 ხშირად შეიძლება შევხვდეთ სმენის ვექტორის ცუდ მდგომარეობას, რომელსაც შეიძლება გამოუვლინდეს დეპრესია, ქონდეს ჩამქრალი მზერა, იყოს კომპიუტერულ თამაშებში ჩართული, ჩაკარგული ვირტუალურ რეალობაში. დისბალანსი სმენის ვექტორში შეიძლება მიზეზი გახდეს ნარკომანიის ან ალკოჰოლიზმისა (ნარკომანია და ალკოჰოლიზმი შეიძლება გამოუვლინდეს სმენის გავლენაში მყოფ კანის ვექტორიანსაც). სმენის ვექტორიანი ცოტას ლაპარაკობს, უცნობ საზოგადოებაში თითქმის ყოველთვის ჩუმადაა, თავის აზრს გამოთქვამს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში, მკაფიოდ და გასაგებად - თუ რომელიმე ზემო ვექტორი არ ერთვის (ორალი, ვიზუალი, ყნოსვა). არასაკმარისად განვითარებულმა (ან განუვითარებელმა) სმენის ვექტორიანმა შეიძლება საკუთარი იდეის მაგივრად აიღოს სხვა ვექტორების სურვილები როგორც საკუთარი იდეები, ასეთ დროს სმენის ვექტორის დიაგნოსტირება რთულდება. მაგრამ როგორ უაზრო იდეასაც არ უნდა აჟღერებდეს სმენის ვექტორიანი, ის დარწმუნებული იქნება, რომ ამ იდეაში ჩადებულია სამყაროს ყველაზე მთავარი და უღრმესი არსი.

 თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ვექტორული ფსიქოლოგიის ევოლუციური საწყისები


ავტორი: იოანე შენგელია როგორ ევოლუცირებს სიცოცხლე? დავსვათ ასეთ...

მედიტაციური პრაქტიკების სისტემური გააზრება


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები სისტემურად განვიხილო რამ...

არაცნობიერი, ქვეცნობიერი და ცნობიერი სვფ-ს მიხედვით


 ვინაიდან კაცობრიობა ვითარდება, ფუნქციები განიცდიან გარკვეულ...

ვიზუალური ფსიქოტიპის მრწამსი


ავტორი: მამუკა გურული ვიზუალური ფსიქოტიპის დამოკიდებულებებზე დიდ...

ვექტორული ფსიქოლოგიის მოკლე განმარტებითი ლექსიკონი


ავტორები: სერგო ღამბაშიძე და მამუკა გურული ვექტორი - მიღების სურ...

შენიღბული დეპრესია. სულის ყვირილი ღამურას ულტრაბგერით


დეპრესია, სუიციდი, შიზოფრენია, აუტიზმი – მხოლოდ სმენითი ფსიქოტიპი...

შესავალი ვექტორულ ფსიქოლოგიაში


წლების მანძილზე ადამიანი ცდილობს პასუხი გასცეს ფუნდამენტურ კითხვე...

ჭადრაკის სისტემური ანალიზი


ავტორი: მამუკა გურული თუ ჭადრაკს, როგორც სისტემას, სისტემურ-ვექტ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff