სიკვდილი, სული, რეინკარნაცია - ინტერვიუ სადჰგურუსთან

Admin
სადჰგურუ
0
0

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული კითხვა: რა ემართება სასიცოცხლო ენერ...

Sadhguru2

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: მამუკა გურული

კითხვა: რა ემართება სასიცოცხლო ენერგიას, როცა ფიზიკური სხეული ქრება, რჩება თუ არა ინდივიდუალობა, როცა სხეული კვდება, ვარსებობ თუ არა მე, როგორც „მე“, მაქვს თუ არა სული, არსებობს თუ არა რეინკარნაცია, თუ ეს მხოლოდ ჩემი ეგოა, რომელიც ამბობს, რომ მაშინაც კი, თუ სხეულს დავტოვებ, ჩემი „მე“ მაინც იარსებებს?

პასუხი: იცით, ყველაფერი ძალიან მარტივია, თუ თვალებს დახუჭავთ (თუმც კი ახლა თვალებში მიყურებთ), თქვენ ვერ შეძლებთ ჩემს დანახვას, მაგრამ მაინც აქ იქნებით, ასე არაა? ამიტომ მითხარით: ახლა თქვენ მიყურებთ, თუ მხოლოდ თქვენი თვალები მიყურებენ? მაინც თქვენ მიყურებთ, ასე არაა? თუმც კი თვალების მეშვეობით, მაგრამ თქვენ მიყურებთ. თუ დახუჭავთ თვალებს, მაინც არსებობთ, ასე არაა? (ეთანხმება) თქვენ მკაფიოდ გესმით, რომ მხოლოდ სხეული არ ხართ, ასე არაა? (ეთანხმება) და ასევე ზუსტად აცნობიერებთ, რომ ამ სხეულს თანდათანობით აგროვებთ (ეთანხმება)...

სხვა სიტყვებით, იმას, რასაც თქვენს სხეულს ეძახით, ვალად გაქვთ აღებული დედამიწისგან, ეს ჩვენი პლანეტის ნაწილია, იგი საკმაოდ გულუხვია... იგი გულუხვად იძლევა, მაგრამ როცა დრო მოდის, უკან იბრუნებს თავის ვალს, ატომიდან ატომამდე....

აი, მე მიჭირავს ეს ქვა ხელში. ჯერ ვამბობ: ეს ჩემი ქვაა, არ მინდა რომ მოგცეთ. რაღაც დროის შემდეგ ვიწყებ იმის ფიქრს, რომ ეს მე ვარ, და როცა დრო მოვა, ამ ქვას ნებისმიერ შემთხვევაში წამართმევენ. მე ეს მაშინებს, რადგან ადრე თუ გვიან მეც წამიყვანენ, მაგრამ ეს არ მოხდება. მხოლოდ საჭმელს, რომელიც აითვისეთ, პლანეტის ნაწილს, რომელიც ამ სხეულის სახით აითვისეთ, პლანეტა უკან მოგთხოვთ. თქვენ რომ იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ ისაა, რაც აითვისეთ, არა ინტელექტუალურად, არამედ თუ გამუდმებით აცნობიერებთ, რომ მე არ ვარ უბრალოდ ჩემი სხეული, ის მე მეკუთვნის და ყველაფერი რიგზეა. ეს უბრალოდ დაგროვებული მასაა. მე მასში ყველაფერი შევიწოვე, მე მას გამოვიყენებ და როცა დამჭირდება დავტოვებ, ამის გაცნობიერება რომ გამუდმებით იყოს თქვენს ცხოვრებაში, სიკვდილი უბრალოდ ტანსაცმლის გამოცვლა იქნებოდა, ასე არაა? სინამდვილეში, ყველაფერი კიდევ უფრო მარტივადაა.

და რა ხდება ამის შემდეგ? აი, მე დავაბრუნე ვალი, კითხვა მხოლოდ იმაშია, ნებაყოფლობით თუ იძულებით. მიუხედავად მეთოდისა, ვალი გადახდილია. როგორც იცით, ფიზიკური სხეული მიწაში უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ იგი მიწას ეკუთვნის, მაგრამ არსებობენ უფრო ნატიფი სხეულებიც, რომლებიც სამშენებლო კარკასებს ჰგვანან. მხოლოდ იმიტომ, რომ ნატიფი სხეული სამშენებლო კარკასის როლს ასრულებს, თქვენ შეგიძლიათ ააშენოთ ფიზიკური სხეული. თქვენ ჭამთ ბანანს და იგი სხეულის ნაწილი ხდება. პურის ნაჭერს ჭამთ და მას იგივე ემართება. ბადრიჯანს ჭამთ და ისიც სხეულის ნაწილი ხდება იმიტომ, რომ არსებობენ სამშენებლო კარკასები.

სხეული, რომელსაც თქვენ ხედავთ, ფიზიკური სხეული, მხოლოდ და მხოლოდ დაგროვებული გარსია აბსტრაქტული სხეულის გარშემო. ამიტომ, როცა ფიზიკური სხეული კვდება, აბსტრაქტული სხეული, რომელსაც ჩვეულებრივ ეთერულ სხეულს, ან ბევრ სხვა რამეს ეძახიან, სიცოცხლეს აგრძელებს. მასში ჯერ კიდევ ინახება ინფორმაცია. მაგრამ მნიშვნელოვანი სხვაობა იმაშია, რომ როცა ფიზიკური სხეული და ფხიზელი ცნობიერება გქონდათ, მაშინ გქონდათ ასევე შერჩევითი უნარებიც, მაგრამ რადგან სხეულმა შეწყვიტა არსებობა ცნობიერებასთან, ლოგიკასთან და თქვენი გონების შერჩევით ასპექტთან ერთად, ისინი უბრალოდ აღარ დარჩა. აღარ დარჩა აღარც განრჩევის უნარი. თქვენ თავს მხოლოდ მისწრაფებების წყალობით ავლენთ. მაინც არსებობს გარკვეული მისწრაფებები. რატომაა, რომ ყველა კულტურაში, და განსაკუთრებით ამ კულტურაში, ზრუნავენ სიკვდილის მომენტზე. როცა ადამიანი კვდება, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან, თქვენ ღმერთს შესთხოვთ, ან ცდილობთ მისთვის სასიკეთო ატმოსფერო შექმნათ, მაშინაც კი, თუ ის თქვენი მტერია.

თქვენ ლოცულობთ, მარტივ რაღაცეებს აკეთებთ, რაც იცით, რაც ადამიანს ნასწავლი აქვს. თქვენ აკეთებთ ამას იმისთვის, რომ გაცნობიერებულობა და სიმშვიდე შეიტანოთ მის უკანასკნელ მომენტებში, რადგან გსურთ, რომ მშვიდად წავიდეს იმ სამყაროში. რადგანაც წასვლის დროს, თუკი იგი გარკვეულ მდგომარეობაში იმყოფება, მნიშვნელობა არ აქვს როგორში, მაგალითად შიშის მდგომარეობაში, და უცებ იგი განმრჩევ ცნობიერებას კარგავს, და შიშზე არანაირი კონტროლი არ რჩება... თქვენს ცხოვრებაში შიში ბევრჯერ ჩნდება, მაგრამ თქვენ იტყვით, ყველაფერი რიგზეა, და ეცდებით რომ იმსჯელოთ და სიტუაციიდან გამოხვიდეთ, ხოლო თუ განმრჩევი ცნობიერება არაა, ეს ყველაფერი თოვლის დაგორებული მეწყერივით პარანოიად იქცევა. არა იმად, რომელიც კაცობრიობისთვისაა ცნობილი. პარანოია მილიონჯერ და მილიარდჯერ იზრდება, რადგან განმრჩევი ცნობიერება არაა.

მაგრამ დავუშვათ, რომ თქვენ სიმშვიდეს უქმნით სწორედ სიკვდილის მომენტში, იგი მილიონჯერ გაიზრდება, რადგან არ არსებობს განმრჩევი ცნობიერება. იქნება ეს სიტკბოება, სიმწარე, რაღაც სასიამოვნო თუ უსიამოვნო, ამ ყველაფერს აქვს ადგილი, თუ განმრჩევი ცნობიერება არაა, მაგრამ ცხოვრებაშიც კი ადამიანები განმრჩევი ცნობიერების მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებენ. უმეტეს შემთხვევებში ისინი მოქმედებენ მისწრაფებების საფუძველზე, რაც არაგონივრულია, მაგრამ როგორც კი დაკარგავთ თქვენს სხეულს, სხვა გზა არ გექნებათ და მხოლოდ მისწრაფებების მეშვეობით იმოძრავებთ, სანამ ცნობიერების იმ დონეს არ მიაღწევთ, სადაც გაცნობიერებულობის გარკვეული მოცულობის შენარჩუნებას არ შეძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს ეს თვისება, იგი რაღაც უზარმაზარად იქცევა. თუ იგი უსიამოვნებად იქცევა, ჩვენ ამას ჯოჯოხეთს ვეძახით, მაგრამ თუ იგი რაღაც სასიამოვნოდ იქცევა, ჩვენ ვსაუბრობთ სამოთხეზე. მაგრამ სამოთხე და ჯოჯოხეთი არაა განსაზღვრული ადგილები რუკაზე. ესაა მდგომარეობები, რომლებშიც ადამიანი ხვდება.

- და რას იტყვით რეინკარნაციაზე?

- თქვენ დაბრუნება გინდათ?

- რა თქმა უნდა (იცინიან).

- თუ შენარჩუნებული ინფორმაცია საკმარისია, რაც კარმას წარმოადგენს, მისი შემადგენლობა ჯერ კიდევ მძლავრია, და ერთხელ, დავუშვათ, რომ ენერგიის მარაგი ამოწურეთ, რადგან მოხუცდით, სასიცოცხლო ძალები ჩაქრა და რაღაც დროით პასიური გახდით. ეს ენერგია უმოქმედოდაა გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ თუ სასიცოცხლო ძალები ბუნებრივად არ ამოიწურა, სხეული კი უბედური შემთხვევის გამო დაკარგეთ, ან თვითმკვლელობის გამო, ან ვიღაცამ თავში გესროლათ, მეთოდს მნიშვნელობა არ აქვს, ანუ თუ აღარაა სხეული, ენერგია არსად არ წავა. ბევრი დრო გავა, სანამ ენერგია თავისით გაქრება სხეულის და გონების გარეშე. თქვენ რომ ფიზიკური სხეული და განმრჩევი გონება გქონოდათ, ათი წლის განმავლობაში დაამუშავებდით თქვენს კარმას და ამოწურავდით სასიცოცხლო ენერგიას, მაგრამ აი, სხეული არაა, და ეს ათი წელი შეიძლება ათასად იქცეს. აი, მიზეზი, თუ რატომ შეიძლება მოისმინოთ, რომ სუიციდით არ უნდა მოკვდეთ, და არ უნდა მოგკლან. უბედური შემთხვევით სიკვდილი მიუღებელია, რადგან თავდავიწყებაში ყოფნა ძალიან ხანგრძლივი იქნება განმრჩევი ცნობიერების არქონის გამო. უცნობია, თუ როგორი გზით წახვალთ მომავალში, მაგრამ ხელახლა დაბადების შანსი ძალიან დაბალი იქნება, რადგან დაძაბულობის გარკვეულ დონეზე ეს შეუძლებელია.

სანამ საჭირო დონეს არ მიაღწევთ, თქვენი სული ვერ შეძლებს ახალი სხეულის მოპოვებას. და თუ სიბერისგან მოკვდებით, თქვენი სასიცოცხლო ენერგია ამოიწურება და თქვენ უბრალოდ დაიძინებთ და აღარ გაიღვიძებთ. ასეთ ადამიანს შეუძლია 48 საათის განმავლობაში ხელახლა დაიბადოს. მაგრამ ადამიანი, რომელმაც თავისი სხეულის მთლიანობ დაარღვია, იქნება ეს უბედური შემთხვევა თუ რაღაც სხვა, ასეთი ადამიანის ხელახალი დაბადებას შესაძლოა განუსაზღვრელად დიდი დრო დასჭირდეს. ეს დამოკიდებულია დაძაბულობის დონეზე, და იმაზე, თუ რამდენი დარჩა დაუმუშავებელი ინფორმაცია. ჩვენ იმ სფეროში გადავდივართ, რომელიც დეტალურად უნდა განვიხილოთ იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ, ასე მოკლედ, ჯობია საერთოდ არ ვილაპარაკოთ ამაზე. ჩვენ ყოველთვის ვხუმრობთ მსგავს რაღაცეებზე და თემას ვცვლით. ჩვენ არ ვსაუბრობთ ამაზე, რადგან ეს მხოლოდ წარმოსახვებამდე მიგვიყვანს, არაჯანსაღ წარმოსახვებამდე.

- ალბათ მაიძულებთ, რომ სულების და მოჩვენებების არსებობა დავიჯერო (იცინის).

- ამის აუცილებლობა არაა, რადგან ყოველ ბნელ კუთხეში ადამიანები იმის დანახვას დაიწყებენ, რაც იქ არაა.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

 

მსგავსი სტატიები

სადჰგურუ - თაფლის ზემოქმედება ადამიანის გონებაზე


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი თ...

სადჰგურუ - ხუთი ელემენტის შესახებ...


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო როდესაც ადი-იოგი გადასცემდა ამ ...

როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი სადჰ...

ცხოვრება ჭკუიდან გშლით? - როგორ უნდა მოიპოვოთ ბალანსი


ტრანსკრიფცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ქეთევან მიმინოშ...

სადჰგურუ - როგორ ვიპოვნოთ ნამდვილი სიყვარული?


სადჰგურუ - როგორ ვიპოვნოთ ნამდვილი სიყვარული და როგორ გავარკვიოთ არ...

როგორ გავიგოთ, რომ ადამიანი შეგვეფერება?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე - რ...

სასოწარკვეთილების შესახებ...


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე კით...

რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?


რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?  (საუბარი სადჰგურუსთან) ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff