ეზოთერიის შესახებ (ფსიქიატრის აზრი)

Admin
ფსიქიატრის აზრი (ანდრის საულიტისი)
0
0

ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული (სავარაუდოდ აქ ...

labrovsky12

ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან

მთარგმნელი: მამუკა გურული

(სავარაუდოდ აქ ავტორს საუბარი აქვს სუროგატულ პოპ-ეზოთერიაზე, და არა იმაზე, რასაც ეზოთერია სინამდვილეში უნდა წარმოადგენდეს - მთარგმნ. შენიშვნა).

„ეზოთერია“ ყოველთვის ზე-ღირებული ფორმირებების შესახებ ბოდვაა. რატომ? იმიტომ, რომ იქ ყოველთვის არის „მე და დანარჩენი“-ს კონცეპტი. მთელი ეს გონებრივი სისტემები, რომლებიც ეზოთერიაში ჩნდებიან, დამცავ ინფორმატიულ რედუქციას წარმოადგენენ, რათა ადამიანმა უკეთ შეძლოს სამყაროსთან ურთიერთქმედება.

ეს ბავშვობიდან მოდის. როცა ბავშვი ვითარდება, სადღაც 4-დან 10 წლამდე დამცავ ფანტაზიებში ცხოვრობს. თამაშობს, სხვადასხვა ფერიები ჰყავს, ჯადოსნური ჯოხი და ა.შ. რადგან ის უმწეოა, მგრძნობიარეა და მისი მთავარი „ეზოთერია“ - მშობლებია, რომლებიც ზრუნავენ მასზე და ყველაფერ აუცილებელს აძლევენ ცხოვრებაში. მაგრამ როცა ადამიანი უკვე გაიზარდა, რამენაირად სჭირდება მშობლების ჩანაცვლება. ზოგიერთი ნაციონალურ ან სხვა სახის ბოდვებში ვარდება, მაგრამ არსობრივად ესეც იგივე „ეზოთერიაა“. ერთი ნაწილი იყენებს ფანტაზიებს, გონებრივ კონსტრუქციებს, რომ მათ რაღაც განსაკუთრებული აქვთ. მათ არ აქვთ ცხოვრებასთან უშუალო ურთიერთქმედების უნარები, არ შეუძლიათ დარტყმის მიღება საკუთარ თავზე და ამაზე რეაგირება, ამიტომაც იყენებენ ამ აზრობრივ სისტემურ კონსტრუქციებს. სწორედ ესაა მთელი ეზოთერიები, რელიგიები და ფილოსოფიები.

როგორ ამოვიცნოთ ისინი? როგორ ვიცოდეთ ზუსტად, რომ ეს ეზოთერიაა? იქ ყოველთვისაა შენარჩუნებული ეს კონცეპტი: „მე და სხვები“, და ეს „მე“, რომელიც იყენებს ამ ეზოთერიას, ამ სისტემას, ამ „ოქროს თევზს“, „ჯადოსნურ ჯოხს“, ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია, სხვებზე ძლიერია. ამ დროს ადამიანები ეძებენ „მშობლებს“, რომლებიც გონებრივ სუგესტიას მისცემენ მათ.

ადამიანები, რომლებიც ქადაგებენ სხვადასხვა უნარებს, შესაძლებლობებს, „თუ მირწმუნებ ამ უნარებს მოგცემ“ და ა.შ., ცდილობენ რომ მშობლების როლი მოირგონ ხოლმე. ისინი მსხვერპლზე ახდენენ თავიანთი ამ როლის მორგებას. ადამიანი, რომელსაც შფოთვები და შიშები აქვს, მათთან მისვლის შემდეგ შვებას გრძობს. იმის ნაცვლად, რომ უთხრას, რომ ეს შიშები ილუზიაა, და გაზრდაში, უნარების გამომუშავებაში შეუწყოს ხელი, ცხოვრებასთან კონსტრუქციულ ურთიერთქმედებაში შეუწყონ ხელი, ისინი ამბობენ: „არაა საჭირო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ეზოთერია ყველაფერს გააკეთებს“... და აძლევენ ადამიანს ამ მიამიტურ, ინფანტილურ, ინფორმატიულ, მენტალურ კონსტრუქციას, როგორც ბადეს, და ადამიანი ებმება ამ ბადეში.

განმასხვავებელი ნიშანი იმისა, რომელიც ამ „ეზოთერიაში“ მოხვდა იქნება ის, რომ მას ექნება „მე და სხვების“ ძლიერად გამოხატული კონცეპტი. ხდება გახლეჩა: მე-ეზოთერია და სხვები - კიდევ რაღაც სამყარო. მე, რომელიც იყენებს ამ დამცავ პრეზერვატივს, ამ ეზოთერიას თვლის, რომ განსაკუთრებული უნარები აქვს და სხვებს აღემატება. ესაა სირაქლემას პოზიცია, თავით ქვიშაში. კლასიკოსებმაც განსაზღვრეს: „ეზოთერია - ესაა ოპიუმი ხალხისთვის“.

მსგავსი სტატიები

სოკოების შესახებ (ფსიქიატრის აზრი)...


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

ფსიქოსომატიკა - ნაწილი მესამე


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ...

როგორ აღვზარდოთ ბავშვები (4 მთავარი წესი)


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

ჰიტლერის დიაგნოზი (ფსიქიატრის აზრი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურულ...

ფსიქოსომატიკა - ნაწილი მეორე (აფექტის ფენომენი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ...

მარიხუანას შესახებ (ფსიქიატრის აზრი)...


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის  ვიდეოდან მთარგმ...

სრული სიმართლე ჰომეოპათიის შესახებ


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ლიზი ხუციშვი...

ფსიქოსომატიკა (ნაწილი პირველი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან:  მთარგმნელი: მამუკა გურულ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff