ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი"

მთარგმნელი: მამუკა გურული

წინასიტყვაობა

ძვირფასო მკითხველო!

 თქვენ, უეჭველია, რომ ისევე, როგორც ყველა ადამიანს, გსურთ კომფორტულად ცხოვრება, სიუხვით, ავადმყოფობებისა და ძვრების გარეშე. თუმცაღა ცხოვრება სხვაგვარად გექცევათ და გატრიალებთ, როგორც ქაღალდის გემს მჩქეფარე ნაკადში. ბედნიერების დევნაში, უკვე ბევრი ცნობილი მეთოდი გამოსცადეთ. ბევრს მიაღწიეთ ტრადიციული მსოფლმხედველობის ფარგლებში?

 ამ წიგნში საუბარია ძალიან უცნაურ და უჩვეულო საგნებზე. ეს ყველაფერი იმდენად შოკისმომგვრელია, რომ დაჯერებაც არ გინდება. მაგრამ თქვენი რწმენა არც იქნება საჭირო. აქ მოყვანილია მეთოდები, რომლების მეშვეობითაც თავად შეამოწმებთ ყველაფერს. აი, მაშინ კი თქვენი ჩვეული მსოფლმხედველობა ჩამოინგრევა.

 ტრანსერფინგი - ესაა მძლავრი ტექნიკა, რომელიც გაძლევთ ძალაუფლებას - აკეთოთ ჩვეული თვალთახედვით წარმოუდგენელი, სახელდობრ, მართოთ ბედი თქვენი შეხედულებისამებრ. არანაირი სასწაული არ მოხდება. უფრო მეტი რაღაც გელით. თქვენ გელით დარწმუნდეთ, რომ უცნობი რეალობა ნებისმიერ მისტიკაზე ბევრად საოცარია.

 არსებობს მრავალი წიგნი, რომლებიც გასწავლიან, როგორ მიაღწიოთ წარმატებას, გახდეთ მდიდარი, ბედნიერი. პერსპექტივა მაცდუნებელია, ვის არ უნდა ეს? მაგრამ გადაშლი ასეთ წიგნს და იქ რაღაც სავარჯიშოებია, მედიტაციებია, საკუთარ თავზე მუშაობაა. მაშინვე მოსაწყენი ხდება. ცხოვრება ისედაც მუდმივი გამოცდაა, აქ კი კვლავაც დაძაბვას და საკუთარი თავისგან რაღაცის გამოწურვას გთავაზობენ.

 თქვენ გარწმუნებენ, რომ არასრულყოფილები ხართ, ამიტომაც უნდა შეიცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს მიაღწევთ. შესაძლოა არ ხართ კმაყოფილი საკუთარი თავით, მაგრამ გულის სიღრმეში სულაც არ გინდათ საკუთარი თავის შეცვლა. და სწორიცაა, რომ არ გინდათ. არ დაუჯეროთ არავის, ვინც გეუბნებათ, რომ არასრულყოფილი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ვინმე თქვენზე უკეთ გიცნობთ და უკეთ იცის, როგორი უნდა იყოთ? არ გჭირდებათ საკუთარი თავის შეცვლა. გამოსავალი იქ არაა, სადაც ეძებთ.

 ჩვენ არ გავაკეთებთ სავარჯიშოებს, მედიტაციებს და არ ვიქექებით საკუთარ თავში. ტრანსერფინგი - ეს არაა თვითგანვითარების ახალი მეთოდი, არამედ პრინციპულად ახალი მეთოდია - იფიქროთ და იმოქმედოთ ისე, რომ სასურველი მიიღოთ. კი არ მიაღწიოთ, არამედ მიიღოთ. და კი არ შეცვალოთ საკუთარი თავი, არამედ დაუბრუნდეთ საკუთარ თავს.

 ყველანი ბევრ შეცდომას ვუშვებთ ცხოვრებაში, შემდეგ კი ვოცნებობთ, რა კარგი იქნებოდა დაგვებრუნებინა წარსული და ყველაფერი გამოგვესწორებინა. მე არ გთავაზობთ „პლაცკარტის ბილეთს ბავშვობაში“, მაგრამ შეცდომების გამოსწორება შეიძლება, ამასთან ეს ემგვანება წარსულში დაბრუნებას, უფრო სწორად - „წინ, წარსულში“. ამ სიტყვების აზრი თქვენთვის მხოლოდ წიგნის ბოლოს გახდება გასაგები. შეუძლებელია სადმე წაგეკითხათ ან გაგეგოთ ის, რის მოყოლასაც ვაპირებ. ამიტომ მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის, რამდენადაც საოცარისთვის, იმდენადვე სასიამოვნოსთვის.

პირველი თავის სანახავად გადადით ამ ლინკზე.

მსგავსი სტატიები

თავი II. ქანქარები


თავი II. ქანქარები   (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალო...

თავი XIII. კოორდინაცია


მიზნების მისაღწევად სულაც არაა სავალდებულო ძლიერი და საკუთარ თავში ...

თავი VII. განზრახვა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი XIV. წინ, წარსულში


ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. ...

თავი V. ინდუცირებული გადასვლა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)  მთარგმნ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff