როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?

Admin
სადჰგურუ
0
0

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი საკვები კლასიფიცირდება სამ კატე...

sadhguru spot for the love of life

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი

საკვები კლასიფიცირდება სამ კატეგორიად: მათი სახელებია სატტვა, ტამასი და რაჯასი.

ასეც შეიძლება ეწოდოს: პოზიტიური პრანა საკვები, ნეგატიური პრანა საკვები და ნულოვანი პრანა საკვები.

პოზიტიური პრანა ნიშნავს რომ საკვები მატებს გარკვეულ ენერგიას თქვენს სისტემას (თქვენს სხეულს) როდესაც მას მოიხმართ.

ნეგატიური პრანა გაცლით ენერგიას თქვენი სისტემიდან.

ნულოვანი პრანა არც გმატებთ და არც გაცლით ენერგიას, ის მიიღება მხოლოდ გემოსთვის და იწვევს ლეთარგიას.

ხალხს მოსწონს ლეთარგიულობა, არ იცოდით? დიახ. უამრავი ადამიანი მეუბნება, რომ მათ სიამოვნებას ანიჭებთ ძილი. არავის არ შეუძლია ისიამოვნოს ძილით. თუ თქვენ სიამოვნებას იღებთ ძილისგან, ესეიგი არ გძინავთ. თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ დასვენებით, ან კარგი ძილის შემდგომი ეფექტით, ეს სხვა რამეა. თქვენ სიამოვნებას იღებთ მოსვენებისგან და არა ძილისგან, ჩაიბეჭდეთ ეს თავში.

დასვენება აუცილებელია ადამიანისთვის რადგან იგია ყველანაირი აქტივობის საფუძველი. თუ არ გაქვთ სათანადო დასვენება, თქვენთვის დინამიური აქტივობა არ იქნება შესაძლებელი. თუ არ ხართ დასვენებული, შეგიძლიათ აქტიური იყოთ? არა. დასვენებაა ყველანაირი აქტივობის საფუძველი. დასვენება ერთია და ძილი მეორეა. თქვენ უნდა შეგეძლოთ ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა.

ძილი არის გარკვეული ინერცია. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავება ასეთია: სიცოცხლე არის ენერგიის მოძრაობის დინამიური პროცესი, ხოლო სიკვდილი ინერციული სტადია ენერგიისა. ძილი თამაშობს ამ ორს შორის. რაც უფრო მეტს აპრაქტიკებთ ძილს, გაუცნობიერებლათ თქვენ იწვევთ (ეპატიჟებით) სიკვდილს. თუ გძინავთ 8 საათი დღე-ღამის განმავლობაში, თქვენ ეპატიჟებით სიკვდილს 20 ან 30 წლით ადრე, ვიდრე ის უნდა მოსულიყო. ასე რომ თუ თქვენ მიიღებთ პოზიტიურ პრანა საკვებს, თქვენში დინამიური ენერგია იქნება. თუ მიიღებთ ნეგატიურ პრანა საკვებს, ის წაგართმევთ ენერგიას და გამოიწვევს გარკვეულ გადახრებს მასში. თუ მიიღებთ ნულოვან პრანა საკვებს, ის მოგცემთ ლეთარგიულობას. შეიძლება მიიღოთ მხოლოდ გემოსთვის გარკვეულ ზომამდე. ჩვენ შევხედავთ კლასიფიკაციას, რომელი საკვები შედის მათში. არაა საჭირო რომ ეძებოთ პოზიტიური პრანა საკვები, რადგან საკვების უმეტესობა პოზიტიურია, მე არ შემიძლია ჩამოვთვალო მთელი სია.

შევხედოთ ნეგატიურ პრანა საკვების ჩამონათვალს, რომელსაც მცირე რაოდენობა აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ის შეიძლება იყოს სია თქვენი ყველა საყვარელი პროდუქტისა.

ნეგატიური პრანა საკვების სიის დასაწყისია ნიორი. ისაა ძალიან ძლიერი მკურნალი, მაგრამ ერთია მიიღო საკვები სამკურნალოდ და სრულიად განსხავებულია რომ მიიღო ის როგორც დღიური საკვები. მას აქვს უამრავი სამკურნალო თვისებები აიურვედასა და სიდდჰაში. ჩვენ ვხმარობთ ნიორს ძალიან შედეგიანად, რომ განვკურნოთ სპეციფიური დაავადებები. მაგრამ თქვენი ლოგიკა ასეთია, თუ ყოველდღე მე მივიღებ სულ ერთია რომელ მედიკამენტს, მაშინ ვიქნები ჯანმრთელი. აიურვედაში ასე ვამბობთ: ყოველ ფესვს ან ფოთოლს რომელიც მოიძებნება ჩვენს პლანეტაზე, აქვს სხვადასხვა სამკურნალო თვისებები. ეს ასეა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამოდენიმეს გამოყენება ვისწავლეთ. დანარჩენები ჯერ არ შეგვისწავლია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა მათგანს აქვს გარკვეული სამკურნალო თვისებები, თუ ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას და ვისწავლით როგორ გამოვიყენოთ ისინი.

აბა რას აკეთებთ, თუ გინდათ რომ იყოთ ჯანმრთელი, სხვათაშორის ახლა შემოდგომაა და გარეთ ბევრი ფოთლებია, გადით და შეჭამეთ რამდენი ფოთოლიც შეგიძლიათ და შემდეგ რამოდენიმე ფესვიც დააყოლეთ და იქნებით ძალიან ჯანმრთელნი (იცინის). ეს ასე არ მუშაობს. სპეციფიურ პრობლემას სპეციფიური მიდგომა სჭირდება. ასე ზოგადად რომ მიიღოთ მედიკამენტები ეს სხვა თამაშია, ასე არ არის? ნიორი არის ძალიან ძლიერი სამკურნალო საშუალება, თუ სწორად გამოიყენებთ. ყოველდღიური მოხმარება არ შეიძლება, იმიტომ რომ ის დიდ როლს თამაშობს თქვენი ნერვული სისტემის აღგზნებაში დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ესაა ძალიან ძლიერი სტიმულანტი ნერვებისათვის. თუ შენ იყენებ ნიორს, შენი ნერვული სისტემა ძალიან იგზნება. ყველაფერი, რაც ნერვიულ სისტემას სტიმულაციას უკეთებს, რაღაც პრიოდით გიჭერს მაღლა და შემდეგ გაგდებს. ნერვიული სტიმულანტების ყოველდღიურ გამოყენებას მივყავართ იმ ადგილამდე, სადაც ჩვენ ვართ უგრძნობები ცხოვრებაში. თქვენ ვერ შეიგრძნობთ ცხოვრებას. ახლა თქვენი მოშინაურებული ძაღლი არის იდეალური, რადგან ის გრძნობს მეტს, ვიდრე თქვენ. მისი ნერვიული სისტემა გაცილებით უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თქვენი, რადგან მას შეუძლია იგრძნოს და იცოდეს ის, რაც თქვენ არ შეგიძლიათ. ადამიანის სხეული უფრო მაღალი ქმნილებაა, ვიდრე ძაღლი, ასე არ არის? გავაგრძელო ჩამოთვლა თუ გავჩერდე? მე არ მინდა არაპოპულარული ვიყო (იცინის). ნიორი, ხახვი, ასაფეტიდა, მწვანე ჩილი (მწვანე წიწაკა)...

ასაფეტიდას შეიძლება არ იყენებდეთ, ესაა ფართოდ გავრცელებული სანელებელი ინდურ სამზარეულოში, და ასევე არის ძალიან ძლიერი ნერვული სტიმულანტი.

გავაგრძელო? შემდეგია ჩაი, ყავა. ჩაიში ვგულისხმობ კოფეინის შემცველ ჩაის. დანარჩენი ნაყენები არის პლაცებო, ის არ არის ჩაი. თქვენ შეგიძლიათ მოადუღოთ ნებისმიერი ყვავილი, ნებისმიერი ფოთოლი ან ფესვი და უწოდოთ მას ჩაი. მაგრამ ეს ასე არაა. ჩაი ნიშნავს ჩაის ფოთოლს, რომელიც შეიცავს კოფეინს. ყველა ესენი არიან ნერვიული სტიმულანტები. იშვიათად თუ დალევთ, მათ გააჩნიათ გარკვეული სარგებელი. მაგრამ თუ ეს ყოველდღიურად ხდება, ის ნელ-ნელა აჩლუნგებს თქვენს ნერვიულ სისტემას. თქვენი შესაძლებლობა - შეიგრძნოთ ცხოვრება - ქრება. ჩვენ ვუყურებთ საკვების ამ განზომილებას თვენი მგრძნობელობის თვალსაზრისის მიხედვით. ძირითადად ხალხს აქვს ეგო-მგრძნობიარობა, ისინი არ არიან ცხოვრება-მგრძნობიარენი, მათ არ შეუძლიათ იგრძნონ სიცოცხლე. მათთვის მხოლოდ საკუთარი ემოცია და ფიქრია ცხოვრება, რადგან არ შეუძლიათ შეიგრძნონ ის. თუ თქვენ წახვალთ ტყეში, არ შეგიძლიათ რომ შეიგრძნოთ ხე და ამიტომაც ეძახით შეშას, თქვენ არ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ქმნილებები თქვენს გარშემო. უბრალოდ იმიტომ, რომ მგრძნობელობა გაგიქრათ ბევრი მიმართულებით. ამის ერთ-ერთი მიზეზია თანამედროვე ცხოვრება: ტელევიზორი, ტრეფიკი, ეს მუდმივი ვიბრაციები. ერთი რაღაც აღმოვაჩინე როდესაც აქ ჩამოვედი, ერთი რაც მაიძულებს სასწაფოდ გავეცალო აქაურობს ესაა რაღაც, რაც მუდმივად ბზუის, სულ რაღაცა ხდება. ამას აქვს ძალიან ცუდი ეფექტი ადამიანის სისტემაზე. ნახეთ, ჩვენ ასევე ვართ გარკვეული ვიბრაცია. უნდა იყოს სივრცე, რომ მისცე ნება ჩვენს ვიბრაციებს გაიზარდოს, გავრცელდეს. ახლა კი ამ მანქანებს აქვთ ისეთი ძლიერი ვიბრაციები, მუდმივად რაღაც ხდება. და ამას გარდა ის რაც ჩვენ არ გვესმის, Wi-Fi და ამდაგვარი რაღაცეები, ისინიც თავის საქმეს აკეთებენ. და აქედან გამომდინარე თქვენთვის აღარ არის ადგილი დარჩენილი ცხოვრებისადმი მგრძნობიარობისთვის. იმისთვის, რომ დაჯდე და შეიგრძნო მთელი სამყარო, ამას სჭირდება მგრძნობიარობის გარკვეული დონე.

მე ვსაუბრობ ნერვულ სტიმულანტებზე იმ კონტექსტში, რომ თქვენ იდაბლებთ შესაძლებლობას, რომ შეიგრძნოთ ცხოვრება. ნახეთ მაგალითისათვის: თუ თქვენ შეეხებით ჭიქას, ყველას ვერ ექნება მისი შეხებისას ისეთივე შეგრძნება, როგორიც თქვენ გაქვთ. იცით ეს? ეს დამოკიდებულია თქვენი სისტემის მგრძნობიარობაზე. თუ თქვენ გრძნობთ ამას, შეგიძლიათ ისწავლოთ ბევრი რაღაც თუ სურვილი გაქვთ. ასე რომ მე არ ვარ ყავის მოძულე, კარგით? მაგრამ მე რასაც ვამბობ არის ის, რომ ფინჯანმა ყავამ არ უნდა გადაგიწყვიტოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი. არჩევანის მიხედვით, დალევთ დღეს, ხვალ კი არ დალევთ, ეს კარგია. თუკი ეს იძულებაა, რომ თუ მე დღეს არ დავლიე ყავა, ჩემი დღე ჩაშლილია, მაშინ აუცილებლად უნდა მიიღოთ ზომები. ერთადერთი პარამეტრი ის არის, რომ ან თქვენ მოძრაობთ თავისუფლების მიმართულებით, ან კი გარკვეულწილად დამონებული ხართ ფინჯანი სითხის მიერ. თქვენ არ უნდა იყოთ დამონებული, არაფრის მიერ, უნდა გამოძვრეთ აქედან. მე ვამბობ რომ გააკეთეთ ყველაფერი თქვენი არჩევანით, მაშინ აღარ იქნება პრობლემა. თუ ამას თქვენი არჩევანით აკეთებთ, მაშინ იცით როდის დაიწყოთ და როდის გაჩერდეთ. თუკი ამას იძულებით აკეთებთ, რასაც დაიწყებთ შეჩერება აღარ შეგიძლით. ამაშია მთელი პრობლემა. ეს არ ნიშნავს რომ თქვენ გახდეთ ფანატიკოსი და თქვათ მე არ ვჭამ იმას, მე არ ვჭამ ამას, არ გახდეთ საჭმლის ფანატიკოსი. მიირთვით თქვენი არჩევანის მიხედვით, ყოველი საკვები უნდა იყოს თქვენი არჩევანი. და არა ის, რომ უცებ გადაწყვითოთ ამას აღარ შევჭამო. არ მიიღოთ საკვები როგორც რელიგია, ასე არ არის. ეს არჩევანია, თქვენი სხეულის საჭიროებების მიხედვით, და არა სოციალური საჭიროებების მიხედვით, ან კულტურული საჭიროებების მიხედვით, მხოლოდ სხეულის საჭიროების მიხედვით, ასე არ არის?

სხვა ნეგატიური პრანა საკვებია ყველა ნერვიული სტიმულანტი და ინტოქსიკაციის გამომწვევი ნივთიერებები.

ნულოვანი პრანა საკვებია: პომიდორი, კარტოფილი.

პოზიტიური პრანა საკვების სიაში არის რამოდენიმე საკვები, რომელიც არის ძალიან ძალიან პოზიტუირი: ეშგორდი (Ashgourd), თაფლი, ხილი, ბოსტნეული, თხილეული, მშრალი ხილი (ჩირი). სიის დასაწყისშია ეშგორდი, აქ მგონი ზამთრის ნესვს ეძახიან, ინდური ეშგორდი ფენომენალურია. ეშგორდი არის ძალიან პოზიტური, აგრეთვე შავი წიწაკა. თაფლი ეს ერთადერთი სითხეა პლანეტაზე, რომლის ქიმიური შემადგენლობა ძალიან ახლოსაა ადამიანის სისხლის ქიმიურ შემადგენლობასთან. თაფლის ყოველდღიურმა მოხმარებამ შეუძლია თქვენს ორგანიზმს შესანიშნავი საქმე გაუკეთოს. თაფლი განსაკუთრებულად კარგია ბავშვებისთვის. შექმენით თაფლის მიღების კულტურა თქვენს ოჯახში, ფსიქოლოგიური სტაბილურობა, კარგად ყოფნა, გამძლეობა, ეს ყველაფერი ძალიან ძლიერდება თაფლის ყოველდღიური მოხმარებისას. თუ გაქთ ზედმეტი ცხიმი სხეულზე და დალევთ თბილ წყალსა და თაფლის ნაზავს, ზედმეტი ცხიმი დატოვებს თქვენს სხეულს. თუ თქვენ მას ცივ წყალთან ერთად დალევთ, ის მოგამატებინებთ წონას.

მსგავსი სტატიები

სადჰგურუ - რჩევები 5 სტიქიის გასაწმენდად


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: სალომე თორაძე გაახმ...

საკუთარი თავის ცოდნა; შიგნით და გარეთ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ლიკა მარღანია კითხვ...

შეიძლება თუ არა რომ რეიკი და პრანით მკურნალობა იყოს სახიფათო?


წყარო მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი სადჰგურუ გვაჩვენებს, თუ როგ...

რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?


რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?  (საუბარი სადჰგურუსთან) ...

ოთხი იოგის ისტორია


მონაკვეთი სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია" მთარგმნელი: ...

სადჰგურუ ეკადაშის შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი (...

სადჰგურუ - ალკოჰოლის შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ანასტასია მჟავია კი...

სიკვდილი, სული, რეინკარნაცია - ინტერვიუ სადჰგურუსთან


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული კითხვ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff