ემოციების ბუნება

Admin
სხვადასხვა
0
0

 თუ სიტყვას «emotion» (ემოცია) ორ შემადგენელ ნაწილად დაყოფთ – «e» და «motion», დაინახავთ, ...

Emotion Magma

 თუ სიტყვას «emotion» (ემოცია) ორ შემადგენელ ნაწილად დაყოფთ – «e» და «motion», დაინახავთ, რომ თავდაპირველად იგი ლათინური ფესვებისგან წარმოიშვა და აღნიშნავდა გარეთკენ მოძრაობას.

ეს განსაზღვრება კარგად შეესაბამება ადამიანური ემოციების რაიხისეულ გაგებას. თავის საფუძველში ემოციები - სხვა არაფერია, თუ არა პლაზმის მოძრაობა, ენერგიის ტალღა, რომელიც სხეულის თხევადი შემადგენელის გავლით გამოხატვისკენ და გამონთავისუფლებისკენ მიისწრაფვის. ასეთი განზოგადებული თვალთახედვა ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, როცა დაკარგულ სიყვარულს ვგლოვობთ, ან რაღაც შენიშვნა გვწყინს. მაგრამ იგი უცილობლად ეხმარება რაიხულ თერაპევტს კლიენტის სხეულში ჯანმრთელი პულსაციის აღდგენაში, რათა კარი გაუღოს ბედნიერებისკენ, მეტი სიცოცხლისუნარიანობისკენ და კარგი განწყობისკენ.

თავად რაიხი აკვირდებოდა ემოციების წარმოშობას მათი უფრო პრიმიტიული და საბაზისო ფორმისგან და მაგალითის სახით ერთუჯრედიანი ამება აირჩია. მიკროსკოპის მეშვეობით მან დაინახა, რომვამებას უჯრედის შიგნით არსებული პლაზმა გარეთ გამოიზნიქება ხოლმე სიამოვნების წყაროს მიმართულებით და შიგნით შედის, როდესაც ტკივილის წყაროსგან უკან იხევს. ესაა ორმხირივი მოძრაობა, ანუ, როგორც რაიხი უწოდებდა - „პროტოპლაზმის ორმხრივი ემოცია“.

სიამოვნებისკენ სწრაფვა იწვევს მოძრაობას უჯრედის ბირთვიდან პერიფერიისკენ, მაშინ, როცა ტკივილისგან გაქცევის სწრაფვა იწვევს მოძრაობას საწინააღმდეგო მიმართულებით - შეკუმშვას პერიფერიიდან ცენტრისკენ. რაიხი თვლიდა, რომ ეს საბაზისო პულსაცია ორი მიმართულებით დამახასიათებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის და ადამიანური გამოხატულების პირველსაფუძლევს წარმოადგენს: ჩვენ ყველას გვსურს სიამოვნების შეგრძნება; ყველას გვსურს ტკივილისთვის თავის არიდება. რაიხი ასევე მიანიშნებდა იმაზე, რომ მოძრაობა, რომელიც გამოხატვის საშუალებას წარმოადგენს, ცოცხალი როგანიზმების განუყოფელი თვისებაა, რაც მათ დანარჩენი ბუნებისგან განასხვავებს. იყო ცოცხალი, ნიშნავს იმოძრაო; იმოძრაო, ნიშნავს გამოხატო.

ყველაფერი ეს ცხადი ჩანს, და არსებით დასკვნამდე მივყავართ: მოგვწონს თუ არა ეს, მაგრამ ჩვენ ყველანი ემოციური არსებები ვართ.

გრძნობები - ესაა ნაწილი კომპლექტისა, რომელსაც „სიცოცხლე“ ეწოდება, ხოლო ამ გრძნობების ემოციური გამოხატულება - ჩვენი ენერგიის ბუნებრივი და აუცილებელი მოძრაობაა.

თუ ჩვენ მათ ვახრჩობთ, ვთრგუნავთ, ამით ჩვენივე სასიცოცხლო ძალას ვთრგუნავთ...

ანიშა დილანის წიგნიდან: "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

მსგავსი სტატიები

მონანიება


ბულგაკოვის რომანში "ოსტატი და მარგარიტა" სატანას მეჯლისზე დედოფლად ...

მოხალისეები დედამიწაზე


მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო -მითხარი... ყველაფერს შორის რაც ...

"იყო იგი სხვაი ჩემი"


 ქრისტიანული ლოცვის ტექსტებში არის ერთი მონაკვეთი, კერძოდ ანდრია კრ...

გახდი პროგრესის მონაწილე!


რამდენიმე ხნის წინ, ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე დავდე პოსტი სადაც ...

DEEP STATE -ჩრდილოვანი სახელმწიფო (მეორე ნაწილი)


ის რაც ამ ნაწილში მინდა წარმოგიდგინოთ, ზოგს ზღაპარი ჰგონია, ზოგს გა...

აღმოაჩინე შვიდი


ავტორი: ანა თოფურიძე ყოველი დღე ახალი რეალობაა და შანსი რაღაც ახ...

მარსის ეგრეგორი


ატლანტების და სხვა რასების წარმოშობის შესახებ... ავტორი: ბორის მონ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff