პლანეტების ზეგავლენის შესახებ...

Admin
მეოთხე გზა ასტროლოგია
0
0

გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა" მთარგმნელი: მა...

full moon moon bright sky 47367

გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა"

მთარგმნელი: მამუკა გურული

- ძალიან მცირე პლანეტარული ზეგავლენა აღწევს ჩვენამდე ინდივიდუალურად. როგორც წესი, პლანეტარული ზეგავლენები მხოლოდ ადამიანთა მასებზე აისახება - ისინი პასუხისმგებელნი არიან ომებზე, რევოლუციებზე და ა.შ. ცალკეული ადამიანი ძალიან სუსტადაა დამოკიდებული პლანეტარულ ზეგავლენებზე, რადგანაც ის ნაწილი, რომელიც შეიძლება პასუხს აგებდეს ამაზე, განუვითარებელია. ამ ნაწილს - არსება ეწოდება (გურჯიევის სისტემაში არსებობს დაყოფა არსებად და პიროვნებად მ.გ.).

რაღაც დონემდე ადამიანი მზის გავლენის ქვეშაც იმყოფება, და მას შეუძლია გაცილებით უფრო მაღალი გავლენების ქვეშაც იმყოფებოდეს., თუკი უმაღლეს ცენტრებს ანვითარებს და მათთან კავშირს ამყარებს. ანუ განვითარება ნიშნავს გავლენების ერთი სახიდან მეორეზე გადასვლას. ამჟამად კი ჩვენ ძირითადად მთვარის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით. ჩვენ უფრო მეტად ცნობიერნი უნდა გავხდეთ, რათა უფრო მაღალ გავლენებზე გადავიდეთ...

- რაში გამოიხატება მთვარის ზეგავლენა?

- მთვარე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, ან უფრო სწორად დედამიწის ორგანულ ცხოვრებაში. მთვარე წარმართავს ყველა ჩვენს მოძრაობას. თუ მე ხელს ვამოძრავებ, ამას მთვარე აკეთებს, რადგანაც მისი ზეგავლენის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. მთვარე - ესაა როგორც გირი ძველ საათებზე, ხოლო ორგანული სიცოცხლე - საათის მექანიზმი, რომელიც მსვლელობას ამ გირის მეშვეობით ინარჩუნებს. მთვარის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე სუფთა მექანიკურია. იგი მხოლოდ თავისი წონით მოქმედებს, და თანდათან უფრო მაღალ ენერგიებს იღებს, რომლებიც თანდათანობით უფრო აცოცხლებენ მას. თუკი გაიხსენებთ ენერგიის ოთხ სახეს: მექანიკურს, სასიცოცხლოს, ფსიქიკურს და ცნობიერს, - ამ შემთხვევაში მთვარე მექანიკური ენერგიის მეშვეობით მოქმედებს - როგორც უზარმაზარი ელექტრო-მაგნიტი, რომელიც სულის მატერიას იზიდავს. როცა იგი ამ მატერიას იღებს, მისი ტემპერატურა იცვლება. მთვარე ძალიან დაბალ მდგომარეობაშ იმყოფება. იგი დედამიწაზე მნიშვნელოვნად ქვემოთაა. 

მთელი ჩვენი მექანიკურობა მთვარის მიერ იმართება. ჩვენ მარიონეტებივით ვართ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლიათ უფრო მეტად თავისუფალნი ვიყოთ მთვარის გავლენისგან. როდესაც ამას მივხვდებით, ასევე მივხვდებით იმასაც, რომ გზა დიდი თავისუფლებისკენ გადის გაიგივების, გათვალისწინების არარსებობაზე, უარყოფით ემოციებთან ბრძოლაზე და ა.შ. ახლა ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ მთვარის ენერგიის გარეშე: ძაფების უეცრად გადაჭრა შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში მარიონეტები უბრალოდ დაიშლებიან. თავიდან მოძრაობის სწავლაა საჭირო. ყველა მძინარე ადამიანი მთვარის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. მათ არანაირი წინააღმდეგობა არ გააჩნიათ. მაგრამ თუ ადამიანი ვითარდება, იგი შეძლებს, რომ თანდათანობით გადაჭრას ზოგიერთი არასასურველი ძაფიდან და თავს გაუხსნის უფრო მაღალ გავლენებს. ამგვარად იგი შეძლებს მთვარისგან განთავისუფლებას: თუ ბოლომდე არა, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვნად მეტად, ვიდრე ამჟამადაა. თუ ადამიანი ბოლომდე მთვარის გავლენის ქვეშ იმყოფება - იგი მანქანაა. 

- ნიშნავს თუ არა ეს, რომ მთვარე ჩვენზე მოქმედებს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად? 

- ფიზიკური ზეგავლენა სხვაა. ეს ნორმალურია. ხოლო როცა მთვარე ჩვენს გონებასა და ემოციებზე ახდენს გავლენას, ეს ცუდია. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ადამიანი მოწყვეტილია უფრო მაღალ ზეგავლენებს, მაგრამ არაფერს შეუძლია მისი მოწყვეტა მათგან, თუ არა თვითონ მას...

- რატომ მოქმედებენ პლნეტები მასებზე, და არ მოქმედებენ ცალკეულ ადამიანებზე?

- იმიტომ, რომ ადამიანის ის ნაწილი, რომელზე ზემოქმედებაც შესაძლებელია, ან ძალიან პატარაა და განუვითარებელია, ან მეტისმეტადაა გადაფარული პიროვნების მიერ. პიროვნება ირეკლავს ყველა ამ ზეგავლენას და ადამიანი შემთხვევის კანონის გავლენის ქვეშ რჩება. ადამიანი რომ თავის არსებაში ცხოვრობდეს, , იგი პლანეტების ზეგავლენის ქვეშ იქნებოდა, ან, სხვა სიტყვებით, ბედის კანონის ქვეშ. იქნებოდა თუ არა ეს უპირატესობა - სრულიად სხვა საკითხია. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება უკეთესი იყოს, მეორეში - უარესი, მაგრამ მთლიანობაში ეს მაინც უკეთესია. პლანეტარული სხივები ვერ აღწევენ პიროვნების მიღმა...

 

 

 

მსგავსი სტატიები

გურჯიევი - სულის შესახებ


წყარო მთარგმნელი: დავით ზალკალიანი ჩვეულებრივ ადამიანში არ არსე...

მეოთხე გზა


მონაკვეთი გიორგი გურჯიევის მოსწავლის, პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - ...

ენერგიის ტიპები (გურჯიევის სისტემაში)


(პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა") ადამიანის ყოველი ცენტრ...

ცნობიერების ტიპები და ადამიანთა კატეგორიები


მონაკვეთი გიორგი გურჯიევის მოსწავლის, პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - ...

თესლის სიკვდილის შესახებ...


გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გ...

ნარკოტიკული საშუალებების შესახებ...


გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გ...

გიორგი გურჯიევი - "ადამიანი, როგორც სამტვინიანი არსება"


მთარგმნელი: დავით ზალკალიანი ლონდონი. მეოთხე გზის ცენტრი. 29 აგ...

ყურადღების მართვა და ემოციები


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა" მთარგმნელი: მამუკა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff