სიცარიელის გასაღები

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ვარსკვლავთა ბუნება კოსმოსი. სივრცე ვარსკვლავებს შორის. ვარსკ...

stars

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

ვარსკვლავთა ბუნება

კოსმოსი. სივრცე ვარსკვლავებს შორის. ვარსკვლავური კოალიცია „ზანა“-ს კოსმოსური ხომალდი კოსმოსში, ვარსკვლავებს შორის სივრცეს მიაპობს. ჩემი გვამი და ჩემი სული ამ ხომალდში, ვითარცა ხაფანგში იმყოფება.

არ არის სივრცე განსხეულებისთვის. სულს, რომელიც ჯერ კიდევ სხეულთან აიგივებს თავს, არ შეუძლია საკმარისად შორს გაფრინდეს მისგან. სხვა პლანეტები დახურულნი არიან თავიანთი პლანეტარული გონის ფარით და ჩვეულებრივ ხელს უშლიან გარედან სულის შეღწევას.სულის განსხეულება სხვა კოალიციებში ღალატად ითვლებოდა.

რამდენიმე ათასი წელი ასეთ მდგომარეობაში მოსაწყენია. კოსმოსის სიცარიელე შემტვრეული ტიხარის მიღმა აღიქმება. და მის გარდა არაფერია. თანდათანობით ჩნდება გაიგივება სწორედ ამ სიცარიელესთან. სიახლოვე იზრდება და სიცარიელე გონს მოიპოვებს. მისგან მოდიან იდეები, ძალები, საყრდენი მოწყვეტილი სულისთვის.

შემდეგ შევიგრძენი, რომ ეს სიცარიელე ასევე ნებისმიერ პლანეტაზეა. იგი ყველგანაა. და მას შეუძლია გახსნას სულის წვდომა ამ სამყაროს ნებისმიერი ობიექტისა და მდგომარეობისადმი. სული სიცარიელის გავლით ჩემთვის საჭირო პლანეტის სულში მოხვდა, და მე კვლავ განვსხეულდი. მაგრამ კოალიცია „ზანა“ იქ უკვე არ არსებობდა.

ვარსკვლავი სიცარიელეშია გამოკიდებული. სიცარიელეს ეყრდნობა. გამუდმებით ვარდება, მაგრამ არ იმსხვრევა. იგი ერთია, და თავის სინათლეს გარემოცვას ჩუქნის ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. არავის გაურბის და არ ეძებს საყრდენს, გარდა სიცარიელისა. ნუთუ არაა ეს ჭეშმარიტი განდეგილობა?

ნებისმიერი არსება ასეთ მდგომარეობაში ადრე თუ გვიან მოიპოვებს საყრდენს სიცარიელეზე. და შეიგრძნობს ვარსკვლავთა ბუნებას. ჩვენ უბრალოდ ცოტაოდენ ვაჩქარებთ ამ პროცესს.
სიცარიელე – ამ სამყაროს სივრცეა.

საკმაოდ უცნაური ცნებაა გონებისთვის. და ამ კურსში იგი კონკრეტული ხდება. იგი შეგრძნებებს მიღმაა, და ამავდროულად ბაზაა ყველა შეგრძნებისთვის. იგი ფარდობითია, მაგრამ ინფორმაციულ სამყაროში სახელი გააჩნია.

ფარდობითობის ჩვენება ძალიან ადვილია. დავუშვათ, რომ არსებობს ცარიელი ოთახი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მასში არის ჰაერი, ამიტომ იგი სულაც არაა ცარიელი. კარგი, მაშინ კოსმოსში წავიდეთ. იქ პლანეტათშორისი ვაკუუმია, ჰაერი არაა. ესაა სიცარიელე? მაგრამ ვაკუუმში არსებობს სინათლე, ვარსკვლავთა გამოსხივება. კარგი, დავიმალოთ პლანეტის სიღრმეში და შევქმნათ ხელოვნური ვაკუუმი. მაგრამ იქ არსებობს გრავიტაცია, იქ აღწევს აზრი და სხვა მრავალი.

ამიტომ, მას შემდეგ რაც სიცარიელის ძიებას იწყებთ, გამუდმებით პოულობთ რაღაც ახალს, მაგრამ თავად იგი გისხლტებათ, იგი - თავად გზის მდგომარეობაა, მაგრამ არა ერთი მდგომარეობა. იგი - თავად მდგომარეობათა სივრცეა, ამ სამყაროს სივრცე, ამ სამყაროს გონი.

ინფორმაციულ სამყაროში ამ ცნებისთვის არსებობს სიტყვა “სიცარიელე”. იგი არსებობს სხვადასხვა ენაზე, მაგალითად სანსკრიტზე, ყველაზე ახლოსაა სიტყვა “ომ”-თან. ესაა სიცარიელის წიაღობრივი გასაღები, რომელიც ხსნის დანარჩენ ინფორმაციას ლოცვებში, მანტრებსა და შელოცვებში.და მისი გაცნობიერების გარეშე მრავალი მანტრა მხოლოდ სიტყვებად რჩება.

სიცარიელე – გონის ბუნებაა. ამ ბუნების გაცნობიერებით, ჩვენი გონი სამყაროს გონს აცნობიერებს. და ეს ძალიან კონკრეტული ცნებაა ინფორმაციულ სამყაროში. სამყაროს გონთან. სიცარიელესთან კონტაქტის მიღწევის შემდეგ, თქვენ განდეგილობის დროსაც კი არ იქნებით მარტოობაში.

star2

კონკრეტული სიცარიელე. მრავალგანზომილებიანობა. რატომ დავკარგოთ საკუთარი თავი.

წარმოიდგინეთ ორგანზომილებიანი ქაღალდის ფურცელი 20-20 კილომეტრზე. და მის გვერდით სამგანზომილებიანი ასანთის კოლოფი.

ახლა ჩვენ ამ ორგანზომილებიან (რომელსაც სისქე არ გააჩნია) ფურცელს კოლოფში ვათავსებთ. იგი შეიგრძნობს, რომ მცირდება, იკარგება და ქრება, რადგანაც ვერ აცნობიერებს - რას ნიშნავს სამგანზომილებიანობა. შემდეგ იგი ბოლომდე თავსდება კოლოფში, ბოლომდე კარგავს საკუთარ თავს და... თავს ასანთის კოლოფად შეიგრძნობს.

აქ შევჩერდეთ და უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.

1 – არც ქაღალდის ფურცელი და არც ასანთის კოლოფი არ წარმოადგენენ სიცარიელეს, არამედ არიან სხვადასხვა განზომილების ობიექტები. მაგრამ კოლოფი უსასრულობას წარმოადგენს ფურცლისთვის, რადგანაც მასში უსასრულო ფურცელი ჩაეტევა. იგი - სიცარიელეა ქაღალდის ფურცლისთვის.

2 – თუკი ქაღალდის ფურცელი სრულიად არ „ჩაეშვება“ კოლოფში, იგი კოლოფად ვერ იქცევა. არ მოხდება ცნობიერების, გაცნობიერებულობისა და განზომილების შეცვლა. ამ შემთხვევაში ეს ურთიერთქმედება გამოიწვევს მხოლოდ ქაღალდის ფურცლის შემცირებას იმის ხარჯზე, რაც კოლოფმა „შეჭამა“. ამიტომ ისინი, ვინც თავისთვის არაფერს იტოვებენ, გადადიან იქ, ხოლო ისინი, ვინც ბოლო ნაჭერს იტოვებენ (ყოველი შემთხვევისთვის), ამ ბოლო ნაჭერთან რჩებიან.

3 – თავად გადასვლას განზომილებებს შორის - „კოლოფის ხელდასხმას“ - სიცარიელე იძლევა. შემდეგ იგი ქრება, რათა კვლავ გაჩნდეს, როცა ისევ საჭირო გახდება - ცნობიერების შემდგომი ცვლილებისას.

სიცარიელე – გონების ბუნებაა. ეს ყველაფერი მდგომარეობათა სივრცეა. და მას შეგვიძლია მხოლოდ მივენდოთ, და არ მოვახდინოთ მანიპულაცია. სწორედ სიცარიელეს შეუძლია თქვენი ცნობიერების გაფართოება.

სხვათაშორის, ამის გაკეთება შეუძლია თქვენს ცნობიერებაზე მაღალი განზომილების ნებისმიერ ობიექტს. სწორედ ამისთვის არსებობენ მასწავლებლები.

ამასთან: თუ თქვენ ბოლომდე გესმით მასწავლებლის, მაშინ ცნობიერების თქვენი განზომილებები ერთნაირია. მეტი განზომილების ცნობიერება უსასრულოს წარმოადგენს ნაკლები განზომილების ცნობიერებისთვის.

ამასთანავე, კოლოფს ჩრდილიც გააჩნია, ანუ ორგანზომილებიან ფურცელსაც კი შეუძლია აღიქვას იგი, როგორც „თავისიანი“. მაშინ განზომილების ცვლილება კოლოფთან ურთიერთობისას არ ხდება. შეგიძლია მასწავლებლის მეგობარი იყო, მაგრამ არ სწავლობდე. შეგიძლია საყვარელი ან ცოლი იყო, მაგრამ არ სწავლობდე, არამედ „შენსას იღებდე“. ყველაფერს განსაზღვრავს ის, თუ რასთან გაქვთ შეხება მასწავლებელში.

dao

მსგავსი სტატიები

როგორ აღმოვაჩინე 7 სხეული


ავტორი: Shivo Ramadatta პირადი გამოცდილება თითოეული მათგანის ფუნ...

სიკვდილის ძალა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ჩემი ბ...

ბუდჰი იოგა


კონსპექტი ოლეგ ტორსუნოვის სემინარიდან მთარგმნელი: მამუკა გუ...

ოშო - ძენის ათი ხარი


ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთ...

სუფიური ფსიქოტექნიკა


სუფიზმი (არაბ. ატ-ტასავუფ) - სიტყვა, რომელსაც არ აქვს ერთვაროვანი ი...

გველის პოზა იოგაში


მთარგმნელი: ნატალია ბაქრაძე წყარო ახლა ადამიანების უმრავლესობა ...

ძენ-კოანები


ავტორი: ანა თოფურიძე “ორი ხელი ტაშს უკრავს და ისმის ხმა, როგორია ე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff