როგორ გამოვიყენოთ მიხაკის ზეთი გაცნობიერებული სიზმარხილვის გასაძლიერებლად

Admin
სიზმრების სამყარო
0
0

dreammm

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

წყარო

გაცნობიერებული სიზმარხილვა - სიზმარში გარემოს ცნობიერი კონტროლის უნარია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა სიზმარში მღვიძარების შეგრძნება და ისტორიების შექმნის, გადაწყვეტილებების მიღების ან სულაც საკუთარი სურვილის შესაბამისად ადამიანებისა და სიტუაციებისთვის ადგილის მიჩენის უნარი.
 
სურნელის გავლენა სიზმარხილვაზე
 
გაცნობიერებული სიზმარხილვის მიღწევა მრავალი სხვადასხვა ტექნიკის დახმარებით შეიძლება, მათგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფასებული კი - ეთერზეთების გამოყენების ტექნიკაა.
 
სურნელთა გადამუშავება ტვინის ლიმბურ სისტემაში - მახსოვრობასა და ემოციებთან დაკავშირებულ ნაწილში - ხდება, ამიტომ ზოგიერთ მათგანს ძლიერი ემოციების გამოწვევა შეუძლია. და რადგანაც ჩვენი სიზმრები - ემოციური სფეროა, სადაც მღვიძარე ცხოვრების გადაუჭრელი გრძნობების გამომჟღავნებაა შესაძლებელი, ყველაფერი, რაც ადამიანთა ემოციების ფორმირებას იწვევს, მათი სიზმრების მაფორმირებელიცაა. ამ აზრით გარკვეული ეთერზეთები სიზმრების დამახსოვრების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთ მათგანს სწორედ მიხაკის ზეთი წარმოადგენს.

mixaki
 
მიხაკის ზეთის ძალა
 
მიხაკი - მეტია, ვიდრე უბრალოდ კეთილსურნელება, ამბობენ, რომ ის სულიერი ძალითაა აღსავსე. დოკუმენტურად დასტურდება, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანები მიხაკს საკუთარი სულიერი და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის იყენებენ.
 
მიხაკის ეთერზეთს შეუძლია:
 
·      განავითაროს ემოციური სიცხადე;
·      დაადგინოს პირადი საზღვრები;
·      განავითაროს უფრო ღრმა მედიტაციის უნარი;
·      გახსნას გულის და მზის წნულის დაბლოკილი ჩაკრები;
·      უზრუნველყოს ფსიქიკური დაცვა;
·      გააუმჯობესოს ძილი;
·      დაეხმაროს სიზმრების გაკონტროლებასა და გახსენებაში.
 
მიხაკის ზეთის ამ ბოლო ორი თვისების შესახებ საუბრისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღრმა ძილი აუცილებელია გაცნობიერებული სიზმარხილვისთვის, სწრაფი ძილის სტადიის მიღწევისას კი სიზმრები უფრო მდიდარი და დეტალური ხდება. ამიტომ ეს ეთერზეთი არა მარტო ეფექტიან ძილს განაპირობებს, არამედ ძილის მომგვრელ საშუალებადაც გვევლინება.
 
როგორ გამოვიყენოთ მიხაკის ზეთი
 
ეთერზეთების გამოყენების ძირითად მეთოდებს პირდაპირ კანზე წასმა (ძირითადად ჩაკრების მიდამოში) ან მისი უშუალოდ ან დიფუზორის მეშვეობით შესუნთქვა წარმოადგენს.
 
დიფუზორით შესუნთქვა
 
დიფუზორში  ცოტა წყალთან ერთად მიხაკის ზეთის 4-6 წვეთის დამატებაც საკმარისია, რათა მიხაკის სურნელმა ოთახი აავსოს, და მისი თვისებების სიკეთე იგრძნოთ.
 
სახის კანის მასაჟი
 
მიხაკის ეთერზეთი ფუძე-ზეთში გააზავეთ, შემდეგ კი ერთი ან რამდენიმე ჩაკრის მიდამოში შეიზილეთ. ფუძე-ზეთებია, მაგალითად ზეითუნის ზეთი, ტკბილი ნუშის ზეთი, ქოქოსის ზეთი, არგანის ზეთი, ავოკადო, ჟოჟობას ზეთი ან უსუნო ლოსიონი. არ დაგავიწყდეთ, რომ მაქსიმალური სისუფთავისთვის ცივი გამოწურვის ორგანული ზეთები უნდა გამოიყენოთ.
 
ინჰალაცია
 
მიხაკის ზეთი ბალიშზე დააწვეთეთ, შემდეგ კი თვალები დახუჭეთ და ცხვირით ღრმად შეისუნთქეთ. ძილის წინ ეს ორჯერ გაიმეორეთ. იმავდროულად გონებაში იმეორეთ: „ამაღამ გაცნობიერებულ სიზმრებს ვნახავ“, და გაცნობიერებულ სიზმარში თქვენი მიზნის ვიზუალიზაცია სცადეთ.
 
მიხაკის ზეთთან თავსებადი ზეთები
 
თუ მიხაკის ზეთის მაქსიმალურად გამოყენება და იმავე დროს ფინანსების დაზოგვა გსურთ, შეგიძლიათ მიხაკის ზეთი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ ზეთს შეურიოთ:
 
·      ლავანდა;
·      ლიმონი;
·      ჟასმინი;
·      გრეიფრუტი;
·      სანდალოზის ხე;
·      კოჭა;
·      ვანილი;
·      ვარდი;
·      ჯაოზი;
·      ილანგ-ილანგი.
 
გაცნობიერებული სიზმარხილვის გასაძლიერებლად უმჯობესია მიხაკის ზეთი ლავანდის, ჟასმინის ან სანდალის ხის ეთერზეთებთან ერთად გამოიყენოთ.

მსგავსი სტატიები

როგორ ვებრძოლოთ ძილის დამბლას


მთარგმნელი: ნანა ტატიშვილი ბალაჯაევა წყარო გაცნობიერებულ სიზმრე...

მცენარეები, რომლებიც ხელს უწყობენ სიზმრების გაცნობიერებას


 წყარო მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია რამდენ ჩვენგანს გვახსოვს...

მოკავშირეები (არაორგანული არსებები)


ავტორი: ალექსეი ქსენძიუკი ფრაგმენტი წიგნიდან - "ნაგუალის ხედვა" ...

სიზმრის გაცნობიერების ტექნიკები


წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული გაცნობიერებული სიზმრები - ესაა ...

კატაბალახას (ვალერიანის) ფესვები


 მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია წყარო ვალერიანის ფესვები არის უძ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff