თავი XII. ფრეილინგი

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: ნინი ზურაშვილი “დაივიწყეთ მი...

freiling1

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)

მთარგმნელები: ნინი ზურაშვილი და ნინო ტურაბელიძე

“დაივიწყეთ მიღების განზრახვა; ჩაანაცვლეთ ის გაცემის განზრახვით და თქვენ მიაღწევთ ისეთ წარმოუდგენელ მიზნებს, რომელთა მიღწევის იმედიც აღარ გქონდათ”.

ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)


განზრახვა ურთიერთობებში

ჩვენს წარმატებას ცხოვრებაში ერთი მხრივ განვსაზღვრავთ იმით, თუ რას მივაღწიეთ და მეორე მხრივ იმით, თუ რა პრობლემები შეგვხვდა. ტრანსერფინგი გვეხმარება იმაში, რომ კი არ ვებრძოლოთ პრობლემებს, ან კი არ გადავჭრათ ისინი, არამედ თავი ავარიდოთ მათ წარმოშობას. ტრანსერფინგის კონტექსტში, ჩვენი მიზნების მიღწევა შესაძლებელია განსხვავებული გზით, რომელიც გულისხმობს გარეგან განზრახვას. ჩვენი პრობლემები და მიღწევები დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი ურთიერთობები გვაქვს სხვა ადამიანებთან, იქნება ეს პერსონალური თუ პროფესიული ურთიერთობები.

შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: შეუძლია თუ არა გარეგან განზრახვას გავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობებზე? პრობლემა იმაშია, რომ გარეგანი განზრახვა მოუხელთებელია, რთულია მისი კონტროლი, რომ გავლენა მოახდინოს პიროვნების ნებაზე. მიუხედავად ამისა არსებობს გარკვეული ტექნიკები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია მისი გააქტიურება. განსაზღვრული გზით გარეგანი განზრახვა მუშაობს ქმედებასთან ერთად, ის მუშაობს თქვენგან დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა გინდათ თუ არა ეს თქვენ.

იმის ნაცვლად რომ იმუშაოთ სხვისი შინაგანი გაზრახვის შესაცვლელად, თქვენ შეგიძლიათ ისწალოთ მუშაობა შინაგანი განზრახვით, რომელიც ახდენს სხვების მოტივირებას. თქვენ თუ თქვენს შინაგან განზრახვას აამოქმედებთ, გარეგანი განზრახვა გააქტიურებს შესაბამის სცენარებს სხვათა შინაგან განზრახვაში. გარეგან განზრახვას შეუძლია მოგცეთ თქვენ ყველაფერი ცხოვრებაში რაც გსურთ, მხოლოდ ხელის ერთი დაქნევით, იმიტომ რომ მას არაფერი სურს და მის მიზანს არ წარმოადგენს რაიმეს გაკეთება. ის მარტივად აძლევს უფლებას შინაგან გაზრახვას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამის სიხშირეებთან, რომ გარეგან სამყაროში მატერიალიზდნენ. გამოიყენეთ სხვა ადამიანების შინაგანი განზრახვა, თქვენი მიზნების მისაღწევად.

მიუხედავად იმისა, რამდენად ეგოისტურადაც უნდა ჟღერდეს უკანასკნელი წინადადება, ეს არ ნიშნავს რომ თქვენ ბოროტად იყენებთ სხვა ადამიანებს. ეს უფრო მეტია, ვიდრე თქვენ გადაეღობოთ გზაზე სხვა ადამიანებს, რომ მათ გააკეთონ ის რაც ნამდვილად სურთ. დღის განმავლობაში ნებისმიერი პრობლემა აღმოცენდება ინტერესთა კონფლიქტების გამო, რომელიც გააჩნიათ სხვადასხვა ადამიანებს შინაგანი განზრახვით. პიროვნება მოტივირებულია, და საკუთარი ინტერესით ცდილობს, რომ მიიღოს რაიმე სხვა ადამიანისგან, რომელსაც ამადროულად სხვა გეგმები აქვს. როგორ შეიძლება რომ მოხდეს განსხვავებული ინტერესების დაბალანსირება და ორივე მათგანის დაკმაყოფილება? არის თუ არა ეს რთული დავალება? სინამდვილეში - არა! ის გამომდინარეობს იქიდან, რომ უნდა მოხდეს თითოეული ადამიანის შინაგან განზრახვებს შორის საერთო ენის გამონახვა.

თვითშეფასების განცდა წარმოადგენს შინაგანი განზრახვის საფუძველს. მსოფლიოში ქანქარები, რომლებიც რეალურად ახდენენ ადამიანების მოტივირებას, ამავდროულად მათ უწესებენ ლიმიტებს, რაც განაპირობებს ამ პიროვნებების შინაგანი და გარეგანი განზრახვის შეზღუდვასაც. ჩვენი თვითშეფასება უკავშირდება თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საკუთარი თავი. როგორც ინფორმაციულ ენერგიათა გაერთიანებები, ქანქარები იქმნებიან ადამიანთა ჯგუფების ენერგიებისგან, შემდგომ კი დამოუკიდებლად განაგრძობენ არსებობას და სხვა ადამიანებს უქვემდებარებენ საკუთარ კანონებს. ქანქარები იყენებენ მნიშვნელოვნებას კონტროლის დასამყარებლად. ამიტომაც ადამიანთა უმეტესობისთვის მათი გაზრდილი თვითშეფასება წარმოადგენს გასაღებს მათი განზრახვის ფორმირებისთვის. სხვა მნიშვნელოვან დეტერმინანტებს თვითშეფასების ფორმირებისთვის წარმოადგენს ფრეილე და სული, თუმცა მათი როლი საკმაოდ მცირეა. როგორც წესი, ფრეილე მოიცავს ძალიან მცირე პორციას ადამიანის მოტივირებისთვის, ის ცუდად არის განვითარებული. მსოფლიოში პიროვნების თვითშეფასების შენარჩუნება დამოკიდებულია ქანქარებზე, რისი მუდმივი საჭიროებაც გააჩნია ადამიანს.

იმისთვის, რომ გაააქტიუროთ შინაგანი განზრახვა ადამიანებთან ურთიერთობებში, პირველ რიგში თქვენ უნდა უარყოთ კიდევ ერთი ცრურწმენა. თქვენ შესაძლოა ხშირად გსმენიათ, რომ „თუ სხვის შეცვლას ვერ ახერხებ, შეცვალე საკუთარი თავი“. ეს გამოთქმა მაშინვე აღვიძებს შინაგან დისკომფორტს, ამავდროულად პროტესტსაც: „ე.ი. მე არასრულყოფილი ვარ და მესაჭიროება შეცვლა, მაგრამ მე ეს არ მინდა!“. და სრულიადაც მართალი ხართ, რომ არ გინდათ! არ სცადოთ სხვების შეცვლა, მაგრამ ნურც საკუთარი თავის შეცვლას ეცდებით. რაც უნდა ეცადოთ და შეცვალოთ საკუთარი თავი ან სხვები, საბოლოოდ ეს იქნება არაეფექტური შინაგანი განზრახვისთვის. პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია სხვა გზით. მიეცით ნება სხვებს გააცნობერონ საკუთარი შინაგანი განზრახვა. ნების მიცემით თქვენ მოძრაობაში მოიყვანთ გარეგან განზრახვას, რომელიც გამომდინარეობს თქვენი შინაგანი განზრახვის, გონებისა და სულის თანხმობიდან.

წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ცდილობს, რომ გათხოვდეს თავის შეყვარებულზე (პარტნიორზე), მაგრამ არ ესმის მისი პარტნიორის, რომელიც რატომღაც უარყოფს მის ამ წინადადებას. შინაგანი განზრახვის საშუალებით ქალი ფოკუსირებულია მთელი თავისი აზრებითა და მცდელობით, რომ თავისი პარტნიორი დაარწმუნოს ქორწინების აუცილებლობაში. პარტნიორზე პრესინგი ვერ გამოიღებს შედეგს, საბოლოოდ ის შექმნის ჭარბ პოტენციალს საკუთარი სურვილით და მნიშვნელოვნების მაღალ დონეს. წონასწორული ძალები ჩართვებიან საქმეში და საქმეს ქალის სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანენ. რაში იყო პრობლემა? იქნებ მის პარტნიორს გული გაუცივდა ქალის მიმართ და აღარ უყვარდა? რა თქმა უნდა, არა. ქალმა მოახდინა მათი სიყვარულის ტრანსფორმაცია დამოკიდებულ ურთიერთობად, ქორწინება აქცია ვაჭრობად: „თუ გიყვარვარ, ე.ი. ჩემზე დაქორწინდები“.

გარეგანი განზრახვის გასააქტიურებლად ქალი არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული სიტუაციაზე, არ უნდა ეცადა საკუთარი პარტნიორის დარწმუნება, არამედ საკუთარი თავისთვის უნდა დაესვა შეკითხვა: რა სურს მამაკაცს ქორწინებაში? პასუხი არც ისე რთული საპოვნელია. მამაკაცებს სურთ რომ ქალს უყვარდეს, აფასებდეს, პატივს სცემდეს და ა.შ. იმ შემთხვევაში თუ ქალი თავის ენერგიას მიმართავს კაცის საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისკენ, ის აუცილებლად მიაღწევს თავის მიზანს (ანალოგიურად მუშაობს ქალებთან დაკავშირებით). ამასთანავე გარეგანი განზრახვის მეშვეობით დაკმაყოფილებულ იქნება თავად ამ ქალბატონის სურვილები და საჭიროებებიც. იმ შემთხვევაში თუ კაცი გრძნობს, რომ ის არ უყვართ და პატივს არ სცემენ, მაშინ რატომ მოინდომებს ასეთ ადამიანთან ყოფნას?!

როგორც ხედავთ, არ არსებობს საკუთარი თავის შეცვლის საჭიროება. მთავარი ის არის, რომ ძალიან ხშირად ღია ფანჯარა სხვა ადგილას არის, ჩვენ კი მას სხვაგან ვეძებთ. როგორც წესი, ადამიანები ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, თუ რა სურთ სხვა ადამიანებისგან, მაგრამ არ ფიქრობენ იმის შესახებ თუ რა სურთ სხვა ადამიანებს. თქვენი კონცენტრაციის ცვლილებით თქვენი სურვილებიდან, სხვა ადამიანების მოტივირებისკენ, თქვენ ადვილად მოახერხებთ თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილების გზებს. ყველაფერი რაც თქვენ მოგეთხოვებათ არის ის, რომ თქვენს თავს ჰკითხოთ რა სურვილები და მიზნები აქვს თქვენს პარტნიორს, რა წარმოადგენს მის შინაგან განზრახვას. ფოკუსის შეცვლით თქვენ მოახდენთ თქვენი შინაგანი განზრახვის ტრანსფორმაციას.

ძალიან ხშირად შინაგანი გაზრახვა მიზნად ისახავს, რომ მიიპყროს ყურადღება და პიროვნება წარმოადგინოს მისი მხოლოდ საუკეთესო ნაწილით, ვინაიდან შიშობს რომ შესაძლოა რაღაც ვერ წარიმართოს კარგად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ წვეულებაზე. შესაძლოა ფიქრობთ, რომ წვეულებაზე მოწვეული სტუმრები თქვენ გიყურებენ და გაკვირდებიან მთელი საღამოს განმავლობაში; ერთობლივად მსჯელობენ თუ რა გაცვიათ და რატომ, როგორ მოძრაობთ და რას საუბრობთ. თუ მოგესმათ რომ იცინიან, ფიქრობთ რომ ისინი თქვენ დაგცინიან, გრძნობთ როგორ ცდილობენ თქვენს დამცირებას ზიზღნარევი მზერით. გითანაგრძნობთ!

ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ სიტუაცია სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას აღქმული. წვეულებაზე აბსოლუტურად ყველა ადამიანი კონცენტრირებულია საკუთარ თავზე და იმაზე, თუ სხვები რას ფიქრობენ მათ შესახებ. ის, თუ როგორ იქცევიან სხვა ადამიანები წარმოადგენს მათთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხს. ასე რომ, შეგიძლიათ მოდუნდეთ და თავისუფლად მოიქცეთ. ნუ იქნებით პრეტენზიული საკუთარი თავის მიმართ, უბრალოდ მოიქეცით ბუნებრივად და შეარგეთ საკუთარ თავს წვეულება.

დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი თავისთვის მიზნად დასახვა იყოთ ბუნებრივი, არ მუშაობს. რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ დაიხმაროთ სლაიდები, რომელთა ამოქმედებასაც გარკვეული დრო სჭირდება, წვეულება კი არის დღეს. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ მიაღწიოთ ქცევის ბუნებრივობას იმ შემთხვევაში თუ შეამცირებთ მნიშვნელოვნობის დონეს. როგორც წესი, მნიშვნელოვნობის შემცირება არ არის მარტივი. თქვენ ვერ შეძლებთ სრულიად უარყოთ სურვილი წარმოაჩინოთ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან.

ამ სიტუაციის გადაწყვეტა მარტივია. როდესაც ვიღაც გელაპარაკებათ, ყველაზე მეტად რაც მათ თქვენგან სურს, ეს არის თქვენი ყურადღება და იმის დანახვა, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ პიროვნებით. შეგიძლიათ სრულიად დარწმუნებული იყოთ, რომ თითოეული ადამიანი საკუთარი პერსონით არის დაინტერესებული და გატაცებული, ასე რომ თქვენც დაინტერესდით მათით. გადაიტანეთ თქვენი ყურადღება საკუთრი თავიდან მოსაუბრეზე. გააქტიურეთ თქვენი დაცვა და შეწყვიტეთ თამაში, სადაც კიდევ უფრო იზრდება თქვენი თვით-შეფასება. ითამაშეთ თამაში სადაც იზრდება სხვა ადამიანთა მნიშვნელობა. აჩვენეთ ინტერესი ადამიანებს, მოუსმინეთ რას ამბობენ ისინი და დააკვირდით მათ. თქვენ არ გჭირდებათ, რომ მათ შეუსრულოთ ყოველი თხოვნა, უბრალოდ მიყევით დინებას. როგორც კი თქვენ შეცვლით თქვენს ყურადღებას საკუთარი თავიდან სხვებისკენ, ჭარბი პოტენციალი, რომელიც შექმენით საკუთარი თავის გარშემო გაქრება ავტომატურად. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ მოიქცეთ ბუნებრივად.

სხვების ყურადღებას მიიპყრობთ მაშინ, როდესაც გამოიჩენთ ინტერესს სხვების მიმართ. არ ესაუბროთ ადამიანებს თქვენი ინტერესების შესახებ, არამედ ესაუბრეთ იმის შესახებ თუ რა სურთ მათ. ამის შემდგომ თქვენი შინაგანი განზრახვა გარდაიქმნება გარეგან განზრახვად. სხვა ადამიანები თქვენი გაცნობისთანავე დაინტერესდებიან თქვენით. ისინი იმოქმედებენ თქვენ მიერ ამოქმედებული გარეგანი განზრახვის ძალით. შეუძლებელია ადამიანები დააინტერესო საკუთარი პერსონით. ეს სურვილი წარმოადგენს შინაგანი განზრახვის წადილს. სხვა ადამიანებით დაინტერესება კი წარმოადგენს გარეგან განზრახვას. თქვენი შინაგანი განზრახვის დავიწყებითა და თქვენი ყურადღების მიპყრობით სხვა ადამიანებისკენ, თქვენ ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ თქვენს მიზნებს და დაიმსახურებთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების ყურადღებას. ამას გარეგანი განზრახვა გააკეთებს თქვენს ნაცვლად.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, როგორ შეძლებთ ყურადღების მიპყრობას თუ თქვენ გამოიჩენთ ინტერესს სხვების მიმართ. შესაძლოა იფიქროთ: „კარგი, მე ვაჩვენებ გარკვეულ ცნობისმოყვარეობას. ნუთუ ეს მე მართლა წარმომაჩენს როგორც საინტერესო პიროვნებას?“ საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თქვენ რომ იყოთ ათასჯერ უფრო მომხიბლავი და საინტერესო პიროვნება ვიდრე სხვა, ის მაინც საკუთარი თავით არის დაინტერესებული და მხოლოდ მას შემდეგ ინტერესდება სხვებით, რაც ისინი დაინტერესდებიან მისით. ყოველთვის, როდესაც თქვენ ცდილობთ მიიპყროთ ყურადღება, თქვენ ფიქრობთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე. მაშინ როდესაც თქვენ ინტერესდებით სხვა პიროვნებით, თქვენ პასუხობთ მის შინაგან განზრახვას. ეს კმაყოფილების გრძნობა, რომელიც ამ ადამიანს გაუჩნდება მომდინარეობს თქვენგან, ვინაიდან თქვენ დაინტერესდით მისი პიროვნებით, თქვენი აზრით ვისით დაინტერესდება ეს პიროვნება თუ არა თქვენით?

ადამიანები ინტერესდებიან სხვადასხვა ცნობილი პიროვნებებით, როგორებიც არიან მაგალითად შოუ ბიზნესის ვარსკვლავები, სხვადასხვა ცნობილი ადამიანები, მაგრამ ეს წარმოადგენს განსხვავებულ ინტერესს. მანამ სანამ თქვენ ვარსკვლავი გახდებით ადამიანები გიყურებენ როგორც პოტენციურ პარტნიორს ბიზნესში, მეგობარს ან შეყვარებულს. ფანატიკოსებს ახასიათებთ ექსტრემალური სიყვარული, მათ გული მისდით, აკვირდებიან საკუთარი კუმირის ცხოვრების თითოეულ დეტალს, თუმცა ისინი გულშიც ვერ გაივლებენ რომ მათი კუმირი შეიძლება გახდეს მათი მეგობარი ან შეყვარებული. ყოველდღიურ კომუნიკაციაში მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დაინტერესებული ხართ თქვენ, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს მეორე ადამიანი თქვენ შესახებ, რამდენად შესაბამისად მიგიჩნევთ, რომ ჰქონდეს თქვენთან ამა თუ იმ სახის ურთიერთობა. სწორედ ამის შეფასება ხდება ადამიანის მიერ კომუნიკაციის დროს.

მაშინ, როდესაც ადამიანი თქვენთან ერთად არის, ის პირველ რიგში ფიქრობს თავის საკუთარ ინტერესებზე და ცნობიერად თუ არაცნობიერად ახდენს თქვენს შეფასებას, თუ რამდენად შეესაბამებით მის პიროვნებას, რამდენად შეძლებთ მისი შინაგანი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ადამიანი თავს კმაყოფილად გრძნობს, როდესაც მისი პატივმოყვარეობა, თვითშეფასება არის შეფასებული დადებითად, ამ დროს ადამიანები გრძნობენ რომ ისინი მოწონთ, რომ მათით დაინტერესებული არიან, რომ მათ პატივს სცემენ.

წარმოიდგინეთ, როგორი იქნება შედეგი, თუ ვინმეს წინაშე საკუთარ თავს წარმოაჩენთ სხვა პიროვნებად და აჩვენებთ ინტერესს, რომელიც რეალურად არ გაგაჩნიათ. რეალურად, თუ დააკმაყოფილებთ ადამიანის თვითშეფასების დაკმაყოფილებისთვის საჭირო კრიტერიუმებს, შესაძლოა თქვენი შეცდომების მიუხედავად შეწყნარებულ იქნათ. შესაძლოა ეცადოთ, რომ დაფაროთ თქვენი ნაკლოვანებები და წარმოაჩინოთ საკუთარი თავი მხოლოდ დადებითი მხრით, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს სხვა პიროვნებას. საკუთარი თავის აღქმა, გრძნობა რასაც განიცდიან თქვენთან ლაპარაკისა და ურთიერთობის დროს, წარმოადგენს ადამიანებისთვის პრიორიტეტს.

შესაძლოა, თქვენ ხართ ძალიან „მაგარი“ ყველა ასპექტში, მაგრამ ეს თქვენ ვერ დაგეხმარებათ რომ მოძებნოთ მეგობარი ან პარტნიორი. ამის მაგალითია ის რომ მრავალი ვარსკვლავი იტანჯება მარტოობით. შესაძლოა ზუსტად თქვენი ძლიერება წარმოქმნის ლიმიტებს პარტნიორის ძიების დროს. ადამიანები ხედავენ თუ რამდენად „მაგარი“ ხართ თქვენ და ისინი აფასებენ, თუ რას იგრძნობენ იმ შემთხვევაში თუ თქვენს გვერდით იქნებიან. რამდენად კარგად იგრძნობენ თავს, ისეთი „სრულყოფილების“ გვერდით როგორიც თქვენ ხართ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ზედმეტად ანათებთ, მათ შესაძლოა იფიქრონ რომ თქვენ გვერდით გაფერმკრთალდება მისი პიროვნება. დაუქნიეთ ხელი თქვენს გასაოცარ თვისებებსა და თქვენს დიდებულებას და მიაპყარით ყურადღება იმ ადამიანს, ვისი ყურადღებაც თავად გჭირდებათ. ადამიანებს თავი კომფორტულად აგრძნობინეთ თქვენ გვერდით, მხოლოდ ამის შემდგომ შეიგრძნობენ ისინი თქვენს მნიშვნელობას. ასეთი მიდგომით თქვენ შეძლებთ ადამიანების გულის დაპყრობას.

მაშინ, როდესაც ესაუბრებით ადამიანს და ცდილობთ, რომ მის მიმართ გამოავლინოთ ინტერესი, გააკეთეთ ეს გულწრფელად. ნუ აფიქრებინებთ რომ კარგად ნასწავლი ფსიქოლოგიური ტექნიკით ცდილობთ მისით მანიპულირებას. თუ გაქვთ სურვილი რომ ესა თუ ის პიროვნება თქვენ წინაშე წარმოჩნდეს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, აუცილებელია იყოთ გულწრფელი.

ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ, როგორც ძალიან კარგმა მოსაუბრემ და ძალიან განათლებულმა პიროვნებამ, საუბრის დროს ხშირად იშველიებენ ამა თუ იმ ავტორთა სახელებს და ახსნებენ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ამ გზით ისინი შინაგან განზრახვას ამუშავებენ. ასე იქცევა ადამიანთა უმეტესობა, რომლებსაც სურთ რომ საინტერესო პიროვნებებად წარმოდგნენ სხვების წინაშე. ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და დაიჭერთ მათგან განსხვავებული პოზიცია. მიეცით თქვენს პარტნიორს საშუალება, რომ თვითონ გამოჩნდეს საინტერესო. გადაერთეთ მის სიხშირეზე და მოუსმინეთ ყურადღებით, დაუსვით შეკითხვები და გამოიჩინეთ ინტერესი თქვენი პარტნიორისთვის შესაბამის საკითხზე. თქვენ გააცნობიერებთ რომ საუბარში შესაძლოა გავიდეს რამდენიმე საათიც კი, ხოლო საუბრის შემდგომ კი თქვენი პარტნიორი თქვენ მიმართ ნდობით იქნება გამსჭვალული.

გარეგანი განზრახვა ამუშავებს სხვა ადამიანების შინაგან განზრახვას იმგვარად, რომ თქვენი მიზანი იქნეს მიღწეული. თქვენ „მსხვერპლად წირავთ“ საკუთარ პიროვნულობას, რათა სხვა ადამიანებმა მოახერხონ საკუთარის გამოვლენა და გაბრწყინება, შედეგად კი თქვენ იღებთ იმ „ბრილიანტს“ რაც მსხვერპლად გაიღეთ. პიროვნება მაშინვე შეგიყვარებთ, როგორც კი მოახერხებთ მისი შინაგანი განზრახვის დაკმაყოფილებას, ვინაიდან მას აქამდე არ ჰქონია ასეთი გამოცდილება.

რა უნდა გააკეთოთ მაშინ, თუ გსურთ რომ მიიპყროთ ისეთი პიროვნების ყურადღება, რომელსაც არ იცნობთ პირადად, მაგრამ გსურთ შესთავაზოთ რაიმე ბიზნეს წინადადება. ასეთ სიტუაციაში აუცილებლად უნდა დაიჯეროთ, რომ მიიღებთ მათ ყურადღებას, თუ თქვენს წინადადებას გვერდით გადადებთ და მთლიან ყურადღებას მათ მიაპყრობთ. გამოიჩინეთ გულწრფელი ინტერესი ყველაფრისადმი, რითიც პიროვნება არის დაინტერესებული და გამოყავით დრო მათთან სასაუბროთ. მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელია ამ პიროვნებებისგან წამოვიდეს დაინტერესება თქვენი საკუთარი პრობლემის მიმართ.

შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ უნდა მოუსმინოთ სხვებს და დაინტერესდეთ მათი ცხოვრებით, მიაპყროთ მათ თქვენი ყურადღბა მაშინ როდესაც ისინი არიან ეგოისტები და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. კარგი, მაგრამ მაშინ ისინი რატომ უნდა დაინტერესდნენ, უყვარდეთ და პატივს გცემდნენ თქვენ? ყველაფერი რაც თქვენ მიგაჩნიათ სიმართლედ, კერძოდ რამდენად მშვენიერი პიროვნება ხართ სხვებთან შედარებით, წარმოადგენს მხოლოდ ფანტაზიასა და თქვენი შინაგანი განზრახვის ნაყოფს, რომელიც საბოლოოს ქმნის ჭარბ პოტენციალსა და მნიშვნელოვნებას. თქვენი შინაგანი განზრახვა შესაძლოა ღირსეულად აფასებს საკუთარ ღირსებას, მაგრამ თქვენს მნიშვნელობას სხვები აღიარებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ დაივიწყებთ შინაგან განზრახვას და უფლებას მისცემთ სხვების შინაგან განზრახვას რომ იყვნენ დაკმაყოფილებული. თქვენი უპირატესობა მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ თქვენი გარეგანი განზრახვა სხვა ადამიანების შინაგან განზრახვას თქვენი მიზნების აღსრულების მიმართულებით განაწყობს.

ზოგადად, როდესაც თქვენ რაიმე გსურთ სხვა ადამიანისგან, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ერთი უნივერსალური პრინციპი: დაივიწყეთ მიღების შინაგანი განზრახვა და შეცვალეთ იგი გაცემის განზრახვით. ეს არის ძალიან მარტივი.

თუ თქვენ გსურთ ვინმესგან პატივისცემა და ცნობადობა ნუ დაელოდებით მის პატივისცემას. მოეპყარით მათ პატივისცემით. აგრძნობინეთ მათ რომ ისინი არიან მნიშვნელოვანი. თუ თქვენ გსურთ მიიღოთ თანაგრძნობა და მადლიერება, არ ელოდოთ მსგავს ქმედებას სხვა ადამიანებისგან. გაიზიარეთ სხვა ადამიანების პრობლემები და იზრუნეთ მათზე გულწრფელად. თუ გსურთ, რომ იყოთ მიმზიდველი, ეს არ მოხდება მხოლოდ ლამაზი თვალების გამო. აჩვენეთ სხვა ადამიანს, რომ ის მიმზიდველია თქვენთვის მისი პიროვნებიდან გამომდინარე. თუ გესაჭიროებათ დახმარება, დაეხმარეთ თქვენც სხვა ადამიანს. და ბოლოს, თუ გსურთ ორმხრივი ურთიერთობები, დაივიწყეთ შეპყრობილობა და დამოკიდებული ურთიერთობები. თქვენ მიიღებთ სიყვარულს მაშინ, თუ გეყვარებათ ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს მოითხოვთ. ასეთი ტიპის სიყვარული არის ძალიან იშვიათი და არავის შეუძლია მისი უარყოფა. ასეთ შემთხვევაში გარდაუვალია, რომ თქვენ არ მიიღოთ ის, რაც გაეცით.

შეგიძლიათ ადამიანს აიძულოთ, რომ გააკეთოს რაიმე, შეგიძლიათ დაარწმუნოთ ის, რომ აუცილებელია რაიმეს გაკეთება. თუმცა გარეგანი განზრახვა გვთავაზობს უფრო ეფექტურ მეთოდს, მისი მეშვეობით ისე ეწყობა საქმეები, რომ ადამიანს თავად სურს თქვენი დახმარება. დაეთანხმეთ სიტუაციებს იმგვარად, რომ ისინი შეესაბამებოდნენ სხვა ადამიანის მიზნებსა და მისწრაფებებს. ჰკითხეთ თქვენს თავს, როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი სურვილი სხვა ადამიანის მიზნებსა და სურვილებს.

სცადეთ განსაზღვროთ, თუ რა საჭიროებები შეიძლება ჰქონდეს სხვა ადამიანს, რისკენ ისწრაფვის, რის ნაკლებობას განიცდის, არის ეს ფული, ძალაუფლება, სხვების პატივისცემა, საქმის კარგად შესრულება, ბავშვებზე ზრუნვა, პრესტიჟი, ლიდერის როლი, სოციალური აღიარება თუ სხვა. თითოეული მათგანი წარმოადგენს თვითშეფასების შემადგენელ კომპონენტებს.

თითოეული ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, როდესაც აცნობიერებს რამდენად უმნიშვნელოა მსოფლიოში. მაშინ, როდესაც პიროვნება ვერ გრძნობს რომ მნიშვნელოვანია, როგორც წესი ის ესწრაფვის გაზარდოს თავისი მნიშვნელობა. მაშინ, როდესაც პიროვნება აღწევს მიზანს, ის თავს კმაყოფილად გრძნობს, ამავდროულად მზად არის დაისახოს ახალი მიზნები, რათა კიდევ უფრო გაზარდოს თავისი მნიშვნელობა. ამაში არაფერია ცუდი. არავინ აპირებს თქვენს განსჯას იმის გამო, რომ გსურთ უფრო მნიშვნელოვანი გახდეთ. ყველა ცდილობს გაზარდოს თავისი მნიშვნელობა, ამისთვის ისინი სხვადასხვა გზას ირჩევენ. საპირისპიროდ, გაცილებით უარესია როდესაც პიროვნება წყვეტს განვითარებას და არაფერი სურს. როგორც წესი ადამიანები არ არიან კმაყოფილები საკუთარი პოზიციით ცხოვრებაში და ესწრაფვიან უფრო უკეთეს სიტუაციას.

როგორ ავამაღლოთ ადამიანის პიროვნული შეფასება? წარმოადგინეთ, რომ მის მიერ არჩეული ამოცანა, ცხოვრების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს მას. მიეცით ადამიანს უფლება რომ იგრძნოს თავი ბევრად უფრო ფასეულად, ხოლო მის მიერ მიღწერული შედეგი უფრო მნიშვნელოვნად წარმოჩინდეს. ასეთ შემთხვევაში მას უფრო განუმტკიცდება რწმენა საკუთარ თავში. იყავით გულწრფელი სხვა ადამიანის შეფასების დროს.

თქვენ თუ მისცემთ თქვენს თავს უფლებას, რომ გამოიყენოთ აღნიშნული პრინციპი ცხოვრებაში, მიხვდებით, თუ რამდენად სწრაფად მიიპყრობთ ადამიანების ყურადღებას. თუ თქვენს შინაგან განზრახვას მიმართავთ იმისკენ, რომ ადამიანი აიძულოთ რაიმე გააკეთოს, შესაძლოა მან მართლაც გააკეთოს ეს ძალისხმევის შედეგად. გარეგანი განზრახვის ამუშავების შემთხვევაში კი მიხვდებით, რომ თითქოს ყველა სიტუაცია ცდილობს თქვენი მიზნის აღსრულებას. მაშინ, როდესაც გარეგანი განზრახვა მუშაობს, სიტუაციები ისე ეწყობა, რომ ადამიანები ფიქრობენ და კონცენტრირებულნი არიან საკუთარი სურვილების აღსრულებაზე, ამ დროს კი აღასრულებენ თქვენს მიზნებს. თქვენ რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ გაიღვიძოთ, თავი დაიხსნათ საკუთარი ინტერესებსა და სურვილებზე ფიქრისგან და კონცენტრირდეთ სხვათა ინტერესებზე.

მაგალითად, თქვენ თუ ხართ ჩართული საცალო გაყიდვების სფეროში, ალბათ თქვენ ფიქრობთ რომ თქვენს საქმეს წარმოადგენს თქვენი პროდუქციის მიყიდვა პოტენციურ მომხმარებლებზე. მყიდველები როგორც წესი, არ ფიქრობენ თუ რა გსურთ თქვენ და არც თქვენი პროდუქციის ყიდვა აქვთ გადაწყვეტილი, მათ მხოლოდ უნდათ იყიდონ რაც სჭირდებათ. შეგიძლიათ განსხვავების დანახვა? მყიდველი ფიქრობს შემდეგს: „ნეტავ, თითოეულმა გამყიდველმა შეწყვიტოს მცდელობა მომყიდოს თავისი საქონელი და უბრალოდ შემეძლოს არჩევა იმისა, რისი ყიდვაც მე მართლა მსურს“.

არ იფიქროთ, როგორ გაყიდით თქვენს პროდუქტებს. იფიქრეთ იმის შესახებ, თუ მყიდველებს რისი ყიდვა შეიძლება უნდოდეთ. თქვენი გაყიდვის განზრახვა წარმოადგენს შინაგან განზრახვას. გარეგანი განზრახვა კი გვთავაზობს სრულიად სხვა გზას მიზნის მისაღწევად, დავფიქრდეთ, თუ რისი ყიდვა სურთ მყიდველებს. თქვენ არ გჭირდებათ ზუსტად იცოდეთ, თუ რა პროდუქტი ესაჭიროებათ მყიდველებს. თუ მყიდველი იტანჯება რევმატიზმით და თქვენ მას შესთავაზებთ მკურნალობის მეთოდს, ურჩევთ კარგ ექიმს, მყიდველი თქვენგან იყიდის სამკურნალო საშუალებებს. ეს არის ძალიან მარტივი მაგალითი, მაგრამ პრინციპი ერთნაირად მუშაობს.

ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ რაიმე გესაჭიროებათ სხვა ადამიანისგან, ან გსურთ რომ მან რაიმე გააკეთოს თქვენთვის, განთავისუფლდით შინაგანი განზრახვისგან. ჰკითხეთ თქვენს თავს, რა შეიძლება უნდოდეს სხვა ადამიანს. შეეცადეთ ისე მოიქცეთ, რომ დააკმაყოფილოთ ამ ადამიანის შინაგანი განზრახვა. მას შემდეგ, რაც თქვენ დაეხმარებით ადამიანს საკუთარი შინაგანი განზრახვის დაკმაყოფილებაში, შეგიძლიათ იმსჯელოთ თქვენი შინაგანი განზრახვის დაკმაყოფილებაზე, რაშიც ეს ადამიანი უნდა დაგეხმაროთ. მაშინ, როდესაც თქვენ ადამიანს ეხმარებით საკუთარი შინაგანი განზრახვის აღსრულებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მინიშნებაც არ გაგიკეთებიათ თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით, აღმოაჩენთ, რომ ეს ადამიანი დაგეხმარათ თქვენი პრობლემის გადაჭრაში. ეს არის გარეგანი განზრახვის მაგია.

კიდევ უფრო ეფექტურ გზას, რომ მოვახდინოთ ადამიანებზე გავლენა წარმოადგენს ის, რომ მათში აღვძრათ შინაგანი განზრახვა. როდესაც თქვენ მას უარყოფთ, მეთოდის გამოყენება გახდება მარტივი. თითოეული ადამიანის თვითმნიშვნელობის ზრდა ყოველთვის ემსახურება შინაგანი განზრახვის მოტივირებას. თითოეული ადამიანი ცდილობს რომ ხაზი გაუსვას და გაზარდოს საკუთარი მნიშვნელობა. თუ თქვენ რაიმე გსურთ სხვა ადამიანისგან, იფიქრეთ იმის შესახებ თუ როგორ გაიზრდება ამ ადამიანის მნიშვნელობა თქვენი თხოვნის შესრულების შემდგომ. ამას უწოდებენ გამოწვევას.

თქვენ შეგიძლიათ გამოწვევის წინაშე დააყენოთ ჯგუფი ან ინდივიდი შემდეგი ფორმით: „თქვენს შორის ვინ არის საუკეთესო?“ თქვენ თუ აპირებთ პიროვნებების გრძნობებზე ან პროფესიულ ღირსებაზე მოახდინოთ აპელირება, შეგიძლიათ საკითხი შემდეგნაირად დასვათ: „შეინარჩუნეთ თქვენი სახე“. თქვენ შესაძლოა ხაზი გაუსვათ შინაგან მნიშვნელოვნებას: „ვაჩვენოთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში!“ იმ შემთხვევაში თუ პიროვნება იღებს გამოწვევას საკუთარი მნიშვნელოვნების დასამტკიცებლად, ეს ნიშნავს რომ ის იბრძოლებს თქვენი სურვილის აღსასრულებლად, თითქოს ეს მისი სურვილი იყო. აღნიშნული კი განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ თქვენ მათ მიაქციეთ ყურადღება. იმუშავეთ სხვა ადამიანების შინაგან განზრახვაზე, რათა აამუშაოთ თქვენი გარეგანი განზრახვა.


ურთიერთობათა ნაკადი

ადამიანთა და კომპანიათა უმეტესობა პროდუქტს აწარმოებენ იმისთვის, რომ გაყიდონ. როგორ აპირებენ ეს კომპანიები, რომ მომხმარებელს გაუჩინონ მოტივაცია, რათა იყიდონ მათი პროდუქტი? თუ ფიქრობთ, რომ მომხმარებლები იყიდიან თქვენს პროდუქტს იმიტომ, რომ ეს არის ფანტასტიური პროდუქტი, ძალიან ცდებით. ტიპიურ შეცდომას უშვებენ ადამიანები, როდესაც ისინი მოქმედებენ შინაგანი განზრახვით, რომელიც მათ არწმუნებს რომ: „ხალხი იყიდის ჩვენს პროდუქტს, იმიტომ რომ ის არის საუკეთესო“.

აღნიშნული პოზიცია სამ ასპექტს ეყრდნობა. პირველი ეს არის ფრაზა „ჩვენი არის საუკეთსო“, აღნიშნული მიუთითებს შინაგან მნიშვნელოვნებაზე. შენ დარწმუნებული ხარ, რომ შენი ქმნილება არის სრულყოფილება, ეს კი ნიშნავს რომ ეს შენთვის მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში კი ვერ შეძლებთ შეაფასოთ ის ობიექტურად, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ საკმარისად გულგრილი. მეორე, შინაგანი განზრახვა მიზნად ისახავს გაყიდვას, მაგრამ მომხმარებელს არ სურს იყიდოს საქონელი, იმიტომ რომ მათ თვალში თქვენი ქმნილება არ არის საუკეთესო. საბოლოოდ, ყველაზე დიდ შეცდომას წარმოადგენს ის, რომ შინაგანი განზრახვა კონცენტრირებულია პროდუქტის გარშემო, ვიდრე მომხმარებლის საჭიროებებზე. შინაგანი განზრახვის ვიწრო ფოკუსი ქმნის საუკეთესო პროდუქტს, რომელიც ამავე დროს არავის სჭირდება და ეს სულ ასე ხდება.

გარეგანი განზრახვის პოზიცია კი გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ რა სურთ მომხმარებლებს, რა აკლიათ მათ, რა წარმოადგენს მათ საჭიროებას, რა არის მომხმარებელთა მოტივაცია და ინტერესების სფერო. გარეგანი განზრახვა მიჰყვება ვარიანტთა დინებას. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ხართ „საუკეთესო“ პროდუქტის შექმნის პროცესში და უყურებთ თქვენს სურვილის მინის ჭერიდან, თქვენ მიცურავთ მდინარის საწინააღმდეგოდ. გონება ყოველთვის მიდრეკილია რომ გააიდეალოს საკუთარი შესაძლებლობები, რაც სრულიად ფარავს კრეატიულ პროცესს და ადამიანი ვეღარ ამჩნევს, რა ხდება მის გარშემო. გონება ცდილობს, რომ ყველაფერი დაუმორჩილოს საკუთარ კონტროლს. ძალიან ძნელია, აკონტროლო მომხმარებლის მოთხოვნა. იგი მწარმოებლებისთვის გაურკვეველი მიზეზებით იცვლება. ძალიან დიდი რესურსებია საჭირო იმისთვის, რომ გავლენა მოახდინო მომხმარებლის მოთხოვნაზე.

გონებას არ შეუძლია, იწინასწარმეტყველოს საბაზრო ტრენდები. ყველაფერი, რაც გჭირდებათ ეს არის, რომ დარჩეთ ნაკადის მიმართულებით და დააკვირდეთ მცირე ცვლილებებს. არ არის საჭირო, გამოიგონოთ რაიმე განსაკუთრებული იმისთვის, რომ თქვენს პროდუქტზე დიდი მოთხოვნა გაჩნდეს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე გასაოცარი გამოგონებები არ იქნა აღიარებული მათი გამოგონების პერიოდში. საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ თუ თქვენ აწარმოებთ პროდუქტს იმისთვის, რომ მიიღოთ შემოსავალი და პირადი აღიარება, იცოდეთ რომ თქვენ წააგებთ ამ თამაშს. რა თქმა უნდა, თქვენ თუ გასაოცარი აღმოჩენა გააკეთეთ, შესაძლოა ის აღიარონ კიდეც, მაგრამ ასე ყველა შემთხვევაში არ მოხდება. იმ კომპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავენ დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნა, გარანტირებული აქვთ წარმატება.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ კითხვას, როგორ მოვანდომოთ მომხმარებლებს, რომ იყიდონ ჩვენი პროდუქტი? პასუხი არის შემდეგი: თქვენ ვერ შეძლებთ. აიძულო ვინმე რომ იყიდოს რაღაც თავისი სურვილის გარეშე არის შეუძლებელი, ან ძალიან რთული. შინაგანი განზრახვის ძალით მოქმედების დროს, თქვენ მეტისმეტად ბევრი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ პროდუქტის რეალიზებისთვის. ნაკადის მიმართულებით სვლის დროს კი გარეგანი განზრახვა მოქმედებს ისე, რომ თქვენ ქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც მომხმარებელს სურს და რომლითაც მათი საჭიროებები იქნება დაკმაყოფილებული. მოთხოვნაში ცვლილებები განპირობებული იქნება ვარიანტთა ნაკადის მიხედვით. ვარიანტთა ნაკადი შეიცავს ყველა პასუხს და ერთადერთი რამ, რომელიც წარმატების გარანტიას წარმოადგენს.

შემთხვევითობას არ წარმოადგენს ის, რომ ფუნდამენტალური აღმოჩენები და გამოგონებები ხშირად სხვადასხვა ადამიანის მიერ, პრაქტიკულად ერთდროულად ხდება. ეს წარმოადგენს მატერიალური რეალიზაციის ფენომენს და თუ როგორ მოძრაობს ის ვარიანტთა სამყაროში. ყველაფერს რომელიც უნდა მატერიალიზდეს გააჩნია თავისი დრო. ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც ადამიანს წვდომა გააჩნია ვარიანტთა სივრცეზე და შეუძლია გააკეთოს მრავალი გამოგონება. ასეთი ადამიანი იყო ლეონარდო და ვინჩი.

მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ვარიანტთა სივრცის არსებობა, გონება ცდილობს დაივიწყოს ყველა დამარცხება და გამოიჩინოს ძალისხმევა, რათა მოიპოვოს კონტროლი. ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი, თუ რამდენად ყოვლისმომცველ საჩუქარს წარმოადგენს ვარიანტთა ნაკადი გონებისთვის. დაიმახსოვრეთ ეს და შექმენით საკუთარი თავისთვის კარგი ბედისწერა. ასე თუ მოიქცევით, ძალიან ბევრი დაბრკოლება უბრალოდ გვერდით ჩაგივლით.

ძალიან ბევრი პრობლემა ურთიერთობაში წარმოიქმნება იქიდან გამომდინარე, რომ გონება იბრძვის ვარიანტთა დინების წინააღმდეგ. კრიტიკულობა წარმოადგენს ბრძოლის ერთ-ერთ ასპექტს და წარმოადგენს შინაგანი განზრახვის ნაყოფს. ადამიანის გამხნევება და ნდობა წარმოადგენს გარეგანი განზრახვის შესაბამის ქმედებას. ადამიანთა გაკრიტიკება იგივეა, რაც იბრძოლო გარე სამყაროს მიმართ. ეს თქვენ არ მოგიტანთ რაიმე სიკეთეს, არამედ მხოლოდ ადამიანთა წყენასა და მათ გაბრაზებას. ამის საპირისპიროდ, ადამიანთა გამხნევება წარმოადგენს იმპულსს ადამიანთა ურთიერთობებში. ჩვენ ვაკრიტიკებთ და ვადანაშაულებთ სხვა ადამიანებს მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა გავლენა მოვახდინეთ სხვებზე, აღნიშნული კი განპირობებულია შინაგანი განზრახვით. მაშინაც კი, როდესაც თქვენ ხაზს უსვამთ სხვა ადამიანის ფასეულობებს, ამით არაფერს კარგავთ, პირიქით გაქვთ შესაძლებლობა დაიმსახუროთ ამ ადამიანის სიმპათია.

არასოდეს დაადანაშაულოთ ვინმე. ბევრი ადამიანი საყვედურობს საკუთარ თავს და გააჩნია შინაგანი დანაშაულის გრძნობა, მაგრამ არავის მოწონს როდესაც მას სხვა ადანაშაულებს და საყვედურობს. ადამიანები ზოგჯერ სადომაზოხიზმამდე ადანაშაულებენ საკუთარ თავს ურთიერთობეში, მაგრამ მიუხედავად ამისა არ იღებენ სხვა ადამიანთა საყვედურს.

ადამიანები ყოველთვის შეურაცხმყოფლად იღებენ კრიტიკას, ისინი ფიქრობენ რომ კრიტიკა არის უპატივცემულობის გამოხატულობა, ან არასწორი, ან არ არის სამართლიანი. როგორი რეაქცია გაქვთ თქვენ როდესაც გაკრიტიკებენ? ერთის მხრივ, თქვენ შესაძლოა გამოხატოთ ბრაზი კრიტიკის საპასუხოდ, მაგრამ ამავე დროს, თქვენ ქმნით ჭარბ პოტენციალს, რომელიც საბოლოოდ მოგიტანთ ტანჯვას. თქვენ ვერასდროს დაარწმუნებთ სხვა ადამიანს რომ ის არასწორია. შესაძლოა მათ თქვენ მოგისმინონ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ შინაგანად გეთანხმებათ, თქვენი კრიტიკა მისთვის იქნება ნეგატიური და უარყოფითი განცდების მომტანი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ მანიპულატორი, თქვენ კრიტიკის საშუალებით ცდილობთ გავლენის მოხდენას სხვა ადამიანებზე.

თუ თქვენს მიზანს არ წარმოადგენს იყოთ მანიპულატორი, დაივიწყეთ სხვა ადამიანების კრიტიკა და დადანაშაულება. მაშინ როდესაც თქვენ სხვა ადამიანებს ეუბნებით მათი დანაშაულის შესახებ, ამას წყალზე ხელების დგაფუნის ეფექტი აქვს და მიანიშნებს, რომ ვარიანტთა დინების საწინააღმდეგოდ ცურავთ. მაშინ, როდესაც თქვენ კონცენტრაციას შეცვლით, და ადამიანთა ნაკლოვანებებისგან უპირატესობებზე გადაიტანთ მათ, თქვენ ნაკადის მიმართულებით დაიწყებთ ცურვას, რაც უზომოდ დიდ სარგებლობას მოგიტანთ.

თქვენი ანგელოზი ყოველთვის ეცდება მონახოს ახსნა, თუ რატომ მოიქცა ესა თუ ის ადამიანი ისე, როგორც მოიქცა, თუ ეცდებით მის განსჯას. როგორც შინაგანი მოწმე, თქვენი მფარველი ანგელოზი შეგაჩერებთ, რომ გადაეშვათ თამაშში და დაიწყოთ ვინმეს განსჯა ან გაკრიტიკება. გადექით უკან და დააკვირდით თამაშს, როგორც მაყურებელი. დაიმახსოვრეთ, რომ კრიტიკა მხოლოდ გვნებთ და გაშორებთ ვარიანტთა ნაკადის თქვენთვის სასურველი ვარიანტისგან.

დადანაშაულება და კრიტიკა ვერასდროს იქნება რაიმე პოზიტიურის საწყისი, ვინაიდან მას პიროვნება წონასწორობიდან გამოყავს და გზიდან აცდენს მას. ყველა ხელმძღვანელობს საკუთარი მოტივებითა და შეხედულებებით, რათა მიაღწიოს მათთვის დასახულ მიზანს. როდესაც ამხნევებთ ადამიანს, სულ ერთია რას ეუბნებით, თქვენ მას უბიძგებთ რომ გადავიდეს მისთვის სასურველ მიმართულებაზე. მაშინ, როდესაც ვიღაცას ამხნევებთ, არავის უფლება არ ილახება და არავის ღირსება არ არის დარტყმის ქვეშ. თქვენი ინტერესი წარმოადგენს ერთს და სხვათა ინტერესები კი პარალელურად ხელს უწყობენ თქვენი ინტერესების აღსრულებას.

როგორ გრძნობთ თავს მაშინ, როდესაც გაკრიტიკებენ? თქვენ შესაძლოა უარყოფთ მას საჯაროდ, უწევთ წინააღმდეგობას, ან ცდილობთ შეარბილოთ. არც ერთ შემთხვევაში თქვენ არ ეთანხმებით კრიტიკას, გარდა იმისა, რომ ამასობაში პირადი დანაშაულის შეგრძნება გიყალიბდებათ. კრიტიკა უბიძგებს ადაიმიანებს, რომ მოიქცნენ ისე, „როგორც უნდა მოიქცნენ“. გონებას შეუძლია, რომ აიძულოს. შეუძლებელია, რომ საკუთარი თავი აიძულო სულის კარნახით. სული ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც სურს, რომ გააკეთოს, ან მინიშნებას მისცემს გონებას, თუ რისი გაკეთება სურს. კრიტიკა სულს გონების მტრად ხდის, ხოლო გამხნევება კი მეგობრად.

გამხნევება წარმოადგენს კრეატიულ ძალას, ხოლო კრიტიკა კი დესტრუქციულ ძალას. წარმატებულ ბიზნესს ქმნიან არა ის მენეჯერები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან გააკრიტიკონ დასაქმებულები მათ მიერ ჩადენილი შეცდომების გამო, არამედ ის მენეჯერები, რომლებსაც შეუძლიათ კრეატიული ატმოსფეროს შექმნა, დაქირავებულებში ენთუზიამის გაღვიძება და ადამიანებში მოტივაციის ამაღლება. ადამიანებს მეტი მოტივაცია აქვთ, როდესაც გრძნობენ, რომ მათი უფროსი, თუ უბრალოდ სხვა ადამიანი ღირებულად მიიჩნევს მათ შრომას.

კამათი უკანასკნელ წუთამდე, რათა დაამტკიცო შენი სიმართლე, არის გზა - მტრების გაჩენისთვის. ჩვენ უკვე განვიხილეთ, თუ რამდენად უაზრო და ზიანის მომტანია ადამიანისთვის, დაამტკიცოს თავისი სიმართლე ნებისმიერ ფასად - თავში „ალტერნატივების ნაკადი“. იმ შემთხვევაში, თუ არგუმენტი არის კრიტიკული და შენს ინტერესებს ლახავს, იმ შემთხვევაში, თუ სხვა გზა არ არის, უნდა იკამათო კიდეც, მაგრამ აუცილებელია არაფრის მომტან კამათს თავი აარიდოს ადამიანმა, ვინაიდან ის ჰგავს წყლის ზედაპირზე ხელების დგაფუნს.

დებატებში გამარჯვება ვერასდროს მოგიტანთ დივიდენდებს. თქვენი მტერი იხეირებს თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევით. არავინ არასდროს გეტყვით მადლობა იმისთვის, რომ თქვენ მათ ასწავლეთ სწორი გზა, და თუ მაინც აღმოჩნდება ასეთი გამონაკლისი ადამიანი, ისიც მხოლოდ იმიტომ გააკეთებს ამას, რომ დანაშაულის გრძნობა გააჩნია. დიახ, მართლაც რა არის კარგი იმაში, რომ გაიმარჯვო მოსაუბრესთან კამათში? თუ ის არ მოითხოვს შენი ინტერესების დათმობას. მიეცით ნება ადამიანებს იყვნენ თავისუფლად და ფიქრობდნენ და გრძნობდნენ იმას, რასაც თქვენ შესაძლოა არ ეთანხმებოდეთ. მეორე მხრივ, თქვენ თავს აარიდებთ ჭარბი პოტენციალის შექმნას.

ადამიანები, რომლებიც კამათობენ, როგორც წესი თავით არიან ჩართულნი თამაშში. ისინი ისეთ ღრმა ძილში არიან, რომ თითქმის შეუძლებელია მათი გამოღვიძება. იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი და მთლიანად არ იქნათ ჩათრეული თამაშში, აუცილებელია, რომ გაიღვიძოთ და ჩართოთ შინაგანი მცველი. თუ სხვადასხვა ადამიანები ჩართულნი არიან დებატებში, გამოდით აუდიტორიიდან და შეხედეთ ამ სანახაობას მაყურებლის თვალით. დიდ უპირატესობას ანიჭებს ადამიანს შეასრულოს თამაშის მსაჯის როლი. მაშინ, როდესაც ყველა ცდილობს საკუთარი შინაგანი განზრახვა აღასრულოს თავისი დაჟინებით, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დატკბეთ ლამაზი ხედით თქვენი ფანჯრიდან. თქვენ დაინახავთ პრობლემის ისეთ გადაწყვეტას, რომელსაც ვერც ერთი მოკამათე ვერ შენიშნავს. არ დაატანოთ ძალა, რომ მათ მიიღონ თქვენი წინადადება. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ შესთავაზოთ თქვენი გადაწყვეტა.

თუ მოიგებთ კამათს, ეს ნიშნავს, რომ დამარცხდით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ოპონენტები ფორმალურად გეთანხმებიან, რომ მართალი ხართ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მათ თავში უამრავი არაფორმალური არგუმენტი, რომლითაც საკუთარ თავს უჭერენ მხარს. საქმე იმაშია, რომ ის ვინც იგებს კამათს, იმაღლებს თვით-შეფასებას. წაგება კამათში უარყოფითად აისახება პიროვნების თვით-შეფასებაზე.

თქვენ არ გაქვთ სურვილი, რომ ადამიანს წიხლი ჩაარტყათ სახეში, მაშინ რატომ გსურთ რომ იგივე გააკეთოთ მის თვით-შეფასებასთან დაკავშირებით? ადამიანები ერთმანეთს ადანაშაულებენ შინაგანად, რადგან ტკივილის მიღება ხდება ჩუმად. ადამიანებს არ უყვართ მოახდინონ დემონსტრირება რომ ესაჭიროებათ იყვნენ აღიარებულნი სხვა ადამიანების მიერ. ჩვენ ყველას გაგვაჩნია თვითღირსების გრძნობა. არავის სურს სააშკარაოზე გამოიტანოს, რომ ამ ღირსებისთვის უწევს ბრძოლა. ჩვენ ყველანი მივისწრაფვით ჩვენი ღირსების დადასტურებისკენ ცხოვრების თითოეულ ეტაპზე.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ჩუმადაა, როდესაც მისი თვით-შეფასება არის შელახული, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ სტკივა ან ეთანხმება მისი ღირსების შელახვას. მიღებული ტკივილი განაგრძობს არსებობს ადამიანში, არა მის ცნობიერ გონებაში, არამედ - ქვეცნობიერში. მაშინ, როდესაც იმარჯვებთ კამათში, თქვენ უფრო რწმუნდებით საკუთარ თავში, მაგრამ ამ გამარჯვებას აღწევთ თქვენი ოპონენტის შინაგანი ღირსების შელახვით. ჩვენ კი ვიცით, რომ ნებისმიერი შინაგანი ტკივილი სრულდება ცრემლებით. ოპონენტის დამარცხება ვერ მოგცემთ თქვენი ღირსების უფრო მაღალ დონეზე აღქმასა და აყვანას.

თუ გინდათ, რომ ადამიანი თქვენს წინააღმდეგ განაწყოთ, შესანიშნავი გზაა, მას დაანახოთ თუ მასზე რამდენად კარგი ბრძანდებით. „არ შექმნათ კუმირი საკუთარი თავისგან და არ გაიჩინოთ მტრები“ არის მნიშვნელოვანი სლოგანი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ურთიერთობებში. არ შელახოთ სხვა ადამიანების ღირსება. დაადეთ ტაბუ ამ თემას. ასე თუ მოიქცევით, თქვენ გექნებათ ძალიან ცოტა პრობლემა, ნაკლებად იქნებით გაღიზიანებული და უფრო მეტად დარწმუნდებით საკუთარ ღირსებასა და მნიშვნელობაში.

მაშინ, როდესაც პიროვნება გეკამათებათ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ღირსებისა და მნიშვნელობის დაცვას ცდილობს. დაეთანხმეთ იმას, რასაც ამბობს თქვენი ოპონენტი. თანხმობით თქვენ მისცემთ საშუალებას ადამიანს რომ დამშვიდდეს, მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა რომ გამოთქვათ თქვენი აზრი, მოითხოვოთ ან დაამტკიცოთ რაიმე. მაშინ როდესაც ასე მოიქცევით თქვენ გაჰყვებით ნაკადს და განახორციელებთ გარეგან განზრახვას. ასეთი საუბრის შედეგი კი ის იქნება, რომ შესაძლებელი გახდება, მიაღწიოთ სასურველ მიზანს და მოიპოვოთ გამარჯვება ინტელექტუალური და დახვეწილი მეთოდებით.

საუბრის ტონს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია შეთანხმების მიღწევისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება თქვენს პირველივე გახსნილ ფრაზაზე გეტყვით „არას“ თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ მისი დარწმუნება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იქნება ძალიან რთული. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება აიღებს საუბრისას გარკვეულ გეზს, შემდგომ ძალიან რთული იქნება მისი შემობრუნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუბარი დაიწყოს ისეთი სიტყვით, რომ პიროვნებამ თქვას სიტყვა „დიახ“. არასდროს დაიწყოთ საუბარი ძალიან სენსიტიური საკითხით. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საკითხს ეხება თქვენი საუბრის თემა, თუ მოიპოვეთ თქვენი პარტნიორის თანხმობა. საუბრის განმავლობაში სიტყვა შეგიძლიათ მიმართოთ თქვენთვის სასურველი საკითხისკენ. ასეთი ტექნიკის გამოყენებით მეტი შანსია, რომ თქვენ მიაღწიოთ სასურველს, ვინაიდან თქვენ ერთი მიმართულებით მოძრაობთ და მიჰყვებით ნაკადს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაუშვით შეცდომა და ელოდებით, რომ სამართლიანათ დაგადანაშულებენ, არ მოემზადოთ თავის დასაცავად. მოემზადეთ შეცდომის ასაღიარებლად. ასეთ შემთხვევაში, პიროვნება რომელიც აპირებდა რომ დაედანაშაულებინეთ და აღედგინა სამართლიანობა, თქვენ მიმართ გახდება მეტად გულმოწყალე და კეთილი. არ დაეთანხმოთ გამონათქვამს „თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა“. თქვენ უნდა აუნთოთ მწვანე შუქი ოპონენტის განზრახვასა და მის არგუმენტებს. თქვენი მოულოდნელი მორჩილების გაანალიზების შედეგად ოპონენტი მიხვდება, რომ მისი შინაგანი განზრახვა აღსრულდა. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი ნებით აღიარეთ დანაშაული, ოპონენტის არგუმენტები მხოლოდ ძალიან მცირედით შეეხება თქვენს თვით-შეფასებას. ამით შეძლებთ, რომ ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭიროთ. თქვენი აღიარებით გაამაგრებთ თქვენი ოპონენტის პოზიციებს, რისთვისაც ის შინაგანად მადლიერი დაგრჩებათ და აღარ იქნება ისეთი გაბრაზებული.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეეცდებით დაიცვათ საკუთარი თავი და მოიყვანოთ არგუმენტები საკუთარი თავის გასამართლებლად, მხოლოდ ენერგიას მისცემთ ქანქარებს. ნებისმიერ სიტუაციაში სურვილი, რომ დაიცვათ საკუთარი თავი, მოდის თქვენი შინაგანი მნიშვნელობის შეგრძნებიდან. გვერდი აურეთ ამ ხელის შემშლელ ფაქტორს, მიეცით უფლება საკუთარ თავს რომ დაუშვათ შეცდომები. ნუ განსჯით საკუთარ თავს შეცდომების გამო, გაანალიზეთ ისინი და თქვენ იგრძნობთ შვებას.

თავში „ალტერნატივების ნაკადი“ უკვე ვახსენე რომ ზოგიერთი ადამიანის კრიტიკული შენიშვნა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან სასარგებლო. სხვა ადამიანების შემოთავაზებები, შესაძლოა თქვენ თავიდაპირველად მიიღოთ ცივად, მაგრამ ამ შემოთავაზებამ შეიძინოს უფრო მნიშვნელოვანი აზრი, ვიდრე გეგონათ. კომენტარები და შემოთავაზებები, რომლებსაც სხვები აკეთებენ შესაძლოა თქვენთვის იყოს მტკივნეული, თუკი თქვენი შინაგანი მნიშვნელობის დონე ამაღლებულია. შეამცირეთ მნიშვნელობა და შეწყვიტეთ ბრძოლა აწმყოსთან. დათანხმდით რომ სხვა პიროვნება იყო მართალი, გაიზრეთ მისი ნათქვამი და გადაჭრით ნუ უარყოფთ დაუყოვნებლივ.

უთხარით ადამიანებს, რომ ისინი იყვნენ მართალი, რასაც ამბობდნენ და თქვენ ნახავთ შედეგებს. თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ რაიმე თქვათ საერთოდ, მაგრამ უბრალოდ გააკეთეთ ეს. თქვენ არაფერი გაქვთ დასაკარგი. ყველა უშვებს შეცოდმებს, ტყუვდება. ჭკვიანი ადამიანებიც უშვებენ შეცდომებს, მაგრამ მათ შეუძლიათ ამ შეცოდმების გააზრება. თქვენი ხმამაღალი აღიარებით, რომ პიროვნება იყო მართალი თქვენ მოიპოვებთ ამ პიროვნების დადებით განწყობას.

ადამიანები ცხოვრობენ აგრესიულ, ქანქარების სამყაროში, სადაც ნებისმიერი მომენტში ისინი უბიძგებენ ადამიანებს დაიცვან საკუთარი თავი. უეცრად თქვენ თანხმდებით ამ ადამიანებს. მომენტში, როდესაც უნდა დაგეცვათ თავი, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რის გამოც ქანაქარა ვარდება სიცარიელეში. ადამიანები კი განიცდიან შვებასა და მადლიერებას თქვენ მიმართ, საბრძოლო განწყობის ნაცვლად. თქვენ აღარ ხართ პოტენციური ოპონენტი, არამედ - მოკავშირე. ეს ინფორმაცია წამებში გაივლის თქვენი ოპონენტის ქვეცნობიერში. ადამიანები ზუსტად ასევე ფიქრობენ ნათელ სიზმრებში. თუ თქვენ აპრაქტიკებთ გონების გაცნობიერებულობას, თქვენთვის მარტივიც იქნება და გასართობიც, რომ შეითავსოთ სხვა ადამიანების გუნება-განწყობილების შემქმნელის ფუნქცია. 

როდესაც აღმოჩნდება, რომ ვიღაც მართალია, თქვენს მიერ ამის გაჟღერება ძალიან სასარგებლო მომენტია ამ პიროვნების ქვეცნობიერისთვის, რადგან მისი თვითშეფასება მაღლდება.

წარმოიდგინეთ, როგორ ჯუნგლებში ვცხოვრობთ ჩვენ. ადამიანები გამუდმებით უთვალთვალებენ ერთმანეთს და მზად არიან, რომ აღმოაჩინონ ერთმანეთის სუსტი მხარეები, ზედაპირულად კი ერთმანეთს მეგობრულად ექცევიან. თითოეული პიროვნება საკუთარ თავს აყენებს პირველ ადგილზე და მზად არის თავდასაცავად.

იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გარემოში ცხოვრობთ, თქვენ შეიძლება გახდეთ ნამდვილი განძი მათთვის, ვინც უკვე დაიღალა ამ ბრძოლით. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რამდენ მოკავშირეს შეიძენთ? მნიშვნელოვანია, რომ შეამციროთ საკუთარი თავის მნიშვნელოვნობა და გაიხსენოთ ეს, როდესაც სხვა ადამიანებთან კამათს დაიწყებთ. თქვენი უპირატესობა წარმოადგენს იმას, რომ თქვენი ცნობიერი არის გაცნობიერებულ და მღვიძარე მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც სხვა ადამიანები არიან ძილში, აქედან გამომდინარე არასდროს გეტყვიან მადლობას, ჭეშმარიტების შემეცნებისთვის. იმ შემთხვევაში მათ რომ შეეძლოთ გაღვიძება და საკუთარი აზრის ან დამოკიდებულების გამოხატვა, ისინი იტყოდნენ რაღაც მსგავსს: „დიახ, ადამიანი ნამდვილად არ არის სულელი. ადამიანები არიან კარგები, მინდა რომ უკეთ გავიცნო ეს შესანიშნავი არსებები“.

არავინ იტყვის ამ სიტყვებს ხმამაღლა და შესაძლოა საკუთარ თავსაც კი არ ეუბნებიან ასეთ სიტყვებს. წარმოიდგინეთ, თუ რა ოქრი ყრია თქვენს ფეხებთან. როგორც წესი, ადამიანები არიან გაბრაზებულნი და დამძიმებულნი საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნების გამო. მათ მხოლოდ საკუთარი დამარცხებები ადარდებთ და ვერ ამჩნევენ მათ ცხვირწინ მყოფ სხვა ადამიანებს. თქვენ გაქვთ უზარმაზარი უპირატესობა, იყოთ გონებით გაცნობიერებული, მიაპყროთ ყურადღება სხვებს და აგრძნობინოთ თავი მნიშვნელოვნლად. თქვენი უპირატესობაა რომ დაინახოთ ოქრო იქ, სადაც სხვები მხოლოდ ქვებს ხედავენ.


ფრეილინგის გაცნობიერება

მაშინ, როდესც ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან, ისინი ყურადღებას აქცევენ თუ როგორი ხასიათი, ტემპერამენტი, ინტელექტუალური დონე და მანერები აქვს მეორე ადამიანს, რათა საკუთარი ქცევებიც შეძლებისდაგვარად მიუსადაგონ. იმ შემთხვევაში, თუ ორ ადამიანს არ შეუძლია დაინახოს განსხვავებები ერთმანეთში, ისინი ვერასდროს შეძლებენ, რომ გაუგონ ერთმანეთს. ასეთი ადამიანების ურთიერთობა იქნება მხოლოდ ცარიელი სიტყვები და მეტი არაფერი. თქვენ ვერასდროს მიაღწევთ ურთიერთგაგების სიღრმეს, თუ არ გააცნობიერებთ თქვენი პარტნიორის სიხშირებს. თქვენ უნდა დაიჭიროთ მისი სიხშირეები.

ტერმინი „თქვენი პარტნიორის სიხშირის გაცნობიერება“ - წარმოადგენს მაქსიმალურად გამარტივებულ, ყველასთვის გასაგებ ენაზე განმარტებულ ტერმინს. მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკურ სამყაროში რამდენად მაღალია ამ ადამიანთან დაკავშირებულობის დონე. მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური სიხშირე, რომლითაც გამოიხატება მისი პიროვნება და პიროვნული მახასიათებლები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ტრანსერფინგში, ფრეილეს.

მაშინ, როდესაც ცდილობ ჩამოაყალიბო ახლო ურთიერთობა სხვა ადამიანთან, შენ იყენებ ფრეილეს, რათა დაუკავშირდე ამ ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს. რამდენად წარმატებული იქნება შენი კომუნიკაცია სხვა ადამიანთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად შეგიძლია ჩასწვდე შენი პარტნიორის ფრეილეს. ფრეილინგი არ არის ისეთი რთული, როგორც ჟღერს. იმისთვის რომ დაუკავშირდე შენი პარტნიორის ფრეილეს აუცილებელია მისკენ მიმართო შენი სრული ყურადღება. ყურადღების გარეშე შეუძლებელია სხვა ადამიანის ფრეილესთან კავშირის დამყარება. ყურადღების გარეშე ვერ დაიჭერთ სხვა ადამიანის სიხშირეს. მეორე მხრივ, ეს არის აშკარა ჭეშმარიტება, რომელიც თითქოს ყველამ იცის, თუმცა საბოლოოდ ადამიანთა უმეტესობას ავიწყდება ყურადღება მიაპყრონ თავის პარტნიორს და მხოლოდ საკუთარ აზრებზე არიან ორიენტირებულნი.

ერთმა წარმატებულმა ბიზნესმენმა ერთხელ თქვა: „ყველას სურს, რომ რაღაც შემომთავაზოს, მაგრამ არასდროს არავინ მეკითხება, თუ რა მჭირდება მე“. ადამიანები რომლებსაც რაიმე სურთ სხვა ადამიანებისგან, როგორც წესი, ორიენტირებულნი არიან საკუთარ პრობლემებზე და ფიქრობენ როგორ გადაჭრან საკუთარი პრობლემები სხვების დახმარებით. ეს წარმოადგენს შინაგან განზრახვას. შესაბამისად, თუ ფიქრობ, რა სურთ სხვა ადამიანებს, შენ ააქტიურებ გარეგან განზრახვას.

როგორ შეგიძლია დააკავშირო შენი სურვილები სხვათა საჭიროებებთან? პირველ რიგში, შენ ცნობიერად უნდა გამოიჩინო ინტერესი სხვათა მიმართ. გადაიტანე შენი შინაგანი ხედვა შენი საკუთარი პიროვნებიდან შენს პარტნიორზე. ადამიანები ინტერესს გამოხატავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათ საკუთარ პრობლემებსა და მისწრაფებებს. თქვენი აზრები მიმართულია იმისკენ, თუ რა გსურთ თქვენ. როდესაც მარტო რჩებით, ყველაზე ხშირად საკუთარი სურვილებისა და პრობლემების მოგვარების შესახებ ფიქრობთ. ასევე იქცევიან დანარჩენი ადამიანებიც და მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე ფიქრობენ. ერთადერთი გზა, იპოვოთ საერთო ენა და გაუგოთ თქვენს პარტნიორს, მოხვდეთ მის სიხშირეზე, არის ის, რომ თქვენი საუბარი მიმართოთ ამ პიროვნების ინტერესების შესახებ. თქვენ საკმარისზე დიდხანს ფიქრობდით საკუთარ პრობლემებზე, ახლა შეგიძლიათ ცოტაოდენი ყურადღება სხვებსაც მიაპყროთ. დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორის განზრახვა და იურთიერთეთ მის განზრახვაზე ორიენტირებით.

მაგალითად, თქვენ გსურთ შვებულების გატარება აგვისტოში. არსებითია, რომ თქვენ გჭირდებათ დასვენება, თქვენ ფიქრობთ თქვენს საკუთარ ინტერესებზე. საინტერესოა, რას ფიქრობს თქვენი უფროსი თქვენს შვებულებაზე? ის მხოლოდ ფიქრობს სამუშაოს შესახებ და არც კი ახსენდება, რომ თქვენ შესაძლოა გჭირდებოდეთ დასვენება. არსებობს ორი გზა. პირველი გზაა, მიხვიდეთ თქვენს უფროსთან და დაიწყოთ წუწუნი იმის შესახებ, თუ როგორ გესაჭიროებათ დასვენება. მეორე გზა კი მდგომარეობს იმაში, რომ მიხვიდეთ თქვენს უფროსთან და უთხრათ რომ სამუშაო იზრდება სექტემბრის თვეში, თქვენი შრომისუნარიანობა კი განსაკუთრებით იზრდება დასვენების შემდგომ. შესაძლოა თქვენმა უფროსმა თვითონ შემოგთავაზოთ შვებულებაში გასვლა. თქვენი აზრით, რომელი გზა უფრო ეფექტურია? შესაძლოა თქვენმა უფროსმა გითხრათ, რომ ოქტომბერში შეძლებთ დასვენებას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში როდესაც თქვენი უფროსი ინტერესს არ იჩენს სხვა ადამიანების მიმართ და მხოლოდ საკუთარი თავით არის დაინტერესებული. თქვენ უნდა დაუკავშირდეთ სხვა ადამიანის სიხშირეს ენერგეტიკულად, საუბრის დროს, რათა შეძლოთ საერთო ენის გამონახვა მისი ინტერესების შესაბამისად.

არის შემთხვევები, როდესაც ვირი არ ასრულებს თავისი მხედარის ბრძანებას და ჯიუტობს, არ მიდის სწორი მიმართულებით. თუმცა ამ დროს ვირი სტაფილოებზე ფიქრობს, და თუ მხედარი მას სტაფილოს დაანახებს, ვირი წავა ნებისმიერი მიმართულებით. ამ დროს მხედრის შინაგანი განზრახვა ერწყმის ვირის განზრახვას. როგორ დავუკავშირო ჩემი სურვილი, სხვა ადამიანის სურვილს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოიყენეთ ვირის მაგალითი. პასუხის პოვნა მარტივია თუ ადამიანი დაფიქრდება იმის შესახებ, რა შეიძლება სჭირდებოდეს მეორე ადამიანს თქვენგან.

მეორე ადამიანის ყურადღებით მოსმენა წარმოადგენს არსებითს, იმისთვის რომ დაიჭიროთ ამ ადამიანის სიხშირე. დიდ ჯგუფებში ხშირად ბევრი ადამიანი ერთდროულად საუბრობს, თუმცა ამ საუბარს არ აქვს გავლენა და მნიშვნელობა, ვინაიდან ერთმანეთს რეალურად არავინ უსმენს. ზოგიერთი ადამიანი თავს აჩვენებს, თითქოს უსმენს მოსაუბრეს, მაგრამ 90% ჩაფლულია საკუთარ აზრებში. იმისთვის, რომ საინტერესო მოსაუბრე გახდეთ, არ არის აუცილებელი განსაკუთრებულ ინფორმაციას ფლობდეთ და ძალიან ერუდირებული იყოთ. საკმარისია, მხოლოდ მოუსმინოთ თანამოსაუბრეს.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ინდიფერენტულია თქვენს მიმართ, თქვენ კი გჭირდებათ რომ გამოიწვიოთ ინტერესი მასში, დაიწყეთ საუბარი იმ საკითხებზე რომლებიც მას აინტერესებს. მცირე ხნით მაინც დაივიწყეთ თქვენი საკუთარი აზრები და ინტერესები, ვინაიდან მაშინ, როდესაც თქვენ სრულიად განსახვავებულ საკითხებზე ფიქრობთ, თქვენი პარტნიორი კი - სხვა საკითხებზე, თქვენი სიხშირეები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. თავი წარმოიდგინეთ ამ პიროვნების ადგილზე, რათა უკეთ შეძლოთ მისი გაგება. იფიქრეთ იმის შესახებ, თუ რა შესძენს მას მოტივაციას, რა სახის ქმედებები და დამოკიდებულებები უნდა განახორციელოთ, რომ დაიმსახუროთ მისი ყურადღება. მას შემდეგ რაც, თქვენ დაიჭერთ და გადაერთვებით თქვენი თანამოსაუბრის სიხშირეზე, მარტივად შეძლებთ მას თქვენთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე ესაუბროთ.

პიროვნების სახელი წარმოადგენს გასაღებს იმისთვის, რომ დაუკავშირდეთ ამ ადამიანის სიხშირეს. ვერავინ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ადამიანი დაბადებისთანავე ატარებს სახელს, ბგერათა ერთობლიობას, რომელსაც თავისი ვიბრაცია და სიხშირე გააჩნია. საუბრის დროს ხშირად მიმართეთ სახელით, რასაც აუცილებლად მოჰყვება დადებითი ეფექტი. პიროვნებას მიმართო სახელით, წარმოადგენს ერთგვარ პაროლსა და მინიშნებას ადამიანისთვის, რომ ამ ადამიანის მიმართ მეგობრულად ხართ განწყობილი და გაგაჩნიათ კარგი განზრახვა.

თითოეულ ადამიანს გააჩნია გარკვეული დაცვა თავის გარშემო, რის გამოც ცდილობს მისთვის უცხო ადამიანები არ შეუშვას ამ დაცვის მიღმა. თქვენ ვერ შეძლებთ პარტნიორის სიხშირესთან დაკავშირებას თუ ის იქნება თავდაცვის რეჟიმში, რაც გამოიხატება ფორმალურობის მაღალი ხარისხითა და უნდობლობით.

შენ თუ აჩვენებ შენს თანამოსაუბრეს, რომ არ ცდილობ მისგან თავის დაცვას და არ იჭერ თავს შორს, ამ პიროვნებასაც ექნება სტიმული რომ შეასუსტოს დაცვა. საუკეთესო გზა რომ გააქროთ ბარიერი თქვენსა და თქვენს თანამოსაუბრეს შორის არის ის, რომ მოახდინოთ თქვენი გულწრფელი მოწონებისა და აღიარების დემონსტრირება ამ ადამიანის მიმართ.

რატომ გვიყვარს შინაური ცხოველები ასე ძალიან? იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის გვაჩვენებენ გულწრფელ სიხარულს, როდესაც ჩვენ გვხედავენ. ისინი აქიცინებენ კუდს, ხტიან და გამოსცემენ ხმებს რათა როგორმე გვაგრძნობინონ თავიანთი აღფრთოვანება ჩვენს გამოჩენაზე. თავისი ქცევით ისინი თითქოს გვეუბნებიან: „მე არაფერი მჭირდება შენგან, მე უბრალოდ ბედნიერი ვარ შენი დანახვით“. ეს წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, თუ რატომ უყვართ ადამიანებს თავიანთი შინაური ცხოველები.

თქვენ არ გჭირდებათ კუდის ქიცინი და წკმუტუნი აღფრთოვანების გამოსახატად, საკმარისია რომ ადამიანებს გაუღიმოთ, მიმართოთ სახელით და მოუსმინოთ ყურადღებით. თუ თქვენ დაემსგავსებით აკვარიუმის თევზს, რომელსაც არავითარი რეაქცია არ აქვს ადამიანების ან ნებისმიერი სხვა არსებების გამოჩენაზე, დანარჩენი ადამიანებიც ანალოგიურად მოგექცევიან.

ეს მექანიზმი ძალიან მარტივად მუშაობს. არაცნობიერ დონეზე თქვენი პარტნიორი ფიქრობს: „მე შევხვდი ადამიანს, რომელიც ბედნიერია ჩემი ნახვით. ეს ნიშნავს, რომ მე რაღაცას წარმოვადგენ ამ სამყაროში. როგორი მომხიბლავი და კარგი პიროვნებაა ის“. ადამიანები ერთმანეთს ხშირად ეკითხებიან, თუ როგორ არიან ისინი, თუმცა ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვევიდან გამოდინარე დასმული კითხვა, როდესაც კითხვის დამსმელს არ აინტერესებს პასუხი რეალურად.

ყურადღება და საუბარში ჩართულობა უნდა იყოს გულწრფელი. არაფერია იმაზე უარესი როდესაც დიალოგი მიმდინარეობს მხოლოდ ეტიკეტის გამო. ადამიანები ხშირად მხოლოდ იმიტომ იღიმიან, რომ ასეა მიღებული. ასეთი ღიმილი უფრო აქსესუარს ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ღიმილს. ნებისმიერი გადახრა ნორმალურობიდან მოიაზრება როგორც ანომალია. სინამდვილეში არავინ ღელავს სხვა ადამიანების პრობლემების გამო, მაშინ რა აზრი აქვს რაიმეს კითხვას?

შენ შეგიძლია მოახდინო რეზონანსი და მთლიანად შეცვალო კომუნიკაციის ფორმა შენი რადიაქტიული ენერგიითა და პიროვნული სიხშირით. თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი სიხშირე, საკუთარი „ფორტე“. სიხშირის მაქსიმალური დონე მაშინ ვლინდება, როდესაც პიროვნება დაინტერესებულია კონკრეტული სიტუაციითა თუ ადამიანით. თუ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ პიროვნების ნამდვილი მისწრაფები, ინტერესები, განიხილეთ აღნიშნული თემები მასთან ერთად, მიეცით მოსაუბრეს შანსი, რათა მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი თავი. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბო ურთიერთობა ვინმესთან. თუ თქვენ შეგიძლიათ დაიჭიროთ ამ ადამიანის „ფორტეს“ ბოლო, შეძლებთ მთლიანი ძაფის გორგლის გამოხსნას.

თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ ადამიანისგან თანხმობა სათხოვარზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი თხოვნა რთულად შესასრულებელია. როდესაც თქვენ სთხოვთ პარტნიორს რაიმეს, უნდა დაივიწყოთ თქვენი პირადი მნიშვნელობა და ყურადღება გაამახვილოთ მის მნიშვნელობაზე. თქვენი პარტნიორი თავს იგრძნობს უფრო მნიშვნელოვან პიროვნებად და ექნება სტიმული რომ რეალობაშიც წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, რათა საბოლოოდ დაგარწმუნოთ საკუთარ შესაძლებლობებში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაიმე სახის ქმედება გესაჭიროებათ პიროვნებისგან და ამას თხოვთ, მან უნდა იგრძნოს, რომ ის არის საჭირო. პიროვნული მნიშვნელობის შეგრძნება ძალიან ბევრს ნიშნავს ადამიანებისთვის. თითოეული ადამიანი რომელსაც თქვენ აგრძნობინებთ თავს მნიშვნელოვნად, გაგიხსენებთ როგორც გულკეთილ პიროვნებას სიცოცხლის ბოლომდე. ასევე ეჭვგარეშეა, რომ თქვენც სიცოცხლის ბოლომდე გემახსოვრებათ ის ადამიანები, რომლებმაც თავი საჭიროდ და მნიშვნელოვნად გაგრძნობინეს.

შესაძლოა, თქვენ იფიქროთ, რომ გადაჭარბებულია ჩემი შეფასები პიროვნების მნიშვნელობების შესახებ, მაგრამ ეს არის სიმართლე და ნამდვილად მუშაობს. თუ თქვენ უყურებთ ადამიანებს ფრეილინგის ჭრილიდან, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ თითოეული ადამიანი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც მეფეს. აღსანიშნავია, რომ თვით-შეფასება მთავარ როლს თამაშობს ადამიანის ქცევასა და მოტივაციაში. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ყველაზე მტკივნეული ადამიანისთვის? მტკივნეულია, როდესაც ადამიანი თავს გრძნობს იგნორირებულად, შეურაცხყოფილად და მიტოვებულად? არა, ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ მაშინ, როდესაც მათ ექცევიან უპატივცემულოდ და თავს უმნიშვნელო ადამიანებად აგრძნობინებენ.

ცხოვრების განმავლობაში ადამიანები აღმერთებენ და ოცნებობენ იყვნენ დაფასებულნი. ადამიანთა უმეტესობას სურს ფლობდეს ძალაუფლება. სწორედ ეს გრძნობაა უმაღლესი დონე, როდესაც ადამიანი თავს გრძნობს მნიშვნელოვნად. ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად უამრავი ადამიანი იბრძოდა და იბრძვის საუკუნეების განმავლობაში. ადამიანებს ისე არაფერი აღაფრთოვანებს, როგორც ძალაუფლება და თვით-მნიშვნელობის შეგრძნება.

კრიტიკა პირდაპირ ურტყამს ადამიანის თვით-შეფასებას. კრიტიკა წარმოადგენს ერთგვარ ანტიფრეილინგს. არასდროს არც ერთ ადამიანს არ უთხრათ, რომ ის ცდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ნამდვილად სიმართლეს ეუბნებით, თქვენთვის მომგებიანი იქნება დარჩეთ ნეიტრალური. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავს აარიდებთ შეარყიოთ სხვა ადამიანის თვით-შეფასება და შეძლებთ დაიცვათ საკუთარი თავი წონასწორული ძალებისგან.

კიდევ ერთი გზა, რომ ვატკინოთ სხვა ადამიანს არის, წარმოვიდგინოთ ის ნეგატიურ სლაიდებში. ნეგატიური სლაიდი წარმოადგენს სურათს, თუ რა არ მოსწონს კონკრეტულ ადამიანს საკუთარ თავში. როგორც იცით, ადამიანები, ვინც წარმოაჩენს ნეგატიურ სლაიდებს, ცდილობენ დაფარონ საკუთარი არასრულფასოვნება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. თუ შეეცდებით რომ კონტრარგუმენტები დაუბრუნოთ ამ პიროვნებას, ნახავთ რა ქარიშხალიც დატრიალდება. ამ ადამიანს ვერანაირი ძალა ვერ დაარწმუნებს, რომ თქვენ ხართ მართალი. თქვენ ამ დროს მისი ყველაზე საშინელი მტერი აღმოჩნდებით. უმჯობესია, რომ ამ ადამიანის უარყოფითი სლაიდები უყურადღებოდ დატოვოთ და არაფრის ახსნას არ ეცადოთ.

ადამიანის შეყვარება ყველაზე ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ ამ ადამიანის ფრეილეს დაუკავშირდეთ. ძალიან რთულია, თუ არა შეუძლებელი, რომ აიხსნას, რატომ უყვარდებათ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული ადამიანები. ორმხრივი სიყვარული მოითხოვს ორივე მხარისგან, რომ შეპყრობილობა არ გააჩნდეთ ერთმანეთის მიმართ, არამედ უპირობოდ უყვარდეთ ერთმანეთი.

პარტნიორის ფრეილესთან დასაკავშირებლად უნდა გადაეწყოთ თანამოსაუბრის სიხშირეზე, უნდა გამოხატოთ ყურადღება და ინტერესი ამ ადამიანისთვის საინტერესო საკითხების მიმართ. უნდა ეცადოთ თქვენი შინაგანი განზრახვა გამოიტანოთ გარეთ და გარე განზრახვის ძალით დაიმსახუროთ საერთო სიკეთე.


ენერგია ურთიერთობებში

„ქანქარების“ შესახებ თავში ჩვენ საუბარი გვქონდა ვიზუალიზაციის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ვიზუალიზაციის არსი შემდეგში მდგომარეობს: წარმოვიდგინეთ, რომ ვიღაცას სურს რაიმე დაგიშავოთ, გაგაბრაზოთ ან თავს დაგესხათ. ან შესაძლოა თქვენ გსურთ რაიმე სხვა ადამიანისგან. ასეთ სიტუაციაში თქვენ გჭირდებათ რომ განსაზღვროთ რა ამოძრავებს ამ პიროვნებას, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჯამრთელობა, თავდაჯერებულობა თუ შინაგანი სიმშვიდე? რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს ამ პიროვნებას, ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც უნდა ამ პიროვნებას. ახლა კი წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ ის იღებს ზუსტად იმას, რაც სჭირდება.

მაგალითად, წარმოიდგინეთ რომ ადამიანი აკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს და აქვს სიამოვნების, სრულყოფილებისა და სიმშვიდის განცდა. არ არის საჭირო რომ ძალიან ღრმად ვიფიქროთ დეტალებზე. უბრალოდ უნდა წარმოვიდგინოთ სლაიდი ჩვენს გონებაში. ეს ადამიანი შესაძლოა იჯდეს სახლში ბუხართან ჭიქა ღვინით ხელში, ან ცურავდეს ზღვაში და ა.შ. მაშინ როდესაც თქვენ ხშირად მოახდენთ ასეთი სიტუაციის ვიზუალიზაციას, მალევე აღმოაჩენთ რომ ეს პიროვნება თვითონვე გამოვა კონტაქტზე, თქვენთვის გაადვილდება კონკრეტული პრობლემის მოგვარება.

სინამდვილეში რა ხდება? ეს პროცესი ძალიან ჰგავს კარგი ფილმის ყურებას, როდესაც ფილმში ასახული დადებითი ემოციები მაყურებელზეც გადადის. შენ იწყებ ამ ფილმის ყურებას და ასევე გრძნობ თავს კარგად, შენი გული ივსება სიხარულით. ფილმი იწყებს დადებითი ემოციების გამომუშვებას როგორც ინტელექტუალურ ასევე ემოციურ დონეზე. თქვენ თუ წარმატებით დაიჭერთ თქვენი პარტნიორის სიხშირეს და დაუკავშირდებით მის ფრეილეს, შესაძლოა ამ პიროვნებამ გითხრათ, რომ მან იგრძნო ძალიან დადებითი ემოციები თქვენგან, რამაც მისცა იმპულსი დაგკავშირებოდათ.

მაშინ როდესაც პიროვნება იღებს თქვენგან ვიზუალიზაციის ენერგეტიკას, ის განიცდის კომფორტის შეგრძნებას თქვენ მიმართ. ამის შემდგომ პიროვნება ყოველთვის თავს იგრძნობს კომფორტულად როდესაც იქნებით თქვენთან ერთად. თქვენ თუ გულწრფელად გსურთ ამ ადამიანისთვის კარგი, მაშინ თქვენი ვიზუალიზაციის შედეგები იქნება გამაოგნებელი.

თქვენი ვიზუალიზაციით შექმნით ენერგიის ნაკადს, რომელიც თქვენვე გაგხდით მიმზიდველს, მაგნეტურს, ძალაუფლების მქონესა და ქარიზმატულს. ადამიანები ხშირად ცდილობენ და ეძებენ ისეთ ადამიანებს, ვინც მათთვის გასცემს ენერგიას არაცნობიერ დონეზე. იქიდან გამომდინარე რამდენად რბილი ან უხეშია ადამიანის ენერგია, ისინი ხდებიან მიმზდიველნი მეტად ან ნაკლებად სხვა ადამიანებისთვის.

პიროვნებას სხვა ადამიანების მისაზიდად, ყურადღების მისაპყრობად შეუძლია გამოიყენოს როგორც მხოლოდ საკუთარი ენერგია, ასევე თავისუფალი ენერგია მაშინ როდესაც ერთიანობაშია მისი გული და გონება. ჭარბი ენერგია შადრევანივით გადმოდის ამ ადამიანისგან, რომლის შეგრძნებაც შეუძლიათ მის გარშემო მყოფებს. თავისუფალი ენერგია იმართება აზრობრივად. რაც უფრო ახლოს არის ერთმანეთთან პიროვნების გონება და გული, მით უფრო ძლიერია მისი ენერგია. ძლიერი პიროვნულობა წარმოიშვება პიროვნების ერთიანობისა და ინტეგრაციულობის შემთხვევაში.

როგორც უკვე ვახსენეთ, შარმი, მომხიბვლელობა წარმოადგენს უმაღლესი დონის შეთანხმებას პიროვნების გულსა და გონებას შორის. როგორც წესი გულისა და გონების ერთიანობის ნაკლებობა ტანჯავს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაკლებად არიან მიმზიდველნი და შარმის მატარებელნი. ენერგეტიკულ დონეზე შარმი წარმოადგენს ენერგიას, რომელსაც პიროვნება გამოასხივებს, ეს ენერგია კი შექმნილია გულისა და გონების ერთიანობის შედეგად.

ადამიანებს რომლებსაც ახასიათებთ შარმის უმაღლესი დონე, მათი გონება და გული სრულ ჰარმონიაში თანაარსებობს. ისინი ცხოვრობენ თავიანთი კრედოს მიხედვით. ასეთი ადამიანები არიან ბედნიერები. ისინი ერთობიან ცხოვრებით, უყვართ საკუთარი თავი, თუმცა ეს არ არის ნარცისიზმი. ასეთ ადამიანებს გააჩნიათ შინაგანი ზეიმის შეგრძნება.

ასეთი ადამიანები არიან საკმაოდ ცოტა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ერთ-ერთი. თქვენ უნდა ჩაიხედოთ საკუთარ გულში, შეიყვაროთ საკუთარი თავი, აღმოაჩინოთ თქვენი შინაგანი მიზანი. არამხოლოდ თქვენი შინაგანი სამყარო შეიცვლება, არამედ თქვენი სხეულიც გახდება უფრო მოხდენილი, თქვენი სახე და ღიმილი კი შეიძენს სათნოებას. მაშინ როდესაც თქვენ ვერ ახერხებთ თქვენი ცხოვრების მიზნის მიღწევას, ყურადღება მიაქციეთ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს ამ ასპექტში. როგორ ენერგიას გამოაფრქვევთ. შეხედეთ სარკეში საკუთარ თავს, როდესაც მიზანზე ფიქრობთ როგორ გამოიყურებით, სარკიდან ენერგიული, პოზიტიური ადამიანი გიყურებთ, თუ იმედგადაწურული?!

თქვენი გამოსხივების ვარჯიშის შედეგად, რომელიც უპირველესად თქვენივე აზრებით ფორმირდება, თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი ენერგეტიკული დონე და გამოიმუშაოთ უნარი გავლენა მოახდინოთ ადამიანებზე. ისინი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილად აქციოთ. პიროვნება რომელსაც გააჩნია წვდომა თავისუფალ ენერგიაზე ყოველთვის არის მიმზიდველი სხვა ადამიანებისთვის.

თქვენ შესაძლოა გქონდეთ კამათი და განსჯა კოლეგებთან ან მეგობრებთან. თქვენი ენერგიის სიხშირის სიძლიერე აიძულებს თქვენს კოლეგებსა და მეგობრებს რომ დაგეთანხმონ თქვენ, ვინაიდან ისინი უნისონში არიან საკუთარ თავთან, ხოლო თქვენ კი ხართ ჰარმონიაში. თქვენ ამ დროს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორ ავსებს თქვენი ენერგია მთელს ჯგუფს, როგორ იპყრობთ მათ იდეებს. მალე სხვებიც იგრძნობენ თქვენი აზრების ძლევამოსილებას.

როდესაც საუბრობთ კონკრეტულ პიროვნებაზე თქვენ მენტალურად წარმოიდგენთ მას. იმ შემთხვევაში თუ თქვენ პიროვნებას გაუგზავნით დადებით ენერგიას, თქვენი შანსი მოახდინოთ ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზრდება. თქვენ მიიღებთ უპირატესობას ამ ტექნიკის გამოყენების გამო, სხვადასხვა მოლაპარაკებების დროს.

ვიზუალიზაციის გამოყენების უპირატესობა არის ის, რომ კიდევ უფრო მარტივად მოხდეს თქვენი დაკავშირება თქვენთვის საინტერესო პიროვნებასთან. ენერგო ვამპირები ცდილობენ დაუკავშირდნენ თქვენს ფრეილეს თქვენთვის მტკივნეული საკითხების შეხსენებით, ან გულის ტკენით, ვინაიდან ამ დროს გამოსტყორცნით ენერგიას, რომელსაც ისინი შეისრუტავენ. ნუ გაფანტავთ ენერგიას.


ინდულგენცია
 
თუ თქვენთვის ცნობილია საკუთარი ნაკლი, რომელიც მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით, და თვლით, რომ აუცილებელ ცოდნას და ჩვევებს არ ფლობთ - შეეგუეთ ამას. საკუთარი თავი ისეთი მიიღეთ, როგორიც ხართ. მიეცით თავს ნება, გქონდეთ ნაკლი და არ გაგაჩნდეთ აუცილებელი ღირსებები. ეს ძალზე დაგეხმარებათ და სიმსუბუქეს და სიმშვიდეს მოგანიჭებთ. თუ ნაკლს ებრძვით და აუცილებელი თვისებების არარსებობის დაფარვას ცდილობთ, ეს გადამწყვეტი გამოცდის დროს აუცილებლად იჩენს თავს.
 
მიუღებლობა აუცილებლად გამომჟღავნდება წინაღობების სახით. თქვენ თავად შეიქმნით წინაღობებს. პირველ რიგში, დანაშაულის და არასრულფასოვნების გრძნობა ჭარბ პოტენციალს ქმნის. წონასწორული ძალები კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. მეორე, გარეგანი განზრახვა აუცილებლად განახორციელებს იმას, რისიც გეშინიათ. რის ბლოკირებასაც ცდილობთ, უეჭველად ჩაერთვება სცენარში. მაგალითად, აუცილებლად დაგისვამენ შეკითხვას, რომლისაც გეშინიათ. ან იმის დემონსტრირებას მოგთხოვენ, რაც არ იცით. მაგრამ მთავარია, რომ გადამწყვეტ მომენტში შეიბოჭებით ან გახევდებით.
 
რას ხმარდება თქვენი თავისუფალი ენერგია? მნიშვნელოვნების ჭარბი პოტენციალის შენარჩუნებას, წონასწორულ ძალებთან ბრძოლას და სიტუაციის მართვას, რომლის კონტროლსაც ელვის სისწრაფით კარგავთ. რაც მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ საკუთარ ნაკლს, მით უფრო მძაფრია წონასწორული ძალების წინააღმდეგობა. რაც უფრო ძლიერად უჭერთ კონტროლის სადავეებს, მით უფრო მძლავრია ვარიანტების დინების წნეხი, რომელიც სულაც არ აპირებს შეჩერებას. შედეგად განზრახვის ენერგია მთლიანად ამოწურულია. რა შეგიძლიათ ამ მდგომარეობაში?
 
წარმოიდგინეთ, რომ იძულებული ხართ, გამუდმებით გოჭი ატაროთ თან. ის ხელიდან გისხლტებათ, ჭყვიტინებს, თქვენ კი მთელი ძალისხმევით მის შეკავებას და დაწყნარებას ცდილობთ. მაგრამ თუ მას გაუშვებთ, მაშინვე შემსუბუქდებით და გათავისუფლდებით. ენერგია, რომელიც გოჭის შესაკავებლად გეხარჯებოდათ, ახლა მთლიანად თქვენს განკარგულებაშია, და მისი სხვა მიზნებისკენ მიმართვა შეგიძლიათ.
 
გოჭთან შედარება უხეში სულაც არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ნაკლის დამალვა არ გამოგივათ. საკუთარ ღირსებებზე კონცენტრირება აჯობებს. თავად დარწმუნდებით, რამდენად მსუბუქად და თავისუფლად იგრძნობთ თავს, როდესაც გაუშვებთ და მიიღებთ საკუთარ ნაკლს ღონისძიების წინ, სადაც საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით უნდა წარმოაჩინოთ. ეს შეიძლება იყოს გასაუბრება, გამოცდა, გამოსვლა, შეჯიბრება, ბოლოს და ბოლოს, პაემანი. მოიცილეთ საკუთარი შინაგანი მნიშვნელოვნება. საკუთარ თავს ნაკლზე ინდულგენცია (ცოდვების მიტევება) მიეცით და ნახავთ, რომ თითქოს ლოდი ჩამოგვარდათ მხრებიდან - გაქრა ჭარბი პოტენციალი, და გათავისუფლდა განზრახვის ენერგია.
 
საკუთარ ნაკლთან ბრძოლა შინაგანი განზრახვის უაზრო მუშაობას წარმოადგენს. ესაა ბუზის მუშაობა, რომელიც ფანჯრის მინას ეხეთქება. ჭარბი პოტენციალის მოცილება და ენერგიის გათავისუფლება დიდ უპირატესობას განიჭებთ.
ტყუილად არაა ნათქვამი: „თვალს ეშინია - ხელი აკეთებს“. რომელია უკეთესი? ეჭვებმა გტანჯონ, კომპლექსებში იფართხალოთ, სურვილისგან ნერწყვი ყლაპოთ, საკუთარი ნაკლი გამწარებით მალოთ და იწუწუნოთ? თუ მთელი ეს სისულელე უბრალოდ ჩამოიბერტყოთ და მშვიდად შეასრულოთ დაწმენდილი განზრახვის სამუშაო? თუ მნიშვნელოვნების მოცილება არ გამოგდით, მაშინ სიტუაციის კონტროლის სადავეების მიშვება და განცდებიდან აქტიურ მოქმედებებზე გადასვლაა აუცილებელი. უბრალოდ მოქმედება დაიწყეთ. მნიშვნელობა არ აქვს როგორ - ეფექტიანად თუ არც ისე. თავს ცუდი საქციელის ნება მიეცით. მნიშვნელოვნების პოტენციალი მოძრაობის პროცესში გაიფანტება, განზრახვის ენერგია გათავისუფლდება, და თქვენ ყველაფერი გამოგივათ.


სამსახურის ძებნა
 
ამ თავის ბოლოს ერთი გამოყენებითი საკითხის საშუალებით, რომელიც ყველას აღელვებს, ტრანსერფინგის პრინციპების (ფრეილინგის ჩათვლით) დემონსტრირება მსურს. თქვენ ალბათ სხვადასხვა წყაროებიდან იცით, როგორ შეადგინოთ რეზიუმე და როგორ მოიქცეთ გასაუბრებაზე. შესაძლოა, არც ქვემოთ მოყვანილიდან გაგიძნელდეთ ახალი სასარგებლო დასკვნების გაკეთება.
 
თავიდან უნდა დაადგინოთ, რომელია თქვენი სამუშაო. აქ მთლიანად თქვენი მიზნის და კარის ამორჩევის მეთოდიკას შეიძლება დაეყრდნოთ, ამიტომ აღარ გავიმეორებ. თქვენ მხოლოდ უნდა გახსოვდეთ, რომ არჩევანის რეალური უფლება გაქვთ, და შესაძლებლობები მხოლოდ საკუთარი განზრახვით და მნიშვნელოვნების დონითაა შეზღუდული. თქვენი სამუშაოს განსაზღვრის პროცესში იფიქრეთ არა მის პრესტიჟულობაზე, მიღწევის საშუალებებზე და საკუთარ ნაკლზე, არამედ მხოლოდ იმაზე, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ეს სამუშაო.
 
დავუშვათ, ეჭვები გაგიჩნდათ, რომ თქვენთვის სასურველ ასეთ კარგ სამუშაოზე ადგილს იპოვით. ასეთ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ ქანქარები ყველა პირობას შეგიქმნით მღელვარებისთვის, იმედგაცრუებისთვის და სასოწარკვეთისთვისაც კი. ეს უნდა გახსოვდეთ და გამუდმებით ამტკიცებდეთ, რომ არჩევანის უფლება გაქვთ, და თუ შეუკვეთეთ, ის ადრე თუ გვიან შესრულდება კიდეც.
 
სიზმარში თქვენი განზრახვა მომენტალურად მუშაობს, მაგრამ მატერიალური რეალიზაცია ფისივით ინერტულია, ამიტომ დრო, მოთმინება და ურყევი რწმენაა საჭირო, რომ არჩევანის უფლებას ფლობთ. ცუდ რესტორანში ოფიციანტის ლოდინი დიდხანს გვიწევს, თუმცა შეკვეთის შესრულების მოლოდინი ყოველთვის გვაქვს. ამიტომ, შემდეგი სლაიდით სარგებლობას გირჩევთ: თავად ირჩევთ, განსაზღვრავთ, როგორი სამუშაო გქონდეთ, ხოლო საიდან მოვა, თქვენ არ გეხებათ. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია! ეს ქანქარების მცდელობაა, საწინააღმდეგო შთააგონოს გონებას. თქვენი საქმე მხოლოდ არჩევა და შეკვეთის მიღების მტკიცე განზრახვაა.
 
რა თქმა უნდა, თუ მოცდის შესაძლებლობა არ გაქვთ, მოცემულ მომენტში არსებულით დაკმაყოფილება მოგიწევთ, ვიმედოვნებ, გასაგებია. მაგრამ, ისეთი სამუშაოს მიღების შემდეგ, რომელიც მხოლოდ საარსებო მინიმუმს უზრუნველყოფს, შეგიძლიათ საუკეთესო შეუკვეთოთ და შესრულებას მშვიდად დაელოდოთ.
 
თუ სამუშაო მოგწონთ, მაგრამ  გარკვეულ სულიერ შებოჭილობას გრძნობთ, ატარეთ სლაიდი იმის შესახებ, რამდენად კარგად აკეთებთ ამ საქმეს, რაოდენ დიდ სიამოვნებას და კმაყოფილებას განიჭებთ ის. თუ შებოჭილობა დროთა განმავლობაში არ გაქარწყლდა, ე.ი. ეს სულიერი დისკომფორტია. ასეთ შემთხვევაში სხვა ვარიანტების მოსინჯვა აჯობებს.
 
მას შემდეგ, რაც საკუთარ სამუშაოს განსაზღვრავთ, გონებაში დაატრიალეთ სლაიდი, რომ მიზანი უკვე მიღწეულია. იმავე დროს აუცილებელია, რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილი არ იჯდეთ, არამედ შეასრულოთ ის, რაც მოგეთხოვებათ. მაგრამ, ვიდრე რეზიუმეს შედგენას და გასაუბრებებისთვის მზადებას შეუდგებოდეთ, საკუთარი განზრახვის საჭირო მიმართულებით ფოკუსირებაა აუცილებელი.
 
სამსახურში მიღებისმიზნად დასახვა და მასზე კონცენტრირება შეცდომა იქნებოდა. მიზანი აზრებში უნდა ფიქსირდებოდეს სლაიდის სახით, რომელშიც თქვენ უკვე მიღებული ხართ და ყველაფერი უკანაა მოტოვებული. როდესაც ფიქრობთ, მიგიღებენ თუ არა, აუცილებლად შექმნით დამარცხების სცენარს. გაიხსენეთ ტრანსფერული ჯაჭვები. პირველი რგოლი - რეზიუმეს შედგენაა. სწორედ ამ რგოლზე უნდა კონცენტრირდეს შინაგანი განზრახვა.
 
რეზიუმეს შედგენისას ჩამოთვალეთ ყველაფერი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, მაგრამმხოლოდ ერთი სასურველი თანამდებობა მიუთითეთ. ამას საფუძვლიანი მიზეზები აქვს. პირველი, როდესაც სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულების მზადყოფნას გამოთქვამთ, ამით თქვენს თავდაუჯერებლობას ამჟღავნებთ და შესაძლოა, დამქირავებლის უნდობლობა გამოიწვიოთ, რომელიც იფიქრებს, რომ ნებისმიერ სამუშაოს დათანხმდებით, ოღონდ მიგიღონ. მეორე, ერთდროულად რამდენიმე მიზნის დასახვით, თქვენ სიბრტყეში განიბნევით, და განზრახვა „დიდებული ეტლიდან კვახად“ გადაიქცევა. მესამე, როდესაც საკუთარ თავზე ძალზე ბევრს იღებთ, თქვენს ირგვლივ ჭარბ პოტენციალს ქმნით, და შედეგად ვეღარაფერს მიიღებთ. არჩევა შესაძლებელია, მაგრამ ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი თვისება უნდა აირჩიოთ. რადგან, ერთი სათამაშოს არჩევისას, ხომ არ მოითხოვთ, რომ მასში თოჯინას, სამაგიდო თამაშის და იარაღის თვისებები იყოს გაერთიანებული?
 
განსაზღვრეთ, მაინც ვინ გსურთ, რომ იყოთ, რა თანამდებობა შეგეფერებათ ყველაზე მეტად. ნუ მოგერიდებათ, თქვენ ხომ თავად ირჩევთ სამუშაოს. გახსოვდეთ, რომ მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლა საჭირო არაა, - თქვენ არჩევანის უფლება გაქვთ. სწორედ ის პროფილი მიუთითეთ, რომელიც აარჩიეთ. ნუ აგაღელვებთ ის, რომ ასეთი სამუშაო შესაძლოა დეფიციტი იყოს. თუ საკუთარ თავს ფლობის ნებას მისცემთ, სწორედ იმას მიიღებთ, რაც გსურთ.როგორ რეალიზდება ეს, არ უნდა გაღელვებდეთ. მასზე ზრუნვა გარეგან განზრახვას გადაულოცეთ.
 
რეზიუმეს შედგენისას შინაგანი განზრახვა იქითკენაა მიმართული, რომ აჩვენოს, რამდენად ბრწყინვალე სპეციალისტი ხართ. გარეგანი განზრახვა კი იმაზეა მიმართული, რის მიღებაც დამქირავებელს სურს. გრძნობთ განსხვავებას? რა თქმა უნდა, ყველას ბრწყინვალე სპეციალისტი ესაჭიროება. თუმცა, თუ სამსახურის ძიებაში ახალბედა ხართ, საგონებელში ჩავარდებით, როდესაც დამქირავებელი ასეთ ბრწყინვალე სპეციალისტს უფრო ნაკლები ღირსებებით შემკულ თანამშრომელს ამჯობინებს.
 
მეტოქე სწორედ იმიტომ გაჯობებთ, რომ მისი პარამეტრები ამ თანამდებობის შესახებ დამქირავებლის წარმოდგენას უფრო ზუსტად ესადაგება. მაგრამ თქვენც ხომ ესადაგებით, და მეტადაც კი! სწორედ ამაშია საქმე, რომ ეს „მეტადაც კი“ ქმნის სიტუაციას, როდესაც საუკეთესო - კარგის მტერია. დამქირავებელი მთლიანად გატაცებულია საკუთარი შინაგანი განზრახვით შეარჩიოს ისეთი სპეციალისტი, რომელიც მის მიერვე დადგენილ პარამეტრებს შეესაბამება. ჰოდა, მინას ასკდება და სულაც ვერ ამჩნევს გვერდით ისეთ ფართო და ღია სარკმელს, როგორიც თქვენ ხართ.
 
გონებას არ ძალუძს მოთხოვნის გამოცნობა. ის შეეცდება, წარმოგაჩინოთ როგორც „შედევრი“, როგორადაც წარმოუდგენიხართ. მაგრამ ბაზარი სრულიად სხვა კრიტერიუმებს კარნახობს. შეიძლება და საჭიროცაა საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას ცდილობდეთ, ოღონდ გადაჭარბების გარეშე, რა თქმა უნდა. მაგრამ, როდესაც ამგვარად იქცევით, მთელი თქვენი აზრები და მოტივები დამქირავებლის პრობლემებისკენ მიმართეთ. გამუდმებით შეეკითხეთ საკუთარ თავს: რის მიღება სურს თქვენგან, რა სჭირდება მას. თავი მის ადგილას დააყენეთ.
 
თქვენ შეგიძლიად სრულიად მარტივად მოიქცეთ. გადახედეთ თქვენი პროფილის ვაკანსიებს, ამოწერეთ ყველა მოვალეობა და კანდიდატების სასურველი თვისებები. დარწმუნდებით: ისინი ბევრჯერ მეორდება. ამ მთლიანი მასიდან ამოარჩიეთ ისინი, რაც თქვენ გეხებათ, მოარგეთ თქვენს ვალდებულებებს და თვისებებს და მიიღებთ იმას, რისი ხილვაც სურს დამქირავებელს თქვენს რეზიუმეში. შეგიძლიათ თქვენს რეზიუმეში ფაქტობრივად გადააკოპიროთ ის მოთხოვნები, რასაც დამქირავებელი მოცემული კანდიდატისგან ელოდება. შელამაზების მცდელობისას, არა თქვენი საკუთარი მოგონილი ფრაზებით, არამედ თავად დამქირავებლის ენით ისაუბრეთ.
 
წარმოიდგინეთ, რომ სამუშაოს მაძიებელი კი არა, დამქირავებელი ხართ, რომელიც თანამშრომლის იდეალურ რეზიუმეს ადგენს. ასეთ შემთხვევაში, ის თქვენი კი არა, მისი კრიტერიუმების შესაბამისი იქნება. მაგრამ ამისთვის ვაკანსიების ბევრი განცხადების წაკითხვა და მათი გამომქვეყნებლების „ტყავში შეძრომაა“ საჭირო. შეიძლება და აუცილებელიცაა ყველაფრის მითითება, რაც იცით გარდა მოთხოვნილისა. თუმცა განსაკუთრებით ხაზგასმული და გამოყოფილი სწორედ ის უნდა იყოს, რაც მოითხოვება. თქვენი რეზიუმე დამქირავებლის მოთხოვნების მკაფიო ექოდ უნდა ჟღერდეს.
 
მაგალითად, ინტერნეტში რეზიუმეს განთავსებამდე, საკუთარი თავი დამქირავებლის ადგილას დააყენეთ და თქვენი პროფილის სპეციალისტების რეზიუმეები მოძებნეთ. გპირდებით, ბევრ სიახლეს აღმოაჩენთ და უზარმაზარ უპირატესობას მოიპოვებთ. საქმე იმაშია, რომ მაძიებელთა უმეტესობა მხოლოდ შინაგანი განზრახვით ხელმძღვანელობს და ვაკანსიების განყოფილებაში აქვეყნებს საკუთარ რეზიუმეს. ასე რომ, ჯერ თქვენი თანამდებობის სპეციალისტების რეზიუმეების მოძიება სცადეთ. წარმოიდგინეთ, რომ სწორედ თქვენთვის ეძებთ კანდიდატს. მაშინ თქვენი კონკურენტების ყველა ღირსებას და ნაკლს დაინახავთ, გაიგებთ, რას გრძნობს დამქირავებელი ამ რეზიუმეების კითხვისას, და მიხვდებით, რა უნდა შეცვალოთ საკუთარში.
 
რეზიუმეს შედგენის შემდეგ, შეგიძლიათ ის სხვადასხვა კომპანიაში გააგზავნოთ. მაგრამ ნუ ეცდებით კარის შემტვრევას, დაე, ის თავად გაიღოს. ანუ, საკუთარი თავი დაძალების გარეშე შესთავაზეთ. ისე გააკეთეთ, რომ მათ თავად აგარჩიონ. მაგალითად, თქვენი რეზიუმე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში გამოაქვეყნეთ. სამყაროს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს ნუ მოახვევთ თავს. სიმძიმის ცენტრი სამუშაოს ძებნიდან შრომის ბაზარზე თქვენს ყოფნაზე გადაიტანეთ. რამდენადაც შესაძლებელია, ნება მიეცით სამუშაოს, თავად გიპოვოთ. არასოდეს გაგზავნოთ ერთი და იგივე რეზიუმე ხელმეორედ. საკუთარ თავს პატივს უნდა სცემდეთ და თქვენი ფასი იცოდეთ. თუ ექსკლუზიური სპეციალისტი ხართ, თქვენი რეზიუმე რეკრუტინგულ სააგენტოებში გაგზავნეთ და მოსავალს მშვიდად დაელოდეთ.
 
მყისიერი გამოხმაურების იმედი ნუ გექნებათ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ შეკვეთის ლოდინი დიდხანს მოგიხდეთ. ეს თქვენი განზრახვის სისუფთავეზეა დამოკიდებული. თუ თქვენი სურვილი კაშკაშა ალით ანთია, წონასწორული ძალები ყოველნაირად შეგეწინააღმდეგებათ. ხშირად შეკვეთა მაშინ ასრულდება, როდესაც იმედი გადაიწურება. რაც უფრო გულგრილად ხართ განწყობილი თქვენი შეკვეთისადმი, მით უფრო ადრე ასრულდება ის. სურვილის არარსებობა თავისუფლებას შობს, რომელიც მოქმედების განზრახვაზე კონცენტრირების საშუალებას გვაძლევს ნაცვლად იმისა, რომ შესაძლო წარუმატებლობაზე ვიღელვოთ.
 
ბოლოს და ბოლოს, გასაუბრებაზე დაგიბარეს. ახლა განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენი განზრახვის მიმართულებას. ფიქრი იმის შესახებ, რას მოგცემთ ეს სამუშაო ამ დაწესებულებაში, ძალზე შეზღუდული შინაგანი განზრახვა იქნება.აზრების კონცენტრირება იმაზე, თუ რას მისცემთ თქვენ ამ დაწესებულებას, გარეგანი განზრახვა იქნება. დადგა დრო, გონებიდან ამოიგდოთ მიზნობრივი სლაიდი, ზურგი აქციოთ საკუთარ თავს და სრულად კონცენტრირდეთ დამქირავებლის საჭიროებებზე. ახლა თქვენ მხოლოდ მისი შინაგანი განზრახვა უნდა გაინტერესებდეთ.
 
რაც შეიძლება მეტი გაიგეთ კომპანიის შესახებ სარეკლამო პროსპექტებიდან. განსაზღვრეთ, განსაკუთრებით რითი ამაყობს კომპანია, კონკურენტებთან შედარებით რა განსხვავებებს უსვამს ხაზს. კარგად განსაზღვრეთ ეს საკითხები და გასაუბრებაზე აუცილებლად შეეხეთ მათ. ყველა კომპანიას, ისევე როგორც ყველა ქანქარას, საკუთარი რეზონანსული სიხშირე გააჩნია. ეს სიხშირე ბევრი პარამეტრით ხასიათდება. განსაზღვრეთ ამ კომპანიის სული. როგორია მათი კორპორაციული ეთიკა - მკვეთრად რეგლამენტირებული თუ თავისუფალი? ურთიერთობის როგორი მანერაა მიღებული - ოფიციალური თუ მეგობრული? მუშაობასთან მიმართებით რა უფრო ფასდება - ენთუზიაზმი და ინიციატივა თუ დისციპლინა და შემსრულებლობა? კოლექტიური მუშაობა თუ ინდივიდუალობა და შემოქმედება? და ა.შ. ეს ყველაფერი თანამშრომლებს ზღუდავს, მათი ქცევის სტილს განსაზღვრავს და მათ კოლექტივის წევრებად აქცევს. თუ შეძლებთ და კომპანიის სულით განიმსჭვალებით, უკვე გასაუბრებაზევე ისინი თავისიანად გიგულებენ.
 
გასაუბრების წინ საკუთარ თავს ნაკლისთვის და ღირსებების არქონისთვის ინდულგენცია მიეცით. თუ თქვენი ნაკლი იცით, რასაც სამუშაოს მიღებაში ხელის შეშლა შეუძლია, და იცით, რომ რომელიღაც აუცილებელი ცოდნა და უნარი არ გაგაჩნიათ, - შეეგუეთ ამას. საკუთარი თავი ისეთი მიიღეთ, როგორიც ხართ. საკუთარ თავში ყველაფერი მიიღეთ, რის დამალვასაც ისურვებდით, და მშვიდად წადით გასაუბრებაზე. იდეალური კანდიდატები, ისევე როგორც იდეალური დამქირავებლები არ არსებობენ, ამიტომ შეგიძლიათ თამამად მოიცილოთ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნება. თავის მართლებას არაფერში საჭიროებთ არც საკუთარი თავის და არც ვინმე სხვის წინაშე. რა თქმა უნდა, ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ საკუთარ ნაკლზე მუშაობა საჭირო საერთოდ არაა. მაგრამ გასაუბრების დროს სრულიად აუცილებელია საკუთარ თავს მათი ქონის ნება მისცეთ.
 
ყველამ იცის, რომ გასაუბრებაზე ნერვიულობა არ შეიძლება. ბევრი ცდილობს ნერვიულობას შინაგანი განზრახვის ძალით ებრძოლოს. მაგრამ რამდენიც არ უნდა უმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ მშვიდად ხართ, რაც არ უნდა ეხვეწოთ არ ინერვიულოთ - ყველაფერი ამაოა. ვერაფერს გახდებით ნერვიულობასთან, თუ მის მიზეზს არ აღმოფხვრით. ნერვიულობასთან ბრძოლამ შეიძლება ისე გაგახევოთ, რომ თქვენი ქცევით ეგვიპტის ფარაონის მუმიას დაემსგავსებით.ნერვიულობისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა - დამარცხებასთან წინასწარ შეგუებაა.
 
მიღების სურვილი ჭარბ პოტენციალს ქმნის. რაც მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ წარმატებულ შედეგს, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ სამუშაოს მიღება თქვენთვის, და მით უფრო ნაკლები შანსი გრჩებათ. განზრახვის სურვილისგან გაწმენდაა აუცილებელი. თქვენ გასაუბრებაზე იმიტომ კი არ მიდიხართ, რომ მიგიღონ, არამედ გასაუბრებისთვის. არა გასაუბრების გასავლელად, არამედ სწორედ გასაუბრებისთვის. მიზნისკენ კი ნუ მიისწრაფით, არამედ პროცესზე კონცენტრირდით. იცხოვრეთ და დატკბით გასაუბრების პროცესით. იქ არავინ არავის შეჭამს, დასაკარგი არაფერი გაქვთ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც უნდა მოეშვათ და სიამოვნება მიიღოთ. ამაზე განეწყვეთ. გასაუბრება ხომ საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ჰოდა, მიანიჭეთ საკუთარ თავს ეს სიამოვნება. თავიდან მოიცილეთ ჩაფლავების შესახებ ყველა აზრი. თქვენ ხომ უკვე შეეგუეთ მარცხს, ე.ი. დასაკარგიც არაფერია.
 
გასაუბრებაზე მაძიებლის ყველა აზრი საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით ჩვენებაზეა მიმართული. ეს შინაგანი განზრახვაა. რა კუთხით შეგიძლიათ საუკეთესოდ გამოჩნდეთ? გარეგანი განზრახვა დამქირავებლის პრობლემებისადმი გულწრფელ ინტერესზეა ფოკუსირებული. მხოლოდ მისი პრობლემების კუთხით შეგიძლიათ საუკეთესო იყოთ.
 
თქვენი ამოცანაა - კითხვებზე პასუხისას, საუბარი გამუდმებით დამქირავებლის პრობლემების კონტექსტში მოაქციოთ. იმავე დროს, აუცილებელია დასმულ შეკითხვებს ზედმეტი ლაპარაკის და თემიდან გადახვევის გარეშე,მკაფიოდ უპასუხოთ. დამქირავებელს ძალიან აღიზიანებს, როდესაც მაძიებელი კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემის ნაცვლად ფართო ახსნა-განმარტებას იწყებს. მაგრამ იმავე დროს, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ, შეეხეთ საკითხებს იმის შესახებ, რას საქმიანობს კომპანია-დამქირავებელი, რით ამაყობს, რა პრობლემები აქვს. საუბარი მხოლოდ ამ პლატფორმაზე უნდა ააწყოთ. თქვენი ღირსებები კომპანიის პრობლემების კუთხით უნდა იყოს წარმოჩენილი. დამქირავებელს მისი პრობლემების და თქვენი პროფესიული უნარების დახმარებით ამ პრობლემების გადაჭრის შესახებ ესაუბრეთ. სწორედ ეს იქნება გარეგანი განზრახვა.თუ შეძელით და საუბარი დამქირავებლის პრობლემების კუთხით წარმართეთ, ჩათვალეთ, რომ თამაში თქვენი სცენარის მიხედვით მიმდინარეობს.
 
ბოლოს და ბოლოს, თუ ამ სამუშაოს ვერ მიიღებთ, ე.ი. ის თქვენი არ იყო. თქვენ ხომ არ იცით, რა პრობლემები აიცილეთ თავიდან ასე იოლად და ბედნიერად. მშვიდად იყავით, დაელოდეთ თქვენს სამუშაოს, და მას აუცილებლად მიიღებთ. მაგრამ თუ სხვის სამუშაოზე მიგიღეს - პრობლემებს ელოდეთ. ამიტომ უმჯობესია საკუთარი სამუშაო ეძებოთ, ხოლო ეს როგორ გააკეთოთ, თავადაც იცით - სამუშაოზე ფიქრებმა იოტისოდენა სულიერი დისკომფორტიც კი არ უნდა გამოიწვიოს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სამუშაოზე, როგორც დღესასწაულზე, ისე მიდიხართ.


რეზიუმე
 
ადამიანთა შინაგანი განზრახვა საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ.
 
შინაგან განზრახვას საფუძვლად საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობა უდევს.
 
არც სხვების შეცვლა უნდა სცადოთ, და არც საკუთარი თავის.
 
თავისუფლად რომ იყოთ, საკუთარი თავიდან ყურადღება სხვებზე გადაიტანეთ.
 
აჰყევით სხვათა მნიშვნელობის გაბერვის თამაშს.
 
ყურადღების მისაქცევად გარშემომყოფებისადმი ინტერესის გამოვლენაც კმარა.
 
ურთიერთობაში ადამიანი აფასებს არა იმას, რამდენად საინტერესო ხართ, არამედ მისი საკუთარი მნიშვნელოვნების რეალიზაციას რამდენად ესადაგებით.
 
ადამიანებით გულწრფელად დაინტერესდით.
 
გარეგანი განზრახვა სხვების შინაგანი განზრახვის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
 
მიღების განზრახვაზე უარი თქვით და გაცემის განზრახვით შეცვალეთ.
 
შედეგად იმას მიიღებთ, რაზეც უარი თქვით.
 
კამათი და კრიტიკა - გონების ბრძოლაა ვარიანტების ნაკადთან.
 
უარი თქვით ქმედებაზე, რომელიც სხვის მნიშვნელობის გრძნობას აყენებს დარტყმას.
 
ადამიანთან საუბრის დაწყებამდე მასთან ერთად ნაკადის მიმართულებით შებრუნდით.
 
ნუ დაიცავთ საკუთარ შეცდომებს, არამედ შეგნებულად აღიარეთ ისინი.
 
სხვისი სიმართლის მოწმის როლი მოირგეთ.
 
ადამიანის მიმართ გულწრფელი სიმპათიის გამოვლინება დამცველ ეკრანს ანეიტრალებს.
 
არადამამძიმებელი დახმარების თხოვნა ადამიანს თქვენს მიმართ განაწყობს.
 
პოზიტიური ვიზუალიზაცია ენერგეტიკულ დონეზე კომფორტს იწვევს.
 
პიროვნების ზემოქმედების ძალა თავისუფალი ენერგიის სიდიდის პროპორციულია.
 
მომხიბვლელობა - სულის და გონების ურთიერთსიყვარულია.
 
მიეცით საკუთარ თავს ნაკლის ქონის და ღირსებების არქონის ფუფუნება.
 
შინაგანი მნიშვნელოვნების ჭარბი პოტენციალი მოქმედებისას ქრება.

მსგავსი სტატიები

თავი XV - წერილები წარსულიდან


ნაწყვეტები წიგნიდან „ტრანსერფინგის რეალობა“ მის გამოსვლამდე ინტერნე...

თავი VI. ვარიანტთა დინება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი II. ქანქარები


თავი II. ქანქარები   (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალო...

თავი X. მიზნები და კარიბჭეები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი III. წარმატების ტალღა


თავი III. წარმატების ტალღა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი IX. სული და გონება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff