ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი"

ავტორი: Admin
0
(0)

მთარგმნელი: მამუკა გურული

article image

ძნელია, შეიყვარო ფული მისი ფლობის სურვილის გარეშე, ამიტომ აქ პრაქტიკულად შეუძლებელია დამოკიდებული ურთიერთობებისგან თავის არიდება. შესაძლებელია მხოლოდ ის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ისინი. გიხაროდეთ, თუ თქვენთან ფული მოვიდა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ „მოიკლათ თავი“, თუ ფულის უკმარისობა გაქვთ, ან დაკარგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო და უფრო ცოტა გექნებათ. თუ ადამიანი ცოტას გამოიმუშავებს, მისი ტიპიური შეცდომა იქნება წუწუნი იმის გამო, რომ ფული არასოდეს არ ყოფნის. ასეთი გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების ღარიბულ ხაზებს შეესაბამება.

განსაკუთრებით სახიფათოა დაექვემდებარო შიშს, რომ ფული სულ უფრო და უფრო ცოტა მოდის. შიში ენერგეტიკულად ყველაზე დატვირთული ემოციაა, ამიტომ ფულის დაკარგვის ან ვერ-გამომუშავების შიშის განცდით თქვენ ყველაზე ეფექტური მეთოდით გადაგყავთ საკუთარი თავი იმ ხაზებზე, სადაც ფული თქვენთვის მართლაც უფრო და უფრო ცოტა ხდება. თუ ამ ხაფანგზე წამოეგეთ, მისგან განთავისუფლება საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა მოაშოროთ ჭარბი პოტენციალის ის მიზეზი, რომელიც შექმენით. მიზეზს კი წარმოადგენს ფულზე დამოკიდებულობა, ან მათი ქონის მეტისმეტად ძლიერი სურვილი.

დასაწყისისთვის შეეგუეთ და დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ. გახსოვდეთ, ყოველთვის შეიძლება, რომ საქმე უარესადაც გქონდეთ. არ არის საჭირო, ფულის ქონის სურვილზე უარი თქვათ. საჭიროა მხოლოდ, მშვიდი დამოკიდებულება გქონდეთ იმისადმი, რომ იგი ნიააღვრებად არ მოედინება თქვენსკენ. უნდა დადგეთ იმ მოთამაშის პოზიციაში, რომელიც თავს ანგარიშს უწევს, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია ან გამდიდრდეს, ან ყველაფერი დაკარგოს.

მრავალი ქანქარა იყენებს ფულს თავის მიმდევრებთან ანგარიშსწორების უნივერსალურ საშუალებად. სწორედ ქანქარების საქმიანობამ მიგვიყვანა ფულის საყოველთაო გაფეტიშებამდე. ფულის მეშვეობით შესაძლებელია, რომ მატერიალურ სამყაროში ჩვენი არსებობა ვუზრუნველყოთ. თითქმის ყველაფერი შეიძლება იყიდო და გაყიდო. ფულით იხდის ყველა ქანქარა - აირჩიე ნებისმიერი. აქ იმალება საფრთხე. როდესაც წამოეგებით სატყუარას ცრუ ბრწყინვალებით, ძალიან ადვილია გადაუხვიოთ ცხოვრების იმ ხაზებზე, რომლებიც თქვენი ბედნიერებისგან შორსაა.

ქანქარებმა, მიჰყვებოდნენ რა თავიანთ ინტერესებს, შექმნეს მითი იმის შესახებ, რომ მიზნის მისაღწევად ფულია საჭირო. ამგვარად, ნებისმიერი ცალკეული ადამიანის მიზანი ჩანაცვლებული ხდება ხელოვნური შემცვლელით - ფულით. ფულის მიღება სხვადასხვა ქანქარებისგან შეიძლება, ამიტომ ადამიანი ფიქრობს არა თავად მიზანზე, არამედ ფულზე, და ექცევა მისთვის უცხო ქანქარას გავლენის ქვეშ. ადამიანს აღარ ესმის, სინამდვილეში რა უნდა ცხოვრებისგან, და ფულის დევნაში უნაყოფო რბოლაში ერთვება.

ქანქარებისთვის ეს მდგომარეობა ძალიან მომგებიანია, ადამიანი კი დამოკიდებულებაში ვარდება, გზიდან უხვევს და ბუზივით შუშას ეხეთქება. მისთვის უცხო ქანქარაზე მუშაობისას, ადამიანს არ შეუძლია ბევრი ფულის შოვნა, რადგანაც სხვის მიზანს ემსახურება. ძალიან ბევრი იმყოფება ასეთ მდგომარეობაში. აი, საიდან გაჩნდა მითი იმის შესახებ, რომ სიმდიდრე - უმცირესობის პრივილეგიაა. სინამდვილეში, მდიდარი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, თუკი იგი თავისი მიზნისკენ მიდის.

ფული - მიზანი არაა, და მისი მიღწევის საშუალებაც კი არაა, არამედ მხოლოდ თანმდევი ატრიბუტია. მიზანს წარმოადგენს ის, რაც ადამიაანს ცხოვრებისგან უნდა. აი, მიზნების მაგალითები: იცხოვროს საკუთარ სახლში და გაზარდოს ვარდები. იმოგზაუროს მსოფლიოში, მოინახულოს შორეული ქვეყნები. დაიჭიროს კალმახი ალიასკაზე. ისრიალოს თხილამურებზე ალპებში. მოაშენოს ცხენები საკუთარ ფერმაში. დატკბეს ცხოვრებით საკუთარ კუნძულზე ოკეანეში. იყოს ესტრადის ვარსკვლავი. ხატოს ნახატები.

გასაგებია, რომ ზოგიერთი მიზნის მიღწევა ადვილად შესაძლებელია, თუ ფულის ტომარა გექნებათ. ადამიანების უმეტესობა ასეც იქცევა - ცდილობს რომ ეს ტომარა მიიღოს. ისინი ფულზე ფიქრობენ და თავად მიზანი უკანა პლანზე გადააქვთ. ტრანსერფინგის პრინციპის შესაბამისად, ისინი ცდილობენ გადავიდნენ ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც მათ ტომარა ელოდებათ. მაგრამ უცხო ქანქარაზე მუშაობით ფულის ტომრის შოვნა ძალიან ძნელია, ან თითქმის შეუძლებელია. და გამოდის, რომ არც ფულია და არც მიზანია მიღწეული. სხვაგვარად ვერც იქნება, რადგან ნაცვლად მიზნისა, აზრობრივი ენერგიის გამოსხივება მის ხელოვნურ შემცვლელზეა მიმართული.

ამ საკითხს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით თავში - „მიზნები და კარებები“. ახლა მხოლოდ ერთი მარტივი დასკვნა გავაკეთოთ. თუ გგონიათ, რომ თქვენი მიზანი შეიძლება რეალიზებულ იქნეს მხოლოდ იმ პირობით, რომ თქვენ - მდიდარი ადამიანი ხართ, გაგზავნეთ ეს პირობა ჯანდაბაში. დავუშვათ, თქვენი მიზანია მსოფლიოში მოგზაურობა. ცხადია, ამისთვის ბევრი ფულის საჭირო. იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, იფიქრეთ მიზანზე, და არა სიმდიდრეზე. ფული თავისით მოვა, რადგანაც თანმდევი ატრიბუტია. აი, ასე მარტივად. დაუჯერებლად ჟღერს, არა? მაგრამ ეს მართლაც ასეა, და მალე ამაში დარწმუნდებით. ქანქარებმა თავისი ინტერესების გამო ყველაფერი უკუღმა ამოატრიალეს. მიზნები კი არ მიიღწევიან ფულის მეშვეობით, არამედ ფული მოდის მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

თქვენ ახლა უკვე იცით, რაოდენ დიდი ზემოქმედება აქვთ ქანქარებს. ამ ზეგავლენამ მრავალი ილუზია და მითი წარმოშვა. აი ახლაც, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, შეგიძლიათ თქვათ: კი მაგრამ, ისედაც ხომ ცხადია, რომ ადამიანი ჯერ მსხვილი მეწარმე, ბანკირი ან კინოვარსკვლავი ხდება, და შემდეგ უკვე მილიონერი. სწორია, მაგრამ მილიონერები ხდებიან ისინი, ვინც სიმდიდრეზე კი არა, თავის მიზანზე ფიქრობდა. ადამიანთა უმეტესობა კი პირიქით იქცევა: ან სხვის მიზანს ემსახურება, ან მიზანს ხელოვნური შემცვლელით ცვლის, ან საერთოდ უარს ამბობს თავის მიზანზე იმის გამო, რომ ვერ ასრულებს პირობას - იყოს მდიდარი.

სინამდვილეში შეზღუდვები სიმდიდრეზე არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ გსურდეთ ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ. თუ ეს მართლაც თქვენია, მიიღებთ. ხოლო თუ მიზანი თავსმოხვეულია ქანქარას მიერ, ამით ვერაფერს მიაღწევთ. უფრო დაწვრილებით მიზნების შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. აქ კი წინ ვუსწრებ მოვლენებს, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვა, რადგანაც თავად ფულზე, პრინციპში, სათქმელიც არაფერია. კვლავ ვიმეორებ - ფული, ესაა თანმდევი ატრიბუტი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ნუ იღელვებთ მასზე, იგი თავისით მოვა თქვენთან. ახლა მთავარია - დაწიოთ ფულის მნიშვნელობა მინიმუმამდე, რათა არ შექმნათ ჭარბი პოტენციალები. არ იფიქროთ ფულზე - იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რისი მიღწევაც გსურთ.

ამავდროულად, ფულს ყურადღებით და ფრთხილად უნდა მოეპყროთ. თუ მიწაზე წვრილ მონეტას შეამჩნევთ და აღება დაგეზარებათ, ეს ნიშნავს, რომ ფულს პატივს არ სცემთ. ფულის ქანქარა არ იქნება თქვენს მიმართ კარგად განწყობილი, თუ ფულს უდიერად ეპყრობით. შემიძლია ერთი მაგიური რიტუალი გირჩიოთ: როცა იღებთ ან ითვლით ფულს, ფრთხილად მოეპყაროთ მათ, ელაპარაკეთ ხმამაღლა ან თქვენს გონებაში. შეგიძლიათ დაახლოებით ასე მიმართოთ: „მე თქვენ მიყვარხართ, ჩემო პაწაწუნებო. ჩემო შრიალა ქაღალდებო, ჩემო წკრიალა მონეტებო. მოდით ჩემთან, მე გელოდებით, მე გიფრთხილდებით, მე თქვენზე ვზრუნავ“. ნუ გაგეცინებათ, სერიოზულად და გულწრფელად გიყვარდეთ ისინი. შეხვდით მათ სიყვარულით და ყურადღებით, და დაშორდით უდარდელად. ასეთი დამოკიდებულება არ ქმნის ჭარბ პოტენციალებს და თქვენი გამოსხივების პარამეტრებს „ფულის“ ხაზებზე მიმართავს.

ნუ იღელვებთ, როცა ფულს ხარჯავთ. ამით ისინი თავიანთ მისიას ასრულებენ. თუ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ დახარჯოთ, აღარ ინანოთ. მისწრაფება იმისკენ, რომ აგროვოთ ფული და რაც შეიძლება ცოტა ხარჯოთ, ძლიერი პოტენციალის შექმნას იწვევს. იგი ერთ ადგილზე გროვდება და არსად არ მიდის. ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ ყველაფერს დაკარგავთ. ფული გონივრულად უნდა ხარჯოთ, რომ იგი მოძრაობდეს. იქ, სადაც მოძრაობა არაა, იქმნება ჭარბი პოტენციალი. მდიდარი ადამიანები ტყუილად არ ეწევიან ქველმოქმედებას. ამით ისინი დაგროვებული სიმდიდრის ჭარბ პოტენციალს ამცირებენ.

კომენტარები

მსგავსი სტატიები

თავი III. წარმატების ტალღა

თავი III. წარმატების ტალღა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრან...

თავი VI. ვარიანტთა დინება

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მამუკა გურუ...

თავი XII. ფრეილინგი

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: ნინი ზურა...

თავი II. ქანქარები

თავი II. ქანქარები   (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსე...

თავი XIII. კოორდინაცია

მიზნების მისაღწევად სულაც არაა სავალდებულო ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებუ...

თავი I. ვარიანტთა მოდელი

  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრან...

თავი XIV. წინ, წარსულში

ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. მაგრამ ეს ...