თავი IV. წონასწორობა

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

 თავი IV. წონასწორობა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)  მთა...

cat

 თავი IV. წონასწორობა

 (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)

 მთარგმნელი: მამუკა გურული

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

მეოთხე თავის აუდიო-ვერსიის youtube-ლინკი


ჭარბი პოტენციალები

ბუნებაში ყველაფერი წონასწორობისკენ ისწრაფვის. ატმოსფერული წნევის სხვაობა ქარით თანაბრდება. ტემპერატურებს შორის სხვაობა სითბოს-გაცვლით კომპენსირდება. ყველგან, სადაც არ უნდა გაჩნდეს ნებისმიერი ენერგიის ჭარბი პოტენციალი, ჩნდებიან წონასწორული ძალები, რომლებიც მიმართულნი არიან დისბალანსის მოშორებაზე. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ საგანთა ასეთ მდგომარეობას, რომ არც კი ვსვავთ კითხვას: რატო უნდა იყოს სწორედ ასე? რატომ მუშაობს წონასწორობის კანონი? ამ კითხვაზე პასუხი არაა.

საერთოდ, ნებისმიერი კანონი არაფერს არ ხსნის, არამედ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ახდენს. ყველა კანონი ბუნებაში მეორადია და წარმოებულია წონასწორობის კანონისგან. აი, წონასწორობის კაანონი კი პირველადია (ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს), ამიტომ შეუძლებელია აიხსნას, რატომ უნდა არსებობდეს ბუნებაში წონასწორობა. უფრო ზუსტად, საიდან მოდიან წონასწორული ძალები და საერთოდ, რატომ არსებობენ ისინი. რადგან ის, რომ ამას მივეჩვიეთ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ასეც უნდა იყოს. შეგვიძლია მხოლოდ ვიმკითხაოთ, რად იქცეოდა სამყარო წონასწორობის კანონის გარეშე: ერთგვარ ამორფულ ფაფად ან აგრესიულ ცეცხლოვან ნათებად? თუმცაღა ასეთი სამყაროს შეუხედავობა ვერ იქნება წონასწორობის კანონის არსებობის მიზეზი. ამიტომ მხოლოდ ის გვრჩება, რომ ეს მივიღოთ, როგორც ფაქტი და აღტაცებულნი ვიყოთ ჩვენი სამყაროს სრულყოფილებით, ასევე გამოვთვათ ვარაუდები,რა მართავს ამ ყველაფერს.

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ცხოვრებაში არსებობს შავი და თეთრი ზოლები, წარმატება მარცხით იცვლება. ეს ყველაფერი წონასწორობის კანონის გამოვლინებაა. რადგან როგორც წარმატება, ასევე წარუმატებლობა - წონასწორობის დარღვევას წარმოადგენს. სრული წონასწორობაა - როცა საერთოდ არაფერი არ ხდება. აბსოლუტური წონასწორობა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მისი დაკვირვება ჯერ ვერავინ მოახერხა. სამყაროში გამუდმებით მიმდინარეობს რხევები: დღე/ღამე, მიქცევა/მოქცევა, დაბადება/სიკვდილი და ა.შ. ვაკუუმშიც კი გამუდმებით ხდება ელემენტარული ნაწილაკებისს დაბადება და ანიჰილაცია.

მთელი სამყარო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქანქარების სახით, რომლებიც ძლიერ ირხევიან, მინავლდებიან და ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. ყოველი ქანქარა თავისი მეზობლებისგან იღებს ბიძგებს, მას კი საკუთარს გადასცემს. ერთ-ერთი ძირითადი კანონი, რომელიც მთელ ამ რთულ სისტემას მართავს, წონასწორობის კანონი წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი წონასწორობისკენ ისწრაფვის. თქვენ თავადაც წარმოადგენთ ერთგვარ ქანქარას. თუკი გადაწყვეტთ, რომ დაარღვიოთ წონასწორობა და მკვეთრად გადაიხაროთ რომელიმე მხარეს, მეზობელ ქანქარებს შეეხებით და ამით გარშემო შეშფოთებას გამოიწვევთ, რომელიც შემდეგ თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდება.

წონასწორობა შეიძლება დაირღვეს არა მხოლოდ მოქმედებით, არამედ აზრებითაც. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აზრებს ქმედებები მოსდევენ. როგორც თქვენთვის ცნობილია, აზრები ენერგიას გამოასხივებენ. მატერიალური რეალიზაციის სამყაროში ყველაფერს თავისი ენერგეტიკული საფუძველი გააჩნია. და ყველაფერი, რაც უხილავ ენერგეტიკულ დონეზე ხდება, ხილულ მატერიალურ ობიექტებზე აისახება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩვენი აზრების ენერგია ძალიან მცირეა იმისთვის, რომ გარესამყაროზე მოახდინოს გავლენა. ეს რომ ასე ყოფილიყო, ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა.

მოდით, არ დავიწყოთ მკითხაობა, თუ რა ხდება ენერგეტიკულ დონეზე, რათა ბოლოს არ დავიბნეთ. ჩვენი მიზნებისთვის სრულიად საკმარისია - მივიღოთ წონასწორობის გამარტივებული მოდელი: თუ ჩნდება ჭარბი ენერგეტიკული პოტენციალი, ჩნდებიან წონასწორული ძალები, რომლებიც მისი მოშორებისკენ არიან მიმართულნი.

ჭარბი პოტენციალი აზრობრივი ენერგიისგან მაშინ იქმნება, როცა რომელიმე ობიექტს მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მააგაალითად, შევადაროთ ორი სიტუაცია: აი, დგახართ იატაკზე თქვენს სახლში, და დგახართ უფსკრულის კიდეზე. პირველ შემთხვევაში თქვენ ეს არანაირად არ გაღელვებთ. მეორე შემთხვევაში სიტუაციას თქვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - როგორც კი ერთ არაფრთხილ მოძრაობას გააკეთებთ, გამოუსწორებელი შედეგი დადგება. ენერგეტიკულ დონეზე ის ფაქტი, რომ თქვენ უბრალოდ დგახართ, ერთნაირ მნიშვნელობას ატარებს, როგორც პირრველ, ასევე მეორე შემთხვევაში. მაგრამ როდესაც დგახართ უფსკრულის პირას, თქვენი შიშით იწვევთ დაძაბულობას, ქმნით არაერთგვაროვნებას ენერგეტიკულ ველში. მაშინვე ჩნდებიან წონასწორული ძალები, რომლებიც მიმართულნი არიან ამ ჭარბი პოტენციალის მოშორებისკენ. შესაძლოა რეალურადაც შეიგრძნოთ მათი მოქმედება: ერთი მხრიდან აუხსნელი ძალა ქვემოთკენ გექაჩებათ, მეორე მხრიდან კი გაიძულებთ, რომ კიდეს მოშორდეთ, რადგან იმისთვის, რომ თქვენი შიშის ჭარბი პოტენციალი მოაშოროს, წონასწორულ ძალებს ჭირდებათ, რომ ან კიდისგან უკან გამოგათრიონ, ან ჩაგაგდონ და ამით ყველაფერი დაასრულონ. სწორედ მათ ამ მოქმედებებს გრძნობთ საკუთარ თავზე.

ენერგეტიკულ დონეზე ყველა მატერიალურ ობიექტს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენ ვანიჭებთ მათ გარკვეულ თვისებებს: კარგი - ცუდი, მხიარული - სევდიანი, მომხივლელი - საზიზღარი, კეთილი - ბოროტი, მარტივი - რთული, და ა.შ. ყველაფერი ამ სამყაროში ჩვენს შეფასებას ექვემდებარება. თავისთავად შეფასება არ ქმნის არაერთგვაროვნებას ენერგეტიკულ ველში. როდესაც საკუთარ სავარძელში ზიხართ, თქვენ აფასებთ: აქ ჯდომა უსაფრთხოა, მაგრამ უფსკრულის კიდესთან ჯდომა სახიფათოა. თუმცაღა მოცემულ მომენტში თქვენ ეს არ გაღელვებთ. თქვენ უბრალოდ შეფასებას აძლევთ ისე, რომ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, ამიტომ წონასწორობა არანაირად არ ირღვევა. ჭარბი პოტენციალი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება, როცა შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

პოტენციალის სიდიდე იზრდება, თუკი შეფასება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, ასევე ძალიან ამახინჯებს სინამდვილეს. საერთოდ, თუკი საგანს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ არ შეგვიძლია მისი თვისებების ობიექტურად შეფასება. მაგალითად, თაყვანისცემის ობიექტს ყოველთვის ჭარბად ანიჭებენ ღირსებებს, სიძულვილის ობიექტს - ნაკლოვანებებს, შიშის ობიექტს კი - საშიშ თვისებებს. გამოდის, რომ აზრობრივი ენერგია ისწრაფვის, ხელოვნურად წარმოქმნას გარკვეული თვისება იქ, სადაც იგი სინამდვილეში არაა. ასეთ შემთხვევაში იქმნება ჭარბი პოტენციალი, რომელიც წონასწორული ძალების ქარს იწვევს.

შეფასებას, რომელიც სინამდვილის დამახინჯებას იწვევს, ორი მიმართულება გააჩნია: ობიექტისთვის ან მეტისმეტად უარყოფითი თვისებების მინიჭება, ან მეტისმეტად დადებითის. თუმცაღა თავად შეფასების შეცდომა არანაირ როლს არ თამაშობს. კიდევ ერთხელ მიაქციეთ ყურადღება - შეფასების გადანაცვლება ჭარბ პოტენციალს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოქმნის, თუ შეფასებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მხოლოდ მნიშვნელობას კონკრეტულად თქვენთვის შეუძლია მიანიჭოს თქვენს შეფასებას თქვენი ენერგია.

ჭარბი პოტენციალები, მიუხედავად იმისა, რომ არიან უხილავები და შეუგრძნობადები, მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანთა ცხოვრებაში. წონასწორული ძალების მოქმედებას ამ პოტენციალების მოშორებისთვის - პრობლემების წარმოქმნაში ლომის წვლილი აქვს. ვერაგობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ხშირად იმის საწინააღმდეგოს იღებს, რაც განზრახული ჰქონდა. ამასთსან, სრულიად გაურკვეველია, თუ რა ხდება. აქედან ჩნდება შეგრძნება, რომ მოქმედებს რაღაც ამოუხსნელი ბოროტი ძალა, ერთგვარი „სიმუხთლის კანონი“. ჩვენ უკვე შევეხეთ ამ საკითხს, როცა განვიხილავდით, რატომ ვიღებთ იმას, რაც აქტიურად არ გვინდა. შევხედოთ შემდეგ მაგალითზე, როგორ გვისხლტება ხელიდან ის, რაც პირიქით, აქტიურად გვსურს.

არსებობს მცდარი შეხედულება, რომ თუ მთლიანად და ბოლომდე მივუძღვნით თავს სამუშაოს, შეგვიძლია დიდ შედეგებს მივაღწიოთ. წონასწორობის თვალსაზრისით, სრულიად ცხადია, რომ „წახვიდე მუშაობაში“ - ეს ნიშნავს, რომ სასწორის ერთ პინზე თავად ეს სამუშაო დადო, მეორეზე კი - ყველაფერი დანარჩენი. წონასწორობა ირღვევა, და შედეგებიც დიდხანს არ გვალოდინებენ. შედეგი მოლოდინის სრულიად საწინააღმდეგო იქნება.

თუ თქვენთვის მეტი მუშაობა - ნიშნავს მეტ გამომუშავებას და საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებას, მაშინ, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჩავდოთ გარკვეული ძალისხმევა, და არაფერი საშიში არ მოხდება. მაგრამ ყველაფერში ზომა უნდა ვიცოდეთ. თუკი გრძნობთ, რომ ძალიან იღლებით, ან სამუშაო თქვენთვის კატორღად იქცა, ე.ი. საჭიროა, რომ ტემპი დააგდოთ ან საერთოდ შეიცვალოთ სამსახური. ზომაზე მეტი ძალისხმევები აუცილებლად მიგიყვანენ უარყოფით შედეგამდე.

ვნახოთ, როგორ ხდება ეს. გარდა სამსახურისა, თქვენს გარშემო ფასეულობათა გარკვეული სისტემაა: სახლი, ოჯახი, გართობა, თავისუფალი დრო, და ა.შ. თუკი ამ ყველაფერს სამსახური დაუპირისპირეთ, ამით სამსახურის ადგილზე ძალიან ძლიერი პოტენციალი შექმენით. ბუნებაში ყველაფერი წონასწორობისკენ მიისწრაფვის, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ნებისგან დამოუკიდებლად, ჩნდებიან ძალები, რომლებიც ჭარბი პოტენციალის შემცირებაზე იმუშავებენ. მოქმედება კი მათ სრულიად სხვადასხვა სახით შეუძლიათ. მაგალითად, ავად გახდებით, მაშინ არანაირ გამომუშავებაზე ლაპარაკი არ იქნება. შესაძლოა დეპრესია მოგაწვეთ. სხვანაირად როგორ, თქვენ ხომ აიძულებთ საკუთარ თავს, რომ ის აკეთოთ, რაც მძიმეა. გონება გეუბნებათ: „მიდი, ფული უნდა იშოვო!“ სული (ქვეცნობიერი) კი გაკვირვებულია: „ნუთუ ამისთვის მოხვედი ამქვეყნად, რომ იტანჯო და იწვალო? რაში მჭირდება ეს ყველაფერი?“ ბოლოს და ბოლოს იღებთ ქრონიკულ დაღლილობას, რომლის დროსაც არანაირ მწარმოებელუნარიანობაზე საუბარიც არაა. იქმნება შეგრძნება, თითქოს თევზივით ყინულს ეხეთქები, შედეგი კი - არანაირი.

ამავდროულად, შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენს გვერდით სხვა ადამიანები მეტს აღწევენ - გაცილებით ნაკლები ძალისხმევით. გამოდის, რომ გარკვეული საფეხურის მიღწევის შემდეგ, მნიშვნელობა, რომელსაც საკუთარ სამუშაოს ანიჭებთ, ზღვარს აჭარბებს. რაც უფრ მეტ ნიშნავს თქვენთვის სამუშაო, მით უფრო მეტად გაჩნდება სხვადასხვა პრობლემები - როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ. მოგეჩვენებათ, თითქოს ყველა ეს პრობლემა ნორმალურად, ასე ვთქვათ „სამუშაო რეჟიმში“ მოდის. სინამდვილეში ისინი გაცილებით ნაკლები იქნება, თუკი მნიშვნელოვანების თქვენს ზღურბლს დაბლა დაწევთ.

დასკვნა აქედან ერთია: საჭიროა ცნობიერად გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებებს სამუშაოსს მიმართ, რათა მოიშოროთ ჭარბი პოტენციალი. აუცილებლად უნდა გქონდეთ თავისუფალი დრო, როცა შეგიძლიათ ის აკეთოთ, რაც სმსახურის გარეთ მოგწონთ. მას, ვისაც დასვენება, გათიშვა არ შეუძლია, არც მუშაობა შეუძლია. როდესაც სამსახურში მიხვალთ, გააქირავეთ საკუთარი თავი. გაეცით საკუთარი ხელები და თავი, მაგრამ არა გული. სამსახურის ქანქარას თქვენი ენერგია სჭირდება, მაგრამ ამქვეყნად მხოლოდ იმისთვის ხომ არ მოსულხართ, რომ ქანქარაზე იმუშაოთ? თქვენი ეფექტურობა მუშაობაში შესამძნევად გაიზრდება, თუკი თქვენს ჭარბ პოტენციალებს მოიშორებთ და ქანქარაზე მიჯაჭვულობას თავს დააღწევთ.

როდესაც საკუთარ თავს გააქირავებთ, იმოქმედეთ უზადოდ. ნუ დაუშვებთ წვრილმან შეცდომებს, რომელთა გამოც ელემენტარულ გულგრილობაშ დაგადანაშაულებენ. უზადოება თქვენს მოვალეობებს ეხება. თავის გაქირავება სულაც არ ნიშნავს უპასუხისმგებლოდ მოქმედებას. ეს ნიშნავს განჯაჭვულად, ჭარბი პოტენციალების შექმნის გარეშე მოქმედებას, მაგრამ ამავდროულად იმის ზუსტად შესრულებას, რაც მოგეთხოვებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები გელით. მაგალითად, თქვენთან სამსახურში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც თქვენგან განსხვავებით თავით ეშვებიან მუშაობაში. ქვეცნობიერ დონეზე ისინი გრძნობენ, რომ თქვენ თავი გააქირავეთ, ანუ განსაკუთრებულ ძალისხმევებს არ დებთ, მაგრამ ამავდროულად ეფექტურად მოქმედებთ. ეს მოწადინებული სუბიექტები ინტუიტიურად დაიწყებენ საბაბის ძიებას, რათა რაიმე შეცდომაზე გამოგიჭირონ. როგორც კი შეცდომას დაუშვებთ, მაშინვე თავს დაგესხმებიან. შეცდომა კი ელემენტარული იქნება, ამიტომაც სავალალო. მაგალითად, დააგვიანებთ, რამე დაგავიწყდებათ ან გამოტოვებთ. თავით რომ იყოთ ჩაფლული მუშაობაში, შეცდომას გაპატიებდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში იმაში დაგადანაშაულებენ, რომ სამუშაოს გულგრილად ეპყრობით.

მსგავსი სიტუაციები შეიძლება შეიქმნას არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ოჯახში, ნაცნობების წრეში. ამიტომ საჭიროა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც თავი გააქირავეთ, საკუთარი მოვალეობები ზუსტად შეასრულოთ, რათა არ დაგადანაშაულონ. უზადოებას თვალყური თქვენ კი არა, თქვენმა შინაგანმა დამკვირვებელმა - მეთვალყურემ უნდა ადევნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ თავით ჩაეფლობით თამაშში. შინაგან დამკვირვებელს არაფერი აქვს საერთო პიროვნების გაორებასთან. თქვენ უბრალოდ ფონურ რეჟიმში ამჩნევთ, რას და როგორ აკეთებთ. ამას კიდევ დავუბრუნდებით შემდეგ თავებში.

შესაძლოა გააპროტესტოთ: მაშინ რატომაა მიღებული, რომ „საქმეში მთელი გული უნდა ჩადო“? გააჩნია ეს რა საქმეა. „მუშაობაში შესვლა“ მხოლოდ ერთ შემთხვევაშია გამართლებული - თუ სამუშაო თქვენი მიზანია. იმაზე, თუ რას წარმოადგენს თქვენი მიზანი, მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ შემთხვევაში მუშაობა წარმოადგენს გვირაბს, რომელსაც წარმატებისკენ მიჰყავხართ. ასეთი მუშაობა პირიქით, ენერგიით გავსებთ, სიხარულს, შთაგონებასა და დაკმაყოფილებას გაძლევთ. თუ ერთ-ერთი ის იშვიათი იღბლიანი ხართ, რომლებსაც დარწმუნებით შეუძლიათ იგივე თქვან საკუთარ სამუშაოზე, მაშინ სადარდებელი არაფერი გაქვთ.

ყველაფერი ზემოთ თქმული იგივენაირად ეხება სწავლასაც. შემდგომში ჩვენ განვიხილავთ სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს, როდესაც ჭარბი პოტენციალები იქმნება, და იმას, თუ რა საზიანო შედეგები მოაქვს წონასწორული ძალების მოქმედებას.

 


 უკმაყოფილება და განკითხვა

love me

 დავიწყოთ საკუთარი თავით უკმაყოფილებით. ეს ვლინდება დაუკმაყოფილებლობაში საკუთარი მიღწევებით და თვისებებით, ასევე საკუთარი ნაკლოვანებების აქტიური მიუღებლობით. შეიძლება ანგარიშს ვუწევდეთ საკუთარ ნაკლოვანებებს, მაგრამ განსაკუთრებულად არ დავკომპლექსდეთ ამ საკითხის გამო. მაგრამ თუ ნაკლოვანებები არ გვასვენებენ და დიდ მნიშვნელობას იძენენ, იქმნება ჭარბი პოტენციალი. წონასწორული ძალები მაშინვე ერთვებიან და ცდილობენ მოაშორონ ეს სიჭარბე. მათი მოქმედება შესაძლოა მიმართული იყოს ან ღირსებების განვითარებაზე, ან ნაკლოვანებებთან ბრძოლაზე. ადამიანიც, შესაბამისად, ან ერთ მხარეს იხრება, ან მეორე მხარეს. ყველაზე ხშირად ადამიანი ბრძოლას ირჩევს, და ასეთი პოზიცია მის წინააღმდეგ შემოტრიალდება. ნაკლოვანებების დაფარვა შეუძლებელია, გაქრობა კი რთულია. შედეგი სრულიად საპირისპიროა, და სიტუაციაც კიდევ უფრო მძიმდება. მაგალითად, ცდილობს რა თავისი მორცხვობის დამალვას, ადამიანი კიდევ უფრო შებოჭილი ხდება, ან პირიქით, უზომოდ თავაშვებული.

 თუ ადამიანი უკმაყოფილოა თავისი მიღწევებით მხოლოდ იმ დონემდე, რომ ეს მისთვის ბიძგია თვითგანვითარებისთვის, წონასწორობა არ ირღვევა. გარესამყაროსთან შეხება ამ დროს არ ხდება, მაგრამ წონასწორობის შინაგანი გადანაცვლებაც პოზიტიური ქმედებებით წონასწორდება. ხოლო თუკი ადამიანი თვითგვემას იწყებს, ნაწყენია საკუთარ თავზე, ან უფრო უარესი - სჯის საკუთარ თავს, მაშინ ჩნდება სულისა და გონების კონფლიქტის რთული შემთხვევა. სულს ხომ არ დაუმსახურებია ასეთი დამოკიდებულება. იგი თვითკმარი და სრულყოფილია. ყველა ნაკლოვანება, რომლებიც თქვენ მოიპოვეთ, ესაა გონების ნაკლოვანებები, და არა სულის. მოკლედ, ეს ისეთი დიდი და რთული თემაა, რომ ცალკე წიგნად დაწერას იმსახურებს. აქ მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ საკუთარ თავთან კონფლიქტი ძალიან არამომგებიანია. სული საკუთარ თავში ჩაიკეტება, ხოლო „გონება იზეიმებს“, რის შედეგადაც შეიძლება მოხდეს სრული არეულობა ცხოვრებაში. იმისთვის, რომ შემდეგ ფსიქოანალიტიკოსთან კონსულტაცია არ დაგვჭირდეს, პირველ რიგში გაუშვით საკუთარი თავი და აპატიეთ ყველა ნაკლოვანება. თუკი ჯერ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის შეყვარება, მაშინ, ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა მაინც შეწყვიტეთ მასთან და მიიღეთ ისეთი, როგორიცაა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება სული გონების მოკავშირე. ეს კი ძალიან ძლევამოსილი მოკავშირეა.

 კეთილი, იტყვით თქვენ, მე თავს ვანებებ ჩემს ყველა ნაკლს, მაგრამ ღირსებები როგორ შევიძინო? ხომ არ შემიძლია გავჩერდე ჩემს განვითარებაში? რა თქმა უნდა, ანვითარეთ თქვენი ღირსებები რამდენიც გენებოთ. საქმე ხომ მხოლოდ იმას ეხება, რომ საკუთარ ნაკლოვანებებთან ბრძოლა შეწყვიტოთ. ასეთ ბრძოლაში თქვენ ენერგიას ხარჯავთ არა იმდენად უსარგებლო, რამდენადაც მავნე ჭარბი პოტენციალის გაზრდაზე. როცა ბოლოს და ბოლოს უარს იტყვით ამ ბრძოლაზე, გამონთავისუფლებული ენერგია თქვენი ღირსებების განვითარებას მოხმარდება.

 მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ბანალურობამდე მარტივად ჟღერს, ძალიან ბევრი ადამიანი კოლოსალურ ენერგიას ხარჯავს საკუთარ თავთან ბრძოლასა და საკუთარი ნაკლოვანებების დაფარვაში. მათ, თითქოს ტიტანები არიანო, საკუთარ თავს მიუსაჯეს, რომ ეს უსარგებლო ტვირთი მთელი ცხოვრება ატარონ. როგორც კი მისცემენ საკუთარ თავს საშუალებას, რომ იყვნენ ისინი, ვინც არიან, ცხოვრება მაშინვე შესამჩნევად იოლი და მარტივი გახდება. ენერგია ნაკლოვანებებთან ბრძოლიდან ღირსებების განვითარებაზე გადამისამართდება. ამასთან, ასეთი გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების იმ ხაზებს შეესაბამება, სადაც ღირსებები ნაკლოვანებებს აღემატება. დაფიქრდით, მაგალითად, როგორ შეგიძლიათ გადახვიდეთ ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც კარგი ფიზიკური ფორმა გაქვთ, თუკი ყველა თქვენი აზრი მხოლოდ თქვენი ფიზიკური ნაკლოვანებების გარშემო ტრიალებს? მიიღებთ იმას, რაც აქტიურად არ გინდათ.

 თუკი საკუთარი თავით უკმაყოფილების შემთხვევაში საკუთარ სულთან შედიხართ კონფლიქტში, სამყაროთი უკმაყოფილების შემთხვევაში კი კონფრონტაციაში შედიხართ ქანქარების დიდ რაოდენობასთან. თქვენ იცით, რომ კარგი არაფერია იმაში, რომ მათი გავლენის ქვეშ მოექცეთ, მათთან ომზე კი ჯობია საერთოდ არც იფიქროთ.

 თქვენი უკმაყოფილება წარმოადგენს სრულიად მატერიალურ გამოსხივებას, რომლის სიხშირეც კარგად შეესაბამება ცხოვრების იმ ხაზებს, სადაც ის, რითაც უკმაყოფილო ხართ, კიდევ უფრო მკაფიოდ ვლინდება. ასეთი ხაზები გითრევენ, თქვენ უფრო მეტად უკმაყოფილო ხდებით, და ასე გრძელდება მანამ, სანამ იმ ხაზამდე არ მიხვალთ, სადაც მოხუცი ავადმყოფი ხართ, რომელსაც არაფრის შეცვლა არ ძალუძს. ისღა დაგრჩენიათ, რომ თქვენივე მსგავსებთან ხეტიალში ნახოთ ნუგეში, და ასევე იმის გახსენებაში, თუ რა კარგი იყო ყველაფერი წარსულში.

 ყოველი თაობა დარწმუნებულია, რომ ცხოვრება უარესი გახდა. არა, ცხოვრება უარესი გახდა მხოლოდ მოცემული თაობისთვის, თანაც კონკრეტულად მათთვის, ვინც მიჩვეულია, რომ ამ სამყაროსადმი თავის უკმაყოფილებაში იყურყუმალაოს. სხვაგვარად კაცობრიობა (რაღაც რაოდენობის თაობების შემდეგ), უბრალოდ ჯოჯოხეთამდე მივიდოდა. დამთრგუნველი სურათია, ასე არაა? ეს სამყაროთი უკმაყოფილების პირველი ასპექტია, რომელსაც ცხოვრების მზარდ გაუარესებამდე მივყავართ.

 მაგრამ არსებობს უკმაყოფილების გამოხატვის ამ მავნე ჩვევის სხვა ასპექტიც: წონასწორული მდგომარეობის რღვევა. თქვენი უკმაყოფილება ჭარბ პოტენციალს ქმნის გარემომცველ ენერგეტიკულ სივრცეში, მიუხედავად იმისა, სამართლიანია თუ არა უკმაყოფილება. პოტენციალი წარმოშობს წონასწორულ ძალებს, რომლებიც მიესწრაფვიან, რომ წონასწორობა აღადგინონ. კარგი იქნებოდა, ამ ძალებს ისე ემოქმედათ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეეცვალათ. მაგრამ სამწუხროდ ხშირად პირიქით ხდება. წონასწორული ძალები შეეცდებიან, იმ დონემდე მიგიყვანონ, რომ თქვენს პრეტენზიებს ამ სამყაროსადმი რაც შეიძლება პატარა წონა ჰქონდეთ. ეს მათთვის გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე იმ ყველაფრის შეცვლა, რითაც უკმაყოფილო ხართ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი მმართველი აქტიურად დაიწყებს უკმაყოფილების გამოხატვას ყველაფრისადმი, რაც მის სახელმწიფოში ხდება. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, კარგი ზრახვები აქვს თუ ცუდი. იგი გადაყენებული, ან ფიზიკურად განადგურებული იქნება. მთელი ისტორია ამის დადასტურებაა.

 მთლიანობაში, წონასწორული ძალების მოქმედება იმაზე იქნება მიმართული, რომ შეამციროს თქვენი ზეგავლენა გარესამყაროზე. ამის გაკეთება ძალიან იოლად და ყველა შესაძლო საშუალებით შეიძლება: თქვენი თანამდებობა, სამსახური, ხელფასი, სახლი, ოჯახი, ჯანმრთელობა და ა.შ. ხედავთ, როგორ მიდიან უფროსი თაობები ასთ ცხოვრებამდე?

 ახლა შევხედოთ ამ საკითხს სხვა მხრიდან. თითქოს, თუკი გარშემო ყველაფერი გაგვიხარდება, ანალოგიით წონასწორული ძალები უნდა ეცადნონ, რომ ყველაფერი გააფუჭონ შორს გადაგვისროლონ. მაგრამ ასე არ ხდება, თუკი რა თქმა უნდა სიხარული „ხბოს სიხარულში“ არ გადადის. პირველ რიგში, ტრანსერფინგის კანონით, თქვენ ახდენთ დადებითი ენერგიის ტრანსლაციას, რომელსაც ცხოვრების დადებით ხაზებზე გადაჰყავხართ. მეორეც, დადებითი ენერგია არ ქმნის იმ დესტრუქციულ პოტენციალს, რომელთა მოშორებასაც წონასწორული ძალები ცდილობენ. ტყუილად არაა, რომ სხვადასხვა ფილოსოფიური და რელიგიური თეორიები თანხმდებიან იმაში, რომ სიყვარული წარმოადგენს იმ შემოქმედებით ძალას, რომელმაც სამყარო შექმნა. იგულისხმება სიყვარული ამ სიტყვის საერთო გაგებით. გასაგებია, რომ წონასწორული ძალები იმ ძალის მიერ შეიქმნა, რომელმაც თავად სამყარო შექმნა. წონასწორული ძალები ცდილობენ, რომ წესრიგი შეინარჩუნონ ამ სამყაროში, და მათ არ შეუძლიათ მიმართულ იყვნენ იმ ენერგიის წინააღმდეგ, რომელმაც ისინი შექმნა.

 გამოდის, რომ ტრანსერფინგის თვალსაზრისით ძალიან გვიშლის ხელს ეს მავნე ჩვევა - გამოვავლინოთ უკმაყოფილება სხვადასხვა წვრილმანების გამო. და პირიქით, ჩვევა - განვიცადოთ პატარა სიხარულები სხვადასხვა, ყველაზე უმნიშვნელო მიზეზებითაც კი, ძალზე მომგებიანია. დასკვნაა ერთია: აუცილებელია ძველი ჩვევის ახლით ჩანაცვლება.

 ჩვევების შეცვლის ტექნიკა ძალიან მარტივია. პირველ რიგში, რაც არ უნდა მოხდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ უარესიც შეიძლება. და ყველაფერი აუცილებლად უარესად იქნება, თუკი განაგრძნობთ უკმაყოფილების გამოხატვას. ის ფაქტი, რომ შეიძლება უარესიც ყოფილიყო, უკვე თავისთავად წარმოადგენს მიზეზს სიხარულისთვის.

 მეორეც, რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს: არ არსებობს ჭირი სიკეთის გარეშე. თუკი მიზნად დაისახავთ - ნებისმიერი უარყოფით მოვლენაში დადებითი მომენტები იპოვნოთ, ეს ადვილად გამოგივათ. აქციეთ ეს თამაშად. თუკი მუდმივად ითამაშებთ ამ თამაშს, მავნე ჩვევას ჩაანაცვლებს ახალი, თქვენთვის ძალიან სასარგებლო და დესტრუქციული ქანქარებისთვის კოშმარული ჩვევა.

 მესამეც, თუკი მართლა მოვიდა უბედურება, რომლის დროსაც სიხარული საერთოდ არაბუნებრივია, შეგიძლიათ მაგალითი აიღოთ მეფე სოლომონისგან. მას ხელზე ეკეთა ბეჭედი, შიგნითა მხარეს წარწერით, რომელსაც ვერავინ ხედავდა. როცა სოლომონი უბედურებას ან რთულად გადასაჭრელ პრობლემას აწყდებოდა, იგი ატრიალებდა ბეჭედს და წარწერას უყურებდა. იქ ეწერა: „ესეც გაივლის“.

 უკმაყოფილების გამოხატვის ჩვევა კაცობრიობაში იმ დესტრუქციული ქანქარების გავლენით გამომუშავდებოდა, რომლებიც ნეგატიური ენერგიით იკვებებიან. ახალი ჩვევით თქვენ მოახდენთ დადებითი ეენერგიის გენერირებას, რომელიც მძლავრი ნაკადით გაგიყვანს ცხოვრების დადებით ხაზებზე.

 დავუშვათ, შთაგონება მოგცათ პერსპექტივებმა, და დაიწყეთ ჩანაცვლებისს ტექნიკის პრაქტიკა. უნდა გითხრათ, მალე შეამჩნევთ, რომ ამას თანდათან უფრო და უფრო ნაკლები რეგულარულობით გააკეთებთ და დროდადრო უბრალოდ დაგავიწყდებათ, რომ ჩვევის ჩანაცვლება გსურდათ. ეს გარდუვალია, რადგან ჩვევა ძალიან ღრმადაა გამჯდარი. როგორც კი სისუსტეს გამოავლენთ, ქანქარა მაშინვე იპოვის თქვენი გაღიზიანების საბაბს, და თავადაც ვერ შეამჩნევთ, როგორ გამოკვებავთ მას თქვენი ენერგიით. სასოწარკვთილებაში ნუ ჩავარდებით! თუ თქვენი განზრახვა ძლიერია, თქვენსას მიაღწევთ და დესტრუქციული ქანქარები ბოლოს და ბოლოს თავს დაგანებებენ. უბრალოდ უფრო ხშირად უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს საკუთარი განზრახვის შესახებ.

 ჩვენ ყველანი სტუმრები ვართ ამ სამყაროში. არავის აქვს უფლება განიკითხოს ის, რაც მის მიერ არ შექმნილა. ეს განცხადება ქანქარებთან ურთიერთობის ჭრილში უნდა გვესმოდეს. როგორც უკვე ითქვა, თუკი იმ დესტრუქციული ქანქარების წინააღმდეგ გამოხვალთ, რომლებიც თქვენს უკმაყოფილებას იწვევენ, მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ. არაა საჭირო, რომ მორჩილი ცხვარი იყოთ, მაგრამ გარესამყაროსთან ღია კონფრონტაციაში შესვლაც არ ღირს. თუ ქანქარა პირადად თქვენს წინააღმდეგ გამოდის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაგდების ან ჩაქრობის მეთოდი. თუკი ქანქაა ცდილობს, რომ სხვა ქანქარებთან ბრძოლაში ჩაგითრიოთ, ანგარიში უნდა გაუწიოთ საკუთარ თავს, გჭირდებათ თუ არა ეს პირადად თქვენ.

 კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მაგალითს, სადაც მუზეუმში რომელიღაც ექსპოზიცია არ მოგწონთ. იყავით როგორც სახლში, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ სტუმრად ხართ. არავის აქვს უფლება განიკითხოს, მაგრამ ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება. ქანქარას აწყობს, რომ აქტიურად გამოხატოთ თქვენი უკმაყოფილება. თქვენ გაწყობთ, რომ უბრალოდ წახვიდეთ და სხვა ექპოზიცია აირჩიოთ. თქვენ იტყვით: და თუ წასასვლელი არსად მაქვს? ეს ილუზია ქანქარამ შთაგაგონათ. მოცემული წიგნი სწორედ იმას ეძღვნება, თუ როგორ დავანგრიოთ ეს ილუზია.

 


 დამოკიდებული ურთიერთობები

zizgi

სამყაროს იდეალიზაცია უკმაყოფილების მეორე მეორე მხარეა. საგნებზე შეხედულება ვარდისფერ ტონეებს იღებს, და რაღაც უკეთესად გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია. როგორც იცით, როცა გეჩვენებათ, რომ სადღაც არის რაღაც, რაც სინამდვილეში არ არის, ჩნდება ჭარბი პოტენციალი.

 იდეალიზება - ესაა გადაჭარბებული შეფასება, ტახტზე აყვანა, თაყვანისცემა, კუმირის შექმნა. სიყვარული, რომელიც შემოქმედებითია და სამყაროს განაგებს იმით განსხვავდება იდეალიზაციისგან, რომ თავისი არსით იგი მიუკერძოებელია, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს.

 უპირობო სიყვარული - ესაა სიყვარული ფლობის უფლების გარეშე, აღტაცება თაყვანისცემის გარეშე. სხვა სიტყვებით, უპირობო სიყვარული არ ქმნის დამოკიდებულ ურთიერთობებს იმას შორის, ვისაც უყვარს, და მისი სიყვარულის ობიექტს შორის. ეს მარტივი ფორმულა დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, სად მთავრდება სიყვარული და სად იწყება იდეალიზაცია.

 წარმოიდგინეთ, რომ მთის ველზე სეირნობთ და ჩაფლული ხართ სიმწვანესა და ყვავილებში. ტკბებით ამ პეიზაჟით, ცოცხალი ჰაერის არომატს სუნთქავთ, თქვენი სული სავსეა ბედნიერებით და სიმშვიდით. ეს სიყვარულია.

 შემდეგ ყვავილების კრეფას იწყებთ. გლეჯთ მათ და არ ფიქრობთ იმაზე, რომ ცოცხლები არიან, შემდეგ ისინი ნელ-ნელა კვდებიან. შემდეგ თავში მოგდით, რომ მათგან შესაძლებელია პარფიუმერიის და კოსმეტიკის წარმოება, უბრალოდ გაყიდვა ან საერთოდ, ყვავილების კულტის შექმნა და მათი თაყვანისცემა. ეს იდეალიზაციაა, რადგანაც ყველა ამ შემთხვევაში ჩნდება დამოკიდებული ურთიერთობები თქვენსა და თქვენი ყოფილი სიყვარულის ობიექტებს - ყვავილებს შორის. იმ სიყვარულისგან, რომელიც იმ მომენტში არსებობდა, როცა უბრალოდ ტკბებოდით ყვავილების ველის სანახაობით, კვალიც კი არ დარჩა. გრძნობთ განსხვავებას?

 ამრიგად, სიყვარული ახდენს დედაბითი ენერგიის გენერირებას, რომელიც ცხოვრების შესაბამის ხაზზე გაგიყვანთ, ხოლო იდეალიზაცია ქმნის ჭარბ პოტენციალს, რომელიც იმ წონასწორულ ძალებს წარმოშობს, რომლებიც მის მოშორებას ცდილობენ. წონასწორული ძალების მოქმედება ყოველ შემთხვევაში სხვადასხვაა, მაგრამ შედეგი ერთია. მთლიანობაში იგი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც „მითების ნგრევა“. ეს ნგრევა ყოველთვის ხდება, და იდეალიზაციის საგნისა და დონის შესაბამისად თქვენ მიიღებთ ძლიერ ან სუსტ, მაგრამ ყოველთვის უარყოფით შედეგს. ასე იქნება აღდგენილი წონასწორობა.

 თუ სიყვარული დამოიდებულობის მდგომარეობაში გადადის, მაშინ უცილობლად ჩნდება ჭარბი პოტენციალი. იმის ქონის სურვილი, რაც არ გაქვთ, ქმნის ენერგეტიკულ „წნევის მერყეობას“. დამოკიდებულობის ურთიერთობები განისაზღვრება პირობების წაყენებით, მსგავსად: „თუ შენ ასე..., მაშინ მე ასე...“. მაგალითი შეგვიძლია უამრავი მოვიყვანოთ. „თუ გიყვარვარ, ე.ი. მიატოვებ ყველაფერს და ქვეყნის კიდეზე წამომყვები. თუ ჩემზე არ დაქორწინდები, ე.ი. არ გიყვარვარ. თუ მაქებ, მაშინ გემეგობრები. თუ შენს ნიჩაბს არ მომცემ, ჩემი ქვიშის სათამაშო მოედნიდან გაგაგდებ“. და ა.შ.

 წონასწორობა ირღვევა იმ შემთხვევაშიც, თუ ხდება ერთის მეორესთან შედარება ან დაპირისპირება. „ჩვენ ასეთები ვართ, ისინი კი - სხვანაირები!“ მაგალითად, ნაციონალური სიამაყე: რომელ ნაციებთან შედარებით? არასრულფასოვნების გრძნობა: ვისთან რაში შედარებით? ან სიამაყე საკუთარი თავის გამო: ვისთან შედარებით? თუ არსებობს ურთიერთდაპირისპირება, წონასწორული ძალები აუცილებლად ჩაერთვებიან, რათა პოტენციალი მოაშორონ - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. რადგანაც პოტენციალს თქვენ ქმნით, ძალთა მოქმედება პირველ რიგში თქვენს წინააღმდეგ იქნება მომართული. მოქმედება მიემართება ან იმაზე, რომ „ერთმანეთს დააშოროს“ დაპირისპირებული სუბიექტები, ან დააკავშიროს ისინი - ან შეთანხმებამდე, ან შეჯახებამდე.

 ყველა კონფლიქტი ბაზირებულია შედარებაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე. თავიდან კეეთდება ძირითადი განაცხადი: „ისინი ისეთები არ არიან, როგორებიც ჩვენ“. შემდეგ ეს ვითარდება: „მათ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ჩვენ - უნდა წავართვათ“. „მათ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე ჩვენ, უნდა მივცეთ“. „ისინი ჩვენზე უარესები არიან - უნდა შევცვალოთ“. „ისინი ჩვენზე უკეთესები არიან - უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავს“. „ისინი ჩვენსავით არ იქცევიან - ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ“. ყველა ეს ურთიერთშედარება სხვადასხვა ვარიაციაში ასე თუ ისე კონფლიქტს იწვევს - დაწყებული საკუთარი სულიერი დისკომფორტიდან, დამთავრებული ომებით და რევოლუციებით. წონასწორული ძალები ისწრაფვიან, რომ შექმნილი დაპირისპირება შერიგების ან კონფრონტაციის მეშვეობით მოიშორონ. მაგრამ რადგანაც ასეთ სიტუაციებში ყოველთვის შეიძლება ენერგიით დანაყრება, ქანქარებს საქმე ყველაზე ხშირად კონფრონტაციებამდე მიჰყავთ.

 ახლა კი განვიხილოთ იდეალიზაციისა და მათი შედეგების მაგალითები.

 


 იდეალიზაცია და გადამეტებული შეფასება

გადამეტებული შეფასება (переоценка) – ესაა ადამიანისთვის იმ თვისებების მინიჭება, რომლებსაც იგი სინამდვილეში არ ფლობს. მენტალურ დონეზე ეს ვლინდება ერთი შეხედვით უვნებელი ილუზიების სახით. მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ეს ჭარბი პოტენციალია. პოტენციალი იქმნება ყველგან, სადაც რაიმე თვისების ან რაოდენობის მკვეთრი ცვლილებაა. გადამეტებული შეფასება, ეს სწორედ აზრობრივი მოდელირებაა, და გარკვეული თვისებების კონცენტრაცია იქ, სადაც ისინი სინამდვილეში არ არიან. აქ არსებობს ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტია, როცა ადგილი შევსებულია, ანუ არსებობს კონკრეტული ადამიანი, რომელსაც მისთვის არადამახასიათებელ თვისებებს ანიჭებენ. იმისთვის, რომ შექმნილი არაორდინალურობა მოაშორონ, წონასწორულმა ძალებმა ამის საწინააღმდეგო საპირწონე უნდა შექმნან.

 მაგალითად, რომანტიული და მეოცნებე ყმაწვილი წარმოსახვაში თავის შეყვარებულს ხატავს, როგორც „უმშვენიერეს ანგელოზს“. სინამდვილეში კი აღმოჩნდება, რომ იგი სრულიად დამიწებული არსებაა, უყვარს მხიარულება და საერთოდ არ აქვს მიდრეკილება - გაიზიაროს შეყვარებული ყმაწვილის ტრაგიკული ოცნებები. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როცა ადამიანი კუმირს იქმნის და ტახტზე აბრძანებს მას., ადრე თუ გვიან მითების ნგრევა ხდება.

 ამასთან დაკავშირებით საინტერესოა კარლ მაის ისტორია, რომელიც გახლავთ ავტორი ცნობილი რომანებისა ველური დასავლეთის შესახებ და ისეთი გმირების შემქმნელი, როგორებიც არიან მარჯვე ხელი, ვინეტუ და ა.შ. ყველა რომანს იგი თავისი სახელით წერდა ისე, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს რეალურად მონაწილეობდა ყველა მოვლენაში და წარმოადგენდა პიროვნებას, რომელიც მართლაც სახელგანთქმული იყო და აღტაცებას იწვევდა. კარლ მაის ნაწარმოებები იმდენად ცოცხალი და კოლორიტულია, რომ იქმნება სრული ილუზია, თითქოს მათი დაწერა მხოლოდ ამ მოვლენების რეალურ მონაწილეს შეეძლო. მისი წიგნების კითხვა იგივეა, რაც ფილმების ყურება. სიუჟეტი კი იმდენად ჩამთრევია, რომ კარლ მაი „გერმანელ დიუმად“ შერაცხეს. წარმოშობით იგი გერმანელი იყო. მისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები აბსოლუტურად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის იყო სწორედ ის სახელგანთქმული ვესტმენი, რომელსაც თავის წიგნებში წარმოადგენდა. სხვა აზრებს მისი თაყვანისმცემლები ვერც უშვებდნენ. მათ ხომ აღტაცების და მიბაძვის ობიექტი იპოვეს, და როდესაც კუმირი ახლოს ცხოვრობს, ეს კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. წარმოიდგინეთ, როგორი იყო მათი გაოცება, როცა ცნობილი გახდა, რომ კარლ მაი არასოდეს იყო ნამყოფი ამერიკაში, ზოგიერთი ნაწარმოები კი ციხეში შექმნა. მოხდა მითების ნგრევა, და თაყვანისმცემლები მოძულეებად იქცნენ. და ვინაა დამნაშავე? მათ ხომ თვითონვე შეიქმნეს კუმირი და დაამყარეს დამოკიდებული ურთიერთობა: „შენ ჩვენი გმირი ხარ იმ პირობით, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა“.

 მეორე ვარიანტში, როცა ხელოვნურად შექმნილი ილუზორული თვისებების ადგილას საერთოდ არანაირი ობიექტი არაა, ჩნდება ვარდისფერი ოცნებები და ჰაერის კოშკები. მეოცნებე ღრუბლებში დაფრინავს და ცდილობს, რომ შეუხედავ რეალობას გაექცეს. ამით იგი ჭარბ პოტენციალს ქმნის. წონასწორული ძალები ასეთ შემთხვევაში იმისთვის, რომ ჰაერის კკოშკები დაანგრიონ, გამუდმებით დააჯახებენ მეოცნებეს მკაცრ რეალობასთან. მაშინაც კი, თუ ასეთი მეოცნებე თავისი იდეით ადამიანთა მასების გატაცებას შეძლებს, უტოპია მაინც განწირულია, რადგან ჭარბი პოტენციალი ცარიელ ადგილას შეიქმნა, და წონასწორული ძალები ადრე თუ გვიან ამ ქანქარას შეაჩერებენ.

 კიდევ ერთი მაგალითი, როცა გადამეტებული შეფასების საგანი მხოლოდ იდეალში არსებობს. დავუშვათ, ქალი თავის წარმოსახვაში იდეალური ქმრის პორტრეტს ხატავს. რაც უფრო მტკიცეა მისი რწმენა იმაში, რომ იგი სწორედ ასეთი და ასეთი უნდა იყოს, მით უფრო ძლიერია მისს მიერ შექმნილი ჭარბი პოტენციალი. მისი ჩაქრობა კი შეიძლება მხოლოდ სუბიექტით, რომელსაც სრულიად საპირისპირო თვისებები აქვს. შემდეგ კი ისღა რჩება, რომ გაკვირვებული დარჩეს: „და სად მქონდა თვალები?“ და პირიქით, თუ ქალი აქტიურად ვერ იტანს ლოთობას და უხეშობას, იგი თითქოს ხაფანგში ხვდება და ალკოჰოლიკს ან უხეშ მამაკაცს პოულობს. ადამიანი იმას იღებს, რასაც აქტიურად ვერ იტანს, რადგანაც ენერგიას თავისი საძულველი ობიექტის სიხშირეზე გამოასხივებს, და დამატებით ჭარბ პოტენციალსაც ქმნის. ცხოვრება ხშირად აკავშირებს სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც თითქოს საერთოდ არ შეეფერებიან ერთმანეთს. ასე ცდილობენ წონასწორული ძალები, რომ საპირისპირო პოტენციალებთან შეაჯახონ ისინი და ამით ჩააქრონ.

 განსაკუთრებით აშკარად წონასწორული ძალების მოქმედება ბავშვებზე ვლინდება, რადგან ისინი ენერგეტიკულად უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე ზრდასრულები, და ბუნებრივად იქცევიან. თუ ბავშვს ზედმეტად შეაქებთ, იგი მაშინვე მავნებლობას და კაპრიზულობას დაიწყებს. ხოლო თუ ბავშვს პირფერობას დაუწებთ, მას შეზიზღდებით, ან ყოველ შემთხვევაში პატივისცემა მაინც აღარ ექნება. თუ მთელი ძალით ეცდებით, რომ მისგან კარგად აღზრდილი და დამჯერი ბავშვი გამოიყვანოთ, მეტი შანსია, რომ იგი ქუჩაში ცუდ კომპანიას დაუკავშირდეს. თუ მისგან ვუნდერკინდის გამოყვანას ეცდებით, იგი სწავლისადმი ყოველგვარ ინტერესს დაკარგავს. და რაც უფრო აქტიურად მოახვევთ თავზე სხვადასხვა სკოლებსა და წრეებს, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ რუხ პიროვნებად გაიზრდება.

 აღზრდის საუკეთესო პრინციპი ბავშვებთან (და არა მხოლოდ) დაკავშირებით, რომლის დროსაც ჭარბი პოტენციალი არ იქმნება, - ესაა მათდამი, როგორც სტუმრებისადი მოპყრობა, რაც ნიშნავს მათთვის ყურადღების, პატივისცემის და არჩევანის თავისუფლების მიცემას, ისე რომ ამავდროულად არ მისცეთ უფლება თავზე დაგაჯდეთ. ურთიერთობა იმავე ანალოგიით უნდა ხდებოდეს, რომლითაც თქვენ თვითონაც სტუმარი ხართ ამ სამყაროში. თუ თამაშის წესებს იღებთ და უკიდურესობებში არ ვარდებით, უფლება გეძლევათ აირჩიოთ ყველაფერი, რაც ამ სამყაროშია.

 ადამიანებს შორის პოზიტიური ურთიერთობა გავრცელებულია, ისევე როგორც ნეგატიური. მოცემულ შემთხვევაში ერთგვარ წონასწორობას ვაკვირდებით. არის სიძულვილი, და არის სიყვარული. თანაბარი კარგი ურთიერთობა არ იწვევს ჭარბი პოტენციალისს გაჩენას. პოტენციალი მაშინ ჩნდება, როდესაც ხდება ნომინალური სიდიდის მიმართ შეფასების შესამჩნევი ცვლილება. ნულოვან ნიშნულად ცვლილების შკალაზე შეგვიძლია ჩავთვალოთ უპირობო სიყვარული. როგორც იცით, უპირობო სიყვარული, რომლის დროსაც არ ჩნდება დამოკიდებული ურთიერთობები, ჭარბ პოტენციალს არ წარმოქმნის. მაგრამ ასეთი სიყვარული სუფთა სახით იშვიათად გვხვდება. ძირითადად სუფთა სიყვარულს რაღაც დოზით ემატება ფლობის სურვილი, დამოკიდებულობა და გადამეტებული შეფასება. ფლობის სურვილზე უარის თქმა ძნელია - სიყვარულის ობიექტის ფლობა სრულიად ბუნებრივია და, მთლიანობაში, ნორმალურია, სანამ ეს ორ უკიდურესობაში არ გადადის.

 პირველი უკიდურესობა - იმ სიყვარულის ობიექტის ფლობის სურვილია, რომელიც საერთოდ არ გეკუთვნით და არც კი ეჭვობს თქვენი ამ სურვილის შესახებ. (ალბათ გესმით, რომ ფლობის მხოლოდ ფიზიკურ ასპექტს არ ვგულისხობ). ეს გაუზიარებელი სიყვარულის კლასიკური შემთხვევაა. უპასუხო სიყვარული ყოველთვის ბევრ ტანჯვას წარმოშობდა. თუმცაღა მექანიზმი აქ არც ისეთი ტრივიალურია, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. კვლავ გავიხსენოთ ყვავილების მაგალითი. აი, თქვენ გიყვართ მათ შორის სეირნობა და ტკბებით მათი მზერით, და არასოდეს მოგივათ თავში, დაიტანჯოთ აზრებით, უყვარხართ თუ არა მათ. ახლა სცადეთ წარმოიდგინოთ: რას ფიქრობენ ყვავილები თქვენზე? ჩნდება სხვადასხვა არც თუ ისე კარგი ვარაუდი, მაგალითად: შიში, სიფრთხილე, მიუღებლობა, გულგრილობა. და რატომ უნდა უყვარდეთ მათ? ან, სურვილი გაგიჩნდათ, რომ ხელში გეკავოთ, არადა არ შეიძლება - ისინი კლუმბში იზრდებან, ან ძვირად იყიდებიან. მორჩა, ეს უკვე სიყვარული კი არა დამოკიდებული ურთიერთობაა, და თქვენს განწყობაში ნეგატიური ემოციის ჩრდილი გაირბენს.

 ამრიგად, ერთ ადგილას თქვენი სიყვარულის საგანი იმყოფება, მეორე ადგილას კი თქვენ ხართ და გსურთ, რომ ეს საგანი თქვენ გეკუთვნოდეთ, ანუ ენერგეტიკულ პოტენციალს ქმნით. შეგვიძლია ვივაარაუდოთ, რომ ეს პოტენციალი ამ საგანს თქვენსკენ მოიზიდავს, როგორც ქარი მიისწრაფვის მაღალი წნევის სფეროდან დაბალში. სულაც არა! წონასწორული ძალებისთვის სულერთია როგორ მიიღწევა წონასწორობა, ამიტომ მათ შეუძლიათ სხვა გზა აირჩიონ - მოაშორონ თქვენი სიყვარულის საგანი კიდევ უფრო შორს, თქვენ კი ნეიტრალიზება გაგიკეთონ, ანუ გული გაგიტეხონ. ამასთან, მმცირე წარუმატებლობების დროსაც კი, მიდრეკილნი იქნებით, რომ უფრო და უფრო მეტი დრამატიზება გაუკეთოთ სიტუაციას („მას არ ვუყვარვარ!“), ამიტომ ასეთი აზრები ცხოვრების იმ ხაზზე გადაგათრევენ, სადაც გაზიარებულ სიყვარულამდე ძალიან შორია.

 რაც უფრო ძლიერია ფლობის, ანუ საპასუხი სიყვარულის თქვენი სურვილი, მით უფრო ძლიერია წონასწორული ძალების მოქმედება. რა თქმა უნდა, თუ წონასწორული ძალები იმ მიმართულებას აირჩევენ, რომელიც თქვენ და თქვენი სიყვარულის ობიექტს აახლოვებენ, მაშინ ისტორია ბედნიერად დასრულდება. წონასწორული ზალების მიმართულების განსაზღვრა სიყვარულის ჩასახვის დასაწყისშივე ადვილად შეიძლება: თუ თქვენში ფლობის, ანუ საპასუხო სიყვარულის სურვილი გაიღვიძებს, და თავიდანვე რაღაც არ გამოდის, ეს ნიშნავს, რომ მკვეთრად უნდა შეცვალოთ ტაქტიკა. სახელდობრ, უნდა გიყვარდეთ ისე, რომ ჯილდო არ მოითხოვოთ ამაში, მაშინ წონასწორული ძალების რხევები შეგიძლიათ თქვენსკენ გადახაროთ და თქვენზე მუშაობა აიძულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია მკვეთრად გამოვა კონტროლიდან, და რაიმეს შეცვლა თითქმის შეუძლებელი იქნება.

 დასკვნა ერთია: იმისთვის, რომ საპასუხო სიყვარულს მიაღწიოთ, საჭიროა გიყვარდეთ, და არ ეცადოთ, რომ მას უყვარდეთ. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, არ იქმნება ჭარბი პოტენციალი, და შესაბამისად არ ჩნდება ალბათობის ის 50%, რომ წონასწორული ძალები თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებენ. მეორეც, თუკი არ ისწრაფვით, რომ საპასუხო სიყვარული მიიღოთ, თქვენ არ გიჩნდებათ უკონტროლო დრამატული აზრები გაუზიარებელი უპასუხო სიყვარულის თაობაზე, და თქვენი გამოსხივება არ გითრევთ ცხოვრების შესაბამის ხაზებზე. პირიქით, თუ უბრალოდ გიყვართ ფლობის უფლებაზე პრეტენზიის გარეშე, მაშინ გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების იმ ხაზებს აკმაყოფილებენ, სადაც ეს სიყვარული ორმხრივია. რადგან ორმხრივი სიყვარულის დროსაც ასევე არაა დამოკიდებული ურთიერთობა. თუკი ისედაც გაქვთ, უკვე აღარ გაღელვებთ ფლობის სურვილი. წარმოგიდგენიათ, როგორ იზრდება თქვენი შანსები მხოლოდ იმის გამო, რომ ფლობის უფლებაზე თქვით უარი! და თანაც, უპირობო სიყვარული - ისეთი იშვიათობაა, რომ უკვე ესეც კი ცოცხალ ინტერესს და სიმპათიას იწვევს. ნუთუ თქვენთვისაც სასიამოვნო არ იქნება, თუკი ვინმეს უბრალოდ ისე უყვარხართ, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე?

 ფლობის უფლების მეორე უკიდურესობა - ეს რა თქმა უნდა ეჭვიანობაა. ამ შემთხვევაში წონასწორულ ძალებს კვლაავაც მოქმედების ორი ვარიანტი აქვთ. თუ სიყვარულის ობიექტი უკვე გეკუთვნით, მაშინ პირველი ვარიანტია - კიდევ უფრო დაგაახლოვოთ. სინამდვილეში, ზოგიერთს მოწონს კიდეც, როცა მისი მეორე ნახევარი ეჭვიანობს. მაგრამ წონასწორული ძალების მოქმედების მეორე ვარიანტი იმის ნგრევამდე მიდის, რაც ეჭვიანობას იწვევს, ანუ თავად სიყვარულის. თანაც რაც უფრო ძლიერია ეჭვიანობა, მით უფრო ღრმაა საფლავი სიყვარულისთვის. ეს იგივეა, რომ ყვავილების არომატით ტკბობიდან მათგან პარფიუმერიის კეთებაზე გადავიდეთ.

 ყველაფერი გადმოცემული ერთნაირად ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არაა. მოცემულ საკითხს კვლავ დავუბრუნდებით, როცა ტრანსერფინგის სხვა კონცეფციებს გავივლით. აი, ასე, ყველაფერი მარტივი და ამავდროულად რთულია. რთულია იმიტომ, რომ შეყვარებული ადამიანი საღად აზროვნების უნარს კარგავს, ამიტომ ეს რეკომენდაციები მათთვის ტყუილად დაიკარგება. მე კი, ჩემი მხრივ, არ ავღელდები ამის გამო, რადგანაც უარს ვამბობ თქვენი აღიარების ფლობის უფლებაზე.

 


 ზიზღი და ამპარტავნება

agmatebuloba

 წონასწორობის ძალიან დიდ დარღვევას წარმოადგენს სხვა ადამიანების განკითხვა, განსაკუთრებით კი ზიზღი (презрение). ბუნების თვალსაზრისით კარგი და ცუდი ადამიანები არ არსებობენ. არსებობენ მხოლოდ ისინი, ვინც ბუნების კანონებს ემორჩილებიან, და ისინი, ვისაც შეშფოთება შეაქვთ არსებულ „სტატუს-ქვო“-ში. ეს უკანასკნელნი საბოლოო ჯამში ექვემდებარებიან იმ ძალთა ზეგავლენას, რომლებიც დარღვეული წონასწორობის დაბრუნებისკენ ისწრაფვიან.

 რა თქმა უნდა, ხშირად ჩნდება სიტუაცია, როცა ადამიანი კანკითხვას იმსახურებს. სწორედ თქვენი მხრიდან? ეს არაა უბრალო კითხვა. თუ ადამიანმა სწორედ თქვენ გავნოთ, მაშინ პირველ რიგში მან დაარღვია წონასწორობა და თქვენ წარმოადგენთ არა არაჯანსაღი პოტენციალის წყაროს, არამედ იმ ძალთა იარაღს, რომლებიც წონასწორობის დაბრუნებისკენ ისწრაფვიან. მაშინ სიმშვიდის დამრღვევი დამსახურებულად მიიღებს, თუკი ყველაფერს იტყვით, რასაც მაზე ფიქრობთ, და გარკვეულ ქმედებებსაც იღონებთ გონივრულ ფარგლებში. მაგრამ თუ თქვენი განკითხვის ობიექტმა კონკრეტულად თქვენ არაფერი ცუდი არ დაგიშავათ, მაშინ იგი თქვენი განსაკითხი არაა.

 მივუდგეთ ამ საკითხს სუფთა მერკანტილურად. დამეთანხმებით, სრული უაზრობაა - განიცდიდეთ სიძულვილს მგლისადმი, რომელმაც ბატკანი გაფატრა, როცა ამას ტელევიზორით უმზერთ. სამართლიანობის გრძნობა გამუდმებით გვიბიძგებს სხვადასხვა ადამიანების განკითხვისკენ. მაგრამ ეს მალე ჩვევაში გადადის, და ბევრი წლებთან ერთად პროფესიონალურ მსჯავრმდებლად იქცევა. ძალიან მავნე ჩვევაა - სხვების განკითხვა იმ აზრებისა და მოქმედებების გამო, რომლებიც პირადად თქვენსკენ არაა მომართული. უმეტესობა შემთხვევებში თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რამ აიძულა ადამიანს სწორედ ასე მოქცეულიყო. იქნებ მის ადგილას კიდევ უარესად გამოგსვლოდათ?

 მაშასადამე, თქვენი განკითხვის შედეგად, თქვენ წარმოქმნით ჭარბ პოტენციალს საკუთარი პერსონის გარშემო. მაშ როგორ, ხომ გამოდის, რომ რამდენადაც ცუდია თქვენი განსჯილი, იმდენადვე კარგი უნდა იყოთ თქვენ. რადგან მას გაუჩნდა რქები და ჩლიქები, თქვენ ანგელოზი უნდა იყოთ. და რადგანაც ფრთები არ გეზრდებათ, მოქმედებაში შემოდიან ძალები, რომლებიც წონასწორობის დაბრუნებისკენ მიისწრაფვიან. ამ ძალთა მეთოდები სხვადასხვა იქნება ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში. მაგრამ შედეგი თავისი არსით ერთი და იგივე იქნება: თქვენ მიიღებთ წკიპურტს ცხვირში. თქვენი განკითხვის ძალიდან და ფორმიდან გამომდინარე, ეს წკიპურტი ან შეუმჩნეველი იქნება თქვენთვის, ან ისეთი ძლიერი, რომ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ხაზზე აღმოჩნდებით.

 თქვენ თავადაც შეგიძლიათ შეადგინოთ გრძელი სია განკითხვის სახეებისა და მათი შედეგებისა, მაგრამ სიცხადისთვის რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:

 არასოდეს შეიზიზღოთ (не призираите) ადამიანები ნებისმიერი რამის გამო, რაც არ უნდა იყოს. ეს განკითხვის ყველაზე სახიფათო ფორმაა, რადგანაც წონასწორული ძალების მოქმედების შედეგად შესაძლოა იმის ადგილას აღმოჩნდეთ, ვინც გეზიზღებათ. ძალებისთვის ეს წონასწორობის აღდგენის ყველაზე პირდაპირი და მარტივი საშუალებაა. გეზიზღებათ მათხოვრები და მაწანწალები? შესაძლოა თავად დაკარგოთ ფული და სახლი, და წონასწორობაც აღდგება. გეზიზღებათ ადამიანები ფიზიკური ნაკლოვანებებით? პრობლემა არაა, თქვენთვისაც მოიძებნება უბედური შემთხვევა. გეზიზღებათ ალკოჰოლიკები და ნარკომანები? თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეთ მათ ადგილას. ასეთებად ხომ არ იბადებიაან, არამედ სხვადასხვა ცხოვრებისეული ვითარებების გამო ხდებიან. მაშ, თქვენ რატომ უნდა აგიარონ გვერდი ამ ვითარებებმა?

 არასოდეს განიკითხოთ თქვენი კოლეგები სამსახურში, რის გამოც არ უნდა იყოს. უკეთეს შემთხვევაში იგივე შეცდომებს დაუშვებთ, უარესში კი შესაძლოა შეიქმნას კონფლიქტი, რომელიც არაფერ კარგამდე არ მიგიყვანთ. შესაძლოა დაგატოვებინონ სამსახური, მაშინაც კი, თუ აბსოლუტურად მართალი ხართ.

 თუკი სხვა ადამიანს მხოლოდ იმის გამო განიკითხავთ, რომ არ მოგწონთ როგორ აცვია, თქვენ თვითონ დგებით „კარგი-ცუდი“-ს კიბეზე მის ქვემოთ, რადგანაც ნეგატიურ ენერგიას ასხივებთ.

 თუკი ადამიანი ამაყობს თავისი მიღწევებით, ან შეყვარებულია საკუთარ თავზე, ცუდი ამაში არაფერია. არაშედარებითი სიყვარული საკუთარი თავისადმი თვითკმარია, ამიტომ ხელს არავის უშლის. წონასწორობა მხოლოდ მაშინ ირღვევა, თუ აწეულ თვითშეფასებას უპირისპირდება ზიზღნარევი დამოკიდებულება სხვების სისუსტეების, ნაკლოვანებების, ან უბრალოდ მოკრძალებული მიღწევების მიმართ. მაშინ საკუთარი თავისადმი სიყვარული პათოლოგიური ხდება, სიამაყე კი ამპარტავნებად იქცევა. წონასწორული ძალების შედეგი კი, კვლავაც, ცხვირში წკიპურტი იქნება.

 ზიზღი და ამპარტავნება - ეს ადამიანების მანკიერებებია. ცხოველებმა არ იციან ეს. ისინი მხოლოდ მიზანშეწონილი განზრახვით ხელმძღვანელობენ და ამით სრულყოფილი ბუნების ნებას ასრულებენ. ეს მხოლოდ ზღაპრებში ანიჭებენ ცხოველებს ადამიანურ თვისებებს. ავიღოთ ამაყი, მარტოსული და თავისუფალი მგელი. ადამიანური თვალსაზრისით იგი პატივისცემას აღძრავს. აი, დიდლოყება მღრღნელს - მუცლის ამოყორვა უყვარს, მხიარულად ცანცარი და გამრავლება. მგელი რომ ქედმაღლურ ზიზღს გრძნობდეს მღრღნელის მიმართ, ეს არაბუნებრივი და ბრიყვული იქნებოდა. სურათს მეორე მხრიდან შევხედოთ: ასეთი მგელი შეგვეძლო არარაობად ჩაგვეთვალა ამ მსუქანა მღრღნელთან შედარებით, რომელიც თავისი ცხოვრების ყოველი მომენტით ტკბება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ნებისმიერ მომენტში იქნეს შეჭმული. ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ ამ ფარდობითობას ადამიანი ქმნის თავის წარმოსახვაში. სინამდვილეში ლომს არანაირი დიდებულება და ღირსება არ გააჩნია. ეს თვისებები მას ადამიანებმა მიაწერეს. თრიას არანაკლები ღირსება აქვს, ვიდრე ლომს.

 ველური ბუნება გონიერ ადამიანზე სრულყოფილია. მგელი, ისევე როგორც ნებისმიერი მტაცებელი, არც სიძულვილს და არც ზიზღს არ გაანიცდის თავისი მსხვეპრლის მიმართ. (სცადეთ და თავად განიცადეთ სიძულვილი და ზიზღი კატლეტის მიმართ). აი, ადამიანები კი ურთიერთობებს ჭარბი პოტენციალებით აწყობენ. ცხოველების და მცენარეების დიდებულება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამ დიდებულებას ვერ აცნობიერებენ. ცნობიერებამ ადამიანს მოუტანა როგორც სასარგებლო უპირატესობები, ასევე მავნე ნაგავი ამპარტავნების, ზიზღის დანაშაულის კომპლექსისა და არასრულფასოვნების გრძნობის სახით.

 


 აღმატებულობა და არასრულფასოვნება

lamp

 აღმატებულობის ან არასრულფასოვნების გრძნობა - ესაა დამოკიდებულობა სუფთა სახით. თქვენი თვისებები ედარება სხვების თვისებებს, ამიტომ უეჭველად იქმნება ჭარბი პოტენციალი. ენერგეტიკულ დონეზე მნიშვნელობაა არ აქვს, გამოხატავთ თქვენს უპირატესობას საჯაროდ თუ უბრალოდ საიდუმლოდ ულოცავთ საკუთარ თავს სხვებთან შედარებით. საჭირო არაა იმის მტკიცება, რომ საკუთარი უპირატესობის აშკარა გამოხატვა არაფერს მოგიტანთ, გარდა გარშემომყოფების მხრიდან ზიზღისა. როცა საკუთარ თავს სხვებს ადარებს საკუთარი თავის სასარგებლოდ, ადამიანი ცდილობს, რომ ხელოვნურად დაიმკვიდროს თავი სხვების ხარჯზე. ასეთი მისწრაფება ყოველთვის წარმოქმნის პოტენციალს მაშინაც კი, თუ ეს უბრალოდ ქედმაღლობის ჩრდილია - აშკარად არ-გამოხატული. წონასწორული ძალების მოქმედება ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გამოვლინდება, როგორც წკიპურტი ცხვირში.

 გასაგებია, რომ გარესამყაროსთან საკუთარი თავის შედარებით ადამიანი ცდილობს, რომ თავისი მნიშვნელოვანება დაუმტკიცოს მას. მაგრამ თვითდამკვიდრება შედარების ხარჯზე - ილუზორულია. ანალოგიურად ბუზი ცდილობს გააღწიოს შუშაში, როცა გვერდით სარკმელია ღია. როცა ადამიანი ცდილობს, რომ საკუთარ მნიშვნელოვანებაზე განუცხადოს სამყაროს, ენერგია ხელოვნურად შექმნილი ჭარბი პოტენციალის შენარჩუნებაზე იხარჯება. თვითგანვითარება, პირიქით, რეალურ ღირსებებს ანვითარებს, ამიტომ ენერგია ფუჭად არ იხარჯება და არ წარმოშობს მავნე პოტენციალს.

 შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ შედარებაზე დახარჯული ენერგია ძალიან მცირეა. სინამდვილეში ეს ენერგია საკმარისზე მეტია საკმაოდ ძლიერი პოტენციალის შესანარჩუნებლად. მთავარ როლს აქ თამაშობს ენერგიის ამა თუ იმ მიმართულებით წარმართვის განზრახვა. თუკი მიზნის სახით წინ წამოვა ღირსებების მოპოვების სურვილი, განზრახვას წინ მიჰყავს ადამიანი. ხოლო თუ მის მიზანს სამყაროსთვის საკუთარი რეგალიების დემონსტრაცია წარმოადგენს, მაშინ იგი ადგილზე ბუქსაობს და არაერთგვაროვნებას ქმნის ენერგეტიკულ ველში. სამყარო შეძრული იქნება რეგალიების ბრწყინვალებით და მოქმედებაში შემოვლენ წონასწორული ძალები. მათ არჩევანი დიდი არ ექნებათ: ან გააცოცხლოს გარესამყაროს გამკრთალებული ფერები, ან ჩააქროს შეუსაბამო ვარსკვლავის ბრწინვალება. პირველი ვარიანტი, რა თქმა უნდა, მეტისმეტად შრომატევადია. რჩევა მხოლოდ მეორე. ამის გაკეთების საშუალებები წონასწორულ ძალებს საკმარისზე მეტი აქვთ. მათთვის საერთოდ არაა აუცილებელი პატივმოყვარესთვის რეგალიების ჩამორთმევა. საკმარისია ნებისმიერ სავალალო მდგომარეობაში ჩააგდოს, რათა წყობიდან გამოიყვანოს.

 ჩვენ ხშირად აღვიქვამთ ყოველგვარ უსიამოვნებებს, პრობლემებს და დაბრკოლებებს, როგორც ამ სამყაროს განუყოფელ თვისებებს. არავისში არ იწვევს გაკვირვებას, რომ სხვადასხვა უსიამოვნებები, დაწყებული წვრილმანით და დამთავრებული მსხვილით, წარმოადგენენ ყოველი ადამიანის განუყოფელ თანამგზავრს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ყველა მიეჩვია, რომ ასეთია ჩვენი სამყარო. სინამდვილეში, უსიამოვნება - ეს ანომალიაა და არა ნორმალური მოვლენა. საიდან ჩნდება უსიამოვნებები, და რატომ გემართებათ სწორედ თქვენ - ხშირად ამის ლოგიკური გზით გადაწყვეტა შეუძლებელია. ამრიგად, უსიამოვნებების უმეტესობა, ასე თუ ისე, გამოწვეულია წონასწორული ძალების მოქმედებით იმ ჭარბი პოტენციალების მოსაშორებლად, რომლებიც თქვენ, ან თქვენმა გარშემომყოფებმა შექმენით. თავადაც ვერ უწევთ ანგარიშს, როგორ ქმნით ჭარბ პოტენციალებს, შემდეგ კი იღებთ უსიამოვნებებს, როგორც გარდუვალ ბოროტებას და არ გესმით, რომ ამ დროს წონასწორული ძალები მუშაობენ.

 თქვენ შეგიძლიათ უსიამოვნებათა დიდ ნაწილს დააღწიოთ თავი, თუკი გაინთავისუფლებთ თავს იმ ტიტანური ძალისხმევებისგან, რომლებიც მიმართულია ჭარბი პოტენციალების შენარჩუნებაზე. ტიტანური ენერგია არა მხოლოდ ფუჭად იხარჯება, არამედ მომართავს წონასწორულ ძალებს ისე, რომ შედეგი განზრახვის სრულიად საპირისპირო გამოდის. ამგვარად, აუცილებელია, უბრალოდ შევწყვიტოთ ბუზივით შუშაზე ხეთქვა და მივმართოთ ჩვენი განზრახვა ჩვენი ღირსებების განვითარებაზე. და არ ვიდარდოთ ჩვენს მდგომარეობააზე აღმატებულობის კიბეზე. მაშინაც კი, თუკი არ განივითარებთ შესაძლებლობებს, მაგრამ ამავე დროს უბრალოდ არ ინერვიულებთ თქვენს აღმატებულობაზე, თქვენ იღებთ იმ უპირატესობას რომ თავს აღარ გაბეზრებენ წონასწორული ძალები. აღმატებულობაზე უარის თქმით, თქვენ იღებთ მას.

 აღმატებულობის უკიდურესი დონე მაშინ იქნება, თუკი წარმოიდგენთ, რომ გარესამყაროს კონტროლი შეგიძლიათ. რაც არ უნდა მაღალი მდგომარეობა დაიკავოთ, აეთი პოზიციით საბოლოო ჯამში წაგებული ააღმოჩნდებით. როცა გარესამყაროს შეცვლას ცდილობთ, ამით ძალიან არღვევთ წონსწორობას. როცა აქტიურად ერევით სამყაროს მოწყობაში, ამა თუ იმ დონით, შესაძლოა მრავალი ადამიანის ინტერესებს შეეხოთ, რომლებსაც თქვენი ქმედებები საერთოდ არ აწყობთ. ტრანსერფინგი საშუალებას გაძლევთ, რომ შეცვალოთ თქვენი ბედი ისე, რომ არ შეეხოთ არავის ინტერესებს. ეს გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე წინააღმდეგობების გადალახვით ტარანზე მოქმედება. თქვენი ბედი მართლაც თქვენს ხელთაა, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ შეგიძლიათ მისი არჩევა, და არა შეცვლა. საკუთარი ბედის შემოქმედის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, პოზიციიდან მოქმედებით მრავალი ადამიანი დამარცხებულა. ტრანსერფინგში ადგილი არ აქვს ბრძოლას, ამიტომ შეგიძლიათ ჩამარხოთ „საბრძოლო ნაჯახი“.

 მეორე მხრივ, აღმატებულობაზე უარის თქმას არაფერი აქვს საერთო საკუთარი თავის დამდაბლებასთან. საკუთარი ღირსებების დაკნინება - ესაა აღმატებულობა საპირისპირო ნიშნით. ენერგეტიკულ დონეზე ნიშანს არ აქვს მნიშვნელობა. შექმნილი პოტენციალის სიდიდე პირდაპირ-პროპორციულია შეფასებისგადანაცვლების მნიშვნელობისა. როდესაც მნიშვნელოვანობას ეჯახებიან, წონასწორული ძალები ისე მოქმედებენ, რომ ტახტიდან ჩამოაგდონ იგი. არასრულფასოვნების კომპლექსის შემთხვევაში კი წონასწორული ძალები აიძულებენ ადამიანს, რომ ეცადოს ხელოვნურად დაკნინებული ღირსებების აწევას. წონასწორული ძალები ჩვეულებრივ პირდაპირ შუბლში გაჯახებენ, ისე მოქმედებენ, და არ ზრუნავენ ადამიანური ურთიერთობების სინატიფეებზე. ამიტომ გამოდის, რომ ადამიანი არაბუნებრივად იქცევა და ამით კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმას, რის დამალვასაც ცდილობს.

 მაგალითად, მოზარდებს შეუძლიათ თავხედურად მოიქცნენ, რათა ამით არასრულფასოვნების გრძნობა ამოავსონ. მორცხვებს შეუძლიათ თავაშვებულად მოიქცნენ, რათა თავიანთი სიმორცხვე დამალონ. ადამიანები დაბალი თვითშეფასებით, იმის სურვილით, რომ უკეთესი მხრიდან წარმოაჩინონ თავი, შესაძლოა შებოჭილად ან ყალბად იქცეოდნენ. და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრძოლას საკუთარ კომპლექსთან, კიდევ უფრო უსიამოვნო შედეგებს მოაქვს, ვიდრე თავად კომპლექსს.

 როგორც ხვდებით, ყველა ეს მცდელობა ამაოა. არასრულფასოვნების კომპლექსთან ბრძოლა უშედეგოა. კომპლექსის შედეგებისგან თავის არიდების ერთადერთი საშუალება - ესაა თავად კომპლექსის მოშორება. თუმცაღა მისგან განთავისუფლება საკმაოდ რთულია. დაარწმუნო საკუთარი თავი იმაში, რომ ყველაფერი რიგზე გაქვს, ასევე უსარგებლოა. საკუთარ თავს ვერ მოატყუებ. აქ შეიძლება დაგეხმაროთ სლაიდების ტექნიკა, რომელსაც მოგვიანებით გავეცნობით.

 მოცემულ ეტაპზე საკმარისია უბრალოდ გავაცნობიეროთ, რომ საკუთარი ნაკლოვანებებით შეპყრობილობა სხვების ღირსებებთან შედარებით, ისევე მუშაობს, როგორც საკუთარი შედარებითი აღმატებულობის ჩვენება. შედეგი განზრახვის საწინააღმდეგო იქნება. ნუ გგონიათ, რომ გარშემო ყველა იმხელა მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ნაკლოვანებებს, რამდენსაც თქვენ თვითონ. სინამდვილეში ყველა მხოლოდ საკუთარ პერსონაზე ფიქრობს, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად გადააგდოთ ტიტანური ტვირთი. ჭარბი პოტენციალი გაქრება, წონასწორული ძალები შეწყვეტენ მდგომარეობის გაუარესებას, გამონთავისუფლებული ენერგია კი ღირსებების განვითარებაზე იქნება მიმართული.

 საქმე ეხება იმას, რომ არ ებრძოლოთ საკუთარ ნაკლოვანებებს და არ ეცადოთ მათ დამალვას, არამედ ეცადოთ მათი სხვა თვისებებით კომპენსირებას. სილამაზის არარსებობა შესაძლებელია კომპენსირებულ იქნეს მომხიბვლელობით. არსებობენ ადამიანები საკმაოდ უსიამოვნო გარეგნობით, მაგრამ როგორც კი დაილაპარაკებენ, თანამოსაუბრე მთლიანად იხიბლება მისით. ფიზიკური ნაკლოვანებები კომპენსირდება თავდაჯერებულობით. რამდენ დიად ადამიანს ჰქონდა ისტორიაში არცთუ ისე კარგი გარეგნობა! თავისუფალი ურთიერთობის უნარის არქონა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოსმენის უნარით. არსებობს ასეთი გამოთქმა: „ყველა იტყუება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან არავინ არავის არ უსმენს.“ თქვენმა კეთილხმოვანებამ შესაძლოა დააინტერესოს ადამიანები, მაგრამ მხოლოდ ბოლო რიგში. ყველა, ისევე როგორც თქვენ, დაკავებულია მხოლოდ საკუთარი თავით, საკუთარი პრობლემებით, ამიტომ კარგი მსმენელი, რომელსაც შეგიძლია ყველაფერი გაუზიარო - ნამდვილი განძია. მორცხვ ადამიანებს შემიძლია ერთი რამ ვურჩიო: მოუფრთხილდით ამ თვისებას, როგორც განძს! დამიჯერეთ, სიმორცხვე დაფარულ მომხიბვლელობას ატარებს. როცა უარს იტყვით საკუთარ სიმორცხვესტან ბრძოლაზე, ის აღარ გამოჩნდება უხერხულად, და შეამჩნევთ, რომ ადამიანებს თქვენს მიმართ სიმპათია უჩნდებათ.

 და კომპენსაციის კიდევ ერთი მაგალითი. ხელოვნურად შექმნილი საჭიროება - „იყო მაგარი“ - ძალიან ხშირად უბიძგებს ადამიანებს სხვების მიბაძვისკენ, რომლებმაც მიაღწიეს „მაგარის“ წოდებას. სხვისი სცენარის გაუაზრებელი კოპირება პაროდიას ქმნის. ყველას თავისი სცენარი აქვს. თქვენთვის საკმარისია უბრალოდ აირჩიოთ თქვენი კრედო და იცხოვროთ მასთან შესაბამისობაში. მიბაძო სხვას „მაგარის“ სტატუსის მისაღწევად, ნიშნავს, გამოიყენო მეთოდი - ბუზი შუშაზე. მაგალიტად, მოზარდების ჯგუფში ბელადი ის ხდება, ვინც თავის კრედოს შესაბამისად ცხოვრობს. ბელადი იმიტომ გახდა ასეთი, რომ თავად გაანთავისუფლა საკუთარი თავი სხვებისთვის იმის რჩევის ვალდებულებისგან, თუ როგორ მოიქცეს. მას არ სჭირდება ვინმეს მიბაძოს, უბრალოდ თავად მიანიჭა საკუთარ თავს ღირსეული შეფასება, თავად იცის რას აკეთებს, არავის ეძიება და არ ცდილობს ვინმეს რამე დაუმტკიცოს. ამგვარად იგი თავისუფალია ჭარბი პოტენციალებისგან და დამსახურებულ უპირატესობას ღებულობს. ლიდერები ნებისმიერ ჯგუფში ისინი ხდებიან, ვინც თავისი კრედოს შესაბამისად ცხოვრობს. თუ ადამიანმაა გაინთავისუფლა თავი ჭარბი პოტენციალების ტვირთისგან, მას არაფერი აქვს დასაცავი - იგი შიგნით თავისუფალია თვითკმარია და მეტი ენერგია აქვს. ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით ეს უპირატესობები აქცევს სწორედ ლიდერად.

 ხედავთ, სადაა ღია სარკმელი? იქნებ ფიქრობთ, რომ „ეს ყველაფერი ჩემზე არაა, მე ნამდვილად არ ვიტანჯები ამით?“. ნუ ეცდებით საკუთარი თავის მოტყუებას. ნებისმიერი ადამიანი ამა თუ იმ დონით მიდრეკილია, რომ ჭარბი პოტენციალები შექმნას საკუთარი პერსონის გარშემო. მაგრამ საერთოდ, თუ ტრანსერფინგის პრინციპებს მიყვებით, არასრულფასოვნების ან აღმატებულობის კომპლექსი უბრალოდ გაქრება თქვენი ცხოვრებიდან.

 


 სურვილი გქონდეს და არ გქონდეს

danashauli

„ბევრი გინდა - ცოტას მიიღებ“. ამ საბავშვო გამონათქვამს დიდი საფუძველი აქვს, მაგრამ მე მას პერიფრაზს გავუკეთებდი: „რაც უფრო მეტად გინდა, მით უფრო ნაკლებად მიიღებ“. როცა მეტისმეტად ძლიერ გსურთ რაღაცის მიღება, ისე, რომ მზად ხართ ამისთვის ყველაფერს ჩახვიდეთ ფსონად, თქვენ ამით ქმნით უზარმაზარ პოტენციალთა სიჭარბეს, რომელიც წონასწორობას არღვევს. შესაბამისად, წონასწორული ძალები ცხოვრების იმ ხაზებზე გადაგაგდებენ, სადაც თქვენი სურვილის ობიექტი სართოდ ნახსენებიც არაა.

 თუკი ავღწერთ სურვილით შეპყრობილი ადამიანის სურათს, ენერგეტიკულ დონეზე ეს დაახლოებით ასე გამოიყურება. ტახი ცდილობს ლურჯი ფრინველის დაჭერას. მას ძალიან სურს მისი დათრევა და ამასთან ხმამაღლა ღრუტუნებს და ფლოქვებს მიწაზე ახათქუნებს მოუთმენლობისგან. ბუნებრივია, ფრინველი გაფრინდება. თუკი დამჭერი ლურჯ ფრინველს გულგრილი სახით ჩაუვლის, მაშინ მას გაცილებით მეტი შანსი აქვს, რომ კუდზე ხელი ჩაავლოს მას.

 შეგვიძლია გამოვყოთ სურვილის სამი ფორმა. პირველი ფორმა - ესაა, როცა ძლიერი სურვილი გადადის ფლობის და მოქმედების მტკიცე განზრახვაში. მაშინ სურვილი სრულდება. ამასთან სურვილის პოტენციალი ამ დროს იფანტება, რადგანაც მისი ენერგია მოქმედებაში მიდის.

 მეორე ფორმა - ესაა უმოქმედო მეოცნების სურვილი, რომელიც წარმოადგენს ჭარბ პოტენციალს სუფთა სახით. იგი გამოკიდებულია ენერგეტიკულ ველში და უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოდ ხარჯავს მსურველის ენერგიას, უარესში კი - სხვადასხვა უსიამოვნებებს იზიდავს.

 ყველაზე ვერაგს წარმოადგენს მესამე ფორმა, როცა ძლიერი სურვილი გადადის სურვილის საგანზე დამოკიდებულებაში. მაღალი მნიშვნელობის მინიჭება ავტომატურად გადადის დამოკიდებულებაში (მიჯაჭვულობაში). ეს კი, თავის ხმრივ, წარმოშობს ძლიერ ჭარბ პოტენციალს, რომელიც წონასწორული ძალების ასეთივე ძლიერ წინააღმდეგობას იწვევს. როგორც წესი, მყარდება დაახლოებით ამგვარი დამოკიდებულება: 

„თუ მე ამას მივაღწევ, ჩემი მდგომარეობა ბევრად უკეთესი გახდება“. „თუ მე ამას ვერ მივაღწევ, ჩემი ცხოვრება ყოველგვარ აზრს კარგავს“. 

„თუ მე ამას გავაკეთებ, საკუთარ თავს და ყველას ვაჩვენებ ჩემს ფასს“. „თუ მე ამას ვერ გავაკეთებ, გროშია ჩემი ფასი“.

„თუ მე ამას მივიღებ, ძალიან კარგი იქნება“, „თუ მე ამას ვერ მივიღებ, „ძალიან ცუდი იქნება“. და ა.შ. სხვადასხვა ვარიაციებში.

 თუკი ჩაერთვებით სურვილის ობიექტზე დამოკიდებულობის ურთიერთობაში, ისეთ მჩქეფარე მორევში მოყვებით, სადაც უბრალოდ ძალებისგან დაიცლებით სასურველისთვის ბრძოლაში. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ვერაფერს ვერ მიაღწევთ და უარს იტყვით საკუთარ სურვილზე. წონასწორობა ამით აღდგება და წონასწორულ ძალებს სრულიად არ აინტერესებთ, რომ თქვენ ამის გამო დაზარალდით. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ მეტისმეტად გინდოდათ თქვენი სურვილის ასრულება. სურვილი სასწორის ერთ პინზე აღმოჩნდა, ყველაფერი დანარჩენი კი - მეორეზე.

 ასრულებას მხოლოდ სურვილის პირველი ფორმა ექვემდებარება, როცა სურვილი სუფთა განზრახვად იქცევა, განზრახვად, რომელიც თავისუფალია ჭარბი პოტენციალებისგან. ყველანი მივეჩვიეთ, რომ ამ სამყაროში ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო, მუქთად არაფერი არ გვეძლევა. სინამდვილეში, ჩვენ მხოლოდ იმ ჭარბი პოტენციალებისთვის ვიხდით, რომლებსაც თავადვე ვქმნით. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერი უფასოა. რადგანაც ასეთი ტერმინებით ვსაუბრობთ, საფასურის როლს ასრულებული სურვილისთვის ასრულებს მნიშვნელოვანობის და დამოკიდებულობის არარსებობა. იმ ცხოვრების ხაზზე გადასასვლელად, სადაც სასურველი რეალობად იქცევა, საკმარისია მხოლოდ სუფთა განზრახვის ენერგიები. განზრახვაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ სუფთა განზრახვა - ესაა სურვილისა და მოქმედების ერთიანობა მნიშვნელოვანების არარსებობასთან ერთად. მაგალითად, თავისუფალი განზრახვა - ჩავიდეთ ჯიხურში გაზეთის ამოსატანად, სუფთა განზრახვას წარმოადგენს. რაც უფრო მაღალია თქვენთვის მოვლენის მნიშვნელობა, მით უფრო მეტია მარცხის შანსი. თუ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, რაც გაქვთ, და ეს ძალიან ძვირფასია თქვენთვის, მაშინ მეტი შანსია, რომ წონასწორული ძალები ამას წაგართმევენ. თუ ის, რისი მოპოვებაც გსურთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაშინ, სავარაუდოდ ვერ მიიღებთ მას. აუცილებელია დაადაბლოთ მნიშვნელოვანების ზღურბლი.

 მაგალითად, ჭკუაზე აღარ ხართ თქვენი ახალი მანქანისგან. როგორც კი მასზე მტვერს შეამჩნევთ, სულს უბერავთ, უფრთხილდებით, გეშინიათ, რომ არ გაიფხაჭნოს, მოკლედ, ელოლიავებით და ეთაყვანებით. ამის შედეგად ჩნდება ჭარბი პოტენციალი. ეს ხომ თქვენ მიანიჭეთ მანქანას ასეთი დიდი მნიშვნელობა. სინამდვილეში კი ენერგეტიკულ ველში მისი მნიშვნელობა ნულის ტოლია. შედეგად, სამწუხაროდ, წონასწორული ძალები მალე იპოვნიან თქვენთვის ვიგინდარას, რომელიც თქვენს მანქანას დააზიანებს. ან თავად თქვენვე, ზედმეტი სიფრთხილის გამო რამეს დამართებთ. როგორც კი აღარ გააღმერთებთ თქვენს მანქანას და ჩვეულებრივი დამოკიდებულება გექნებათ მის მიმართ, საფრთხეც მკვეთრად შემცირდება. ჩვეულებრივ მოპრყობა სულაც არ ნიშნავს დაუდევრად მოპყრობას. შეგიძლიათ უზადოდ მოუაროთ თქვენს მანქანას ისე, რომ მისგან კერპი არ შექმნათ.

 არსებობს ფლობის ძლიერი სურვილის სხვა ასპექტიც. არსებობს მოსაზრება, რომ თუ ძალიან მოგინდება, ყველაფრის მიღწევას შეძლებ. წესით, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ძალიან ძლიერი სურვილი ცხოვრების იმ ხაზზე გაგიყვანთ, სადაც ეს სურვილი სრულდება. მაგრამ ეს ასე არაა. თუ თქვენი სურვილი დამოკიდებულობაში გადავიდა - ერთგვარ ფსიქოზში, ისტერიულ მისწრაფებაში - მიაღწიოთ თქვენსას ნებისმიერ ფასად, ეს ნიშნავს, რომ გულის სიღრმეში არ გჯერათ, რომ ეს შესრულდება, და შესაბამისად გამოსხივების ტრანსლირებას „ძლიერი ხარვეზებით“ ახდენთ. თუ რწმენა არ გაქვთ, ცდილობთ, რომ მთელი ძალით დაარწმუნოთ საკუთარი თავი და კიდევ უფრო გაზარდოთ ჭარბი პოტენცილი. „მთელი ცხოვრების საქმეზე“ შეიძლება მთელი ცხოვრება ფუჭად დაკარგოთ. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ აქ გააკეთოთ, ესაა მიზნის მნიშვნელობის დაწევა - საკუთარი მიზნისკენ ისე სვლა, თითქოს ჯიხურში გაზეთისთვის მიდიოდე.

 რაიმეს თავის არიდების სურვილი საკუთარი თავით ან სამყაროთი უკმაყოფილების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. რაც უფრო მეტად არ გინდათ რაღაც, მით უფრო მეტი შანსია, რომ მას შეეჯახებით. წონასწორული ძალებისთვის სულერთია, როგორ იქნება მიღწეული წონასწორობა. ამის მიღწევა კი ორი მეთოდით შეუძლიათ: ან აგარიდონ შეჯახებას, ან შეგაჯახონ. ჯობია ცნობიერად თქვათ უარი მიუღებლობაზე, რათა პოტენციალი არ შექმნათ. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. როცა იმაზე ფიქრობთ, რაც არ გინდათ, იმ ხაზის სიხშირეზე ასხივებთ ენერგიას, რომელზეც ეს აუცილებლად მოხდება. თქვენ ყოველთვის იღებთ იმას, რაც აქტიურად არ გსურთ.

 სურათი ასეთია: ადამიანი იმყოფება საზეიმო ღინისძიებაზე საელჩოში, გაარშემო საპატიო ადამიანები არიან, გარემო გაჟღენთილია კულტურით და დახვეწილობით. და უეცრად იგი იწყებს ხელების ქნევას და ფეხების ბაკუნს, და განწირული ყვირის: „არ მინდა, რომ ამწუთშივე გამიყვანონ აქედან!“ ბუნებრივია, მოდის დაცვა და ეს ადამიანი ძალით გაყავს. იგი წინააღმდეგობას უწევს და ყვირის, მაგრამ მაინც დაუყოვნებლივ გარეთ მიაბრძანებენ. ეს ძალიან უტრირებული სურათია რეალობისთვის, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ყველაფერი ასეთივე ძალის ინტენსივობით ხდება.

 განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. დავუშვათ, რომ ღამე მეზობლებისგან გამოსული ხმა გაღვიძებთ. ძილი გინდათ, დილით სამსახურში ხართ წასასვლელი, იქ კი მხიარულება ჯერ ახალი გახურებულია. რაც უფრო მეტად გენდომებათ, რომ ისინი გაჩერდნენ, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. რაც უფრო მეტად გაბრაზდებით, მით უფრო თვალსაჩინო იქნება მათი მხიარულება. თუ მათ საკმარისად შეიძულებთ, გარანტიას გაძლევთ, რომ ასეთი ღამეები უფრო და უფრო ხშირად განმეორდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოს ქანქარას ჩაგდების ან ჩაქრობის მეთოდი. ჩაქრობა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სიტუაციას ირონიით მიუდგებით. ასევე შეგიძლიათ საერთოდ იგნორირება გაუკეთოთ და არ გამოავლინოთ არანაირი ემოცია და ინტერესი. მაშინ ქანქარა ჩავარდება და პოტენციალიც არ გაჩნდება. დაე, სიმშვიდე იმის გაცნობიერებამ მოგიტანოთ, რომ არჩევანი გაქვთ და იცით, როგორ გამოიყენოთ ეს არჩევანი. მალე მეზობლები დაწყნარდებიან. ასე მუშაობს ეს. შეგიძლიათ შეამოწმოთ.

 ახლა შეგიძლიათ გააანალიზოთ, რაში აწიეთ მნიშვნელოვანობა და შედეგად რა პრობლემები მიიღეთ.თუ საქმე ძალიან ცუდადაა, მიაფურთხეთ მის მნიშვნელობას, გაიფერთხეთ საკუთარი თავისგან დამოკიდებულობის ურთიერთობა და ჯიუტად განაგრძეთ პოზიტიური ენერგიის ტრანსლირება. რაც უფრო ცუდადაა ახლა საქმე, მითუკეთესი. ასე შეგიძლიათ შეაფასოთ სიტუაცია, თუკი თვლით, რომ სერიოზული მარცხი განიცადეთ. გაიხარეთ! მოცემულ შემთხვევაში წონასწორული ძალები თქვენს მხარეს არიან, რადგანაც მათი ამოცანაა - მოახდინონ ცუდის კარგით კომპენსაცია. სულ ცუდად ვერ იქნება საქმე, ისევ ეოგორც სულ კარგად. ენერგეტიკულ დონეზე ეს დაახლოებით ასე გამოიყურება. თქვენ თავს დაგესხნენ, გაგლანძღეს, ყველაფერი წაგართვეს, გცემეს, შემდეგ კი ფულით სავსე ტომარა მოგცეს. რაც უფრო მეტი ზიანი მოგადგათ, მით უფრო მეტი ფული იქნება ტომარაში.


დანაშაულის გრძნობა

money

 დანაშაულის გრძნობა, ესაა ჭარბი პოტენციალი სუფთა სახით. საქმე იმაშია, რომ ბუნებაში არ არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა კარგი და ცუდი. როგორც კარგი, ასევე ცუდი ქმედებები წონასწორული ძალებისთვის ექვივალენტურია. წონასწორობა ნებისმიერ შემთხვევაში აღდგება, თუ ჭარბი პოტენციალი წარმოიქმნა. თქვენ ცუდად მოიქეცით, გააცნობიერეთ ეს, განიცადეთ დანაშაულის გრძნობა (მე უნდა დავისაჯო) - შექმენით პოტენციალი. კარგად მოიქეცით, გააცნობიერეთ ეს, განიცადეთ სიამაყის გრძნობა საკუთარი თავით (მე ჯილდო უნდა მივიღო) - ასევე შექმენით პოტენციალი. წონასწორული ძალები გონზე არ არიან, რის გამო უნდა დაგსაჯონ ან დაგაჯილდოვონ. ისინი მხოლოდ ენერგეტიკულ ველში შექმნილი არაერთგვაროვნების მოშორებას ახდენენ.

 საზღაური დანაშაულის გრძნობისთვის ყოველთვის იქნება სასჯელი ამა თუ იმ ფორმით. ხოლო თუ დანაშაულის გრძნობა არ არის, სასჯელი შეიძლება არც მოვიდეს. სამწუხაროდ, სიამაყე კარგი საქციელის გამო ასევე მოიზიდავს სასჯელს და არა ჯილდოს. წონასწორულ ძალებს ხომ ჭარბი პოტენციალის მოშორება სჭირდებათ, ჯილდო კი მას მხოლოდ გააძლიერებს.

 დანაშაულის ინდუცირებული, ანუ „მართალი“ ადამიანების მიერ გარედან შემოტენილი გრძნობა, ქმნის პოტენციალს კვადრატში, რადგანაც ადამიანს ისედაც აწუხებს სინდისი, აქ კიდევ „სათნო“ ადამიანების რისხვაც ატყდება.

 და ბოლოს, უსაფუძვლო დანაშაულის გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია თანდაყოლილ მიდრეკილებასთან - „ყველაფერზე პასუხი აგო“, - ყველაზე მეტ ჭარბ პოტენციალს ქმნის. ამ შემთხვევაში დანაშაული არ შეესაბამება განცდილი სინდისის ქენჯნას, ან საერთოდ ჰაერიდან მოტანილია. დანაშაულის კომპლექსს შეუძლია გვარიანად გაგიფუჭოთ ცხოვრება, რადგანაც ადამიანი გამუდმებით ექვემდებარება წონსწორული ძალების მოქმედებას, ანუ ყველა შესაძლო სასჯელს ჰაერიდან მოტანილი ცოდვებისთვის.

 აი, რატომ არსებობს ასეთი გამოთქმა: „სითავხედე - მეორე ბედნიერებაა“. როგორც წესი, წონასწორული ძალები არ ეხებიან ადამიანებს, რომლებსაც სინდისის ქენჯნა არ აწუხებთ. არადა როგორ გვინდა, რომ ღმერთმა დასაჯოს ნაძირლები. თითქოს სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, ბოროტება კი უნდა დაისაჯოს. მაგრამ ბუნება არ იცნობს სამართლიანობის გრძნობას, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. პირიქით, წესიერ ადამიანებს, თანდაყოლილი დანაშაულის გრძნობით, გამუდმებით ატყდება ახალი უბედურებები, უსინდისო და ცინიკურ ნაძირლებს კი ხშირად თან სდევს არა მხოლოდ დაუსჯელობა, არამედ წარმატებაც.

 დანაშაულის გრძნობა აუცილებლად წარმოშობს სასჯელის სცენარს, ამასთან ჩვენი ცნობიერებისგან დამოუკიდებლად. ამ სცენარის შესაბამისად ქვეცნობიერი მიგიყვანთ სასჯელამდე. უკეთეს შემთხვევაში ხელს გაიჭრით, მცირე ზიანს მიიღებთ, ან რაღაც პრობლემები გაგიჩნდებათ. უარესში კი ეს შესაძლოა უბედური შემთხვევით და მძიმე შედეგებით დამთავრდეს. აი, რას აკეთებს დანაშაულის გრძნობა. იგი საკუთარ თავში მხოლოდ ნგრევას მოიცავს. მასში არაფერია სასარგებლო და შემოქმედებითი. ნუ დაიტანჯავთ თავს დანაშაულის გრძნობით - ეს საქმეს ვერ უშველის. ჯობია ისე მოიქცეთ, რომ შემდეგ დანაშაულის გრძნობა არ გქონდეთ. და თუ უკვე მოხდა ასე, აზრი არ აქვს ტყუილად ტანჯვას, ამით უკეთ არავინ არ გახდება.

 ბიბლიური მცნებები - ეს არაა მორალი იმ გაგებით, რომ კარგად უნდა მოიქცე, არამედ რეკომენდაციებია იმისთვის, რომ წონასწორობა არ დაარღვიო და უსიამოვნებებს არ გადაეყარო. ეს ჩვენ, ჩვენი ბავშვური ფსიქოლოგიის რუდიმენტებით აღვიქვამთ მცნებებს ისე, თითქოს დედამ დაგვიბარა: არ იცელქოთ, თორემ კუთხეში დაგვაყენებთო. პირიქით, იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც „მიქარეს“, არავინ აპირებს. როდესაც წონასწორობას არღვევენ, ადამიანები თვითონ ეჯახებიან პრობლემებს. მცნებები კი მხოლოდ გვაფრთხილებენ ამის შესახებ.

 როგორც ადრე ითქვა, დანაშაულის გრძნობა იმ ძაფის ფუნქციას ასრულებს, რომელზეც ადამიანს ქანქარები ექაჩებიან, განსაკუთრებით კი მანიპულატორები. მანიპულატორები - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ფორმულით: „შენ ის უნდა გააკეთო, რასაც გეუბნები, იმიტომ რომ დამნაშავე ხარ“, ან „მე შენზე უკეთესი ვარ, იმიტომ, რომ მართალი არ ხარ“. ისინი ცდილობენ, რომ თავიანთ „მრევლს“ დანაშაულის გრძნობა მოახვიონ თავს, მათზე ძალაუფლების მოპოვებისთვის, ან თვითდამკვიდრებისთვის. გარეგნულად ეს ადამიანები „მართლებად“ გამოიყურებიან. მათთვის დიდი ხანია დადგენილია, რა არის ცუდი და რა - კარგი. ისინი ყოველთვის სწორ სიტყვებს ამბობენ, ამიტომ ყოველთვის მართლები არიან. ყველა მათი საქციელი ასევე უზადოდ სწორია.

 თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ყველა მართალი ადამიანი არაა მიდრეკილი მანიპულირებისკენ. მაშ, რატომ აქვთ მანიპულატორებს საჭიროება, რომ ჭკუა ასწავლონ და მართონ სხვები? იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მათ გამუდმებით ტანჯავს ეჭვი და თავდაუჯერებლობა. ამ შინაგან ბრძოლას ისინი ოსტატურად მალავენ გარშემომყოფებისგანაც და საკუთარი თავისგანაც. იმ შინაგანი ღერძის არქონა, რომელიც ნამდვილად მართალ ადამიანებს აქვთ, მანიპულატორებს სხვების ხარჯზე თვითდამკვიდრებისკენ უბიძგებს. სწავლების და მართვის მოთხოვნილება ჩნდება სურვილისგან - გაამყარონ საკუთარი პოზიციები სხვების დაკნინებით. იქმნება დამოკიდებულობის ურთიერთობები. კარგი იქნებოდა, წონასწორული ძალები საკადრისს რომ უზღვავდნენ მანიპულატორებს. მაგრამ ჭარბი პოტენციალი მხოლოდ იქ იქმნება, სადაც დაძაბულობაა, მაგრამ ენერგიის მოძრაობა არაა. მოცემულ შემთხვევაში კი მსხვერპლი აძლევს მანიპულატორს ენერგიას, ამიტომ პოტენციალი არ ჩნდება, და მაანიპულატორიც დაუსჯელად მოქმედებს.

 როგორც კი ვინმემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საკუთარ თავზე დანაშაულის გრძნობა აიღოს, მანიპულატორებიც მაშინვე ეწეპებიან და ენერგიას წოვენ. იმისთვის, რომ მათი გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ, მხოლოდ ისაა საჭირო, რომ დანაშაულის გრძნობაზე უარი ვთქვათ. თქვენ არავის წინაშე არ ხართ ვალდებული, რომ თავი იმართლოთ, და არავისი არაფერი გმართებთ. თუკი დანაშაულს მართლაც აქვს ადგილი, შეგიძლიათ სასჯელი მოიხადოთ, მაგრამ თან არ ატაროთ დანაშაულის გრძნობა. თქვენი ახლობლების გმართებთ რაიმე? ასევე - არა. თქვენ ხომ მათზე საკუთარი ნებით ზრუნავთ და არა იძულებით? ეს სულ სხვა საქმეა. უარი თქვით თავის გამართლების მიდრეკილებაზე, თუკი ეს თვისება გაქვთ. მაშინ მანიპულატორები მიხვდებიან, რომ მოსაჭიდი კაუჭი არ გაქვთ, და თავს დაგანებებენ.

 სხვათაშორის, არასრულფასოვნების კომპლექსის საწყისი მიზეზი - დანაშაულის გრძნობაა. თუკი რამეში მაინც გრძნობთ თქვენს არასრულფასოვნებას, ეს ნიშნავს, რომ ეს არასრულფასოვნება სხვებთან შედარებით განისაზღვრება. აღიძვრება სასამართლო პროცესი, სადაც თქვენ თავად გამოდიხართ მოსამართლის როლში საკუთარ თავზე. მაგრამ ეს მხოლოდ გეჩვენებათ, რომ თავად თქვენ ხართ მოსამართლე. სინამდვილეში სხვა რამ ხდება. პირველადად თქვენ განწყობილი ხართ, რომ დანაშაული აიღოთ საკუთარ თავზე - მნიშვნელობა არ აქვს რის გამო. უბრალოდ პრინციპში, თქვენ მზად ხართ, იყოთ დამნაშავე. და რადგან ასეა, თანხმდებით, რომ მსჯავრდებული იყოთ და სასჯელი იწვნიოთ. ადარებთ რა საკუთარ თავს სხვებს, უფლებას აძლევთ მათ, რომ უპირატესობა ჰქონდეთ თქვენზე. დააკვირდით, თქვენ თავად მიეცით მათ ეს უფლება! უფლება მიეცით სხვებს, ივარაუდონ, რომ ისინი თქვენზე უკეთესები არიან. ისინი სავარაუდოდ ასე არც ფიქრობენ, მაგრამ თავად გადაწყვიტეთ ასე და მოსამართლის როლში გამოდიხართ საკუთარ თავის მიმართ სხვების სახელით. გამოდის, ისინი გასამართლებენ, რადგანაც თქვენ თვითონ ჩაუგდეთ თავი განსასჯელად.

 უკან დაიბრუნეთ თქვენი უფლება - იყოთ ის ვინც ხართ, და ადექით განსასჯელის სკამიდან. ვერავინ გაბედავს თქვენს გასამართლებას, თუ თქვენ არ თვლით თავს დამნაშავედ. მხოლოდ თქვენი კეთილი ნებით შეგიძლიათ მისცეთ სხვებს პრივილეგია, რომ თქვენი მსჯავრმდებლები იყვნენ.

 შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აქ ცარიელ დემაგოგიას ვეწევი. რადგან თუ არსებობენ რეალური ნაკლოვანებები, მაშინ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამას აღნიშნავენ. მართალია, ნამვდვილად მოიძებნებიან. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგრძნობენ, რომ წინასწარგანწყობილი ხართ თქვენს ნაკლოვანებებზე დანაშაულის საკუთარ თავზე ასაღებად. თუ ერთი წამით მაინც დაუშვებთ, რომ დამნაშავე ხართ იმაში, რომ სხვებზე უარესი ხართ, ისინი ამას აუცილებლად იგრძნობენ. და პირიქით, თუ თავისუფალი ხართ დანაშაულის გრძნობისგან, თავში არავის მოუვა, რომ თქვენს ხარჯზე დაიმკვიდროს თავი. აქ ვლინდება დანაშაულის ჭარბი პოტენციალის ძალიან ნატიფი გავლენა გარემო ენერგეტიკულ არეზე. საღი აზრის თვალსაზრისით, ამის ასი პროცენტით დაჯერება რთულია. თუმცაღა სიტყვებით ვერაფერს დავამტკიცებ. არ გჯერათ? - შეამოწმეთ!

 არსებობს დანაშაულის გრძნობის კიდევ ორი საინტერესო ასპექტი: ძალაუფლება და გაბედულება. ადამიანები, რომლებსაც დანაშაულის გრძნობა აქვთ, ყოველთვის ემორჩილებიან იმ ადამიანების ნებას, ვისაც ეს გრძნობა არ აქვს. თუ მე პოტენციურად ვარ მზად, ვაღიარო, რომ შემიძლია რამეში მაინც ვიყო დამნაშავე, ქვეცნობიერად მზად ვარ, რომ სასჯელი მივიღო, და შესაბამისად მორჩილებისთვისაც მზად ვარ. და თუ არ მაქვს დანაშაულის გრძნობა, მაგრამ მაქვს მოთხოვნილება, რომ სხვების ხარჯზე დავიმკვიდრო თავი, მაშინ მზად ვარ, რომ მანიპულატორი გავხდე. სულაც არ მინდა ვაჩვენო, რომ ადამიანები მანიპულატორებად და მარიონეტებად იყოფიან. უბრალოდ დააკვირდით კანონზომიერებას. ბატონებს და მმართველებს დანაშაულის გრძნობა ნაკლებად აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ. დანაშაულის გრძნობა ასევე უცხოა ცინიკოსებისთვის და სხვა უსინდისო ადამიანებისთვის. სხვების თავებზე ან გვამებზე სიარული - მათი მეთოდია. გასაკვირი არაა, რომ ძალაუფლების სათავეში ძალიან ხშირად არაკეთილსინდისიერი ადამიანები მოდიან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ძალაუფლება ცუდია, და ყველა, ვინც ძალაუფლების სათავეში დგას - ცუდია. შესაძლოა, თქვენი ბედნიერებაც იმაშია, რომ ქანქარას ფავორიტი გახდეთ. ყველა თავისთვის წყვეტს, როგორ აწონ-დაწონოს თავისი სინდისი - არავის აქვს უფლება, რომ ამაში რამეზე მიგითითოთ. აი, დანაშაულის გრძნობაზე კი, ნებისმიერ შემთხვევაში უარი უნდა თქვათ.

 მეორე ასპექტი, გაბედულება - ესაა დანაშაულის გრძნობის არქონის ნიშანი. შიშის ბუნება ქვეცნობიერში დევს, და მის მიზეზს წარმოადგენს არა მხოლოდ შემაშინებელი გაურკვევლობა, არამედ დასჯის შიშიც. თუ მე „დამნაშავე“ ვარ, პოტენციურად მზად ვარ, რომ სასჯელი მივიღო, ამიტომაც მეშინია. სინამდვილეში, გამბედავი ადამიანები არა მხოლოდ არ იტანჯებიან სინდისის ქენჯნით, არამედ ოდნავი დანაშაულის გრძნობაც კი არ ტანჯავთ. მათ არ აქვთ მიზეზი, რომ რაიმესი ეშინოდეთ, რადგანაც მათი შინაგანი მოსამართლე ამტკიცებს, რომ ისინი უდანაშაულონი არიან და მათი საქმე მართალია. მფრთხალ მსხვერპლს, პირიქით, სრულიად სხვა პოზიცია ახასიათებს: მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად ვიქცევი, მე შესაძლოა დამადანაშაულონ, ნებისმიერს შეუძლია ჩემი დასჯა. დანაშაულის გრძნობა, ყველაზე სუსტი და ღრმად ჩამარხულიც კი, ქვეცნობიერ კარს ხსნის სასჯელისთვის. თუ მე დანაშაულის გრძნობას განვიცდი, ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად ვთანხმდები, რომ ქურდს და ყაჩაღს უფლება აქვთ თავს დამესხან, ამიტომაც მეშინია.

 ადამიანებმა ერთი საინტერესო მეთოდი მოიგონეს ჭარბი პოტენციალის გასაფანტად - პატიების თხოვნა. ეს მართლაც მუშაობს. თუ ადამიანი საკუთარ თავში დანაშაულის გრძნობას ატარებს, იგი ცდილობს შეინარჩუნოს ნეგატიური ენერგია და გაზარდოს ჭარბი პოტენციალი. როცა პატიებას ითხოვს, ადამიანი უშვებს ამ პოტენციალს და საშუალებას აძლევს ენერგიას, რომ გაწოვილ იქნეს. პატიების თხოვნა, საკუთარი შეცდომების აღიარება, ცოდვების გამოლოცვა, მონანიება, აღსარება - ეს ყველაფერი დანაშაულის პოტენციალისგან განთავისუფლების მეთოდებია. იწერს რა ამა თუ იმ მეთოდით ინდულგენციას, ადამიანი უშვებს თავი მიერვე შექმნილ დანაშაულის პოტენციალს და უფრო მსუბუქად ხდება. მაგრამ აუცილებელია, თვალყური ადევნოთ, რომ მონანიება მანიპულატორებზე დამოკიდებულებაში არ გადავიდეს. ისინი სწორედ ამას უცდიან. როდესაც პატიებას ითხოვთ, თქვენ თქვენს შეცდომას აღიარებთ, რათა დანაშაულის პოტენციალი გაფანტოთ. მანიპულატორები კი ეცდებიან, რომ ეს შეცდომა არაერთხელ გაგახსენონ და პროვოცირებას გაგიკეთებენ, რომ დანაშაულის გრძნობა შეინარჩუნოთ. ნუ აყვებით მათ პროვოკაციებს, თქვენ უფლება გაქვთ პატიება ითხოვოთ შეცდომისთვის მხოლოდ ერთხელ და უკანასკნელად.

 დანაშაულის გრძნობაზე უარის თქმა - ყველაზე ქმედითი საშუალებაა აგრესიულ გარემოში გადასარჩენად: ციხეში, ბანდაში, არმიაში, ქუჩაში. ტყუილად არაა, რომ კრიმინალურ სამყაროში დაუწერელი წესი არსებობს: „არ დაიჯერო, არ შეგეშინდეს, არ ითხოვო“. ეს წესი მოგვიწოდებს, რომ ჭარბი პოტენციალები არ შევქმნათ. იმ პოტენციალებს, რომლებსაც შეუძლიათ ცუდი სამსახური გაგიწიონ აგრესიულ გარემოში, საფუძვლად დანაშაულის გრძნობა უდევს. შეგიძლიათ საკუთარი უსაფრთხოება თქვენი ძალის დემონსტრირებით დაიცვათ. სამყაროში, სადაც ძლიერი იმარჯვებს, ეს ამართლებს. მაგრამ ეს ძალზე ექსტენსიური მეთოდია. გაცილებით უფრო ეფექტურად მუშაობს ქვეცნობიერიდან სასჯელის პოტენციური შესაძლებლობის გამორიცხვა. ილუსტრაციის სახით შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ. ყოფილ საბჭოთა კავშირში პოლიტ-პატიმრებს განზრახ სვავდნენ კრიმინალებთან, რათა მათი ნება გაეტეხათ. მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ მრავალი პოლიტ-პატიმარი, იყვნენ რა არაორდინალური ადამიანები, არა მხოლოდ არ გახდა დამცირების მსხვერპლნი, არამედ ავტორიტეტიც მოიპოვა კრიმინალებს შორის. საქმე იმაშია, რომ პირადი თავისუფლება და ღირსება უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ძალა. ფიზიკური ძალა ბევრს აქვს, აი, პიროვნული ძალა კი - იშვიათი მოვლენაა. გასაღები საკუთარი ღირსებისკენ - დანაშაულის გრძნობის არქონაშია. ჭეშმარიტი პირადი ძალა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ვინმეს ყელში წვდე, არამედ იმაში, თუ რამდენად შეუძლია პიროვნებას თავისუფალი იყოს დანაშაულის გრძნობისგან.

 ცნობილი რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი ამბობდა: „მე წვეთ-წვეთობით ვდევნი საკუთარი თავისგან მონას“. ამ ფრაზით ხაზგასმულია დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლების მისწრაფება. განთავისუფლდე - ნიშნავს იბრძოლო. თუმცაღა ტრანსერფინგში ადგილი არ აქვს ბრძოლას და საკუთარ თავზე ძალადობას. უმჯობესია სხვა რამ: უარი თქვა, ანუ აირჩიო. არ არის საჭირო საკუთარი თავიდან დანაშაულის გრძნობის გამოწურვა. საკმარისია, უბრალოდ ნება მისცეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი კრედოს შესაბამისად იცხოვროთ. არავის აქვს თქვენი განსჯის უფლება. თქვენ უფლება გაქვთ იყოთ ის, ვინც ხართ. თუ მისცემთ საკუთარ თავს ამის საშუალებას, თავის მართლების საჭიროება გაქრება, და სასჯელის შიშიც გაიფანტება. აი, მაშინ მოხდება ჭეშმარიტად საოცარი რამ: თქვენს წყენინებას ვეღარავინ გაბედავს. სადაც არ უნდა იყოთ: ციხეში, ჯარში, ბანდაში, სამსახურში, ქუჩაში, ბარში - სულერთია სად. თქვენ არასოდეს მოხვდებით სიტუაციაში, სადაც ვინმე ძალადობით დაგემუქრებათ. სხვები დროდადრო დაექვემდებარებიან ძალადობას ამა თუ იმ ფორმით, თქვენ კი - არა. იმიტომ, რომ თქვენი ქვეცნობიერიდან დანაშაულის გრძნობა განდევნეთ, შესაბამისად ცხოვრების მოცემულ ხაზებში თქვენი დასჯის სცენარი უბრალოდ არ არსებობს. აი, ასე.

 


 ფული

superman

 ძნელია, შეიყვარო ფული მისი ფლობის სურვილის გარეშე, ამიტომ აქ პრაქტიკულად შეუძლებელია დამოკიდებული ურთიერთობებისგან თავის არიდება. შესაძლებელია მხოლოდ ის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ისინი. გიხაროდეთ, თუ თქვენთან ფული მოვიდა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ „მოიკლათ თავი“, თუ ფულის უკმარისობა გაქვთ, ან დაკარგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო და უფრო ცოტა გექნებათ. თუ ადამიანი ცოტას გამოიმუშავებს, მისი ტიპიური შეცდომა იქნება წუწუნი იმის გამო, რომ ფული არასოდეს არ ყოფნის. ასეთი გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების ღარიბულ ხაზებს შეესაბამება.

 განსაკუთრებით სახიფათოა დაექვემდებარო შიშს, რომ ფული სულ უფრო და უფრო ცოტა მოდის. შიში ენერგეტიკულად ყველაზე დატვირთული ემოციაა, ამიტომ ფულის დაკარგვის ან ვერ-გამომუშავების შიშის განცდით თქვენ ყველაზე ეფექტური მეთოდით გადაგყავთ საკუთარი თავი იმ ხაზებზე, სადაც ფული თქვენთვის მართლაც უფრო და უფრო ცოტა ხდება. თუ ამ ხაფანგზე წამოეგეთ, მისგან განთავისუფლება საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა მოაშოროთ ჭარბი პოტენციალის ის მიზეზი, რომელიც შექმენით. მიზეზს კი წარმოადგენს ფულზე დამოკიდებულობა, ან მათი ქონის მეტისმეტად ძლიერი სურვილი.

 დასაწყისისთვის შეეგუეთ და დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ. გახსოვდეთ, ყოველთვის შეიძლება, რომ საქმე უარესადაც გქონდეთ. არ არის საჭირო, ფულის ქონის სურვილზე უარი თქვათ. საჭიროა მხოლოდ, მშვიდი დამოკიდებულება გქონდეთ იმისადმი, რომ იგი ნიააღვრებად არ მოედინება თქვენსკენ. უნდა დადგეთ იმ მოთამაშის პოზიციაში, რომელიც თავს ანგარიშს უწევს, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია ან გამდიდრდეს, ან ყველაფერი დაკარგოს.

 მრავალი ქანქარა იყენებს ფულს თავის მიმდევრებთან ანგარიშსწორების უნივერსალურ საშუალებად. სწორედ ქანქარების საქმიანობამ მიგვიყვანა ფულის საყოველთაო გაფეტიშებამდე. ფულის მეშვეობით შესაძლებელია, რომ მატერიალურ სამყაროში ჩვენი არსებობა ვუზრუნველყოთ. თითქმის ყველაფერი შეიძლება იყიდო და გაყიდო. ფულით იხდის ყველა ქანქარა - აირჩიე ნებისმიერი. აქ იმალება საფრთხე. როდესაც წამოეგებით სატყუარას ცრუ ბრწყინვალებით, ძალიან ადვილია გადაუხვიოთ ცხოვრების იმ ხაზებზე, რომლებიც თქვენი ბედნიერებისგან შორსაა.

 ქანქარებმა, მიჰყვებოდნენ რა თავიანთ ინტერესებს, შექმნეს მითი იმის შესახებ, რომ მიზნის მისაღწევად ფულია საჭირო. ამგვარად, ნებისმიერი ცალკეული ადამიანის მიზანი ჩანაცვლებული ხდება ხელოვნური შემცვლელით - ფულით. ფულის მიღება სხვადასხვა ქანქარებისგან შეიძლება, ამიტომ ადამიანი ფიქრობს არა თავად მიზანზე, არამედ ფულზე, და ექცევა მისთვის უცხო ქანქარას გავლენის ქვეშ. ადამიანს აღარ ესმის, სინამდვილეში რა უნდა ცხოვრებისგან, და ფულის დევნაში უნაყოფო რბოლაში ერთვება.

 ქანქარებისთვის ეს მდგომარეობა ძალიან მომგებიანია, ადამიანი კი დამოკიდებულებაში ვარდება, გზიდან უხვევს და ბუზივით შუშას ეხეთქება. მისთვის უცხო ქანქარაზე მუშაობისას, ადამიანს არ შეუძლია ბევრი ფულის შოვნა, რადგანაც სხვის მიზანს ემსახურება. ძალიან ბევრი იმყოფება ასეთ მდგომარეობაში. აი, საიდან გაჩნდა მითი იმის შესახებ, რომ სიმდიდრე - უმცირესობის პრივილეგიაა. სინამდვილეში, მდიდარი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, თუკი იგი თავისი მიზნისკენ მიდის.

 ფული - მიზანი არაა, და მისი მიღწევის საშუალებაც კი არაა, არამედ მხოლოდ თანმდევი ატრიბუტია. მიზანს წარმოადგენს ის, რაც ადამიაანს ცხოვრებისგან უნდა. აი, მიზნების მაგალითები: იცხოვროს საკუთარ სახლში და გაზარდოს ვარდები. იმოგზაუროს მსოფლიოში, მოინახულოს შორეული ქვეყნები. დაიჭიროს კალმახი ალიასკაზე. ისრიალოს თხილამურებზე ალპებში. მოაშენოს ცხენები საკუთარ ფერმაში. დატკბეს ცხოვრებით საკუთარ კუნძულზე ოკეანეში. იყოს ესტრადის ვარსკვლავი. ხატოს ნახატები.

 გასაგებია, რომ ზოგიერთი მიზნის მიღწევა ადვილად შესაძლებელია, თუ ფულის ტომარა გექნებათ. ადამიანების უმეტესობა ასეც იქცევა - ცდილობს რომ ეს ტომარა მიიღოს. ისინი ფულზე ფიქრობენ და თავად მიზანი უკანა პლანზე გადააქვთ. ტრანსერფინგის პრინციპის შესაბამისად, ისინი ცდილობენ გადავიდნენ ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც მათ ტომარა ელოდებათ. მაგრამ უცხო ქანქარაზე მუშაობით ფულის ტომრის შოვნა ძალიან ძნელია, ან თითქმის შეუძლებელია. და გამოდის, რომ არც ფულია და არც მიზანია მიღწეული. სხვაგვარად ვერც იქნება, რადგან ნაცვლად მიზნისა, აზრობრივი ენერგიის გამოსხივება მის ხელოვნურ შემცვლელზეა მიმართული.

 ამ საკითხს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით თავში - „მიზნები და კარებები“. ახლა მხოლოდ ერთი მარტივი დასკვნა გავაკეთოთ. თუ გგონიათ, რომ თქვენი მიზანი შეიძლება რეალიზებულ იქნეს მხოლოდ იმ პირობით, რომ თქვენ - მდიდარი ადამიანი ხართ, გაგზავნეთ ეს პირობა ჯანდაბაში. დავუშვათ, თქვენი მიზანია მსოფლიოში მოგზაურობა. ცხადია, ამისთვის ბევრი ფულის საჭირო. იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, იფიქრეთ მიზანზე, და არა სიმდიდრეზე. ფული თავისით მოვა, რადგანაც თანმდევი ატრიბუტია. აი, ასე მარტივად. დაუჯერებლად ჟღერს, არა? მაგრამ ეს მართლაც ასეა, და მალე ამაში დარწმუნდებით. ქანქარებმა თავისი ინტერესების გამო ყველაფერი უკუღმა ამოატრიალეს. მიზნები კი არ მიიღწევიან ფულის მეშვეობით, არამედ ფული მოდის მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

 თქვენ ახლა უკვე იცით, რაოდენ დიდი ზემოქმედება აქვთ ქანქარებს. ამ ზეგავლენამ მრავალი ილუზია და მითი წარმოშვა. აი ახლაც, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, შეგიძლიათ თქვათ: კი მაგრამ, ისედაც ხომ ცხადია, რომ ადამიანი ჯერ მსხვილი მეწარმე, ბანკირი ან კინოვარსკვლავი ხდება, და შემდეგ უკვე მილიონერი. სწორია, მაგრამ მილიონერები ხდებიან ისინი, ვინც სიმდიდრეზე კი არა, თავის მიზანზე ფიქრობდა. ადამიანთა უმეტესობა კი პირიქით იქცევა: ან სხვის მიზანს ემსახურება, ან მიზანს ხელოვნური შემცვლელით ცვლის, ან საერთოდ უარს ამბობს თავის მიზანზე იმის გამო, რომ ვერ ასრულებს პირობას - იყოს მდიდარი.

 სინამდვილეში შეზღუდვები სიმდიდრეზე არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ გსურდეთ ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ. თუ ეს მართლაც თქვენია, მიიღებთ. ხოლო თუ მიზანი თავსმოხვეულია ქანქარას მიერ, ამით ვერაფერს მიაღწევთ. უფრო დაწვრილებით მიზნების შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. აქ კი წინ ვუსწრებ მოვლენებს, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვა, რადგანაც თავად ფულზე, პრინციპში, სათქმელიც არაფერია. კვლავ ვიმეორებ - ფული, ესაა თანმდევი ატრიბუტი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ნუ იღელვებთ მასზე, იგი თავისით მოვა თქვენთან. ახლა მთავარია - დაწიოთ ფულის მნიშვნელობა მინიმუმამდე, რათა არ შექმნათ ჭარბი პოტენციალები. არ იფიქროთ ფულზე - იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რისი მიღწევაც გსურთ.

 ამავდროულად, ფულს ყურადღებით და ფრთხილად უნდა მოეპყროთ. თუ მიწაზე წვრილ მონეტას შეამჩნევთ და აღება დაგეზარებათ, ეს ნიშნავს, რომ ფულს პატივს არ სცემთ. ფულის ქანქარა არ იქნება თქვენს მიმართ კარგად განწყობილი, თუ ფულს უდიერად ეპყრობით. შემიძლია ერთი მაგიური რიტუალი გირჩიოთ: როცა იღებთ ან ითვლით ფულს, ფრთხილად მოეპყაროთ მათ, ელაპარაკეთ ხმამაღლა ან თქვენს გონებაში. შეგიძლიათ დაახლოებით ასე მიმართოთ: „მე თქვენ მიყვარხართ, ჩემო პაწაწუნებო. ჩემო შრიალა ქაღალდებო, ჩემო წკრიალა მონეტებო. მოდით ჩემთან, მე გელოდებით, მე გიფრთხილდებით, მე თქვენზე ვზრუნავ“. ნუ გაგეცინებათ, სერიოზულად და გულწრფელად გიყვარდეთ ისინი. შეხვდით მათ სიყვარულით და ყურადღებით, და დაშორდით უდარდელად. ასეთი დამოკიდებულება არ ქმნის ჭარბ პოტენციალებს და თქვენი გამოსხივების პარამეტრებს „ფულის“ ხაზებზე მიმართავს.

 ნუ იღელვებთ, როცა ფულს ხარჯავთ. ამით ისინი თავიანთ მისიას ასრულებენ. თუ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ დახარჯოთ, არარ ინანოთ. მისწრაფება იმისკენ, რომ აგროვოთ ფული და რაც შეიძლება ცოტა ხარჯოთ, ძლიერი პოტენციალის შექმნას იწვევს. იგი ერთ ადგილზე გროვდება და არსად არ მიდის. ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ ყველაფერს დაკარგავთ. ფული გონივრულად უნდა ხარჯოთ, რომ იგი მოძრაობდეს. იქ, სადაც მოძრაობა არაა, იქმნება ჭარბი პოტენციალი. მდიდარი ადამიანები ტყუილად არ ეწევიან ქველმოქმედებას. ამით ისინი დაგროვებული სიმდიდრის ჭარბ პოტენციალს ამცირებენ.

 


 სრულყოფილება

31895317 790636687796750 1117307051672862720 n

 განვიხილოთ წონასწორობის დარღვევის ყველაზე არაერთმნიშვნელოვანი და პარადოქსული შემთხვევა. ყველაფერი მცირედით იწყება, მაგრამ შეიძლება ფრიად მძიმე შედეგებით დასრულდეს. როგორც წესი, ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ყველაფერი გულმოდგინედ გაგვეკეთებინა, სინდისიერად, ჩვენში ზრდიდნენ პასუხისმგებლობის გრძნობას და იმის გაგებას, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. უეჭველია, ასეც უნდა იყოს, რადგანაც უქნარების და უნიჭოების არმია ურიცხვი იქნებოდა. მაგრამ ქანქარების განსაკუთრებულად თავგამოდებულ მიმდევრებს ეს ისე ხვდებათ გულში, რომ მათი პიროვნების ნაწილად იქცევა.

 ყველაფერში სრულყოფილებისკენ მისწრაფება ზოგიერთ ადამიანს აკვიატებულ იდეაში გადასდის. ასეთი ადამიანების ცხოვრება - ერთი დიდი ბრძოლაა. გამოიცანით, რასთან? რა თქმა უნდა, წონასწორულ ძალებთან. სრულყოფილების მიღწევის განწყობა ყველგან და ყველაფერში იძლევა გართულებებს ენერგეტიკულ დონეზე, რადგანაც შეფასებების გადაწევა უცილობლად ხდება და შესაბამისად იქმნება ჭარბი პოტენციალი.

 ყველაფრის კარგად გაკეთების მისწრაფებაში ცუდი არაფერია. მაგრამ თუ ამას ჭარბი მნიშვნელობა ენიჭება, წონასწორული ძალები მაშინვე იქვე ჩნდებიან. ისინი უბრალოდ ყველაფერს გააფუჭებენ. ამასთან, ჩნდება უკუკავშირი, და ადამიანი კიდევ უფრო მეტად იციკლება. მას სრულყოფილება სურს, მაგრამ პირიქით გამოდის, იგი განწირული ცდილობს ყველაფრის გამოსწორებას, არადა უარესი ხდება. საბოლოო ჯამში სრულყოფილებისკენ სწრაფვა ჩვევად იქცევა, და შეიძლება მანიაშიც გადავიდეს. არსებობა ერთ დიდ ბრძოლად იქცევა, რაც ავტომატურად უწამლავს ცხოვრებას გარშემომყოფებს, რადგანაც იდეალისტი მომთხოვნია არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, არამედ სხვების მიმართაც. ეს ვლინდება სხვების ჩვევებისადმი და გემოვნებებისადმი მიუღებლობად, რაც ხშირად ხდება მცირე კონფლიქტების მიზეზი, რომლებიც ზოგჯერ მსხვილშიც გადაიზრდებიან ხოლმე.

 გვერდიდან კარგად ჩანს ყველაფერში სრულყოფილების მიღწევის მცდელობის აბსურდულობა, და ამ დროს გარშემომყოფებზე ტირანობაც. თუმცაღა თავად იდეალისტი ისე ღრმად შედის როლში, რომ ეჩვენება, თითქოს თავად წარმოადგენს უზადო და უცოდველ პიროვნებას. რადგან მე ვისწრაფვი ეტალონისკენ, ე.ი. მე თვითონ ვარ ეტალონი. ამაში არც კი უტყდება საკუთარ თავს, რადგან იცის, რომ საკუთარი უპირატესობის გრძნობა სრულყოფილების შესახებ საყოველთაოდ მიღებული გაგების ჩარჩოებში არ ჯდება. მაგრამ „ყველაფერში საკუთარი მართლობის გრძნობა“ ასეთ იდეალისტს ქვეცნობიერ დონეზე ძალიან მყარად უდევს.

 აი, აქ იდეალისტს წინ უდევს ცდუნება, რომ კაცობრიობის წინაშე გამოვიდეს უზენაესი მსაჯულის როლში, რომელიც წყვეტს, თუ რა და როგორ უნდა აკეთოს ყველა დანარჩენმა გზააბნეულმა სულმა. ბუნებრივია, იგი ადვილად ექვემდებარება ამ ცდუნებას. გამართლების სახით ხომ საკუთარი მართლობის გრძნობა ევლინება, ხოლო მისწრაფებას წარმოადგენს ყველას ჭეშმარიტ გზაზე დაყენების სათნო სურვილი.

 ამ მომენტიდან მანტიაში გამოწყობილი „ბედების განმკარგავი“ საკუთარ თავს ანიჭებს სხვა ადამიანების განსჯის უფლებას და განაჩენი გამოაქვს მათთვის. საქმეში, ასეთი სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა ყოფითი დადანაშაულებების და დარიგებების ფარგლებს არ სცდება. თუმცაღა ენერგეტიკულ დონეზე მძლავრი ჭარბი პოტენციალი იქმნება. „მსაჯული“ საკუთარ თავზე იღებს მისიას - გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ეს უგუნური და არაფრისმაქნისი არსებები, რაზე უნდა იფიქრონ, რა დააფასონ, რისი რწმენა ჰქონდეთ, რისკენ ისწრაფვონ. თუ უგუნურს თავში მოუვა, რომ თავისი შეხედულება ჰქონდეს ამის შესახებ, იგი ადგილზე უნდა დააყენოს, ხოლო თუ წინააღმდეგობას გაუწევს, უნდა გაასამართლოს, გაანაჩენი გამოუტანოს და იარლიყი დაკიდოს, რათა ყველამ იცოდეს ვინ ვინ არის.

 ძვირფასო მკითხველო, მე არწმუნებული ვარ, რომ თქვენი პორტრეტი ძალიან შორსაა აქ დახატულისგან. მოცემული წიგნი შეუძლებელია ჩავარდეს ისეთი კრეტინის ხელში, რომლიც თავის მართალობაშია დარწმუნებული. მისთვის ისედაც ცხადია, როგორ უნდა იცხოვროს ყველამ, ამ მხრივ მას ეჭვები არ აწუხებენ. მაგრამ თუ ასეთს შეხვდებით, შეხედეთ ამ ეგზემპლარს ინტერესით. აქ სახეზეა წონასწორობის ყველაზე უხეშ დარღვევის მაგალითი. ჩვენ ყველანი სტუმრები ვართ ამ სამყაროში, ყველას აქვს უფლება თავისი გზა აირჩიოს, მაგრამ არავის აქვს უფლება განსაჯოს სხვები, გამოუტანოს მათ განაჩენი და დაკიდოს იარლიყო (გვერდზე დავტოვოთ სამართლის საქმე).

 აი ასე, თითქოს უწყინარად იწყება, სრულყოფილებისკენ სწრაფვით, საბოლოოდ კი ბატონის პრივილეგიაზე პრეტენზიით მთავრდება. ამიტომ წონასწორული ძალების წინააღმდეგობაც, რომელიც მანამდე მცირე უსიამოვნებების სახით ვლინდებოდა, უფრო გაიზრდება. თუ დამრღრვევი ქანქარას მფარველობის ქვეშაა, მაშინ შეიძლება რაღაც დრომდე ეს ყველაფერი გაუვიდეს. მაგრამ საბოლოო ჯამში ანგარიშსწორების დროც მოვა. როცა სტუმარს ავიწყდება, რომ იგი მხოლოდ სტუმარია და ბატონის როლზე უჩნდება პრეტენზია, იგი შეიძლება გარეთ გააპანღურონ.

 


 მნიშვნელოვანება

kids

 და ბოლოს, განვიხილოთ ჭარბი პოტენციალის ყველაზე ზოგადი ტიპი - მნიშვნელოვანება. მნიშვნელოვანობა ჩნდება იქ, სადაც რაღაცას გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება. მნიშვნელოვანება წარმოადგენს სუფთა სახის ჭარბ პოტენციალს, რომლის მოშორების პროცესშიც წონასწორული ძალები პრობლემებს ქმნიან იმისთვის, ვინც ამ პოტენციალს ქმნის.

 არსებობს მნიშვნელოვანების ორი ტიპი: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი, ანუ საკუთარი მნიშვნელოვანობა ვლინდება როგორც საკუთარი ღირსებების ან ნაკლოვანებების ზედმეტად შეფასება. შინაგანი მნიშვნელოვანების ფორმულა ასე ჟღერს: „მე მნიშვნელოვანი პერსონა ვარ“, ან „მე მნიშვნელოვან სამუშაოს ვასრულებ“. როცა საკუთარი პერსონის მნიშვნელოვანების ისარი მეტისმეტად მაღალ ნიშნულზე ადის, საქმეში წონასწორული ძალები ერთვებიან და „მნიშვნელოვანი ჩიტი“ ცხვირში წკიპურტს ღებულობს. მას, ვინც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ასევე იმედგაცრუება ელის: მისი გაკეთებული საქმე ან არ დასჭირდება არავის, ან ძალიან ცუდად იქნება შესრულებული. მაგრამ ლოყების გაბერვა მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. არსებობს მეორე მხარეც, სახელდობრ საკუთარი ღირსებების დაკნინება, თვითდამდაბლება. რა მოჰყვება ამას, უკვე იცით. როგორც ხვდებით ჭარბი პოტენციალის სიდიდე ორივე შემთხვევაში ერთნაირია. სხვაობა მხოლოდ ნიშნებშია.

 გარეგნული მნიშვნელოვანება ასევე ხელოვნურად იქმნება ადამიანის მიერ, როდესაც იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ობიექტს ან გარე-სამყაროს მოვლენას. გარეგანი მნიშვნელოვანების ფორმულა: „ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და ამას“, ან „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება“. ამ დროს ჭარბი პოტენციალი იქმნება და მთელი საქმე წყალში ჩაიყრება. თუ საკუთარი მნიშვნელოვანობის გრძნობა კიდევ რაღაცნაირად შეგიძლიათ აკონტროლოთ, გარეგნულ მნიშვნელოვანებასთან საქმე უფრო ცუდადაა. წარმოიდგინეთ, რომ გჭირდებათ მორზე გავლა, რომელიც მიწაზე დევს. ამაზე ადვილი არაფერია. ახლა კი იგივე მორზე უნდა გაიაროთ, ოღონდ ეს მორი ორი მაღალსართულიან სახლის სახურავებს შორისაა გადებული. ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და ვერ დაარწმუნებთ საკუთარ თავს საწინააღმდეგოში. გარეგნული მნიშვნელოვანობის მოშორების ერთადერთი მეთოდი დაზღვევაა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევას თავისი დაზღვევა ექნება. მთავარია ყველაფერი სასწორის ერთ თასზე არ დადოთ. უნდა იყოს რაღაც საპირწონე, დაცვა, სათადარიგო გზა.

 მეტი არაფერი მაქვს სათქმელი მნიშვნელოვანობაზე, როგორც ასეთზე. არსობრივად ამაზე ყველაფერი ზემოთ ითქვა. მიხვდით? ყველაფერი, რაც ამ თავში იყო ნათქვამი, ესაა ვარიაციები მნიშვნელოვანობის თემაზე - შინაგანის ან გარეგანის. ყველ არაწონასწორული გრძნობა და რეაქცია - მწუხარება, უკმაყოფილება, გაღიზიანება, შფოთვა, მღელვარება, დათრგუნულობა, სასოწარკვეთილება, შიში, სიბრალული, მიჯაჭვულობა, აღტაცება, იდეალიზაცია, თაყვანისცემა, იმედგაცრუება, ამპარტავნება, ზიზღი, სიძულვილი, წყენა, და ა.შ. - სხვა არაფერია, თუ არა ამა თუ იმ ფორმაში გამოვლენილი მნიშვნელოვანება. ჭარბი პოტენციალი მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებთ ხარისხს, ობიექტს ან მოვლენას - თქვენს შიგნით ან თქვენს გარეთ.

 მნიშვნელოვანობა ჭარბ პოტენციალს წარმოქმნის, რომელიც წონასწორული ძალების ქარს იწვევს. ისინი თავის მხრივ მრავალ პრობლემას წარმოქმნიან, და ცხოვრება არსებობისთვის ერთ გაუთავებელ ბრძოლად იქცევა. ახლა თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რამდენად გირთულებთ შინაგანი ან გარეგანი მნიშვნელოვანობა ცხოვრებას.

 მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არაა. გაიხსენეთ მარიონეტთა ძაფები. ქანქარები გექაჩებიან თქვენს გრძნობებზე და რეაქციებზე: შიშზე, მღელვარებაზე, სიძულვილზე, სიყვარულზე, თაყვანისცემაზე, მოვალეობის გრძნობაზე, დანაშაულის გრძნობაზე და ა.შ. როგორც ხვდებით, ყველა ეს გრძნობა მნიშვნელოვანობის შედეგებია. ხდება შემდეგი რამ: აი, თქვენს წინ რაღაც ობიექტია. ენერგეტიკულ დონეზე იგი ნეიტრალურია: არც კარგი და არც ცუდი. თქვენ მიხვედით მასთან და მნიშვნელოვანობის შეფუთვაში გაახვიეთ, სემდეგ გვერდზე გაიწიეთ, ისევ შეხედეთ და - აღტაცების შეძახილი აღმოგხდათ. ახლა მზად ხართ ენერგია მისცეთ ქანქარას, რადგანაც მოსაჭიდი გაქვთ. ვირი მორჩილად გაჰყვება სტაფილოს. მნიშვნელოვანება იმ სტაფილოს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ქანქარას შეუძლია თქვენი გამოსხივების სიხშირე მიიტაცოს, თქვენგან ენერგია ამოქაჩოს და სადაც გაუხარდება იქ წაგიყვანოთ.

 ამგვარად, იმისთვის, რომ გარესამყაროსთან წონასწორობაში შეხვიდეთ და ქანქარებისგან თავისუფლება მოიპოვოთ, აუცილებელია მნიშვნელოვანობის დაწევა. გამუდმებით უნდა აკონტროლოთ, რამდენად სერიოზულად აღიქვამთ საკუთარ თავს და გარესამყაროს. შინაგან დამკვირვებელს არ უნდა ეძინოს. როდესაც მნიშვნელოვანობას დაწევთ, მაშინვე წონასწორულ მდგომარეობაში შეხვალთ, ქანქარები კი თქვენზე კონტროლს ვეღარ დაამყარებენ, რადგან სიცარიელეს ვერაფერზე მოეჭიდები. თქვენ შეგიძლიათ გააპროტესტოთ, რომ ასე შეიძლება ქვადაც იქცე. მე არ მოგიწოდებთ, რომ საერთოდ უარი თქვათ ემოციებზე ან შეამციროთ მათი ამპლიტუდა. საერთოდ, ემოციებთან ბრძოლა უსარგებლოა და არაა საჭირო. თუ ცდილობთ, რომ თავი ხელშ გეჭიროთ და გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებთ მაშინ, როცა შიგნით ყველაფერი ღელავს, ჭარბი პოტენციალი კიდევ უფრო დამძიმდება. ამოციები დემოკიდებულებებისგან იქმნება, ამიტომ დამოკიდებულებები უნდა შეცვალოთ. გრძნობები და ემოციები - ეს მხოლოდ შედეგებია. მიზეზი მხოლოდ ერთია: მნიშვნელოვანობა.

 დავუშვათ, ვიღაც შემეძინა, ან მომიკვდა, ან ქორწილი მაქვს, ან კიდევ რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია? არა. ჩემთვის ეს სულერთია? ასევე არა. დაიჭირეთ განსხვავება? უბრალოდ ამისგან პრობლემას არ ვქმნი და საკუთარ თავს და სხვებს არ ვტანჯავ ამის გამო. მაშინ რაც შეეხება თანაგრძნობას? ვფიქრობ არ შეცდები, თუ ვიტყვი, რომ თანაგრძნობას და მათ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება, ზიანი არავისთვის მოუტანია. მაგრამ აქაც აუცილებელია მნიშვნელოვანობას მივაქციოთ ყურადღება. მე წამომცდა, რომ დახმარების ხელი მხოლოდ მათ უნდა გავუწოდოთ, ვისაც ეს მართლა სჭირდება. და თუ ადამიანს თვითონ უნდა, რომ იტანჯოს? მას ასე მოწონს, და თქვენი თანაგრძნობა მისთვის თქვენს ხარჯზე თვითდამკვიდრებას ნიშნავს. ან მაგალითად, მათხოვარ ხეიბარს ფული გაუწოდეთ, მან კი საპასუხოდ ბოროტულად ჩაიღიმა, და ის სულაც არაა ხეიბარი, არამედ პროფესიონალი მათხოვარია.

 ცხოველებისა და მცენარეების სამყაროში, და საერთოდ ბუნებაში, არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა მნიშვნელოვანობა. არსებობს მხოლოდ მიზანშეწონილობა წონასწორული კანონების თვალსაზრისით. საკუთარი მნიშვნელოვანობის გრძნობა შეიძლება მხოლოდ იმ შინაურ ცხოველებს გამოუვლინდეთ, რომლებიც ადამიანების გვერდით ცხოვრობენ. დიახ, სოციუმი მათზეც ახდენს გარკვეულ გავლენას. სხვა ცხოველები თავის ქცევებში მხოლოდ ინსტინქტებით ხელმძღვანელობენ. მნიშვნელოვანობა - ესაა ადამიანების გამოგონება ქანქარების სასიხარულოდ. ძლიერი გადახრა გარეგანი მნიშვნელოვანობის მხარეს ფანატიკოსებს წარმოშობს. ხოლო გადახრა შინაგანი მნიშვნელოვანობის მხარეს, თქვენი აზრით ვის? კრეტინებს.

 შეიძლება შეიქმნას წარმოდგენა, რომ ასეთი განლაგებით ნაბიჯის გადადგმაც კი ძნელია. საბედნიეროდ ყველაფერი ასე ცუდად არაა. წონასწორული ძალები შესამჩნევად მხოლოდ მაშინ მოქმედებენ თქვენზე, როცა ძლიერად ხართ მიჯაჭვული საკუთარ წარმოდგენებს, დაციკლული ხართ და მართლა მეტისმეტი მოგდით. ქანქარებთანაც ყველაფერი გასაგებია. ჩვენ ყველანი მათი გავლენის ქვეშ ვართ. მთავარია ანგარიშს უწევდეთ საკუთარ თავს, როგორ ცდილობენ თქვენს მითვისებას, და რამდენად შორს წასვლის უფლებას აძლევთ ამაში.

 მნიშვნელოვანობის დაწევა არა მხოლოდ მნიშვნელოვნად ამცირებს პრობლემებს თქვენს ცხოვრებაში. გარეგან და შინაგან მნიშვნელოვანობაზე უარის თქმით თქვენ ისეთ განძს იღებთ, როგორიცაა არჩევანის თავისუფლება. როგორ, იკითხავთ თქვენ, ტრანსერფინგის პირველი პრინციპის შესაბამისად ჩვენ ხომ ისედაც გვაქვს არჩევანის თავისუფლება? ქონით კი გაქვთ, მაგრამ აღება არ შეგიძლიათ. ამის საშუალებას წონასწორული ძალები და ქანქარები არ გაძლევენ. მნიშვნელოვანობის გამო მთელი ცხოვრება წონასწორულ ძალებთან ბრძოლაში გადის. ენერგია აღარ რჩება არა მხოლოდ თავად არჩევანისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ იფიქროთ, „მაინც რა მინდა ცხოვრებისგან?“ ქანქარები კი გამუდმებით ცდილობენ გაკონტროლონ და უცხო მიზნები მოგახვიონ თავს. რაღა თავისუფლებაზეა ლაპარაკი?

 ნებისმიერი მნიშვნელოვანობა, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი - მოგონილია. არცერთ ჩვენგანს, საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ გვაქვს ამ სამყაროში. და ამავდროულად ჩვენთვის მისაწვდომია ამ სამყაროს ყველა სიმდიდრე. წარმოიდგინეთ, როგორ მხიარულად თამაშობენ ბავშვები ზღვის ნაპირზე, ტალღებთან. დავუშვათ, არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია, რომ კარგია ან ცუდია, ან წყალია კარგი ან ცუდი, სხვა ბავშვები არიან კარგები ან ცუდები. სანამ ასეთი მდგომარეობა ნარჩუნდება, ბავშვები ბედნიერები არიან - ისინი ბუნებასთან წონასწორობაში იმყოფებიან. ასევე ნებისმიერი ადამიანი ამ სამყაროში ბუნების შვილად მოვიდა. თუკი იგი წონასწორობას არ არღვევს, მაშინ მისთვის მისაწვდომია ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ სამყაროში არსებობს. მაგრამ როგორც კი ადამიანი მნიშვნელოვანობის გამოგონებას იწყებს, მაშინვე პრობლემები ჩნდება. ადამიანი ვერ ხედავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს შექმნილ მნიშვნელოვანობასა და პრობლემებს შორის, ამიტომ მას ეჩვენება, რომ სამყარო - პირვანდელად მტრული გარემოა, სადაც არც ისე ადვილია სასურველის მიღება. სინამდვილეში, ერთადერთ დაბრკოლებას სურვილის ასრულების გზაზე წარმოდგენს ხელოვნურად შექმნილი მნიშვნელოვანობა. შესაძლოა, აქამდე კიდევ ვერ შევძელი თქვენი ამაში დარწმუნება, თუმცაღა ჩემი არგუმენტები ჯერ კიდევ არ ამოწურულა.

 


 ბრძოლიდან წონასწორობამდე

resume 4

 და შესაძლებელია როგორმე წონასწორული ძალებთან შეწინააღმდეგება? სწორედ ამას ვაკეთებთ კიდეც ყოველდღე. მთელი ცხოვრება წონასწორულ ძალებთან ბრძოლისგან შედგება. ყველა სირთულე, უსიამოვნება და პრობლემა წონასწორულ ძალებთანაა დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, წინააღმდეგობა წონასწორული ძალებისადმი უაზრობაა, ისინი მაინც გააკეთებენ თავის საქმეს. შედეგის მოშორებისკენ მიმართული ძალისხმევა არაფერს არ მოგვიტანს. პირიქით, სიტუაცია უფრო დამძიმდება. ერთადერთი საშუალება წონასწორული ძალების წინააღმდეგ - ესაა მიზეზის მოშორება, სახელდობრ მათი წარმომშობი მნიშვნელოვანობის ჭარბი პოტენციალის დაწევა. ცხოვრებისეული სიტუაციები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია მოგცეთ უნივერსალური რეცეპტი ყველა პრობლემის გადასაწყვეტად. მე აქ შემიძლია მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები მოვიყვანო.

 ყოველი ადამიანი სწორედ იმას აკეთებს, რომ კედელს მნიშვნელოვანობის ფუნდამენტზე აშენებს, შემდეგ კი ცდილობს, რომ მასზე გადაძვრეს, ან თავით გაანგრიოს. იმის ნაცვლად, რომ წინააღმდეგობები გადავლახოთ, არ ჯობია, საფუძველს გამოვაცალოთ აგური, რომ კედელი დაინგრეს? ყველანი ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ჩვენს დაბრკოლებებს. მაგრამ იმის დანახვა, თუ რომელი ფუნდამენტზე დგანან ისინი, ძალიან ძნელია. თუ პრობლემურ სიტუაციას გადაეყარეთ, სცადეთ განსაზღვროთ, სად გადაამეტეთ, რაზე ჩაიციკლეთ, რას ანიჭებთ გადაჭარბებულ მნიშვნელობას. განსაზღვრეთ თქვენი მნიშვნელოვანობა, შემდეგ კი უარი თქვით მასზე. კედელი დაინგრევა, დაბრკოლება გაქრება, პრობლემა კი თავისით გადაწყდება. ნუ გადალახავთ დაბრკოლებებს - შეამცირეთ მნიშვნელოვანობა.

 შეამცირო მნიშვნელოვანობა - არ ნიშნავს ებრძოლო საკუთარ გრძნობებს და დათრგუნო ისინი. ჭარბი ემოციები და განცდები მნიშვნელოვანობის შედეგია. მოშორება საჭიროა მიზეზის - დამოკიდებულების. შემიძლია გირჩიოთ, რომ ცხოვრებისადმი ფილოსოფიური დამოკიდებულება გქონდეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუმცა ეს მოწოდება უკვე ყელშია ამოსული. აუცილებელია გააცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანობა სხვას არაფერს მოგიტანთ, გარდა პრობლემებისა, შემდეგ კი განზრახ დაწიოთ ეს მნიშვნელოვანობა.

 გარეგანი მნიშვნელოვანობის დაწევას არაფერი აქვს საერთო დაკნინებასთან დან არასაკმარის შეფასებასთან. პირიქით, დაკნინება - ესაა მნიშვნელოვანება საპირისპირო ნიშნით. ცხოვრებისადმი უფრო მარტივი დამოკიდებულებაა საჭირო. არა უგულვებელჰყო, მაგრამ არც ზედმეტად შეალამაზო. ნაკლები უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორი კარგები ან ცუდები არიან ადამიანები. მიიღეთ სამყარო ისეთად, როგორიცაა.

 შინაგანი მნიშვნელოვანობის დაწევას არაფერი აქვს საერთო შეგუებასთან ან თვითდაკნინებასთან. საკუთარი შეცდომების და ცოდვების მონანიება იგივეა, რაც საკუთარი ღირსებებისა და მიღწევების გადმოლაგება. განსხვავება აქ მხოლოდ ნიშანშია: პლუსი და მინუსი. თქვენი მონანიება შეიძლება მხოლოდ ქანქარებს სჭირდებოდეთ, რომლებსაც თქვენზე კონტროლის დაწესება სურთ. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ. მიეცით საკუთარ თავს ამის ფუფუნება. ნურც აამაღლებთ და ნურც დაამცირებთ თქვენს ღირსებებს და ნაკლოვანებებს. ისწრაფეთ შინაგანი სიმშვიდისკენ: თქვენ არც მნიშვნელოვნები ხართ და არც არარაობები.

 თუ თქვენი მდგომარეობა ძალიანაა დამოკიდებული რაიმე მოვლენაზე, იპოვეთ დაზღვევა, სათადარიგო ვარიანტი. იმისთვის, რომ მორზე მშვიდად გაიაროთ, დაზღვევაა საჭირო. ყოველ კონკრეტულ შემთხვევას თავისი დაზღვევა ექნება. უბრალოდ კითხვა დაუსვით საკუთარ თავს: რამ შეიძლება შეასრულოს დაზღვევის როლი მოცემულ შემთხვევაში? გახსოვდეთ, რომ წონასწორულ ძალებთან ბრძოლა უსარგებლოა. შიშის ან მღელვარების დათრგუნვა შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვანობის დაწევა. ამის გაკეთება კი მხოლოდ დაზღვევით ან სათადარიგო ვარიანტით შეიძლება. არასოდეს დადოთ ყველაფერი მხოლოდ ერთ კარტზე, რაოდენ საიმედოც არ უნდა იყოს იგი!

 ერთადერთი რამ, რაც ჭარბ პოტენციალს არ წარმოშობს, ესაა იუმორის გრძნობა, უნარი - გაიცინო საკუთარ თავზე და სხვებზე, უბოროტოდ, ისე, რომ არ აწყენინო. ჯერ მარტო ეს არ მოგცემთ საშუალებას, რომ უგრძნობ მანეკენად იქცეთ. იუმორი - ეს თავად მნიშვნელოვანობის უარყოფაა. მნიშვნელოვანობის კარიკატურაა.

 პრობლემების გადაჭრისას აუცილებელია ერთი ოქროს წესის დაცვა. სანამ პრობლემის გადაწყვეტას შეუდგებოდეთ, აუცილებელია მისი მნიშვნელოვანობის დაწევა. მაშნ წონასწორული ძალები ხელს აღარ შეგიძლიან და პრობლემაც იოლად და მარტივად გადაწყდება.

 იმისთვის, რომ მნიშვნელოვანობა დაწიოთ, დასაწყისისთვის აუცილებელია გაიხსენოთ და ანგარიში გაუწიოთ საკუთარ თავს, რომ პრობლემური სიტუაცია მნიშვნელოვანობის შედეგად გაჩნდა. მანამ, სანამ როგორც სიზმარში, არ გააცნობიერებთ, რომ ნებისმიერი პრობლემა მნიშვნელოვანებისგან გამომდინარეობს, და ამ პრობლემაში თავით იძირებით, თქვენ მთლიანად ქანქარას ძალაუფლების ქვეშ იქნებით. შეჩერდით, ჩამოიფერთხეთ ეს შეპყრობილობა და გაიხსენეთ, რას ნიშნავს მნიშვნელოვანობა. შემდეგ განზრახ შეცვალეთ დამოკიდებულება მნიშვნელოვანობის ობიექტისადმი. ეს უკვე აღარაა რთული. თქვენ ხომ იცით, რომ მნიშვნელოვანობა მხოლოდ ხელს გიშლით. მთავარი სირთულე იმაშია მდგომარეობს, დროულად გაიხსენოთ, რომ შინაგან ან გარეგან მნიშნელოვანობაში ფართხალებთ. ამისთვის თქვენი მეთვალყურე დაგჭირდებათ - შინაგანი დამკვირვებელი, რომელიც გამუდმებით ადევნებს თვალ-ყურს თქვენს მნიშვნელოვანობას.

 ადამიანის აზრები მიტაცებულნი ხდებიან მნიშვნელოვანობის მიერ ზუსტად ისევე, როგორც კუნთები იჭიმებიან უნებურად (არაგანზრახვით). მაგალითად, როცა ვირაც გაწვებათ, მხრებისა და ზურგის კუნთები სპაზმური დაჭიმულობის მდგომარეობაშია. თქვენ ვერ ამჩნევთ ამ დაჭიმულობას, სანამ ტკივილი არ გაჩნდება. მაგრამ თუ დროულად გაიხსენებთ და ყურადღებას მიაქცევთ თქვენს კუნთებს, შეძლებთ, რომ დაძაბულობა მოიხსნათ.

 დაიჭირეთ საკუთარი თავი მნიშვნელოვანობაზე ყოველ ჯერზე, როცა რაიმე მოვლენისთვის ემზადებით. თუ მოვლენა თქვენთვის მართლა ატარებს დიდ მნიშვნელობას, კიდევ უფრო მეტად ნუ გაზრდით მას. საუკეთესო რეცეპტია: სპონტანურობა, იმპროვიზაცია, მსუბუქი დამოკიდებულება. მომზადება მხოლოდ დაზღვევის ფუნქციას უნდა ასრულებდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „სერიოზულად და გულდასმით“ მომზადება - ეს მნიშვნელოვანობას აძლიერებს. უმოქმედო განცდა კიდევ უფრო ზრდის მას. მნიშვნელოვანობის პოტენციალი მოქმედებით იფანტება. არ იფიქროთ - იმოქმედეთ. თუ მოქმედება არ შეგიძლიათ - ნუ იფიქრებთ. გადაიტანეთ ყურადღება სხვა ობიექტზე, გაუშვით სიტუაცია.

 ნებისმიერი მოქმედების უმაღლეს ეფექტურობას შეგვიძლია მივაღწიოთ მაშინ, თუკი მოვხსნით ყურადღების ფოკუსს საკუთარი თავისგან, როგორც შემსრულებლისგან და საბოლოო მიზნისგან, და გადავიტანთ მას მოქმედების შესრულების პროცესზე. ამ შემთხვევაში „მე არ ვასრულებ მნიშვნელოვან სამუშაოს“ და „სამუშაო არაა მნიშვნელოვანი“. ამით მოშორებული იქნება ჭარბი პოტენციალები და წონასწორული ძალებიც ხელს აღარ გიშლიან. მოქმედება ზედმეტი ვნების გარეშე სრულდება, მაგრამ არა მოდუნებულად და უპასუხისმგებლოდ. შესაძლოა ეჭვი გაგიჩნდეთ: რატომაა აუცილებელი ფოკუსის მოშორება საბოლოო მიზნისგან? როგორ უნდა შეასრულო სამუშაო, თუ საბოლოო მიზანზე არ ფიქრობ? ამ არათვალსაჩინო ფაქტის გაგება თქვენთან წიგნის შემდგომ თავებში მოვა.

 რატომ ხდება ზოგჯერ ისე, რომ ძალიან გეშინიათ რაღაც მოვლენის, გამუდმებით მასზე ფიქრობთ, თქვენს წარმოდგენაში მის ყოველ თანმდევ სირთულეს და პრობლემურ სიტუაციას წარმოიდგენთ ხოლმე, შედეგად კი ყველაფერი მარტივად და სასიკეთოდ მთავრდება? და პირიქით, ხდება ხოლმე, რომ რაღაც წინ-მდებარე მოვლენას ქარაფშუტულად ეპყრობით, შედეგად კი გაუთვალისწინებელი უსიამოვნებები მოდის? პირველ შემთხვევაში მოვლენის შეფასება ნეგატივში აჭარბებს ნორმას, მეორეში კი - პოზიტივში. ის, რაც საბოლოოდ გამოდის - წონასწორული ძალების მოქმედების შედეგია. ძალებმა უნდა გააწონასწორონ თქვენს მიერ ხელოვნურად შექმნილი ჭარბი პოტენციალი, რასაც აკეთებენ კიდეც.

 შეიძლება ივარაუდოთ, რომ აქედან გამომდინარე, თუ გამოცდის წინ განზრახ დახატავთ ყველაზე საშინელ სურათებს, მაშინ წესით უმაღლეს შეფასებას მიიღებთ. სულაც არა. ეს ხელოვნური განზრახვაა. ასეთი განზრახვა გონების პროდუქტია და არა სულის. თქვენ შეიძლება საკუთარი თავის მოტყუება სცადოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ბუტაფორია იქნება, რომელსაც ენერგეტიკული საფუძველი არ გააჩნია. ენერგეტიკული საფუძველი მხოლოდ სულის განზრახვას აქვს. სწორედ ამიტომ ვერ მიიღებთ სასურველს უბრალოდ სურათის ვიზუალიზაციით. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

 არასოდეს, არცერთ ვითარებაში არ იტრაბახოთ იმით, რაც თუნდაც სრულიად სამართლიანად დაიმსახურეთ. და მითუმეტეს იმით, რისთვისაც ჯერ არ მიგიღწევიათ. ეს უკიდურესად არამომგებიანია, რადგან წონასწორული ძალები ამ შემთხვევაში ყოველთვის თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებენ.

 იყავით როგორც სახლში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრად ხართ. თუ ჰარმონიულ წონასწორობაში იმყოფებითგარშემომყოფ ქანქარებთან, ანუ მათთან უნისონში ვიბრირებთ, მაშინ თქვენი ცხოვრება იოლად და სასიამოვნოდ ჩაივლის. თქვენ თითქოს რეზონანსში შედიხართ გარესამყაროსთან, იღებთ ენერგიას და განსაკუთრებული შრომის გარეშე აღწევთ თქვენს მიზანს.

 თუკი საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობამდე დაიყვანეთ, რომ გარესამყაროსთან წონასწორობაში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია (მაგალითად ქმარი გცემთ), მაშინ იმაზე უნდა იფიქროთ, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგათ და გარემოცვა შეიცვალოთ. შესაძლოა გგონიათ, რომ წასასვლელი არსად გაქვთ? ეს თქვენ ქანქარამ შთაგაგონათ, რომელსაც აწყობს, რომ მასთან იყოთ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, და არაერთი. გაიხსენეთ ბუზი შუშაზე, რომელიც ღია სარკმელს ვერ ხედავს. საჭიროა მხოლოდ, რომ გაუაზრებელ მკვეთრ მოძრაობებს აარიდოთ თავი. ოპტიმალური გამოსავალი მაშინვე გამოჩნდება, როგორც კი მნიშვნელოვანობას შეამცირებთ და იმ დესტრუქციული ქანქარას გავლენისგან განთავისუფლდებით, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევთ. განთავისუფლების მეთოდები უკვე იცით - ჩაგდება ან ჩაქრობა.

 ამ თემაზე მე ვასრულებ წონასწორობის დიდ და რთულ თემას. ახლა, როცა თქვენთვის გასაგებია წონასწორული ძალების მოქმედების მექანიზმი, ადვილად შეგიძლიათ განსაზღვროთ, სად იმალება ამა თუ იმ წარუმატებლობების მიზეზი. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ყველაფერში აუცილებელია წონასწორობის პრინციპის დაცვა. ახლა კი უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თავი უნდა შეიკავოთ ამ პრინციპის გადამეტებულად დაცვისგან. თუ მასზე დაიციკლებით და ეცდებით, რომ ფანატურად მიჰყვეთ მას, ამით თავად პრინციპს დაარღვევთ. თუ მრავალფეხას დეტალებში აუხსნით, როგორ უნდა იაროს, იგი საერთოდ დაიბნევა და ადგილიდან ვერ დაიძვრება. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. საშუალება მიეცით თავს, რომ ზოგჯერ დაარღვიოთ წონასწორობა, არაფერი საშინელი არ მოხდება. მთავარია, რომ მნიშვნელოვანობის ისარმა ამ დროს ნორმას მეტისმეტად არ გადააჭარბოს.

 


 რეზიუმე

resume 4

 ჭარბი პოტენციალი მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, თუ შეფასებას ზედმეტი მნიშვნელობა ენიჭება.

 მხოლოდ მნიშვნელოვანობა, კონკრეტულად თქვენთვის, ანიჭებს თქვენს შეფასებას თქვენს ენერგიას.

 პოტენციალის სიდიდე იზრდება, თუ შეფასება სინამდვილეს ამახინჯებს.

 წონასწორული ძალების მოქმედება მიმართულია ჭარბი პოტენციალის მოშორებაზე.

 წონასწორული ძალების მოქმედება ხშირად იმ განზრახვის საწინააღმდეგოა, რომელმაც პოტენციალი შექმნა.

 გააქირავებთ რა საკუთარ თავს, ჩართეთ შინაგანი მეთვალყურე, რომელიც უზადოობას აკვირდება.

 უკმაყოფილება და განკითხვა ყოველთვის თქვენს წინააღმდეგ განაწყობს წონასწორულ ძალებს.

 აუცილებელია ჩაანაცვლოთ ჩვეული ნეგატიური რეაქციები პოზიტიური ტრანსლაციით.

 უპირობო სიყვარული - ესაა აღტაცება ფლობის უფლებისა და თაყვანისცემის გარეშე.

 პირობების წამოყენება და შედარება დამოკიდებულობის ურთიერთობებს ქმნის.

 დამოკიდებულობის ურთიერთობები ჭარბ პოტენციალებს ქმნიან.

 იდეალიზაცია და მეტისმეტი შეფასება ყოველთვის მითების მსხვრევით მთავრდება.

 იმისთვის, რომ ორმხრივ სიყვარულს მიაღწიოთ, აუცილებელია უარი თქვათ ფლობის უფლებაზე.

 ზიზღის და ამპარტავნების გამო აუცილებლად მოგიწევთ გადახდა.

 გაანთავისუფლეთ საკუთარი თავი საკუთარი უპირატესობის დადასტურების აუცილებლობისგან.

 ნაკლოვანებების დაფარვის მცდელობა საპირისპირო ეფექტს იძლევა.

 ნებისმიერი არასრულფასოვნება თქვენი ღირსებებით კომპენსირდება.

 რაც უფრო დიდია მიზნის მნიშვნელოვანობა, მით უფრო ნაკლებია მისი მიღწევის ალბათობა.

 სურვილები, რომლებიც თავისუფალია მნიშვნელოვანობის და დამოკიდებულობის პოტენციალებისგან, სრულდება.

 უარი თქვით დანაშაულის გრძნობაზე და თავის გამართლების ვალდებულებაზე.

 იმისთვის, რომ უარი თქვათ დანაშაულის გრძნობაზე, საკმარისია, მისცეთ საკუთარ თავს უფლება - იყოთ ის, ვინც ხართ.

 არავის აქვს თქვენი განსჯის უფლება. თქვენ უფლება გაქვთ იყოთ ის, ვინც ხართ.

 ფული თავისით მოდის, როგორც თანმდევი ატრიბუტი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

 შეხვდით ფულს სიყვარულით და ყურადღებით, და დახარჯეთ ლაღად.

 გარეგან და შინაგან მნიშვნელოვანობაზე უარის თქმით თქვენ მოიპოვებთ არჩევანის თავისუფლებას.

 ერთადერთ დაბრკოლებას სურვილების ასრულების გზაზე მნიშვნელოვანობა წარმოადგენს.

 ნუ ცდილობთ დაბრკოლებების გადალახვას - დაწიეთ მნიშვნელოვანება.

 იზრუნეთ მღელვარების გარეშე.

შემდეგი თავი

მსგავსი სტატიები

თავი VIII. სლაიდები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი XII. ფრეილინგი


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი:...

თავი I. ვარიანტთა მოდელი


  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი II. ქანქარები


თავი II. ქანქარები   (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალო...

თავი VII. განზრახვა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი XIII. კოორდინაცია


მიზნების მისაღწევად სულაც არაა სავალდებულო ძლიერი და საკუთარ თავში ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff