კატაბალახას (ვალერიანის) ფესვები

Admin
სიზმრების სამყარო
0
0

 მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია წყარო ვალერიანის ფესვები არის უძველესი დამამშვიდებელი და მღელვ...

 valerian highმთარგმნელი: ნუცა მეუნარგია

წყარო

ვალერიანის ფესვები არის უძველესი დამამშვიდებელი და მღელვარებისგან განმათავისუფლებელი მცენარე, დამტკიცებულია, რომ მას შეუძლია სიზმრების გამოწვევა და სიზმრით დაკმაყოფილების გაზრდა. ის გამოიყნებოდა ყველა კულტურაში საქსონურიდან ბერძნულამდე შემდეგ უფრო გავრცელდა და ახლაც ფართოდ გამოიყენება.

კატაბალახა არის ერთერთი ყველაზე ეფექტური და პოპულარული ნატურალური საშუალება უძილობის სამკურნალოდ, და არც თუ უმიზეზოდ. მას აქვს კულტურული გამოყენების ათასწლოვანი ისტორია . მას ზურგს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ლიტერატურა უმაგრებს, რაც მას პრივილიგირებულს ხდის.

ფაქტია, რომ სწავლულებმა საიმედოდ აჩვენეს მისი გაუმჯობესებული მოქმედება სხვა კომერციულ წამლებთან შედარებით.

მანამდე კატაბალახა გამოიყენებოდა მღელვარების სამკურნალოდ, დამამშვიდებლად, უძილობის სამკურნალოდ და უფრო მეტიც. ამ სტატიაში ჩვენ ვკონცენტრირდებით მისი, როგორც პოტენციური სიზმრების გამომწვევი საშუალების შესახებ.

ვალერიანის ისტორია:

როგორც ყოველთვის, მე ვაპირებ მიმოვიხილო ხსენებული მცენარს ისტორია, მანამ სანამ დეტალებს ჩავუღრმავდებით.
ამიტომ დავიწყოთ!

პირველად ვალერიანი მოიხსენია ჰიპოკრატემ ძვ.წ 400 წელს. შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი ბრძნული ნაშრომის მნიშვნელობა (სურვილისამებრ) ნაშრომ „Hippocratic corpos”-ში.

როგორც ხედავთ, ვალერიანი ფართოდ იყო გავრცელებული მთელს მსოფლიოში . მან საკუთარი ბევრ კულტურასა თუ ტერიტორიაზე გამოავლინა.

აქვეა სია სადაც მოყვანილია ისტორიული ფაქტები ვალერიანის შესახებ-რომელიც ნამდვილად ბევრია:

1. ვალერიანი ფართოდ გამოიყენებოდა ძველ საბერძნეთში რამდენიმე დანიშნულებით. დიოსკორიდები, ბერძენი ექიმები იყენებდნენ მას ღვიძლის დაავადებების, შარდოვანი ტრაქტის და კუჭნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ.

2. მოხსენიებულია Isaac Judaes-ს ნაშრომში „დაავადებათა წიგნი“ ახალი წელტაღრიცხვით 924 წელს.

3. 1800-იანი წლების განმავლობაში კატაბალახა ფართოდ გამოიყენებოდა ორივე ამერიკის კონტინენტზე და ევროპაში ქალებისთვის „ისტერიის“ სამკურნალოდ.
მისი დამამშვიდებლის თვისებები ეხმარებოდა ხალხს გადამეტებული მღელვარების დაძლევაში. ის იმდენად იყო ხსენებულ პერიოდში გავრცელებუ, რომმ შეგვიძლია მას ვალერიანი კიარა „მეცხრამეტე საუკუნის დამამშვიდებელი ნარკოტივი“ ვუწოდოთ.

4. კატაბალახა ასევე გამოიყენებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებში სურნელოვან საშუალებად აბაზანისათვის, ასევე როგორც სუნამო. ხალხის ნაწილი მას ტანსაცმლისთვის სუნის მისაცემადაც კი იყენებდა. გაითვალისწინეთ რომ ადრეც იყო და ახლაცაა ზოგიერთი ისეთი ჯიში, რომლის გამოყენებაც მართლა შეიძლება მაგ დანიშნულებისთვის. დღესაც კი ვალერიანის ექსტრაქტები სუნამოების საფუძვლადაა გამოყენებული.

5. ისტორიაში ცნობილია , რომ ვალერიანი გამოიყენებოდა სანელებლად. ანგლო საქსების რეცეპტები მას შეიცავდა. ნახეთ „bald’s leechbook” მეათე საუკუნის ცნობილი მანუსკრიპტი(leech-ძველ ინგლისურ ენაზე ექიმს აღნიშნავდა-მას შემდეგ რაც ისინი განსაკურნად სისხლის გამოშვების მეთოდს იყენებდნენ).

6. კატები გიჟდებიან ვალერიანზე. გასაკვირი არაა რომელიმე კატისებრი დაინახოთ ამ მცენარით , მისი დატკეპნილი ღეროთი და ფოთლებით მოხიბლული. მათი რეაქცია ისეთივეა, როგორიც საკუთარი მოდგმის წარმომადგენელთან შეხვედრა. ცნობილია, რომ ბევრი ისტორიული ფარმაცევტი აფასებდნენ ვალერიანის ხარისხს და იყენებდნენ მას კატების რეაქციის გამოსაწვევად.

7. ბევრმა გამოსცადა ვირთხების დაჭერის მეთოდი ვალერიანით გაჟღენთილი ხაფანგით, რაც წარმატებული აღმოჩნდა. ერთმა არცისე ცნობილმა ფერმერმა გადაწყვიტა ვალერიანის ხაფანგით შეეტყუებინა მავნებელი თაგვების ნაკადი მდინარეში. მისი სალამური საგულდაგულო ხრიკი იყო თაგვებისთვის.

8. მკვიდრი ამერიკელები იდებდნენ დაღეჭილ კატაბალახას ყურებში, მისი ტკივილის შესამსუბუქებლად. Blackfoot- ის ოჯახი იყენებდა მას კუჭის პრობლემების სამკურნალოდ. რამდენიმე გვარი(მათშორის ტომპსონები და მენომინები) იყენებდნენ მცენარეს ჭრილობების სამკურნალოდ.

9. ფესვები გავრცელდა მეორე მსოფლიო ომის დროს, სადაც მას იყენებდნენ ნერვების პრობლემების მოსაგვარებლად, რასაც მომწამლავი აირების რეიდები იწვევდა. ამ რეიდებს კი ინგლისი აწყობდა.

ვალერიანი და სიზმრები:

ვალერიანი არის ნამდვილი სიზმრის მცენარე. არარსებობს აბსოლუტურად არაფერი ჩემ გონებაში, რაც უარყოფს რომ ვალერიანი ჩემს სიზმრებზე მოქმედებს. ეს არამხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, არამედ სწავლულთა არგუმენტებიდანაც.

ვალერიანის ექსტრაქტის კვლევისას ინსომნიაზე, პაციენტთა 16% ასახელებდა მკაფიო სიზმრებს მიქსტურის მიღების გვერდით მოვლენად.

როდესაც ვალერიანს ვიღებ , პირველი ეფექტი რასაც ვამჩნევ, სიზმრების გაუმჯობესებაა. ადრე ჩემთვის ნაცნობი გრძნობა იყო სიზმრის ნახვა და ის , რომ მეორე დღეს ის აღარ მახსოვდა. თუმცა ამ საშუალების პერიოდულად მიღებისას სიზმრების გაუმჯობესების მიზნით-ეს ყოველ ღამე აღარ ხდება.

მეორე ეფექტი რასაც ვამჩნევ არის მნიშვნელოვანი გავლენა სიზმრის შინაარსზე - სიზმრები, რომლებიც ვალერიანის მიღების შემდეგ მაქვს უფრო უცნაურია და უფრო ნათელიც.

თქვენ მეკითხებით არის თუ არა შესაძლებელი ვალერიანის გამოყენება ლუციდური სიზმრებისთვის?
უნდა ითქვას, რომ მას არ აქვს ძალიან დიდი გავლენა ლუციდურ სიზმრებზე, ის მოქმედებს ტკივილის ინჰიბიტორზე. მოკლედ რომ ვთქვა, ლუციდური სიზმრის მისაღებად და სიზმრის სამყაროში შესასვლელად ნებისმიერი სიზმრის მცენარის მიღებაა შესაძლებელი.
როდესაც სიზმარი უფრო ცხადი და ნათელია, უფრო მარტივად აცნობიერებ რეალობას და სიზმარს ლუციდურს ხდი.

ვალერიანი არაა საუკეთესო გამოსავალი ლუციდური სიზმრებისთვის თუ მხოლოდ მას იღებთ.
ის არის საუკეთესო პერიფერიული საშუალება სხვა სიზმრის გამომწვევ მცენარეებთან ერთად მისაღევად. ამ გზით ის აძლიერებს სიზმრის წარმოქმნის ეფექტს და შინაარს უფრო ნათელს ხდის., ხელს უწყობს ლუციდური ეფექტის წარმოქმნას.

მიმოხილვები ვალერიანის შესახებ:

მოდი გადავხედოთ „ეროვიდის“ მიმოხილვებსა და გამოცდილებას მასთან დაკავშირებით:

1. ჩემთვის მაგალითად, ვალერიანი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ძილის წინ შექმნილი მღელვარების მოსაშორებლად. ის ამშვიდებს სხეულს, გონებას და გადავყავარ კომფორტულ ადგილას სადაც შემიძლია დავისვენო და განვიტვირთო დასაძინებლად. ფაქტია, რომ ჩემი სიზმრები ვალერიანის მიღების შემდეგ უფრო ნათელია, ადვილად აღქმადი, ბევრი საინტერესო კადრი, თეთრი სასახლეები და თეთრი ფუმფულა ღრუბლები. სიზმრებში არაფერია ძლიერი ან უხეში, ის მეტად ფაქიზია. ჩემთვის მან საუკეთესო ეფექტი იქონია ამ ორი თვის განმავლობაში და მე ვგრძნობ მეტ კონტროლს სიზმრებზე. ნაკლები არეული საუბარი და გვერდითი მოვლენები მომდევნო დღეს.
სმიტი, „ეროვიდი“.

2. ძალიან საინტერესო ამ ტაბლეტების შესახებ ისაა, რომ მისი დალევის შემდეგ მართლა ვნახე სიზმარი იმ ღამეს. სიზმრებს იშვიათად ვნახულობ, ან თუ ვნახულობ მომდევნო დილას არ მახსოვს. ასევე მინდა აღვნიშნო რომ მიღებამდე ჩემი სიზმრები არეული და ალოგიკური იყო, არვიცი უცნაურია თუ არა მაგრამ იმ ღამეს სიზმრები ლოგიკური იყო და დეტალებში მახსოვდა.

კეი, „ეროვიდი“

როგორც ხედავთ არამხოლოდ მეცნიერთა დასკვნები ამართლებს ამ მცენარეს, არამედ ხალხის გამოცდილებაც.

რა არის საუკეთესო ვალერიანის დანამატი:
თუ თქვენ ეძებს საუკეთესო ვალერიანის დანამატს სიზმრების გასაფართოებლად, მნიშვნელოვანია იცოდეთ ვალერიანის მჟავის შესახებ.

როგორც ხედავთ, დანამატად იყენებენ ექსტრაქტებს უშუალოდ მცენარის უმი ფესვების ნაცვლად- ეს უფრო მოსახერხებელია ვინაიდან არ გვჭირდება დიდი მცენარეული ნაყარის (ნერგის) ყიდვა.
თუმცა პრობლემა ისაა, რომ ექსტრაქტის მეთოდი განსხვავდება. რთულია საჭირო დოზის გამოყენება, რაც ასევე განსხვავდება ფესვების მეთოდისგან. ამიტომაც გარკვეული უნდა იყოთ , რომ საჭირო დოზა გამოიანგარიშოთ.

როგორც ცნობილია, უმი მცენარე შეიცავს 0,16%მდე ვალერიანის მჟავას. ექსტრაქტები ძირითადად დაფუძნებულია 4:1 პროპორციის მეთოდზე-რაც ნიშნავს , რომ ვალერიანის მჟავის შემცველობა 0,8%ია.
ასევე დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ დოზა სათანადოდ მაღალია(რასაც სწავლულებიც ეთანხმებიან). ბევრი კომბინაციური საშუალებები არ ამატებენ სათანადო რაოდენობის ვალერიანის მჟავას , რაც საჭიროა ეფექტის მისაღებად.

თუ საშუალების შემადგენლობაში ვალერიანი ყველაზე დიდი დოზითაა და გინდათ რომ თქვენს უძილობას, მღელვარებას ან ძილის პრობლემებს უმკურნალოს მაშინ ის სულ ცოტა 450-600 მგ უნდა მიიღოთ.

მოკლედ რომ ვთქვათ,თუ ვალერიანს მეტი წილი აქვს ნებისმიერ კომბინაციაში (ე.ირამდენიმე მცენარესთანაა გარეული) სიზმრის გაუმჯობესებისათვის 140მგ-ზე მეტი დოზა საუკეთესოა. თუ დანამატი შეიცავს 100მგს ან ნაკლებს, მაშინ მე პირადად ვაორმაგებ მას, ეფექტი უფრო შესამჩნევი იქნება.

დასკვნა:

ვალერიანი მოქმედებს, და მოქმედებს ნამდვილად კარგად.

ის თქვენს სიზმრებზე მოახდენს გავლენას.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

 

მსგავსი სტატიები

კატაბალახას (ვალერიანის) ფესვები


 მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია წყარო ვალერიანის ფესვები არის უძ...

სიზმრის გაცნობიერების ტექნიკები


წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული გაცნობიერებული სიზმრები - ესაა ...

მოკავშირეები (არაორგანული არსებები)


ავტორი: ალექსეი ქსენძიუკი ფრაგმენტი წიგნიდან - "ნაგუალის ხედვა" ...

მცენარეები, რომლებიც ხელს უწყობენ სიზმრების გაცნობიერებას


 წყარო მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია რამდენ ჩვენგანს გვახსოვს...

სიზმარხილვების სივრცე (რეალობის ტრანსერფინგიდან)


ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი" მთარგმნელი: მა...

გაღვიძება სიზმარში (რეალობის ტრანსერფინგიდან)


ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი" მთარგმნელი: მა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff